IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სულიწმინდის გმობა, რას ნიშნავს?
ზებედე
პოსტი Oct 28 2007, 05:58 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სულიწმინდის გმობა...ქრისტე-ეკლესია გვასწავლის რომ სულიწმინდის მგმობელს არასოდეს მიეტევება, ანუ ეს მიუტევებელი ცოდვაა.

რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა? და ვინ არიან სულიწმინდის მგმობელები?



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 28 2007, 09:44 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



სულიწმიდის გმობა არის ,როდესაც ადამიანი პირდაპირ გმობს ღმერთს მის არსებობას და ებრძვის მას მის სიწმინდეს შეურაცხყოფს და როდესაც ადამიანი ცხოვრების წესით ახდენს ამას(შეიძლება ითქვას თვითმკვლელი.).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 28 2007, 09:46 PM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მამა ირაკლი @ Oct 28 2007, 05:44 PM) *

სულიწმიდის გმობა არის ,როდესაც ადამიანი პირდაპირ გმობს ღმერთს მის არსებობას და ებრძვის მას მის სიწმინდეს შეურაცხყოფს და როდესაც ადამიანი ცხოვრების წესით ახდენს ამას(შეიძლება ითქვას თვითმკვლელი.).


რატომ უწოდებენ კათოლიკებს სულიწმინდის მგმობელებს?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 28 2007, 09:49 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სულიწმიდის გმობა არის ,როდესაც ადამიანი პირდაპირ გმობს ღმერთს მის არსებობას და ებრძვის მას მის სიწმინდეს შეურაცხყოფს და როდესაც ადამიანი ცხოვრების წესით ახდენს ამას(შეიძლება ითქვას თვითმკვლელი.).


მშვიდობა თქვენო უპატიოსნესობავ,

სულიწმიდის გმობა მიუტევებელია - მაშასადამე დამღუპველი, მაგრამ ჩაგეკითხებით - როცა უფალი საუბრობს ძის გმობის მიტევებაზე და როცა განსაკუთრებით ხაზგასმულია სულიწმიდის გმობის მიუტევებლობა - რამდენად საზოგადოდ შეგვიძლია განვიხილოთ გმობის ფაქტი - როგორც არაერთჯერადი მოვლენა...



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 28 2007, 10:01 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4




http://www.ccel.org/contrib/ru/Zlatmat1/Mat1_41.html
[3. მეორე აბზაცის თარგმანი: Хотя слова Иисуса Христа и кажутся очень неясными...]

''თუმცა იესო ქრისტეს სიტყვები ძალიან გაუგებრად გვეჩვენება, მაგრამ თუ მათ ჩავწვდებით, მაშინ ადვილად გავიგებთ აზრს. მაშ ასე, დასაწყისში ყურადღებით მოვისმინოთ ეს სიტყვები: ყოველი ცოდვა და გმობა, ამბობს ის (იესო), შეენდობა ადამიანთ: ხოლო გმობა სულსა წმიდაზე არ შეენდობათ მათ. კაცის ძის გმობა შეენდობათ, ხოლო სული წმიდაზე არ შეენდობათ არც აწ და არც მომავალში (ст. 31, 32).

რას ნიშნავს ეს სიტყვები? თქვენ ბევრი ილაპარაკეთ ჩემს შესახებ, რომ მე ვცრუობ, რომ უფალის წინააღმდეგ ვარ. მე ამას მოგიტევებთ და არ მოგთხოვთ საზღაურს, თუ მოინანიებთ; მაგრამ სული წმიდას გმობა კი არ მოგეტევებათ.

რატომ ასე? ბევრს ხომ ეპატია მონანიების შემდეგ. ბევრი რომელიც გმობდა, შემდგომში იწამეს მისი და მათ ყველაფერი ეპატიათ. რას ნიშნავსეს სიტყვები?
იმას, რომ ცოდვა წმ.სულის მიმართ უპირატესად მიუტევებელია.
რატომ? რადგან მათ არ იცოდნენ ვინ იყო ქრისტე; ხოლო სულზე უკვე საკმარისი შემეცნება ებოძათ. რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი, ყველაფერს სულის შთაგონებით აკეთებდნენ და ძველ აღთმისას ყველას გააჩნდა მასზე ნათელი წარმოდგენა.

ამდაგვარად, ქრისტეს სიტყვებს შემდეგი მნიშვნელობა აქვს:
თუნდაც თქვენ ცდუნდით ჩემს სხეულში, რომელშიც განვკაცდი;
მაგრამ შეგიძლიათ კი თქვათ, რომ სული წმიდა ვერ შეიცანით?
ამიტომ მე მოგიტევებთ ყველაფერს, რაშიც თქვენ ჯვარცმამდე გამამტყუნეთ,
ასევე იმასაც, რომ გსურთ ჯვართ მაცვათ, და ამ თქვენ ურწმუნოებაში
არ იქნება თქვენში ცოდვა.
ჯვარცმამდე მორწმუნეებს არ გააჩნდათ სრული რწმენა - ამიტომ ის (იესო) ყველგან უკრძალავს მის შესახებ გაცხადებას, სანამ არ ეწამებოდა, და ჯვარზე არ ილოცებდა, რომ იუდეველთ მიტევებოდათ ცოდვა მათი.
მაგრამ რაც თქვენ თქვით სულსა წმიდაზე, არ მოგეტევებათ.
რატომ?
რადგან სული წმიდა თქვენთვის ცნობილია და თქვენ არ გრცხვენიათ რომ აშკარა ჭეშმარიტებას უარყოფთ.

© amster


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 28 2007, 10:16 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



კათოლიკური მრწამსის მიხედვით რომელიც შეცვლილია მე-11_ე საუკუნეში,სულიწმიდა გამომდინარეობს ძისაგანაც.
ამით ირღვეღა ყოვლადწმიდა სამების სუბორდინაცია! მაგრამ რამდენადაც ცნობილია კათოლიკები სულიწმიდას პირდაპირ არ გმობენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 30 2007, 03:33 PM
პოსტი #7


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზებედე
ციტატა
სულიწმინდის გმობა...ქრისტე-ეკლესია გვასწავლის რომ სულიწმინდის მგმობელს არასოდეს მიეტევება, ანუ ეს მიუტევებელი ცოდვაა.

რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა? და ვინ არიან სულიწმინდის მგმობელები?


იცით მაოცებს ეს ერთნაირი თემები, ამზე ადრე ძალიან საინტერეო თემა გქვონდა და პირდაპირ ომი იყო კანუდოსელსა და კანონისტს შორის ჩემი შეკითხვების ფონზე, იქ განმარტავდნენ მათი შეხედულებით რა არის სულიწმინდის გმობა. ეს ერთიდაიგივე თემები მაფიქრებინებს, რომ ან წინათემებეს არ ვკითხულობთ, ან არ გვყოფნის იქ დაპოსტილი ინფორომცაია, ან ერთი და იგივეს ვღეჭავთ, იმიტომ, რომ არაფრის მოსმენა არ გვინდა...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 30 2007, 03:38 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ამ თემას შეუერთეთ:
http://church.ge/index.php?showtopic=1455&st=60


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 31 2007, 02:43 AM
პოსტი #9


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კანონისტი
ციტატა
ამ თემას შეუერთეთ:
http://church.ge/index.php?showtopic=1455&st=60

არ მიმაჩნია ეს ორი თემა გასაერთიანებლად საჭირო იყოს. დარჩეს როგორც არის.
მხევალი ნინო
ციტატა
იცით მაოცებს ეს ერთნაირი თემები, ამზე ადრე ძალიან საინტერეო თემა გქვონდა და პირდაპირ ომი იყო კანუდოსელსა და კანონისტს შორის ჩემი შეკითხვების ფონზე, იქ განმარტავდნენ მათი შეხედულებით რა არის სულიწმინდის გმობა. ეს ერთიდაიგივე თემები მაფიქრებინებს, რომ ან წინათემებეს არ ვკითხულობთ, ან არ გვყოფნის იქ დაპოსტილი ინფორომცაია, ან ერთი და იგივეს ვღეჭავთ, იმიტომ, რომ არაფრის მოსმენა არ გვინდა...

არა უშავს, ჩვენ სისტემატიურად ვსაუბრობთ ხოლმე ერთი და იგივე თემებზე სხვადასხვა დროს, ეს არ არის დანაშაული და ხანდახან საჭიროც არის. რადგან შეიძლება ასეთი თემის ამოწურვა წარმოუდგენლად რთულია და ბევრი ახალი დეტალიც შეიძლება შეემატოს. ასევე ახალი წევრებიც გვყავს და მატაც მივცეთ გამოთქმის საშუალება. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 13 2007, 11:48 PM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



СМЕРТНЫЙ ГРЕХ (или грех к смерти) есть тот, который отнимает, погашает у человека его нравственно-христианскую жизнь. Христианская жизнь есть ревность и сила пребывать в общении с Богом исполнением Его святого закона. Потому всякий грех есть грех смертный, когда он погашает ревность, отнимает силу и расслабляет душу, отдаляет от Бога и лишает Его благодати, так что человек после него не может воззреть на Бога, а чувствует себя отвергнутым (отрешенным) от Него (еп. Феофан. Начертание христианского нравоучения, стр. 164).

Такой грех лишает человека благодати, полученной в крещении, отнимает Царство Небесное и подвергает суду. "Или вы не знаете, - пишет ап. Павел, - что неправедные царства Божия не наследуют? Не обманывайтесь: ни блудники, ни идолослужители, ни прелюбодеи, ни малакии, ни мужеложники, ни любостяжатели, ни завистники, ни гневливые, ни враждующие, ни еретики, ни воры, ни лихоимцы, ни пьяницы, ни злоречивые Царства Божия не наследуют" (1 Кор. 6, 9-10; Галат. 5, 19-21; Ефес. 5, 5).

Грех является смертным, если кто преступает ясную заповедь Божию, с греховным желанием и услаждением, с сознанием самого себя и греховности дела (еп. Феофан. Цитир. соч., стр. 165. "Смертным грехом нужно почитать всякий тяжкий грех, который, овладевая душою человека, делается в нем господствующим, подавляет в нем духовную жизнь, ожесточает его сердце нераскаянностью, делая его неспособным к принятию благодати Божией. Такие грехи называются смертными как потому, что свидетельствуют об омертвении в нас любви к Богу и ближним и вообще духовной жизни, так и потому, что, лишая нас Царствия Божия, подвергают вечной погибели и смерти (1 Кор. 6, 9, 10)". (А. Покровский, Нр. Богословие, изд. 1-е, Самара, 1891, стр. 90-91)). По разъяснению VII-го Вселенского собора "грехом к смерти называется такой грех, когда совершающие его... гордо восстают против благочестия и истины, предпочитают маммону (наживу, богатство), повиновению Богу, и не держатся Его постановлений" (правило 5-е. Деян. Вселенских соборов. Изд. Казанской Духовной Академии, т. VII, Казань, 1891, стр. 304). Если есть степень духовной смерти, то есть и различные степени и виды смертных грехов. Наиболее тяжкое состояние, - ожесточение во злобе, злоба нераскаянная, окончательная потеря всякой приемлемости к благодати.

В "Православном Исповедании" подробно описаны смертные грехи (см. часть 3, вопр. 18, 42). Они разделяются на три вида. К первому относятся грехи, которые служат источником для множества других грехов, например объявление несправедливой войны. Сюда же относятся греховные духовные страсти или пороки, от которых происходит множество других грехов, а именно чревоугодие, блуд, корыстолюбие, гнев, гордость, зависть, леность (о них см. ниже § 2).

Ко второму виду относятся ГРЕХИ ПРОТИВ ДУХА СВЯТОГО, т.е. упорное противление Божественной истине, дерзкое ее отвердение, несмотря на самые очевидные доказательства, отвержение Божественной истины не по недостатку оснований, а вопреки всяким основаниям, единственно по упорству и ожесточению сердца, соединенному с отвращением от всего, что свято и богоугодно. К такого родам грехам относятся: отчаяние (в своем спасении), безмерное упование на благость Божию при упорном нежелании вести добродетельную жизнь, отложение покаяния до смерти, противление ясной истине и богоборство, застарение в злобе, а также зависть к духовным совершенствам других.

В числе смертных грехов против Святого Духа в Евангелии указывается хула на Духа Святого, грех, который "не простится ни в сем веке, ни в будущем" (Мф. 12, 31-32). К этому греху относится явное и сознательное противление истине и правде о Иисусе Христе как Сыне Божием, которые становятся очевидными для людей силою и действием Св. Духа, противление чудесным делам Христа и Его последователей, совершаемых силою Божиею и др. Однако, и грех против Св. Духа не прощается не потому, чтобы не превышал бесконечное милосердие Божие, но потому, что такие грешники, при своем упорстве и нераскаянности, неспособны принять прощение и воспользоваться средствами спасения (2 Сол. 2, 10) (проФ. прот. Н. Стеллецкий. Опыт нравственного Богословия, т. I, ч. 1-я, стр. 377-380; свт. Иоанн Златоуст. Творения, VII, стр. 140 (о том, как понимать непростительность этого греха); еп. Феофан. Начертание христианской нравственности, стр. 164-167).

К третьему виду грехов относятся ГРЕХИ, ВОПИЮЩИЕ НА НЕБО (Иак. 5, 4), чем обозначается особая тяжесть этих грехов, каковы: вольное убийство, содомское дело, обида нищих, вдов и сирот, лишение мзды наемников, оскорбление и непочитание родителей, досаждение родителям.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 14 2007, 11:45 AM
პოსტი #11


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



პროფესორ ოსიპოვის განმარტება სულიწმინდის გმობასთან დაკავშირებით (რუსულ ენაზე):
http://www.link.ge/file/191890/sulicmidis-gmoba.mp3.html
ლექციიდან ამოვჭერი, სულ 7 წუთი გრძელდება


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატერინე_3
პოსტი Jan 16 2022, 02:45 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 16-January 22
წევრი № 15,256



ციტატა(მამა ირაკლი @ Oct 28 2007, 10:16 PM) *

კათოლიკური მრწამსის მიხედვით რომელიც შეცვლილია მე-11_ე საუკუნეში,სულიწმიდა გამომდინარეობს ძისაგანაც.
ამით ირღვეღა ყოვლადწმიდა სამების სუბორდინაცია! მაგრამ რამდენადაც ცნობილია კათოლიკები სულიწმიდას პირდაპირ არ გმობენ!



გამარჯობა,

ახალი ვარ ფორუმზე და მომიტევეთ, თუ ყველა პასუხი ვერ წავიკითხე. რაც წავიკიტხე, იქ არ იყო პასუხი ჩემს კითხვაზე და ამიტომ დავსვამ მაინც: თუკი იესო იუდეველებს მიმართავდა მაშინ და სულიწმინდის გმობაზე ეუბნებოდა, რომ არ მიეტევებოდათ, რადგან მათ არ ირწმუნეს სულიწმინდის ჭეშმარიტება, დღეს როგორ არის, თუ დავუშვათ ადამიანი გარკვეული პერიოდი ურწმუნოდ ცხოვრობს და ღმერთს შეურაცხჰყოფს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მოექცევა და გულით შეინანებს, მაინც მიუტევებელი დარჩება ეს ცოდვა და ჯოჯოხეთში მოხვდება? იქნებ მოძღვარმა მიპასუხოს, ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ! მადლობა წინასწარ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2022, 03:20 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,992
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ეკატერინე_3 @ Jan 16 2022, 02:45 PM) *

გამარჯობა,

ახალი ვარ ფორუმზე და მომიტევეთ, თუ ყველა პასუხი ვერ წავიკითხე. რაც წავიკიტხე, იქ არ იყო პასუხი ჩემს კითხვაზე და ამიტომ დავსვამ მაინც: თუკი იესო იუდეველებს მიმართავდა მაშინ და სულიწმინდის გმობაზე ეუბნებოდა, რომ არ მიეტევებოდათ, რადგან მათ არ ირწმუნეს სულიწმინდის ჭეშმარიტება, დღეს როგორ არის, თუ დავუშვათ ადამიანი გარკვეული პერიოდი ურწმუნოდ ცხოვრობს და ღმერთს შეურაცხჰყოფს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მოექცევა და გულით შეინანებს, მაინც მიუტევებელი დარჩება ეს ცოდვა და ჯოჯოხეთში მოხვდება? იქნებ მოძღვარმა მიპასუხოს, ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ! მადლობა წინასწარ!


გამარჯობა, ეკატერინე smile.gif


თუ ადამიანი გულით ინანიებს თავის ცოდვას, მას აუცილებლად მიეტევება უფლისგან.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2022, 07:37 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,992
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ იმედი არასოდეს არ უნდა დავკარგოთ, როგორი დიდი ცოდვაც არ უნდა შეგვემთხვეს, რადგანაც თუკი გულწრფელად მოვინანიებთ, გულმოწყალე უფალი ყველაფერს გვაპატიებს, გარდა თავის მოკვლისა, რადგან ეს სულიწმიდის გმობაა, ხოლო "ძე კაცისას გმობა ეპატიება ადამიანს, სულიწმიდისა კი არა" - ბრძანებს ქრისტე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2022, 05:29 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,992
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა სახარების თანახმად, უფალი ბრძანებს: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს, მაგრამ არა სულიწმიდის გმობა. რა იგულისხმება სულიწმიდის გმობაში? როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყველა ადამიანს აქვს სინდისი, რომლის მოქმედებითაც ჩანს ადამიანში სულიწმიდა. ადამიანი სულიწმიდის გმობამდე მიდის იმ დროს, როდესაც თავის თავში კლავს სინდისს, მიდის იმ მდგომარეობამდე, როდესაც არანაირი ცოდვის გამო სინდისი არ ამხილებს. სწორედ ასეთ ადამიანს არ მიეტევება. ადამიანს ცოდვა რომ შეენდოს, მას უნდა ჰქონდეს სინანული; სინანული რომ ჰქონდეს, ცოდვა უნდა შეიგრძნოს; ცოდვა რომ შეიგრძნოს, სინდისმა უნდა ამხილოს; თუ სინდისი არ ამხილებს, ვერც ცოდვას შეიგრძნობს, ანუ არც სინანული ექნება და, შესაბამისად, არც მიეტევება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2023, 07:55 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,992
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რას ნიშნავს სულიწმიდის გმობა? თვითმკვლელობაა, როდესაც მას აღარ სწამს არაფრისა, რადგან რაღაცამ გატანჯა, რაღაც მოაკლდა, სითბო მოაკლდა, სიყვარული მოაკლდა და მარტოდ იგრძნო თავი"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 08:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი