IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ვაჰაბიზმი
გუდმუნდი
პოსტი Sep 21 2008, 03:02 PM
პოსტი #1


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



მოგესალმებით.პირველ რიგში რა თქმა უნდა მართმადიდებელი ვარsmile.gif უბრალოდ ძალიან მაინტერესებს მსოფლიოს რელიგიები და მათი მოძღვრებები.ასევე დამაინტერესა წინამდებარე თემამ და თუ ვინმეს კიდევ აქვს რაიმე ინფრომაცია ამ რელიგიის შესახებ აქ დადეთ და ვისაუბროთ.

ვაჰაბიზმი რეგიონული გეოპოლიტიკის ჭრილში.

მუჰამედ აბდ-ალ-ვაჰაბის მიმდევრები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მოუწოდებდნენ არაბულ ტომებს გაერთიანებებისაკენ.ამით აიხსნება ის გარემოება რომ ვაჰაბიზმის ძირითად დოგმატს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს მკაცრი ერთმორწმუნეობა.ეს ახალი რელიგიური მიმდინარეობა მიმართული იყო ტომობრივი კულტების წინააღმდეგ,რომელიც ხელს უშლიდა მათ გაერთიანებას.ამიტომ თავიდანვე მას უკვე გააჩნდა იმანენტური რეგიონალური და პოლიტიკური მნიშვნელობის პარამეტრები.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც ,რომ დღევანდელი ვაჰაბიზმის რელიგიური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ ბაზისს ასევე შეადგენს პანისლამიზმის ცნობილი დოქტრინა.მისი მთავარი იდეები მრავალმა ტეოლოგმა განავითარა, მაგრამ განსაკუთრებული ბიძგი მას მე19 საუკუნის მეორე ნახევარში მიეცა, როცა პანისლამიზმის ქადაგება საიდ ჯემალ ად-დინა ალფაგანიმ(1839-1897) დაიწყო. სწორედ მან ჩამოაყალიბა "მუსლიმან ერთა რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანების"იდეა.
ვაჰაბიზმი და პანისლამიზმი ორივე წარმოადგენს კოსმოპოლიტურ მოძრაობას და თავის დროზე განიხილებოდა როგორც ანტიკოლონიური მიმდინარეობა.მათი მთავარი თეზისია:მუსულმანთა კავშირი სულიერების ნიადაგზე.ამიტომაც ის მიმართული იყო როგორც ოტომანთა (თურექეთის)იმპერიის,ასევე ბრიტანული ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ და მისი გეოგრაფიული არეალები არ სცილდებოდა მათი გავლენის ზონებს.
თანდათანობით ვავაჰაბიზმმა სუნიტური მიმდინარეობის ისლამის ჩარჩოებში და შიიტურ შტოსთან ერთად თავისი განსაზღვრული ადგილი დაიმკვიდრა ისლამში.ის უფრო მეტად ასოცირდებოდა საუდის არაბეთის სეხელმწიფოებრივი იდეოლოგიის სინონიმად.საუდის არაბეთი მიზანდასახულად იღწვოდა მუსულმანურ სამყაროში ძალაუფლების მოსაპოვებლად.
დღევანდელ ეტაპზე გამოიკვეთა ვაჰაბიზმის მიმდინარეობის რამდენიმე მიმართულება, რომელთა კლასიფიკაცია პირობითად შემდეგი ნიშანთვისებების მიხედვით შეიძლება:

1)"ტრადიციული" ანუ კლასიკური მიმართულება-მისი კრედო განისაზღვრება ძირითადში საგარეო პოლიტიკის 2 მთავარი პრინციპით:ისლამური სოლიდარობით და არაბული ერთიანობით.

2)"მოდერნისტული" მიმართულება -ის უფრო ადაპტირებულია დღევანდელი სამყაროს ეკონომიკური რეალობასტან და წარმოადგენს ლიბერალური შინაარსის მატარებელ ისლამის ნაირსახეობას.

3)"ფუნდამენტალისტური" მიმართულება -ის გამოირჩება მაღალი დონის აგრესიულობით და სამხედრო ორიენტაციის მაღალი მაჩვენებლით.

პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოსაყოფია ის გარემოება რომ,აღნიშნულ გეოპოლიტიკურ სივრცეში განვითარებას ჰპოვებს მესამე ტიპის ვაჰაბიზმი.მისი კონტურები უკბე აშკარად შეიმჩნება ჩრდილოეთ კავკასიის ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებოთ.თანდათანობით ვაჰაბიზმი ფეხს იკიდებს ის სადაც რელეიგიური და იდეოლოგიური ვაკუუმია,ასევე სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.კავკასიაც სწორედ ასეთ ვითარებაშია 1985 წლიდან .მდგომარეობა გაუარესდა განვითარებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად.
პარადოქსულია,მაგრამ მიუხედავად თავისი იდეოლოგიის მაინტეგრირებელი ხასიათისა,ვაჰაბიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის დასუსტებას და მუსულმანთა შიდა კონფრონტაციას უწყობს ხელს.



--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდმუნდი
პოსტი Sep 23 2008, 02:29 PM
პოსტი #2


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



რა იყოთbiggrin.gif


--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Sep 25 2008, 07:52 PM
პოსტი #3


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



გუდმუნდი
საინტერესოა, და ფრიად აუცილებელიც ამ საიტზე სხვადასხვა რელიგიებზე მსჯელობა, უბრალოდ ეხლა ძალიან დააკვებული ვარ, და იმედია სანამ მოვიცლი რომ რამე დაწერო არ დახურავენ ამ თემას tongue.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდმუნდი
პოსტი Sep 26 2008, 09:09 PM
პოსტი #4


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



ციტატა(likka @ Sep 25 2008, 07:52 PM) *

გუდმუნდი
საინტერესოა, და ფრიად აუცილებელიც ამ საიტზე სხვადასხვა რელიგიებზე მსჯელობა, უბრალოდ ეხლა ძალიან დააკვებული ვარ, და იმედია სანამ მოვიცლი რომ რამე დაწერო არ დახურავენ ამ თემას tongue.gif

მეც ძალიან მაინტერესებდა მაგრამ აბაsad.gif

ველი შენს პოსტს rolleyes.gif


--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 10 2011, 12:55 AM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვაჰ!!!
ვაჰაბიზმზეც გვაქვს თემა?კარგია...

ვაჰაბიზმი
სუნიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობას, ახლოს მდგომ სკოლის იდეებთან, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს ვაჰაბიზმის სახელწოდებით, მას თეოლოგმა მუჰამედ იბნ აბდ-ალ-ვაჰაბმა დაუდო სათავე. მან და მისმა მიმდევრებმა უკიდურესობამდე განავითარეს XIV საუკუნის რელიგიური მოღვაწის, იბნ ტეიმის იდეები ისლამის გაწმენდისა და რეტროგრადული განახლების შესახებ. არავითარი წმინდა ადგილები და წმინდანები, რიტუალების მაქსიმალური გაუბრალოება და ძველი (მუჰამედის დროინდელი) ისლამური ,,უმა-თემის” წესებით ცხოვრება - ეს იყო მთავარი საფუძვლები აბდ ალ-ვაჰაბის ქადაგებისა, რომლის მიმდევრები თავის თავს სულაც არ უწოდებენ ,,ვაჰაბიტებს”, არამედ-ჭეშმარიტ მუსლიმანებს, რწმენით გაერთიანებულებს (,,ალ-მუვაჰიდენ”). ვაჰაბიტური იდეოლოგიის ძირითად ცნებას წარმოადგენს პრინციპი ერთმორწმუნეობის შესახებ. მხოლოდ ალაჰია ღირსი თაყვანისცემის და, აქედან გამომდინარე, არ არსებობენ წმინდა ადგილები და წმინდანები - ამტკიცებენ ვაჰაბიტები. ყურანი უნდა იყოს ყველა მუსლიმანისათვის ამოსავალი წერტილი. ასევეა უარყოფილი მუჰამედის კულტი, რადგანაც ხალხსა და ღმერთს შორის არავითარი შუამავალი არ უნდა არსებობდეს. სამაგიეროდ ვაჰაბიზმი აღიარებს მხოლოდ ერთღმერთიანობას (ანუ ,,ტავხიდ”-ს), რომლის მიხედვითაც მხოლოდ ალაჰია თაყვანისცემის სიმბოლო. ,,ტავხიდის” საფუძველია ცნება ,,ლა ილაჰა ილლალლაჰი”, ანუ არავინ არსებობს ღირსი თაყვანისცემისა ალაჰის გარდა. ვაჰაბიტური ერთ-ერთი სალიტერატურო-სახელმძღვანელო წყაროს მიხედვით, რომელიც გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიაში და წარმოადგენდა ამ რელიგიური მიმდევრებისათვის განკუთვნილ კონსპექტს. პირდაპირაა აღიარებული შემდეგი: ,,..მუსულმანმა უნდა მიიღოს ისლამის სწავლება, რომელიც ასახულია წმინდა ყურანში - ალაჰის სიტყვაში და სუნაში - წინასწარმეტყველ მუჰამედის გამონათქვამებში. ისლამი ყველა ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ კითხევბზე სცემს პასუხს. უზენაესი ალაჰი არ მიიღებს არცერთ სხვა რელიგიას და სხვა კონსტიტუციას შარიათის გარდა. მშვიდობა და დღეგრძელობა იმას, ვინც მისდევს ჭეშმარიტ გზას და მისდევს წინასწარმეტყველის ქადაგებებს. თითოეული მუსლიმანი ვალდებულია თავის ცხოვრება ააწყოს ყურანისა და სუნის მიხედვით. ისლამი მოუწოდეებს თავის მქადაგებლებს მიიღონ ცოდნა და განათლება. ისლამი სცნობს სამართლიანი გზით მოპოვებულ სიმდიდრეს. ისლამი სამართლიანობის რელიგიაა. ალაჰს უყვარს სამართლიანი ხალხი. ისლამი ჯიჰადის და ცხოვრების რელიგიაა. ისლამი მოუწოდებს ყველა მის მიმდევარს არ დაინანოს თავისი ქონება, ძალისხმევა და სიცოცხელც კი ისლამის გამარჯვებისათვის. ისლამი უარყოფს პრაგმატიზმს და იმ იდეების შემოტანას, რომლებიც ამახინჯებენ სიწმინდესა და სილამაზეს, კერძოდ სხვადასხვა სახის ბიდ”ებს (სიახლეებს) და ცრუწმენებს.” ამ მხრივ, ვაჰაბიტები ეყრდნობიან მუჰამედის შემდეგ სიტყვებს: ,,ყოველი, ვინც შემოიტანს ჩვენში რაღაც ახალს და ჩვენთვის მიუღებელს, განდეგილ იქნება ჩვენგან” (ალ-ბუხარ მუსლიმის ხადისი) და ასევე პრინციპს, რომ ყოველი ბიდ”ა რელიგიაში არის აკრძალული. ვაჰაბიზმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ მუნაფიკიები დიდ ზიანს აყენებენ ისლამს, რადგანაც მათ მიიჩნევენ ჭეშმარიტ მუსლიმანებად, თუმცა სინამდცილეში არიან ამ რელიგიის მტრები. ისინი გამოხატავენ მტრულ განწყობას ისლამის მიმართ სხვდასხვა ფორმებით, ხოლო არაკეთილსინდისიერი მუსულმანები აღნიშნულ ფორმებს ღებულობენ ცოდნისა და რეფორმების სახით. მუნაფიკიის 6 სახე არსებობს: ალაჰის წარგზავნილის ცრუ მესიად გამოცხადება; წინასწარმეტყველი მუჰამედისადმი ზიზღის გამოხატვა; სუნისადმი ზიზღის გამოხატვა; ისლამის დაცემისადმი სიხარულის გამოხატვა; სუნის უგულებელყოფა; შარიათისა და ისლამის დამარცხება. ამავე დროს ვაჰაბიზმის ქვაკუთხედი დებულებაა - ,,საღვრთო ომი” ყველა ურჯულოსა და ,,გზააცდენილი მუსლიმანის” წინააღმდეგ (მათი აზრით ჯიჰადი ეა არის პირველ რიგში შეიარაღებული ბრძოლა). თავის მხრივ ვაჰაბიტები ჯიჰადს ყოფენ ოთხ ტიპად: ,,ჯიჰადი შაიტანის წინააღმდეგ.” ეს პრცესი ხორციელდება ეშმაკის მიერ მოწოდებული ცდუნებებისაგან უარის თქმით; ჯიჰადი სულის (ანუ მტრის იდეოლოგიის) წინააღმდეგ; ჯიჰადი ურჯულოების წინააღმდეგ (კიაფირების); ჯიჰადი მუნაფიკიების წინააღმდეგ. ვაჰაბიზმის იდეოლოგია აღიარებს ჯიჰადს, როგორც ისლამის მეექვსე პრინციპს, წინა ხუთ აღიარებულ პრინციპთან ერთად: სარწმუნოება (შაჰადა), ლოცვა (სალიატი), მარხვა (საუმი), გადასახადი ღარიბი მუსლიმანებისათვის (ზაკიატი) და მექაში სალოცავი ადგილების მონახულება (ხაჯი). ვაჰაბიზმი სასტიკად კრძალავს ხაჯის ჩატარებას მუჰამედის საფლავთან, რადგანაც პურიტანელი მუსუსლმანებისათვის არსებობს მხოლოდ სამი წმინდა ადგილი: მექა, მედინა საუდის არაბეთში და ალ-აქსას მეჩეთი იერუსალიმში. რაც შეეხება მუჰემედის საფლავს, ის თითქოსდა არ არის აღნიშული არც ყურანში და არც ხადისებში. ამამვე კონტექსტში უარყოფილ იქნა მოლა, წმინდანები, წმინდა ადგილები. ვაჰაბიტებმა რეალურად განახორციელეს წმინდა ადგილების დარბევის ფაქტი, როდესაც 1806 წელს აიღეს ქ. მექა და დაარბიეს სალოცავები, არ შეეხნენ მხოლოდ ქა”ბას, სამაგიეროდ შებილწეს მედინაში აიშას სახლი, სადაც სამი დიდი ადამიანის განსასვენებელი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით ესვენა მუჰამედი, აბუ ბექრი, ომარი. 1745 წელს ერთ-ერთი საამიროს, კერძოდ, დირიას ემირმა მუჰამედ ბენ საუდმა საგანგებო პაქტიც კი გააფორმა მუჰამედ აბდ-ალ-ვაჰაბთან. მისი იდეოლოგია ბენ საუდმა წარმატებით გამოიყენა საგარეო პოლიტიკაშიც; შემოერთებულ იქნა ნეჯდი და ჰიჯახი (მხარეები არაბეთის ნახევარკუნძულზე), დაარსდა საუდის არაბეთი, თავიდან იქნა აცილებული დიდი ბრიტანეთისადმი დამორჩილება. საუდიანთა დინასტიამ შეინარჩუნა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მუჰამედ იბნ აბდ-ალ ვაჰაბის მიერ დაარსებული რელიგიური მიმდინარეობა სახელმწიფო იდეოლოგია გახდა. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დღევანდელი ვაჰაბიზმის რელიგიური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ ბაზისს ასევე შეადგენს პანისლამიზმის ცნობილი დოქტრინა. სადღეისოდ აბდ-ალ-ვაჰაბის დოგმატიკა ასევე აღიარებულია სახელმწიფო დონეზე გაერთიანებულ არაბთა საამიროში, კატარში, ბახრეინში, ნაწილობრივ კუვეიტში და იორდანიაში. დღევანდელ ეტაპზე გამოიკვეთა ვაჰაბიზმის მიმდინარეობის რამდენიმე მიმართულება, რომელთა კლასიფიკაცია პირობითად შემდეგი ნიშან-თვისებების მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. ,,ტრადიციული”, ანუ კლასიკური მიმართულება - მისი კრედო განისაზღვრება ძირითადში საგარეო პოლოტიკის ორი მთავარი პრინციპით: ისლამური სოლიდარობით და არაბული ერთიანობით. 2. ,,მოდერნისტული” მიმართულება - უფრო ადაპტირებულია დღევანდელი სამყაროს ეკონომიკურ რეალიებთან და წარმოადგენს ლიბერალური შინაარსის მატარებელ ისლამის ნაირსახეობას. მისი გეოგრაფიული არეალი ვრცელდება სპარსეთის ყურეზე და მოიცავს აქ მდებარე განვითარებული მუსლიმანურ სახელმწიფოებს (კერძოდ, კატარი, ქუვეითი, ომანი და ა.შ.). 3. ,,ფუნდამენტალისტური” მიმართულება - გამოირჩევა მაღალი დონის აგრესიულობით და სამხედრო ორიენტაციის მაღალი მაჩვენებლით. მისი ძირითად კრედოს შეადგენს ე.წ. ,,სუფთა ისლამის ექსპორტის” პრინციპი. მოცემული მიმართულების გეოპოლიტიკურ არეალს წარმოადგენს ისლამური სამყაროს მარგინალური ტიპის სახელმწიფოები, მაგალითად, სუდანი, ავღანეთი (თუმცა ვაჰაბიზმი არ არის ოფიციალურად დაფიქსირებული, როგორც მოძრაობა თალიბანის იდეოლოგია, რეალობაში ასეთი ტენდენცია აშკარად სახეზეა) და ა.შ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 10 2011, 08:45 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



გუდმუნდი
და რა მხრივ გინდა რომ საუბარი წარიმართოს?
მხოლოდ ინფორმაციების დადებით შემოვიფარგლოთ?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 10 2011, 02:08 PM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI

ვადარებთ მართლმადიდებლობას biggrin.gif ამ უკანასკნელის სასარგებლოდ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 10 2011, 03:40 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
ვადარებთ მართლმადიდებლობას

მაშინ მხოლოდ ძველი აღთქმიდან შეიძლება გარკვეული ამბები მოვიყვანოთ, რომლებიც საერთოა მართლმადიდებლობასა და ისლამში.
იდეოლოგიით კი ეს ორი რელიგია აბსოლუტურად განსხვავდება.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 10 2011, 04:37 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
იდეოლოგიით კი ეს ორი რელიგია აბსოლუტურად განსხვავდება.

ცხადია განსხვავდება...

თუმცა მუსულმანობა მაინტერესებს, მაინც, კარგად გარკვეული არ ვარ და კამათსაც ვერიდები


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 10 2011, 04:41 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
თუმცა მუსულმანობა მაინტერესებს, მაინც, კარგად გარკვეული არ ვარ და კამათსაც ვერიდები

ისე არ ჯობდა ამ რელიგიურ მიმდინარეობაზეც თემაში "ისლამი" გვესაუბრა?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 10 2011, 07:07 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



"სხვა რელიგიებში" მოუხდება მიერთება.

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
და რა მხრივ გინდა რომ საუბარი წარიმართოს?


დავსხდეთ ფინჯან ყავასთან და ვისაუბროთ ვაჰაბიზმზე. rolleyes.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 10 2011, 07:08 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
"სხვა რელიგიებში" მოუხდება მიერთება.

გეთანხმები,მაგრამ გახსნილი თემა რო დავინახე იქ დავწერე პოსტი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 11 2011, 11:54 AM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ჯობდა

ჯობდა... ცხადია, მაგრამ ეს განყოფილება ჩემი არ არის და ვერ შევაერთებ თემას


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 11 2011, 08:44 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად თემა იხურება. წევრებს მოვუწოდებ ნუ გახსნიან თემებს, რომლებიც ეხებიან განსხავვებული რელიგიების დეტალურ განხილვას. აპოლოგეტიკაში თემა აუცილებლად უნდა გაიხსნას ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირში. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ამა თუ იმ სწავლებასთან (ქრისტიანობაში) და ა.შ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 08:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი