თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ფორუმელთა პოეზია

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 6 2007, 05:51 PM

church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო,
გადმოგაფაროთ თვის კალთა,
თან გადაგსახოთ ჯვარიო,
თქვენზე ილოცოს ზეციდან,
მტერს გაუნათოს თვალიო,
ბოროტსა გული მოულბოს,
სიკეთის მონაგარიო,
თან დაგილიცოთ ოჯახი
სიწმინდის საწინდარიო,
გადმოაფაროს თვის კალთა,
თან გადასახოს ჯვარიო.

არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა.

ალექსანდრე დიუმა

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 6 2007, 06:21 PM

ციტატა(QORBUDA @ Jun 6 2007, 02:51 PM) *

church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო,
გადმოგაფაროთ თვის კალთა,
თან გადაგსახოთ ჯვარიო,
თქვენზე ილოცოს ზეციდან,
მტერს გაუნათოს თვალიო,
ბოროტსა გული მოულბოს,
სიკეთის მონაგარიო,
თან დაგილიცოთ ოჯახი
სიწმინდის საწინდარიო,
გადმოაფაროს თვის კალთა,
თან გადასახოს ჯვარიო.

არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა.

ალექსანდრე დიუმა

გენაცვალეე :წუუბ:

რა მაგარია,ზომბი არა ვარ laugh.gif



პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jun 6 2007, 06:28 PM

QORBUDA
გაგახაროს უფალმა smile.gif ძალიან მაგარია smile.gif
სად დაიკარგე ისე ბიჯოუ ჰა? smile.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 6 2007, 07:12 PM

ციტატა(QORBUDA @ Jun 6 2007, 06:51 PM) *



არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა.

ალექსანდრე დიუმა


და თუ ნიჭი არ გაქვს? blink.gif ყველა ვარიანტში ზომბი გამოდიხარ? unsure.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jun 7 2007, 12:01 AM

QORBUDA

ციტატა
არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა.


ჰეჰ ბავშვობაში ვწერდი, ტაკ შტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 7 2007, 03:11 PM

აუ რა სისულელე თქვა ეხლა ამ დიუმამ.

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 7 2007, 04:34 PM

ციტატა(მაეასი @ Jun 6 2007, 06:21 PM) *

გენაცვალეე :წუუბ:

რა მაგარია,ზომბი არა ვარ laugh.gif

ფასანაურში ჩავრჩი, იქ ხატობაო, იქ ლომისობაო, იქ დაბადების დღე და ასე ლოთიანად დავიარებოდი smile.gif

ციტატა(tinka @ Jun 7 2007, 12:01 AM) *

QORBUDA
ჰეჰ ბავშვობაში ვწერდი, ტაკ შტო biggrin.gif

ხოდა ბავშობის დადე ძალიან სინტერესო იქნება

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 7 2007, 04:38 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 7 2007, 04:35 PM) *

QORBUDA
მე მეგონა შენ მარტო არაგვში ცხვირის გატეხვა იცოდი biggrin.gif ნიჭიერი ხარ biggrin.gif

ეგეც მეხერხება და ისაც smile.gif კაი ახლა ქება არ გინდა თორემ შეიძლება თავში ამივარდეს smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 7 2007, 04:39 PM

მამფალი

ციტატა
აუ რა სისულელე თქვა ეხლა ამ დიუმამ.

laugh.gif laugh.gif laugh.gif
რა კაცი ხარ, გავსკდი სიცილით biggrin.gif

მართლა სისულელეა ჩვენი გადმოსახედიდან, მარა იმ ეპოქაში ლექსების და პიესების წერით იყო ყველა შთაგონებული და მერე კითხულობდნენ ხოლმე მაღალმხატვრულადbiggrin.gif

ტაკ შტო, დიუმას ფრაზა აშკარად ვერ გადასწვდა საუკუნეებსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 7 2007, 04:46 PM

ციტატა(kato_Bato @ Jun 7 2007, 04:39 PM) *

მამფალი

laugh.gif laugh.gif laugh.gif
რა კაცი ხარ, გავსკდი სიცილით biggrin.gif

მართლა სისულელეა ჩვენი გადმოსახედიდან, მარა იმ ეპოქაში ლექსების და პიესების წერით იყო ყველა შთაგონებული და მერე კითხულობდნენ ხოლმე მაღალმხატვრულადbiggrin.gif

ტაკ შტო, დიუმას ფრაზა აშკარად ვერ გადასწვდა საუკუნეებსbiggrin.gif

ჩემი აზრით გადასწვდა და მრავალ საუკუნეს გადასწვდება კიდეც, რადაგან მართლა არ არსებობს ადამიანი ვისაც ერთი ურითმო ლექსი მაინც არ ჰქონდეს დაცერილი.
ასე რომ ყველაფერი ხდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jun 7 2007, 05:06 PM

QORBUDA

ციტატა
ხოდა ბავშობის დადე ძალიან სინტერესო იქნება


არაა, სისულელეა laugh.gif


პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 7 2007, 07:01 PM

ყალბი ლეექსი წაეკიდა თემას , ვეღარ მივხვდი ლექსია თუ ოფფი,
გაიხარეთ ყველამ....
კანუდოსო, კატო-ბატო, კანონისტო, მარინე და გინდაც ეგრივ,
ყველა ჩვენი ხალხია და საჭიროა სიყვარული მეტი
ურთიერთის დიდებისთვის ვიზრუნოთ და
მოღალატეს არ ვუსურვებ დაემართოს ცოფი
tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif

გონია რაღაცა გამოვიყვანე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2007, 03:45 PM

ციტატა(abo @ Jun 7 2007, 08:01 PM) *

ყალბი ლეექსი წაეკიდა თემას , ვეღარ მივხვდი ლექსია თუ ოფფი,
გაიხარეთ ყველამ....
კანუდოსო, კატო-ბატო, კანონისტო, მარინე და გინდაც ეგრივ,
ყველა ჩვენი ხალხია და საჭიროა სიყვარული მეტი
ურთიერთის დიდებისთვის ვიზრუნოთ და
მოღალატეს არ ვუსურვებ დაემართოს ცოფი
tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif

გონია რაღაცა გამოვიყვანე.


ვაიმე, რა საყვარელი ლექსია!!! wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: lashiko_90 თარიღი: Jun 11 2007, 12:12 AM


მანდილოსნებს!

ანგელოზი ხორცშესხმული ფრთოსანი,
მოდით ძმანო ვაქოთ მანდილოსანი,
ის ლამაზი იადონი-მგოსანი,
ჩვენი გულის ნაზი ვარდი-სოსანი.

ნუ გვიწყრებით სულის ტურფა იანო,
მოგვიტევეთ ბრალნი თელა-მზიანნო,
კაცის გული უძღებია ტატანნო,
რა ვქნა, ჩემთვის ლალები ხართ, ნეტარნო!

ვ ა ჟ ა უ რ ი

ლექსი ვერ გიძღვენ კარგადა,
სიტყვები მომდის მცდარადა
ჯერეთ უცდელსა, მტკნარადა
სათქმელი მითქვამს წყნარადა,
გული მაითხოვს ამადა
სახვეწროს გვედრებ წრფელადა:
„ღმერთო ეგების უქმადა
არა ვიარო ქვეყნადა!“

* * *
თექვსმეტი წლის ხარ, თვალწინ გეშლება
კვლავ იდუმალი შენი ცხოვრება,
შეუცნობელი და უწვდომელი,
ლამაზ ფერებად წუთისოფელი,

ალბათ ათასჯერ მიფიქრია მასზე ამაოდ,
რადგან ათასჯერ ხელნაკრავი დავრჩი საბრალოდ,
მაგრამ ათასჯერ რომ გავწბილდე მაინც უწყალოდ,
კიდევ ათასჯერ არ შევიცვლი ამ აზრს უბრალოდ!

ჩემთვის ცხოვრება ბრძოლა გახდა დაუნდობელი,
და ამ ბრძოლაში გამარჯვების ცისად მთხოველი,
ისევ წყალობას ღვთისამიერს ამად მოველი,
რომ გავხდე ერის სიხარულის ღირსად მპოველი.

* * *

ქართველი იყოს ოღონდ ქართველი,
დაღლილი ერის მაცოცხლებელი,
მამულის ხსნისთვის მუდამ მრედ მვლელი
და დედა ღვთისას მახარობელი!



მანდილოსნებს!

ანგელოზი ხორცშესხმული ფრთოსანი,
მოდით ძმანო ვაქოთ მანდილოსანი,
ის ლამაზი იადონი-მგოსანი,
ჩვენი გულის ნაზი ვარდი-სოსანი.

ნუ გვიწყრებით სულის ტურფა იანო,
მოგვიტევეთ ბრალნი თელა-მზიანნო,
კაცის გული უძღებია ტატანნო,
რა ვქნა, ჩემთვის ლალები ხართ, ნეტარნო!

ვ ა ჟ ა უ რ ი

ლექსი ვერ გიძღვენ კარგადა,
სიტყვები მომდის მცდარადა
ჯერეთ უცდელსა, მტკნარადა
სათქმელი მითქვამს წყნარადა,
გული მაითხოვს ამადა
სახვეწროს გვედრებ წრფელადა:
„ღმერთო ეგების უქმადა
არა ვიარო ქვეყნადა!“

* * *
თექვსმეტი წლის ხარ, თვალწინ გეშლება
კვლავ იდუმალი შენი ცხოვრება,
შეუცნობელი და უწვდომელი,
ლამაზ ფერებად წუთისოფელი,

ალბათ ათასჯერ მიფიქრია მასზე ამაოდ,
რადგან ათასჯერ ხელნაკრავი დავრჩი საბრალოდ,
მაგრამ ათასჯერ რომ გავწბილდე მაინც უწყალოდ,
კიდევ ათასჯერ არ შევიცვლი ამ აზრს უბრალოდ!

ჩემთვის ცხოვრება ბრძოლა გახდა დაუნდობელი,
და ამ ბრძოლაში გამარჯვების ცისად მთხოველი,
ისევ წყალობას ღვთისამიერს ამად მოველი,
რომ გავხდე ერის სიხარულის ღირსად მპოველი.

* * *

ქართველი იყოს ოღონდ ქართველი,
დაღლილი ერის მაცოცხლებელი,
მამულის ხსნისთვის მუდამ მრედ მვლელი
და დედა ღვთისას მახარობელი!



მანდილოსნებს!

ანგელოზი ხორცშესხმული ფრთოსანი,
მოდით ძმანო ვაქოთ მანდილოსანი,
ის ლამაზი იადონი-მგოსანი,
ჩვენი გულის ნაზი ვარდი-სოსანი.

ნუ გვიწყრებით სულის ტურფა იანო,
მოგვიტევეთ ბრალნი თელა-მზიანნო,
კაცის გული უძღებია ტატანნო,
რა ვქნა, ჩემთვის ლალები ხართ, ნეტარნო!

ვ ა ჟ ა უ რ ი

ლექსი ვერ გიძღვენ კარგადა,
სიტყვები მომდის მცდარადა
ჯერეთ უცდელსა, მტკნარადა
სათქმელი მითქვამს წყნარადა,
გული მაითხოვს ამადა
სახვეწროს გვედრებ წრფელადა:
„ღმერთო ეგების უქმადა
არა ვიარო ქვეყნადა!“

* * *
თექვსმეტი წლის ხარ, თვალწინ გეშლება
კვლავ იდუმალი შენი ცხოვრება,
შეუცნობელი და უწვდომელი,
ლამაზ ფერებად წუთისოფელი,

ალბათ ათასჯერ მიფიქრია მასზე ამაოდ,
რადგან ათასჯერ ხელნაკრავი დავრჩი საბრალოდ,
მაგრამ ათასჯერ რომ გავწბილდე მაინც უწყალოდ,
კიდევ ათასჯერ არ შევიცვლი ამ აზრს უბრალოდ!

ჩემთვის ცხოვრება ბრძოლა გახდა დაუნდობელი,
და ამ ბრძოლაში გამარჯვების ცისად მთხოველი,
ისევ წყალობას ღვთისამიერს ამად მოველი,
რომ გავხდე ერის სიხარულის ღირსად მპოველი.

* * *

ქართველი იყოს ოღონდ ქართველი,
დაღლილი ერის მაცოცხლებელი,
მამულის ხსნისთვის მუდამ მრედ მვლელი
და დედა ღვთისას მახარობელი!




მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  1__darialani._2__shavnabada.doc ( 25.5კილობიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 788

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 11 2007, 12:13 AM

lashiko_90
შენი შემოქმედებაა?!

ყოჩაღ!:)

პოსტის ავტორი: lashiko_90 თარიღი: Jun 11 2007, 12:21 AM

დარიალანი დაიწერა დარიალის ხეობაში
მთავარანგელოზ მიქაელის და
დარიალანი დიდების მზეა, გაბრიელის სახელობის მშენება-
დარიალანი მჭექარე კლდეა, რე მონასტრის მოტივზე!
ივერთ სიმტკიცის ელვარე ფარი
და აქ იწყება ბრწყინვალე ჟამი!

კვლავ ველით, ველით იმ ბედნიერ დღეს,
როს აქ ტაძარი შეზარავს მტერს
მოაქცევს ქართლის მოყვარე-მტედ
და ჩვენც აღგვადგენს უძლეველ კლდედ,

მოდის, მოცურავს მნათობი ზეცის,
მნათობი ღამის, მნათობი წამის,
და ის ვარსკვლავი ჩრდილოის მაღლით
გამობრწყინდება დიდების ჯვარით!

მალე ვიხილავთ, თუ ვეღირსებით
ბედნიერების ცრემლთა ნაკადულს,
ვინც აქ იშრომა, ვინც აქ იღვაწა,
ყველას სახელი უკვდავ იქმნება!


შავნაბადა

მთა შავნაბადა, ვინ დაბადა? გამარჯვებული,
შავი ნაბადით შემოსილი წმინდა გიორგი,
ღვაწლით მოსილი ხელაღპყრობით ავედრებს უფალს,
შავნაბადაზე მოღვაწეთა სულთა ცხოვრებას.

შავნაბადას მთა სავანეა ჩვენთვის ძვირფასი,
არა უბრალოდ მთა ან ბორცვი, ამაღლებული,
არის სავანე ახლადშობის, ღმერთთან ერთობის,
სულის განწმენდის,მოღვაწების, დაუცხრომლობის.

აქ შრომის მადლმა აგვიშენა ჩვენ შავნაბადა,
აქ გოჯი მიწაც გაჟღენთილა დაღვრილი ოფლით,
აქ ბევრმა კაცმა იცხოვრა რა სარწმუნოებით,
მყისვე მიიღო მოწყალება მდიდარი ღვთისა.

დღეს შავნაბადა დედა არის სხვა მონასტრების,
ოდესღაც პირმშოდ , ობლად მყოფი, დაღონებული,
დღეს ძლიერია და ხმაც მისი როგორც საყვირი,
აღვიძებს ჩვენი საქართველოს მთვლემარე შვილებს!
ლაშა ჭკუასელი



ციტატა(lashiko_90 @ Jun 11 2007, 12:15 AM) *

დარიალანი
დარიალანი დიდების მზეა,
დარიალანი მჭექარე კლდეა,
ივერთ სიმტკიცის ელვარე ფარი
და აქ იწყება ბრწყინვალე ჟამი!

კვლავ ველით, ველით იმ ბედნიერ დღეს,
როს აქ ტაძარი შეზარავს მტერს
მოაქცევს ქართლის მოყვარე-მტედ
და ჩვენც აღგვადგენს უძლეველ კლდედ,

მოდის, მოცურავს მნათობი ზეცის,
მნათობი ღამის, მნათობი წამის,
და ის ვარსკვლავი ჩრდილოის მაღლით
გამობრწყინდება დიდების ჯვარით!

მალე ვიხილავთ, თუ ვეღირსებით
ბედნიერების ცრემლთა ნაკადულს,
ვინც აქ იშრომა, ვინც აქ იღვაწა,
ყველას სახელი უკვდავ იქმნება!
შავნაბადა

მთა შავნაბადა, ვინ დაბადა? გამარჯვებული,
შავი ნაბადით შემოსილი წმინდა გიორგი,
ღვაწლით მოსილი ხელაღპყრობით ავედრებს უფალს,
შავნაბადაზე მოღვაწეთა სულთა ცხოვრებას.

შავნაბადას მთა სავანეა ჩვენთვის ძვირფასი,
არა უბრალოდ მთა ან ბორცვი, ამაღლებული,
არის სავანე ახლადშობის, ღმერთთან ერთობის,
სულის განწმენდის,მოღვაწების, დაუცხრომლობის.

აქ შრომის მადლმა აგვიშენა ჩვენ შავნაბადა,
აქ გოჯი მიწაც გაჟღენთილა დაღვრილი ოფლით,
აქ ბევრმა კაცმა იცხოვრა რა სარწმუნოებით,
მყისვე მიიღო მოწყალება მდიდარი ღვთისა.

დღეს შავნაბადა დედა არის სხვა მონასტრების,
ოდესღაც პირმშოდ , ობლად მყოფი, დაღონებული,
დღეს ძლიერია და ხმაც მისი როგორც საყვირი,
აღვიძებს ჩვენი საქართველოს მთვლემარე შვილებს!
ლაშა ჭკუასელი



ავტვირთე ჩემი რამოდენიმე ლექსი! თუ ინებებთ გადაიკითხეთ! ფორუმის დეტალები კარგად არ ვიცი ამიტომ რამოდენიმეჯერ შემთხვევით ავტვირთე ლექსები, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი!!!

პოსტის ავტორი: lashiko_90 თარიღი: Jun 11 2007, 12:46 AM

დარიალი

როცა პირველად ავედი მთაში,
მყინვარის რისხვით გაპოხილ წყალში
ვიგრძენი დიდი წყალობა ღვთისა,
იდუმალება მოხევურ მთისა.

აქ სასტიკია კლდეების მზერა,
მუქარით სავსე ამაყი ცქერა,
მძვინვარე თერგის მედგარი ბრძოლა,
დარიალის ხევს მგრგვინავი ძრწოლა.

აქ არის ქვეყნის დიდი კარიბჭე,
აქ არის ერის დიდი საუნჯე,
აქ ქართლის ხსნისთვის ამოზრდილა ხე,
და სვეტიცხოვლით გვიმტკიცებს ფესვებს.

ხდის ხეობაში ტაძარი დიდი
და მონასტერი ძლევით მოსილი,
უფლის წყალობით უხვადმოსილი
და სიყვარულით შემოსაზღვრული,

არს და იქნება ერის დიდება,
მარადისობის შესისხლხორცება,
ნათლის შარავანდის მშვენიერება,
ძველი დიადემის დაგვირგვინება!

ნარკომანია
„ვუძღვნი ნარკომანიის სენით დაავადებულებს“
საზარელია, როს ქართველი თვის სულს გაჰყიდის,
სატირალია, როს ბრძოლაში ფარ-ხმალს გადაჰყრის,
უბედურია, როცა გლოვა დედის არ ესმის,
შვილის ცრემლები ვეღარ ათბობს მის გულს გაყინულს,

-„მაგრამ!“ იმ ქართველთ ძარღვებში ხომ ისევ ქართული,
ისევ დიადი წინაპრების სისხლი გრიალებს,
ვინ აღუდგება სინანულის ცრემლით დათოვლილს,
მხურვალე ლოცვით გულშემუსვრილს, რომელი მტერი?

რადგან იმედი არ მოკვდება უკუნისამდე
და ვერაფერი შეგვაჩერებს მებრძოლთ მიზნამდე,
ის დაგვრჩენია, რომ უძლურნი დღესდღეისობით
წამოვაყენოთ და ხვალ კვლავაც ერთად ვიბრძოლოთ!
ლაშა ჭკუასელი

მადლობთ! მადლობთ! თუ გინდა კიდევ მაქვს სხვა ლექსების. ისე არ იფიქრო ეხლა რომ ვითომ ჩემი ლექსები არ იყოს. არავის არ ჯერა , რომ მე დავწერე.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 11 2007, 01:45 AM

თანაფორუმელს ქათინაური
არ უთხრა...
ნეოლოგიამ შეგვახსენა დისტანცია,
ნათქვამს ხომ უკან ვერ დააბრუნებ
ქალს ამპარტავნობა
გულს უხრავს...
ამპარტავნობა კარგავს სიყვარულს ,
არ ინდობს არც მეგობრობას ,
ქალის ახლობლობას ერიდეთო
უნდა მოუსმინო თხრობას.
ბევრი მოუსმინე და ბევრიც არს
სიტყვები აღარ მყოფნის,
ერთს კი ჯიუტად გავიმეორებ
არ უნდა ქათინაური ქალს.


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 11 2007, 02:01 AM

abo
yes.gif ეგრეა. გაიხარე!

პოსტის ავტორი: lashiko_90 თარიღი: Jun 11 2007, 01:05 PM

რატომ ძმაო ასე მკაცრად? ქალი დედაბოძია ხო იცი! ქალი არის აკაკის სიტყვები რომ გავიხსენოთ"ერის ზნეობის ბარომეტრი!" ასე რომ, ქალზე მეტად საქები და ასამაღლებელი ვინ გვყავს.მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე დღევანდელ ქართველ მანდილოსანთა "ავ-კარგიანობაზე" თვალებს ვხუჭავ, პირიქით...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 11 2007, 01:40 PM

abo
უნდა, იმიტომ, რომ მამა პაისს როგორც უწერია, ქალი დაბადებულია თავგანწირვისთვის, ქმრის ოჯახის და შვილის სიყვარულის გამო თავის საკუთარი თავის უარყოფისთვის.


ქალი არასდროს ამბობს, მე ამას გავაკეთებ! იმიტომ რომ როცა თენდება, უკვე კეთებას იწყებს უფრო მეტს აკეთებს ვიდრე წარმოუდგენია თვითონ მას..

ერთადერთი რაც ქალს მართლა არ სჭირდება და მამაკაცებს ჰოგნიათ რომ ნამდვილად სჭირდება, ესაა ტყუილი ქათინაური, მისი გულის მოსაგებად, ან მომვალალში რაღაცის გამოტყუების მიზნით თქმული.

ქალმა ყოველთვის იცის იმსახურებს თუ არა, როცა აქებენ, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულია თავისი თავის მიმართ და ყველა ნაბიჯს უკვირდება.

პ.ს. ნუ მე ნამდვილ ქალს ვგულისხმობ, მის გამოსახულებას არა, რომელიც რატომღაც ახლა ყველა ღირსებას ეფარება.

პოსტის ავტორი: lashiko_90 თარიღი: Jun 11 2007, 04:07 PM

თუ ვინმეს არ მოეწონა ეს ლექსი, იმიტომ რომ ჰგონია, ვითომც ფარისევლობით არის დაწერილი, მწარედ ცდება. ეს ლექსი სიყვარულმა დამაწერინა, სიყვარულმა ქართველი ქალის მიმართ. ჩემთვის ქართველი მანდილოსანი ყველაზე მაღლა დგას სხვა ეროვნების ქალთა შორის. შეიძლება არც ეს აზრი მოეწონოს ვინმეს, რა ვქნა, მე ასე ვფიქრობ! სიმართლე თუ გინდათ, მანდილოსნების რიცხვი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, დღეს საქართევლოში თითზე ჩამოსათვლელია. მე ოპტიმისტი კაცივარ და მჯერა, რომ მალე ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება ის ძველი მადლი, ის ღირსება და კდემამოსილება რაც ლექსში მაქვს ჩართული!!!

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jun 14 2007, 10:33 PM

* * *

თავზე დამჩხავის ცოდვა ყვავივით,
როგორმე ტაძარს თუ შევეფარე,
უბერებელი სინანულისა,
მამაღმერთისკენ გზები გავკვალე...
მგონი გავკვალე,
სინდისი მკორტნის...
"წმიდაო
წმიდაო
უფალო საბაო"
შემინდე ცოდვილს!!!


აქ მხოლოდ რელიგიური ხასიათის პოეზია შეიძლება დაიპოსტოს ნეტააა???

პოსტის ავტორი: tamari_irakli თარიღი: Jun 18 2007, 11:52 PM

[quote]არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა.

ალექსანდრე დიუმა

ალბათ მართლაც ყველას დაგვიწერია თუნდაც ერთი ლექსი, მათ შორის მეც.
ვითომ არაფერია, უბრალოდ გარითმული სტრიქონები, მაგრამ თითქოს "გულს მეშვება" ხოლმე როცა ვწერ.

პ.ს. მე ისეთი სენტიმენტალური ვარ , რომ ხშირად ჩემივე ლექსებზეც კი მიტირია.
biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamari_irakli თარიღი: Jun 19 2007, 01:15 AM

შეხვედრა

თვალებმა დაინახეს თვალები მეწყვილე,
გულში აღიბეჭდა უშლელი ნაკვალევი.
უცებ გაგიცანი, უცებ ჩემი გახდი,
არ მინდა გადავდგა ნაბიჯი ნაჩქარევი.

ერთბაშად დამიპყარი, ისე დამიმონე,
ვეღარც მოვასწარი მეთქვა ნააზრევი.
ფიქრმა მიკარნახა- ძალიან შეგეჩვიე,
ფეხები უკან მრჩება, თან ვარ წასასვლელი.

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Jun 19 2007, 07:00 PM

სასტუმრო გერცერი. ოთახი 11

ცაზე გადინებულ ღრუბლებს აგადევნე
ორმა წაიცეკვეთ სულის სამაია,
მტკვრიდან წამოვშალე თეთრი თოლიები
ფატად მოგახვიე, როგორც ფანტაზია,

კლდიდან დაშვებული ყველა ნიაგარა,
ყველა ანხელი თუ ყველა ვიქტორია
წამით შევაგუბე
მიწას ავაცილე
ჰაერთან შევუქმენი ბედის ჰარმონია

ყველა კლასიკოსის, ნოტი გადავჩხრიკე
სონეტებს ავეხირე როგორც ქარბორბალა
მაინც ვერ გიპოვე
რიტმში გამებნიე
დავრჩი მოგონების მხოლოდ ანაბარა

და მე სიყვარულის კაცი ამორძალი
უკვე დავიწყებულ სიტყვებს დავედევნე
იქნებ იქ ვიპოვო, იქნებ დავაბრუნო
უკვე ვადაგასულ იმედს ჩავეჭიდე

ფიქრით გადინებულ ღრუბლებს აგადევნე,
ცაზე წაგაცეკვეთ თქვენ ორს სამაია
ვიცი თავს ვიტყუებ, მაგრამ ვერ ველევი
თავზე მახვევიხარ ჩემი ფანტაზია

პოსტის ავტორი: tamari_irakli თარიღი: Jun 20 2007, 04:04 AM

* * *

ლუწი ცრემლი გამეკვანძა ყელთან,
ულევ ფიქრში გაწელილი ღამის.
რომ იცოდეთ როგორ მიმძიმს ახლა,
რომ იცოდეთ რამდენი მაქვს დარდი.

დღეის შემდეგ ვფიცავ, აღარ ვტირი,
დღეს ამევსო მოთმინების თასი.
მე გიმღერებთ უკანასკნელ სონეტს
და ვიცეკვოთ შტრაუსებზე ვალსი.

ცრემლი გორავს, ვით ადამის ცოდვა,
თქვენც მიგიძღვით ჩემს ცრემლებში ბრალი.
მე კი მარტო ვიტან ამდენ ბოდვას,
დამიბრუნეთ მე ცრემლების ვალი!

27.06.04
05:18

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Jun 20 2007, 04:19 AM

მამას

და აი უკვე ცხრა წელი გახდა
და აი უკვე ათი დაიწყო
შენ აღარ მყავხარ მშობელო მამა
მითხარი ვისთან ვიმუსაიფო,
მე ხომ უშენოდ გავხდი სტუდენტი
და უშენობით ვამთავრე უკვე
მზის ამოსვლისას ძილში წასული
სიზმრად მე ისევ შენ თვალებს ვუმზერ
ჩუმად მიმზერი არ ამბობ სიტყვას
არც რჩევას მაძლევ არც მსაყვედურობ
ცოლის მოყვანის ჟამნიც დამიდგა
მითხარი ვისთან ვიოჯახურო.
კვლავ უშენობით და უშენოდ მიქრის წამები
წამები ქმნიან წუთებთ ერთობას
მქროლავ და გამჩენ - ავ ცხოვრებაში
ეს ჩემი გული მაინც ერთობა
მაგრამ დავრჩები როგორც კი მარტო
მარტო ჩემთავთან და ჩემ განცდებთან
სულ მახსენდები ძვირფასო მამა
და ჩემ თვალებზეც ცრემლი გაჩნდება
არავინ იცის როგორ მაკლიხარ
და მენატრება შენი ღიმილი
მხოლოდ ჩემთვის მაქვს სხვას არ ვანახებ
რომ ვიტანჯები შენზე ტკივილით
ყოველთვის მახსოვს მე შენი სიტყვა
და შენი ბრძნული დარიგებები
სულ თავს ვარიდებ და სულ არ მხიბლავს
ბინძური-ფუჭი გარიგებები
მე თან მიმყვება და გზას მინატებს
შენგან ნასწავლი ძმობა-კაცობა
ღმერთმა ნათელში გამყოფოს მამა
შემაძლებინე კაი კაცობა.

18.06.2006

დამატება

გახსოვს რომ მასწავლე?
ხუთფრთიანი იასამნები ჭამე ბედნიერებისთვისო?
ნეტავი მეჭამა,
შეიძლება დღეს იმ მეხუთეში
ჩემი სიმარტოვე აღარ დამენახა
და სხვისი წყვილობისთვის
აღარ შემედარებინა.
ხო შეიძლებოდა რომ
რომ ჩვენც გვქონოდა ოთხი ფრთა,
ან ექვსი, ან თუნდაც რვა.
ოღონდ კენტი არა.

11.05.2007



17.06.97-17.06.07

ათივე გაფრენილ წელიწადს შევკრიბავ
სანთლებად დაგინთებ მშვიდად
გულიდან, თავიდან გაფრენილ ოცნებებს
რა ვუყო, აღარ ვარ ციდა

ვიცი რომ ეული ფიქრების ხანაში
შენ მაინც დუეტად მყავხარ
დღეს ათი წელია, გამხდარი იმ დღიდან
რაც მხოლოდ სურათით გნახავ.

და თუკი თავიდან ვერ ვგრძნობდი იმ მინუსს
რაც უშენობას ჰქვია
დღეიდან ვფიცავარ გამყვები ბოლომდე . . .
შენი ჩავიმუჭე მიწა

ამღვრეულ-ნაღვლიან, ნაცრისფერ, მომწვანო,
ან მხოლოდ ნამიან თვალებს
მე ათი წელია მხოლოდ რომ ვიფიცებ
როგორც უკანასკნელ წამებს.

არ ვიცი თუ გახსოვს იმ ბავშვის მუდარა
ჩუმად რომ ყვიროდა მაშინ,
მიმიშვით გეთაყვა, ის მამა-ჩემია
მითხარით, მითხარით რა სჭირს.

და იქვე მდუმარე უცნობი ხალხიდან
ისევ შებრალული სიტყვა:
ნუ დარდობ, ისევენებს, აცადე ,გაუვლის
მეც ვიცდი, გასვენებ წმინდას.

და რადგან ზეცაში გრძელდება ცხოვრება
მშვიდად განისვენე მაშინ
მე კი მოსაგონარ
სოფელს თუ ფიალას
უკვე მეათედ დავცლი.

პოსტის ავტორი: tamari_irakli თარიღი: Jun 20 2007, 04:26 AM

ციტატა
მამას

რას მერჩოდი? (ეს ისე, ხუმრობით, იმედია არ გეწყინება)
შენ ალბათ დამეთანხმები, რომ დრო არაფრის მკურნალი არ არის!!!

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Jun 20 2007, 04:29 AM

ციტატა
რას მერჩოდი? (ეს ისე, ხუმრობით, იმედია არ გეწყინება)
შენ ალბათ დამეთანხმები, რომ დრო არაფრის მკურნალი არ არის!!!

კი გეთანხმები, დრო ეს მხოლოდ მრებავია და არა მშენებელი

პოსტის ავტორი: tamari_irakli თარიღი: Jun 20 2007, 04:44 AM

მ ა მ ა

სადღაც სიშორეს ზარი შემოჰკრეს,
თითქოს გაიგეს ჩემი დარდები,
სამყარომ ერთხმად მომისამძიმრა
და მზემ განთიადს იცვა ძაძები.

ზეცას ავხედე ჭრელი თვალებით,
ცა დამტიროდა ობოლს, მარტოსულს.
მეც უკუნეთში ვეძებდი იმედს,
იქნებ გიპოვო, მეშველოს ეულს.

და მთელი ღამე ვუმზერდი სიკვდილს,
დიდხანს ვებრძოდი მზეს და განთიადს
და ბოლოს ძალაც გამომეცალა,
ცრემლიც შეაშრათ თვალებს ნაღვლიანს.

საით წახვედი, მარად დაგეძებ,
სიზმრის მორევში, ნაწვიმარ ცაში
და ყოველი დღე ვცოცხლობ იმ რწმენით,
რომ იქნებ შეგხვდე სადმე ზეცაში.

23.06.04
05:38

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Jun 20 2007, 04:47 AM

tamari_irakli
sad.gif ცოტა გავიღიმოთ

ჯერ არც ჩენილო მიწადო (ჩემ მომავალ შვილს)
2007.01.17



ვახ რახელ შემყვარებიხარ
ჯერ არც ჩენილო მიწადო
შენი მწამს, შენვე გაღმერთებ
სხვა არც რა მინდა ვინატრო,
ყოველ-დღე გაწერილი მაქვს
თუ როგორ უნდა გაგზარდო,
ქალავ კარგი და ტკბილი ხარ
მაინც ვაჟ მინდა ვინატრო,
შვილო დაგისვავ მუხლზედა
თავზე ხელს გისვამ მამურად
ცხოვრების წვრილმანს გაგიმხელ
არც რას დავწირავ მალულად,
გეტყვი ვინ ხარ და საიდან
მოდის ეგ შენი ფესვები
გირჩევ თუ როგორ იცხოვრო
მტრები არად გინდ ბევრები.
ჩუმად გაკოცებ მძინარეს
თმებს გადაგვარცხნი შუბლზედა,
მინდა რომ მკლავზე გაძინო
მალმალ მიგიკრო გულზედა,
ქალავ – ხატიას დაგარქმევ
ჩემთვის ხატიც ხარ, ღმერთიცა,
ვაჟავ – შენ კიდევ ალუდას
თუკი შენ თავი მეღირსა,
წაგიყვან მთაში განახებ
დიდრონ მთებს, უღრან ტყეებსა
იმ ნაქვაბურასც მოვიძევთ
ერთდროს რომ ეპყროთ დევებსა,
ღმერთო, რამხელა სითბოა
თუნდ მხოლოდ სიტყვა – შვილოში
მე, გულის კარებს მიქანებს
და ვამბობ დაბალ კილოში.

პოსტის ავტორი: tamari_irakli თარიღი: Jun 20 2007, 04:51 AM

ციტატა
tamari_irakli
ცოტა გავიღიმოთ

ჯერ არც ჩენილო მიწადო (ჩემ მომავალ შვილს)
2007.01.17

შენ წარმოსახვაში მიუძღვენი ლექსი, მე კიდევ "ცოცხლად" ვეუბნები ხოლმე.ლექსებსაც ვუძღვნი და პერსონალურ იავნანასაც biggrin.gif

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Jun 20 2007, 04:52 AM

tamari_irakli
ღმერთმა გაგიზარდოს smile.gif

პოსტის ავტორი: Homo Faber თარიღი: Jun 20 2007, 04:58 AM

როცა გძინავს

ყოველი ახალი დღე ახალი ილუზიით გვკვებავს,
ყოველი დღე იწყება ხვალით,
ყოველი ხვალ კი არ არის გუშინდელის გაგრძელება,

და ყოველთვის როცა ვიღვიძებ,
დღე იწყება ქალით,
დღე იწყება ქარით,
ქალით, რომელიც შენი ყოფილი მეა,
ქარით, რომელიც
ყოველ დილით თვალებზე გეფერება და გაგირბის....

იდეალური გარემო კვლავაც იდეალურია,
მხოლოდ არასრული,
ელექტროობა მოკვდავია,
ისევე როგორც ქარი,
ისევე როგორც ქალი,
ისევე როგორც მე,
იგივე ამბიცია, რომელიც გადალახულ ჰორიზონტებს ცრიდა,
რომელიც გვეცვა,
და რომელიც ყოველთვის გაურბოდა ვირტუალურ დროს,
იკარგებოდა იქ სადაც დღეს და ხვალ მთავრდება.

ყოველი დღე საწოლიდან შენი დაბადებაა,
ყოველი დღე შენი საშობაო ორგაზმია,
ყოველი დღე ჩვენი ცხოვრებისეული სიზმრების დასასრულია.
ყოველი დღე იმის შეგრძნებაა, რომ არაფერი მთავრდება,
არაფერი მთავრდება იქ სადაც დავიწყეთ,

და მე ისევ მოვალ.
მოვალ სიზმრებში შობილი ჩანასახის ვნებებით,
მოვალ სიზმრებით,
მოვალ ჩემი ძველი, მწვანე სიშორით,
20 წუთით გვიან.
მოვალ მაშინ როცა გამირბიხარ,
მოვალ მაშინ როცა გაგირბივარ,
მოვალ მაშინ როცა ყველაფერი შენი სუნით არის გაჟღენთილი,
მოვალ მაშინ როცა შენი ქარი დაუბერავს,
მოვალ მაშინ როცა შენი სურვილები წარმოქმნილ საზრისებს შეერევა.
მოვალ 20 წუთით გვიან.
მოვალ ათჯერ უფრო გვიან.
მოვალ მაშინ როცა საათებზე ფიქრი სუნთქვას შეწყვეტს.
როცა ყოველი დღე საბნიდან გამოსვლას დააპირებს.
მოვალ და გაჩუქებ ჩემს ილუზიას,
რომ ჩვენ გვძინავს მარადიულ სიზმარში,
რომ ყოველი დღის გამოღვიძება მორიგი სიზმარია,
მარადიულ ქარში.
რომ ყოველი დღე ახალი ტყუილია, ჩვენი რეალობის,
რომელიც დაუსრულებლი ემოციით ავსებს
ჩვენს ფარულ და გამოფიტულ უჯრედებს...

ეს მარადიული ძილია,
ჩვენი ძილი მარადიული ტყუილია...

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Jun 20 2007, 05:34 AM

Про меня говорят: он, конечно, не гений,-
Да, согласен - не мною гордится наш век,-
Интегральных, и даже других, исчислений
Не понять мне - не тот у меня интеллект.

Я однажды сказал: "Океан - как бассейн",-
И меня в этом друг мой не раз упрекал,-
Но ведь даже известнейший физик Эйнштейн,
Как и я, относительно все понимал.


პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Jun 20 2007, 05:49 AM

ტფუი ფორუმელების პოეზია ყოფილა არადა იყოს დაჟე ,ეორესაც დავდებ

О вкусах не спорят: есть тысяча мнений -
Я этот закон на себе испытал,-
Ведь даже Эйнштейн, физический гений,
Весьма относительно все понимал.

Оделся по моде, как требует век,-
Вы скажете сами:
"Да это же просто другой человек!"
А я - тот же самый.

Вот уж действительно
Все относительно,-
Все-все, все.

Набедренный пояс из шкуры пантеры,-
О да, неприлично, согласен, ей-ей,
Но так одевались все до нашей эры,
А до нашей эры им было видней.

Оделся по моде как в каменный век,-
Вы скажете сами:
"Да это же просто другой человек!"
А я - тот же самый.

Вот уж действительно
Все относительно,-
Все-все, все.

Оденусь как рыцарь и после турнира -
Знакомые вряд ли узнают меня,-
И крикну, как Ричард я в драме Шекспира:
"Коня мне! Полцарства даю за коня!"

Но вот усмехнется и скажет сквозь смех
Ценитель упрямый:
"Да это же просто другой человек!"
А я - тот же самый.

Вот уж действительно
Все относительно,-
Все-все, все.

Вот трость, канотье - я из нэпа, похоже?
Не надо оваций - к чему лишний шум!
Ах, в этом костюме узнали? Ну что же,
Тогда я одену последний костюм:

Долой канотье, вместо тросточки - стек,-
И шепчутся дамы:
"Да это же просто другой человек!"
А я - тот же самый.

Вот уж действительно
Все относительно,-
Все-все, все.
Будьте же бдительны
Все относительно,-
Все-все, все.

აი და მალადეც ბილ ვალოდია!

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 20 2007, 06:14 AM

ციტატა
მამას

და აი უკვე ცხრა წელი გახდა
და აი უკვე ათი დაიწყო



ციტატა
რას მერჩოდი? (ეს ისე, ხუმრობით, იმედია არ გეწყინება)
შენ ალბათ დამეთანხმები, რომ დრო არაფრის მკურნალი არ არის!!!



უფალმა დაგლოცოთ, ცრემლის გარეშე ვერ შევძელი თქვენი ლექსები წამეკითხა. cray.gif

და კიდევ მინდა გითხრათ რომ ჩვენს უსაყვარლეს მარინეს აქვს საოცარი ლექსები, ისეთი ლექსები, რომელიც ადვილად პოულობს ადამიანის სულთან მისავალ გზას.

მე კი მაქვს წაკითხული, მაგრამ სხვებისთვის აქაც დაგვიპოსტე გთხოვ.

ყველას მადლობა. უფლის წყალობა და ლამაზი სიტყვის წერის ნიჭი არ მოგკლებოდეთ. თქვენისთანა გულიანი ხალხი სჭირდება ჩვენს ერს 2kiss.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jun 20 2007, 10:15 PM

მთვარის მოტაცება


მიბორგავს, მირბის, ვიღაცას მისდევს,
თავს ერთ ადგილზედ ვეღარ იმაგრებს,
წარსულს გაურბის და წინ მიიწევს,
თან ადრეძადაც არას იბარებს.
იზიდავ ღამე, ღამე პოეტთა,
ღამე_მთაწმინდის, ღამე_მეტეხის,
რით დაშანთულა მდინარის გული,
ან ვინ იზიდავს მაინც ვერ ვხვდები.
იზიდავს ღამით ვარსკსკვლავთ კიაფი,
ციმციმი მათი მორცხვი და მთბარი,
იზიდავს ნაზი გამოსხივება,
მოლამუნება მთაწმინდის მთვარის.
იზიდავს მთვარე, მთვარე მეტეხის,
მთვარე მუქლურჯი ცისა კამარის,
ეს მისწრაფება, მჭიდრო კავშირი
მთვარე_მდინარის სხვაგან სად არის.
ესწრაფვის, მაგრამ ვეღარა სწვდება,
ამაოდ იღწვის, ამაოდ ელტვის,
და სიყვარულით მთვარესთან შერწყმის,
ის უსასრულოდ ამაოდ ელის.
დაუღალავი თავის ზვირთებით,
ლამობს მის შთანთქმას, მის მოტაცებას,
უღრუბლო, მშვიდ და მთვარიან ღამით,
წყალშიც იხილავ მთვარის ნათებას.
ხშირად მიხილავს მტკვარის ტალღებში
შთანთქმული მთვარის სამო რწევა,
უერთმანეთოდ ვერა, ვერ ძლებენ,
ვით პირველქმნილნი ადამ და ევა.


პოსტის ავტორი: Homo Faber თარიღი: Jun 21 2007, 12:41 AM

შ ე ნ

ყავისფერი ღამეები გააქრობენ ამომავალ
სინათლეს, ნაშობი სიჩუმით.
რომელიც არასდროს გაანათებს მთვარის იქეთ.
ფეთქავენ რკალები შავ-თეთრი ურნებით სავსენი.
და ლურჯი, მდუმარე ტუჩები ეკვრიან ერთმანეთს.
შენ კი ვერ ემსგავსები საკუთარ თავს.
და ვერ ეგუები საკუთარ ბოლოს, რომ მოკვდები.
შენი იმედი სამოთხისეული ვნებისა დაბადებამდე კვდება.
შენ ვერ ივიწყებ სიმარტოვეს,
ვერ ივიწყებ მომავალს რომელიც იცი.
შენ გაშინებს ყველაფერი ახალი, მათ შორის მე.
შენი ცრემლები ეფერებიან მარტოობას.
შენი სიყვარული კი მარტოობას გაურბის.
ამიტომაც ყოველთვის ხარ მარტო.
მარტოობის ოცი საუკუნე და ერთი დღე.
აქ აღარავინ მოდის. ისევე როგორც გუშინ.
შენ ძველებურად გრცხვენია ჩემი,
გრცხვენია იმის, რომ მაინც გიყვარვარ,
და გეშინია იმის, რომ შეიძლება არასდროს შეგიყვარო,
რომ ჩემი ფიქრებით შენი სურვილები გავანადგურო,
რომ შენი ცარიელი დღიური წავიკითხო,
რომ კიდევ ერთხელ გითხრა ნახვამდის.
რომ შევძლებ და დაგანახებ არარსებულ სილამაზეს.
რომ დაგავიწყებ მყოფადობას და საცხოვრისს.
და რომ გაჩუქებ ახალ მხედველობას,
ახალი სამყაროს დასანახად.
სადაც არ იქნება არც ერთი ღმერთი.
და არ ვიქნებით ჩვენ...
და არ იქნება არავინ...
და არ იქნება თვით არაფერი...

პოსტის ავტორი: Homo Faber თარიღი: Jun 21 2007, 02:40 AM

დ ა კ ა რ გ უ ლ ი

(ნაწილი I)
კარიდან უჩუმრად გამოდის ღამე.
ესუბრება დილას, როგორც ქალს...
ერთჯერადი მოხმარების საგნები სანაგვე ურნებს ყნოსავენ.
ჯერ არ გათენებულა...
და შენ რა გსურს ასეთ დროს???
შეუქცევადი მოლოდინი?!
თუ უნუგეშო ტკბობა არაპროგნოზირებადი შიზოფრენიით...
თუ გაურეცხავი საცვლების გამოფენა ჟანგბადის სამალავებით...
ნუთუ დაგავიწყდა ვისი გორისა ხარ???
თუ კიდევ ერთხელ შეგახსენო რომ გორი ქალაქია და არა გორი...
რა მოგდის ვერ ეგუები ფესვებს???
მოიჭერი... სანამ მოგჭრიან როგორც იმ სამშაბათ დღეს.
ისინი ჩვენით იკვებებიან...
როგორც მრღნელები ჩვენი გონების, პატარა უჯრედების ლაკონურობით...
და მაინც დაგავიწყდა რომ პატრიოტი ხარ???
თუ უკვე გესმის ზარების როკვა საპატარძლო ბორდელში...
ახლა ვხვდები რომ დაინახე...
მჯერა რომ დაინახე საკუთარი მე მეორე პირში...
თუ ესეც მომეჩვენა???
შენ სულ ასე ამბობ... რომ ბევრი რამ მეჩვენება...
ჩაკბიჩე დედამიწა....
თუმცა შენ გჯერა საკუთარი თავის... მეც... მაგრამ არა იმის რომ გა(ვ)იზარდე...
შენვის ეს თამაშია საკუთარ შენთან, მარადიულ შენთან...
აი, გხედავ, რომ გარბიხარ უკანმოუხედავად გადაგვარებული რელსებისაკენ...
იცი, აქ მატარებელი არ დადის...
მაგიტომაცაა რელსები დაგებული... შენნაირებს რომ სჯეროდეთ...
დაიჯერე, დაიჯერე... იქნებ მართლაც და არაფერ შუაშია მატარებელი...
უბრალოდ ჩვენ გვძინავს...

(ნაწილი II)
ოდესმე მოაღწევს???
თუ ისევ ძველებურად წავა ჯერ არ მოსული???
სადაც ბულვარია იქ სამალავია კოსმიური ბურჟუების...
ახლებური წყვეტა შთაგვაგონებს სამმაგ ფიესტას...
რატომაც არა?! ეს ხომ გაგრძელება არ არის...
შეხედე ამ ახალ შედევრს...
მართლა უნიკალურია არა???
მედალი რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს...
გამიზნულად დაკარგა საკუთარი მხარე ქვეცნობიერში...
სამომავლო ზრუნვის კიდევ ერთი გამორეცხილი კრედო...
საუკუნეები მთავრდება... უკვე 21-ია...
მე კი სულ 20 თითი მაქვს...
თუმცა შეიძლება დავუშვათ რომ 21...
კარგი ერთ საუკუნეს კიდევ გადავიტან მაგრამ მერე???
როგორ გამოვიგონო სახაზავი???
როგორ შევქმნა ილუზია საცალო ვაჭრობის???
ან საყოფაცხოვრებო პორნოგრაფიის???
საიდან დავინახო ღმერთის მკრთალი სახე მოპირკეთებულ სლოგანებზე???
ან როგორ მივცე ჩემს სახეს ადამიანის ფორმა???
როგორ გაჩვენო, რომ ყველაფრისთვის ბრძოლა ორმაგი მარცხია???
მარცხი საკუთარ თავთან...
საკუთარ 21-ე თითთან და საკუთარ მეათე გრძნობასთან???
როგორც ჩანს შენი მგრძნობელობა შეზღუდულია...
შეზღუდულია მხედველობა, სმენა,
სხეული ცარიელია, იმდენად ცარიელი, რომ მასში შენი ადგილი აღარ არის...
თუმცა დაივიწყე... მე ხომ ვიცი.
უბრალოდ შენ გძინავს...


(ნაწილი III)
ნაწილაკები იფანტებიან...
ფილტვები სუნთქვით რითმებს არღვევენ...
ისევე როგორც ყნოსვებს და მერიდიანებს პარაბოლისას...
საერთო ენა ფორმას იღებს...
ალმასი და ქვა ერთია, ფასი კი სხვადასხვა...
იკვებებიან განავლით... წარმავლობით...
ისევე როგორც ჩემი სხეულით...
რომელსაც სიგარეტის ფორმა აქვს...
შენ რა მოგდის???
მართლა ვეღარ გცნობ...
საერთოდ ვერ შეგამჩნიე...
არ მეგონა თუ ისევ მოხვიდოდი...
ნუთუ მართლა ვერ მიცანი???
გეკითხები, ისე კი ვიცი რომ შენ წარსულებს ვერ იხსენებ...
მე უკვე წარსული ვარ... შენი წარსული...
თან უცხო მზერით...
შენში რაღაც არის... თუმცა უკვე არ მახსოვს რატომ გითხარი ეს...
გამჩნევ რომ გიჭირს საკუთარ თავზე წარშულში ლაპარაკი...
კაი დაიკიდე... ნურაფერს დამპირდები...
მაინც ყველაფერი დაგავიწყდება...
და ჩემი ძილიც ძალიან ადრეა...
თუმცა უკვე ძალიან გვიანია...
გვიანია ამ ყველაფრის შეცვლაც...
ეს უკვე წარსულია... გადახსნილ ხორხში გაჩხერილი...
მეუფე მოკვდა... ძმა ძმის წილ...


(ნაწილი IV, რომელსაც შეიძლება ნაწილი არც ეწოდოს)
სანამ თვალის რკალები გაეყრებიან ერთმანეთს.
და სანამ ყველაფერი გახდება მომავლის ნაშთი...
ჩვენ დავივიწყებთ ყველაფერს,
რაც ოდესმე გვინახავს,
და რისიც ისედაც არასდროს გვჯეროდა...
აქ არ დარჩება დრო, რომელიც დასრულებას გადაურჩა...
აქ არ დარჩება საუკუნეთა მარშები ღვთიურ კარნავალზე...
აქ არ დაგვავიწყდება ჩვენი ფარული, უძრავი სილამაზე,
მომაკვდავი გალაქტიკების...
და რა ცუდია რომ აქ ასე ხდება,
და რა ცუდია რომ მე თქვენთან არ ვარ...
და რა ცუდია რომ ყველაფერი რაც არ მახსოვს, უკვე მოხდა,
და რა კარგია რომ მეძინა, სანამ ტყე აქაც ფოთოლს გამოისხამდა,
და ვერ გამოიღებდა სანატრელ თესლს...
მოძრავ საავადმყოფოებში, მიწის ბგერები უნაყოფოდ იკბინებიან,
და მთვრალი ოცნება, უკვე აღარ არის ოცნება...
რომელიც იყო...
და რომელიც აწ ოცდამეერთედ დაგვათენდა,
გარდაცვლილი მარადისობის მზიან და სევდიან გზატკეცილზე...

http://smiles.33b.ru/smile.68252.html

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 21 2007, 12:02 PM

რატომ ტირი მე ხომ შენთვის ცრემლი არ მითხოვია?
ეგ თვალები უხვ ცრემლებით რატომ ამოგვსებია?
ერთი ცრემლი იწყებს დენას, მას მეორე მოჰყვება,
მეორეს სხვა ემატება და ერთურთში ირწყმება,
შენს სახეზე ნელი დენით ნაკადულად დინდება.
რისთვის გინდა ეგ ცრემლები ქუთუთოს რომ გისველებს?
რისთვის გინდა ეგ ცრემლები ბაგე ტკბილს რომ გიმლაშებს?
გულის დარდით ბროლს რდა ჰყრი? ტკბილსა მიწას რად ამლაშემ?
ცრემლი შენი რად გადმოდის ბაგეს შენსა რად ამწარებს?
ჩემთვის ტირი? ჩემთვის დარდობ? ცრემლი ჩემთვის გადმოგდის?
ნუ ტირიხარ მე ხომ შენთვის ცრემლი არ მითხოვია?

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 21 2007, 07:30 PM

რად გამოვკარი ეს თითი ჩახმახსა ცოდვის მომგვრელსა,
უმწეო ჩიტი მოვკალი, რატომ ხელი არ მომტყდება.
მოვუკალ ცაში ნავარდი, მზისა სხივებში ტრფიალი,
მოვკალ ხმა მისი მგოსანი ბუნების მახარობელი.
იქნებ ობლადაც დავტოვე ბარტყები ბედის მომვლელენი,
ან იქნებ სატრფო მოვკალი ოჯახის გამამრავლები.
რად გამოვკარი ეს თითი ჩახმახსა ცოდვის მომგვრელსა,
რად ჩავიდინე ეს ცოდვა, რად დავუბნელე თვალია,
უმწეოს სული მოვუკალ ღვთისაგან ნაბოძარია.

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jun 22 2007, 12:48 AM

გახსენ კარიბჭე


გახსენ კარიბჭე, მე მოველ შენთან, მსურს შენთან ვიყო,
გახსენ კარიბჭე, სხვა კარიბჭე არ მოსურს გაიღოს,
მე შენთან მოველ მსუს დაჩოქილმა შენზედ ვილოცო,
ამქვეყნით დაღლილს მსურს ცხოვრების გზა დამილოცო.
სხვა გზას არ ვირჩევ, ამ გზით მინდა მუდამ ვიარო,
შვებას ვიპოვი ეს იარებიც მსურს დავიამო,
მოველ, გამიღე, შენს ხატებთან მივესვენები,
და განმიკურნე სული მრავლად დანასერები.
სანთელს დაგინთებ, ლოცვას აღვავლენ შენადვე ცრემლით,
ნება მომეცი კალთას ვემთხვიო ტკივილთა თმენით,
ცრემლად დავლტები შენს წინაშე მე სინანულით,
რომ დამიშუშო სულის წყლული სისხლით ნამული.
გახსენ კარიბჭე, მე მოველ შენთან ძIრს დაცემული,
გთხოვ შეივედრო განწირული ცოდვილი სული.


ამით სძლო


-ჰა მოხდა სასწაული, მოგვევლინა კაცთ იესო,
-არიამზედ სთქვა უფალმა, ღვთის ძის დედა იყოს ესო,
-გი ყრმა ბაგაში გაჩნდა, ღვთის შვილს იესო არქვესო,
-ვე კი დეკემბერი იყო, ოცდახუთსა მოხდა ესო.
-ასწაულებს მოახდენდა, კურნავდა ყრუთ, სნეულთ, ბრმებსო,
-ეს უფლისას ბრალი დასდვეს, სასწაულს რით მოახდენსო,
-ერწამ ჰყარეს, ყვრიმალთ სცემეს, თან ჯვარზედაც გააკრესო,
-რთ ავაზაკთ გაუტოლეს, მათთან ერთად გასწირესო.

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Jun 22 2007, 12:59 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jun 22 2007, 01:09 AM

ათასი ლხინი, ათასი ჭირი

სადღაც იწვიმებს,
სადღაც კი მოთოვს,
სხვაგანაც ასე გამოავდრდება.
სად მზე ამოვა
და გაიღიმებს,
სადღაც კი ქარი ამოვარდება.
მე ძალზე მიჭირს,
შენ კი დღეს გილხინს,
სხვა კი მომავლის იმედით ცოცხლობს,
ათასი ლხინი,
ათასი ჭირი,
ყველა ათასი შემთხვევით ვცხოვრობთ.
რაა სიცოცხლე?
თუ არა ლხინის
და გაჭირვების მონაცვლეობა,
ჭირშიც და ლხინშიც
ღვთის სიყვარული_
ეს არის ჩვენი მოვალეობა.

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 22 2007, 01:15 AM

მარტოობა ბუდობს ჩემში,
სევდიანი და უსევდო,
ბედიანი და უბედო,
ცრემლიანი და უცრემლო.

ნეტავ მოხდეს სასწაული
ოცნებები ამიცხადდეს,
ან სიზმარი სულთ ნანახი
რიალობად ამიცხადდეს.

მინდა ვიყო მინდვრად, მთაში,
ხისა ქოხი თავს მეფაროს,
წვიმას, ავდარს შემიფაროს,
მის მკლავებში დამიფაროს.

დილით ადრე ალიონზე
მზე ცხრათვალა დამენახოს
ყოველ სხივსა მის ანთებულს
ტყის გულები გაენათოს.

მოვიდოდეს წვიმა ჩქრით
სველი ბალახი ფეხით ვთელო
ცამ კი კიდევ თავის ცრემლით
სულ ბოლომდე დამასველოს.

მოვიდოდეს წვიმა ჩქერით,
შხაპა-შხუპით, შხაპა-შხუპით.
მზის ხელებით, ცის ცრემლებით
ცისარტყელა დამენახოს.

მოვიდოდეს ბევრი თოვლი
და სიმწვანე თეთრად ღებოს,
მე კი კიდევ გულის გრძნობით
სულ სირბილში გადავტკეპნო.






მარტოსული

არ ვარ პოეტი,
მაგრამ სულით ვარ ობოლი,
რადგან ჩემთვის სიყვარული
არის მიუწვდომელი.

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jun 22 2007, 01:28 AM

სწრაფად მიმაქროლებენ
საუკუნეთ ქარები,
მივალ, მაგრამ არ ვიცი
საით მივექანები.
დრო გადის, არ ჩერდება,
ბედის ბორბლის ტრიალი,
უსასრულოდ მივქრივარ,
ისმის ქართა ზრიალი.
ცოცხალი ეკრანები
ჩემს გარშემო იშლება,
ვხედავ ციხე-ტაძრები
ძირს ეცემა, იშლება.
ომი სისხლისღვრიანი,
ბრძოლის ორომტრიალი,
მზეზე ხმლების პრიალი,
ხმები ომახიანი.
მშვიდობა, ნეტარება,
ბუნებით დამშვენება,
ურთიერთ სიყვარულით
ქვეყანის აშენება.
სწრაფად დროთა ცვალება,
ბრძოლა, ტანჯვა, ვაება,
მშვიდობის მოპოვება,
კვლავ სულის ნეტარება.
არ ვიცი სად მიდიან
დროთა ქარავანები,
აწ რა მელის არ ვიცი,
მაინც მივექანები.
უწერელი ფურცელი
ისტორიის გვეშლება,
ვხედავ ეს იმედები
წინ ვარდებად გვეშლება.



ვარდების წვიმა


წვიმა ცრის, წვიმა ცრის...
ცრემლი სდის ვის?
ვაებაა თუ გოდება,
თუ ეს ლურჯი ცა ტირს...
ეს რა ბრბო არის,
ეს რა ხალხია?
ვის ეძახიან, ვის?
ნეტავ რას ითხოვს,
და რას რაღადებს,
ხმა ერისა და ღვთის...
ეს ხშირი წვიმაც
ცრემლები ცისა,
უკეთ მომავლად ცრის,
მანამ განცდილი ყველა ტკივილი
ამ ნეტარებად ღირს...
გათავდა, მორჩა,
უკვე ცრემლები
წითელ ვარდებად წვიმს,
და ეს სიახლეც
დასაწყისია
ვარდით ნაფენი დღის.

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 22 2007, 10:35 AM


ძნელია იყო გულით პოეტი
უსიყვარულოდ წერო ლექსები.

ძნელია იყო გულით პოეტი
მიგაჩნდეს ირგვლივ ფუჭი ყოველი.

ძნელი იყო გულით პოეტი
და არ გიყვარდეს და-ძმანი შენი.

ძნელია იყო გულით პოეტი
და არ გიყვარდეს მშობელი შენი.

ძნელია იყო გულით პოეტი
და არ გიყვარდეს მოყვასი შენი.

ძნელია იყო გულით პოეტი
და არ გიყვარდეს სამშობლო შენი.

ძნელია იყო გულით პოიეტი
და არ გიყვარდეს მხარეი შენი.

ძნელია იყო გულით პოეტი
და არა გწამდეს წმინდა სანთელის.

ძნელი იყო გულით პოეტი
და არა გწამდეს მფარველი ღმერთის.

ძნელია იყო გულით პოეტი
უსიყვარულოდ წერო ლექსები.

ძნელია იყო გულით პოეტი
მიგაჩნდეს ირგვლივ ფუჭი ყოველი.


პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Jun 25 2007, 10:57 AM

უკვე ჩამომშორდა სისხლის ნაკვალევი
თითქოს ხელისგულიც უფრო გამითეთრდა
ჩემმა გარეგნობამ ძველი დაიბრუნა
მაგრამ მოგონება წითლად აღმებეჭდა

ძმისთვის გავიმეტე, ის რაც არ გამაჩნდა
ჩემს ერს დავუშინე, მოპარული ტყვია
ნუთუ მოვერიე იმ ჩემს შინაგანებს
ან თუკი ამდენ ცრემლს გამარჯვება ჰქვია

მე ვინ დამრთო ნება შენი დასასრულის
ერთი თანამოძმის ერთო სიცოცხლეო
მე ვინ მომცა ტყვია, ტყვია გარეწარი
მისი ბრალი არის, ის რაც სისხლში გდია

სადღაც გაპარული ჩემი კაცობა და
უკვე ჩარეცხილი ჩემი შიდა მრწამსი
დღეს აღარ ეტყობა ამ ჩემს გარეგნობას
ვატყობ ფაიფურის, სათამაშო დავრჩი

ღმერთი დიადია ჩემო მეგობარო
სიყვარულს გაიმეტებს ალბათ შვილებისთვის
ტაძრის შესასვლელთან, ხედავ შენი ბიჭი?
ამ ჩემს გოგონას რომ, ხელისგულზე კოცნის!

მე არ ჩამომშორდა, ისევ წითელი მაქვს
მაგრამ მომავალი, არის გაწმენდილი
იცი მეგობარო, მე რა მიხარია?
ტყვიის აჩრდილები აღარ კლავენ სინდისს

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 25 2007, 04:14 PM

დიდი პოეტი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე მეც მივჯღაბნე. ერთს დავწერ და თუ ინებებთ გადახედეთ და თქვენი აზრი გამოთქვით. ჩემი პატრიოტიზმით გაკვირვებულმა მეგობრებმა ერთხელ მკითხეს "მაინც რამ შეგაყვარა საქართველო ასე ძლიერო", ჰოდა ვუპასუხე:
რამ შემაყვარა მე საქართველო
რამ შემაყვარა მე საქართველო?
ქართველმა ხალხმა: ჭკვიანმა, ლაღმა,
ქველმამდაბალმა, სტუმართმოყვარემ,
მხიარულმა და მუდამ მღიმარემ...
ხშირად პირქუშმა, ფიცხმა, გიჟმაჟმა,
სიტყვაძვირმა და ზოგჯერ მრისხანემ,
გმირმა მამაცმა, მეფემ ამაყმა
და მეფე-ქალმა სათნომ, ლამაზმა...
დედაქალაქმა, ძველმა თბილისმა,
დილის საარით დამშვენებულმა
და არ-ჩამცხრალმა სიყმაწვილის ხმამ,
მის გრძელ ქუჩებში აჟღერებულმა.
მრავალმა ხატმა და დიდმა მადლმა,
ჩვენს ძველ ტაძრებში მიმობნეულმა,
365-მა სალოცავმა, წმიდა გიორგის სახელზე აგებულმა...
და მწიგნობრობამ, სამმა ანბანმა წმიდა სამების მადიდებელმა,
33-მა ასო-ნიშანმა ქრისტეს ამქვეყნად ცხოვრების წელთა
სადიდებელად...
კიდევ?
ბუნებამ, დილის რიჟრაჟმა,
ულამაზესმა აის-დაისმა,
დარმა, ავდარმა, წვიმამ და ქარმა...
და იმ ქუხილმაც, წუხელ რომ გაისმა...
ჩემმა მთა-ბარმა, ველმა, ტრამალმა,
ირემმა ლაღმა, ჯიხვმა ბერხენმა,
ბებერმა ხარმა, რქებით რომ ხნავდა...
მთის ცივმა წყარომ, სუფთამ,ანკარამ,
დიდ ქვებზე მჩქეფმა წყალმა წანწკარამ...
ზღვამ,ტბამ,მდინარემ...
თუ მათ დავშორდი,ვიქნები მუდამ ცრემლმომდინარე...
ღვთისმშობლის წილხვედრ ჩემს ქვეყანას ღმერთი მფარველობს
და წმიდანების მეოხებას ყოველ წამს ვხედავ,
მე მათი დიდი იმედით ვცოცხლობ და იმის რწმენით,
რომ ეს ქვეყანა- იბერია კვლავ გაბრწყინდება.
ლამარა რურუა

პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Jun 27 2007, 03:27 PM

ტურფას ჰკითხეს რადა სტირი,
შენი ცრემლი რადა სდისა,
ვინ გატკინა ეგრე გული ,
რომ ცრემლები ღვარად გდისა.
ან კი თუ ღირს ეგ ცრემლები ,
ამდენ დარდსა დასატირსა.

გულს დარდ მძიმე შემომყრია,
ტურფა სწორი დამკარგვია,
და თვლიდან სინანულის ,
ცრემლი მიტომ დამდენია.


რადა სტირი მერე ტურფას,
ის ხომშენი აღარ არის,
ალბათ სხვასაც ეტურფება,
გულს უსწორებს ლექსის თქმითა.


ტურფა ჩემი, ჩემი იყო,
იგი ჩემად დამრჩენია,
ამ ქვეყანას აღარ არის,
ცრემლიც მიტომ დამდენია.

ბოდიშს გიხდი არ მინდოდა
გულსა შენსა დარდ შეპყრობა,
ანაც თუნდაც მაგ ცრემლების
ბროლის დარდის დანახვისა.

ეს ცრემლები გულს მიმშვიდებს,
სულს მიამევს დასაწვისსა,
მეტი რაღა შემრჩენია,
ცრემლს შევწირავ მისატირსა.

ეგ ცრემლები არ უშველის
დარდის, სევდის გაქარწყლებას,
ანაც ტუნდაც მოგონების,
იმ წარსულის დავიწყებას.

ნუთუ არვინ გყვარებია?
გულის სწორი დაგკარგვია,
ასე გულქვად რომ იძახი
ცრემლი ნუღარ დაგდენია.

ტურფა სწორნი კი მყოლიან,
ზოგიერთნიც გამთხოვიან,
მაგრამ ცრემლი, ჩემი გული
მათ არასდროს გაჰყოლია.

არ გყოლია მაშინ ტურფა,
ვისაც ეტრფი სულით გულით,
ვისთვის სიცოცხლეს გასწირავ
სიამაყით გაშმაგული.

რატომ ფიქრობ ასე ჩემზე
განა ქვის მაქვს სული,გული?
განა მე არ შემიძლია
ეგ ქმედება ვაჟკაცური?

მაშინ თუ ეგ შეგიძლია,
თავგანწირვა ვაჟკაცური,
ნუღარ მეტყვი,ცრემლს რადა ვღვრი
გული რად მაქვს დაქანცული.

მასშ შენ ამბობ ცრემლი შველის?
დარდის,სევდის გაქარწყლებას?
ანაც თუნდაც მოგონების
იმ წარსულის დავიწყებას?

ხეს რომ ტოტი სტყდება ობლად,
როგორც ჩვილი დედის მკერდსა,
იმწამითვე ხისა ტოტი
გასახმობად ესწრაფება.

ვერ მიგიხვდი შენსა სათქმელს
რა გინდოდა ამით გეთქვა?
შენნი თქმულნი ჩემსა მიმართ,
უცნაურად მეჩვენება.

როცა მოსწყდა ხესა ტოტი
ხე ცრემლებად დაიღვარა,
რათ დაკარგა მან სიმშვენე
მთა-მინდვრების შესაფრეად.

მერე შენთან რა კავშირი
აქვს ხისტოტსა ობლად ხმელსა?
ანაც თუნდაც შენსა სატრფოს
გულის ობლად დამტოველსა.

ის წავიდა და დამტოვა
დამიბნელა დღე ნათელი.
ამ ცხოვრებას ჩემმა გულმა
ვერ უპოვა შესაფერი.

მაშინ მიხვდა ის ვაჟკაცი
რომ ტურფობას სხვა ფასი აქვს,
და რომ ცრემლის ნიაღვარი
დარდისაჟამს მართალია.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 9 2007, 02:05 PM

ეს ლექსი მივუძღვენი საქართველოს მომავალ მეფეს 5 წლის წინ

ღმერთო, მოხედენ ჩვენ საქართველოს
შენგან ხელდასხმულს,
ღმერთო, ფარავდე ერსა ჩვენსა
და მეფეს ცხებულს.

მოგვმადლე ძლევა საკვირველი,
მოგვეც ნათელი,
რათა მარადის განვადიდოთ
შენი სახელი

დაგვასხი ღმერთო, ზეციური
ხელი ძლიერი
განსაცდელისგან გამოიხსენ
ქართველი ერი,

საუფლო სიბრძნით განანათლე
ხელმწიფე ჩვენი
და აღადგინე საქართველო,
ვითარც ძე შენი!

პოსტის ავტორი: lamasvani თარიღი: Oct 9 2007, 02:25 PM

ჩემი ბავშვობის აჩრდილი
ორთავ ხელს მავლებს ქეჩოში
და თვალში ცრემლებ გაჩრილი
მთხოვს დაბრუნდიო ბეჩოში

smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 14 2007, 08:43 PM

მე მომიტევეთ, პრეზიდენტებზე ლექსებს ვერ ვწერ... biggrin.gif tongue.gif


სწორედ ეს არის ის ''რაღაც სხვა''

სანამ წვიმებმა გადაიარეს
და სანამ თოვლში დარჩა ბილიკი,
ეს ჯერ არ უთხრა ადამიანებს,
თუ გინდ გაიგო ხორცის კივილი.

დიდხანს ატარე სევდა ღიმილით,
მთის ციცაბოდან ნუ გსურს დაშვება!
ჯერ შეეცადე და აიარე,
მერე დარჩება ბალახი ცრემლად.

და როცა კვალში დარჩება სხივი,
უკან მოგრჩება ქვითკირის მსხვრევა-
გული გაუღე ადამიანებს
და მათ თვალებში იქეცი ცეცხლად!

სანამ წვიმებმა გადაიარეს,
სანამ უკუნი თენდება თეთრად,
მზეზე უამბე ადამიანებს,
რომ გადაიქცეთ ყველანი ''ერთად''!

smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 15 2007, 01:59 AM

უფ, მომწონს, მომწონს ხალხო თქვენი ნაღვაწი!
ამდენს ვკაფიაობ და მეც ხომ არ დამეწყო ლექსების წერა? rolleyes.gif

laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 15 2007, 11:51 AM

k@the
მოიცა, კიდევ გაკაიფებ biggrin.gif tongue.gif

რა მჭირს?!

ჩემთან მოჰქონდათ მჭკნარი ფოთლები
და მაჩოქებდნენ დამსხვრეულ ხესთან.
არსად არ ჩანდა სევდა, წუხილი-
მხოლოდ დუმილი და გაოცება.

იყო სიცილიც- მღერანარევი
და სიყვარულით ქვეყნის ანთებაც,
მაგრამ ტკივილი- ჩვევანარევი
უკვე აღელდა და გადმომეფრქვა.

გზებმა წალეკეს ძიების კვალი;
წვიმას აქ არც კი ჩამოუვლია
და ამომშრალი ორივე თვალით
მზის ფერხთქვეშ სული ამომხდომია!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 15 2007, 12:04 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 15 2007, 09:51 AM) *

k@the
მოიცა, კიდევ გაკაიფებ biggrin.gif tongue.gif

რა მჭირს?!

ჩემთან მოჰქონდათ მჭკნარი ფოთლები
და მაჩოქებდნენ დამსხვრეულ ხესთან.
არსად არ ჩანდა სევდა, წუხილი-
მხოლოდ დუმილი და გაოცება.

იყო სიცილიც- მღერანარევი
და სიყვარულით ქვეყნის ანთებაც,
მაგრამ ტკივილი- ჩვევანარევი
უკვე აღელდა და გადმომეფრქვა.

გზებმა წალეკეს ძიების კვალი;
წვიმას აქ არც კი ჩამოუვლია
და ამომშრალი ორივე თვალით
მზის ფერხთქვეშ სული ამომხდომია!

კი არ მაკაიფებ, უნდა დაგეწერა კიდევ გაკაფიებო biggrin.gif
შენ ლექსებს მესამე წაკითხვისას ვუჭერ მუღამს, მელოდია და აზრი მომწონს smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 15 2007, 10:52 PM

k@the
შენ თუ ვერ, მაშინ, აჰა, ისევ მე biggrin.gif


***
არსად, არასდროს და არც არავის,
არ გაუგია, რად იქცა მთვარე-
მე არ მქონია სხვა აგონია,
გარდა გადვიქცე, როგორმე ღამედ.

წვეთოვან მზეზე მიმაქვს ფიქრები,
მის მწველ სარეცელს ვაშრობ სიზმრებით
და დახეული წამების სიგრძეს,
ვერ დაეწევა თვით ფრთათა სახეც.

ქვიშად გადიქცა მუქლურჯი მთვარე,
და წითელ მკერდში ჩაკვდა სინათლე.
როგორ წაიქცა კივილად ღამე,
ვერ გამოიცნო მთათა სიმაღლემ.

მე არ მქონია სხვა აგონია,
გარდა გავექცე მთვარეთა კარებს
და უკვე დაღლილს - ასე მგონია,
რომ გზად თელავენ სისხლს და ხორცს კვლავვე!

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Oct 16 2007, 06:15 AM

მრავალ სვეტიცხოვლობას დაგასწროთ უფალმა, მისი ძალი და მადლი გფარავდეთ ჩემო კარგებო. მინდა ეს ბრძწყინვალე დღე ჩემი ლექსით მოგილოცოთ

სვეტიცხოველთან

მოვდივარ...
სვეტიცხოველთან მომაწია სიშავემ ღამის,
შევჩერდი...
გულზე შემომაწვა ტკივილი ლამის,
დავჯექ და...
მუხლი მოვიყარე ტაძრის წინ ღამით,
ჩემდა უნებურად,
ხელი შევახე - გიორგის მახვილს.
წამს შეშფოთებულმა
ხელის შეხებით წმინდანზე ალბათ,
უკან დავიხიე,
ტაძარს, კედელზე მივეყრდნე მაგრად.
გაოცებული
შევყურებდი მოხატულ ფრესკებს და
ამ ქვეყნიურს,
ვერ ვხედავდი ტაძარში ფერებს.
და ცის ტატნობზე
გაიელვა მნათობმა მკრთალად
და უკუნეთში
შავი ჭინკები გაფანტა სადღაც...
და ღამის ცაზე
გამობრჭყინდა მნათობი სვეტად,
დაბლა დაეშვა,
ტაძარს გუმბათზე დაედგა სვეტად...
და რა ვიხილე,
გამობრწყინდა ცით ანგელოზი,
შეიძრა -ცა
და დედამიწა, იგრგვინა ზეცამ.
კიდით - კიდემდა
გაიელვა მნათობმა ყველგან და
სულიწმინდა
გადმოეშვა ტაძარზე მტრედად.
და თეთრი იყო
იმ საღამოს მიდამო ტაძრის,
ისმოდა ირგვლივ
ბუკის ცემა, გალობა, ლოცვა...
შვება ვიგრძენი,
დამიამდა მტკივანი გული,
უძლეველის წინ
მოვიყარე ცოდვილმა მუხლი.
ყოველი გაჰქრა...
თენდებოდა ნელ-ნელა ღამე,
სვეტიცხოვლიდან
არ მინდოდა გამოსვლა გარეთ.
გაოცებული
შევყურებდი მოხატულფრესკებს და
ამ ქვეყნიურს
ვერ ვხედავდი - ტაძარში ფერებს.

01.31.1993
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Nov 21 2007, 03:28 PM

პატარა აზრი
ბედნიერება არ ყოფილა თურმე სიმდიდრე,
ბედნიერება არ ყოფილა თურმე მშვენება.
ბედნიერი ხარ მაშინ, როცა გულით იცინი
და გრძნობ სადარდელს საბოლოოდ რომ ეშველება.
სინანულია საფეხური ბედნიერების,
ავი საქმის დროს საძნელოა დარდის განდობა.
გაჭირვებისას საყვედური მზად გვაქვს გამჩენთან,
დალხინების დროს გვავიწყდება ვუთხრათ მადლობა.

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Nov 21 2007, 03:39 PM

სანამ მზეს სძინავს
სანამ მზეს სძინავს, ღამე ჯერ არ გათენებულა
და გარიჟრაჟზე ცის ელფერი დადუმებულა,
ირგვლივ მიდამო, არე-მარე გაჩუმებულა,
დაძინებულა, თითქოს სუნთქვაც გაჩერებული.

დასვრილი ფუნჯი, ეს ნახატი მიტოვებულა.
მხატვარსაც სძინავს, თურმე იქვე მიგორებულა.
აკვამარინში ღია ფერებს დასძინებიათ,
მაგრამ სიმუქის ფერთა გამას არ სძინებია.

მთვარე ნათელი მთელი ღამე ცაზე დაღლილი
უკვე ჩასულა, ბევრი რამე ჰქონდა განცდილი.
ეს სიდიადე ბუნებაში გაჯერებულა...
სანამ მზეს სძინავს, ღამე ჯერ არ გათენებულა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2007, 04:51 PM

ციტატა(შევრდომილი @ Nov 21 2007, 03:39 PM) *

სანამ მზეს სძინავს
მთვარე ნათელი მთელი ღამე ცაზე დაღლილი
უკვე ჩასულა, ბევრი რამე ჰქონდა განცდილი.
ეს სიდიადე ბუნებაში გაჯერებულა...
სანამ მზეს სძინავს, ღამე ჯერ არ გათენებულა.


ლამაზია.. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 21 2007, 05:47 PM

გასეირნება თბილისში ღამით
(ოდეს M.M. სიყვარულით გახელებული ქალაქს უვლიდა წრეებსა)

ლამპიონები ფლეთენ სიბნელეს,
ყრუდ კისკისებენ ცირკთან ქალები,
რა ყოფილაო, ოხ, ეს სიბერე,
ამბობენ ქუჩის ძაღლის თვალები...

ფართო ნაბიჯით ქალაქს წრეს ვურტყამ,
ფიქრი კი ნაბიჯს ბევრად წინ უსწრებს;
არ ვუსმენ ხალხის ყაყანს ჩემს უკან
და ვეღარ ვამჩნევ თვალში მინუსებს*.

დავიარები თბილისში მარტო,
მთელი ქალაქის სევდა თან დამაქვს...
საით მივდივარ, ვისთან და რატომ?
ხეტიალის დრო ნეტავ სადა მაქვს

_________________________________
*ახლომხედველი ვარ

პოსტის ავტორი: daviTi 22 თარიღი: Nov 21 2007, 09:07 PM

ივერთა მხარე

1.გამოხვეულა ვაზის წალკოტში
ეს ღვთითდაცული მხარე ივერთა,
ასწიეთ ჯამი და ადღეგრძელეთ
მშობელი მიწა ამერ-იმერთა.

2.ღმერთს დაუბერტყავს კალთა თავისი
ამ ჩვენს მიწაზე სიბარაქისი,
როცა ვუყურებ ამ ჩვენს ნაფუძარს
ვხვდები წახდენას მე სატანისი.

3. მაგრამ, რაც უფრო დიდია ჩვენზე
ნაწყალობევი დიდ სამებისი,
მაშინ მით უფრო მოვლა სჭირდება
და გაფრთხილება მას ქართველისი.

გათელილი სიმართლე

1. მღვრიე მირაჟი - კუპრად ქცეული,
მრუმე ნიღაბით გადაგლესილი,
ქვეყნად იმარჯვებს, როგორც რჩეული,
იმ დაწყევლილი ანტიქრისტესი.

2. ხოლო სიმართლე - ტალახს თრეული,
უარყოფილი - გადათელილი,
ტირის და ოხრავს, როგორც ეული;
ჭირისუფალი საქართველოსი.

პოსტის ავტორი: GABAONI თარიღი: Nov 22 2007, 12:16 AM

ვინც არ მინახავს გაუმარჯოს ყველას სალამი
მოგესალმებათ ოცნებებში ჩაძირული ჩემი კალამი
ნეტა ვინ იცის ჩვენს შორის რა მანძილია
ოჰ სიყვარულო შენს გარეშე არ შემილია

მე შენი ნათელი სახე მაბრმავებს
სულ შენსკენ არის ჩემი ფიქრები
ცხოვრების ბოლომდე შენ გამოგყვები
ერთხელ ტუმაინც ჩემი იქნები

მე შენ სიყვარულს გულით ვატარებ
ყოველ დღე უფრო და უფრო მინდები
ჩემთან დარჩი სხვას ნუ იპოვი
პერიასავით ნუ გაფრინდები

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 22 2007, 02:05 PM

პოეზია უმაგრესია და თქვენ, რომ ასე გიყვართ

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 5 2007, 12:15 AM

Свеча
Тайну тишины
Расскажет свет в дали...

Горит и не знает
Кому освящает,
Чьи слезы иссушает,
Чьи грехи омывает...

Покорно тая,
Свою жизнь отдавая,
Смирением своим
Нас вразумляя;

За каждого страдая,
Треском исчезая,
Жертвенностью своей
Нашу боль разделяя;

Стоит и не стонет,
Ни в чем не упрекает,
Своим жизненным примером
Тайну любви открывает...

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 5 2007, 12:42 AM

* * *
Прошло то время,
Когда над городом опустилась мгла,
Сердцами людей завладела тьма.
И через годы... десятилетия безверия,
Внук ведет деда в Храм... для причащения

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 5 2007, 01:40 AM

ციტატა(Маиа @ Dec 5 2007, 01:42 AM) *

* * *
Прошло то время,
Когда над городом опустилась мгла,
Сердцами людей завладела тьма.
И через годы... десятилетия безверия,
Внук ведет деда в Храм... для причащения

2kiss.gif ლამაზი და ნამდვილი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2007, 01:46 PM

ციტატა(Маиа @ Dec 5 2007, 12:42 AM) *

* * *
Прошло то время,
Когда над городом опустилась мгла,
Сердцами людей завладела тьма.
И через годы... десятилетия безверия,
Внук ведет деда в Храм... для причащения


არჩვეულებრივია, მაიკო mpua.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 5 2007, 05:40 PM

თამარი_ცქნაფო
marine
wub.gif a025.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 6 2007, 01:28 PM

ადრე კი დავდე მგონი მაგრამ კიდევ დავდებ:

ღმერთო, მოხედენ ჩვენს საქართველოს

ეძღვნება საქართველოს მომავალ მეფეს

ღმერთო, მოხედენ ჩვენს საქართველოს,
შენგან ხელდასხმულს,
ღმერთო, ფარავდე ერსა ჩვენსა
და მეფეს ცხებულს

დაგვასხი, ღმერთო, ზეციური
ხელი ძლიერი
განსაცდელისგან გამოიხსენ
ქართველი ერი

მოგვმადლე ძლევა საკვირველი,
მოგვეც ნათელი,
რათა მარადის განვადიდოთ
შენი სახელი

სიბრძნითა შენით განანათლე
ხელმწიფე ჩვენი
და აღადგინე საქართველო,
ვითარც ძე შენი!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2007, 01:31 PM

ციტატა(კანონისტი @ Dec 6 2007, 01:28 PM) *

ადრე კი დავდე მგონი მაგრამ კიდევ დავდებ:

ღმერთო, მოხედენ ჩვენს საქართველოს

ეძღვნება საქართველოს მომავალ მეფეს

ღმერთო, მოხედენ ჩვენს საქართველოს,
შენგან ხელდასხმულს,
ღმერთო, ფარავდე ერსა ჩვენსა
და მეფეს ცხებულს

დაგვასხი, ღმერთო, ზეციური
ხელი ძლიერი
განსაცდელისგან გამოიხსენ
ქართველი ერი

მოგვმადლე ძლევა საკვირველი,
მოგვეც ნათელი,
რათა მარადის განვადიდოთ
შენი სახელი

სიბრძნითა შენით განანათლე
ხელმწიფე ჩვენი
და აღადგინე საქართველო,
ვითარც ძე შენი!



არაჩვეულებრივია!! 2kiss.gif 2kiss.gif ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო საღამოზე!!!!!!!!!



ვინც ამ თემაში აქტიური წევრია, გთხოვთ აქ შემოიხედეთ smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=3158&st=0

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 11 2007, 12:11 AM

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Dec 11 2007, 01:47 AM

თენდება...ცივა...წვიმს... და ქარია...
მუხის ფოთლების კორიანტელში
მარტო მივყვები ქუჩას...და მცივა...

სად ხარ?...არ მოხვალ?...მე ხომ გელოდი!...
მე ხომ უსაზღვრო ლოდინი ვიცი...
ისევ მარტო ვარ...და ისევ მცივა.

რა ხდება ჩემს თავს?...თვითონ არ ვიცი...
მე მაინც გელი...ისევ არ ჩანხარ...
დავრჩი სულ მარტო...არავის ველი, არავინ მინდა...
ცხოვრება მიდის...გასულა კიდეც!

ხსნა ერთადერთი შენ ხარ, უფალო,
შენთან მოვედი, ჩამიკარ გულში!
მომეალერსე და დამიყვავე!
შენებრ ხომ არვის და არასდროს
არ ვყვარებივარ, უფალო ჩემო!

უფალო ჩემო, მიხსენ!
მე ხომ მარტო ვარ...და ისევ მცივა...
ისევ შენ გელი, ო, ღმერთო ჩემო!

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 13 2007, 07:57 PM

არაჩვეულებრივად ლამაზი ლექსები გაქვთ ჩემო კარგებო, ძალიან მომეწონა smile.gif
მეც მოგართმევთ ჩემს ერთ-ერთ ლექსს:


მარადიულობა თუ გონთა სამეფო

მარადიულობა და გონთა სმეფო,
რა არის უკვდავი??. რა უნდა დაემხოს??.
ფიქრები ერთმანეთს უქმნიან ლაბირინთს
უაზრო აზრები - აზრებთან პაექრობს.

რა არის -უაზრო, ან, აზრი -გენია??
თვით თეთრი ფერიც კი - ათასი ფერია.
ჩრდილები თან სდევენ საგნებს ცის ქვეშეთში,
ყველაფერს, რასაც ღვთის ხელი ურევია.

ამიტომ - დიადი, მთლად შეუცნობია.
ვინ არის -იუდა?? ვინ არის - ბერია??
რა ფერის ბალახი ამოდის მდელოზე,
იქ, სადაც ათონის წმიდანი ბერია...

გინახავთ?? ოდესმე ხრიოკი უდაბნო,
ან ლომის ბოკვერი - პაწია, უმანკო,
ჯერ არ მოვლენილა ამ წუთის სოფელში
მთლად წყალ -წაღებული, ანდა მთლად უნაკლო.

დრო მიჰქრის... კულისებს კვლავ ფარავს ფარდები.
სად მრავლობს ეკალი?? სად ხარობს ვარდები??
ბრმის დარად თუ დახვალ, რას ერჩი სუფლიორს,
პასუხს არვინ აგებს ასეთი ბრალდებით.

კვლავ ათას ფერებით ირევა სამყარო,
ვიღაცა ამეფებს გონებით ავადმყოფს.
მთლად მძიმე თავთავი გართხმულა მიწაზე,
შტერი კი, ყველასთან უტიფრად ამაყობს.

ჩემს თავზე კვლავ ბრუნავს დრო-ჟამის უღელი,
სიხარულს დარდი სცვლის... საქმეა ულევი.
წლები წლებს მისდევს და ძველსა სცვლის ახალი,
სამყარო ბრუნავს და კვლავ რჩება უცვლელი.

დღე ერთი, ვითარცა - წელია ათასი.
ვის როგორ აბრუნებს -წესი და ადათი,
ვიღაც ამოსუნთქვას ვერ ასწრებს ამქვეყნად,
ვიღაცას შემოაქვს - სიცოცხლე ხალასი.

სამყაროს შემოქმედი - მართლაც რომ გენია!
ყველა ინდივიდი თავისთვის - ერთია.
სხვა არის - მადლი და სხვა - ნიჭთა მარაგი,
გიჟი და ჭკვიანი უფლისთვის ერთია.

ვისთვის, ცოდვა-მადლის გარჩევაც ძნელია.
გლახაკის შველა და კაცთაკვლაც ერთია.
ვისთვის, შეუცნობი გამხდარა უფალი,
ბიბლია, თორა და ყორანიც ერთია.

გზა,კი, სავანისკენ ვიწრო და თეთრია.
სიცოცხლე - ნათEლი დიდების სვეტია.
შორს, ჩემგან სიკვდილი! დე გარდავიცვალო!
უფალთა-უფალი იესოც ერთია!

უფალი - ერთია!..უფალი - ერთია!

12.03.2007
ნიუ-იორკი
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 14 2007, 12:33 AM

ციტატა(teo.. @ Dec 13 2007, 06:57 PM) *

არაჩვეულებრივად ლამაზი ლექსები გაქვთ ჩემო კარგებო, ძალიან მომეწონა smile.gif
მეც მოგართმევთ ჩემს ერთ-ერთ ლექსს:
მარადიულობა თუ გონთა სამეფო



უფალი - ერთია!..უფალი - ერთია!

12.03.2007
ნიუ-იორკი
თეა კანდელაკი



wub.gif უმაღლესია... მომეწონა yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: judi თარიღი: Dec 18 2007, 12:45 PM

მარტოსულ მთვარის სანთლის შუქზე მეფობს წყვდიადი,
სევდიანი და ნაღვლიანი შევყურებ ზეცას..
და ვარსკვლავების ზურმუხტის და ფირუზის თვლები,
ლანდების ქსელით ჩახვეულნი დამსხდარან ზეცას..
მყუდროა ირგვლივ ყველაფერი,
ვუსმენ სიჩუმეს...
მესმის ფოთლების, ყვავილების და მიწის სუნთქვა,
ვყნოსავ ტკბილ სურნელს, შეჯერებულს ვარდის სურნელით
და წამის ყოფით ოცნებებში ვაფარებ მათ თავს:
თითქოს ია ვარ, თავმდაბალი, ნაზი, უმანკო,
მაგრამ ამაყი, უწმიდესი გრძნობით აღვსილი,
თითქოს მაცვია ფარატინა ქაღალდის კაბა,
ცის ლაბირინთში გაშუქებულ პირიმზის ფერი.
და მბერავ სიოს ფრთების კალთით ატატებული,
დავყავარ მინდვრად, მიწნავს გვირგვინს ცისარტყელისას,
მაცნობს იდუმალ სამყაროს და სამოთხის ნაწილს,
მასწავლის ფრენას და ჩიტების ჭიკჭიკა ენას..
და, წამის ყოფით, სულ ერთი წამით
ვპოვე მე შვება,
გადაფრენილმა ყვავილების სამფლობელოში,
სევდა და დარდი შემიცვალა იმედის შუქმა
და კვლავ ვესწრაფვი ხილვას წმიდა ოცნების სიზმრის,
სადაც ვიხილე ჭეშმარიტი სულის ზეობა,
ლაღ სიყვარულის და სიკეთის დღესასწაული...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 22 2007, 10:41 PM

ახლა მეცინება, ისე უცნაურ სიტუაციაში დაიწერა ეს ლექსი, ზუსტად იმ დღეს, როცა 21 წლის გავხდი... დიდი ვერაფერი, მაგრამ გარკვეულ პერიოდს მაგონებს სულ და თავისებური ხიბლი აქვს ჩემთვის...

21-ე იმედი

ბავშვობის დღეებს წაიღებენ ეული ფიქრნი
და მერე თუნდაც თავს დაგვემხოს მთელი სამყარო,
ჩაძირულები ჩვენ დავრჩებით ვარდისფერ ნისლში
და რძისსუნისფერს გავიყოლებთ მთელი გზა-წყარო.

არ შეჩერდება აღარც მწირი და აღარც კაცი,
არც სიძულვილი გამოგვჭედავს რკინის გულებად,
მხოლოდ მზისფერი ალუჩების ყვავილთა დასი
ნათელ თვალთ სითბოდ აღავლენენ ოსანას ზეცად!

smile.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 24 2007, 05:46 PM

აქეთ გადმომაქს... მემგონი ასე აჯობებს

* * *
Как сложно в жизни не быть обузой
Не заставлять, не просить, не ждать...
Гореть...
Страдать...
Умирать...
При этом другим путь освещать...
Чужое бремя на себе таская,
Чужую учесть облегчать...
Любить и не ждать,
Страдать и не роптать,
Отдавать и не получать....
При это гореть любовным светом и всех вокруг согревать...
Подай Господи по больше терпения
И научи безвозмездной любви,
Чтоб делами великими и благими
Пречистое имя Твое прославляли мы!


***Любит или нет?***
В окне луна, отражая солнечный свет,
Своим сиянием греет мою душу...
В лунном свете блестит пушистый снег,
Заботливо покрывая землю.

Ослепленная красотой природы, восхищаюсь искусству Творца,
Но сердце предательский стонет, разрываясь и не умея ждать...
Ех, скорее бы долгожданное лето, промчаться по ромашковым полям,
Чтоб успокоить рыдающее сердце, найдя ответ у цветка!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 3 2008, 12:58 AM

***
მე მინდა მქონდეს მოთეთრო ფრთები,
მუქლურჯი ცა და ზურმუხტის ველი,
მინდა ხანდახან მტკიოდეს გული
და დატვირთული ნაღველით მკერდი.
ვზიდო ხანდახან ხარის უღელი
და დამესიზმროს მზის დედის თმები.
მინდა გადმოვდგე ცისკარზე მთებით,
გავყვე დინებას ლოდებად, კენჭით,
ვწვიმდე და ვთოვდე მყინვარზე ნებით
და ამოსუნთქვაც მე მქონდეს შვების.
და კიდევ მინდა მიყვარდე ისე,
როგოც ზამტთრში ბეღურას _ სხივი,
როგორც დილის ცვარს _ ბალახის წვერი…
და როგორც კლდეზე მოსული ია,
გავქრე შენს გულში ოცნებად , გვიან…

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Jan 3 2008, 03:06 PM

.. მე ამას ვგრძნობდი ..
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მოხვიდოდი
და დარჩებოდი ჩემს გვერდით დიდხანს.
შენ იქნებოდი ჩემი მეგზური
წუთისოფელში და ალბათ იქაც.
საიდან, როგორ, გამოჩნდი ჩემთვის
უეცრად გაჩნდი, მოხვედი ციდან,
შენ მე გამიგე, მომეცი ხელი
ერთად ვიაროთ-უფალს ეს უნდა...
შენ გახდი ჩემი ჩრდილი და ფიქრი
შენი სიკეთით და წრფელი გულით,
შენით გავიგე ცხოვრების ფასი
შემოგიერთდი გულით და სულით.


biggrin.gif არ დამცინოთ tongue.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 3 2008, 04:24 PM

ციტატა(q-e-T-i @ Jan 3 2008, 02:06 PM) *

.. მე ამას ვგრძნობდი ..
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მოხვიდოდი
და დარჩებოდი ჩემს გვერდით დიდხანს.
შენ იქნებოდი ჩემი მეგზური
წუთისოფელში და ალბათ იქაც.
საიდან, როგორ, გამოჩნდი ჩემთვის
უეცრად გაჩნდი, მოხვედი ციდან,
შენ მე გამიგე, მომეცი ხელი
ერთად ვიაროთ-უფალს ეს უნდა...
შენ გახდი ჩემი ჩრდილი და ფიქრი
შენი სიკეთით და წრფელი გულით,
შენით გავიგე ცხოვრების ფასი
შემოგიერთდი გულით და სულით.
biggrin.gif არ დამცინოთ tongue.gif


wub.gif 2kiss.gif რატო უნდა დაგცინოთ, პირიქით ლამაზია wub.gif თან გილოცავ რომ შეხვდი "იმას" ცხოვრების გზაზე wub.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 6 2008, 02:37 AM

აი რაცხა ქართულად))

***ცას ამავალი გზა***
განა მარტო ხარ?
ყოველ დღე ციდან
მე გეფერები
ფიფქად და წვიმად,
მზის სხივად, თბილად,
ვარსკვლავს გიშუქებ
ბნელ გზაზე ნიშნად.
ოღონდ ნუ ირბენ,
იარე ფრთხილად,
სავსეა გზაზე ნამსხვრევი მინა.
გვერდს ნუ ჩაუვლი
სხვის დარდს და ჭირსაც,
იტვირთე თავზე.
ნუ იტყვი მცივა,
იარე გზაზე
თოვლსა და ყინვას,
არ შეუშინდე სიყვარულისთვის
ტყეს გაემგზავრე,
სიკვდილის პირას
მედგრად დაუხვდი
მგელსა და ტურას,
არ დაიშურო მოყვასისათვის
გადაეფარე გასროლილ ტყვიას.
ესაა მხოლოდ,
შენთვიშ მთავარი,


ა, უეჭველად,
ჩემთან მავალი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 20 2008, 06:10 PM

ექსპრომტად პრეზიდენტს

(დღეს დილით დავწერე)

დე, იხარონ ქართველებმა
ზარ-განხდილი იყოს მტერი,
ხალხის ერთგულების ფიცს დებს
საქართველოს პრეზიდენტი.

მაცხოვარმა ღვთივ გვიკურთხოს,
რათა იყოს ქველი, ბრძენი,
რათა ჩვენ მტრებს ძირს დასცემდეს
საქართველოს პრეზიდენტი.

გამთლიანდეს სამშობლო და
ღმერთს აქებდეს ერი, ბერი,
ღმერთო, მრავალჟამიერ ჰყავ
საქართველოს პრეზიდენტი!

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 20 2008, 06:18 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 20 2008, 05:10 PM) *

ექსპრომტად პრეზიდენტს

(დღეს დილით დავწერე)

დე, იხარონ ქართველებმა
ზარ-განხდილი იყოს მტერი,
ხალხის ერთგულების ფიცს დებს
საქართველოს პრეზიდენტი.

მაცხოვარმა ღვთივ გვიკურთხოს,
რათა იყოს ქველი, ბრძენი,
რათა ჩვენ მტრებს ძირს დასცემდეს
საქართველოს პრეზიდენტი.

გამთლიანდეს სამშობლო და
ღმერთს აქებდეს ერი, ბერი,
ღმერთო, მრავალჟამიერ ჰყავ
საქართველოს პრეზიდენტი!

წააკითხე და რა რეაქცია ექნება ჩვენც გაგვაგებიე biggrin.gif
ისე კარგი ლექსია smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 20 2008, 07:26 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 20 2008, 07:10 PM) *

ექსპრომტად პრეზიდენტს

(დღეს დილით დავწერე)

დე, იხარონ ქართველებმა
ზარ-განხდილი იყოს მტერი,
ხალხის ერთგულების ფიცს დებს
საქართველოს პრეზიდენტი.

მაცხოვარმა ღვთივ გვიკურთხოს,
რათა იყოს ქველი, ბრძენი,
რათა ჩვენ მტრებს ძირს დასცემდეს
საქართველოს პრეზიდენტი.

გამთლიანდეს სამშობლო და
ღმერთს აქებდეს ერი, ბერი,
ღმერთო, მრავალჟამიერ ჰყავ
საქართველოს პრეზიდენტი!


დედა, რა ვქნა, როგორც გურულები იტყვიან, სულ გადელდა აგი ბაღანა biggrin.gif



პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 20 2008, 09:26 PM

კანონისტი
რავა ყველაფერში ნიჭიერი ხარ... biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Jan 20 2008, 09:32 PM

აგერ ჩვენს თვალწინ იშლება ეპოქა,
ვისგან იქმნება? რა გველოდება?
არა, შევმცდარვართ ჩვენ ვართ მონები,
მონები, ყველა ცოდვის მონები.
გვეყოფა ხალხო მუდამ დროება,
საცაა მოვა ამაოება,
ამაოება ყოვლის მპყრობელი,
ჩვენგან უქმნელი, შეუწვდომელი,
თუ არ შეიცვლი საკუთარ წადილს,
ვერ დაიმკვიდრებ სასურველ ადგილს,
სწორედ აქ არის ხსნა ყველა ხალხის...
ჩვენ ვართ მეფენი ჩვენი დროების
თუ მოვლენილნი ცოდვის მორევში?
ვერ გაგვიგია რა არს წამალი,
ჩვენ ზემოთ მდგარი,დაუღალავი.
ორი გზა არის ჩვენგან სავალი,
ერთი მკაცრია, შეუბღალავი,
სხვას კი ვადგავართ
დაბლა მზირალნი,
ვერ შეგვიგნია რაა მართალი.
მივდივართ ასე თავისუფალნი,
მოიხსენიეთ გულში უფალი!
რა მოხდა სულში ასეთი მძლავრი,
რომ გაგვიღვივა სიცოცხლის ალი,
დაგამშვიდა და განუგეშა მან,
შენ აგეხილა ცხოვრების თვალი.
ჩვენ ვართ მეფენი ხორციელების,
არ გვძალუძს ვიყოთ გონიერები,
შეჩერდი წუთით და გაიხედეთ
რას გიპირებენ მორიელები,
ერთი სული აქვთ დაგშხამონ, მოგკლან,
შხამით მომკვლელი სულიერების,
მიიღებ ამას?
შეგეშინდება წუთისოფელის ამაოების!
ამიტომ არის ჭიდილი მუდამ,
ხორცის წადილის და სულის ნების,
ყველაფერი გაქვს ხელთ რაც გჭირდება,
მიდიხარ იქეთ სადაც გინდება.
გინდება მთელი სიმძაფრით ფული
და ჭაობშია მთელი სხეული,
მაგრამ ხსნას პოვებს თითოეული
თუ დარჩა სულთან მარტო,ეული,
ეს ცხოვრებაა არარაობა
ჩვენგან შორსაა სხვა რეალობა.


იმედგაცრუება

ყველას ვერწმუნე, ყველას შევუნდე
ღიმილით შევხვდი მტერსაც.
გული გავუხსენ ვისაც მივენდე.
ვენდე პატარა კრავივით მგელსაც.
მაგრამ რა მოხდა, ასე უეცრად
ვხვდები გული გამეპო ორად
ყველა მათგანი შურით აივსო
მთლად უცხო გახდა და იქცა ორბად.
გულზე ეკლები მესობა მწარე,
რომ დავფიქრდები და რომ მივხვდები…
წუთისოფელი ასეა, რა ვქნათ
აღარ ღირს მათთვის ფუჭი ფიქრები.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 20 2008, 11:00 PM

ციტატა(q-e-T-i @ Jan 20 2008, 08:32 PM) *

აგერ ჩვენს თვალწინ იშლება ეპოქა,
ვისგან იქმნება? რა გველოდება?
არა, შევმცდარვართ ჩვენ ვართ მონები,
მონები, ყველა ცოდვის მონები.
გვეყოფა ხალხო მუდამ დროება,
საცაა მოვა ამაოება,
ამაოება ყოვლის მპყრობელი,
ჩვენგან უქმნელი, შეუწვდომელი,
თუ არ შეიცვლი საკუთარ წადილს,
ვერ დაიმკვიდრებ სასურველ ადგილს,
სწორედ აქ არის ხსნა ყველა ხალხის...
ჩვენ ვართ მეფენი ჩვენი დროების
თუ მოვლენილნი ცოდვის მორევში?
ვერ გაგვიგია რა არს წამალი,
ჩვენ ზემოთ მდგარი,დაუღალავი.
ორი გზა არის ჩვენგან სავალი,
ერთი მკაცრია, შეუბღალავი,
სხვას კი ვადგავართ
დაბლა მზირალნი,
ვერ შეგვიგნია რაა მართალი.
მივდივართ ასე თავისუფალნი,
მოიხსენიეთ გულში უფალი!
რა მოხდა სულში ასეთი მძლავრი,
რომ გაგვიღვივა სიცოცხლის ალი,
დაგამშვიდა და განუგეშა მან,
შენ აგეხილა ცხოვრების თვალი.
ჩვენ ვართ მეფენი ხორციელების,
არ გვძალუძს ვიყოთ გონიერები,
შეჩერდი წუთით და გაიხედეთ
რას გიპირებენ მორიელები,
ერთი სული აქვთ დაგშხამონ, მოგკლან,
შხამით მომკვლელი სულიერების,
მიიღებ ამას?
შეგეშინდება წუთისოფელის ამაოების!
ამიტომ არის ჭიდილი მუდამ,
ხორცის წადილის და სულის ნების,
ყველაფერი გაქვს ხელთ რაც გჭირდება,
მიდიხარ იქეთ სადაც გინდება.
გინდება მთელი სიმძაფრით ფული
და ჭაობშია მთელი სხეული,
მაგრამ ხსნას პოვებს თითოეული
თუ დარჩა სულთან მარტო,ეული,
ეს ცხოვრებაა არარაობა
ჩვენგან შორსაა სხვა რეალობა.
იმედგაცრუება

ყველას ვერწმუნე, ყველას შევუნდე
ღიმილით შევხვდი მტერსაც.
გული გავუხსენ ვისაც მივენდე.
ვენდე პატარა კრავივით მგელსაც.
მაგრამ რა მოხდა, ასე უეცრად
ვხვდები გული გამეპო ორად
ყველა მათგანი შურით აივსო
მთლად უცხო გახდა და იქცა ორბად.
გულზე ეკლები მესობა მწარე,
რომ დავფიქრდები და რომ მივხვდები…
წუთისოფელი ასეა, რა ვქნათ
აღარ ღირს მათთვის ფუჭი ფიქრები.


კარგი ლექსია მაგრათ მომეწონაwub.gif a025.gif

პოსტის ავტორი: poeti თარიღი: Jan 23 2008, 07:49 PM

მზის სხივებით,მთვარის შუქზე,მხოლოდ შენ დაგინთებ კოცონს,
ყველაზე ძლიერ ჩემს ლექსებს შენზე საუბარი მოსწონთ.

მომეხმარება შენზე სანადიროდ მე ეს ლექსები,
მიწაზე ვერ ვართ ერთად ხოდა მოდი გავხდეთ მერცხლები.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 23 2008, 07:52 PM

ციტატა(poeti @ Jan 23 2008, 04:49 PM) *

მზის სხივებით,მთვარის შუქზე,მხოლოდ შენ დაგინთებ კოცონს,
ყველაზე ძლიერ ჩემს ლექსებს შენზე საუბარი მოსწონთ.

მომეხმარება შენზე სანადიროდ მე ეს ლექსები,
მიწაზე ვერ ვართ ერთად ხოდა მოდი გავხდეთ მერცხლები.

ლამაზად წერ, სწორად მომიცია ლინკი smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jan 23 2008, 08:36 PM

რამდენი პოეტები გვყოლია ფორუმზე smile.gif))


გაიხარეთ ხალხო smile.gif))

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 25 2008, 02:28 PM

ესეც ჩემი ლექსი, ბექაზე მიძღვნილი დაბადების დღეს:

ცხრამეტი წლის დღეს შესრულდი ძმაო,
გლოცავ გულით ახლობლებთან ერთად,
დაგლოცოს და გაგახაროს ღმერთმა
და მოგმადლოს წელთ სიმრავლე, ბექა!

სულიწმიდამ მოგანიჭოს სიბრძნე,
წმინდანებმა - ლოცვა-მეოხება,
დედა ღვთისა ჩაგიკრავდეს გულში,
ანგელოსნი გმფარველობდნენ, ბექა!

და იქ სადაც სამოთხეა უფლის
ღვთიურ ჰანგებს ვინ მოისმენს ნეტავ?
უფლის ნებით და წყალობით იყავნ,
რომ ერთ-ერთი ყოფილიყავ, ბექა!

სამშობლოსთვის ბრძოლასა და ღვაწლში
გვერდით წმინდა გიორგი რომ გედგას,
რომ მტრებს შენსას ძირს დასცემდეს უმალ,
უფალსა ვთხოვ, ჩემო ძმაო ბექა!

ერთგულების, ძმობის მაგალითო,
შენს სუფთა გულს უფალი ხომ ხედავს,
მეგობრები გაგიმრავლოს ღმერთმა
მათ იმედად მაგრად იყავ, ბექა!

გამრავლდი და გაიხარე, ძმაო,
შვილთაშვილებს რომ ვერ თვლიდე ყველას,
ღვთის მოშიშნი აღუზარდე უფალს
და სამშობლოს სათაყვანოს, ბექა!

როცა ქართველს უხსენებენ შოთას,
გალაკტიონს, აკაკის ან ვაჟას,
გვარის თქმა მას აღარ უნდა მეტად,
იცის, ვისზე გულისხმობენ ამას...

და როდესაც ამ სოფლიდან გახვალ,
ამის თხოვნას უფლისათვის ვბედავ,
როცა ჩვენში ახსენებენ "ბექას",
დე იცოდნენ, რომ ეს შენ ხარ, ბექა!

პოსტის ავტორი: Satevari თარიღი: Feb 1 2008, 04:56 PM

ბერდიას შაჰყვარებია
ქისტეთს ლამაზი ქალიო,
ერთხელ იხილა შორიდამ,
უმალ დაადგა თვალიო

წყაროსთან ჩუმად ჩასაფრდა,
ორს აფრთხობინა სულია,
ქალი ნაბადში ახვია,
არ მაუღეღა გულია...

ხევსურეთს როცა მივიდა
თემმა დაუწყო ძაგება:
"რად მაათრიე, რად იწყე
ჩვენს წესზე ხელის აღება,
ცოლის სულს რად უღალატე?"
იწყეს ერთზედა გაწევა...

მაინც შაირთო ბერდიამ
ქისტის ლამაზი ქალია
ვაჟიც გაუჩნდათ ლამაზი,
ქონდა ყორანის თვალნია...


"ძაღლის ნაშობი ჩვენს თემში
ვერა იცხოვრებს ძმურადა..."
არ იკარებდნენ ახლოსა
არ თვლიდნენ მას ხევსურადა...
დედა და შვილი დახოცეს
ბერდიას ეცნენ მტრულადა

"რა გინდათ ხევსურთ ვაჟებო
რად მამიკალით შვილია,
ღმერთის არა გწამთ, ოხრებო?!
ერთად შაჰკარით პირია...

წყეულიმც იყავთ ყველანი,
გათრევდეთ ყველას ძაღლიო,
არ შაგრჩეთ ჩემის ცოდვითა,
არც კარი, არცა სახლიო"

გმინავდა, ამას ყვიროდა,
ხელშებორკილი ბერდია
არ მაეშველა არავინ,
არცა მაღლიდამ ღმერთია...

ცხედარი ეგდო გორაზე...
გულს უჯიჯგნიდა სვავიო...
არ შაარჩინეს არწივსა,
ბედი ჰქონია ავიო


პოსტის ავტორი: didou nana თარიღი: Feb 2 2008, 12:40 PM

მე ვარ პოეტი

მე ვარ პოეტი,
შენ ხარ სატანა,
და ჩემს მომართვას
ბედავს ვერავინ;
შენ გძულს სიკეთე,
კაცის გატანა,
მე კი მძულს სიტყვა
გაუკერავი.

შენ ხარ ჭაობი
მე ვარ მდინარე,
მე უდაბნოში დარგული
ხე ვარ;
შენი მსხვერპლია
სული მძინარე,
ჩემი მსხვერპლი კი
ისევლე მე ვარ.

შენ - სარეველა,
მე ვარ ყვავილი;
პეპლის და ფუტკრის
მსხვერპლი და წერა,
შენი საქმეა
კატებრ ჩხავილი,
მე კი მიტაცებს
ნატიფი ბგერა.

მე ჰაერი ვარ,
შენა ხარ კვამლი,
და შენ გმონობენ
ახალნიც, ძველნიც;
შენ სუნი გიდის
საძარღვე წამლის,
მე კი ავქოთდი
სურნელით მელნის.

მე ვარ სარკმელი,
შენ ხარ გისოსი,
შენ ხარ ყველაფრის
მკეტი ბოქლომი,
შენი გენია
კახპა და ბოზი,
ჩემი გენი კი -
მჭადი და ღომი.

მე ვარ პოეტი,
შენა ხარ ავი,
კალმის ჟანგი ხარ
პოეტთა თემში,
თუმცაღა, ვაჰ, რომ
შენი ნიავი,
მაინც უბერავს,
არსებობს ჩემში.

23.06.03

დიდოუ ნანა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 12:36 AM

***
არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ.
გრძნობათა მორევს, ღრმად გულში ვირთავ.

სიტყვები ჩემი, რვეულში ჩნდება.
გრძნობები ჩემი, ხელებში მრჩება.

კალმით ჩემ ლექსებს, მე ვერ გადმოვცემ.
და არც ამ რვეულს აღარ გამოვცემ.

არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ.
და თვით პოეტის, ცრემლს გულში ვირთავ.

1997

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jul 3 2008, 09:17 PM

ჩემი ლექსები რომ დავდო ხომ შეიძლება ?

თუ არ შეიძლება წავშლი მერე smile.gif

წითელი უდაბნო

ქვიშას ასდიოდა
ცხელი ოხშივარი
და აგვისტოს ხვატი
ხახამდე ატანდა.
წითელი უდაბნოს
დამწვარ ქვებს ლოშნიდა
მოჰამედ ალ შაკა...
ქარს შორით მიქონდა
სიმი მრავალმჟღერი,
აბრეშუმის შრაშუნს
გაერთო ქარვასლა...
მბჟუტავ ნაკვერჩხლებზე
სიზმარი იწვოდა,
კეთილსურნელებით
ღამეებს კაზმავდა.
იქ, დრო ხარკს უხდიდა
არაბ ბედუინებს,
თავჩაკიდებული
მისდევდა ქარავანს...
ქვიშას ასდიოდა
ცხელი ოხშივარი
და აგვისტოს ხვატი
ძვალ-რბილში ატანდა.

გამოაღე სარკმელი...




გამოაღე!
გამოაღე!
გამოაღე სარკმელი...
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი...
მოგიყვები რაც კი რამე, მომადგება ენაზე,
არ დამიწყო, ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე!
ისე გამოგეპრანჭები , ამ ჭერმების ჯინაზე,
თვალს ვერ მომწყვეტ გეფიცები,გადაგივლის სიბრაზეც...
ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ,
როს გავიგებ ზარების ხმას , საკვირაო წირვაზე
გიჩურჩულებ , რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ...
(არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე!)
გამოაღე...
გამოაღე...
გამოაღე სარკმელი,
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი...
ერთი თხოვნა


ერთი თხოვნა
გალეული მთვარის ნამგალს
ეჭიდება ღამე,
ლექსს ბუდიდან წამომიფრენს
როცა ირიჟრაჟებს.
-ნახე, უკვე გაზაფხული
ეჩვენება ბაღებს,
ჭერმის ტოტზე კვირტებს ვითვლი,
განა დავიღალე ?
ყვავილებით ვაგვირისტებ
თეთრი ჩითის საკაბეს,
ზუფები და ზარბაბები
სულ სამზითვოდ გადავდე...
სული ისე ამიმჩატდა-
მოფარფატე პეპელა,
თუ ავფრინდი მამა ღმერთთან,
თუ როგორმე მეშველა....
ერთი თხოვნა შემისრულე
ღმერთო, მწარედ მოტირალს,
სული ლექსად წაიკითხე,
ცოდვა-მადლს ნუ მომკითხავ!
გალეული მთვარის ნამგალს
ეჭიდება ღამე,
ლექსს ბუდიდან წამომიფრენს
როცა ირიჟრაჟებს.....

ნინო ქადაგიძე

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jul 3 2008, 09:21 PM

ციტატა
კი როგორ არ სეიზლება კაი ლექსია.


გაიხარეsmile.gif
მაშინ ერთი-ორსაც დავდებ და გავაალ .... smile.gif

* * *
მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი...
ცოტაც....
იყივლებს და
კიდეც გათენდება,
ბუხარს წამოანთებს
ისევ ძველი დარდი
და ჭრელ ბალიშებზე
ძილი დაფეთდება.
მე კი დავუყვები ეზოს
ჭიშკრის ბოლოს ,
ანდა ღობის ძირში
ვიპოვი ნაკვალევს,
კალთას დავაფარებ
და გამოვაზამთრებ...
ეხლა გინდ მზე იყოს,
ან თუნდაც გაავდრდეს....
ფუძის ანგელოზებს
მარანში მოვიხმობ
და ქუდსაც წამოვხდი
ღვინიან ზედაშეს,
საბძელში მიკუჭულ
ჭინკებსაც დავაფრთხობ,
კერას არ ჩაგიქრობ
ქარიც რომ ბერავდეს.

მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი,
ცოტაც....
იყივლებს დაა
კიდეც გათენდება....

* * *გარღვეულ ზეცას ამოვკერავ
ლურჯი ტიტებით,
შევეფეთები ახირებულ
გაზაფხულს სადმე,
ატმის გუბიდან ამოვხვრეპავ
ბადაგს მუჭებით
და დავუმშვენებ ენძელებით
ამღვრეულ თვალებს...
მერე ხარებას ვიზეიმებ
ჭერმის ხარხარით,
მარტს გადავუხდი
აპრილისგან აღებულ ვალებს,
ლექსი-სურვილი ამეხლართა
თითქოს თითებში,
რომ არ დავწერო გავგიჟდები...
მირჩიეთ რამე...

გარღვეულ ზეცას ამოვკერავ
ლურჯი ტიტებით....


თუ...


თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი....
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს...
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს...
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური,
-ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს,
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...

ნინო ქადაგიძე

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: Jul 28 2008, 03:46 PM

მე ამირჩია მარტოობამ ცხოვრების გზაზე,
ვერვის გავუგე ამდენ ხალხში თუ ვერ გამიგეს?!
გთხოვთ რომ წახვიდეთ, დამტოვეთ მარტო!
თუმცა თქვენ რატომ?.......
მე წავალ თვითონ!............
მე დაგიტოვეთ ჩემი ცხოვრების ყველა ფურცელი
მიხვდებით ალბათ მატლი ყოფილხართ ყველა ჩემსავით

დიმა ორკოდაშვილი

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Jul 28 2008, 04:02 PM

ჩიტი ცაშია ლამაზი,მოკვდება ფრენას ვერ მოშლის,
მუხა იზრდება ჭალაში,ქართველი საქართველოში.
ვაშლის ხეს ვაშლი უხდება,სიმწიფით ღამე ნათევი,
ვენახს ვაზი და ფოთოლი,საქართველოს კი ქართველი.
ვით თევზი უწყლოდ ვერ გაძლებს,
უთოვლოდ თოვლის ფანტელი.
მოკვდება უსაქართველოდ თუა ნამდვილი ქართველი.

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: Jul 28 2008, 04:06 PM

უხ რა ჯიგარი ხარ

პოსტის ავტორი: ana-no თარიღი: Jul 28 2008, 04:52 PM

ჩემი ლექსის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ აქ ისეთი ლექსები წაიკითხა ჩემმა თოლებმა, რომ გადავიფიქრე... user.gif

ულამაზესი ლექსებია, სულში ჩამვდომი ... wub.gif


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 28 2008, 04:59 PM

ana-no
მოდერატორი გიბრძანებს, დადო საკუთარი ლექსები! biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ana-no თარიღი: Jul 29 2008, 10:28 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 28 2008, 04:59 PM) *

ana-no
მოდერატორი გიბრძანებს, დადო საკუთარი ლექსები! biggrin.gif kiss1.gif


ვაიმე დედა! რა გულს მიხეთქავთ ამ დილა უთენია, თან იუბილარი მაინც არ ვიყო! ამ მიზეზის გამო მაინც შემიბრალეთ! biggrin.gif

საერთოდ ჩემი ლექსები ზეპირად არ მახსოვს არცერთ, დღეს ვისწავლი და ხვალ რამეს დავდებ თქვენო უმოდერატეროსობავ!!! laugh.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: Jul 30 2008, 12:33 PM

მე, მრავალ ხალხში, დემონებს ვხედავ,
ნუთუ, მეცავარ უკვე დემონი?
მე, მრავალ ხალხში, სინათლეს ვხედავ,
ნუთუ, მეცამაქვს სადმე სინათლე?
ყველა ერთ-ურთში, ბეწვს ვხედავთ დირედ,
სჯობს, რომ ერთ-ურთში, სარკეს ვხედავდეთ!
ჩვენ, ყველას ერთად, სადღაც ბოღმა გვაქვს,
ბოღმას, დავტოვებთ ერთმანეთისთვის?
ჩვენ, სადღაც გულში, სიყვარული გვაქვს,
ვიცი: ყველას გვაქვს, სურვილი ნახვის.
ვიცი: ბევრი თვლის, მარტოა ქვეყნად,
რადგან, ბევრი თვლის, მარტო არ არის!
ჩვენ, ყველას ერთად, შავი ჩრდილი გვაქვს,
შუქის გარეშე, ჩრდილი არ არის!
დიმა ორკოდაშვილი

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: Jul 30 2008, 01:31 PM

დიმა მაგარი ხარ ჯიგარო. გაიხარე ნამდვილო ქართველო

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jul 30 2008, 01:49 PM

ცოტა აბდლობაა მარა smile.gif


ალბათ გამტანჯავს ცხოვრება
შევიცან მისი ღირსება;
შეუცნობელი ბევრია
შეცნობას ვერ ეღირსება.

ადამიანი მინახავს
გულში რას აღარ ინახავს;
მაგრამ იტყვიან ცხვირს იქით
ვერაფერს ვერ დაინახავს.

ასეთ კაცს, თუნდაც ქალსაო
ბავშვსა ან თუნდაც მოხუცსა;
ცხოვრება ჭკუას ასწავლის
მანამდე სანამ მოხუცდა.

მსურს ცხოვრებაში სიკეთე
ყველას გულებში ერიოს;
ცუდი რამ და სიბოროტე
ერთი არ გამოერიოს.

მაგრამ ამბობენ ცხოვრება
როგორც მსურს ისე არ არის;
კაცი კაცს არ ჰგავს,ქალი ქალს
დავკარგე ნდობა ყველასი.

ნუთუ ძნელია ცხოვრება
არ ითამაშო თამაში;
მაგრამ ყველაზე რთულია
ენდო, დაგიწყოს თამაში.

კაცს ეს ცხოვრება ჰგონია
ბედნიერება: ქონება;
ამით ყველაფერს მიაღწევს
თავისთვის, მას ეგონება.

ამისთვის რას არ ჩაიდენს
ხშირად თვითონაც არ იცის;
ყველაფერს ისე გაწირავს
არვის დანდობა არ იცის.

მაგრამ ყველანი ამქვეყნად
ნუთუ ამისთვის მოვდივართ;
ნუთუ ცხოვრების ბოლომდე
ცოდვებით დატვირთულნი ვართ.

მინდა რომ ყველას გულებში
სიყვარულს ჰქონდეს ადგილი;
მაშინ ჩემთვისაც ცხოვრება
იქნება უფრო ადვილი.

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jul 30 2008, 11:03 PM

leluka

ქართულ შრიფტზე გადავიყვანე შენი ლექსი და შეცვალე თუ გინდა შენს პოსტში , მერე მე წავშლი ამას smile.gif
ალბათ გამტანჯავს ცხოვრება
შევიცან მისი ღირსება;
შეუცნობელი ბევრია
შეცნობას ვერ ეღირსება.

ადამიანი მინახავს
გულში რას აღარ ინახავს;
მაგრამ იტყვიან ცხვირს იქით
ვერაფერს ვერ დაინახავს.

ასეთ კაცს, თუნდაც ქალსაო
ბავშვსა ან თუნდაც მოხუცსა;
ცხოვრება ჭკუას ასწავლის
მანამდე სანამ მოხუცდა.

მსურს ცხოვრებაში სიკეთე
ყველას გულებში ერიოს;
ცუდი რამ და სიბოროტე
ერთი არ გამოერიოს.

მაგრამ ამბობენ ცხოვრება
როგორც მსურს ისე არ არის;
კაცი კაცს არ ჰგავს,ქალი ქალს
დავკარგე ნდობა ყველასი.

ნუთუ ძნელია ცხოვრება
არ ითამაშო თამაში;
მაგრამ ყველაზე რთულია
ენდო, დაგიწყოს თამაში.

კაცს ეს ცხოვრება ჰგონია
ბედნიერება: ქონება;
ამით ყველაფერს მიაღწევს
თავისთვის, მას ეგონება.

ამისთვის რას არ ჩაიდენს
ხშირად თვითონაც არ იცის;
ყველაფერს ისე გაწირავს
არვის დანდობა არ იცის.

მაგრამ ყველანი ამქვეყნად
ნუთუ ამისთვის მოვდივართ;
ნუთუ ცხოვრების ბოლომდე
ცოდვებით დატვირთულნი ვართ.

მინდა რომ ყველას გულებში
სიყვარულს ჰქონდეს ადგილი;
მაშინ ჩემთვისაც ცხოვრება
იქნება უფრო ადვილი.


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 31 2008, 12:29 AM

nini1
ყოჩაღ ნინ, მშვენიერი ლექსებია, მომეწონა ძალიან.

აბა შენ იცი, ასე გააგრძელე და დაგვიწერე შენი ლექსები კიდევ kiss1.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jul 31 2008, 01:33 AM

ციტატა(ნაინა @ Jul 31 2008, 12:29 AM) *

nini1
ყოჩაღ ნინ, მშვენიერი ლექსებია, მომეწონა ძალიან.

აბა შენ იცი, ასე გააგრძელე და დაგვიწერე შენი ლექსები კიდევ kiss1.gif


მადლობა ნინ smile.gif kiss1.gif

დავდებ, მაგაზე როგორ გეტყვი უარს , ლექსები კი მაქვს ხურჯინით a075.gif

ეს მთებს ეძღვნება smile.gif

ანწლო, რა ურცხვად მიღიმი

ათენგენობას ამოვალ,
სულ ამირიე ბილიკი...
აფციაურთა ბანზეით,
ანწლო, რა ურცხვად მიღიმი ?
ნუ აბრიალებ შავ თვალებს,
ნუ მიბნევ თავგზას ქალასა,
შეგამჩნევ, შემოგცინებ და
ატყდება დავიდარაბა !


* * *
მზე შეაფრინდა მკერდზე ცას,
ცისკარმა წითლად იალა,
დილა აჩინჩხლეს სხივებმა,
ბალახი- ცვრისა ციალმა.
მარტომ გავტოპე არაგვი,
ჯავრმა მთლად გამატიალა,
შენს სანახავად ამოველ,
შენ არც რა გაგიგია რა ....

* * *


მ.ლ-ს
ყალყზე შემდგარა არაგვი,
კალმახებს ისვრის ლექსებად,
წამოზმორილან ნისლები,
ცისკარს პერანგი ეხევა.
არაგვისპირში სამყურებს,
დარჩენილთ ბედის ამარა,
მარტი ირევა, რა ვიცი,
ან შეამცივნებთ, ან არა...
დანატრებულხარ ძახველებს
და აყვავებულ შალშავებს,
კუნელებს თუ მოგიკითხავ
განა, რაიმეს ვაშავებ?!
ალმასის ცვარ-ნამს გიგროვებ
მუჭაში, მაყვალს უმწიფარს...
გზად გიგებ ფარდაგ- მარმაშებს,
თუ შენი ხილვა მეღირსა...
ყალყზე შემდგარა არაგვი,
კალმახებს ისვრის ლექსებად,
სიტყვებში სევდა შეგატყვე
და ხმაშიც ბზარი გემჩნევა...

შატილს

ნისლი რძედ დასდით
სამძივანთ გორებს,
ხმა მაღლიანი
მოყეფს არაგვი,
აქ, ალალბედად შეიძლება
მზე მთვარეს შეხვდეს,
წაწალს-წაწალი .
მთას ცელის ფხაზე
მკერდი შეეჭრა,
ვძებნე ნათიბი ბალახი,
ვნახე ლურჯთვალა ღიღილო,
არსაითა ყავს ბადალი,
საფიცრად ესეც მეყოფა-
შენი თვალების სადარი .

ნინო ქადაგიძე

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jul 31 2008, 11:36 AM

nini1

ციტატა
ქართულ შრიფტზე გადავიყვანე შენი ლექსი და შეცვალე თუ გინდა შენს პოსტში , მერე მე წავშლი ამას



გაიხარე, დიდი მადლობა kiss1.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Aug 1 2008, 01:46 PM

leluka

არაფრის, რა მადლობა kiss1.gif

* * *
ისევ რითმებად ამიტირდა
თითქოს თითები...
მესმის ფშატები
ჩუმად ფშვინავენ...
და ვერ იცოცხლებ
თუ არ მოკვდი
როგორც პოეტი...
და ვერ მოკვდები,
ჯერ აღდგომა
თუ არ იწამე!
წუხელ ჯვარცმასთან
დამათენდა
ლოცვაში არა,
ფიქრში რომ უფალს
სამსჭვალიდან ლექსად ვდიოდე,
დღეს კი ,
შენამდე მოვათრიე
მძიმე სხეული:
-ჰა, წამიკითხე!
მსურს ბაგეზე
ლექსად გტკიოდე!

ესეც შემოდგომასოო
პეშვით მოეტანა შემოდგომას
ხვავი გალეწილი პურის ყანის,
გაკემსილ ჯიბეზე ასდიოდა
სუნი შენელებულ კვაწარახის.
ზურგზე შემოედგა თივის ზვინი,
ღაწვზე მზის ამბორი შერჩენოდა,
ჭიგოზე დახეულ ჩითის პერანგს
ცოტა გახუნება შერეოდა...
ციცქა-ცოლიკოურ შხეფს ნატრობდა
ქვევრი სიფხიზლისგან დაღალული,
დილა ნედლი იყო სიმინდივით,
ღამე-ჭრიჭინებით გათანგული.
იყო რაღაც მაგრამ, არც რა იყო...
უშენოდ ყოფა შესაფერი,
სანამ დასწყებია ამინდს ბნედა,
სანამ დამავიწყდა ყველაფერი...
მოხვალ თუ არ ვიცი,დარდს გადავყვე?
ვეღარ გამიგია ვ ე რ ა ფ ე რ ი....

მერე რთველია...

მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები,
მერე რთველია...
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში...
უკვე მღერიან...
ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი
განა სიმთვრალე,
დღეს მუზას უნდა ავუხირდე
და გავტიალდე...
შენ კი დაღლამდე,
სიგიჟემდე გიწერო
ლექსი,
ერთი კი არა,
ორი...სამი...ან უფრო მეტი...
მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები...
მერე რთველია...
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში...
სადღაც მღერიან....


* * *

ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს,
მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა
და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე,
მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა.
ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა,
ბაღში , გაიხეჩა მთვრალი ბროწეული,
სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს,
ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული.
ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი,
ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე,
ვიცი, უსათუოდ მასაც გააღიმებს,
კედელზე აკინძულ ძახველის სიმრავლე.
და მერე იფიფქებს...ჰო, ისე ლამაზად,
(მთვარეს გაართობენ უძილო ჭოტები)
ბუხრის წინ ქათქათა ღამეებს დავართავ,
თბილ ამბებს მოგიქსოვ...და დაგელოდები...

ნინო ქადაგიძე

მერე გავაგრძელებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 1 2008, 01:57 PM

nini1
blink.gif

შენია?

აღვფრთოვანდი!!!!!!! kiss1.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Aug 1 2008, 02:34 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 1 2008, 01:57 PM) *

nini1
blink.gif

შენია?

აღვფრთოვანდი!!!!!!! kiss1.gif


yes4.gif ჩემია , მადლიობა madlioba.gif

wub.gif smile.gif

kiss1.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 1 2008, 02:56 PM

nini1
ყოჩაღ !

გადავირიე smile.gif kiss1.gif
წერე ნენა, წერე smile.gif kiss1.gif

გაგაძლიეროს უფალმა smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 1 2008, 06:32 PM

nini1
შემოგევლეოო kiss1.gif

ლამაზი ლექსები გაქვს ძალიან.
მიხარია, კიდევ და კიდევ მეტი შეგძლებოდეს ნინ mpua.gif

უზომოდ მიყვარს ლექსები, შემიძლია მთელი დღეები ვიკითხო.

ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს ფორუმზე,
ღმერთმა გამრავლოთ. smile.gif

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 4 2008, 01:32 AM

ყოოოჩაააააააღ, კარგიი ლექსებიაააა......

პოსტის ავტორი: chagi თარიღი: Aug 20 2008, 07:12 PM

მოგესალმებით მოყვასებო. ღმერთმა გააძლიეროს თითოეული ქართველი და მთელი საქართველო. მე ჩაღი ვარ

ჩაღი (აჭარელი)

ჩემო საქართველოვ

ზარი მხოლოდ ეკლესიის,
წკრიალა და სათნო,
მინდა ჩემო საქართველოვ,
ქართველად მომნათლო.
შენი მადლით, შენი ნიჭით,
პურითა თუ ღვინით,
შენთანა ვარ მტკიცე ფიციტ,
ჭირითა თუ ლხინით.
შენი სისხლის წვეთი ვიყო,
ანდა ნაპერწკალი,
რომ ავენთო, ავბრიალდე,
და მომედოს ალი.
რომ დავიწვა, დავიფერფლო,
შენი გულისათვის,
შეგიმშრალო ცხარე ცრემლი,
ნაღვლისა თუ დარდის.
გავიხსენო წასულები,
საქმე დავუფასო,
ჩემი ვალი ასეთია,
სამშობლოვ ძვირფასო.
წინაპართა წმინდა სულის,
მტკიცედ მჯერა ახლაც,
ცივი ძვლების და სხეულის...
ცრემლს მგვრის მათი ნახვა.
ზარი ეკლესიის ისმის,
არა გლოვის არა,
სამშობლოსთვის გულის ფიცრის,
მიცემაც არ კმარა!!!!!!!!!
ამიტომაც საქართველოვ,
ნუ დაკარგავ იმედს,
ჩვენ დავიდგამთ შენს მაგიერ,
ტანჯვის უღელს მძიმეს!!!
ზრი მხოლოდ ეკლესიის ,
წკრიალა და სათნო,
მინდა ჩემო საქართველოვ,
ქართველად მომნათლო!.!.!

პოსტის ავტორი: ana_glaza თარიღი: Aug 22 2008, 02:31 PM

"დავდივარ ჩემთვის უმისანართოდ,
დაუსრულებელ ფერთა სივრცეში,
მიდიან წლები და თითქოს დღეთა,
გადაიშალოს წიგნის დვერდები"!

პოსტის ავტორი: ana_glaza თარიღი: Aug 22 2008, 02:49 PM

"ვაჟა'ფშავბელას"
"და მე უღირსი ვეღირსე სითბოს,
და ხილვას გავხდი ვაჟას სახლისას,
და სალოცავებს მისი ნალოცით,
და მუხლ მოდრეკით ტაძარს შემოვლილს,
მე მისი კვალი თითქოს ვიხილე,
გადამეშალა გილში ნაღველი,
და ფიქრიანი ფიქრით ავინთე,
სახლ-მუზეუმის ხილვით დამტკბარი,
მე მისი კვალი ისევ გავკვალე,
და გაუვალი ბალახი მთაში,
და რომ სითბოა სიცივე ქარშიც,
სულიერებას ვგრძნობ მე ჩარგალში,
ვაჟა-ფშაველას საფგანძურს ვეტრფი,
და როს ვემთხვევი ცრემლიან გულით,
და უდარდელი დარდით აღვივსე,
და დარდიანი უდარდელ დავრჩი,
შენ საქართველოვ,ფშავო და მთებო,
ულამაზესი კუთხე და მდელო,
დალოცვილნი ვართ ღვთის'მშობლის ბედით,
მარად სამშობლოვ,შენ საქართველო"!
(7/07/2008წ)(ანა)

პოსტის ავტორი: ana_glaza თარიღი: Aug 22 2008, 03:22 PM

"და ორმოცი მოწამეთა"

გაიხარეთ,,ყველა ერნო,,
სიოს ბილიკს მივუყვებით
უსაჩივროდ,,უსათქმელოდ,
დიდება შენ ჩვენ დალოცვა
ნაღალ ღმერთოვ,
ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
დავითი და სხვათა ერთობ,
ჩვენ მათ სახელს ვიხსენიებთ,
სალოცავად, სანაქებოდ,
და ორმოცი მოწამეთა
წმინდანს მადლი გადმოგვევლოს,
და სამშობლოს გზა მშვიდობა,,
საყვარელი"საქართველო"!

(22/03/2008)(ანა)

პოსტის ავტორი: ana_glaza თარიღი: Aug 22 2008, 11:26 PM

"მიყვარხარ ძლიერ,გამახსენდები,
მე დაგინახე შებრუნდი თითქოს,
და ფიქრში შენს თვალს ვეალერსები,
არ დამიხუჯო მხოლოდ ამას გთხოვ,
იცი რას გეტყვი?!: წადი გაფრინდი,
ჩემს გულსაც დავფლეთ რაიგათ მინდა,
სიცოცხლე ჩემი ქარს გავატანო,
დანაოჭებულ ნაღველტა მიღმა,
მე შენ მიყვარხარ! არა არ გეტყვი,
ამპარტავნება ჩაგიქრო მინდა,
და მოგონებებს,ფიქრებსაც წავშლი,
ეს გრძნობა ჩემი იყო მთლად წმინდა,
ლანდს დავინახავ?!: თავს დაბლა დავხრი,
ცრემლებს შევიშრობ,სიკვდილი მინდა,
ო,ცაო ჩემო,ზღვაო ხმელეთო,
მე გზა მიჩვენე საითაც გინდა,
ო,ცაო ჩემო,ზღვაო ხმელეთო,
მე ამიყვანე სამოთხის შინა,
ო,ცაო ჩემო,ზღვაო ხმელეთო,
ღვთის'მშობლის კალთა გვფარავდეს წმიდა,
ო,ცაო ჩემო,ზღვაო ხმელეთო,
ყველა სალოცავს მადლობას ვწირავ"!

(6/01/2006წ)(ანა)

"ბოროტებაო ისევ შენ მებრძვი,
ამპარტავნებავ გაგაქრო მინდა,
ღალატი ერი გამოასწორე,
და გზა უცჰვენე, სიკეთის წმინდა!"
(2006წ)(ანა)

'და აღარ არსებობს ჭეშმარიტი სიტყვა "სიმართლე",,
რადგან "სიცრუემ" დაიმონა "ამპარტავნებამ".
(2006წ)(ანა)

"ყოველთვის იარე სიკეთით" თუნდაც" ბოროტების გზაზე"
(25007წ)(ანა)

"შენ საქართველოვ ომში გაზრდილო"

წუხელის ფიქრებმა ცაში ახედეს!
მეომრებისკენ გამირბის თვალი,
მათ სამშობლოსთვის თავი გასწირეს!
ვაჟკაცობით და სიცოცხლის ძალით,
მათ თავის-თავი სიკვდილს მიართვეს,
უფალს მიანდეს ცხონება თავის,
მათ საგალობელს, სანთელს ავუნთებთ,
და მარად შევსვამთ ღვინოსა თასით!
მოვიგონიებთ წარსულის ფიქრებს,
და საქართველოს, ავს და კარგს ვიტყვით,
ან გავიხარებთ, ხან კი ვიტირებთ,
და რომ დრო მიდის სიცოცხლე ჟამის.
და რომ დანგრეულ ქალაქებს ვიხსენიებთ,
ომში დაღუპულ ას-ასთა ჯარი.
გადაშენებას გაუძლო ერმა!
გაუძლო ერმა უფლისა მადლით!"

(14/08/2008წ)(ანა)

პოსტის ავტორი: ana_glaza თარიღი: Aug 23 2008, 12:01 AM

lashiko_90

დზალიან კარგი ლეკსებიაა,
გმადლობ,


judi

კარგი ლექსიააა


"თავად კალამსაც აქვს თავისი ხიბლი,
ხიბლი მწერლობის და საოცრების,
თავად თაბახი განაოცები,
განაოცები ფიქრების ზიდვით,
სიტყვებო ჩემო ფურცელს მიგანდობთ,,
ჟღერას კი კალამს უმისამართოდ".
(11/08/2002წ)(ანა)

პოსტის ავტორი: ana_glaza თარიღი: Aug 23 2008, 12:18 AM

"ღვთისგან ბოძებული ყველანაირი სიკვდილი ბედნიერებაა(და ველით მას) რადგან ღვთის ნებით ხდება"



"როდესაც სიკვდილს შეხედავ თვალებში და იგრძნობ მის სიახლოვეს, მერე მიხვდები სიცოცხლე რაოდენ ძვირფასია".



"არც სიკვდილისთვის ღირსი არა ვარ,,რადგან,,სიკვდილსაც ღირსეულნი უნდა თანამგზავრად".

(2006წ)






"მე მომერიე სიკვდილო,
ამას გაუძლებს გულიო,
ახლობლის გზადაივიწყე,
სიცოცხლე არად მიღირსო"



"მთავარი არ არის! იყო,,ცხოვრობდე,,
ან რომ ელოდო სხვისსა ცხოვრებას,,
მთავარი არის იყო კეთილი,,
გიყვარდეს ერი,,ენა ქართლისა,,
"ჭეშმარიტება სიმართლე ჰპოვო,,
"ცხოვრებისა და შენი თავისა".



"დიდებულია სიხარულის გრძნობა"
"როცა სიკეთეს დახედავ და სჩადი"
"და როცა თავად არაფერს ითხოვ".

(2007წ)

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Sep 19 2008, 11:57 AM

მხოლოდ იავნანა....

ზეცას თალხისფერი
ნისლი ეკრა დენთის
და ომის ღმერთები
დგებოდნენ ყირაზე.
სუნთქვა გაიჟღენთა
სისხლის ოხშივარით,
დაჩეხილ მშვიდობას
აწვენდა მიწაზე.
საფლავებს დაეღოთ
ყბა ამოსავსები,
შვილებს დარაჯობდნენ
დედების ჯინაზე,
მზის ხვავში ჩაძირულ
აგვისტოს აკრთობდა,
მიწაზე დაყრილი
ცხედრების სიმრავლე.
გზად ბიჭებს ცრემლები
თან არ გააყოლოთ,
მხოლოდ იავნანა-
სამარის პირამდე .
ზეცას თალხისფერი
ნისლი ეკრა დენთის
და ომის ღმერთები
დგებოდნენ ყირაზე.....


ეს 8 აგვისტოს შემომეწერა, იყოს აქაც smile.gif

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: Sep 19 2008, 11:59 AM

ძალიან კარგი ლექსია ნინი1. ეჰ, მდააა

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Sep 19 2008, 12:03 PM

Lego

მადლობა , სამწუხარო ამბებს რომ არ ეძღვნებოდეს, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რა ვიზავთ ...sad.gif

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: Sep 19 2008, 12:07 PM

ხო ნამდვილად მასეა ნინი1. მაგრამ ისე ძლიერად არის გადმოცემული ეს ყველაფერი შენს ლექსში, რომ დამბურძგლა. ყოჩაღ

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Sep 19 2008, 12:22 PM

ციტატა(nini1 @ Sep 19 2008, 11:57 AM) *

მხოლოდ იავნანა....

ზეცას თალხისფერი
ნისლი ეკრა დენთის
და ომის ღმერთები
დგებოდნენ ყირაზე.
სუნთქვა გაიჟღენთა
სისხლის ოხშივარით,
დაჩეხილ მშვიდობას
აწვენდა მიწაზე.
საფლავებს დაეღოთ
ყბა ამოსავსები,
შვილებს დარაჯობდნენ
დედების ჯინაზე,
მზის ხვავში ჩაძირულ
აგვისტოს აკრთობდა,
მიწაზე დაყრილი
ცხედრების სიმრავლე.
გზად ბიჭებს ცრემლები
თან არ გააყოლოთ,
მხოლოდ იავნანა-
სამარის პირამდე .
ზეცას თალხისფერი
ნისლი ეკრა დენთის
და ომის ღმერთები
დგებოდნენ ყირაზე.....
ეს 8 აგვისტოს შემომეწერა, იყოს აქაც smile.gif

ნინი, ძალიან მომეწონა ეს ლექსი kiss1.gif

წარმატებები!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 19 2008, 01:28 PM

ციტატა(nini1 @ Aug 1 2008, 11:46 AM) *

* * *

ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს,
მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა
და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე,
მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა.
ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა,
ბაღში , გაიხეჩა მთვრალი ბროწეული,
სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს,
ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული.
ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი,
ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე,
ვიცი, უსათუოდ მასაც გააღიმებს,
კედელზე აკინძულ ძახველის სიმრავლე.
და მერე იფიფქებს...ჰო, ისე ლამაზად,
(მთვარეს გაართობენ უძილო ჭოტები)
ბუხრის წინ ქათქათა ღამეებს დავართავ,
თბილ ამბებს მოგიქსოვ...და დაგელოდები...

ნინო ქადაგიძე


blink.gif

აღფრთოვანებული ვარ!
ნიინ, ულამაზესი ლექსებია, აქამდე როგორ არ მინახავს sad.gif
რაც მოვნიშნე, დღეს ყველაზე მეტად მოვიდა ჩემ განწყობასთან. kiss1.gif თუმცა ყველა ლექსი მაგარია kiss1.gif
კიდევ დაგვიწერე kiss1.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Sep 19 2008, 05:59 PM

ციტატა(k@the @ Feb 5 2008, 12:36 AM) *

***
არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ.
გრძნობათა მორევს, ღრმად გულში ვირთავ.

სიტყვები ჩემი, რვეულში ჩნდება.
გრძნობები ჩემი, ხელებში მრჩება.

კალმით ჩემ ლექსებს, მე ვერ გადმოვცემ.
და არც ამ რვეულს აღარ გამოვცემ.

არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ.
და თვით პოეტის, ცრემლს გულში ვირთავ.

1997

rolleyes.gif


ძალიან ლამაზია opaa.gif



პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Sep 19 2008, 06:05 PM

ციტატა(nini1 @ Aug 1 2008, 12:46 PM) *

leluka

არაფრის, რა მადლობა kiss1.gif

* * *
ისევ რითმებად ამიტირდა
თითქოს თითები...
მესმის ფშატები
ჩუმად ფშვინავენ...
და ვერ იცოცხლებ
თუ არ მოკვდი
როგორც პოეტი...
და ვერ მოკვდები,
ჯერ აღდგომა
თუ არ იწამე!
წუხელ ჯვარცმასთან
დამათენდა
ლოცვაში არა,
ფიქრში რომ უფალს
სამსჭვალიდან ლექსად ვდიოდე,
დღეს კი ,
შენამდე მოვათრიე
მძიმე სხეული:
-ჰა, წამიკითხე!
მსურს ბაგეზე
ლექსად გტკიოდე!

ესეც შემოდგომასოო
პეშვით მოეტანა შემოდგომას
ხვავი გალეწილი პურის ყანის,
გაკემსილ ჯიბეზე ასდიოდა
სუნი შენელებულ კვაწარახის.
ზურგზე შემოედგა თივის ზვინი,
ღაწვზე მზის ამბორი შერჩენოდა,
ჭიგოზე დახეულ ჩითის პერანგს
ცოტა გახუნება შერეოდა...
ციცქა-ცოლიკოურ შხეფს ნატრობდა
ქვევრი სიფხიზლისგან დაღალული,
დილა ნედლი იყო სიმინდივით,
ღამე-ჭრიჭინებით გათანგული.
იყო რაღაც მაგრამ, არც რა იყო...
უშენოდ ყოფა შესაფერი,
სანამ დასწყებია ამინდს ბნედა,
სანამ დამავიწყდა ყველაფერი...
მოხვალ თუ არ ვიცი,დარდს გადავყვე?
ვეღარ გამიგია ვ ე რ ა ფ ე რ ი....

მერე რთველია...

მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები,
მერე რთველია...
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში...
უკვე მღერიან...
ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი
განა სიმთვრალე,
დღეს მუზას უნდა ავუხირდე
და გავტიალდე...
შენ კი დაღლამდე,
სიგიჟემდე გიწერო
ლექსი,
ერთი კი არა,
ორი...სამი...ან უფრო მეტი...
მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები...
მერე რთველია...
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში...
სადღაც მღერიან....
* * *

ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს,
მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა
და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე,
მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა.
ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა,
ბაღში , გაიხეჩა მთვრალი ბროწეული,
სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს,
ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული.
ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი,
ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე,
ვიცი, უსათუოდ მასაც გააღიმებს,
კედელზე აკინძულ ძახველის სიმრავლე.
და მერე იფიფქებს...ჰო, ისე ლამაზად,
(მთვარეს გაართობენ უძილო ჭოტები)
ბუხრის წინ ქათქათა ღამეებს დავართავ,
თბილ ამბებს მოგიქსოვ...და დაგელოდები...

ნინო ქადაგიძე

მერე გავაგრძელებ biggrin.gif



ყოჩაღ ქადაგიძეებს..ჩემი მეგობარია ზურა ქადაგიძე და ისიც შესანიშნავად წერს.

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Sep 19 2008, 07:14 PM

მიხარია რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ smile.gif ღვთის წყალობით კიდევ შევეცდები ბევრი ლამაზი ლექსი წაგაკითხოთ smile.gif

zviadauri

ციტატა
ყოჩაღ ქადაგიძეებს..ჩემი მეგობარია ზურა ქადაგიძე და ისიც შესანიშნავად წერს.


სამწუხაროდ არ ვიცნობ ზურა ქადაგიძის შემოქმედებას, მე მხოლოდ ქალბატონი ნუნუ ქადაგიზე ვიცოდი, რომელიც პროზაიკოსია და დღეს ერთ -ერთმა პოეტმა მითხრა ირაკლი ქადაგიძის შესახებ, არ იცნობო ? რამდენიმე რომანის ავტორი და პოეტი ყოფილა, ძალიან კარგად წერსო.... ისე გამიხარდა smile.gif ახლა ზურაც , ქადაგიძეებმა წერის ნიჭი არ გაუვუშვით ხელცარიელი, როგორც ჩანს biggrin.gif

პაპას !

ფრთებს აფართხალებს
ბროწეულის ხმელი ფოთოლი,
ნისლი ჭალებთან წვება ავყია...
ლექსს აეშალა საღერღელი
დუღს და გადმოდის
და ალაზანი კალმახივით,
პირქვე აგდია...
ეჰ, გარდაცვლილი პაპას ხალათს
ისლის ღობეზე,
შეაჟრიალა რომ შევეხე
ნატვრა-ნაღვლიანს,
სხვა რაღა გითხრათ,
მიხვდებოდით ალბათ თვითონაც,
მას თურმე ჩემი მოფერება
ძლიერ სწადია.

ისევ გაზაფხულს
მარტმა შემოკრა დაირას,
"მუბარეკ ნოვრუზ ბაირამ!"

გულ-გაღეღილი ხარფუხი,
ააფრიალებს ბაირაღს.

თრიაქი ათრობს მინარეთს,
გაკივის მოლა მძინარე...

სარო-ტანს ცეცხლი ედება,
ჭრელი ქოშები ეხდება...

სახლთან ჭერამი ხარხარებს,
მე კი ხარებას მახარებს.

ჭვავის ყანა

მზე გაიშხლართა
ჭვავის ყანაში,
ნიავს ცელქობა
ისე უხდება...
აუფრიალებს ყაყაჩოს კაბას
და მუხლისთავებს
მიაცქერდება...
მზე გაიშხლართა
ჭვავის ყანაში,
დამხანძრეს წუხელ
შენზე სიზმრებმა,
ეს სიყვარული თუ
სახადია, მაშ მომიხდია...
რად გეღიმება.
.................
-მზე?

-მზე მიგდებული
ჭვავის ყანაში,
ოცნებობს
ყაყაჩოს ბაგეზე...

-ნიავი?

-ნიავი ქილიკით
ჩამოუქროლებს და...
ამაღამ აიხდენს
საწადელს!

ბავშვობის სიზმარი
ეს გოლიათი ქვევრებია
ჩემი ზედაშის,
რომ მოიქნიეს წინაპრებმა
ჩაფლეს ყელამდის...
ეს ნიკო პაპას აწყობილი
თუთის ფანდური...
ესეც ნაბდისა თუ თექის
ქუდი კახური...
ეს შინდის ხისგან
გამოთლილი სალამურია...
ეს ქეთო ბებოს გამომცხვარი
თონის პურია...
-ჰა, გამომართვით,
მოიტეხეთ სანამ ცხელია,
ნინოს ბავშვობა სანამ
ისევ უდარდელია...
ეს კიდევ ჩემი მოგონებაა
განა ლექსია?
არ შემიმშრალოთ გეხვეწებით
თვალზე ცრემლი მაქვს.....
..............................

-ის?
ის ფიროსმანის მირზაანია
გვერდზე სოფელში,
იქ ჩემს ბავშვობას ტკბილად სძინავს
კაკლის ჩეროში...

-ეს?

ეს გოლიათი ქვევრებია
ჩემი ზედაშის,
რომ მოიქნიეს წინაპრებმა
ჩაფლეს ყელამდის...


პოსტის ავტორი: martyopeli თარიღი: Sep 19 2008, 07:15 PM

კაია მომწონსsmile.gif)

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Sep 19 2008, 07:19 PM

ნატვრა

წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს...






ციტატა(martyopeli @ Sep 19 2008, 07:15 PM) *

კაია მომწონსsmile.gif)


იხარე smile.gif

კახეთს

ძეწკვად შევეხსენ
კახურ ჭინჭილას,
დღეს ალაზანი
აღმა ვატარე...
პირზე რძედ შევრჩი
თოთო ალიონს,
მზეს წამონთება
აღარ ვაცადე.
ნუ დამაძალებ
შევთვრე იორით,
შენი წყალიც კი
წამაბარბაცებს...
ზვრებს გადავხედავ-
ვენახს უყელავს,
ნეტა ეს რთვლებიც
მალე ჩამთავრდეს,
რომ დაგიღვინდე
ლექსად მარანში
ანდა მაჭარში
გაგითამამდე!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 21 2008, 12:36 AM

nini1
აღფრთოვანებული ვარ, არაჩვეულებრივად წერ smile.gif
მოუთმენლად ველოდები ახალ ლექსებს kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 21 2008, 03:23 AM

nini1
kiss1.gif mpua.gif
აღარ ვიცი რა გითხრა.
ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება შენი ლექსები.

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Sep 21 2008, 07:33 PM

nini1

No comment
opaa.gif

პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Oct 12 2008, 03:07 PM

მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს...
ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ..
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია
მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან..
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი?
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი..
იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი..
იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი,
ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი
ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი...
ვინ იცის ახლა განმკითხავი ვინ არის ამის,
ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის,
მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა..
და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...!
მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე..
და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე..
მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი..
ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი..
მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი....
კვლავ გელოდები..მერე რა რომ წასული გქვია..
მაგრამ მე მჯერა..მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან...
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი,
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი!...

ჩემი ,არ არის...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 16 2008, 04:03 PM

ეს ნანას _ სთეივაითის ლექსია...


ვთვლი, რომ ნამდვილად უნდა იყოს აქ, რადგან მართლაც გულიანი და კარგი ლექსია!


ირგვლივ მდუმარე აურზაურს ჩოხა ჩაუცვამს,
მოუსვენრობას სიწყნარეში დანას დაუსვამს,
ტკივილი მწარედ ააგორებს ლოყაზე ცრემლებს ,
და მონატრების მჭედელი კი მძლავრად სცემს გრდელმლებს.

მე ჩემი ბედი მივამსგავსე ბედსა ქართლისას,
უსამართლობას შეუმოსავს კაბა ქარვისა,
მტარვალს მტერს ურცხვად უქნევია ბასრი მახვილი,
ქარიშხალს მიაქვს საფლავიდან გმირთა ძახილი...

ვაჟკაცთა სისხლი თვალებიდან თითქოს მე მცვივა,
იმათი მწარე იარებიც თითქოს მე მტკივა,
აჩეხილები ვერ ჰპოვიან მათ სამარეს მშვიდს,
წინაპრებისგან თხოულობენ სასიკვდილო შვილდს...

როცა დედანი შავ ძაძებში ეძენებენ შვილებს,
როგორ გვეძინოს თბილ ლოგინში ნეტავ ჩვენ მშვიდებს?
შავი სიზმარი ჩემს ბიჭებთან მიმიყვანს ახლოს,
იქ ბრძოლის ველზე დაუნდობლად სიკვდილი სახლობს...

მინდა ახლოდან დავიტირო მარჯვენა მათი,
სანუგეშებლად გავიხსენო ღვთისმშობლის კვართი,
მინდა თითეულს მოვეფერო ცრემლის მდინარით,
და შევუდედო ჭრილობები სისხლად მდინარი...

ისევ მზის სხივი დილას მისას აკეთებს საქმეს,
გამეღვიძება ცოცხალს ისევ მოარულს სადმე,
ისევ სიჩუმე დაიბუდებს ირგვლივ წყეულად,
მწარე დარდი კი შეხორცდება ისევ სხეულად...

smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 16 2008, 08:41 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 16 2008, 04:03 PM) *

ეს ნანას _ სთეივაითის ლექსია...
ვთვლი, რომ ნამდვილად უნდა იყოს აქ, რადგან მართლაც გულიანი და კარგი ლექსია!
ირგვლივ მდუმარე აურზაურს ჩოხა ჩაუცვამს,
მოუსვენრობას სიწყნარეში დანას დაუსვამს,
ტკივილი მწარედ ააგორებს ლოყაზე ცრემლებს ,
და მონატრების მჭედელი კი მძლავრად სცემს გრდელმლებს.

მე ჩემი ბედი მივამსგავსე ბედსა ქართლისას,
უსამართლობას შეუმოსავს კაბა ქარვისა,
მტარვალს მტერს ურცხვად უქნევია ბასრი მახვილი,
ქარიშხალს მიაქვს საფლავიდან გმირთა ძახილი...

ვაჟკაცთა სისხლი თვალებიდან თითქოს მე მცვივა,
იმათი მწარე იარებიც თითქოს მე მტკივა,
აჩეხილები ვერ ჰპოვიან მათ სამარეს მშვიდს,
წინაპრებისგან თხოულობენ სასიკვდილო შვილდს...

როცა დედანი შავ ძაძებში ეძენებენ შვილებს,
როგორ გვეძინოს თბილ ლოგინში ნეტავ ჩვენ მშვიდებს?
შავი სიზმარი ჩემს ბიჭებთან მიმიყვანს ახლოს,
იქ ბრძოლის ველზე დაუნდობლად სიკვდილი სახლობს...

მინდა ახლოდან დავიტირო მარჯვენა მათი,
სანუგეშებლად გავიხსენო ღვთისმშობლის კვართი,
მინდა თითეულს მოვეფერო ცრემლის მდინარით,
და შევუდედო ჭრილობები სისხლად მდინარი...

ისევ მზის სხივი დილას მისას აკეთებს საქმეს,
გამეღვიძება ცოცხალს ისევ მოარულს სადმე,
ისევ სიჩუმე დაიბუდებს ირგვლივ წყეულად,
მწარე დარდი კი შეხორცდება ისევ სხეულად...

smile.gif


სიტყვები არ მყოფნის, არც კი ვიცი როგორ შევაქო smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 16 2008, 08:56 PM

თამარი_ცქნაფო
ეკატო
k@the

გაიხარეთ, ლამაზებო 2kiss.gif კაფიობაში დავწერე და თამარმა აქ მიუჩინა ადგილი.
მადლობთ.

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Oct 17 2008, 03:35 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 16 2008, 05:03 PM) *

ეს ნანას _ სთეივაითის ლექსია...
ვთვლი, რომ ნამდვილად უნდა იყოს აქ, რადგან მართლაც გულიანი და კარგი ლექსია!
ირგვლივ მდუმარე აურზაურს ჩოხა ჩაუცვამს,
მოუსვენრობას სიწყნარეში დანას დაუსვამს,
ტკივილი მწარედ ააგორებს ლოყაზე ცრემლებს ,
და მონატრების მჭედელი კი მძლავრად სცემს გრდელმლებს.

მე ჩემი ბედი მივამსგავსე ბედსა ქართლისას,
უსამართლობას შეუმოსავს კაბა ქარვისა,
მტარვალს მტერს ურცხვად უქნევია ბასრი მახვილი,
ქარიშხალს მიაქვს საფლავიდან გმირთა ძახილი...

ვაჟკაცთა სისხლი თვალებიდან თითქოს მე მცვივა,
იმათი მწარე იარებიც თითქოს მე მტკივა,
აჩეხილები ვერ ჰპოვიან მათ სამარეს მშვიდს,
წინაპრებისგან თხოულობენ სასიკვდილო შვილდს...

როცა დედანი შავ ძაძებში ეძენებენ შვილებს,
როგორ გვეძინოს თბილ ლოგინში ნეტავ ჩვენ მშვიდებს?
შავი სიზმარი ჩემს ბიჭებთან მიმიყვანს ახლოს,
იქ ბრძოლის ველზე დაუნდობლად სიკვდილი სახლობს...

მინდა ახლოდან დავიტირო მარჯვენა მათი,
სანუგეშებლად გავიხსენო ღვთისმშობლის კვართი,
მინდა თითეულს მოვეფერო ცრემლის მდინარით,
და შევუდედო ჭრილობები სისხლად მდინარი...

ისევ მზის სხივი დილას მისას აკეთებს საქმეს,
გამეღვიძება ცოცხალს ისევ მოარულს სადმე,
ისევ სიჩუმე დაიბუდებს ირგვლივ წყეულად,
მწარე დარდი კი შეხორცდება ისევ სხეულად...

smile.gif


გამაჟრჟოლა sad.gif
ძალიან მაგარი ლექსია.ბრავო !

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Oct 24 2008, 01:51 AM

ეკატო
ნაინა
შევრდომილი , ქეთი და რა ვიცი ყველას მადლობა რომ წაიკითხეთ smile.gif

ასე ნუ მწერთ , თორე სირცხვილით ვეღარ შემოვდიოდი :ყურებამდეგაწითლებულისმაილი
ი: biggrin.gif



ესეც ახალი , ამ წამს შემომეწერა ...

* * *
შემოდგომაა...
ალვის ტოტზე
მიმხმარა მთვარე,
ახლა რომ მკითხო
ვის ელიო,
ვერ გიპასუხებ....
ნატვრა-მობუზულ ბეღურებად
დავტოვე გარეთ,
თუ წააწყდები
შენს უბეში გამოაზამთრე.



პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Oct 28 2008, 10:17 PM

ძალიან ლამაზი ლექსებია

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Oct 29 2008, 02:23 PM

ნინ მაგარი ხარ

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Nov 2 2008, 10:53 PM

ქარს შეუძლია შენი თმები ჩემში გაშალოს...
ცხრა მთის იქიდან მოიტანოს შენი სურნელი...
და...
წამშალოს...

ეძღვნება ჩემს სილამაზეს, გაზაფხულს, რაობას, სინდისს, ადამიანობას, ღვთიურობას... smile.gif
კმუნო-ბრუნოს...


პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Nov 16 2008, 09:18 PM

უშენოდ სევდა შემეფეთა, თეთრსულავ ჩემო
შენი არყოფნა მტკივა ხოლმე, გაცრეცილ სულში
არდაბრუნების ცრემლი თვალზე დაიბადება
და სიმარტოვე დაიბუდებს დანამულ გულში

მე წამიერი ოცნებებით ვიქნები შენთან
და არ ვეცდები დაგივიწყო, აღარ მახსოვდე
მთელი არსებით ჩემში მყავხარ, შენით ვსულდგმურობ
და როგორ ფიქრობ, ვიარსებებ უსიყვარულოდ?

თბილმზერავ ჩემო, იქნებ შეძლო, იქნებ მასწავლო
როგორ ვისუნთქო ასე ობლად, ასე ეულად
მზის სხივო ჩემო, სიყვარული როგორ დავკარგო
გატეხილ გულში ნაკვალევი რითი წავშალო


ვერაფერი მოვუხერხე, შეყვარებულ გულს.... wub.gif

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Nov 18 2008, 04:36 PM

ციტატა(Lego @ Sep 19 2008, 01:07 PM) *

ხო ნამდვილად მასეა ნინი1. მაგრამ ისე ძლიერად არის გადმოცემული ეს ყველაფერი შენს ლექსში, რომ დამბურძგლა. ყოჩაღ



კიი მეც გამაჟრიალა... ნინი გენიალურია, მართლაც ისე კოხტად გაქვს შეკრული ლექსში ყოველი სიტყვა რომ მშვენივრად ჩაიტია ზაფხულ-შემოდგომის "გაწეწილი მოვლენები"

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 19 2008, 04:56 PM

nini1
kiss1.gif სქადა smile.gif

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 19 2008, 05:51 PM

ქალაიმ


არ გიხდებიო, ქალაიმ და
ერთ დღეს დამწირა,
ხელდახელ ვერო
ვერ ივლიანა ჩვენი მაყრები,
გაზაფხულიო, ბარშიო უფრო,
მალე მადისავ,
მამწონხარ მარა,
მთაში ვერა, ვერ გამაგყვებივ.

დასთვრებითაო,
ღრეობიდან ახალ აშლილნი,
ლეგა თვალებით
დამიფრთხობთა
ბარელ დაქალებს,
მღერა-მღერითაო და
ვერცა სთვრებითაო,
ნეტა რას აღონებთ
ლუდის საქვაბეებს.

არ გიხდებიო, ქალაიმ და
ნეტავ ვინ რა უთხრა,
ქალაქი შორს ასაო...
ვერც კი შევედავე,
ლეგა თვალებითო,
მთვრალ, ვერც მთვრალებიო,
ზამთარ ცივ გაქვთაო და
მკერდზე შევიფარე.

განა არ უნახავს
ჩვენი ზამთრები და
ჟიპიტაური და
ბალალაიკა და
სითბოც უგემია,
ლუკმა გვიტეხია,
ქალაქ მაინც შორს ას
რაღაცნაირადა.

არ გიხდებიო ქალაიმ და...
ვერო ხელდახელ...
გაზაფხულიო, ბარშიო უფრო...
გასცდა ქარაფებს...

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 19 2008, 10:05 PM

AVE (ხუთი მინიატურა)

Maria

კანტალეხოდან ეგ ტუჩები ისე შორია,
ვინსენტ... ყურის ძირში მეჩურჩულები:
უნდა გავფრინდე... ავე!

ნუ გადაუფრენ ამ მარჯნიან სანაპიროებს,
რომ ჩამოვარდე, რიფებია, დაიღუპები,
მარია, მარია,
ავე!
ყვრიმალებთან გეჩურჩულები.


Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!



შენ

დამშეულ მგელს რომ,
ზამთრის პირზე დაბურძგლავს ტანზე,
ეგრე ვარ ეხლა,
შენ ტუჩებს ვეძებ,
ავე შენ!



CEZAR

ბაზრის ჭუჭყიან შესასვლელში
თევზის გამყიდველი
ძვირადღირებული სუნამოს
იაფფასიან "ორეულს"
ხარბად სუნთქავს: მისტიურია.
ავე ცეზარ!



მე

ყველა მეფე მკვდარია,
თვინიერ ჩემი,
ყველა ჭირი ჩხირია კედლის,
თვინიერ ჩემი,
ავე მე!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 20 2008, 03:05 PM

xevsuri
ქალაიმ - ჩემი ქება რად უნდა smile.gif
გამიხარდა შენი გამოჩენა მინდია.

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 20 2008, 04:11 PM

k@the
smile.gif მადლობ ქეით smile.gif

ქალავ
"მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ."

ბერეთელი


მტკივა? რახელ ვიტყვი,
განა დიაცი ორ,
მსურხარ? არ შევიტყობ,
ჩუმად დავიწვები,
შვილი? აჰმე, იცი რახელ მიყვარს?
ჩუმად! არ გაიგოს, თორემ გაირყვნება.
მთაში? არა კარგო, არ წაგიყვან,
დედას ვერ უშველი მწუხრზე,
თებროს, ბეჭედას და ნაზიბროლას,
ხელს ვერ ჩამაუსვამ ცურზე,
შენ ვერც თოვლიანი ზამთრები და
ყრუ და მიუვალი სოფელი გწვავს,
მთაში? არა ქალავ, არ წაგიყვან,
მტკივა? არა მაგრამ, რომც მტკიოდეს...

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 21 2008, 02:38 AM

რამდენი ნიჭიერი გვყავს ფორუმზე preveds.gif kiss1.gif
კარგები ხართ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 24 2008, 05:11 PM

7 აქსიომა და პირიქით

კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე,
რომლებიც უყვართ

კედელი არასოდეს ინგრევა ნესტით,
როდესაც თბილა

მზეს უდიდესი ღვარძლი აქვს გულში
და სიცხედ გვაღვრის

თვალები გაცილებით მეტს ღალატობენ
ვიდრე ტუჩები

მთვარე სიყვარულს კი არა, ქაოსს
იწვევს

სენტიმეტალიზმი ისევე მომაბეზრებელია
როგორც დედის ზრუნვა (დროგამოშვებით)

ფილტვებში ჟანგბადი კლებულობს
როდესაც კოცნი

და მაინც

კაცები ყოველთვის ფიქრობენ ქალებზე
რომლებზეც არ საუბრობენ

ვერცერთი კედელი ვერ უძლებს სინესტეს,
როცა არ თბილა

მზეს რომ ღვარძლი არ ქონდეს
გავიყინებოდით

ტუჩები იშვიათად მაგრამ მნიშვნელოვნად
ღალატობენ

იდილია მხოლოდ მთვარის არარსებობისას
დაიშვება

დედის ზრუნვა მომაბეზრებელია (დროგამოშვებით)
მაგრამ აუცილებელი

თუ ჟანგბადი გალკია
აკოცე

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 24 2008, 05:26 PM

xevsuri

შენი დიდი ხათრი მაქვს, მარა არც აქსიომაა ეს ნაწერი და ვერც პოეზიად აღვიქვი smile.gif

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 24 2008, 05:43 PM

k@the
ყველამ რომ პოეზიად აღიქვას მაშინ პოეტზე მეტი გამოვალ ასე რომ ეგ არაფერი smile.gif


kato_Bato
პირველ ფრაზას საერთოდ ვერ მიგიხვდი, პოეზიის ყველა თემაში უგზოუკვლო განათლება? syd-ი რას დებდა არ ვიცი, ნინი კი მართლა კარგ ლექსებს წერს, არა კარგს არა, ძაან კარგს

ხოდა ნინის ლექსი:


გაზაფხული

გაზაფხულს შეეხსნა საკინძე,
დაეპნა ჭრელ-ჭრელი ფერები,
მე გისმენ, სიტყვებად აკინძე,
რად სდუმხარ?რატომღაც ვერ ვხვდები....
და ფიქრის გორაც ხომ გაოცდა,
გელოდით ორივე კარგა ხანს,
ლურჯი მონასტრისკენ გავრბივარ,
იქნებ მან იცოდეს სადა ხარ?
პირველად ვინატრე ზამთარი,
ძლიერად ეთოვა ამაღამ...
შენ კი ნაფეხურებს დატოვებ,
მოგძებნი უშენოდ ავად ვარ,
მერე დაგაფიცებ აპრილებს,
და ფიქრის გორაზეც ავიდეთ...
(გაზაფხულს შეეხსნა საკინძე)
უჩემოდ აღარსად წახვიდე!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 24 2008, 06:04 PM

ციტატა(xevsuri @ Nov 24 2008, 02:43 PM) *

k@the
ყველამ რომ პოეზიად აღიქვას მაშინ პოეტზე მეტი გამოვალ ასე რომ ეგ არაფერი smile.gif


უი, უბრალოდ თანამედროვე პოეზიის თემა მეგონა huh.gif
რო გადავიკითხე, არ მიფიქრია შენი დაწერილი თუ იყო.

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 24 2008, 06:07 PM

ციტატა(k@the @ Nov 24 2008, 06:04 PM) *

უი, უბრალოდ თანამედროვე პოეზიის თემა მეგონა huh.gif
რო გადავიკითხე, არ მიფიქრია შენი დაწერილი თუ იყო.

პრინციპში მგონი თანამედროვეცაა rolleyes.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Nov 24 2008, 06:10 PM

ციტატა(nini1 @ Jul 3 2008, 10:21 PM) *




* * *გარღვეულ ზეცას ამოვკერავ
ლურჯი ტიტებით,
შევეფეთები ახირებულ
გაზაფხულს სადმე,
ატმის გუბიდან ამოვხვრეპავ
ბადაგს მუჭებით
და დავუმშვენებ ენძელებით
ამღვრეულ თვალებს...
მერე ხარებას ვიზეიმებ
ჭერმის ხარხარით,
მარტს გადავუხდი
აპრილისგან აღებულ ვალებს,
ლექსი-სურვილი ამეხლართა
თითქოს თითებში,
რომ არ დავწერო გავგიჟდები...
მირჩიეთ რამე...

გარღვეულ ზეცას ამოვკერავ
ლურჯი ტიტებით....
თუ...
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი....
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს...
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს...
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური,
-ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს,
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...

ნინო ქადაგიძე


აუ რა კაია rolleyes.gif
პირველად ვარ ამ თემაში გადავთავლიერებ სხვებსაც rolleyes.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 24 2008, 06:12 PM

xevsuri
biggrin.gif biggrin.gif
სტილი მეუცხოვა, მე რო ვერ ვიგებ, იმ "თანამედროვე პოეზიის" რაცხა ერია და შენთან ვერ დავაკავშირე. თუმცა კაცია და გუნება.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 24 2008, 06:56 PM

მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა,
ოცნებები კუხნაზე,
კომბაინად გადაქცევა
ნებისმიერ სუფრაზე smile.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Nov 24 2008, 09:16 PM

xevsuri
smile.gif ეგრე გააგრძელე.. biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Nov 24 2008, 09:58 PM

xevsuri

ციტატა
7 აქსიომა და პირიქით

კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე,
რომლებიც უყვართ

კედელი არასოდეს ინგრევა ნესტით,
როდესაც თბილა

მზეს უდიდესი ღვარძლი აქვს გულში
და სიცხედ გვაღვრის

თვალები გაცილებით მეტს ღალატობენ
ვიდრე ტუჩები

მთვარე სიყვარულს კი არა, ქაოსს
იწვევს

სენტიმეტალიზმი ისევე მომაბეზრებელია
როგორც დედის ზრუნვა (დროგამოშვებით)

ფილტვებში ჟანგბადი კლებულობს
როდესაც კოცნი

და მაინც

კაცები ყოველთვის ფიქრობენ ქალებზე
რომლებზეც არ საუბრობენ

ვერცერთი კედელი ვერ უძლებს სინესტეს,
როცა არ თბილა

მზეს რომ ღვარძლი არ ქონდეს
გავიყინებოდით

ტუჩები იშვიათად მაგრამ მნიშვნელოვნად
ღალატობენ

იდილია მხოლოდ მთვარის არარსებობისას
დაიშვება

დედის ზრუნვა მომაბეზრებელია (დროგამოშვებით)
მაგრამ აუცილებელი

თუ ჟანგბადი გალკია
აკოცე



მე მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 27 2008, 10:11 PM

ოთხი რობაია

სახლის

ზოგჯერ წარმოვიდგენ,
როგორ ფუსფუსებ ჩვენს სახლში,
როგორ ჭრი ნამცხვარს, რომლის გამოცხობაც
გუშინ დედაჩემმა გასწავლა...


სატყუარა

ჩემი სხეული სატყუარაა,
ცდილობს მიგიზიდო,
ისევე როგორც ცხოველებში,
ეს თავდაცვაა უშენობისგან!


"მკრეხელური"

მოდი, ერთ დღეს გავგიჟდეთ
და ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდეთ,
შენ შემრაცხე ღმერთად, მე კი,
მე სულს ჩაგბერავ და სიყვარულით სავსეს, ადამიანად გაქცევ.


ჩვილი

ჩვენი ახლადგამხელილი სიყვარული,
ჯერაც ისეთი უმწეოა,
თავისი ვარდისფერი ფაჩუჩებით.....
და ესე ყოველ დღე.

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Dec 1 2008, 05:47 PM

ავგაროზები

ავგაროზები ჩემს აკვანთან -
შენი თვალებია,
ყოველ შუაღამეს, ნამტირალევს,
სიყვარულით რომ დამყურებს სიბნელიდან
და ცდილობს ამარიდოს კოშმარებს.

უხეში თითებით, მეხები
შიშველ ფეხისგულებზე,
და ფრაზები, რომლებსაც ბუნდოვნად
ვარჩევ და მნიშვნელობა არც კი ვიცი,
თბილად სერავენ ყურის ბარაბნებს,
გიღიმი მა...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 3 2008, 07:44 PM

ციტატა(neo @ Dec 3 2008, 04:34 PM) *

ახლა უცნაური სიმშვიდე მეუფლება
სულსაც კი მოყირჭდა ფიქრებთან ჭიდილი
თითქოს მოთმინების მარაგი მეწურება
და ზე ტკივილებით მომინდა სიცილი...

ათასი ომი და ათასი დამარცხება
არც გამარჯვება და აღარც სიკვდილი
უცდი ეტყობა რომ ნერვები დამაწყდება
დაჩოქება მაქვს ეტყობა მისჯილი

აჰა დავიჩოქე სიმშვიდეც დამეუფლა
აღარ მაქვს არცერთი მიზანი
ფიქრი იისფერი სარკმელთან არეულა
თავლებიც გამომქრალა მგლისანი

მომწყინდა ამდენი უაზრო დამარცხება
სხივიც კი არ მომწვდა მზისანი
მათი ბრწყინვალება თითქოს რომ არ ცხრება
რად მომრიდებიან მე არსნი ცისანი

გონება გარინდულა წამი გაყინულა
გული გაწმედილა ვნება დაძირულა
და სიტყვათაგან გადამძიმებული
ეს სუფთა ფურცელი ცრემლებით დაწინდულა


blink.gif

შენია? მდაა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 3 2008, 09:58 PM

neo

ციტატა
ახლა უცნაური სიმშვიდე მეუფლება
სულსაც კი მოყირჭდა ფიქრებტან ჭიდილი
თითქოს მოთბინების მარაგი მეწურება
და ზე ტკივილებით მომინდა სიცილი...

ათასი ომი და ათასი დამარცხება
არც გამარჯვება და აღარც სიკვდილი
უცდი ეტყობა რომ ნერვები დამაწყდება
დაჩოქება მაქვს ეტყობა მისჯილი

აჰა დავიჩოქე სიმშვიდეც დამეუფლა
აღარ მაქვს არცერთი მიზანი
ფიქრი იისფერი სარკმელთან არეულა
თავლებიც გამომქრალა მგლისანი

მომწყინდა ამდენი უაზრო დამარცხება
სხივიც კი არ მომწვდა მზისანი
მათი ბრწყინვალება თითქოს რომ არ ცხრება
რად მომრიდებიან მე არსნი ცისანი

გონება გარინდულა წამი გაყინულა
გული გაწმედილა ვნება დაძირულა
და სიტყვათაგან გადამძიმებული
ეს სუფთა ფურცელი ცრემლებით დაწინდულა


ვაჰ, მორფეუსის მადლმა, ნამეტანი კაი ხარ ნეო smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Dec 9 2008, 07:03 PM

xevsuri

ოხ, მინდი kiss1.gif აქაც ყოფილხარ smile.gif


* * *

ბეღურას ფრთებ ქვეშ
შეიყუჟა უკვე ზამთარი,
გაიწელება მონატრება
ახლა მარტამდე...
წინ დიდი დროა, დამიჯერე,
ვიცი მოვასწრებ
და უშენობას ფურცელსა
და კალამს გადავდებ.


რომელი ლექსები დავდე უკვე მერევა .... მაპატიეთ თუ ერთი და იგივე განვათავსე a075.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 9 2008, 07:08 PM

nini1
გაიხარე ნინ kiss1.gif
სად დაგვეკარგე? კიდევ დადე რა wub.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Dec 9 2008, 07:19 PM

k@the

kiss1.gif რა ვიცი ქეთ, ხშირად ვარ ხოლმე ფორუმზე, უბრალოდ ვკითხულობ ჩუმად , მიყვარს ეს ფორუმი wub.gif

მაგაზე გაწყენინებ ? დავდებ ახლავე smile.gif



რავი, თუ შეგიყვარდები...

ქალი ვარ ,განა ქარი ვარ,
თავქარიანი ველადა,
ქალი ვარ ,განა ღვინო ვარ,
როგორ შეგივსო ხელადა,
ქალი ვარ, განა წყალი ვარ,
რომ ჩაიხედო ვერა და
ქალი ვარ , განა მზის სხივი,
ცრემლი რამ აგიფერადა?
ქალი ვარ , ვიცი აპრილში,
მარტი ინანებს მარტობას,
გემუდარები ნუ წახვალ,
ნუღარ დამტოვებ მარტოს რაა...
ქალი ვარ, განა ვარდები,
რომ წამოვანთო მაისი...
ერთი პატარა ქალი ვარ,
რავი, თუ შეგიყვარდები...


მე და მარტი

სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი,
მან მზე შეიყვარა- მე შენ შემიყვარდი,
იებში აყვავდა- სულში აგიყვავდი,
კვირტებში ჩასახლდა -გულში ჩაგისახლდი,
ფიფქებად დავარდა -თვალში ჩაგივარდი,
მზე ღრუბლით ადარდა -მეც ტირილით გკლავდი,
მერცხალს ცაუსაფრდა - ფიქრში ჩაგისაფრდი,
ერთად შევიშალეთ მართლა ორი ქალი,
......................................................

მარტი გაიპარა, მე კი შენში დავრჩი!



* * *

მზემ პაემანი დამინიშნა მამა დავითზე,
მარტო მრცხვენია,
-ორთაჭალავ წამომყევი,
ერთად ავიდეთ,
მზე სიყვარულით დამწვარია,
ცოტაც მთვრალია,
დარდიმანდივით ალალია,
სევდამ გალია...
როცა თბილისში აპრილია,
მუდამ ასეა,
მუზას რითმები აშლილი აქვს,
პოეტებს სტუმრობს,
თუმცა იცის
უღვთოდ დაღლიან და
ამ პოეტთა ყველა ლექსი
უფრო ნაღდია...
როცა თბილისში აპრილია,
მუდამ ასეა,
მუზას აკოცო ადვილია,
-ქალი?
-მახეა...

-ჰეი, ორთაჭალავ წამოდექი,
ვიცი არ გძინავს,
გთხოვ ამომყევი მამა დავითზე,
მარტო ვერ მივალ....


ესეც და მერე კიდევ დავდებ smile.gif

* * *
გატკინეს?...
ნუ დარდობ,
შენს მარცხნივ
მი-გულ-ე.... a075.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 9 2008, 07:29 PM

nini1
a025.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jan 4 2009, 11:50 PM

k@the kiss1.gif

ამ ლექსით კი ყველას გილოცავთ შობას.

გული- ბაგად ...

დეკემბერია,
ყინვა თითქოს
ჩაშაქარტკბილდა.
ღამეს თვალები უციმციმებს
ვარსკვლავებივით,
-მამა, სხეულზე ნათითური
შენი ამტკივდა,
თიხით ძერწილი -
მიტოვებულ სახლად ვიქეცი...
დეკემბერია,
ქარი ცოდვებს მაყრის ნამქერად
და ჩარაზული კარიც გაიღო...
მწყემსებო, ბეთლემს ნუღარ წახვალთ
შობის ვარსკვლავი აქ,
შორიახლო ჩემთან აენთო ,
....................................................
რომ გული ჩემი -ბაგად დავთმო,
სინანული თივად დაგიგო,
მაცხოვარო,
გექცე ბეთლემად!



მთლად გამართულად არ მეჩვენება, შეიძლება შევასწორო, მაინცდამაინც არ მომწონსავით g.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2009, 11:57 PM

ციტატა(neo @ Dec 3 2008, 08:34 PM) *

ახლა უცნაური სიმშვიდე მეუფლება
სულსაც კი მოყირჭდა ფიქრებტან ჭიდილი
თითქოს მოთბინების მარაგი მეწურება
და ზე ტკივილებით მომინდა სიცილი...

ათასი ომი და ათასი დამარცხება
არც გამარჯვება და აღარც სიკვდილი
უცდი ეტყობა რომ ნერვები დამაწყდება
დაჩოქება მაქვს ეტყობა მისჯილი

აჰა დავიჩოქე სიმშვიდეც დამეუფლა
აღარ მაქვს არცერთი მიზანი
ფიქრი იისფერი სარკმელთან არეულა
თავლებიც გამომქრალა მგლისანი

მომწყინდა ამდენი უაზრო დამარცხება
სხივიც კი არ მომწვდა მზისანი
მათი ბრწყინვალება თითქოს რომ არ ცხრება
რად მომრიდებიან მე არსნი ცისანი

გონება გარინდულა წამი გაყინულა
გული გაწმედილა ვნება დაძირულა
და სიტყვათაგან გადამძიმებული
ეს სუფთა ფურცელი ცრემლებით დაწინდულა

smile.gif smile.gif smile.gif

კიდევ რომ გთხოვო, დადებ სხვასაც? smile.gif

ციტატა(nini1 @ Jan 5 2009, 12:50 AM) *


....................................................
რომ გული ჩემი -ბაგად დავთმო,
სინანული თივად დაგიგო,
მაცხოვარო,
გექცე ბეთლემად!



ეს ნამეტნადავ მომეფონა smile.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jan 4 2009, 11:59 PM

თამარი_ცქნაფო

მაგის ხათრით ავაგე ლექსად, ამეკვიატა ეგ სიტყვები და ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 5 2009, 12:23 AM

ნინ
მეც მომეწონა ეგ სიტყვებიი kiss1.gif
კორექტივები თუ გაგეხარდეს ზემოთ და მანდ არ შეცვალო. kiss1.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jan 5 2009, 01:37 PM

k@the

ციტატა
კორექტივები თუ გაგეხარდეს ზემოთ და მანდ არ შეცვალო


არის უფროსო ! a075.gif
მასე იყოს biggrin.gif


* * *

ახლა ზამთარი ავიკვიატე,
მთვარემ ჩათვლიმა ჩიტის ბუდეში,
ქარს მოეყინა ათივე თითი,
ნეკერჩხალს უწყობს გულის უბეში.
ისევ ზამთარი ავიკვიატე,
მინდა თუ არა უნდა გავუძლო!
კვამლი არ წაცდეს გაჭვარტლილ ბუხარს
საღამოობით, ყური დავუგდო.
ისევ ზამთარი ავიკიატე
და შენი სახე, სადღაც ნანახი...
უშენოდ როგორ გადავიტანო
ნეტა ფიფქების თეთრი სახადი ?!


პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 5 2009, 01:55 PM

თაფლის სანთელივით ჩაილია მზე მთების იქით,
დადგა სამწუხრო ნათელი მხიარული,
მე ვდგავარ მთაზე, უფლის მთაზე, საყდრის გვერდით,
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, შემოქმედო ცისა და ქვეყნის.
ეს ერთი ლექსი დავწერე, მაგრამ მგონი მოთხრობას უფრო ჰგავს. biggrin.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jan 16 2009, 07:14 PM

ესეც ახალი, სუულ, სულ ახალი smile.gif

მარტი - ქალი

შუა დღის მზეზე
კატასავით
ნებივრობს მარტი.
გვერდს რომ ჩაუვლი
გაუღიმე,
ქალია მაინც...

(არ აირიოს,
რა იცი რა ეპრიანება.)


ენძელები ხელისგულებზე

მზეს მივაფიცხე
ნაზამთრალი
მკრთალი ხელები,
რომ ენძელები
ამიყვავდნენ
ხელისგულებზე...

პოსტის ავტორი: *ნინო* თარიღი: Jan 20 2009, 07:56 PM

მე დღეს მომინდა, გიჩურჩულო ჩუმი ფიქრები
და შენ გაგანდო, არუთქმელი გულის დარდები
ამ ურითმობით დაბნეულმა, მორცხვმა სიტყვებმა
იქნებ შეძლოს და გამოხატოს ჩემი გრძნობები

იცი, რომ გხედავ გულისცემა თითქოს ხშირდება
ირგვლივ სამყარო ბუნდოვანი, წამში ბრწყინდება
შენი ჭკვიანი გამოხედვა, შენი ღიმილი
არა ძვირფასო, არასოდეს არ მომწყინდება

შენახარ ჩემთვის ცისარტყელის ფერების კონა
ველთა ყვავილის სურნელება, დილის რიჟრაჟი
თოვლის ფიფქების სილამაზე, დღეთა მშვენება
და ნაზი სიოს , უხმაურო, მშვიდი ნარნარი

შენგან დამალულ, უჩვეულო სიტყვების გუნდას
არ ვიცი რატომ, რისთვის ქსოვენ ჩემი თითები
ალბათ გაუგებ ამ სიყვარულს და ამ სტრიქონებს
და უგზოუკლოდ არ ჩაივლის ჩემი განცდები

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 27 2009, 11:04 AM

ციტატა
კიდევ რომ გთხოვო, დადებ სხვასაც?


biggrin.gif დროდადრო ტუ რამე შემომეწერება...

ლოცვა

მაპატიე ღმერთო ჩემო
ახლართულან გზანი ჩემინი
მაპატიე შეცდომები
მაპატიე მეტად ბევრნი

და გთხოვ ისიც მაპატიე
რომ არ მოსდის ცრემლი თვალსა
არ იფიქრო არა ვწუხდე
არა ვგრძნობდე გულსა ჭვალსა
რაღა ცრემლი წამოუვა
თვალს სევდისგან გადამთვრალსა
იცი ალბათ რომ შეაშრა
წარსულისა ცეცხლის კვალსა
არ იფიქრო დავიღალე
ან მეშინის მე რამისა
განსაცდელტა კვლავ ავიტან
ტკივილებსა ვარამისა
ოღონდ მინდა ჩემთან იყო
ნათელ ვუძლო მე ღამისა
არ წახვიდე არ გამექცე
გენიასა ვარ ლამისა


შენ მიზანთა მიზანი ხარ
დანარჩენი წყალმა ნახოს
ამ სოფლისა სხვა მიზნები
ნგრევის ძალით შემოლახოს
ოღონდ ისე ნუ დამტოვებ
მარტოდ მარტო მტერმა მნახოს
და ღვთაების ხატებისგან
ბოროტება გამოხატოს

მხოლოდ ერთსა შეგაპარებ
ჩემს ნებასცა ამოვქარგავ
ქარვის ტბისა შუაგულში
მარგალიტსა რადვე ვკარგავ...

უპს

ვზრახე მაგრამ ვერა წავრთქვი
გადავმალე გულში ფიქრი
ნება ჩემი ვერა გავთქვი
ქარად ვიქეც ზეცას მივქრი...







პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Jan 27 2009, 11:27 AM

ფიქრების ბრძოლის წაგებულ ველზე
ქარი წაიღებს სისხლიან ფოთლებს,
ნეშომპალაში გადაიცვლება სულიერება
და სიბოროტე მოეხვევა სამყარის ყელზე.
გონება ჩვენი ვერ იგერიებს სასჯელის ძერას
ის თავის კლანჭებს გვიალერსებს ჩვენ შიშველ ტანზე,
ჰალსტუხით სხვაზე მიბმულა ყველა, ითხოვენ შველას
და აღარავის ახსოვს მაცხოვარი, გაკრული ჯვარზე.
ნისლიან მთების დახვეულ გზებსაც არ უჩანს ბოლო,
ბუნდოვნად გვახსოვს შავი რიჟრაჟი ჩვენ წითელ ზღვაზე,
ეკლიან გვირგვინს გამუდმებით მოელის სევდა
გონების ძერწვაც დაგვავიწყეს, ხიდი ჩანს გზაზე.

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Feb 2 2009, 07:03 PM

ცა მშვიდობისა

ცა მშვიდობისა ქალბატონო
დიახ, დილაა,
მზემ ისევ ურცხვად
შემომისწრო
თქვენს ყურებაში,
შემომატანა ფანჯრებიდან...
თქვენს სახეს ვხედავ,
ვხედავ ღიმილი როგორ დარბის
ტუჩიდან თვალზე
თვალიდან ტუჩზე
და მეც ვიღიმი.

ცა მშვიდობისა,
დღეს ცა მშვიდია, ტკბილად იძინეთ,
უკვე განვდევნე
ყველა ღრუბელი, ყველა ლაქა
მოვწმინდე მზესაც
და დედამიწას სიყვარული გადავაფინე.

ხომ არ შეგცივდათ?
ღია სარკმელს სიო აწვება
(მგონი გითხარით წლის ამ დროს რომ გრილა მთაში და)
შემოგიკეცოთ ყელის ახლოს, საბნის ნაპირი?
მაშინ ხომ სიო თქვენს წამწამზე გაინაპირებს
და შეერევა ჩემს ესოდენ დაძაბულ სუნთქვას.

ცა მშვიდობისა ქალბატონო,
ცა მშვიდობისა,
დიახ დილაა,
მზე სარკმლიდან თბილად გვაღვიძებს.

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 8 2009, 12:54 AM

xevsuri

ესა მინდი, ეს ლექსი რატომ არ დადე, როგორ მიყვარს ...

wub.gif

მოდი

მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი
ნაადრევი გაზაფხულია და
ცას უნდა შევეკრა - მზისთვის;

მოდი,
მიწის პირველი ბელტები
რომლებსაც ერთად გავაფხვიერებთ
და ყამირიდან
ვაქცევთ საკვებად,
ფეხქვეშ იძვრის და სადაცაა ჩაიქცევა,
უშენობით...

მოდი,
მოდი სანამ გადალახა გაზაფხული
მზემ,
მერე გვიან იქნება და
ვეღარ დამწიფდება სიყვარული,
ქარს-
ვეღარ გადავიტანთ ჩვენ
და ქვე...

შემაშველე ხელი
სიყვარულით,
სანამ სიამაყე
აგიკრძალავს,
ჩამოჯექი სადმე ხის ჩრდილოში,
კალთა დაიფერთხე,
მადიანად -
გადაიკისკისე - მე რომ მიყვარს,
ცად რომ არწივები ჩაიფრენენ,
ჩამოგიჯდები და
ყელის სრუტეს...

გინახავს თოლიების გადაფრენა?
წყვილ-წყვილ რომ მიდიან ტაძრებისკენ;

ცაში აგიშენებ ბეთანიას,
ფრესკებს ცისარტყელით მოვუხატავ...

მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი,

სანამ, გადალახა გაზაფხული
მზემ.

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Feb 9 2009, 08:41 PM

nini1
მაგის დაწერის მერე მგონი არ ვყოფილვარ აქეთ wub.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 2 2009, 05:37 PM

ესეც ჩემი ლექსი smile.gif


მონანიება

წამები წუთებს მისდევდა უკან
და გადიოდა წლები მრავალი
ტანჯული კაცი ტაძარს მიადგა
მრავალი ბოროტი გზებით ნავალი.

მან შეაბიჯა ტაძრის ეზოში
და გაიგონა გალობა ტკბილი
ცოტა ხნით შედგა, თავი დახარა
გული გაუხდა საოცრად თბილი

ცრემლებმა დაიწყეს თავისით დენა
გული აჩქარდა ემოციაში
კითხვა დაუსვა საკუთარ სინდისს
შეესვლებოდა ეკლესიაში?

უფლის იმედი არ დაუკარგავს
არ დაუკარგავს სასო ცხონების
შუა ტაძარში მუხლზე დაეცა
დაიწყო მოყოლა მისი ცხოვრების.

ღმერთო, უფალო იესო ქრისტე
შემინდე ჩემი შეცოდებანი
გადაარჩინე სული უღირსი
შემინდე ჩემი ყოველი ბრალი

ნუ განმსჯი ღმერთო რაც ჩავიდინე
ნუ გადამაგდებ სიკვდილის ხრამში
ნუ მისცემ უფლებას ბოროტ ეშმაკებს
მაწამონ ცოდვილი უკუნ საფლავში.

შენებრ შემინდე ქრისტე იესო
მომეც ადგილი ცხოვრების ნავში
მეც მაზიარე სინათლეს შენსას
მეც მიწილადე სიცოცხლე დარში.

სიცოცხლის სინათლე გაბრწყინდა მის წინ
ჟრუანტელს უვლის საწყალ კაცს ტანში
ღმერთმა შეუნდო მისი ცოდვები
რაც ჩაედინა მის ცხოვრებაში

კაცმა თვალები მშვიდად დახუჭა
და მიაბარა სული მაღალ ღმერთს
სახე გაბრწყინდა სიხარულისგან
მისი არსება ცხოვრებას არ წყვეტს.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 4 2009, 12:30 PM

ციტატა(k@the @ Feb 5 2008, 12:36 AM) *

***
არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ.
გრძნობათა მორევს, ღრმად გულში ვირთავ.

სიტყვები ჩემი, რვეულში ჩნდება.
გრძნობები ჩემი, ხელებში მრჩება.

კალმით ჩემ ლექსებს, მე ვერ გადმოვცემ.
და არც ამ რვეულს აღარ გამოვცემ.

არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ.
და თვით პოეტის, ცრემლს გულში ვირთავ.

1997

rolleyes.gif
არც მე ვარ, დაკა ხელი!
სანამ ტაფაა ცხელი,
დააკარ ხაჭაპურები,
არ ჩამოყარო ყურები!

სენატს ანებე თავი,
დროზე მოხარშე ფლავი!
ძმა მოგივიდა მშიერი,
სახეზე მგლის აქვს იერი.

თუ არ მოუსწრებ რამეს,
გარეთ გაათევს ღამეს,
ცხელ გულზე ღვინოს დალევს,
ცხოვრებას სმაში გალევს. IPB-ს სურათი

გული ატკინა ქალამ,
დაჯაბნა ტრფობის ძალამ,
შენ გაუკეთე გული,
პერიოდი აქვს რთული!

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 4 2009, 03:15 PM

M.M.

გზა არის გრძელი, ტბა არის კუსი,
მე არ მაშინებს ოსი და რუსი!

თუკი მიდიან გლახა და სიდი,
წასვლის სურვილი მეცა მაქვს დიდი.

დაწერეთ ზუსტად საათი, წუთი,
თუ დაგვჭირდება რამე მაყუთი?

friends.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 4 2009, 09:15 PM

ციტატა(M.M. @ Jul 4 2009, 10:30 AM) *

არც მე ვარ, დაკა ხელი!
სანამ ტაფაა ცხელი,
დააკარ ხაჭაპურები,
არ ჩამოყარო ყურები!

სენატს ანებე თავი,
დროზე მოხარშე ფლავი!
ძმა მოგივიდა მშიერი,
სახეზე მგლის აქვს იერი.

თუ არ მოუსწრებ რამეს,
გარეთ გაათევს ღამეს,
ცხელ გულზე ღვინოს დალევს,
ცხოვრებას სმაში გალევს. IPB-ს სურათი

გული ატკინა ქალამ,
დაჯაბნა ტრფობის ძალამ,
შენ გაუკეთე გული,
პერიოდი აქვს რთული!



მიშა რას მერჩი ერთი?
შენ არ გაგიწყრეს ღმერთი!
" ხაჭაპურიო ქეთი -"
კიდევ რა გინდა მეტი? tongue.gif
აქ ნუ გამოხვალ ცეტი,
მე და შენ სხვა გვაქვს "ცვეტი". cool.gif
თავს დამახვიე რეტი,
არ გამინელე "ნეტი".
ხაჭაპურ იყოს მერე,
დღეს სულ ეს დაგიწერე. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 5 2009, 11:11 AM

ციტატა(k@the @ Jul 4 2009, 09:15 PM) *

მიშა რას მერჩი ერთი?
შენ არ გაგიწყრეს ღმერთი!
" ხაჭაპურიო ქეთი -"
კიდევ რა გინდა მეტი? tongue.gif
აქ ნუ გამოხვალ ცეტი,
მე და შენ სხვა გვაქვს "ცვეტი". cool.gif
თავს დამახვიე რეტი,
არ გამინელე "ნეტი".
ხაჭაპურ იყოს მერე,
დღეს სულ ეს დაგიწერე. 2kiss.gif
"მერე, მერეთი" გამიხმა კუჭი,
შენი იმედი აღმოჩნდა ფუჭი.
ცეტი ვარ, მერე რა მოხდა?
ვალს აღარ უნდა, რა, მოხდა?
ან მიპასუხებ მალე,
ან მოგაკითხავ ხვალე!
სკოჩს გადაგაკრავ პირზე,
დაგდებ მანქანის ძირზე,
მაინც მსუბუქი ხარ თან...
დაგტოვებ ვახოს კართან tongue.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 6 2009, 01:34 PM

M.M.
სულ, ხაჭო ხაჭაპურიო,
არ შევიბერტყე ყურიო. whistling.gif
მარხვას ვერ ვიდებ ვალადა,
გინდა, გაჭამო სალათა?... tongue.gif biggrin.gif
მარა, არ შეჭამ ვიცია,
არ უნდა მაგას ფიცია.
მით არ გეძახი სტუმრადა,
რომ არ დამირჩე უბრადა.
მარხვა გავიდეს მალეო,
ხაჭაპურ გაჭმევ ხვალეო. rolleyes.gif
ხვალე დადგება არაო, tongue.gif
პირობა დავდე ჩარაო. biggrin.gif
პ.ს. ეხსენ სიტყვათა ტრიალსა
და ჩემსა გულის ტრფიალსა! biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 6 2009, 02:26 PM

''სალაღობომ'' ვერ დაგიტიათ ხომ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 8 2009, 11:03 AM

ციტატა(k@the @ Jul 6 2009, 01:34 PM) *

M.M.
სულ, ხაჭო ხაჭაპურიო,
არ შევიბერტყე ყურიო. whistling.gif
მარხვას ვერ ვიდებ ვალადა,
გინდა, გაჭამო სალათა?... tongue.gif biggrin.gif
შენ ოღონდ ჩამო, თუ გინდა
ცივ მჭადზე გადამატარე!
ხომ ხედავ, ჩატში რომ არ ხარ,
საწერად სად არ მატარე.

მოდერიც შემოცუნცულდა,
აქ რა ამბები არიო...
ძლივს აღებული ვით დავდო
ეს ჩემი კალმისტარიო?


ციტატა
პ.ს. ეხსენ სიტყვათა ტრიალსა
და ჩემსა გულის ტრფიალსა! biggrin.gif
მაგ გულის ტრფიალს დაგითრობ,
ვეღარ აგნებდეს ბინასა!
ეჰ, ნეტავ როდის გიმღერებთ
ქორწილში "ჯვარი წინასა"...


ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 6 2009, 02:26 PM) *

''სალაღობომ'' ვერ დაგიტიათ ხომ? biggrin.gif
თამარს ვაქებდეთ ცქნაფოსა,
სოკოს აკეთეს კარგსაო smile.gif
რა ვუყოთ, განვითარება
უნდა კაფიის დარგსაო.

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jul 8 2009, 12:03 PM

დღევანდელი განწყობის ლექსი

ცა დაირწა,
მთვარემ ჩამოიყივლა,
აისს ბღუჯა ალუბლები
კიდია,
ცისა და მიწის, სადღაც...
დასალიერზე,
ჰორიზონტი ყვავის
როგორც ლილია.
მე კი ჩამწყდა...
არა... უფრო მეტკინა,
გაზაფხული ხელებიდან
დამისხლტა,
კაბა, ასე ძალიან
რომ მიყვარდა,
ტანზე იის კონასავით
ჩამიჭკნა...
ცა დაირწა,
მთვარემ ჩამოიყივლა,
წამწამს სველი სიმარტოვე
კიდია,
იღიმება ყინწვისის
ანგელოზი,
თუ ჩემსავით ისიც
მოწყენილია?!


პეპელა

მზე ჩაშლილი ნაწნავივით
მინდორს მკერდზე ეფინა.
ბინდდებოდა.
-რად ატირდი,
რამე ხომ არ გეწყინა?
-თვალში რაღაც ჩამივარდა...
(თავს იმართლებს პეპელა)
და ცრემლებში ჩამავალი
მზე მთლიანად ეტევა.


თენდება

თენდება.
ბაღში მტრედისფერი
ღუღუნებს დილა
და იქვე ახლოს ,
თეთრ პერანგში
ყვინთავს ტყემალი,
-ღრუბლებო,
ცოტა მიწილადეთ
ცისფერი ფთილა,
არ შემიცივდეს,
ტყემალს მხრებზე
შემოვაფარო.
თენდება.


* * *

ენძელამ თოვლიდან
თავი დაიძვრინა,
ფიფქი დაიბერტყა
ხასხასა კალთიდან,
ირგვლივ გაიხედა...
გათვალიერა...და,
რომ ვერ დაგინახა
ბავშვივით ატირდა!

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 8 2009, 02:46 PM

ეძღვნება... თვითონ იცის, ვისაც ეძღვნება

თაფლისა გაქვს ლოყა,
ოქროსი გაქვს გული,
თან ბავშვი ხარ, თანაც
ქალი მოწიფული.

შენ რომ გხედავ, მაშინ
ხარობს ჩემი სული.
ყოველდღე მატულობს
ჩემი სიყვარული.

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jul 8 2009, 11:14 PM

ციტატა(xevsuri @ Feb 2 2009, 08:03 PM) *

ცა მშვიდობისა

ცა მშვიდობისა ქალბატონო
დიახ, დილაა,
მზემ ისევ ურცხვად
შემომისწრო
თქვენს ყურებაში,
შემომატანა ფანჯრებიდან...
თქვენს სახეს ვხედავ,
ვხედავ ღიმილი როგორ დარბის
ტუჩიდან თვალზე
თვალიდან ტუჩზე
და მეც ვიღიმი.

ცა მშვიდობისა,
დღეს ცა მშვიდია, ტკბილად იძინეთ,
უკვე განვდევნე
ყველა ღრუბელი, ყველა ლაქა
მოვწმინდე მზესაც
და დედამიწას სიყვარული გადავაფინე.

ხომ არ შეგცივდათ?
ღია სარკმელს სიო აწვება
(მგონი გითხარით წლის ამ დროს რომ გრილა მთაში და)
შემოგიკეცოთ ყელის ახლოს, საბნის ნაპირი?
მაშინ ხომ სიო თქვენს წამწამზე გაინაპირებს
და შეერევა ჩემს ესოდენ დაძაბულ სუნთქვას.

ცა მშვიდობისა ქალბატონო,
ცა მშვიდობისა,
დიახ დილაა,
მზე სარკმლიდან თბილად გვაღვიძებს.



უუულამაზესიი და უუუორიგინალურესიააა wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 10 2009, 01:46 PM

neo

უდაოდ მდიდარი ფანტაზიის ნიჭიერი ადამიანი ხარ!
პატარა ამბავი იყო ეგა? ძლივს გავედი ბოლომდე. biggrin.gif

პ.ს. გადმოვაკოპირებ მეც კომენტარს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 17 2009, 01:41 PM

-ე როცა ზოგჯერ მარტო დავრჩები.
-რთადერთი ხარ ვინც მენატრები,

-ენზე ფიქრით და შენზე ოცნებით,
-ჰ, რომ იცოდე როგორ ვიღლები.
-იავს გავატან ჩემს ოცნებებს, მაგრამ ამაოდ,
იგი უკანვე მიბრუნდება. თითქოს არაო,
მე ისევ ვატან და ვეუბნები წაიღე ქარო,
ის კი მპასუხობს ერთხელ კიდევ დაფიქრდი ქალოვ!

-ინდა რომ აღარ ვიფირქო შენზე,
-სე მიყვარდი ვერ ვფიქრობ სხვებზე
-ვავილთა კონა მეფინება ფიქრებში გზებზე
-აი, რომ გული კვლავ ფიქრობს შენზე.
-რ მინდა დიდხანს ვაგრძელო ასე
-ადგან შენ უკვე არ ფიქრობ ჩემზე...
-ანდახან ცრემლი მადგება თვალზე.
-რა ხვალიდან ვიფიქრებ სხვაზე.
-
ეს ლექსი დავწერე ბავშვობაში... მაშინ მიწაზე მგონი ნაკლებად დავდიოდიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 18 2009, 11:17 AM

მომენატრა


მომენატრა ლხინის სუფრა გაშლილი,
ძმაბიჭებთან დიდი ყანწით ღვინის სმა;
მომენატრა სოფელი და ბუნება,
უკვე სული შემიხუთა თბილისმა.

მომენატრა დედაკაცი პატარა,
სიცოცხლეს რომ მილამაზებს ღიმილით,
ხან რომ ტკბილად ვსეირნობდით ქუჩაში,
ხან კი ყურებს მიხვრეტავდა კივილით.

მომენატრა ის ძვირფასი დღეები,
მონასტერში იატაკს რომ ვხეხავდი,
სიმწრისაგან ოფლი გადამდიოდა,
მაგრამ გულს კი მაინც არ ვიტეხავდი.

მომენატრა ჩემი პაპა გამზრდელი,
ახლა უკვე იმ ქვეყნად რომ წავიდა...
რაც მე გავჩნდი ქვეყანაზე, მას მერე
თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა.


პოსტის ავტორი: iobi თარიღი: Aug 18 2009, 07:20 PM

ერთხელ მუზა მომადგა და დავწერე ლექსი (უსათაურო):

* * * * * * * * * * * * * * * *

მე მთებში ვპოვე ჩემი სიმშვიდე,
და მთის ტაძარმა გამიღო კარი,
მე მთებში ვპოვე ჩემი სახელი,
და ამ მთის წვერზე ავღმართე ჯვარი.

ლოცვა არს ჩემი მჭრელი მახვილი,
ჭეშმარიტება არის აბჯარი,
ჯვარი ფარია შეურყეველი,
უფლის მეომრის ქამარ-ხანჯარი.

უფალო - მამა, ყოვლისმპყრობელო,
უფალო - ძეო, იესო ქრისტე
სულო წმიდაო ცხოველსმყოფელო,
გთხოვ სამებაო ცოდვილი მიხსენ.

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Aug 18 2009, 09:01 PM

ციტატა(iobi @ Aug 18 2009, 07:20 PM) *

ერთხელ მუზა მომადგა და დავწერე ლექსი (უსათაურო):

* * * * * * * * * * * * * * * *

მე მთებში ვპოვე ჩემი სიმშვიდე,
და მთის ტაძარმა გამიღო კარი,
მე მთებში ვპოვე ჩემი სახელი,
და ამ მთის წვერზე ავღმართე ჯვარი.

ლოცვა არს ჩემი მჭრელი მახვილი,
ჭეშმარიტება არის აბჯარი,
ჯვარი ფარია შეურყეველი,
უფლის მეომრის ქამარ-ხანჯარი.

უფალო - მამა, ყოვლისმპყრობელო,
უფალო - ძეო, იესო ქრისტე
სულო წმიდაო ცხოველსმყოფელო,
გთხოვ სამებაო ცოდვილი მიხსენ.

ვაა, ძალიან კარგი ლექსია, აი ძალიან მომეწონა...

გაიხარე, წარმატებებს გისურვებ!



პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Oct 1 2009, 01:22 PM

ვინ იცის როდის

"ისმინეთ: აჰა,
გამოვიდა მთესავი თესვად. "
ხარ-უღლის სუნთქვით გაჟღენთილი
ბელტები ფეთქავს.
ყამირს ატყვია
ანგელოზის ნაფეხურები
და გუთნისდედის გაკვალული
ცისკრის ხნულები.
"ისმინეთ: აჰა,
გამოვიდა მთესავი თესვად".
და გაზაფხული
აკეცილი კალთიდან ფერთხავს
ჩემი სულის ფერფლს...
-გუთნის ჩიტებო,
ჯერ ჩავმიწდე
ნუ წამომკენკავთ!
ჯერ ვიმწიფარო,
ჯერ ავმრეშდე
ყანად, ბარდალად,
ნუ ამოვსკდები სარეველა
ბურღალ ბალახად,
კალოობისას,
არ მომკვეთოს
ფარცხზე მჯდომმა,
უფლის ნამგალმა.

გაზაფხულია,
"გამოვიდა მთესავი თესვად".
ვინ იცის როდის დაიწყება
ხარების წყლევა...

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Nov 23 2009, 02:52 PM

ვუძღვნი ჩემს უსაყვარლეს მეგობარს smile.gif

***
მითხარ მეგობარო რამე ხომ არ გიჭირს,
მწყურია შენს ჭრილობებს მალამოდ დავედო,
რიდე გადახსენი შენს გულის ხატს,
მინდა რომ სანთლად აგენთო.

yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Dec 15 2009, 08:50 PM

არ მსურს რომ მქონდეს ურიცხვი ქონება
სასახლეები და ოქრო–ვერცხლი
არ მსურს მე ტკბობით ვკარგო გონება
და დღე და ღამე ვანთხიო გესლი

არ მსურს მეფობა და არც ბრძენობა
მე ხომ მტვერი ვარ, მიწისგან ქმნილი
არც შექება მსურს და არც დიდება
ჩემს ვიწრო გზაზე უფლისკენ ვივლი.

არ მსურს სიმდიდრე, არ მსურს ჯიპები
არ მსურს ღრეობა, ღვინით ჭიქები,
არ მინდა ცხოვრება გავლიო ქეიფით
დიდებულ ტახტზე თბილი ლეიბით

არ მინდა ვსდიო ამაოებას
არ მინდა ვიწყო შენება გოდლის
გულს სიხარული ვერ ეღირსება
ბედნიერება უფლისგან მოდის

არ მინდა შევქმნა ფუჭი სამოთხე
არ მსურს ვიცხოვრო თვითშექმნილ ძეგლში
ქვეყნიერება უფლის გარეშე
უსულდგმულოა საკუთარ ნეშტში.

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Jan 14 2010, 03:58 AM

ეს ჩანახატი დღეს დავწერე, პირველია ამ ახალი წლის პირველ ღამეს. თუ მხოლოდ ლექსის დადება შეიძლებოდა, ბოდიშს ვიხდი. smile.gif გილოცავთ ახალ წელს!!!!



მე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბეკეკა,ის ყველა ბეკეკასავით კეთილი იყო. ალბათ ამიტომ ძალიან ტკიოდა გული, როცა ადამიანები ერთმანეთს ეჩხუბებდოდნენ, საკუთარის გატანას ცდილობდნენ და სხვისი არა ენაღვლებოდათ რა. ”ეს ხომ ბოროტების გარდა, სისულელეცააო”, ფიქრობდა, ”უფრო სწორად, ბოროტება ხომ უბრალოდ სისულელეაო და სხვა არაფერი.” ერთხელაც გადაწყვიტა თავისი ბრაზიანი მწყემსისთვის ეს ეთქვა. მივიდა და უთხრა: აი, დააკვირდი, ჩვენ, ყველა ცხვარი ვამბობთ: ”მე”, ”მე”. ადამიანებიც ასე არიან. თითოეული თავის თავს შეიგრძნობს ყველაზე მეტად. თუ შენთვის ”მე” შენ ხარ, შენი მეზობლისთვის ”მე” თვითონაა, შენ კი მისთვის ”შენ”ხარ ”და არა ”მე”. შენ რომ ღმერთს შენს მეზობლად დაებადე, ახლა ვინც ხარ, იმას ისე შეუცოდებლად დაჩაგრავდი, მხოლოდ იმიტომ რომ ის იქნებოდა ”ის” და არა ”მე”. ან ცოტათი მაინც არ მოგბეზრდა ეს შენი თავი, სულ საკუთარ თავს ხედავ, საკუთარ თავზე ზრუნავ, ხარ, ხარ, ხარ, სულ მე, მე, მე. სამყაროში კი მილიარდი ადამიანია, რომლებსაც არ იცნობ. გაიხედე ირგვლივ! შეიძლება სულ საკუთარ თავს შეიგრძნობდე და შეშლილივით უცქერდე? იმ მილიარდ ადამიანში მილიარდი განძია, რომლებსაც ვერ ხედავ, თუ რა თქმა უნდა, ისინიც შენსავით მხოლოდ საკუთარ მეს არ ეთაყვანებიან, თანაც მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავს შეიგრძნობენ კარგად, სხვას კი ვერა. ყველა ხომ შენნაირია, როგორ ხარ ასეთი უგუნური, რომ გეჩვენება, რომ შენ ხარ მხოლოდ ”მე”, სხვები კი - არა. მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ შენ ფიქრობ, რომ ხარ ”მე”, სხვებისთვის კი ხარ ”ის”, ”შენ”, ”ვიღაც”, ”ვიღაც იდიოტი”, ალბათ იშვიათად ”ვიღაც საოცარი”. და ნუ იფიქრებ, რომ როცა გონიათ, რომ საოცარი ხარ, ჭეშმარიტების მწვერვალზე არიან და როცა სულელად გთვლიან, თვითონ არიან სულელები. ჩვენ, ცხვრებს კი ერთმანეთი გვიყვარს, როგორც საკუთარ თავს ისე ვუყურებთ ნებისმიერს. ვინმე ჩვენთაგანი ბოროტიც რომ იყოს, მაინც გვეყვარება, არ გავბოროტდებით და არ გავბრაზდებით. შენც გვიყვარხარ, თუმცა შენ სულაც არ ფიქრობ, რომ ჩვენც შენნაირები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ეს გესმის: ”მე, მე, მე”, მალე დაგვკლავ ყველას, მეც მათ შორის, მაგრამ მე მაინც მეყვარები ყოველთვის, ალბათ იმიტომ რომ ბეკეკა ვარ!
უსმენდა მწყემსი ბეკეკას, ბოლოს გაბრაზდა, აღარ შეეძლო ამის მოსმენა ”მე, მე, მე”, მან ამ სიტყვების გარდა ხომ ვერაფერი გაიგონა. ”რამ გააგიჟა ეს ოხერი, ხმა ჩაიგდე, ახლა გიჩვენებ სეირს”, იყვირა, იქვე დაგდებული ბასრი დანა აიღო და...

ცაზე თეთრი, თეთრი ღრუბელი მიფრინავდა. ”აი, დედი, ბეკეკა”, თითი გაიშვირა თეთრი, თეთრი ღრუბლისკენ პატარამ და სიხარულით გაიცინა.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 14 2010, 10:22 AM

მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Feb 5 2010, 02:53 AM

...

იკო ერთი ლეკვი. არავინ იცის, საიდან გაჩნდა იმ სადარბაზოში.
ზამთრის იმ დღესაც ის კარებთან იჯდა. დილით რომ გაიღვიძა და გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ ციდან უზარმაზარი ფანტელები მოფრინავდნენ. ეს იყო მის ცხოვრებაში პირველი თოვლი. გაოცებული უყურებდა თეთრ ფიფქებს, როგორ ფარფატებდნენ, როგორ ითოვლებოდა მთელი ეზო და ყველაფერი თეთრდებოდა, თვით შავი მიწაც კი. თოვდა და ფიფქებს უცნაური სიმშვიდე მოჰქონდათ, მოჰქონდათ ერთი თეთრი ზღაპარი. ზოგისთვის ეს თეთრი ზღაპარი სიყვარულზე იყო, ზოგისთვის მეგობრობაზე, ლეკვს კი თავისი დედა გაახსენდა. დედიკო დიდი ხანია ნანახი არ ყავდა, არ იცოდა, სად იყო, არც ის იცოდა, რატომ არ იყო მასთან. პატარა ოცნებობდა ამ ლამაზ თოვლში დედამისთან ყოფილიყო ახლოს, ისე ბედნიერი იქნებოდა. თოვდა, ციოდა. ლეკვსაც ციოდა, მაგრამ ის ფიფქები ისე მოსწონდა, სიცივე ცოტათი ავიწყდებოდა. მხოლოდ ხანდახან აძაგძაგდებოდა ხოლმე. როცა წკმუტუნი მოუნდებოდა, ჩუმდებოდა, ახსოვდა, როგორ ეჩხუბებოდნენ ადამიანები, როცა წკუმუტნს იწყებდა. შებრალების მაგივრად რატომ ეჩხუბებოდნენ პატარას, ეს არცერთმა ფიფქმა არ იცოდა.
ბოლოს ლეკვს დაეძინა, დაესიზმრა, როგორ მივიდა მასთან დედამისი, მოეფერა, საოცარი სითბო მოუტანა. უთხრა, რომ ამიერიდან არასოდეს შეცივდებოდა, მას კი ყოველთვის ნახავდა სიზმარში, როცა მოენატრებოდა. მალე გაეღვიძა, ისეთ სითბის გრძნობდა, ეგონა ისევ სიზმარში იყო. აღარც ფანტელები მოჩანდნენ, აღარც ეზო. სადარბაზო ნეტავ სად გაქრა?-გაიფიქრა. რბილ, თბილ კალათაში როგორ აღმოჩნდა? ან ეს რძე ვინ დაუსხა? მეტი ფიქრი აღარ დასცალდა, ლეკვს უამრავი ბავშვი შემოერტყა ირგვლივ, ყველა ეფერებოდა, იცინოდა, ყველას მისი გულში ჩაკვრა უნდოდა. ბავშვური სიყვარული ისეთი თბილი იყო. ლეკვი მიხვდა, რომ ეს დედამისმა იზრუნა მასზე და არასოდეს დატოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შორს იყო. ლეკვმა იცოდა, რომ ერთხელაც, ლამაზ თოვლში დედიკო ნამდვილად მივიდოდა მასთან.
არავინ იცის, ეს ასე მოხდა თუ არა, მაგრამ ერთ დღეს ულამაზესი ფანტელები ცვიოდა ციდან, საოცრად ბარდნიდა და თოვლს თან კიდევ ერთი თეთრი ზღაპარი მოჰქონდა .

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 27 2010, 04:28 PM


[/quote]
შენ საქართველოვ,

გაუსაძლისად მტკივნეულია შენი სახელი;
დაგლეჯილ სხეულს გესლით ღებავს ისევ ასპიტი;
ზეცას შევცქერი, ბინდს შეპარვია მთვარის ნათელი;
დროთა ავდარში დაჟანგულა ,,ოქროს საწმისი";

რატომ ? რაისთვის არ გამოგვდის საქმე მთავარი?
რად დაშრეტილა სიყვარულით ერის კულმკერდი ?
რატომ აღარ ქრის, ალესილი, დავითის ხმალი ?
შენ საქართველოვ, გადაღლილო, ნუთუ დაბერდი ?

გადაქანცული, უმეგობროდ დაეხეტები;
ღალატის სუნი ასდის ისევ დღევანდელობას;
შენი გულისთვის მე სიცოცხლეს გავიმეტებდი;
თავს შევაკლავდი გაბრწყინების, უხმარ, მცდელობას.

მოდი ქართველო კიდევ ერთხელ დავძაბოთ სული;
ჯვარზე ვნებული ჩვენი ქვეყნის ღირსებისათვის;
მოდი ქართველო მას მივუძღვნათ სიცოცხლე სრული;
ყველა ქმედება საჩვენებლად სხვა ძმებისათვის...

დრო მოვა დიდი, კვლავ იქნება თვალის მომჭრელი;
ივერთ სამყაროს მოციალე სულთ ელვარება;

თვითონ არ მოვა, თუ გაგრძელდა ძილი დამღლელი;
თუ არ აფეთქდა ჩვენს ძარღვებში კვლავ მღელვარება...

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Mar 8 2010, 04:16 PM

blue night

ციტატა
იკო ერთი ლეკვი. არავინ იცის, საიდან გაჩნდა იმ სადარბაზოში.
ზამთრის იმ დღესაც ის კარებთან იჯდა. დილით რომ გაიღვიძა და გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ ციდან უზარმაზარი ფანტელები მოფრინავდნენ. ეს იყო მის ცხოვრებაში პირველი თოვლი. გაოცებული უყურებდა თეთრ ფიფქებს, როგორ ფარფატებდნენ, როგორ ითოვლებოდა მთელი ეზო და ყველაფერი თეთრდებოდა, თვით შავი მიწაც კი. თოვდა და ფიფქებს უცნაური სიმშვიდე მოჰქონდათ, მოჰქონდათ ერთი თეთრი ზღაპარი. ზოგისთვის ეს თეთრი ზღაპარი სიყვარულზე იყო, ზოგისთვის მეგობრობაზე, ლეკვს კი თავისი დედა გაახსენდა. დედიკო დიდი ხანია ნანახი არ ყავდა, არ იცოდა, სად იყო, არც ის იცოდა, რატომ არ იყო მასთან. პატარა ოცნებობდა ამ ლამაზ თოვლში დედამისთან ყოფილიყო ახლოს, ისე ბედნიერი იქნებოდა. თოვდა, ციოდა. ლეკვსაც ციოდა, მაგრამ ის ფიფქები ისე მოსწონდა, სიცივე ცოტათი ავიწყდებოდა. მხოლოდ ხანდახან აძაგძაგდებოდა ხოლმე. როცა წკმუტუნი მოუნდებოდა, ჩუმდებოდა, ახსოვდა, როგორ ეჩხუბებოდნენ ადამიანები, როცა წკუმუტნს იწყებდა. შებრალების მაგივრად რატომ ეჩხუბებოდნენ პატარას, ეს არცერთმა ფიფქმა არ იცოდა.
ბოლოს ლეკვს დაეძინა, დაესიზმრა, როგორ მივიდა მასთან დედამისი, მოეფერა, საოცარი სითბო მოუტანა. უთხრა, რომ ამიერიდან არასოდეს შეცივდებოდა, მას კი ყოველთვის ნახავდა სიზმარში, როცა მოენატრებოდა. მალე გაეღვიძა, ისეთ სითბის გრძნობდა, ეგონა ისევ სიზმარში იყო. აღარც ფანტელები მოჩანდნენ, აღარც ეზო. სადარბაზო ნეტავ სად გაქრა?-გაიფიქრა. რბილ, თბილ კალათაში როგორ აღმოჩნდა? ან ეს რძე ვინ დაუსხა? მეტი ფიქრი აღარ დასცალდა, ლეკვს უამრავი ბავშვი შემოერტყა ირგვლივ, ყველა ეფერებოდა, იცინოდა, ყველას მისი გულში ჩაკვრა უნდოდა. ბავშვური სიყვარული ისეთი თბილი იყო. ლეკვი მიხვდა, რომ ეს დედამისმა იზრუნა მასზე და არასოდეს დატოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შორს იყო. ლეკვმა იცოდა, რომ ერთხელაც, ლამაზ თოვლში დედიკო ნამდვილად მივიდოდა მასთან.
არავინ იცის, ეს ასე მოხდა თუ არა, მაგრამ ერთ დღეს ულამაზესი ფანტელები ცვიოდა ციდან, საოცრად ბარდნიდა და თოვლს თან კიდევ ერთი თეთრი ზღაპარი მოჰქონდა .

ძალიან ძალიან ლამაზიააა http://ge.smiles.26l.com/smile.89394.html

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 8 2010, 04:48 PM

ბრმა, თვალისჩინითა

გზად ვინმე კაცი წაიქცა,
თუმც არა ერთხელ ქცეული,
მრავალგზის დამპალ-სნეული,
ვამჩნევდი უფრო სნეული.

მიველ ვკითხავდი ეული;
რა გიჭირს! რად ხარ სნეული!
რადა ხარ ძირს წაქცეული!
ვამბობდი ვინმე სნეული.

- შენთვის უცხოა, ჩემთვის ჩვეული,
შენ ჯანმრთელი ხარ, მე კი სნეული.

- ვუპასუხებდი მართლაც სნეული;
შენ ჯანმრთელი ხარ, მე კი სნეული

......

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Apr 17 2010, 04:02 PM

მთელი დღე ვეძებ იმას,
ვინც ყველგან ჩანს და არ არის არსად,
მთელი დღე ვნატრობ იმას
ვინც მომევლინა ყველაფრის არსად,
მიმოვწრიალებ მთაში.
მეცვალა სახეს ფერი
ნეტა რა ვპოვე მასში
ვისაც სულ მუდამ ველი


შევყოვნდი წამით უცებ,
შევნიშნე თეთრი მგელი
ახლა დამდგარა ჩემს წინ
და მის ქმედებას ველი
მკაცრად მიშტერებს თვალებს
თითქოს შეტევა უნდა
მტევნების ნელი ფშვნეტით
მოვწანი თეთრი გუნდა
გაჰკვირვებია ნადირს
ყინულის თვალთა ცქერა
პირველად შეხვდა მთაში
მშვიდი გულისა ძგერა

მიხვდა რომ ჩემი სახით
მან თავი თვისი ნახა
ვერც მე ვიპოვე მასში
რაღაც ბილწი და გლახა
სპეტაკი არის მგელი
უხმოდ მიამბობს ამბავს
მე მის თვალებში ვხედავ
ისტორიების ნაზავს
ვხდები რომ ისც ჩემში
კითხულობს წარსულ ფიქრებს
და გათოშილი ამით
კვლავ სიამაყეს იკერებს...

არ მეშინია მისი,
არც ის გრძნობს შიშის ნასახს
მის გაყინული ცქერით
ჰგავს მოქანდაკის ნასახს
ფეხი გაჰკრა და გაქრა
მარტოდ დამტოვა მთაში
მთელი გრძნობები დამრჩა
ამ შემოკლებულ წამში

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 17 2010, 06:59 PM


ნეოო ეს შენ დაწერე?? ვა რა კარგიაsmile.gif მართლა ძალიან მაგარია,მალადეც !!! rolleyes.gif

ესეც ჩემებიიი a075.gif

მოდით სიტყვებო,გულში ჩაგიკრავთ
და გაგიაზრებთ თუკი შევძელი,
მერე ლექსებად ეერთად აგკინძავთ,
გაგაცოცხლებთ და-იყავ დღეგრძელი!
დავხეტიალებ,ვეძებ სიყვარულს
და სიყვარული ვერც კი მიცვნია,
ვებღაუჭები ხელში მიჭირავს,
ვერ გაფრინდება,ის ხომ ნიჭია!
შევუშვერ წყაროს თეთრ და თბილ ხელებს,
გამეპარება თითებში წვეთი,
მგონი ალუბლის კვირტმა იფეთქა!
რაღაც ახალი იღვიძებს ჩემში!
მოვა მტრედი და აკენკავს ცოდვას,
ცოდვა-ადამის მოდგმის დარდია,
ცრემლი,მოწყვეტით ამოისუნთქებს,
ვისაც სული აქვს ყველა კარგია!
შემოეხვიე მუხის ძლიერ ფესვს,
ნუ შეგაშინებს ელვა და მეხი,
მთისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკზე
აგეხლართება ეკლებში ფეხი,
თუ გეტკინება,გული არ დაგწყდეს,
სასუფევლამდე გზა არის ერთი!
დაეცემი და შენს ჩუმ ტირილზე,
მფარველ ანგელოზს გიგზავნის ღმერთი!
შეფერადდება ოდნავ ვარდისფრად,
ცრემლებშემშრალი სული,სიკეთით,
გემახსოვრება მუდამ ნუგეშად,
რომ,შენთვის აღსდგა უფალი მკვდრეთით!!!
16.12.2009.იზი.


********* ********* **********

იყო სევდიან ღიმილის ფერი,
და ქუჩის ბოლოს გოგო პატარა,
ქვაფენილები,ხვეული სველი,
და ისევ გოგო,ქუჩის ამარა,
შავი თმებით და წითელი კაბით,
გული ბავშვური,თვალები დიდის,
გზას არასოდეს არ ააქვს ბოლო,
ყველა გზა სადღაც მოდის და მიდის.
განცდა?-თეატრის ნიღბების მსგავსი,
ხან მოწყენილი,ხან მომღიმარი,
წამებად შეხვედრა უცხო სახეების,
ფოთლები,მზე და-მიწა ნაწვიმარი,
მოხუცი,თვალებთან სიკეთის ნაოჭებით,
ნაცნობის მზერა,შეხვედრა გზაში,
ჩვეული მოკითხვა,კოცნა,საუბარი,
ჭაღარა სიბერის ბზარებით ხმაში..
აი,თბილისელი თოლიაც მაღლა,
ფიქრობს:ზღვა ისევ წყნარი,მშვიდია?
მაგრამ არც გოგოს ეტყობა დაღლა.
გზიდან სახლამდე გზა კი-დიდია!
კაბის კალთები მუჭით აკეცა,
გაეხა გოგოს ნაქარგი კაბა,
პატარა გოგო,ხუჭუჭა თმებით,
ჩემი თუ არ ხარ ვიცი ხარ აბა??

12.12.09.ი.ბ.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 17 2010, 08:12 PM

მარადიული სიმარტოვისთვის ნუ გამიმეტებ
იქაც ნუ გამყვეს უშენობის ტანჯვა მომსვრელი.
ცრემლი მაღირსე,სინანულით გზა გამინათე
და განმიწმიდე ცოდვათაგან სული მოწყლული

ვგრძნობ და გზას ვხედავ,ჩემგან განვლილს,უკან მზირალი
ის რაც ვიარე,ფართო გზაზე ვიარე მხოლოდ
მთლად დამიკარგავს ყველა ოქრო,ყველა ტალანტი
დამრჩა ნუგეშად შენი რწმენა მხოლოდ და მხოლოდ

ახლაც,იმედის ნაპერწკალი ჯერ არ ჩამქრალა
მეც ხელაღპყრობით გიღაღადებ,შველას მოველი
მარადიული სიმარტოვისთვის ნუ გამიმეტებ
იქაც ნუ გამყვეს უშენობის ტანჯვა მომსვრელი.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Apr 18 2010, 05:46 PM

ციტატა(izi-bartki @ Apr 17 2010, 06:59 PM) *

ნეოო ეს შენ დაწერე?? ვა რა კარგიაsmile.gif მართლა ძალიან მაგარია,მალადეც !!! rolleyes.gif

ესეც ჩემებიიი a075.gif

მოდით სიტყვებო,გულში ჩაგიკრავთ
და გაგიაზრებთ თუკი შევძელი,
მერე ლექსებად ეერთად აგკინძავთ,
გაგაცოცხლებთ და-იყავ დღეგრძელი!
დავხეტიალებ,ვეძებ სიყვარულს
და სიყვარული ვერც კი მიცვნია,
ვებღაუჭები ხელში მიჭირავს,
ვერ გაფრინდება,ის ხომ ნიჭია!
შევუშვერ წყაროს თეთრ და თბილ ხელებს,
გამეპარება თითებში წვეთი,
მგონი ალუბლის კვირტმა იფეთქა!
რაღაც ახალი იღვიძებს ჩემში!
მოვა მტრედი და აკენკავს ცოდვას,
ცოდვა-ადამის მოდგმის დარდია,
ცრემლი,მოწყვეტით ამოისუნთქებს,
ვისაც სული აქვს ყველა კარგია!
შემოეხვიე მუხის ძლიერ ფესვს,
ნუ შეგაშინებს ელვა და მეხი,
მთისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკზე
აგეხლართება ეკლებში ფეხი,
თუ გეტკინება,გული არ დაგწყდეს,
სასუფევლამდე გზა არის ერთი!
დაეცემი და შენს ჩუმ ტირილზე,
მფარველ ანგელოზს გიგზავნის ღმერთი!
შეფერადდება ოდნავ ვარდისფრად,
ცრემლებშემშრალი სული,სიკეთით,
გემახსოვრება მუდამ ნუგეშად,
რომ,შენთვის აღსდგა უფალი მკვდრეთით!!!
16.12.2009.იზი.
********* ********* **********

იყო სევდიან ღიმილის ფერი,
და ქუჩის ბოლოს გოგო პატარა,
ქვაფენილები,ხვეული სველი,
და ისევ გოგო,ქუჩის ამარა,
შავი თმებით და წითელი კაბით,
გული ბავშვური,თვალები დიდის,
გზას არასოდეს არ ააქვს ბოლო,
ყველა გზა სადღაც მოდის და მიდის.
განცდა?-თეატრის ნიღბების მსგავსი,
ხან მოწყენილი,ხან მომღიმარი,
წამებად შეხვედრა უცხო სახეების,
ფოთლები,მზე და-მიწა ნაწვიმარი,
მოხუცი,თვალებთან სიკეთის ნაოჭებით,
ნაცნობის მზერა,შეხვედრა გზაში,
ჩვეული მოკითხვა,კოცნა,საუბარი,
ჭაღარა სიბერის ბზარებით ხმაში..
აი,თბილისელი თოლიაც მაღლა,
ფიქრობს:ზღვა ისევ წყნარი,მშვიდია?
მაგრამ არც გოგოს ეტყობა დაღლა.
გზიდან სახლამდე გზა კი-დიდია!
კაბის კალთები მუჭით აკეცა,
გაეხა გოგოს ნაქარგი კაბა,
პატარა გოგო,ხუჭუჭა თმებით,
ჩემი თუ არ ხარ ვიცი ხარ აბა??

12.12.09.ი.ბ.

smile.gif

ძალიან კარგებია

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 18 2010, 05:55 PM

neo
გაიხარე smile.gif ისე როგორც წესი ჩანახატებს ვწერ ხოლმე,მაგრამ შიგა და შიგ ისე შემომეპარებიან ხოლმე ეს ლექსები smile.gif აი შენი ლექსები მართლა ძალიან მომეწონა, ტაკ ძერჟაც a075.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 18 2010, 08:25 PM


ღამეა, ქარი არ არის
არც არსად წვიმის წვეთები,
სხედან მდუმარე სამარის
პირას, ცისფერი გედები.

წელში გაზნექილ ზამბახის
სუნი საფლავზე იშლება,
სივრცე სიჩუმით დამძახის,
ღამე ირღვევა გიშრებად.

ცისფერი პრინცის ზმანება
პრინცესას - ვარდის ფერებში
შეერწყმის, მომეზმანება
და ჩამეშლება ხელებში..



მგონი 16 წლის ვიყავი.



პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 18 2010, 08:35 PM

ციტატა(terra @ Apr 18 2010, 07:25 PM) *

ღამეა, ქარი არ არის
არც არსად წვიმის წვეთები,
სხედან მდუმარე სამარის
პირას, ცისფერი გედები.

წელში გაზნექილ ზამბახის
სუნი საფლავზე იშლება,
სივრცე სიჩუმით დამძახის,
ღამე ირღვევა გიშრებად.

ცისფერი პრინცის ზმანება
პრინცესას - ვარდის ფერებში
შეერწყმის, მომეზმანება
და ჩამეშლება ხელებში..
მგონი 16 წლის ვიყავი.

მაგარიააა! სად იყავით ხალხნო ამდენ ხანს ! rolleyes.gif კარგია კარგი,რაც ბევრი ნიჭიერი გვეყოლება მით უკეთესია,ვწეროთ და ვწეროთ
კაია მომეწონა kiss1.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Apr 18 2010, 10:23 PM

neo
izi-bartki
terra
თათარაშვილი
kiss1.gif კარგ ხასიათზე დავდექი თორემ ამ ჩენი ტკბილი ფორუმიდანაც იმდენი ნეგატივი იღვრებოდამ ბოლოს, ვეღარაფერზე ვიკიდებდი biggrin.gif გადავიხუნძლე biggrin.gif

blue night
ბეკეკას და ლეკვის ამბავმა გული დამწყვიტა, რატომ უნდა ხოლმე ადამიანს ასეთი რამე წეროს? ან როდის უნდა?

მე გადამიარა, ერთ დროს ძალიან მწუხარე ვიყავი : ) და მგონი მეორე უკიდურესობამ მიმიმწყვდია.

არ მომწონს რეალობა, ძალიან სასტიკია : (

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 18 2010, 10:27 PM

terra
ლამაზია smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 19 2010, 12:05 AM

ციტატა(ნონა @ Apr 18 2010, 10:27 PM) *

terra
ლამაზია smile.gif


детские сказки smile.gif)


პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 19 2010, 12:52 PM

kato_Bato
გენათვალეეე kiss1.gif აი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ამდენი ნიჭიერი ფორუმელი თუ გვყოლიაა არ მეგონა ისე ცოოტაც გამოთბეს და ეერთი ჩვენი შემოქმედების საღამო გავაკეათოთ ჰა??

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 19 2010, 02:38 PM

და ბოლოს გავქრეთ


ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ,
გაქცეულ კონკიას _ შეგიყვარებ,
ასივე ფურცელს მოგაფარებ,
ჩემს სულს _ მტრედის კვერცხს მოგაბარებ,
ძაფის გორგალივით გაგაგორებ,
მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ,
უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ,
მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ,
ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ,
ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ,
დაგემართები მოურჩენ სენად _
ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად,
ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს,
ბევრჯერ გიგემებ საყვარელ ზღაპარს,
ირმის რძით ისევ გამოგკვებავ,
მურმანის ეკლად ამოგივალ,
მუჭანახევარს გაგიყოფ ბინას,
უფლისწულივით გაკოცებ მძინარს
და შენს მუხლებთან დაველოდები
ათასმეორე ღამეს, უჩინარს...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 19 2010, 02:54 PM

ციტატა(terra @ Apr 19 2010, 01:38 PM) *

და ბოლოს გავქრეთ
ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ,
გაქცეულ კონკიას _ შეგიყვარებ,
ასივე ფურცელს მოგაფარებ,
ჩემს სულს _ მტრედის კვერცხს მოგაბარებ,
ძაფის გორგალივით გაგაგორებ,
მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ,
უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ,
მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ,
ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ,
ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ,
დაგემართები მოურჩენ სენად _
ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად,
ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს,
ბევრჯერ გიგემებ საყვარელ ზღაპარს,
ირმის რძით ისევ გამოგკვებავ,
მურმანის ეკლად ამოგივალ,
მუჭანახევარს გაგიყოფ ბინას,
უფლისწულივით გაკოცებ მძინარს
და შენს მუხლებთან დაველოდები
ათასმეორე ღამეს, უჩინარს...

wooowww

ძალიან ლამაზიაა IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
მიყვარს ზღაპრები და რა ორიგინალურია ზრაპრებით აკინძული ლექსი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2010, 03:23 PM

წმინდა დედოფალი ქეთევანი

მოიღეს შამფურნი და
შესხნეს ცეცხლსა შინა,
დედოფლის საწამებლად,
დედოფლის დასაშინად.
მუხლნი მოიყარნა,
ზე აღაპყრნა ხელნი,
ფერმკრთალთა ღაწვებზე
დასცვივდა ცრემლნი.
წმიდა ღმრთისმშობლისა
ხატი აღმოიღო,
რომელიც სამშობლოდამ
შირაზს წამოიღო.
შეწევნა შეჰვედრა...
ძნელია სათქმელად,
მაგრამ სატანჯველის
მზა იყო დათმენად.
ტარიგი ქრისტესი
ზეცისა იყო ღირსი,
ვითარცა ანგელოზის
ბრწყინვიდა პირი მისი.
მტანჯველთა განაშიშვლეს,
განურთხეს ხელნი,
მარწუხით აწამეს
წმიდაჲ სანატრელი.
ხარობდნენ ბოროტნი,
ეშმაკნი, ავნი,
დახლიჩეს ძუძუნი,
დაჰგლიჯეს მკლავნი.
მოიღეს ქუაბი
და ცეცხლზე გაახურეს,
წმიდასა ქეთევანსა
თავზე დაახურეს.
გაისმა ლოცვაჲ,
შეჰვედრა სული თვისი,
ადიდა ქრისტე ღმერთმა
ღვაწლი მისი.
წამებით შეიქმნა
ბოროტი გათელილ,
ბრწინვალე გუამსა ზედა
მოვიდა ნათელი.
ყოველთა იხილეს,
ადიდეს უფალი,
თქვეს: "ეს არს ჭეშმარიტად
წმიდაჲ დედოფალი."

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 19 2010, 03:27 PM

marine
wub.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 19 2010, 03:53 PM

marine

ყოჩაღ, ყოჩაღ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2010, 04:29 PM

lingvo
terra

მადლობა wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 19 2010, 04:52 PM

ლამაზ ლექსებს წერთ wub.gif

თეთრი შურით მშურს თქვენი, რა კარგია როცა პოეტი ხარ და წერა შეგიძლია sad.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Apr 21 2010, 12:21 AM

ციტატა
ლამაზ ლექსებს წერთ

თეთრი შურით მშურს თქვენი, რა კარგია როცა პოეტი ხარ და წერა შეგიძლია

+1
ციტატა
ეერთი ჩვენი შემოქმედების საღამო გავაკეათოთ ჰა??

ამაზე კარგა ხანია ვფიქრობ,ძალიან მინდა,რომ მოვაწყოთsmile.gif მწერლებო, რა თქმა უნდა,თქვენი დაინტერესების გარეშე არაფერი გამოგვივა,ამიტომ გთხოვთ იაქტიუროთ, რომ ძველად დასახული მიზანი ახლა მაინც მოვიყვანოთ სისრულეშიsmile.gif http://church.ge/index.php?showtopic=3158 (დღეს ვეღარ მოვახერხებ,მოგვიანებით გავწმენდ ამ თემას და თუ სურვილი გექნებათ ბარემ ამავე თემაში გავაგრძელოთ, დავგეგმოთ ჩვენი შეხვედრა)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2010, 10:49 PM

Ismail
ვავა, ვავა, მერე რითი დასრულდა? შეგიწირა დიაცმა? :დ

კარგი ლექსია, smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Apr 22 2010, 01:36 AM

ციტატა(ქევანა @ Apr 21 2010, 10:49 PM) *

Ismail
ვავა, ვავა, მერე რითი დასრულდა? შეგიწირა დიაცმა? :დ

კარგი ლექსია, smile.gif

ეგ ისე დავწერე, ეფექტისთვის! biggrin.gif თორე მართლა თავის შეწირვას კი არ ვაპირებდი კაცო ვინმეს გამო... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგ ლექსი ახლა ვის დატოვებდა გულგრილს, biggrin.gif biggrin.gif მარა მერე გვიანი იყო უკვე მისდა სამწუხაროდ. ლექსით დაკერილი გოგო მინდა ახლა მე?! biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 22 2010, 12:52 PM

კაი-კაი ხალხი ყპფილხართ, რა ლექსები გამოგიმზეურებიათ, ავ თვალს არ ენახვების. ყოჩაღ თქვენ.
მაგრამ, ნაფტალინიდან ამოღებულებს, ცოტა ახლითაც გაუმაგრეთ პოზიციები biggrin.gif
გელით, http://church.ge/index.php?s=&showtopic=928&view=findpost&p=603200

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Jun 16 2010, 02:29 AM

...

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბალახი, უფრო სწორად ის ბალახი კი არა, სულ პატარა ყვავილი იყო. რომ იცოდეთ, ეს იყო ყველაზე, ყველაზე პატარა ყვავილი მსოფლიოში, მასზე პატარა ყვავილი დედამიწის ათასფერ ყვავილთა შორის არ მოიძებნებოდა. ყველაზე პაწუკა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა,იმდენად პატარა იყო, დილის პაწაწა ნამი დიდ, მსუქან წვეთად ეჩვენებოდა.ცისფერი იყო, უყურებდა უზარმაზარ თავისნაირ ცისფერ ცას და თითქოს მასში იძირებოდა, იძინებდა. ღამით უყურებდა ვარსკვლავებს,ვარსკვლავიც ხომ მისნაირი იყო, ის - ერთი პატარა მბრწყინავი წერტილი ცაზე, თვითონ კი პატარა სურნელოვანი წერტილი მიწაზე. სხვა რა გითხრათ პაწუკა ყვავილზე, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ეს იყო ძალიან, ძალიან ციცქნა სილამაზე და თან ძალიან დიდიც. სილამაზე
ხომ შეუძლებელია პატარა იყოს. ნეტავ რაზე ოცნებობდა ყვავილი? რა ესიზმრებოდა? რომელი ყვავილი უყვარდა? რას ელოდა? ნაზად სუნთქავდა,ნაზად ირწეოდა ქარისგან. წვიმის წვეთებიდან პირველი წვეთი ყოველთვის მას ეცემოდა, ის ხომ ყველაზე პატარა იყო ყვავილებში. ყვავილუკას ადამიანები ვერ ამჩნევდნენ, არავის სურდა მისი მოწყვეტა, არც დაყნოსვა, მას ხომ უბრალოდ ვერ ხედავდნენ. აი, სწორედ ამაზე ოცნებობდა
პაწია.და ძალიან ოცნებობდა ვინმე შეყვარებულის ხელში გვირილასავით დაფურცლულიყო, ოღონდ ეპასუხა იმ საბედისწერო კითხვისთვის, უყვარდა იმ საოცნებო გულს თუ არ უყვარდა. კიდევ ელოდა ფუტკარს, ხშირად ესიზმრებოდა როგორ შეამცნევდნენ და მიფრინდებოდნენ მასთან ფუტკრები და ხარბად დაეწაფებოდნენ მის ნექტარს. ყველაზე მეტად კი ყვავილუკა ოცნებობდა იმ მაღალ ყვავილზე ღობესთან რომ ყვაოდა, ის იყო მოიისფრო, ლამაზი ყვავილი რომელსაც ”კოლოკოლჩიკს” ეზახიან. კოლოკოლჩიკი პაწიას ვერ ხედავდა,
მისი არსებობა აზრადაც არ მოსდიოდა. ყვავილუკა კი ხშირად ეძახდა,თუმცა ამაოდ. მერე თავისთვის ეჩურჩულებოდა ხოლმე, უყვებოდა პატარა გულის პატარა, ლამაზ ამბებს. უმღერდა ცისფერ ცაზე და ეოცნებებოდა. ამიტომ იყო ხშირად მოწყენილი ყველაზე პატარა ყვავილი დედამიწაზე.
ერთხელ კი ქარმა უცნაური ძალით ჩამოიქროლა, ყვავილს ბევრი უქროლა, ბოლოს კი მოსწყვიტა, მოსწყვიტა და იმ მოიისფრო ყვავილის გულზე დააგდო.არავინ იცის ეს შემთხვევით მოუვიდა თუ პაწიას გულისნადები იგრძნო. კოლოკოლჩიკი გაოგნდა, მის გულზე საოცარი, ძალიან ძალიან პატარა სილამაზე იყო. გაოგნდა და მყისვე შეუყვარდა პატარა ყვავილი. მერე შეეშინდა ქარს მისგან არ მოეტაცა გულისსწორი და ფურცლები ზემოთ
ასწია და მერე ბოლომდეც შემოახვია, კოლოკოლჩიკი დაიხურა. პაწაწუნა ყვავილი თავის გულში დამალა, ერთმანეთს რა უთხრეს, ეს დამალულ საიდუმლოდ დარჩა. ბევრმა არც ის არ იცის, რომ ყველა კოლოკოლჩიკი იმიტომ იხურება, რომ ერთხელ იისფერმა კოლოკოლჩიკმაასე თავისი გულისწორი- დედამიწაზე ყველაზე პატარა ყვავილუკა ჩაიხუტა გულში.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jun 16 2010, 10:58 PM

blue night

შენი ჩანახატები ამ თემაში http://church.ge/index.php?showtopic=705&st=140 დაგვიდეsmile.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jun 17 2010, 12:19 AM

ციტატა(blue night @ Jun 16 2010, 03:29 AM) *

...

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბალახი, უფრო სწორად ის ბალახი კი არა, სულ პატარა ყვავილი იყო. რომ იცოდეთ, ეს იყო ყველაზე, ყველაზე პატარა ყვავილი მსოფლიოში, მასზე პატარა ყვავილი დედამიწის ათასფერ ყვავილთა შორის არ მოიძებნებოდა. ყველაზე პაწუკა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა,იმდენად პატარა იყო, დილის პაწაწა ნამი დიდ, მსუქან წვეთად ეჩვენებოდა.ცისფერი იყო, უყურებდა უზარმაზარ თავისნაირ ცისფერ ცას და თითქოს მასში იძირებოდა, იძინებდა. ღამით უყურებდა ვარსკვლავებს,ვარსკვლავიც ხომ მისნაირი იყო, ის - ერთი პატარა მბრწყინავი წერტილი ცაზე, თვითონ კი პატარა სურნელოვანი წერტილი მიწაზე. სხვა რა გითხრათ პაწუკა ყვავილზე, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ეს იყო ძალიან, ძალიან ციცქნა სილამაზე და თან ძალიან დიდიც. სილამაზე
ხომ შეუძლებელია პატარა იყოს. ნეტავ რაზე ოცნებობდა ყვავილი? რა ესიზმრებოდა? რომელი ყვავილი უყვარდა? რას ელოდა? ნაზად სუნთქავდა,ნაზად ირწეოდა ქარისგან. წვიმის წვეთებიდან პირველი წვეთი ყოველთვის მას ეცემოდა, ის ხომ ყველაზე პატარა იყო ყვავილებში. ყვავილუკას ადამიანები ვერ ამჩნევდნენ, არავის სურდა მისი მოწყვეტა, არც დაყნოსვა, მას ხომ უბრალოდ ვერ ხედავდნენ. აი, სწორედ ამაზე ოცნებობდა
პაწია.და ძალიან ოცნებობდა ვინმე შეყვარებულის ხელში გვირილასავით დაფურცლულიყო, ოღონდ ეპასუხა იმ საბედისწერო კითხვისთვის, უყვარდა იმ საოცნებო გულს თუ არ უყვარდა. კიდევ ელოდა ფუტკარს, ხშირად ესიზმრებოდა როგორ შეამცნევდნენ და მიფრინდებოდნენ მასთან ფუტკრები და ხარბად დაეწაფებოდნენ მის ნექტარს. ყველაზე მეტად კი ყვავილუკა ოცნებობდა იმ მაღალ ყვავილზე ღობესთან რომ ყვაოდა, ის იყო მოიისფრო, ლამაზი ყვავილი რომელსაც ”კოლოკოლჩიკს” ეზახიან. კოლოკოლჩიკი პაწიას ვერ ხედავდა,
მისი არსებობა აზრადაც არ მოსდიოდა. ყვავილუკა კი ხშირად ეძახდა,თუმცა ამაოდ. მერე თავისთვის ეჩურჩულებოდა ხოლმე, უყვებოდა პატარა გულის პატარა, ლამაზ ამბებს. უმღერდა ცისფერ ცაზე და ეოცნებებოდა. ამიტომ იყო ხშირად მოწყენილი ყველაზე პატარა ყვავილი დედამიწაზე.
ერთხელ კი ქარმა უცნაური ძალით ჩამოიქროლა, ყვავილს ბევრი უქროლა, ბოლოს კი მოსწყვიტა, მოსწყვიტა და იმ მოიისფრო ყვავილის გულზე დააგდო.არავინ იცის ეს შემთხვევით მოუვიდა თუ პაწიას გულისნადები იგრძნო. კოლოკოლჩიკი გაოგნდა, მის გულზე საოცარი, ძალიან ძალიან პატარა სილამაზე იყო. გაოგნდა და მყისვე შეუყვარდა პატარა ყვავილი. მერე შეეშინდა ქარს მისგან არ მოეტაცა გულისსწორი და ფურცლები ზემოთ
ასწია და მერე ბოლომდეც შემოახვია, კოლოკოლჩიკი დაიხურა. პაწაწუნა ყვავილი თავის გულში დამალა, ერთმანეთს რა უთხრეს, ეს დამალულ საიდუმლოდ დარჩა. ბევრმა არც ის არ იცის, რომ ყველა კოლოკოლჩიკი იმიტომ იხურება, რომ ერთხელ იისფერმა კოლოკოლჩიკმაასე თავისი გულისწორი- დედამიწაზე ყველაზე პატარა ყვავილუკა ჩაიხუტა გულში.

რა ლამაზია
yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 6 2010, 12:46 PM

ლექსი არცერთი მე არ შემიქმნია,

ამ ლექსაც წერენ შენი თვალები;

მათმა სიმკაცრემ და მათმა ბრწყინვალებამ,

დაჩრდილეს ირგვლივ ლამაზი ქალები smile.gif


მათი სიღრმეები, მათი მღელვარება,

ბევრი ცრემლები და ცოტა სიყვარული;

მათი ნუ მომაკლოს ღმერთმა ელვარება,

მათით ნუ მომაკლოს ღმერთმა სიხარული;


მათი მრისხანება მე ნუ შემეხება,

მათგან არას ვითხოვ ცქერით რა შავდება ?

მათი სიახლოვე თუ არ მეღირსება

ტკბილი ნოემბერი მწარით შეზავდება;


რაღადროს წერაა ამ შუა ღამეში;

მცივა,

მაგრამ ვთბები შენც ცისებრ თვალებში;


მათში გარდატეხილს ვხედავ ისტორიას;

სულის სინატიფის სფექტრთა სინქრონიას;

ვხედავ სულიწმინდის ნიჭთა სითამამეს;

შვიდი ცეცხლის წყაროს ლამაზ სიმფონიას…



ნე სმატრიტე სერიოზნა ნა ეტო,

ეტა პროსტა იგრა, ეტა სავსემ ნე ,,ტო”...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Nov 6 2010, 01:20 PM

neo

ოჰოჰოოოოო smile.gif)


პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 11 2010, 04:26 AM

სალამი ყველას, სასიყვარულო ლექსები შეიძლება ჰო? smile.gif

ლექსის დაწერა ზოგადად კარგა ხანია აღარ მომდომებია, მარტივია და თან არანაირი ხეირი მაგათგან არაა... თუმცა სხვისი ლამაზი ლექსები ძალიან მიყვარს... smile.gif

აი დღეს დავწერე ეს ლექსი, შემიფასეთ აბა:


გრძნობა სიტყვით ვერ იხატვის,

რა ჯანდაბად მინდა ლექსი,

ან დახატვა მისი ხატის,

ჩემი მაინც არვის ესმის...


მაგრამ მაინც ვიტყვი მე ჩემს სათქმელს,

და თაყვანს ვცემ მის ხატებას, --- [მოდით ამას დოგმატურად ნუ აღიქვამთ და ანათემას ნუ გადამცემთ biggrin.gif]

ვიცი, არ გააღებს გულის სარკმელს,

ვერ შევიგრძნობ მის ღვთაებრივ ნათებას...


მაგრამ მართლა ამას როდი ვითხოვ,

ჩემთვის მისი არსებობაც კმარა,

გული მხოლოდ მის დანახვას ითხოვს,

კვლავ დარწმუნდეს სასწაული ნახა მართლა...



ვგიჟდები ორმაგ რითმაზე, მაგრამ ბოლოს უბრალოდ ვეღარ მოვიფიქრე უკეთესი... sad.gif

რას ფიქრობთ? ნორმალურია მაინც? smile.gif ისე გადაჭარბება ამ ლექსში ძალიან მცირეა, თუმცა არც ყველაფერია გამოხატული ცხადია... smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 11 2010, 06:24 AM

ციტატა(Otherguy @ Dec 11 2010, 06:19 AM) *

.zakaria.

თითქმის 1 წლის წინ მომეწონა გოგო ძალიან ძალიან, და ეხლა 3 თვეა ამერიკაში ვარ და მაინც მომწონს... მოდი სიყვარულს(სხვადასხვა მიზეზების გამო) არ ვუწოდებ, თუმცა ჩემი ასაკის ხალხი ამას უწოდებდა ნამდვილად... არ მინდა ამის განვრცობა ან სახელის დარქმევა, ლექსში ჩანს რასაც ვგრძნობ...

ეხლა მასზე უფრო იშვიათად ვფიქრობ(ეს არ ნიშნავს რომ არ მომწონს), მაგრამ ლექსს დავწერ თქო ვიფიქრე დღეს... smile.gif

პ.ს. ლექსი თუ მოგეწონა ის თქვი შენ... smile.gif გამოვა ჩემგან რამე? biggrin.gif

მშვენიერი ლექსია მე მომეწონა,თუ შეყვარებული ხარ რა გეამერიკება შეკაცო , ჩამო ქალს მიხედე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 12 2010, 01:23 PM

აი აგერ კიდევ ერთი ლექსი, რომელიც დავწერე, მგონი არა უშავს:


მინდა ამ ლექსით გითხრა ბოდიში,

ამდენი ხანი რომ ვერ გივიწყებ,

მე შენი ნახვის უსაზღვრო ლოდინში

სიყვარულს მუდამ ახლიდან ვიწყებ...


სულ თვალწინ მიდგას მე შენი სახე,

როგორც ხატება საოცრებისა,

ჩემს ოცნებას შენ ნაზად არხევ,

რადგან ხატი ხარ ამ ოცნებისა...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 12 2010, 02:35 PM

Otherguy

smile.gif

ადვილი არაა ლექსის წერა.
არაუშავს ლექსია რომ არ მოგატყუო biggrin.gif
მეცხრე კლასში შეყვარებული ბალღები რომ წერენ ისეთი. მაგრამ ლამაზი გრძნობით smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 12 2010, 02:43 PM

Otherguy

მეათე კლასში იშვიათად თუ ვინმემ დაწეროს ლექსი სამწუხაროდ smile.gif
რომანტიზმი 7-8-9 კლასებში ღვივის.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 13 2010, 01:34 AM

ჰაჰაა, მაინც გადავწყვიტე დამეწერა კიდევ:


კლავაც ვიწყებ ლექსის წერას,

"აღარ დავწერ" თქო ვამბობდი თითქოს,

და შევუდგები გრძნობის აღწერას,

როგორც ამას ეს გრძნობა ითხოვს...


ყოველი შენი დანახვა მახსოვს,

ისიც რა გეცვა ამა თუ იმ დღეს,

მოგონებები უმოწყალოდ თავზე რომ მათოვს,

ველი დღეს თუ ხვალ, როდის წამიღებს...



მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია ვნანობ,

ან სანანებლად რომ მაქვს საქმე,

ეს ლექსი - ჩემთვის რომ იავნანობს, --- [ აი ეს ასე არაა, უბრალოდ ლამაზი ფრაზაა და რითმაში მინდოდა ჩამესვა ]

მათ საკადრის პასუხს გასცემს...



ესეც მეცხრეკლასელის ნაწერს გავს? smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 13 2010, 01:49 AM

Otherguy
ლამაზია, თავს ნუ იმართლებ ხოლმე, გალაკტიონი ასწორებდა თავის რითმებს წლების მანძილზე და ცვლიდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, შენც გექნება მაგისი უფლება a075.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 13 2010, 01:51 AM

ციტატა(kato_Bato @ Dec 13 2010, 01:49 AM) *

Otherguy
ლამაზია, თავს ნუ იმართლებ ხოლმე, გალაკტიონი ასწორებდა თავის რითმებს წლების მანძილზე და ცვლიდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, შენც გექნება მაგისი უფლება a075.gif


ჰო, მერე ვნახულობ ხოლმე რომ სხვა სიტყვა უფრო მოუხდებოდა, უკეთეს რითმას მისცემდა და ასე შემდეგ... smile.gif

უბრალოდ რასაც აქ ვწერ მაქსიმუმ 5 წუთში დაწერილია ყველა და შესწორებებს საჭიროებს არ ვუარყოფ...

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 13 2010, 03:18 AM

აჰა კიდევ ერთი ლექსი, უარესად დეპრესიული:

წარსული მორჩეს, არ შეიძლება?

მოკვდეს, აღარ მახსენოს მარადჟამს თავი,

არ შეუშალოს ხელი ბედნიერებას?

აღარ მომაჭრას მუდამ თავთავი...


ან განა წარსულში ვარ დამნაშავე,

თავთავის მჭრელნი ხომ მუდამ ძრწიან,

რის გამოც ძალით მაცმევენ შავებს,

წარსულმა უკან ისევ დამწია...


მაგრამ ყველას დრო მოვა მაშინ,

და იზეიმებს სამართალი მაინც,

ექნებათ ტანჯვა მათ ჩემზე მეტად,

აღდგება მოჭრილი თავთავი ყველა,

და ინანებენ ღეროსთან ერთად

თავთავის განძრახ ბოროტად ცელვას...


დეპრესიონერააა... tongue.gif


პ.ს. ეს მაინც ხო არ გავს მეცხრეკლასელის ნაწერს? არ საჭიროებს განა ცოტაოდენ ნაცქერს? biggrin.gif

პ.ს.პ.ს. არა მგონია მეტი ლექსი დავწერო... სიგიჟეა ყველაფერი ამის წერა... smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 13 2010, 01:33 PM

Otherguy

ბოლო უკვე ლექსია smile.gif თანაც ძალიან კარგი.
არ მინდოდა გწყენოდა როცა მეცხრე კლასელი ვახსენე smile.gif

ციტატა
პ.ს.პ.ს. არა მგონია მეტი ლექსი დავწერო... სიგიჟეა ყველაფერი ამის წერა... smile.gif

სიგიჟეა კი, მაგრამ სასიამოვნო სიგიჟე. ენერგიას გმატებს და რაც მეტს წერ, უფრო მეტის წერის სურვილი ჩნდება. წერე კიდევ smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 13 2010, 01:50 PM

ციტატა(k@the @ Dec 13 2010, 01:33 PM) *

Otherguy

ბოლო უკვე ლექსია smile.gif თანაც ძალიან კარგი.
არ მინდოდა გწყენოდა როცა მეცხრე კლასელი ვახსენე smile.gif
სიგიჟეა კი, მაგრამ სასიამოვნო სიგიჟე. ენერგიას გმატებს და რაც მეტს წერ, უფრო მეტის წერის სურვილი ჩნდება. წერე კიდევ smile.gif


მიხარია რომ მოგეწონა და ეს მაინც ჩაჯდა შენს გემოვნებაში... smile.gif

არა რა, სიყვარულზე უკეთესი მოტივატორი ლექსის წერაში იმედგაცრუება, ბრაზი და ტკივილი ყოფილა... smile.gif თუმცა სიყვარულიც რომ შეიცავს პირველს და მესამესაც? გაუგებარია...

ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი დამეკონტაქტა და მოკლედ რაღაც ისეთი მითხრა რომ ეგ ლექსი დავწერე რა... თავთავი მანდ სიყვარულის სიმბოლოა რომელზეც წინა ლექსებში ვწერ, და არამარტო მაგისი(ყველაფერი ღირებულის, გრძნობის პირველ რიგში, რაც ჩემგან განხორციელდება)... ღერო მე ვარ, რის ცელვაზეც იმხელა პრეტენზია არ იგრძნობა ტექსტში... smile.gif

მოკლედ მინდოდა ჩემი ცხოვრების ეს ცუდი მხარე გადმომეცა... smile.gif რომელსაც წარსულში აქვს ფესვები გადგმული... smile.gif და რომელსაც შეუძლია თავთავს(ბევრნაირი მნიშვნელობით) შეუქმნას პრობლემები...

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Dec 13 2010, 11:01 PM

ოჰ,როგორ ცივა
თრთის ქალაქი
ოჰ,როგორ ცივა
ყინვისგან ხალხი ვეღარ მოძრაობს
ოჰ,როგორ ცივა
მთელი ქალაქი დათბობას ელის
ოჰ,როგორ ცივა

თეთრი ლექსი - biggrin.gif (ესეთ ლექსებს წერენ პოეტებიც და საუკუნეებს უძლებს ეხლა ჩემი ჯერია biggrin.gif)

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 14 2010, 07:43 AM

მე მისი სახე სულ თვალწინ მიდგას,

სიმშვიდის პოვნას ამაოდ ვცდილობ,

და ვემალები სურათებს მისას,

ყოველი მხრიდან ამოხტნენ თითქოს. --- [ინტერნეტიდან ამოხტომაზეა საუბარი და არა ჰალუცინაციებზე biggrin.gif]


მარადის ვკიდებ ხელს მოგონებებს,

რომელთა სიაც არსად მთავრდება,

გადაგაწერე შენ სხვა ოცნებებს.

თითქოს ხელახლა ვიწყე ცხოვრება...


იყო დრო როცა დავკარგე ღმერთი,

სასწაულების არა მჯეროდა,

ნუთუ ველოდი რომ გოგო ერთი,

დაამტკიცებდა ამას ჯეროვნად...



აბა რას ფიქრობთ ხალხო? თითქმის 5 წუთი მოვუნდი წერას... ასე რომ ალბათ შესწორებებს საჭიროებს... მივიღებ ყველანაირ რჩევას ან კრიტიკას... smile.gif

პ.ს. დავუბრუნდი მეცხრეკლასელის სტილს... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 14 2010, 08:28 AM

Otherguy

როცა ერთმა ვარდენმა თავისი ლექსების კრებული გაუგზავნა აკაკი წერეთელს და ვიცი მოგეწონება და პასუხი გამაგებინეო მისწერა, თუ იცი აკაკიმ რა უპასუხა? ოღონდ ლექსად.

წერე, წერე ჩემო ვარდენ
მტერს დაასვე ისარიო,
თუ მწერალი არ გამოხვალ
წერას მაინც ისწავლიო tongue.gif

ეს ხუმრობით, კი არ გეწყინოს ახლა და არ ახტე.

არაა ცუდი შენი ლექსები, წერე, წერე, კარგია smile.gif
ისე, 5 წუთში ვწერო ამბობ და რა გაჩქარებს, რეკორდის მოხსნას აპირებ?
თუ ილიკოსი და ილარიონისა არ იყოს ,,ეტყობა უგრძვნია კაცს და რა ჰქნას''

მართლა არაა ცუდი, ცოტას ვმაიმუნობ, რა ვქნა, მარტო ვზივარ ფორუმზე და მოვიწყინე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 14 2010, 08:30 AM

ნაინა

smile.gif მწერლობა სულ არ მინდა, მითუმეტეს სიგიჟე და დროის ფლანგვა მხოლოდ მწერლობა ცხოვრებაში... smile.gif

უბრალოდ ვწერ იმას რასაც ვგრძნობ და მითხრეს ლექსების წერა ასე თუ ისე გამოგდისო, ჰოდა ვწერ რა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 14 2010, 08:35 AM

Otherguy

ციტატა
უბრალოდ ვწერ იმას რასაც ვგრძნობ

აი ესაა მთავარი,უნდა წერო ის რაც გულიდან მოდის,
ყველასთვის მოსაწონს ვერავინ დაწერს, რასაც შიგნიდან განიცდი
იმას უნდა ამბობდე ლექსით.
ხანდახან შეიძლება ერთი ამოსუნთქვით დაწერო, მაგრამ ხან ისეც ხდება, რომ
შენი მთავარი სათქმელი დიდ ხანს ვერ თქვა, ვერ მოუძებნო ზუსტი გასაღები
გულს და სიტყვებს.
გააგრძელე, არ გამოგდის ცუდად smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 14 2010, 08:38 AM

ციტატა(ნაინა @ Dec 14 2010, 08:35 AM) *

Otherguy

აი ესაა მთავარი,უნდა წერო ის რაც გულიდან მოდის,
ყველასთვის მოსაწონს ვერავინ დაწერს, რასაც შიგნიდან განიცდი
იმას უნდა ამბობდე ლექსით.
ხანდახან შეიძლება ერთი ამოსუნთქვით დაწერო, მაგრამ ხან ისეც ხდება, რომ
შენი მთავარი სათქმელი დიდ ხანს ვერ თქვა, ვერ მოუძებნო ზუსტი გასაღები
გულს და სიტყვებს.
გააგრძელე, არ გამოგდის ცუდად smile.gif


სათქმელი ბევრია ძალიან... biggrin.gif რითმაზე მაქვს ხოლმე მარტო სამუშაო, რაც დიდად არ მიჭირს, თუმცა არის გამონაკლისები... biggrin.gif

რა თქმა უნდა, გულწრფელობა ამიტომ მიყვარს, რადგან არ მჭირდება ნერვიულობა თუ ვის რა მოეწონება... smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 14 2010, 08:42 AM

Otherguy

ციტატა
სათქმელი ბევრია ძალიან... რითმაზე მაქვს ხოლმე მარტო სამუშაო, რაც დიდად არ მიჭირს, თუმცა არის გამონაკლისები...

რა თქმა უნდა, გულწრფელობა ამიტომ მიყვარს, რადგან არ მჭირდება ნერვიულობა თუ ვის რა მოეწონება...

მთლად რითმებშიც არაა საქმე, ხანდახან თეთრი ლექსი იმდენად ლამაზია და იმდენად მოკაწრავს გულს, რომ გულმოდგინედ გარითმულმა შეიძლება ასეთი გრნობა არც კი გამოიწვიოს.
ეცადე მოუსადაგო რითმა, მაგრამ ისე რომ ზუსტი სათქმელი გადმოსცე და არ ჩასვა სიტყვა მხოლოდ იმიტომ რომ ერითმება.
ფასი ეკარგება ლექსს ეგრე.
ისე სცადე თეთრი ლექსებიც smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 14 2010, 08:44 AM

ციტატა(ნაინა @ Dec 14 2010, 08:42 AM) *

Otherguy

მთლად რითმებშიც არაა საქმე, ხანდახან თეთრი ლექსი იმდენად ლამაზია და იმდენად მოკაწრავს გულს, რომ გულმოდგინედ გარითმულმა შეიძლება ასეთი გრნობა არც კი გამოიწვიოს.
ეცადე მოუსადაგო რითმა, მაგრამ ისე რომ ზუსტი სათქმელი გადმოსცე და არ ჩასვა სიტყვა მხოლოდ იმიტომ რომ ერითმება.
ფასი ეკარგება ლექსს ეგრე.
ისე სცადე თეთრი ლექსებიც smile.gif


ჩემთვის თეთრი ლექსი ლექსი აღარაა... smile.gif ლექსის განმარტება სწორედ რითმიანი ნაწერია... biggrin.gif თორემ ეგრე მოთხრობას დავწერდი... smile.gif

ლექსის წერას სჭირდება გრძნობა და ინტელექტი(რომ რითმა მოიფიქრო)... smile.gif მე ასე ვთვლი... smile.gif


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 14 2010, 08:55 AM

Otherguy

ციტატა
ჩემთვის თეთრი ლექსი ლექსი აღარაა... ლექსის განმარტება სწორედ რითმიანი ნაწერია... თორემ ეგრე მოთხრობას დავწერდი...

ლექსის წერას სჭირდება გრძნობა და ინტელექტი(რომ რითმა მოიფიქრო)... მე ასე ვთვლი...

თეთრი ლექსიც ლექსია, ზოგი ისე წერს გულს ამოგიგდებს საგულედან.
გრძნობა სჭირდება ნამდვილად, კარგი ლექსი რომ დაწერო, მარტო ინტელექტზეც არაა საქმე,
რითმა უნდა მოგყვებოდეს და არ ეძებდენ ყველა სიტყვაში, თუ რომელი მიესადაგება,
თავისით უნდა მოდიოდეს, გულიდან.
ნუ რა ვიცი, ვისთვის როგორ, შენ შენებურად გესმის, მე ჩემებურად smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 14 2010, 09:27 AM

ნაინა

ჩემო კარგო, მთლიანი ლექსის რითმა თავისით(ფიქრის გარეშე) არავის მოუვა... smile.gif გალაკტიონი წლების მანძილზე ასწორებდა თავის ლექსებს(რითმებსაც) და რას გულისხმობ იმაში, რომ აი დაიწყებ თუ არა უკვე ლექსი უნდა გააშანშალო? smile.gif პოეტმა ლექსი დაწეროს შეუსვენებლივ(ფიქრის გარეშე) - ეს შეუძლებელია... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 14 2010, 09:42 AM

Otherguy

ციტატა
ჩემო კარგო, მთლიანი ლექსის რითმა თავისით(ფიქრის გარეშე) არავის მოუვა... გალაკტიონი წლების მანძილზე ასწორებდა თავის ლექსებს(რითმებსაც) და რას გულისხმობ იმაში, რომ აი დაიწყებ თუ არა უკვე ლექსი უნდა გააშანშალო? პოეტმა ლექსი დაწეროს შეუსვენებლივ(ფიქრის გარეშე) - ეს შეუძლებელია...

ეგ არ მიგულისხმია ცუდად გაიგე, გალაქტიონი რომ ასწორებდა და არა მარტო გალაქტიონი ეგ მეც ვიცი.
მე მგონი ზემოთ მოგწერე რომ ლექსი შეიძლება ერთი ამოსუნთქვითაც დაწეროს ადამიანმა, ან შეიძლება თვეებიც დასჭირდეს იმ გრძნობის გადმოცემას რისი თქმაც უნდა.
ლექსი არ ფასდება იმით, თუ რამდენად სწრაფადაა დაწერილი.
და არც მხოლოდ იმით რითმები ზუსტად აქვს თუ არა შერჩეული.
შეიძლება ერთი ისეთი სიტყვა ჩაწერო მასში, თუნდაც ურითმოდ რომ მთელ ლექსს უდრიდეს. smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 14 2010, 11:54 AM

ციტატა(Otherguy @ Dec 14 2010, 08:44 AM) *

ჩემთვის თეთრი ლექსი ლექსი აღარაა... smile.gif ლექსის განმარტება სწორედ რითმიანი ნაწერია... biggrin.gif თორემ ეგრე მოთხრობას დავწერდი... smile.gif

ლექსის წერას სჭირდება გრძნობა და ინტელექტი(რომ რითმა მოიფიქრო)... smile.gif მე ასე ვთვლი... smile.gif


არ ხარ მართალი.
რა, ვერლიბრი, პოეზია არ არის?
კონვენციალურ პოეზიაში, ხშირად იკარგება ის, რისი გადმოცემაც სურს ავტორს,
სწორედ რითმების სილამაზეზე ზედმეტად კონცენტრირებით.
განსაკუთრებით - ორმაგ რითმებზე.
ეს, სავარაუდოდ, რარაც ეტაპია, პოეტის ცხოვრებაში.
ეხლა რითმები გხიბლავს და ეს მიგაჩნია მართებულად.
ხვალ, შეიძლება, მთლიანად გადაერთო ვერლიბრზე და უკან მოხედვაც არ მოგინდეს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 14 2010, 12:03 PM

terra

კარგი ეხლა, არ მინდა ეს ვერლიბრი და ფილოსოფია... smile.gif

მე ორმაგი რითმა მიყვარს და მომწონს როცა გადმოვცემ გრძნობებს... ყველაფერი დანარჩენი, რაც არის თეორიული ცოდნა - არასაჭიროა... smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 14 2010, 12:09 PM

Otherguy

მეცხრე კლასელის სტილს არ დაბრუნებიხარ smile.gif
კარგია. smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 14 2010, 07:46 PM

ციტატა
არ ხარ მართალი.რა, ვერლიბრი, პოეზია არ არის?კონვენციალურ პოეზიაში, ხშირად იკარგება ის, რისი გადმოცემაც სურს ავტორს,სწორედ რითმების სილამაზეზე ზედმეტად კონცენტრირებით.განსაკუთრებით - ორმაგ რითმებზე.ეს, სავარაუდოდ, რარაც ეტაპია, პოეტის ცხოვრებაში.ეხლა რითმები გხიბლავს და ეს მიგაჩნია მართებულად.ხვალ, შეიძლება, მთლიანად გადაერთო ვერლიბრზე და უკან მოხედვაც არ მოგინდეს.


მაინდამაინც ვერ დაგეთანხმები. კი ეს გარკვეული მიმართულებაა პოეზეიაში...

მაგრამ ნამდვილი პოეტი ის არის ვინც გადმოცემს იმას რისი გადმოცემაც უნდა და ამავე დრო არ მიდის კომპრომისებზე რითმების საწინააღმდეგოდ...

რითმებს მართლა ეწირება ხოლმე მნიშვნელოვანი და ლექს ეტყობა როცა ის რითმით არის დაწერილი და არა ემოციით... მაგრამ სილამაზე მაშინ აქვს ნაწარმოებს რომცა ორივეა...

მე ასე მგონია

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 15 2010, 12:07 AM

***

ვეძიებ სიკვდილს, მძაფრად, გიჟურად,
მისტიურ კერპად კვლავაც ვევნები,
დავტოვებ ლექსებს - ცრემლის ნაჟურად
და სიუცხოვეს დავედევნები.

გაფითრებული და მოცინარე
გავექცევი დროს, როცა დადგება,
ფერად-ფერადი არ ვარ მდინარე,
ყველა კალაპოტს რომ მოადგება.

ქაოტიურად უაზრო ვნების
მინდა გეენა გავაპო მეტი,
დნება ფერებად კუნაპეტ თმების
და უკვდავებით კვდება პოეტი.

ოჰ ეს უარი, და ისევ უცხო,
სურვილი ჩემი ცისფერ ქარს მისდევს,
მიყვარს - ნაზდება, ტირის თუ ურცხვობს,
მიემხრო, ანდა განუდგა ქრისტეს.

ამაოების დათქმულ ვადებში
მიედინება სიცოცხლე მდორედ
და ვიხლართები უცხო ბადეში
თავის მოკვლა რომ უწოდეს სწორედ.

ცრემლი, ბიბლია, ამაო დაღლა,
დაგვიანებულ სანთლების ხედი
და მაინც მჯერა, რომ სადღაც მაღლა,
უცხოდ გადაწყდა რჩეულთა ხვედრი.

ვეძიებ სიკვდილს, მძაფრად, გიჟურად,
მისტიურ კერპად კვლავაც ვევნები,
დავტოვებ ლექსებს - ცრემლის ნაჟურად
და სიუცხოვეს დავედევნები.


17 თუ 18 წლის ვიყავი.
აღარ მახსოვს.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 15 2010, 12:32 AM

terra
ყოჩაღ შენ thumbs.gif connie_08.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 15 2010, 12:56 AM


ნაინა


ეხლა მეღიმება მაგეებზე smile.gif


გმადლობ.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 15 2010, 01:03 AM

terra

ძალიან კარგი ლექსია მართლა, უბრალოდ მე არ მომწონს როცა აზრები არაა გადაბმული... smile.gif

პ.ს. დღეს დავწერ ჩემს ბოლო ლექსს... sad.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 15 2010, 01:12 AM

ციტატა(Otherguy @ Dec 15 2010, 01:03 AM) *

პ.ს. დღეს დავწერ ჩემს ბოლო ლექსს... sad.gif

სანტა-კლაუსზე? tongue.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 15 2010, 03:04 AM

ვიწერ წერას ბოლო ლექსის,

დარჩა სათქმელი საკმაოდ ბევრი,

გული კარგს უკვე აღარ მოელის,

გრძნობებს ხომ უკან ცხოვრებას ესვრის...


[ცენზურა II და III სტროფებზე]


სასწაულს კი რაც მცენარემ ნახა,

ვერ დაივიწყებს მისი გონება,

მანამდე მსგავსი არვინ ენახა,

თითქოს დანახვით იგრძნო ცხონება...


[ცენზურა IV სტროფზე]





პ.ს. მთლიანი ლექსი მეწერა, ცოტა დეპრესიული მაგრამ ძალიან კარგი, თუმცა წავშალე... ალუზიები იყო ჩემს ცხოვრებასთან და ამიტომ... ამიტომ 2 კუპლეტს ავიღებ იქიდან და მხოლოდ იმას დავწერ, "მეცხრეკლასელის" ხელწერით მარტო ერთია... biggrin.gif

თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ლექსის წერას აღარ დავუბრუნდები, სისულელეა ეს ყველაფერი... biggrin.gif



terra

სანტა კლაუსი არა ის... biggrin.gif აუ ისე ეს პირველი ახალი წელი იქნება ჩემთვის რომელსაც მარტო გავატარებ... biggrin.gif ცოტა უცნაური შეგრძნება კი მაქვს ისე... smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 15 2010, 12:55 PM

ციტატა(terra @ Dec 14 2010, 09:07 PM) *

***

ვეძიებ სიკვდილს, მძაფრად, გიჟურად,
მისტიურ კერპად კვლავაც ვევნები,
დავტოვებ ლექსებს - ცრემლის ნაჟურად
და სიუცხოვეს დავედევნები.

გაფითრებული და მოცინარე
გავექცევი დროს, როცა დადგება,
ფერად-ფერადი არ ვარ მდინარე,
ყველა კალაპოტს რომ მოადგება.

ქაოტიურად უაზრო ვნების
მინდა გეენა გავაპო მეტი,
დნება ფერებად კუნაპეტ თმების
და უკვდავებით კვდება პოეტი.

ოჰ ეს უარი, და ისევ უცხო,
სურვილი ჩემი ცისფერ ქარს მისდევს,
მიყვარს - ნაზდება, ტირის თუ ურცხვობს,
მიემხრო, ანდა განუდგა ქრისტეს.

ამაოების დათქმულ ვადებში
მიედინება სიცოცხლე მდორედ
და ვიხლართები უცხო ბადეში
თავის მოკვლა რომ უწოდეს სწორედ.

ცრემლი, ბიბლია, ამაო დაღლა,
დაგვიანებულ სანთლების ხედი
და მაინც მჯერა, რომ სადღაც მაღლა,
უცხოდ გადაწყდა რჩეულთა ხვედრი.

ვეძიებ სიკვდილს, მძაფრად, გიჟურად,
მისტიურ კერპად კვლავაც ვევნები,
დავტოვებ ლექსებს - ცრემლის ნაჟურად
და სიუცხოვეს დავედევნები.
17 თუ 18 წლის ვიყავი.
აღარ მახსოვს.


მეტად მომეწონა smile.gif



საერთოდ ლექსები მეც რითმიანი მიყვარს. სულ ცოტა მელოდიურობა მაინც უნდა იგრძნობოდეს ლექსში.
ზოგჯერ რამოდენიმეჯერ ვცდილობ ლექსი წავიკითხო, რომ მელოდია ვიგრძნო. ზოგი ლექსი კი წყალივით ილევა smile.gif
გალაკტიონი კი აშალაშინებდა თავის ლექსებს, მაგრამ მგონია რომ ლამაზი რითმის ლექსი ერთ ამოსუნთქვაზეც იწერება.


არ ვიცი შთაგონება რა იყო, 16 წლის ვიყავი ალბათ

***
ოხვრა, კვნესა
ლოცვა ბერის...
დიდი, ფლიდი,
ცოდვა ერის.
ბავშვი ძაძით,
ცივი სახით,
სულში დარდით,
გულში ავით.
გზაზე მიდის
ჯიბე დიდი...
ხელში ფული,
ბავშვის გული.
ოცი თეთრი,
ბულკი ერთი
ასი პირი -
კვლავ ქუჩა ცივი ...
ათი წელი
ციხე ბნელი
კაცი? - გველი.
ცოდვა? -ჩვენი...
ოხვრა, კვნესა,
ბოდვა ბერის,
დიდი ცოდვა
ფლიდი ერის...



ეხლა რო ვკითხულობ მეღიმება smile.gif))))))) ბევრი არაფერი, უბრალოდ მაშინ ეს თემა ნამეტანი გულს მომხვდა ალბათ .
ნიკო ლორთქიფანიძის გავლენა უნდა იგრძნობოდეს, იმ პერიდოში ვსწავლობდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 15 2010, 01:16 PM

ციტატა(k@the @ Dec 15 2010, 12:55 PM) *

საერთოდ ლექსები მეც რითმიანი მიყვარს. სულ ცოტა მელოდიურობა მაინც უნდა იგრძნობოდეს ლექსში.


მართალი ხარ, დობრიაჩკა smile.gif
მელოდიურობა მთავარია. ამის გარეშე, ლექსს ვერ წაიკითხავ სიამოვნებით,
რაც უნდა ბრძნულად იყოს დაწერილი.
მაგრამ, არის ურითმო ლექსები, სადაც ისსსსეთი მუსიკა ისმის, რომ მიმიქარავს რითმიანი ლექსი.
ამას ვამბობდი და ვერ მივახვედრე ეტყობა მავანი smile.gif

პ.ს. შენც კაი ტანჯულა ყოფილხარ ბალღობაში ისე tongue.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 15 2010, 01:20 PM

terra

ციტატა
ამას ვამბობდი და ვერ მივახვედრე ეტყობა მავანი

მაგას გავყვიროდი მეც წინა გვერდზე, მაგრამ დაიკარგა როგორც ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა '' biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 15 2010, 01:23 PM

terra
ნაინა


ყველა ერთ აზრზე ვყოფილვართ.

ციტატა
პ.ს. შენც კაი ტანჯულა ყოფილხარ ბალღობაში ისე tongue.gif

ჰო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 20 2010, 09:01 AM

წამი შეჩერდა, დავფიქრდი,

მოხდება რამე, ეხლა რომ მოკვდე?

შეიცვლება კი ირგვლივ ამინდი?

რამდენის გულს ეს ვარამს მოსდებს?


კაი ავიღოთ უახლოესი,

ჩემ ნათესავნი რამოდენიმე,

მაშ სული კიდევ ვისგან მოელის?

ჩემთვის ჩამოკვრას წუხილის სიმებს...


არიან ზოგნი, ვისთვისაც,

იქნება მხოლოდ - "უი მეწყინა",

და განაგრძნობენ საქმესას თვისას,

დამივიწყებენ - როგორც ჰქნეს წინათ...


ასევე ისინი ვინც ამას იტყვიან:

"საშინელება მომხდარა ესა..."

თუმც გაასწრებენ გასროლილ ტყვიას,

ჩემი სახელის სრულ დავიწყებას...


ეჰ არსებობენ ალბათ ისინიც,

ვისგან არ ველი მე უარყოფას,

და ინატრებენ - ერთხელ მაინც

ჩემს მათთან ერთად ისევ ყოფნას...



მტრისთვის შანსი მიმეცა ვცდილობდი,

მოყვარესთვის - უანგარო ყველაფერი

მტრისგან მხოლოდ ზავს ვითხოვდი,

მოყვარისგან, რომ მენახა - ბედნიერი...



ხედავთ, განა ვინმესთან ვიყავი ცუდი,

მოყვარესთანაც, მტერთანაც,

მაინც არვისგან კარგს მე არ ვუცდი,

და არც მოხვედრას ველი ღმერთთანა...


rolleyes.gif


პ.ს. ვამბობდი აღარ დავწერ თქო მაგრამ... smile.gif

აუ ისე ვგიჟდები ამ საიტის საახალწლო სმაილებზე... smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Dec 21 2010, 12:10 AM

QUOTE(Otherguy @ Dec 20 2010, 09:01 AM) *


პ.ს. ვამბობდი აღარ დავწერ თქო მაგრამ... smile.gif

აუ ისე ვგიჟდები ამ საიტის საახალწლო სმაილებზე... smile.gif


დაწერე მერე, დაწერე.
ნუ შეიკავებ თავს,
კარგით შეავსე გვერდები
გზას ნუ დაუთმობ ავს. smile.gif

შენი ნაწერი ლექსები,
მეცხრე კლასისას გავს? smile.gif
წყალი მიასხი შენ წისქვილს
მგონი კარგ რითმებს ფქვავს smile.gif

შენ ჩამოასხი ღვინო და
ვისაც სმა უნდა სვამს. smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 21 2010, 12:54 AM

იაკობ

კაი იყო... smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Dec 21 2010, 10:14 PM

QUOTE(Otherguy @ Dec 21 2010, 12:54 AM) *

იაკობ

კაი იყო... smile.gif



ასეთ მოკლეს არ ველოდი,
შენ რომ გამეცი პასუხი,
წინათ ნათქვამი, ორმაგი
რითმებით გქონდა ნასუქი smile.gif

მეგონა ლექსად მეტყოდი
რაღაცას მოიფიქრებდი
მეგონა არ ისვენებდი
საწერად კალამს იქნევდი.







პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Dec 21 2010, 10:37 PM

ჩემი დროც მოვა გავქრები,
როგორაც დილის ცვარიო,
ჩემ კერიაზეც გაიჟღერს
გაბმული გლოვის ზარიო,
მტრის გულის გასახარელი,
მოყვრისთვის შესაზარიო,
ჩემზეც იტყვიან კაცები,
რამ მოკლა დევის დარიო,
ქალები დამიტირებენ,
მკვდარიც კი ლამაზ არიო,
ნათელში იყოს გაეღოს
ედემის ბაღის კარიო.
სული უფალთან მივიდეს,
ეს არის ჩემი სურვილი,
ხორცი თუნდ ყორნებმა ჯიჯგნონ,
სისხლით მოიკლან წყურვილი.
სხვა არა მინდა ამ ქვეყნად,
ანდა რას უნდა ვეცადო,
ან მეტის მოიმედესა,
ვინღა ამიშვებს მე ცადო.
ჩემი დროც მოვა გავქრები,
როგორაც დილის ცვარიო,
ზღაპარიც მალე მორჩება
სიზმარიც საოცარიო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2010, 01:08 PM

ციტატა(ხახაბოელი @ Dec 21 2010, 10:37 PM) *

ჩემი დროც მოვა გავქრები,
როგორაც დილის ცვარიო,
ჩემ კერიაზეც გაიჟღერს
გაბმული გლოვის ზარიო,
მტრის გულის გასახარელი,
მოყვრისთვის შესაზარიო,
ჩემზეც იტყვიან კაცები,
რამ მოკლა დევის დარიო,
ქალები დამიტირებენ,
მკვდარიც კი ლამაზ არიო,
ნათელში იყოს გაეღოს
ედემის ბაღის კარიო.
სული უფალთან მივიდეს,
ეს არის ჩემი სურვილი,
ხორცი თუნდ ყორნებმა ჯიჯგნონ,
სისხლით მოიკლან წყურვილი.
სხვა არა მინდა ამ ქვეყნად,
ანდა რას უნდა ვეცადო,
ან მეტის მოიმედესა,
ვინღა ამიშვებს მე ცადო.
ჩემი დროც მოვა გავქრები,
როგორაც დილის ცვარიო,
ზღაპარიც მალე მორჩება
სიზმარიც საოცარიო.


მომეწონა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jan 10 2011, 09:57 PM

********************
ხან გიხარია,ბედნიერიც ხარ,
მაგრამ რა გიყო პაწია ტკივილს?
გულის კუთხეში რომ მიკუნჭულხარ,
იცრემლება და თან ჩუმად ტირის,
ნუ გეშინია ჩემო პატარა,
შენც გაჩუქებენ ერთ ცუცქნა ღიმილს,
ცრემლებს?-გადაყრი,არც დაგჭირდება,
თუ გულს დაუთმობ მადლიან ღიღინს!
ჩაღვრი სიმღერის ულევ ნიაღვარს,
ახალ ნაკვალევს დატოვებს,მიდის,
თუ აჩქეფდება,ზედ სიმიც გავდოთ,
მელოდიებმა იფრინონ ხიდით,
ჩვენი სიმღერის მსმენელი,მერე
გახდება ღმერთი,უკვდავი,დიდი!
მანამდე?-ბევრი ვიშრომოთ თმენით,
სიმის ხიდები ვაშენოთ რიდით,
ეგების, ჩვენი, გალობა მშვიდი,
ცხრა მთას,ცხრა ზეცას რომ გადაივლის,
იქ შეწირული,დაგვხვდება სიტყვა!
მას გაუხარდეს, თუკი მიითვლის...
ჩემო პატარა,ჩემო ტკივილო,
შენშიც იშვება ფერისცვალება,
ბაღის მტრედივით აღუღუნდები
ნაღვლიანი და თაფლის თვალება.
მერე შემიცნობ,მე ხელებს გავშლი,
დაგასახლებ და ჩემში იქმნები,
ახლაც მიყვარხარ ტკივილო,ვიდრე,
სიხარულადაც გარდაიქმნები!

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 9 2011, 05:17 AM

აქ რომ ცოტა ათეისტური რამე დავწერო ხომ არ გამიწყრებით? sad.gif ცოტა ხნის წინ ვიფიქრე მაინც დავუბრუნდები ლექსების წერას თქო და ვცადე, შეაფასეთ რა... sad.gif



ღმერთო, თუ მართლა არსებობ ზეცად,

გამეც პასუხი ერთ შეკითხვაზე,

რათაა რთული ასე ცხოვრება?

ყველაფერ წმინდას რად აგდებს ბანზე?


რამდენი ცუდი მომხდარა ქვეყნად,

რამდენი ცუდი დღესაც კი ხდება,

გასწირე კარგი დასამცირებლად...

ეს ყველაფერი თვლი რომ გიხდება?


რატომ გასწირე ბევრი მართალი?

და ათელვინე ფეხქვეშ ღირსება,

ჰოდა სადღაა ღვთის სამართალი?

ადამიანებს თუ ეღირსებათ?


არ დაელიათ შენი სახელით

ნუგეში, დაპირებები,

და ვითომ შენი ძრახვათ გამხელით,

აღარც ელევათ დამცირებები...


არსობა შენი როგორ ვირწმუნო?

როცა შენგან არს ბევრი რამ ცუდი,

მხოლოდ ის ხალხი რათ დავიწუნო,

როცა თავად მიეცი მცნებები მრუდი.


ამბობენ თავად მოუწოდებდი,

უსამართლობას და ძალადობას,

მსურველი იყავ ქალთ დამცირების,

იმსახურებ კი ღმერთო ნდობას?


განა არ თქვი რომ ხეო ყოველი,

იცნობის თვის ნაყოფითო,

რამდენი იყო კეთილ-მყოფელი,

ხომ ჩანს მაშინდელ ყოფითო?


ამბობ რომ მიეც მათ სწორი მცნება,

მათ საქციელზე კი ხელებს იბან,

თვლი რომ ასე უნდა ქნას ღმერთმა?

ასე გვიმტკიცებ შენს სათნო მიზანს?


ამბობ, რომ ამაზე წუხდი თავადაც,

მაგრამ სად იყო ცვლილება, სადა?

რომ ამბობ - ეხლაა ბევრი რამ კარგად,

ვისად თვლი ამას დამსახურებად?


მაგრამ როგორ ვთქვა მე ასე მკაცრად,

რომ არ არსებობ, მითი ხარ ნაღდად,

მაშ როგორ იქცა ის მტვერი კაცად?

როგორ აეწყო გალაქტიკა ასე ჯანსაღად?







პ.ს. ყველასთან ბოდიში ღმერთზე ამგვარი რამის დაწერისთვის, ლექსი თუ მოგწონთ ოდნავ მაინც ის დაწერეთ...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Feb 9 2011, 05:49 AM

Otherguy
მე არ მომეწონა,ოღონდ არ გეწყინოს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 9 2011, 06:02 AM

ციტატა(.zakaria. @ Feb 9 2011, 05:49 AM) *

Otherguy
მე არ მომეწონა,ოღონდ არ გეწყინოს.


ეჭვი არ მეპარებოდა, ნუ გეშინია არ მწყენია... smile.gif

პ.ს. თუ რამე დისკომფორტს იწვევს წავშლი... sad.gif

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Feb 9 2011, 12:07 PM

Otherguy
იქ სადაც ადრე დაფრიალებდნენ
ბერ-მონაზვნები ანაფორებით,
დღეს გალავანი მოფენილია
კომბაინებით და ტრაქტორებით.
სადაც სუფევდა მატყუარობა,
ბერ-მონაზვნების ცხოვრება ზანტი,
იქ ფეხს იკიდებს და ვითარდება
მეღორეობის მძლავრი გიგანტი!

ეს ისე ხუმრობით, არ გამიბრაზდეთ tongue.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 18 2011, 09:56 AM

ვაჰ რომ აღარ აქვს არაფერს აზრი,

და აი...

ამბავი მსგავსი მხუთავი გაზის,

გულში არ არის ადგილი ბრაზის,

და მაინც...

ამიერიდან მე მხარზე, დემონი მაზის...


მაშ ეს სიცოცხლე რისთვის და რად ღირს?

ღმერთი არისო, ყველგან, ყოველში,

მომკალი, მჭამე, უცნაურად ჟღერს?

მეტაფორაა,

მინდა საფლავი დავიდო შენში...


აღარ მექნება ხალისი დილით,

იქნება არც ღირს ხვალ გაღვიძება,

ნუთუ ეს არის მართლა სიკვდილი,

იქნებ ეს არის გამოღვიძება?

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: May 13 2011, 01:32 PM

სული დამიობლე ,სულს მაინც არ ეთმობი,
გული მომტაცე და გულს ისევ ენატრები.

ჩემი ოცნება ხარ,ჩემი აღმაფრენა,

უსაზღვროთ მიყვარხარ და, სულ ასე მეყვარები.

ვიცი გადამიტანს მე ეს სიყვარული,
შენზე ოცნებებში რომ დავიფერფლები,

ნუ გამაყოლებ სამარეს ამ თხოვნას,

მგზავრათ გამატანე ეგ შენი ცრემლები.

შენზე ფიქრები იქაც დამტანჯავენ,
მაგრამ არა ვნანობ,გეტრფი, გეფერები.

ჩემი მშვენება ხარ,ჩემი აღტაცება,

მაგ შენს ლამაზ თვალებს, რა ვქნა ,ვერ ველევი.

ღმერთო დაიცავ ჩემი აღტაცება,
ჩემზე გადაევლოს თუ რამ ცუდი ელის.

გთხოვ დაიფარე ,ჩემს სატრფოს ნურას ატკენ,

ამითაც მადლობელი ვიქნები ჩემი ბედის.

მე წავალ იმქვეყნათ,იქნებ ასე სჯობდეს,
მაგრამ ჩემი გული სულ შენთან დარჩება.

გთხოვ გაუფრთხილდი,გულს ნურას ატკენ,


ეს გული შენ გაკუთვნა სამყაროს გამჩენმა.


მაგრამ როგორ გავძლო უშენოთ სანატრელო?
ისევ დავბრუნდები,კვლავ გეთაყვანები.


ჩემი ოცნება ხარ,ჩემი აღმაფრენა,


უსაზღვროთ მიყვარდი და,სულ ასე მეყვარები

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 13 2011, 11:56 PM

beso777
ყოჩაღ, მშვენიერია smile.gif

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: May 14 2011, 10:05 PM

ციტატა(ნაინა @ May 14 2011, 12:56 AM) *

beso777
ყოჩაღ, მშვენიერია smile.gif

გმადლობ ნინ kiss1.gif


პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: May 14 2011, 10:52 PM

* მინდა გიყურო მაგ ლამაზ თვალებში,

ოცნებით აღვსილმა მთვარიან ღამეში.

შენი სურნელი შევიგრძნო,მათრობდეს,

გულს კი სიხარულის ფიფქები ათოვდეს.

* ჩემი სუნთქვა ხარ,ჩემი დარდი ხარ,

ჩემი ოცნების ტურფა ვარდი ხარ.

უძირო ზღვა ხარ,ლაჟვარდი ცა ხარ,

სულის ნუგეშათ,მკურნალათ მყავხარ.

* დღეა თუ ღამე,ადრეც და ახლაც

შენი ხატება მუდამ თან მახლავს.

შენს სპეტაკ სულსა და ლამაზ გულს ვფიცავ

რომ მე გავხდები შენს გრძნობის ღირსად.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jun 12 2011, 06:55 PM

ვინ არს მიზეზი არსებობისა,
ვინ შემოქმედი მიწის და ცისა?
ვინ არს თვითარსი და მარად მყოფი,
უხვად მომცემი ცხოვრების წყლისა?
ვინ არს დამრგველი ედემის ბაღის
და ჭეშმარიტისა ვენახისა?
არვის უხილავს იგი აროდეს,
ანდა ვისა აქვს ძალა ნახვისა?
ვინც თავის სიტყვით შექმნა სამყარო,
მან გამოძერწა ადამ თიხისგან,
მისით ნათობენ ცაზე მნათობნი,
ის გვაძლევს ნაყოფს სიცოცხლის ხისგან.
იგია მხოლო უცვალებელი,
შეუდგენელი, გამოუთქმელი,
დაუტევნელი, ყოვლის დამტევი,
მარადიული და შეუქმნელი.
იგია ღმერთი, იგი ღრმა ერთი,
ყოვლითურთ სრული, უკვდავი სული,
ის ისეთია წარმოუსახველი,
ყოვლად სახიერი, მამა უზაკველი.
იგია მხოლო დროის მიღმიერი,
მხოლოდ ჩვენს გამო დროში მოქმედი,
ყოვლად ბრძენი და ყოვლად ძლიერი,
იგი თავადვეა დროის შემოქმედი.
რა დიდებულია, რა სანატრელია,
ღმერთი მშვიდობის და ღმერთი სიხარულის,
იგი იქაც არის, იგი აქაც არის,
უფრო კი გულშია ღმერთი სიყვარულის.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 11:07 AM

რწმენა

ვცხოვრობდი, როგორც უნდა მეცხოვრა
ვანთებდი სანთელს, ღმერთს ვადიდები.
ასე მასწავლეს, უნდა მელოცა
და მეც სიკეთეს გულში ვიდებდი.

ვეხმარებოდი ზოგჯერ უმწეოთ,
გამოშვერილ ხელს ხელით ვათბობდი
და ვნათდებოდი ასე უმზეოდ,
ყინულის გულებს სიტყვით ვადნობდი.

ვგრძნობდი, რომ სხვისთვის კარგი ვიყავი
და მიხაროდა ასე ცხოვრება,
მაგრამ ჩემს თავში ვიპოვე ავიც,
რამაც დამართა აზრს გაორება.

უეცრად სულში რყევა შევიგრძნე,
გამიძლიერდა უაზრო ეჭვი.
დაბრმავებულმა ვეღარ შევიცნე
როგორ ჩამესო ეშმაკის ეშვი.

ადრე თუ სხვების ცუდი მიკვირდა,
თავადვე გავხდი გასაკვირველი
და როცა სხვების ჭირი მიმძიმდა,
ჩემი ცოდვისვე ვიქეც მტვირთველი.

თითქოს ვუხვევდი მართალი გზიდან,
აღარც ტაძრისკენ მიწევდა გული.
ამ დროს კი თურმე მიცქერდნენ ციდან,
მელოდებოდნენ სულგანაბული.

უფრსკრულისაკენ მიმავალ ბილიკს
დაუღლელად და ხალისით ვსდევდი,
და მასზე ნაგებ, უხილავ მახეს
რომ არა რწმენა, – ვერ გამოვლევდი.

მას შემდეგ მივხვდი, მეღმერთს ვუყვარვარ
რადგან მაჩუქა მან მეგობრები,
რომელთა პირით მითხრა უფალმა,
რომ ჩემს წინ იყო დიდი მორევი.

ისევ დავიწყე ფიქრებთან ბრძოლა
და შერცხვენილი გავშეშდი წამით,
სხეულმა ისევ დაიწყო თრთოლვა,
..ძილს კი ეძინა სხვაგან იმ ღამით.

ცოდვების წიგნი დამიდგა თვალწინ,
თვალდახუჭულიც იმას ვხედავდი.
“ხომ მაპატიებ?” მინდოდა კითხვა,
მაგრამ კითხვასაც ვეღარ ვბედავდი.

მერე სიკვდილის განცდამ იკივლა,
უმალვე გაჩნდა ნაცნობი შიში.
მსაჯული ჩემს დღეს უკვე ითვლიდა
და ცოდვებს წერდა პატარა წიგნში.

წარმოვიდგინე ეს ყოველივე,
ჯოჯოხეთიც კი ვნახე იმ ღამით.
წარმოვიდგინე და მოვერიე
ჩემს თავს, რომელიც იდგა ნიღაბით.

მივხვდი, რომ ჩემში ამ მცირე რწმენამ
სამარიდოსოდ დაიდო ბინა,
თუნდაც შეირყეს, კვლავ გამაგრდება
მან ხომ სიცოცხლე შემაცნობინა.



გ.ლელუაშვილი

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Jun 29 2011, 03:48 PM

ვაიმე გიორგი გენიოს ხარ ყოცაღsmile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 04:01 PM

tatilinta
გაიხარე, დიიიდი მადლობაmadlioba.gif
გენიოსობის კი რა მოგახსენოbiggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 27 2011, 12:19 AM

ვნების კვირა



ცახცახით ვეკვრი მომწვანო კედლებს
ცოდვიანი ჩემი ოთახის,
ამაოდ ვებრძვი ჩათეთქვილობას უეცარ სახის:
კრიტიკულ დღეებს, გაციებას
ან ღამის კოშმარს ვერ დავაბრალე.
ვნების კვირაა,
უზენაესი სეზონი მარხვის,
მფეთქავი გულით გადამაწყდი ვნებებით დაღლილს.
ოდესღაც გვქონდა:
პალმის რტოები გადამალული
ცისარტყელებზე მოჯირითე სიყვარულისთვის,
ზიარება - შეშლილობასთან
და გამცემლობაც საწყალ გროშებად.
(ახლაც მაბოდებს სისხლის წყურვილი
ჯოჯოხეთის ნაზი სურნელით).
ჯვარცმაც აღსრულდა, ნამდვილი ჯვარცმა,
მაგრამ აღდგომას
სამწუხაროდ ვერ ვეღირსებით,
დიდი ხანია ანუშკასავით დაღვარე ზეთი
და სამუდამოდ მომეჭრა თავი საკუთარ თავთან.
ვერა, ვერ შეცვლის იუდას ამბორს
ტუჩებში კოცნა,
არა, არ მინდა მე შენი ხორცი,
ყველაზე მეგობარი გარდამეცვალე -
ესაა ჩემი უმზეო ღამე,
ყოველ დილას კი სარკესთან
ახალ თეთრი თმის შიში
და უპეების მზარდი სიშავე.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 28 2011, 07:58 AM

terra

ეს შენია? ყოჩაღ, მომეწონა ძალიოან smile.gif

ციტატა
ყველაზე მეგობარი გარდამეცვალე -

ხოოო sad.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 28 2011, 11:10 AM

ციტატა(ნაინა @ Jul 28 2011, 07:58 AM) *

terra

ეს შენია? ყოჩაღ, მომეწონა ძალიან smile.gif
ხოოო sad.gif


გმადლობ smile.gif

ძველი ამბავია. ჩაიარა უკვე.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 28 2011, 11:16 AM

terra

ციტატა
გმადლობ

ძველი ამბავია. ჩაიარა უკვე.

ხო, ჩავლით ყველაფერი ჩაივლის, მაგრამ ტოვებს მაინც კვალს.
მომეწონა, მართლა კარგია. smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)