IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ხშირად ვვარდები სასოწარკვეთილებაში
n*i*n*o
პოსტი Dec 30 2011, 01:03 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 30-December 11
წევრი № 11,898



ხშირად ვვარდები სასოწარკვეთილებაში. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს სულ მარტო ვარ,ბავშვი რო დააყენო ღამით ბნელ ოთახში მარტო და რო შეეშინდება ისე ვარ ხოლმე. და მერე დეპრესიული განწყობა მექმნება.რა ვქნა ამ დროს რა უნდა გაგაკეთო? user.gif


--------------------
გიყვარდეთ ერთმანეთი ხალხო, მოეფერეთ ერთმანეთს ხალხო, აკოცეთ ერთმანეთს ხალხო, ოოოოოპ გეყოფათ ხალხო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jariskaci
პოსტი Dec 30 2011, 01:47 AM
პოსტი #2


jariskaci
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,034
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,878



მოძღვარს დაელაპარაკე თუ გყავს თუ არა და მიდი რომელიმე მამაოსთან, მეტი დრო გაატარე მეგობრებთან გაერთე და იხალისე..


--------------------
ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
n*i*n*o
პოსტი Dec 30 2011, 11:51 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 30-December 11
წევრი № 11,898



არა მარტო არ ვარ ეგ არარის შუაში


--------------------
გიყვარდეთ ერთმანეთი ხალხო, მოეფერეთ ერთმანეთს ხალხო, აკოცეთ ერთმანეთს ხალხო, ოოოოოპ გეყოფათ ხალხო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 31 2011, 12:15 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება

ამპარტავნება ყველაზე საშიში და ულმობელია ჩვენს უხილავ მტრებს შორის. ყველა უბედურებასთან ერთად, იგი ღვთის გმობასა ბადებს და სულს გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებაში აგდებს.

ხშირად რცხვენიათ, მგმობელი აზრები გაუმხილონ სულიერ მოძღვარს, ფარავენ მათ და გულში ატარებენ მთელი ათწლეულების განმავლობაში. ეს ბევრს აგდებს სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში. მაგრამ სწორედ ესაა ქრისტიანის შეცდომა.

გულგატეხილობა და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება სულმოკლეობის ნიშანია, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში, სულიერ ბრძოლებში. ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა არ იცის ან ავიწყდება, რამდენად გულმოწყალე და მოსიყვარულეა უფალი. ღმერთმა დაიფაროს სული გულგატეხილობისაგან! აქედან სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯია. დაგვიფარე, უფალო!

ნურასოდეს დაივიწყებ, რომ დღესაც ბოროტი ძალა სულის ცდუნებას ცდილობს, მაშინ მის წინაშე ღვთის გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას წარმოაჩენს, ხოლო როდესაც კაცი შესცოდავს, მაშინ მას უკვე უფლის სიმკაცრითა და მართლმსაჯულებით აშინებს, რათა სასოწარკვეთილებასა და განუწყვეტელ დარდში ამყოფოს. შენ კი იცოდე მისი ეშმაკობა და პირიქით მოიქეცი! როდესაც ცოდვის შესაძლებლობა მოგეცემა, მეყსეულად გაიხსენე ღვთის მართლმსაჯულებისა და სასჯელის სიმკაცრე, ხოლო როდესაც უკვე შესცოდავ, სასწრაფოდ შეინანე და გახსოვდეს ღვთის გულმოწყალების შესახებ, მაგრამ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.

მამაცნი და სულით ძლიერნი სასოწარკვეთილებაში არ ვარდებიან განსაცდელის ჟამს, როგორიც არ უნდა იყოს იგი, არამედ მამაცურად ებრძვიან მას ანდა მოთმინებით ელოდებიან მათ დასასრულს და მხოლოდ აძლიერებენ ლოცვას. უფრო ხშირად კითხულობენ წმიდათა ცხოვრებათა წიგნებსა და მამათა სწავლებებს, უფრო ხშირად დადიან ეკლესიაში, აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და ეზიარებიან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს. ასეთ შემთხვევაში ეშმაკი თავს ანებებს მოღვაწეს და განსაცდელიც გადაივლის. ასე მოიქეცი შენც, დარწმუნებული იყავი, რომ უფალი შეგინდობს ყოველგვარ ცოდვას, ოღონდ გულს ნუ გაიტეხ, არამედ გულწრფელად შეინანე ისინი.

ჩვენ, ქრისტიანები, სასოწარკვეთილებაში უნდა ვიყოთ? თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს საკუთარ თავში ის ჭეშმარიტება, რომ თუკი ღვთის მართლმსაჯულებას თუნდაც ერთი ცოდვილის გამოსახსნელად ხელმეორედ დასჭირდება ჯვარცმა, ქრისტე სიხარულითა და სიყვარულით გაეკვრებოდა ხელახლა ჯვარზე, რათა ეს ცოდვილი ტანჯვისაგან გამოეხსნა და მის გამო უსასტიკეს ტანჯვას გადაიტანდა.

შენ ფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებულია? არა, ჩემო მეგობარო! თვითონ გაიაზრე... წარმოიდგინე, რაოდენ მძიმედ ვგრძნობთ თავს იმ ადამიანის თანდასწრებით, რომელიც ამაზრზენ, ჭუჭყიან ტანსაცმელშია ჩაცმული და თვითონაც ისეთი ჭუჭყიანია, რომ მასზე შეხება საშინელებაა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი მოშორებითაა, მაინც იწვევს ჩვენში უსიამოვნო შეგრძნებას... მაშინაც კი, როდესაც ახლობელი, საყვარელი ნათესავი (მაგალითად, მეუღლე, მშობელი, შვილი) გვეხვევა, გვკოცნის, პირიდან საშინელი სუნი ამოსდის... რა არასასიამოვნოა! სუნთქვას იკავებ, რომ უსიამოვნო სუნი არ შეისუნთქო. ძალიან გინდება, სწრაფად მოიშორო თავიდან ასეთი ადამიანი, სწრაფად გათავისუფლდები მის ახლომყოფობისაგან, რათა მან განწყობილება არ გაგიფუჭოს, რათა უიმისოდ თავისუფლად ამოისუნთქო.

აი, თვით უწმიდესი და უსპეტაკესი უფლის წინაშე ჩვენ უფრო ჭუჭყიანები და უსიამოვნო სუნის მქონენი ვართ, მაგრამ იგი ჩვენ ხელს არ გვკრავს, პირიქით, თვითონ მოგვიხმობს თავისთან ყველაზე ახლო და მჭიდრო ურთიერთობისათვის, გვთავაზობს რა საკუთარ თავს უწმიდეს საიდუმლოებათა სახით, მოგვიტევებს ცოდვებს, რომელსაც ვაღიარებთ; წმენდს და ასპეტაკებს სულს; ის ცოდვები კი, რომლებიც მოუნანიებლად რჩებიან სულზე, საშინლად ყარს, უფალი კი ითმენს... დიახ, დიახ, წვალობს, იგუდება, მაგრამ... ითმენს.

ყოველი ცოდვა, როგორც სამსჭვალი, როგორც ჩაქუჩის დარტყმა, ხელმეორედ აჭედებს მას ჯვარზე, ზრდის ტანჯვას, მაგრამ იგი ითმენს, მას ვუყვარვართ... იგი ელოდება, როდესაც მისი თავგანწირვა, ბოლოს და ბოლოს, შესძრავს ჩვენს სულს საპასუხო სიყვარულით... თუნდაც მხოლოდ თანაგრძნობით, თუ სიყვარულით ვერა, მისდამი სიბრალულით მაინც შევწყვიტოთ ჩვენი ცოდვებით მისი ტანჯვა ჩვენივე კეთილდღეობისათვის, ჩვენივე ცხოვნებისათვის.

ჩვენ მას ვარისხებთ, ჯვარზე ვაკრავთ, ის კი მოთმინებით იცდის, ბოლოს და ბოლოს, როდის მოვეგებით გონს! ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაწამებთ მას, ის კი სასუფეველში სამოთხის ნეტარებას გვიმზადებს, ელოდება ჩვენს გამოსწორებას თუნდაც ცხოვრების დასასრულს...

რა შეიძლება კიდევ ითქვას? რა შეიძლება დაემატოს ამ ნათელ, ცხოველსმყოფელ სურათს?

გიხაროდენ, რომ შენი თავმდაბლობისათვის უფალმა შენზე ცოდვების სიმწარე დაუშვა და არ გაგახსენებს, თუკი სინანულის შემდეგ აღარ დაუბრუნდები მას. ახლა შენ, ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებული, დიდი გრძნობითა და სიყვარულით ჰმადლობ უფალს ცოდვისაგან გათავისუფლებისათვის, ცოდვისა და სიკვდილის ხსოვნა კი თავმდაბლობისა და მორჩილების გამუდმებულ მაცხოვნებელ გრძნობას შეგინარჩუნებს.

სქიიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 1 2012, 06:34 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



- მამაო, ახლა საზოგადოებაში გავრცელებულ კიდევ ერთ სენზე ვისაუბროთ. სხვადასხვა მიზეზით, მრავალი ადამიანი ადვილად ვარდება მოწყინებაში, ე.წ. დეპრესიულ მდგომარეობაში. მოწყინებას წმინდა მამები უქმობას, სიზარმაცესა და დახსნილობას უწოდებენ. რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მოწყინების ჟამს, რა მისცემს მას შვებას და რით შეიძლება განიკურნოს ამ სნეულებისგან?

- მოწყინება მართლაც სნეულებაა. საშინელი სნეულება, საიდანაც იბადება დეპრესია. ეს არის ადამიანის ღირსების დაკარგვის მდგომარეობა. როცა ადამიანი თავის თავზე ხელს ჩაიქნევს, არაფრად აგდებს იმ ფასეულობებს, რაც ღმერთმა მისცა და იწყებს ცოდვის მორევში გადასვლას. ზოგი მოწყინებას ნარკოტიკით ფარავს, ზოგი - ალკოჰოლით, მრუშობით, აზარტული თამაშებითა და ა.შ. შესაძლოა, ადამიანი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყოს ფულით, ქონებით, მაგრამ მაინც მოწყინების საშინელ მორევში იმყოფებოდეს. სხვათა შორის, ეს უფრო იმ ადამიანებს ემართებათ, ვინც მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან და იმიტომ, რომ არ იციან, რა არის მათი ცხოვრების საზრისი, რა არის მათი ჯვარი, მიზანი, არ იციან, დრო რაში გამოიყენონ. მათ აქვთ საკმარისად, ფიზიკური სხეულის შესანარჩუნებლად და მათი გარემოს კომფორტის დასაკმაყოფილებლად და მათ მიერ დაწერილი სცენარის გაგრძელება რა არის, არ იციან. როცა ადამიანმა არ იცის, რა არის ცხოვრების საზრისი, ის აუცილებლად მოწყინებაში ჩავარდება. მოწყინება კი, როგორც უკვე აღვნიშნე, არის სულის მძიმე მდგომარეობა. ზოგი დამაწყნარებლებითაც ცდილობს ამისგან თავის დაღწევას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არის გარეშე საშუალება, რაც დიდად ვერ დაეხმარება მოწყინებაში მყოფს. ადამიანში, ვინაიდან იგი ღვთის ხატად და მსგავსად არის შემქნილი, ბევრი რამ ეტევა, კარგიც და ცუდიც. ამიტომ, ჩვენში წმინდა ადგილი არასდროს ცარიელი არ რჩება. როცა ადამიანი მოწყინებაშია, ანუ ცხოვრების საზრისი დაკარგულია, ის ყოველთვის სიკვდილზე, მარტოობაზე იფიქრებს და ყოველთვის სასოწარკვეთილი იქნება. პირველი გამოსავალი კი ამ მდგომარეობიდან არის მოძღვართან მისვლა, რომლისგანაც გაიგებს და ისწავლის, თუ რა არის ცხოვრების საზრისი. ცხოვრების საზრისის გაგება არ არის ადვილი, ეს იგივე ჩვენი ჯვრის გაგებაა. თუ რა ჯვარი გვაქვს ჩვენ, რისთვის ვართ მოწოდებულნი ცხოვრებაში. თავად უფალს უხარია, როცა ადამიანი ეძებს თავის ჯვარს და იგი ბიძგს აძლევს ადამიანს, რომ გამოვიდეს მოწყინებიდან და ყველა პირობას უქმნის იმისთვის, რომ მივიდეს ღმერთთან და ცხოვრების საზრისამდე. შემდეგ უკვე ადამიანი თვითონ იწყებს მოძრაობას. სხვათა შორის, ყველაზე ძნელი არის პირველი მისვლა ცხოვრების საზრისამდე. ვინც მოწყინებაშია, ყველას ვურჩევ, არ დაიზაროს, ადგეს და მივიდეს ეკლესიაში, ლოცვას დაესწროს, პარაკლისი იქნება, საღამოს ლოცვა თუ სხვა. შემოუძახოს თავს, აუცილებლად გადაშალოს სახარება, წმინდა მამათა ნაშრომები, ლოცვანი.

დღევანდელ საზოგადოებაში ბევრია მოწყინებასა და დეპრესიაში, ეს არის სენი, რასაც სერიოზული მიხედვა სჭირდება და ეს არამარტო ურწმუნოებისგან მომდინარეობს - ბოროტი სულისგანაც. ეს უნდა იცოდეს ადამიანმა და ფრთხილად იყოს. ამ მდგომარეობის მიშვება არ შეიძლება. უნდა მოვინანიოთ და სასწრაფოდ ვეძებოთ ცხოვრების საზრისი. არც ერთი ადამიანი არ არსებობს უაზროდ დაბადებული. ჩვენ მოწყინების დრო არ გვაქვს. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ სამყაროში, თანაც რთულ რეგიონში, რთულ პირობებში და უნდა ვეცადოთ, მოწყინებაში კი არ ჩავვარდეთ, არამედ გავაცნობიეროთ სად ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. მოწყინებაში მყოფი ადამიანი სულიერად მოწამლულია და მას ლოცვითი განწმენდა სჭირდება, ზიარებით უნდა განიწმინდოს მისი სისხლი. როდესაც ქრისტეს სისხლი და ხორცი შემოდის, ჩვენი სისხლი და ხორცი იწმინდება და ადამიანიც გამოდის მოწყინებიდან. ზიარების მადლს გამოყავს ის პესიმიზმის მდგომარეობიდან.

მამა გიორგი (სხირტლაძე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
n*i*n*o
პოსტი Jan 2 2012, 07:50 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 30-December 11
წევრი № 11,898



ბოლო პასუხები მომეწონა გმადლობთ. აი ეგ უკვე მე მეხებოდა smile.gif smile.gif


--------------------
გიყვარდეთ ერთმანეთი ხალხო, მოეფერეთ ერთმანეთს ხალხო, აკოცეთ ერთმანეთს ხალხო, ოოოოოპ გეყოფათ ხალხო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 05:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი