სასულიერო პირის, საერო ჩაცმულობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირის, საერო ჩაცმულობა |
თათარაშვილი |
May 21 2008, 03:31 PM
პოსტი
#21
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა აბა შალახოს და ბრეიქდანსს ანაფორით ხომ არ იცეკვებენ? არ არის სახუმარო სერგი თემა გაწმინდეთ ოფებისაგან და დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტებისაგან... ველოდებით კანონას... |
lch |
May 21 2008, 07:37 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
KAIROS
ციტატა იჩ,საქმე აქ იმას არ ეხება ვინმე რას აკეთებს, არამედ იმას ზოგადად რაა წესი, ასე რომ შენი პოსტი უადგილო იყო... ხო, შეიძლება ასეც არის, მაგრამ ფაქტს პირადად შევესწარი ადრე და დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩემში... ციტატა საერო ტანსაცმლის ჩაცმულობა რა პრობლემაა ვერ გავიგე?... აბა შალახოს და ბრეიქდანსს ანაფორით ხომ არ იცეკვებენ? რაა, მღვდელმა ნაცვლად იმისა რომ მარადიულად უფლის ვნებები და მრევლის ცოდვები იგლოვოს, შალახოზე უნდა იკუნტრუშოს? ჩემთვის მაინც მიუღებელია სასულიერო პირი საერო ჩაცმულობაში; ყოველთვის ანაფორა თუ არა კაბა მაინც უნდა ემოსოს ყოველთვის... (ანაფორა მაინც განსაკუთრებული სამოსია და ძირითადათ მსახურებაზეა აუცილებელი)... ისე, წვერიც არ არის დოგმატური აუცილებლობა, მაგრამ ჩვენთან ტრადიციაა წვერის გაშვება ერშიც და ბერშიც, რადგან თვით მაცხოვარი ატარებდა წვერს; და კვართი იყო მაცხოვრის სამოსი... ასე რომ კაბა მგონია აუცილებელია... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
სარდიონ |
May 21 2008, 07:52 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
ადრე , კომუნისტების პირობებში როგორ იყო , არ გვინდა ეხალ მაგაზე საუბარი.
მაგრამ ეხლა ხომ ძალადობითი პროცესი არაა მღვდლად კურთხევა. ანუ ვინც გადაწყვეტს თავის ნებით მღვდლობას, უნდა განეშოროს სიგარეტს, ქეიფ-დროსტარებას და ცეკვებს და მიხედოს ლოცვას. ეს აქსიომაა და არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ჰოდა იმიტომ ვამბობ, ყველაფერს, მათ შორის სამოსს უნდა შეეგუოს , გინდა ოფლად დაიღვაროს აგვისტოში. და დიდება უფალს მე ვისაც ვხედავ ირგვლივ , ყველა ეგრეა, კაცურად ,მაგრად დგანან. ერთი მღვდელი იძახოდა, ძველი, სახელს არ ვამბობ. ეგ კომუნისტების დროს იყო: ამათ ,გონიათ მღვდლის ანაფორას რომ ჩაიცმევენ, ძველებურად შეუძლიათ შეუბერონო. ის კი არ ესმით რომ ეს ანაფორა არის კუბო. კუბოში წვანან და შესაბამისად უნდა იქცეოდნენო. (განმარტება ყოველ შემთხვევისთვის კუბო ნიშნავს:მკვდარი ცოდვისთვის ანუ ამქვეყნიური ვნება-შესაქცევებისგან განშორება) -------------------- KILL YOUR TV !
|
neo |
May 21 2008, 08:00 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
სარდიონ გეთანხმები,
ანაფორის ტარება ღვაწლია და მასზე უარს მღვდელი არ უნდა ამბობდეს, ერთხელ სხვა ქვეყანაში ვიყავი და რამოდენიმეჯერ მარხვა დავარღვიე (ლუდი ქონდათ კარგი), როცა დავბრუნდი მერე მივხვდი რომ არ უნდა მიმეცა ჩემი ტავისათვის ამის უფლება... არ შეიძლება იმის გამო რომ სხვა გარემოში მოხვდი არებულ ღვაწლზე უარი თქვა... იმ მღვდლებს ვკითხოთ ვინც იხდის ხოლმე ანაფორას, - რას ეუბნება სინდისი... -------------------- www.cordesign.ge
|
სარდიონ |
May 21 2008, 08:05 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
neoშენ მკაცრად უდგები მარხვას , ღმერთმა შეგაძლებინოს.
უცხოობაში და მგზავრობაში ალბათ იცი რომ შეღავათები იყო ძველთაგანვე. ისე რაც დაწერე ზემოთ იმასთან დაკავშირებით: ერთი მღვდელი ხშირად დადიოპდა ევროპაში და მე ვკითხე : იქ რო ჩადიხარ რა გაცვია თქო. მან მიპასუხა : ერთხელ შევცდი და საეროში გავედი ქალაქშიო. ცოტა ხანში ტილები დამეხვია, რაც არასოდეს, თან ევროპაში არ დამმართნიაო. მას შემდეგ ანაფორას არ ვიცილებო. -------------------- KILL YOUR TV !
|
მხევალი ნინო |
May 21 2008, 08:35 PM
პოსტი
#26
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
სარდიონ
ციტატა უნდა განეშოროს სიგარეტს რას გადაეკიდეთ ამ სიგარეტს არ ვიცი პირდაპირ. და ნუ უდგენთ სხვას რა უნდა გააკეთოს, უთქვენოდ გაარკვევს. lch ციტატა მღვდელმა ნაცვლად იმისა რომ მარადიულად უფლის ვნებები და მრევლის ცოდვები იგლოვოს, შალახოზე უნდა იკუნტრუშოს? ანუ შენ გინდა, რომ შალახოზე სენ იკუნტრუშო და მღვდელმა შენი ცოდვები იტიროს? ჟელეზნაია ლოგიკა! ნეჩეგო ნე სკაჟიშ! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
სარდიონ |
May 21 2008, 08:43 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
სარდიონ რას გადაეკიდეთ ამ სიგარეტს არ ვიცი პირდაპირ. და ნუ უდგენთ სხვას რა უნდა გააკეთოს, უთქვენოდ გაარკვევს. მე არ ვუდგენ, ქრისტემ დაუდგინა, არა მარტო მღვდელს არამედ ყველას , ვისაც უნდა მის შემდგომად მისვლა. მაგრამ მღვდელი ერისკაცისგან მე მგონი რაღაცით განსხვავდება, ესე არაა? -------------------- KILL YOUR TV !
|
KAIROS |
May 21 2008, 09:52 PM
პოსტი
#28
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ქრისტემ დაუდგინა სიგარეტი არ მოწიოთო? მაგაზე არის თამბაქოს თემა და იქ ვარკვიოთ, აქ კი: ციტატა უნდა დაიცვან ოქროს შუალედი, არც ისე უნდა მოხდეს, რომ უპატივცემულობა გამოვხატოთ მოძღვრების მიმართ, ვინც სხვადასხვა და ძალიან ბევრი დეტალების გამო, დროებით განმოსილია და არც ისე უნდა მოხდეს, რომ განმოსილება წესად იქცეს... კტოტა პროტივ? იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
nana_007 |
May 21 2008, 09:56 PM
პოსტი
#29
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
ახალგაზრდებო და კაი ხალხო რატომ ურევთ ერთმანეთში უცხოეთში რამდენიმე დღით ჩასულ სასულირო პირების სიტუაციას აქ მუდმივად მყოფების შემთხვევებში , გაუგებარია, როცა არ იცით რა ხდება აქ (ამ შ-ში გერმანია მაგალითად). ტაძრამდე მისვლა და მერე სახლში დაბრუნება არანაირი პრობლემა არაა კაბით, მაგრამ აქ არ არის დაშვებული, თუნდაც კანონი არ კრძალავს, მაგრამ აფრთხილებს, არსებული მრავალჯერადი ინციდენტების გამო, რასაც ექსტრემიზმი ქვია. აქაური სასულიერო პირი მარტო ეკლესიაში კი არ დადის, ცხოვრობს ჩვეულებრივ ,მიდის მაღაზიაში, პროფილაკტიკაში, ექიმთან და ა.შ. ამიტომ ვიღაც იდიოტის შეხვედრა მეტად ალბათურია. მამაპეტრე ვახსენე ზედა პოსტში , იმას ეცვა კაბა აქ რომ იყო ჩემთან და იცით რამდენი შემთხვევა იყო ქუჩაში გამოკიდების, გამასხარავების,გინების? ალბანელებმა ნაყინები ესროლეს, თავს ესხმოდნენ, ძლივს მოვიგერიეთ! იტყვით ალბათ, ეს ღვაწლია, მაგრამ უაზრობით და ძალით გამოწვეულ დამცირებას ან ვინმეს რომ გცემს სხვა თუ არაფერი (თუ არ შემოაკვდი) არა მგონია ღვაწლი ერქვას. რაც შეეხება სიცხის ატანას, რა გგონიათ,ახლა თუ ვინმე სასულიერო ქუჩაში საერო ტანსაცმლით გამოდის ისინი ჯინსებში ან შორტებში ჩაზმანულები დადიან? არანაირად, აცვიათ "საპოგები", შავი ფერის ხალათი , შავი ფერის შარვალი.
აგერ გუშინწინ გაასამართლეს ერთი არაბი , რომელმაც ებრაელ რაბინს ქუჩაში დანა დაარტყა, იმის გამო რომ სასულიერო სამოსი ეცვა. ამიტომ გთხოვთ, ნუ იტყვით ასე ხელაღებით რაიმეს, კონკრეტული მაგალითები და "გულავი" სხვა საქმეა, ხოდა ყველაფერს ნუ გააიგივებთ, მოტივსაც დაუკვირდით. პ.ს. დიდი, ხალხმრავალი დღესასწაულების დროს კი ეკლესიასთან პოლიციის პატრული დგას , იმედია გამოიცნობთ რატომ... -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
nana_007 |
May 21 2008, 10:09 PM
პოსტი
#30
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
პ.ს. ხო დამავიწყდა, იერარქები მუდამ ატარებენ კაბას, მაგრამ მათი ყოველდღიურობა განსხვავდება ჩვეულებრივი მღვდელის , დეკანოზის ყოველდღიურობისაგან, ეპისკოპოსები ცხოვრობენ რეზიდენციაში, რომელიც დაცულია და ასევე მოძრაობენ დაცვით და ძირითადად ავტომობილებით.
მღვდელებს კი აქვთ კურთხევა მათი მოძღვრებისგან, რომ შეუძლიათ ეკლესიის გარეთ კაბა გაიხადონ (აქ მხოლოდ და არა სამშობლოში!) -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
lch |
May 21 2008, 10:13 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მხევალი ნინო
ციტატა ანუ შენ გინდა, რომ შალახოზე სენ იკუნტრუშო და მღვდელმა შენი ცოდვები იტიროს? არა რა თქმა უნდა, მონანულმა უპირველესად თავად უნდა იტიროს და იგლოვოს თავისი შეცოდებანი; მეც ასევე განვიცდი ჩემს წილ ცოდვებს... ასევე, მოძღვარსაც უნდა სტკიოდეს თავისი სულიერი შვილების შეცოდებანი და იღვაწოს მათი სულებისთვის, სხვანაირად ვერ შეირაცხება "სიტყვიერთა ცხოვართა მწყემსად"... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
sergi_glaxa |
May 22 2008, 11:15 AM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მხევალი ნინო
ანუ შენ გინდა, რომ შალახოზე სენ იკუნტრუშო და მღვდელმა შენი ცოდვები იტიროს? ჟელეზნაია ლოგიკა! ნეჩეგო ნე სკაჟიშ! კანუდოსასი არ იყოს: დაგლიჯაააა გეთანხმები მე არ ვუდგენ, ქრისტემ დაუდგინა, არა მარტო მღვდელს არამედ ყველას , ვისაც უნდა მის შემდგომად მისვლა. მაგრამ მღვდელი ერისკაცისგან მე მგონი რაღაცით განსხვავდება, ესე არაა? ისე სიგარეტი ნამდვილად არ უხდება სასულიერო პირს, მაგრამ საიდან იცი რომ ქრისტემ დაუდგინა ვინმეს სიგარეტი არ მოწიოსო? მაშინ არც კოკა კოლა დალიოს, ჯანმრთელობას ისიც ვნებს? არა? |
კანუდოსელი |
May 22 2008, 11:51 AM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ციტატა ზოგიერთ პასტორს კი რომ სეხედავ ვერ მიხვდები ვინ არის: ბიზნესმენი, მაფიოზი თუ ღვთისმსახური... ამიტომ აჯობებს, თუ ნამეტანი მკაცრად არა, ზოგადად მაინც დაიცვა "უნიფორმის წესი"...უნიფორმა უნდა გამოარჩევდეს ადამიანს სხვებისგან...ეს მისიისთვისაც კარგია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
lch |
May 22 2008, 01:25 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
sergi_glaxa
ციტატა ისე სიგარეტი ნამდვილად არ უხდება სასულიერო პირს, მაგრამ საიდან იცი რომ ქრისტემ დაუდგინა ვინმეს სიგარეტი არ მოწიოსო? მაშინ არც კოკა კოლა დალიოს, ჯანმრთელობას ისიც ვნებს? არა? ასეთი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ქრისტემ მხოლოდ 10 მცნება დაგვიდგინა და მორჩა... და კოკა-კოლას და სიგარეტს (ნიკოტინს) ადარებ ერთმანეთს? კოკა-კოლა დამოკიდებულებას მაინც არ იწვევ, ნიკოტინი კი იწვევს - ნიკოტინომანია ვითარდება, ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული, ეს კი უკვე თავისთავად არის ცოდვა ... (თავი რომ დავანებოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენებას, რაც თვითმკვლელობასთან გაიგივდება)... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
სარდიონ |
May 22 2008, 02:30 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
ვისაც სიგარეტის ცოდვილიანობაში ეჭვი ეპარება, მე გავაგზავნიდი ამერიკის კიბოს ასოციაციის საიტზე (ინგლისურენოვანი), თუმცა ინფორმაციე ნებისმიერ ენაზე მოიპოვება.
http://www.cancer.org/docroot/PED/ped_10_1.asp ისე ხალხო რა გჭირთ, ტელევიზორს ბევრს ხომ არ უყურებთ? -------------------- KILL YOUR TV !
|
KAIROS |
May 22 2008, 02:33 PM
პოსტი
#36
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სიგარეტის ცოდვილიანობაში ეჭვი ეპარება, მე გავაგზავნიდი ამერიკის კიბოს ასოციაციის კაცო, ეგ ცოდვილიანობს კი არა მავნებლიანობის შესახებაა, მაგას ვინ უარყოფს? უბრალოდ მისტიური ამუნიებით არ შემოსოთ, თორემ მავნე რომაა და საზიზღრობა მაგას რათ უნდა ზედმეტი მტკიცება, დიდება ღმერთს არც კი ვიცი რაა კოკა-კოლის და სიგარეტის შედარება მართლა არ შეიძლება, მთლად მასეც ნუ გააბრალოებთ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
May 22 2008, 02:33 PM
პოსტი
#37
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ვისაც სიგარეტის ცოდვილიანობაში ეჭვი ეპარება, მე გავაგზავნიდი ამერიკის კიბოს ასოციაციის საიტზე (ინგლისურენოვანი), თუმცა ინფორმაციე ნებისმიერ ენაზე მოიპოვება. http://www.cancer.org/docroot/PED/ped_10_1.asp ისე ხალხო რა გჭირთ, ტელევიზორს ბევრს ხომ არ უყურებთ? სიგარეტზე სულ სხვა თემა გვაქვს! ეს თემა არ ეხება სიგარეტს! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
სარდიონ |
May 22 2008, 02:36 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
KAIROS
კარგია თუ არ იცი, მიხარია. მისტიკა არაფერ შუაშია. ცოდვაა, ორგანიზმის დამანგრეველი ნივთიერებების მიღება ფიზიკური სიამოვნების მისაღებად. რაც აგრეთვე მონურ დამოკიდებულებაში გადადის. განა ძნელი გასაგებია? მხევალი ნინო მეტს აღარ ვიზამ. -------------------- KILL YOUR TV !
|
KAIROS |
May 22 2008, 03:03 PM
პოსტი
#39
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ცოდვაა, ორგანიზმის დამანგრეველი ნივთიერებების მიღება ფიზიკური სიამოვნების მისაღებად. რაც აგრეთვე მონურ დამოკიდებულებაში გადადის. განა ძნელი გასაგებია? ასე ვერ განსაზღვრავ, რადგან გვყავს ბევრი წმიდანები რომლებიც ეწეოდნენ, ანუ ეს იყო მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, რადგანაც შეუძლებელია ცოდვა წმიდანს ჩვევად ქონდეს, ამიტომ ასეთ განსაზვრას ვერიდებით, არამედ მხოლოდ მავნე ჩვევის სახელს ვაძლევთ... თუმცა თქვა ნინომ არის მაგის სხვა თემა და რასაც შენ წერ ეგ დიდი ხანია დაწერილი და პასუხგაცემულია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
სარდიონ |
May 22 2008, 03:59 PM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
ამიტომ ასეთ განსაზვრას ვერიდებით, არამედ მხოლოდ მავნე ჩვევის სახელს ვაძლევთ... თუმცა თქვა ნინომ არის მაგის სხვა თემა და რასაც შენ წერ ეგ დიდი ხანია დაწერილი და პასუხგაცემულია... ამ განსაზღვრას ვინ აძლევს, ფორუმის საბჭო? ის ლინქი მინდა , თუ შეილებოდეს, სადაც ამ თემაზე მიდის საუბარი. -------------------- KILL YOUR TV !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 09:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი