IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები
marine
პოსტი Nov 1 2017, 09:49 AM
პოსტი #281


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმ დროს პარასკევა [სალოსი] ძალიან ლამაზი ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მამაკაცის ბერულ პერანგში, შიშველი ხელებითა და ფეხებით, მკაცრი გამოხედვით ბევრ ადამიანში უნებურად შიშის გრძნობას იწვევდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2017, 11:34 AM
პოსტი #282


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა პირველად ვნახე და გავიცანი [მამა გიორგი განდეგილი], მონასტერში ახალბედა ბერი ვიყავი. მეც, სხვა ერისკაცებივით და ზოგიერთი მონაზონივით, მამა გიორგი შეშლილი მეგონა. ერთხელ თავს ნება მივეცი და მას გიჟიც კი ვუწოდე. როცა ეს მონასტრის უხუცესმა და მოღვაწე ბერმა, მამა გერმანემ გაიგო, მკაცრად დამტუქსა: ის წმინდანია და ქრისტესთვის სულელობსო.

მამა გიორგის მიმართ დიდი კეთილმოკრძალებით განვეწყვე. ჩემი დაკვირვებითაც დავრწმუნდი, რომ ის მართლაც წმინდანი იყო. მონასტერში დღესასწაულებზე მოდიოდა, ეზიარებოდა და ბერების დასახმარებლად საღამომდე რჩებოდა, შემდეგ კი ისე მიდიოდა, კურთხევის ნიშნად არაფერს გაიყოლებდა, არც ხილს და არც საკვებს. ამიტომ არც გუდა ჰქონდა და არც ჯიბეები. ღვთისმშობლის ბაღში ჩიტივით ცხოვრობდა. ასეთი საკუთარ თავზე ხელაღებული სხვა ბერი არ შემხვედრია.
მამა გიორგიმ საკუთარი არსება მთლიანად ღმერთს ჩააბარა, ამიტომაც გრძნობდა თავს სრულიად უსაფრთხოდ, თვით ქრისტესგან დაცული. განიცდიდა უსაზღვრო სიხარულს, რომლის დატევაც აღარ შეეძლო. ღვთაებრივი სიყვარულით ფრთებშესხმული გული აიძულებდა, მთებში ეხეტიალა.

მამა გიორგი ხშირად ისეთ რაღაცებს იტყოდა, ზოგი, ვინც ვერ უგებდა, მას არასერიოზულად თვლიდა, თუმცა კი მის ნათქვამს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. ხანდახან, როცა ისეთ ადამიანს შეხვდებოდა, რომელიც შეიძლებოდა მიმხვდარიყო, იტყოდა ხოლმე: საჭმელი - სიცოცხლე, მარხვა - სიკვდილი. ეს აფიქრებინებდა ზოგიერთს, რომ ბერი გიორგი გემოთმოყვარე გახლდათ. ტრაპეზზეც გემოთმოყვარესავით იქცეოდა. თუ კვერცხებს შესთავაზებდნენ, მისით მოითხუპნიდა სახეს, პირსაც არასოდეს იბანდა და გეგონებოდა, სულ კვერცხს ჭამსო.

როცა ვინმე სულიერ საკითხზე შეეკითხებოდა, ძალზე გონივრულად უპასუხებდა. მაგრამ თუ ხედავდა, რომ ეს პასუხი ვინმეს აღაფრთოვანებდა, მაშინვე ყველანაირ სისულელეს იტყოდა, რომ მოსაუბრისთვის თავგზა აებნია. სხვათა დარიგებისას მამა გიორგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მორჩილებას და თავმდაბლობას ანიჭებდა.
მიუხედავად იმისა, რომ გონება დიდი ხანია ღვთისა და კაცთა ნებისთვის დაემორჩილებინა, კვლავ იგრძნო მორჩილების აუცილებლობა და დაუდგა მოწაფედ ერთ მოხუც ბერს, რომელსაც მენინგიტისგან განსჯის უნარი დაჰკარგვოდა. უვლიდა მოძღვარს და მის უაზრო ბრძანებებს ასრულებდა. სწორედ ამ დროს ვნახე პირველად მამა გიორგი. საბოლოოდ მოძღვარმა სენაკიდან გააგდო და მანაც, წმინდა მორჩილებისთვის დაჯილდოებულმა, კვლავ მთებს მიაშურა.

გადიოდა დრო და მამა გიორგი სულიერად წარემატებოდა. ზოგიერთი მამა უკვე ხვდებოდა ამას. ამიტომაც მამა გიორგიმ უფრო მეტად თავაშვებულად დაიწყო ქცევა, თვით ოფიციალური პირების მიმართაც კი. ერთხელ დაინახა, რომ ათონელი ჟანდარმი უსამართლოდ მოიქცა და ორი-სამი ალიყური მოსცხო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გიჟად ჩაეთვალათ და საგიჟეში გაეგზავნათ. ექიმებმა ავადმყოფობისა ვერაფერი აღმოუჩინეს და გამოუშვეს, მაგრამ გიჟის სახელი შერჩა და ამიტომ უწინდელზე უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს.

ღვთის კაცი ამგვარი სახით დასცინოდა სოფლის ამაოებას. ვცადე, გამეგო მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. იქნებ ზეცად აღვიდა? მისი კვალი დაიკარგა. დაე, გვფარვიდეს მისი ლოცვები. ამინ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2018, 09:39 AM
პოსტი #283


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტესთვის სალოსობაც თანასწორად შეიძლება იტვირთოს დედაკაცმაც და მამაკაცმაც. სალოსი ანუ, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვით, ქრისტესთვის სულელი, არის ადამიანი, რომელიც შინაგანად წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებულ ქცევისა და ურთიერთობის ყოველგვარ ფორმას უგულებელყოფს. ამიტომ ხალხისგან არავითარ თანაგრძნობას, კეთილგანწყობას, პატივისცემასა თუ დაფასებას არ იღებს.

ამგვარად ცდილობს თავის დამდაბლებას, ფარულად იქმს სიკეთეს, რომელსაც მისი არაადეკვატური ქცევის გამო ვერავინ ხედავს. ამგვარი უანგარობისა და ჭეშმარიტად დაფარული ღვაწლის გამო სალოსნი უდიდესი მეოხნი არიან ადამიანებისა ღვთის წინაშე."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2018, 08:14 PM
პოსტი #284


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოსები დედამიწაზე ქრისტეს მსგავსად სხვებისთვის ცხოვრობენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2018, 11:27 AM
პოსტი #285


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოსები მიწიერი სიცოცხლიდან პირდაპირ გადადიან მარადიულ სიცოცხლეში და ღვთაებრივი ძალით ძალმოსილები არასოდეს არ ტოვებენ ფიზიკურ სამყაროს. კვლავ აგრძელებენ შეჭირვებული, ცოდვილი ადამიანების დახმარებას, მათი სულიერი და მიწიერი ტკივილების შემსუბუქებასა და წუთისოფლის ცხრაკლიტურიდან გათავისუფლებას".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2018, 11:41 AM
პოსტი #286


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოსობა ქრისტიანული სულიერი კულტურის საკმაოდ რთული, უჩვეულო და შეუცნობელი მოღვაწეობის ფორმაა. ესაა მისტიკური საიდუმლოებით მოსილი ღვაწლი ღვთის ჭეშმარიტად რჩეული შვილებისა, რომლებიც სალოსობის ნიღბით ფარავენ უდიდეს სიწმიდეს, ძალმოსილებასა და სიბრძნეს".

"თუ ღვინოს ცოტა წყალს შეურევ, მათი გაყოფა უკვე შეუძლებელი ხდება. ასეთივეა სალოსის ერთობა ქრისტესთან". ისინი მიწიერ სამყაროშივე ეზიარებიან უფალთან ერთობის მადლს და სიცოცხლეშივე წმინდანები ხდებიან".

ჟურნალ "ქვაკუთხეში" (N2, 2018, გვ.28) დაბეჭდილია ძალიან საინტერესო სტატია "სალოსები - არიან თუ არა ისინი დღესაც ჩვენს გვერდით" და გაეცანით ვისთვისაც ეს თემა საინტერესოა smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2018, 05:31 PM
პოსტი #287


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზოგჯერ მამა საბა[ოსტაპენკო] ცოტათი სალოსობდა კიდეც. ერთხელ სტუმრებს ზეწარშემოხვეული, ტრუსის ამარა შეეგება და ჰკითხა: "ჩემთან მოხვედით? მე კი მეჩქარება: ზღვაზე საბანაოდ მივდივარ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2018, 09:01 PM
პოსტი #288


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნახევრადსალოსი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2018, 03:26 PM
პოსტი #289


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ალექსი შემსწრე იყო მისი [მამა ონისიფორე ფაჩულიას] მარხვა-ლოცვა-მეტანიებისა. საგარეოდ კი სხვაგვარად იქცეოდა, საზოგადოებაში თითქმის სალოსობდა. ვინც არ იცნობდა, უგუნურად და სულელად მიაჩნდათ. კელიიდან გამოსულს, სადაც შეხვდებოდა სუფრასთან ჯდომა, მაძღრივ მიიღებდა საზრდელს, სვამდა ღვინოს, იცინოდა, გარეგნულად მხიარულობდა, მაგრამ "შინაგან გულის მოძრაობა მისი მაღალსულიერებისა ვერ იფარავდა თავს და ხანდახან ძლივს იკავებდა ცრემლებს", დაიწყებდა აქეთ-იქით ყურებას გრძნობის კაცთაგან დასაფარად."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2018, 08:16 PM
პოსტი #290


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სალოსი ნიკოლოზი

"ერთხელ ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში არყოფნისას გარდაიცვალა სნეული ბერი, სახელად ნიკოლოზი.

სავანის მამებმა, ღირსი ათანასეს დაბრუნებამდე, ცხედარი ტაძრის მარჯვენა ნაწილში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკვდერში გადაასვენეს. თხუთმეტი დღის მერე ამ მონაზონმა, თუმცა გარდაცვლილი იყო, კუბოდან მარჯვენა ხელი გამოყო. ეს რომ ძმებმა დაინახეს, იწყეს იქ მოყვანა ბრმების, კოჭლებისა და და სხვა სნეულთა, შეახებდნენ ბერის მარჯვენა ხელს და ისინიც იკურნებოდნენ.

ღირსმა ათანასემ ეს რომ შეიტყო, მონასტერში მოვიდა და ყველა სნეული განკურნებული იხილა. მივიდა ტაძარში, სადაც გარდაცვლილი ესვენა და უთხრა: "შვილო, სიცოცხლეში სულელობდი, რაც გარდაიცვალე, სულ მთლად გასულელდი! რას გინდა მიაღწიო ამ სასწაულებით? სოფელში მყოფმა სნეულებმა ამის შესახებ შეიტყონ და მთაწმინდა ერისკაცთა სასტუმროდ იქცეს? შეყავი უკან ხელი!" მკვდარმა მაშინვე კუბოში შემალა ხელი.

ღირსმა ათანასემ მონაზვნებს უთხრა: "სასაფლაოზე დაკრძალეთ, სადაც მისი ძმები განისვენებენ. ხოლო თუ მან კადნიერება მოიპოვა ღვთის წინაშე, დაე, ილოცოს თავისი შეცოდებული ძმებისთვის".

ქრისტესათვის სულელი ღირსი ნიკოლოზი X საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2018, 06:46 PM
პოსტი #291


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქრისტესთვის სალოსი ერისკაცი

"ერთი გლახაკი და უქონელი მაკედონიელი გლეხი მთაწმინდაზე მოვიდა. თურმე მონასტრებში დღიურად მუშაობდა და აღებული მცირეოდენი ფულით ცოლ-შვილს არჩენდა. სხვა მუშებთან ერთად რომ არ ეჭორავა და კაცნი არ განეკითხა, მან ასეთი რამ მოიფიქრა: პერანგის ზედა ღილი შეიკრა, ჰალსტუხი გაიკეთა და ზემოდან საწვიმარს ან პიჯაკს იცვამდა. აიღებდა ნიჩაბს და სამუშაოზე მიდიოდა.

სხვა მუშები მას გიჟად თვლიდნენ და დასცინოდნენ: - ჭკუიდან შეირყა, ჰალსტუხიანი მუშაობსო. ამგვარად ის გაექცა მათთან საუბარს და არავის ელაპარაკებოდა. ყოველთვის მცირედ მოსაუბრე იყო, სერიოზული, ფხიზელი, არავის განიკითხავდა და არ დასცინოდა. მუშაობისას იყო პატიოსანი და გულწრფელი. ერთხელ გამოველაპარაკე. დავინახე, რომ იგი კარგი მეოჯახე, კეთილი ქრისტიანი, ღარიბი მუშა იყო, პატიოსნად მოიპოვებდა არსობის პურს, ეტალონი და მაგალითი იყო თვით მონაზონთათვისაც კი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2018, 10:30 AM
პოსტი #292


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოხუმის ახლოს ცხოვრობდა სალოსი, სქემმონაზონი დოსითეა, რომელიც ხალხში წინასწარმეტყველივით იყო განდიდებული. ერთმა მიამბო, რომ ახალგაზრდობაში ამ სქემმონაზვნის მორჩილი იყო და მოწმე მისი დიდი მოსაგრეობისა. დოსითეას ცოტა ხანს ეძინა, მთელი ღამე შეუსვენებლად ლოცულობდა. საღამოთი მორჩილს ეტყოდა, - ტაძარში ქორკანდელი აანთეს, წავიდეთ ღვთისმსახურებაზეო. ის პასუხობდა: - ამ უდაბნოში რომელი ტაძარიაო? სქემმონაზონი მიუგებდა: - ღვთის ტაძარია. შეხედე ზეცას, ანგელოზებმა კანდელები აანთეს. დადექი ლოცვაზეო.

დაწესებული ლოცვების მერე ეს სქემმონაზონი ამბობდა სიტყვებს, რომლის აზრი მორჩილს ცუდად ესმოდა: "უფალო, შეიწყალე ისინი, ვისთვისაც არავინ ლოცულობს" - დიდხანს იმეორებდა ამ ლოცვებს და სკვნილს მარცვლავდა. მასთან მისულ ხალხთან ეპისკოპოსებსა და მღვდლებს კიცხავდა. ისინი კი ამას ისე იღებდნენ, როგორც სალოსის უფლებას - ემხილებინა კაცნი და არ მიეხედა მათი წოდებისა და პიროვნებისთვის.

ამ სქემმონაზონს საშინელი უბედურება შეემთხვა. სქემმონაზვნისგან სოხუმში მიმავალ ერთ ქალბატონს გზად ავაზაკები გადაეყარნენ და ფული მოსთხოვეს. მან დაუფიქრებლად უთხრა: ფული სქემმონაზონ დოსითეას დავუტოვეო. მათ ჰკითხეს, ბევრი თუ აქვს ფულიო. ქალმა უთხრა: "არა, ხალხის შემოწირულობით პროდუქტი ვიყიდე, ფული კი ცოტა დარჩაო".

წაგვიყვანე მასთანო, - უბრძანეს ყაჩაღებმა. ქალმა იუარა. ყაჩაღებმა მას სცემეს და დაემუქრნენ, ხეზე თმით დაგკიდებთო. რაღას იზამდა, წაიყვანა მეუდაბნოესთან. გზაში ტიროდა: - დედაო, მაპატიეო. როცა ავაზაკები სქემმონაზვნის ეზოში შევიდნენ, ქალი გამოსხლტა და სოხუმში გამოიქცა მომხდარის შესატყობინებლად.

ავაზაკებმა წაართვეს დოსითეას ყველაფერი, კელია ფულის ძებნაში გადააქოთეს, მაგრამ ორიოდ გროშიღა იპოვეს. გაბოროტებულებმა ჯერ სცემეს, მერე გაუპატიურება გადაწყვიტეს, შემდეგ კი წამება დაუწყეს. მეორე დღეს სოხუმიდან ხალხი ამოვიდა და სქემმონაზონი ქალაქში საკაცით წაიყვანეს. ჭკუიდან გადასულს არაფერი ესმოდა.

უფალმა ამ მოსაგრის ასეთი სიკვდილი, ვფიქრობ, იმიტომ დაუშვა, რომ იგი ამხილებდა მათ, ვისგანაც კურთხევა უნდა აეღო თვით სალოსობის ღვაწლზე. სალოსები, რომლებიც ამხილებდნენ უსამართლო მსაჯულებს და თვით მეფეებს, ვერ კადნიერდებოდნენ სახალხოდ ეძაგებინათ და დაემდაბლებინათ მღვდელმთავარნი და მღვდელნი.

ყოველ შემთხვევაში, თუ ღვთის მსახურთა გამოსწორება სურდათ, მათ ცალკე ეუბნებოდნენ, უმეტესად იგავის სახით. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ იგი ასე ლოცულობდა: "უფალო, შეიწყალე ისინი, ვისთვისაც არავინ ლოცულობსო". ეკლესია კი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ლოცულობს, ევედრება ღმერთს ურწმუნოთა და გზააბნეულთა ქრისტიანობაზე მოქცევას.

ვინ არიან ისინი, ვისთვისაც არავინ ლოცულობს? გარდაცვლილთაგან არიან ისინი, ვინც ეკლესიის ზღურბლს მიღმა დარჩა, ასევე თვითმკვლელები - მათთვის არ ევედრება ეკლესია და კრძალავს ლოცვას ცოცხალთაგან, რათა ცრუ იმედით არავინ მოტყუვდეს. და კიდევ, მიწიერი და ზეციური ეკლესიის ლოცვიდან ამოშლილია სატანა და დაცემული ანგელოზები. სალოსები ამა სოფლის ამაოებასა და წეს-ჩვეულებაზე მაღლა დგანან, მაგრამ არ ამაღლდებიან ეკლესიასა და იერარქიებზე, თორემ სხვანაირად მათ კრახი მოელით."


/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2018, 06:46 PM
პოსტი #293


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამბობენ, ღირსი საბა ქრისტესთვის სალოსი და უცნობი წმინდანი ევდოკიმე ვათოპედელი - ერთი და იგივე პიროვნება იყოო.

ის ანგელოზთა და უხორცოთა დაარდ ცხოვრობდა. უდაბნოში ბალახით იკვებებოდა, ხოლო ქალაქსა და სოფლებში იმით, რასაც უწყალობებდნენ. მას არც კალივა ჰქონდა, არც საწოლი, არც სამოსი, არც მეგობრები ჰყავდა და არც ნაცნობები.

... მამა საბა სრულიად შიშველი დადიოდა, მხოლოდ სხეულის ერთი ადგილი ჰქონდა ჩვრით დაფარული.

ერთხელ კვიპროსის ერთ ქალაქში მიდიოდა შიშველი, "უგუნური", თავის მისადრეკი ადგილი არ ჰქონდა. ერთმა ქალმა თქვა, - რა კარგი სხეული აქვსო.

წმინდანი, ქალის გულისხმისყოფისთვის, რომ შემდგომში ამაო და ხორციელ საგნებზე არ აღტაცებულიყო, წავიდა და არაწმინდების ორმოში ჩავარდა, იქიდან შავი და გაპოხილი ამოვიდა და ჰყარდა.

ამ შემთხვევამ შესძრა მრავალი თვითმხილველი, განსაკუთრებით ამის მიზეზად ქცეული დედაკაცი, რომელიც ცხარე ცრემლებით ინანიებდა საქციელს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2018, 09:16 PM
პოსტი #294


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერდიდ იაკობ სალოსს ერთხელ ახალ სკიტელმა მოძღვარმა მამა საბამ უმასპინძლა. მან იაკობის მრავალგზის დაკემსილი კაბა საღამოს წყლიან ვარცლში ჩაალბო გასარეცხად. დილით ბერდიდი იაკობი მზის ამოსვლამდე ადგა, ამოიღო თავისი სველი კაბა, ჩაიცვა და სკიტიდან უჩუმრად წავიდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2018, 08:27 PM
პოსტი #295


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირეის ნავსადგურის მოშორებით ერთი კაცი დავინახე. ხან ერთ ლოყაზე ივლებდა ხელს, ხან მეორეზე. მენავეებს გიჟი ეგონათ, სხვები ლანძღავდნენ, ზოგი სცემდა, ქვებს ესროდნენ და ყვიროდნენ: - ნაუმ! ნაუმ! ნაუმ!

ის ამას ისე ითმენდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ასე რითი იყო შეპყრობილი ეს გამოუცნობი ადამიანი, თავისი მიუწვდომელი მოთმინებით.

მისი ცხოვრება შეიტყვეს პირეელმა მღვდლებმა, რომლებიც ხშირად ესაუბრებოდნენ ნაუმს, მათ გასცეს მისი საიდუმლო სათნოებები. ერთხელაც არ მინახავს მას რაიმე ეჭამოს ანდა დასასვენებლად ჩამომჯდარიყოს. თავს რითი ირჩენდა, მარტო თვითონ იცოდა. საბაჟოდან ცელეპის კარაისკასამდე და უკან ყოველდღე მარტოდმარტო დადიოდა.

ყრმობისას, პირველად რომ ეს კაცი ვნახე, ისე დამაინტერესა, რომ ბებიას ვკითხე, თუ იცნობ კაცს, რომელსაც სულელს ეძახიან-მეთქი. თვალზე ცრემლმორეულმა მიპასუხა:

- პატარა, ჯერ შენთვის არაფრის თქმა არ შემიძლია. როცა გაიზრდები, მიხვდები, რომ მთელი ეს შრომა ამ კაცისა - სამოთხის ნეტარებისთვის გადახდილი სახსარია.

ნაუმი მოულოდნელად გაქრა და ყველას გამოუცხადა თავისი იდუმალი ქმედება. უცბად მიხვდნენ, თუ რატომ იქცეოდა ასე. ერთმანეთს უყვებოდნენ ნანახს და თანხმდებოდნენ, რომ:

- ეს ყველაფერი იდუმალი ქმედება იყო ნაუმისა, რომელმაც ახლა სამოთხის ნეტარების გემო იხილა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2020, 06:04 PM
პოსტი #296


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არის სამი გზა, რომელსაც არ უნდა დაადგე განსაკუთრებული მოწოდების გარეშე: გზა განდეგილობისა, სალოსობისა და გზა შემგონებლისა"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2020, 10:14 PM
პოსტი #297


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტესთვის სულელებს არანაირი შინაგანი სიცარიელე არ აწუხებთ, მათ აქვთ სისავსე საღვთო სიყვარულისა, რომელიც კიდეებიდან გარდამოედინება. ისინი უდიდესი წმინდანები არიან. უაზრობები, ისინი რომ ლაპარაკობენ, სინამდვილეში ჭეშმარიტი მოძღვრებაა - ძალიან სიღრმისეული! ისინი უდიდეს სიმდაბლეს ფლობენ. საკუთარ თავს საერთოდ არაფრად აგდებენ, რადგანაც ღმერთმა ღირს-ჰყო უწმინდეს საიდუმლოებებს ზიარებოდნენ და უდიდესი ნიჭები მიმადლა".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2020, 06:52 PM
პოსტი #298


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელს მომხიბლავი იერი აქვს, ოღონდ მის გასამასხარავებლად საჭიროა სულელნი გავხდეთ, რათა ღვთის მიერ განვიბრძნოთ. მოციქულის სიკეთით, სოფლის სიყვარულით ღვთის მტრობაა და სოფლის მოყვარე ღვთის სიყვარულისაგან გაშიშვლებულია".

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი (ფილოთეველი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2020, 10:17 PM
პოსტი #299


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოსთა რიცხვი ძალიან მცირეა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2020, 08:57 PM
პოსტი #300


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მას [მამა ანთიმოზი] სალოსობის ხუთ წლის განმავლობაში ეცვა ძველი კაბა, როცა შემოეგლიჯა, ჩამოიცვა ძველი, ბოლოგახვრეტილი ტომარა, ამიტომაც მას "ტომროსანი" შეარქვეს. მამა ანთიმოზი, ტყე-ღრეში ხეტიალისას, ამ ტომარას უფრო უფთხილდებოდა, ვიდრე საკუთარ სხეულს. ის, ვისაც არ ჰქონდა სიღრმისეული განსჯის უნარი და ზედაპირულად მსჯელობდა, მამა ანთიმოზს გიჟად მიიჩნევდა. მაგრამ მამა ანთიმოზი აოგნებდა მათ, როდესაც თავის გულის ზრახვებს განუცხადებდა. სულიერად ზრდიდა მათ, რომელთაც კეთილი განწყობა ჰქონდათ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი