თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ პროტაგონა

პოსტის ავტორი: just man თარიღი: Jun 13 2007, 10:05 PM

პროტაგონა იყო სოფიზმის მამამთავარი.სიტყვა სოფიზმი ნიშნავს მცოდნეს,გამომგონებელს.სოფისტები იყვნენ სიბრძნის მასწავლებლები. სოფისტებმა საფუძველი ჩაუყარეს ისეთ მევნიერებებს როგორიცაა:რიტორიკა,გრამატიკა
,სტილისტიკა,ორთოეპია.

მათი აზრი ადამიანობასა და ჭეშმარიტებაზე,რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები:

ობიექტური და ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტების არასებობას ამტკიცებს ფილოსოფიურ შეხედულებათა სიჭრელე,სხვადასხვაობა.ყველაფრის საზომად ინდივიდუალური ადამიანია მიჩნეული.ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგანთა საზომი ერთი კი არ ყოფილა,არამედ იმდენი,რამდენი ადამიანიცაა.ყოველი აზრი არის ჭეძმარიტი;ის რაც ჩემთვისაა ჭეშმარიტი ,სხვისთვის შეიძლება შეცდომა იყოს და პირიქით.მაგრამ ყველა აზრი ხომ შეფარდებითია,მაშასადამე,ყველ
ა ჭეშმარიტია.შეცდომა არც უნდა არსებობდეს.
პროტაგორას სუბიექტივიზმი ამსხვრევდა ზნე-ჩვეულებებს,დესპოტიზმს და ყოველგვარ დოგმატიზმს.არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება,ისე როგორც არ არსებობს ყველასათვის სავალდებულო,საყოველთაო ჭეშმარიტება,ასევე არ არსებობს საერთოდ კარგი და საერთოდ სასარგებლო.ჭეშმარიტება,კარგი,სასრგებლო სუბიექტურია...

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?მე პირადად სწორად მიმაჩნია ის ფაქტი რომ რამდენი ადამიანიცაა აზრიც იმდენია და ჭეშმარიტება ისაა რაც მას მიაჩნია სწორად.

პოსტის ავტორი: just man თარიღი: Jun 14 2007, 06:52 PM

დიდი მადლობა აზრის გამოთქმისთვის........

ყველაფერი გასაგებია..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 14 2007, 06:57 PM

ჭეშმარიტების სბუექტივიზმი ეწინააღმდეგება მათემატიკურ პრინციპს, თუ ჭეშმარიტება პიროვნების თვისობრივი პრიზმიდან იზომება, მაშ განტოლების გამოყვანის არასწორი მეთოდი - არ არსებობს...

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 14 2007, 09:44 PM

ციტატა(just man @ Jun 13 2007, 07:05 PM) *

პროტაგონა იყო სოფიზმის მამამთავარი.სიტყვა სოფიზმი ნიშნავს მცოდნეს,გამომგონებელს.სოფისტები იყვნენ სიბრძნის მასწავლებლები. სოფისტებმა საფუძველი ჩაუყარეს ისეთ მევნიერებებს როგორიცაა:რიტორიკა,გრამატიკა
,სტილისტიკა,ორთოეპია.
მათი აზრი ადამიანობასა და ჭეშმარიტებაზე,რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები:
ობიექტური და ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტების არასებობას ამტკიცებს ფილოსოფიურ შეხედულებათა სიჭრელე,სხვადასხვაობა.ყველაფრის საზომად ინდივიდუალური ადამიანია მიჩნეული.ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგანთა საზომი ერთი კი არ ყოფილა,არამედ იმდენი,რამდენი ადამიანიცაა.ყოველი აზრი არის ჭეძმარიტი;ის რაც ჩემთვისაა ჭეშმარიტი ,სხვისთვის შეიძლება შეცდომა იყოს და პირიქით.მაგრამ ყველა აზრი ხომ შეფარდებითია,მაშასადამე,ყველ
ა ჭეშმარიტია.შეცდომა არც უნდა არსებობდეს.
პროტაგორას სუბიექტივიზმი ამსხვრევდა ზნე-ჩვეულებებს,დესპოტიზმს და ყოველგვარ დოგმატიზმს.არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება,ისე როგორც არ არსებობს ყველასათვის სავალდებულო,საყოველთაო ჭეშმარიტება,ასევე არ არსებობს საერთოდ კარგი და საერთოდ სასარგებლო.ჭეშმარიტება,კარგი,სასრგებლო სუბიექტურია...

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?მე პირადად სწორად მიმაჩნია ის ფაქტი რომ რამდენი ადამიანიცაა აზრიც იმდენია და ჭეშმარიტება ისაა რაც მას მიაჩნია სწორად.

გამომგონებლობაში რას გულისხმობ?
ალბათ იმას რომ მათ შეეძლოთ მცდარი აზრის ჭეშმარიტად წარმოდგენა....

პოსტის ავტორი: zaza-78 თარიღი: Jun 19 2007, 12:06 AM

დავიწყოთ იქიდან რომ სოფისტების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო სოკრატე, რომელიც ხშირად ამარცხებდა მათ.
სოკრატეს აზრით, ადამიანებს საგნებისა და მოვლენების შესახებ სხვდასხვა წარმოდგენა აქვთ. ეს წარმოდგენები ერთიმეორეს არ ემთხვევა, ამიტომ უნდა დადგინდეს რა არის ამ საგნების ნამდვილი არსი, ნამდვილი ცოდნა. რომელსაც სოკრატე ცნებას უწოდებს. ე.ი. მიზანია ცნების დადგენა და მოჩვენებითი და ყალბი წარმოდგენების უარყოფა. მისი აზრით წარმოდგენა სუბიექტური თვისება, რადგან ერთსა და იმავე საგანზე ადამიანს შეიძლება სხვადასხვა წარმოდგენა ქონდეთ. ცნება კი ასეთი სუბიექტურობისგან თავისუფალი უნდა იყოს. წარმოდგენა ცვალებადია, ცნება კი უცვლელია. ანუ წარმოდგენა ერთსა და იმავე საგნის შესახებ მრავალია, ცნება კი მრავალი საგნის შესახებ ერთია.
სოკრატე ამავე დროს მიუთითებს რომ სოფისტები ყალბ პოზიციაზე დგანან რადგან ისინი ყოველგვარ სუბიექტურ წარმოდგენას ჭეშმარიტებად თვლიან და ცდილობენ მის გამართლებას. ჭეშმარიტება ერთია და არა მრავალი. სოფისტები ჭეშმარიტების საზომად სასარგებლოს მიიჩნევენ და აქედან გამომდინარე ცდილობენ ყოველგვარი სასარგებლოს გამართლებას. ეს დაუშვებელია სოკრატეს აზრით, რადგან ერთისთვის სასარგებლო შეიძლება მეორისთვის საზიანო იყოს და ბოროტების მომტანი. ამიტომ ჭეშმარიტი ცოდნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამორიცხავდეს სიკეთეს და სათნოებას. მისი აზრით სოფისტები ახალგაზრდებს ნაცვლად ჭეშმარიტებისა და განათლებული ადამიანის აღზრდისა, ისინი ზრდიან მოჩვენებით განათლებულებს, ლამაზი სიტყვების ოსტატებს, ქარაფშუტა ორატორებს, რომლებსაც არ გააჩნიათ აზროვნების სიმტკიცე და ნებისყოფის სიწმინდე. ვისაც მტკიცე ზნეობა არა აქვს, მას არც მტკიცე სარწმუნეობა ექნება. სოფისტების შეცდომა იმაშია რომ ისინი მუდამ წარმოდგენის დონეზე რჩებიან და არ ცდილობენ ცნებამდე ამაღლებას. ამით ისინი იცავენ თავიანთ სასარგებლო საქმეს და ავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას პირად სარგებლობაზე. ამით კი სოკრატე კამათში იწვევს სოფისტებს და ამ გზით ცდილობს მათი ცოდნა წარმოდგენებიდან ცნებამდე აამაღლოს. ისტორიაში ცნობილია რომ კამათის დაწყების წინ სოკრატე ამბობდა რომ მან არაფერი არ იცის და საჭიროა დიალოგით მივიდეს ცოდნის აღიარებამდე. ხოლო მისი მოწინააღმდეგე (სოფისტებიც მრავლად იყვნენ მათ შორის) ამბობდა რომ მან ყველაფერი იცოდა, ასეთი პროცესის ფინალი მაყურებელში ირონიას იწვევდა, მაგრამ დაცინვა და ვინმეს დამცირება სოკრატეს თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, მისი მთავარი მიზანი იყო ჭეშმარიტების დადგენა.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 19 2007, 12:16 AM

zaza-78

შესანიშნავია, სხვათაშორის სოკრატეს, ქრისტემდე ქრისტეანს ვეძახი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Jun 20 2007, 03:11 PM

just man
ძმაკაც სოფიზმი არ ნიშნავს სიბრძნეს
სოფია ნიშნავს სიბრძნეს სა სიბრძნის მიმდევრებს ქვიათ სოფისტები

სოფიზმი ცოტა სხვა მნიშვნელობით გვხვდება დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Apr 21 2010, 06:45 PM

სოფისტები იყვნენ აგიტატორები , რომლებიც მე_5 საუკუნის 2 ნახევრის საბერძნეთში დაიწყეს მოღვაწეობა,
ანუ სიბრძნის მასწავლებლები , მაგრამ ესენი იყვნენ არა სიბრძნის მოყვარულები და ამ აზრით ფილოსოფოსები, არამედ_
სიბრძნის მასწავლებლები გარკვეულ საფასურად smile.gif

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Apr 21 2010, 06:57 PM

ისე არც ეგეთი ცუდები იყვნენ ეს სოფისტები როგორც ერთი შეხედვით ჩანს... : ) და ¨სოფისტი¨ თუ დღეს სალანძღავი სიტყვაა ისე როგორც ¨სქოლასტიკოსი¨ იმის გავლენაა რომ პლატონმა და არისტოტელემ გაუტეხეს მათ სახელი : )
(თუმცა ფაქტია რომ ორივე ამ მიმდინარეობასაც საკმაოდ დიდი მოაზროვნეები ჰყავდა)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2010, 10:17 PM

ციტატა
იმის გავლენაა რომ პლატონმა და არისტოტელემ გაუტეხეს მათ სახელი

დასტურ,... სხვათაშორის მე მომწონს ზოგიერთი რამ სოფიზმში biggrin.gif

სულ უმცდარი არც პლატონი არ იყო, ისე a075.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)