თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ სამღვდელო თავსაბურავი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 3 2006, 04:23 PM

ციტატა
თუ დავაკვირდებით ავტოკეფალურ ეკლესიათა სამეთაურო ტიტულებს, ბერძნული ტრადიციის ეკლესიებში (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, საქართველო, კვიპროსი, საბერძნეთი, ალბანეთი) შეინიშნება შავი ფერის კუნკულ-ბარტყული და მთავარეპისკოპოსის ტიტული, ხოლო სლავური ტრადიციის ეკლესიებში (რუსეთი, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ამერიკა) თეთრი ფერის თავსაბურავი და მიტროპოლიტის ტიტული.

ბალღო, მამისმინე ახლა biggrin.gif საქართველოს და რუსეთის პატრიარქებს სხვებისგან განსხვავებული კუნკულ-ბარტყული ახურავთ, ერთმა სტიქაროსანმა (პატრიარქის) მათ ასირიულიც უწოდა. ხოდა ახლა მაგვახსენე რატომა და როგორა laugh.gif laugh.gif

p.s Sevecade glexurad laugh.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 3 2006, 04:31 PM

mnate

ციტატა
საქართველოს და რუსეთის პატრიარქებს სხვებისგან განსხვავებული კუნკულ-ბარტყული ახურავთ, ერთმა სტიქაროსანმა (პატრიარქის) მათ ასირიულიც უწოდა. ხოდა ახლა მაგვახსენე რატომა და როგორა

ეგ მეც მაინტერესებს და კიდევ რატომაა რუსეთისა და ზოგიერთი ქვეყნის პატრიარქების კუნკულ ბარტყული თეთრი ფერის. ადრე სადღაც წავიკითხე რომ რაღაცას განასახიერებდა მაგრამ აღარ მახსოვს. აბა ჰე მოგვახსენენ აბა biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 3 2006, 04:33 PM

ციტატა
ეგ მეც მაინტერესებს და კიდევ რატომაა რუსეთისა და ზოგიერთი ქვეყნის პატრიარქების კუნკულ ბარტყული თეთრი ფერის. ადრე სადღაც წავიკითხე რომ რაღაცას განასახიერებდა მაგრამ აღარ მახსოვს. აბა ჰე მოგვახსენენ აბა

ეგ დაწერა უკვე laugh.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 3 2006, 04:37 PM

mnate

ციტატა
ეგ დაწერა უკვე

უი აბა სად? blink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 3 2006, 05:55 PM

mnate

ციტატა
საქართველოს და რუსეთის პატრიარქებს სხვებისგან განსხვავებული კუნკულ-ბარტყული ახურავთ, ერთმა სტიქაროსანმა (პატრიარქის) მათ ასირიულიც უწოდა. ხოდა ახლა მაგვახსენე რატომა და როგორა

მართალია

საქმე ისაა, რომ კუნკულა სხვაა და ბარტყულა სხვა
კუნკულა არის ქუდი, რომელსაც აქვს ბრტყელი ბოლო
ბარტყულა არის გრძელი შავი ნაჭერი, რომელსაც ჯერ კიდევ ძველი ებრაელი მლოცველები იდებდნენ თავზე (ოღონდ იმათი თეთრია ლურჯი ზოლებით, ე.წ. "ტალიტი")
ისინი ერთობლიობაში ქმნიან კუნკულ-ბარტყულს, ოღონდ მას აქვს ისეთი ფორმა, როგორიც ჩვენი მღვდელმთავრების თავსაბურავს

მხოლოდ ბარტყულის დახურვის შემთხვევაში მას (თავის მოყვანილობის გამო) აქვს მრგვალი ბოლო. სწორედ აღნიშნული ტიპის ბარტყულს განასახიერებს ჩვენი პატრიარქის თავსაბურავი

თუ ვერ გაიგე ზუსტად, ან ფოტოებს მოვძებნი, ან კიდევ როცა გნახავ ვიზუალურად გაჩვენებ

ალექსანდრე
ციტატა
ეგ მეც მაინტერესებს და კიდევ რატომაა რუსეთისა და ზოგიერთი ქვეყნის პატრიარქების კუნკულ ბარტყული თეთრი ფერის. ადრე სადღაც წავიკითხე რომ რაღაცას განასახიერებდა მაგრამ აღარ მახსოვს. აბა ჰე მოგვახსენენ აბა

არ დამიწერია, mnate იტყუება laugh.gif

თეთრი ფერი განასახიერებს სიწმიდეს (როგორც ყოველთვის). სხვა განმარტება არ ვიცი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 3 2006, 05:59 PM

ციტატა
მხოლოდ ბარტყულის დახურვის შემთხვევაში მას (თავის მოყვანილობის გამო) აქვს მრგვალი ბოლო. სწორედ აღნიშნული ტიპის ბარტყულს განასახიერებს ჩვენი პატრიარქის თავსაბურავი

თუ ვერ გაიგე ზუსტად, ან ფოტოებს მოვძებნი, ან კიდევ როცა გნახავ ვიზუალურად გაჩვენებ

და რატომ განასახიერებს? blink.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 3 2006, 06:10 PM

კანონისტი
შავი კუნკულ-ბარტყული რას განასახიერებს ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 3 2006, 06:11 PM

mnate

ციტატა
და რატომ განასახიერებს

არ ვიცი. ძველი ტრადიციაა ალბათ. ფრესკებზე და ხატებზე ასე გამოსახავენ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 5 2007, 01:08 PM

ალექსანდრე

ციტატა
შავი კუნკულ-ბარტყული რას განასახიერებს ?

სხვათაშორის საინტერესო საკითხია. შავი ფერის გამოყენების შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს

კიდევ რამდენიმე საინტერესო საკითხი:
- მიტრა საბერძნეთში პრესვიტერებს (ანუ მღვდლებს) საერთოდ არ აქვთ
- წირვის დროს მიტრა ახურავს მხოლოდ მწირველ მღვდელმთავარს. დანარჩენებს - კუნკულა

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 5 2007, 01:21 PM

[კანონისტი
ძალიან საინტერესო თემა გამახსენდა და მინდა თქვენს გაგიზიაროთ smile.gif

ჩვენში დღეს არსებული წესით მიტროპოლიტი უფრო მაღალი ხარისხია, ვიდრე მთავარეპისკოპოსი

თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ეკლესიის გავლენა

--------------

მაინტერესებს ასეთი წესი არის მხოლოდ საბერძნეთის ეკლესიაში თუ სხვა მართლმადიდებულ ეკლესიებშიჩ, ანუ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადრე ქართველები ბერძნების გავლენის ქვეშ იყვნენ, ეხლა რუსების გავლენის ქვეშ. სხვა ეკლესიებში როგორი წესი იყო ეს მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 5 2007, 02:59 PM

მხევალი ნინო

ციტატა
მაინტერესებს ასეთი წესი არის მხოლოდ საბერძნეთის ეკლესიაში თუ სხვა მართლმადიდებულ ეკლესიებშიჩ, ანუ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადრე ქართველები ბერძნების გავლენის ქვეშ იყვნენ, ეხლა რუსების გავლენის ქვეშ. სხვა ეკლესიებში როგორი წესი იყო ეს მაინტერესებს.

ასეთი წესი არის ძველ, ე.წ. ბერძნულ საპატრიარქოებში

ცხადია, ჩვენი ეკლესია ბერძნების გავლენის ქვეშ იყო ნაწილობრივ. ჩვენი წმინდა მამები კონსტანტინოპოლში, იერუსალიმში ან ათონზე მიდიოდნენ ტიპიკონების, განწესებების და სხვა წეს-ჩვეულებების შესასწავლად. თუმცაღა ცხადია ორიგინალურიც გვქონდა

ეს წესი ამჟამად ბერძნულენოვან ეკლესიებშია და პლიუს ანტიოქიასა და ალბანეთში

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jan 5 2007, 10:43 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 5 2007, 01:08 PM) *

- მიტრა საბერძნეთში პრესვიტერებს (ანუ მღვდლებს) საერთოდ არ აქვთ

ეგ ცხადია, რადგან ეგ "ჯილდოდ" შემოიღო ან ეკატერინე მეორემ ან პავლე პირველმა, ზუსტად არ მახსოვს. ამ შემთხვევაში ჩვენ რუსულ პრაქტიკას მივსდევთ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 8 2007, 10:33 AM

ციტატა
საქმე ისაა, რომ კუნკულა სხვაა და ბარტყულა სხვა
კუნკულა არის ქუდი, რომელსაც აქვს ბრტყელი ბოლო
ბარტყულა

უკაცრავადა, რაღაც ეს ბრტყელი ბოლო რა არის, ანუ ვიზუალურად როგორია ვერ მივხვდი, ეგებ მართლა სურათები დადო.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 10 2007, 11:38 AM

რატომ არ მპასუხობთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 10 2007, 01:54 PM

მხევალი ნინო
სურათები არ მაქვს და რა ვქნა?

აი უწმიდესის წირვას ხომ დასწრებიხარ? არქიდიაკონს რომ ახურავს, ის არის კუნკულა, ხოლო ეპისკოპოსს მასზე ხომ აქვს ნაჭერი მიმაგრებული, ის კი არის ბარტყულა

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 10 2007, 04:47 PM

კანონისტი

ციტატა
აი უწმიდესის წირვას ხომ დასწრებიხარ? არქიდიაკონს რომ ახურავს, ის არის კუნკულა, ხოლო ეპისკოპოსს მასზე ხომ აქვს ნაჭერი მიმაგრებული, ის კი არის ბარტყულა

ეგ ვიცი, მაგრამ რაღაც მიბრტყელებულ ნაწილზე დავიბენი laugh.gif , მართალი გითხრათ საოცრად მიყვარს ეგ თავსაბურავი სასულიერო პირებზე.

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jan 10 2007, 09:38 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 3 2006, 05:55 PM) *

საქმე ისაა, რომ კუნკულა სხვაა და ბარტყულა სხვა
კუნკულა არის ქუდი, რომელსაც აქვს ბრტყელი ბოლო
ბარტყულა არის გრძელი შავი ნაჭერი, რომელსაც ჯერ კიდევ ძველი ებრაელი მლოცველები იდებდნენ თავზე (ოღონდ იმათი თეთრია ლურჯი ზოლებით, ე.წ. "ტალიტი")

სხვათა შორის ბერძენი მონაზვნები იცნობენ კუნკულსა და სკუფიას. სკუფია ბრტყელბოლოიანი ქუდია, კუნკული კი ნაჭრისგანაა შესრულებული (наметка-ს რასაც უწოდებენ რუსები) და სკუფიას თავისუფლად სცილდება, მასზე მყარად დამაგრებულ-მიკერებული არ არის. თუ ვინმეს აინტერსებს, ფორუმზე ბლომად არის პატრიარქის ათონზე ვიზიტის სურათები და იქ შეუძლია ნახოს კაცმა. ჩვენშიც ადრე კუკნკული ალბათ ამ ნაჭერს უნდა რქმეოდა (მახსოვს ამბა დოროთე წერს მის შესახებ, კუნკული ჩვილი ბავშვის თავსაბურავს განასახიერებს, რადგან მონაზონი ბავშვივით უნდა იყოს უმანკოო), მაგრამ რუსების გავლენით მგონი სახელი შეიცვალა. სხვა რას ფიქრობს?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 10 2007, 10:45 PM

მაშინ გაურკვეველი ხდება ბარტყულას ცნება....... თუ დღევანდელი კუნკულ-ბარტყული სკუფიისა და კუნკულას ერთობლიობაა, მაშინ ბარტყლა რაღაა? biggrin.gif

რევიცი......

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jan 11 2007, 12:29 AM

ციტატა(მნათე @ Jan 10 2007, 10:45 PM) *

მაშინ გაურკვეველი ხდება ბარტყულას ცნება....... თუ დღევანდელი კუნკულ-ბარტყული სკუფიისა და კუნკულას ერთობლიობაა, მაშინ ბარტყლა რაღაა? biggrin.gif

რევიცი......

ბერძენი მონაზვნები კუნკულს უწოდებენ იმას, რასაც რუსები наметка-ს ეძახიან, ხოლო სკუფიას იმას, რასაც რუსები куколь-ს უწოდებენ. მე ასე მგონია რომ შესაძლოა ადრე მხოლოდ ბარტყულა (ან ბერძნულად კუნკული biggrin.gif ) არსებობდა, მერე სკუფია მიემატა ამას და მერე რუსების გამოისობით შესაძლოა სახელები აირია საქართველოში. რა ვიცი, ვარაუდს გამოვთქვამ. არ შეიძლება? biggrin.gif მითუფრო ანტონ კათოლიკოსმა სულ ერთიენად შეცვალა ლიტურგიკული ტერმინოლოგია (პროთოპოპი არ მოგწონს? biggrin.gif ).

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 11 2007, 12:41 AM

ციტატა
ბერძენი მონაზვნები კუნკულს უწოდებენ იმას, რასაც რუსები наметка-ს ეძახიან, ხოლო სკუფიას იმას, რასაც რუსები куколь-ს უწოდებენ. მე ასე მგონია რომ შესაძლოა ადრე მხოლოდ ბარტყულა (ან ბერძნულად კუნკული ) არსებობდა, მერე სკუფია მიემატა ამას და მერე რუსების გამოისობით შესაძლოა სახელები აირია საქართველოში. რა ვიცი, ვარაუდს გამოვთქვამ. არ შეიძლება? მითუფრო ანტონ კათოლიკოსმა სულ ერთიენად შეცვალა ლიტურგიკული ტერმინოლოგია (პროთოპოპი არ მოგწონს? ).

ბერძნულად როგორ ჟღერს 'კუნკულ-ბარტყული' მაუწყეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jan 11 2007, 07:08 AM

ციტატა(მნათე @ Jan 11 2007, 12:41 AM) *

ბერძნულად როგორ ჟღერს 'კუნკულ-ბარტყული' მაუწყეთ biggrin.gif

ბერძნული რაში გაინტერესებს, შენც ბერძენოიდი გახდი? biggrin.gif სკუFო და კუკულიონი. სკუFო უფრო მონაზვნების "ჟარგონია", თეთრი სამღვდელოების ან ეპისკოპოსების შემთხვევაში უფრო კალიმაFხიონზე საუბრობენ. ეპისკოპოსის კუკულიონს ეპანოკალიმაFხიონს უწოდებენ. ტერმინოლოგიას გარკვეული არამდგრადობა ახასიათებს, ამიტომ ვარიანტული სხვაობები თუ შეგხვდა, ნუ გაგიკვირდება.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 11 2007, 12:05 PM

Sotiris

ციტატა
ბერძენი მონაზვნები კუნკულს უწოდებენ იმას, რასაც რუსები наметка-ს ეძახიან

და აბა "კამილავკა"?

მე ასე ვიცი (თუმცა უკვე ვშიშობ მართალი გამოდგეს biggrin.gif ):
კუნკულა არის მრგვალი ქუდი
ბარტყულა არის ნაჭერი რომელიც მაგრდება კუნკულაზე
სკუფია არის მაღალი ქუდი, რომლის ბოლო ქმნის ჯვარს (აი უწმიდესს რომ აქვს შინდისფერი)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 11 2007, 12:39 PM

ციტატა
ბერძნული რაში გაინტერესებს, შენც ბერძენოიდი გახდი? სკუFო და კუკულიონი. სკუFო უფრო მონაზვნების "ჟარგონია", თეთრი სამღვდელოების ან ეპისკოპოსების შემთხვევაში უფრო კალიმაFხიონზე საუბრობენ. ეპისკოპოსის კუკულიონს ეპანოკალიმაFხიონს უწოდებენ. ტერმინოლოგიას გარკვეული არამდგრადობა ახასიათებს, ამიტომ ვარიანტული სხვაობები თუ შეგხვდა, ნუ გაგიკვირდება.

ანუ ერთიანი [კომპოზიტური] შესატყვისი კუნკულ-ბარტყულს არ აქვს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jan 11 2007, 03:13 PM

ციტატა(მნათე @ Jan 11 2007, 12:39 PM) *

ანუ ერთიანი [კომპოზიტური] შესატყვისი კუნკულ-ბარტყულს არ აქვს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სლავურში აქვს - კლობუკი.

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jan 11 2007, 06:41 PM

ციტატა(მნათე @ Jan 11 2007, 05:00 PM) *

ხოოოდა, მანდ არის რაცხა არეული, საინტერესოა ძველ ქართულში რა შესატყვისი ქონდა. . .

არ ექნებოდა შესატყვისი, რადგან ბარტყულის კუნკულზე დაკერება რუსული ტრადიცია ჩანს. ვინმეს თუ საწინააღმდეგო არგუმენტი არა აქვს, ცხადია. თან ვინ იცის, იქნებ კუნკული და ბარტყულა ცალ-ცალკე არსებობდნენ და ორივეს ერთად არ ატარებდნენ.

ციტატა
რაცხა 'ბარტყული' ვერ წარმომიდგება არაქართულად laugh.gif

ყურადღებით არ კითხულობ. მე ვთქვი ალბათ სიტყვა კუნკულმა შეიცვალა მნიშვნელობა, ის კი არ მითქვამს ბარტულა არაქართულიაო. ქართულია, მაგრამ ვინ იცის რომელი საუკუნის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 11 2007, 07:03 PM

Sotiris
მეც ეგრე ვიცი კუნკულას და ბარტყულას ცალ-ცალკე ატარებდნენ
თუმცა ბერძენ იერარქებს მგონი დაკერებული აქვთ? შენ როგორ იცი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 11 2007, 07:04 PM

აქ გავაგრძელოთ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 11 2007, 10:53 PM

ციტატა
ვინმეს თუ საწინააღმდეგო არგუმენტი არა აქვს, ცხადია.

ალბათ ეს არგუმენტი რომელიმე ფრესკა უნდა იყოს. . .

ციტატა
ყურადღებით არ კითხულობ.

რას მელაპარაკები laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 14 2007, 07:25 PM

მე მგონი თემიდან გადახვევად არ ჩამეთვლება, თუ გეგეკითხებით რა ჰქვია და რა დანიშნულება აქვს ბერების მოსასხამებს, ამამსთან კარგგია დაწვრილებით თუ ახსნით კუნკულ-ბარტყულის დანიშნულებას, მე მგონი ბარტყული ამ ქვეყნიურ ცხოვრებისგან გამიჯვნას ნიშვავს, თუ სწორედ ვთქვი, მაგრამ მცოდნესაგნ პასუხი უფრო კარგი მოსასმენია.

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Feb 4 2008, 05:07 PM

თუ სწორად მახსოვს კუნკულა განასახიერებს კუბოს და ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ცხოვრებისთვის მკვდარია

პოსტის ავტორი: ali da nino თარიღი: Feb 5 2008, 07:37 PM

თავსაბურავის დანიშნულებაა დაიფაროს ტვინი სხვადასხვა ტემპერატურის ზეგავლენისაგან და სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში მათი დიზაინი და ფერი შეიძლება შეიცვალოს, გთავაზობთ ინდოელი ქრისტიანების თავსაბურავის Gაკეთების ვიდეოჩანაწერს, რომელიც შეუძლიათ გადაიღონ მართლმადიდებელმა სულიერმა მოღვაწეებმაც, რადგან მე ვფიქრობ რომ იგი ძალიან მოხერხებულია

http://www.youtube.com/watch?v=D-rukVPxEIM&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=DXPrN3EI5hM&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=-_0KgEZQ7Ho&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=aHwhBP2glB8&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=kaiIjnh9XSE&feature=related

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)