თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ერქომაიშვილები

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 7 2007, 09:45 PM

ერქომაიშვილები ხალხურ მომღერალ-მგალობელთა ტრადიციული ოჯახია, თომა, ივანე, გიორგი, გიგო და მისი 10 ქალ-ვაჟი, მათი შვილები და შვილიშვილები, გურული სიმღერის კარგი შემსრულებლები იყვნენ. განსაკუთრებით გამოსაყოფია გიგო და მისი 3 ვაჟი არტემი, ანანია და ვლადიმერი.

არტემი დაიბადა 1887 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მაკვანეთში. ის თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი იყო. ურთულესი გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობაშივე. 1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს სოფელ მაკვანეთში, ბათუმსა და მახარაძეში (ახლანდელი ოზურგეთი). 1929 წელს მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და პეტერბურგში და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე. 1950 წლიდან მახარაძის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. იგი ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელია იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრაზე ინახება მის მიერ შესრულებული საგალობლის ჩანაწერი. არტემი გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს.

ანანია დაიბადა 1894 წლის 3 იანვარს სოფელ მაკვანეთში. ის თავისივე ძმის, არტემის მოწაფე იყო. ჰქონდა მოქნილი, ფართო დიაპაზონის ხმა, ოსტატურად ასრულებდა ყველა ხმას. გარდაიცვალა 1977წლის 31 იანვარს.

ვლადიმერი დაიბადა 1897 წლის 23 თებერვალს სოფელ მაკვანეთში. მან მოღვაწეობა დაიწყო არტემის გუნდში. შემდეგ იყო ოზურგეთის კულტურის სახლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელი, შემდეგ მახარაძის რაიონის სიმღერა-გალობის სკოლის პედაგოგი. მისივე ჩამოყალიბებულია ანსამბლი ელესა.

ანზორი დაიბადა 1940 წელს ქალაქ ბათუმში, მისი მამა დავით ერქომაიშვილი, იყო ბრწყინვალე ბანი, სამწუხაროდ ის ნაადრევად გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968 წლიდან ხელმძღვანელობს ვოკალურ ანსამბ რუსთავს. მას რუსთავთან ერთად აქვს 600ზე მეტი ხალხური სიმღერა მოძიებული. ის არის ავტორი მრავალი წიგნისა. ანზორ ერქომაიშვილი დღესაც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის გალობის სკოლის გახსნაში.


აქვე დავძენ რომ გურულ შემსრულებლებში ყველაზე მეტად ერქომაიშვილების სიმღერები და საშემსრულებლო მანერა მიყვარს.
http://www.link.ge/file/124338/chven-mshvidoba--1907-ts--.mp3.html - ძმები ერქომაიშვილების შესრულებით.

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: May 7 2007, 10:46 PM

misdevs mela loms
იხარე ამ ინფორმაციისთვის!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 7 2007, 10:57 PM

ვაუ, მართლა აპლოდისმენტები ამ ადამიანებს... მათ ღვაწლს დაფასება არ აქვს smile.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 7 2007, 11:32 PM

http://fast.ge/?d=96A24C5A2 - არტემ ერქომაიშვილის გუნდი.

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 7 2007, 11:53 PM

http://www.link.ge/file/124570/shavi-shashvi.mp3.html - პირველი ხმა ანანია ერქომაიშვილი, მეორე ხმა ვლადიმერ ერქომაიშვილი და ბანი არტემ ერქომაიშვილი.

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: May 8 2007, 02:13 AM

ვაა ძალიან მაგარია გაიხარე საინტერესოა ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 8 2007, 03:18 AM

misdevs mela loms

ციტატა
ჩვენ მშვიდობა - ძმები ერქომაიშვილების შესრულებით.


გიგო ერქომაიშვილია ბანში, არტემის მამა.

ვლადიმერი და ანანია 1907 წელს ღლაპები იყვნენ და მაგ გუნდში არ მღეროდნენ.

აი ეს გუნდი.

http://imageshack.us


პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 8 2007, 01:56 PM

ვეშაპო

ციტატა
გიგო ერქომაიშვილია ბანში, არტემის მამა.

მომიკვდეს თავი. ნაღდად არ ვიცოდი wink.gif მადლობა შესწორებისთვის wink.gif

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 11 2007, 09:34 PM

ეს მართლაც მშვენიერი თემაა და გთხოვთ გაეცანით ერქომაიშვილებს. და იქნებ იაქტიუროთ კიდეც. ერქომაიშვილები მართლაც ბრწყინვალე მომღერალ მგალობლები იყვნენ. ულამაზესი ხმები ჰკონდათ განსაკუთრებით ძმებს.

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 17 2007, 06:12 PM

ერქომაიშვილებმა მართლაც მთელი ეპოქა შექმნეს გურულ სიმღერაში. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გიგოს გუნდი. შემდეგ არტემ ლადიკო და ანანია ერქომაიშვილი. მე პირადად ყველაზე ძაან(ნუ ეს პირობითად) ანანია მომწონს. საოცარი მომღერალი! ნებისმიერი ხმის საოცრად შესრულება შეეძლო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ჩაწერილი სიმღერები სადაც სამივე ხმას თავად მღერის. მე ეხლა დავდებ ანანიას რამოდენიმე სიმღერას, და კარგი იქნება თუ შეფასებებს გააკეთებთ.

http://www.link.ge/file/147091/Track-15.mp3.html ------ ხსამბეგურა. ანანიას გუნდი. ტრიო: ბანი ანანია ერქომაიშვილი, პირველი ხმა გარსევან სიხარულიძე, გამკივანი ზინაიდა ბერსენაძე.

http://www.link.ge/file/147095/Shavi-shashvi.mp3.html ---- შავი შაშვი. სამივე ხმას მღერის ანანია ერქომაიშვილი.

http://www.link.ge/file/147103/01-Grdzeli-gigini.mp3.html--- გრძელი ღიღინი. ასევე სამივე ხმას მღერის ანანია ერქომაიშვილი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 17 2007, 08:38 PM

დარწმუნებული ხარ, რომ სამივე ხმა ანანიაა? ohmy.gif მე ძმების ნამღერი მგონია

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 17 2007, 09:00 PM

არა არა სამივე ანანიააა, არტემის ბანი სულ სხვანაირია

ან სჰეიძლება ჩანაწერის დადება შემეშალა sad.gif

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 13 2007, 03:41 PM

http://imageshack.us


გიგო,არტემ და დათიკო ერქომაიშვილები preveds.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Sep 14 2007, 01:14 PM

bato

ციტატა
გიგო,არტემ და დათიკო ერქომაიშვილები

მანდ ვლადიმერ ერქომაიშვილიც არის.
არტემს და გიგოს შორის დგას უკან

პოსტის ავტორი: B_A_S_I_A_N_I თარიღი: Sep 14 2007, 02:45 PM

პატარა ქარცივაძე მე დიდი ხანია ერქომაიშვილებზე მინდოდა თემის გაკეთება მაგამ არ მაცალეsmile.gif
ეს მართლაც შესანიშნავი გუნდი დახლდათ იმ დროს.
მასში ყველა მომღერალი პროფესიოონალი იყო თავისსაქმეში,
უნდა აღინიშნოს რომ მათ არა მარტო გურული არამედ მეგრული და აჭარული სიმღერებიც შემოგვინახეს, რომლების მარტო გიგოს გუნდთან გვხვდება.
მე იმედი მაქვს რომ ამ ანსამბლს დიდი მოწონება ექნება, პატარა ქარცივადზე უნიკალურჩანაწერებს მოგვაწვდისsmile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Sep 14 2007, 08:50 PM

B_A_S_I_A_N_I


ეჭვი მაქვს რომ სერგუნიააა smile.gif


პ.ს. მსგავსი ტიპის შეკითხვებისთვის ისარგებლეთ პმ-ით smile.gif

პოსტის ავტორი: bato თარიღი: Sep 16 2007, 01:38 AM

http://imageshack.us

1910-იანი წლები,არტემ ერქომაიშვილი.

პოსტის ავტორი: B_A_S_I_A_N_I თარიღი: Sep 22 2007, 04:30 PM

27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Sep 22 2007, 06:25 PM

ციტატა(B_A_S_I_A_N_I @ Sep 22 2007, 03:30 PM) *

27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით


გერწმუნებით laugh.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Sep 26 2007, 01:24 PM

B_A_S_I_A_N_I

ციტატა
27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით

სექტემბერს? ohmy.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 26 2007, 03:58 PM

ანზორ ერქომაიშვილის წიგნიდან ''ბაბუა''

ჩემს ბიჭობაში ქალებს საზოგადოების თნდასწერბით არ ამღერებდნენ.მახსოვს ერთხელ სოფელში ,გოგიეთში ,ცეცხლაძის ოჯახში კრიმანჭულის შემსრულებელი კაცი არ ყავდათ და ქალი ამღერეს.
დილით ეზოში ჩხუბი ამტყდარა. ''ვიცოდი, ძამა, აქანე კაი ამბავი არ მოხდებოდა, წუხელ დედალმა იყივლაო''_იხუმრა ერთმა მაყარმა laugh.gif (დედლის ყივილი გურიაში ავისმომასწავებლად მიაჩნდათ )
...................................
....სიმღერის დროს იმდენი უცხო ვარიანტი მოვისმინე, ბაბაუას ვუსაყვედურე, მთლად ასე არ გისწავლებია ჩემთვის-მეთქი.მთლად ასე არც ჩვენთვის უსწავლებიათო, კარგი გურული ორჯერ არ გაიმეორებს სიმღერას.თუ მიზანს ხედავ, იქ მისვლას რა უნდა. ჩემი გალობის მასწავლებელი მელქისედეკ ნაკაშიძე მეტყოდა:''ბაწარს რომ დაგრეხ მაგრდება,მაგრამ ზედმეტად რომ დაგრეხ ,გაწყდებაო''სიმღერას ზომაზე მეტი ''დაგრეხა'' არ შვენისო.


smile.gif

პოსტის ავტორი: Revaz თარიღი: Sep 26 2007, 04:03 PM

ციტატა
სიმღერის დროს იმდენი უცხო ვარიანტი მოვისმინე, ბაბაუას ვუსაყვადურე, მთლად ასე არ გისწავლებია ჩემთვის-მეთქი.მთლად ასე არც ჩვენთვის უსწავლებიათო, კარგი გურული ორჯერ არ გაიმეორებს სიმღერს.თუ მიზანს ხედავ, იქ მისვლას რა უნდა. ჩემი გალობის მასწავლებელი მელქისედეკ ნაკაშიძე მეტყოდა:''ბაწარს რომ დაგრეხ მაგრდება,მაგრამ ზედმეტად რომ დაგრეხ ,გაწყდებაო''სიმღერას ზომაზე მეტი ''დაგრეხა'' არ შვენისო.



მაგარი სიტყვებია smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 26 2007, 04:12 PM

Revaz
იქ იმდენი ''მაგარი ''სიტყვებია....
...............................................

ვასილ მახარაძემ რეპეტიციაზე პირველად რომ მიმიყვანა,შესვენების დროს ერთ მოხუცთან წარმადგინა და უთხრა:ეს ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილის ბადიში(შვილიშვილი)გახლავთო.თეოფილემ''არტემის ხარ ,ბიჭო, შენ ?'' პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი რომ თეოფილემ გიდლის დასაკიდი თოკის მარყუჟივით გამონასკვა კრიმანჭული. ვასო მახარაძემ 1 ხმა დააწია, მე მივხვდი რომ თეოფილემ ''ალიფაშა''წამოიწყო და ბანი შევაშველე. კრიმანჭულის ისეთი კორიანტელი დააყენა, გულში ვიფიქრე, ღმერთო, ტონალობიდან არ გადამაგდოს-მეთქი. გავუძელი,როცა სიმღერა დავამთავრეთ, თეოფილემ გადამკოცნა და მითხრა: კი ყოფილხარ არტემის ბადიშიო smile.gif

..............................................................

...უკვდავია ქართული სიმღერა ბაბუ, ხომ გახსოვს რომენ როლანის სიტყვები :''ბედნიერია ის კუთხე, სადაც ასეთი ხალხი ცხოვრობს, ბედნიერია ის ხალხი, ვისაც ასეთი სიმღერები აქვს'' smile.gif

პოსტის ავტორი: Revaz თარიღი: Sep 27 2007, 07:09 PM

ართი ვარდი

მაგ წიგნის შოვნა სად შეიძლება?

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 28 2007, 09:17 AM

Revaz
მე პირადად მეგობრისგან ვითხოვე.რა ვიცი..გაიკითხ გამოიკითხე huh.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 2 2007, 02:22 PM

ციტატა(N. R. @ Sep 14 2007, 08:50 PM) *

B_A_S_I_A_N_I
ეჭვი მაქვს რომ სერგუნიააა smile.gif
პ.ს. მსგავსი ტიპის შეკითხვებისთვის ისარგებლეთ პმ-ით smile.gif

რომელი, ურუშაძე? აკი აქ არ შემოდისო? რა ტიპის შეკითხვებზეა ლაპარაკი?
ციტატა(B_A_S_I_A_N_I @ Sep 22 2007, 04:30 PM) *

27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით

კარგი კი იყო, მაგრამ მიკვირს ამ თემამ ახლა მაინც რატომ არ ამოყვინთა, მეორე გვერდზე ვიპოვე მიგდებული.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 2 2007, 09:08 PM

არტემ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილ კონცერტზე თითოეულ ანსამბლს გადმოგცევა საჩუქრები smile.gif ამ საჩუქრებიდან ერთ-ერთი იყო ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაწერილი წიგნი "მივალ გურიაში, მარა... " . როგორც კი ეს წიგნი წავიკითხე ამ გვარის ყველა წარმომადგენლის უდიდესი თაყვანისმცემელი გავხდი. smile.gif ასეთი ინტერესით არცერთი წიგნი არ წამიკითხავს smile.gif ჩემდა ბედად კონცერტის დღეს ავად გავხდი და მეორე დღეს სახლში მომიწია ყოფნა და რომ იტყვიან "ზოგი ჭირი მარგებელიაო" , მასე დამემართა biggrin.gif მთელი დღე ვიწექი და ვკითხულობდი ამ წიგნს!! წიგნი კი არაა განძიაა , განძიიი !!! ყველას ვურჩევ საიდანმე მოიძიეთ და წაიკითხეეთ wink.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 2 2007, 09:28 PM

Didgoreli

ციტატა
არტემ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილ კონცერტზე თითოეულ ანსამბლს გადმოგცევა საჩუქრები

ეეეე, მე? IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 2 2007, 09:32 PM

ვეშაპო

ციტატა
ეეეე, მე?

biggrin.gif biggrin.gif შენ არ გადმოგცეს? ისე ანსამბლს თითო მოგვცეს ყველაფერი , მარა მე ყველას დავასწარი და პირველმა წამოვიღე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 2 2007, 09:56 PM

Didgoreli

ციტატა
შენ არ გადმოგცეს? ისე ანსამბლს თითო მოგვცეს ყველაფერი , მარა მე ყველას დავასწარი და პირველმა წამოვიღე

ეხლა დავადგინე, შუღლიკას შეუწოვია. IPB-ს სურათი


P.S. Revaz

მარხვაში ავატარი გამეიცვალე, თვარა ან ორიანს დაგიწერ, ან შეგჭამ. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 2 2007, 10:14 PM

ვეშაპო

ციტატა
ეხლა დავადგინე, შუღლიკას შეუწოვია

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 3 2007, 11:55 AM

ვეშაპო

ძმობაში და მეგობრობაში კი მოგაწვდი თუ გინდა ერთს a075.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 3 2007, 05:13 PM

ციტატა(Didgoreli @ Nov 2 2007, 09:08 PM) *

არტემ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილ კონცერტზე თითოეულ ანსამბლს გადმოგცევა საჩუქრები smile.gif ამ საჩუქრებიდან ერთ-ერთი იყო ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაწერილი წიგნი "მივალ გურიაში, მარა... " . როგორც კი ეს წიგნი წავიკითხე ამ გვარის ყველა წარმომადგენლის უდიდესი თაყვანისმცემელი გავხდი. smile.gif ასეთი ინტერესით არცერთი წიგნი არ წამიკითხავს smile.gif ჩემდა ბედად კონცერტის დღეს ავად გავხდი და მეორე დღეს სახლში მომიწია ყოფნა და რომ იტყვიან "ზოგი ჭირი მარგებელიაო" , მასე დამემართა biggrin.gif მთელი დღე ვიწექი და ვკითხულობდი ამ წიგნს!! წიგნი კი არაა განძიაა , განძიიი !!! ყველას ვურჩევ საიდანმე მოიძიეთ და წაიკითხეეთ wink.gif

ციტატა(ვეშაპო @ Nov 2 2007, 09:28 PM) *

Didgoreli
ეეეე, მე? IPB-ს სურათი

მე ისეთი საბადო აღმოვაჩინე ჩემი სახლიდან ორი წუთის სავალზე, აწი წიგნები არ მომაკლდება.
N.R. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 3 2007, 05:45 PM

M.M.

laugh.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Nov 4 2007, 05:45 PM

iqneb wigni mec matxovoT cray.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 4 2007, 06:19 PM

სენ ალ იტილო, წინგებს ვინ ალ მოგცემს? smile.gif ქალთულად ლატო ალ წელ?

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Nov 5 2007, 12:38 AM

M.M.
რატომ ხარ დარწმუნებული რომ მომცემენ huh.gif ? მომცემენ მაგარამ დიდი თხოვნის მერე .მეკი მალე მინდა

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Nov 5 2007, 12:49 AM

მაგარი ვიხალისე ერთ სურათზე სადაც გვერდი-გვერდ ისხდნენ ბრილიანტა ცეცხლაძე და მარგალიტა თოიძე smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 5 2007, 02:00 AM

ციტატა(ართი ვარდი @ Nov 5 2007, 12:38 AM) *

M.M.
რატომ ხარ დარწმუნებული რომ მომცემენ huh.gif ? მომცემენ მაგარამ დიდი თხოვნის მერე .მეკი მალე მინდა


ერქომაიშვილებზე გინდა გათხოვო წიგნი?

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Nov 21 2007, 12:00 PM

ხოო.....''მივალ გურიაში, მარა....''-ეს წიგნი მინდა rolleyes.gif a025.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 21 2007, 12:31 PM

ციტატა(ართი ვარდი @ Nov 4 2007, 05:45 PM) *

iqneb wigni mec matxovoT cray.gif

ციტატა(ართი ვარდი @ Nov 5 2007, 12:38 AM) *

M.M.
რატომ ხარ დარწმუნებული რომ მომცემენ huh.gif ? მომცემენ მაგარამ დიდი თხოვნის მერე .მეკი მალე მინდა

ჰოო, მართალ ყოფილხარ. მე აგერა მყავს ნინო, მაგრამ წიგნს ვერ ვეღირსე. რა ქნას, თავისი ბრალი არაა

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 21 2007, 02:05 PM

ახლაც აქ იყო, PM მივწერე მაგრამ ან ვერ მივაწიე, ან დამიტყდა biggrin.gif
ეჰ, მაგას რომ საქმე აქვს (თუმცა აზრზე არ ვარ რა საქმეები აქვს ამდენი)

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 21 2007, 02:24 PM

ციტატა(ართი ვარდი @ Nov 21 2007, 12:00 PM) *

ხოო.....''მივალ გურიაში, მარა....''-ეს წიგნი მინდა rolleyes.gif a025.gif


როდის შეგხვდე და სად ? 2kiss.gif

ციტატა(M.M. @ Nov 21 2007, 02:05 PM) *

ახლაც აქ იყო, PM მივწერე მაგრამ ან ვერ მივაწიე, ან დამიტყდა biggrin.gif
ეჰ, მაგას რომ საქმე აქვს (თუმცა აზრზე არ ვარ რა საქმეები აქვს ამდენი)



პროვოკატორო biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 21 2007, 05:29 PM

ციტატა(N. R. @ Nov 21 2007, 02:24 PM) *

biggrin.gif
უუფ, მე შემეშინდა არ ეწყინოს მეთქი. უმადურობა იქნებოდა, კიდევ რამეზე მესაყვედურა. ზოგჯერ ცოტა მწარე ან ვირული გამოხდომები მაქვს და უნებურად ვამწარებ ხალხს, მერე კი იმათზე მეტად მე მტკივა ხოლმე გული. ვინც კარგად მიცნობს, უკვე შეეჩვია.
რაღაი ამას გადავრჩი, ვიყო პროვოკატორი. ისე, რა ხდება, რომ დაიკარგე?
P.S. დღეს რაღაც ოფების დღე მქონდა, მოდერებს ბოდიში და აწი ვეცდები დავამუხრუჭო.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 07:35 PM

ეს თემა არაა დასავიწყებელიsmile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 15 2008, 09:21 PM

yipiani gio

ნამდვილად
smile.gif

DVD როგორ ავტვირთო?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 09:24 PM

არ ვიცი...როგორც სიმღერები ალბათ ისე.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 16 2008, 09:26 PM

yipiani gio

სხვანაირად არის მგონი, იქნებ მასწავლოთ და იმათ DVD-ს ავტვირთავდი

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 16 2008, 09:33 PM

N. R.
მაშინ არ ვიცი.აი ნიკამ ტვირთავდა გუშინ ვიდეოს და იმას ეცოდინება

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jan 16 2008, 11:15 PM

ციტატა(N. R. @ Jan 15 2008, 09:21 PM) *



DVD როგორ ავტვირთო?


ჩვეულებრივად, როგორც mp3 ისე. მე მასე ვტვიირთავ ხოლმე.

პოსტის ავტორი: maja თარიღი: Jan 20 2008, 05:30 PM

გაიხარეთ ამ თემის გახსნისთვის.მეც,როგორც ყველა გურული და მითუმეთეს მაკვანეთელი,ვამაყობ ერქომაიშვილებით.ბატონი ანზორი ბიძაჩემის ძუძუმტეა. მისი სტუმრობა ჩვენს ოჯახში ყოველთვის დიდი ზეიმი იყო.მის ფილმში "შვიდკაცა" ჩემი ბაბუკაც მონაწილეობს.
წიგნიც"ბაბუა",რომელიც ანზორიმ თავისი ავტოგრაფით უსახსოვრა ბაბუაჩემს მგონი სულ ზეპირად ვიცი(ბაბუაჩემი მაგ წიგნშიც ყავს მოხსენიებული)ბაბუაჩემს ერქომაიშვილების ფირფიტების უზარმაზარი მარაგი ჰქონდა,მახსოვს,ჩართავდა და თითონაც მათთან ერთად ღიღინებდა.საოცარი სითბო მეღვრება სულში მაგ გვარის ხსენებაზეც კი. მიხარია,რომ ამდენი რამე იცით მათ შესახებ.სამწუხაროდ ის ლინკები,რაც დადეთ არცერთი არ იხსნება.იქნებ გაასწოროთ?ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ყველანი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 20 2008, 06:06 PM

maja


გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jan 20 2008, 11:34 PM

maja

იქნებ შენი ბაბუის ვინაობა გაგვიმხილო?

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 21 2008, 12:45 AM

maja

ციტატა
ბაბუაჩემს ერქომაიშვილების ფირფიტების უზარმაზარი მარაგი ჰქონდა,მახსოვს

აღარ აქვს ბაბუაშენს ფირფოტებიიიიიი? tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: maja თარიღი: Jan 21 2008, 01:38 AM

N. R.

შენაც 2kiss.gif

G A B O

ჩემი ბაბუის ვინაობა რომ გავამხილო,მაშინ ჩემიც უნდა ვთქვა,რაც გარკვეული მიზეზების გამო არ მინდა.ისე,ბაბუა მომღერალი არ იყო,უბრალოდ ძმები ერქომაიშვილების კარგი მეგობარი და მეზობელი იყო smile.gif

Didgoreli

ეგ ამბავი მეც ძალიან მაინტერესებს.მე საქართველოში თითქმის ექვსი წელია აღარ ვყოფილვარ და არ ვიცი რა მდგომარეობაა ოჯახში.თუ ჩემს ხულიგან დისშვილს არ გაუნადგურებია,მაშინ ადგილზე უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 21 2008, 01:41 AM

maja

ციტატა
ეგ ამბავი მეც ძალიან მაინტერესებს.მე საქართველოში თითქმის ექვსი წელია აღარ ვყოფილვარ და არ ვიცი რა მდგომარეობაა ოჯახში.თუ ჩემს ხულიგან დისშვილს არ გაუნადგურებია,მაშინ ადგილზე უნდა იყოს

ვაა რა საინტერესოა smile.gif ბაბუა ცოცხალია? tongue.gif და რა ფირფიტებია იქნებ გაარკვიო აა? smile.gif ძალიან მნიშვნელოვანია smile.gif

პოსტის ავტორი: maja თარიღი: Jan 21 2008, 02:05 AM

ერთი ამბავი გამახსენდა სოფელში მოსმენილი.მოგიყვეთ?ცოტა სევდიანია...მაინც მოვყვები...

დიდი კონცერტი ყოფილა სოფელში (თუ ოზურგეთში)დაგეგმილი,სადაც ძმებ ერქომაიშვილებს უნდა ემღერათ.უამრავი ხალხი ჩამოსულა თბილისიდან კონცერტზე დასასწრებად.ერთადერთი ბიჭი,დავითი დაღუპვია იმ დღეებში არტემს.ამიტომ კონცერტი უნდა გადადებულიყო.ამოდენა ხალხს ვერ ვუღალატებო უთქვია,ჩემს მოსასმენად ამხელა გზაზე ჩამოვიდნენო.კონცერტი არ გადაიდებაო...არაჩვეულებრივად უმღერია მაინც,ცრემლები ჩამოსდიოდა და მაინც მღეროდა....მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და მთელი დარბაზი მასთან ერთად ტიროდა თურმე...

მე სულ მეტირება ამ ისტორიაზე.მარტო ეს ამბავიც კმარა არტემის პიროვნების გასაცნობად...ღმერთმა აცხონოს...

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 21 2008, 02:09 AM

maja

ციტატა
დიდი კონცერტი ყოფილა სოფელში (თუ ოზურგეთში)დაგეგმილი,სადაც ძმებ ერქომაიშვილებს უნდა ემღერათ.უამრავი ხალხი ჩამოსულა თბილისიდან კონცერტზე დასასწრებად.ერთადერთი ბიჭი,დავითი დაღუპვია იმ დღეებში არტემს.ამიტომ კონცერტი უნდა გადადებულიყო.ამოდენა ხალხს ვერ ვუღალატებო უთქვია,ჩემს მოსასმენად ამხელა გზაზე ჩამოვიდნენო.კონცერტი არ გადაიდებაო...არაჩვეულებრივად უმღერია მაინც,ცრემლები ჩამოსდიოდა და მაინც მღეროდა....მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და მთელი დარბაზი მასთან ერთად ტიროდა თურმე...

მე სულ მეტირება ამ ისტორიაზე.მარტო ეს ამბავიც კმარა არტემის პიროვნების გასაცნობად...ღმერთმა აცხონოს...

ეს ყოველივე წაკითხული მაქვს წიგნში "მივალ გურიაში მარა" sad.gif მართლაც სევდიანი ისტორიაა ძალიან sad.gif

პოსტის ავტორი: maja თარიღი: Jan 21 2008, 02:21 AM

Didgoreli

ბაბუა ძალიან,ძალიან დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.ფირფიტებზე კი შემიძლია ვიკითხო.მე ხშირად ვუსმენდი ბავშვობაში და ჩემი დები გიჟდებოდნენ.ბევრჯერ დამიმალეს კიდეც.ხასანბეგურა,კალოს ხელხვავი,ნადური,შავი შაშვი,ალიფაშა...ეს ის სიმღერებია,რაც დამამახსოვრდა და დანარჩენს ვერ გეტყვი.ფირსაკრავი დიდი ხანია მოვისროლეთ სანაგვეზე.ეგ ფირფიტებიც სიძველის გამო საკმაოდ დაზიანებული იყო,მაგრამ ნამდვილად ვიცი,რომ ჩემს წამოსვლამდე ბაბუას ნაქონ სპეციალურ ალბომში ინახებოდა.მამაჩემიც ძალიან უფრთხილდებოდა მაგ ალბომს,მარა ჩემს დიშვილს ვერაფერს ვერ უმალავენ.ღმერთმა ქნას,რომ უვნებელი იყოს.აუცილებლად ვიკითხავ და გაგაგებინებთ smile.gif

Didgoreli

ხოო?ეგ წიგნი ახალია ეტყობა.მე ანზორის "გივი მასწავლებელი","ბაბუა" და "შავი შაშვი" მაქვს წაკითხული მარტო.ძალიან მიკვირდა ეგ ამბავი არსად რომ არ იყო ნახსენები.მე სოფელში მაქვს მოსმენილი და სულ მეტირება რომ მახსენდება...

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 21 2008, 02:28 AM

maja

ციტატა
ბაბუა ძალიან,ძალიან დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.ფირფიტებზე კი შემიძლია ვიკითხო.მე ხშირად ვუსმენდი ბავშვობაში და ჩემი დები გიჟდებოდნენ.ბევრჯერ დამიმალეს კიდეც.ხასანბეგურა,კალოს ხელხვავი,ნადური,შავი შაშვი,ალიფაშა...ეს ის სიმღერებია,რაც დამამახსოვრდა და დანარჩენს ვერ გეტყვი.ფირსაკრავი დიდი ხანია მოვისროლეთ სანაგვეზე.ეგ ფირფიტებიც სიძველის გამო საკმაოდ დაზიანებული იყო,მაგრამ ნამდვილად ვიცი,რომ ჩემს წამოსვლამდე ბაბუას ნაქონ სპეციალურ ალბომში ინახებოდა.მამაჩემიც ძალიან უფრთხილდებოდა მაგ ალბომს,მარა ჩემს დიშვილს ვერაფერს ვერ უმალავენ.ღმერთმა ქნას,რომ უვნებელი იყოს.აუცილებლად ვიკითხავ და გაგაგებინებთ

გაიხარე smile.gif ძალიან დამავალებ თუ გაარკვევ არის თუ არა შენახული ეგ ფირფიტები smile.gif
ციტატა
ხოო?ეგ წიგნი ახალია ეტყობა.მე ანზორის "გივი მასწავლებელი","ბაბუა" და "შავი შაშვი" მაქვს წაკითხული მარტო.ძალიან მიკვირდა ეგ ამბავი არსად რომ არ იყო ნახსენები.მე სოფელში მაქვს მოსმენილი და სულ მეტირება რომ მახსენდება

"მივალ გურიაში მარა"-ში ეგენი არის smile.gif ბაბუაც და შავი შაშვიც smile.gif და კიდე არის რაღაცეები smile.gif მაგარი წიგნია ძაან smile.gif

პოსტის ავტორი: maja თარიღი: Jan 21 2008, 02:34 AM

სად შეიძლება მაგ წიგნის ყიდვა?არი ჩვეულებრივ წიგნის მაღაზიებში ნეტა?აუცილებლად გამოვაგზავნინებ ჩემებს...

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 21 2008, 12:02 PM

ციტატა(maja @ Jan 21 2008, 01:38 AM) *

G A B O

ჩემი ბაბუის ვინაობა რომ გავამხილო,მაშინ ჩემიც უნდა ვთქვა,რაც გარკვეული მიზეზების გამო არ მინდა.ისე,ბაბუა მომღერალი არ იყო,უბრალოდ ძმები ერქომაიშვილების კარგი მეგობარი და მეზობელი იყო smile.gif

იმდენი რამე თქვი, უკვე ადვილია შენი გაშიფრვა, ბარემ თქვი ვინ ხარ. რამდენი ძუძუმტე ეყოლებოდა? წიგნს რომ გადავხედო, შეიძლება მივხვდე. არადა არტემის ერთი შვილიშვილი ჩემი მეზობელია. ბოლო დრომდე არც ვიცოდი, ჩემებმა იცოდნენ, მე არა. მერე იუბილეზე მნახა და დედაჩემისთვის უთქვამს იქ იყოო. მაშინ გავიგე. თურმე თვითონაც კარგად მღერის (თუ მას დავუჯერებთ, საქმეში არ მინახია smile.gif ), არცაა გასაკვირი. მოკლედ, გაშიფრული ხარ smile.gif რატომ მალავ ნეტა?

პოსტის ავტორი: maja თარიღი: Jan 21 2008, 12:10 PM

M.M.

რა ვიცი,არ მინდა გავამხილო და მორჩა.შენ თუ დაგაინტერესებს და გაშიფრავ,არც მაგისთვის მოვიკლავ თავს,ოღონდ ფორუმზე ნუ გამოაქვეყნებ მერე ჩემს ვინაობას wink.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 27 2008, 05:36 PM

ციტატა(maja @ Jan 21 2008, 02:21 AM) *



ხოო?ეგ წიგნი ახალია ეტყობა.მე ანზორის "გივი მასწავლებელი","ბაბუა" და "შავი შაშვი" მაქვს წაკითხული მარტო.ძალიან მიკვირდა ეგ ამბავი არსად რომ არ იყო ნახსენები.მე სოფელში მაქვს მოსმენილი და სულ მეტირება რომ მახსენდება...


მე მგონი რომ ეწერებოდა მაგ წიგნებში cool.gif გაყიდვაში ამჟამად მხოლოდ ერთი წიგნია, ლურჯი ფერის, ძმები ერქომაიშვილების შესახებაა, მეორე ტომია გურული მომღერლების შესახებ რომ წიგნებია გამოცემული იქაა

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Mar 29 2008, 09:46 PM

ახლა ვუსმენდი ანანია ერქომაიშვილის ნამღერ სიმღერას "მწვანესა და უქუდოსა" smile.gif აუუუ რაას მღერის rolleyes.gif smile.gif ჩემი აზრით ხმის ტემბრის ამბავში ყველაზე მაგარი გურული ბანია !
IPB-ს სურათი

ანანია ერქომაიშვილი smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 29 2008, 09:48 PM

Didgoreli
ძალიან მაგარია.ბრწყინვალე

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 29 2008, 09:49 PM

Didgoreli
გეთანხმები ნიკუშ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბანია გურული სიმღერის ისტორიაში(არამარტო ბანი,ყველა ხმაში მაგარი იყო)

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Mar 29 2008, 10:04 PM

qarcivadze

ციტატა
გეთანხმები ნიკუშ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბანია გურული სიმღერის ისტორიაში(არამარტო ბანი,ყველა ხმაში მაგარი იყო)

ხო , მართალი ხარ smile.gif მეორე პუნქტშიც აბსოლიტურად გეთანხმები smile.gif შავი შაშვის ბანსაც ძალიან მაგრად მღერის და პირველსაც smile.gif

პ.ს. გაარჩიე მწვანესა და უქუდოსა? თუ არ გაქვს აგერ აა smile.gif
http://files.ge/file/202715/MTSVANESA-DA-UQUDOSA-ANANIA-G-SIXARULIDZE-SIMON-MEGRELISHVILI-mp3.html

პ.პ.ს მეორე მობრუნებას რა მაგრა მღერის უბრალოდ დააკვირდი რაა smile.gif rolleyes.gif

IPB-ს სურათი
ანანია ერქომაიშვილი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 30 2008, 12:41 AM

ანანია არის მოვლენა.
ვინც არ იცით გეტყვით რომ ანანია გრულ სიმღერაში მღეროდა სამივე ხმას და კრიმანჭულსაც კი!!
და კიდევ ერთი ანანიას კახური სიმღერები აქვს ნამღერი ისეთ კორიფეებთან ერთად როგორებიც იყვნენ, მჭედლიშვილი და ამოზაშვილი

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 30 2008, 01:52 PM

Didgoreli

ციტატა
პ.ს. გაარჩიე მწვანესა და უქუდოსა? თუ არ გაქვს აგერ აა

მაქვს ეს ჩანაწერი,მაგრამ აქ სამივე ხმას ანანია არ მღერის

პოსტის ავტორი: SuLo თარიღი: Mar 30 2008, 01:55 PM

qarcivadze shenc aq xar? smile.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 30 2008, 01:58 PM

SuLo

ციტატა
qarcivadze shenc aq xar?

აქ ვარsmile.gif შენ რომელი ხარ?

პოსტის ავტორი: SuLo თარიღი: Mar 30 2008, 02:03 PM

qarcivadze


შენ რომელი ხარო ნტ ნტ ნტ ნტ ... "შემოქმედი" - სულაძე ირაკლი smile.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 30 2008, 02:04 PM

SuLo

ციტატა
შენ რომელი ხარო ნტ ნტ ნტ ნტ ... "შემოქმედი" - სულაძე ირაკლი

სახეზე გიცნობ ალბათ
ჩემს ძმაში ხომ არ გერევი?

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Apr 5 2008, 12:59 PM

IPB-ს სურათი
გიგო,არტემ და დათიკო ერქომაიშვილები
"ადილა" მათი შესრულებით
http://files.ge/file/209320/adila-alipasha-E--wma.html

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 5 2008, 03:36 PM

მოხარული ვარ, რომ ბატონი ანზორიც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმშენებლობით კურსს smile.gif

ასეთი პატრიოტი და დიდი ქართველებით ნამდვილად გამდიდრდება პრეზიდენტის გუნდი smile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Apr 5 2008, 07:38 PM

კანონისტი

ციტატა
მოხარული ვარ, რომ ბატონი ანზორიც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმშენებლობით კურსს

ასეთი პატრიოტი და დიდი ქართველებით ნამდვილად გამდიდრდება პრეზიდენტის გუნდი

კაი გაჩერდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Apr 5 2008, 08:24 PM

კანონისტი

ციტატა
მოხარული ვარ, რომ ბატონი ანზორიც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმშენებლობით კურსს ასეთი პატრიოტი და დიდი ქართველებით ნამდვილად გამდიდრდება პრეზიდენტის გუნდი

მოხარული ხარ არა......
ამხელა ღვაწლმოსილი კაცი უნდათ, რომ შეაძულონ ხალხს
ციტატა
საქართველოს პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმშენებლობით კურსს

ნერვებზე ხომ არ გვეთამაშები?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 5 2008, 10:16 PM

კანონისტი
უფრო მეტად ამერია გული სააკაშვილზე ამის მერე

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 7 2008, 03:24 PM

qarcivadze

ციტატა
მოხარული ხარ არა......
ამხელა ღვაწლმოსილი კაცი უნდათ, რომ შეაძულონ ხალხს

მახსოვს, ბავშვობაში ასლან აბაშიძეს ვცემდი პატივს (წარმოიდგენთ?), მიზეზი კი ერთადერთი იყო --> მუხრან მაჭავარიანი დადგა მის გვერდით, რომლის პატრიოტულ ლექსებზეც ვიყავი გაზრდილი

მეგონა ბატონ ანზორს მეტად სცემდით პატივს....

ასე დაჟინებული და აკვიატებული აზროვნება და მით უმეტეს
ციტატა
უფრო მეტად ამერია გული სააკაშვილზე ამის მერე

ასეთი ფრაზები, ქრისტიანს და თან მგალობელს რომ არ შვენის, დამეთანხმებით იმედია...

მართლა მიხარია, რომ ასეთი ადამიანები უჭერენ მხარს. საკამათოდ სულ არ მითქვამს.

მაპატიეთ... user.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 7 2008, 04:08 PM

კანონისტი
და შენ ფიქრობ რომ ბატონ ანზორს ეს ნებით უნდა ან რამეში ჭირდება?
ყველამ კარგად იცის რომ ასე რომ არ გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერს რაც გააკეთა ,აკეთებას და სამომავლოდ გეგმაში აქვ,წყალში ჩაუყრიან და ჩამოაშორებენ ამ საქმეს სამუდამოდ.ნუთუ ძნელია ამის გაგება და მიხვედრა.სწორედ ამიტომ მერევა გული სააკაშვილზე.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 7 2008, 04:13 PM

yipiani gio

ციტატა
ყველამ კარგად იცის რომ ასე რომ არ გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერს რაც გააკეთა ,აკეთებას და სამომავლოდ გეგმაში აქვ,წყალში ჩაუყრიან და ჩამოაშორებენ ამ საქმეს სამუდამოდ.ნუთუ ძნელია ამის გაგება და მიხვედრა.სწორედ ამიტომ მერევა გული სააკაშვილზე.

და, რატომ მაგალითად, ოთარ მეღვინეთუხუცესს არ ეშინია?
ან ირმა სოხაძეს?
ან ჯანსუღ ჩარკვიანს?
არ არის ეგრე... ამის მინიშნება მინდოდა.

ცოტა არაობიექტურს ჰგავს - კარგი ვინც ჰყავს პრეზიდენტს გარემოცვაში, დაშინებულია თურმე. ცუდი ვინც ჰყავს - ისაა ხელისუფლების სახე

მოდერთან ბოდიში. წაშალოს მერე ეს პოსტები

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 8 2008, 01:32 PM

კანონისტი
ბატონი ანზორი იმ გაგების ადამიანი არ არის რომ სანდროო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და სხვა დანარჩენის მკვლელ მთავრობას გვერდში დაუდგეს!!

პოსტის ავტორი: buta თარიღი: Apr 8 2008, 03:18 PM

misdevs mela loms

ციტატა
ბატონი ანზორი იმ გაგების ადამიანი არ არის რომ სანდროო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და სხვა დანარჩენის მკვლელ მთავრობას გვერდში დაუდგეს!!

ხო რავი მეც მასე მგონია.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 8 2008, 04:26 PM

კანონისტი
მე სხვა რარაც ვიგულისხმე.აქ აშკარა შანტაჟია

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 8 2008, 09:06 PM

misdevs mela loms
buta
yipiani gio
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ამ ფოლკლორის თემაში პოლიტიკაზე, უნდა შევეგუოთ ან იმას, რომ სააკაშვილი ისეთი საშინელი ტირანი და დესპოტი არ არის (როგორც მინიმუმ), რადაც ჩვენ წარმოგვიდგენია, ან კიდევ ჩვენთვის საპატივცემლო ხალხს უნამუსობაში უნდა დავდოთ ბრალი...

პირველი ჯობია, ჩემი აზრით.

მე მოვრჩი. მაპატიეთ, თუ ცოტა უხეშად გამომივიდა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 8 2008, 09:11 PM

კანონისტი
არა სააკაშვილი აშკარად უნამუსოა მაგას რათ უნდა ლაპარაკი,მაგრამ ჩვენთვის საპატივცემლო ხალხს მე იმიტომ ვცემ პატივს რომ გმირები არიან მითუმეტეს ბატონი ანზორი,ამიტომ მას მე ვერასოდეს ბრალს ვერაფერში ვერ დავდებ

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Apr 9 2008, 01:55 PM

კანონისტი
არა, შენ აშკარად ნერვებზე გიყვარს თამაში და არ მგონია მთლად კარგად გამოგივიდეს, შენს სააკაშვილზე და მისიანებზე გახსენი სადმე სხვაგან თემა და აქეთ და ადიდეთ რამდენიც გინდათ. ფოლკლორის თემა მაგის ადგილი არ არის

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2021, 10:32 PM

"7 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ბავშვთა ოლიმპიადაზე გამომიყვანეს. სკამზე დამაყენეს და კრიმანჭული ვიმღერე. დღემდე მომყვება ის შთაბეჭდილება - დარბაზი გაკაშკაშებული იყო. თვალებში მანათებდა შუქი. სიმღერა რომ დავამთავრე, ტაშით დაიქცა იქაურობა. დიდი მაჯის საათითაც დამაჯილდოვეს. იმხელა იყო, რომ ვერ ვიკეთებდი. ეს პირველი ომისშემდგომი საბჭოთა საათები იყო. ჩვენს ოჯახში მოდიოდნენ სასიძოები და ჩემს საათს თხოულობდნენ (მაშინ საათი იშვიათობა იყო)".

/ანზორ ერქომაიშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)