"მოვედით, თაყვანი-ვცეთ...", რომელია სწორი ფორმა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მოვედით, თაყვანი-ვცეთ...", რომელია სწორი ფორმა? |
კანონისტი |
Dec 30 2008, 11:38 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ღვთისმსახურებისას და პირად ლოცვებში, განსხვავებული ლოცვების გადასაბმელად, ხშირად გამოიყენება სიტყვები, რომლებიც დავითის ფსალმუნის ერთგვარი პერიფრაზაა. ფსალმუნში წერია:
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩვენისა. ეს, ახალი აღთქმის ეკლესიაში შეიცვალა და დღეს, ქართულ ღვთისმსახურებაში და ლოცვანებში ვისმენთ: მოვედით, თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. კითხვა შემდეგნაირია: რატომ ვტოვებთ პირველ ნაწილში სიტყვას "შეუვრდეთ"? ბერძნულ ორიგინალში ეს სიტყვა არ არის ამოღებული: Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν Χριστώ τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν αυτώ, Χριστώ τω βασιλεί και Θεώ ημών. სლავურ ვერსიაში კი ამოღებულია: Приидите, поклонимся Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Христу, Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Самому Христу, Цареви и Богу нашему. ერთადერთი ქართული ლოცვანი, რომელშიც ეს ფორმა შენარჩუნებულია, არის რუსთავის ეპარქიის გამოცემა, რომლის ტექსტიც შეჯერებულია და ჩასწორებული. სწორი ფორმა უნდა იყოს ქვემოთმოყვანილი და სასურველია, ასევე ვთქვათ იგი პირად ლოცვებსა თუ ღვთისმსახურებაში: მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Dec 30 2008, 05:12 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
რა საინტერესო რამეა და კაციშვილი არაფერს ამბობს
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Dec 30 2008, 05:16 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ჰო, აბა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
athos |
Dec 30 2008, 05:35 PM
პოსტი
#4
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მხევალი ნინო
ციტატა რა საინტერესო რამეა და კაციშვილი არაფერს ამბობს რა უნდა ითქვას? ჩვენი საღვთისმსახურო წიგნები რომ შესასწორებელია, ისედაც ცნობილია. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
Dec 30 2008, 05:56 PM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ეკატერინე
ციტატა ჩვენი საღვთისმსახურო წიგნები რომ შესასწორებელია, ისედაც ცნობილია ანუ, უბრალოდ გამორჩათ და არანაირი სახის დატვირთვა არა აქვს? თუ ესეც რუსულიდან არის კოპი ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
athos |
Dec 30 2008, 06:17 PM
პოსტი
#6
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მხევალი ნინო
ციტატა ანუ, უბრალოდ გამორჩათ და არანაირი სახის დატვირთვა არა აქვს? თუ ესეც რუსულიდან არის კოპი ? თავიდან საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და შესწორება ბერძნულიდან ხდებოდა, მოგვიანებით უკვე რუსულს ადარებდნენ და მისი მიხედვით ხდებოდა შესწორება (სანამ რუსეთს შემადგენლობაში შევიდოდა საქართველო, მანამდეც) -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მნათე |
Dec 30 2008, 07:12 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხო განსაკუთრებით "მეუფების" ადგილებში
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Dec 31 2008, 05:17 PM
პოსტი
#8
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა ხო განსაკუთრებით "მეუფების" ადგილებში დააზუსტეთ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
თამარი_ცქნაფო |
Dec 31 2008, 06:14 PM
პოსტი
#9
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
და სულ მაფიქრებს 127-ე ფსლამუნის ადგილი: ''ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ''... არადა მგონია, ასე უნდა: ''ნაყოფი ნაშრომთა შენთაი შჭამო შენ''. ნეტა ჩემი აკვიატებაა, თუ მართლა გასასწორებელია? სულ მავიწყდება გადამოწმება
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
უჩა |
Dec 31 2008, 06:18 PM
პოსტი
#10
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ვა ძალიან საინტერესოა. აწი მასე ვილოცებ.
გაიხარე. ციტატა ერთადერთი ქართული ლოცვანი, რომელშიც ეს ფორმა შენარჩუნებულია, არის რუსთავის ეპარქიის გამოცემა, რომლის ტექსტიც შეჯერებულია და ჩასწორებული. ეხა რუსთავის ეპარქია სულ სხვაა. მაგ ლოცვანი ვისი შედგენილიცაა მართლა ძალიან ჭკვიანი მამაოა. და ყველაზე კარგად შედგენილი ლოცვანია ჩემი აზრით. მე რეკლამაც რო გავუკეთე. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
კანონისტი |
Dec 31 2008, 07:05 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა და სულ მაფიქრებს 127-ე ფსლამუნის ადგილი: ''ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ''... არადა მგონია, ასე უნდა: ''ნაყოფი ნაშრომთა შენთაი შჭამო შენ''. ნეტა ჩემი აკვიატებაა, თუ მართლა გასასწორებელია? სულ მავიწყდება გადამოწმება ახლავე შევამოწმებ ბერძნულად τούς πόνους των καρπων σου φάγεσαι· ნაშრომნი ნაყოფთა შენთა ჭამო ბრალობით (ანუ პირდ. დამატების) ბრუნვაში არის "ნაშრომი", ხოლო "ნაყოფი" - ნათესაობითში. ანუ, ბერძნულადაც მასეა. ოღონდ "ნაშრომი" მრავლობითშია. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Dec 31 2008, 07:13 PM
პოსტი
#12
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
თამარი_ცქნაფო ახლავე შევამოწმებ ბერძნულად τούς πόνους των καρπων σου φάγεσαι· ნაშრომნი ნაყოფთა შენთა ჭამო ბრალობით (ანუ პირდ. დამატების) ბრუნვაში არის "ნაშრომი", ხოლო "ნაყოფი" - ნათესაობითში. ანუ, ბერძნულადაც მასეა. ოღონდ "ნაშრომი" მრავლობითშია. ვერ ვეგუები, აზრობრივად რაღაც ვერ რა... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
gurami999 |
Jan 8 2009, 11:21 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 8-January 09 წევრი № 6,256 |
მშვიდობა ყველას სშეგეწით შობის დგის მადლი და გილოცვტ ყველას, მე ახალი ვარ.
|
KAIROS |
Jan 9 2009, 12:22 AM
პოსტი
#14
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ნაშრომნი ნაყოფთა შენთა ჭამო ნაყოფთა ნაშრომი რაღაა ნაშრომის ნაყოფი რომ ჭამო გასაგებია, აბა დავტკბეთ რა ხდება სხვაგან: აი ბატონო იტალიური: "mangiate il pan di doglie" ანუ "ჭამეთ ნაყოფი (il pan ან უფრო ზუსტად il pane- პური, საჭმელი, ნაყოფი) ნაშრომის ( doglie ტკივილის, ნაშრომის, ნაწვალების )... "ჭამონ ნაყოფი მოწეული მძიმე შრომისაგან(გარჯა)" არის ინგლისურში: "To eat bread earned by hard toil" თუ არ ვცდები იგივეა გერმანულში um das Brot der Mühsal zu essen პური წვალებისა ( იგივე ნაყოფი ნაშრომთა) ჭამონ და ბოლოს ეს ფრანგულია: mangeant le pain de la douleur: ანუ ჭამონ პური წვალებისა შინაარსობლივად იგივე ( ნაყოფი ნაშრომისა) ანუ ქართულად მართლაც ვერაა გამართული ახალ ქართულად ასეა: "შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ" აქ ის "დოლორ" ანუ წვალება, ტანჯვა არ სჩან, თუმცა იგულისხემა, რადგან ადამს ეთქვა "ოფლითა შენითა ჭამდე პურსა შენსა"... ძველ ქართული ან შეცდომაა ან რთულადაა ნათარგმნი, მე კი უფრო ვფიქრობ რომ ძველ ქართული თარგმანი უბრალოდ სიტყვა-სიტყვით მისდევს ბერძნულს და იკარგება აზრი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
lch |
Apr 7 2009, 12:27 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
რამოდენიმე თვის წინ შევიძინე სახარება ხუცურად, გამოცემულია მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით, დავიწყე კითხვა და ყველგან, ოთხივე სახარებაში სიტყვა "წინასწარმეტყველი" -ში ყველგან ასობგერა "ს" არ არის, არ ვიცი გამორჩენილია, სპეციალურად არის თუ რა... იმავე წიგნში, "საქმე მოციქულთაში" ზემოთ აღნიშნულ სიტყვაში ასობგერა "ს" უკლებლივ ყველგან ფიგურირებს...
და კიდე, ახალ გამოცემული ლოცვანები რამდენიც გადავშალე ყველგან თვალში მომხვდა "მეუფეო ზეჩათაო..." -ში ადგილი "მოვედ ჩვენ შორის, და წმიდა..." ჩემს ლოცვანებში (10-15 წლის წინანდელი გამოცემები) კი ვკითხულობ "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და ..." -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
KAIROS |
Apr 7 2009, 04:25 AM
პოსტი
#16
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეჩა ეგ უბრალოდ დაუდევრობის ბრალია და არ წარმოადგენს საკამათო გრამატიკულ საკითხს -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
damiane80 |
Jul 17 2009, 06:25 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ღვთისმსახურებისას და პირად ლოცვებში, განსხვავებული ლოცვების გადასაბმელად, ხშირად გამოიყენება სიტყვები, რომლებიც დავითის ფსალმუნის ერთგვარი პერიფრაზაა. ფსალმუნში წერია: მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩვენისა. ეს, ახალი აღთქმის ეკლესიაში შეიცვალა და დღეს, ქართულ ღვთისმსახურებაში და ლოცვანებში ვისმენთ: მოვედით, თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. კითხვა შემდეგნაირია: რატომ ვტოვებთ პირველ ნაწილში სიტყვას "შეუვრდეთ"? ბერძნულ ორიგინალში ეს სიტყვა არ არის ამოღებული: Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν Χριστώ τω βασιλεί ημών Θεώ. Δεύτε προσκυνήσωμεν και προσπέσωμεν αυτώ, Χριστώ τω βασιλεί και Θεώ ημών. სლავურ ვერსიაში კი ამოღებულია: Приидите, поклонимся Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Христу, Цареви, нашему Богу. Приидите, поклонимся и припадемъ Самому Христу, Цареви и Богу нашему. ერთადერთი ქართული ლოცვანი, რომელშიც ეს ფორმა შენარჩუნებულია, არის რუსთავის ეპარქიის გამოცემა, რომლის ტექსტიც შეჯერებულია და ჩასწორებული. სწორი ფორმა უნდა იყოს ქვემოთმოყვანილი და სასურველია, ასევე ვთქვათ იგი პირად ლოცვებსა თუ ღვთისმსახურებაში: მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. მართლა ძალიან საინტერესოა, ესე იგი ჩვენ სლავურის გავლენით გვაქვს ის რაც გვაქვს და მე მგონია დროა შევცვალოთ. აქ მემგონი უფრო ფსიქოლოგირი პრობლემაა. ეკლესია როგორც წესი ცვლილებებს ძალიან სიფრთხილით ეკიდება, მაგრამ მე მგონი ეს აშკარად შესაცვლელია (ჩასასწორებელია). ისე არ შეიძლება ვინმე კომპეტენტურსდასაბუთებული წინადადებით მივმართოთ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი