თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ სამღვდელო შესამოსელი....

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 4 2009, 05:14 PM

ყიდვა გვინდა მამაოსთვის სამღვდელო შესამოსლის (მიტრასთან ერთად)...
სად იქნება კარგი ხარისხის და მიახლოებით ფასი არ იცით?..

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: May 4 2009, 06:29 PM

lch

1. ვერცხლის ქუჩაზე
2. სამების მაღაზიაში

მე გირჩევდი პირველს. ფასები იწყება 300 ლარიდან და მთავრდება 1000–მდე, ჩემი სტიქარი მახსოვს 170 ლარი დამიჯდა, მაგრამ შესანიშნავად შეკერეს.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 4 2009, 07:10 PM

ავგუსტინე
მადლობა ინფორმაციისთვის... smile.gif

ციტატა
ფასები იწყება 300 ლარიდან და მთავრდება 1000–მდე, ჩემი სტიქარი მახსოვს 170 ლარი დამიჯდა, მაგრამ შესანიშნავად შეკერეს.

კარგია თუ ფასს ხარისხი შეესაბამება... ჩვენში უმთავრესად პირიქითაა ხოლმე, ფასი - მაღალი, ხარისხი - დაბალი... smile.gif

პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Jun 9 2009, 04:48 PM

ციტატა(ავგუსტინე @ May 4 2009, 07:29 PM) *

lch

1. ვერცხლის ქუჩაზე
2. სამების მაღაზიაში

მე გირჩევდი პირველს. ფასები იწყება 300 ლარიდან და მთავრდება 1000–მდე, ჩემი სტიქარი მახსოვს 170 ლარი დამიჯდა, მაგრამ შესანიშნავად შეკერეს.



და იქ საბერო შესამოსელიც არის? ფასებიც ხო არ იცი?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 10 2009, 12:36 AM

ციტატა
და იქ საბერო შესამოსელიც არის? ფასებიც ხო არ იცი?


საბერო შესამოსელზე ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ ყველაზე მაგრად არქიმანდრიტი ბართლომე აკერინებს ხოლმე, სად ზუსტად არ ვიცი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 6 2014, 12:30 AM

მოდერს ვთხოვ სათაური შეუცვალოს თემას და ერქვას - ,, სამღვდელო შესამოსელი'' ან ,,საეკლესიო შესამოსელი''.

ფასები და.ა.შ. მოაშოროს .

თან , კარგ თემას დავამუშავებ ამ კვირაში სავარაუდოდ და აქ დავდებ .

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 6 2014, 12:34 AM

ებიჯო, 300 ლარიდან იწყება ბერის ტანსაცმელი? მთელი ჩემი გარდერობი რო გადმოვალაგო, 300 ლარის ტანსაცმელი სულ არ იქნება შიგნით... კარგით რა... რა მათემატიკური, წავალ სემინარიაში ჩავაბარებ, ფილოსოფიური აზრები კი მაწუხებს და გამოვუშვებ რაღაც წიგნსაც, მერე აკრძალავენ ჩემს წიგნებს და ამით უფრო პოპულარული გავხდები...

P.S. ისე მართლა....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 6 2014, 10:23 PM

MIRDAT
HOOOOOO....სტოპ ! biggrin.gif
წიგნის აკრძალვაზე მომეწონა ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2014, 10:10 AM

ისე ჩვენში დარჩეს და კაი ფული კი ღირს შესამოსელი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2014, 12:30 AM

G_saxva
კარგი შესამოსელი კი ...
ის , სირცხვილია რა . ეგ პროდუქცია არ იბეგრება და ეს უზურპატორები , მაინც რამხელა ფასად ყიდიან ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 8 2014, 09:07 AM

A.V.M

ციტატა
კარგი შესამოსელი კი ...
ის , სირცხვილია რა . ეგ პროდუქცია არ იბეგრება და ეს უზურპატორები , მაინც რამხელა ფასად ყიდიან ...

ცუდს ვერ იყიდი კარგს იყიდი და კარგ თანხაშიც ზიხარ. ცუდია sad.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 8 2014, 05:18 PM

არადა ბერი და ძვირფასი შესამოსელი... ნუ რავი რა... ერის ხალხისთვის კიდევ მეორადები და 15 ლარიანი მაიკები ბლომადაა... უნივერსიტეტში ბევრი მოსწავლე, მართლაც მწირივით დადის, დახეული ტყავის ფეხსაცმლით, გახუნებული შარვლით და ხმარებისგან გადაქერცლილი ქურთუკით ბევრი სტუდენტი მინახავს... მესამე კურსზე ვარ და 3 წელია ერთიდაიგივე ტანსაცმლით დადის ბევრი... ერის ხალხი გაცილებით მეძიმე გაჭირვებაში ცხოვრობს, ვიდრე ბევრი ბერი. ბევრი მონასტერი გაცილებით კეთილმოწყობილია ვიდრე საქართველოში არსებული ბინების 80%... არადა ბერობა იდეაში ამქვეყნიურზე უარის თქმაცაა როგორც მახსოვს... მარა რა გინდა რომ ქნა, როცა ბერის იაფიანი შესამოსელი არ არსებობს biggrin.gif მე ბერი რომ ვიყო პროტესტის ნიშნად არ ვიყიდდი ბერის შესამოსელს და ჩვეულებრივი შავი ფერის სამოსით ვივლიდი. რა, ბერი აღარ ვიქნებოდი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 8 2014, 05:25 PM

ციტატა
არადა ბერი და ძვირფასი შესამოსელი... ნუ რავი რა... ერის ხალხისთვის კიდევ მეორადები და 15 ლარიანი მაიკები ბლომადაა... უნივერსიტეტში ბევრი მოსწავლე, მართლაც მწირივით დადის, დახეული ტყავის ფეხსაცმლით, გახუნებული შარვლით და ხმარებისგან გადაქერცლილი ქურთუკით ბევრი სტუდენტი მინახავს... მესამე კურსზე ვარ და 3 წელია ერთიდაიგივე ტანსაცმლით დადის ბევრი... ერის ხალხი გაცილებით მეძიმე გაჭირვებაში ცხოვრობს, ვიდრე ბევრი ბერი. ბევრი მონასტერი გაცილებით კეთილმოწყობილია ვიდრე საქართველოში არსებული ბინების 80%... არადა ბერობა იდეაში ამქვეყნიურზე უარის თქმაცაა როგორც მახსოვს... მარა რა გინდა რომ ქნა, როცა ბერის იაფიანი შესამოსელი არ არსებობს

ბეიშ შესამოსელი ნამდვილად არ არის ძვირი, მითუმეტეს როდესაც ბერად აკურთხებენ ხელდასხმის დროს აძლევს მონასტერი ყველაფერს რაც საჭიროა და არაფერს არ ყიდულობს თვითონ. მე საღვდელო შესამოსელზე მქონდა საუბარი რაც მართლაც ძვირია ჩემი აზრით.
ციტატა
მე ბერი რომ ვიყო პროტესტის ნიშნად არ ვიყიდდი ბერის შესამოსელს და ჩვეულებრივი შავი ფერის სამოსით ვივლიდი. რა, ბერი აღარ ვიქნებოდი?

მეეჭვება ოფილიყავი tongue.gif ყველაფერს თავისი ტრადიცია აქვს და თუ შენ პატივს არ ცემ ამ ტრადიციებს შენ ბერი ვერ იქნები. რაც შეეხება პ[როტესტს ვის უნდა გამოუცხადო ძალიან საინტერესოა? ბერობის უმთავრესი მომენტი მორჩილებაა. პ.ს ახლა წარმოვიდგინე ბერი როლმეიც პროტესტის გამო რამეს არ აკეთებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 8 2014, 08:59 PM

ციტატა(G_saxva @ Apr 8 2014, 05:25 PM) *

ახლა წარმოვიდგინე ბერი როლმეიც პროტესტის გამო რამეს არ აკეთებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გეუბნები, პოპულარული ბერი ვიქნებოდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 8 2014, 11:02 PM

ციტატა
მეეჭვება ოფილიყავი ყველაფერს თავისი ტრადიცია აქვს და თუ შენ პატივს არ ცემ ამ ტრადიციებს შენ ბერი ვერ იქნები. რაც შეეხება პ[როტესტს ვის უნდა გამოუცხადო ძალიან საინტერესოა?

რას ნიშნავს ტრადიცია? biggrin.gif ბერობა ტრადიციაა თუ არჩევანი. სამოსი არ წყვეტს ვინ როგორია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 9 2014, 12:44 AM

MIRDAT

ციტატა
მე ბერი რომ ვიყო პროტესტის ნიშნად არ ვიყიდდი ბერის შესამოსელს და ჩვეულებრივი შავი ფერის სამოსით ვივლიდი. რა, ბერი აღარ ვიქნებოდი?

რას გულისხმობ ბერის ტანისამოსში ?

ციტატა
ბერობა ტრადიციაა თუ არჩევანი. სამოსი არ წყვეტს ვინ როგორია

ბერობა ტრადიციაცაა ყველაფერთან ერთად . შესამოსელი კი , ტრადიციის ნაწილი .

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 9 2014, 12:53 AM

ციტატა
ბერობა ტრადიციაცაა ყველაფერთან ერთად . შესამოსელი კი , ტრადიციის ნაწილი

ტრადიციაა თავისი არსით თუ ტრადიციაა გარეგანი ფორმით?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 9 2014, 01:15 AM

ikanosi
ფორმაა მოღვაწეობისა , რომელიც აგრძელებს ძველი აღთქმის ტრადიციას .

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 9 2014, 01:16 AM

A.V.M
შესამოსელი ხდის ადამიანს ბერად თუ თავად არჩევანი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 9 2014, 01:17 AM

ikanosi
საკუთარი აღთქმა .

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 9 2014, 01:29 AM

ციტატა
საკუთარი აღთქმა

მაშასადამე არჩევანი. ე.ი შესამოსელი მეორეხარისხოვანია.
ისევე როგორც ექიმი ისევეა ექიმი მისი თეთრი ხალათის გარეთ როგორც მასში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 9 2014, 02:06 AM

ikanosi
და ვინ გითხრა პირველხარისხოვანიაო ?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 9 2014, 02:23 AM

ციტატა
თუ შენ პატივს არ ცემ ამ ტრადიციებს შენ ბერი ვერ იქნები


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 10 2014, 09:16 AM

ikanosi
მგონი გარკვევით დავწერე თუ პატივს არ სცემ თქო smile.gif დანარჩენი გურამმა თქვა და ჩემი საუბარი აღარაა საჭირო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2014, 01:51 AM

ახლა მოვრჩი ეს თემა და ავტვირთავ :

პუბლიცისტური წერილები , ლიტურგიკის შესახებ

წერილი - I

თემის სათაური - სასულიერო პირთა შესამოსელი
თემის ავტორი - თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი - გურამ ლურსმანაშვილი

2014 წელი


შინაარსი :
შესავალი
დიაკვნის შესამოსელი
მღვდლის შესამოსელი
მღვდელთმთავრის შესამოსელი
შესამოსლი ფერები და მათი სიმბოლური დატვირთვა :
გამოყენებული ლიტერატურა :
დასკვნა



შესავალი
მრავალი მიზეზის გამო , რთულია იმის თქმა , თეოლოგიის თუ რომელ დისციპლინაში გვაქვს , დალხინებული მდგომარეობა . მაგრამ , განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მძიმე ვითარება , რომელიც ჩვენთანაა , ლიტურგიკული კუთხით . სამწუხაროდ , ერთ მხარესაა მრევლის დიდი ნაწილი , რომელიც მექანიკურად ასრულებს , სხვადასხვა საღვთისმსახურო წესებს , ხოლო მეორე მხარეს კი - ლიტურგიკით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილი , რომელთა აქტივობის უმეტესობა ტიბიკონების დაზეპირებით და ,,უმაღლესი მათემატიკური’’ გამოთვლებით , ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის დადგინებით შემოიფარგლება .
შექმნილი ვითარების გამო გადავწყვიტეთ , რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე , მცირე წვლილი შევიტანოთ , სავალალო მდგომარეობის ოდნავ მაინც გაუმჯობესებაში . მიზნის მისაღწევად კი ვაპირებთ , რომ დავამუშავოთ , სხვადასხვა ლიტურგიკული თემები . ჩვენი მიზანი არაა სამეცნირო ნაშრომთა შექმნა , მათი სტილი , პუბლიცისტურს უფრო განეკუთვნება და გადაწყვეტილი გვაქვს რომ , აღნიშნული შრომები იყვნენ , მაქსიმალურად მოკლე , ლაკონიური და გასაგები , საზოგადოების ფართო ნაწილისთვის . პირველი თემა , რომელიც დავამუშავეთ და შევეცადეთ , რომ ხსენებული კუთხით წარმოგვეჩინა , არის - სასულიერო პირთა შესამოსელი .
ცნობილია რომ , არსებობს , მღვდლობის სამი ხარისხი - დიაკვნობა , მღვდლობა , ეპისკოპოსობა . განხილვას დავიწყებთ ყველაზე დაბალი ,,საფეხურით’’.
დიაკვნის შესამოსელი
იგი შედგება სამი ნაწილისაგან - სტიქარი , გინგილა , სამაჯურები (იგივე-საბუხარები). მოდით , დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი :
სტიქარი - ,, (ბერძნ.) სამღვდელო ( და სადიაკვნო) გრძელი , ფართოსახელოებიანი კაბა (კვართი ) , ჩვეულებრივ , ძვირფასი ქსოვილისა . სტიქარი გადმოტანილია ძველი აღთქმის კვართის ანუ პოდირის (მღვდელთმთავართა შესამოსელი) მიბაძვით . სტიქარი სახელოების ქვეშ გაჭრილია იესო ქრისტეს დაჭრილი გვერდის მოსახსენებლად , სამხრეები , რომლებიც სხვა ფერისაა , მოგვაგონებს იესოს გვემის კვალს . ხშირად გვერდებზე და სახელოებზე სტიქარს აკერებენ ბაბთებს - ქრისტეს ბორკილებს . მღვდელთა და მღვდელთმთავართა სტიქარი ფართო და განიერია - მას სამღვდელო სტიქარი ეწოდება . ‘’( გაბიძაშვილი ე. გვ.83) . სტიქარი გამოხატავს სულიერ სიმტკიცეს და სიწმინდეს .
http://www.radikal.ru
სტიქრით შემოსვის ლოცვაა - ,,იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ , რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა , და კვართი სიხარულისა შემმოსა მე . და ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი , და ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა . ‘’ (კონდაკი -გვ;90)

გინგილა - ,, დიაკონის სამოსლის ნაწილი , სადიაკვნე ოლარი , ბრტყელი სარტყლის ფორმის სამკაული , რომელიც წინ და უკან აქვს ჩამოშვებული დიაკონს მთელი ტანის სიგრძეზე . ღვთისმსახურების დროს დიაკონი გინგილას იკეთებს მარცხენა მხარზე.’’ (გაბიძაშვილი ე.გვ-46) გინგილა არსებობს ორი სახის და ისინი განსხვავდებიან , სიგრძის მიხედვით . მთავარდიაკვნის გინგილა , უფრო მეტად გრძელია , ვიდრე , ე.წ. ,,უბრალო დიაკვნის’’ , აქედან გამომდინარე იგი , გარდა იმისა რომ , წინ და უკანაა ჩამოშვებული , დიაგონალური მიმართულებითაც მიდის წელამდე და უკან ბრუნდება მარცხენა მხართან .
ვნახოთ , თუ რას წერს მის შესახებ , წმიდა გერმანე კონსტანტინოპოლელი : ,, არდაგი , რითაც ღვთისმსახურებას ასრულებენ დიაკვნები , ცხადყოფს ქრისტეს სიმდაბლეს , რაც მან ფეხთაბანვის დროს აჩვენა . ‘’ სხვა სიმბოლური გააზრებით , გინგილა განასახიერებს იმ სულიერი ფრთის სიძლიერეს , რომლითაც , უხორცო ხდება ადამიანი .
ე.წ. ,, უბრალო დიაკვნები’’ წირვის მრვლელობისას , ,,მამაო ჩვენოს’’ დროს , შეიხსნიან გინგილას და გაიკეთებენ ისე , რომ ზურგზე გამოისახოს ,,X’’ ფორმა . რაც შეეხება იპოდიაკვნებს , მათი გინგილები , მთელი მსახურების დროს , X-ის მამგვარ მდგომარეობაში არიან .
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც , რომ მთავარდიაკონს აქვს უფლება , მსახურებაზე იდგეს სკუფით (ქუდით) , ზოგადად კი , დიაკონს არ შეუძლია მსახურება ჩაატაროს , გინგილის გარეშე . გინგილის შესამოსი ლოცვა შემდეგნაერია : ,, წმიდაო , წმიდაო , წმიდაო უფალო საბაოთ , სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა , ოსანა მაღალთა შინა.’’(კონდაკი - გვ.90)
პირველ სურათზე გამოსახულის - ე.წ. ,,უბრალო დიაკნის’’ სტიქარი და გინგილა , ხოლო მეორეზე - მთავარდიაკვნის .


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

სამაჯურები ( საბუხარები) - ,, სამღვდელო შესამოსელთაგანი , მაჯებზედ შესაცმელი’’(ნ.ჩუბინაშვილი , ლექსიკონი).’’ ( გაბიძაშვილი ე.-გვ.77) ისინი განასახიერებენ , ცოდვისთვის ჯვარზე გაკვრას . ჩვენ , ცოდვებს ვტოვებთ , ტაძრის გარეთ . გარდა ამისა , ისინი , სიმბოლურად გამოხატავენ , ღმერთის ძალას და სიბრძნეს . საკითხის ისტორიის განხილვისას , აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც , რომ სამაჯურები , მხოლოდ XI საუკუნიდან გამოჩნდნენ - ეპისკოპოსთა ,XIII საუკუნიდან - მღვდელთა , ხოლო XIV საუკუნიდან , დიაკვანთა შესამოსლებში . მარჯვენა საბუხარის გაკეთებისას , იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, მარჯვენე შენი , უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა , მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი , და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.‘’ ხოლო მარცხენისას - ,, ხელთა შენთა შემქმნეს მე , და დამბადეს მე , გულისხმა-მიყავ , და ვისწავლნე სიმართლენი შენი.’’ (კონდაკი ; გვ.90-91)
სამჯურები , იგივე საბუხარები :
http://www.radikal.ru

ჩვენ ვთქვით , თუ რა ლოცვებს კითხულობს დიაკონი , ოდესაც ამა თუ იმ შესამოსელს იცვამს . გარდა ამისა , აუცილებელია ვიცოდეთ , რომ მათი შემოსვის წინ , შესამოსელს აკურთხებინებს მღვდელს , რომელიც ამბობს : ,, კურთხეულ არს ღმერთი , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ამინ.’’ (კონდაკი - გვ.89)
თავში ვახსენეთ , რომ დიაკონი , სამღვდელო იერარქიის პირველ საფეხურზეა , მისი სამოსელი კი სამნაწილიანია , რაც სიმბოლურად იმ დატვირთვას იაზრებს , რომ სასუფევლისკენ მიმავალი კიბის პირველი საფეხური , წმიდა სამების აღიარებაა და რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წინსვლა .


მღვდლის შესამოსელი :
იგი შედგება ხუთი ნაწილისაგან - სტიქარი , ოლარი , სარტყელი , სამაჯურები , ფილონი . მისი ხუთნაწილედობა გამოხატავს სამყაროს ოთხ მხარეს , რომელთაც ჰყავს ერთი განმგებელი- ქრისტე . (სლავურ საღვთისმსახურო ტრადიციაში არსებობს მღვდლის დაჯილდოების პრაქტიკა - საგვერდულით , მიტრით , ორი ჯვრით და.ა.შ. თუმცა , რადგან ამ წესებს ვერ ვხვდებით ადრეულ ქრისტიანთა შემთხვევებში , მათი განხილვისგან თავს შევიკავებთ .
ოლარი - ეპიტრაქილიონი (ბერძ.) ვნახოთ თუ რას წერს მის შესახებ , წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელი - ,, ეპიტრაქელიონი არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელთმთავარი.ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს.მარცხენა მხარე გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას . ‘’
ოლარს , თითოეულ მხარეს აქვს სამ-სამი ერთნაერი ჯვარი , რაც განასახიერებს იმ ექვს საიდუმლოს , რომელსაც აღასრულებს მღვდელი . ( ნათლსღება , მირონცხება , აღსარება , ზიარება ,ზეთისკურთხევა , ჯვრისწერა ). მღვდელს , ოლარის გარეშე მსახურების ჩატარება არ შეუძლია . ოლარის შემოსვისას , დიაკონი უკითხავს მღვდელს , შემდეგ ლოცვას : ,,კურთხეულ არს ღმერთი , რომელმან მოსცა მადლი ესე მღდელთა მისთა , ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა , გარდამომავალი წვერთა ზედა , წვერთა ზედა აარონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.’’(კონდაკი;გვ.91-92)

http://www.radikal.ru

სარტყელი - იგი წარმოადგენს მატერიას , ორივე ბოლოში დატანებული თასმებით , მათი მეშვეობით იკვრება წელზე რაც ,, იმ სიდიადეს, ღმრთეების იმ დიად შემძლეობას წარმოაჩენს, რაც ქრისტეს მეუფებამ გარეშეირტყა.’’(წმ.გერმანე) ასევე სიმბოლური გამოხატულებაა , სამღვდელო ხარისხის უბიწოებისა . მისი შემოსვის ლოცვაა : ,,კურთხეულ არს ღმერთი , რომელმან გარე შემარტყა მე ძალი , და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი , განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი , და მაღალთა ზედა დამადგინა მე.’’ (კონდაკი;გვ.92)

http://www.radikal.ru

ენქერი ( ლახვარი ) - თუკი სასულიერო პირი დეკანოზია , მას შეუძლია რომ გაიკეთოს ენქერი, იგი წარმოადგენს რომბის ფორმის მატერიას , რომელიც ბოლოვდება ორმაგი თასმით . ,, სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24).’’(წმ.გერმანე)
გარდა სიმბოლური დატვირთვისა , მას აქვს აგრეთვე , წმიდა პრაქტიკული დანიშნულება და სასულიერო პირმა , შესაძლებელია გამოიყენოს იგი , დაჩოქვისას , მუხლების დასადებად .მისით შემოსვისას , იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა , ძლიერო , შუენიერებითა შენითა , და სიკეთითა შენითა , და გარდააცუ და წარემართე , და სუფევდი , ჭეშმარიტებისათვის , და სიმშვიდისა , და სიმართლისა , და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი ყოვლადვე , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.’’ (კონდაკი ; გვ.92-93)


http://www.radikal.ru

ფელონი-ფილონი -(ბერძ.) ,, ძველად ფელონი იყო ზარის ფორმის მრგვალი ტანსაცმელი , რომელსაც მხოლოდ თავზე ჩამოსაცმელად ჰქონდა ჭრილი. თანამედროვე ფელონს წინ დიდი ჭრილი აქვს . ღვთისმსახურების დროს მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით ფრთების მსგავსად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს , ხოლო შესრულებული მოქმედება უჩვენებს ღვთისმსახურების ძალას , რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს .
ფელონის გარეშე , მხოლოდ ეპიტრახილში ასრულებს მღვდელი შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებას (მცირე მწუხრი , სერობა ღამისთევით , შუაღამის მსახურება , ჟამნი , როცა სახარება არ იკითხება და სხვ ) .
საზეიმო მსახურების დროს მღვდელი აუცილებლად ფილონით იმოსება (ნათლისღება , მირონცხება , ქორწინების კურთხევა , ზეთის კურთხევა და სხვ.) სიმბოლურად აღნიშნავს სამოსელს , რომელიც იესოს ეცვა ჯვარცმის დროს.’’(გაბიძაშვილი ე. ; გვ.85 ) მისი შემოსვის დროს იკითხება შემდეგი ლოცვა :,, მღვდელთა შენთა , უფალო , შეიმოსონ სიმართლე , და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.’’ (კონდაკი ; გვ.93 )
ფილონი , უკანა და წინა რაკურსით :


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მღვდელთმთავრის შესამოსელი :
იგი შედგება შვიდი ნაწილისაგან : სტიქარი , ოლარი , სარტყელი , სამაჯურები , ბისონი ( ფილონის ნაცვლად) და ომოფორი . მისი შვიდნაწილედობა განასახიერებს , ეკლესიის შვიდივე საიდუმლოს აღმსრულებელ სასულიერო პირს , საეკლესიო წეს-კანონთა სრულად აღმსრულებელს .
ბისონი : ,, სამღვდელმთავრო ზედა ტანსაცმელი , წამოსასხამი , რომელიც ცვლის ფილონს და აქვს იგივე სულიერი მნიშვნელობა . არსებობს მოსაზრება , რომ ბისონი ქრისტიანმა იმპერატორებმა , თავისი სამეფო შესამოსელი , უბოძეს კონსტანტინოპოლის პატრიარქებს , რაც გახდა მათი განმასხვავებელი ნიშანი სხვა პროვინციების მღვდელთმთავრებისგან . ბისონი ისეთი პატივისცემით სარგებლობდა , რომ პატრიარქები მას წელიწადში მხოლოდ სამჯერ იცვამდნენ : აღდგომას , ქრისტეშობას და სულიწმინდის მოფენის დღესასწაულებზე . მეორე თვალსაზრისით , ბისონი აღნიშნავს ძაძას , ფლასს , ტომარას , უხეშ ტანსაცმელს - საკოსს ( = ძაძას , ტომარას ), რომელიც მორჩილებისა და სინანულის სიმბოლოს წარმოადგენდა , მას იცვამდნენ ქრისტიანი მეფეები , მეფეთა მეფის - ქრისტეს წინაშე თავიანთი მორჩილების გამოსახატავად . ბალზამონის (XII) მოწმობით , ბისონი მხოლოდ პატრიარქის სამოსია , უფორმობის გამო მას ხშირად ,, საკოსსაც’’ უწოდებდნენ ( ეს სახელწოდება შემოინახა რუსულმა ეკლესიამ ) . ეპისკოპოსებს ბისონის ჩაცმის უფლება მხოლოდ XVIII ს-ში დართეს . აღდგომას იცვამენ თეთრ ბისონს , ხოლო ვნების შვიდეულში - შავს . ბისონი აღნიშნავს სამგლოვიარო ძაძას და მოგვაგონებს იმ მეწამულ სამეფო მანტიას , რომლითაც დაცინვით შემოსეს ქრისტე და ეკლის გვირგვინი დაადგეს ჯვარცმის წინ.’’ (გაბიძაშვილი ე. გვ.43-44 )
(რადგან ბისონი ცვლის ფილონს , შემოსვის ლოცვაც ფილონისა გააჩნია . )


http://www.radikal.ru


ომოფორი - სამღვდელთმთავრო შესამოსლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არსებობს ორი სახის ომოფორი-დიდი და მცირე . თავად ტერმინიც გვიჩვენებს , რომ მათ შორის განსხვავებას , ზომა განაპირობებს . წირვისას , სამოციქულოს წაკითხვის წინ, ეპისკოპოსი იხსნის დიდ ომოფორს და წირვის დასრულებამდე , იმოსება მცირეთი . ომოფორის გარეშე , მღვდელთმთავარს არ შეუძლია , ლიტურგიკული ღვთისმსახურების ჩატარება . ,, ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავსომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესებრ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზადებიან თავის ჯვარს ანუ - ტანჯვაწამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი.’’(წმ.გერმანე)
ომოფორით შემოსვისას , დიაკვნის მიერ იკითხება შემდეგი ლოცვა :,, ჯვარსა ზედა ქრისტე შეცდომილი კაცობრივი ბუნება აღიხვენ და ამაღლდი და მიჰგვარე ღმერთსა და მამასა , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ .’’
მცირე ომოფორი და სამღვდელთმთავრო შესამოსელი , დიდი ომოფორით :


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

გარდა ზემოთჩამოთვლილებისა , ეპისკოპოსის შესამოსელს კიდევ ემატება რამდენიმე ნიუანსი , რა გამოწვეულია , მისი სტატუსის გამო .
მანტია - ,, მანტია // მაზარა - მონაზონის შავი ფერის შესამოსელი , რომელიც ფარავს მთელ სხეულს , თავის გარდა .სიმბოლურად გამოხატავს ფრთოსან ანგელოზს . ტანის მთლიანად დაფარვა ნიშანია მკცრი მონაზვნური ცხოვრებისა , მოკრძალებისა და სიმდაბლისა , რომ მონაზონის არც ხელი ,არც ფეხი და არც სხვა ნაწილი , აღარ ცხოვრობს ამქვეყნიური საქმიანობისთვის . მანტიის ტარება სამონასტრო იერარქიის ყველა პირისათვის აუცილებელია ღვთისმსახურების დროს . მაზარა არის სამონაზვნო შესამოსელი , მანტიას კი ატარებენ არქიმანდრიტები და მონასტრის წინამძღვრები ( იღუმენი) , რომელიც არის ფერადი , ზემო და ქვემო კიდეებში დაკერებული აქვთ კვადრატული ნაჭრები , რომელიც გამოხატავს ,,სჯულის ფიცარს’’, რომლითაც ხელმძღვანელობენ ისინი . ‘’(გაბიძაშვილი ე. ; გვ.62) სამწუხაროა , თუმცა უნდა აღვნიშნოთ , რომ ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში , რამდენიმე გამონაკლისის გარდა , მხოლოდ ეპისკოპოსი იმოსება მანტიით . წირვისას , როდესაც იგი შემოდის ტაძარში , მოსავენ ხსენებული შესამოსლით ,ხოლო როდესაც იგი ემთხვევა კანკელის ხატებს , დალოცავს მრევლს და დადგება შუა ტაძარში , განიმოსება მანტიით და იწყება , სრული შესამოსლით შემოსვა .

http://www.radikal.ru

მიტრა - ,, ( ბერძ. ,, თავზე წასაკრავი’’) - ხატებითა და ძვირფასი თვლებით მოჭედილი სამღვდელთმთავრო გვირგვინი , რომელსაც მღვდელთმთავარი წირვა-ლოცვაზე იხურავს .
ძველად საბერძნეთში მიტრას უწოდებდნენ თავსაკრავს , თავზე წასაკვრელ ფართო ბაფთას , რომელიც ინასკვებოდა კეფაზე და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა . დროთა განმავლობაში მოსარტყმელმა ბაფთამ მიიღო ქუდის ფორმა , რომელიც ზემოდან ღია იყო , წინა მხარეს კი - ამოქარგული ხატებით შემკული . XII ს-დან მიტრა იღებს გვირგვინის ფორმას და იქცევა ეპისკოპოსის შესამოსელ აუცილებელ ნაწილად .
აღმოსავლეთის ეკლესიაში ეპისკოპოსის მიტრა სიმბოლურად მეფის მიტრას გაუთანაბრდა , რადგან ეპისკოპოსი მღვდელმსახურების დროს წარმოადგენს ზეცათა მეუფეს - იესო ქრისტეს . გარდა ამისა, მიტრა მიანიშნებს ეკლის გვირგვინს , რომელიც ქრისტეს დაადგეს თავზე (მათე 27 , 29 ) აგრეთვე სუდარას , რომელიც დამარხვისას თავზე შემოახვიეს. (იოან.20,7) .
საქართველოში მიტრას მღვდელმთავართა გარდა ატარებენ არქიმანდრიტები და ზოგიერთი დეკანოზი (მათთვის ეს ჯილდოა - ეს წესი დააკანონა მოსკოვის 1667 წ. საეკლესიო კრებამ . პატრიარქისა და მიტროპოლიტების მიტრაზე აღმართულია პატიოსანი ქვებით მოოჭვლი ჯვარი . ‘’ (გაბიძაშვილი ე. ; გვ . 66 )
აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში , მიტრის ტარების მხრივ , გამორჩეულია ალექსანდრიის ეკლესია და მისი მმართველი . გამომდინარე იქიდან რომ , იგი იწოდება როგორც - ,,პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა’’ , მსახურების დროს , პატრიარქის მიტრასთან ერთად იყენებს , პაპის ტიარასაც .
მიტრის დაფარებისას იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, უფლისა მიმართ ვილოცოთ ,უფალო შეგვიწყალენ . დაგადგა უფალმან გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა , ცხოვრებაი გთხოვა შენ და მიეც მას , განგრძობაი დღეთა , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ამინ . ‘’


http://www.radikal.ru

კვერთხი - ,, უმაღლესი იერარქის რეგალია , სპეციალური ჯოხი , დამზადებულია ძვლის , ხის , ან ლითონისაგან , მღვდელთმთავრის საკუთრება , რომელიც მას ეძლევა მისი კურთხევის დროს, ლიტურგიის დამთავრების შემდეგ . კვერთხი წარმოადგენს სამწყსოზე მწყემსის ძალაუფლების სიმბოლოს . იგი ეძლევა აგრეთვე არქიმანდრიტსა და მონასტრის წინამძღვარს , იღუმენს . ‘’
გამოვყოფთ ორი სახის კვერთხს . საღვთისმსახუროს და ყოველდღიურს . ყოველდღიური კვერთხი სადა და შავი ფერისაა , როდესაც მსახურების წინ , ეპისკოპოსი მობრძანდება ტაძარში , შემოსვლისთანავე გამოართმევენ შავ კვერთხს , შემოსავენ მანტიით და მისცემენ იმ კვერთხს , რომელიც ლიტურგიის დროს გამოიყენება ხოლო შავი კვერთხი კი აღარაა საჭირო , მსახურების დასულებამდე .


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

შესამოსლი ფერები და მათი სიმბოლური დატვირთვა :
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა , რომელიც აღნიშნულ საკითხთან კავშირშია ,არის შესამოსელთა ფერების განაწილება , ამა თუ იმ მსახურებაზე . რამდენიმე გამონაკლისის გარდა , თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ საქართველოში ეს საკითხი , სრულიად უგულვებელყოფილია სამწუხაროდ . არადა , უმეტეს ავტოკეფალურ ეკლესიებში , მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მას . ( მაგალითისთვის მოვიტანთ , ანტიოქიის ეკლესიის ერთ-ერთ ვებგვერდს , რომელზეც ნათლად ჩანს , შესამოსლის ფერების გადანაწილება , მთელი წლის მანძილზე . იხ : http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors )
ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდებით იმ ნიუანსებზე , რომლებიც გავრცელებულნი არიან , სხვადასხვა ეკლესიებში . (მაგ : ერთსა და იმავე დღესასწაულზე , ლოკალური საღვთისმსახურო ტრადიციის მიხედვით , შესაძლებელია ბერძენი სამღვდელოება სხვა ფრად შეიმოსოს , იერუსალიმელი სხვად , ანტიოქიელი სხვად , რუსი - რადიკალურად განსხვავებულად და.ა.შ.) უბრალოდ , ჩამოვწერთ შესამოსლის ფერთა სიმბოლურ ნიშნებს , ხოლო შემდეგ იმ მნიშვნელოვან თარიღებს , როდესაც ისინი უნდა ჩაიცვან სასულიერო პირებმა , ღვთისმსახურების შესრულებისას .
თეთრი - სისპეტაკის , სიწმინდის , უბიწოების სიმბლოლური სახეა .
წითელი - სისხლის , თავგანწირვის , მოწამეობის .
შავი - მწუხარების , სევდის ,გლოვის .
ლურჯი - უსაზღვროების , სიბრძნის .
ცისფერი – მუდმივი ცხოვრების , განახლებული კაცობრივი ბუნების , სიწმინდის .
მწვანე – ცხოველმყოფელობის, განახლების , გაცოცხლების .
ყვითელი – სიკაშკაშის , ღვთაებრივი მცხუნვარების , მადლისმიერი მანათობლობის .

ხსენებული სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე , სასულიერო პირი , ჩამოთვლილ დღესასწაულებზე ღვთისმსახურებისას , სასურველია შეიმოსოს შემდეგნაირად:

1) საუფლო დღესასწაულებზე , ზოგადად – თეთრი .
2) კვირა დღეებზე – თეთრი ან წითელი .
3) დიდმარხვისას , კვირა დღეებზე – გარდამავალი ფერი .( შესაძლებელია – ლურჯი
4) დიდმარხვისას , სადაგ დღეებში – შავი
5) ბზობას და წმიდა სამების მოხსენიების დღეებში – მწვანე .
6) ღვთისმშობლის მოხსენიების დღეებში– ცისფერი .
7) აღმსარებელთა და იმ წმიდანთა ხსენებისას , რომლებიც წამებით არ აღესრულენ – ყვითელი .

გამოყენებული ლიტერატურა :
1-გაბძაშვილი ენრიკო - ,,ლიტურგიკა - ჰიმნოგრაფია ; ტომი - 5 ; თბილისი - 2011 წელი .

2-თბილისის სასულიერო აკადემიის , საღვთისმეტყველო შრომები ; II ნაწილი . (თბილისი - 2004 წელი)

3-სამღვდელო კონდაკი ; გამოიცა - პატრიარქ - ილია II- ის , ლოცვა-კურთხევით .თბილისი , 2008 წელი ,

ინტერნეტ მასალები :
http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors

https://www.facebook.com/atelje.axios/photos_albums

http://www.pravmir.ru/svyashhennye-oblacheniya/#ixzz36RATJoWp




დასკვნა
ეს იყო ის , რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტეთ და მოვახერხეთ აღნიშნული დროისათვის . შევეცდებით მივიღოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა თუ შენიშვნა ,რასაც გაგვიზიარებენ მკითხველები , ნამუშევრის გაცნობის შემდეგ , იქამდე კი , დაპირებისამებრ კვლავ შევეცდებით გავაგრძელოთ დაწყებული ციკლი და მაქსიმალურად მოკლედ , ლაკონიურად და გასაგები ენით გადმოვცეთ ინფორმაციები იმ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკული ელემენტების შესახებ ,რომლებსაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს , ვასრულებთ და ეს მოქმედება , მექანიკურ საქმიანობაში გვაქვს გადაზრდილი .





შესამოსლი ფერები და მათი სიმბოლური დატვირთვა :
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა , რომელიც აღნიშნულ საკითხთან კავშირშია ,არის შესამოსელთა ფერების განაწილება , ამა თუ იმ მსახურებაზე . რამდენიმე გამონაკლისის გარდა , თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ საქართველოში ეს საკითხი , სრულიად უგულვებელყოფილია სამწუხაროდ . არადა , უმეტეს ავტოკეფალურ ეკლესიებში , მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მას . ( მაგალითისთვის მოვიტანთ , ანტიოქიის ეკლესიის ერთ-ერთ ვებგვერდს , რომელზეც ნათლად ჩანს , შესამოსლის ფერების გადანაწილება , მთელი წლის მანძილზე . იხ : http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors )
ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდებით იმ ნიუანსებზე , რომლებიც გავრცელებულნი არიან , სხვადასხვა ეკლესიებში . (მაგ : ერთსა და იმავე დღესასწაულზე , ლოკალური საღვთისმსახურო ტრადიციის მიხედვით , შესაძლებელია ბერძენი სამღვდელოება სხვა ფრად შეიმოსოს , იერუსალიმელი სხვად , ანტიოქიელი სხვად , რუსი - რადიკალურად განსხვავებულად და.ა.შ.) უბრალოდ , ჩამოვწერთ შესამოსლის ფერთა სიმბოლურ ნიშნებს , ხოლო შემდეგ იმ მნიშვნელოვან თარიღებს , როდესაც ისინი უნდა ჩაიცვან სასულიერო პირებმა , ღვთისმსახურების შესრულებისას .
თეთრი - სისპეტაკის , სიწმინდის , უბიწოების სიმბლოლური სახეა .
წითელი - სისხლის , თავგანწირვის , მოწამეობის .
შავი - მწუხარების , სევდის ,გლოვის .
ლურჯი - უსაზღვროების , სიბრძნის .
ცისფერი – მუდმივი ცხოვრების , განახლებული კაცობრივი ბუნების , სიწმინდის .
მწვანე – ცხოველმყოფელობის, განახლების , გაცოცხლების .
ყვითელი – სიკაშკაშის , ღვთაებრივი მცხუნვარების , მადლისმიერი მანათობლობის .

ხსენებული სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე , სასულიერო პირი , ჩამოთვლილ დღესასწაულებზე ღვთისმსახურებისას , სასურველია შეიმოსოს შემდეგნაირად:

1) საუფლო დღესასწაულებზე , ზოგადად – თეთრი .
2) კვირა დღეებზე – თეთრი ან წითელი .
3) დიდმარხვისას , კვირა დღეებზე – გარდამავალი ფერი .( შესაძლებელია – ლურჯი
4) დიდმარხვისას , სადაგ დღეებში – შავი
5) ბზობას და წმიდა სამების მოხსენიების დღეებში – მწვანე .
6) ღვთისმშობლის მოხსენიების დღეებში– ცისფერი .
7) აღმსარებელთა და იმ წმიდანთა ხსენებისას , რომლებიც წამებით არ აღესრულენ – ყვითელი .

გამოყენებული ლიტერატურა :
1-გაბძაშვილი ენრიკო - ,,ლიტურგიკა - ჰიმნოგრაფია ; ტომი - 5 ; თბილისი - 2011 წელი .

2-თბილისის სასულიერო აკადემიის , საღვთისმეტყველო შრომები ; II ნაწილი . (თბილისი - 2004 წელი)

3-სამღვდელო კონდაკი ; გამოიცა - პატრიარქ - ილია II- ის , ლოცვა-კურთხევით .თბილისი , 2008 წელი ,

ინტერნეტ მასალები :
http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors

https://www.facebook.com/atelje.axios/photos_albums

http://www.pravmir.ru/svyashhennye-oblacheniya/#ixzz36RATJoWp

შენიშვნები :

[1]-ამგვარი სახით – (გაბიძაშვილი ე. გვ. … ) , წინამდებარე ნაშრომში მოვიტანთ ხოლმე ციტატებს , ენრიკო გაბძაშვილის წიგნიდან – ,,ლიტურგიკა – ჰიმნოგრაფია ; ტომი – 5 ; თბილისი – 2011 წელი .

[2]-ამგვარი სახით – (კონდაკი , გვ. … ) , წინამდებარე ნაშრომში მოვიტანთ ხოლმე ციტატებს , სამღვდელო კონდაკიდან , რომელიც გამოცემულია თბილისში , 2008 წელს , პატრიარქ – ილიაII- ის , ლოცვა-კურთხევით .

[3]-წინამდებარე ნაშრომში , წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელის ციტატები მოგვაქვს მისი შრომიდან – ,,საეკლესიო თხრობა და საიდუმლოთა ჭვრეტა ’’ , რომელიც გამოიცა – პროფესორ ედიშერ ჭელიძის მიერ და დაიბეჭდა – თბილისის სასულიერო აკადემიის , საღვთისმეტყველო შრომების , II ნაწილში . (თბილისი – 2004 წელი)


დასკვნა
ეს იყო ის , რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტეთ და მოვახერხეთ აღნიშნული დროისათვის . შევეცდებით მივიღოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა თუ შენიშვნა ,რასაც გაგვიზიარებენ მკითხველები , ნამუშევრის გაცნობის შემდეგ , იქამდე კი , დაპირებისამებრ კვლავ შევეცდებით გავაგრძელოთ დაწყებული ციკლი და მაქსიმალურად მოკლედ , ლაკონიურად და გასაგები ენით გადმოვცეთ ინფორმაციები იმ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკული ელემენტების შესახებ ,რომლებსაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს , ვასრულებთ და ეს მოქმედება , მექანიკურ საქმიანობაში გვაქვს გადაზრდილი .





http://seminarieli.wordpress.com/2014/07/11/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 11 2014, 09:13 AM

საინტერესოა ძალიან ...

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jul 11 2014, 08:32 PM

ციტატა
შევეცდებით მივიღოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა თუ შენიშვნა ,რასაც გაგვიზიარებენ მკითხველები , ნამუშევრის გაცნობის შემდეგ



ფორუმზე გაგიზიაროთ თუ პმ-ში? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2014, 11:24 PM

athos
რჩევას გააჩნია .biggrin.gif
ფბ-ზე მყავხარ შენ ? ყველაზეკარგი ვარიანტი იქაა , გინდა აქ გამაუშვი . ნუ , როგორც შენ გადაწყვეტ ...
(აქ ვერ შევასწორებ , იმიტომ რომ ატვირთული სურათები არ მაძლევენ ამის საშუალებას . ბლოგზე კი , უკვე შევცვალე ზოგი რამ , ზოგსაც გავითვალისწინებ )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2014, 06:00 PM

„სამღვდელო შესამოსელს ლოცვის დროს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ის სამოსია, რომლითაც უფალი აწამეს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2014, 10:55 PM

"ძველი აღთქმის მღვდელს, წამოსასხამსა და შესამოსელთან ერთად, აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა.


ამის შესახებ კარგად უწყოდა ქალწულმა მარიამმა და ყრმა იესოს, მომავალ მღვდელმთავარსა და მოძღვარს, "წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა, რომელიც იყო "უკერველ" - იესო ქრისტეს ზრდასთან ერთად, ხელთუქმნელი კვართიც სასწაულებრივად იზრდებოდა..."



"ქართლის იმჟამინდელმა მეფემ, ადრეკმა მოისურვა, რომ თავად შეემოსა კვართი, მაგრამ სიდონიას ისე მაგრად ჰქონდა გულში ჩაკრული, რომ ვერავინ შეძლო მისი მკლავებიდან კვართის მოშორება, ამიტომ კვართთან ერთად დაკრძალეს..." wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 03:58 PM

"დიაკონი იმოსება სამი, მღვდელი - ხუთი და მღვდელმთავარი ანუ ეპისკოპოსი - შვიდი სახეობის სამოსში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 09:32 PM

"შემოსვის დროს გათვალისწინებულია საიერარქიო საფეხურები - უმაღლეს საფეხურზე მდგომი სასულიერო პირი იმოსება ყველა იმ სამოსით, რაც მოსავს მის ქვედა საფეხურზე მდგომს. ე.ი. მღვდელი იმოსება დიაკვნის, მღვდელმთავარი - დიაკვნის, მღვდლის და მისთვის შესაფერის სამოსში, პატრიარქი კი ყველა იმ სამოსში, რომლითაც მის ქვედა საფეხურზე მდგომი პირები იმოსებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 10:05 PM

"სიშიშვლე არის ურწმუნოების სიმბოლო, ხოლო საეკლესიო მსახურებისთვის განკუთვნილი სამოსი, უპირველესად, არის სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნების სიმბოლო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 12:50 PM

მღვდელი ოქროთი მოქარგული, ნათელი და ბრწყინვალე შესამოსლით იმოსება. რატომ? ნუთუ მდიდრულად ცხოვრება მოსწონს? არა, ჩემო საყვარლებო! როცა მოძღვარი ნათელი ფერებით იმოსება, ამით სურს ქრისტე გამოსახოს, რომლის სამოსიც ფერიცვალებისას „ვითარცა თოვლი განსპეტაკდა.“

ამგვარად ,მღვდლის შესამოსლით მოგვეახლება ქრისტე. მოძღვარი პირველად სტიქარს იცვამს, ეს განასახიერებს ქრისტეთი შემოსვას, ოლარი- ღვთაებრივ მადლს,ხოლო, როცა ფილონით იმოსება, ჩვენ წინაშე ქრისტეს სრული სახე წარმოსდგება. შენ ხედავ მღვდელს შემოსილს?- ის შენთვის ვიღაც კონკრეტული მოძღვარი აღარაა, ის თვით ქრისტეა.

არავინ მსოფლიოში ასეთ შესამოსელს არ ატარებს, მღვდელმსახურის გარდა. ეს რაღაც არამიწიერი საოცარი სანახაობაა, ერთგვარი ზეციური ხილვაა, ქრისტე გარდამოხდება, რათა ჩვენ, ზეცის შესახებ მოგვითხროს.

/არქიმანდრიტი ემელიანე (ვიფიდისი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)