IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> ვითარცა ყრმანი, ინფანტილიზმი
.:Lela:.
პოსტი Feb 9 2008, 12:24 AM
პოსტი #1


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ვითარცა ყრმანი?
მრავალ ჩვენგანს სმენია სახარების სიტყვები"იყავით ვითარცა ყრმანი" და მატი ჭეშმარიტი აზრისშეცნობაც უცდია/ ბავშვებისგან მართლაც უნდა ვისწავლოთ სიყვარულის უნარი,გულღიაობა,ერთგულება და სხვა შესანიშნავი თვისებები.ცათა სასუფევლის სიმბოლოდ ხომ უპალმა სწორედ ისინი აირჩია.
მაგრამ უნდა მივბაძოთ კი ყველაფერში ბავშვებს?რა თკმა უნდა ,არა...მრავალ შესანიშნავ თვისებასთან ერთად ბავშვებს ხომ ჭირვეულობაც ახასიათებთ,ისინი თავს სამყაროს ცენტრად აღიქვამენ,პასუხისმგებლობის აღებაც არ ძალუძთ. კარგია, თუ მოწიფულობის ასაკში შებიჯებისას ამ თვისებებს ყრმობაში დავტოვებთ; მაგრამ,სამწუხაროდ,მთელი ცხოვრების მანძილზე მიგვყვება ხოლმე ბავშური ინფანტილიზმი,რომელსაც ხშირად ვერც ვაცნობიერებთ,მისგან გათავისუფლება კი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
ფსიქოლოგიური ლექსიკონის განმარტებით,ინფანტილიზმი - არის ბავშვებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, რომლებიც მოწიფული ადამიანის ფსიქიკასა და ქცევაშია შემონახული, მაგალითად : - საკუთარი თავის მიმართ დაქვეითებული კრიტიკა, დაუცველობის შეგრძნება, სხვებისაგან ზრუნვის მოთხოვნა, უსუსურობა გადაწყვეტილებების მიგებისას.
გულზე ხელი დავიდოთ, დროდადრო ხომ ჩვენც ასე ვიქცევით?არცთუ იშვიათია შემთხვევები , როცა ადამიანი ეკლესიაში იწყებს სიარულს, იგი გერ სულიერ მოძღვარს ეძებს, ისეთს , რომელსაც გულში მამა შეუძლია უწოდოს, ასაკით შედარებით უფროსს და ავტორიტეტულს...შემდეგ იწყება წვრილმანი კითხვები მოძღვრისადმი. გარეგნულად თითქოს ყველაფერი სწორად , ჭმინდა მამათა მცნებების მიხედვითაა, მაგრამ რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ღვთის ნებისა და საკუთარი ცხოვრების შესაჭერებლად თუ საკუთარი თავიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით? თუ მღვდელი იღებს გადაწყვეტილებებს, თითქოს აღარაფერ შუაში ხარ, შენ ხომ ასე გაკურთხეს.თუმცა ასეთი გარეგნული ღვთივსათნოება და მორჩილება ნამდვილი ინფანტილიზმია/
გაგრძელება იქნება
cool.gif

ინფანტილური ადამიანისთვის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება სიკვდილის ტოლფასია.აი, აი გამოსავალიც: სულიერი მიძღვარი გადაწყვეტს, რა გავაკეთო, სად ვიმუშაო,სად წავიდე შვებულებაში, როგორი შპალერი გავაკრა.აუცილებელია კეთილი საქმისთვის კურთხევის აღება, მაგრამ ნუთუ მღვდელიცხოვრების ყველანიუანსში უნდა ჩაერთოს და ნაბიჯ - ნაბიჯ განაგოს ჩვენი ცხოვრება?!
იქნებ სამსჯავროზეც სხვას გადავაბრალოთ - ჩემით არა , მაკურთხოსო? ნუთუ მორჩილება საკუთარი ნების განდევნაა?ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა, ასობით საკითხს ხომ ჩვენითვწყვეტთ, მაგრამ სადაც თავის არიდება გვსურს, სხვაზე ვცდილობთპასუხისმგებლობის გადაბარებას. ვფიქრობთ მღვდელი სწორედ იმისთვის არის ხელდასხმული, რომ მრავალი რამ იტვირთოს. განა ღირსეულია ასეთი პოზიცია?
გავაგრძელებ

მომაბეზრებლად კუდში დავდევთ მღვდელს, ვეჭვიანობთ კიდეც , როცა მისი ყურადღება სხვისკენ გადაიხრება. რატომ ვიქცევით ასე? ალბათ, ალბათ ასე ვაფასებთ ჩვენს მოძღვარს ,ჩვენს ქრისტესთან მიმიყვანებელს, ან ასეთი გზით ვცდილობთ გადავჭრათ ბავშური, ინფანტილური პრობლემები. თითქოს მსობლების მიერ დაკლებული ყურადღების კომპენსირების მიღებას ვესწრაფვით.
საკუთარი შეცდომების, ოჯახური, სამსახურებრივი თუ სულიერი პრობლემებისსხვისთვის გადაბრალებაც ხომ ძალიან მოსახერხებელია. ყოველთვის არსებობენ შინაგანი "ისინი", რიმელთა რჩევა-დარიგებანი მიუღებელია, ან პირიქით, რთულად შესასრულებელი. თუ მღვდელი ჩვენთვის მოსაწონად არ მოიქცა, მორჩა! იდეალი ნამსხვრევებად იქცევა, რაც ხშირად ეკლესიის წიაღიდან მოწყვეტის მიზანიც ხდება. ვინ არის დამნაშავე- რა თკმაუნდა "ისინი" ...
ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი გაბსაზღვრული რაოდენობის წიგნებს წაიკითხავს, საკუთარ აზრს შეიქმნის, მოსმენის უნარს კი კარგავს. შემდეგ საკუთარი ცოდნით გარშემომყოფთა გაბედნიერებას ცდილობს, მსთი სურვილისა და პოზიციის მიუხედავად.
ინფანტილური ადამიანისთვისმხოლოდ ერთი ხედვის წერტილი არსებობს - საკუთარი, ამიტომ ის თავს ეტალონად მიიჩნევს. მხოლოდ მან იცის წვერისა თუ თმის , კაბისა თუ ღამის პერანგის სიგრძე. ღვთისმსახურებებზე დასწრების მის მიერ დაწესებული განრიგია მხოლოდ სწორი და აუცილებელი. მას არ სურს სხვისი აზრების გაზიარება, სჯერა , რომ "ეს ასე უნდა იყოს" ასეთი ადამიანის ამოცნობა არ არის ძნელი - ის არასდროს ამბობს , "მე ვფიქრობ, მე მეჩვენება" , მისი შეხედულებები უკომპრომისოა და ცალსახა, "ასე უნდა იყოს" და მორჩა.
არსებობენ მეორე ტიპის ინფანტილებიც , რომელთაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. ამიტომ ძლიერ პიროვნებებს შეკედლებულნი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან მათ ნაკვალევს და მიუხედავად დროდადრო გაჩენილი დისკომფორტისა , არ გააჩნიათ ამ ადამიანებისაგან თავის დაღწევისა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.
გაგრძელება იკნება

რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზრდასრული და ინფანტილური ადამიანები? მათგარშემო არსებული სინამდვილის შეფასების ხარისხით. სხვათა შორის, მრავალს ჰგონია , რომ სახარების სიტყვები - "ნუ განიკითხავთ..."ზოგადად მსჯელობის აკრძალვას გულისხმობს, რათა შემთხვევით არ გაასამართლო ადამიანი. ერთი შეხედვით, სავსებით სწორი პოზიციაა, მხოლოდ ერთი შეხედვით...
თუ საერთოდ უარს ვიტყვით მსჯელობაზე, კეთილსა და ბოროტსაც ვეღარ განვასხვავებთ. მაშინ, სად ვეძებოთ გადარჩენის გზა? იქნებ კეთილმა ბიძიამ, ჩვენმა მოძღვარმა იზრუნოს ამაზეც?
არ განიკითხო ნიშნავს, არ გამოუტანო საბოლოო, უარყოფითი განაჩენი. თუ დაფიქრებულხართ, რომ დადებითი შეფასებაც განკითხვაა? შეძახილებით " შესანიშნავია, მშვენიერია" ხომ ისეთი ადამიანის პოზიციაში ვდგებით, რომელიც უფლება მოსილია,ვერდიქტი გამოიტანოს, ეს უკვე მცნების დარღვევაა.
მაშ როგორღა მოვიქცეთ? გამოსავალი მარტივია.ზრდასრული ადამიანი პასუხისმგებელი უნდა იკოს თავის სიტყვისა თუ ქცევაზე. ასეთ პიროვნება უფლებამოსილია საკუთარი აზრიც ჰქონდეს, ოღონდ, როგორც წესი, ის თავის შეხედულებებს შემდეგი ფრაზებით გამოხატავს - " მომეწონა" ან "ეს ჩემთვის უცხოა", "ვიზიარებ" ან "არ ვიზიარებ".
ყრმობის ასაკიდან გამოსულები მრავალი პრობლემისა თუ არჩევანის წინაშე ვდგებით, რომელთა გადაჭრაც ყოველთვის ადვილი არ არის. არჩევანის გაკეთებისას, ყოველი ადამიანი შედეგზეცააპასუხისმგებელი, რაც ხშირად შეიძლება უსიამოვნო აღმოჩნდეს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისთვის სიმამაცეა საჭირო.
ბევრი თუა მზად ამისთვის? მრავალი ადამიანი ხომ გაცილებით მარტივ გზას ირჩევს, ეკლესიურობის სახელს ამოფარებული, მექანიკურად ასრულებს წესებს, მისი რწმენა ზედაპირულია, ის ნელ-ნელა პრობლემების გადაჭრაზეც უარს ამბობს. ახლობლებს მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებებს ახვევს
თავზე, რჩევას კი აღარ ეკითხება, არადა შედეგებს ხომ ყველა ერთად იმკის...
რა უპრო ადვილია- ვიმუშაოთ მაღალანაზღაურებად დამქანცველ სამსახურში, რომ შვილებს განათლება მივაღებინოთ,შევეწოით გაჭირვებულებს, ეკლესიისთვის შესაწირი გავიღოთ, თუ დავზოგოდ თავი იმ იმედით, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა? სამწუხაროდ, ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა ოჯახის უფროსი იოლ სამუშაოს ირჩევს, მის შვილებს კი მეზობლები აძლებენ საზრდოს.
ცხოვრებაში ხშირად დგება ფიქრის და ქმედების აუცილებლობა, მაგრამ ფორმალურად სწორი და კანონებით ჩამოწერილი გადაწყვეტილებები ყოველთვის ღვთივსათნოა?
დაუსრულებლად ვკამათობთ იმის შესაღებ, წავიდეთ თუ არა მარხვის პერიოდში სტუმრად ან კონცერტზე,შევასრულოდ თუ არა ცოლქმრული მოვალეობა და ა. შ. მთავარი კი ყურადჭების მიღმა რჩება . ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხომ ფიკრი და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო . რთულია?! სამაგიეროდ ჩამოჭერილი წესების მიხედვით მოქმედებაა ადვილი, როცა შედეგზე ნაკლებად ფიქრობ და გულის სიღრმეში ამაყობ კიდეც ვითომცდა სწორი , სინამდვილეში ფარისევლური გადაწყვეტილებით... ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო იმის გაცნობიერება, რომ ასეთი საქციელითბევრს ვაწყენინე...
ხშირად ჩვენი რწმენის დამტკიოცებას ხომ გარეგნულად ვცდილობთ, თავშლებსა და უფორმო კაბებში შეფუთნულები დაუსრულებლად ვიმეორებთ - "მომიტევეთ, დამლოცეთ". გარეგნულით ისე ვიქცევით, შინაგანიგვავიწყდება. ისევ ბავშვებივით ვიქცევით - მართმადიდებლობანას ვთამაშობთ...
ინფანტილიზმი მეტ - ნაკლებად ყველა ჩვენგანის თანმდევია. ის ვინც ფიქრობს, რომ ზემოთ ნათქვამი არ ეხება, ან თავს იკატინებს, ან უძლურია საკუთარი ქმედებები გააცნობიეროს.ამიტომ ვიყოთ საკუთარ თავთან და უფალთან მართლები, ბავშვებს კი იმაში მივბაძოთ, რაც მართლაც მისაბაძია


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Feb 9 2008, 01:19 AM
პოსტი #2


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



tongue.gif

smile.gif ვცდილობ ფაილი მივამაგრო და არ გამოდის რატო ნეტა? cool.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Feb 9 2008, 02:29 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(seminarieli lela @ Feb 9 2008, 01:32 PM) *


წავიკითხე თქვენი პოსტები ძალიან მომეწონა smile.gif
საკმაოდ საჭირბოროტო საკითხია.
ადამიანს არ უნდა ყავდეს კერპი, უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, პიროვნება უნდა იყოს ბავშვური იმ მხრივ რომ ბოროტი აზრები არ უნდა აწუხებდეს, ანუ შური, ღვარძლი, ბოღმის ჩარჩერნა, მაგრამ ამასთან ერთად უნდა იყოს გონიერი და თავად განსაზღვროს თავისი ცხოვრება და ისეთ საკითხებზე მიმართოს მოძღვრას რაც ეხება სულიერებას, ცოდვებთან ბრძოლას და არა ყოფითი და ფსიქოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 11 2008, 06:47 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



seminarieli lela
ბოდიში ლელა, ეს შენი ნააზრები გიწერია?
რაღაც გადმოცემის სტილი მეცნობა და მაპატიე თუ შევცდი. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Feb 11 2008, 07:27 PM
პოსტი #5


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(k@the @ Feb 11 2008, 06:47 PM) *

seminarieli lela
ბოდიში ლელა, ეს შენი ნააზრები გიწერია?
რაღაც გადმოცემის სტილი მეცნობა და მაპატიე თუ შევცდი. smile.gif

საპატრიარქოს უწყებანის ერთ-ერთი ნომრიდანაა rolleyes.gif
რა ბოდიში smile.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 12 2008, 09:28 PM
პოსტი #6


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



seminarieli lela
მაშინ მგონი აჯობებდა, თუ სტატიის დასაწყისში მიუთითებდი საიდანაა.
ისე კი მადლობა, არ მქონდა წაკითხული. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Feb 12 2008, 09:33 PM
პოსტი #7


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(k@the @ Feb 12 2008, 09:28 PM) *

seminarieli lela
მაშინ მგონი აჯობებდა, თუ სტატიის დასაწყისში მიუთითებდი საიდანაა.
ისე კი მადლობა, არ მქონდა წაკითხული. smile.gif

ისე მაგას რა მნიშვნელობა აქვს,მთავარი ეგ კი არ იყო არამედ რაც ეწერა wink.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 12 2008, 09:44 PM
პოსტი #8


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



seminarieli lela
მართალი ხარ. მთავარი ისაა რაც წერია და ისიც, რომ ამ ნაწერს ავტორი ყავს, smile.gif რომელსაც საკმაო შრომა ჩაუდია მასში.
არ გეწყინოს ჩემო კარგო, უბრალოდ მეგობრულად გითხარი და არა ნიშნისმოგებით smile.gif

პ.ს. ვაოფებთ ეხლა ჩვენ და მოდერატორს ბოდიში smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 12 2008, 11:12 PM
პოსტი #9


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(seminarieli lela @ Feb 12 2008, 01:33 PM) *

ისე მაგას რა მნიშვნელობა აქვს,მთავარი ეგ კი არ იყო არამედ რაც ეწერა wink.gif

ლელა მომისმინე, მნიშვნელობა აქვს და თანაც ძალიან დიდი, როცა საიდანღაც ინფორმაციას იღებ აუცილებლად უნდა მიუთითო წყარო, რომ სხვები არ შევიყვანოთ შეცდომაში და კიდევ საავტორო უფლებების დარღვევაც არაა მაინცდამაინც ლამაზი smile.gif

გარდა ამისა გვაქვს ასეთი თემა, აი ნახე http://church.ge/index.php?showtopic=215
შეგვიძლია ახლა შენი ნაწერი ერთ პოსტად გავაკეთოთ ლამაზად და იქ დავდოთ კარგი? ყველა სტატიაზე ხომ არ გავხსნით თემას smile.gif
სპეციალურად ავპინე smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 13 2008, 12:47 AM
პოსტი #10


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ჩვენ ამაზე უკვე ასიათასჯერ ვისაუბრეთ. როცა რამეს დებთ, საავტორო უფლებებს პატივი უნდა ვცეთ: მივუთითოთ ავტორი და ის წიგნი თუ გაზეთი, საიდანაც ვიღებთ. ეს წესია!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 09:38 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(seminarieli lela @ Feb 12 2008, 06:33 PM) *

ისე მაგას რა მნიშვნელობა აქვს,მთავარი ეგ კი არ იყო არამედ რაც ეწერა wink.gif



ლელა,

აქვს მნიშვნელობა იმას, ვინაა ავტორი და თან ძალიან დიდი... უამრავი მოსაზრებების გამო. ჯერ ერთი, იქნებ შენი ტექსტია, იქნებ ნათარგმნია (ბოლო-ბოლო ვაგროვებთ ჩვენს ნათარგმნებს ერთ განკუთვნილ თემაში), ან სხვა მრავალი. ასე რომ დაიკო, აუცილებლად მიაწერე ვისია ნაშრომი, გაზეთიდანაა თუ პლაკატზე იყო გაკრული, სულერთია, მაინც უნდა იყოს smile.gif მე მგონი კამათი არ ჭირდება ამას, მითუმეტეს ძნელი შესასრულებელი არ არის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Feb 13 2008, 04:39 PM
პოსტი #12


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(ქეთუ @ Feb 12 2008, 11:12 PM) *

ლელა მომისმინე, მნიშვნელობა აქვს და თანაც ძალიან დიდი, როცა საიდანღაც ინფორმაციას იღებ აუცილებლად უნდა მიუთითო წყარო, რომ სხვები არ შევიყვანოთ შეცდომაში და კიდევ საავტორო უფლებების დარღვევაც არაა მაინცდამაინც ლამაზი smile.gif

გარდა ამისა გვაქვს ასეთი თემა, აი ნახე http://church.ge/index.php?showtopic=215
შეგვიძლია ახლა შენი ნაწერი ერთ პოსტად გავაკეთოთ ლამაზად და იქ დავდოთ კარგი? ყველა სტატიაზე ხომ არ გავხსნით თემას smile.gif
სპეციალურად ავპინე smile.gif

ოკ გადაიტანე,აწი მეცოდინება, ახალი ვარ და იმედია ნელ-ნელა ყველაფერში გავერკვევი
გაიხარე
ეს არის საპატრიარქოს უწყებანის შემდეგი ნომერი>N2 24-30 იანვარი .08 wink.gif smile.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 13 2008, 04:48 PM
პოსტი #13


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(seminarieli lela @ Feb 13 2008, 04:39 PM) *

ოკ გადაიტანე,აწი მეცოდინება, ახალი ვარ და იმედია ნელ-ნელა ყველაფერში გავერკვევი
გაიხარე
ეს არის საპატრიარქოს უწყებანის შემდეგი ნომერი>N2 24-30 იანვარი .08 wink.gif smile.gif

wink.gif ავტორი? rolleyes.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Feb 13 2008, 05:14 PM
პოსტი #14


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 13 2008, 04:48 PM) *

wink.gif ავტორი? rolleyes.gif

თარგმნა
თამარ ხოსროშვილმა


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 13 2008, 05:16 PM
პოსტი #15


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(seminarieli lela @ Feb 13 2008, 05:14 PM) *

თარგმნა
თამარ ხოსროშვილმა

ჰოდა, რა დაგიშავა მაგ პატიოსანმა გოგომ, გვარის მიწერა რომ დაგენანა biggrin.gif

პ.ს. მე არ ვარ ეგ tongue.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Feb 13 2008, 08:26 PM
პოსტი #16


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 13 2008, 05:16 PM) *

ჰოდა, რა დაგიშავა მაგ პატიოსანმა გოგომ, გვარის მიწერა რომ დაგენანა biggrin.gif

პ.ს. მე არ ვარ ეგ tongue.gif

კომენტარს აღარ ვაკეთებ
გადაიტანეთ cool.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 13 2008, 09:10 PM
პოსტი #17


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(seminarieli lela @ Feb 13 2008, 08:39 AM) *

ოკ გადაიტანე,აწი მეცოდინება, ახალი ვარ და იმედია ნელ-ნელა ყველაფერში გავერკვევი
გაიხარე
ეს არის საპატრიარქოს უწყებანის შემდეგი ნომერი>N2 24-30 იანვარი .08 wink.gif smile.gif

დარწმუნებული ვარ გაერკვევი, ეგ არაფერია smile.gif თავიდან ყველა მასე ვიყავით smile.gif

გავაერთიანებ და გადავიტან კი smile.gif

ვინმეს შეუძლია დამიდოს სრული ინფორმაცია ვისი სტატიაა და ვისი ნათარგმნი?
თუ ნათარგმნია სხვა თემაში უნდა დავდო და ამიტომ smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Feb 13 2008, 09:14 PM
პოსტი #18


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(seminarieli lela @ Feb 13 2008, 05:14 PM) *

თარგმნა
თამარ ხოსროშვილმა

მემგონი გარკვევით დავწერე cool.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 13 2008, 09:21 PM
პოსტი #19


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



seminarieli lela
მერე ვისი სტატია თარგმნა? წესივრად დამიწერე სრული ინფორმაცია, როგორც ეწერება ხოლმე სტატიებს ბოლოში.


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 14 2008, 01:12 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
გულზე ხელი დავიდოთ, დროდადრო ხომ ჩვენც ასე ვიქცევით?არცთუ იშვიათია შემთხვევები , როცა ადამიანი ეკლესიაში იწყებს სიარულს, იგი გერ სულიერ მოძღვარს ეძებს, ისეთს , რომელსაც გულში მამა შეუძლია უწოდოს, ასაკით შედარებით უფროსს და ავტორიტეტულს...შემდეგ იწყება წვრილმანი კითხვები მოძღვრისადმი.


გულზე ხელს ვიდებ და ვამბობ რომ არც ერთი გადაწყვეტილების მიღება არ მომითხოვია მამაოსათვის smile.gif...


ნიძლავს დავდებ ეს სტატია ქალის დაწერილია... ქალის ბუნებაა ეგ და მე მაგალიტად ძალიან მომწონს smile.gif...






--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი