IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

106 გვერდი V « < 104 105 106  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 10 2018, 08:41 PM
პოსტი #2101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეგებ მონასტრული გამოცდილება დღეს ისეთი არ იყოს, როგორიც საჭიროა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, იხსნება მონასტრები, მრავლდებიან სასულიერო პირები, ბერები, ახალგაზრდები მოდიან მონასტერში... მადლობა ღმერთს ამისთვის.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2018, 01:47 PM
პოსტი #2102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სქემიღუმენი სერაფიმე (კოვში) იხსენებს თავისი ერისკაცობის ამბავს, როცა ის ერთ მდიდარ კაცს ემსახურებოდა. ამ კაცს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომლის შერთვასაც მიტროფანეს (ასეთი იყო მამა სერაფიმეს ერისკაცობის სახელი) სთავაზობდა: "ეს ხომ გაგაბედნიერებს, ღმერთი ამ ბედს მოთმინებისთვის გაძლევს. ქორწილისთვის 70 ოქროს მონეტას მოგცემ, ჯვრისწერის მერე კი შინ წაგიყვან და იმდენ ოქროს მოგცემ, სიცოცხლეში რომ არ გინახავს!"

ძნელი იყო ამის დათმენა იმ ყმაწვილისთვის, ვისაც ბერობა ენატრებოდა. მშობლები აღარ ჰყავდა, რჩევა ვერავის ჰკითხა და უეცარი დამუნჯება მოიგონა, პირში ქვა ჩაიდო. რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერა, მაგრამ ყმაწვილი თავისაზე იდგა. ბატონმა წვეულებაც კი გამართა, სასიდედრომ ქუდი და თბილი ქურთუკი დაუმალა, რომ არ გაპარულიყო. მაგრამ მიტროფანე ღუმელზე აძვრა და მიუხედავად დიდი თხოვნისა, დაბლა არ ჩამოსულა. საღამოს კი წერილი დაწერა: "ნეტარ იყვნენ, ვინც სიგლახაკე და უპოვარება შეიყვარა. ძებნას ნუ დამიწყებთ. ოთხივე მხრივ გზა ხსნილი მაქვს". შუაღამისას დაუტევა ბატონის სახლი და მონასტერში წავიდა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2018, 03:51 PM
პოსტი #2103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ათონზე, წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთ კალივაში, ცხოვრობდა ოთხი ხორციელი ძმა: მღვდელმონაზონი გაბრიელი, მოძღვარი კალივისა, მამა სერფიმე, მამა დიონისე და მამა ოქროპირი. ისინი ერისკაცობაში გვარად კარცონესები იყვნენ და მესინის ქალაქისთავის შვილები გახლდნენ. მაგრამ რადგანაც "არა პურითა ხოლო ცხონდება კაცი", მათ სიყმაწვილეშივე მოისურვეს მონაზვნობა და მამამაც, ამ კეთილშობილმა ადამიანმა, თვითონვე მიიყვანა შვილები ათონზე. ისინი დიდებული ხატმწერები იყვნენ და არასოდეს უღალატიათ აღთქმისთვის, მონაზვნად აღკვეცისას რომ დადეს. თუმცა ბევრ ადამიანს იცნობდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობით არასოდეს შეუცვლიათ მთაწმინდური ცხოვრების პრინციპები.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2018, 11:06 AM
პოსტი #2104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მოსაგრე მამა ტიხონი ამბობდა, მონაზონმა ერთი საათის მუშაობის შემდეგ ერთი საათი უნდა ილოცოსო“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2018, 11:16 AM
პოსტი #2105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერდიდმა დანიელ ახალსკიტელმა 115 წელი იცოცხლა. მას მახვილი მხედველობა ჰქონდა. სკვნილზე ლოცვისას მასთან ტურის სახით ეშმაკი მიდიოდა და სკვნილზე ეკიდებოდა, მაგრამ ის თავის ღვაწლს აგრძელებდა“.



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2018, 01:04 PM
პოსტი #2106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




“წმინდა დავითის ლავრის ბერებზე ჰყვება წმინდა გაბრიელ მცირე. ერთ მის თანამედროვე კეთილ მონაზონს, ფრიად ლმობიერს, დუმილის შემატკბობელს, თავის სენაკში ჰქონდა წმინდა შიო ახლის თავის ქალა და მის წინ ყოველ ღამეს გლოვასა და ცრემლთა ღვრაში განლევდა. თუ სხვათა სიკვდილი ყოველთვის საშინელი და შემაძრწუნებელია, ამ ნეტარმა მამამ ყოველგვარი სნეულებისა და ტკივილის გარეშე საუკუნო ძილით მიიძინა.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2018, 12:32 PM
პოსტი #2107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ეგნატე კატუნაკელი (ერისკაცობაში იოანე) ათონზე დასახლდა და მორჩილად მამა ნეოფიტეს დაუდგა. ერთხელაც გაუმხილა: - მამაო, სოფელში ყოფნისას ვმუშაობდი და საკმაოდ დიდი ფული - სამასი გირვანქა მოვაგროვე. მინდა გადმოგცეთო.

წმინდა ნეოფიტეს გაეცინა: - აქ რაში გვჭირდება? თუ მართლა გინდა მონაზონი გახდე, მაშინ უნდა განთავისუფლდე ამ ტვირთისგან. აიღე ეს ფული და მთელი მთაწმინდა მოიარე. სადაც გაჭირვებულ მონაზონს შეხვდები, ცოტა მიეცი და ხელწერილი ჩამოართვი. უკან დაბრუნებისას ამ ხელწერილებს მაჩვენებ და მაშინ მიგიღებო.

იოანეს ეგონა, ეს ადვილი საქმე იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბევრი მონაზონი, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, უარს ამბობდა ფულის აღებაზე. ოთხი თვე იწვალა, რომ ისეთი ბერები მოენახა, ვინც ამ ფულის აღებას დასთანხმდებოდა. ამ ოთხ თვეში მან ასკეტიზმის გაკვეთილები მიიღო და შემდგომში სხვებსაც ასწავლიდა, რომ არა პურითა ხოლო ცხონდება კაცი".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2018, 12:07 PM
პოსტი #2108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა იქნება ეს თუ ქორწინება, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ერთგულად და მამაცურად მიჰყვე ქრისტეს გზას.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2018, 12:30 PM
პოსტი #2109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- წინა საუბრისას მივადექით იღუმენია მარიამის (ჭიჭინაძე) პერიოდს. როგორი იყო დედა მარიამი?

- ერთი შეხედვით მკაცრი ქალი ჩანდა. თავიდან თითქოს ცივად ეპყრობოდა უცხოს და ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან მწარე გამოცდილება ჰქონდა. თუ კეთილ ადამიანად შეგიცნობდა, დიდ სულიერ სითბოს გაგრძნობინებდა. დამამახსოვრდა ხორციელად დაძაბუნებული, ბრმა, მაგრამ სულიერად მტკიცე. ბოლო რამდენიმე წელი სნეულებაში განვლო. მწოლიარე იყო, თუმცა სულიერი სიფხიზლე არ მოჰკლებია, არ დაუმდაბლებია ღირსება წინამძღვრისა.

როდესაც მის სანახავად მივიდოდი, სენაკში შესვლის ლოცვას წარმოვთქვამდი და კარზე დავაკაკუნებდი, უშიშრად და რიხით შემეკითხებოდა - "ნამუ რექი!" (რომელი ხარ?). ვეტყოდი ჩემს ვინაობას, გაუხარდებოდა და ტკბილად მიმიწვევდა. მომიკითხავდა, ეკლესიურ ახალ ამბებს მომათხრობინებდა და კურთხევით დამემშვიდობებოდა.

ხომ უაღრესად დაუძლურებული იყო ხორციელად, ლოცვას არ ეშვებოდა, სკვნილი ეკავა ხელთ და ას წელს გადაცილებული, დაშრეტილი თვალებითა და სულიერი მზერით მაცხოვარსა და მის წმინდანთ უმზერდა და დამჭკნარი ტუჩებით ჩუმად ლოცულობდა...“



„- ჩემი მეგობრები დიდი აღფრთოვანებით იგონებენ თეკლათის მონასტრის ბოლო ხნის იღუმენიას, დედა ელენეს (ადანაია)...

- პატრიარქის ნებართვით, 1978 წელს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, მამა კონსტანტინემ მონაზვნად აღკვეცა სენაკის მკვიდრი, ღრმად მორწმუნე ქალბატონი ზინა ადანაია და სახელად ელენე უწოდა. მალევე დედა ელენე ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.

ტკივილიანი საერო ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი დედა ელენეს. უფლის ნებით, სწორედ მას ერგო ხვედრად უმძიმეს წლებში მონასტრის გაძღოლა. მისი წინამძღვრობის დროს ახლად შემოიზღუდა ეზო, მთავარეპისკოპოს იოანეს (ანანიაშვილი) ღვაწლით შეკეთდა საყდარი, აშენდა სამსართულიანი სამრეკლო. თითქმის თხუთმეტი წელი იღვაწა დედა ელენემ წინამძღვრად და დიდი ძალისხმევის ფასად იხსნა მონასტერი გაუკაცრიელებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ახალაღკვეცილი მონაზვნები დასს არ შემატებიან, იქ წუთითაც არ შემწყდარა სულიერი ცხოვრება და ღვთისმსახურება.

საპატრიარქოს არქივში დაცულია იღუმენია ელენეს მიერ სხვადასხვა წლებში თეკლათიდან კათოლიკოსისადმი გაგზავნილი მიმართვები. სნებამორეული წინამძღვარი, აღწერდა რა მონასტრის ცხოვრების ყოველდღიურ გასაჭირს, მუხლმოყრილი ივედრებოდა ახალგაზრდა მოწესეთა გამოგზავნას, რათა ნაამაგარი სავანის საიმედო ხელში გადაცემის შემდეგ გულდამშვიდებული გასცლოდა სამზეოს. დედა ელენე 1997 წლის 21 სექტემბერს (ძვ. სტ.) 86 წლის ასაკში მიიცვალა. ვფიქრობ, მისი სახელი მონასტრის მატიანეში ამაგდართა შორისაც გამორჩეული დარჩება.

- ესე იგი, დედა ელენე შეესწრო სამეგრელოს სულიერი აღორძინების დასაწყისს?

- 1995 წელს აღდგა ფაზისის უძველესი ეპარქიის მემკვიდრედ მიჩნეული - ფოთი-სენაკის ეპარქია, რომელმაც ფოთის, სენაკისა და ხობის სამწყსო გააერთიანა. წმინდა სინოდის განჩინებით, ახალი საეპისკოპოსოს მღვდელმთავრად ყოვლადსამღვდელო გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) იქნა ხელდასხმული. ახალარჩეულმა მწყემსმთავარმა თავისი შემართული ხასიათის შესატყვისი საქციელით ერთობ მოკლე დროში გამოაცოცხლა ეპარქიის სულიერი ცხოვრება და არაერთი კეთილი საქმე განაჩინა, მაგრამ თეკლათის დედათა მონასტრის აღორძინებისათვის გაწეული შრომა განსაკუთრებულადაა აღსანიშნავი მის ბიოგრაფიაში.

1996 წლის 2 აპრილი. გაზაფხულის ამ ჩვეულებრივ დღესაც მრავლისმთქმელად დუმდნენ მისტიკურ საიდუმლოს ჩაწვდომილი წმინდა სანახები... სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მყოფმა იღუმენია ელენე ადანაიამ სასოებით მიიღო საპატიო სტუმრები. იმ მზიან დილას ფოთი-სენაკის ახალარჩეული ეპისკოპოსი გრიგოლი, მწყემსმთავართა და სამღვდელოთა თანხლებით, პირველად მიეახლა თეკლათის სიწმიდეთ. ჯანგატეხილი დედა ელენე, უკანასკნელი ძალისხმევის მოკრების შედეგად, მღვდელმთავარსა და მის ამალას ფეხზე მდგარი შეეგება.

- წუხელ მთელი ღამე ზარების რეკა მესმოდა, სამრეკლოზე ანგელოზები რეკდნენ ზარებს გაუჩერებლივ, სად ხართ აქამდე?! - საყვედური ჰკადრა მობრძანებულთ იღუმენიამ.

უფლის ნებით, სწორედ ეს იმედით აღსავსე დღე გახდა მონასტრის სულიერი და ფიზიკური ცხოვრების აღმავლობის დასაწყისი...“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 01:35 PM
პოსტი #2110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი ეშმაკზე ორი დღით ადრეა დაბადებული“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

106 გვერდი V « < 104 105 106
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2018 - 05:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი