ზვიად გამსახურდიას ლიტერატურული მემკვიდრეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზვიად გამსახურდიას ლიტერატურული მემკვიდრეობა |
lingvo |
Jul 18 2007, 07:33 PM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია მისი ლექცია "საქართველოს სულიერი მისია". ჩემი აზრით ეს ლექცია ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს! განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი შრომები და ნაწარმოებები:
1. "საქართველოს სულიერი მისია" 2. "გელათის აკადემიის სულიერი იდეალები" 3. "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გმაოძევების შესახებ" 4. "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ყველა ამ ნაწარმოებს გაეცნობით კატეგორიაში "ძირითადი სამეცნიერო შრომები და ლიტერატურული თხზულებები" ვიკიპედიაში http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%90%E1%83%93 გააკეთეთ კომენტარები... -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
lingvo |
Jul 18 2007, 07:37 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ამ შრომებში და ნაწარმოებებში ძირითადად საქართველოს ისტორიაზეა საუბარი, ქართული ენის ისტორიაზე და სხვა მრავალი... -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
კანუდოსელი |
Jul 23 2007, 04:49 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია მისი ლექცია "საქართველოს სულიერი მისია". ეგ ლექცია კი არა წიგნია და თან ისეთი, რომ ანათემაზე გადავცემდი დიიიიიიიიიიიდი სიამოვნებით სისულელეების ტაშფანდურია აი ეს საერთოდ გლიჯავს : მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი ამ სტრიქონების ავტორი ისევეა სამების დოგმატის აზზე, როგორც მე - სექსოპათოლოგიის სფეროში უახლესი აღმოჩენებისა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
lingvo |
Jul 24 2007, 01:16 PM
პოსტი
#4
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ეგ ლექცია კი არა წიგნია და თან ისეთი, რომ ანათემაზე გადავცემდი დიიიიიიიიიიიდი სიამოვნებით სისულელეების ტაშფანდურია აი ეს საერთოდ გლიჯავს : მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი ამ სტრიქონების ავტორი ისევეა სამების დოგმატის აზზე, როგორც მე - სექსოპათოლოგიის სფეროში უახლესი აღმოჩენებისა რა არის ამ მსჯელობაში არამართლმადიდებლური? ესეც უნდა დააფიქსირო როდესაც ასეთ პროტესტს გამოხატავ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
კანუდოსელი |
Jul 24 2007, 01:56 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
იმ სიტყვების ავტორი აზზე არაა ღვთისმეტყველებისა...განვიხილოთ:
მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, აქ არის ერესი სამებაში ერთის სამ გამოვლინებად განმარტებისა, რომ მამა გვევლინება ძის სახით, ანუ ის მამაა გამოვლინებაში... ღვთისმეტყველება კი ამბობს: ძე არ არის მამა და მამა არ არის ძე, ისინი ერთნი არიან სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, ძე და მამა არ აძლევს? აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი რა აზრიც დავწერე ზემოთ აქ თავმოყრილია...არანაირი ასპექტი არ არის, ერთი არ გვევლინება სამ ასპექტში, არამედ ერთი არის სამ სახოვანი გამოვლინებამდე..იმისათვის რომ ეს გაიგო - ღვთისმეტყველება უნდა იცოდე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
lingvo |
Jul 24 2007, 06:29 PM
პოსტი
#6
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
იმ სიტყვების ავტორი აზზე არაა ღვთისმეტყველებისა...განვიხილოთ: აქ არის ერესი სამებაში ერთის სამ გამოვლინებად განმარტებისა, რომ მამა გვევლინება ძის სახით, ანუ ის მამაა გამოვლინებაში... ღვთისმეტყველება კი ამბობს: ძე არ არის მამა და მამა არ არის ძე, ისინი ერთნი არიან ძე და მამა არ აძლევს? რა აზრიც დავწერე ზემოთ აქ თავმოყრილია...არანაირი ასპექტი არ არის, ერთი არ გვევლინება სამ ასპექტში, არამედ ერთი არის სამ სახოვანი გამოვლინებამდე..იმისათვის რომ ეს გაიგო - ღვთისმეტყველება უნდა იცოდე აი ეხლა უკვე ნათელია თქვენი პროტესტის არსი ამ საკითხთან დაკავშირებით. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
Misha_kartveli |
Oct 6 2007, 09:52 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,821 |
ძალიან კარგი და საინტერესო თემაა. ზვიად გამსახრდიას მრავალმხრივი მოღვაწეობიდან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სწორედ სამეცნიერო და სალიტერატურო შემოქმედებას უჭირავს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ამ მხრივაც სრულიად გამორჩეული პიროვნება იყო. იგი ავტორია მრავალი უაღრესად საინტერესო სამცნიერო ნაშრომისა ერთერთი მათგანია "დილემა კაცობრიობის წინაშე", რომლის ლინკსაც აქ გთავაზობთ http://www.caucasology.com/IX%202/zviadi.pdf ზვიად გამსახურდიას მდიდარ სამეცნიერო მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს რუსთველოლოგიურ კვლევებს. ეს ლინკი გახლავთ მისი მონოგრაფიული ნაშრომის "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველების" ელექტრონული ვერსია, რომლისთვისაც მას 1991 წლის 14 ნოემბერს HONORIS CAUSA მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, გარდა ამისა ზვიად გამსახურდია ამ ნაშრომისათვის არჩეულ იქნა ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000018/ რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას "საქართველოს სულიერ მისსიას", მე აქ არ დავიწყებ მის ღვთისმეტყველურ გარჩევას, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია, რომ მასში ნათლადაა გადმოცემული ქართველი ერის სულიერი მისიის ძირითადი საკითხები. ცხადია, ნაშრომმა განიცადა გარკვეული პოლიტიზაცია, რადგან მისი ავტორი პირველ რიგში პოლიტიკური მოღვაწე იყო, მაგრამ შეუძლებელია ვუარყოთ, რომ ზვიად გამსახურდია იყო ენციკლოპედიური განათლების მქონე პიროვნება, რომლის ნაშრომებიც ნებისმიერ მეცნიერს შეშურდება.
-------------------- წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
|
georgianeli |
Nov 2 2007, 01:26 AM
პოსტი
#8
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ყველანი ამ ნაშრომის ანათემაზე გადაცემის მომხრეხართ? განსხვავებული აზრი ხომ არავის აქვს? განსხვავებული აზრი: გაიზრდებიან, დაღვინდებიან, გაიღრმავებენ თავიანთ ღვთისმეტყველებით ცოდნას ე ბოშუნები და მერე სხვანაირად ისაუბრებენ, თუკი (sic) ... კიდევ უფრო არ დაბრმავდნენ მანამდე, თორემ წმინდა მამათა კითხვას გახსნილი გული სჭირდება, არა a priori მოშხამულ-უგნური გულისხმა. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
iisperiTOVLI |
Jun 19 2008, 03:53 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
V - მამა
თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, უფალო, ამაცდინე სასუმელი ესე. მამა ხარ ყოველთა, ძეთათვის მზრუნველი, უფალო, ამაცდინე ესე სასუმელი. ნუ ჩემი იყოფინ, არამედ შენი, შენ თავად ნება ხარ, სიმართლის მჩენი, ხამს მოყვასისათვის სიმძიმე ვითვისო, გვედრი შემიწყალე, ძეო დავითისო! -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
orthodox-georgia |
Jul 17 2008, 11:53 PM
პოსტი
#10
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ზვიად გამსახურდიას არცერთი ნაშრომი არ მაქვს წაკითხული
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
ქევანა |
Oct 14 2009, 05:02 PM
პოსტი
#11
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
orthodox-georgia
ციტატა ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ზვიად გამსახურდიას არცერთი ნაშრომი არ მაქვს წაკითხული არა უშავს, დალაგებულად არც მე მაქვს ხოდა ნაწყვეტებით მსჯელობა თუმცა ძნელია, მაგრამ რაღაც არ მომეწონა და არც დავამთავრე : ) ვუაბშე არ მომწონს ეგ კაცი .. იმედია ზვიადისტი არავინაა : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ლურჯი ბუ |
Oct 14 2009, 10:56 PM
პოსტი
#12
|
...ანუ მე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 |
ჩემდა სამარცხვინოდ, რაც წაკითხული მაქვს, იმან მაფიქრებინა რომ რაც არ მაქვს წაკითხული, სჯობს არ წავიკითხო გინდა იყოს ზვიადისტი აქ ვინმე და გინდა არა, გინდა იესოდ ცნან და გინდა ლუციფერად...
-------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
თამარი_ცქნაფო |
Oct 15 2009, 01:07 AM
პოსტი
#13
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ერთადერთი, რაც მომწონს, იგავ-არაკებია. ''ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველებაშიც'' კი ბევრ რამეს ვერ ვიზიარებ.
ლინგვო, ნუ ჩამქოლავ. არ მიყვარს მე შტაინერისეული აზრები და რა გიყო -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ქავთარაძე |
Oct 15 2009, 08:58 AM
პოსტი
#14
|
დაურეგისტრირებელი |
ერთ-ერთი უდიდესი ფანატიკოსი ადამიანი საქართველოს ისტორიაში ...
რომელმაც თავში ჩაარტყა ოსებს და სხვა ნაციონალობის მქონე ადამიანებს... კვერცხი... ციტატა 1. "საქართველოს სულიერი მისია" 2. "გელათის აკადემიის სულიერი იდეალები" 3. "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გმაოძევების შესახებ" 4. "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ჩემი ზვიადისტი მეზობლის დამსახურებით N1 N3 და N4 წავიკითხე... ჩაქუჩიზმია... |
თამარი_ცქნაფო |
Oct 15 2009, 04:53 PM
პოსტი
#15
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ერთ-ერთი უდიდესი ფანატიკოსი ადამიანი საქართველოს ისტორიაში ... რომელმაც თავში ჩაარტყა ოსებს და სხვა ნაციონალობის მქონე ადამიანებს... კვერცხი... ჩემი ზვიადისტი მეზობლის დამსახურებით N1 N3 და N4 წავიკითხე... ჩაქუჩიზმია... ცოტა კორექტული რომ იყო, არ შეგიძლია? მეც არ მომწონს ბვრი რამ მისი ნაწერ-ნაღვაწიდან, მაგრამ ფორუმ.გე-ს ენით არ ვამკობ. ბოლოს და ბოლოს, პირველი პრეზიდენტია და ჩემზე მეტი პატრიოტი ნადვილად იყო ალბათ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
afxazi |
Oct 15 2009, 06:00 PM
პოსტი
#16
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა 3. "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გმაოძევების შესახებ" გამსახურდია ძალიან შორს იყო ქრისტიანობისგან. იმდენად შორს, რომ წარმოდგენაც ძნელია იმ ყოველივესი, რასაც ის წერდა ვითომ ქრისტიანობის შესახებ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Atman |
Oct 15 2009, 06:04 PM
პოსტი
#17
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
მაინც რას წერდა? მეზარება წაკითხვა და მოკლედ მითხარი მაგის იდეების არსი... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Oct 15 2009, 06:09 PM
პოსტი
#18
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა მაინც რას წერდა? მეზარება წაკითხვა და მოკლედ მითხარი მაგის იდეების არსი... ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს. თუ გვხვდა წილად პირადად შეხვედრის ბედნიერება მერე ვისაუბროთ ამ ყოველივეზე. აღნიშნული სამების შესახებ ლექცვიიდან მაგალითად ეს ციტატა: ".. მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი. სამება არ ნიშნავს რიცხობრივად სამობას, სამ სხვა და სხვა საგანს, არამედ ნიშნავს გვამოვნებას, ანუ თვისობრივად სამს, ე.ი. ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი , სამგვარია მისი გამოვლინება, თორემ არსებით ის ერთია (უნდა განვასხვავოთ არითმეტიკული სამება და რელიგიური სამება)". მკვეთრი საბელიანიზმია, თუ არ ვცდები III საუკუნის ერესი, რაც აღიარებდა ერთ ღმერთს, თუმცა სამი სხვადასხვა გამოვლინებით, რომ ერთი ღმერთი ჯერ იყო მამა, მერე გახდა ძე და ბოლოს სულიწმინდა. ეს კი სამების დოგმატი არაა, პირიქით მისი არსებითი უარყოფა, რადგან ეს მოძღვრება მამის, ძისა და სულიწმინდის პიროვნულობას, ჰიპოსტასურობას აუქმებს. შესაძლოა ტერმინოლოგიაა დასახვეწი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Atman |
Oct 15 2009, 06:11 PM
პოსტი
#19
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
ვერ ვხვდები წინააღმდეგობას... ქრისტიანობა არ ამბობს რომ ღმერთი სამი ჰიპოსტასითაა და თან ერთია? რა განსხვავებაა? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
lingvo |
Oct 15 2009, 06:13 PM
პოსტი
#20
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
afxazi
კარგია რომ დაწერე. როცა გავხსენი ეს თემა ვერ ვერკვეოდი ჯერ კიდევ კარგად დოგმატებში. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th April 2024 - 06:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი