IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ?
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 28 2008, 12:13 AM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



სამწუხაროა აქ წავიკითხე პირველად და ტელევიზორში არაფერი უთქვამთ.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2008, 12:22 AM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



10-ვე პუნქტი სრული რეალობაა , სამწუხაროდ sad.gif ფაშისტურიც კარგად დაგიწერია,არის მაგის შემთხვევებიც, განსაკუთრებით ცოტა შავგრემან ქართველებზე.

ერთხელ გაჩერებაზე ვიყავი და ერთი თურქის გოგო იჯდა იქვე, ამ დროს საიდანრაც დაიხატნენ მთვრალი ხოტორა გერმანელი გოგო-ბიჭი, სუფთა კრიმინალები (გერმანულ პატრიოტიზმს ჩირქს სცხებენ ასეთები!), ჩექმებით და რაღაც რკინებით აღჭურვილნი. მე პრობლემა არ მქონია მაგათთან, მაგრამ აი, იმ თურქ გოგონას დაუწყეს დაცინვა და წიოკი. ტიროდა საწყალი,არადა ღამე იყო თან, ზამთრის საღამო,ხალხი თითქმის არ დადიოდა ქუჩაში. მერე ჩავერიე და ვეუბნები იმ ხოტორებს, როგორ არა გრცხვენიათ თქვა, თქვენს ერს სახელს უფუჭებთ. შენ ვინრა ხარო, ვინა და აი, იმ იოსიფ ბესარიონის ძე სტალინის თანამემამულე ვარ თქვა. ერთი გაჩერდნენ, მერე გადახედეს ერთმანეთს და სტალინი ის არაა ომი რომ მოგვიგოო (განათლების დონე=0) ხოდა "რესპეკტო" და გადადგნენ გვერდზე. ასე რომ, ხშირად მომსწრე ვარ ასეთი ინციდენტების sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 28 2008, 12:26 AM
პოსტი #83


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სტალინი ის არაა ომი რომ მოგვიგოო (განათლების დონე=0) ხოდა "რესპეკტო" და გადადგნენ გვერდზე

biggrin.gif მაგარი ხარ smile.gif)


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Feb 28 2008, 12:30 AM
პოსტი #84


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



KAIROS
ციტატა
მაგარი ხარ

რა, არ "მგავს" თუ? biggrin.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 28 2008, 01:11 AM
პოსტი #85


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



staywhite
მერე რუსი ეგონებოდი ნანა, არც იციან ქართველი რო იყო biggrin.gif

რაღაც საუბარში ვთქვი ეგ და გაოცებულები იყვნენ ჩემი თანამშრომლები, კი მარა სტალინი რა ქართველია არც ძე-ზე მთავრდება გვარი და არც შვილი-ზეო biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2008, 01:18 AM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(k@the @ Feb 27 2008, 10:11 PM) *

staywhite
მერე რუსი ეგონებოდი ნანა, არც იციან ქართველი რო იყო biggrin.gif

რაღაც საუბარში ვთქვი ეგ და გაოცებულები იყვნენ ჩემი თანამშრომლები, კი მარა სტალინი რა ქართველია არც ძე-ზე მთავრდება გვარი და არც შვილი-ზეო biggrin.gif


biggrin.gif მეც ეგ არ ვთქვი, განათლების დონე=0. ისე, ხომ არ მიგვემატებინა ზოგადი უწიგნურობა? cool.gif huh.gif ნამდვილად გავრცელებული მოვლენაა აქ. ჩვენთან რაფერაა ახლა მაგ მხრივ საქმე არ ვიცი, ჩემ დროს კაი სიტუაცია იყო...ისე, აქ ბევრი მინახავს ქართველი, წიგნი საიდან იშლება რომ არ იცის.. sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 28 2008, 01:56 AM
პოსტი #87


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(staywhite @ Feb 27 2008, 10:18 PM) *

biggrin.gif მეც ეგ არ ვთქვი, განათლების დონე=0. ისე, ხომ არ მიგვემატებინა ზოგადი უწიგნურობა? cool.gif huh.gif ნამდვილად გავრცელებული მოვლენაა აქ. ჩვენთან რაფერაა ახლა მაგ მხრივ საქმე არ ვიცი, ჩემ დროს კაი სიტუაცია იყო...ისე, აქ ბევრი მინახავს ქართველი, წიგნი საიდან იშლება რომ არ იცის.. sad.gif


არც ჩვენთანაა ნამეტანი სახარბიელო,მაგრამ ვგონებ უკეთესი უნდა იყოს smile.gif


ამ ქართველების მკვლელობის შესახებ აქ არაფერი გამოუცხადებიათ sad.gif

საშინელებაა user.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 28 2008, 04:19 AM
პოსტი #88


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არც ჩვენთანაა ნამეტანი სახარბიელო,მაგრამ ვგონებ უკეთესი უნდა იყოს smile.gif

ბელლი ოკკი smile.gif)
ნამდვილად დიდი განსხვავებაა მე მინახავს ე.წ. ოპერები ( მომვლელები) , რომლებიც მაღალი საზოგადოების ოჯახებში მუშაობდნენ, გაოცებულნი რჩებოდნენ, ჩვენი ყველაზე უბრალო, 8 კლას დამთავრებულთა ცოდნით... განათლება მართლა დაბალი დონისაა, ან შეგვიძლია ვთქვათ, იმდენად კონრეტიზირებულია, რომ ზოგადი გვერდზე რჩება...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Feb 28 2008, 04:39 PM
პოსტი #89


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



საშინელებაა ეხლა წავიკითხე ქეთი შენი დადებული ლინკი. როგორ გამხეცდა გააგრესიულდა მსოფლიო. საიდან ამხელა აგრესია ახალგაზრდობაში, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა. ასეთი ჯურის ხალხს არც ის ისლამი არ წამთ, უბრალოდ გაუნათლებელი ფანატიკოსები არიან.

რა ემართებათ ზოგიერთ ქართველს აქ ვერ ვხვდები, რატომ ამჯობინებენ თუნდ სხვა ერს და ან სხვა ქვეყანას და ენა-კულტურას სხვისას.
ერთ ჩემს მეზობელ ქართველთან მიმიხდა უსიამოვნო საუბარი.
ერთ-ერთი ქართველი ქალი გათხოვდა ამერიკელზე, რომელიც ამჟამად აქ ცხოვრობს-უსაქმურობს და კიდევ ქართველებს ლანძღავს ეს ძვირფასი გოგო, უსაქმურები არიანო. ერთხელაც შემთხვევით გავიგე რომ თურმე ჩვენს ენას ეს ამერიკელი მაიმუნების ენას უწოდებს.
სამწუხაროდ ინგლისური არ ვიცი და იმან კიდევ გერმანული,თორემ პასუხის გაცემა კი ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა, რომ ერთ-ერთი ქართველი გოგონა, რომელიც აღფრთოვანებულია ამ ამერიკელით (მისი ამერიკელობის გამო) მეუბნება რა მართალი არ არისო, რა არ გავს ზოგიერთი ქართველი მაიმუნსო ქცევით და თავისდაუნებურად (უჭკუობით)ენაც მიგვილანძღა.
იმას კი გავეცი კარგი პასუხი, მაგარამ იმ შეუგნებელ ამერიკელს როგორ გინდა აუხსნა რა ერი ვართ?

მიკვირს რატომ უნდა გალანძღო ან გეზიზღებოდეს შენი გენი, ფესვები, ერი, კულტურა, ენა?და ასეთი ჩვენი სახეა უცხოეთში. წარმომიდგენია უცხოელთან რას გვიზამს როგორ წარმოგვაჩენს.





--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2008, 04:45 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



იაკო, ის პატივცემული ამრიკელი თეთრია? იქნებ მისი მშობლიური ენაა მაიმუნური mad.gif (არც თვითონ იქნება ნაკლები)

პ.ს. ახლა იმ ქართველმა გოგომაც რა ქნას, ბედი გახსნია და დოუყვავებს აბა რას იზამს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Feb 28 2008, 05:59 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



ნება მომეციტ,ერტი ცჰემი აზრიც გამოვტქვა ამ საკიტხტან დაკავსჰირებიტ,ეს გახსინილი ტემის სჰინაარსი მე სჰემდოგმა ნაირად გავიგე,ანუ ცუდიქ ტუ კაია ევროპა სულიერი ცხვორებისტვის,სჰეიზლება ვცდებოდე,იმიტომ რომ ტქვენს მიერ სუკველა დატერილი ციტატები არ ტამიკიტხვას.მე ცჰემს 8 ტლის მცირედი გამოცდილებიდან სჰემიზილია ვტქვა, რტულია ევროპასჰი სულიერი ტარმატებული ცხოვრება სჰეიანრცჰუნო,ევროპასჰი არის მრავალი ცდუნენები,ცოდვა ცოდვას არ აკლდება და ასე სჰემდეგ,მაგრამ რა ცუდიც არ უნდა იკოს ევროპა კველაფერი დამოკიდებულია ადამიანის სიმტკიცეზე და მის მონდომებაზე,ადამიანს სჰეუზლია სჰეეებრზოლოს ამ ცდუნენებებს ან არ სჰეებრზოლოს და ტკბილად მეოცჰვენოს.ამ სჰემტხვევასჰი აქ არა ევროპის არამედ ადამიანის ბრალია,ის რომ ტკბება ევროპის საცდურებიტ და არ ებრზვის ისე როგორც სატიროა,მაგალიტად მე ვიცნობ ისეტ ტანატოლ ადამიანებს,ვისაც ბოიფრენდ-გელფრენდობა მიაცჰნია სასიკეტო საქმედ და ასევე მას კოველი ევროპული საქციელი მიაცჰნია მიზონ სჰეტონილად.აქ უკვე ადამიანი გარდაიქმნება ანუ იგი კარგავს ქარტულ სულს და იზენს რას ევროპულ სულს.სული ერტია გვტსიგან ბოზებული,მაგრამ მე მაქ აქ ტვისბებზე და იდეებზე საუაბრი,ანუ ასეტი ადამიანები ტუ არ სჰეებრზოლებიან იმ საცდურებს რაც ევროპასჰია,მასჰინ ისინი დააკრგავენ ქარტულ სულს და მიეცჰვევიან ევროპულ ცხოვრებას,მეზაოევობას,ქურდობ
ას,ტამლის კეტებას და ასე სჰემდეგ.ასეტი მკაცრი სჰეცდომები იმიტომ დავასახელე,რომ სადაც მე ვიმკოპები ზალიან ზლიერად არის ეს შეცდომები გამტკიცებული ქარტველტა სჰორის,მაგრამ მადლობა გმერტს რომ ეს არის მხოლოდ გარკვეულ ტილზე გავრცელებული.იმედია უფალი დაანახებს ტავიანტ სჰეცდომას და მიხვდებიან რო ევროპული ტრადიციები არის სულის დამგვუპელი და უფლისგან ცჰამომსჰორებელი.ასეტ სჰემტხვევასჰი აუცილებელია ვიაროტ ეკელსიასჰი და არა ამრტო ასეტ სჰემტხვევასჰი,საერტოდაც ეკლესიასჰი უნდა დავდიოდეტ.მე დგეს ზალიან ნერვიულობ ცჰემს ტანატოლ ქარტველებზე,რომლებიც იმკოპებიან აქ სადაც მე ვარ,ისინი დგიტი დგე ევროპული ტრადიციებსკენ მიილტვიან და სამტხურაოდ ამას ცჰემშიდაც ვამცჰნევ და მადლობა გმერტს რო ეკლეესიის ტიაგსჰი ვარ მოქცეული,მაგრამ ზაან ვგელავ იმატზე ვინც ეკლესიასჰი არ არის,ისინი ვეგარ ანსხვავებენ კარგს და ცუდს და დგიტი დგე ვარდებიან ასეტ განსადელებსჰი და სამტუხარო კიდევ ის არის რომ,არ იციან რა არის ცოდვა და რა არის მადლი ანუ ეკლესიასჰი მოდიან მაგრამ მატი გული უფრო ეკლეესიის გარეტ მიტევს.



შენიშვნა: პოსტი ლათინურიდან მოვაქართულე ავტომატურად. :-) მოდერი k@the.


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nona10
პოსტი Mar 2 2008, 05:11 PM
პოსტი #92


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 20-September 07
მდებარ.: The Netherlands
წევრი № 2,791



ჩემი აზრით, უცხოეთშიც იმას უნდა ვერიდოთ, რასაც საქართველოში ერიდება მორწმუნე ადამიანი. თუ შენი ცხოვრების სტილი, იტერესები და დოგმები გააზრებული გაქვს, საშიშიც არაფერია. დამერწმუნეთ, ქართული ქრისტიანული ცხოვრების წესების გამო ნორმალური განათლებული ადამიანი არ დაგცინებ ევროპაში (როგორც ეს ბევრს ჰგონიათ). უფრო მეტიც, პატივისცემასაც დაიმსახურებ, თუ შენი საკუტარი ´მე´-თი ცხოვრობ. ევროპაში ჩასვლისთანავე არ არის აუცილებელი გელფრენდ-ბოიფრენდის იდეა გაითავისო, თუ ,რასაკვირველია, თავად არ გსურს. რთულია უცხო გარემოსთან შეგუება და კულტურის კარგი გაგება, სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება მართლმადიდებლური ეკლესიების არ არსებობის ან მცირეოდენის არსებობის გამო. თორემ საშიშროებები საქართველოშიც არის მოსალოდნელი ქრისტიანული გზიდან გადახვევისა.


--------------------
ვისაც ყუვარს ისე, რომ სურს ათასჯერ მეტად უყვარდეს, მაინც ნაკლებად უყვარს , ვიდრე მას, ვისაც უყვარს უპრო მეტად, ვიდრე სურს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 2 2008, 05:26 PM
პოსტი #93


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
საშიშიც არაფერია.

სამწუხაროდ რომ არის, აქ არაა საუბარი დაცინვაზე და ა.შ., რაც რელიგიური თავისუფლების შემწყანრებლობის საკითხს განეკუთვნება და ნამდვილად არ ეშლებათ დასავლეთში ( ზოგიერთი სამწუხარო გამონაკილისის გარდა); საშიშროებები, რომ ყველგან არის არც ამას უარყოფს ვინმე, მაგრამ ეს არის განყოფილება უცხოეთში მყოფი ქართველებისათვის და ეს არის თოფიქი, იქ არსებული საშიშროებების შესახებ, რომელსაც ისევ ვიმეორებ:
ციტატა
1. პატრიოტიზმის ნაკლებობა

2.მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ოფიციალური დამოკიდებულება

3. "ჩაშვების"და უნდობლობის ინსტიტუტი ( მართლაც ასეა ყველა შელაპარაკებაზე 112 ურეკავენ)

4. გარყვნილების თავისუფლება (მაგ: ე.წ. ვიკენდური დისკოთეკები, სადაც უმეტესწილად ნარკოტიკებზე და სუსტ სქესზე მიდის ნადირობა... )

5. ზოგადი აპათია და ფულომანია

6. არელიგიურობა ან ათეიზმი

7. გაცივება სამშობლოს მიმართ


8. კრიმინალი და ნარკომანია

9. იდენტურობის დაკარგვა ანუ გათქვეფა სხვა ერში...


10. შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ფაშისტური ან რელიგიური აგრესიისა , ანუ რელიგიურ-ეროვნული დისკრიმინაციის მაღალი ალბათობა.


იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nona10
პოსტი Mar 2 2008, 06:06 PM
პოსტი #94


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 20-September 07
მდებარ.: The Netherlands
წევრი № 2,791



ციტატა(KAIROS @ Mar 2 2008, 05:26 PM) *



კაიროსი!


ეგ 10 საშისროება რაც შენ ჩამოთვალე საქარველოში ყოპნის როსაც შეიზლება დაემართოს ადამინს. მე მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. და თუ ეს საკმარისი არ არის მაშინ დავკონკრეტდები და საკუთარ ცხოვრებაზე მოგიყვები.
მე პირადად(სხვას არ ვაკრიტიკებ და არც განვიკითხავ, რადგან მატი სულიერი დაცემის მიზეზი არა მგონია უცხოური საშიშროებები ყოფილიყო. ის გოგონა, ზანგის კაცთან ერთამბავში რომ ყოფილა მატარებელში, უცხოური გარემოს სირთულეები არა მგონია მიზეზად ჰქონოდა.საქარველოშიც ასეთივე ზნედაცემული იქნებოდა.დარწმუნებული ვარ!) დისკოთეკაზე არც საქარტევლოში ყოფნისას დავდიოდი და არც ევროპაში გამჩენია ეგ სურვილი და ის პაქტი, რომ ვიღაც, ვისაც სირთულეებში ტავის გაყოპა თავად გადაუწყვეტია უცხორი კულტურა აქ არაპერ შუაშია.იგივე შეიძლებანარკოტიკებზეც ითქვას.არავინ არ გაძალებს. გარე მოების მსხვერპლი კი არამტკიცე ადამიანები არიან.


--------------------
ვისაც ყუვარს ისე, რომ სურს ათასჯერ მეტად უყვარდეს, მაინც ნაკლებად უყვარს , ვიდრე მას, ვისაც უყვარს უპრო მეტად, ვიდრე სურს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nona10
პოსტი Mar 2 2008, 06:27 PM
პოსტი #95


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 20-September 07
მდებარ.: The Netherlands
წევრი № 2,791



ციტატა(k@the @ Feb 27 2008, 02:46 AM) *

staywhite


ეჰ, ქართველებო, შევინარჩუნოთ ჩვენი სახე და ქართველობა! განა ასეთი ძნელია? sad.gif


ჩემი აზრით არ უნდა იყოს ძნელი მათთვის, ვიცაც ეს გულით სწადია.


--------------------
ვისაც ყუვარს ისე, რომ სურს ათასჯერ მეტად უყვარდეს, მაინც ნაკლებად უყვარს , ვიდრე მას, ვისაც უყვარს უპრო მეტად, ვიდრე სურს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 2 2008, 09:06 PM
პოსტი #96


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



NONA 10
ძალიან არბილებ სიტუაციას ჩემო კარგო,
იქნებ გადაგეკითხა წინა გვერდები და ნახავ, რომ ეგრე არ არის, მე ბევრი მინახავს "ჭკვიანი და ბულკი" საქართველოში და თავს გასული და სუპერ გარყვნილი უცხოეთში, ამის არ დანახვა თავის მოტყუებაა, აქვს უცხოეთს თავისი მომატყუებელი ხიბლი და ბინდი, სადაც ბევრი ორმო იმალება. ამას გარდა როგორ შეიძლება ამ საშიშროებების პროცენტულობის ერთად დაყენება საქართველოში და უცხოეთში?
ციტატა
1. პატრიოტიზმის ნაკლებობა

2.მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ოფიციალური დამოკიდებულება

3. "ჩაშვების"და უნდობლობის ინსტიტუტი ( მართლაც ასეა ყველა შელაპარაკებაზე 112 ურეკავენ)

ციტატა
5. ზოგადი აპათია და ფულომანია

6. არელიგიურობა ან ათეიზმი

7. გაცივება სამშობლოს მიმართ

ციტატა

9. იდენტურობის დაკარგვა ანუ გათქვეფა სხვა ერში...


10. შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ფაშისტური ან რელიგიური აგრესიისა , ანუ რელიგიურ-ეროვნული დისკრიმინაციის მაღალი ალბათობა.

ვგონებ ესენი გამოგრჩა მხედველობიდან და ჩათვალე, რომ ნარკომანი საქართველოშიც შეიძლება იყოს და აქაც, ასვე კრიმინალიც და ასევე გარყნილიც, მაგრამ ამ ზემო ჩამოთვლილს რას უშვები? ეს ხომ რეალობაა? და ეს მე რასაც ვწერ თავად ვნახე, საკუთარი გამოცდილებით ვწერ, არ ვიგონებ არაფერს, და არც გუშინდელი ჩამოსული ვარ, არც ისაა დასავიწყი, რომ ბევრი სწორედ აქ გახდა ნარკომანი, გარყვნილი და კრიმინალი ...
არ ჭირდება უცხოეთს ხელის დაფარება, მას აქვს თავისი უარყოფითი მხარები, როგორც საქართველოს, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ უარყოფითზე, ასევე შეგიძლია გახსნა სხვა თემა სადაც დადებითზე ვისაუბრებთ , იმედია ახლა უფრო გასაგებია...

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 9 2008, 12:52 AM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



10. შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ფაშისტური ან რელიგიური აგრესიისა , ანუ რელიგიურ-ეროვნული დისკრიმინაციის მაღალი ალბათობა.

ამაზე ძალიან ბევრის თქმა შეგვიძლია ჩვენ, როგორც უცხოელებს, არის შემთხვევები, რომ შავგრემნობასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ძირითადად ეხება ყველას, ვინც გენეტიკურად არ ეკუთვნის ამ ქვეყანას.

მახსოვს შარშან, ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა კაცმა ( რომელიც 50 წელს გადაცილებულია, ძველი ფრანგული ლეგიონის წევრი, უაღრესად განათლებეული და კაი ადამიანი, ძველი იუგოსლავიიდან წარმოშობით, მაგრამ დიდი ხანია სამშობლოდაკარგული, ჰოლანდიის მოქალაქეა ისე და ცხოვრობს აქ გერმანიაში) გაიცნო ვიღაც რუმინელი ახალგაზრდა ქალი. ამ ქალმა ჩვენს უბანში (უბნის გაგება აქაც მოდის smile.gif ) გახსნა კაფე-ბარი. მოკლედ, ჩემს მეგობარს რაღაცნაირად გულში ჩაუვარდა ეს გოგო და მთხოვა, თანმხლები მჭირდება და გამომყევი მის კაფეში ერთად მივიდეთ რამე დავლიოთო. ცხადია გავყევი. დავჯექით უშუალოდ ბართან, რუმინელი ქალი თვითონ კი ბარში ბარმენად მუშაობდა და ძალიან მალე ამათმა კაი საუბარიც ააწყვეს (კაცები ნუ smile.gif ).

რამდენიმე ხანში ბარში შემოვიდა 3 გერმანელი ახალგაზრდა კაცი, რომ კითხო ბლატნოები. მოვიდნენ და ჩვენს გვერდით დასხდნენ ბართან. მე გვერდით სკამზე ჩანთა მედო და რა ვიცი, რატომღაც ეს ჩანთა ავიღე და თეკაზე დავდე, იქნება სკამი დაჭირდეთ ან რამე მსგავსი. არ ვიცი რატომ, ალბათ გარეგნობის გამო, ამ გერმანელებმა სკანდინავიელებად ჩაგვთვალეს, და გვეუბნებიან ანუ მე მომართავს ერთი მათგანი: კი მარაო, ჩვენო თქვენნაირი სკანდინავიელი ვიკინგები კი არ ვართო, ვითომ ჩანთა რომ გადადევიო, დაგაყაჩეღებთ თუ რა გეგონაო, შეგეშინდაო ? ახლა მე კაცი მხალდა,ამიტომ ეტიკეტი დავიცავი და პასუხი მე არ გამიცია,არამედ ჩემმა მეგობარმა შეეპასუხა, რომ ვიკინგი რა შუაშია, მარა ჩვენ ჩვენ ჩანთას სადაც გვინდა იქ დავდებთ,რაღაც ასეთ კონტეკსტში. ხოდა ეს ერთი ადგა ფეხზე და გვეუბნება (გერმანულად დავწერ ჯერ, ვიტამინები მაგაშია biggrin.gif ) : Wir sind aus der schläger fraktion und zwar germanenmässig და თუ იცით ეს თქვენ რომ მაზავთო, ანუ თარგმანში დაახლოებით ნიშნავს, რომ ჩვენო გერმანების შეატყვისი დამრტყმელთა ფრაქციიდან ვართო, ნუ მისი აზრით გვაჩმორებს. ბევრს არ გავაგრძელებ, არაუგვიანეს 7 წუთისა სამივენი პირსახოცებივით იყვნენ გადაკიდებული თეკის სკამებზე (დამრტყმელთა ფრაქციის წევრები ანუ, ისიც გერმანების შესატყვისი).

რაც შეეხება რუმინელ ქალს, ცხადია ამის მერე ჩემი მეგობარი იქ აღარ მიდიოდა, რაღაცით ერიდებოდა მაინც smile.gif ასალაგებელი რომ მოუმატა.

მოკლედ, თუ თავს დაუხრი, მაგრად გადაგივლიან.სულერთია ვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 9 2008, 01:39 AM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



პ.ს. ისე, ჩემი ზემო პოსტი მეზობელ თემაში წაკითხულმა პოსტმა გადამაწყვეტინაsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 9 2008, 02:03 AM
პოსტი #99


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუ თავს დაუხრი, მაგრად გადაგივლიან.სულერთია ვის.

ეგრეა, ნებისმიერს ვისაც უცხოეთში თვე მაინც უცხოვრია, მსგავსი გრძნობა ერთხელ მაინც დაეუფლებოდა. ნუ ახლა "ბებრებს" ვინც 5 წელზე მეტია უკვე აქეთაა, ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გაგვიხდა... რამდენჯერ შემთხვევია როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტელეფონს ქართულად ვუპასუხებდი, ვიღაც გვერდზე შეიშმუშნებოდა,ვიღაც ჩანთას დააფარებდა ხელს და ვიღაც ზიზღით შემომხედავდა, ბევრჯერ მსმენია ბებრები, როგორ ილანძღებოდნენ "ოჰ, ეს უცხოელები, დატეულიყავით თქვენს სახლებში, კრიმინალები"... ზოგადი აზრი მაინც დადებითია, ვინც ამას ამბობს, მას მისივე თანამემამულეები აჩერებ, ყველა ერთი არაა და არ დაგავიწყდეს, რომ მამაშენიც ან ბაბუაშენი მიანც ემიგრაციაში იყვნენ სამუშაოდ წასულებიო... თუმცა ახლახანს ცუდი მოძრაობა შეიმჩნება სამხრეთ იტალიაში, ძალიან გაუმკაცრდნენ ემიგრანტებს, ესპანეთში და იტალიაში, ზაპატერომ და ბერლუსკონიმ წინა საარჩევნოდ დადეს პირობა, რომ არანაირი სანატორიები არ იქნება, ეს ნიშნავს რომ მილიონობით ( მათ შორის ათასობით ქართველი) ემიგრაციის უდიდესი ნაწილი (მხოლოდ მცირე ნაწილს უმართლებს და ლეგალიზაციას ახერხებს კონტრაქტით) გაძევებას დაექვემდებარება, ეს ნიშნავს, იმას რომ ეს ადამიანები, ქუჩაში შიშით უნდა იარონ, ყველაზე დამამცირებელი სამუშაო უნდა აკეთონ და ყველაზე მცირე ხელფასი აიღონ და ისიც შიშით, ეს ნიშნავს საშინელ ემიგრანტულ ცხოვრებას, როცა ერთი თავისი ჯანმრთელობის, ნერვები და ხშირად სიცოცხლის ფასად ინახავს საქართველოში დარჩენილ უმუშევარ ოჯახის წევრებს, რომლებიც იქიდან გამოქცევაზე ნატრობენ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 14 2008, 11:39 PM
პოსტი #100


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
1. პატრიოტიზმის ნაკლებობა

2.მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ოფიციალური დამოკიდებულება

3. "ჩაშვების"და უნდობლობის ინსტიტუტი ( მართლაც ასეა ყველა შელაპარაკებაზე 112 ურეკავენ)

4. გარყვნილების თავისუფლება (მაგ: ე.წ. ვიკენდური დისკოთეკები, სადაც უმეტესწილად ნარკოტიკებზე და სუსტ სქესზე მიდის ნადირობა... )

5. ზოგადი აპათია და ფულომანია

6. არელიგიურობა ან ათეიზმი

7. გაცივება სამშობლოს მიმართ


8. კრიმინალი და ნარკომანია

9. იდენტურობის დაკარგვა ანუ გათქვეფა სხვა ერში...


10. შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ფაშისტური ან რელიგიური აგრესიისა , ანუ რელიგიურ-ეროვნული დისკრიმინაციის მაღალი ალბათობა.



დამატება მომიწევს სამწუხაროდ...

11. ქართველი ხშირად უცხოეთში უცხო ქართველს უნდა ერიდოს (თან ძალიანაც) და ხანდახან კიდევ არცთუისე უცხოსაც... sad.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 10:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი