მრავალს დაესწარით !, ( სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულები ) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრავალს დაესწარით !, ( სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულები ) |
marine |
Jun 3 2013, 03:33 PM
პოსტი
#101
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გილოცავთ, შეგვეწიოს ორივე წმინდანი და უფლის წინაშე ჩვენი მეოხნი ყოფილიყვნენ!!!!
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ბადრი |
Jun 3 2013, 10:57 PM
პოსტი
#102
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
გილოცავთ ყველას
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
G_saxva |
Jun 20 2013, 09:33 AM
პოსტი
#103
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე ამაღლების დღესასწაულის შემდეგ პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. დავით გარეჯელი, ერთ-ერთი ასურელი მამაა, რომლის მოღვაწეობამაც ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. VI საუკუნეში სულიწმიდის წინამძღოლობით შუამდინარეთის ასურეთიდან ქართლში წმ. იოანე მოვიდა თავის 12 მოწაფესთან ერთად. მოწაფეთა შორის წმიდა მამა დავით გარეჯელიც იყო. იოანემ და მისმა მოწაფეებმა უპირველესად მცხეთა მოილოცეს, პატიოსანსა და ნათლით მოსილ სვეტს სცეს თაყვანი. შემდეგ წმ. იოანე ღვთის ნებით ქალაქის მახლობლად, ზედაზნის მთაზე დამკვიდრდა, რათა ჭეშმარიტი ღვთისმსახურებით, ეს მთა რომელზეც მანამდე კერპთმსახურება სრულდებოდა, განეწმინდა და აღემაღლებინა. მალე წმ. იოანემ თავისი მოწაფენი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარგზავნა, ქრისტეს სამწყსოს განსამტკიცებლად. მამა დავითმა თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად უწყლო უდაბნოს მიაშურა, რათა წუთიერი და წარმავალი გასაჭირის დათმენით საუკუნო და წარუვალი შვება და განსვენება მოეპოვებინა, ამიტომაც ეწოდა შემდეგ ამ უდაბნოს “გარესჯა”, ანუ გარეჯა. უდაბნოში მოსულმა ბერებმა წყურვილი კლდის ნაპრალში შემორჩენილი წვიმის წყლით მოიკლეს და დასასვენებლად კლდის ჩრდილში ჩამოსხდნენ. მამა დავითმა თავის მოწაფეს იქ დარჩენა შესთავაზა. ლუკიანეს ეჭვი შეეპარა, რომ უწყლო და უნაყოფო უდაბნოს ვერ გაუძლებდნენ, მაშინ მოძღვარმა მას შეახსენა, როგორ დააპურა უფალმა მანანით უდაბნოში მოხეტიალე ერი და როგორ ზრუნავდა უდაბნოში გასულ მოღვაწეებზე. მოწაფემ და მოძღვარმა საერო კლდეში ერთი გამოქვაბული იპოვნეს და იქ დაივანეს. საზრდელად მად მწვანილეულობა ჰქონდათ, რომელიც გაზაფხულზე უხვად მოიპოვებოდა. დადგა ზაფხული და ბალახიც გადახმა. საზრდელის მოპოვებაზე ფიქრმა ლუკიანე ისევ შეაწუხა, მაშინ წმიდა მამამ თავის მოწაფეს სულმოკლეობა უსაყვედურა და ჰკითხა: “არა უწყია, უკუეთუ მოვწყდეთ შიმშილითა, გინა წყურვილითა, ქრისტეს მცნებათათვს, ცხოველ ვართ წინაშე ღმრთისა უკუნისამდე?” ამას რომ ეუბნებოდა, მეყსეულად გამოჩნდა სამი ირემი, რომელთაც უკან ნუკრები მოსდევდნენ. ისინი ბერებს მიუახლოვდნენ და ვითარცა თვინიერი ცხვარი, ისე გაჩერდნენ. მაშინ მამა დავითმა ლუკიანეს ირმების მოწველა უბრძანა. ამის შემდეგ ირემნი, ოთხშაბათ – პარასკევის გარდა ნუკრებთან ერთად ყოველდღე მიდიოდნენ მამა დავითისა და ლუკიანეს დასაპურებლად. ასე რომ მეუდაბნოვნი, რომელთათვისაც ღმერთთმა იზრუნა, “ესრეთ იშუებდეს ხორცითა და იხარებდეს სულითა”. იმ გამოქვაბულის ქვემოთ, რომელშიც ბერები ცხოვრობდნენ, სხვა გამოქვაბულიც იყო. მასში საზარელი მხეცი ბინადრობდა, სისხლისფერი თვალებით, შუბლზე რქითა და ქედზე ჯაგარით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ბერებთან მოდიოდნენ, მისი გამოქვაბულის წინ გაიარეს. ვეშაპმა მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა, ლუკიანესთან და დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ აიღი კვერთხი, ის ადგილი ჩავლო, რომლითაც ირმები ამოვიდნენ. იპოვა ვეშაპი და უფლის სახელით იმ ადგილიდან გადახვეწა უბრძანა. ვეშაპი დაემორჩილა, ოღონდ სთხოვა მთის თავამდე აჰყოლოდა და მანამდე არ მოეცილებინა მისთვის თვალი, ვიდრე იმ წყლამდე არ მიაღწევდა, რომელიც ამ მთას სამხრეთით ჩაუდიოდა. მამა დავითი შეპირდა ვეშაპს, თხოვნას აუსრულებდა და წინ წარუძღვა მას ფსალმუნის გალობით: “რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს”. ვეშაპის დანახვისას, რომლის სვლისას ლოდები ირყეოდნენ, ლუკიანეს ისე შეეშინდა რომ მიწაზე დავარდა ვითარცა მკვდარი. მთის წვერზე რომ ავიდნენ, ვეშაპმა გამალებით დაიყო ჩასვლა და უდაბნოს მინდორზე გავიდა. მამა დავითი პირობისამებრ თვალს არ აცილებდა მიმავალს, მაგრამ ამ დროს უკნიდან უფლის ანგელოზის ხმა მოესმა, „დავით, დავით!“ წმ. მამამ უნებლიედ მიიხედა. ამ დროს ვეშაპს მეხი დაეცა და სრულიად დაწვა. მამა დავითი შეწუხდა და უფალს შეჰღღადა, რად მოკლა ვეშაპი, რომელიც სასოებით იყო მინდობილი მასზე. ანგელოზმა დავითს აუწყა, რომ ვეშაპი მდინარიდან ზღვაში გავიდოდა, სადაც იგი ადამიანებს მრავალ უბედურებას დაატეხდა თავს. ამიტომაც მოიწია ღვთის განგებით მასზე რისხვამ. ანგელოზისავე მითითებით, მამა დავითი გამოქვაბულთან დაბრუნდა, სადაც შიშისაგან მიწაზე პირქვე დაცემული ლუკიანე მკვდარივით იწვა. მოძღვარმა იგი წამოაყენა და ანუგეშა: “ძლიერებაი ღმრთისაი ჩუენთანა არს და მადლი ღმრთისაი ჰფარავს ყოველთა მოშიშთა მისთა”. უდაბნოში, სადაც ბერები მკვიდრობდნენ, მრავალი სხვადასხვა ცხოველი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, როცა წმიდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდიად მდგარი ირმები იხილეს, რომელთაც ლუკიანე წყევლიდა. გულაჩუყებული მონადირენი, ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და მასთან დარჩენის ნება სთხოვეს. წმიდანმა როგორც ძმები და შვილები დაარიგა ისინი და უთხრა: “უკუნ იქეცით ადგილთავე და დაბათა თქუენთა და მუნ შინა მსახურებდით ღმერთსა, აღმავსებელნი, რამეთუ მოწყალების მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს”. შინ დაბრუუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. მაშინ ადამიანები, რომელთაც ქრისტეს ტკბილი უღლის დადგმა ეწადათ, უდაბნოსაკენ გაემართნენ, მამა დავითმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეებში ქვევრები, ხოლო სიცხისა და სიცივისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ. მეუდაბნოეთა შესახებ ღირს მონაზონ დოდოსაც ესმა და მანაც მამა დავითს მოაკითხა. მცირე ხნის შემდეგ მოძღვარმა მას რამდენიმე ბერი გააყოლა და ურჩია მოპირდაპირე მთის კალთაზე დამკვიდრებულიყო. წმიდა დოდომ ძმებთან ერთად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე სავანე აღაშენა. დავით გარეჯელს განმარტოებით ლოცვა უყვარდა. იგი ყოველდღე გადიოდა კლდეთა ნაპრალებში, სადაც წმიდა ლოცვებს აღასრულებდა და ცრემლთა ნაკადულით უდაბნოს რწყავდა. ერთხელ, ასეთი განმარტოებული ლოცვის დროს, მასთან კაკაბი მიფრინდა, რომელსაც უკან ქორი მოსდევდა. კაკაბიცა და ქორიც ბერის ფეხებთან დასხდნენ, მალე მონადირეც გამოჩნდა, ვინმე ბარბაროსი რუსთავიდან, რომელსაც ბუბაქრი ერქვა. მამა დავითმა ურჩია, ხელი აეღო კაკაბის მონადირებაზე, რომელიც სიკვიდილისაგან თავის დასაღწევად მას შეეფარა და სხვა ნადირი მოენადირებინა. ბარბაროსმა თავხედურად უპასუხა, რომ არა თუ კაკაბის, არამედ მისი მოკვლაც სურდა და ცხენზე მჯდომმა ხმალიც მოუქნია. მაშინ მას მეყსეულად შეახმა ხელი “ვითარცა შეშაი”. იგი მიხვდა თავის უკეთურობას, ცხენიდან ჩამოხტა და წმიდა ბერს ცრემლებით განკურნებას შეევედრა. მამა დავითსაც შეეწყალა იგი და ბარბაროსი იესო ქრისტეს შეავედრა. მართლაც შეახო თუ არა ხელი წმიდა მამამ, ბუბაქრი მყისვე განიკურნა. მაშინ ბარბაროსი მას შეევედრა, მისი ძეც განეკურნა, რომელიც ორივე ფეხით კოჭლი იყო და ვერ დადიოდა. წმიდა მამამ უპასუხა: “წარვედ სახედ შენდა და, უკუეთო ენებოს ღმერთსა, ჰპოო ძე შენი განკურნებული”. შინ მისულ ბუბაქრს მისი ავადმყოფი ძე სრულად განკურნებული დახვდა, იგი მამას სიხარულით მიეგება. გახარებულმა ბუბაქრმა სახედრებს პური, ღვინო, თევზი და მრავალფეროვანი ხილი აჰკიდა, სამივე ვაჟი წაიყვანა და წმიდა მამისკენ გაემართა, რათა მას ისინიც დაელოცა. მამა დავითის კურთხევით სურსათ-სანოვაგის ნაწილი ბუბაქრმა წმ. დოდოსა და მასთან მოღვაწე ბერებს წაუღო. ამის შემდეგ ბარბაროსი თავის შვიულებსა და მხლებლებთან ერთად მოინათლა. უსაზღვრო იყო მადლიერება ბუბაქრისა. მან უდაბნოში მოღვაწე ბერებისთვის კლდეში ეკლესია გამოაკვეთინა, რომელიც შემდეგში ღირსმა მამამ ილარიონმა განასრულა. რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ქალაქის – იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა. ბერებზე ზრუნვა მან ლუკიანეს დაავა, ხოლო თვითონ რამდენიმე ძმასთან ერთად წმიდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც ბერები მადლის ქედზე ავიდნენ, საიდანაც იერუსალიმი მოჩანდა, წმიდა მამა მიწაზე ქვითინით დავარდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ღირსჰყო იგი წმიდა ადგილების ხილვისა. გადაწყვიტა ქალაქის მხოლოდ შორიდან დანახვით დაკმაყოფილებულიყო. ბევრს ევედრნენ ძმები შესულიყვნენ ქალაქში, მაგრამ ამაოდ. მაშინ დატოვეს იგი და თვითონ წავიდნენ. წმიდანმა მხურვალე ლოცვის შემდეგ იმ ადგილიდან სამი ქვა წამოიღო და უკან გამობრუნდა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მამა დავითს მადლის ქედიდან სამი ქვა მიჰქონდა და თან იერუსალიმის მთელი მადლი მიჰყვებოდა. ანგელოზისავე ბრძანებით წმიდანს დაედევნენ და ორი ქვის უკან მიცემა სთოვეს. მამა დავითს თავდაპირველად შეეშინდა, მაგრამ შემდეგ ღმერთს მადლობა შესწირა, რომელმაც ამგვარი წყალობის ღირსი გახადა და ქვები მისცა. მალემსრბოლნი მას სთხოვდნენ იერუსალიმის პატრიარქთან შესახვერდად უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ როცა ვერას გახდნენ “ამბორ-უყვეს და განუტევეს იგი”. უდაბნოში დაბრუნებულ მოძღვარს ძმები სიხარულით შეეგებნენ. დრო და დრო მწყემსი კეთილი განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებთან მიდიოდა ნუგეშის საცემად და გასამხნევებლად. როცა ერთხელ ერთი მათგანი მოინახულა, შეიტყო, რომ კლდიდან, რომლის ძირსაც ბერი მკვიდრობდა, მწარე წყალი მოწვეთავდა. ბერი თავს იმით ინუგეშებდა რომ “სატანჯველნი ჯოჯოხეთისანი” ფრიად უმწარეს არიან და აქ დათმენა სჯობს იქ მარადიულ ტანჯვას. წმიდა დავითს იგი შეეწყალა და უფალს შეეევედრა დაეტკბო წყალი. მართლაც, როცა მან საწყაული წყლით აღავსო და ჯვარი გადასახა, იგი ყოველთა წყალთა უტკბესი აღმოჩნდა. ამგვარ სასწაულებს მამა დავითი ხშირად სჩადიოდა და “განჰკურნებდა ყოველსა უძლურებასა კაცთასა”. მისი ბრძანებით აღეშენა უდაბნო წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა უდაბნოში მცხოვრები ბერები მოიხმო და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: “თქვენ ნუ შეძრწუნდებით, არამედ განმტკიცენით დაგანძლიერდით და დაუცხრომელად ევედრებოდით ღმერთსა სულთა თქუენთა ცხოვრებისათვს”. იგი უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მადლობის შემწირველმა ღმერთს თავისი სული შეავედრა. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. ვინც წმიდანის ცხედარს ემთხვია, ყველა განიკურნა, მათ შორის ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. მამა დავითის გვამი ეკლესიაში მშვენიერ ლუსკუმაში დაკრძალეს, რომლისგანაც საამო სურნელება იფრქვეოდა და ყველას ვინც სარწმუნოებით მიეახლოებოდა, კურნავდა. დღესაც, ვინც ღირსი და საკვირველთმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავსა და მის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვას რწმენით სცემს თაყვანს, სულიერი და ხორციელი სატანჯველისგან იკურნება. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Jun 20 2013, 03:36 PM
პოსტი
#104
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გილოცავთ ყველა დავითს და არა დავითს განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს სულიერ მოძღვარს!!!!!!!!!!
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
Jun 20 2013, 03:38 PM
პოსტი
#105
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მეც ვულოცავ წეღან არ მომოილოცავს
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Jul 30 2013, 03:18 PM
პოსტი
#106
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემს თავს, ყველა მარინეს და ყველა ფორუმელს გილოცავთ მარინობას
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
Jul 30 2013, 03:20 PM
პოსტი
#107
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
marine
გილოცავ მარინე ანგელოზის ხსენების დღეს წმინდა მარინე იყოს შენი შემწე და მფარველი ცხოვრების გზაზე მუდამ ბედნიერი მენახე -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Jul 30 2013, 03:21 PM
პოსტი
#108
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine გილოცავ მარინე ანგელოზის ხსენების დღეს წმინდა მარინე იყოს შენი შემწე და მფარველი ცხოვრების გზაზე მუდამ ბედნიერი მენახე გაიხარე, ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა და შენც შეგეწიოს დიდმოწამე დღეს ამაღლებულ განწყობაზე ვარ, რადგან დილით ქაშვეთის წმინდა მარინეს ტაძარში ვიყავი წმინდა მარინეს უძველესი ხატი ისეთი ცოცხალია, რომ გული ამიჩუყდა მთხვევისას -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
Jul 30 2013, 04:05 PM
პოსტი
#109
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გილოცავ მარინე და არ მოგაკლდეს მფარველობა...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
Jul 30 2013, 04:49 PM
პოსტი
#110
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
გილოცავ მარინე შენი მფარველი წმინდანის დღეს
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Jul 31 2013, 03:31 PM
პოსტი
#111
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
A.V.M
qetevano გაიხარეთ, ჩემო კარგებო!!! უღრმესი მადლობა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
Aug 2 2013, 10:22 AM
პოსტი
#112
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
წინასწარმეტყველი ელია - ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ. ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელი უსჯულოებაში იყო ჩაძირული: ხალხმა ზურგი აქცია სჯულს და კერპებს მოუდრიკა ქედი. კერპთმსახურების განსაკუთრებით ერთგული დამცველი იყო მეფე აქაბის მეუღლე, წარმართი იეზაბელი, რომელმაც თავისი მეუღლე ბაალის სამსხვერპლოს აგებაზე დაიყოლია. თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე წარდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა. წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. ელიას სიტყვები აღსრულდა: ცა შეიკრა, გამხმარი მიწა ნაყოფს არ იძლეოდა, ხალხი საშინლად იტანჯებოდა... უფალმა ელიას უბრძანა, წასულიყო „ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა“. აქ ელიას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს ყორნები უზიდავდნენ საკვებს. როცა ხანგრძლივი გვალვის გამო წყარო ქორათშიც დაშრა, წინასწარმეტყველმა ღვთის ბრძანებით სიდონის მახლობლად მდებარე სოფელ სარეფთას მიაშურა. აქ იგი ერთი ქვრივი დედაკაცის სახლში დაბინავდა, რომელსაც ელიას იქ ყოფნისას სასწაულებრივად არ ელეოდა ფქვილი და ზეთი. ამ დროს სარეფთელი ქვრივის ერთადერთი შვილი დასნეულდა და გარდაიცვალა. წინასწარმეტყველმა ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა ყრმა და დედას დაუბრუნა. სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?“ „არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, - უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარმილის მთაზე შეეკრიბა. აქაბი დათანხმდა და დათქმულ დღეს კარმილის მთაზე რვაასორმოცდაათმა ქურუმმა მოიყარა თავი. ელიამ მათ შესთავაზა, თანაბარ პირობებში (სამსხვერპლოზე ცეცხლის დაუნთებლად) შეეწირათ მსხვერპლი თავიანთი ღმერთებისათვის. ამაოდ დარბოდნენ დილიდან საღამომდე სამსხვერპლოს გარშემო ქურუმები და ევედრებოდნენ ბაალს ცეცხლის მოვლინებას: „მაღლადრე უხმეთ, რამეთუ ღმერთი არს: ანუ თუ განცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს“, - ეუბნებოდა მათ ელია. საღამოს თავად წინასწარმეტყველმა აღადგინა კარმილზე თორმეტი ქვისაგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და იგი მსხვერპლზე და შეშაზე გადასხმული წყლით ამოავსო. ელიას ლოცვის პასუხად ზეციდან სასწაულებრივად გარდამოხდა ცეცხლი, რომელმაც შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვაბიც დაწვა და თხრილში წყალი ამოაშრო. გაოცებულმა ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი: „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!“ (3 მეფ. 18.39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18.41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“ (3 მეფ. 19.4). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ - „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად“ (3 მეფ. 19.10). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი - ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის. უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. წყარო: Orthodoxy.Ge ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Aug 2 2013, 03:07 PM
პოსტი
#113
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველას გილოცავთ და განსაკუთრებით ჩვენს საყვარელ პატრიარქს!!! ღმერთმა უჩვეულოდ დიდხანს გვიცოცხლოს!!!!!!!!!!
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
Aug 2 2013, 07:24 PM
პოსტი
#114
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ვა...
არ მახსოვდა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Aug 2 2013, 10:03 PM
პოსტი
#115
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Sep 10 2013, 01:54 PM
პოსტი
#116
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გილოცავთ წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს!!!
მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული… ფოთოლნი ტირიან ოქროს ფერისანი ნისლებს ეფარება ცაი დიდებული, ქარმა შეარხია რტოი ძეწმისაი. მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,... თვალთა სხივი მოწყდა ელვარებისაი ტირიან, მოთქვამენ “დედანი ზეპურნი”, ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე, კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი როს “ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში” ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი. - ილოცვიდეთ ჩემთვის! - უთხრა მტირალ ხალხსა ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი მოკვდა შუშანიკი თთუესა სთულისასა და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი. ანა კალანდაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
Sep 11 2013, 01:16 AM
პოსტი
#117
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დღევანდელ დღეს გილოცავთ !
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Sep 11 2013, 09:13 AM
პოსტი
#118
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.” იოანე ნათლისმცემელიიოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა. იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი. ჰეროდე ანტიპამ (ჰეროდეს ძე, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო) ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, ის ამ დროს გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე. ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო. მათ ქორწინებას რჯული კრძალავდა და “უწმინდურად” მიიჩნევდა, ამიტომ ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა. მიუხედავად ამისა, ავხორცი და პატივმოყვარე ქალი თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა. ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. აქვე ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. ის რამდენიმეჯერ მიუწვევიათ სასახლეში. ანტიპა იოანეს ქადაგებებს ერთხანს ინტერესით ისმენდა, სანამ წინასწარმეტყველმა იგი ულმობლად არ ამხილა და არ უთხრა: “არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი” (მარკ. 6:17). ანტიპამ იოანე საპყრობილში სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო. ჰეროდე ანტიპამ იცოდა, რომ ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა. ჰეროდეადამ კი მზაკვრული ჩანაფიქრი ერთ-ერთ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა. ამ დღეს ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ღრეობა, სადაც ჰეროდიადას ასულს, სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა. სალომეა დედას გაფრთხილებული ჰყავდა, ცეკვის სანაცვლოდ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: “მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.” ჰეროდეს მართალია ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ. მართლაც, უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. “მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.” ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე – იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია. ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ზამთარში, გაყინულ მდინარეზე როკვისას სალომეას ყინული ჩაუტყდა, წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა. გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულმა შთანთქა. იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობასა და ქანდაკებაში. შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმიდანის შობის დღეს 7 ივლისს აღნიშნავს. წმიდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს. თეონა ნოზაძ რუ: ambioni.ge გილოცავთ ყველას ამ ბრჭყინვალე დღესასწაულს უფალი შეეწიოს მთლიანად საქარველოს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძალა და წყალობა არასდროს მოკლებოდეთ -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Sep 11 2013, 02:46 PM
პოსტი
#119
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,853 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გილოცავთ!!! ყველას შეგვეწიოს წმინდა იოანე ნათლისმცემელი და მისი სიწმინდის დარად გვეცხოვროს
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
აკაკი |
Sep 11 2013, 10:21 PM
პოსტი
#120
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th April 2024 - 04:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი