ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
ნაინა |
Mar 14 2008, 11:22 AM
პოსტი
#61
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
KAIROS
ციტატა მართალია აქ ქართულ ეკლესიებზეა საუბარი, მაგრამ იგულისხმება ასევე ქართველი მრევლის დაკვალიანებაც მართლმადიდებლურ ეკლესიებში, კითხვებიც იქ იყოს და პასუხებიც იქნება აბა გელით კაიროსი! მგონი მართლა აქ უკეთესია საუბრის გაგრძელება. კი არის ერთი რუსული ეკლესია აქ, დავდიოდი ხშირად, უფრო სწორედ მხოლოდ კვირაობით იყო ღია. მოზრდილი სახლი აქვთ დაქირავებული და იქ გახსნეს ეკლესია, მერე გავიგე რომ მოკვეთილია რუსეთის საპატრიარქოდან და ცალკე თავისი მრევი ჰყავს. ოღონდ რა გახდა მოკვეთის მიზეზი ვერ გავიგე, ძირითადი ცენტრი ჩიკაგოშია და აქაურიც მის დაქვემდებარებაშია. უკრაინული ეკლესიაც არის, მაგრამ ძალიან შორია, ყოველთვის ვერ მოახერხებ წასვლას. სხვა რა გზა შეიძლება გამოინახოს უკვე აღარ ვიცი. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
KAIROS |
Mar 14 2008, 10:24 PM
პოსტი
#62
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეკლესია, მერე გავიგე რომ მოკვეთილია რუსეთის საპატრიარქოდან და ცალკე თავისი მრევი ჰყავს. ოღონდ რა გახდა მოკვეთის მიზეზი ვერ გავიგე, უცნაურია, მოდი დაწერე ზუსტად რა ქვია მაგ ეკლესიას, მერე თუ გინდა პმ-ით მომწერე რომელ ქალაქში ხარ და სადმე გიპოვით ეკლესიას, ან სერბული იქნება, ან რუმინული, ან ბულგარული... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Mar 15 2008, 12:44 AM
პოსტი
#63
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ნინ,
ალბათ ადრინდელზე ამბობ, შარშან შეუერთდა რუსული საზღვარგარეთის ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს. |
ნაინა |
Mar 15 2008, 10:25 AM
პოსტი
#64
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
staywhite
ციტატა ნინ, ალბათ ადრინდელზე ამბობ, შარშან შეუერთდა რუსული საზღვარგარეთის ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს. არა ნან, ესენი ისევ ცალკე არიან, ჩემი მეგობარია მაგათ მრევლში და ვიცი. ძალიან ბევრი რამ აქვთ განსხვავებული, აი ეხლაც მარხვაზე, როგორც ეს გოგო ამბობს, ხორცის გარდა ლამის ყველაფრის ჭამა შეუძლიათ, თუნდაც ნამცხვარი ,,კექსი'' მასში კვერცხიც არის, კარაქიც, მაგრამ შეიძლებაო, ჩვენი მოძღვარი მაგის უფლებას გვაძლევსო, ეს არის იგივე პურიო. KAIROS არაა ცუდი აზრი, მოგწერ აუცილებლად PM_ში. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
KAIROS |
Mar 15 2008, 12:53 PM
პოსტი
#65
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ძალიან ბევრი რამ აქვთ განსხვავებული, აი ეხლაც მარხვაზე, როგორც ეს გოგო ამბობს, ხორცის გარდა ლამის ყველაფრის ჭამა შეუძლიათ, თუნდაც ნამცხვარი ,,კექსი'' მასში კვერცხიც არის, კარაქიც, მაგრამ შეიძლებაო, ჩვენი მოძღვარი მაგის უფლებას გვაძლევსო, ეს არის იგივე პურიო. უნდა გითხრათ, რომ ემიგრაცია ცოტა სხვა მოვლენაა და იქ შემსუბუქება მიღებულია, თუმცა გამონაკლისის წესად დაწესება უკვე დანაშაულია, თორემ ამ მარხვაში ემიგრაციის ქართველობა თევზს ვჭამთ ... ქეითის პოსტიდან: მამაომ გადმოგვცა პატრიარქის კურთხევა საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს. ეს მარხვა ჩვენთვის, ოთხშაბათი-პარასკევის და პირველი და ბოლო კვირის გარდა თევზით ხსნილია. შეეცადეთ, რომ ყველამ შეინახოთო. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნათია |
Mar 15 2008, 12:54 PM
პოსტი
#66
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
KAIROS
ციტატა თორემ ამ მარხვაში ემიგრაციის ქართველობა თევზს ვჭამთ ... და კურთხევას ვინ აძლევთ? P.S. ამ მარხვაში შეიძლება თევზი? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
KAIROS |
Mar 15 2008, 12:57 PM
პოსტი
#67
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა და კურთხევას ვინ აძლევთ? P.S. ამ მარხვაში შეიძლება თევზი? დავწერე ნათი ციტატა ქეითის პოსტიდან: მამაომ გადმოგვცა პატრიარქის კურთხევა საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს. ეს მარხვა ჩვენთვის, ოთხშაბათი-პარასკევის და პირველი და ბოლო კვირის გარდა თევზით ხსნილია. შეეცადეთ, რომ ყველამ შეინახოთო. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნათია |
Mar 15 2008, 12:58 PM
პოსტი
#68
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
KAIROS
გასაგებია -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
mariam_t |
Mar 16 2008, 10:49 PM
პოსტი
#69
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 16-March 08 წევრი № 4,212 |
ძალიან გთხოვთ დაწერეთ რა თუ ვინმემ იცით როდის და სად ტარდება იტალიაში წირვა-ლოცვები ქართულად?
|
KAIROS |
Mar 16 2008, 10:57 PM
პოსტი
#70
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა როდის და სად ტარდება იტალიაში წირვა-ლოცვები ქართულად? ქალაქი მილანი წირვა-ლოცვა ქართულად ტარდება პერიოდულად, ზუსტად არაა განსაზღვრული, ძირითადად ბერძენბთან.. რომი ლოცვები და პარაკლისები ტარდება ყველა მეორე ხუთშაბათს, ან ბერძნულ ტაძარში ( ვია სარდენია 43) ან სხვადასხვა სიწმიდეების წინ წირვა ტარდება იშვიათად, მაგრამ ახლა 24 მარტსაა, იგივე მისამართზე 11 სთ.,ზე ბარი დროებით მოძღვარი წასულია, თორემ ლოცვები ტარდებოდა წმ. ნიკოლოზი საფლავზეც ... თუ რამე პმ მომწერე იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
campagnola |
Mar 26 2008, 07:00 PM
პოსტი
#71
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 22-February 07 წევრი № 1,166 |
ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ შვედეთში ქართული ეკლესიის ან სამრევლოს მოძებნაში?
გმადლობთ წინასწარ |
KAIROS |
Mar 26 2008, 08:41 PM
პოსტი
#72
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ შვედეთში ქართული ეკლესიის ან სამრევლოს მოძებნაში? გმადლობთ წინასწარ ქართული ეკლესია შვედეთში არ არის, არის მცირე სამრევლო, სადაც ხანდახან ჩადის ხოლმე მიუნჰენიდან ქართველი მოძღვარი, არის საკმაოდ აქტიური სამრევლო დანიაში, თუმცა ისინიც სერბებთან ერთად არიან... ქართული ეკლესია ჯერჯერობით არ არსებობს სკანდინავიის ტერიტორიაზე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
.ნინო |
Mar 28 2008, 01:04 AM
პოსტი
#73
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა PORTUGAL LISSABON: Igreja De Sao Jao De Deus, Praca De Londres, Lisbon 1700, Tel: 483-3909 კაიროს, გამარჯობათ ეს მისამართი თქვენ დადეთ ამ თემის დასაწყისში, ანუ 2007 წლის ზაფხულში. თითქოს ეს არის მართლმადიდებლური ტაძრის მისამართი და ტელეფონი. ეს გავუგზავნე ჩემს ძმას, რომელიც ახლა ლისაბონშია, მაგრამ მაგ ნომერზე უთხრეს, რომ იქ არანაირი რელიგიური დაწესებულება არ არის... თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ახალი ინფორმაცია? იქნებ სადმე სხვაგან გადავიდნენ? წინასწარ დიდი მადლობა -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
KAIROS |
Mar 28 2008, 04:18 AM
პოსტი
#74
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნინო აი დაზუსტებული ინფორმაცია
ლისაბონის, პორტოს, ფაროს, სეტუბალის და აზორის კუნძულებზე მდებარე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების მისამართები, ტელეფონის ნომერები და მაილები: Лиссабон Приход Всех Святых Настоятель иеромонах Арсений (Соколов) 21 27 43 872 96 32 54 801 arsenij2001@mail.ru Пом. старосты чтец Игорь Каратаев 96 34 66 912 Секретарь прихода Марианна Касьянова 91 65 19 128 ლისაბონის ტაძრის ღვთისმსახურების განრიგი Предстоящие в Лиссабоне богослужения: Каждую субботу: 19.00 - Всенощное бдение и исповедь. Каждое воскресенье: 11.00 - Божественная Литургия. Кроме того, богослужения совершаются по праздникам. Каждую среду: 20.00 - кружок по изучению Библии. Детская воскресная школа - ежевоскресно, по окончании чаепития (тел. директора школы: 936380638). Адрес: Всехсвятская церковь расположена на углу улиц Museo de Artilharia и Jardim do Tabaco, рядом с ж.д. вокзалом Santa Apolonia. _____________________________________ Порто Приход Новомучеников и Исповедников Российских Староста общины Юрий Погорелов Секретарь общины Ольга Семенова 91 91 90 568 96 73 77 053 olgasem@hotmail.com _____________________________________ Фаро Приход блаженной Ксении Петербуржской Настоятель иерей Иоанн Гербовецкий 96 71 56 600 _____________________________________ Сетубал Богослужения совершаются нерегулярно Контакт: Игорь Хашин 26 50 89 019 96 54 80 638 _____________________________________ Азорские острова Богослужения совершаются нерегулярно 96 89 36 273 96 44 14 297 ეს ვებ.გვერდია http://e.korsoun.free.fr/ru/pt/zerkalo/index.html იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
.ნინო |
Mar 30 2008, 12:00 AM
პოსტი
#75
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
KAIROS
დიდი დიდი მადლობა, გაგახაროთ ღმერთმა -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
KAIROS |
Apr 2 2008, 02:39 AM
პოსტი
#76
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა საფრანგეთში არ გაქვთ დაზუსტებული არის რუსულ ემიგრაციულ ეკლესიის ქართული სამრევლო და ასევე კოსტანტინოპოლის დაქვემდებარებასჰი ქარტულ სამრევლო! და გასახარი რომ განზრახულია ქართულ მწაზე ლევილში ქართული ეკლესიის აშენება გვთის მადლით ამ ჯერად საქართველოს დაქვემდებარებაში კონსტანტინეპოლის შესახებ გვეწერა ( ანუ დავწერე ) მეგობარო, რაც შეეხება პირველის რ.ე.ე-ს დაქვემდებარებაში მყოფ სამრევლოს, ალბათ გეცოდინება, რომ ამ უკანასკნელ თვეებამდის, მათთან ზიარება არ შეიძლებოდა, შესაბამისად იქ რაიმე ქართულ სამრევლოზე საუბარი ზედმეტია, შეიძლება ვინმე დადიოდა, თუმცა არც კი იცოდა სად, ახლა შეიძლება. მაგრამ რაღა ემიგრანტულში იარონ, არის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებიც... რაც შეეხება ლევილს, იქ არის უკვე მღვდელმონაზონი ანტონი (კანდელაკი) და ძალიან დიდი სიხარულით ველი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში პირველი ეკლესიის დაფუძვნებას... იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 2 2008, 03:15 AM
პოსტი
#77
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა საფრანგეთის ქართული სამრევლოს საიტის მისამართი www.saqme.fr ) ფრთხილად! ვინ არიან ესენი? "საზღვარგარეთის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია"? მსგავს "გაერთიანებას" საქართველოს საპატრიარქო არ იცნობს, არსებობს დასავლეთ ევროპის ეპარქია, უცნაურია და ხსენებულ საიტზე ხსენებაც კი არაა საქართველოს პატრიარქისა ან დასავლეთ ევროპის ეპარქიისა, საერთოდ "რედ." ( რედაქტორი) არც ასახელებს ვინა არიან, ეს "ემიგრანტულ ქართული ეკლესია" , თუმცა მისი სქიზმატური სული შემდეგი ციტატებიდან სჩანს: პირველ ორ ციტატაში ისინი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უტევენ "ბოლო ასწლეულში, რომელსაც ატომისა და კოსმოსის საუკუნესთან ერთად ცოდვის საუკუნეც შეიძლება ეწოდოს, უღმერთო ხელისუფლებათა მმართველობის შედეგად საზოგადოება და შესაბამისად, სამღვდელო დასი (,,რაც ერი _ ის, ბერი“) სულიერადაც და ხორციელადაც თვალსაჩინოდ შეიმწიკვლა, საერთოდ, მსოფლიო ეკლესიას და მის განუყოფელ ნაწილს _ ქართულსაც სჭირდება ორგზისი ,,რუის-ურბნისი“ და ნახეთ ესეც: "დღეს ხშირად გავიგონებთ: რა გვეშველება; რა (ან ვინ) გადაგვარჩენს? ერისა და მთლიანად კაცობრიობის გადარჩენის გასაღები ყოველთვის იყო და არის ეკლესიის ხელში. ამიტომ ეუბნებოდა მაცხოვარი იესუ ქრისტე უკეთურ მღვდელმთავრებს, _ სასუფევლის კარებს უკეტავთ ხალხს, არც თქვენ შედიხართ და სხვებსაც არ უშვებთო შიგ. ბევრმა იცის ის, რომ ,,რაც ერი, ის ბერი, მაგრამ ძალზე ცოტა თუ ლაპარაკობს იმაზე, რომ როგორიც ეკლესიაა, ერიც ისეთი ხდება, რადგან სამღვდელოების ცოდვები ყველაზე მეტად აწვება ერს სულიერ ტვირთად და შესაბამისად, ამისათვის სასჯელიც მკაცრია ღვთისაგან." და ამის შემდეგ არაა გასაკვირი, რომ სქიზმატური "ქადაგება" უკვე აშკარად გამოჩნდა "უკანონოდ გაპირველიერარქებული სერგი " ასე მოხსენიებული რუსეთის პატრიარქი, ხოლო მოგვიანებით XX ს.ის საქართველოს ეკლესიაც შეამკეს "სერგიანული“ სულისკვეთებით გაჟღენთილად" , მოკლედ რომ არ გავაგრძელო ესაა ზიზღით და ცილისწამებით გაჟღენთილი სტატია ( რომელიც ხსენებული ვაისამრევლოს თავფურცელზეა განთავსებული) და სიმონიიდან დაწყებული მწვალებლობით დამთავრებული ყველაფერში ადანაშაულებს საქართველოს ეკლესიას XX ს.ის 30.იანი წლებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე! ასე რომ ფრთხილად ფრანგო ქართველებო, სქიზმაა! საინტერესოა , იმ ფონზე როცა დღეს თავად სქიზმაში მყოფი რუსები გონს მოეგნენ და დღეს აღადგინეს ურთიერთობა რუსეთის საპატრიარქოსთან, ეს ჩვენი ვაისამრევლო (ალბათ უმცირესი, იმედია) ახლა რასღა აკეთებენ? ვიმეორებ ისევ, საფრანგეთში ჩვენს მრევლს აქვს ერთადერთი ეკლესია პარიზში, წმ. ნინოს ქართული ეკლესია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ, ახლახანს საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური ანტონი ჩავიდა საფრანგეთში და არის იმედი რომ მალე გაიხსნება კიდეც ქართული ეკლესია, რომელიც იმედია ამ დაბნეულ ძმებსაც შემოირიგებს... მანამ კი ფრთხილად, სქიზმაა! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
iako |
Apr 2 2008, 02:23 PM
პოსტი
#78
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
საფრანგეთში არ გაქვთ დაზუსტებული არის რუსულ ემიგრაციულ ეკლესიის ქართული სამრევლო და ასევე კოსტანტინოპოლის დაქვემდებარებასჰი ქარტულ სამრევლო! და გასახარი რომ განზრახულია ქართულ მწაზე ლევილში ქართული ეკლესიის აშენება გვთის მადლით ამ ჯერად საქართველოს დაქვემდებარებაში. და ვილოცოთ კველამ რომ მალე განხორციელდეს ეს ისტორიული მოვლენა მღვდელმონაზონი ანტონი დღესდრეობით იმყოფება ჩემი ძმის ოჯახში. ძალიან დიდი წყალობა იყო ამ ქალაქში მყოფი ქართველებისთვის,ამდენი ხანი ეკლესიას მოწყვეტილი ადამიანებისთვის. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
KAIROS |
Apr 2 2008, 07:48 PM
პოსტი
#79
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან კარგი, იმედია საფრანგეთში მალევე გაიხსნება მეორე ქართული ეკლესია, ამჟამად უკვე საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში
ციტატა დასავლეთ ევროპის ეპარქია საქართველოს საპატრიარქის დასავლეთ ევროპის ეპარქია მოიცავს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს - ავსტრიას, ბელგიას, დანიას, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ჰოლანდიას, იტალიას, ლუქსემბურგს, პორტუგალიას, ესპანეთს, შვეიცარიას. ეპარქია თავის იურისდიქციაში აერთიანებს აღნიშნულ სახელმწიფოებში დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად ემიგრირებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და ამ ქვეყნებში მცხოვრებ იმ უცხოელებს, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად. საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია შეიქმნა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2002 წლის 17უ ოქტომბრის განჩინების საფუძველზე. ახლადშექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის ტიტულია საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი. ეპარქიის ცენტრია ქ. ბრიუსელი (ბელგია), მღვდელმთავრის დროებითი რეზიდენცია მდებარეობს ქ. რეგენდბურგში (გერმანია). საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის ემიდა სინოდის განჩინებით დადგენილია მანამდე ჭიათურის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიას ახალი ინტერნეტ საიტი : http://orthodox-eu.com/ აი განახლებული სია: სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ, დანიის ქართველობის ინიციატივით წელიწადში რამოდენიმეჯერ კოპენჰაგენში ჩადის არქიმანდრიტი ლაზარე, სადაც ტარდება ქართული წირვა, იქაურმა პროტესტანტებმა საკმაოდ თბილი დამოკიდებულება გამოხატეს და გაუადვილეს ქართველებს ეკლესიის გამოყოფა წირვის ჩასატარებლად. ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... გერმანიაში, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საიტია: http://www.eklesia.de/ გერმანია - წმინდა ანთიმოზ ივერიელის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელმონაზონი აბიბოსი (ქურციძე). ტარდება თვეში ერთხელ დიუსელდორფში ბერძნულ ან სერბულ მართლმადიდებლურ ტაძარში და ბილეფელდში, მგონი იქაც სერბულში. ინტერნეტსაიტიც გვაქვს http://www.mrewli.de/ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში არის ქართული სამრევლო, მღვდელი ჩამოდის მიუნხენიდან თვეში ერთხელ. ვებ-გვერდი არ გვაქვს. ინფორმაცია დევს ზემოთ მოწოდებულ მისამართზე. მოძღვარი მამა თამაზი(ლომიძე). ბელგია- ანტვერპენში, წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელმონაზონი აბიბოსი (ქურციძე) . პატარა ლამაზად მოწყობილი ეკლესიაა, ჯერ კიდევ ვითარდება. ბელგია - ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელი მიქაელ ბურდული, შეცვალა მამა დოსითემ ( ბოგვერაძე) სამი ქვეყნის - გერმანიის, ბელგიისა და ჰოლანდიის საზღვარზე (აახენთან ახლოს) ნაყიდია მიწა ქართული ეკლესიისათვის და იგეგმება ტაძრის აშენება. საფრანგეთი-არის წმიდა ნინოს ქართული ეკლესია დაარსებული ემიგრაციის მიერ, და იმყოფება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში , http://church.ge/index.php?s=&showtopic=19...ndpost&p=258502 Eglise Géorgienne de Sainte Nino 6 - 8 rue de la Rosière 75015 Paris. Recteur: Archiprêtre Artchil Davrichachvili მალე იმედია საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაც გახსნის თავის ტაძარს , ქალაქ რუანში, (ფრანგულად Rouen) იმყოფება მღვდელმონაზონი ანტონი (კანდელაკი) იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარიშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ქალაქი მილანი წირვა-ლოცვა ქართულად ტარდება პერიოდულად, ზუსტად არაა განსაზღვრული, ძირითადად ბერძენბთან.. რომი ლოცვები და პარაკლისები ტარდება ყველა მეორე ხუთშაბათს, ან ბერძნულ ტაძარში ( ვია სარდენია 43) ან სხვადასხვა სიწმიდეების წინ წირვა ტარდება იშვიათად,იგივე მისამართზე 11 სთ.,ზე ბარი დროებით მოძღვარი წასულია, თორემ ლოცვები ტარდებოდა წმ. ნიკოლოზი საფლავზეც . ესპანეთი-წინა გვერდებზე შეგეძლებათ ნახოთ ბარსელონას http://church.ge/index.php?s=&showtopic=19...ndpost&p=223643 და ლა რიოხას პროვინციაში მყოფი ქართული ეკლესიების სურათებს, ბარსელონაში წინამძღვარია იღუმენი ლუკა ( ფალავანდიშვილი ); ხოლო ლა რიოხას პროვინციაში ქალქქ არაგონდა კი ახლახანს დაინიშნა იღუმენი მელქისედეკი ( ხაჩიძე) . ავსტრია- ვენაში მოღვაწეობს არქიმანდრიტი ლაზარე, აქაც ქართველების დიდი რაოდენობაა შეკრებილი და სამრევლოც საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი - ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც; პირადად იქ ყოფნისას იქ შევამჩნიე ერთი ცუდი ფაქტი: ინფორმაციის ნაკლებობის გამო. ქართველები ხშირად დადიან კალენდრის ერთიანობის გამო მეძველსტილე სქიზმატთა ეკლესიაში. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს დუბლინში ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, დეკანოზი მამა მალხაზი (კუმელაშვილი) ეს დუბლინში, მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ ქართული მრევლი ლას-ვეგასში! Saint Nina the Enlightener of Georgia http://www.lasvegasorthodox.com/Georgian.html ესეც პატარა ქართული ნაწილია შორეულ სკანდინავიაში, ქართული ხატი... http://www.ortodoks.dk/kirkeaaret/index.html#Anchor-57401 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
daviti_23 |
Apr 4 2008, 06:59 PM
პოსტი
#80
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,021 |
ის მაინც მითხარით სად რომელ თემაში გადაიტანეთ.ისე კაიროს სამართლიანი იქნებოდა შენი შეფასებაც წაშლილიყო თორე ხალხს დააინტერესებს ვის "ამხელ" და რა გაიგონ.წაიშალოს კაიროსის შეფასებაც აზრი არა აქვს სირაქლემის პოზიციას
-------------------- ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი