ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში |
მხევალი ნინო |
May 24 2010, 08:22 AM
პოსტი
#41
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა რადგან არის უამრავი ადამიანი მატ შორის სერიოზული თეოლოგები, ვინც ეჭვით უყრებენ მას და არიან ისინი ვინც ღვთაებრიობას აღიარებენ... რატომ? ფიზიკის კანონებს ემორცილება ცეცხლის გარდამოსვლა, პატრიარქები ერთმანეთს ასწავლიდნენ ფოკუსებს ასანტი როგორ შეეტანათ, თუ სასწაულები არ ხდება ამქვეყნად? რომელი საუკუნის თეოლოგები? ადრე როგორი დამოკიდებულება იყო ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ikanosi |
May 24 2010, 08:29 AM
პოსტი
#42
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
მხევალი ნინო
believerma რა დადო ეგ ნახე -------------------- ფარით ან ფარზე
|
მხევალი ნინო |
May 24 2010, 08:35 AM
პოსტი
#43
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ikanosi
ციტატა believerma რა დადო ეგ ნახე ათომა რა უპასუხა ნახე? ანუ, ფოკუსებს უკვე მრავალი საუკუნეა მიყვებიან და ანდერძით რთი მეორეს გადასცემს. ცხადია, ყველა სასწაული ტყუილია ;D სად შეუძლია ღმერთს სასწაულები, დაბერდა საქმე ამ კონკრეტულ სასწაულში კი არაა კანუდოს, არამე, ზოგადად დამოკიდებულებაში. 4 წელია ამ ფორუმზე ხარ, მითხარი ერთი თემა , ერთი პოსტი მაინც, რომელიც რაღაცანირად რომელიმე სასწაულს მაინც იცავდა. ეს მეორე უკიდურესობაა, იმის საწინააღმდეგო, ფანჯარაზე დაცემული მზის სხვისი, რომ ანგელოზად ელანდებათ ხოლმე -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
athos |
May 24 2010, 08:45 AM
პოსტი
#44
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ikanosi
ციტატა believerma რა დადო ეგ ნახე როგორც ჩანს რუსული არ იცი ბელივერმა რაც დადო დიდი ობიექტურობით არ გამოირჩევა. არ უთქვამს იერუსალიმის პატრიარქს ასე, მე რა ინტერვიუც დავდე იქ ცხადად ამბობს რომ ცეცხლის გადმოსვლა სასწაულია. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
May 24 2010, 09:08 AM
პოსტი
#45
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
athos
[ ციტატა როგორც ჩანს რუსული არ იცი მე მგონი არც გუჯამ იცის, რადგან პატრიარქი პირველი წინადადებიდან ბოლომდე, იცავს ამ სასწაულს ვინმე დასწრებია თუ არა ამ სასწაულს? მე როგორც გამიგია ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს, არა მხოლოდ ერთ სანთელზეა ცეცხლი, მთელს ტაძარში ხდება სასწაული. გარდა ამისა, ცეცხლის ბუნება თავიდან განსხვავებულია. ცივია და არ წვავს. კიდევ გავიმეორებ, ცივიაო ამბობენ და არ წვავსო. ერთხელ ერთმა რუსმა ბიჭმა გადაწყვიტა ამ სასაულის საწინააღდეგო ცდები და მახსოვს ცეცხლზე ატარებდა ხელს, აი არ მწვავსო ცივიაო ტქო ვამბობ. ყოველ შემთხვევაში ასე გამიგია. ტაძარშიც რაღაც ცვლილებებია ამდ როს, უშუალოდ ცეცხლი არ გადმოდის თვითონ ტაძარში, მაგრამ ლურჯი ფერის ნატებააო, თუ ალიო. ზუსტად არ მახსოვს და სისულელე და სალაპარაკო რომ არ გავხადო ჩემი პოსტი, მოკლედ ვიტყვი, ტაძარიც რაღაც ხდება ამ დროს. საქმე რაშია იცით? გაუთავებლად სასწაულების უარყოფით, ყველაფერის უარყოფამდე მივალთ. სასწაული ხდება ამქვეყნად და რიი დამტკიცება გსურთ ამის უარყოფით ვერ ვხდები. მართლა ვერა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
სოფი |
May 24 2010, 10:48 AM
პოსტი
#46
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა მე როგორც გამიგია ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს, არა მხოლოდ ერთ სანთელზეა ცეცხლი, მთელს ტაძარში ხდება სასწაული. გარდა ამისა, ცეცხლის ბუნება თავიდან განსხვავებულია. ცივია და არ წვავს. კიდევ გავიმეორებ, ცივიაო ამბობენ და არ წვავსო. +1 არაერთი შემთხვევა მომხდარა,როდესაც იმ დროს ტაძარში მდგომი ადამიანის ხელში თავისით ანთებულა სანთელი. ერთმა მონაზონმა,როდესაც გაიგო ცეცხლი გარდამოვიდაო,სიხარულით სანთელი ზეცაში აისროლა,როცა სანთელი უკან ჩამოვარდა,მას უკვე ღვთაებრივი ცეცხლი ჰქოდა წაკიდებული... ასეა ბატონებო,გინდ დაიჯერეთ,გინდ არა -------------------- "Happiness only real when shared."
|
kinoteli |
May 24 2010, 10:51 AM
პოსტი
#47
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
+1 არაერთი შემთხვევა მომხდარა,როდესაც იმ დროს ტაძარში მდგომი ადამიანის ხელში თავისით ანთებულა სანთელი. ერთმა მონაზონმა,როდესაც გაიგო ცეცხლი გარდამოვიდაო,სიხარულით სანთელი ზეცაში აისროლა,როცა სანთელი უკან ჩამოვარდა,მას უკვე ღვთაებრივი ცეცხლი ჰქოდა წაკიდებული... ასეა ბატონებო,გინდ დაიჯერეთ,გინდ არა არ გეწყინოს.....ზეცაში კი არა მაღლა....არ გეწყინოს კაი?....შეგიძლია შეასწორო -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
სოფი |
May 24 2010, 11:01 AM
პოსტი
#48
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
kinoteli
არა,რა უნდა მეწყინოს,მაგრამ გამაკვირვე... შენ არ გაგიგია ეგეთი გამოთქმა თუნდაც,მაღლა ანუ ზეცაში ავიხედე,ანუ მაგ გაგებით ვიგულისხმე -------------------- "Happiness only real when shared."
|
კანუდოსელი |
May 24 2010, 02:29 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი რატომ? ფიზიკის კანონებს ემორცილება ცეცხლის გარდამოსვლა, პატრიარქები ერთმანეთს ასწავლიდნენ ფოკუსებს ასანტი როგორ შეეტანათ, თუ სასწაულები არ ხდება ამქვეყნად? რომელი საუკუნის თეოლოგები? ადრე როგორი დამოკიდებულება იყო ? არა...არაფერ კონკრეტიკაზე მე არ ვსაუბრობ მე ვთქვი, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ამ ცეცხლისადმი არაერთგვარვანი დამოკიდებულებაა დღესაც და ადამიანებს აქვთ სრული უფლება ეჭვის თვალითაც უყურონ, როდესაც მაღალი იერარქებიც არ ერიდებიან ამ ეჭვის გამოთქმას. საჭიროა ამ საკითხის გამოკვლევა ყველა მხრიდან. მე მაგალითად უსპენსკის ნააზრევი ერთერთ სერიოზულ არგუმენტად მიმაჩნია, თუმცა იქაც არის ე.წ. ბრეშები, რადგან ამავე დროს ვთვლი, რომ სასწაულის ერთერთი ნიშანი ისაა, რომ სომხები მის თაობაზე დუმან - ეს პოზიტიურია და ძლიერი არგუმენტი. იქ რამე ისეთი რომ იყოს, არ მგონია სომხებმა ეს ხელზე არ დაიხვიონ ასევე, მართალია არაა თეორიულად, აკადემიურად განსახილველი არგუმენტი, მაგრამ ფაქტობრივ მასალაში ასევე ფასეულია ისეთი ავტოიტეტის ინფორმაცია, როგორიც კალისტოს უეარია, რომელიც გადმოსცემს მის საუბარს პატრიარქთან და ამბობს, რომ პატრიარქი, მისი პირველი მსახურებისას ელოდებოდა რომ ვიღაც ჩუმად გადააწვდიდა მას სანთებელას, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოხდაო. მე პირადად ფიზიკური "ახსნები" რაც არაერთი დაიდო ბერძნულ სამყაროში ღიმილს მგვრის, რადგან ... ნუ მეზარება ახსნა... არაა არგუმენტირებული მოკლედ რაა... ასეთია ჩემი პოზიცია: მე იქ არ ვყოფილვარ, თუმცა მგონია რომ სასწაულს ადგილი აქვს - მაგრამ ამას არ ვაფანატებ, როგორც "ვაფანატებ" იესოს აღდგომას მაგალითად, თუმცა იქაც არ ვყოფილვარ მე მგონია რომ ერთის მხრივ საჩიროა ამ სასწაულისადმი ინტერესი აკადემიური სასულიერო წრეებიდან (არა აკადემიურიდან ზედმეტიცაა ინტერესი), თუმცა ისიც მესმის რომ ასეთი ინტერესის არქონა მართლმადიდებლობის აღმსარებლობის ჯანმრთელობაზე მიუთითებს - ჩვენ თუნდაც ჭეშმარიტ სასწაულსაც არ ვიმოწმებთ, რადგან უფრო დიდი სასწაული გვაქვს - ქრისტეს აღდგომა. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
May 24 2010, 02:50 PM
პოსტი
#50
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა რადგან უფრო დიდი სასწაული გვაქვს - ქრისტეს აღდგომა. ზაზა, ჩვენ არც კი გვიფიქრია ამ ორი სასწაულის არათუ შედარება, გვერდით დაყენებაც კი. ციტატა მე იქ არ ვყოფილვარ, თუმცა მგონია რომ სასწაულს ადგილი აქვს - მაგრამ ამას არ ვაფანატებ, არ ვიცი როგორ დაგარწმუნო, მაგრამ არ მგონია ვინმე ამას აფანატებდეს, მაგრამ ეს სასწაული ასე ვტქვათ ნუგეშივითაა, რაღაც სიხარულის მომგვრელიცაა. არსებობს ეს სასწაული ზაზა, მოგვცა უფალმა და არტომ ვთქვათ უარი. არასოდეს მინახია, მაგრამ ის რომ ეს სასწაული არსებობს, ამის გაფიქრება აღდგომის წინ რაღაც სიხარულის მომგვრელია. რომ არ არსებობსდეს, არც ამის გარეშე მოვკვდებოდით, მაგრამ მოგვცა უფალმა და რატომ შევხედოთ ყველაფერს სკეპტიკურად? არ მესმის. მოგვცა, მადლობთ. მეტი არაფერი. 10 წლის უკან სულაც არ ვიცოდი ამ სასწაულის არსებობა, მაგრამ ქრისტიანიც ვიყავი და მაის გარეშეც მიყვარდა ქრისტე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
iakob7 |
May 24 2010, 03:30 PM
პოსტი
#51
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 18-June 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 5,117 |
რაღაც სასწაულებზე წავიდა საუბარი და ბევრი ისეთი ხდება რო არ დაიჯერო არ შეიძლება.მე მჯერა რომ ცეცხლი ნამდვილად ღვთიურია. თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში.ეს ნათება ყოველთვის ხდება და რამდენიმე წამის წინ ხდება ცეცხლის გარდამოსვლამდე.ანუ იმის მანიშნებელია რომ წამიწამზე ცეცხლი გადმოვა.
BELIEVER_ის ზემოთ დადებული ვიდეო კიდე რომელიც ცეცხლის გარდამოსვლის უარყოფას ამტკიცებს თითქოს.სრული აფსურდია.მეცნიერები ყველა სასწაულის ახსნას ისე დაიწყებენ რო....არ ღირს მაგაზე საუბარი. უამრავი ფიზიკისკანონი და მოვლენაა რომლებიც ხალხს სასწაულები გონია მარა ისისნი ჩვეულებრივი მოვლენებია. ხოლო ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში ნამდვილი სასწაულია. რომელი მეცნიერი ახსნის ეხლა იმ სასწაულებს რომლებიც აღესრულება. მაგალითად აი ეს: ამაზე იტყვით არააო სასწაული და მზის ნათებააო? აი უყურეთ ბილომდე.ანგელოზების გამოცხადებაა ტაძარში. და კარგათ მოუსმინეთ კიდე იქ მყოფი ხალხის ლაპარაკს.ეს ნამდვილი სასწაულია.ანგელოზები http://www.myvideo.ge/?video_id=169430 -------------------- ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
|
კანუდოსელი |
May 24 2010, 04:11 PM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს...კი, ჩემი მეგობრის მონაყოლიდანაც ვიცი, თან ნამეტანი სკეპტიკოსია და თმაზე მოტარების ეშინოდა - დამწვავსო მაგრამ გაბედა, როცა ძმამ მოისვა თმებზე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
terra |
May 24 2010, 04:28 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
iakob7 არ ვიცი რა მოვლენაა ეს, მაგრამ, ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია. ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს.. და არა მარტო აღდგომის წინა დღეს. მთელი წლის მანძილზეა ეს გამონათებები, რაღაც ინტერვალებით. არის ამაზე დაკვირვებები და ფაქტები. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
izi-bartki |
May 24 2010, 04:45 PM
პოსტი
#54
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
რაღაც სასწაულებზე წავიდა საუბარი და ბევრი ისეთი ხდება რო არ დაიჯერო არ შეიძლება.მე მჯერა რომ ცეცხლი ნამდვილად ღვთიურია. თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში.ეს ნათება ყოველთვის ხდება და რამდენიმე წამის წინ ხდება ცეცხლის გარდამოსვლამდე.ანუ იმის მანიშნებელია რომ წამიწამზე ცეცხლი გადმოვა. BELIEVER_ის ზემოთ დადებული ვიდეო კიდე რომელიც ცეცხლის გარდამოსვლის უარყოფას ამტკიცებს თითქოს.სრული აფსურდია.მეცნიერები ყველა სასწაულის ახსნას ისე დაიწყებენ რო....არ ღირს მაგაზე საუბარი. უამრავი ფიზიკისკანონი და მოვლენაა რომლებიც ხალხს სასწაულები გონია მარა ისისნი ჩვეულებრივი მოვლენებია. ხოლო ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში ნამდვილი სასწაულია. რომელი მეცნიერი ახსნის ეხლა იმ სასწაულებს რომლებიც აღესრულება. მაგალითად აი ეს: ამაზე იტყვით არააო სასწაული და მზის ნათებააო? აი უყურეთ ბილომდე.ანგელოზების გამოცხადებაა ტაძარში. და კარგათ მოუსმინეთ კიდე იქ მყოფი ხალხის ლაპარაკს.ეს ნამდვილი სასწაულია.ანგელოზები http://www.myvideo.ge/?video_id=169430 გადავირიეე!! რა ლამაზია და როგორ დალივლივებენ სამების ხატზე გამოსახულ წითელფრთიან ქერუბიმებს მივამსგავსე -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
newbie |
May 24 2010, 04:53 PM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
სადაც კანუდოსელმა დაიჯერა მე კითხვები აღარ მიჩნდება
|
iakob7 |
May 24 2010, 07:47 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 18-June 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 5,117 |
კანუდოსელი
ციტატა ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს...კი, ჩემი მეგობრის მონაყოლიდანაც ვიცი, თან ნამეტანი სკეპტიკოსია და თმაზე მოტარების ეშინოდა - დამწვავსო მაგრამ გაბედა, როცა ძმამ მოისვა თმებზე izi-bartki ციტატა გადავირიეე!! რა ლამაზია და როგორ დალივლივებენ სამების ხატზე გამოსახულ წითელფრთიან ქერუბიმებს მივამსგავსე ხო ეგრეა ზუსტად.ხატებზე როა გამოსახული ზუსტად ეგრე ეცხადებიან terra ციტატა iakob7არ ვიცი რა მოვლენაა ეს, მაგრამ, ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია. რა მოვლენაა და ანგელოზები არიან ჩემო კარგო -------------------- ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
|
fiore |
May 24 2010, 07:48 PM
პოსტი
#57
|
innocent.. ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 |
ამ ენის ცოდნა არ არის საჭირო. უყურეთ. თქვენი აზრი მაინტერესებს -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
terra |
May 24 2010, 08:20 PM
პოსტი
#58
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
თქვენი აზრი მაინტერესებს ჩემი აზრი არის ეს ======> ქიმიური ხსნარები - ხელთუქმნელი სასწაულის წინააღმდეგ. ტაში terra ანგელოზები არიან ჩემო კარგო შეიძლება უბრალოდ, ზოგადად, ვერიდები მსგავსი მოვლენებისთვის კვალიფიკაციის მინიჭებას. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
fiore |
May 24 2010, 08:22 PM
პოსტი
#59
|
innocent.. ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 |
terra
უფრო ვრცლად არ შეგიძლია? აბე სად ხარ??? შენ თუ მიშველი თორე უკვე ეჭვი მეპარება ყველაფერში!!!! -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
iakob7 |
May 24 2010, 08:26 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 18-June 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 5,117 |
მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე
[b] ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას. ეს არის უდიდესი სასწაული, რომლის მოწმეც ყოველწლიურად ასობით ადამიანია, მათ შორის ჩვენი თანამემამულენიც. ამასთან, საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საღმრთო ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება, როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ძველი სტილით - მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით. ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია. მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა - ამისთვის საგანგებოდ ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ. შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება და აი, ზეციდან მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული სანთლებით გამოდის მორმწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან. ლოდი სადაც ესვენა მაცხოვარის სხეული, სამარხში დაასვენებამდე და სადაც ნელსაცხებლებთან ერთად გაახვიეს ტილოებში. ლოდის ზევით იწვის რვა ჩაუქრობელი ლამპადა. დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი. წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ: ''პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც, - მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს - გრძნობიერად და სულიერად'' წმიდა იოანე დამასკელი წერს: ''პეტრე დადგა საფლავიდან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა'' ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა. 326 წელს იმპერატორ კონსტანტინეს დედა დედოფალმა ელენემ, მოსალოცად წმინდა მიწაზე მდებარე სიწმინდეები მოინახულა. დედოფალმა იქაურ მაცხოვრებლებს სთხოვა, ენახებინათ ადგილი სადაც მაცხოვარის ჯვარი და სხვა სიწმინდეები უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ ადგილას ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. ასევე IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე გადმოედინებოდა. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს. *** უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება. მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის - სიგრძით სულ 207 სანტ-ია, სიგანით - 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: ''ქრისტე აღსდგა'' წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, - ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა [მთ. 27:52] ეს ის დღეა, როდესაც მკვდრებსაც ეხარათ, რომ განსჯილიყვნენ და როგორც ღმერთს ეცოცხლათ სულით [I პეტ. 4:6] მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით - წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული. წინასწარ კუვუკლია საგულდაგულოდ მოწმდება, ადრე თურქ დარაჯთა მიერ, ამჟამად კი - ებრაული პოლიციის მიერ, რის მერეც მუსულმანის მიერ ხდება მისი დალუქვა. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით - ლუქის ან ცვილის ბეჭდით - დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის - ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. მაცხოვრის საფლავი. აქ მართლმადიდებელი პატრიარქი, მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლისათვის, უფალს ევედრება. *** ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება. დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. 10 წუთის შემდეგ კათოლიკონის საკურთხეველში მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები, ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან. ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით. მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემეგ სამგზის - კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ. მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის დროს, მორწმუნეთა თავებზე დაფიქსირებული ნათებანი. პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს - და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს. ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება): - ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს. - მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა. საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში საიდუმლოდ აღანთებს ''გონიერ'' ღვთაებრივ ცეცხლს. - დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი, მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური. XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ, რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას: 'საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ, ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი, უწმინდურებით კი აღივსნენ''. აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა: სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი. შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი, პარტიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ, მაგრამ გაუცრუვდა იმედები - ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო დახშული კარის წინ და აი, იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა. სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს. აქ მოხდა მეორე, არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი: ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გადმოსვლა რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე ტაძრის შესასვლელის წინ და შესძახა: - ''ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!'' ქვის იატაკზე ანვარს არაფერი დაშავებია, ხოლო მისი ფეხის კვალი დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოკვეთეს ანვარს, ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო წმიდა ნათლობა, დაცულია ერთ-ერთ მონასტერში. მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას, სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას. აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა კონფესიის კანდელები დგას. სამლოცველოში შესვლისას პატრიარქი მუხლმოდრეკით მიეახლება მაცხოვრის საფლავს. აი, ამ დროს იწყება ენით აუწერელი, მღელვარე წუთები. იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს ცეცხლის გარდამოსვლას: 'შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემს უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა. მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმინდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან, ხოლო მაცხოვრის საფლავის ეკვდერში ვეღარც კი ვარჩევდი, რა მეჭირა ხელში - ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ძლივს მოჩანდა მოთეთრო საგანი. მაცხოვრის საფლავის მარმარილოს თეთრი ფილა უნდა ყოფილიყო. როდესაც ლოცვანი გადავშალე, გაკვირვებული დავრჩი - გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა... უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა სულ უფრო და უფრო ნათდებოდა. უკვე აშკარად ვხედავდი მის კიდეებს. უცებ დავინახე საუცოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული ''მარგალიტები''. ფილა უკვე ძლიერ ნათელს გამოსცემდა. გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს მარგალიტები, რომლებიც ზეთის წვეთებივით ეკვროდა ერთმანეთს. ბამბიდან რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი. მივუახლოვე სანთელს. პატრუქი დენთივით აბრიალდა, სანთელი აინთო. მისმა ნათებამ აღდგომის სამი ხატი გამოანათა. აქვე დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე. მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა''. როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს. ის ხან კუვუკლიას ეფინება, ხან ელვასავით დაეცემა კედელს. ხალხი ერთად ლოცულობს და ევედრება უფალს, მისი მადლის მიღების ღირსი გახადოს. ცეცხლის გადმოსვლისას მოცისფრო ელვის ნათება კუვუკლიაზე. ელვის ნათება ტაძრის სხვა ნაწილში, კუვუკლიის გვერდით. დააკვირდი ცისფერი ელვის ნათების მიმართულებას: ზევიდან-ქვევით - ფოტო ნათებასთან განსხვავებით ელვის ნათება ცისფერია ვიდრე კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში. მადლი გარდამოედინება, ცეცხლის ზღვა აღდგომის ტაძარს და არემარეს ეფინება. მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, საამო. იგი სრულებით არ წვავს - ეს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანია. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ამ ცეცხლს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნია. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ. ძე ღვთისა ჯერ კიდევ საფლავშია, მისი მოწაფეების გულები მწუხარებითაა სავსე, ჯერ კიდევ არაფერი მეტყველებს მომავალ აღდგომასა და სიხარულზე, უფალი კი უკვე აგზავნის მადლმოსილ ცეცხლს. აგზავნის როგორც ნიშანს უდიდესი მოწყალებისა, როგორც მაცნეს ნეტარი ცხოვრებისა, როგორც მაუწყებელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი გამარჯვებისა. ქართველები ყოველი აღდგომის წინა შაბათს სიხარულით ეგებებოდნენ მაცხოვრის საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლს და არა მარტო ეგებებოდნენ - დიდი ხნის მანძილზე მაცხოვრის საფლავის მეპატრონენი იყვნენ. ეს ფაქტი იმდენად ჩვეულებრივი იყო მათთვის, რომ როდესაც იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ, სვეტიცხოვლის სამხრეთის მხარეს შესასვლელის მარჯვნივ ჩადგეს ქვის პატარა სამლოცველო - მაცხოვრის საფლავის კუვუკლიის ასლი. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა უფლის კვართმა სულიერი ჯაჭვით შეკრა პალესტინა და საქართველო, აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. ამ სიწმინდის გამო იწოდა მცხეთა მეორე იერუსალიმად. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს სამღვდელოებას მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ჩამოაქვს. შარშან იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანება აღდგომის ლიტანიობის დაწყებამდეც კი მოხერხდა. როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი სიონის საკურთხეველში მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია. შუაში ღვთაებრივი ცეცხლის სვეტია აღბეჭდილი დაშვების მომენტში დაშვებული სვეტის მახლობლად: როგორც არკაში მდგარ მსახურს, ისევე ქვევით - მარცხება კუთხეში - მდგართ, თავისით ენთებათ სანთლები. (სხვათა როგორც სანთლები, ასევე ლამპადები ჯერჯერობით არ ანათებენ) http://www.myvideo.ge/?video_id=468378 -------------------- ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 04:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი