IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> პუბლიცისტიკა
m16
პოსტი Dec 7 2007, 12:24 AM
პოსტი #1


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



დაწერეთ ყველაფერი რაც იცით პუბლიცისტიკაზე და ქართველ პუბლიცისტებზე
ჩვენს სახელმძღვანელოში ცოტა წერია და მინდა მეტი გავიგო laugh.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Dec 7 2007, 12:30 AM
პოსტი #2


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
პუბბლიცისტიკოსებზე


პუბლიცისტები wink.gif

ნუ თანამედროვე პუბლიცისტებიდან მე ჯემალ ქარჩხაძე მომწონს ძალიან და ნუ ილია თავისთავდ უძლიერესია wink.gif

ისე ზოგადად პუბლიცისტიკა ანალიტური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი სახეა...

ეხლა თავი არ ამქვს თორემ დავწერდი რაღაცეებს პუბლიცისტური მტკიცებისა და წერის შესახებ wink.gif smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
taicko
პოსტი Apr 4 2008, 01:30 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 8-March 08
წევრი № 4,112



ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების გარდა საინტერესოა პუბლიცისტიკის კითხვა. მე ხშირად ვკითხულობ, ოღონდ ავტორების სახელები არ მამახსოვრდება sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 16 2008, 06:33 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



თანამედროვე პუბლიცისტებიდან ოთარ ჭილაძე და ჯემალ ქარჩხაძე მიმაჩნია საუკეთესოებად! შედარებიტ ძველებიდან გერონტი ქიქოძე და აკაკი ბაქრაძე, ასევე გურამ ასათიანი..... უფრო ძველებიდან პირველ რიგში ილია შემდეგ სერგეი მესხი და ნიკო ნიკოლაძე! ჩემი ლექტორის წყალობით მართლა ნიკოლაძის მთელი პუბლიცისტიკა ზეპირად თუ არა თხრობით მაინც ვისწავლე! laugh.gif

P.ს. m16 გაიხარე ამ თემის გახსნა რომ მოგაფიქრდა!


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 16 2008, 06:43 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



რახან "ჩავირთე" ბარემ დავწერ! ტუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათოთარ ჭილაძის "სიცოცხლისათვის" წაიკითხოთ! ასევე "ვგმობ სისასტიკეს" ეს ორი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მისი წერილებიდან !ვგმობ სისასტიკეს 9 აპრილის ტრაგედიას ეხება! მართლა არაჩვეულებრივი წასაკითხია ყველას გირჩევთ! thumbs.gif აი ნიკოლაძეს რაც შეეხება "ფრანგული პრესის დეკადანსი" ყველაზე საუკეთესო წერილია ჩემი აზრით, სხვათაშორის, ამ წერილში განხილული პრობლემები- ფრანგულ პრესაში, დგესაც აქტუალურია ქართული ჟურნალისტიკისთვის! განათლების საკითხებთან დაკავშირებითაც საინტერესო მოსაზრებები აქვს ნიკოლაძეს! საინტერესოა მესხისა და ნიკოლაძის პოლემიკა რომელიც ქართველი ადამიანის საზგვარგარეთსა და სამშობლოში მოღვაწეობის"შედეგიანობას ეხება. ორივე მხარეს საკმაოდ მყარი და საინტერესო არგუმენტები აქვს! ეს პოლემიკა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც , რომ ეს პირველი პოლემიკაა ქართულ პერიოდიკაში რომელიც "კორექტულად" წარიმართა! mail1.gif სულ ეს იყო რაც მოვასწარი!კიდევ შეგაწუხებთ!


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 17 2008, 01:27 AM
პოსტი #6


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ninela
ციტატა
რომ ეს პირველი პოლემიკაა ქართულ პერიოდიკაში რომელიც "კორექტულად" წარიმართა! სულ ეს იყო რაც მოვასწარი!კიდევ შეგაწუხებთ!

huh.gif
განა ასე ხშირად იყო არაკორექტურული პოლემიკა XIX საუკუნეში? sad.gif რომ ეს კორექტული საგანგებოდ აღნიშნეს...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 17 2008, 07:14 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ketino დიახ სამწუხაროდ! თავად სერგეი მესხიც აღნიშნავს ამ წერილში. მეცხრამეტე საუკუნის პუბლიცისტიკას ზოგადად ვიცნობ და სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევაა... huh.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 17 2008, 07:45 PM
პოსტი #8


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ninela
ციტატა
შეგიძლიათოთარ ჭილაძის "სიცოცხლისათვის" წაიკითხოთ! ასევე "ვგმობ სისასტიკეს" ეს ორი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მისი წერილებიდან !ვგმობ სისასტიკეს 9 აპრილის ტრაგედიას ეხება! მართლა არაჩვეულებრივი წასაკითხია ყველას გირჩევთ!


გადასარევია smile.gif
უკვე ვხვდები,საკმაოდ საინტერესო და ინტელექტუალი ახალი ფორუმელი გვყავს. ძალიან მიხარია smile.gif

რაც შეეხება ზე,მოთ ხსემებულ პუბლიკაციებს შეუდარებელია smile.gif განსაკუთრებით "ვგმობ სისასტიკეს" smile.gif ასევე "მედროვეები და დრო" საკმაოდ სერიოზული და დამაფიქრებელი რამაა smile.gif.
ვადიდებ ოთარ ჭილაძის შემოქმედებას smile.gif))) ჩემთვის მისი შემოქმედება მთლიანად გენიალურობაა.

პ.ს. იდეა მაქვს, ხომ არ აგვეკრიფა პუბლიკაციები და დაგვედო ფორუმზე? სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეებში, როგორც გადავხედე ჭილაძის შემოქმედება, ნებისმიერი საინტერესო მასალა მის შესახებ თითქმის არ დევს, ან ძალიან მწირია... რა გამოვიდა? არ ვიცნობთ ჩვენი ეპოქის გენიოსებს. sad.gif



--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 20 2008, 11:29 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ქეთუ დიდი მადლობა თბილი სიტვებისტვის! ძალიან კარგი იდეაა ვეცდები ჭილაძის წერილის "ვგმობ სისასტიკეს"მოკლე ვერსია დავდო! doh.gif

"ვგმობ სისასტიკეს"


მთელი ჩემი არსებით ვგმობ იმ არაადამიანურ სისასტიკეს, ანგარიშსწორების იმ ბარბაროსულ მეთოდს, მსხვერპლისადმი იმ ცინიკურ განურჩევლობას, რისი მოწმენიც ჩვენდა სამწუხაროდ, ცხრა აპრილის ღამეს გავხდით. ეს ღამე ალბათ ახალ" ბართლომეს ღამედ" ჩაიწერება მსოფლიოს ისტორიაში, ხოლო ჩვენ შეგნებაში მარადიულ წყვდიადად დარჩება_ აღარასოდეს გათენდება,როგორც არ უნდა წარიმართოს ხვალიდან ჩვენი ცხოვრების გზები. ჩვენ კი არ დაგვსაჯეს, როგორც დავუშვათ, პოლიტიკური დამნაშავენი, არამედ ბნელში, ფაცაფუცით, გაუსამართლებლად ამოგვხოცეს, როგორც, დავუშვათ, ქვეწარმავლები. ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი. ხოლო თავისუფლებისკენ სწრაფვა საერთოდ ადამიანის მთავარი თვისებაა და არაფერია ამაში არც გაუგებარი, არც მოულოდნელი, არც გადამეტებული და, რაც მთავარია, არც სხვებისგან გამოსარჩევი. პირიქით, თუკი გვანმსგავსებს, სწორედ ეს უკეთილშობილესი თვისება თუ მოთხოვნილება გვამსგავსებს იმ ბედნიერ ხალხებს, სხვებზე ადრე რომ გაიარეს თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების გზა..... ამიტომაცაა ახლა ჩვენთვის აუცილებელი დამშვიდება, გონებისა და ძალის მოკრება. ჩვენი დღევანდელი უბედურება როდი ნიშნავს იმას, ჩვენს მიზანზე, ანუ ადამიანის მთავარ მოთხოვნილებაზე ავიღოთ ხელი. მიზანი იგივეა, ხოლო რაკი მიზანი გავაქვს, სიცოცხლესაც უნდა გავუფრთხილდეთ, რამდენადაც ერთი განაპირობებს მეორეს. სიცოცხლის გარეშე ვერავითარ მიზანს ვერ მივაღწევთ და უმიზნოდ არანაირ სიცოცხლეს არა აქვს აზრი...........ჩვენს შთამომავლობას ალბათ ძალიან გაუჭირდება ამ მასობრივი მკვლელობის მესვეურთა როგორც პოლიტიკური, ისევე ადამიანური მრწამსის გაგება, მით უფრო_ გამართლება.... ალბათ ესეც ჩვენი ბრალია, როგორც სხვა ყველაფერი. ალბათ ჩვენივე ეროვნული თვისებები განაპირობებს არამარტო დანაშაულის სიმძიმეს არამედ დასჯის მეთოდსაც. ბევრი ჩვენი ეროვნული უბედურება ეროვნულ დანაშაულადაა მიჩნეული. ასე კი იმიტომ ხდება, ოდითგანვე მტრებით რომ ვართ გარემოცულნი, გამკითხავი კი არავინაა. დაჩაგრულნი კი არ ვართ სხვათა თვალში,არამედ მჩაგვრელები; აბუჩად აგდებულნი კი არა_ აბუჩად ამგდებნი. არადა, ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი ლტოლვილი თავს მასპინძლად გრძნობს, თავცის ენაზე ნათლდება, თავის ტაძარში ლოცულობს, თავის თეატრში იღებს სულიერ საზრდოს, როცა მსგავსი არაფერი შეუქმნია არც თავისუფლების სიმბოლოს- საფრანგეთს, და არც "ინტერნაციონალიზმის მედროშეს"-რუსეთს.
არც ქალბატონი ტეტჩერი და არც ბატონი ბუში გამოიდებს თავს ჩვენი გულისთვის, ჩვენ არავის ვჭირდებით, თუნდაც იმიტომ, ჩვენი გამოქომაგება გარკვეულ რისკთან რომაა დაკავშირებული,ასე იყო ყოველთვის. ამიტომ როგორც აქამდე დაგვიცავს ჩვენი მეობა, ახლაც ისე უნდა დავიცვათ-გარეგარე ყურებითა და ფუჭი იმედით კი არა, საკუთარ სულში ჩაღრმავებითა და მწარე სიმართლის ხვრეპით, დიახაც რომ ღმერთი ჩვენთანაა, რაკი დღესაც გვახსოვს ჩვენი ქართველობა და დღესაც შეგვიძლია მისთვის თავის გაწირვა. სამშობლოს დაკარგვა იგივე მეობის, ადამიანობის დაკარგვაა.....
" ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ და დაღუპვის უფლება არ გვაქვს. დიდი გზის მგზავრები ვართ და სხვებზე მეტის მოთმენა გვმართებს. ღმერთმა ქნას, ჩვენი შვილები თუ არა,ჩვენი შვილიშვილები მაინც გაწმენდილიყვნენ იმ უსამართლო სიძულვილისგან, ცილისწამებისგან, ცოდვებისგან_დაუნდობელმა ისტორიამ რომ მოგვახვია თავს. ჩვენ დაბმული გმირის შთამომავლები ვართ და მისგან მოგვდევს ნებისმიერი ბორკილის გაწყვეტის ჟინი. ქართველობა მარტო ეროვნება არ არის, გარკვეული თვალსაზრისით, სასჯელიცაა-ამას ადასტურებს მთელი ჩვენი ისტორია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენდა საბედნიეროდ და საამაყოდ, ქართველობა არასოდეს ყოფილა მონობის, უმწეობის,ჩაგრულობის, უსახლკარობის სიმბოლო, რის გამოც არასოდეს დაგვიმსახურებია არც თანაგრძნობა და არც სიბრალული დანარჩენი მსოფლიოსაგან. სამაგიეროდ, დანარჩენი მსოფლიო ყოველთვის მეტოქეს, პარტნიორს ანდა კონკურენტს ხედავდა ჩვენში. მხედველობაში მაქვს ისეთი დიდი სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც საქართველოსხელა სამხედრო პოლიგონები აქვთ. ეს კი , უპირველეს ყოვლისა, ისევ სიცოცხლისკენ, ისევ გადარჩენისკენ მოგვიწოდებს.სხვათა სიბრალულსა და თანაგრძნობას ისევ სხვათა შური და ჯიბრი მირჩევნია. ამიტომ, მოდით, ისევ ჩვენით,სხვათა დაუხმარებლად,ფუჭი იმედის გარეშე ვზიდოთ ჩვენი ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირფასი ტვირთი-ჩვენი მეობა. რაც არ უნდა მწარე იყოს, ერთხელ კიდევ ჩამოვიბანოთ ჩვენი მარადიული, მარად პირდაღებული, მარად შეუხორცებელი ჭრილობები; კიდევ ერთხელ მივაბაროთ მიწას, ვინ იცის, მერამდენედ მოკლული, მერამდენედ შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული ცხედარი ჩვენი ჯერ კიდევ გასათენებელი მომავლისა; ერთხელ კიდევ დავიჩოქოთ ჩვენი ამოუვსებელი სამარის წინ და ერთხელ კიდევ დავდოთ ფიცი; არასოდეს , არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისთვის რომ არ მოვიშორებთ ტვირთს, რომელიც ღმერთმა და დედაბუნებამ აგვკიდა, არ ვუღალატებთ გზას, რომელიც ჩვენმა კეთილშობილმა წინაპარმა გაგვიკვალა, არ დავკარგავთ თვალთახედვიდან მიზანს, რომელიც ჩვენმა უკეთესმა თანამემამულეებმა დაგვისახეს. type.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana.anu
პოსტი May 3 2009, 05:27 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 7-April 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,790



ხომ არ იცით,აკაკი წერეთლის,ვაჟა ფშაველას და ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილები ვეფხისტყაოსანზე რომელ საიტზე დევს?წინასწარ დიდი მდლობა smile.gifsmile.gifsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 3 2009, 06:18 PM
პოსტი #11


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ana.anu @ May 3 2009, 06:27 PM) *

ხომ არ იცით,აკაკი წერეთლის,ვაჟა ფშაველას და ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილები ვეფხისტყაოსანზე რომელ საიტზე დევს?წინასწარ დიდი მდლობა smile.gifsmile.gifsmile.gif

ასეთი თხოვნებისთვის სხვა თემა გვაქვს, სხვა დროის გაითვალისწინე smile.gif



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 05:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი