თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ ეპისკოპოსად კურთხევა...

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Dec 1 2013, 05:42 PM

წმ. სინოდის ბოლო განჩინებით ეკურთხა ახალი ეპისკოპოსები...

ეპისკოპოსად კურთხევამდე ზოგი იღუმენის და ზოგიც მღვდელ-მონაზვნის ხარისხში მოღვაწეობდნენ...

მე აქამდე ვიცოდი რომ ჯერ არქიმანდრიტი უნდა გახდეს პირი და უკვე შემდეგი საფეხურია ეპისკოპოსობა ... ამ შემთხვევაში როგორ მოხდა, ეს პირები დაჩქარებულად იქნენ არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილნი და შემდეგ ეპისკოპოსებად დადგენილნი თუ დასაშვებია მღვდელ-მონაზვნის, იღუმენის პირდაპირ ეპისკოპოსად კურთხევა?..

აქ ვკითხულობ რადგან ვინმემ განმიმარტოს, მე ვერ ვერკვევი საეკლესიო სამართალში და იმიტომ ვკითხულობ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 2 2013, 11:31 PM

lch
შენ მიერ ჩამოთვლილ ხარისხებს ყველას აქვს თავისი განმარტება და დანიშნულება .
აუცილებელი რაცაა განჩინებით ესაა ის , რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს ბერი . (არ აქვს მნიშვნელობა მღვდელმონაზონია თუ ორჯვრიანი არქიმანდრიტია) .
სხვათა შორის , პირველი საუკუნის ეკლესიაში , ესეც არ იყო აუცილებელი და ცოლ-შვილიანი სასულიერო პირიც შეიძლებოდა გამხდარიყო ეპისკოპოსი . (ამას მოწმობს პავლე მოციქულის სწავლებაც . ) გამორჩევა კი ხდებოდა ხალხის ნებით , მაგალითად იტყოდენ : ,,ეპისკოპოსი იყოს ესა და ეს . ''აქ დამთავრებული იყო ყველაფერი და ეს პიროვნება ხდებოდა ეპისკოპოსი .

ახლა განვმარტოთ შენ მიერ ჩამოთვლილი ხარისხები :

არქიმანდრიტი - რამდენიმე მონასტრის წინამძღვარი .

იღუმენი - ერთი მონასტრის წინამძღვარი .

მღვდელ-მონაზონი - მონასტერში მწირველი მღვდელი .


აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს არცერთი კანონიკური განჩინება , რომელიც ავალდებულებს ეკლესიას , რომ არქიმანდრიტი აკურთხოს ეპისკოპოსად და არა მღვდელმონაზონი . ეპისკოპოსად უნა აკურთხონ უფრო მეტად ღირსეული და გამოცდილი ბერები , ხოლო რადგან ამგვარი პიროვნებები უფრო მეტად არქიმანდრიტები იყვნენ , ეკლესიაში ტრადიციის სახით დამკვიდრდდა ეპისკოპოსად არქიმანდრიტის კურთხევა .

ამაშია საქმე მხოლოდ .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 7 2013, 08:33 PM

lch
თუ რამეა გაუგებარი , შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)