ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
newbie |
Nov 11 2009, 02:55 AM
პოსტი
#501
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე... ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს, ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს. თორემ უშენობა უმზეოა, არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ... ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები მე მივატოვე მზის შენობა, ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა იქნებ გამახსენო? გამახსენე ყველაფერი თავიდან ამიხსენი შენი სამი ცალი სამოსელი, ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი. იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი... უფალო მე კი არა - შენ იყავი . |
KAIROS |
Nov 11 2009, 04:24 AM
პოსტი
#502
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მისმინე, იცი სიტყვის ჩრდილში არის ჰამაკი ქარის თოკებით მოქსოვილი და ქარისფერი მე ყოველღამით იმ ჰამაკში იმ ქარში მძინავს ვეძებ სიმშვიდეს ვეძებ სიმშვიდეს მისმინე, იცი გახურებულ მინდორში ვწევარ ჩემი ნაწნავი მიწის ნაპრალში გველივით გაძვრა და ცხელ მიწას მიმანაწნავა გამომიგზავნე თრითინები იქნებ გადაღრღნან. მისმინე იცი შემოდგომა სულ მალე მოვა სახლს აივნები ფოთლებივით შემოახმება და კიბეებსაც კბილებივით როცა მოიცვლის მაშინ ყველანი ჩვენ ყველანი ვისწავლით ფრენას!!!! მისმინე იცი ვეძებ ჩემი ნაწნავის ბოლოს რადგან მსურს როგორც მენატრები ისე მიყვარდე ყველაფერი კი პირიქითაა ვეძებ ჩემი ნაწნავის ბოლოს რომ წრე შეიკრას რომ ერთხელ მოვკვდე. მისმინე გზაზე ხახვის ფურცლებს თუმცა ვფანტავდი მაინც ვერასდროს მივაგენი გზას შინისაკენ და ჩვენი სახლი - შემოდგომა უცებ დაზამთრდა. ახლა სიჩუმე ისე დატკბა ისე გაბლანტდა ყელს გვწვავს და კოცნის სურვილს გვიკარგავს კოვზით მივირთვათ. მისმინე დილა დავაწერე შენს ფანჯრის მინას თუ გინდა ფარდას გავაფარებ - საღამო, მწუხრი მე შემიძლია მოგაჩვენო რომ ახლა გძინავს და თავქვეშ ჩემი გიგია მუხლი. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Iona |
Nov 11 2009, 11:28 AM
პოსტი
#503
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ძაან მაგარი სიტყვებია
ციტატა ჩემი ნენეი - წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი - ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. ) და ვისი ლექსია? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
newbie |
Nov 12 2009, 09:55 PM
პოსტი
#504
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
kairos
მისმისნე იცი? : P ულამაზესი ლექსია მტვერი ძველი ისევე, სახელია როგორც - ხორეშან, აღმოსავლეთით ცისკიდურზე მთვარე კიდია, ეს დღეც მიძაღლდა, მიინავლა, ეს დღეც მოეშვა, შენც ჩამოყარო მხრები არის ცუდი იდეა, მაგრამ დაგღალეს ამ უაზრო მასკარადებმა, ხელის დადება გიჭირს გულზე და იმიტოა, რომ აღარ არის ღმერთი შენი ყოფნის თავდები შენც ჯერ კიდევ აღასრულებ სუნთქვის რიტუალს, და ჭამ ღამეებს, გამოფიტულს, უსინათლოებს, რადგან დატოვე უფალი და დარჩი ეულად, გიჭირს ჰაერი და თუ ცოტა კიდევ გადროვეს, უფრო და უფრო მოგერევა ხმა იჭვნეული, რომ წვეული ხარ და რჩეულებს გზა აქვთ სხვაგვარი, რომ შენც ბევრი ხარ და იქნები ერთი არასდროს, რომ თუ დაღვარე სისხლი არა, წყალი დაღვარე, და შენს ცხოვრებას ერთი სიტყვით ჰქვია - ღ ა ლ ა ტ ი ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსი |
KAIROS |
Nov 13 2009, 04:46 AM
პოსტი
#505
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ულამაზესი ლექსია ავტორიც ანფიმიადი დიანა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
newbie |
Nov 14 2009, 02:05 AM
პოსტი
#506
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
სულ უბრალოდ რომ ვისხდეთ ახლა
ბავშვობის სახლთან, სოფლის ძაღლები ჩვენთან ერთად ღამეს ათევდნენ, მეუბნებოდე - შემოდგომით ცას ახველებს და ჩვენ ორის გარდა არ ყოლია ამ წელს მნახველი. ალბათ, აურა სიძველისა შერჩათ ოთახებს და ბებიის შალს, ნამზითევს და გაცვეთილს ოდნავ, მხრებზე მოგახვევ... ბავშვობაში რომ ჩადრი იყო, ხან ყაბალახი, ხან ჯოხის ცხენის უნარიგი... ხან რა და ხან რა... სად გაწვდებოდა ფანტაზიას მაშინ საზღვრები - უკვე დიდები მოწყენისგან ყველაფერს ვსაზღვრავთ... დაძინებამდე მოვყვებოდით ათასგვარ ზღაპარს, სასაცილოა, მგონია, რომ აღარ ვიზრდებით - ჩამჩურჩულებდი სამეფოდან ნახევრად ძილის. ნუ გეშინია, ჩვენ სულ ერთად, სულ ერთად ვივლით. დაგამშვიდებდი და შენს წილ ძილს ჩავეკრობoდი. ჩურჩხელებივით ჩატკბებოდნენ ჩვენი სიზმრები შეჭირხლულ კედლებს დაუვლიდა ბუხრიდან სითბო... *************************************************** ხანდახან, როცა წვიმს ქალაქში, მცივა და ვფიქრობ - სულ უბრალოდ რომ ვისხდეთ ახლა… ბავშვობის სახლთან... |
ნაინა |
Nov 14 2009, 03:39 AM
პოსტი
#507
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ეხლა ერთ ლექსს დავდებ (თუ შეიძლება ამას ლექსი ერქვას)
ოღონდ სურათი ვერ შევურჩიე, იქნებ თქვენ უპოვოთ რამე. ,,გამოღვიძება აღარა ჰგავს გამოფხიზლებას, თვალებს გაახელ, თვლემა ისევ თან დაგდევს კუდში, გაქრა ფიქრები, ყველა გრძნობა გათიშულია, მძინარე თვალებს ინსტიქტურად ჩამალავ ქუდში. ნაცრისფერია დილა, ღამე მუქდება უფრო, და აღარც გესმის როგორ გალობს ანგელოზთ დასი, ვერ შეაჩერებ, დრო ყოველთვის თავის გზით ივლის, ნელა ივსება მოითმინების უძირო თასი.'' -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
KAIROS |
Nov 14 2009, 04:24 AM
პოსტი
#508
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მე ასე შევხედე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Nov 14 2009, 04:28 AM
პოსტი
#509
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მე ასე შევხედე... ოჰოო, ლამაზია. მოუხდება მე მგონი. გაიხარე. ლექსი არაა კარგი, ეგ ვიცი, ნამეტანი სევდიანია -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
nino_ni |
Nov 15 2009, 12:57 AM
პოსტი
#510
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ნაინა
არა კარგი ლექსია,მე მომეწონა პირადად -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
ნაინა |
Nov 15 2009, 01:04 AM
პოსტი
#511
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
nino_ni
ციტატა ნაინა არა კარგი ლექსია,მე მომეწონა პირადად ოოო, გმადლობთ ისე, სულ ეგეთები გამომდის, სევდიანი, დარდიანი, ნოსტალგიით სავსე. ბევრს არც მოეწონება. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
newbie |
Nov 15 2009, 09:44 PM
პოსტი
#512
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
ეხლა ერთ ლექსს დავდებ (თუ შეიძლება ამას ლექსი ერქვას) ოღონდ სურათი ვერ შევურჩიე, იქნებ თქვენ უპოვოთ რამე. ,,გამოღვიძება აღარა ჰგავს გამოფხიზლებას, თვალებს გაახელ, თვლემა ისევ თან დაგდევს კუდში, გაქრა ფიქრები, ყველა გრძნობა გათიშულია, მძინარე თვალებს ინსტიქტურად ჩამალავ ქუდში. ნაცრისფერია დილა, ღამე მუქდება უფრო, და აღარც გესმის როგორ გალობს ანგელოზთ დასი, ვერ შეაჩერებ, დრო ყოველთვის თავის გზით ივლის, ნელა ივსება მოითმინების უძირო თასი.'' მეც მომწონს .. მშვენიერი ლექსია. |
ნაინა |
Nov 15 2009, 11:58 PM
პოსტი
#513
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
newbie
ციტატა მეც მომწონს .. მშვენიერი ლექსია. გაიხარე -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნაინა |
Nov 23 2009, 01:18 PM
პოსტი
#514
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ესეც ერთი ძველი ლექსი, იქნებ სურათი თქვენ შეურჩიოთ
თრთის ქალის ლანდი მოციმციმე სანთლების შუქზე, ჩუმი ხმა სწყდება სალოცავად გაპობილ ბაგეს, მუხლმოდრეკილი, ხატების წინ დედა-მშობელი შვილის სიცოცხლეს შეავედრებს ღმერთს მოამაგეს. დარდიან თვალებს დაედინა ცრემლის ნაკადი ღაწვებს მოსწყდა და დაეღვენთა გაყინულ ფილას, ქვასაც გაულღობს გათოშილ გულს დედის ცრემლები ქვა ისევ იგრძნობს ცრემლის ძალას მეორე დილას. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
nat_uly |
Nov 24 2009, 11:40 PM
პოსტი
#515
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
-------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
უჩა |
Nov 25 2009, 09:31 AM
პოსტი
#516
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ai gogoo
სმაგარია ნატუს. ჩაგეთვალა. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
nino84 |
Nov 27 2009, 02:57 PM
პოსტი
#517
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 |
-------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
izi-bartki |
Nov 27 2009, 04:36 PM
პოსტი
#518
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
MARI-MARIKO |
Nov 27 2009, 07:36 PM
პოსტი
#519
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
ახლა მინდა მაგ აყვავებულ ხეთა ქვეშ დავბოდიალებდე! ღრმად ვისუნთქავდე მათ სურნელს და ვტკბებოდე გაზაფხულის საოცარი სიმდიოდრით და დიადი ძალით როდის მოვაააა
|
izi-bartki |
Nov 27 2009, 07:42 PM
პოსტი
#520
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
MARI-MARIKO
ციტატა ახლა მინდა მაგ აყვავებულ ხეთა ქვეშ დავბოდიალებდე! ღრმად ვისუნთქავდე მათ სურნელს და ვტკბებოდე გაზაფხულის საოცარი სიმდიოდრით და დიადი ძალით როდის მოვაააა ეჰ მეც მომენატრა აპრილი და იმიტომ დავწერე, -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი