თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ფილმი ელაის წიგნი

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 15 2010, 04:11 PM

მეუბნებოდნენ მკრეხელური ფილმიაო, მაგრამ რომ ვუყურე დავრწმუნდი, რომ ვინც მაგას მეუბნებოდა, ნანახი არ ქონია.

http://www.allmovies.ge/ge/index.php#movie/GOPLK

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Jul 15 2010, 04:16 PM

ხო კანცოვკაში მაინც ეკუმენისტური ბაზარია რა, ბიბლიას სხვა მოძღვრებებთან ერთად რომ დებენ თაროზე smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 15 2010, 04:20 PM

Funkenstein

ციტატა
ხო კანცოვკაში მაინც ეკუმენისტური ბაზარია რა, ბიბლიას სხვა მოძღვრებებთან ერთად რომ დებენ თაროზე

ეგ ეკუმენისტური არაა. no.gif

ბიბლიოთეკებში ეგრე უდევთ ბევრს სხვადასხვა რელიგიების წიგნები.

ნუ, ერთ თაროზე თუ არა, ერთ განყოფილებაში მაინც.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 15 2010, 04:21 PM

არ მაქვს ნანახი smile.gif

როგორღაც ისე მოხდა, რომ ნაკლები ყურადღება მივაქციე

ფილმის შინაარსის მიხედვით დიდი არაფერი არაა და რიავი smile.gif


და რაში გამოიხატება კონკრეტულად მკრეხელობა? სამებას ახსენებე ცუდად? თუ როგორ, ვერ გავიგე unsure.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 15 2010, 04:23 PM

ფილმიდან ყველაზე მეტად ის იდეა მომეწონა, რომ ზოგიერთი რელიგიას ხალხის სამართავად იყენებს და არა ღმერთის მსახურებისთვის!

ფინალი კი ეკუმენისტური კი არა, რეალურია. ეგეთ ვითარებაში ყოველი წმინდა წერილი და ყოველი თუნდაც არა-რელიგიური, მაგრამ მაღალ-ფილოსოფიური წიგნი ძვირფასია და სისხლის ფასი ღირს.

ნუ გელანდებათ შავი კატა ბნელ ოთახში a075.gif


როგორც ფილმი, მხატვრული და დრამატურგიული თვალსაზრისით, მორიგი ჰოლივუდური "კატასტროფაა" biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 15 2010, 04:34 PM

ვერ ვიწერ, არადა, დავინტერესდი :

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 15 2010, 04:48 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ვერ ვიწერ, არადა, დავინტერესდი :

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=6385&order=1.1&search=eli

http://www.avoe.ge/movies/one.php?mid=11867

http://www.allshares.ge/download.php?id=96EF61AB40

http://mydisk.ge/download.php?id=2652024BDBD3

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 15 2010, 05:06 PM

მკრეხელური?
ალბათ ის ჩათვალა მკრეხელობად რომ ერთ-ერთი პერსონაჯი ცდილობს მისი მეშვეობით ხალხი მართოს

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Jul 15 2010, 05:35 PM

ნუ ეკუმენისტური შეიძლება ცოტა არასწორად ვთქვი მაგრამ თვითონ ბოლო მესიჯი არ მომეწონა რა, ალბათ ბოლომდე ვერ გარისკა რეჟისორმა რადიკალური ყოფილიყო, მაინც ნელთბილობა არჩია ჯიგარმა, მარა რა უნდა მოსთხოვო ეხლა მაგას, მაგ ფილმის გადაღების მიზანი ხომ ბევრი ფულის მოზიდვაა და მეტი არაფერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 16 2010, 12:02 AM

Funkenstein

ციტატა
ვერ გარისკა რეჟისორმა რადიკალური ყოფილიყო

რაი იცი, რომ მაგ ფილმის რეჟისორი ჩვეულებრივი ათეისტი არაა?
ან კიდევ, ეგენი, პროტესტანტები და კათოლიკები (თუკი მაგ მიმდინარეობებს ეკუთვნის) შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით ისედაც არ არიან რადიკალურები.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 16 2010, 11:11 AM

ციტატა
მაგ ფილმის გადაღების მიზანი ხომ ბევრი ფულის მოზიდვაა და მეტი არაფერი biggrin.gif

პრინციპში თავის მოტყუების მცდელობა გამოდის, როდესაც იცი, რომ ფილმის მიზანი გათვლილია მოგებაზე და არა რაიმე ფასეულის მიცემაზე ადამიანისთვის და მაინც უყურებ.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jul 16 2010, 08:01 PM

კარგი ფილმია. მომეწონა.

პოსტის ავტორი: dimitrius თარიღი: Nov 8 2010, 09:11 PM

მე ის არ მომეწონა 1 კაცის ნაამბობობით რომ დაწერს ბიბლია.
რაღაც არ მომეწონა მაინც.

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 14 2011, 08:26 PM

ფილმი მქონდა ნანახი, მხატრული ფილმის კვალობაზე მშვენიერი ფილმი მაგრამ ერთი რამაა გასათვალისწინებელი რაშიც ყველანი დამეთანხმებით რომ კათოლიკებმა არ იციან ზომა წონა ფილმში რა დოზით უდა შეუშვან რელიგია
რისი დასტურიცაა მარავლი მხატრული ფილმი.

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 14 2011, 09:08 PM

რა თქმა უნდა დასავლურ მხატრულ ფილმებს ვგულისხმობ smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Feb 16 2011, 02:35 AM

ეხლა ვუყურე და ატმანის პოსტს ვეთანხმები

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 16 2011, 11:58 AM

ვერ ვუყურებ აქ და რომელ ფილმზე ლაპარაკობთ? ის ხომ არ არის, ზნაგი კაცი რომ მიდის დასავლეთში და ბიბლია მიაქვს, მერე გზაში ერთი გოგოც აეკიდება, თან მოსდევენ, კანიბალ ცოლ-ქმარსაც რომ გადაეყრებიან და ბოლოს დაჭრილი მაინც ჩააღწევს დასავლეთში, წიგნი მდევრებს დარჩათ, მაგრამ ვერ კითხულობენ ისინი. ეს შავკანიანი კი ყვება და თან იწერენნ ტექსტს. უკანასკნელი სტამბა გვაქვსო და იქ რომ ბეჭდავენ, მეფე ჯეიკობის თუ ჯეიმსის ბიბლიააო და ა.შ.
ეგაა?

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Feb 16 2011, 12:07 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 16 2011, 11:58 AM) *

.
ეგაა?

ეგაა ki.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 16 2011, 12:43 PM

ციტატა(.zakaria. @ Feb 16 2011, 12:07 PM) *

ეგაა ki.gif

მერე რა არის მანდ ცუდი?
ეკუმენიზმი ნაკლებადაა მაგ ფილმში, უფრო რელიგიური უცოდინრობა, მაგრამ ეგეც არაა გასაკვირი ამერიკელებისგან. მე უფრო რელიგიური შიმშილი დავინახე, ფორმები, მკვლელობა, სისხლი დიდად არ მომეწონა, მაგრამ იდეა გასაგებია და სადღაც ამაღელვებელიც. თვითონ გმირის სახელიც სიმბოლურივითაა მგონი.



პ.ს.ამ ფილმზე თუ მეუბნებოდი, ვერ მითხარი გუშინ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 17 2011, 07:57 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 16 2011, 12:43 PM) *

მერე რა არის მანდ ცუდი?
ეკუმენიზმი ნაკლებადაა მაგ ფილმში, უფრო რელიგიური უცოდინრობა, მაგრამ ეგეც არაა გასაკვირი ამერიკელებისგან. მე უფრო რელიგიური შიმშილი დავინახე, ფორმები, მკვლელობა, სისხლი დიდად არ მომეწონა, მაგრამ იდეა გასაგებია და სადღაც ამაღელვებელიც. თვითონ გმირის სახელიც სიმბოლურივითაა მგონი.
პ.ს.ამ ფილმზე თუ მეუბნებოდი, ვერ მითხარი გუშინ? biggrin.gif

აბსოლიტურად გეთნხმები რადგან როგორც მე ზევით ავღნიშნე მათ არ იციან საზღვრები ფილმში რა დოზით უნდა შეუშვან რელიგია.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Feb 17 2011, 08:33 PM

ტომ უეითსია ერთი ნათელი წერტილი მაგ ფილმში. სხვა მხრივ დიდი არაფერი ფილმია

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Feb 17 2011, 11:26 PM

მე მომეწონა ადრე ვუყურე

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 18 2011, 09:07 PM

starscream

ციტატა
მე მომეწონა ადრე ვუყურე



კონკრეტულად რა მოგეწონა?

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Feb 19 2011, 12:43 PM

მხევალი ნინო
საერთოდ ფილმი იყო საინტერესო უბრალოდ ცოტა ვერ წარმომიდგენია ზანგი ღვთის რჩეული biggrin.gif
ისე ჩვეულებრივი პაპსა ფილმია რომელსაც ერთXელ უყურებ.. არაფერი დიდი..
საერთოდ მაგარი მომბეზრდა ეს ჰოლივუდური ფილმები.. მაგარი უაზრობაა..

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 19 2011, 12:46 PM

starscream

ციტატა
უბრალოდ ცოტა ვერ წარმომიდგენია ზანგი ღვთის რჩეული



კანის ფერით ნაკლებად არჩევს ღმერთი biggrin.gif


ციტატა
ისე ჩვეულებრივი პაპსა ფილმია რომელსაც ერთXელ უყურებ.. არაფერი დიდი..საერთოდ მაგარი მომბეზრდა ეს ჰოლივუდური ფილმები.. მაგარი უაზრობაა..



სწორედ ამიტომ გკითხე. ჩვეულებრივი ფილმია. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც გავიფიქრე, ნეტავ, არ ბეზრდებათ ამდენი სისულელის მოგონება ტქო biggrin.gif


პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Feb 19 2011, 12:53 PM

მხევალი ნინო
ჰო მეზიზღება ამერიკელები რუსებზე მეტად, კიდე როგორ აბოლებენ ხალხს ამ თავიანთი ფილმებით..
ხალხს ესე გონია ფილმებში რომ არის მასტს ციხეში ჩასვამენ მერე ეწერება "5 წლის მერე"(ფილმში) გამოდის ციხიდან ჰოდა ეს ხალხი იძახის 5 წელი ციხე ცოტაოო რააო მეტი უნდა მიუსაჯოო.. არადა სინამდვილეში 5 წელი რამხელა დროა.. კიდე საათ ნახევარი უყურებენ ფილმში ექშენს და
მერე ცხოვრება რომ უფრო ნელია და იქ არ არის ესეთი ექშენი სიცოცხლე უინტერესო ხდება ამიტომ შევარდებიან რომელიღაც სკოლაშI ავტომატებით და დაბრიდავენ სკოლის მოსწავლეებს biggrin.gif მერე იძახიან რატომ ხდება და რატომ მოკლაო და ასე შემდეგ.. ეს 2012 იც მაგენის მოგონილია ბევრს ჯერა რომ თავის კუთვნილ ექშენს მიიღებენ 2012 ში და სამყარო 5 წუთში ამოყირავდება ვაი მაგათ პატრონს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 19 2011, 01:11 PM

starscream

ციტატა
ჰო მეზიზღება ამერიკელები რუსებზე მეტად, კიდე როგორ აბოლებენ ხალხს ამ თავიანთი ფილმებით..ხალხს ესე გონია ფილმებში რომ არის მასტს ციხეში ჩასვამენ მერე ეწერება "5 წლის მერე"(ფილმში) გამოდის ციხიდან ჰოდა ეს ხალხი იძახის 5 წელი ციხე ცოტაოო რააო მეტი უნდა მიუსაჯოო.. არადა სინამდვილეში 5 წელი რამხელა დროა.. კიდე საათ ნახევარი უყურებენ ფილმში ექშენს და მერე ცხოვრება რომ უფრო ნელია და იქ არ არის ესეთი ექშენი სიცოცხლე უინტერესო ხდება ამიტომ შევარდებიან რომელიღაც სკოლაშI ავტომატებით და დაბრიდავენ სკოლის მოსწავლეებს მერე იძახიან რატომ ხდება და რატომ მოკლაო და ასე შემდეგ.. ეს 2012 იც მაგენის მოგონილია ბევრს ჯერა რომ თავის კუთვნილ ექშენს მიიღებენ 2012 ში და სამყარო 5 წუთში ამოყირავდება ვაი მაგათ პატრონს



აქედან მორალი, ფილმებს და განსაკუთრებით ამერიკულს, იშვიათად უნდა უყურო : ))))

იმდენი ფილმი გადაიღეს ამერიკელების უძლეველობაზ, რომ ბოლოს თავად დაიჯერეს biggrin.gif განსაკუთრებით იმაზე მეცინება ხოლმე, ერთ ძუნძგლიან კაცს (ამერიკელს რა თქმა უნდა), არაფრით გამორჩეულს და მეტიც, უსახურ ადამიანს, რომ მიანდობენ მსოფლიოს გადარჩენას და ისიც, რა თქმა უნდა უპრობლემოდ, თვალების პაჭუნით, გვერდული ღიმილით და მაგარი ტიპობით, რომ გადაგვარჩენს ხოლმე. ნუ სადაც, იმას შეუძლია ამდენი, საშუალო ამერიკელს რამდენი შესძლებლია და ბომონდს ხომ საერთოდ, კოსმოსის გადარჩენა აქვს მინდობილი biggrin.gif


რუსებსაც აქვთ ველიკაია დერჟავას დაუთმობელი თვითშთაგონება. ოღონდ იმ სხვაობით, რომ სისინი ამ როლში ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან.
მოსაბეზრებელია ეს ზღაპრები. თუმცა, გამორჩეული და კარგი ფილმებიც აქვთ და იმის ყურება მოჟნა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 19 2011, 10:13 PM

ციტატა(starscream @ Feb 19 2011, 12:43 PM) *

მხევალი ნინო
საერთოდ ფილმი იყო საინტერესო უბრალოდ ცოტა ვერ წარმომიდგენია ზანგი ღვთის რჩეული biggrin.gif
ისე ჩვეულებრივი პაპსა ფილმია რომელსაც ერთXელ უყურებ.. არაფერი დიდი..
საერთოდ მაგარი მომბეზრდა ეს ჰოლივუდური ფილმები.. მაგარი უაზრობაა..

მოსე შავზე გსმენია რამე? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Feb 19 2011, 10:41 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 19 2011, 10:13 PM) *

მოსე შავზე გსმენია რამე? rolleyes.gif

და ვინაა შავი მოსე? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Feb 20 2011, 12:37 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მოსე შავზე გსმენია რამე?

არა მოგვიყევი თუ არსებობდა ეგეთი ვინმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 20 2011, 01:10 AM

დასტოვა შავ მოსეზე საუბარი biggrin.gif

სხვა კუთხით განიხილეთ ფილმი : )

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Feb 20 2011, 01:27 AM

ქევანა
შენ მაინც მითხარი ვინაა შავი მოსე? თუ არავინაა და პროსტა ღადაობაა)))

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 20 2011, 01:09 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მოსე შავზე გსმენია რამე?



ვიცი ეს წმინდანი, მისი ხატიც მაქვს ნანახი.

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 20 2011, 02:31 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 19 2011, 10:13 PM) *

მოსე შავზე გსმენია რამე? rolleyes.gif

კი კი აფრიკიდან ზუსტად ქვეყანა აღარ მახოვს მაგარამ ხალხი დაიხსნა მონობისაგან და მოსე უწოდეს, თუ არ ვცდები ადრე ისევ აფრიკაში ზუსტად ერთ ქალს შეარქვეს მოსე იმავე მიზეზით smile.gif

პოსტის ავტორი: dimitrius თარიღი: Feb 23 2011, 12:01 AM

მკვლელია ჩვეულებრივი ელაია და თითქოს გმირი ასე ჩანს ფილმში.
ღმერთის ნებაა ყველაფერი და ბიბლიაც გადარჩება და ყველა გადარჩება.

არაა საჭირო მკვლელობები და აგრესია. ფილმში არის ნაჩვენები ასეთI სცენები სადაც ელაია ჩანს სუპერ გმირი - სუპერ მკვლელი.

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 23 2011, 04:05 PM

ციტატა(dimitrius @ Feb 23 2011, 12:01 AM) *

მკვლელია ჩვეულებრივი ელაია და თითქოს გმირი ასე ჩანს ფილმში.
ღმერთის ნებაა ყველაფერი და ბიბლიაც გადარჩება და ყველა გადარჩება.

არაა საჭირო მკვლელობები და აგრესია. ფილმში არის ნაჩვენები ასეთI სცენები სადაც ელაია ჩანს სუპერ გმირი - სუპერ მკვლელი.

სწორია ის რომ ღვთის რჩეული ყოფილიყო ფილმში სუპერმკვლელად არ გამოჩნდებოდა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 23 2011, 05:03 PM

ციტატა(ქევანა @ Feb 20 2011, 01:10 AM) *

დასტოვა შავ მოსეზე საუბარი biggrin.gif

სხვა კუთხით განიხილეთ ფილმი : )


სანამ სხვა კუთხეზე გადავლენ, რასიზმს შეეშვან


ღირსი მოსე შავი (+დაახლ. 400)
28 (10.09) აგვისტო
ღირსი მოსე შავი IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. მოსე შავი თავის ამალათან ერთად მრავალ ბოროტებას სჩადიოდა: იგი დაუნდობლად ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს, მისი სახელის ხსენებაც კი ყველას შიშის ზარსა სცემდა. მომავალმა წმიდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ასეთ უსჯულოებაში, მაგრამ შემდგომ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, სინანულში ჩავარდა, დატოვა ავაზაკთა ბანდა და უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა. იგი დიდხანს ტირილით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში. ბერებს არ სჯეროდათ მისი სინანულის გულწრფელობისა, მაგრამ ყოფილი ბოროტმოქმედი მანამ იხვეწებოდა, ხელი არ მკრათო, სანამ სათხოვარი არ შეუსრულეს. მონასტერში ღირსი მამა იღუმენისა და საძმოს სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა, დასტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსე განმარტოებულ სენაკში დაეყუდა და ლოცვასა და უმკაცრეს მარხვაში ატარებდა დღეებს. ერთხელ წმიდანის სენაკს მისი ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს. ნეტარმა მამამ, რომელსაც უწინდელი ფიზიკური ძალა არ დაჰკარგვოდა, შებოჭა ოთხივე, მონასტერში მიიყვანა და ბერებს ჰკითხა, როგორ მოქცეოდა მათ. ძმებმა უბრძანეს, გაეთავისუფლებინა ტყვეები. ავაზაკებმა როცა შეიტყვეს, რომ თავიანთ ყოფილ წინამძღვართან მოხვდნენ, თავადაც ბერებად აღიკვეცნენ. მოსე შავის სინანულის შესახებ რომ ესმათ, დანარჩენმა ყაჩაღებმაც მიჰბაძეს მას, ხელი აიღეს უსჯულო ცხოვრებაზე და მოშურნე ბერები გახდნენ.

ღირსი მოსე ერთბაშად არ განწმენდილა ვნებათაგან. იგი ხშირად მიდიოდა მონასტრის იღუმენთან, ამბა ისიდორესთან და ეკითხებოდა, როგორ გათავისუფლებულიყო ავხორცი გულისთქმებისაგან. სულიერ ბრძოლაში გამოცდილი ბერი ასწავლიდა, არასდროს დანაყრებულიყო საზრდელით, მუდამ ნახევრად მშიერი ყოფილიყო და უმკაცრესი თავშეკავებით ეცხოვრა. ბილწი დემონი არ ცხრებოდა - სიზმრისეული ოცნებებით აღაგზნებდა ნეტარ მამას, მაშინ ამბა ისიდორემ ურჩია მას, მღვიძარების ღვაწლი ეტვირთა. წმიდა მოსეც დაჰყვა წინამძღვრის კურთხევას და მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. დაუსრულებელმა ბრძოლამ ერთხანს მოწყინებაში ჩააგდო ნეტარი, მაგრამ ბერმა ისიდორემ განამტკიცა მოწაფე: თავისი სენაკის ბანზე აიყვანა და დასავლეთით, ცის კაბადონზე საბრძოლველად განმზადებულ დემონთა მრავალრიცხოვანი მხედრობა აჩვენა. აღმოსავლეთით ანგელოზთა კიდევ უფრო დიდი დასი ჩანდა. ისინიც ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.

ღირსმა მოსემ ახალი ღვაწლი იტვირთა: ღამღამობით მეუდაბნოეთა სენაკებს შემოივლიდა ხოლმე და ბერებს ჭიდან წყალს უზიდავდა. განსაკუთრებით ზრუნავდა მოხუცებზე, რომელთაც შორ მანძილზე სიარული და წყლის ტარება არ შეეძლოთ. ერთხელ ჭის თავზე დახრილმა მოსემ ანაზდად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, მკვდარივით დაეცა ჯურღმულთან და ასე ეგდო გათენებამდე. დილით კი ძმებმა სენაკში გადაიყვანეს. მთელი წლის განმავლობაში ნეტარი განრღვეულივით უძლური იყო და ძალზე იტანჯებოდა. გამომჯობინების შემდეგ მან იღუმენს განუცხადა, რომ კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას. ამბა ისიდორემ აკურთხა იგი და უბრძანა, წმიდა საიდუმლოს ზიარებოდა და სენაკს დაბრუნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა.

ხმა ღირსი მამის ღვაწლის შესახებ შორს გავარდა. მაშინ ქვეყნის მმართველმა მისი ნახვა ისურვა. ეს რომ შეიტყო, მოსემ გადაწყვიტა, დამალვოდა სტუმრებს და სენაკი დატოვა. გზაში იგი შეხვდა მმართველის მსახურებს, რომლებმაც მოსე შავის სენაკი იკითხეს. „არ ღირს მისვლა ამ ცრუ და უღირს ბერთან“, - უპასუხა ნეტარმა. მსახურები დაბრუნდნენ მონასტერში, სადაც მმართველი ელოდათ და მოსაგრის სიტყვები გადასცეს; ძმები კი ბერის გარეგნობის აღწერამ დაარწმუნა, რომ ეს ბერი თავად მოსე იყო.

უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსმა თეთრი სამოსით შემოსა იგი და თქვა: „ახლა ამბა მოსე მთლად თეთრი შეიქნა“. წმიდანმა მიუგო: „მეუფეო, რა განასპეტაკებს კაცს - შინაგანი თუ გარეგანი?“ თავმდაბლობის გამო ნეტარს დიაკვნობის ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა. ერთხელ ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა წმიდანი და ღვთისმსახურებს უბრძანა, საკურთხევლიდან გაეგდოთ იგი, შემდეგ უკან გაჰყოლოდნენ და გაეგოთ, რას იტყოდა.

მღვდელმსახურნი ასეც მოიქცნენ - როცა მოსე საკურთხეველში შევიდა, უთხრეს: „განვედ აქედან, ჰოი, შავო!“ ხელი მოჰკიდეს და უპატიოდ გარეთ გააგდეს. ნეტარმა მამამ საოცარი თავმდაბლობით აიტანა დამცირება და, გამოძევებულმა, ჩაილაპარაკა: „ასეც გხვდება, ქოფაკო!.. ან კი როგორ გაბედე წმიდათა წმიდა ალაგას შესვლა?“ ეს რომ მოახსენეს, ეპისკოპოსმა კვლავ საკურთხეველში შეაყვანინა წმიდანი და ხუცესად აკურთხა. კითხვაზე, რას ფიქრობდი, როცა აქედან გაგაძევეს, შემდეგ კი ისევ დაგაბრუნესო, მან უპასუხა: „თავს ქოფაკს ვადარებდი, რომელიც, თუ გააძევებენ, კუდამოძუებული გაიქცევა, ხოლო თუ უკანვე დაუძახებენ, უმალვე ხალისით მოირბენს!“ მოსე შავი თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა სამღვდელო ხარისხში და სამოცდათხუთმეტი მოწაფე შემოიკრიბა.

როცა ღირს მამას სამოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობითი სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ მიუგო: „მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ“ (მთ. 26.52). წმიდა მამასთან სულ შვიდი ბერი დარჩა, რომელთაგან ერთი ავაზაკების მოახლოებისას დაიმალა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა. ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.



ეს მათთვის, ვისაც შავკანიანი ღვთის რჩეულად ვერ წარმოუდგენია

http://radikal.ru/F/s014.radikal.ru/i329/1102/28/f5641ca46087.jpg.html

ციტატა(sAnDro ★1837 @ Feb 20 2011, 02:31 PM) *

კი კი აფრიკიდან ზუსტად ქვეყანა აღარ მახოვს მაგარამ ხალხი დაიხსნა მონობისაგან და მოსე უწოდეს, თუ არ ვცდები ადრე ისევ აფრიკაში ზუსტად ერთ ქალს შეარქვეს მოსე იმავე მიზეზით smile.gif

blink.gif რაიოო?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 24 2011, 01:36 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ეს მათთვის, ვისაც შავკანიანი ღვთის რჩეულად ვერ წარმოუდგენია

კი ბატონო, მართალი ხარ, არ იცოდა, აქამდე ვერ წარმოედგინა, ეხლა ისწავლის.
მე მაინც მგონია რომ უჭკუობისა და დაუფიქრებლობის გამო წამოცდა..

აქვე დავამატებ, გაუგებრობის თავიდან ასცილებლად: მე არანაირი პრობ. არ მაქ ღვთის რჩეულის წარმოდგენა-ვერწარმოდგენის შესახებ,.. ღვთის ჭურჭელი ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს : )

that's enough ...

***
საოცარია, რამდენი ხანია განიხილავთ და მე ჯერ ეგ ფილმიც არ მაქვს ნანახი, არ დამაინტერესა რატომღაც.

სამაგიეროდ "სოლომონ კეინი" ვნახე და ფუუუჰ, ცუდადაა გადაღებული, თუმცა იდეა გასაგებია sad.gif

ხალხ, ამ სტილის სხვა ფილმები ხომ არ იცით? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 24 2011, 05:41 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 23 2011, 05:03 PM) *

blink.gif რაიოო?

დიახ დიახ იყო ასეთი ისტორიაც ეხლა ვიყავი გასული საბავშვო რა? სად? როდის?-ზე და იქ იყო მასეთი შეკითხვა თუ შეკითხვა ვიშოვე აუცილებლად დავწერ ფორუმზე

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Feb 24 2011, 11:36 PM

ერთი ჩვეულებრივი ფილმი იყო ბევრი სისხლით და ჰოლივუდური გმირბით გაჟღენთილი...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Feb 25 2011, 01:14 AM

ციტატა(ქევანა @ Feb 24 2011, 01:36 PM) *



ხალხ, ამ სტილის სხვა ფილმები ხომ არ იცით? rolleyes.gif

ქეეთ http://vipof.com/7-mirnyy-voin-peaceful-warrior-2006.html

პოსტის ავტორი: kachkachuri თარიღი: Feb 25 2011, 10:33 AM

კინოა უბრალოდ ამ თვალით უნდა შეხედოთ. ქონდა ფული ფანტაზია ვიღაცას და გადაიღო. პლუს დანახარჯიც ამოიღო. ასე რომ კინოა მაგრამ რელიგიური თვალით რომ შეხედო მას სახარება კი არ ქონდ არამედ კათოლიკური ბიბლიის წიგნი. დატვირთვაც სხვა აქვს ამ ფილმს არა მართმადიდებლური. ვინმეს რომ სდომოდა მართმადიდებური კინოს გადაღება გადაიღებდა. ქვეყანა რამეა გადასაღები

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Mar 6 2011, 11:44 PM

http://bin.ge/file/30242/mose-shavi--By-mrevli-ge.mp3.html
წმიდა მოსე შავი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)