IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> დავითი, ხელისუფალი ეკლესიაში????
დავით ივერიელი
პოსტი Jul 1 2007, 08:32 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



უდიდესი პოლიტიკოსი.. და უდიდესი წმინდანი დავით აღმაშენებელი....

მაინტერესებს თქვენი აზრი დავითის შესახებ... ის ჩაერია ეკლესიაში.. მან გაატარა საეკლესიო რეფორმა.. რამდენად მართებულია ხელისუფალის მიერ საეკლესიო რეფორმის გატარება?

იგივეს ვაწყდებით გუარამ მამფალის მიერ მოწვეულ ჯავახეთის კრებაზე... რომელმაც ბოდიში მოიხადა.. და გრიგოლ ხანძთელისაგან შენიშვნაც დაიმსახურა... wink.gif

”და ამას სიტყვასა შინა აუგისა სიტყვანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თვალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქვეს ეფრემს:

- ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს!

ხოლო მან თქვა:

- სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყვად.

მაშინ ხელმწიფემან ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს:

- მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყვად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცეს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ხამს დასაბამი სიტყვისაჲ.

ხოლო მან თქვა:

- ჯერ იყო პირველად მღდელთმოძღვართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყვითა შენითა ვიტყვი ესრეთ: ჭეშმარიტთა ქრისტეჲს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს. და ძვირისმეტყველთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა.

ხოლო ხელმწიფე იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთისმსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად. რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყვისა განტევებითა ესრეთ, ვითარმედ:

- მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე მისი შეცვალებულ არს სიბერითაო. და პირველ სმენილი ვიხილე თვალითა.”

თქვენი აზრი მიანტერესებს ამ ყვეალფრის შესახებ და მაინტერესებს თქვენი რეაქცია დღევანდელი რომელიმე ხელისუფალი რომ ჩაერიოს ასე საეკლესიო ცხოვრებასა თუ წეს განგებაში???



--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 1 2007, 08:41 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დავით ივერიელი

biggrin.gif

მაგასაა ამდენ ხანს რომ ვყვირი biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 1 2007, 08:55 PM
პოსტი #3


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ასეთი ჩარევა მაშინ თუ ხდება როცა სასულიერო ვერაა ნორმალური და ითვალისიწნებს მის გამოსოწრებას, მაშინ ყოველთვის მისაღებია, ისევე რგორც ეკლესიის ჩარევა საეროთა საქმეებში, მორალური ბარიერის შექმნის ფორმით. მაგალითად თამარმა ვერ შეძლო პატრიარქის გადაყენება რომელიც მეფის მოიწიბნააღმდეგე შეიქმნა. დავითმა შეძლო. თამარის საქართველომ მის მერე ათი წელი გაძლო, დავითისამ საუკუნე.
ეხლა მამფალს ნუ გადავეკიდებით. tongue.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 1 2007, 09:10 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ასეთი ჩარევა მაშინ თუ ხდება როცა სასულიერო ვერაა ნორმალური და ითვალისიწნებს მის გამოსოწრებას, მაშინ ყოველთვის მისაღებია, ისევე რგორც ეკლესიის ჩარევა საეროთა საქმეებში, მორალური ბარიერის შექმნის ფორმით. მაგალითად თამარმა ვერ შეძლო პატრიარქის გადაყენება რომელიც მეფის მოიწიბნააღმდეგე შეიქმნა. დავითმა შეძლო. თამარის საქართველომ მის მერე ათი წელი გაძლო, დავითისამ საუკუნე.
ეხლა მამფალს ნუ გადავეკიდებით.


გამასწარი ახლა ამ თემიდან... biggrin.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 1 2007, 09:11 PM
პოსტი #5


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



გადადექი tongue.gif smile.gif biggrin.gif
ნახეს აქ მამფალის მაგალითი ისტორიიდან.... ჰმ tongue.gif smile.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 1 2007, 09:22 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, არის კიდევ ჩემთვის საინტერესო ეპიზოდი biggrin.gif

ბერი საბა

მას ჟამსა ნეტარსა გრიგოლს გულმან უთქვა ხსენებაჲ საბან იშხნელისაჲ და აუწყა ყოველი პირველ ყოფილი ღმრთისმსახურსა კურაპალატსა. ხოლო მას ვითარცა ესმა, ფრიად განიხარა და მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას.

ხოლო მივლინებულნი იგი მოვიდეს და აუწყეს კურაპალატსა, ვითარმედ - არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსლვაჲ აქა. მაშინ ბრძანა კურაპალატმან გზათა იშხნისათა საქმე, რამეთუ მახლობელად იყო ჟამსა მას. და ჰრქვა ნეტარსა მამასა გრიგოლს:

- განუგებელად ვქმენ, რამეთუ წიგნი არა მიწერად გეც. აწ ვითარ წეს არს, მიუწერე.

და თვით კვალად დაწერა წიგნი სხვაჲ და წიგნიცა მამისა გრიგოლისი წარსცა. ხოლო ნეტარი საბან დაემორჩილა მეორედ ბრძანებასა კურაპალატისასა და უფროჲს ხოლო - წიგნსა მამისასა.

და მივიდა მათდა სასურველი იგი კაცი ღმრთისაჲ მოსურნეთა მათ თანა. ხოლო კურაპალატი წინამიეგება და პატივით მოიკითხა. და მან კურთხევით ულოცა და ვითარ დასხდეს, ჰრქვა კურაპალატმან წმიდასა მას:

- ჯერ არს ხელმწიფეთა მორჩილებაჲ, რაჲსათვის არა მოხვედ პირველსა წოდებასა, წმიდაო მამაო?

ხოლო მან ჰრქვა:

- დიდებულო მეფეო, შენ ქვეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყანისა და ქუესკნელთაჲ; შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - ყოველთა დაბადებულთაჲ; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - საუკუნოჲ მეუფეჲ და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი მეუფეჲ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს შენსა ჯერ არს სმენაჲ სიტყვათა მისთაჲ, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ - ვერვის ხელეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ. არამედ აწ სიტყვითა ძმისა და მოძღვრისა ჩვენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა.

ხოლო კურაპალატმან ჰრქვა:

- სამართლ არს სიტყვაჲ შენი, წმიდაო, არამედ უმჯობეს არს განათლებაჲ სულთა მრავალთაჲ სასანთლესა ზედა განბრწყინვებითა შენ - ბრწყინვალისა სანთლისაჲთა, ვითარცა ჰრქვა ქრისტემან მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ - ვითარცა მცხინვარებაჲ მზისაჲ განანათლებს ცასა ქვეშე მყოფთა, „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა“.


biggrin.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 1 2007, 09:33 PM
პოსტი #7


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ანუ?............

რატომ მიწერა მაშინ გრიგოლმა მეორედ? მანდვეა ხომ: შევაზავოთ ხორცეული კეთილი სულიერსა კეთილსა" ორიევს აქვს უფლება ჩაერიოს მეორის გამოსასწორებლად.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 1 2007, 09:56 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რატომ მიწერა მაშინ გრიგოლმა მეორედ? მანდვეა ხომ: შევაზავოთ ხორცეული კეთილი სულიერსა კეთილსა" ორიევს აქვს უფლება ჩაერიოს მეორის გამოსასწორებლად.


რა სისულელეა, საერო ხელისუფალს ვინ მისცა სიბრძნე და გონება ეკლესიის საქმეები გამართოს? რა ხელი აქვს მას ეკლესიაში?! დაუშვებელია სახელმწიფოს მმართველი ერეოდეს ეკლესიის საქმიანობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან (დიდება უფალს) ის არის კრავი მგლებს შორის, რომელსაც მართებს უბიწოება მტრედივით და გონიერება გველივით, დავითი რამდენადაც მახსოვს, ეკლესიის საქმიანობაში არ ჩარეულა კურთხევის გარეშე wink.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jul 1 2007, 10:02 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



თუ გამოფილია რატომ ქონდა მეფეს საკურთხეველში შესვლის უფლება და მირონცხებული მეფეეები რატომ იყო? დღეს გამოყოფილია საბედნიეროდ. მარა მაშინ არიყოი გამოყოფილი ჩემი აზრით.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 1 2007, 10:07 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



”სარწმუნოება არის პირადი საქმე ყოველი მოქალაქისა; ყოველ მოქალაქეს შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც მას უნდა, ანდა არც ერთი არ აღიაროს; ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოსაგან... სარწმუნოებრივი და ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა მოქალაქეს იმ აუცილებელი პირობით, რომ პროპაგანდა ხდებოდეს პოლიტიკურ და სოციალურ მიზანთა გარეშე; დაწესებულება ან თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევს ეკლესიისა და სამლოცველო სახლის გახსნას, აგრეთვე ეკლესიის მსახურს კულტის შესრულებისათვის დევნას დაუწყებს – პასუხს აგებს... ეს ოქროს ასოებით ამოსაჭრელი სიტყვები ჩვენს ეკლესიას წმ. ნინოს მიერ მიჩენილ გზაზე აყენებს.”


მისი უწმინდესობა და უნეტარესობა,
კათალიკოს პატრიარქი
კალისტრატე ცინცაძე


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 2 2007, 12:23 AM
პოსტი #11


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
რა სისულელეა, საერო ხელისუფალს ვინ მისცა სიბრძნე და გონება ეკლესიის საქმეები გამართოს? რა ხელი აქვს მას ეკლესიაში?! დაუშვებელია სახელმწიფოს მმართველი ერეოდეს ეკლესიის საქმიანობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან (დიდება უფალს) ის არის კრავი მგლებს შორის, რომელსაც მართებს უბიწოება მტრედივით და გონიერება გველივით, დავითი რამდენადაც მახსოვს, ეკლესიის საქმიანობაში არ ჩარეულა კურთხევის გარეშე

მართველის ჩარევა არ გულისმობს წვრილმანამდე ჩარევას. ეს ჩარევა განმსაზღვრელია საერთო პოლიტიკისა. თუკი ასე დაუშვებელია საეროს ჩარევა სასულიეროში, მაშინ რატომ არაა ასეთი დაშუვებელი როცა სასულიერო ასე ვთქვათ ნამუსზე შეგდებით ცდილობს საეროებზე ზემოქმედებას. მაშინ ასეც ვთქვათ რა საქმე ქონდა ეკლესიას გარეჯის საკითხთან? ის რომ ის მონასტერია და მაგიტომ? ორივე ერთი მთლიანობას შეადგენს და ჩემთვის სამშობლოს ცნებაა. შეიძლება ეკლესია არის კიდეც ცალკე სახელმწიფოსგან მაგრამ თუკი ეს პოზიცია ხელის დაბანის პოზიციაა ეს ცუდია. ასევეა საეროს მიმართება სასულიეროთან. როცა ეკლესიას უბრუნდება ერთ დროს მისი კუთვნილი მიწები და ტაძრები, რატომაა ეს ნორმალური ჩარევა და რატო არაა ცუდი. აკი ცალკეა და ცალკე იყოს კიდეც. გამოდის რაც კარგია ეკლესიითვის კარგია ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის და რაც კარგია სახელმწიფოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია ეკლესიისთვის. განცალკევებული ერთობა ამ ორისა ეს ნორმალურად მიმაჩნია. რადგანაც ეკლესიაშიც ადამიანები არიან მათაც შეიძლება შეცდომა დაუშვან საეროსთან ურთიერთობაშიც და "ცალკე" ცხოვრებაშიც.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2007, 12:52 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მართველის ჩარევა არ გულისმობს წვრილმანამდე ჩარევას. ეს ჩარევა განმსაზღვრელია საერთო პოლიტიკისა. თუკი ასე დაუშვებელია საეროს ჩარევა სასულიეროში, მაშინ რატომ არაა ასეთი დაშუვებელი როცა სასულიერო ასე ვთქვათ ნამუსზე შეგდებით ცდილობს საეროებზე ზემოქმედებას. მაშინ ასეც ვთქვათ რა საქმე ქონდა ეკლესიას გარეჯის საკითხთან? ის რომ ის მონასტერია და მაგიტომ? ორივე ერთი მთლიანობას შეადგენს და ჩემთვის სამშობლოს ცნებაა. შეიძლება ეკლესია არის კიდეც ცალკე სახელმწიფოსგან მაგრამ თუკი ეს პოზიცია ხელის დაბანის პოზიციაა ეს ცუდია. ასევეა საეროს მიმართება სასულიეროთან. როცა ეკლესიას უბრუნდება ერთ დროს მისი კუთვნილი მიწები და ტაძრები, რატომაა ეს ნორმალური ჩარევა და რატო არაა ცუდი. აკი ცალკეა და ცალკე იყოს კიდეც. გამოდის რაც კარგია ეკლესიითვის კარგია ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის და რაც კარგია სახელმწიფოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია ეკლესიისთვის. განცალკევებული ერთობა ამ ორისა ეს ნორმალურად მიმაჩნია. რადგანაც ეკლესიაშიც ადამიანები არიან მათაც შეიძლება შეცდომა დაუშვან საეროსთან ურთიერთობაშიც და "ცალკე" ცხოვრებაშიც.


საქმე სხვა რამეშია;

ეკლესია და სახელმწიფო, ვინაიდან ეკლესია არ არის ქვის კედლები და იგი შეადგენს სახელმწიფოს მოქალაქეთა 80%-ზე მეტს, ეკლესია ვერ გაექცევა სახელმწიფოს პრიმატს ემპირიულ ცხოვრებაში, ხოლო სახელმწიფოსთვის;

ეკლესია წარმოადგენს, ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად. (კონსტიტუციური შეთანხმება)

მათი ურთიერთდამოკიდებულება, ამჯერად უკვე რეგულირდება სამართლის იმ მოდელით, რომელიც არც ერთისა და არც მეორის ინტერესებს არ ლახავს.. ეკლესიას ბუნებრივია აქვს თავისი მისიაც - მოიმოწაფოს ყოველი, ანუ ნათელ სცეს კაცობრიობას - სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, აქედან გამომდინარე იგი სახელმწიფოსთან დიალოგზე მიდის და ცდილობს მისი საქმიანობა, თითოეული ადამიანის ყოფითი ცხოვრების ქრისტეანიზაციისაკენ მომართოს, ეხება რა სახელმწიფოს ქმედება მისივე მრევლს.. თავისმხრივ სახელმწიფო - როგორც ასეთი, არანაირ ეკლესიურ კატეგორიას არ წარმოადგენს, ის არის კეისარი რომელსაც უნდა დაემორჩილო - ანუ გადასახადები გადაუხადო და არ აუჯანყდე, მაგრამ სახელმწიფოს შეიძლება მართავდეს ქრისტეანიც, რომელიც ამ უკანასკნელის ქმედებებში შეიტანს ქრისტეს რწმენის ნაყოფს და იქცევა ერთგვარ პლაცტარმად ადამიანთათვის ქრისტეს ნათელის ქადაგებაში, ეკლესიის საკაცობრიო მისიის აღსრულებაში... ხელისუფალი რიგითი წევრია ეკლესიის, ის აპრიორი მორჩილია იმ კანონმდებლობის რომელიც განწესებული და სავალდებულოა თითოეული ქრისტეანისთვის, სახელმწიფოს მმართველი შეიძლება იყოს მხოლოდ განსაკუთრებული წევრი ეკლესიისა, ანდო რა ეკლესიამ იმ არეალის მართვა - რომელშიც თავის საქმიანობას წარმართავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი თავს გავიდეს, ეკლესიის კანონმდებლობა შელახოს - ბოროტად გამოიყენოს სახელმწიფოებრივი ხელისუფლება და ჩაერიოს ამ უკანასკნელის მართვა-გამგეობაში...

ჩვენ ერთ გვყავს უფალი და ერთ არ ძალი მისი, რომელიც ეკლესიაში ვლინდება!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 2 2007, 10:49 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



დიდი შეცდომაა, როცა ვამბობთ, რომ აღმაშენებელი ეკლესიის საქმიანობაში ჩაერია
კარგად ნახეთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შესახებ მასალები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 2 2007, 12:37 PM
პოსტი #14


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ulvashi
იქნებ თქვენ გაგვაცნოტ ეს მასალები... და მოკლედ მაინც გვითხრათ მათ შესახებ, რომ შეცდომა აღარ დავუშვათ.... smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 2 2007, 12:54 PM
პოსტი #15


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მნათე
ნაწერში გეთანხმები. მხოლოდ ისაა რომ
ციტატა
ეკლესია ვერ გაექცევა სახელმწიფოს პრიმატს ემპირიულ ცხოვრებაში
ამას რომ წერ, ისეთი აზრია თითქოს სახელწიფო რომ არიყოს უკეთესი იქნებოდა და რადგანაც არის იძულებული ვართო მივცეთ საკეისრო. შეიძლება ვცდები ასეთად რომ ვიგებ.
ulvashi
როცა მონარქი საეკლესიო კრებას იწვევს და ნიშნავს ამ კრებაზე იმას ვინც მას მართალად მიაჩნია( ამ შემთხვევაში რუისში ეს მართლაც ღირსეულები დაინიშნენ) ამას ჩარევა თუ არ ქვია, რა ვიცი, აბა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 2 2007, 01:13 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მნათე
ციტატა
მაგასაა ამდენ ხანს რომ ვყვირი

მნათე შენ რა მართლა გგონია რომ დავით აღმაშენებელი არასწორად მოიქცა ეკლესიის საქმეებში რომ ჩაერია და რეფორმა გაატარა?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2007, 01:15 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე შენ რა მართლა გგონია რომ დავით აღმაშენებელი არასწორად მოიქცა ეკლესიის საქმეებში რომ ჩაერია და რეფორმა გაატარა?


არა რა თქმა უნდა, რადგან ეკლესიამ მისი ღვაწლი დააფასა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 2 2007, 01:26 PM
პოსტი #18


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მნათე
ციტატა
არა რა თქმა უნდა, რადგან ეკლესიამ მისი ღვაწლი დააფასა

არა მნათე ამას არ გეკითხები, დავითის ნაბიჯს როგორ აფასებ ეკლესიასთან მიმართებაში?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2007, 01:27 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არა მნათე ამას არ გეკითხები, დავითის ნაბიჯს როგორ აფასებ ეკლესიასთან მიმართებაში?


როგორც საჭიროს...

მაგრამ ამის განზოგადებას სასტიკად ვეწინააღმდეგები.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 2 2007, 02:01 PM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მნათე
ციტატა
როგორც საჭიროს...

საჭიროს რა მხრივ? მაინცდამაინც მეფის ჩარევა იყო აუცილებელი რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო ეკლესიაში? თვითონ ეკლესიას არ შეეძლო გამოესწორებინა მდგომარეობა?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 02:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი