თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ სამღვდელმთავრო მსახურება

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 11 2007, 05:53 PM

ალბათ ყოველი ჩვენგანი დასწრებია უწმიდესის ან ეპისკოპოსის მღვდელმსახურებას და შეამჩნევდით, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ანალოგიური სამღვდელო მსახურებისგან

აქ დავდოთ სამღვდელმთავრო მსახურების თავისებურებანი და თანდათან განვიხილოთ მისი როგორც გარეგნული, ისე ლიტურგიკულ-თეოლოგიური სახე

დავიწყოთ წირვით

1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ

2. წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება ე.წ. "ლოდინის ზარის" რეკვა, რომელიც არის თითო დარტყმა დიდ ზარზე ხანგრძლივი პერიოდებით

3. ტაძრის შემოსავლელში, კათედრაზე, ანალოღიასთან, ამბიონზე, კანკელის ხატებთან და ტრაპეზის წინ უნდა განთავსდეს სპეციალური მრგვალი ნოხი ე.წ. "არწივნი"

4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე

5. მღვდელმთავრის გამოჩენისას სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მოძღვრები დგებიან ტაძრის შემოსასვლელთან, ხოლო დიაკვნები - სამეუფეო კათედრასთან. ამასთან, წინამძღვარს უჭირავს ხელში სინი, რომელზეც დაბრძანებულია ჯვარი, ხოლო პირველ დიაკონს - საცეცხლური

6. მას შემდეგ რაც მეუფე გადაკვეთს ტაძრის ზღურბლს, მეორე დიაკონის ხმამაღლა წარმოთქვამს სიბრძნით და პირველი დიაკონი ამბობს ჩამოლოცვის ლოცვას უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ. ამ დროს გუნდი გალობს ღირს არს....

7. მეუფეს შემოსასვლელშივე მოსავენ სამღვდელმთავრო მანტიით და წინამძღვარი გადაცემს ჯვარს. სამღვდელოება ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მას მეუფე ისევ წინამძღვრას გადასცემს და თვითონ დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება შუა ტაძარში, ემთხვევა ანალოღიის ხატს და ადის ამბიონზე, სადაც ემთხვევა კანკელის ხატებს

8. კანკელის ხატების მოლოცვის დროს იკითხება დასაწყისი ლოცვები, და ხატების შესაბამისი ტროპრები

9. მოლოცვის შემდეგ, მეუფე მოტრიალდება პირით მრევლისკენ, ამ დროს მას მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარჯვენა ხელით აკურთხებს მრევლს. ამ დროს გუნდა გალობს ბერძნულენოვან საგალობელს ტონ დესპოტინ-ს

დანარჩენს მერე გავაგრძელებ......

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 11 2007, 06:32 PM

კანონისტი
ძალიან საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას smile.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 11 2007, 09:32 PM

ციტატა(ალექსანდრე @ May 11 2007, 07:32 PM) *

კანონისტი
ძალიან საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას smile.gif

მეც... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: May 11 2007, 09:49 PM

ციტატა
მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარცხენა ხელით აკურთხებს მრევლ

შეგეშალა შვილო ჩემო მარჯვენით აკურთხებს tongue.gif

ეს არის რტიუალი, რომელიც არ მბეზრდება.... უწმიდესი რომ შემოდის ხოლმე სამებაში ძალიან ლამაზია....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 11 2007, 09:56 PM

ციტატა
1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ

ვაიმე რას ამბობ კაცო, ჩემხელა ლახვარი არ უჭირავს ხოლმე უწმინდესს ფოტოებზე?

ციტატა
4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე

მოდი ამ პოსტს გადმოვიტან და ცოტა ჩავღრმავდებით tongue.gif

ციტატა(მნათე @ Jan 24 2007, 09:13 PM) *

სულ ახლახან მეგობარმა ამიხსნა, რომ ეპისკოპოსის ტაძარში შესვლა მაცხოვრის მეორედ მოსვლას ასიმბოლიზირებს, ამიტომ ხვდებიან მას განსაკუთრებულად smile.gif

არქიდიაკონი ჩამოლოცვის ლოცვებით-როგორც აღსასრულის გამომთხოველი ტექსტით ეგებება იერარქს smile.gif იმ მუსიკაში რომელიც სპეციალურად სამების ზარებისთვის, ნოდარ მამისაშვილის მიერაა შეთხზული და სამების მგალობელთა გუნდი ასრულებს [რეკს] (დირიჟორობს ჩვენი საყვარელი სვიმონ ჯანგულშვილი) სწორედ ბოლო ჟამის განწყობილებაა ჩადებული smile.gif

ზრაები ხსენებულმა კომპოზიტორმა და მეცნიერმა-ნოდარ მამისაშვილმა აღადგინა, ჩვენამდე მოღწეული ძველი ქართული ზარების ნიმუშებზე-ურთულესი სამუშაო შეასრულა, ამისთვის დიდი მადლობა მას smile.gif

სამრეკლოსთვის დაწერილია სამი ჰანგი:

სადღესასწაულო
პატრიარქის დახვედრა-გაცილების
შვიდგზის ლოცვების

თავად ჩანაწეში ორი ტემპია: ნელი და ჩქარი smile.gif
მოკლედ ისმინეთ 'განკითხვის ზარად' ცნობილი, მუსიკალური ჰარმონია smile.gif
http://www.link.ge/file/60738/g-SAMEBIS-Zveli-zarebi---bakos-Caw.wav.html

შვილო, ტონ დესპოტინ გამოგრჩა tongue.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 12 2007, 12:45 AM

დავით ივერიელი

ციტატა
შეგეშალა შვილო ჩემო მარჯვენით აკურთხებს

თავისთავად, აკრეფა შემეშალა. ჩავასწორე უკვე

მნათე
ციტატა
ვაიმე რას ამბობ კაცო, ჩემხელა ლახვარი არ უჭირავს ხოლმე უწმინდესს ფოტოებზე?

ეგ სხვაა ლევან. კვეთა დამთავრებულია, მღვდელმთავარი კვეთს "რომელნი ქერუბიმთა..."-ს დროს, 1 ღვთისმშობლიან და 1 ჯვრიან სეფისკვერს, ამიტომ სამეუფეო წირვაზე იკვეთება არა 5, არამედ 7 სეფისკვერი, მაგრამ ამაზე ქვემოთ

ციტატა
შვილო, ტონ დესპოტინ გამოგრჩა

სად??

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 12 2007, 01:03 AM

გაგრძელება.....

10. მრევლის კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გადაინაცვლებს კათედრისკენ, სადაც იწყება მისი შემოსვა საწირვო შესამოსელით. მანამდე ის განიმოსავს მანტიას და ანაფორას, მოიხსნის კუნკულ-ბარტყულას

11. შემოსვა ხდება სახალხოდ. დიაკონი თითოეული შესამოსლით შემოსვისას დიაკონი წარმოთქვამს სათანადო ლოცვას, ხოლო გუნდი იმეორებს იგივე ლოცვას გალობით

12. შემოსვის შემდეგ წინამძღვარს გამოაქვს სინზე დაბრძანებული სამეუფეო მიტრა, 2 პანაღია და გულსაკიდი ჯვარი, ამ დროს საკურთხევლიდან გამოდიან მნათეები დიკირ-ტრიკირით

13. მიტრის დახურვის შემდეგ, მნათეები მღვდელმთავარს გადასცემენ დიკირს (მარცხ.) და ტრიკირს, რომელსაც იგი აღამაღლებს. ამ დროს პირველი დიაკონი ამბიონზე სახით მისკენ განსაკუთრებული ხმამაღლობით წარმოთქვამს უფლის სიტყვებს, რომელიც მან მოციქულებს უთხრა:
ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა შენსა ზეცათასა, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. გუნდი იწყებს ტონ დესპოტინ-ს, ხოლო მღვდელმთავარი 4-ვე მხარეს დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს

14. სამღვდელოება გამოდის საკურთხევლიდან და განლაგდება მღვდელმთავრის მარჯვნივ და მარცხნივ. მეუფე წარმოთქვამს მეუფეო ზეცათაო-ს (ან ქრისტე აღდგა-ს ზატიკში), დიდება მაღალთა შინა... (3-ჯერ), რომლებს შორის 2-ჯერ ჩაერთვის უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ...

15. წირვის წინ წარმოითქმის:
დ: ჟამი არს მსახურებად უფლისა, .... მეუფეო გვაკურთხენ
მ: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
დ: ამინ. ლოცვა ჰყავ ჩვენთვის... მეუფეო
მ: წარგიმართოს უფალმან სლვანი თვისნი
დ: ამინ. მოგვხსენე ... მეუფეო
მ: მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
დ: ამინ

აღნიშნულის შემდეგ იწყება წირვა......

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 12 2007, 01:44 AM

მაგარია დათუჩ. მემრე ცოტ ცოტა ჩაუღრმავდი ყველა საკითხს და უფრო უმაგრესი იქნებაsmile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: May 12 2007, 02:11 AM

საინტერესოა ძალიან გაგრძელებას ველოდები

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 12 2007, 11:29 PM

16. წირვის დაწყებისას სამეუფეო კვერთხი მნათეს უჭირავს მეუფის მარცხნივ

17. დიდი კვერექსის დროს, იმ მომენტში როცა ხდება მწირველი მღვდელმთავრის მოხსენიება, სამღვდელოება ტრიალდება პირით მეუფისკენ

18. აღნიშნულის შემდეგ აღესრულება პირველი ხელთბანვა

19. მცირე გამოსვლამდე სამეუფეო კვერთხი გადაინაცვლებს საკურთხეველში

20. მცირე გამოსვლისას ტაძრის საკურთხევლის ჩრდილოეთ კარიბჭიდან გამოდის სამღვდელოება და მსახურთა დასი. თუკი მწირველი არის საქართველოს პატრიარქი, საპატრიარქო კვერთხი მოდის სულ წინ, ანუ ჯვარზეც წინ, სხვა შემთხვევაში, ჯვრის შემდეგ; მნათეებს ხელთ უპყრიათ შანდლები, დიკირ-ტრიკირი, ერთ-ერთი დიაკონი აკმევს, ხოლო პირველ დიაკონს მოაქვს სახარება

21. სამეუფეო კათედრასთან შეჩრდება მხოლოდ პირველი დიაკონი რომელიც მეუფეს ამთხვევინებს სახარებაზე და დიკირ-ტრიკირის მტვირთველი მნათეები, დანარჩენები განლაგდებიან ამბიონთან, ხოლო სამღვდელოება - კათედრასთან

22. მეუფე ემთხვევა სახარებას და უბრუნებს დიაკონს, რომელიც განაგრძობს გზას და ჯვრის სახით აღმართავს მას აღსავლის კარში და ხმამაღლა იტყვის სიბრძნით აღემართენით

23. ამ დროს მეუფეს გადასცემენ დიკირ-ტრიკირს, ხოლო გუნდი გალობს მოვედით თაყვანი-ვცეთ

24. მეუფე დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება ანალოღიამდე შუა ტაძარში და ამბიონზე მობრუნდება მრევლისკენ და დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მას

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 13 2007, 03:06 PM

კანონისტი

ციტატა
1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე.

რატომ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 13 2007, 07:43 PM

კანონისტი

ციტატა
1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე.

რომელი ტიპიკონით? ტიპიკონი სხვადასხვანაირი არსებობს.
თანაც დღეს კვეთას თავად მღვდელმთავარი ასრულებს, რამდენადაც ვიცი.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 13 2007, 09:11 PM

დათიკო
მემგონი მეც ეგრე ვიცი...

ციტატა
დიკირ-ტრიკირის

ეს არ ვიცი რაარის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 13 2007, 09:21 PM

მხევალი ნინო
დათიკო

ციტატა
რომელი ტიპიკონით? ტიპიკონი სხვადასხვანაირი არსებობს.
თანაც დღეს კვეთას თავად მღვდელმთავარი ასრულებს, რამდენადაც ვიცი.

იმ ტიპიკონით, რომელიც ჩვენ ეკლესიაში გამოიყენება

მღვდელმთავარი უშუალო კვეთას არ აღასრულებს. საქმე ისაა, რომ სამეუფეო წირვაზე იკვეთება 7 (და არა 5) სეფისკვერი, აქედან 5 ჯვრიანი და 2 ღვთისმშობლიანი. მღვდელი 5 სეფისკვერს კვეთს ჩვეულებრივ, მხოლოდ არ "დააფარებს" დაფარნას, ხოლო "რომელნი ქერუბიმთა"-ს დროს მეუფე კვეთს დარჩენილ 2 სეფისკვერს

ქავთარაძე
ციტატა
დიკირ-ტრიკირის

ეს არ ვიცი რაარის.

დიკირი - ორსანთელა
ტრიკირი - სამსანთელა

ეს არის საგანგებო შანდალზე დამაგრებული სანთლები, რომლებსაც მეუფე იყენებს მრევლის კურთხევის დროს, გამოსახავს რა აღნიშნულით ჯვარს მრევლზე

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 13 2007, 09:37 PM

ვაგრძელებ.....

25. შესვლის შემდეგ მეუფე აკმევს საკურთხეველს და კანკელის ხატებს. ამ დროს იგალობება ის პოლლა ეტი, დესპოტა, აგრეთვე დღის და ტაძრის ტროპრები

26. საპატრიარქო მსახურების დროს წარმოითქმის საქართველოს მორწმუნე ერის, საერო ხელისუფლებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მრავალჟამიერი

27. "წმიდაო ღმერთო"-ს გალობის დროს მეუფე გამოდის საკურთხევლიდან, მარჯვენა ხელში უპყრია დიკირი, ხოლო მარცხენაში - ტრაპეზის ჯვარი და აკურთხებს მრევლს შემდეგი სიტყვებით: გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან

28. სახარება იკითხება პირველდიაკვნის მიერ, შუა ტაძარში, პირით საკურთხევლისკენ

29. სახარების კითხვის წინ საკურთხევლიდან გამოაქვთ სამეუფეო ომოფორი, რომლის მტვირთველი მნათე ჩერდება სახარების გვერდით (ან დიაკონს შეაქვს საკურთხეველში)

30. სახარების კითხვაზე დიაკონი იღებს საგანგებო კურთხევას მღვდელმთავრისაგან, რომელიც სრულდება შემდეგნაირად:
დ - აკურთხე .... მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა, წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი)
მ - ღმერთმან ვედრებითა წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი) გცეს შენ კეთილმითხრობაი ძალითა მრავლითა, აღსრულებად სახარებისა საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა.

31. სახარების დასრულების შემდეგ მეუფე გამოდის აღსავლის კარში და დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს. იგალობება ის პოლლა ეტი, დესპოტა

32. "რომელნი ქერუბიმთა"-ს დროს ღია აღსავლის კარში აღესრულება სამეუფეო ხელთბანვა, რის შემდეგაც მღვდელმთავარი გადაინაცვლებს სამკვეთლოში და კვეთს 2 სეფისკვერს

33. დიდი გამოსვლის დროს ბარძიმს გამოაბრძანებს პირველი მღვდელი, ხოლო ფეშხუმს პირველი დიაკონი, ცალკე გამობრძანდება სამეუფეო ომოფორი.

34. მოსახსენებელს წარმოთქვამს მწირველი მღვდელმთავარი, რის დასრულების შემდეგაც მის მოსახსენიებელს ამბობს უპირატესი მღვდელმსახური

35. "რომელნი ქერუბიმთა"-ს შემდეგ აღსავლის კარი რჩება ღია

36. მრწამსის შემდგომ, მას შემდეგ რაც წარმოითქმის ვსდგეთ კეთილად.... მეუფეს საკურთხეველშივე გადასცემენ დიკირ-ტრიკირს, რომლითაც მეუფე გამოდის გარეთ აღსავლის კარით და წარმოთქვამს სამ ლოცვას, რომლის დროსაც ჯვარს გამოსახავს მრევლზე. ეს ლოცვებია:
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა
- და სულისაცა შენისა თანა
ზე გვაქვდინ გულნი
- გვაქვს უფლისა მიმართ
ვმადლობდეთ უფალსა
- ღირს არს და მართალ...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 13 2007, 10:51 PM

ციტატა
2 ღვთისმშობლიანი

ეს რა სიმბოლიკის მატარებელია?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 14 2007, 06:38 PM

გასაგებია, ანუ უბრალო სასწავლებელი არ ყოფილა წირვა, მომავალი მღვდელმსხურები ალბათ ბევრს სწავლობენ, რომ ეს თანმიმდევრობა არ აირიოსრა რთული ყოფილა blink.gif,

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 14 2007, 11:20 PM

მხევალი ნინო

ციტატა
გასაგებია, ანუ უბრალო სასწავლებელი არ ყოფილა წირვა, მომავალი მღვდელმსხურები ალბათ ბევრს სწავლობენ, რომ ეს თანმიმდევრობა არ აირიოსრა რთული ყოფილა ,

ურთულესია. ამ საგანს ლიტურგიკა ჰქვია. აკადემიაში კიდევ ისწავლება ლიტურგიკული ღვთისმეტყველება. თუკი ლიტურგიკაში პრაქტიკული საკითხები ისწავლება, ანუ როგორ სრულდება ესა თუ ის მღვდელმოქმედება, ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში ისწავლება უკვე რატომ სრულდება იგი ასე, ანუ რას გვმოძღვრავს, რას გვასწავლის, რა სიმბოლიკას გამოხატავს იგი.....

ლიტურგიკა ძალიან მიყვარს.......

ამას მოგვანებით განვაგრძობ

პოსტის ავტორი: gio12 თარიღი: Jun 2 2007, 12:59 PM

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. რას ნიშნავს ქართულად ის პოლლა ეტი დესპოტა? წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 4 2007, 05:54 PM

gio12

ციტატა
ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. რას ნიშნავს ქართულად ის პოლლა ეტი დესპოტა? წინასწარ გიხდით მადლობას.

აი ეგ საგალობელი სრულად:

ტონ დესპოტინ კე არხიერეა იმონ, კირიე Fილატე, ის პოლლა ეტი, დესპოტა
მეუფე და მღვდელმთავარი ჩვენი, უფალო დაიცევ, მრავალსა წელსა მეუფეო

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 4 2007, 11:14 PM

საინტერესოა სამღვმდელთავრო წირვა
ძალიან ბევრი ნიუანსებია, რაც შეიძლება არც ჩანდეს წირვის პროცესში ზოგადად
მაგ როგორი მიმართულებით უნდა იდოს თითოეული არწივი, რომელიც ლაგდება ტაძარში
რა თანმიმდევრობით უნდა იყოს სამეუფეო შესამოსელი დაკეცილი და როგორ ხდება შემოსვა

ეხ ვსწავლობ და ჯერაც ვერ ვისწავლე, ბევრი რამე არ ვიცი ჯერ
მოკლედ გულისყურით ველოდები კანონისტის შემდეგ პოსტებს
და საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 5 2007, 09:11 AM

ხო მართლა სულ მინტერესებდა დიკირ-ტრიკინის სხვადასხვა ვარიანტებიდან რომელია უფრო მისაღები, როგორც შევამჩნიე სხვადასხვა მეუფე სხვადასხვანაირს ხმარობს, ისე ძირითადად ორია (სანთლების შეკვრის წესს ვგულისხმობ, ერთად შეკრული, და გადაჯვარედინებით გაყოფილი) არის რამე სხვაობა?
მე როგორც თავის დროზე ამიხსნეს ერთია ბერძნული სტილი მეორე რუსული. მაგრამ იქნებ მაინც თუ იცით ამიხსნათ უკეთ რა

ხო რამემ თუ დამაინტერესა კიდევ დავპოსტავ

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 11 2007, 02:04 AM

აი იცით რა მაინტერესებს??? აი ადრე შუა საუკუნეების საქართველოში უმაღლესი სასულიერო პირი მარტო კათალიკოსით იწოდებოდა, ეხლა კიდევ კათალიკოს-პატრიარქი. რა არის მათ შორის განსხვავება???

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 12 2007, 10:25 AM

piligrimi
მეც ეგრე ვიცი. გადაწერის წესიც განსხვავებულია: ბერძნებმა სამჯერ იციან გამოსახვა, ჩვენში უფრო ერთხელ ხდება

di_onise

ციტატა
აი იცით რა მაინტერესებს??? აი ადრე შუა საუკუნეების საქართველოში უმაღლესი სასულიერო პირი მარტო კათალიკოსით იწოდებოდა, ეხლა კიდევ კათალიკოს-პატრიარქი. რა არის მათ შორის განსხვავება???

კათოლიკოსის ტიტული ბიზანტიაში რამდენიმე მღვდელმთავარს ჰქონდა. პატრიარქი კი მამამთავარს ნიშნავს და პატივით უფრო აღმატებულია

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 12 2007, 02:10 PM

კანონისტი
დიდი მადლობა wink.gif
და თუ იცი როდიდან აქვთ ჩვენს წინამძღვრებს ეს წოდება?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 12 2007, 02:44 PM

di_onise

ციტატა
და თუ იცი როდიდან აქვთ ჩვენს წინამძღვრებს ეს წოდება?

ოფიციალურად კათალიკოსებად ძველთაგანავე იწოდებიან (V ს.) ხოლო პირველი პატრიარქი გავრცელებული მოსაზრებით იყო მელქისედეკ I (სვეტცხოვლის მაშენებელი), ზოგიერთი მოსაზრებით კი - იოანე III (IX ს.)

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 12 2007, 02:55 PM

კანონისტი
მელქისედეკი მარტო კათალიკოსი არ იყო??
ეხლა ვუყურებ დიდოსტატს და ეგრეა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 12 2007, 03:01 PM

di_onise

ციტატა
მელქისედეკი მარტო კათალიკოსი არ იყო??
ეხლა ვუყურებ დიდოსტატს და ეგრეა

დიდოსტატი არ ვიცი და ისტორიულად ეგრეა

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 12 2007, 03:04 PM

კანონისტი
დიდი მადლობა. გაიხარე wink.gif

პოსტის ავტორი: gio12 თარიღი: Oct 13 2008, 11:47 AM

თქვენის ნებართვით განვაგრძობ
smile.gif

37. ამის შემდეგ მღვდელმთავარი შედის საკურთხეველში მნათეებს გადასცემს დიკირ-ტრიკირს, და კითხულობს ევქარისტიის საიდუმლო ლოცვებს.

38. მღვდელმთავარი ამბობს: "ძლევისა გალობისა მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი"
გუნდი: "წმინდაო, წმინდაო, წმინდა უფალო საბაოთ..."

39. მღვდელმთავარი: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი..."
"სვით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი..."

30. "შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის"
გუნდი: "შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო"
მღვდელი აკურთხებს წმინდა ძღვენს, მას მოხსნიან მცირე ომოფორს გადასცემენ საცეცხლურს და მღვდელმთავარი ამბობს: "უმეტესად ყოვლად წმინდისა..."
გუნდი: "ღირს არს ჭეშმარიტად..."

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Oct 22 2008, 08:32 PM

ციტატა(gio12 @ Oct 13 2008, 12:47 PM) *

დიკირ-ტრიკირს,

ეგ რას ნიშნავს იმასაც თუ მეტყვით ??? smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 22 2008, 08:45 PM

ციტატა
"შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის "

ამის ასეთი ინტერპრეტაცია თუა სწორი?
"შენთა შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის "

პოსტის ავტორი: gio12 თარიღი: Oct 25 2008, 02:04 PM

BOO
დიკირ-ტრიკირი გამოიყენება სამღვდელმთავრო მსახურების დროს.
დიკირი არის ორი სანთელი რომელიც სპეციალურ შანდალზეა დამაგრებული და მაცხოვრის ორ ბუნებას განასახიერებს, ტრიკირი კი სამი სანთელია და სამებას განასახიერებს.
smile.gif

orthodox-georgia
კი სწორია როგორც ვიცი.
მაგალითად პატრიარქი "შენთას" ამბობს, ზოგიერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი კი "შენნის". ორივე სწორია. როგორც ვიცი ზოგიერთ კონდაკში პირველი შემთხვევა წერია, ზოგიერთში კი მეორე... smile.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Oct 25 2008, 02:34 PM

ციტატა(gio12 @ Oct 25 2008, 03:04 PM) *

BOO
დიკირ-ტრიკირი გამოიყენება სამღვდელმთავრო მსახურების დროს.
დიკირი არის ორი სანთელი რომელიც სპეციალურ შანდალზეა დამაგრებული და მაცხოვრის ორ ბუნებას განასახიერებს, ტრიკირი კი სამი სანთელია და სამებას განასახიერებს.

ააა. უი ეგ არის? biggrin.gif არ ვიცოდი ეგ თუ ექრვა

პოსტის ავტორი: gio12 თარიღი: Oct 31 2008, 11:11 AM

31. (შენიშვნა) თუ წირვაზე უნდა აკურთხონ იპოდიაკონი დიაკვნად მღვდელმთავარს არ მოხსნიან მცირე ომოფორს. ღირს არსის შემდეგ მთავარდიაკონი გამოდის აღსავლის კარში და ამბობს: ყოველთა და ყოვლისათვის. გუნდი იმეორებს. მღვდელმთავარი ამბობს: "პირველად მოიხსენე უფალო..." შემდეგ მღვდელი "და კუალად მოიხსენე..." ან "პირველად მოიხსენე..." ამის შემდეგ დიაკონი შედის საკურთხეველში და ამბობს: "... (ასახელებს მღვდელმთავარს) შემწირველი წმიდათა ამათ ზღვენთა უფლისა და ღვთისა ჩვენისადმი..." შემდეგ გამოვა ისევ აღსავლის კარით თავს დაუხრის მრევლს და შედის საკურთხეველში

32. ამის შემდეგ მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: "და მომეც ჩვენ უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა..." გუნდი "ამინ". მღვდელმთავარი მობრუნდება მრევლისკენ გადასახავს ჯვარს და ამბობს :"და იყვნენ წყალობანი დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა."
გუნდი "და სულისაცა შენისათანა".

პოსტის ავტორი: z.x. თარიღი: Nov 18 2008, 09:21 PM

დათიკო როგორ ხარ? აქ შეიძლება შეგეხმიანო?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 18 2008, 09:38 PM

ციტატა(orthodox-georgia @ Oct 22 2008, 08:45 PM) *

ამის ასეთი ინტერპრეტაცია თუა სწორი?
"შენთა შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის "

ბერძნულ ორიგინალში ასეა:
Τα σα εκ των σων σοι προσφέρομεν κατά πάντα και δια πάντα.

ეს ახალ ქართულზე ასე ითარგმნება:

შენების შენებისგან შენ მიმართ შემომწირველნი, ყველას მიერ და ყველასთვის
ძველ ქართულზე კი:
შენთა შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის.

აქ ”შენთა” არის პირდაპირი დამატება, ამიტომ უნდა იყოს მიცემით ბრუნვაში (და არა სახელობითში). შესაბამისად, ”შენთა” და არა ”შენნი”

პოსტის ავტორი: gio12 თარიღი: Nov 19 2008, 10:56 PM

33. დიაკონი ამბობს თხოვნით კვერექსს: "ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა..."
34. მღვდელმთავარი: "და ღირს მყვენ ჩვენ მეუფეო..." გუნდი: "მამაო ჩვენო". "მშვიდობა ყოველთა" გუნდი: "და სულისაცა შენისათანა". დიაკონი: "თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ" გუნდი: "შენ უფალო". მღვდელი: "მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარებითა...". დიაკონი: "მოხედენ" მღვდელმთავარი: "წმიდაა წმიდათა" და განტეხავს ტარიგს ოთხ ნაწილად. დაიხურება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი.

შენიშვნა: :"მშვიდობა ყოველთას" შემდეგ მღვდელმთავარს გაუკეთებენ მცირე ომოფორს.
35. საკურთხეველში ეზიარებიან სასულიერო პირები ხორცით და შემდეგ სისხლით, წაიკითხავენ სამადლობელ ლოცვას, ბარძიმში ჩაასვენებენ საზიარებელ ნაწილებს.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Feb 28 2009, 05:11 PM

"დესპოტა" გასაგებია, მაგრამ უწმიდესის შემობრძანებაზე გუნდი ქართულად რო გალობს "ქრისტეს გზით ევლოს... მრავალ ჟამიერ, მრავალჟამიერ..." (თუ როგორც არის) ეგ რაღაა?..

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 5 2009, 04:51 PM

ციტატა
გუნდი იწყებს ტონ დესპოტინ-ს

ციტატა
ის პოლლა ეტი, დესპოტა

ძალიან მაინტერესებს რა აუცელებლობას წარმოადგენს ქართულ ეკლესიაში, ღვთისმსახურებისას ამ ბერძნული საგალობლების ჩართვა, რატომ არ შეგვიძლია მათი ქართულად გალობა?..

ეს რაიმე კანონიკური, რომელიმე საეკლესიო კრების (მსოფლიო) მოთხოვნაა თუ უბრალოდ ტრადიციაა?...

(ეს თემა რატომ მიატოვედ?...)

პოსტის ავტორი: ოიგიუს მინიმუს თარიღი: Jul 24 2009, 08:29 PM

lch
უცმინდესის შებრძანების დროს ტაძარში ძირითადად ღირს არსს გალობენ ან მრავალჟამიერს და უფრო იშვიათად აი მაგ საგალობელს.
ტონ დესპოტინს ყველა ადგილობრივ ეკლესიაში ბერძნულ ენაზე გალობენ. როგორც ვიცი ეს უბრალოდ ტრადიციაა...
smile.gif

პოსტის ავტორი: ოიგიუს მინიმუს თარიღი: Jan 11 2010, 10:43 PM

ვისაც გაინტერესებთ განვაგრძობ ამ თემას...
36. გაიღება კრეტსაბმელი და აღსავლის კარი
დიაკონი გააბრძანებს ამბიონზე ბარზიმს და ამბობს: "შიშითა ღმრთისათა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით"
გუნდი: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა..."
37. მღვდელმთავარი დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს და ამბობს: "აცხოვნე ღმერთო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი."
გუნდი: ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ..."
38. მღვდელმთავარი უკმევს ბარძიმს, შემდეგ საცეცხლურს გადასცემს დიაკონს, ასევე ფეშხუმს, რომელზეც დიდი დაფარნა, ვარსკვლავი, კოვზი და ლახვარია მოთავსებული, რომელთც ფეშხუმის მცირე დაფარნა აფარიათ.
დიაკონი მივა აღსავლის კართნ მოდრეკს თავს და წავა სამკვეთვლოსკენ.
39. მღვდელმთავარი ირტყვის საიდუმლოდ: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი..."
შემდეგ აიღებს ბარძიმს გადასცემს მღვდელს. მღვდელი მივა აღსვლი კართან აღამაღლებს ბარძიმს და იტყვის ხმამაღლა: "ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... "

პოსტის ავტორი: ოიგიუს მინიმუს თარიღი: Jan 11 2010, 10:59 PM

40. მღვდელი გადაასვენებს ბარძიმს სამკვეთვლოში, დიაკონი უკმევს ბარძიმს. მღვდელი დაასვენებს ბარძიმს სამკვეთვლოზე, შემდეგ უკმევს და ბრუნდება საკურთხეველში.
გუნდი გალობს: "აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო..."
41. მღვდელმთავარი დაკეცავს ოდიკს, ილიტონს და კვერექსის შემდეგ ამბობს ასამაღლებელს: "რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე."
ჯვრის სახით გადასახავს სახრებას ოდიკს და დაასვენებს მასზე.
42. მღვდელმთავარი ამბობს: მშვიდობით წარვიდეთ... მღვდელი ემთხვევა ტრაპეზს აიღებს კურთხევას მღვდელმთავრისგან, გადის ამბიონზე და ამბობს ამბიონის ლოცვას, პირით აღმოსავლეთისკენ.
ამ დროს დიაკონი დაიჩოქება ტრაპეზის მარჯვენა მხარეს, მივა მასთნ მღვდელმთავარი და საიდუმლოდ წუკითხავს ლოცვას: " აღვსება სჯულისა და წინასწარმეტყველთა შენ ხარ ქრისტე... " დასახავს მას ჯვარს და ისევ დადგება ტრაპეზის წინ.
დიაკონი ემთხვევა ტრაპეზს, მოუდრეკს თავს მღვდელმთავარს და გადავა სამკვეთვლოში სადაც მიიღებს ბარძიმს.

43. ამბიონის ლოცვის დასრულების შემდეგ, გუნბდი გალობს: იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე. 3-ჯერ
მღვდელმთავარი მიუბრუნდება მრევლს აკურთხებს მათ და ამბობს: " კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. "
გუნდი: ამინ!

44. მღვდელმთავარი ამბობს: "დიდება შენდა ქრიტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა"
გუნდი: დიდება, აწდა. უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ, სახელითა უფლისათა (უწმინდესო და უნეტარესო, ან მაღალყოვლადუსამღვდელოესო, ან ყოვლადუსამღვდელოესო) მეუფეო გვარურთხენ...
მღვდელმთავარი აიღებს ტრაპეზიდან ჯვარს, გადის ამბიონზე და ჩამოილოცავს...
გუნდი: ამინ, უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 11 2010, 11:41 PM

ოიგიუს მინიმუს

გვაინტერესებს smile.gif

45. მღვდელმთავარი ქადაგებს

პოსტის ავტორი: ოიგიუს მინიმუს თარიღი: Jan 12 2010, 10:00 PM

ბადრი
ჰო ზოგიერთი ეკლესიის ტრადიციაში წირვის ბოლოს ქადაგებს სასულიერო პირი, ზოგიერთისაში კი სახარების შემდგომ... მე პირადად მეორე ვარიანტი მომწონს tongue.gif
თუ კითხვები გაქვთ დაწერეთ.
და ვუპასუხოთ ერთმანეთს. მეც მაქვს კითხვები... smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 13 2010, 02:17 PM

მაინტერესებს, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ხელთბანვას (ორვიე შემთხვევაში)
რატომ იმოსება მღვდელმთავარი მრევლის თვალწინ?

ციტატა
29. სახარების კითხვის წინ საკურთხევლიდან გამოაქვთ სამეუფეო ომოფორი, რომლის მტვირთველი მნათე ჩერდება სახარების გვერდით (ან დიაკონს შეაქვს საკურთხეველში)

ომოფორის მოხსნა-გამობრძანებაც...?
ჯერ ამაზე მიპასუხეთ და დანარჩენს მერე ვიკითხავ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 14 2010, 01:32 AM

tamuna m

ციტატა
მაინტერესებს, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ხელთბანვას (ორვიე შემთხვევაში)

ხელთბანვა სიმბოლურად აღნიშნავს განწმედას ყოველივე სულიერი და ხორციელი ბიწისაგან. და ნიშნავს იმას რომ მღვდელმსახური განწმედილი უნდა იყოს ყოველგვარი ბიწისაგან საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას. (და არამარტო ლიტურგიის აღსრულებისას)

ციტატა
რატომ იმოსება მღვდელმთავარი მრევლის თვალწინ?

ამის შესახებ ეხლა ვერ მოვძებნი და მერე ვნახავ განმარტებას, მაგრამ ჩემს აზრს მოგახსენებ. მღვდელმთავრის შემოსვა საკურთხევლის გარეთ მრევლის თვალწინ მე ვფიქრობ რომ ალბათ მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებასა (ანუ ის რომ მაცხოვარი მოვიდა ამქვეყნად არა დიდებით, როგორც მეფე, არამედ როგორც უბრალო ხურო) და მის დიდებით ამაღლებას განასახიერებს, რომელიც იხილეს მოციქულებმა. ამიტომაც იმოსება მღვდელმთავარი ბრწყინვალე შესამოსელით და შემდეგ შედის საკურთხეველში.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 14 2010, 09:48 PM

ალექსანდრე
ომოფორის მოხსნა-გამობრძანებაზე რას იტყვი?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 10 2010, 10:16 PM

ციტატა(კანონისტი @ May 12 2007, 11:29 PM) *

თუკი მწირველი არის საქართველოს პატრიარქი, საპატრიარქო კვერთხი მოდის სულ წინ, ანუ ჯვარზეც წინ, სხვა შემთხვევაში, ჯვრის შემდეგ;

კანონისტი
შეიძლება სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ თუ სტუმრად სხვა ქვეყნის პატრიარქიც არის, მაშინაც ერთი კვერთხი გამოაქვთ?

პოსტის ავტორი: ოიგიუს მინიმუს თარიღი: Dec 13 2010, 12:54 AM

tamuna m
არა. ორი

პოსტის ავტორი: ნოე თარიღი: Jan 8 2011, 11:11 AM

მიანეტერსებს წირვის და მწუხრის ლოცვები დროს როდის უნდა მივაწოდოთ მღვდელს საცეცხლური ან სანთლით როდის უნდა გავიდეთ, ზარი როდის უნდა დავრეკოტ ეს მითითებები სადმე დევს ინტერნეტში?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 10 2011, 02:36 AM

ციტატა(ნოე @ Jan 8 2011, 11:11 AM) *

მიანეტერსებს წირვის და მწუხრის ლოცვები დროს როდის უნდა მივაწოდოთ მღვდელს საცეცხლური ან სანთლით როდის უნდა გავიდეთ, ზარი როდის უნდა დავრეკოტ ეს მითითებები სადმე დევს ინტერნეტში?

მაგალითად ავიღოთ კვირა დღის მსახურების მაგალითი
დიდი მწუხრზე კმევები
1. დასაწყისშივე ანუ 103 ფსალმუნის გალობის დროს "აკურთხევს სული ჩემი უფალსა"-ს გალობისას
2. "უფალო ღაღადვჰყავის" გალობისას
3. თუ პურის კურთხევაა
დიდ ცისკარზე კმევა
3. სადიდებლის ან ნეტარარიანის გალობისას ანუ მე-19 ან მე-17 კანონის გალობისას
4. VIII საცისკრო კანონის გალობის შემდეგ ანუ მედავითნე როცა იტყვის "ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყვანის ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდეს" შემდეგ

ლიტურგიაზე კმევები
VI ჟამნზე
სამოციქულოს კითხვისას
მიცვალებულთა კვერექსისას თუ იტყვიან (წესით კვირა დღეს და დღესასწაულებზე მიცვალებულთა კვერექსი არ ითქმის )
რომელნი ქერუბიმთას გალობისას
ღირს არსის გალობისას

ძირითადად ესაა თუ რამე არ გამომრჩა კიდე

პოსტის ავტორი: მეკატერინე თარიღი: Nov 11 2012, 12:16 AM

საპატრიარქო მსახურების დროს წარმოითქმის საქართველოს მორწმუნე ერის, საერო ხელისუფლებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მრავალჟამიერი
თუ შეიძლება ვინმემ სასწრაფოდ ჩამოწეროს ამ მრავალჟამიერის სრული ტექსტი? მსოფლიო ეკლესიათა მეთაურების გარდა, დანარჩენი ზუსტად წესისა და თანმიმდევრობის მიხედვით.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2014, 10:06 PM

ნახეთ ჯერ , როგორ გამოდიან და სხდებიან სასულიერო პირები , შემდეგ -როგორ განიმოსება პატრიარქი კირილი თავისი ხელით , როგორ დაკეცავს საკუთარ შესამოსელს და როგორ ბანს ფეხებს , სასულიერო პირებს .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 10 2015, 03:31 AM

პუბლიცისტური წერილები ლიტურგიკის შესახებ

წერილი № V

ავტორი – თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი – გურმ ლურსმანაშვილი

თემა – სამღვდელთმთავრო ლიტურგიის განმარტება ( გრიგოლ მანსვეტოვის ნაშრომის – ,, მოკლე განმარტება ლიტურღიისა ’’-ს მიხედვით )

თბილისი

2014 წელი

I – შესავალი

ვაგრძელებთ ლიტურგიკის შესახებ წერილების გამოქვეყნებას , რომელთა მიზანია არათუ სამეცნიერო ნაშრომების შექმნა , არამედ ძირითადი ლიტურგიკული მსახურებებისა თუ ელემენტების შესახებ მოკლე და გასაგები ენით , ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა . შეგახსენებთ, რომ პირველი წერილი ეხებოდა სასულიერო პირთა შესამოსელს , მეორე – წმ.პეტრეს ლიტურგიის ტექსტს , მესამე – ნათლობისა და ჯვრისწერის საიდუმლოს შემადგენელი ელემენტების მოკლე ანალიზს, მეოთხე – საღვთო ლიტურგიაში მდუღარების გამოყენების წესისა და მისი ისტორიის შესახებ , ხოლო წინამდებარე კი იქნება – სამღვდელთმთავრო ლიტურგიის განმარტება ( გრიგოლ მანსვეტოვის ნაშრომის – ,, მოკლე განმარტება ლიტურღიისა ’’-ს ) მიხედვით . ხსენებული წყარო სხვა დროსაც გამოგვიყენებია . მაშინაც აღგვინიშნავს და ახლაც მოგახსენებთ , რომ მიუხედავად არცთუისე დიდი მოცულობისა , იგი არაერთი კუთხითაა ძალიან მნიშვნელოვანი, ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს . წიგნი თარგმნილია რუსული ენიდან 1952 წელს , სიონის ტაძრის მღვდელმსახურის – მამა გრიგოლ ცამციევის (იგივე ცამციშ-ვილის მიერ) . მასში ეპისკოპოსის მსახურების განმარტება კი განთავსებულია – 91- 98 გვერდებზე .

დამატება II

რომელთამე წესთათვის , სიტურღიისა ჟამსა სამღუდელო მსახურებისასა მღუდელთ-მთავრისამიერ აღსასრულებელთა .

***

შემდგომ ლოცუათა შესვლისათა , მღუდელთ-მთავარი შთამოვალს ვიდრე დასავლეთთა კართა ტაძრისათა , ამის მიერ ჰნიშნავს ღმრთისა სიტყვისა ჩუენდა მომართ შთამოსლვასა ; შეიმოსს სამღუდელოსა შესამოსელსა , აღნიშნავს განხორციელებასა ძისა ღმრთისასა ; მის წინაშე მსახურნი დიაკონნი გამოჰხატუენ ანგელოსთა , ხოლო საიდუმლოდ განხილვითა ქრისტეს განკაცების ნამსახურებათა .

წინათ დაწყებისას ლიტურღიისა კათაკმეველთასა მოვლენან მღუდელთ-მთავრისადმი თანამწირველნი მღუდელნი და დასდგებიან გარემოს მისსა წესისამებრ , ჰნიშუნენ ეგრეთუე ანგელოსთა , რომელნიცა ჰმსახურებენ მას მთასა ზედაშემდგომ ნათლისღებისასა , და ძლევასა სატანასა ზედა (მათე.4.11),მოციქულთაცა , რომელნი იყუნენ მისგან აღრჩეულნი , ვითარცა მოწამენი მისისა ცხოვრებისა და წამებისანი ; მღუდელთ-მთავარი , მყოფობს დასავლეთთა კარებთა თანა , ვიდრე მცირეს შესულამდე ჰგიეს მდუმარებასა შინა , და დაწყებასა ლიტურღიისასა არწმუნებს მღუდელსა , ამის მიერ ჰნიშნავს ქადაგებასა იოანე წინა-მორბედისასა , მეტყუელისა შეინანეთ ! რომლისა მიერ წინასწარმეტყუელმან ამან განუმზადა გზა უფალსა ; ვიდრე მღუდელთ-მთავარი მუნ ჰგიეს , სამეუფოთა კარნი არიან განხმულნი , ამით აცხადებს კართა ზეცასათა , განხმულთა ჟამსა თვით მოსულისა ქუეყანასა ზედა ძისა ღმრთისასა , ამისთვის თვით იგივე გუამცნებს : ამიერ იხილენით ცანი განხმულნი , და ანგელოსნი ღმრთისანი აღმავალნი, და გარდა-მომავალნი ძესა ზედა კაცისასა . (იოანე . 1.51)

მცირე შესვლა

მცირე შესულა აღესრულდების ღუთივ-განზრახვითა ამით წესითა : მღუდელნი , გამოვლენ რა მღუდელთ-მთავრისადმი საკურთხევლით , ჰნიშუნენ ზეცით შთამოსულასა ანგელოსთასა ჟამსა ქრისტეს ამაღლებისასა ; მღუდელთმთავარი , თანაწარძღუანებული და პყრობილი თანამწირველთა მიერ , დიდის დიდებით შევალს საკურთხეველსა შინა , ვითარცა თვით ზეცათა შინა , ამის მიერ ჰნიშნავს , რომელ იესო ქრისტემან დაასრულნა ქადაგებასა სახარებისასა და განვლო ყოველი მდგომარეობა შეურაცხებისა , აღვიდა თვისისა მამისადმი ვითარცა ჰქრუა : ,, საქმე აღვასრულე , რომელი მომეც მე რათა ვჰყო ; ხოლო აწ შენდა მოვალ .‘’(იოანე 17.4-11) შემდგომ ხმობისა : სიბრძნით აღემართენით ! მღუდელთ-მთავარი , ჯუარს დასწერს დიკირითა და ტრიკირითა , აძლევს ერთა კურთხევასა ;ვინაითგან ქრისტემანცა , ამაღლდა რა მამისა მიმართ ზეცათა შინა , განიპყრო ხელნი და აკურთხნა მოწაფეენი თვისნი.რომელსა ჟამსა მღუდელნი და დიაკონნი , თანამძღოლნი მისნი , აღნიშვუნენ მოციქულთა , რომელთაცა იხილეს ამაღლებული უფალი ; სევალს რა საკურთხეველსა შინა მღუდელთ-მთავარი ღირს იქმნების გალობითა : ,, ის პოლა ეტი დესპოტა’’ (მრავალჟამიერ , მეუფეო ! ) ვითარცა ანგელოსთა ქრისტესა ამაღლებულსა უღაღადეს : ვინ არს ესე მეფე დიდებისა ? უკმევს წმიდასა ტრაპეზსა , ვითარცა ტახტსა ქრისტესსა , დაუდგრომელად სამღუდელო მოქმედებულისასა , წმიდათა ხატთა განსაცხადებლად ღირს ჯეროვნად მათთა პატივის ცემისათვის , და ერთა გასამხნევებლად გულითა ლოცვისადმი . და მნიშვნელად მადლისა სულისა წმიდისა , საიდუმლოდ სულისა დამატკბობელისა . შემდგომ წარკითხვისა ტროპართასა , მოიხსენებიან და შეიტკბობიან უწმინდესი სინოდი , ხელმწიფე და მისი უმაღლესი სახლეულობა , შემდგომ მღუდელთ-მთავარი , ეგრეთუე სიღკლიტი და მხედრობა , და უკანასკნელ ყოველნი ქრისტიანენნი ;ხოლო ამის მიერ აღინიშნების , რომელ ყოველნი იგი , ნებართვითა თვით ქრისტესითა , ხარისხსა ამას ზედა , აღრჩეულ არიან და დადგენილ სასარგებლოდ ეკლესიისა და ერთა , ამასთანავე განმხნევდებიან სიმართლით აღსრულებად თვისთა მოვალეობათა: რომლისათვისცა აღუთქუამს მათ თანასწორ მისაგებელსა , ვითარცა ყოველთა წმიდათა აქუსთ აღთქმულ ქრისტეს მიერ და მიეცემისთ ,

***

ჩუენ ვიხილეთ , რომელ მღუდელთ-მთავარი , მტვირთუელი ქრისტეს სახისა , აქამომდე ეგო მდუმარებასა შინა ; შემდგომ შესულისა იწყებს იგი ხმისყოფასა და მოქმედებასა , რომელიცა საღმრთოსა ისტორიასა შინა გამოიხატების ჟამი იგი , ოდესცა წინამორბედმან ჰრქუა : მისა , ესე იგი ქრისტესა , ჯერ არს აღორძინებად , ხოლო ჩემდა მმოკლებად . ამისთვის მღუდელი უმაღლესსა მოქმედებასა დაუთმობს მღუდელთ-მთავარსა , რომელიცა ხმას ჰყოფს : რამეთუ წმიდა ხარ , ღმერთო , ჩუენო და სხუანი . ამისი შემდგომი სამწმიდა გალობა იგალობების საკურთხეველსა შინა , ვითარცა ანგელოსთა მიერ , ხოლო სამგალობლოსა ზედა ვითარცა კაცთა მიერ , რათა ამის მიერ ცნობილ იყოს , რომელ ერთსა ეკლესიასა შეადგენენ ანგელოსნი და კაცნი . ამასობაში მღუდელთ-მთავარი , ჯუარის სახედ დიკირითა გამოჰსახავს სახარებასა , ჰნიშნავს ღუთაებრივსა და კაცობრივსა ბუნებასა იესოსა , სახარებითა ამით ჩუენდა მომართ გამოცხადებულსა ; რომლისა შემდგომ დიკირითა და ჯუარითა აკურთხებს ერსა , აჩუენებს , რომელ ესე იესო , კაცობრივ მკუდარი , აღსდგა და ამაღლდა , ვითარცა ღმერთი . უკანასკნელ ოდესცა , დასრულებისა თანა სამწმიდაობისასა , იწყებენ გალობად : დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა , მიიღებს იგი ტრიკირსა და აღუალს მაღალსა დასაჯდომელსა , აკურთხებს კუალად მათით , აღნიშნავს , რომელ ერთი ღმერთი არს არსებით , გარნა სამპიროებით , ვითარითა გამოცხადდა იორდანედ : რომელი დაამტკიცებს მაშინ კითხული წინაშე მღუდელთ-მთავრისა ტროპარი : სამებისა გამოცხადება იყო იორდანესა .

სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა

მღუდელთ-მთავარი, აღუალს რა მაღალსა დასაჯდომელსა , მოიხდის ომოფორსა , ჰნიშნავს , რომელ იესო ქრისტე , ვითარცა დიდებული მღუდელთ-მთავარი აღხდა რა ხელით უქმნელსა წმიდაა წმიდათასა , მიჰგუარნა ცხოვარნი თვისნი , ესე იგი ყოველი კაცთა ნათესავი , და აღთქმად შვილობისა ამცნო მამასა თვისსა ; მჯდომარე მაღალსა დასაჯდომელსა , გამოჰხატავს იგი თვით ქრისტესა , მჯდომარესა მარჯუენით ღმრთისა მამისასა ; ხოლო მსხდომარენი გარემოს სამღუდელო-მსახურნი-მოციქულთა , მსხდომარეთა ათორმეტთა ტომთა ისრაილისათა .

შემდგომ სახარებისა , მღუდელთ-მთავარი გარდამოხდების მაღლით დასაჯდომელით და გამოვალს საკურთხეველით , ჯუარს დასწერს ერსა , ჰნიშნავს ზეცით მაცხოვრისა ჩუენთვის განგებულებასა , ესე იგი რომელ იგი შემდგომ ამაღლებისაცა ჩუენთანა ჰგიეს განუშორებელ და უკუნისამდე ყოფადცა აღგვითქუა .

საგალობელი – ,, რომელი ქერუბიმთა ‘’

ჟამსა ხერუვიმთა გალობისა , მღუდელთ-მთავარნი დაიბანს ხელსა , კითხულობს ლოცუასა , რათამცა უფლმან აკურთხოს წყალი განსაწმენდელად წინა-მდგომარეთა . წესსა ამასა აქუს შემდგომი წარმოება : დროსა უპირატესობისა ეკლესიისა ზიარებად განმზადებულნი , ეკკლესიად მიმართ მოსვლისა , დაიბანდენ ხელთა საბანელსა შინა , რომელსაცა ეკკლესია მოითხოვდა უფროს ამისთვის , რომელ მაშინ ხორცსა ქრისტესსა მიიღებდენ ხელთა შინა .

მღუდელთ-მთავარი ჟამსა დიდისა შესლვისასა თვით არა მიიღებს წიდათა ძღუენთა , არამედ არწმუნებს მღუდელსა მათ გარდმოსატანად ამისთვის რომელ მაშინ თვით მას ჰმოსიეს სახე ქრისტესი .

ოდესცა წმიდანი ძღუენნი იქმნებიან დადგენილსა ტრაპეზსა ზედა , მღუდელთ-მთავარი მოითხოვს სამღუდელო მსახურთაგან რათა ილოცვიდენ მისთვის , აღვიარებს თავსა თვისსა კაცად მსგავს-ვნებათა შინა მყოფისა , ძრწის მისსა წინა მდებარისა მსახურებისაგან და აღასრულებს მოციქულთა ბრძანებასა : აღუარებდით ურთი ერთარს ცოდუათა, და ულოცევდით ერთი ერთსა . (იაკობ 5.6) აჩუენებს რა მათ შესაბამსა კაცობრივსა სიმდაბლესა , შემდგომ , შემდგომ გამოვალს საკურთხევლით და ჯუარს დასწერს ერსა , ილოცვის იგი ერთათვის და თავისა თვისისათვისცა მოითხოვს მათგან ლოცუათა ხოლო გუნდი , სახელითა ერისათა , ხმას ჰყოფს : ,, ის პოლა ეტი დესპოტა ! ’’ ჰსურთ ამით მისიწარმატება სამღუდელო მოქმედებასა შინა და გრძელჟამიერად გება წოდებასა მღუდელთ-მთავრობისასა.

მრწამსის წაკითხვა

დროსა კითხვისა სიმვოლი სარწმუნოებისასა , მღუდელთ-მთავარი სახედ ყოვლისა ეკკლესიისა მოიდრეკს თავსა თვისსა ქუეშე დაფარნისა ტრაპეზსა ზედა , ამით დაამოწმებს დამორჩილებასა გულისა და გონებისასა აღვიარებად სარწმუნოებისა ჰნიშნავს ამასაცა , რომელი იგი დაეფლვის ქრისტესთანა , და მასთანავე აღსდგების ჯერ არს ჩუენდა რათა მაშინ თვით ამასა ვჰგრძნობდეთ ყოველნი მორწმუნენიცა .

***

სხუანი წესნი მღუდელთ-მთავრისა სამღუდელო მსახურებისანი არიან იგინივე , რომელნიცა აღსრულდებიან სამღუდელო მსახურებასა ზედა მღუდლისასა .

http://seminarieli.wordpress.com/2015/01/09/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 05:48 PM

"ეპისკოპოსმა ხელნი დაასხა, ვითარცა სულიწმინდის იარაღმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2016, 01:50 PM

"მღვდელნი არიან ეპისკოპოსის თვალნი, ფერხნი და ხელნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2016, 09:41 AM

"დაგვეღალა ჩვენი მეუფე, ჰოი, როგორ დაგვეღალა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 01:45 PM

"მეუფის საყდარი (ეპისკოპოსის სკამი, რომელიც შუა ტაძარში დგას)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 02:56 PM

"ეკლესიაში ეპისკოპოსის ადგილი ომის დროს მხედართმთავრის ადგილს ჰგავს".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 10:51 AM

"მეუფის ქადაგებისას ხომ სავსე ტაძარში ისეთი სიჩუმეა, ერთი სიტყვაც კი არ იკარგება მორწმუნეთათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:05 PM

"მღვდელმთავართან [მეუფე ზოსიმე] თანამსახურებამ დამანახა, თუ სად უნდა ვიყო და სად ვიმყოფები ახლა".

/მღვდელმონაზონი გრიგოლი (მგელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2017, 11:31 AM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 07:42 PM

"იერარქი მამად და მეუფედ იწოდება: მამად იმიტომ, რომ მისი მეშვეობით იბადება სული ზეციურ უსასრულო ცხოვრებაში; მეუფედ იმიტომ, რომ მას აქვს მიცემული ცათა სასუფევლის კლიტენი - ხელისუფლება ცოდვათა მიტევებისა და განხსნისა".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)