IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები
კანონისტი
პოსტი Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით

ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს.

აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე:

მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი:
ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ.

ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი.

თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16)

ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი:
მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე.

ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი:
მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ.

ბასილი დიდის:
ა) 65-ე კანონი:

ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი.

ბ) 72-ე კანონი:
ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით.

გ) 83-ე კანონი:
ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული.

განმარტებებს თანდათან დავდებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 7 2007, 10:33 AM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ძალიან კარგი თემაა, მაგრამ თქვენ თვითონვე აღნიშნავთ ხოლმე, რომ დრო შეიცვალა, შესაბამისად სასჯელთა სიმძიმეც შეიცვლებოდა. ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზეsmile.gif)) მე მგონი ვინც ჩვილობიდან ეკლესიაში არ არის გაზრდილი, იცის რა არის მკიტხობა ყავაზეsmile.gif)) ვერ ვხვდები რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებული ცოდვა და რა ვქნა.

მოძრვარს დავუსვი შეკითხვაში ტელეპატებზე, ექსტრასენსებზე, უფრო სწორედ ისეთ ადამიანებზე მკვლელობას ან სახლში მიმდინარე უცნაურ მოვლენებს, რომ იძიებენ, ალბათ ესეც რაღაც დოზით ჯადოქრობაა, მაგრამ უცხოეთსი ისინი აქტიურად არიან ჩართული რთულად გამოსაძიებელ მკვლელობებში და აშ. დარწმუნებული ვარ მამა ანდრია, როცა ამიდ დრო მოვა მიპასუხებს, მაგრამ კარგია ტქვენი ტქვენი აზრის მოსმენაც.



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Feb 7 2007, 10:53 AM
პოსტი #3


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 7 2007, 09:33 AM) *

ძალიან კარგი თემაა, მაგრამ თქვენ თვითონვე აღნიშნავთ ხოლმე, რომ დრო შეიცვალა, შესაბამისად სასჯელთა სიმძიმეც შეიცვლებოდა. ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზეsmile.gif)) მე მგონი ვინც ჩვილობიდან ეკლესიაში არ არის გაზრდილი, იცის რა არის მკიტხობა ყავაზეsmile.gif)) ვერ ვხვდები რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებული ცოდვა და რა ვქნა.


დრო კი შეიცვალა მარა ძველი გველი არ შეცვლილა.
ის დღესაც ისევე აზიანებს ადამიანებს.
ამიტომ ეს კანონები ძალაშია.
რაც სეეხება ფრაზას:
ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზე smile.gif))
მე ესე დავწერდი:
ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზე sad.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 7 2007, 11:07 AM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
ბავშვობაში მიყვარდა მკითხაობა, ყავაზე




მართალი ხარ ლეონტი გეატანხმები. აბსოლუტირად მართალი ხარ. ბავშვობის მერე ბევრმა წელმა ჩაირა. მაშინ ამ საკითხს გართობის თავით ვუყურებდი. ეხლა არ ვუყურებ, როგორც გასართობს. და ცხადია არ ვმკითხობ. გამიგია ვინც მკითხობს უფალის განეშორებაო, ამის შემდეგ რა გამაგიჟებს... არ მიღირს უფლის განშორება მინდა ხელ მეე????????


არ ვმკითაობ არა!


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 7 2007, 11:22 AM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
მე თუ მკითხავ, ყავაზე მკითხაობა თამაში უფროა ვიდრე მკითხაობა. ისე კი მისგანაც უნდა შემოვიზღუდოთ თავი

დააკვირდით სჯულისკანონში როგორი სიტყვებია: გრძნეული, ბოროტად ეშმაკეული და ა.შ. ხვდები ალბათ რა კატეგორიის საქმიანობაზეა საუბარი

თორემ ლეონტი მართალია. დრო კი შეიცვალა მაგრამ ბოროტი ისევე აზიანებს ადამიანის სულს, როგორც ადრე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 7 2007, 02:55 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



საცდურიც მეტია ვიდრე ადრე wink.gif ეს მიმართება გასათვალისწინებელია... თანასწორობის პრინციპიც wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 7 2007, 02:59 PM
პოსტი #7


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(მნათე @ Feb 7 2007, 02:55 PM) *

საცდურიც მეტია ვიდრე ადრე wink.gif ეს მიმართება გასათვალისწინებელია... თანასწორობის პრინციპიც wink.gif


მნათე კანუდოსელს კუდი ამოუყვანე რა laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 7 2007, 03:02 PM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე


საცდურიც, რომ მეტია ამას გეუბნები მეც.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 7 2007, 03:08 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

მნათე კანუდოსელს კუდი ამოუყვანე რა


ნუ გავაყვითლებ laugh.gif

ციტატა
საცდურიც, რომ მეტია ამას გეუბნები მეც.


ხოოოოოდა მგონი იკონომიაც მოქმედებს....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Feb 7 2007, 03:39 PM
პოსტი #10


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



პაისი მთაწმინდელი იგონებდა ერთ ამბავს როცა მასთან კელიაში ყოფილი ჯადოქარი მივიდა.
მან თავის ამბავი უამბო,რომ ბავშვობიდან გაიტაცა ჯადოქრობამ და ტიბეტში წავიდა ამ დარგის შესასწავლად
16 წლისა უკვე 11 ე საფეხურზე ავიდა.
შეეძლო ხილული სასწაულების მოხდენა.
ერთხელაც შვეციაში წავიდა მამის სანახავად და მოსაცდელ დარბაზში გაიცნო მართლმადიდებელი მღვდელი.
მერე დაუწყო მარიაჟობა და ფოკუსების ჩვენება აი რა შემიძლიაო.
მღვდელმა უყურა და არაფერი უთხრა.
ის კი შეუჩდა ,შენი ღმერთი თუ გაგაკეთებიებს ესეთ რამეებსო.
მღვდელმა მიუგო "ჩემი ღმერთი მდაბალიაო".
ის კი არ მოეშვა და არა.
მაშინ მოიხსნა ჯვარი მღვდელმა, მისცა და უთხრა გააქრეო.
ჯადოქარი ვერაფერს გახდა, გადაირია და თავდაჯერებულობა თავის ძალებში სრულებით გაუქრა.
გარკვეული დროის მერე მან უარყო ჯადოქრობა და ათონზე წავიდა ბერად.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 7 2007, 03:42 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
11 ე საფეხურზე ავიდა.


სულ რვაა მგონი

ციტატა
16 წლისა


რა სიმბოლურიაა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Feb 7 2007, 03:44 PM
პოსტი #12


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(მნათე @ Feb 7 2007, 02:42 PM) *

სულ რვაა მგონი

ეგ რომელ შამანურ სკოლაში? ohmy.gif

ტერტულიანე ამბობდა , რომ ქვესკნელში დემონები უტარებენ შავ მსახურებას სატანას,
იმის მიმსგავსებუილად , როგორც ჩვენ ვატარებთ ღვთისმსახურებას. ემსახურებიან მას როგორც ღმერთს.
ამქვეყნად კი მისნები და ჯადოქრები იმეორებენ იმ ტექსტის ნაწყვეტებს,
რაც ქვესკნელში წარმოითქმება.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 7 2007, 03:50 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეგ რომელ სკოლაში?


რა სკოლაში? შენ ბუდისტურ/შამანურ საფეხურებს არ გულისხმობ?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Feb 7 2007, 04:23 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ადრე ბებიაჩემი წყალს ულოცავდა, გათვალული ხართო და (ამას მხოლოდ შვილიშვილებს გვიკეტებდა, სხვას არა) რაღაც სისულელეს ლაპარაკობდა და აუტყდებოდა მთქნარება და ზოგჯერ ცრემლებიც კი სდიოდა. მერე იმ წყალს გვალევინებდა. როგორც ვატყობ ეს არა მარტო ბებიას ავნებს არამედ იმასაც ვინც მაგ წყალს დალევს და ვისაც ამის ჯერა არა? მე როცა არ ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ეშმაკისეული იყო ვსვამდი ბებიასტვის რომ არ მეწყინებინა... მერე ღმერთმა ტვალები გამიხილა და исповедалась... ისე კანონისტმა რომ დაწერა იქიდან ბევრი რამ ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეტო? ახსარებაზე ტკმა და მონანიება საკმარისი არაა?? მამაოს არაფელი უტქვამს


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Feb 7 2007, 04:39 PM
პოსტი #15


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(Маиа @ Feb 7 2007, 03:23 PM) *

ისე კანონისტმა რომ დაწერა იქიდან ბევრი რამ ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეტო? ახსარებაზე ტკმა და მონანიება საკმარისი არაა?? მამაოს არაფელი უტქვამს

არაფერი.ის ბავშობაში იყო და მოინანიე, მამაოსაც არაფერი უთქვამს.
მე სანამ ეკლესიაში დავიწყებდი სიარულს, გავიგე რომ ამა და ამ ეკლესიის ეზოში მკითხავი ცხოვრობსო და ყველაფერს ზუსტად გეტყვისო.
მაგრა დამაინტერესა,თან არ მჯეროდა.
ჰოდა შევედი ეკლესიაში, მივედი მესანტლესთან და ვეკითხები, მკითხავი აქ სად ცხოვრობს, მეთქი.
მახსოვს იმ მესანთლის სახე და ანთებული თვალები, სახე მოეღრიცა და დამიხავლა, ესმაკისაა მკითხავი და როგორ ბედავ აქ რო კითხულობო.
მე გალახული ძაღლივით გამოვიპარე ,ტან მიკვირდა ესეთი რა ვკითხე მაგ ოხერს მეთქი.
biggrin.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Springchild
პოსტი Feb 7 2007, 04:59 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 22-November 06
წევრი № 509



ისე, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ცხოვრებაში ერთ ადამიანს მაინც რაღაცა ხერხებით უნდოდა თავისი მომავლის გაგება.. ანუ, საუბარი მაქვს მკითხაობაზე, იგივე ყავაზე, კარტზე და ასე შემდეგ.. ან თუნდაც, სუფსარქისებზე რომ მკითხაობენ.. მაგრამ ექსტრასენსები, მისნები ეს უკვე სხვა ტემაა.. როგორ უნდა წახვიდე ადამიანთან, რომელიც შელოცვებით ვითომ განგკურნავს? ამ დროს შეიძლება ხატი ეჭიროს, მაგრამ ხო უნდა იცოდეს ადამიანმა რომ ეს ეშმაკისგანაა მაინც?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Feb 7 2007, 07:59 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ციტატა(ლეონტი @ Feb 7 2007, 03:39 PM) *

არაფერი.ის ბავშობაში იყო და მოინანიე, მამაოსაც არაფერი უთქვამს.
მე სანამ ეკლესიაში დავიწყებდი სიარულს, გავიგე რომ ამა და ამ ეკლესიის ეზოში მკითხავი ცხოვრობსო და ყველაფერს ზუსტად გეტყვისო.
მაგრა დამაინტერესა,თან არ მჯეროდა.
ჰოდა შევედი ეკლესიაში, მივედი მესანტლესთან და ვეკითხები, მკითხავი აქ სად ცხოვრობს, მეთქი.
მახსოვს იმ მესანთლის სახე და ანთებული თვალები, სახე მოეღრიცა და დამიხავლა, ესმაკისაა მკითხავი და როგორ ბედავ აქ რო კითხულობო.
მე გალახული ძაღლივით გამოვიპარე ,ტან მიკვირდა ესეთი რა ვკითხე მაგ ოხერს მეთქი.
biggrin.gif


laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 7 2007, 08:09 PM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თემა კანონისტმა ჩემი თხოვნით გახსნა, მაგრამ ახლა გავანებოთ ყავა-კარტს თავი და ცოტა უფრო სერიოზულად განვიხილოთ საკითხი:

დღეს ეკლესიურ წრეებში, თეოლოგთა ერთი, საკმაოდ გავლენიანი ნაწილი ფიქრობს, რომ ჯადოქრები თავისთავად უძლურნი არიან და თუ ეშმაკს ვინმესი ცდუნება უნდა ამაში ვიღაც მიხრწნილი დედაბერის დახმარება სულაც არ სჭირდება, აქედან გამომდინარე-აგრძელებენ ისინი.- არც რაიმე ძალა არა აქვს, მათ არანაერ შელოცვას ან ჯადოს, ყველაფერი მხოლოდ ეშმაკის მანქანებაა! მეორე მხარე კი ხაზს უსვამს, სწორედ იმას, რომ ჯადოქარს აშკარად შეუძლია ძალა ქონდეს, მართალია მისი მომცემი ეშმაკია, მაგრამ ძალა აქვს, იმდენად დიდი ქონდა კვიპრიანე კართაგენელს, რომ პირდაპირ სატანას ესაუბრებოდა თურმე, ხოლო სვიმონ მოგვი საერთოდ ჰაერში იწეოდა, ასევე ჯადოსაც აქვს ძალა და ამის უამრავი მაგალითი ვიცით, რათქმაუნდა ისევ ეშმაკისაგან, მაგრამ სხვა კითხვაა ვისგან და სხვა აქვს თუ არა ...

მაშ ასე, რომელი მხარეა მართალი?
თუ არა აქვს ძალა, მაშინ სატანისტების ეს უამრავი სექტები, ამდენი ჯგრო ჯადოქრებისა ( მე სერიოზულ ჯადოქრებზე ვწერ და არა "ნახალოვკელ მკითხავებზე" smile.gif ), რომლებიც მართლაც ფლობენ საშინელ ხერხებს ადამიანთა დამონებისა, მათზე რას ვიტყვით?
და თუ აქვთ, მაშინ ადამიანის თავისუფალ ნებას რა ვუყოთ?
მოკლედ, ეგ ძალიან ჩახლართული საკითხია, ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს, მერე კი ისევ გავაგრძელებ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 7 2007, 08:45 PM
პოსტი #19


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ხალხნო, ასევე ცნობილია ჯადო ე.წ. ქალის მენსტრუაციით...მართალია ეს? მგონი მოძღვრებიც აღიარებენ რომ ესეც ჯადოა


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 7 2007, 09:24 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დღეს ეკლესიურ წრეებში, თეოლოგთა ერთი, საკმაოდ გავლენიანი ნაწილი ფიქრობს, რომ ჯადოქრები თავისთავად უძლურნი არიან და თუ ეშმაკს ვინმესი ცდუნება უნდა ამაში ვიღაც მიხრწნილი დედაბერის დახმარება სულაც არ სჭირდება, აქედან გამომდინარე-აგრძელებენ ისინი.- არც რაიმე ძალა არა აქვს, მათ არანაერ შელოცვას ან ჯადოს, ყველაფერი მხოლოდ ეშმაკის მანქანებაა!


საინტერესო იქნებოდა, ხსენებულ თეოლოგთა აზრი, იმ მოვლენაზე რასაც 'კვეთებული' ჰქვია... რამდენადაც ვიცი, სწორედ 'ჯადონაკეთები' ხალხითაა სავსე მსგავსი ლოცვები.... დამერწმუნეთ, ბუნებრივ მოვლენად არ აღწერენ ადამიანთა ქცევას, ამ ლოცვებზე თუნდაც ერთხელ დასწრებულები.....

მოვლენა საქართველოს ეკლესიაში, საკმაოდ ცნობილი რამაა... ამდენად აქტუალური...





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 12:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი