IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> "პატარა დიდები"
nini1
პოსტი Jul 3 2008, 11:31 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



აქ დავწეროთ ბავშვებისთვის smile.gif IPB-ს სურათი

ლექსები , მოთხრობები , ზღაპრები და ა.შ .... smile.gif


წვიმის კონცერტი

ბაყაყების დიდ გუბეში,
წვიმა აწყობს კონცერტს,
კარგად იცის რა დაუკრას
სულ არ უცქერს ნოტებს.

მაგრამ მაყურებლებს შორის,
გაიჟღერა პრეტენზიამ:
-როცა უკრავს ვიწუწებით,
ეს როგორი კონცერტია?!


ნატვრა

ახლა იცით რას ვნატრობ?
ბებოს რომ ვერ გაეგო
და კრუხისთვის საჩეკად
ქინდერები დამედო.

წიწილების მაგივრად
მექნებოდა რამდენი,
სათამაშო დათვი და
სათამაშო აქლემი.

ნინო ქადაგიძე

რვაფეხა

ოთხი ცალი შარვალი და
რვა ბოტასი აცვია.
მაინც მარდად მიაბიჯებს,
არ აკლია გრაცია.

კიბორჩხალა უყურებს და
მოთმინება ელევა:
- უკან-უკან რომ წავიდეს,
ფეხი არ აერევა?


მელა და კომპიუტერი

თურმე, კომპიუტერი
უყიდია მელიას.
უამისოდ, ტყეშიც კი
დღეს ცხოვრება ძნელია.

დადგა თავის სოროში,
ინტერნეტიც ჩართო და
ახლა დაღამებამდე
არ აკლია გართობა.

“ჩეთში” ესაუბრება
ლამაზ-ლამაზ ვარიკებს,
ზოგს სიყვარულს უხსნის და
ზოგსაც ჭკუას არიგებს.

გადმოწერა თამაში
“სუპერმელა ნადირობს” –
თაგუნიებს მინდორში
ბდღვირი უნდა ადინოს.

მონიტორის ცქერაში
სულ დაკარგა გონია,
“მაუსს” ისე დაჰყურებს,
მინდვრის თაგვი ჰგონია.

პირზე ნერწყვი მოადგა,
ცოტაც კიდევ ეწამა,
ბოლო-ბოლო „მაუსი“
მართლა შემოეჭამა.

ვასილ გულეური


ექიმი
მარიამ წიკლაური
კორდზე დახტის ბაჭია,
სულ თეთრები აცვია.
ექიმია, იცით, ალბათ,
აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა.
იოდი და წამლის აბი.
სამკურნალოდ გაუხმია
მწიფე კუნელი და სალბი.
შველის სურდოს, წითელას,
ანგინას და ხველას.
მხიარული რეცეპტებით
არჩენს თურმე ყველას.
წაგისვამს მზის მალამოს,
წყალს მოგართმევს საამოს,
ტყის ჰაერის აბებს
უხვად ჩაგაყლაპებს.
ვირუსებს და ბაცილებს
ამგვარად მოგაცილებს,
მაგრამ მისი დაჭერა
არის ისე ძნელი,
ჯობს, რომ ავად არ გახდეთ
მთელი ასი წელი!



უცნაური მხატვარი

უცნაური მხატვარია
პაწაწინა საბა,
ცხოველების ხატვით ბიჭმა,
ხელი გაიწაფა.

გაოცებით შესცქერიან,
საბას ყველა ნახატს,
ვეებერთელა ხორთუმით
დაამშვენა კატა.

მგელს, ფაფარი მიახატა,
ცხენს - კენგურუს ჩანთა,
ირმის რქები ლომს დაადგა,
ყველა სახტად დარჩა.

სახლში აურზაურია,
არ იციან რა ქნან...
საშლელმა წამოიძახა:
-გეყოთ ახლა დავა!

დაურბინა ნახატებს და
სწრაფად გადაშალა.

ნინო ქადაგიძე

IPB-ს სურათი


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 4 2008, 05:57 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



გავაგრძელოთ პატარა დიდებისთვის წერა hello.gif

58.gif

IPB-ს სურათი

ესეც ჩემი ახალი ლექსი

კვარტეტი თუ

უღრანი ტყის დიდ დარბაზში,
კონცერტს მართავს კვარტეტი,
ყვანჩალაა პირველი ხმა,
არც მეტი, არც ნაკლები.

კაჭკაჭია - მეორე და
მესამეა - მელია,
დათუნიაც ბანს დასძახის,
საქმე გამოლევია.

აფიშები გამოაკრეს,
ბილეთები გაყიდეს,
განათებაც მოაგვარეს -
ციმციმები დაკიდეს.

უხუცესმა თხუნელამ თქვა :
" - მსგავსი არსად მსმენია,
ყვანჩალაა პირველი ხმა?
აბა, რა სათქმელია?!

კვარტეტს "ყვავტეტს" თუ შეარქმევთ,
უფრო მისაღებია ! "

ნინო ქადაგიძე

ესეც ვასილ გულეურის ლექსი smile.gif

ენატანია ჩიტები

როცა რაიმეს ჩავიდენ,
ვერ დავუმალავ დედიკოს.
მუდამ მიკვირდა, ნეტავი
ვინ უნდა გააგებინოს?

ჩემმა ძმამ ქილა გატეხა,
ვფიცავ, მე არ გამიცია.
ენის მიტანა დედასთვის
თურმე, ჩიტებმა იციან.

გუშინ ვიჩხუბე და დედამ
საყვედურებით ამავსო:
- ვერ დამიმალავთ ვერაფერს,
ჩიტი მომიტანს ამბავსო!

მე და ჩემს ტოლებს ფეხბურთში
როგორ მოგვიგეს დიდებმა,
თურმე დედიკოს ესეც კი
შეატყობინეს ჩიტებმა.

ზამთარში მათთვის საკვები
რამდენჯერ გამიტანია...
ნეტავ ვიცოდე, რომელი
ჩიტია ენატანია!..


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 4 2008, 06:16 PM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(nini1 @ Jul 4 2008, 03:57 PM) *

გავაგრძელოთ პატარა დიდებისთვის წერა hello.gif

58.gif

ესეც ჩემი ახალი ლექსი

კვარტეტი თუ

უღრანი ტყის დიდ დარბაზში,
კონცერტს მართავს კვარტეტი,
ყვანჩალაა პირველი ხმა,
არც მეტი, არც ნაკლები.

კაჭკაჭია - მეორე და
მესამეა - მელია,
დათუნიაც ბანს დასძახის,
საქმე გამოლევია.

აფიშები გამოაკრეს,
ბილეთები გაყიდეს,
განათებაც მოაგვარეს -
ციმციმები დაკიდეს.

უხუცესმა თხუნელამ თქვა :
" - მსგავსი არსად მსმენია,
ყვანჩალაა პირველი ხმა?
აბა, რა სათქმელია?!

კვარტეტს "ყვავტეტს" თუ შეარქმევთ,
უფრო მისაღებია ! "

ნინო ქადაგიძე


ამ ლექსზე გამახსენდა ბასნია კრილოვა, მოიცათ ვნახო ინტერნეტში biggrin.gif
ძალიან მიყვარს ეს ლექსი biggrin.gif
Квартет

Проказница-Мартышка,
Осёл,
Козёл
Да косолапый Мишка
Затеяли сыграть Квартет.
Достали нот, баса, альта, две скрипки
И сели на лужок под липки, —
Пленять своим искусством свет.
Ударили в смычки, дерут, а толку нет.
«Стой, братцы, стой! — кричит Мартышка. —
Погодите!
Как музыке идти? Ведь вы не так сидите.
Ты с басом, Мишенька, садись против альта,
Я, прима, сяду против вторы;
Тогда пойдет уж музыка не та:
У нас запляшут лес и горы!»
Расселись, начали Квартет;
Он все-таки на лад нейдёт.
«Постойте ж, я сыскал секрет? —
Кричит Осёл, — мы, верно, уж поладим,
Коль рядом сядем».
Послушались Осла: уселись чинно в ряд;
А все-таки Квартет нейдёт на лад.
Вот пуще прежнего пошли у них разборы
И споры,
Кому и как сидеть.
Случилось Соловью на шум их прилететь.
Тут с просьбой все к нему, чтоб их решить сомненье.
«Пожалуй, — говорят, — возьми на час терпенье,
Чтобы Квартет в порядок наш привесть:
И ноты есть у нас, и инструменты есть,
Скажи лишь, как нам сесть!» —
«Чтоб музыкантом быть, так надобно уменье
И уши ваших понежней, —
Им отвечает Соловей, —
А вы, друзья, как ни садитесь;
Всё в музыканты не годитесь».


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 4 2008, 06:52 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თხუნელ, ეშმაკის კერძო,
მეტრო რად გინდა კერძო?

არ სჯობს საერთო სორო,
სოროთა პროფესორო?

biggrin.gif tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 7 2008, 02:42 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



"ტყე ბანკი "

ვასილ გულეური

ციყვმა ციკომ “ტყებანკში”
პირობები გაიგო
და კურდღელთან მივიდა,
ჭკუა რომ დაარიგოს.

- ხუთი ცალი კაკალი
შევიტანე თავიდან,
წლის ბოლოს კი აქედან
ერთ ტომარას გავიტან!

- მაშ, სტაფილოს შევიტან,
გამიმართლოს ეგება.
ერთი წელი რომ გავა,
მე ბოსტანი მერგება!


სარეცხი smile.gif

ვასილ გულეური

ქარი ქრის და ახლა კაცი
არც კი გაყოფს გარეთ ცხვირს,
მაგრამ ციყვმა ციკომ ტოტზე
გადაფინა სარეცხი.

ხის ქვეშ, თურმე, დათვი იწვა.
წვეთებმა რომ იმატა
და ზედ დრუნჩზე დაეწვეთა,
ზლაზვნით წამოიმართა:

- კარგად მაინც გაგეწურა,
რომ მასველებ, რას ფიქრობ?
სხვა ადგილი ვერ მონახე,
ტოტზე რომ არ გაფინო?

- რას ბურდღუნებ, დათუნია,
შენ გგონია, ვთამაშობ?
როგორ ფიქრობ, ამდენ სარეცხს
ფუღუროში გავაშრობ?


ცელქი მკერავი

ნინო ქადაგიძე


დედამ გადამიმალა
მაკრატელი, ძაფები,
სათითე თუ ნემსები
და ფერადი ბაფთები.
არაფერი დაჭრაო,
თორემ გაილახები!
ბევრი არც მიფიქრია,
მერცხალს ვუხმე საშველად,
იმ წამს ჩემს აივანზე
გაჩნდა კუდ-მაკრატელა.
ყვავილებმა ფურცლები
მოგვაშველეს საჭრელად,
გამოჭრილი თარგები
სულ ფუტკარმა გაკერა.
ჩემს თოჯინას მოვარგეთ
ჭრელა-ჭრულა კაბები,
დედა ვერას გაიგებს
ვეღარც გავილახები !

IPB-ს სურათი


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 12 2008, 11:55 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



ვაჟა ხორნაული

ყ ი პ ყ ი პ ე ლ ა

სად მიდის იხვი პატარა,
სახელად ყიპყიპელა?
ღიმილით მისჩერებიან
კახაბერი და ლელა...
მდინარე მონატრებია,
შუადღეა და ცხელა,
მარტო არაა,
თან მიჰყავს
წიწილა ფოთლისხელა,
მეგობრის მოყვარულია
ეს ჩვენი ყიპყიპელა

ვაჟა ხორნაული

სიცოცხლის დღესასწაული
------------------------------

იქით ვენახი შრიალებს
აქეთ წისქვილი მღერის.

ბედნიერია ფუძე
ბედნიერია ჭერი.

თორნიკე უკრავს როიალს
გაზაფხულს ხატავს ანა.

ათვალიერებს ლუკა
სასიმინდეს და მარანს.

ცოტნეს პაწია გული
გვირილასავით უცემს.

ბედნიერია ჭერი
ბედნიერია ფუძე.


ბეკეკას თავგადასავალი
--------------------------

ბეკეკა კიკინაშვილი
მოხიბლა ქორფა ბალახმა
გადაიარა მინდორი
გავიდა ხევის გადაღმა
იქ გზა აებნა შეშინდა_
მგელი შემჭამსო ამაღამ
პატრომნი ეძებს ეძახის:
"ბეკოო
სადა ხარ?სადა ხარ?"
ხმა მიაწვდინა იპოვა
უსაყვედურა ალერსით
ბეკეკას ბედნიერების
ცრემლი უბრწყინავს თვალებში
გულწრფელად ინანიებდა
ეს რა ჩერჩეტი თხა ვარო
მაგრამ დღეიდან ასე შორს
აღარასოდეს წავალო.


ძმადნაფიცები
---------------
მგლის ლეკვი და დათვის ბელი
ტყის ბილიკით მიდიან
სიჩუმე და სიგრილეა
ირგვლივ მწვანე ბინდია.

მათი ძმობა სად თქმულაო
ჭორაობენ ყვავები
მაგრამ ვის რას გამორჩება
სუსხი მათი თვალების...

ტყეში ზღაპრის სურნელია
და ღრუბელი მშვიდია
მგლის ლეკვი და დათვის ბელი
ისევ ერთად მიდიან.

კრუხ-წიწილები
-----------------
ქათილო კაკანაური
ყველაზე გვიან იძინებს
ირიჟრაჟებს და ადგება
წაავარჯიშებს წიწილებს
მერე ზღაპრებსაც უამბობს
და მათთან ერთად იცინებს
მათ ბუდეს სიყვარულიანს
ვერ მოერევა სიცივე.


ჯიბილო ყივილაშვილი
--------------------------
ქვის გამკვეთელი დეზები
ბოლო_ცეცხლივით გაშლილი
ბუმბული_გაბრწყინებული
ხავერდოვანი და ხშირი
ხმა_მაცნე გათენებისა
მიწიდან ცისკენ აჭრილი
თვალები_ნაპერწკლიანი
გული_მაგარი კაჟივით,_
ასეთი გახლავთ მამალი_
ჯიბილო ყივილაშვილი.


პირველკლასელი ბიჭები
---------------------------
თორნიკემ უთხრა ბათირას:
_კოსმოსი საკვირველია
წამოდი ერთად გავფრინდეთ
მთვარეს შევახოთ ხელია.
ზოგჯერ ეს ჩვენი ბათირა
ისეთი სიტყვის მთქმელია
მოუსმენ გაგიხარდება
იტყვი:"პატარა ბრძენია."
ღიმილით უთხრა თორნიკეს:
არა ვარ ქვეყნის მტერია
ვისთან წავიდე კოსმოსში
მთვარეზე რა დამრჩენია?
ვერ ხედავ?_
ფშავ-ხევსურეთი
დაობლდა ცარიელია!..
არაფერს ამბობს თორნიკე
ვაჟია მართლაც ოქროსი...
ბინდისფერ კოშკებს გახედა
სულ დაავიწყდა კოსმოსი.

ფისო ხვთისოს ჩანთაში
--------------------------
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ჩანთა ასე გაბერილი
რატომა გაქვს ხვთისო?
ხვთისოს თავი დაუხრია
იყურება ძირსო...
და გაისმა კლასში ხმები:
_ფისო უზის ფისო!
აი,გახსნეს ხვთისოს ჩანთა
და იქ წიგნის ძირსო
იწვა თვალებმინაბული
პაწაწაწინა ფისო.
რა ქნას ხვთისომ...ხუჭუჭა თავს
უფრო დაბლა ხრისო,
მასწავლებლის ჩრდილს უყურებს
აქსუტუნებს ცხვირსო.
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ცხოველების სიყვარული
კარგი არის ხვთისო.


ვერ გავიმეტე ირემი
-----------------------
თინიბექი და თოთია
ტყიდან ბუზღუნით მოდიან.
_რად არ ესროლე თინიბექ?-
თოთიას ხმაში შფოთია.
_ვერ გავიმეტე ირემი...ირემი
დათვივით გონჯი როდია!


ბ ე რ დ ი ა
-----------
მართლა ვაჟია ბერდია
ხელ-ფეხი აღარ ეღლება
ხან ყოჩებს ეთამაშება
ხან ღობეს გადაევლება
ხან ხევ-ხუვ ჩაეფარება
ხან გალავანზე შედგება
თმის ღერები აქვს ისეთი
ზედ ვაშლი წამოეგება
შემოგცინებს და იფიქრებ:
"გული მერცხლისა ექნება."


სამნი ერთი ქოლგით
-----------------------
წვიმა ბაღებს აშრიალებს
მზე ღრუბლებში ჩადის
ქვაფენილზე დაცვენილა
ყვავილები ატმის...
და წვიმაში
ქოლგით ხელში
მშვიდად მიდის ბატი
მიჰყავს თაგვი და კურდღელი
მფარველია მათი...
ორღობეში ჩაიარეს
სამმა ერთი ქოლგით
სარკმლებიდან უყურებენ
ნინო გია გოგი
ახლა მათთვის ეს ამინდი
სულ არაა ცუდი
წვიმს...
მიდიან და სველდება
მხოლოდ თაგვის კუდი.

გაბრიელი და ანა
-------------------
მწვანე ფერდობზე ტყუპები
ნერგებივითა დგანან:
ანა და გაბრიელი
გაბრიელი და ანა
ქვემოთ მდინარე ხმაურობს
ახლოს შრიალებს ყანა_
თითქოს ორივე ეძახის
გაბრიელსა და ანას...
ღმერთო რა ლამაზევია
კალმით ნახატებს ჰცვანან
ანა და გაბრიელი
გაბრიელი და ანა.
IPB-ს სურათი


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 14 2008, 11:40 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



დიზაინერი მელაკუდა

მართა ბებოს საქათმეში
მელა აწყობს "დე ფილეს",
არის დიდი სამზადისი,
მოდელები შეკრიბეს.

სულ ნარჩევი ვარიკები,
წონის მკაცრი კონტროლი!
ზოგს ჩააცვა შარვალი და
ზოგს მოარგო კორსეტი.

ბაფთები და მაქმანები,
ჭრელა-ჭრულა ფოჩები,
საზაფხულო კოლექცია-
"ვარიკული" ქოშების.

მაგრამ ნახეთ უიღბლობა,
სად იყო და სად არა,
მართა ბებომ ხორბლით ხელში
გამოაღო ფანჯარა,

დაიძახა: - " წიპა, წიპა,
გემრიელი ვახშამი",
კისრის ტეხვით გაემართნენ,
აღარ დარჩა არავინ....

-განა მათი მოკლე ჭკუა,
ბევრჯერ არ მაქვს ნაცადი?
მელამ ხელი ჩაიქნია,
ქათამია - ქათამი !

ნინო ქადაგიძე
IPB-ს სურათი


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 25 2008, 01:07 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



ატამი
ვასილ გულეური
დილიდანვე სამგზავროდ
მოემზადა ქათამი.
ერთი სავსე კალათა
მიაქვს მწიფე ატამი.

განა სხვაგან დაკრიფა –
აქვე, თავის ნაკვეთში,
რომ ქალაქში გაყიდოს
ძვირად – სუპერმარკეტში.

არ დასჭირდა ლოდინი –
ისე ღუის ატამი,
აბა, ვინ არ იყიდის,
თან სოფლიდან ჩატანილს?

კალათა რომ დაცალა,
შენ ხარ ჩემი ბატონი,
გაიკითხა, სად იყო
ახლოს ინკუბატორი.

– სოფლად ხელცარიელი
რომ დავბრუნდე, შევრცხვები!..
და კალათით სოფელში
წამოიღო კვერცხები.

ხოდა კიდევ ბავშვების ფოტოებსაც განვათავსებ , უფრო გალამაზდება თემა , თან ლექსებს დავდებ და თან ფოტოებს smile.gif

პ.ს. ჩემთვის რო ვგიჟდები, ხო კაია biggrin.gif

IPB-ს სურათი


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jul 25 2008, 01:59 PM
პოსტი #9


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



nini1

ძალიან კარგი ლექსებია kiss1.gif თემა გადასარევი!


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jul 30 2008, 06:38 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



leluka smile.gif

მადლობა ლელუკა kiss1.gif


ბაყაყური
ვასილ გულეური
გზის ნაპირას იხვებს ორმო
ნაჟური წყლით აუვსიათ,
იძახიან: – აქეთ მოდით,
საცურაო აუზია.

რა სჯობია წყალში ცურვას,
ქვეყნად რაა ამის ფასი?
რა სტილი გსურთ, შეგასწავლით:
ბატერფლაი, კროლი, ბრასი.

უცნაური სახელებით
მოიხიბლა ყველა ირგვლივ
და სულ მალე ცურვის სწავლის
მსურველების დადგა რიგი.

ბაყაყი ზის არხეინად,
არ ათხოვა იხვებს ყური,
– თქვენს კროლსა და ბატერფლაის
მირჩევნია ბაყაყური!


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Aug 1 2008, 10:35 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



IPB-ს სურათი
მამალი
როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა: – რა ვქნათო? –
ბებიამ თქვა: – სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო. –
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Aug 1 2008, 10:46 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



IPB-ს სურათი

იავნანა
ბულბული ვარდის კოკორზე
მღეროდა იავნანასო,
კატამ თქვა: - მივეპარები
და გადავსანსლავ ამასო. -

ამის გამგონე ბულბულსა
ნისკარტში ჩაეცინაო,
ხმას აუწია და კატას
მკვდარივით ჩაეძინაო.


ნოდარ დუმბაძე


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 7 2011, 10:39 PM
პოსტი #13


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



nini1

კარგია smile.gif


ციტატა
მამალი
როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა: – რა ვქნათო? –
ბებიამ თქვა: – სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო. –
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.

ვაიმეეე,ეს რა გამახსენეეე biggrin.gif smile.gif

მე კიდე ახლა მაყვალა მრევლიშვილის "საწყალი კურდღელი" გამახსენდა smile.gif მახსოვს მუსიკის მასწავლებელი მამღერებდა ხოლმე biggrin.gif

ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა;
არც სტაფილო ეამა,
ჩამოდნა და გაგვიხდა.
მოვიწვიეთ ექიმად
არჩილი და ხათუნა:
ოფლი მოადინეთო,
- დაარიგეს დათუნა.
შუბლზე ტილო დავადეთ,
ამოვუგეთ საბანი,
კოვზით გადავაყლაპეთ
უებარი წამალი.
- ახლა მალე მორჩები,
არ გაინძრე საბანში,
გელოდებით, უშენოდ
სულ არ გვინდა თამაში.



ისე,ცოტა ხნის წინ საბავშვო გასართობ-შემეცნებითი საიტი აღმოვაჩინე და საკმაოდ მომეწონა http://www.bembi.ge/


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 01:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი