IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
აფაჟარი
პოსტი Jul 18 2007, 02:00 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



მოკლედ, გამარჯვება!

ხელოვნება, მით უმეტეს კეთილი ნებითა და სიყვარულით შექმნილი ყოველთვის იყო ხალხის სულის საკვები რელიგიასთან ერთად.. ისევე როგორც სჭირდებათ ადამიანებს ფიზიკური საკვები, რომ სხეულმა იცოცხლოს, ასევე საჭიროა საკვები საულისათვის და ესაა რწმენა და ხელოვნება.. კონკრეტულად პოეზია ყოველთვის იყო ხელოვნების ის დარგი, რომელიც ხალხს გარკვეულ იდეოლოგიას უნერგავდა.. იყო ყველაზე გაბედული, ხან მიუღებელიც მაგრამ მართალი, ბოლომდე ნაღდი და არა ყალბი, თავისი იდეის გამტარებელი და მებრძოლი.. ამისთვის ხოცავდნენ პოეტებს, მარტო ჩვენი პაოლოს, ტიციანის, ვალერიანის და სხვებისაც, შანდორ პეტეფი, პაბლო ნერუდა და ა.შ. პოეზია ესაა სულიერი ბრძოლის უფრო ხალხოსნური გზა, ხელოვნების ყველაზე უფრო სულიერი დარგი და ყოველთვის პროგრესიებადი და ახლის მთქმელი.. ხშირად ეს იყო მიუღებელიც, კრიტიკა გაისმოდა ყოველი კუთხიდან.. მე პირადად მაქვს წაკითხული გალაკტიონზე, ნიკო სამადაშვილზე, მირზა გელოვანზე დაწერილი კრიტიკული წერილები სადაც იმდროინდელი ფსევდოკრიტიკოსები მათ სამსობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ და ერის დაღუპვის მცდელობაში დებენ ბრალს, მაგრამ გავიდა ხანი და დღეს ყველა აღიარებს რომ პოეტებმა შექმნეს ის მუხტი და იდეოლოგია, რამაც ალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთოდ სულიერ განვითარებაში.. ამის შემდეგ წამოვიდა მორიგი თაობა, მურამნ ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის სახით, აქ იმდენად ახალი არაფერი თქმულა, თითქოს ეს ყველაფერი საბჭოთა დინებას გარკვეულწილად მიჰყვებოდა.. და მერე უკვე 90-იანების თაობა, რომლებიც რაღაცას ცდილობდნენ მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეს მაიც გაუთვითცნობიერებელი დილეტანტიზმი იყო, სადაც ეპოტინებოდნენ ევროპისა და მეტად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას..

მიუხედავად იმისა რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ასევე პოეზიაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხრაა სასულიერო პოეზია (სხვა რომარაფერი, პირველი პოეტური შენაქმენები დავითის ფსალმუნები იყო უდავოდ), მიუხედავდა მიასა მე მსურს რომ ამ თემაში ქართველმა მართლმადიდებლებმა საკუთარი აზრი გამოხატონ, კორექტულად სიყვარულით, თუნდაც რომ საწინააღმდეგო, თანამედროვე პოეზიის შესახებ.. მე შეძლებისდაგვარად შევეცდები აქ დავყარო ის ლექსები რომლებიც დღეს იწერება, ახალგაზრდა, მოზარდი თუ სულაც ცოტა დაღვინებული პოეტების მიერ.. ლექსები, რომელნიც ქმნიან თანამედროვე ქართული პოეზიის სახეს..

სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ პოეზია თავდაპირველი სახით იყო ურითმო, ისევ დავითის ფსალმუნების მაგალითს მოვიყვან და კიდევ უამრავი, გალობანი სინანულისანი და ა.შ. თუმცაღA განიცადა ფორმაცია და მოიპოვა რითმა, მეოცე საუკუნეში სამყარომ აღიარა რითმის უმნიშვნელობა და თავისუფალი წერის საშუალება მისცა პოეტებს, დღეს საქართველოშიცაა ტენდენცია.. მე პირადად ვაღიარებ რომ რითმაც ისევე საჭიროა როგორც მისი ალტერნატივა -0 ვერლიბრი, რადაგნ ადამიანს მარჯვენა ფეხიც იმ სიგრძე სჭირდება, რამხელაც მარცხენა აქვს, ხომ?

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოდით ვისაუბროთ ქართველი მომავლის და თანამედროვე პოეტების შესახებ smile.gif

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

________________________

სიყვარულის კამიკაძე

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.

აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.

ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.

_______________________________


განწირული თაობა

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან...

და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში...

ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,

ღმერთო...
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!



გიორგი საჯაია


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Jul 18 2007, 02:01 AM
პოსტი #2


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



მდააა.....
ერთს ვიტყვი მარტო, პაატა შამუგიას (ანტიტყაოსნის ავტორი) .::[ცენზურა]::.


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 18 2007, 02:05 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



მეტალის პეპელა

მე შემიძლია დავინახო:
მზე კი არა, - ქუჩის ლავა მოედინება
მეტალის ცალმხრივ მოძრაობად.

ჩვენი ფიქრები სრიალებენ ქალაქის თავზე -
აქ არ არის ვარდის ზეთით გაჯერებული
მხუთავი სიტკბო.
შეგიძლია დაისვენო, ამოისუნთქო,
მეტალის ფრთები სკამზე დაკიდო.
მოითხოვო ფინჯანი-ყავა.
აქ შეგიძლია დაივიწყო. ან გაიხსენო:
შემკრთალ ბაღებში
აპოლონის ქანდაკება როცა იმსხვრევა,
კვიპაროსის ტყე სასაფლაოს როგორ გაგონებს.
ან ზღაპრულ ტბაზე ჩაძირული ვერცხლის ნავები...
აქ შეგიძლია ჩუმად ჩაყე ცეცხლის ვაგონებს
ქალაქის ფსკერზე
და არ დაიწვა.
როცა გახსოვს, რა ტკბილია
აკრძალული ალით თამაში - უფრო -
მათ ხმაში ჭექა-ქუხილს როცა მოელი.
არადა,
იყო ყოვლისშემძლე, თითქოს,
მგმობელი ყველა ღმერთის,
ანდა მფლობელი - მუქი ზღვების - ამორძალი.

ცივ ამინდში მოგიტანენ
შავ ყავას - უნალექოდ -
და ვერ გეტყვის,
ქვევით როგორ მოძრაობენ ხვალის ქუჩები -
შიშველი ლავის მდინარეები.

ან რა აზრი აქვს ამაზე სიტყვას.
როცა ფიქრები
ამ ქალაქსაც გასცდებიან,
ყველა ქალაქსაც.
და შეგრძნება -
ქვაფენილს შორის ამომძვრალი
ცნობისმოყვარე ბალახის ჟინი,
როგორც სრიალი სამი დღის
და ქალაქის თავზე -
ზანტად დნობადი სპილენძისფერი მეტალების
ცალმხრივი და რბილი პლასტიკა
შენელებული გრილი კადრებით -
შეგეძლება
ხელშესახებ
საუკუნედ გადააქციო.

დარეჯან სუმბაძე

__________________________________________

სიყვარულის ვიტამინი


ეს იყო მაშინ,
თავი რომ უკვე
საკმაოზე ცუდად ვიგრძენი,
ეს მაშინ იყო,
სიყვარულის ვიტამინი
რომ დავინიშნე.

რაღა თქმა უნდა,
ყვითელი და ტკბილი ბურთულა
ლამის არაფერ შუაში გახლდათ
და მკურნალობა
ძირითადად
ან უფრო მეტად
თვითშთაგონებას ეფუძნებოდა.

ასე თუ ისე,
რა ხანია, გავწუწნე გარსი
და ნაღველივით მწარე გულიც,
რა ხანია, ჩავაკნატუნე.

და ახლა,
პირში შერჩენილი
მწკლარტე გემოთი,
გაკვირვებული ვფიქრობ:

რად მენატრები?!


ზაზა ბიბილაშვილი


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 18 2007, 12:39 PM
პოსტი #4


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე მგონია ცუდად არ წერენ, უბრალოდ ძალიან ძნელია ამხელა მემკევიდრეობის მერე საკუთარი თავი იპოვო, შენი რითმა, და განათლებულ ფილოლოგს ან კრიტიკოსს შენს ლექსებში გალაკტიონი, ლებანიძე, მაჭავარიანი, კალანდაძე, ასათიანი ან სხვა ვინმე არ გამოელანდოს smile.gif


ამისთვის ძალიან დიდი განათლებაა საჭირო, ძალიან ძალიან დიდი.
კარგია, მაგრამ თითქოს სხვისი ხანდახან.

მაგრამ ზოგისთვის დასაწყისია და დასაწყისისთვის უკეთესი საფუძველი ჯობია ვიდრე უარესი.

ეს რაც წავიკითხე, შოკოლადის ფოჩიანი კამფეტებია იმასთან შედარებით, რითიც უმრავლესობაა გატაცებული.


არ დაგიმალავთ და ცოტა გულზეც მომეშვა.
უზნეობასთან ომს მართავენ უზნეო სიტყვებით, შეურაცხოყენ თითქოს ლექსებს, გმირებს ან სატრფოებს რომლებიც ამ ლექსებში ყავთ უცენზურო და საზიზღარი სიტყვებით და თვითონ ისევ რჩებიან ამის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდებად.

მე გონია, რომ ცოტა ხედვა გაგვიმრუდდაsmile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 12:49 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(kato_Bato @ Jul 18 2007, 12:39 PM) *

უზნეობასთან ომს მართავენ უზნეო სიტყვებით, შეურაცხოყენ თითქოს ლექსებს, გმირებს ან სატრფოებს რომლებიც ამ ლექსებში ყავთ უცენზურო და საზიზღარი სიტყვებით და თვითონ ისევ რჩებიან ამის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდებად.

მე გონია, რომ ცოტა ხედვა გაგვიმრუდდაsmile.gif


გეთანხმები, კატო..

გული მწყდება, როცა თანამედროვე პოეტები არ ერიდებიან ლექსში ბინძური, უცენზურო სიტყვებით საკუთარი აზრების გადამოცემას..

თუნდაც ზემოთ მოცემული სიტყვები "მთვარე - ძაღლიშვილი" ჩემში უარყოფით ემოციას იწვევს და მეკარგება სურვილი ლექსი ბოლომდე ჩავიკითხო..

საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ბევრი კარგი ლექსიც იწერება პარალელურად "ანტიტყაოსანისა" და მისი მსგავსი სიბინძურით გაჯერებული ლექსებისა..

რაც შეეხება ურითმო პოეზიას, დღეს ეს ტენდენცია ჭარბობს..

მე პირადად რითმიან ლექსს უპირატესობას ვანიჭებ, თუმცა შეიძლება თეთრი ლექსიც მომეწონოს, თუკი შინაარსიანია..

ძალიან მიჭირს იმ ურითმო ლექსების კითხვა, სადაც უამრავი სიტყვაა ჩაყრილი და მოთხრობასავით იკითხება..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Jul 18 2007, 02:01 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



უფალო, შემხვდი....


უფალო,
ახლა შევამჩნიე...
შენმა ფრესკამ გუმბათიდან
სივრცეში როგორ გადაინაცვლა:
გადაეკრა ყველა ქვეყნის ცას.

შენი სხეულის ნაწილებიდან ამ ციცქნა მიწას დაემთხვა გული,
როცა საშველად გადაეფარე.
ზაფხულობით, ეს ბრახა-ბრუხა ჭექა-ქუხილი
შენი გულის აჩქარებაა – (ხელს ვაშველებ, არ გადმოგივარდეს)
ელვა - ბილიკი ჩემს ტაძრამდე, დაკლაკნილი,
როგორც ტრანსპორტში პირჯვრისწერის
დარღვეული ტრაექტორია.
მაგ გზით მოვდივარ.

უფალო,
შემხვდი ამ თავსხმაში,
უფრო ახლოს ჩამომიჯექი, ვაღიარებ:
წინა გზაზე
მიმართულების ფირნიშები ასე ურცხვად მე გადავანაცვლე!
შავთავშლიანი დედაკაცი, ეზოდან რომ იწყევლებოდა და
უფრთხოდა სოფელს ჩაქოლვის შიშით, ის - მე ვიყავი!
კაცი, რომელიც გამომიგზავნე,
მოვცელე და ეგოისტურად ვახმობ საბძელში,
მომავალი ზამთრების შიშით – ვერავის მივცემ.

მე, მე ვკაწრავდი შენს კედლებზე უხამს სიტყვებს,
სახელებს და თარიღებსაც მე გიტოვებდი.
ვერ ვხვდებოდი მე, უმეცარი -
ღმერთი ასე არ დაგიმახსოვრებს.

დღეს კი ვდგავარ.
ყველას მაგივრად.
ამაყი და ამპარტავანი, ცრუპენტელა
და ვაღიარებ.
ვაღიარებ.
ვაღიარებ.

ეკა ქევანიშვილი


ძალიან მომეწონა ეს ლექსი და მისი ავტორიც ძალიან მიყვარს:


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 18 2007, 02:05 PM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









აააააააააააააააააააააააა (განწირული კივილი)
ვაჭა ამოაბრუნეს საფლავშიიი
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 18 2007, 02:23 PM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









ნიანია
ეგ უკანასკნელი კარგია...

kato_Bato
დროებაში იყო იმდღეც რაღაც რეპორტაჟი , ტიმპა გამოსცა ასეთი ხმა წარმოიდგინე ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
ჰჰჰ და მერე თქვა -ერი. აი ეგ გიჟი არაა? და ამას პროპაგანდას რატომ უკეთებეენ?
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 02:27 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ქავთარაძე @ Jul 18 2007, 02:23 PM) *

kato_Bato
დროებაში იყო იმდღეც რაღაც რეპორტაჟი , ტიმპა გამოსცა ასეთი ხმა წარმოიდგინე ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
ჰჰჰ და მერე თქვა -ერი. აი ეგ გიჟი არაა? და ამას პროპაგანდას რატომ უკეთებეენ?


მაგას მეც ვუყურე და გაოცებული დავრჩი.. ლექსის კითხვისას ხმამაღალი ყმუილი რატომაა საჭირო, ვერ მივხვდი..

ამას ჰქვია "ხელოვნური ხელოვნება.."

ციტატა(ქავთარაძე @ Jul 18 2007, 02:23 PM) *

ნიანია
ეგ უკანასკნელი კარგია...



ეკა ქევანიშვილის ლექსები ურითმოა, მაგრამ იკითხება, იმიტომ რომ შინაარსმოკლებული არაა.. თეთრი პოეზიიდან ყველაზე მეტად მისი ლექსები მომწონს..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 18 2007, 04:12 PM
პოსტი #10


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ქავთარაძე
ციტატა
დროებაში იყო იმდღეც რაღაც რეპორტაჟი , ტიმპა გამოსცა ასეთი ხმა წარმოიდგინე ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
br /> ? ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
r />??ჰჰჰ და მერე თქვა -ერი. აი ეგ გიჟი არაა? და ამას პროპაგანდას რატომ უკეთებეენ?

მაგაზე, რეკლამა რომ ვნახე, იმ დღეს ჯერ ხმას ჩავუწიე და გავბრაზდი და მერე, ღმერთო მაპატიე და, გამეცინა.

საიდან მოსდის ხალხს თავში აზრად ასეთი რამეების კეთება.

მე მგონიეგ განათლების არ ქონის და დროის უაზრობაში ფლანგვის ბრალია.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 04:13 PM
პოსტი #11


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გიორგი საჯაიას ლექსები პირველად წავიკითხე და მომეწონა. რითმაც აქვს, თანამედროვეობაც, ოღონდ ზღვარგადასული არა. 'მთვარე - ძაღლიშვილი' -ც ჯდება ლექსში, გააჩნია რა გულით ამოსთქვავ. თეთრი ლექსები იშვიათად მომწონს და მითუმეტეს არ მომწონს როცა ინტერნეტში, ან უცხო სიტყვათა ლექსიკონში უნდა ვიქექო, ლექსში რა წერია იმის გასაგებად!
მშვენიერება ლექსის არაა მაინცდამაინც მისი ჩახლართულობა და სირთულე, სიმარტივეშიც ურთულესი აზრების ჩაქსოვაა შესაძლებელი. ეს დაბრეხვება უცხო სიტყვების და უწმაწური გამოთქმების ნამდვილად არ მომწონს.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 18 2007, 04:17 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ციტატა(ქავთარაძე @ Jul 18 2007, 02:23 PM) *

ნიანია
ეგ უკანასკნელი კარგია...

kato_Bato
დროებაში იყო იმდღეც რაღაც რეპორტაჟი , ტიმპა გამოსცა ასეთი ხმა წარმოიდგინე ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
ჰჰჰ და მერე თქვა -ერი. აი ეგ გიჟი არაა? და ამას პროპაგანდას რატომ უკეთებეენ?




biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


თანასწორობის ინსტიტუტის წევრი იყო ეგ,პოეტია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 04:20 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(kato_Bato @ Jul 18 2007, 04:12 PM) *

ქავთარაძე

საიდან მოსდის ხალხს თავში აზრად ასეთი რამეების კეთება.

მე მგონიეგ განათლების არ ქონის და დროის უაზრობაში ფლანგვის ბრალია.


მე ვფიქრობ, ზოგ ადამიანს აქვს ამბიცია სხვათან შედარებით რაღაცით განსხვავებული, გამორჩეული იყოს..

მაგ პოეტმა ყმუილი დაიწყო (ალბათ ეგეც მოისმინე, კატო, მგლებზე დაწერილი ლექსი რომ წაიკითხა) და ამით ნამდვილად მიაღწია განსხვავებულობას smile.gif

ციტატა(k@the @ Jul 18 2007, 04:13 PM) *

'მთვარე - ძაღლიშვილი' -ც ჯდება ლექსში, გააჩნია რა გულით ამოსთქვავ.


მე კი, ქეთი, მგონია, რომ გინება ლექსს არ უხდება, რანაირი გულითაც არ უნდა იყოს ამოთქმული..

თუმცა გემოვნებაზე არ ვდაობ, ვიღაცას შეიძლება ასეთი პოეზია მოსწონს და უყვარს, ვიღაცას არა..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 18 2007, 04:20 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



თქვენი არ მესმის რაა...
ზოგი იყმუვლებს...
ზოგი იგიჟებს...
ზოგი რას და ზოგი რას...

აბა ყველა ჭკვიანი ხომ არ იქნება?? wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 04:26 PM
პოსტი #15


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(marine @ Jul 18 2007, 02:20 PM) *

მე მგონია, რომ გინება ლექსს არ უხდება.. განსაკუთრებით როცა უცოდველ მთვარეს აგინებენ smile.gif

'ძაღლიშვილო' მე პირადად გინებად არ მიმაჩნია. შენ ეტყობა ქართული მადლიანი გინებები ნაკლებად გსმენია, არაუშავს laugh.gif
და ეხლა როცა ადამიანს გაბრაზების, ან გულის მოოხების მიზნით უნდა თქვას, 'ოხ მთვარე შე ძაღლიშვილოო', რავიცი აბა, მე არ მხვდება ეგ მაგ ლექსში ცუდად თვალში.
არც ძაღლია საგინებელი სიტყვა და არც ძაღლის შვილია რამე ცუდი smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 04:28 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(k@the @ Jul 18 2007, 04:26 PM) *

ძაღლიშვილო მე პირადად გინებად არ მიმაჩნია. შენ ეტყობა ქართული მადლიანი გინებები ნაკლებად გსმენია, არაუშავს laugh.gif
და ეხლა როცა ადამიანს გაბრაზების, ან გულის მოოხების მიზნით უნდა თქვას, 'ოხ მთვარე შე ძაღლიშვილოო', რავიცი აბა, მე არ მხვდება ეგ მაგ ლექსში ცუდად თვალში.
არც ძაღლია საგინებელი სიტყვა და არც ძაღლის შვილია რამე ცუდი smile.gif


ვისთვის როგორ smile.gif

მე პირადად მასეთი სიტყვები ჩემს ლექსიკაში არ მაქვს, და როცა სხვა იყენებს, ყურს მჭრის.. პოეზიაში კი ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის.. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და არც მე გედავები smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 04:31 PM
პოსტი #17


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(marine @ Jul 18 2007, 02:28 PM) *

ვისთვის როგორ smile.gif

მე პირადად მასეთი სიტყვები ჩემს ლექსიკაში არ მაქვს, და როცა სხვა იყენებს, ყურს მჭრის.. პოეზიაში კი ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის.. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და არც მე გედავები smile.gif

როგორ არ დაობენ მარინე, ჩემი გემოვნება დავაში იხვეწება smile.gif
ბილწსიტყვაობები არც მე მიყვარს ლექსებში და არც მოვიწონებ ეგეთ ლექსს. მაგაში გეთანხმები. უბრალოდ 'ძაღლიშვილი' არ მიმაჩნია ბილწ სიტყვად, ერთი ქართული ალეგორიული, გულის მოსაოხებელი ამოთქმაა და მეტი არაფერი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 04:34 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(k@the @ Jul 18 2007, 04:31 PM) *

უბრალოდ 'ძაღლიშვილი' არ მიმაჩნია ბილწ სიტყვად, ერთი ქართული ალეგორიული, გულის მოსაოხებელი ამოთქმაა და მეტი არაფერი.


შეიძლება შენ ხარ მართალი, უბრალოდ ეგ სიტყვა მე უფრო გინების ფორმა მიმაჩნია..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 18 2007, 04:38 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ძაღლიშვილო, ვირიშვილოbiggrin.gif დებილო laugh.gif

აგრესიაა ყველგან, მათ შორის პოეზიაშიც.

ასე იცის ვახუშტისნაირების მაგალითმა, ყველაფერი მისაღები ხდება.
მე რომ პოეტი ვიყო, მაგ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებდი, თუნდაც უსულო საგნები მეგინებინა biggrin.gif თუნდაც საყვარლადsmile.gif

იმიტომ რომ ერთი მოშვებული მუხრუჭი სხვებსაც მოუშვებს.

ბაბუაჩემის ყველაზე მეტად საგინებელი სიტყვა "ძაღლის გაგდებული" იყო, იმისთვის რო გეთქვა ძაღლიშვილი მთვარე ამოვიდაო laugh.gif

პოეტურადlaugh.gif


მარა მასეთ გუნებაზე იყო ავტორი და რა ქნას...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 04:40 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(kato_Bato @ Jul 18 2007, 04:37 PM) *

ძაღლიშვილო, ვირიშვილოbiggrin.gif დებილო laugh.gif

აგრესიაა ყველგან, მათ შორის პოეზიაშიც.

ასე იცის ვახუშტისნაირების მაგალითმა, ყველაფერი მისაღები ხდება.
მე რომ პოეტი ვიყო, მაგ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებდი, თუნდაც უსულო საგნები მეგინებინა biggrin.gif თუნდაც საყვარლადsmile.gif

იმიტომ რომ ერთი მოშვებული მუხრუჭი სხვებსაც მოუშვებს.


გენაცვალე, კატუნა, რა ძარღვიანად იცი ხოლმე თქმა a025.gif a025.gif

მე ასეთ პოეზიას, სადაც უხამსი სიტყვებია გამოყენებული, ვერ ვეგუები და "არ" კი არა, "ვერ" ვკითხულობ..

ციტატა(kato_Bato @ Jul 18 2007, 04:38 PM) *

ბაბუაჩემის ყველაზე მეტად საგინებელი სიტყვა "ძაღლის გაგდებული" იყო, იმისთვის რო გეთქვა ძაღლიშვილი მთვარე ამოვიდაო laugh.gif

laugh.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 02:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი