თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ მეცნიერების უახლესი მიღწევები

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 25 2007, 04:34 PM

კარგი იქნება თუ გავეცნობით ახალ-ახალ ინფორმაციებს


განსაკუთრებით d.p.-ის და გიორგი-ს იმედი მაქვს smile.gif


http://elementy.ru/

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 1 2007, 04:16 AM

ნათია
ეს რა კარგი საიტი ყოფილა ნათ. 2kiss.gif
და თემაც კარგია. რატოა ნეტა მიჩუმებული? smile.gif

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Dec 1 2007, 07:04 AM

მაგ საიტზე http://elementy.ru/events/arnold ვლადიმერ (იგორევიჩ) არნოლდი მაგარი კაცია ძაან ერთერთი იშვიათი ნორმალური მათემატიკური პოსტგადუატე დონის წიგნის ავტორი - ოღონდ მაგისი ლექცია ცოტა უინტერესოა, როგორც ყველა მათემატიკური ლექცია ვპროჩემ. მალდასენას, გროსის რუბაკოვის და ლინდეს ლექციებს კი რეკამენდუიუ ობშესტვუ. ეეეეჰ და თან რამდენი მკითხველი ყავს საიტს. ჩვენთან ჯერ შოუბიზნესი აღორძინდება და მერე იქნებ ხალხს მეცნიერებამ დააინტერესოს. წავედით ეხლა გავ. ერთ. აზრებში ან სალაღობოში ზედმეტი ინფო ჯანმრთელობისთვის საზიანოაო ამბობენ!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 29 2007, 04:48 PM

k@the

http://n-t.ru/nj/

http://www.nkj.ru/

http://www.sciam.ru/

http://www.hizone.info/

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 31 2007, 11:43 AM

მე ვფიქრობ, რომ ამ თემას უფრო მეტი მკითხველი და თანამონაწილე გაუჩნდება, თუ მხოლოდ ლინკების დადებით არ შემოვიფარგლებით. ხალხი ელემენტარულად კარგავს სურვილს ამხელა უცხოენოვან სტატიებს რომ ხედავს, ცხადია არ და ვერ კითხულობს, ჯობია რომელიმე მათგანი გადმოვიტანოთ აქ ქართულ ენაზე და შემდეგ მსურველებმა იმსჯელონ, რა გაიგეს, რა ვერა, რა აინტერესებთ, ან რაა უინტერესო.

ასე ეს თემა ბიბლიოთეკას ემსგავსება, სადაც წიგნები მტვერითაა დაფარული.

პ.ს. დრო ამას ყველაფერს გასაგებია, მეც რამდენიმე დღეში შედარებით მსუბუქ რეჟიმზე გადავალ და შევეცდები მეც მოგეხმაროთ.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 30 2012, 07:50 PM

აბა ამოვქაჩოთ თემა...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 30 2012, 10:19 PM

toka@
განყოფილების მოდერი ხარ და ამოქაჩე, დადე სტატიები

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 30 2012, 10:29 PM

ikanosi
biggrin.gif ვეცდდები biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 11 2012, 02:03 AM

ახლა ნამეტანი დაღლილი ვარ.
ამ დღეებში ერთ საინტერესო რამეს დავწერ ამ საკითხზე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2012, 01:22 AM

გუშინ დაგპირდით რაღაცას დავწერ მეთქი. ხოდა ახლა შემოგთავაზებთ.
მოკლედ დიდი ამბებია გიგანტურ კოლაიდერის შესახებ.(ბოლო ამბები აღარ მსმენია)
საინტერესოა რისი დასაბუთება უნდათ ამით მეცნიერებს.(მხოლოდ რელიგიურ მიმართებას ვგულისხმობ)
ანუ თუ მათი ექსპერიმენტი დასრულდება წარმატებით ე.ი. ღმერთი არ არსებობს?ან არსებობს ისეთი როგორსაც ბიბლია არ ასწავლის?
(არაფერს ვიტყვი იმის შესახებ თუ ექსპერიმენტი არ განხორციელდება)

ახლა ორიოდ სიტყვით შეგახსენებთ სამყაროს შექმნაზე.
ჩვენ ვიცით , რომ ღმერთმა შექმნა სამყარო .და იქნებ მართლა აფეთქებით სეიქმნა? რატომ ვფიქრობთ რომ თუკი მეცნიერთა ექსპერიმენტი განხორციელდება რაიმეთი დაკნინდება ღმერთის ყოვლისშემძლებლობა?

ახლა გავაკეთებ პერიფრაზს ცნობილი ღვთისმეტყველის-გრიგოლ ნოსელის შრომებიდან.
თუ ღმერთი ყოვლადძლიერია რათ უნდა 6 დღე სამყაროს შექმნისთვის.სამყარო მყისიერად შეიქმნა . ღმერთმა მყისიერად შექმნა ლოგოსები.(პირველქმნილი ელემენტები) ე.ი. ღმერთმა შექმნა იდეათა სამყარო.''
(აღარ შეგაწყენთ თავს იმაზე საუბრით რომ 6 დღე არის რეალიზების და არა შექმნის) თავად მოძღვარი საუბრობს ქვეყნის შემადგენელ 4 ძირითად ელემენტზე:მიწა,წყალი,ცეცხლი, ჰაერი.'

ახლა მივადექით მთავარს. წარმოვიდგინოთ ქაოსურად მოძრავი ნივთიერებები,რომელთაგანაც თითოეულს გააჩნია 2 თვისება .
I-თვისება ესაა ,,ურთიერთლტოლვა.'' ხოლო II-თვისება ესაა ,,ნათება.''

როდესაც ღთმერთმა წარმოთქვა ფრაზა: ,,იქმნას ნათელი'' , ელემენტებმა გამოავლინეს პირველი თვისება მათი, ანუ დაიწყეს მოძრაობა ერთმანეთისკენ . ხოლო როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ გამოვლინდა მეორე თვისება-ნათება. (ანუ ვუწოდოთ მას თუ გაგიხარდებათ ,,დიდი აფეთქება'')

ე.ი. ფორუმელებო. როგორ დასრულდება ეს ექსპერიმენტი ჯერ უცნობია, მაგრამ 100%-ით რომ ასრულდეს ის რასაც ვარაუდობენ მეცნიერები არანაირი ,,დაკნინება'' არ ექნება მართლმადიდებლურ აზროვნებას. რადგან რასაც ახლა ეს ,,მიწიერ სიბრძნეს მინდობილები'' ცდილობენ და ახარჯებენ მილიარდებს. ის უკე ამოხსნილად და განცხადებულად ისწავლება ჩვენთან აგერ უკვე რამდენი საუკუნეა.

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Nov 12 2012, 01:53 AM

მეცნიერების უახლესი მიღწევები დაგვღუპავს ჩვენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 14 2012, 12:54 AM

qarizma

ციტატა
მეცნიერების უახლესი მიღწევები დაგვღუპავს ჩვენ

ეს პოსტი შენთვის დავწერე რომ იცოდე.
biggrin.gif
რას იტყვი?

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 12 2013, 05:11 PM



მეცნიერების უახლესი მიღწევები არ არსებობს რამდენიმე ათეული თU ასეული წელიწადია

და რამაც გარდატეხა მოახდინა ახალვე ჩამოგიწერთ

ცეცხლი
ლითონის და ნივთიერებების დამუშავება
შიდაწვის ძრავა
ელექტრო დენი
ელექტრო გარდამქმნელი
ლაზერი
შუშის გამოყენება
ჩვენების გავრცობა ელექტრო სადენებით

რატო არ ამხსენდება უფრო მნიშვნელოვანი რამეები


პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 12 2013, 06:24 PM

ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 12 2013, 05:11 PM) *

მეცნიერების უახლესი მიღწევები არ არსებობს რამდენიმე ათეული თU ასეული წელიწადია

და რამაც გარდატეხა მოახდინა ახალვე ჩამოგიწერთ

ცეცხლი
ლითონის და ნივთიერებების დამუშავება
შიდაწვის ძრავა
ელექტრო დენი
ელექტრო გარდამქმნელი
ლაზერი
შუშის გამოყენება
ჩვენების გავრცობა ელექტრო სადენებით

რატო არ ამხსენდება უფრო მნიშვნელოვანი რამეები


შენ გინდა რომ მეცნიერებმა რმერთის ძებნა დაიწყონ? მაგისთვის ეკლესია არსებობს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 07:15 PM

MIRDAT

ციტატა

შენ გინდა რომ მეცნიერებმა რმერთის ძებნა დაიწყონ? მაგისთვის ეკლესია არსებობს.

შენი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე იმედია ამ განყოფილებაში საინტერესო რაღაცეებს დადებ ხოლმე...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 12 2013, 07:50 PM

ვაპირებდი კიდეც მაგრამ გამოცდების გამო ვერ მოვახერხე. გია დვალმა ჩაატარა ლექცია და პირველ რიგში მისი ლექციიდან მოვყვები პატარა რაღაცას რომ მოვიცლი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 08:01 PM

MIRDAT

ციტატა
გია დვალმა ჩაატარა ლექცია და პირველ რიგში მისი ლექციიდან მოვყვები პატარა რაღაცას რომ მოვიცლი.

ვაა....საინტერესოა...
მეც სიამოვნებით დავესწრებოდი ბატონი გიას ლექციებს...
ძალიან ძლიერი მეცნიერია და ჩემი თქმა არრ ჭირდება ამას...

პოსტის ავტორი: Qrist-iani თარიღი: Jan 12 2013, 08:21 PM

MIRDAT
შენ გინდა რომ მეცნიერებმა რმერთის ძებნა დაიწყონ? მაგისთვის ეკლესია არსებობს.

ესეთი უაზრო პასუხი თჲ გამოწვევა მართა არასდროს მინახავს თვით forumge ზეც კი

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 21 2013, 05:02 PM

MIRDAT

ციტატა
ცეცხლი
ლითონის და ნივთიერებების დამუშავება
შიდაწვის ძრავა
ელექტრო დენი
ელექტრო გარდამქმნელი
ლაზერი
შუშის გამოყენება
ჩვენების გავრცობა ელექტრო სადენებით

რატო არ ამხსენდება უფრო მნიშვნელოვანი რამეები


შენ გინდა რომ მეცნიერებმა რმერთის ძებნა დაიწყონ? მაგისთვის ეკლესია არსებობს.


ამაზე უაზრო და შეუსაბამო პასუხი ჯერ არავის დაუწეერია ჩემთვის და თუ გინდათ დამბლოკეთ აჰა



მე იმის თქმა მინდა რომ წარწერებს და ფერებს შეცვლიან და ყველაფერს ახლად ასაღებენ და ბრბოს სჯერა smile.gif იმიტომ რომ მილიონებს იხდიან რეკლამებში და სერიალებში ფილმებში გადაცემებში ახალ ამბებშჳ შუაში აკვეხებენ და აცნობენ ხალხს რასაც უნდა და როგორც უნდა და როცა უნდა

ხო გუშინ იმ სექსუალური ფიფქიას (გოგონას რომ ვითჴმდა სექსუალურად ამბობს ანუ რო კვნესის) გადაცემა იყო რუსთვი2-ზე ყველაფერი იყო ახსნილი სად რა როგორ გადაიღეს შიგადაშიგ მსუბუქი თეძოების თამაშიც ვიხიილე და ძალიან გაოცებული დავრჩი როცა ეს 2013 წელში უკვე ჩვეულებრივი ამბავია biggrin.gif რავიცი სასაცილოა თვს რგავენ სირაქლემასავით დ ათნ ნაცარიც უნდა შეგვაყარონ პირდაპირ თვალში biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 21 2013, 10:48 PM

Martl_madidebeli
smile.gif გაუმარჯოს! ახლა დალეული მაქვს ნატურალური შავი ღვინო და მგონია რომ შენ რომ ამ პოსტს წერდი შენც დალეული გქონდა smile.gif

ყველას გაგვიმარჯოს! smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 21 2013, 11:42 PM

რა კარგი იყო 2006-2007 წლები

ვიგრუზები sad.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 22 2013, 08:28 AM

ციტატა(llaasshhaa @ Jan 21 2013, 10:42 PM) *

რა კარგი იყო 2006-2007 წლები

ვიგრუზები sad.gif


ვახ ლაშაა smile.gif რატომ იგრუზები? რა დროს შენი დაგრუზვაა..პატარა ხარ ჯერ smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 23 2013, 04:51 PM

ტექნოლოგიის უარყოფითი მხარე

ცნობილი თეორეტიკოსი ფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი მიჩიო კაკუ პასუხს სცემს მკითხველის კითხვას – რა არის ყველაზე საშიში ტექნოლოგია?


– ჩემს წიგნში „Physics of the Impossible” ნახსენები მაქვს ტექნოლოგიის უჩვეულო ფორმები, რომლებიც შესაძლოა მომავალში გვქონდეს, თუმცა იქვე ფრთხილად შევნიშნავ, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება სიტუაცია გააუარესოს და საბოლოოდ ადამიანთა მოდგმა გაანადგუროს. მაგალითისთვის ავიღოთ შიდსის ან ებოლას ვირუსი და წარმოვიდგინოთ, რომ ვაქცევთ იარაღად, რომელიც საჰაერო გზით ვრცელდება. დაფიქრდით: თქვენ დააცემინებთ და ეს სიკვდილის გარანტია იქნება. ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია ეს? პასუხია დიახ, შესაძლებელია. მართალია, ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მაინც შესაძლებელი, რადგან ვიცით, საჰაერო გზით გავრცელებისთვის რა გენებია საჭირო. ასევე ვიცით, რომ შიდსის ვირუსი საკმაოდ მარტივია, მას ათამდე გენი აქვს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალში მთავრობამ შეიძლება მოინდომოს ვირუსის იარაღად გამოყენება.

მომავალ ათწლეულებში სკოლის მოსწავლე ბავშვებს შეეძლებათ, მანიპულირება მოახდინონ სიცოცხლის ფორმებზე. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მათ ექნებათ ერთგვარი საბეჭდი მანქანა, სადაც უბრალოდ აკრიფავ A-T-C-G და ის შექმნის დნმ-ს ზუსტად ამ თანმიმდევრობით. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ მომავალში სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პროექტებისთვის გამოიყენებენ ამ საბეჭდ მანქანას, კლავიატურაზე აკრეფენ ასოებს და შექმნიან სიცოცხლის სხვადასხვა ფორმებს. ეს ისეთი რამაა, რასაც საკმაოდ დიდი შანსი აქვს, იქცეს რეალობად.

ასევე გავითვალისწინოთ, რომ ესპანური გრიპის ვირუსის გენომი ინტერნეტშია გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ესპანური გრიპი ის დაავადება იყო, რომელმაც უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა. თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გენომი და როცა ადამიანებს ექნებათ სიცოცხლის შესაქმნელი საბეჭდი მანქანები, რომელსაც ნებისმიერი სახის დნმ-ის აწყობა შეეძლება, შესაძლოა განზრახულად ან უნებურად შეიქმნას სუპერვირუსი, რომელიც კაცობრიობის დიდ ნაწილს ამოწყვეტს. განსაკუთრებით დიდია ამის შანსი, თუკი ასეთი ტექნოლოგია გახდება იაფი და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის.

ამის შემდეგ ფიზიკის ფრონტზე ჩნდება ახალი კოშმარი, რომელიც ცნობილია, როგორც ურანის ლაზერით გამდიდრება. როდესაც აშშ-მ პირველმა დაიწყო ურანის გამდიდრება, ეს ხდებოდა რთული გზით. ტენესის შტატში აიგო უზარმაზარი ქარხანა და შიგნით დაყენდა ასობით კმ სიგრძის მილები. შემდეგ იღებდნენ ურანის ჰექსაფტორიდს, ზემოქმედებას ახდენდნენ მასზე ძალიან მაღალი სიმძლავრის ელექტროდენით და ნელა გამოყოფდნენ მძიმე ურანის ჰექსაფტორიდს მსუბუქისგან. სწორედ ასე მიიღებოდა ატომური ბომბი. დღეს კი იგივე რამის გაკეთება ცენტრიფუგების ბრუნვითაც შეიძლება. როდესაც ურანი გადავა თხევად მდგომარეობაში, მისი მძიმე ფორმა ანუ U238 წავა ფსკერისკენ, ხოლო მსუბუქი U235 – ზემოთ.

არსებობს მესამე გზაც და ეს არის ლაზერული სხივები. როგორც აღმოჩნდა, U235-ისა და U238-ის ელექტრონული აღნაგობა (ელექტრონების განაწილება ორბიტაზე) ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა ზუსტად იდენტური არაა. კვანტური მექანიკის კანონებით კი U235-ის ენერგიის დონეები უმნიშვნელოდ განსხვავდება U238-ისგან. შესაძლებელია შეიქმნას ლაზერული სხივი, რომელსაც ზუსტად ის ენერგია იქნება, რაც ამ ორს შორის სხვაობაა. ამის შედეგად შეგეძლებათ გაააქტიუროთ ერთი მათგანი, მაგრამ არა მეორე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაზერული სხივებს გამოიყენებთ იმისთვის, რომ გამოაცალკევოთ U235 U238-ისგან.

ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მხრივ მომავალში შესაძლოა, ვიღაცამ საკუთარ სარდაფში ააგოს გამყოფი მოწყობილობა, რომლითაც U235-ს გამოყოფს. ეს ის კოშმარია, რომელიც ჯერჯერობით არ ახდენილა, მაგრამ შემდგომ წლებში რეალობად იქცევა, რადგანაც ურანის ლაზერით გამდიდრების ფასი თანდათან იკლებს.

მესამე რამ, რაც უნდა გვაღელვებდეს, არის გლობალური დათბობა. შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, რამდენად ახდენს ადამიანი გავლენას გლობალურ დათბობაზე, მაგრამ ის დაზუსტებით ვიცით, რომ დედამიწა თანდათან ცხელდება. თუკი მოახდენთ ამის ექსტრაპოლირებას მომავლის მანჰეტენზე, დაინახავთ, რომ მისი ნაწილი წყალქვეშ იქნება. შეიძლება ჯებირების აშენება მოგვიწიოს ისეთი ქალაქების გარშემო, როგორიცაა სან-ფრანცისკო, ბოსტონი და ნიუ-იორკი. ნიუ-ორლეანი შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს სიიდან, რადგან ის უმეტესწილად ზღვის დონის ქვემოთ მდებარეობს და შესაძლოა ვერ გაუძლოს წყლის დონის მატებას, რასაც გლობალური ხასიათი ექნება.

აშშ-ის პენტაგონმა Global Business Network-ს დაავალა მოხსენების გაკეთება საკითხზე: „რომელია ყველაზე უარესი სამხედრო-პოლიტიკური სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუკი გლობალური დათბობა კონტროლს აღარ დაექვემდებარება?” დასკვნა ის იყო, რომ ამან შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს. გაიხსენეთ საზღვარი პაკისტანს, ინდოეთსა და ბანგლადეშს შორის. ეს ადგილი ცხელი წერტილი იქნება იმ ფაქტის გამო, რომ გლობალური დათბობის შედეგად ბანგლადეში შეიძლება დაიტბოროს. ამ შემთხვევაში ასობით მილიონი ლტოლვილი სხვა ქვეყნებს მიაშურებს, ხოლო იმ ქვეყნებმა, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ, შესაძლოა გამოიყენონ ეს იარაღი იმისთვის, რომ თავიანთი საფრთხის ქვეშ მყოფი საზღვრები დაიცვან.

ჩემს წიგნში „Physics of the Impossible” ასევე ვსაუბრობ ნათელ მხარეზე, იმ ფანტასტიკურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც გვექნება შემდეგ 20, 50, 100 წელიწადში. მაგრამ ნუ დაგვაბრმავებს ეს საკითხი: ტექნოლოგიას ასევე გააჩნია ბნელი მხარე.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 23 2013, 05:27 PM

qetevano

რა საფრთხეც არ უნდა არსებობდეს ტექნოლოგიური განვითარება მაინც არ შეჩერდება...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 23 2013, 09:24 PM

MIRDAT

ციტატა

რა საფრთხეც არ უნდა არსებობდეს ტექნოლოგიური განვითარება მაინც არ შეჩერდება...

და რატო უნდა შეჩერდეს?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 23 2013, 09:48 PM

ციტატა(MIRDAT @ Feb 23 2013, 05:27 PM) *

qetevano

რა საფრთხეც არ უნდა არსებობდეს ტექნოლოგიური განვითარება მაინც არ შეჩერდება...

არც უნდა შეჩერდეს ჩემი აზრით, უბრალოდ სწორად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 24 2013, 05:40 PM

არც მითქვამს რომ უნდა შეჩერდეს biggrin.gif ეგ მე როგორ უნდა ვთქვა, კაცი დიდ მეცნიერობას ვაპირებ tongue.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 24 2013, 07:43 PM

ციტატა(MIRDAT @ Feb 24 2013, 05:40 PM) *

კაცი დიდ მეცნიერობას ვაპირებ tongue.gif

ერთი ატომური ბომბის რეცეპტი შენზეა smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)