IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმიდა ილია მართლის პამფლეტი, 1995 წელს აღმოაჩინეს
ბადრი
პოსტი Jul 19 2010, 12:15 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



სიმვოლო სარწმუნოებისა
ილია ჭავჭავაძე


lib.ge:ეს პამფლეტი აღმოაჩინეს 1995 წელს. პირველად გამოქვეყნდა გაზეთში "სვობოდნაია გრუზია" იმავე წლის მაისში. დეტალები აქ




შედგენილი მსოფლიოსა კრებასა ზედა ქალაქსა შინა დორპატისასა და გამოცხადებული სამეფოსა ქალაქსა შინა ქვათათისს, ადგილობრივსა კრებასა
ზედა მესამისა დასისა, წელსა დასაბამიდან "კვალისა" მეშვიდესა, ხოლო გაჟორდანიებისა მისისაგან მესამისა.


1) მწამს ერთი მარკსი, ტომითა ურიასტანელი, თავბრუდამსხმევი ყოველთა უმეცრებით-მოცულთა ჩჩვილთა და უპოვართა, მოჯადოებული სახელ-განთქმულისა გეგელის მიერ, მამა-შემქმნელი ყოვლისა მეცნიერებისა, არსისა და უარსისა, გარეშე რომლისა არა იყვნენ მეცნიერნი უცხონი სოფელსა ამას შინა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
2) და ერთი ოდენ ჭეშმარიტი მოციქული მისი ჟორდანია, გურჯისტანელ მარკსად წოდებული, რომელი მარკსისგან გამოვალს, მის მიერვე გაცოფებულ არს მსგავსად ჯიბლაძისა და მისთანათა, უარ-მყოფელი ყოველთა მეცნიერთა გარეშე მისსა, რომელი ჩვენის, რომელი ჩვენი დასის თავად აღსაარებულ და ხელ-დასმულ იქმნა წინასწარმეტყველისა გიორგის მიერ უწინარეს დაბადებისა მისისა , ჟამსა მას გოდებისა, დასაფლავებასა ზედა ინგოროყვასისა, ნათელი ნათლისგან, მეცნიერი ჭეშმარიტი, მეცნიერისგან უჭეშმარიტეტისა , ქმნილი და არა შობილი, თანაარსი მოძღვრისა მისისა, რომლისგან შეიქმნა ყოველივე მეცნიერებისა;
3) რომელი ჩვენთვის, მესამე დასის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გადმოხტა ცისკიდით, დასავლით კერძო და ფრთანი შეისხა წინასწარმეტყველისა გიორგისაგან და განკაცდა და მყრობელ არს დროშისა მის, შთაბარებულსა წინამორბედისა მისისა გიორგის მიერ;
4) რომელი ჟამსა ამას არა ჯვარცმულ არს, არცა ვნებულ და არცა დაფლულ მსგავსად წინამორბედისა მისისა, არამედ ჯვარცმელ არს ყოველთა მათ, რომელნიცა არიან გარეშე ჩვენსა;
5) რომელის სდგას თავსა შინა მესამისა დასისასა მსგავსად წერილისა წინასწარმეტყველისა მის გიორგისა;
6)და ამაღლებულ არს მერყავსა ტახტსა ზედა "კვალისასა" და მჯდომარე არს მარჯვენით ხელდამსმელისა მისისა;
7)და მოვლენია არს დიდებით ქვეყანასა ამას გურჯისტანისასა განსჯად ყოველთა ცხოველთა და მკვდართა ეროვნებათა და მრთელისა კაცთა ნათესავისა მსგავსად მაზაკვალისა (ლიცემერი: გიორგი წერეთლის ფსევდონიმი იყო), რომლისა სიჭაბუკესა არა აქვს დასასრული;
8) და ერთი წმინდა სულიერი, წინასწარმეტყველი და წინამორბედი ჟორდანიასი გიორგი, რომელი გურჯისტანისგან გამოვალს, გურჯისტანეთგან და აისტანელთაგან ჟორდანიასთანა და ჯიბლაძესთანა თაყვანისმცემლების და იდიდების ამა ჟამსა შინა, რომელი იტყოდა და აწცა იტყვის ივანიკასა და გოჯაპირას მიერ;
9) ერთი წმინდა მართლ-მადიდებელი და სამახარაძო მესამე დასი და ყორანი მისი "კვალი";
10) აღვიარებ ერთსა ოდენ მცნებასა გაჟორდიანიებულის მარკსისა და გამარკსებულის ჟორდანიასასა მოსატყუებლად ყოველთა ცოდვათა ურიგობათა, უწესობათა და სულელობათა;
11) მოველი სასოებით დამხობასა ყოველთა წოდებათა და ეროვნებათა და უწინარესყოველთა გურჯისტანის განადგურებასაცა;
12) და ცხოვრებასა გაღატაკებულთა , გაუმეცრებულთა და მხეცებრის ბრძოლით გაპირუტყვებულთა ბრბოთა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ.

http://lib.ge/body_text.php?9170


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 19 2010, 12:25 AM
პოსტი #2


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ეგ დავდევი გავუზიაროთში მაგრამ წამკითხავი არ გამოჩნდა არავინ user.gif

ისე რა უნდა იმსჯელო ამაზე?
ისე კარგად კი დაუწერია biggrin.gif ღიმილს მოგგვრის რომ წაიკითხავ, თავის დროზე ალბათ მეხის გავარდნა იქნებოდა


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 19 2010, 12:46 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ikanosi
მართლა მეხივით იქნებოდა. შეიძლება ამიტომაც გაიმეტეს.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 19 2010, 10:34 AM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
და ერთი ოდენ ჭეშმარიტი მოციქული მისი ჟორდანია, გურჯისტანელ მარკსად წოდებული, რომელი მარკსისგან გამოვალს, მის მიერვე გაცოფებულ არს მსგავსად ჯიბლაძისა და მისთანათა,


ილიას არ ეკადრებოდა ასეთის დაწერა biggrin.gif

მაგრამ კაცი იყო და ჰათ... უცოდველი კაცი არ მინახია მე


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 20 2010, 04:57 PM
პოსტი #5


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ბადრი

ვა,პირველად წავიკითხე.

რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მოგეპოვება? ვთქვათ, რომელ წელს დაწერა და ა.შ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 21 2010, 10:09 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



სოფი

არაფერი ვიცი

ქევანა
ციტატა
ილიას არ ეკადრებოდა ასეთის დაწერა

მაგრამ კაცი იყო და ჰათ... უცოდველი კაცი არ მინახია მე


თავიდან მეც ეგეთი აზრი გამიჩნდა, მაგრამ კაცმა იმათი მრწამსი გამოხატა და გასაგებია ყოლფერი smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 21 2010, 10:15 PM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
, მაგრამ კაცმა იმათი მრწამსი გამოხატა და გასაგებია ყოლფერი

მეეჭვება smile.gif
მორწმუნე კაცი მართლმადიდებლურ მრწამს ასე არ გადააკეთებდა smile.gif

თუ კი, და მაშინ ძალიან შეშლია ილიას, არ მომწონს მე იდეური მოწინააღმდეგის ასე ლანძღვა dry.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 22 2010, 07:41 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



ვინმემ თუ იცით ზუსტად, რომელი წლიდან არის კანონიზირებული წმინდანის რანგში ილია ჭავჭავაძე? ჩემის აზრით, თუ ამ "პამფლეტის" გამოქვეყნებამდე - ესე აღმოჩენა იგი არის მართლაც-და პამფლეტი, მიმართული საზოგადოდ წმინდანებისა და აქედან გამომდინარე ეკლესიის ავტორიტეტის წინააღმდეგ...
..."და ირხეოდნენ ვითარცა ლერწამნი, მონაბერნი ქართაგან ძლიერთა"...- მეტი რწმენა გვმართებს, დიახ!


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 22 2010, 11:20 AM
პოსტი #9


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ვინმემ თუ იცით ზუსტად, რომელი წლიდან არის კანონიზირებული წმინდანის რანგში ილია ჭავჭავაძე?

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი".



--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 22 2010, 04:38 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



ციტატა(სოფი @ Jul 22 2010, 12:20 PM) *

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი".

დიახ! ილია ნამდვილად მართალია! ხოლო პამფლეტისტები - ცრუნი!


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 22 2010, 07:28 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



zura.bi

ისე ლაპარაკობთ, რომ ეს პამფლეტი წმიდა ილია მართლის წმიდანობას ეჭვქვეშ აყენებდეს. მართალია უხეშად, მაგრამ ის ამხელს მარქსისტებს. ის სიმძაფრე რაც ამ პამფლეტშია ბავშვის თამაშია მარქსისტების მიერ შემდეგ დატრიალებულ საქმეებთან. ასე რომ, ძალიან ნუ გაღიზიანდებით გთხოვთ.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 22 2010, 09:06 PM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ბადრი
ციტატა
მარქსისტების მიერ შემდეგ დატრიალებულ საქმეებთა

რომელი მარქსისტების? დაკონკრეტდი yes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 22 2010, 09:34 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



ბადრი


წმინდა წერილების ტექსტების არა შინაარსობრივი გამოყენება (იქნება ეს პამფლეტის, სატირის, ხუმრობის და ა.შ. ...სახით), პერსონიფიცირება და ტირაჟირება საზოგადოდ, მით უფრო მათი მიწერა წმინდანთათვის მე პირადად მკრეხელობად მიმაჩნია და თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, ცოტა მაღიზიანებს კიდეც! მაგრამ საოცრად დამამშვიდებელია უფლის სამსჯავროს ვერდიქტის (ყოველი მოკვდავისათვის) უეჭველი აღსრულების გარდაუვალობის შეგრძნება, ასე რომ წონასწორობა და კანონზომიერება გარანტირებულია თვით შემომქმედის მიერ...


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 22 2010, 09:44 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ქევანა
ციტატა
რომელი მარქსისტების? დაკონკრეტდი


რა დაკონკრეტება გინდა? "სამახარაძო მარქსისტებმა" საბჭოთა იმპერია რომ შექმნეს გეცოდინება smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 22 2010, 09:56 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



zura.bi
ციტატა
ბადრი


წმინდა წერილების ტექსტების არა შინაარსობრივი გამოყენება (იქნება ეს პამფლეტის, სატირის, ხუმრობის და ა.შ. ...სახით), პერსონიფიცირება და ტირაჟირება საზოგადოდ, მით უფრო მათი მიწერა წმინდანთათვის მე პირადად მკრეხელობად მიმაჩნია და თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, ცოტა მაღიზიანებს კიდეც! მაგრამ საოცრად დამამშვიდებელია უფლის სამსჯავროს ვერდიქტის (ყოველი მოკვდავისათვის) უეჭველი აღსრულების გარდაუვალობის შეგრძნება, ასე რომ წონასწორობა და კანონზომიერება გარანტირებულია თვით შემომქმედის მიერ...


არც მე არ მომეწონა ერთი შეხედვით ეს პამფლეტი მაგ თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ მარქსიზმი მავანთა მიერ რელიგიად გადაიქცა ფაქტიურად.ბოროტი ძალა ხომ ცდილობს ყველაფერში მიბაძოს უფალს, ოღონდ საპირისპირო მიზნებისთვის. სწორედ ამას დასცინოდა ეტყობა ილია მართალი. შესაბამისად მაინდამაინც პროტესტის გრძნობა არ მიჩნდება. ყოველ შემთხვევაში ჩემი განზრახვა ილია მართლის შეურაცხყოფა არ არის და ხედავ ამას უფალი. უბრალოდ მინდოდა ფორუმელებს ცოდნოდათ ამ პამფლეტის შესახებ.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 22 2010, 10:49 PM
პოსტი #16


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ბადრი
არა, მარქსისტები მენშევიკებიც იყვნენ ხო. ნუ სათავე ერთი აქვთ.

ბევრი აგინებს მენშევიკებს, ისე რომ გადაუკრეფავში გადადიან ხოლმე

მეც ამიტომ გკითხე, მაინტერესებდა ვის დაადებდი ხელს.

ბოლშევიკების შექმნილი იმპერია ვიცი, მათი მიზნებიცა და იდეალებიც, მათ მიერ მოწყობილი სისხლიანი 1937 წელიც ვიცი (ეს გამოვყავი იმიტომ რომ ბევრი ისეთი ადამიანი გაუშვეს საიქიოში, პირდაპირ ვგიჟდები), ნასწავლი მაქვს ისტორიაში.

აუჰ, ერთი თავად წყარო უნდა წავიკითხო რა: მარქსის კაპიტალი

ნეტა როგორია, რა წერია


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 22 2010, 11:27 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ქევანა
ციტატა
ბევრი აგინებს მენშევიკებს, ისე რომ გადაუკრეფავში გადადიან ხოლმე


ისტორიის ირონია რა არის იცი? მენშევიკები, რომლებსაც არ სურდათ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა (ინტერნაციონალურ მიზნებს ეწინააღმდეგებოდა) პირველი რესპუბლიკის სათავეში მოვიდნენ. სწორედ ამიტომ იყო ილია მათთვის იდეურად მიუღებელი.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 23 2010, 01:04 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



ციტატა(ბადრი @ Jul 23 2010, 12:27 AM) *

ქევანა
ისტორიის ირონია რა არის იცი? მენშევიკები, რომლებსაც არ სურდათ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა (ინტერნაციონალურ მიზნებს ეწინააღმდეგებოდა) პირველი რესპუბლიკის სათავეში მოვიდნენ. სწორედ ამიტომ იყო ილია მათთვის იდეურად მიუღებელი.
ისტორიის ირონია არის განმეორებადი" და თანაც ბრუნვადი"! დღეისთვისაც არაფერი შეცვლილა...მათ შორის არც ილია... იდეურად... არც იდეაში...


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 04:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი