IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მდიდარისა და ლაზარეს იგავი
†სერგი†
პოსტი Aug 19 2013, 08:02 PM
პოსტი #1


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



იგავის ადრესატი

„მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“იგავში გადმოცემული ამბავი იწყება ეპიზოდებით ამქვეყნიური ყოველდღიურობიდან და მთავრდება იმქვეყნიური წიაღის წარმოჩენით. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჩვეულებისამებრ ცდილობს, მიწიერი ამბით შეგვამეცნებინოს ზეციური.

განმმარტებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ უფალი ამ იგავს უამბობს ფარისევლებს მას შემდეგ, რაც თავის მოწაფეებს მოუყვა იგავი „ორგულ მნეზე“[2]. წმიდა ლუკა მახარებელი აღნიშნავს, რომ იგავები და მას მოდევნებული შეგონებები მოისმინეს ფარისევლებმაც და რადგანაც ვერ გულისხმაჰყვეს, შეურაცხ-ჰყოფდეს მას.[3] უფალი იგავის საშუალებით წარმოაჩენს ფარისეველთა დამოკიდებულებას სიმდიდრისადმი, ამჟღავნებს მათ მიჯაჭვულობას ქონებისადმი, განცხრომისადმი და უზრონველობისადმი. ამხელს მათ ფარისევლურ დამოკიდებულებას გვერდით მყოფისადმი და მათ შეუდრეკელ მყოფობას ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაში. უფალი ცდილობს ცოდვებზე მითითებით აღძრას მათში სინანული და ჭვრეტს რა მათ გაქვავებულ გულებს, უქადაგებს საუკუნო ტანჯვისა და საუკუნო ნეტარების შესახებ.

იგავი ფარისევლების მიმართ თქმულა, მაგრამ აგერ უკვე 21 საუკუნის განმავლობაში ავსებს მორწმუნეების გულებს და განამტკიცებს მათ მომავალი ცხოვრებისათვის. საკითხავი კი მხოლოდ ერთია: ვხედავთ კი ხსენებულ მდიდარში საკუთარ თავს და ვცდილობთ კი მივბაძოთ ლაზარეს და მის უდრტვინველ მოთმინებას?

სანამ დასმულ კითხვას და კიდევ სხვა მრავალს პასუხს მოვუძებნიდეთ მამათა შრომებში, მანამდე განვიხილოთ კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რომელიც იგავის დასაწყისშივე იჩენს ხოლმე თავს: თქმული, იგავია თუ ნამდვილი ამბავი?

იგავი თუ ნამდვილი ამბავი?

პირველი ქრისტიანი მამები (ირინეოსი, ტერტულიანე) „მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“ იგავს არ აკუთვნებდნენ უფლისმიერ იგავთა რიცხვს და მას ნამდვილ ამბად მიიჩნევდნენ.[4] დღევანდელობაშიც არიან მამები, რომელნიც ამბობენ რომ უფლის მიერ თქმული არა იგავია, არამედ ნამდვილი ამბავი. ამის პასუხად ადვილი იქნებოდა მამათა სწავლებების მოხმობა (და მოვიხმობთ კიდეც ქვემოთ), მაგრამ საქმე სხვაგვარად არის. მტკიცება იმისა, რომ უფლის მიერ მოთხრობილი ნამდვილი ამბავია, აძლევთ საშუალებას გამოთქვან მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთში იყო (და არის) ადგილი სადაც მიდიოდნენ მართალთა სულები და არ კი იტანჯებოდნენ. ერთ-ერთ ბროშურაში სათაურით „ცხონების შესახებ“ დასმულია ასეთი კითხვა: „თუ არის პრეცენდენტი იმისა, რომ ჯოჯოხეთში იყოს ადამიანი და არ იტანჯებოდეს? შეიძლება თუ არა დაუტანჯაობისა და სასუფეველში ვერ შესვლის მორიგება ისე, რომ არ გაუქმდეს საუფლო განჩინება – უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა?[5] პასუხად კი მოთხრობილია იგავი მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ, როგორც ჩანს ავტორი აყალიბებს აზრს რომ უფლის მიერ ნაამბობ იგავში მოქმედება ჯოჯოხეთში მიმდინარეობს, სადაც უტანჯველ და ნუგეშიან ადგილზე იმყოფებიან აბრაამი და მდიდარი. ასეთივე აზრს ავითარებს ჩვენი თანამედროვე არქიმანდრიტი, რომელიც წერს: „თუკი ლაზარეს და მდიდრის იგავის მხიედვით ვიმსჯელებთ, ჯოჯოხეთში ისეთი ადგილიც კი არსებობდა, სადაც სულები ოდნავ, მაგრამ მაინც იშვებდნენ და, მიუხედავად ამისა, ეს ადგილიც ჯოჯოხეთი იყო“.[6]

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სწავლება არსობრივად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ამ იგავთან და აბრაამის წიაღთან დაკავშირებით.

აბრაამის წიაღს ქვემოთ ცალკე თავს მივუძღვნით, ახლა კი განვიხილოთ რა იყო და არის მიზეზი ასე ფიქრისა, ძველი და თანამედროვე მამებისა.

იოსებ ფლავიუსი, ქრისტეს შობიდან I საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი, იგავთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ უფალი გვიყვება ანა პირველმღვდელმთავრის ოჯახზე, სადაც ხუთი ძმა იზრდებოდა. ისტორიკოსის თქმით, ეს იყო უმდიდრესი ოჯახი, რომლის წევრები იყვნენ ურწმუნონი… ფლავიუსი იგავში ნახსენებ მდიდარში ასევე განჭვრეტს, ანას სიძეს, კაიაფა მღვდელმთავარსაც.[7] ყოველივე აქედან გამომდინარე განმმარტებელი მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეუძლებელია თვალში არ გვეცეს ის გარემოება, რომ ამ იგავით უფალმა იესო ქრისტემ თავისი მომავალი განმსჯელი მღვდელმთავარი განიკითხა ჯერ კიდევ დიადი დღის დადგომამდე.[8]

ვნახოთ, რას ამბობენ წმიდა მამები ამ ყოველივესთან დაკავშირებით:

წმ. ფოტი პატრიარქი იმოწმებს ევლოგი ალექსანდრიელს, რომელიც ამბობს: „იგავი (ἡ παραβολή ) ამხელს უგულქვავეს მდიდარს, რომლის კარიბჭესთანაც ლაზარე ეგდო“.[9]

პროკოფი ღაზელი აღნიშნავს: „ამას ცხადყოფს, აგრეთვე, იგავი (παραβολή, ლათ. parabola) იმ მდიდრის შესახებ, რომელმაც აბრაამის წიაღში იხილა ლაზარე“[10]

იგავს ანუ პარაბოლას უწოდებენ აღნიშნულ თხრობას წმ. იოანე ოქროპირი, წმ.თეოდორიტე კვირელი და სხვა მამები. საყურადღებოა წმიდა კირილე ალექსანდრიელის ერთი სწავლება, რაც მან წარმოადგინა ანთროპომორფისტთა სახელით ცნობილი ერეტიკოსების მიერ გავრცელებული იმ ცრუსწავლების უარსაყოფად, თითქოს მდიდრისა და ლაზარეს ამბავი დასრულებული სინამდვილეა (და არა იგავი) და თითქოს მდიდარსაც და ლაზარესაც უკვე მიცემული აქვთ საბოლოო საუფლო მისაგებელი. წმ. კირილე, კერძოდ, გვმოძღვრავს: „საღვთო წერილი ამბობს, რომ განკითხვა იქნება მკვდართა აღდგინების შემდეგ, ხოლო აღდგინება ისე არ იქნება, თუ კვლავ არ მოვა ციდან ქრისტე მამისეულ დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად… ამიტომ, რადგან ჯერ არ ჩამოსულა ციდან ყოველთა მსაჯული, არც მკვდართა აღდგომა მომხდარა. მაშ, როგორღა არაა უსაფუძვლო იმის ფიქრი, რომ ვიღაცეებზე უკვე არსრულდა უკეთურ თუ კეთილ საქმეთა მისაგებელი? შესაბამისად, რაც ქრისტეს მიერ ითქვა მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, ესაა იგავის გვარი (παραβολῆς τρόπος; ლათ. similitudinis ratio) , ხელოვნად განსახოვნებული (ἀστείως ἐσχηματισμένος; ლათ. eleganter expressa) . როგორც ებრაელთა გადმოცემა ამბობს… იმ დროს იერუსალემში არსებობდა ვიღაც ლაზარე, რომელიც ავადმყოფობდა უკიდურეს სიგლახაკესა და უძლურებაში… რომელსაც უფალი ნიმუშად იღებს (εἰς παράδειγμα λαμβάνοντα; ლათ. in exemplum proponens) , რათა უფრო აშკარათ გააცხადოს სათქმელი. ასე რომ, რადგან ჯერ არ მოსულა ყოველთა მაცხოვარი და არც არავისთვის განუკუთვნებია მისაგებელი, ამიტომ, იგავით როგორც ხატით, აღწერილია (ὡς ἐν εἰκόνι τῇ παραβολῇ γέγραπταὶ; ლათ. veluti in imagine per parapolam descriptur) , ერთი მხრივ, მდიდარი, რომელიც განცხრომაშია და უმოწყალო, მეორე მხრივ კი – ღარიბი, რომელიც უძლურებაშია, რათა იცოდნენ მათ, რომლებსაც სიმდიდრე აქვთ ამქვეყნად, რომ თუ ისინი არ მოისურვებენ იყონ გულკეთილნი და შეეწიონ ღარიბებს, საშინელ და გარდაუვალ მსჯავრს მიეცემიან.[11]

როგორც ვხედავთ, თხრობა მდიდრისა და ლაზარეს შესახებ არის „იგავი“, „ნიმუში“, „ხატი“, რაც არსებითად სამომავლოს გვამცნობს და არავითარ შემთხვევაში არ არის ნამდვილი ამბავი.

მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს სახეები იგავში

(მოკლე მიმოხილვა)

ამაზე ბევრი თქმულა მამათა მიერ ჩვენდა დასამოძღვრად, ამიტომ აქ მოკლედ მიმოვიხილავთ იმ დაპირისპირებებს რასაც მაცხოვარი ჩუენი წარმოგვიდგენს იგავში და რასაც ჩვენ გარშემოც ხშირად ვხედავთ ყოველდღიურობაში.

იგავში არ ჩანს საიდან აქვს მდიდარს მოპოვებული ქონება, უკეთურებით დააგროვა მან საგანძური თუ არა, არც ის სჩანს, რომ თავისი შრომით ჰქონდეს მოპოვებული, არამედ უბრალოდ „კაცი ვინმე იყო მდიდარი“. წმიდა მამათა სწავლებით ადამიანს სიმდიდრე ებოძება ღვთისაგან და მისი საზრუნავი ამ სიმდიდრის კარგად განკარგვა უნდა იყოს, რაც გლახაკთა მიმართ მზრუნველობაში უნდა გამოიხატოს. ხსენებული მდიდარი კი საერთოდ არც კი ფიქრობს ვინმეს დახმარებაზე, არამედ ყოველ დღეს ჭამა-სმაში ატარებს და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, არც გლახაკი და არც ღვთის სამართალი, ძვირფასადაც იმოსება იმ პერიოდისათვის არსებულს საუკეთესოს იცვამს. მის უდარდელობაზე და უგუნურებაზე თუ როგორ მივიდა იგი ამ მდგომარეობამდე, თუ რამ გადააწყვეტინა ასე ცხოვრება, წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ბრძანებს: „მისმა უმეცრებამ და განყვნილებამ! ჭამისა და სმისა და ლხინის სიყვარულმან!“.[12] გლახაკ ლაზარეს რაც შეეხება, ის ერთი უბრალო უქონელი კაცია, რომელიც მდიდრის კართან წამოწოლილა და არც ოცნებობს მდიდარმა რამე გაიმეტოს მისთვის, არამედ მისი სუფრის მონარჩენიდან თუ მაინც შეხვდება რაიმე ამითაც კმაყოფილი იქნება და შიმშილის გრძნობას მოიკლავს, ის იმ დონის უპოვარებაშია, რომ დაწყლულებულ სხეულს ძაღლები ულოკავენ, მას კი არ ძალუძს მოიგერიოს და ასე უბრალოდ, უდრტვინველად იტანს ყოველივეს და წევს მდიდრის კართან. აღსანიშნავია, რომ უფალი არ ახსენებს მდიდარის სახელს, გლახაკისას კი ახსენებს და ამით გვამცნობს მის აღმატებულებაზე, გვამცნობს სახელს, რომელიც, გავა ხანი და ცოცხალთა წიგნში ჩაიწერება, სული კი უფალთან სასუფეველში განისვენებს, მამათა მიერ აბრაამის წიაღად წოდებულში.

გარდაცვალება

(ასევე თანამედროვე „შიკვდილისშემდგომ“ გამოცდილებათა მიმოხილვა და სხვადასხვა სწავლება სულის სიკვდილისშემდგომი მყოფობის შესახებ)

სანამ ლაზარესა და მდიდრის გარდაცვალებაზე ვიტყოდეთ რამეს, მანამდე მოკლედ შევეხოთ დღევანდელობაში არსებულ ცრუსწავლებებს სიკვდილისშემდგომი სულის მდგომარეობის შესახებ. სახარების ნათლით ჩამოვგლიჯოთ ნიღაბი დღეს გაბატონებულ ცრუ მოძღვრებებს.

მღვდელ-მონაზონ სერაფიმე როუზს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს მიძღვნილი წიგნი „სული გარდაცვალების შემდეგ“, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევები და გამოკითხვები, რომელნიც ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რა მდგომარეობაში იმყოფება სული სხეულიდან გასვლის შემდეგ, ისინი ძირითადად მიმართავდნენ ე.წ. „კლინიკური სიკვდილის“ განმცდელ და გამომვლელ პიროვნებებს, იწერდნენ მათ მონაყოლს და ადარებდნენ ერთმანეთს. ასევე დოქტორი მუდი საკუთარ თავზე ატარებდა სხვადასხვა ოკულტური წარმოშობის ცდებს „ასტრალში“ გასასვლელად. საინტერესოა, რომ ზემო ხსენებული პიროვნებები ჰყვებოდნენ თუ როგორ წარმოუდგათ მათ მანათობელი არსება (წრე), რომელიც ესაუბრებოდა მათ, არ იშურებდა „იუმორსაც“ და რაც ყველაზე მთავარია ყოველი მათგანი ამბობდა, რომ მასთან კარგად გრძნობდა თავს და სურდა უკან დაბრუნება.

ზოგნი თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს და ნათესავებს ხედავდნენ, ზოგიც სხვადასხვანაირად ხატავდნენ იმ ადგილებს სადაც იმყოფებოდნენ ამ დროის განმავლობაში.[13]

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არცერთი მათგანი არ ამბობდა არაფერს ტანჯვის შესახებ, არამედ სიკვდილს ნეტარებადაც კი რაცხდნენ, რადგან თავიანთი ცრუ წარმოდგენებით სჯეროდათ, რომ ყოველი იმ ქვეყნად წასული სული გარკვეულწილად ნეტარებაში იქნება და თავგამოდებით ამტკიცებდნენ – იქ არავითარი ტანჯვა არ არის!

უგუნურნო, ხორცშესხმულ ღმრთის სიტყვას უსმინეთ: „მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა…“[14]

საინტერესოა დღევანდელობაში არსებული მეორე შეხედულებაც, რომლის გავრცელებასაც ასე ლამობენ ე.წ. „რასელისტები“. ისინი ამბობენ, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ კვდება მისი სულიც და მეორედ მოსვლისას მას ღმერთი აღადგენს. თითქოს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ საერთო მაინც ერთი აქვთ: არაფრით ჩამოუვარდებიან ერთმანეთს სიცრუეში!!!

უგუნურნო, წმიდა ეფრემს უსმინეთ: „არა შორს არიან ჩუენგან წმიდანი იგი [მამანი], რამეთუ სულითა მარადის ჩუენ თანა არიან“[15] და თუ არ იკმართ მაშ ვნახოდ რას გვეუბნევა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის იგავში, რას გვასწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.[16]

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანის გაედაცვალებისას, მისი სული გამოეყოფა სხეულს, გაივლის საზვერეებს და წარსდგება პირად სამსჯავროზე, სადაც უფალი განუკუთვნებს მას ადგილს სასუფეველსა ან ჯოჯოხეთში მეორედ მოსვლამდე. მამათა ცხოვრებაში ხშირათაა მოთხრობილი თუ როგორ გადიან წმიდა კაცთა სულები საზვერეების გვერდის ავლით (წმ. სისოი დიდი) და პირდაპირ უფალთან მკვიდრდებიან, ასევე ბოროტ ადამიანთა სულნი პირდაპირ ჯოჯოხეთად დაეშვებიან.

უფალი გარდაცვალების შესახებ ამ სწავლებას ნათლად წარმოგვიჩენს მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს იგავით. ლაზარე გარდაიცვალა და უფლის ანგელოზთა მიერ მიყვანებულ იქნა „წიაღთა აბრაჰამისათა“ ანუ სასუფეველში, მდიდარიც გარდაიცვალა და „ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა“. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ უფლის ის უდიდესი გულმოწყალება, რომელიც მდიდრის მიმართ გამოიჩინა. ჯერ გარდაიცვალა ლაზარე და უფლის მადლით ცხონდა, ხოლო მდიდარს კიდევ მიეცა დრო და მიზეზი (ლაზარეს გარდაცვალება) თუნდაც წამით დაფიქრებულიყო სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე, მაგრამ არ ისურვა, გააგრძელა ჩვეული ცხოვრება და როგორც ყოველი დაბადებული ისიც მოკვდა. აქაც უნდა აღინიშნოს უფლის განუსაზღვრელი სიყვარული, ნახა რა, რომ არ ფიქრობდა და არ სურდა მოქცევა მდიდარს, უფალმა გაიყვანა იგი ამა სოფლიდან, რათა უფრო არ წარეწყმიდა თავისი სული და მეტ სატანჯველს არ მისცემოდა. ხშირად ისმება კითხვა: რატომ უწოდებს უფალი სასუფეველს „აბრაამის წიაღს“, მამათა აზრით, ებრაელთათვის და იქ მდგომთათვის ვინც ამ იგავს ისმენდა, განსვენებისა და ნეტარების ადგილად სწორედ აბრაამის წიაღი ითვლებოდა გამოსყიდვამდე. ასევე სათქმელია ისიც თუ რისთვის ცხონდა ლაზარე? მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: „ერთიანად დაჩირქებულ-დაწყლულებული ჰქონდა სხეული, მსგავსად კეთროვანისა. მიუხედავად ასეთი მძიმე სატანჯველისა, მის სახეზე არ ჩანდა დამწუხრების, სასოწარკვეთის კვალი თავისი ამგვარი მძიმე ხვედრის გამო, და არც შური სხვათა კეთილი ხვედრის მიმართ; მის ბაგეთაგან არ გაისმის სულ მცირე უკმაყოფილება და დრტვინვაც კი, უმცირესი დაჩივლებაც კი ადამიანთა სისასტიკის გამო; იგი ღმერთის ხელს შიგრძნობს საკუთარ თავზე დამდაბლად ემოღცილება მისი მარჯვენის ზემოქმედებას; თავის წინაშე იგი მარადიულობას ხედავს… დავერაფერი შეარყევს მისი სულის სიმტკიცეს.[17] აი ღვაწლი ლაზარესი, იგი მინდობილია უფალს და მოთმინებით ზიდავს თავის ჯვარს.

აბრაამის წიაღი

ამჯერად, შევეხოთ იმას, თუ სიკვდილის შემდეგ კონკრეტულად სად მკვიდრდება ლაზარე, სად სუფევს უფლის მიერ ხსენებული „აბრაამის წიაღი“, რამეთუ ეს ხდება ხოლმე განსჯის საგანი, მამები ამბობენ, რომ უფალი აქ სასუფეველს გულისხმობს, ხოლო ზოგნი ატკიცებენ, რომ აბრაამის წიაღი არის ჯოჯოხეთში, ადგილი, მდგომარეობა სადაც სული არ განიცდის ტანჯვას… ვნახოთ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

ყველაზე ვრცლად აღნიშნულ საკითხს ეხება წმ. იოანე ოქროპირი თავის მრავალრიცხოვან შრომებში. მოვიტანთ ყველაზე უფრო საგულისხმო ციტატებს, რაც ორაზროვნების ნიშანწყალსაც კი არ უტოვებს თანამედროვე ამაოდმბრძნობთ.

ეპიტიმეზისი განდგომილთა წინააღმდეგ:

“ის ლაზარე, რომელიც ყველაზე გლახაკი იყო ამ ქვეყნად, ყველაზე მდიდარი იყო ცათა შინა (ἐν τοῖς οὐρανοῖς )” …

“მათ მიმართ, რომლებიც ბრკოლდებიან მომხდარ უბედურებათა გამო…”:

“ნუთუ სნეულება ცუდია? მაშ, საიდანღა დაედგა ლაზარეს გვირგვინი (ἐστεφανώθη)?”

დიაკონისა ოლიმპიადასადმი, მესამე ეპისტოლე:

“მხოლოდღა უძლურების შედეგად ლაზარეც იმავე ხვედრს (λήξεως) ეზიარა (ἐκοινώνησε), რასაც მამათმთავარი”.

ოლიმპიადასადმი, ეპისტოლე მეოთხე:

“თუმცა მრავალგზის მითქვამს ეს შენთვის, მაგრამ არაფერი მაბრკოლებს ახლაც გითხრა, რომ სხეულის უძლურება ლაზარესთვისაც საკმარისი აღმოჩნდა საცხონებლად (ἤρκεσε εἰς σωτηρίαν; ad salutem satis fuit)”

ანტიოქიური ჰომილიები, III:

“რას ნიშნავს დღეს წაკითხული სიტყვები: “ამჟამინდელი საუკუნის მდიდრებს ამცნო მან, რომ ნუ გაამპარტავნდებიან”[18]? როდესაც პავლე მოციქულმა თქვა “ამჟამინდელი საუკუნის მდიდრები”, ის გააცხადა, რომ არიან სხვა მდიდრებიც სამერმისო საუკუნისა, როგორც ის ლაზარე, რომელიც ამჟამინდელ ცხოვრებაში ღარიბი იყო, მაგრამ სამერმისოში – მდიდარი ( πλούσιος), თუმცა არა ოქროთი, არა ვერცხლით, არა სხვა რამ ამგვარად ხრწნადი და წარმავალი სიმდიდრის ნივთით, არამედ - იქაური დაფარული სიკეთეებით (τοῖς ἀποῤῥήτοις ἐκείνοις ἀγαθοῖς), რაც “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია, არც ადამიანის გულამდე მისულა”.[19]

გარდა წმ. იოანე ოქროპირისა, ამავე სწავლებას გადმოგვცემენ სხვა მამებიც. მაგალითად:

წმ. ეფრემ ასური თავის “მეშვიდე ჰიმნში სამოთხის შესახებ” გვაუწყებს:

“სამოთხეში, ვხედავ, იშვებს (სიტყვ. “ძოვს”) ლაზარე (შდრ. სირიულის ფრანგ. თარგ.: “dans le Paradis Je voiepaître Lazare”, Sources Chrétiennes t. 137, p. 108).

წმ. ეპიფანე კვიპრელი, გმობს რა გნოსტიკოსთა ცრუ მოძღვრებას ძველი აღთქმის პატრიარქების თითქოსდა არაღვთიურობის შესახებ, იშველიებს სწორედ მდიდრისა და ლაზარეს შესახებ თხრობას და, თანამედროვე ამაოდმბრძნობთა გასაგონადაც, გარკვევით ბრძანებს:

“აჰა, ცოცხალთა, ნეტართა და მოსვენების მემკვიდრეობაში მყოფთა შორის შეირაცხა უფლის მიერ აბრაამი, და ლაზარეც ღირსიჩინა მის წიაღთა შინა (ἰδοὺ καὶ, ἐν ζῶσι καὶ μακαριζομένοις καὶ ἐν κληρονομία ἀναπαύσεως ὁ ‘Αβραὰμ ὑπὸ τοῦ Κυρίου ἐγκατελέχθη, καὶ Λάζαρος ἐν κόλποις αὐτοῦ χατηξίωται)”

ამასვე გვასწავლის წმ. კირილე ალექსანდრიელი:

“მართალნი – სამოთხეში, ცოდვილნი კი – უშრეტ ცეცხლში; მართალნი განსცხრებიან, ცოდვილნი დაიტანჯებიან…მართალნი – აბრაამის წიაღთა შინა, ცოდვილნი – ბელიარის მხურვალებაში, მართალნი – მოსვენებაში, ცოდვილნი – სასჯელში”.

წმ. სოფრონ იერუსალიმელი ასე ევედრებოდა უფალს:

“გევედრები, ღარიბ ლაზარესთან დამაწესე (ἰκετεύω σύνταξον Λαζάρῳ πένητι) და მიხსენი ალისგან და უშრეტი ცეცხლისგან”.

რაც შეეხება “აბრაამის წიაღს”, თეოფილაქტე ასე განმარტავს მას:

“წიაღნი აბრაამისნი” ესაა იმ სიკეთეთა გარშემოწერილობა, რაც დაუნჯებულია მართალთათვის, რომლებიც ღელვის შემდეგ ციურ ნავსაყუდელთ (Λιμένας οὐρανίους ) მიეახლნენ” .

ასევე, წმ. დიონისე არეოპაგელი აღნიშნავს (მოგვაქვს წმ. ეფრემ მცირის თარგმანი):

“…დააწესოს იგი (“შესუენებული”) სოფელსა და ნათელსა ცხოვნებულთასა წიაღთა აბრაჰამ, ისაკ და იაკობისთა” .

ცოტა ქვემოთ დიდი მღვდელთმთავარი ასე განმარტავს “მამათმთავართა წიაღს”:

“ხოლო “წიაღ” ნეტართა მამათმთავართა და სხუათაცა ყოველთა წმიდათა არიან საღმრთონი და სანატრელნი იგი განსასუენებელნი სავანენი, რომელნი-იგი ღმრთისსახეობით შეიწყნარებენ ყოველთა მათ შინაითა მით დაუბერებელითა და ნეტარითა სრულებითა”.

ვფიქრობთ, ზემომოტანილი წყაროები შთამბეჭდავად გვიდასტურებენ, რომ იგავში ხსენებული ღარიბი ლაზარე გარდაცვალების შემდეგ სრულიად უეჭველად სასუფეველში მკვიდრდება, რასაც განასახიერებს “აბრაამის წიაღი” და რაც ჯოჯოხეთისგან უფსკრულითაა გამიჯნული.[20]



დიალოგი მდიდარსა და აბრაამს შორის

აღიხილაო მდიდარმა თვალი და იხილა ლაზარე აბრაამის წიაღად მყოფი და მიმართა აბრაამს, სთხოვდა გამოეგზავნა ლაზარე რათა ერთი წვეთი წყლით მაინც გაეგრილებინა მისთვის ენა. მართალმა აბრაამმა კი მიუგო რომ ეს შეუძლებელი იყო მათ შორის არსებული „დანახეთქის“ (უფსკრულის) გამო (ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ლაზარესა და მდიდრის მყოფობის გამიჯნულობას). ასევე აბრაამმა გაახსენა, რომ მან უკვე მიიღო კეთილი თავის სიცოცხლეშივე, ხოლო ლაზარე იტანჯებოდა სიცოცხლეში და ეხლა კი ღირსია განისვენოს. მაშინ მდიდარი თხოვს აბრაამს, მიავლინოს ლაზარე მასთან სახლში, რადგან ხუთი ძმა ყავს და არ სურს, რომ იგინიც მასავით დაიტანჯნონ. ზოგნი ამბობენ მდიდარს სატანჯველმა სინანულის გრძნობა გაუღვიძაო და ამიტომაც ევედრებაო ლაზარეს მივლინებას თავის ძმებთან, მაგრამ მე ასე არ მგონია… ჯერ ერთი, რომ რაჟამს აღიხილავს თვალს და იხილავს ლაზარეს, როგორც ჩვეული იყო მას ყურადღებას არ აქცევს და მიმართავს აბრაამს, მეორეც ის, რომ რადგან ვერ მიიღო ენის გაგრილება, ჩემი აზრით, შურს ლაზარესი და სწორედ ამის გამო სთხოვს აბრაამს მის მივლინებას თავის ძმებთან. სამწუხაროა, მაგრამ მდიდარი არათუ შეწყალებას ითხოვს, არამედ ჩვეულებისამებრ „ენის გაგრილება“ სურს. ტანჯვამაც ვერაფერი შემატა მდიდარს, ვერ მოვიდა სინანულში და ენაც რომ ვერ გაიგრილა უფრო მეტი სურით აღივსო ლაზარეს მიმართ. მაშინ მართალი აბრაამი განუმარტავს მას, რომ შეუძლებელია ვინმეს უკან დაბრუნება და ჰყვანან მათ მოსე და წინასწარმეტყველნი და მათი უნდა ისმინონ რათა ცხონდნენ და საუკუნო სატანჯველს არ მიეცნენ. მდიდარმა კი იცის არ მოისმენენ მისი ძმები რჯულის შეგონებას, განა თვითონაც არ წაუყრუებდა ხოლმე ღვთის ძახილს გამოგვიძებულიყო? იცის ეს მდიდარმა და დაჟინებით თხოვს მიავლინოს ლაზარე მათთან. აგერ უკვე ორჯერ ითხოვა ლაზარეს მივლინება, მაინც არ შეცვლილა ლაზარეში იგი მაინც მონასა ხედავს, რომელმაც მისი სურვილები უნდა აღასრულოს.

„არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ“

მოუწოდებს აბრაამი, რომ რჯულისა და წინასწარმეტყველების ისმინონ და ამით შეძლონ მათ ცხონება. რჯული და წინასწარმეტყველი კი ქრისტეზე მიუთითებდნენ და ამ რჯულში უნდა ეპოვნა ებრაელ ხალხს ხსნა, უნდა შეეცნო ის სიდიადე სწავლებისა, ის აღთქმული, რომელიც მათ თვალწინ იყო და უამბობდა ამ იგავს, მაგრამ არ ისმინეს. მდიდარში და მის ძმებში შეიძლება ის ებრაელი ერი დავინახოთ, რომელთაც გააუფასურეს რჯული და საკუთარ შეხედულებებს მოარგეს.

ვგონებ, აქ უფალი წინასწარმეტყველებს საკუთარ აღდგომასაც და მის შემგომ განვითარებულ მოვლენებს. რამეთუ ერმა, რომელმაც არ ისმინა რჯულისა და არ მიიღო ქრისტე, არც მისი აღდგომის იწამა და ბნელში დარჩენა არჩია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 19 2013, 08:11 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
დალაგებული და პირდაპირი ნაწერაი...
როგორც გჩვევია ხოლმე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 19 2013, 08:14 PM
პოსტი #3


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



მადლობ გაიხარე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 19 2013, 08:19 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
იმედია შენს სტატიებს დაგვიდებ ხოლმე ფორუმზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 19 2013, 08:21 PM
პოსტი #5


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



აუცილებლად, ეხლა რაღაცაზე ვიცკებ მუშაობას ოღონდ ესედ ელემენტალურზე არა და ალბად დიდი ხანი მომიწევს წვალება, მერე გაგანდობთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 19 2013, 08:37 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ციტატა
აუცილებლად, ეხლა რაღაცაზე ვიცკებ მუშაობას ოღონდ ესედ ელემენტალურზე არა და ალბად დიდი ხანი მომიწევს წვალება, მერე გაგანდობთ

და ახლა უნდა ვიგებდე მაგას შე სექტანტო?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 19 2013, 08:41 PM
პოსტი #7


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
და ახლა უნდა ვიგებდე მაგას შე სექტანტო?


გურამ, ერთხელ უკვე მეძახეს ჯოჯოხეთის მკვიდრი წარწყმედილი, ბართლომეოსის მოყვარული... მერე მოკვდი გველოოოო იწევდნენ საცემლად :დ ხოდა ყველაფერი რომ გავახმაურო ხვალე ჯვარზე გამაკრავენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 19 2013, 09:01 PM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ციტატა
გურამ, ერთხელ უკვე მეძახეს ჯოჯოხეთის მკვიდრი წარწყმედილი, ბართლომეოსის მოყვარული... მერე მოკვდი გველოოოო იწევდნენ საცემლად :დ ხოდა ყველაფერი რომ გავახმაურო ხვალე ჯვარზე გამაკრავენ.

არც მე ვარ შენზე ნაკლებ დღეში:
ეკუმენისტი , დასავლური ღირებულებების მატარებელი (ეს რატომაა სალანძღავი სიტყვა ვერ ვხვდები)biggrin.gif , ქრისტიანობისთვის საშიში პიროვნება და.ა.შ.

ხოდა ...აღარ გამაგრძელებინო რა შე სექტანტო , და მითხარი ხოლმე რას წერ...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 20 2013, 10:47 AM
პოსტი #9


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ძალიან კარგი პოსტია. მომეწონა ძალიან smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 20 2013, 04:18 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ Aug 19 2013, 09:01 PM) *

†სერგი†

არც მე ვარ შენზე ნაკლებ დღეში:
ეკუმენისტი , დასავლური ღირებულებების მატარებელი (ეს რატომაა სალანძღავი სიტყვა ვერ ვხვდები)biggrin.gif , ქრისტიანობისთვის საშიში პიროვნება და.ა.შ.

ხოდა ...აღარ გამაგრძელებინო რა შე სექტანტო , და მითხარი ხოლმე რას წერ...biggrin.gif

სერგეი მაგარი თეოლოგია ! გურამ შენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ სერგეის დონეზე მიხვიდე blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 20 2013, 04:34 PM
პოსტი #11


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Aug 20 2013, 04:18 PM) *

სერგეი მაგარი თეოლოგია ! გურამ შენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ სერგეის დონეზე მიხვიდე blink.gif

blink.gif მოდი შევაჯიბროთ რომელი უფრო მაგარია. გინდა?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 20 2013, 06:43 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(G_saxva @ Aug 20 2013, 04:34 PM) *

blink.gif მოდი შევაჯიბროთ რომელი უფრო მაგარია. გინდა?

რად უნდა შეჯიბრება სერგეისთან მისაუბრია და კარგად ესმოდა თეოლოგიური საკითხები, კარგად გამომყვა საუბარში rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 20 2013, 08:43 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
სერგეი მაგარი თეოლოგია ! გურამ შენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ სერგეის დონეზე მიხვიდე


შენი მცოდნეობითი სიმაღლე რომ ამას ვერ განსაზღვრავს ეს არაერთხელ დაგვიდასტურე, თუმცა ამგვარი ალბათ დამამცირებელი პოსტი (სრულიად არაადეკვატური) რომ არ უნდა დაწერო, ამდენი კი უნდა გესმოდეს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 20 2013, 09:18 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
ციტატა

სერგეი მაგარი თეოლოგია ! გურამ შენ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ სერგეის დონეზე მიხვიდე

შემოგევლე შენ...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 20 2013, 09:44 PM
პოსტი #15


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299




ციტატა
esre ars cheshmariteba


მადლობა, თეოლოგობის რა მოგახსენო, ჯერ მხოლოდ პირველკურსელი (უკვე მეორე) ვარ ძმაო და აქ ისეთი ხალხი პოსტავს კიდევ ერთი 50 წელი დამჭირდება მათი ნაწერის აზრი მაინც რომ გავიგო :დ smile.gif

რაც შეეხება ჩვენ საუბრებს... ძალიან მომენატრა, გახსოვს ბოლოს რა შემპირდი? მაცხოვრის სიტყვებზე : "მიიღეთ და სჭამეთ... სუთ ამისაგან ყოველთა" ამაზე უნდა წაგეკითხა და გვესაუბრა მერე, მაგრამ იმის მერე ვეღარ შევხვდით, ხოდა როცა გეცალოს ამომიარე გთხოვ ჩემთან ცივ ყავას შემოგთავაზებ და ერთი კაი გემრიელად ვისაუბროდ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 20 2013, 09:48 PM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
შეგეხო შეიძლება?biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 20 2013, 10:20 PM
პოსტი #17


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
A.V.M


მარჯვენაში მალბორო მიჭირავს და მარცხენაზე მაკოცე smile.gif tongue.gif kiss1.gif

პ.ს. გურამ, სიხარულო... ნუ მაოფებინებ ყველა თემაში :დ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 20 2013, 10:46 PM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
მე რას გაოფებინებ , ამხელა თეოლოგი ძმაკაცი მყოლია თურმე , რომლიც ...biggrin.gif
morcha gaoeba...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 20 2013, 11:12 PM
პოსტი #19


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციც შე სექტანტო :დ

ჭეშმარიტება <--- (ნიკი) მაგარი კაცია, ხშირად ვსაუბრობთ.. და იმედი მაქვს სწორი გზით დაიწყებს ძებნას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 22 2013, 11:41 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Aug 20 2013, 08:43 PM) *

esre ars cheshmariteba
შენი მცოდნეობითი სიმაღლე რომ ამას ვერ განსაზღვრავს ეს არაერთხელ დაგვიდასტურე, თუმცა ამგვარი ალბათ დამამცირებელი პოსტი (სრულიად არაადეკვატური) რომ არ უნდა დაწერო, ამდენი კი უნდა გესმოდეს.

დავით კარგა ხანია მარცხი განიცადე და ნუღარ იწუხებ თავს და ნუ მწერ ნურაფერს ! ქრისტეს ორი ბუნების შესახებ რომ გესაუბრებოდი ყველაფერს ფარდა აეხადა და ყველამ დაინახა რომ დამარცხდი! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 07:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი