IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> ტერენტი გრანელი, XX საუკუნის პოეზია
T I K O
პოსტი Feb 7 2008, 03:27 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი


ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი,

ჩამოეშვა მოგონების ფარდა.

და, ძვირფასო, მე რა მინდა მეტი

ამ სიცოცხლის და ლექსების გარდა.


შუადღეა და მივდივარ ასე,

არ ველოდი მე ამნაირ მოღლას.

მე ლექსები გამაფრენენ ცაზე,

მე ლექსების სიხარული მომკლავს.


smile.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatuna
პოსტი Feb 11 2008, 04:36 AM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 269
რეგისტრ.: 3-September 06
წევრი № 139



***
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია.
ვერ გადურჩები სულის წვალებას...
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას...


ვედრება

დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული.
დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი,
ღმერთო მაპატიე უქმად ხეტიალი.
დავალ ქვეყანაზე , როგორც გაძარცული,
ღმერთო, დააჩქარე ჩემი აღსასრული!



ვედრება უფალთან

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.
ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს არსაიდან შველას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Feb 11 2008, 07:54 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



MEMENTO MORI
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori” -ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს „Memento mori“-ა.
1926


ქალის აგონია

(თ. რ.)
დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.
მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.
მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.
სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.
შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.
ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.
დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა...
1924


აღსარება ქუთაისს

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.
ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.
ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.
ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.
ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გზა დამღუპველი.
ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.
1922


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Feb 12 2008, 12:53 AM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



გულიდან სისხლის წვეთები
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.


სიკვდილის შემდეგ
დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, - თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემ საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემ მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.


1923




--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 12 2008, 12:57 AM
პოსტი #45


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



''მგრუზავს'' ტერენტი sad.gif არადა მიყვარს კიდეც...


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Feb 12 2008, 01:31 AM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(მაეასი @ Feb 12 2008, 12:57 AM) *

''მგრუზავს'' ტერენტი sad.gif არადა მიყვარს კიდეც...


გეთანხმები . . . მძიმეა საკმაოდ!!!! მაგრამ ამ ადამიანის შემოქმედება უზომოდ მიყვარს . . .


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 19 2008, 01:19 AM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



* * * * * * * * * * * * * * * * * *

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,

ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


აქაც გაისმის ქარის გოდება,

ქარია გარეთ, ქარია სულში.

დღესაც მეწვია და არ მშორდება

ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.


დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Feb 22 2008, 04:52 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



-------------განშორების შემდეგ----------------

ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.

ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცვული
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული

ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე -იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.

ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცვული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი

ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა


ტერენტი გრანელი


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 3 2008, 07:42 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ეს ლექსი გამახსენდა რატომღაც ეხლა!!! sad.gif sad.gif

* * *

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!


1926


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
khatia_
პოსტი Mar 26 2008, 01:36 AM
პოსტი #50


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 22-March 08
წევრი № 4,287



ძალიან მიყვარს,ტერენტი გრანელი...ჩემი საყვარელი,პოეტია...
ურთულესი ცხოვრება ქონდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
khatia_
პოსტი Mar 26 2008, 01:50 AM
პოსტი #51


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 22-March 08
წევრი № 4,287



***
შენ დედამიწავ,უფრო მაშინებ,
როცა ოცნებით,ზეცას მოვიარ,
წმინდაო ღმერთო რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია?
ისევ მიწაზე ვარ მიჯაჭვული,
სადღაც შიშია,ვიღაც ფითრდება,
მოვა ოდესმე ვინმე ტანჯული,
და ჩემს საფლავთან ის დაფიქრდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
taicko
პოსტი Mar 28 2008, 02:13 PM
პოსტი #52


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 8-March 08
წევრი № 4,112



იცით რა მაინტერესებს? ვინმემ თუ იცით მისი ბიოგრაფიული შტრიხები მიპასუხეთ. რატომ, როგორ მივიდა ეს კაცი აქამდე, რომ ასეთ ლექსებს წერდა, სულ სასაფლაო, სიკვდილი..... მესმის, მოზარდობისას ასეთ თემებზე წერდნენ ხოლმე,მაგრამ..


ძალიან მაინტერესებს ხოლმე, როგორ გადადიან (რატომ?) ჩვეულებრივი ადამიანებიდან გენიოსამდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kh@tia
პოსტი Mar 28 2008, 03:30 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



1934 წლის გვიან შემოდგომის ერთ ღრუბლიან დღეს თბილისის პირველი საავადმყოფოს პროზექტურიდან პეტრე-პავლეს სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ ცხედარს.ექიმი-სანიტრებისა და რამდენიმე ქართველი მწერლისაგან შემდგარი პროცესია რაღაც გულჩათხრობილი,ჩუმი სევდით მიყვებოდა კუბოს,რომელშიც ესვენა უნიჭიერესი ქართველი პოეტის ტერენტი გრანელის ნეშტი...

"არა სიცოცხლე,არა სიკვდილი,არამედ რაღაც სხვა..."

გრანელის პოეზია სევდის ქვითინია.

ტერენტი გრანელისათვის სამყარო დაშლილი და უფორმო ქაოსია,
სადაც ადამიანები დადიან როგორც ჩრდილები...ის ხემძღვანელობდა ბოდლერის ცნობილი ფორმულით:ამ ქვეყნად ყველაზე უფრო მწუხარებით
შეიძლება დათრობაო...


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 28 2008, 03:33 PM
პოსტი #54


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა(taicko @ Mar 28 2008, 03:13 PM) *

იცით რა მაინტერესებს? ვინმემ თუ იცით მისი ბიოგრაფიული შტრიხები მიპასუხეთ. რატომ, როგორ მივიდა ეს კაცი აქამდე, რომ ასეთ ლექსებს წერდა, სულ სასაფლაო, სიკვდილი..... მესმის, მოზარდობისას ასეთ თემებზე წერდნენ ხოლმე,მაგრამ..
ძალიან მაინტერესებს ხოლმე, როგორ გადადიან (რატომ?) ჩვეულებრივი ადამიანებიდან გენიოსამდე.

დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა.მამამისი წაღებს კერავდა სახელოსნოში,ხელმოკლეობის გამო სწავლა მეექვსე კლასში შეწყვიტა.მერე სახლი დაეწვათ.1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს (მასზე დაიყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა)......




--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kh@tia
პოსტი Mar 28 2008, 03:42 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



პოეტი თავის მეტად ემოციურ ლექსებში ხშირად სვამდა კითხვას:
სიცოცხლე თუ სიკვდილი? "ესენინივით მოვიკლა თავი თუ სიცოცხლისთვის
განვაგრძო ბრძოლა?"

ტერენტის მამამ მალე მეორე ცოლი შეირთო,დარია.დარია გერებს ღვიძლი
შვილებივით უვლიდა,განსაკუთრებით უყვარდა ტერენტი.ეს მშობლიური სითბო პოეტს სიკვდილამდე დაამახსოვრდა და მას სონეტიც კი მიუძღვნა,
"სონეტი დედინაცვალს".


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 28 2008, 03:48 PM
პოსტი #56


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ტერენტიმ გადაწყვიტა თავისი საღამო გაეკეთებინა და ასე მოაწყო:სვენა ჩააბნელა დადგა ერთი მაგიდა და მაგიდასთან ერთი ნათურა აანთო. პოლიაციას ეგონა რაღაც შეთქმულება მზადდებაო და დაარბიეს.
გალაკტიონი დაპირდა ტერენტის ეს საღამო აუცილებლად ჩატარდებაო და ზუსტად 10 დღეში ჩატარდა კიდეც სახელწოდებით " ტერენტი გრანელის და გალაკტიონის შემოქმედებითი საღამო",საღამომ ანშლაგით ჩაიარა.

გალაკტიონს ხშირად დაჰყავდა ტერენტი საღამოებზე, ქალაქგარეთაც,სემინარებზე რომლის შემდგომ პურ-მარილი იმართებოდა ხოლმე. ერთხელ ასეთ პურ-მარილზე გალაკტიონმა არ გააცნო არავის ტერენტი და სუფრაზე იკითხა ვინმემ თუ იცით ტერენტის ლექსები ან თუ გაგიგიათო.... ადგა ერთი და თქვა ლექსი,ადგა მორე,მესამე და ყველამ ზეპირად წიკითხეს ტერენტის ლექსები,როგორი ამაყი იყო მაშინ....

თითქოს მივიწყებულია მაგრამ ხალხი კითხულობდა და უყვარდათ ეს პოეტი smile.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
taicko
პოსტი Mar 30 2008, 09:47 PM
პოსტი #57


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 8-March 08
წევრი № 4,112



ციტატა(mari touchet @ Mar 28 2008, 03:33 PM) *

დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა.მამამისი წაღებს კერავდა სახელოსნოში,ხელმოკლეობის გამო სწავლა მეექვსე კლასში შეწყვიტა.მერე სახლი დაეწვათ.1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს (მასზე დაიყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა)......

საწყალი sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 1 2008, 12:14 AM
პოსტი #58


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...
მეც ძAლიან მიყვარს გრანელი.მისი სევდა და ცრემლი ყველა ლექსში მაოცებს.

ეს ერთი ლექსია მისი რომელიც მიყვარს.ყველა რომ დავწერო ბევრი გამოვაsmile.gifთან ბევრი დაგიწერიათ უკვეsmile.gif

ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.

რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!

გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული...



* * *

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
aქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული ***
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი. ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია

ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია,
მე მაინც ვფიქრობ ცისფერ ღამეზე.
ჩრდილია, ვწევარ და მეშინია,
რომ სახურავი თავზე დამეცეს.
შორი სივრცეა ხეების იქით,
ვწევარ და ისევ წამი გავიდა.
მზიანი დღეა, მაწვალებს ფიქრი
და ზეცას ვუმზერ სახურავიდან.
რას ვიზამ, სიკვდილს ვერ გავექცევი,
ის ფარულია, აი ეს ჩნდება.
ახლა მებრძვიან, ჩემი ლექსები
არ ვიცი, როდის დაიბეჭდება. ახლა ეს ფიქრი შენსკენ არ მოდის

ახლა ეს ფიქრი შენსკენ არ მოდის,
(სადღაც იკივლეს უცებ ქალებმა).
ისევ გაჩნდება წყნარი ამინდი
და ქარი ტყეში დაიმალება.
სადღაც წევს მკვდარი დაუმარხავი
და იქ ვიღაცა ღონდება თანაც.
სადღაც ეზოში უკრავს არღანი
და არღნის ირგვლივ ბავშვები დგანან
თანაც ასე ვწერ და ვგრძნობ უფრო მეტს
ეს იცის მხოლოდ ღამის დარდებმა.
იქ, სადღაც სხედან და საუბრობენ
და ხან დუმილი ჩამოვარდება. ჩემო ზოზია, მე წავალ მალე

ჩემო ზოზია, მე წავალ მალე,
არარაობა გამაბნევს ქარში.
ამ ნათურების ცოფიან თვალებს,
ჩუმი სანთლები შეცვლიან მაშინ.
ჩემო ზოზია, მე წავალ მალე,
დედის აჩრდილი მიმელის გზაში.
ამ ნათურების ცოფიან თვალებს,
ქრისტეს თვალები შეცვლიან მაშინ. ექსკურსია ცისკენ

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ გალაკტიონი

გალაკტიონი
ყოველთვის დიდი,
გალაკტიონი
ზეცისკენ მიდის.
გალაკტიონი
ზეცისკენ მიდის,
გალაკტიონი
ყოველთვის დიდი გიტარა

გაქრნენ ღრუბლები,
გამოიდარა.
მე ვიღუპები,
ჩემო გიტარავ.
ეს ცა შიშველი
ვინ მოგვიტანა
შენ თუ მიშველი,
ჩემო გიტარავ.
და ბედმა, მგონი,
დღე გაგვიმწარა.
და შენ მაღონებ,
ჩემო გიტარავ.
დადგა კარგი დღე,
გამოიდარა.
სევდა წაიღე,
ჩემო გიტარავ. გალაკტიონს

ერთად ვხეტიალობდით თბილისის ბულვარებში,
რესტორნებში, ბაღებში, - მე არსად არ გტოვებდი.
შენ პოეტად შეგიცნეს, როს ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩი მტკვრის პირად - უსახელო პოეტი. გულიდან სისხლის წვეთები
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი. კმარა სიჩუმე, ქარიშხალს ველი,
დღეს გულში ლექსი დავაბინავე.
ღამეა ჩუმი, ღამეა ვრცელი
და ვარსკვლავები ცაზე ბრწყინავენ.
და ცხრა გათავდა, ათია სრული,
უკვე ღამეა, უკვე აცივდა.
დე იყოს ცრემლი, იყოს უფსკრული,
იყოს წამება, იყოს დაცინვა es leqsi lado asatianma miudzgvna terenti granels


თოვს და ანათებს სადღაც კანდელი,
დიდი სასახლის ბრწყინავს კარები
შენ კი, ვით თოვლის თეთრი ფატელი,
დაღუპვისაკენ მიექანები.
აგიტანს შიში და ჟრუანტელი,
გაგითეთრდება თვალთა უპენი,
ნუთუ, ვით თოვლის თეთრი ფანტელი,
შენც ისე მშვიდად დაიღუპები?!
თოვს, და თოვაში აქ დგახარ მარტო
და ძაღლის ხმაზე გაბმულად სტირი.
ეს შენ იცოდი ზამთრის ღამეში
რა აწუხებდა მშობლიურ თბილისს.
ეს შენ იცოდი. მაგრამ მეც ვიცი,
რადგან მე შენი ვარ ნათესავი,
მეც მიმიღია პოეტის ფიცი,
მეც მაწვალებდა ლექსი შენსავით
თოვს და თოვაში გიგონებ ძმაო,
ჩანს დათოვლილი საყდარი შენი.
თეთრი ხალათით დგახარ ამაოდ
გათოვს, გათოვს ... და არავინ გშველის.
თოვს და თოვაში გიგონებ, ძმაო.
ვინ გაგიყუჩებს ტკივილს და ვარამს?
მჭკნარი ფოთოლი დახვალ ამაოდ,
აქამდის არვინ არ შეგიყვრა.
ათოვს თბილისს და თბილისის ღამეს,
გათეთრებულა საყდარი ჯვარით,
-აქ უცხოვრია ტერენტი გრანელს-
იტყვის მშვიდად და ჩაივლის მგზავრი. მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.
ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია. ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ… ფიროსმანიშვილს

შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი, მთვარისაგან განაბრაზები.
ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში,
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში
და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.
ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე,
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი,
ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.
შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე,
ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა,
საშინელებამ უცნაურათ დაგასამარა. საიდუმლო მiსალმება ჭლექიან სამრეკლოს

ზამთრის დღეები, ყრუ სიცივე და პროცესია,
ნელი სურვილი, შუაღამის თეთრი გოდება.
ჩემი სავანე უდაბნოა და შეცოდება,
ვერ გავექეცი მზერამოღლილს და მიზეზიანს.
ზარების რეკა წერტილებით შემომესია,
უიღბლო ყოფნის სინანული სულში გროვდება.
საქართველოში მხოლოდ შენ ერთს თუ გაგონდება
გაბრწყინებული ჩემი სახე, ვით ეკლესია.
ო, ჩემი სული უერთდება ქალაქს მტვერიანს,
დავიკარგები, როგორც მამის ძველი ნისია,
როცა იელვებს კვირეები და ისტერია.
მე მენატრება ღამეები, ძილი მეფური,
რომ სულში ირგვლივ ბოროტების შავი ნისლია
და ჩემი ტანი, ცოდვებისგან დამძიმებული. სამშობლოს
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს. * * *

უფროა გრძნობა, უფრო ანთება,
ისევ აპრილის დღეა მზიანი,
გაზაფხულია, ნელა ღამდება
და სადღაც ტირის ადამიანი.

მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
სადღაც ლანდივით დადის მიწაზე,
ვიღაც მწუხარე ადამიანი.

მე ისევ მინდა გავექცე იღბალს,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც,
ლოცულობს ვიღაც ადამიანი. უიმედო სივრცეები

მოვალ ქარში, წვიმაში,
როცა ოხვრა ვარდება.
მოვალ და შენს წინაშე
გავიშლები დარდებად.

მალე გლოვა მომელის,
ხმები სევდანარევი;
მოკვდა ფიქრი, რომელიც
მაწვალებდა ქარივით.

შენ სანთელი დაირქვი
და ეს აღარ იციან.
მე მივდივარ და ირგვლივ
უიმედო სივრცეა.

ბედმა ისევ ინათა,
როგორც მახსოვს, ასეა.
და ვიღაცამ მინასთან
თეთრი კუბო ასწია.

ფიქრთან ასე ვერთობი,
ფიქრი არის გალია.
ღამის სივრცემ წვეთობით
ჩემი სისხლი დალია. სიშორის ცეცხლი

ფერმიხდილი ქალი
გაეშურა ვაჟთან.
და საღამო მკრთალი
სიზმარივით გაჩნდა.

გადაეშვა ქარი
და ბურუსი ადგა.
და უცნობი მკვდარი
ასვენია სადღაც.

სიჩუმეა სულის
და ოცნება ხშირი.
და მიყვება გული
როიალის ტირილს.

აელვარდა გუშინ
უიმედო მინა.
და წამებულ სულში
საოცრებას ძინავს.

ყოველივე მორჩა
მგლოვიარე კართან.
ეშაფოტი მოსჩანს
საფლავების გარდა.

მწუხარებას მალავს
ეს თვალები ერთობ.
მეც მომეცი ძალა,
შენ, წმინდაო, ღმერთო! ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ

დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება.

მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული. რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ისევ მიწაზე ვრჩები.

ჩემ და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან.

იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს.

ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე.

სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება.

მე ეს არ ვიცი.

იქიდან მიხმობს ვიღაც. ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავენ იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ.

ის შორს არის ჩემგან.

თუმცა ჩემი სულის მეგობარია.

დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო, დიდება შენ!.. ვწევარ და ვფიქრობ და კედელს ვუმზერ

ვწევარ და ვფიქრობ და კედელს ვუმზერ,
ფიქრი ჩუმია და ასე მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე შორეულზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.
ასევ ღამეა და მთვარე სავსე,
ღამეა ჩუმი და ასე მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე უხილავზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.
და ეს ოცნება გაჰქრება მერე,
ჩემი ოცნება, ყოველთვის მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე სილურჯეზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.
ვიცი მსჯელობენ იქ სადღაც ჩემზე
და მაგონდება ის ქალი მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ დაღუპულ გემზე
და ისევ მესმის ხმა როიალის. "მოვკვდები ღამით. გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის...ასე გათავდება სინათლე, გაქრებიან მოგონების წამები. გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს. ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს, და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას. ჩემი კუბო იქნება სადა და პროცესია უცრემლო. მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო. ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი. ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი "Memento mori" არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები. მოვა უიმედობა. პანაშვიდი გათავდება ქარში...." View
ეხლა დავაკოპირე ვიღაცის საიტეზე აგმოვაჩინე smile.gifშეიძლება რომელიმე უკვე დაწერილი გაქვვთ,მაგრამ იმედია მაპატიებთ smile.gif პირდაპირ გადმოვიტანე ყველა

წეღან კიდე დავწერე ბევრს არ დავწერ.ისედაც ბევრი დაგიწერიათ მეთქი tongue.gifარ შეიმჩნიოთ


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiako
პოსტი Apr 9 2008, 05:47 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 823
რეგისტრ.: 6-August 07
წევრი № 2,575



ბარათი

მე დავდიოდი შენთან ყოველთვის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
მე დავდიოდი, ახლაც მოვედი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.
მე დავდიოდი შენთან მარადის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
შენთან მომქონდა წმინდა ბარათი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.



მე ეს ლექსი მიყვარს ტერენტისი ძალიან, შეიძლება წერია კიდეც აქ smile.gif


--------------------
ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
taicko
პოსტი Apr 22 2008, 10:12 PM
პოსტი #60


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 8-March 08
წევრი № 4,112



მისი მსოფლმხედველობის შესახებ თუ იცით რამე.
აქ ხომ ყველანი ტერენტის თაყვანისმცემლები ვართ,ვისაუბროთ იმ თემებზე,რაზეც ნეტში არ წერენ,რაც ახალია.
მე მაგალითად მაინტერესებს ტერენტის დამოკიდებულება რეინკარნაციაზე.ვინმეს თუ შეუძლია, მომაწოდოს ამის შესახებ ცნობები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი