IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სპარსული ლიტერატურა, აღმოსავლეთის მშვენება
ქევანა
პოსტი Apr 16 2010, 04:19 PM
პოსტი #1


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ სპარსული ლიტერატურის შესახებ : )

ჩვენ ყველამ ვიცით რა ქვეყანაა ირანი, ანუ იგივე სპარსეთი, რა ტრადიციების, რა კულტურის მატარებელი ხალხი და რა ისტორიული წარსულის მქონე.

შუა საუკუნეებში ჩვენთან ძალიან იყო გავრცელებული აღმოსავლური თქმულებები, ზღაპრები, ლექსები (ბაიათები, რობაიები).

თეიმურაზ პირველი სპარსულ ენას ბულბულის ენად მიიჩნევდა, და თუმცა მე მოსმენილი არ მაქვს, მაგრამ დამწერლობა კი ნამდვილად ლამაზია, დეკორატიული და ორნამენტული, თითქოს ცალკე დამოუკიდებელი ნახატია და არა მშრალი ანბანური ასო–აღნიშვნა smile.gif


მინდა ამ თემაში სპარსული ლიტერატურის წარმოდგენა დავიწყო ზაჰირ სამარყანდელის "სინდბადნამე"–თი, როცა სახლის ბიბლიოთეკაში ვეძებდი რაღცას, აღმოვაჩნე, რომ საკმაო რაოდენობის ირანული ლიტერატურული ძეგლები მქონია biggrin.gif პლუს ამას დამატებული მე9 კლასში "ვეფხისტყაოსნის" წაქეზებით რაღაც–რაღაც მქონდა წაკითხული და მერე მივიწყებული, ახლა კი დავიწყების ფერფლი მოვაშორე უჯრებს...

"სინდბად–ნამე" მე12 საუკუნის სპარსული ლიტერატურის ერთ–ერთი თვალსაჩინო ძეგლია. როგორც აღნიშნავენ სამი ვერსია ყოფილა: ორი პროზაული და ერთიც ლექსის სახით, ამიტომ პროზაულ ვერსიებს ჰქვიათ დიდი სინდბად ნამე, მცირე სინდბად ნამე. ქართულად თარგმნილი სინდბად ნამე "დიდი სინდბად ნამე"–დან მომდინარეობს.

ეხლა რა არის ეს "სინდბად–ნამე". ესაა იგავ არაკების კრებული, დაახლოებით ისეთი სტილის როგორიც სულხან საბას სიბრძნე სიცრუისა. ძირითადი სიუჟეტური ხაზი არის ასეთი: ფადიშაჰს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე ვაჟი შეეძინება, მიაბარებს სასწავლებლად, 12 წელი ვერაფერს ისწავლის, მერე მეფისწულის ჰოროსკოპში ვარსკვლავები დადებითად განლაგდნენ და 6 თვეში ერთი ბრძენი სინდბად შეასწავლის მეფისვაჟს, მაგრამ როცა ფადიშაჰს უნდა წარუდგეს და გამოჩნდეს თუ რა ასწავლა სინბადმა, ამ დროს ჰოროსკოპი ისევ იცვლება და 7 დღის მანძლზე თუ ხმა ამოიღო უფლისწულმა, სიკვდილი არ აცდება, ამიტომ იგი იძულიებულია მამის წინაშე ჩუმად იყოს, სინდბადი კი გაიქცევა დროებით, რადგან მეფის წინაშე ვერ წარდგება თუ მეფისწულმა თავისი ნასწავლი ცოდნა ვერ გამომაჟღავნა. ხოდა იქ არის ერთი ვერაგი ქალი ფადიშაჰის ჰარამხანიდან, რომელსაც მეფისწული შეჰყვარებია, და რადგან ვერ აცდუნა ამიტომ დააბრალებს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებასა და ღალატს და ამ 7 დღის განმავლობაში მეფისწულს იცავენ 7 ბრძენი ვეზირი, უყვებიან რა ფადიშაჰს არაკებს ქალთა ცბიერების შესახებ და პლუს ის ვერაგი ქალი ცდილობს დააწმუნოს ფადიშაჰი თავის სიმართლეში.

ეს არაკები ძალიან საინტერესოა, აქაა ცხოვრებისეული ამბები: უზნეო ადამიანები, სულელები, ჭკვიანები, ცბიერები, ერთგულები, ადამიანური უერთიერთობები.

ხო მართლა, თუ სადმე ნახოთ რომ ესა თუ ის არაკი დაწერილია ფალაურ ენაზეო, ნუ შეშინდებით, ფალაური სპარსულის ერთ–ერთ დიალექტია მგონი.

ხო, რაც შეეხება იგავ–არაკების წარმომავლობას. როგორც წინასიტყვაობაში წერია, ეს იგავები ინდური წარმომავლობისააო, და ერქვა მას "პანჩატანტრა", თვითონ სახელი სინდბად არის ინდური წარმოშობის სიდჰაპატის არაბიზირებული ფორმაო, თუმცა ასე თუ ისე,
ციტატა
საერთოდ, იგავ–არაკთა და თქმულებათა პირველწყაროს დადგენა რთული საქმეა... აღმოსავლეთის ხალხთა ფოლკლორული ურთიერთკავშირი უდავოა. ამიტომ ინდური არაკები არა მარტო მთლიანი კრებულების სახით ვრცელდებოდა მთელს აღმოსავლეთში, არამედ ცალკეული არაკი დამოუკიდებელი სიუჟეტურის სახით შედიოდა ანალოგიურ ლიტერატურულ კრებულებში ანდა აღმოსავლეთის სხვადასხვა ხალხთა ფოლკორში.


ამიტომ მაინდამაინც ნუ ჩავეციკლებით წარმომავლობას, მთავარია რომ ზაჰირ სამარყანდელმა შექმნა ორიგინალური ნაწარმოები : )

და ერთიც, მე სპეციალისტი არ ვარ, მხოლოდ მოყვარული და ძააალიან, აი უზომოდ გამიხარდება თუ რომელიმე სპეციალისტი სიტყვას შეგვაწევს ამ თემაში smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 16 2010, 04:24 PM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



იგავებსაც თუ დადებთ მთლა უკეთესი a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 16 2010, 09:37 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ოკ, a075.gif

შაჰმა დაიბარა სინდბადი და უთხრა:
- როცა გამხედნავს ცხენს მიჰგვრიან, მან ისე უნდა გახედნოს და გაწვრთნას ცხოველი, რომ აღვირსა და უზანგს უნდა ემორჩილებოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ გაქრება ცხენში ველურობის ყოველგვარი ნიშანი. იგი დაივიწყებს თავის მხეცრუ ბუნებას და მოკლე ხანში გამხედნავის ნებას დაჰყვება. მაშ, კეთილშობილებისა და ამაღლებული გრძნობის ბაღიდან გამოსული უფლისწული ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ასეთი გამოჩენილი ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ რატომ ერ ითვისებს მეცნიერებას? რატომ არ გამოაქვს ნაყოფი იმ ყლორტს, რომელიც სამეფო მშვენება და სარწმუნოების სამკაულია? იქნებ აღზრდაში რაიმე დააკელით?

ხოდა, აქ სინდბადი მოუთხრობს ამბავს ქაშმირის მეფისა და სპილოების გამრეკისა. დიდი ხნის წინათ ქაშმირში სამართლიანი და გულმოწყალე ფადიშაჰი მეფობდა, რომელიც ცნობილი იყო ქველმოქმედებითა და სამართლიანი მსაჯვრით. აი, ერთხელ მონადირეებმა ველური სპილო მოუყვანეს საჩუქრად, სისწრაფით ქარი იყო, სიფიცხით - ცეცხლი, მთასაც ჰგავდა და ღრუბელსაც. ხოდა ნახა მეფემ და მოუწონა. მაშინვე მთავარ გამრეკს უბრძანა გაეწვრთნა სპილოს ისე, რომ გამოსადეგი ყოფილიყო. წაიყვანა გამრეკმა და 3 წელი წვრთნიდა. დათქმული დრო რომ მოვიდა, მეფემ გადაწყვიტა შეემოწმებინა და პირადად დარწმუნებულიყო წვრთნის სასიკეთო შედეგში. როგორც კი ჰაში შეჯდა სპილოზე, მაშინვე სპილომ ლომივით შეკრა კამარა და გრიგალივით გაიჭრა ველზე. დაჭრილი ნადირივით დაჰქროდა მთასა და ტყეში. შეშინებული შაჰი მასზე ისე მოჩანდა, როგორც მთის წვერზე დასკუპებული ანყას ბარტყი. რამდენიც არ ეცადა შაჰი გახელებული ცხოველის შეჩერებას, ვერაფერს გახდა. ასე გაგრძელდა, სანამ არ მოშივდა და უკან სადგომში არ დაბრუნდა. შაჰი ჩამოხდა და განრისხებულმა გამრეკის დასჯა ბრძანა. "ზღვას მეზობელი არ ჰყავს, მეფეს მეგობარიო" გაიფიქრა საბრალომ და ითხოვა თავის გამართლების საშუალება მისცემოდა. შაჰმაც ნება დართო.
გამრეკმა ითხოვა თივა და გავარვარებული რკინა. შეჯდა სპილოზე. როგორც კი სპილომ თივისკენ გაასწია ხორთუმი, გამრეკმა უყვირა: თივას არ დააკარო პირი, რკინა აიღეო. ის იყო სპილოს რკინის ნაჭერი უნდა აეღო, რომ გამრეკმა შეაჩერა, ახლა ფეხი დაადგიო, როცა სპილომ რკინაზე ფეხი ლამის შედგა, გამრეკმა უბრძანა მაგას შეეშვი და შაჰს თაყვანი ეციო და სპილომაც ფადიშაჰს მაშინვე თაყვანი სცა. ამის შემდეგ ჩამოხტა გამრეკი, დაეცა შაჰის ფერხთ და უთხრა: დაე, მუდამ დღეგრძელი იყოს შაჰი! მე სპილოს შევასწავლე ის, რაც მისმა ხორთუმმა, კისერმა და ფეხებმა შეძლეს, მაგრამ ვერ შევასმინე ის რაც მის სულზე და შინაგან ბუნებაზე იყო დამოკიდებული. ყოველივე ეს ჩემთვის მიუწვდომელია და რაღა თქმა უნდა მასზე ზემოქმედება ვერ მოვახდინე. სპილო რომ აღვირს არ დაემორჩილა, იქნებ ეს ღვთის ნება იყო? ადამიანის გონებას არ ძალუძს ჩასწვდეს ბედის საიდუმლოს და გაარკვიოს ბედისწრესი ფარული გზები. ის, რაც ზეციური სამყაროდან ჩვენსკენ მოემართება, შეუძლებელია ვინმემ თავიდან აიცილოს. "თუ ღმერთს კაცისთვის ავი სურს, აუცილებლად ასრულდებაო", (ეს ფრაზა ყურანიდან არის) ნათქვამია.
მოისმინა რა გამრეკის სიტყვები, შაჰმა მას შეუნდო.

პ.ს. ერთ არაკს დავდებ კიდე და მერე სხვაზე გადავალ : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Apr 17 2010, 12:11 AM
პოსტი #4


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ქეეთ. ჩვენ რომ ვიცით იმის ლექსებს არ დადებ? smile.gif
ამ თემაში ხშირად შემოვაალ kiss1.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 17 2010, 12:23 AM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



nat_uly
ცხადია, kiss1.gif

ჯერ მინდა სინდბად-ნამეს მოვრჩე, მერე გადავალ მაგაზეც biggrin.gif ისე შენი აზრიც დაგვიწერე smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Apr 17 2010, 12:27 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



დადეთ რა კიდევ ,ძალიან მომწონს


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 21 2010, 09:36 PM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



კიდევ ერთი არაკი სინდბად-ნამედან

ამბავი მასპინძლისა, სტუმრებისა და მსახურისა

თქვა უფლისწულმა არაკი:
- ამბობენ, რომ დიდი ხნის წინათ ერთმა კაცმა, როგორც ეს კეთილშობილთა წესია,, სტუმრების მოწვევა და მათი რიგიანად გამასპინძლება განიზრახაო. მან რძის საყიდლად ბაზარში მხევალი გააგზავნა, რომელმაც ნაყიდი რძე თავღია ჭურჭელში ჩაასხა, თავზე დაიდგა და შინისკენ გამოსწია. ღვთის ნებით თუ ციური განგებით, სწორედ ამ დროს გადაუფრინა ჭურჭელს თავზე ნისკარტში გველგაჩრილმა წერომ. არავის დაუნახავს თუ როგორ გამოჟონა გველის ყბიდან რამდენიმე წვეთმა შხამმა და რძეში ჩაიღვარა.
მსახურმა ქალმა რძIსგან უგემრიელესი ფაფა მოამზადა. როცა სტუმრებმა ნაირგვარი კერძები მიირთვეს, ფაფის ჯერიც დადგა. რაღა თქმა უნდა, ვინც კი გასინჯა, ყველამ ადგილზევე განუტევა სული.

- ვის მიუძღვის ბრალი ამ დანაშაულში? ვინ უნდა აგოს პასუხი? - იკითხა უფლისწულმა.

დამნაშავეა მსახური, რომელიც დაუდევრად მოიქცა, ჭურჭელს თავი არ დაახურა და ამის გამო რძეში შხამი ჩაეწვეთაო - თქვა ერთმა დამსწრემ.
- ამ დანაშაულში ბრალი წეროს მიუძღვის - გამოთქვა აზრი მეორემ - იგია ამდენი ხალხის დახოცვის მიზეზიო, რადგან სწორედ მან გაატარა რძის თავზე გველი.
მესამემ თქვა: - სტუმრებს ბოლო გველის შხამმა მოუღო ბოლო. ადამიანის გარდაცვალება ჩვეულებრივი ამბავია. ამ შემთხვევაში ხალხი შხამმა დახოცა.
–დამნაშავეა მასპინძელი, რომელმაც სუფრაზე მიტანამდე კერძს გემო არ გაუსინჯდა – დაასკვნა მეოთხემ.
უფლისწულმა მათ ასეთი პასუხი გასცა:
– დატრიალებულ უბედურებაში ვერავის ვერ დავდებთ ბრალს. ბედის კარნახი და ადამიანის მიზანსწრაფვა ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ქვეყნად ვერცერთი სულიერი ვერ შეცვლის ბედისწერას.

ცით მოვლენილ და განგების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ყველა საბედისწერო შემთხვევას სათანადო მიზეზი გააჩნია. განგებამ ასე დააწესა, რომ ნივთიერ სგანთა და კავშირთა სამყარო ვერ იარსებებს შემთხვევისა და მიზეზის გარეშე. ყოველი მოვლენის საფუზველი მიზეზთა და შემთხვევითობათა ცვალებადობაა. ნებისმიერ მოვლენას ორი სახის მიზეზი გააჩნია: ხორციელი და სულიერი. ხორციელი ის, რომელიც გარეგან გრძნობებზეა დამოკიდებული და სულიერი, რომელსაც შინაგანი გრძნობები წარმართავენ. ყოველივე ეს კი გამომდინარეობს ძირითადი მიზეზიდან, რომელსაც მიზეზთა მიზეზს, ანუ ღმერთს უწოდებენ. ალაჰი ყოვლის შემძლეა.



ვფიქრობ ეს არაკი საინტერესოა, მით უფრო რომ ისლამის ერთ ასევე საინტერესო შეხედულებას ეხება: რატომ არსებობენ ბოროტები და რატომ იჩაგრება კეთილი ადამიანი.


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 24 2010, 07:17 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვისრამიანი – არ ვიცი მე ეს რა მხატვრული ღირებულების ძეგლია, იმიტომ რომ იმ დროსაც, როცა ვკითხულბდი და ეხლაც ვერაფერ ღირებულს მასში ვერ ვპოულობ, არც რამე აზრია ზოგადი ფასეულობის ჩადებული და არც რამე მისაბაძი იდეალი არ არის. მაგრამ, ამის და მიუხედავად, ეს ნაწარმოები ფეოდალური ხანის საქართველოში მოდაში იყო, ასე ვთქვათ.

"ვის ო რამინ" არის მე11 საუკუნის სპარსი მწერლის, ასად გორგანის (გვარია ეს, სახელი არ მახსოვს) პროზაული, სამიჯნურო ხასიათის ნაწარმოები, რომელიც მე12 საუკუნეში ქართულ ენაზე ითარგმნა. გახსოვთ ვეფხიტყაოსნის ერთ–ერთი სტროფი, სადაც სარგის თმოგველსა და მის "ვისრამიანზე"–ა საუბარი? ხოდა ასე, სიუჟეტი მისი ასეთია: ერთ ასაკში შესულ შაჰს აკვანშივე გაურიგებენ ქალს, ვისს, რომელიც რომ წამოიზრდება მისი ცოლი გახდება, ამ შაჰს ჰყავს უმცროსი ძმა რამინი, რომელსაც შეუყვარდება ვისი და მისკენ მისასვლელ გზებს ეძებს, ცხადია ვისის ძიძის დამხარებით (გათახსიებული ქალია, მე თუ მკითხავთ).. ასე ბიწიერ გზებზე დადიან შეყვარებულები, მრავალ განსაცდელსა და ხიფათს გაივლიან და ბოლოს, როცა რამინის ძმა მოკვდება (მგონი სიბერისგან), ტახტზე დაჯდება რამინი და ცოლად შეირთავს ვისს და ასე იცხოვრებენ ბედნიერად და ლამაზად.

მაშ რა ღირებულება დარჩა ამ ნაწარმოებს, გარდა სიუჟეტისა? ალბათ ლექსიკა, სიტყვათწყობა და თარგმის ოსტატობა, არა? ესა თუ ის ფრაზა, პასაჟი თუ კომპოზიტი, ბუნების აღწერა ან სხვა, რაც მე თუ მკითხავთ ძალიან ცოტაა : (

თუ ვინმემ უფრო მეტი იცის ამ ნაწარმოების ღირებულების შესახებ და შეუძლია მისი რეპუტატია იხსნას ჩემს თვალში, მაშინ დაპოსტეთ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 26 2010, 04:46 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ახლა ნიზამი განჯელის დროა smile.gif

რა შემიძლია დავამატო, გარდა მშრალი ბიოგრაფიული ცნობებისა?

ვის არ წაუკითხავს აბა ლეილმაჯნუნი? "მიჯნურსა შმაგი ქვიან არაბულითა ენითა"–ო, სწორედ აქედან მოდის სიტყვა მინჯური–ც.

ტრაგიკული სიყვარულის ისტორია რამდენადმე ჩამოგავს რომეო და ჯულიეტას ამბავს, თუმცა დამოუკიდებელი სიუჟეტია. ბავშვობის მეგობრებს (და თანაშეზრდილებს) ახალგაზრდა ყაისს და მშვენიერ ლეილას უყვართ ერთმანეთი. მეტისმეტმა სიყვარულმა ყაისი შეშლილად აქცია, რის გამოც ლეილას მამამ დაიწუნა სიძედ: "გიჟს შვილს ვერ გავატან და ვერ გავაუბედურებ ჩემს სისხლსა და ხორცსო", ამიტომ ყაისს აეკრძალა ლეილთან ყოფნა. დარდისგან შეწუხებული და სიყვარულისგან შეშლილი ველად გაიჭრა. შორიდან ეტრფოდა, ქმნიდა ლექსებს და უმღეროდა საყვარელი ქალის სახეს. ყაისის მამაც კი ვერ შველის შვილს, არც მეჩეთში ლოცვამ, არც სხვა არ ჭრის მასზე. ლეილს სხვაზე ათხოვებენ, მაგრამ ამის და მიუხედავად, ლეილიც ყაისის ერთგულია. კი ცდილობენ ლეილის მოტაცებას, მაგრამ ყაისი უარზეა.
ბოლოს მათი ამბავი ასე მთავრდება: ლეილი ავად ხდება და კვდება, მის საფლავზე მოდის ყაისი და ისიც სულს განუტევებს.

ნაწყვეტები მახსოვს, ერთი ხანობა ყველაზე საინტერესო ფრაზებს ვინიშნავდი...
"კარგი როდია როდესაც
კაცი სხვის რჩევას არ იგებს,
მაგრამ ვინც მიჯნურს არიგებს,
საქმეს ამაოდ არიგებს.."

ან ეს:
"ბრძენს უთქვამს უნდა ერიდო,
სულ სიცილს უადგილოსო
უადგილომან სიცილმან
ჭირს მოასვლას უადვილოსო"
(კარგად წერია, მაგრამ ეს ჩემზე არ ჭრის და laugh.gif )

მეორე, არანაკლებ საინტერესო პოემაა "ხოსროვშირინი"
ეს არის სასიყვარული სამკუთხედის ისტორია: ულამაზეს ალბანელ ქალს შირინს უიმედოდ უყვარს სასანიდი შაჰი ხოსროვ, თავის მხრივ შირინზე არის შეყვარებული ფარჰადი, შაჰის სასახლის მებაღე.
ბოლოს აფასებს ხოსროვი შირინის სიყვარულს, მაგრამ შირინს ჩააკვდება ხელში და ქალიც თავს იკლავს.

ცხადია, ცალმხრივი სიყვარული ძალიან მტკივენული საკითხია და ხშირად არ მთავრდება ბედნიერად, ანუ აქ იგულისხმება დიდი და ხანგრძლივი ბედნიერი თანაცხოვრება. მაგრამ ნიზამმა უმთავრესი ბედნიერება აჩუქა თავის პერსონაჟებს: მათ შეუყვარდათ.... რადგან სიყვარულის გარეშე ცოდოა ადამიანი.

დანარჩენი მოგვიანებით rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Apr 26 2010, 08:42 PM
პოსტი #10


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ქევანა

ვისრამიანზე ჩვენი ლექტორი გვიყვებოდა.

თარგმნითი ხელივნების კლასიკური ნიმუშიაო. როგორც ვიცი,მთარგმნელს ბევრი რაღაც შეუცვლია თავისი გემოვნებით.სასიყვარულო სცენები შეურბილებია,რელიგიური ელემენტები ამოუღია.სახელწოდებებსაც ცვლიდა და თუ არ ვცდები ერთ მდინარეს სახელი შეუცვალა და მტკვარი დაარქვა biggrin.gif მოკლედ, ჩვენი ვისრამიანი ძალიან განსხვავდება ორიგინალისაგან. შეიძლება ითქვას, რომ მთარგმნელმა სულ სხვა ნაწარმოები შექმნა. ნუ, ამით რა თქმა უნდა ის ღირებულება დაუკარგა რაც ამ ნაწარმოებს გააჩნდა.

ლაშარელაში წავიკითხე, რომ ლაშა-გიორგის ყვარებია ვისრამიანის კითხვა tongue.gif
სხვა ინფორმაცია არ მაქვს ამ წიგნზე sad.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 27 2010, 04:05 AM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კარგი თემაა ქევან smile.gif
აი ასე უნდა ნამდვილად ფორუმის გამოცოცხლება smile.gif-

პ.ს.
ისე მგონი კაწია იცნობს სპარსულ ენას და გვითხრას რაიმე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 1 2010, 02:02 AM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



nat_uly
ჰუჰ, მასე გინდა იხსნა ვისრამიანი? biggrin.gif biggrin.gif

დავწეროთ ცოტა რამ პოეზიაზეც biggrin.gif

მოკლედ:

ომარ ხაიამი (1040-1123 წწ) დიდი ირანელი კლასიკოსი, შესანიშნავი მოაზროვნე, მათემატიკოსი, ასტრონომი, ირანული ფილოსოფიური ლირიკის წარმომადგენელი. წერდა რობაიებს (სპეციფიკური ზომის ოთხსტრიქონიანი ლექსია, აქვს გარითმის თავისებური წესი).


***
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდე მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ.


***
ერთ დროს ეს ჩემი ხელადა, ალბათ ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა, ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა
მიჯნურის ყელზე ეხვია, ლაღად და უდარდელადა.

(თარგმანი ვ. კოტეტიშვილის)



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 1 2010, 03:25 AM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ბაგე გადავიბადაგე,

ვააა... რა მაგრად ჟღერს ქართულად smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი