IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სატანური ღესასწაულები, არ შეცდეთ
aamirani
პოსტი Jan 17 2012, 04:06 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 8-January 12
წევრი № 11,924



HALLOWEEN-ის სატანისტური “დღესასწაული”

გოგრის "მხიარული" დღესასწაული - (Halloween)
ჩვენი საზოგადოება ემზადება Halloween-ის ზეიმისთვის~ (იგულისხმება ამერიკის საზოგადოება_ ავტ.). მაგრამ ძალზე ცოტამ იცის, თუ რას წარმოადგენს და როგორ წარმოიშვა იგი, რა არის მისი არსი და რატომ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას.

დღესასწაული Halloween დაიბადა ქრისტიანობამდელ ეპოქაში, ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის (გალიის) კელტურ ტომებში. წარმართი კელტების რწმენით, სიკვდილი შობს სიცოცხლეს, ამიტომ "ახალი წლის" დადგომას, საერთოდ ახალი სიცოცხლის დაბადებას, ისინი აღნიშნავდნენ შემოდგომით, 31 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის მიჯნაზე, შუაღამით, როდესაც დგებოდა სიცივის, სიბნელისა და კვდომის ჟამი. ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ წარმართ ღმერთ სამქაინს, რომელიც სიკვდილის მბრძანებლად მიაჩნდათ.

"ახალი წლის" ზეიმის წინადღით დრუიდები (კელტი ქურუმები) ყველა ოჯახში აქრობდნენ კერას, ლამპრებსა და კოცონებს; მეორე დღის საღამოს კი აჩაღებდნენ უზარმაზარ კოცონს ბნელეთისა და სიკვდილის თავადისადმი მსხვერპლშეწირვების აღსასრულებლად. დრუიდების რწმენით, თუ სამქაინი კმაყოფილებით მიიღებდა საკუთარ ერთგულთაგან მოძღვნილ შესაწირს, იგი ნებას დართავდა მიცვალებულთა სულებს, ამ დღეს მოენახულებინათ მშობლიური სახლები. აქედან იღებს სათავეს წარმართულ სამყაროში დამკვიდრებული ჩვეულება – Halloween -ის ღამეს მოჩვენებების, ალქაჯების და სხვადასხვა სულების კოსტუმებში გამოწყობილ ადამიანთა ხეტიალი, რაც საიქიო სამყაროსა და უწმიდურ ძალებთან სააქაოს ურთიერთობის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.

წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილია, აგრეთვე, "სეირი" Trick-or-Treat, როგორც სამქაინის მსახური ბნელი ძალებისდმი შესაწირის მირთმევის სიმბოლოზირებული ქმედება. ითვლებოდა, რომ ბნელეთის, სიცივისა და სიკვდილის სამეფოში დამკვიდრებულთა სულები ცოცხალთა სამყაროში სტუმრობის დღეს დაუოკებელ შიმშილს გრძნობენ. ამიტომ კელტი წარმართები წინასწარ ამზადებდნენ სასმელ-საჭმელს ღამის წყვდიადში მოხეტიალე სულებისთვის; მათ სწამდათ, რომ სამქაინის რისხვა და წყევლა დაატყდებოდა თავს ხალხს, თუ ამ სულებს ძღვენით არ დააკმაყოფილებდნენ.

აი, ამ წარმართული დღესასწაულის ჭეშმარიტი აზრი!

სავსებით ცხადია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დაუშვებელია მსგავს ზეიმებში მონაწილეობა, რადგან ამით იგი პირდაპირ აღიარებს კერპთაყვანისმცემლობას, ღალატობს უფალ ღმერთს და ჩვენს წმიდა ეკლესიას. მიცვალებულების განსახიერების რიტუალში მონაწილეობით, ღამის უკუნში ხეტიალითა და სანოვაგის გამოთხოვა-ჩამორიგებით ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობას საიქიოს ბნელ სულებთან, რომელთა მბრძანებელი უკვე სამქაინი კი არა, თავად სატანაა – მაცდური, რომელიც უფალ ღმერთს დაუპირისპირდა. სასმელ-საჭმლის დარიგებით უბრალოდ ტკბილეულით კი არ ვუმასპინძლდებით ბავშვებს – ამით ძღვენს ვწირავთ სამქაინის, ანუ სატანის ხსოვნას და გამოვხატავთ მისდამი პატივისცემას.

არსებობს Halloween-თან დაკავშირებული სხვა ტრადიციებიც, რომლებსაც უნდა განვეშოროთ, ასეთებია: ყოველგვარი მისნობა, ჯადოქრობა და გრძნეულება; ანდა ე.წ. `Jack O’Lantern” (ლამპრის ჯეკის) გამოდგმა – ეს არის ამოსუფთავებული გოგრა, რომელზეც ამოკვეთილია საზარელი ნიღაბი. გოგრაში სანთელს ანთებდნენ "წმიდა" კოცონიდან მოტანილი "ახალი" ცეცხლით, მასზე ამოკვეთილი ნიღაბი კი მიცვალებულს განასახიერებდა. ამგვარი "წმიდა ლამპარი", რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ენთო, მაცხოვრისა და მისთვის სათნოყოფილთა ხატების წინ ანთებული წმიდა კანდელის ეშმაკეულ, გაუკუღმართებულ მიბაძვას წარმოადგენს. ამგვარი `სახუმარო~ ნიღბიანი გოგრით სახლის მორთვაც კი უკვე სიკვდილთან დაკავშირებულ წარმართულ დღესასწაულებში მონაწილეობის ტოლფასია.

ადრექრისტიანული ეკლესიის წმიდა მამები ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ კელტების ამ წარმართულ ტრადიციას; ამ მიზნით მათ ამავე დღეს დაადგინეს ქრისტიანული დღესასწაული "ყოველთა წმიდათა" (დღესდღეობით იგი აღინიშნება სულთმოფენობიდან პირველ კვირას). ამ სახელწოდებიდან შეიქმნა გამოთქმა All Hallow’s Even (წინადღე ყოველთა წმიდათა), საიდანაც დროთა განმავლობაში მივიღეთ შემოკლებული ფორმა – Halloween. სამწუხაროდ, ადამიანთა უმეცრების ან უვიცობის გამო ხსენებულ წარმართულ ზეიმს შეცდომით უწოდეს Halloween–ს, რადგან დასავლეთში მას და ყოველთა წმიდათას ქრისტიანულ დღესასწაულს ერთ დღეს აღნიშნავდნენ. (ასე შეინიღბა წარმართული რიტუალი ქრისტიანული ჟღერადობის სახელით, რაც მრავალს აცდუნებს-ავტ).

ეკლესიის ძალისხმევას – დაეძლია წარმართული ზეიმი, ანტიქრისტიანულად განწყობილმა ადამიანებმა უპასუხეს იმით, რომ მეტი მოშურნეობით იწყეს ამ საღამოს აღნიშნვა: ბევრ რიტუალს ასრულებდნენ ქრისტიანული ღვთისმსახურების შესაბილწად და დასაცინად; ჩონჩხის კოსტუმში გამოწყობილნი დასცინოდნენ ეკლესიის მიერ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის ტრადიციას; მკრეხელური ქმედებებისთვის იყენებდნენ მოპარულ ჯვრებს და წმიდა ნაწილებსაც კი. მოწყალების გამოთხოვის ტრადიცია ქრისტიანების სისტემატური დევნის მიზეზი გახდა, რადგან მათ თავიანთი რწმენის გამო არ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ბნელეთისა და წყვდიადის თავადისადმი მიძღვნილ დღესასწაულში.

რატომ დამკვიდრდა ესოდენ მყარად ბევრ ქრისტიანში მართლმადიდებლობასთან აშკარად შეუთავსებელი წამართული კულტი? ამ ყოველივეს მიზეზი უპირველესად იმ ქრისტიანებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც საკუთარი სულიერი აპათიისა და დაჩლუნგების გამო უღმერთოებას და ღვთისგან განდგომას უწყობენ ხელს. ისინი, ვინც გვარწმუნებენ, რომ Halloween და მისი მსგავსი დღესასწაულები, მიუხედავად მათი აშკარად წარმართული ფესვებისა და კერპთაყვანისმცემლური არსისა, უსაფრთხოა და უწყინარი და ამდენად დიდი მნიშვნელობა არც უნდა მივანიჭოთ მათ, ანგრევენ ჩვენს სულიერ ბალავარს, ხელს უწყობენ წარმართობისა და ათეიზმის (ასევე სატანიზმის-ავტ.) გავრცელებას.

მართლმადიდებელ ქრისტიანს ჰმართებს, მკაცრად წინ აღუდგეს მსგავს მოვლენებს, რამეთუ სახარების სწავლებით უფალი ღმერთია ჩვენი ყოველი საქციელისა და რწმენის მსაჯული; საქმენი ჩვენნი ან "ღმერთს ეძღვნება" ან "ღვთის წინააღმდეგ" არის მიმართული – შუალედური, "ნეიტრალური" გზა არ არსებობს!...

დღეს ჩვენ მოწმენი ვართ სატანური კულტების ჩასახვისა. არსებობს ცნობები, რომ ნოემბრის ღამეს სატანური "მსახურებანი" აღესრულება და ეშმაკის მსახურნი საამისოდ ადამიანებს სწირავენ მსხვერპლად. ახლა სატანისტებმა ხელი მიჰყვეს მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა რიტუალურ მკვლელობებსაც, რაც არაერთხელ მოხდა კალიფორნიის შტატში. სატანა ყველგან შლის ბადეს, რათა რაც შეიძლება მეტი უდანაშაულო ადამიანი გააბას. საგაზეთო ჯიხურები სავსეა გამოცემებით სპირიტიზმის, ზებუნებრივი მოვლენების, ოკულტური სეანსების, ცრუწინასწარმეტყველებებისა და ყოველგვარ ეშმაკეულ მოვლენათა შესახებ – ყველა ისინი სატანას ემსახურებიან, რადგან მომდინარეობენ არა სულიწმიდისგან, არამედ ამასოფლის (სატანური-ავტ.) სულით არიან გაჟღენთილნი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძრის გამომცემლობა. ლოს ანჟელესი, კალიფორნია. (იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით და რედაქტირებით).

სატანისტები ცდილობენ Halloween -ის საქართველოში დანერგვას, სარგებლობენ რა მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობითა და დასავლეთთან ინტეგრაციის ცრუ ლოზუნგებით. ამასთან, ცდილობენ შენიღბონ Halloween -ის არსი და მისცენ მას კარნავალის, გართობის იერსახე. თუმცა შარშან თბილისში ჩატარებულმა Halloween -ის ღონისძიებამ მაინც გაამჟღავნა თავისი სატანური ბუნება: ორგანიზატორებმა გამიზნულად შეარჩიეს ღონისძიების ჩასატარებლად სიონის ტაძარის სიახლოვე, შეურაცხყვეს და წაბილწეს მართლმადიდებლური სიწმინდე, ტაუალეტად აქციეს სიონის ეზო, მავანნი დაუფარავადაც უწოდებდნენ სიონის ტაძარს ტუალეტს. ამას გარდა, ღონისძიების პროგრამით დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის “დამარცხების” სიმბოლური სცენა, რომელიც ღონისძიებისთვის საგანგებოდ აგებულ სცენაზე გაითამაშეს: ბიჭი, რომელიც განასახიებედა მართლმადიდებლობას, შიშველმა გოგონებმა, - მართლმადიდებლობის სიმბოლიზებულმა მტრებმა, - ხელის კვრით ძირს დასცეს, დააცხრენ მას და გაგლიჯეს. აი, რეალურად რა სურთ Halloween -ის საქართველოში დამკვიდრების მსურველებს.

ძვირფასო თანამოქალაქენო და მშობლებო, ნუ მიიღებთ მონაწილეობას Halloween -ის რიტუალში, ნუ გაუშვებთ თქვენს შვილებს Halloween -ის “ზეიმზე”. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ და თქვენი შვილები გახდებით სატანისტური რიტუალის თანამონაწილენი, წაბილწავთ საკუთარ სულს, დააზიანებთ თქვენი შვილების სულებსა და ბუნებას, რითაც ღმრთის რისხვას დაიმსახურებთ. მართლმადიდებლებო, წინ აღვუდგეთ Halloween -ის რიტუალის დამკვიდრებას საქართველოში.

ჭიაკოკონობის შესახებ


ჩვენში გავრცელებულ წეს-ჩვეულებებს შორის ერთ-ერთს ჭიაკოკონობა ეწოდება, რომელიც ვნების შვიდეულის ოთხშაბათს (დიდ ოთხშაბათს) აღესრულება. არსი ჭიაკოკონობისა შემდეგშია: ადამიანი თავისი სახლის, ან სავაჭროს, ან მაღაზიის, ან სხვა რომელიმე დაწესებულებების წინ შებინდებისას ანთებს ცეცხლს და მას ზემოდან ახტება, თითქოსდა იმ მიზნით, რომ ასეთი საქციელი განდევნის ბოროტ სულებს, არადა ყოველივე პირიქითაა. ასეთ დროს კი არ განიდევნება ბოროტი სული, არამედ მოიხმობა, რადგანაც ჭიაკოკონობა არის ქალდეური წარმართული დღესასწაული, რომელსაც სხვანაირად “ცეცხლით განწმენდის” რიტუალი ეწოდება. ჯერ კიდევ VII საუკუნეში VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ აკრძალა ასეთი და მსგავსი დღესასწაულების აღნიშვნა. VI მსოფლიო საეკლესიო კრების 65-ე კანონი გვამცნობს: “ერთ-ერთი ძველი ჩვეულების თანახმად ზოგიერთი პირი თავის სავაჭრო დუქნებს, ან საცხოვრებელი სახლების წინ მთვარის განახლების ღამეს კოცონს აჩაღებს და მას ცოფიანებივით აქეთ-იქით ახტებიან. ამიერიდან ამ ჩვეულებას ვკრძალავთ და განვაჩინებთ: “თუ კლერიკოსი (ანუ ეკლესიის მსახური, სტიქაროსანი) ჩაიდენს ასეთ საქციელს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი – ზიარებიდან განკანონდეს...” აი ასე მკაცრად განაკანონებს საეკლესიო კანონმდებლობა იმ პირებს, ვინც ასეთ დღესასწაულებში იღებენ მონაწილეობას.

ნიკოდიმოს მილაში, რომელიც არის განმარტებული საეკლესიო კანონებისა, ზემოთხსენებული კანონის განმარტებისას ბრძანებს: “ამ კანონში საუბარია ერთ-ერთ ჩვეულებაზე იმ წარმართულ ჩვეულებათაგან, რომელთა შესახებაც უკვე საუბარი იყო ტრულის რამდენიმე კანონში. წარმართებას, ისევე როგორც იუდეველებს, ჩვეულება ჰქონდათ ედღესასწაულათ ახალმთვარის დღეს, რათა მათი აზრით, შემდეგ მთელი თვის მანძილზე ბედნიერები ყოფილიყვნენ... ამ ჩვეულების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დახლებისა და სახლების წინ კოცონს ანთებდნენ და ზემოდან ახტებოდნენ იმაში დარწმუნებულნი, რომ ამით თითქოს უბედურების ნაცვლად ბედნირებას მიიღებდნენ. ამ ჩვეულებას ზოგიერთი ქრისტიანიც იზიარებდა იმ დროს, როცა ტრულის კრება მიმდინარეობდა, რის გამოც ეს კანონი გამოიცა; იგი კლერიკოსებს განკვეთით ემუქრება, ერისკაცებს კი განყენებით – ურჩობის შემთხვევაში”.

ჩვენს სამშობლოში საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა სპარსეთისა და შემდგომ ირანის სახელმწიფოებთან. სწორედ აქედან გავრცელდა არასწორი სარწმუნოება “მაზდეანობა”, იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა. საუკუნეების წინ ირანი ფიზიკურად თუ სულიერად წამლავდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ახლა მდგომარეობა სხვაგვარია. ჩვენ, ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ და საკუთარ თავზე ვიღებთ ვალდებულებას იმის შესახებ, რომ უმწიკვლოდ და უზადოდ დავიცვათ ის სარწმუნოება, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა იესო ქრისტემ მოუტანა კაცობრიობას სულთა სახსნელად. უმწიკვლოდ დავიცვათ ჩვენი ქრისტიანი წინაპრების ის სარწმუნოება, რომლის გამოც ბევრმა მათგანმა საკუთარი სიცოცხლის ფასად აღიარა და დაამოწმა ჭეშმარიტება.

გავიხსენოთ რა მოხდა დიდ ოთხშაბათს, სწორედ იმ საღამოს, როდესაც თითქმის მთელი ქვეყანა (ზოგი გაუცნობიერებლად) გაეცნო შემაწუხებელი ყიჟინით ცეცხლს გარშემო შემოკრებილი. ამ დღეს იუდამ გასცა თავისი მოძღვარი, გაყიდა განკაცებული ღმერთი 30 ვერცხლად. ნუთუ ჩვენ ამ დღეს დავივიწყებთ ქრისტიანობას? დავივიწყებთ უფლის სახიერებას? დავივიწყებთ მისგან დაღვრილ სისხლს და “აღვიარებთ არტოშანს და შევეერთებთ უღმერთოთა?” იმ დროს როცა ქრისტიანები იხსენებენ მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებსა და საათებს, ჩვენ სად ვიმყოფებით ამ დროს? ქრისტესთან – ეკლესიაში თუ არტოშანთან (წარმართული ღვთაება) – ცეცხლის გარშემო?! დავფიქრდეთ ვისი გორისანი ვართ, ვისი სახელი გვქვია ქრისტიანისა თუ მაზდეანისა. ჩვენ ჩვენდა უნებურად ჭიაკოკონობაში მონაწილეობის მიღებით უარვყოფთ სწორ სარწმუნოებას და ვაღიარებთ უცხო მოძღვრებას, რომელიც დემონმა (ეშმაკმა) გამოიგონა.

ალბათ, ბევრ ჩვენთაგანს მიუღია მონაწილეობა ასეთ წარმართულ დღესასწაულებში. ალბათ, ბევრმა ჩვენთაგანმა შებღალა ნათლისღებით განათლებული სული ამქვეყნიური უხამსობებით. სანამ დრო გვაქვს შევინანოთ, სანამ დრო გვაქვს კვლავ განვასპეტაკოთ აღსარების საიდუმლოთი ღვთისაგან ბოძებული უკვდავი სული. უფალი ესაია წინასწარმეტყველის პირით მოგვიწოდებს: “განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოისპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა... და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებინლი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო. (ეს. 1; 16-18).


მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 02:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი