IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეხედულებები მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობაზე
toka@
პოსტი Mar 30 2012, 03:26 PM
პოსტი #1


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



ნიუტონი (1642-1727 წწ.) - თავის კაპიტალურ ნაშრომში - „სამყაროს სისტემები“ - წერს: „ზეციური მეუფე მთელს სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების მბრძანებელი. უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღემრთს ვუწოდებთ მას. იგი მთელ სამყაროს მართავს იმით, რომ არსებობს, და იმით, რომ შეუძლია არსებობდეს. ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია; გვაოცებს მისი სრულყოფილების მიზეზი, თაყვანსვცემთ მას და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე უსაზღვრო ძალაუფლების გამო. ღმერთი საკუთარ ქმნილებათა მიმართ ამ უზენაესი ძალაუფლების გარეშე, წინასწარხედვისა და მიზნის გარეშე სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ბუნება ან ბედისწერა. ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყოველთვის და ყველგან ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა. ამიტომ დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნება, რაც სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო“.

კარლ ლინეი (1707-1776 წწ.) - XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების მეშვეობით შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა. მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო მოწიწებითა და კრძალვით აღავსო.

მე ღმრთის ნატერფალს, მის ნაკვალევს მისსავე ქმნილებებში მის ყველაზე პაწაწინა და უჩინარ ქმნილებებშიც კი ვხედავდი. რა ძალაა, რა სიბრძნე, ენითუთქმელი რა სრულქმნილება! ვაკვირდებოდი, უმაღლეს საფეხურზე მყოფი სულიერი არსებები, როგორ არიან დაკავშირებულნი მცენარეულ სამყაროსთან, თავის მხრივ, მცენარეული სამყარო - მინერალურ ნივთიერებებთან, რომლებიც დედამიწის სფეროს ფესვებშია; თვით დედამიწის სფერო მზისკენ მიილტვის, მარად უცვლელი წესრიგით ბრუნავს მის ირგვლივ, და სიცოცხლესაც მისგან იღებს. ვხედავდი, მზე და ყველა ვარსკვლავი, მთელი მზის სისტემა, უსასრულო ვარსკვლავიერი ცა როგორ მოძრაობს სივრცეში, სიცარიელეში როგორ უჭირავს სამყაროს მიუწვდომელ პირველსაწყის მამოძრავებელს, არსებათა არსებას, მიზეზს, მმართველსა და მფარველს, ყოველი ქმნილების შემოქმედს“.

ჩარლზ დარვინი (1803-1882 წწ.) - დარვინის სახელის ირგვლივ მიმდინარეობს ბრძოლა. ცდილობენ, დარვინიზმი რელიგიას დაუპირისპირონ. ჩვენის აზრით, ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სახეობათა წარმოქმნის არანაირი თეორია, თუკი იგი ჯანსაღ აზრს არ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ბიბლიაში ადამაინის წარმოშობის მხოლოდ პრინციპული მხარეა გადმოცემული, სახელდობრ - ღმრთის მიერ სამყაროს შესაქმის დასრულება ადამიანის შექმნით. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, თვით ღმერთის ხატება და მსგავსებაა. ბიბლია ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი სხეულებრივი აგებულებითა და შემადგებლობით მიწისგანაა, ადამიანის სული კი - „ღმრთაების სუნთქვაა“. შესახებ იმისა, თუ დედამიწაზე როგორ გაჩნდა ყველა სახეობა და რამდენად ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი განვითარების პროცესი, ასევე - თვით ადამიანის შექმნის პროცესის შესახებ, ბიბლია არაფერს ამბობს იმიტომ, რომ ეს უკვე მეცნიერების სფეროა და არა - რელიგიისა. ამიტომ დარვინიზმი, სრულიად დამოუკიდებლა დიმისგან, ჭეშმარიტია იგი თუ არაჭეშმარიტი, როგორც საბუნებისმეტყველო თეორია, არ შეიძლება, რელიგიას დაუპირისპიროთ. მაგრამ რადგან ისეთი ადამიანებიც არიან, სხვაგვარ პოზიციებზე რომ დგანან, უპრიანი იქნება, ვნახოთ, თვით დარვინი ამ საკითხს როგორ განიხილავდა.

მოვიტანთ ფრაგმენტებს მისი ცნობილი წიგნიდან - „სახეობათა წარმოშობა“, რომელშიც მისი შეხედულებები ღმრთისა და ქვეყნიერების ურთიერთობაზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. დარვინმა ეს წიგნი რამდნჯერმე გამოსცა, ამასთან, უკანასკნელად - სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაშასადამე, ამ შეხედულებებს იგი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა, პირველ რიგში, საგულისხმო და საყურადღებოა ეპიგრაფები. წიგნის დასაწყისში პირველი ეპიგრაფი: მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებით შეგვიძლია, უკიდურეს შემთხვევაში, შემდეგი რამ დავუშვათ: ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები გამოწვეულია არა საღმრთო ძალის ცალკეული ჩარევებით, ძალისა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავის ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენს, არამედ საერთო კანონების დადგინებითა და არსებობით“ - უდველი. აქ, როგორც ვხედავთ, არამც და არამც უარყოფილი არ არის თვით საღმრთო ძალის არსებობა და მნიშვნელობა სამყაროს წარმოშობის საკითხში. მეორე ეპიგრაფი სიტყვა „ბუნებრივის“ მნიშვნელობას განმარტავს. მესამე ეპიგრაფი უკვე მათ წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც სურთ, ადამიანური გონება ღვთიურ გონებას დაუპირისპირონ და განვითარების დარვინისტული თეორია ანტირელიგიური მიზნებით გამოიყენონ. „ამიტომ დავასკვნით, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც სწორი დამოკიდებულება არა აქვს ჯანსაღი აზრის მიმართ, არ ეგების, ფიქრობდეს ან, მით უმეტეს, ამტკიცებდეს, რომ ადამიანს შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს და ამომწურავად შეისწავლოს ღმრთის სიტყვა, ღმრთისმეტყველება ანდა ფილოსოფია. მაგრამ, დაე, ადამიანები ამ მიმართულებით ან უსასრულო სრულქმნილებისაკენ მიილტვოდნენ ან წარმატებას ესწრაფოდნენ“ - ბეკონი. მეცნიერების პროგრესი.

მთელი ნაშრომისათვის წამძღვარებული ეს ეპიგრაფი იმდენად ნათლად მეტყველებს, თვით დარვინი როგორ და რომელ მსოფლმხედველობას იცავდა და უჭედა მხარს, რომ ყოველეგვარი კამათი აქ, უბრალოდ, ზედმეტად მიგვაჩნია. ეს ეპიგრაფები საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა წიგნის დამამთავრებელი სიტყვები, რითაც დარვინი, ფაქრობრივად, სახეობათა წარმოქმნის საკუთარ თეორიას აჯამებს: „ყველა ეს მშვენივრად აგებული ფორმა, ერთმანეთისაგან ესოდენ განსხვავებული და, ამავე დროს, ერთმანეთზე ესოდენ დიდებულად ურთიერთდამოკიდებულნი, იმ კანონთა წყალობით შეიქმნა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დღემდე მოქმედებენ. ყველაზე ფართო გაგებით, ამ კანონების არსი - ზრდა და კვლავწარმოება, მემკვიდრეობითობა, თითქმის გარდუვალად რომ გამომდინარეობს კვლავწარმოებიდან, ცვალებადობა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ცხოვრების პირობათა მოქმედებაზე და ვარჯიშსა და უვარჯიშებლობაზეა დამოკიდებული. იმდენად მაღალია გამრავლების პროგრესია, რომ მას სიცოცხლისათვის ბრძოლასთან და მის შედეგთან - ბუნებრივ შერჩევასთან მივყავართ, რასაც ნაკლენად სრულყოფილი ფორმების კვდომა მოჰყვება. ამრიგად, ამ მძვინვარე ბრძოლიდან, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს, შიმშილიდან და სიკვდილიდან, უშუალოდ გამომდინარეობს ისეთი მაღალი შედეგი, როგორის წარმოდგენაც კი გონებას შეუძლია, - ცხოველური სიცოცხლის უმაღლეს ფორმათა წარმოქმნა. სიცოცხლის შესახებ ასეთ შეხედულებაში არის სიდიადე, - სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ძალა იმთავითვეა შემოქმედის მიერ ჩადებული ფორმათა ან უმნიშვნელო რაოდენობაში, ან მხოლოდ - ერთში. ამასთან ერთად, ჩვენი პლანეტა დღესაც აგრძელებს სივრცეში თავისი გზით გარშემოვლას მიზიდულობის უცვლელი კანონების ძალით. სწორედ მისი სივრციდან დაიწყეს გაჩენა და დღესაც აგრძელებენ გაჩენას განსაცვიფრებლად სრულყოფილი და მშვენიერი ურიცხვი ფორმები“. ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი - „სახეობათა წარმოშობა“.

თავის არანაკლებ ცნობილ ნაშრომში: „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“, დარვინი თავში - „ღმრთის იდეის წარმოშობა“ - წერდა: „უნდა აღინიშნოს, რომ საკითხს ღმრთის იდეის წარმოშობის შესახებ არაფერი საერთო არა აქვს თვით შემოქმედი ღმრთის არსებობის საკითხთან, საკითხთან, რომელზედაც კაცობრიობის მრავალ უდიდეს გონებათა პასუხი დადებითი იყო“.

„ჩემზე, - ამბობს დარვინი სხვა ადგილას, - გაცილებით უფრო მძაფრ და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა წყარო, რომელიც ღმრთის არსებობაში გვარწმუნებს და რომელიც გონებიდან მომდინარეობს და არა გრძნობიდან. ასეთი რწმენა ჩნდება უკიდურესი სირთულიდან და შეუძლებლობიდანაც კი, უსაზღვრო და გასაოცარ სამყაროს განვიხილავდეთ ადამიანთან ერთად, რომელიც დაჯილდოებულია წარსულის განსჯისა და მომავალზე ფიქრის უნარით (რაც არის შეედეგი ბრმა შემთხვევის ან აუცილებლობისა). ყოველივე ამაზე ფიქრი მაიძულებს, ვაღიარო პირველმიზეზი, რომელიც, გარკვეულწილად, ფლობს ადამიანურ ინტელექტს; ამიტომ თეისტის, ე.ი. ღმრთის მორმწუნის სახელს ნამდვილად ვიმსახურებ“.

ლუი პასტერი (1822-1895 წწ.) - „დადგება ჟამი, როდესაც ჩვენი თანამედროვე ფილოსოფიის სისულელეებს სასაცილოდ აიგდებენ. რაც უფრო მეტს ვმუშაობ, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ ბუნების შესწავლას, მით უფრო მოწიწებული და მოკრძალებული განცვიფრება მიპყრობს შემოქმედის საქმეთა მიმართ. ლაბორატორიაში მუშაობის დროს ყოველთვის ვლოცულობ“ (Журнал «Вера и разум»; 1905, № 9, გვ. 370).

ნ.ი. პიგოროვი (1818-1891 წწ.) თავის ცნობილ „დღიურში“ წერს: „რწმენა და უმაღლესი არსება, როგორც სიცოცხლის წყარო, სამეცნიერო მტკიცებებს არ ეწინააღმდეგება. მე რომ ღმრთის არსებობის უარყოფა მომესურვებინა, ამას ვერ შევძლებდი ისე, ჭკუიდან რომ არ შევშლილიყავი. თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ შემთხვევიდან - შემთხვევამდე ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში გადასვლას ძუძმწოვრების სახეობამდე მივყავართ, აქედან კი ერთი ხელის გაწვდენაღა რჩება ადამიანამდე, რომლის გონებაც, ბოლოს და ბოლოს, გაუმხელს და გაუმჟღავნებს მას, რომ მის წარმომქმნელ უჯრედს არსებითად არაფერი არ განასხვავებს სხვა ცოცხალი უჯდრებისაგან, და რომ მხოლოდ გარემოს, შემთხვევისა და დროის წყალობით უჯრედისაგან წარმოიქმნა და განვითარდა ადამიანი ან მისი მონათესავე მაიმუნი. ამ დოქტრინის მიმდევრობამ პიედისტალზე აიყვანეს შემთხვევა, შემთხვევით შეცვალეს ღმერთი, და როგორც ზედმეტი ხარახურა, ისე მოისროლეს სამყაროში არსებული გეგმაც და მიზანშეწონილობაც. დოქტრინაში წარსული აწმყოსთანაა შეთანხმებული. და ეს მისი მიმზიდველი მხარეა; ყველაფერი დაბადებულია, და არა - შექმნილი. მაგრამ რას წარმოადგენს ეს შემთხვევა ორიგანული წარმომქმნელი ძალის გარეშე, რომელსაც გარკვეულ დაჯგუფებებამდე მივყავართ, - არ ვიცი. ან იქნებ საერთოდ არც არსებობს შემთხვევა, ან იქნებ შემთხვევასა და ყველა იმ მოქმედებასა და მიზეზს შორის კავშირი არსებობს? ასეთი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შემთხვევა, არც მეტი, არც ნაკლები, იძენს მოქმედების სტატუსს, რისი მიზეზებიც სრულიად უცნობია, მრავალი მოვლენის შესახებ კი მართლაც შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ არც არასოდეს გახდება ცნობილი“.

ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წწ.) - მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. 1930 წლის ნოემბერში აინშტაინმა ჟურნალისტს, რომელიც ღმრთის არსებობის შესახებ მისი შეხედულება აინტერესებდა, უპასუხა:

„ჩემი რელიგია - ესაა მდაბალი, მოწიწებული აღფრთოვანება უსაზღვრო გონიერების წინაშე, რომელიც თავის თავს სამყაროს ამ ნამცეცა, უწვრილმანეს დეტალებშიც ავლენს, მხოლოდ ნაწილობრივ რომ ძალგვიძს ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენი გონებით. სამყაროს აგებულების უმაღლესი ლოგიკური სიმწყობრისადმი ღრმა ემოციური რწმენა გახლავთ სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა“.

„იცოდე, რომ სამყაროში ბევრი ისეთი რამ არსებობს, რომლებიც რეალურად არსებობენ, მაგრამ რომლებიც შეუმეცნებელია ჩვენთვის და თავის თავში უმაღლეს სიბრძნესა და უმაღლეს სილამაზეს შეიცავენ, იცოდე და გრძნობდე, - ესაა სწორედ წყარო ჭეშმარიტი რელიგიურობისა. ამ აზრით, მე რელიგიურ ადამიანებს მივეკუთვნები“.

ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს ფიზიკის სფეროში. მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს მას, როგორც ღვთისმეტყველს, რომელმაც ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები დაწერა.

ზოგჯერ ეკლესიას განიკითხავენ, რომ იგი თითქოსდა მეცნიერების მოწინავე და საუკეთესო წარმომადგენლებს დევნიდა. სანიმუშოს კოპერნიკის, გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებას ასახელებენ ხოლმე.

ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წწ.) - ასტრონიმიის პროფესორი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელი, ერთ-ერთი ტიტანი აზრის, ენერგიის, ხასიათის მრავალმხრივობისა და განსწავლულობის თვალსაზრით, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, უვერცხლო ექიმი, კათოლიკურ-ლუთერანული კრების (1513-1517 წწ.) თვალსაჩინო მონაწილე, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი. ალბათ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, კოპერნიკის აღმოჩენის არსი მოკლედ იმაში მდგომარეობს, რომ მზე კი არ ბრუნდავს დედამიწის გარშემო, არამედ დედამიწა - მზის გარშემო. კოპერნიკი კათოლიკური ეკლესიის ერთგულ მსახურად რჩებოდა, ცდილობდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცი ქრისტიანი, ესწრაფვოდა ცხოვრებაში ქრისტეს მცნებათა შესრულებას, ყველა უქონელს უანგაროდ უწევდა სამედიცინო-საექიმო დახმარებას. ეკლესიის მხრიდან არანაირი დევნა არ განუცდია და მეგობრებით გარშემორტყმული მშვიდობიანად გარდაიცვალა თავის სამშობლოში.

ეპოქა, რომელშიც კოპერნიკი, ბრუნო, გალილეი ცხოვრობდნენ, მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა. კერძოდ, ჯერ კიდევ ცოცხლობდა ძველ დროთა ტრადიცია, - ჭეშმარიტება განესაზღვრათ და დაეკანონებინათ ძალადობის გზით. პირველ რიგში, იმ ეპოქაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაცრი დიფერენციაცია. იმ დროში მეცნიერებაც და დასავლეთ-ევროპული ფილსოფიაც ჯერ მხოლოდ თავიანთი საერთო დედის - რელიგიის ფრთებქვეშ იმყოფებოდა და რელიგია ორივეს იცავდა და მფარველობდა.

ის ადამიანები, რომელტაც გალილეი გაასამართლეს, ერთსა და იმავე დროს ეკლესიის წარმომადგენლებიც იყვნენ და მეცნიერებისაც. ხოლო ჯორდანო ბრუნოს გასამართლებისას წმინდა პოლიტიკური მომენტებიც ჰქონდათ მხედველობაში. შესაძლოა, იგი ასე არც დაღუპულიყო, მის მიმართ სამონასტრო შემოსავლებისა და მისი ქონების წინააღმდეგ გამოსვლის ბრალდება რომ არ წამოეყენებინათ. როგორც ეს უტყუარი, ნამდვილი დოკუმენტებითაა დამოწმებული და დადასტურებული, დაკითხვის დროს ინკვიზიტორებს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე ჰქონდათ კონცენტრირებული (გადატანილი). რას ვიზამთ, არ უყვართ ადამიანებს, როცა მათ ქონებას ართმევენ!


დასკვნა

ის, ვინც ქრისტიანული რელიგიის უფრო დაწვრილებით შესწავლას გადაწყვეტს, დაე, თვითონ შეუდგეს მის კითხვას. სიტყვა „სახარება“ „სასიხარულო ცნობას“ ნიშნავს. შეტყობინება და უწყება ახალი სიცოცხლის შესაძლებლობისა სამყაროში „ახალი ადამიანის“ შობის შესახებ, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი, დედამიწაზე იესო ქრისტემ მოიტანა. ის ამქვეყნად მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანთა ხვედრის, ადამიანთა ცხოვრების თანამოაზრე ყოფილიყო, მოვიდა, რათა ხალხისათვის მიეცა მოძღვრება, რომელიც ცეცხლს ჰგავს, ცეცხლს, რომელსაც ადამიანთა ჩამქრალი სულების ანთება შეუძლია. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს (ლკ. 12,49).

ის ამქვეყნად მოვიდა, ადამიანებისათვის თავისუფლება რომ ესწავლებინა. „ახალი ადამიანი“, სახარების მიხედვით, ისაა, ვინც თავის თავში სძლია ყველა გამოცდას, საცდურსა და განსაცდელს (რომელთაც ქრისტემ სძლია) და ვინც ქრისტეს მცნებებს ასრულებს. იყავით თქვენ ისეთივე სრულქმნილნი, როგორი სრულქმნილიცაა მამა თქვენი ზეციერი, იყავით მოწყალენი, ეძიებდით სიმართლეს, შეიცანით ჭეშმარიტება, გახდით ძენი სიმართლისანი.

მცნებებს ღმრთისადმი სიყვარულისა და ადამიანებისადმი, როგორც ძმებისადმი სიყვარულის შესახებ ძველი წარმართული სამყარო არ იცნობდა. მას შემდგომ კაცობრიობის ისტორია ორ პერიოდად განიყოფება - ქრისტემდე (ჩვენს ერამდე) და ქრისტეს აქეთ (სწორედ ქრისტეს შობიდან იწყება ახალი წელთაღრიცხვა), ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის მოცემულმა სახარებამ ადამიანთა შეგნებაში, მათ ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა; იმ ფასეულობათა გადაფასება გამოიწვია, რითაც ძველი სამყარო ცხოვრობდა. სახარება არის ახალი სიცოცხლისათვის ხმობილთა რელიგია. მაგრამ მოხმობილი და მოწოდებული ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ამავე დროს, ყველა მოწოდებულში როდი ხდება ახალი სიცოცხლისაკენ სულიერი ფერისცვალება, რადგან როგორც ძველმა წინასწარმეტყველმა თქვა: მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი (მთ. 20,16).

სახარების თანახმად, ცხოვრება - ესაა ადამიანის სულში სინათლის წყვდიადთან ბრძოლა: ბრძოლის ველი -ადამიანის გულია. ეს ბრძოლა მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორიაშიც. ისტორია - ესაა მოვლენათა განუწყვეტელი მონაცველობა. იცვლება ცხოვრების ნორმები, იცვლება ცნებები, ბერდება და ქრება ტრადიციები, ემხობიან და ნადგურდებიან ადამიანთა კერპები, მაგრამ მოვლენათა, მოძღვრებათა და იდეათა ამ მარად მღელვარე ოკეანეში უცვლელი რჩება ერთი სწავლება: გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული, თუ ვინმე თავს დასდებს თავისი მეგობრისათვის.

ქრისტემ ეს მცნება არა მარტო ასწავლა ადამიანებს, არამედ პირველად თვითონვე აღასრულა იგი, მსხვერპლად გაიღო რა საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის გადასარჩენად.

გაივლის საუკუნეები, ათასწლეულები, ერთმანეთს შეცვლიან სწავლებანი, მაგრამ ქრისტეს ეს მცნება მუდამჟამს ყოვლადსრულქმნილ, შეუცვლელ და შეუდარებელ მცნებად დარჩება. ის გვანიჭებს აზრს, ძალასა და ნებას სიცოცხლისათვის.

ქრისტე - ძე კაცისა - მარადიული იდეალი იქნება, ადამიანები ყოველთვის დააფასებენ და პატივს მიაგებენ ყოველივეს, რაც სახარებიდან გვეუწყა. მისი მცნებები გზის მანათობელ ვარსკვლავად დარჩება.

ქრისტე არის ნათელი ქვეყნიერებისა, და ეს ნათელი მუდამ გაუნათებს ადამიანებს, ვიდრე ისინი დედამიწაზე იარსებებენ.

კიდევ ერთხელ გავიხსენებ დიდი რუსი ქირურგის, პროფესორ ნ.ი.პიგოროვის სიტყვებს: „მწამს, რომ ქრისტეს მოძღვრების ძირითადი იდეალი თავისი მიწუვდომლობის გამო მარადიული იქნება და ის მარადიულად მოახდენს ზეგავლენას იმ სულებზე, რომლებიც მშვიდობას ღმერთთან შინაგანი კავშირის მეშვეობით ეძიებენ. ამიტომ წუთითაც კი არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს მოძღვრება ჩვენი პროგრესის უსწორმასწორო გზაზე ჩაუქრობელ შუქურად დარჩება“.


წყარო : http://www.orthodoxy.ge/

უარმყოფელ აზრთა წყაროები

საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს სტუდენტებს, და საერთოდ, განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება?

ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება.

როდესაც მალემრწმენობით მეცნიერულ დასკვნებად ვიღებთ მტკიცებებს, რომლებსაც იმ შეხედულების (თვალსაზრისის) სასარგებლოდ მოუხმობენ, თითქოსდა ღმერთი არ არსებობს, ამით კანტის მიერ უკვე გამორკვეულ დებულებას ვივიწყებთ, რომლის თანახმად თეორიტიკული გონება ერთნაირად უძლურია, დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის არსებობა, სულის უკვდავება და ნების თავისუფლება. ეს ობიექტები და ეს საკითხები სწორედ ამიტომ იწოდებიან ტრანსცენდენტურებად (ისინი მეცნიერების საზღვრებს მიღმა არიან).

გონებით შეგვიძლია მხოლოდ გარეგანი ფაქტი შევიმეცნოთ, და არა საგანი თავის თავში. მთელი სამყარო, რომდენადაც იგი დროსა და სივრცესთანაა დაკავშირებული, ამდენად ობიექტურად შეუმეცნებადია, რადგან დრო და სივრცე ჩვენი ცნობიერების სუბიექტური ფორმებია, რომელთაც სამყაროს მივაკუთვნებთ ხოლმე. აქედანაა გამონათქვამი: „სამყარო - ეს მე ვარ“. ჩვენი შეგრძნებების, აღქმებისა და წარმოდგენების სუბიექტურობას კიდევ უფრო ზუსტად განმარტავს შემეცნების ფსიქოლოგია. ჩვენს მეირ აღქმული ფერი, ტემპერატურა, გემო ჩვენი შეცნობის გარეშე თავისთავად არ არსებობენ (უკუაღიარებას ფსიქოლოგიაში გულუბრყვილო რეალიზმი ეწოდება). თვით მატერიის შეცნობაც კი არ ძალგვიძს ისე, როგორც ის არსებობს, იმიტომ რომ მისი სპეციფიკური თვისებები - მასა, სიმკვრივე და სიმძიმე - სუბიექტურია.

საერთოდ, საგნებს ისე კი არ ვხედავთ, როგორც არსებობენ, არამედ ისე, როგორც მათ პიროვნული, სუბიექტური თვალსაწიერიდან აღვიქვამთ.

მით უფრო არ ძალგვიძს მეცნიერულ-შემეცნებითი უნარებით საგანთა მიღმა არსებულის, ე.ი. საგანთა არსის, და მით უმეტეს - პირველარსის, ე.ი. ღმერთის წვდომა. აი, ამიტომაა შეუძლებელი მეცნიერებისათვის ღმრთის არსებობის უარყოფა, რადგან ეს თემა ისევე, როგორც არსთა მთელი სფერო, უკვე მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება!

ისეთი თანამედროვე ფილოსოფოსები, როგორებიც არისნ ბერგსონი, ლოსკი, კანტზე შორსაც მიდიან, როდესაც აღიარებენ და ცდილობენ ღმერთის არსებობის გონებითაც დასაბუთებას. სხვათა შორის, უკვე ამ მიმართულებით გენიალური ნაბიჯები ვ.ს.სოლოვიოვმა გადადგა.

მეორე ჩვენი ცდომილება მეცნიერების მეცნიერთა შეხედულებებთან გაიგივებაა. ზოგჯერ ეს შეხედულებები მართლაც უპირისპირდებიან რელიგიას, მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვევა ხოლმე, რომ ისინი უპირისპირდებიან არა მარტო რელიგიას, არამედ ბუნებასაც და ჭეშმარიტ მეცნიერებასაც, რომელიც ბუნების ნამდვილ მოვლენებს ასახავს. ამ დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობას სწორედ ის გარემოება განაპირობებს, რომ ეს და მსგავსი შეხედულებები იმდენად ობიექტურ ბუნებას არ ასახავენ, რამდენადაც მეცნიერთა გემოვნებას, გემოვნებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდილობს მეცნიერებისათვის მიუწვდომელ იმ სფეროსად გადასწვდეს, საიდანაც როგორც რწმენის, ისე ცრურწმენის სამეფო იწყება.

ეგრეთ წოდებული მეცნიერული ათეიზმი ნამდვილად უპირისპირდება რელიგიას, მაგრამ ათეიზმი წარმოადგენს მხოლოდ ზოგიერთი სწავლული ადამიანის ვარაუდს - დაუსაბუთებელსა და დაუმტკიცებელს.

ათეისტების მცდელობა, როგორმე დაამტკიცონ ის, რისი დამტკიცებაც შეუძლებელია, უნებლიედ გვაგონებს პუშკინის სტრიქონებს:

Художник варвар кистью - сонной
Картину гения чернит
И свой рисунок беззаконный
Над ним бессмысленно чертит.

თეორია, რომლის თანახმად სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, არათუ მეცნიერულად დასაბუთებულ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, არამედ - სრულიად გარეშემეცნიერულია. ეგრეთ წოდებული დარვინიზმი, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანი ევოლუციის მეშვეობით ცხოველთა დაბალი სახეობიდან განვითარდა და ღმრთაების შემოქმედებითი აქტის პროდუქტი არ არის, მხოლოდ ვარაუდი, მხოლოდ ჰიპითეზა აღმოჩნდა, უკვე მოძველებული თვით მეცნიერებისთვისაც კი. ეს ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება არა მარტო ბიბლიას, არამედ თვით ბუნებასაც, რომელიც ერთგულად ცდილობს ყოველი სახეობის სიწმინდის შენარჩუნებას და არ იცნობს თვით ბეღურიდან მერცხლის სახეობისკენ განვითარებისა და გადასვლის ფაქტს. უცნობია მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის ფაქტები. სინამდვილეში ვხვდებით საპირისპირო ფაქტებს. მოვიყვანთ „ყურანიდან“ მუჰამედის მიერ გამოთქმულ ერთ აზრს: „ზოგიერთი ადამიანი ცოდვების გამო ღმერთმა მაიმუნად გადააქცია“.

ჩვენი დროებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანის მაიმუნად მორალური გარდაქმა-გადაქცევა.

ადამიანი, როდესაც რომელიმე დაბალ ვნებას ემონება, ვთქვათ, ისეთს, როგორიცაა თრობა, თავდაპირველად სასიამოვნო და სასიხარულო შეგრძნება უჩნდება, მაგრამ შემდეგ თანდათან უგუნურდება და სულელდება, ცხვარს ემსგავსება. ხოლო სმას თუ გააგრძელებს, თავის თავს უკვე ლომად წარმოიდგენს, მზვაობარი და ცოფიანი ხდება; რაც უფრო მეტს სვამს, სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაიმუნს - ხტუნავს, იმანჭება, ათასგვარ სისულელეს სჩადის, ხოლო ცნობიერების დაკარგვამდე უგონოდ მთვრალი უკვე ღორად „გადაიქცევა“ და ტალახში ღორივით გაწვება. განა ყოველდღიურად არ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს ცხვრებად, ლომებად და მაიმუნებად „გადაქცევას“? მაგრამ დედამიწის მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი მაიმუნი, ადამიანივით ეაზროვნა. ამავე დროს, ზედმეტი იქნებოდა, შეგვენიშნა, - მან, ვინც მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის პროცესი წარმოგვიდგინა, თავისი შეცდომა უარყო და ღმრთის წინაშე მდაბლად მოინანია.

თეორეტიკოსები, რომელთათვისაც თავიანთი ტენდენციები ჭეშმარიტებაზე ძვირფასია, საკუთარი ჰიპოთეზის დასაცავად ცრუ მტკიცებებსაც კი მიმართავენ. როდესაც ამ ჰიპოთეზის უარმყოფელ ფაქტებს აწყდებიან, მაშინ აცხადებენ: „მით უარესი ფაქტებისთვის“. რადგან ისინი მოცემული თეორიის გამამართლებელ ფაქტებს ვერ პოულობენ, თავადვე „თხზავენ“ ფაქტებს. ცნობილია ჰეკელის სახელთან დაკავშირებული „სამი კლიშეს“ თეორია. ევოლუციური თეორიის გამართლების მიზნით (რომლის მიხედვით, ადამიანი, მაიმუნი და ძაღლი ერთნაირი ჩანასახიდან ვითარდება), თავის ანთროპოლოგიაში დაბეჭდა ამ ჩანასახთა სამი ნეგატივი. სამივე სინამდვილეში ერთი ნეგატივის პროდუქტები აღმოჩნდა. ისინი ჰეკელმა ისე დაბეჭდა, რომ ნეგატივები მისი ჰიპოთეზისათვის არასასურველი დეტალებისაგან გაწმინდა. პირველად ნაყალბევი ცნობილმა ემბრიოლოგმა გისმა შენიშნა, რაც შემდეგ თვით ჰეკელმაც აღიარა, თავი კი იმ „არგუმენტით“ იმართლა, რომ ჩემი ვარაუდის ჭეშმარიტებაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებულიო. ამ ნაყალბევის გამო ენერგიული პროტესტი გამოხადა 50 მეცნიერმა, მათ შორის, რუსმა მეცნიერმა ხვოლსონმა, რომელმაც დაწერა ბროშურა „კოშუტის მეთერთმეტე მცნება“ (ეს მცნება შეგვაგონებს: „ნუ წერ იმის შესახებ, რაც არ იცი“).

მეორე „მტკიცება“ ეყრდნობა 1891 წელს მეცნიერ ლობუას მიერ კუნძულ იავაზე ნაპოვნ ძვლებს (თავის ქალის ნაწილი, სამი კბილი და ბარძაყის ძვალი), რომლებიც თითქოსდა ადამიანსა და მაიმუნს შორის გარდამავალ რგოლს წარმოადგენენ.

ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებლად მიაჩნია ცნობილ ანატომს, ვირხოვს. მას იმაშიც კი ეპარება ეჭვი, ეს ძვლები, რომლებიც ერთმანეთისგან 16 მეტრის დაშორებით იპოვნეს, საერთოდ ერთი და იმავე ორგანიზმის კუთვნილებას წარმოადგენდეს. ვირხოვმა ამხილა და კრიტიკულად გაანალიზა პრუსიაში ნეანდერტალის ველზე 1856 წელს აღმოჩენილი „ნეანდერტალელის თავის ქალაც“, რომელიც პირველყოფილ ადამიანს მიეწერება, და დაასაბუთა (ბიბლიაში მითითებული ფაქტი), რომ ეს „სახეობები ფიქსირებულია“, ჩაკეტილია და დარვინის ამგვარი დაცვის ყოველგვარი მცდელობა იმ წყალწაღებულ კაცს მოგვაგონებს, ხავსს რომ ეჭიდება.

ვირხოვი ამბობდა: „ცდა, ეპოვნათ ცხოველისაგან ადამიანისაკენ გარდამავალი საფეხური, სრული წარუმატებლობით დასრულდა“. მისი დაკვირვებით, ადამიანისა და მაიმუნის ანატომია ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება (კიდურები, ხერხემალი, ზურგის ტვინი, ქალის ღრუში მოთავსებული თავის ტვინი და სხვა.)

საგულისხმოა, რომ თვითონ დარვინი საკუთარ თეორიას მხოლოდ ჰიპოთეზად მიიჩნევდა (იხ. „სახეობათა წარმოშობა“ და „ადამიანის წარმოშობა“). დარვინი თავის თხზულებებში მაიმუნსა და ადამიანს შორის არსებულ თვისობრივ განსხვავებაზე მიუთითებს, კერძოდ, დანაწევრებულ მეტყველებაზე, რომელიც მარტო ადამიანს ახასიათებს.

საგულისხმოა აგრეთვე დარვინის უბის წიგნაკში (1837 წ.) ნაპოვნი ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ მას თავისი თეორიით მეცნიერული გამოკველევებისათვის მხოლოდ გარკვეული მიმართულების მიცემა სურდა. ამგვარად, დარვინიზმი ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ იგი მეცნიერებას კი არ წარმოადგენს, არამედ შეხედულებას მეცნიერთა, რომლებიც მეცნიერულად დადგენილ და დასაბუთებულ ფაქტებს უპირისპირდება.


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(100 - 118)
marine
პოსტი Jul 24 2021, 06:44 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანული რელიგია არ არის სამეცნიერო განათლების წინააღმდეგი. ქრისტიანობა კი არ არის მეცნიერების მტერი, არამედ - ადამიანში ცოდნის ნაკლებობა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2021, 11:52 AM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზედაპირული ცოდნა რელიგიას გვაშორებს, საფუძვლიანი - კვლავ გვაბრუნებს მასთან"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2021, 07:42 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რწმენა, რომელიც თავად არ ეყრდნობა ცოდნას, ცრურწმენაა და, შესაბამისად, მას უნდა დავუპირისპირდეთ"

/ალბერტ აინშტაინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2022, 08:32 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანამედროვე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს წარღვნა ნამდვილად იყო. მათ ეს დაადგინეს გათხრების შედეგად მოძიებული და ნაპოვნი აღმოჩენებით, როგორებიცაა, მაგალითად, ტროპიკულ ცხოველთა გაქვავებული ჩონჩხის პოვნა პოლარულ წრესთან და, პირიქით, ჩრდილოეთის ცხოველების ჩონჩხის პოვნით ცხელ ქვეყნებში".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2022, 07:27 PM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერება გვეძლევა მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში ჩვენი მონაწილეობის შესაბამისად, რადგან თავად მეცნიერება მხოლოდ მას ეკუთვნის, ქრისტეს ეკლესიას, რომელმაც თავიდანვე ყველაფერი სავსებით მიიღო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2022, 09:40 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერების სიძულვილი ნიშნავს, არ იშრომო ვენახის მოსაყვანად, არამედ მხოლოდ მისი ნაყოფით ტკბობა გსურდეს"

/წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2022, 07:45 PM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და სურს, ისარგებლოს ქრისტიანობის დასასუსტებლად, თავის ბავშვობაში (როდესაც ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საკუთარი საფუძვლების შეცნობას და არა აქვთ საკმარისი გამოცდილება თავისივე საწყისის გასარკვევად) შესაძლოა, მიმართული იყოს გამოცხადების ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ; მაგრამ როდესაც მომწიფდებიან და თითქოსდა მამაკაცურ ასაკს აღწევენ, მაშინ იწყებენ გამოცხადები ჭეშმარიტების დამტკიცებას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2022, 02:45 PM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიწიერი საგნებისა და მეცნიერებათა შესწავლა შესაძლოა, სასიკეთო და სასარგებლო იყოს, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი რწმენისა და ღვთის შეცნობისაგან დაშორებული არ არის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2022, 07:20 PM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განათლებას საზოგადოებისათვის კეთილი ნაყოფი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც მას საფუძვლად რწმენა უდევს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2022, 09:04 PM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდნა ბუნებრივ სინათლეს ჰგავს, გულითადი რწმენა კი - ბუნებრივ სითბოს. როგორც ხილულ სამყაროში მცენარეთა სიცოცხლე სინათლისა და სითბოს მეშვეობით ვითარდება, ასევე სულიერი ცხოვრების წარმატებაში ცოდნის გარდა გულითადი რწმენაც აუცილებელია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2022, 11:05 PM
პოსტი #111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხოლოდ სამეცნიერო განათლების სინათლე, ქრისტეს ჭეშმარიტების ნათლის გარეშე იგივეა, რაც, მთვარის შუქი მზის გარეშე, ცივი და უსიცოცხლო შუქი, უცხო და ნასესხები შუქი; იგი მხოლოდ სულის ზედაპირზე გადასრიალდება, როგორც მთვარის შუქი კლდეზე, რომელიც მის შიგნით ვერ შეაღწევს. ვერასოდეს შეძლებს, გაათბოს, გამოაცოცხლოს და გააღვიძოს ჩვენი გული შრომისა და გმირობის, მწუხარებისა და გაჭირვებისთვის!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 08:20 PM
პოსტი #112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს წინაშე გადაშლილია სამყაროს საოცარი წიგნი, რომელიც ნათლად მეტყვლებს ღმერთზე. ამ წიგნის წაკითხვა მეცნიერების მოვალეობაცაა"

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2022, 03:42 PM
პოსტი #113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერება, თუკი იგი ადამიანს ემსახურება, ღვთის ძვირფასი საჩუქარია"

/მსოფლიოს პატრიარქი ბართლომე I/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2022, 09:26 PM
პოსტი #114


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო ნიუტონი, ღმერთს ფეხზე წამოდგარი ახსენებდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2022, 06:37 PM
პოსტი #115


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლა კი მოკლედ აღვნიშნოთ რა იყო ის "წმ. ეკლის სასწაული". პასკალის პატარა დისშვილს წლების განმავლობაში სტანჯავდა საცრემლე ჯირკვლის ჩირქოვანი ფისტულა. პარიზის ყველაზე სახელგანთქმული ექიმები ვერაფერს შველოდნენ და გოგონა თანდათან ილეოდა. როცა ყველანაირი იმედი გადაწყდა, ვიღაცის რჩევით გოგონას თვალზე დაადეს წმინდა ეკალი, რომელიც "პოლე-როიალის" მონასტერში ინახებოდა, როგორც ქრისტეს ეკლიანი გვირგვინის ნეშტი. მოხდა სასწაული: გოგონა მყისიერად განიკურნა. ეს ფაქტი გახდა იმის საფუძველი, რომ პასკალისათვის ერთადერთი იმედი და ნუგეში მხოლოდ ღმერთი გამხდარიყო და მან დაიწყო წერა საკრალური წიგნისა "ქრისტიანობის აპოლოგია" (რომელიც ჩვენთან "აზრების" სახით არის მოსული), რომელმაც არანაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე მისმა მეცნიერულმა ნაშრომებმა და გამოკვლევებმა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2023, 07:06 PM
პოსტი #116


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველგვარ ბოროტებას გონება შობს, როდესაც იგი მხოლოდ მეცნიერებით იკვებება და სრულიად განშორებულია ღმერთს. ამიტომაა, რომ ასეთი ადამიანები შინაგან სიმშვიდესა და წონასწორობას ვერ პოულობენ, მაშინ, როცა ადამიანების გონება ღვთის გარშემო ტრიალებს, მეცნიერებასაც საკუთარ თავზე და სამყაროს საკეთილდღეოდ შინაგანი შრომისათვის იყენებენ და ამიტომ მათი გონება განათლებულია.

- ესე იგი, წმიდაო მამაო, მეცნიერებას ადამიანისთვის სარგებლობა არ მოაქვს?

- მეცნიერებას ბევრი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მოაქვს ბევრი ლექიც. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც საკმარისად მცოდნენი არ იყვნენ, მაგრამ გონების მეტი სინათლით გამოირჩეოდნენ, ვიდრე - უფრო განსწავლული ხალხი. ის, ვინც ღვთის მადლით გონებას განწმენდს ლექისაგან, რომელიც მასში მეცნიერებამ დააგროვა, მეტი შრომის იარაღი ექნება. მაგრამ თუ ეს იარაღები - ცოდნა - არ განიწმინდა, ისინი მხოლოდ საერო და არასულიერი საქმისთვის იქნება გამოსადეგარი".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2023, 07:21 PM
პოსტი #117


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი განათლება არ არსებობს რწმენის გარეშე! რწმენა და ცოდნა - ეს ჭეშმარიტების ორი ფრთაა, რომელთაც ადამიანის სული ზეცად აჰყავთ!

ასე რომ, განათლებული ადამიანი - სწორედ დიდი რწმენით, უფლის სიყვარულითა და ცოდნით, შემეცნების სიმდიდრით აღსავსე ადამიანს ეწოდება"

/ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2023, 11:06 AM
პოსტი #118


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯოზეფ ჯონ ტომსონი, ასევე დიდი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ამბობდა, რომ "მეცნიერების მწვერვალებიდან კარგად ჩანს ღმერთის უდიდესი საქმეები".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2024, 09:36 PM
პოსტი #119


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თვლიან, მეცნიერება და რელიგია ორი ღვიძლი და ან ძმაა, ერთი და იგივე მშობლების შვილები"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 03:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი