თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ გარდაიცვალა პოეტი მარიკა ბარათაშვილი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 28 2008, 11:53 PM

გარდაიცვალა ქართველი პოეტი, დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,


ქ-ნი მარიკა ბარათაშვილი


ღმერთმა აცხონოს და მართალთა შორის დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი!


sad.gif


ბიოგრაფია (ვიკიპედიიდან):

1945 წელს დაამთავრა თსუ-ს დაუსწრებელი პედაგოგიური სექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1965-1991 წლებში ჟურნალ "საქართველოს ქალის" რედაქტორია. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული - 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა ბარათაშვილის პიესამ "ჭრიჭინა" (1950, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. აღსანიშნავია ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: "ლექსები" (1948), "საპოვნელა" (1958), "დღე დღევანდელი" (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები "ნანული" (1941), "სოფელა, თინა და ჭიანჭველები" (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები "ჩემი ყვავილეთი", "სართულები", "მაღალი ოცნება", "რატომ?", "სიყვარულის წისქვილი", "ჩქარი მატარებელი" და სხვა. ბარათაშვილი დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით.




ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად!
პაწაწინა მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან ’’საპოვნელას’’

შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე,
ტურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს-რამე ნივთებს,
ევედრება ’საპოვნელა მაპოვნინე’

მეც სათუთად მოვიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,
ვენაცვალე! სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან ჩემო, გული შენი მაპოვნინა

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 28 2008, 11:57 PM

ძალიან მეწყინა... sad.gif

ღმერთმა დაუმკვიდროს ზეციური სასუფეველი!

ციტატა
ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად!
პაწაწინა მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან ’’საპოვნელას’’

როგორ მიყვარდა ეს სიმღერა, რადიო-2-ში უსვებდნენ ხშირად user.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 29 2008, 12:05 AM

ოიიი, როგორ დამწყდა გული sad.gif

აცხონოს უფალმა და სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს sad.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Dec 29 2008, 12:07 AM

წმინდათა თანა განუსენოს უფალმა...


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 29 2008, 03:28 AM

ციტატა
ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად!
პაწაწინა მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან ’’საპოვნელას’’


მართლა არ მახსოვდა გვარით, და სანამ ვიკიპედიის ბიოგრაფიას წავიკითხავდი, ეს წავიკითხე და საკმარისი გახდა მიმხვდარიყავი რომ არაჩვეულებრივ ადამიანზე იყო საუბარი sad.gif
ღმერთის ბაღი ექცეს საყვავილედ,
და ნამდვილი საპოვნელი იქ ეპოვნოს მარადიულად!
აცხოვნოს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 29 2008, 08:59 AM

sad.gif((((((((((((((((((

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Dec 29 2008, 09:43 AM

ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს sad.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Dec 29 2008, 04:00 PM

სადღაც მიჭრიალებს
პატარა ურემი,
მარაოდ მიჰყვება
მტვრის კორიანტელი...
მთები დაწერილი
დამრეც ბილიკებით...

აპრილში 100 წელი შეუსრულდა.

საუკუნოდ იყოს ხსენება.

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Dec 29 2008, 04:55 PM

აცხონოს უფალმა.

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Dec 30 2008, 12:12 AM

უფალმა განუსვენოს sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)