IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა.
athos
პოსტი Dec 23 2007, 11:19 PM
პოსტი #41


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



სტატია საკმაოდ ცალმხრივი და ტენდენციურია.

მოყვანილი მაგალითების უმეტესი ნაწილი პოლიტიკური ქორწინებებია და ამიტომ ნორმად ვერ ჩაითვლება (ჩვენი მეფეები და არისტოკრატები პოლიტიკის გამო მუსლიმებსაც უმოყვრდებოდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მუსლიმებთან დაქორწინებაც დასაშვებია ქრისტიანისთვის). ამასთან რიგ შემთხვევაში ავტორი თავის თავს ეწინააღმდეგება, მაგალითად როცა წერს რომ

ციტატა
ბუნებრივია, რომ თუ სიძე ან პატარძალი ჯვრისწერამდე მიიღებდა თავისი მომავალი მეუღლის სარწმუნოებას, შერეული ქორწინების პრობლემა აღარ დადგებოდა. მაგალითად, ბერტა სულბაკმა მიიღო მართლმადიდებლობა, ვიდრე იმპერატორ მანუელ კომნენოსზე დაქორწინდებოდა. მას სახელად ირინა დაარქვეს. ზუსტად იგივე გაიმეორა გერმანიის იმპერატორ ფრედერიკ II ქალიშვილმა კონსტანციამ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იოანე დუკას გაჰყვა ცოლად 1244 წელს.


თუ არანაირი განსხვავება არ არის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის და არ იყო პრობლემა შერეული ქორწინებები, მაშინ რატომ გახდა საჭირო ამ ორ (და კიდევ მრავალ) შემთხვევაში მართლმადიდებლობაზე გადასვლა?

აი კიდევ ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები:
ციტატა
XII საუკუნიდან ბიზანტიაში ძლიერდება მოძრაობა, რომელიც კათოლიკეებს მწვალებლებად თვლიდა. ამგვარად ფიქრობდნენ პატრიარქები მიქაელ III ანქიალოსი და გიორგი II ქსიფილინოსი, ცნობილი კანონისტები თეოდორე ბალსამონი და იოანე ზონარა. ბალსამონი მოითხოვდა, რომ შერეული ქორწინებისას კათოლიკე მეუღლეს აუცილებლად მიეღო მართლმადიდებლობა.

ციტატა
XI საუკუნიდან და XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე მართლმადიდებელ ეკლესიაში რომის ეკლესიის მიმართ დადებითი განწყობა დომინირებდა.

ეს მეორე წინადადება ძალიან აბსტრაქტულია, გაუგებარია რა იგულისხმება დადებით განწყობაში.
ციტატა
ქომატიანე დადებითად პასუხობს და აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელ იერარქთა დიდი ნაწილიც ამ აზრისაა, ხოლო ბალსამონის შეხედულება კი გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან არც ერთ საეკლესიო კრებას არ დაუგმია კათოლიკეები და არ უწოდებია მათთვის მწვალებლები. ამდენად, მათ შეუძლიათ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.

კრება ადასტურებს უკვე არსებულს, ახალ რამეს კი არ იგონებს. არიანელები კრების დადგენილების მერე არ გამხდარან მწვალებლები, მათი სწავლება თავიდანვე მწვალებლობა იყო. კათოლიციზმმა კი გადაუხვია კრებების დადგენილებებს და მრწამსში ახალი სწავლება შეიტანა.
თუ კათოლიკებს მწვალებლებად არ თვლიდნენ რატომ ნათლავდნენ ხელახლა ან მირონცხებით იღებდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში?

Краковский епископ Матвей в письме от 1130 года к Бернарду, аббату Клервосскому, приглашает его заняться обращением русских в латинство и утверждает, что русские латинян перекрещивают
კრაკოვის ეპისკოპოსი, კლერვოს აბატის - ბერნარდისადმი გაგზავნილ
1130 წლით დათარიღებულ წერილში სთავაზობს მას დაკავდეს რუსების კათოლიციზმში მოქცევით და ამტკიცებს, რომ რუსები ლათინებს ხელახლა ნათლავდნენ

Известно, как любезно был принят в Константинополе в 1147 году Мануилом I Людовик VII; однако описатели его похода на Восток Odo de Dioglio упоминают о том, что греки латинян перекрещивали.
ცნობილია რომ ლუდოვიკო VII დიდი პატივით იქნა მიღებული კონსტანტინეპოლში მანუილ I-ის მიერ 1147 წელს, თუმცა ამის აღმწერები აღნიშნავენ რომ ბერძნები ლათინებს ხელახლა ნათლავდნენ.

миропомазанием при приеме латинян доказывают, что эти последние – еретики. “Благочестивые постановления, – пишет святой Марк Ефесский, – гласят: еретиками называются и подвергаются законам против еретиков также и те, которые в малом отступают от правоверия. И отчего мы помазуем миром присоединяющихся от них к нам? разумеется, оттого, что они еретики”.
ლათინთა მირონცხებით მიღება ადასტურებს რომ ეს უკანასკნელნი ერეტიკოსები არიან- წერს წმ. მარკოზ ეფესელი

(ციტატები მოყვანილია მღვდელმოწამე ილარიონ ტროიცკის წიგნიდან:"ЕДИНСТВО ЦЕРКВИ И ВСЕМИРНАЯ КОНФЕРЕНЦИЯ ХРИСТИАНСТВА")

ციტატა
შეიძლება დავასკვნად, რომ ეკლესიოლოგიური და კანონიკური თვალსაზრისით 1054 წლის მოვლენა იყო არა სქიზმა, არამედ ევქარისტიული კავშირის ურთიერთგაწყვეტა ერთი ეკლესიის ორ საპატრიარქოს: რომსა და კონსტანტინოპოლს შორის. ასეთივე ფაქტს ჰქონდა ადგილი კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის XX საუკუნის 90-იან წლებში.



ეს ციტატა ხომ საერთოდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ასეთი სასაცილო რამ დიდი ხანია არ წამიკითხავს.
მოსკოვსა და კონსტანტინეპოლს შორის არავითარი დოგმატური განსხვავება არ იყო!!!

ციტატა
დღეს, XXI საუკუნეში, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებებისათვის ყოველგვარი ეკლესიოლოგიური და კანონიკური დაბრკოლებების მოხსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ერთობის აღდგენის გზაზე.

სახლს სახურავიდან არ იწყებენ, არამედ საძირკვლიდან.


შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით ასევე მინდა გამოვთქვა ჩემი საკუთარი აზრი. აქ მეზობელ,დახურულ თემაში იყო კამათი იმის თაობაზე რომ შერეული ქორწინებები იკონომიით შეიძლება იყოს დაშვებული. ვფიქრობ ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნება საიდუმლოს რიტუალამდე დაყვანის. ქრისტიანულ ოჯახს მცირე ეკლესია ეწოდება. ქრისტინული ქორწინება არის ერთობა ქრისტეში. ცოლ-ქმარს საერთო ბარძიმიც უნდა აკავშირებდეთ, სხვა შემთხვევაში იკარგება ქორწინების მისტიური მხარე. ამას ჯობია ქორწინებად იქნას მიჩნეული (და არა მრუშობად) ჯვრისწერის გარეშე, საერო კანონებით გაფორმებული ქორწინება, მსგავსი მაგალითები იყო პირველ საუკუნეებში, როცა ქრისტიან ქალებს წარმართი ქმრები ჰყავდათ (ან პირიქით).


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
RKO
პოსტი Dec 24 2007, 12:45 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 22-December 07
წევრი № 3,452



მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინების ღვთისმსახურება: სამოძღვრო წინადადებები


1 – 1976 წელს მარსელში ჩამოყალიბდა შერეული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სამოძღვრო გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო ქორწინების საღვთისმეტყველო საკითხების შესწავლა. სამი წლის მუშაობის შემდეგ ჯგუფი საჭიროდ თვლის ჩამოაყალიბოს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ძირითადად ეხება მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინების ღვთისმსახურებას.

$ 2 – ამგვარი ქორწინებების ღვთისმსახურებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს მძაფრად გრძნობს მართლმადიდებლური მხარე. წარმოადგენს რა უმცირესობის ეკლესიას, მართლმადიდებლი ეკლესია საფრანგეთში სულ უფრო ხშირად აღასრულებს შერეული წყვილების ჯვრისწერას. Oორი ეკლესიის სასულიერო პირთა შორის კავშირების სიმცირის გამო ხშირად ჩნდება სამოძღვრო პრობლემები: მართლმადიდებელ და კათოლიკე სასულიერო პირთა შორის ურთიერთშეთანხმების არარსებობა, ღვთისმსახურების რიტუალი გაუგებარი რჩება მოუმზადებელი ოჯახებისათვის, არ არსებობს დადგენილი საერთო წესები. ამასთან ერთად ორ ეკლესიაში ქორწინების საიდუმლოს ღვთისმეტყველება სრულად იდენტური არ არის.

$ 3 – სამუშაო ჯგუფში შემავალი შვიდი მღვდელი უპირველეს ყოვლისა სულიერი მოძღვრები არიან, რომელთაც კარგად ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა საეკლესიო საიდუმლოებების ღვთისმეტყველების, კანონიკური სამართლის, ლიტურგიკის, ოჯახების დამოძღვრის და ეკუმენიზმის სფეროებში. მათ სურთ შესთავაზონ განსახილველად საკუთარ იერარქიებს თავიანთი შრომის შედეგი, როგორც საეკლესიო მსახურება, რომელიც აღსრულდა ძმური ურთიერთგაგების ატმოსფეროში, შერეული ოჯახების სასიკეთოდ და მომავალი ერთობის იმედით.

აღნიშნული კვლევა შეესაბამება ვატიკანის II კრების დეკრეტს ეკუმენიზმის შესახებ (Uნიტატის რედინტეგრატიო) და მნიშვნელოვან ტექსტს, რომელიც მიღებული იქნა 1971 წელს სახელწოდებით : შერეული ოჯახების ერთობლივი დამოძღვრა; საფრანგეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კომიტეტისა და საფრანგეთის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კომიტეტის რეკომენდაციები (Dოც. ჩატჰ, 1971, პ. 716 – 72
ეკლესიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შერეულ ოჯახებზე მოწოდებული არიან ყველა დონეზე იღვაწონ ქრისტიანთა სრული ერთობის აღსადგენად.

$ 4 – სამი წლის ურთიერთთანამშრომლობის პერიოდში ქორწინების საიდუმლოსთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას მოეფინა ნათელი, მაგრამ წინამდებარე დოკუმენტი ეხება მხოლოდ შერეული ქორწინების ღვთისმსახურებას.
სამუშაო ჯგუფის წევრი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათი კვლევის საფუძველი იყო ერთის მხრივ იმპერატიული სურვილი ერთგული ყოფილიყვნენ თავიანთი ეკლესიების ღვთისმეტყველების და კანონიკური სამართლის, ხოლო მეორეს მხრივ, ლტოლვა ყოფილიყვნენ გამბედავნი ყველა შესაძლებელ შემთხვევაში. Eდა ყველაფერი ეს მორწმუნეთა სულიერი კეთილდღეობისა და მომავალი ერთობის აღდგენისათვის.

$ 5 – ჩვენი კვლევის პერიოდში მრავალი საკითხი გამოიკვეთა:

ა) არსობრივი ურთიერთთანხმობა.

ერთხმად ვადასტურებთ ჩვენს ღრმა რწმენას, რომ ორ მონათლულს შორის აღსრულებულ ქორწინებას საეკლესიო საიდუმლოებრივი ბუნება აქვს. იგი არის ხატება ქრისტესა და ეკლესიას შორის ერთობისა (ეფეს. 5). ქორწინების ღვთისმსახურება წარმოაჩენს ქრისტეს მყოფობას წყვილში და ოჯახში, აგრეთვე წყვილისა და ოჯახის ინტეგრაციას ეკლესიაში.
ამიტომ, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ამჟამინდელი ურთიერთობის სტადიაზე, შესაძლებელი და სასურველია:
-განისაზღვროს შერეული ქორწინების ისეთი ღვთისმსახურება, რომელშიც ორივე ეკლესიის სასულიერო პირები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას და რომლის დინამიზმიც ერთობისკენ იქნება ორიენტირებული,
- ერთობლივად იქნას მოსმენილი ღვთის სიტყვა,
- ერთობლივად იქნას წარმოთქმული ლოცვები ახლადდაქორწინებულთათვის.

განსხვავებები.
- კათოლიკეებისათვის ქორწინების ღვთისმსახურების გადამწყვეტი ნაწილია მომავალი მეუღლეების მიერ თანხმობის წარმოთქმა. აქედან გამომდინარეობს სიძესა და პატარძლის პრიმორდიალური როლი ღვთისმსახურებაში. ზოგჯერ მათ “საიდუმლოს აღმსრულებლებსაც” უწოდებენ, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს სასულიერო პირის როლს.
- მართლმადიდებლებისათვის ღვთისმსახურების კულმინაციას სასულიერო პირის მიერ მომავალი მეუღლეების გვირგვინის კურთხევა წარმოადგენს. სასულიერო პირის როლი აქ იგივეა, როგორც ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას. Gგვირგვინები მომავალ ცოლ-ქმარზე სული წმინდის გარდამოსვლის სიმბოლოა. სასულიერო პირის ჟესტი (და წარმოთქმული ლოცვები) სრულად შეესაბამებიან სული წმინდის მოწვევის (ეპიკლეზა) რიტუალს ევქარისტიული მსახურებისას. მეჯვარის მიერ გვირგვინების გაცვლა გამოხატავს ხალხის მონაწილეობას. ხალხი კი, როგორც ცნობილია, თვითონ აღასრულებს ყველა საეკლესიო საიდუმლოებას ეპისკოპოსისა ან მღვდლის აუცილებელი წინამდგომელობით.

გ) ევქარისტიული თანაზიარება შეუძლებელია.

Oორ ეკლესიას შორის სრული ერთობა ჯერ არ განხორციელებულა, ამიტომაც მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ღვთის სიტყვის ერთობლივი მოსმენა ვერ დაგვირგვინდება ერთი ბარძიმიდან ზიარებით, როგორც მომავალი მეუღლეებისათვის, ასევე ორი ეკლესიის სასულიერო პირებისათვის. Yყველა საეკლესიო საიდუმლო ევქარისტიის საიდუმლოსთანაა დაკავშირებული და აქედან გამომდინარე ქორწინების საიდუმლოს “თანამსახურება” არ შეესაბამება რეალურ ერთობას, ამიტომაც უნდა გამოირიცხოს.
Mმიუხედავად ამისა, საჭიროა განვიცდიდეთ ერთობის აღდგენისა და ერთი ბარძიმიდან ზიარების აუცილებლობას.

$ 6 – ქორწინების ღვთისმსახურების გრძელი ისტორია, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, ნებას გვაძლევს დავასკვნად:

ა) ქორწინების მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მიხედვით მღვდლის გადამწყვეტი როლი სრულიადაც არ ამცირებს სიძისა და პატარძლის თანხმობის მნიშვნელობას:

მათი თანხმობა გამოიხატება მართლმადიდებლური ღვთისმსახურების პირველ ნაწილში, რომელსაც “წინდობა” ეწოდება. სინამდვილეში ბერძნული სიტყვის “არაბონ” მნიშვნელობა უფრო მკვეთრია, ვიდრე წინდობა და ნიშნავს “ბეს”, “აღთქმის დადებას”. Aარაბონის მსახურებისას მამაკაცსა და ქალს შორის თანხმობის ურთიერთგაცვლა ხდება, რისი სიმბოლოცაა ბეჭდების ურთიერთგაცვლა. “ ეს წარმოადგენს საეკლესიო საქორწინო ხელშეკრულებას, რომელშიც წყვილის გარდა თვით ღმერთიც მონაწილეობს” (დეკანოზი იოანე მეიენდორფი).

სწორედ ამიტომ უწოდებს ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრების 98-ე კანონი სიძვას მამაკაცის ურთიერთობას იმ ქალთან, რომელიც სხვა მამაკაცზეა დაწინდული. ქრისტიანობის ფესვებისადმი ერთგულებით ცნობილი კვიპროსის ეკლესია “არაბონით” შექმნილი კავშირის დარღვევისათვის განქორწინების პროცედურას მოითხოვს; ელადის ეკლესია კი ამგვარი პროცედურის თავიდან ასაცილებლად “არაბონს” ყოველთვის უშუალოდ გვირგვინის კურთხევის მსახურების წინ აღასრულებს.

Uუნდა ვაღიაროთ, რომ საბერძნეთის საეკლესიო პრაქტიკაში სიძე-პატარძლის მიერ თანხმობის ურთიერთგაცვლა ექსპლიციტური არ არის (თუმცა გათვალოსწინებულია მსახურების ტიბიკონში). Eეს გარემოება საკმაოდ წარუმატებლადაა გამოსწორებული რუსულ პრაქტიკაში: XVII საუკუნეში ტიბიკონში შემოტანილ იქნა მღვდლისა და მომავალი მეუღლეების დიალოგი, მაგრამ მხოლოდ “არაბონის” მსახურების შემდეგ.

დ) კათოლიკური ღვთისმეტყველების მიხედვით სიძე-პატარძლის გადამწყვეტი როლი სრულიადაც არ აუქმებს სასულიერო პირის მნიშვნელობას და მოითხოვს მის მონაწილეობას წყვილის კურთხევისათვის. ამასთან, საჭიროა ვაღიაროთ, რომ საეკლესიო საიდუმლოს “ეპიკლეტიკური” ასპექტი არ არის გამოკვეთილი ჯვრისწერის რომაულ რიტუალში, სადაც, მეუღლეების კურთხევისათვის სული წმინდის, როგორც ასეთის, მოწვევა არ ხდება.


ეს დაკვირვებები არ გვაძლევს უფლებას სქემატურად დავუპირისპიროთ ერთმანეთს ქორწინების მართლმადიდებლური და კათოლიკური ღვთისმეტყველება. Oორივე არეგულირებს ერთიდაიგივე სიტუაციას, რომელიც მდგომარეობს ადამიანური სიყვარულის წმინდაყოფასა და კურთხევაში. Oორივე ერთნაირად მოითხოვს მეუღლეების თანხმობასა და მღვდლის ლოცვებს უფლის მიერ ოჯახის კურთხევისათვის.

$ 7 – შერეული ქორწინების ღვთისმსახურებაში ორივე ეკლესიის სასულიერო პირების გარკვეული მონაწილეობა შესაძლებლად და სასურველად მივიჩნიედ. Eეს მონაწილეობა განსაზღვრული უნდა იყოს სამი იმპერატიული პირობით:
ა) ორი ეკლესიის სასულიერო პირების მონაწილეობა არ უნდა წარმოადგენდეს თანამსახურებას.
ბ) Aარ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის მიყოლებით აღსრულდა ორი ღვთისმსახურება და ორი საეკლესიო საიდუმლოება ანუ ორმაგ ღვთისმსახურებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. G
გ) დაცული უნდა იქნეს ორივე ეკლესიის ღვთისმსახურებისათვის დამახასიათებელი რიტმი და დინამიზმი, ამისათვის მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორი რიტუალის ურთიერთშერევა, რაც გამოიწვევდა ღვთისმსახურების დაკნინებას.

$ 8 – ამ გზაზე მსვლელობისათვის საჭირო გახდა კიდევ ერთი გარემოების გათვალიწინება:

მნიშვნელოვანი ეკუმენური პროგრესი განახორციელა აღმოსავლური ეკლესიების კონგრეგაციის 1967 წლის 22 თებერვლის დეკრეტმა შერეული ქორწინებების შესახებ კათოლიკეებსა და არაკათოლიკე მონათლულ აღმოსავლელ ქრისტიანებს შორის (Aცტა Aპოსტოლიცაე შედის 1967, პ.165: Dეცრეტუმ დე Mატრიმონიის მიხტის ინტერ ცატჰოლიცოს ეტ ორიენტალეს ბაპტიზატოს ეტ ა-ცატჰოლიცოს)

დეკრეტის მიხედვით კათოლიკური ეკლესია აღიარებს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღსრულებული შერეული ქორწინების ნამდვილობას, იმ შემთხვევაშიც, როცა არ არსებობს კათოლიკე ეპისკოპოსის მიერ გაცემული კანონიკური ნებართვა, იმ პირობით რომ დაცული იქნება კანონიკური სამართლის ყველა სხვა მოთხოვნა. Eეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ მიზეზის გამოც, რათა განმტკიცდეს ქრისტიანული ძმური სიყვარული და ერთობა კათოლიკეებსა და იმ ქრისტიანებს შორის, რომელთაც კათოლიკე ეკლესია “აღმოსავლელ არაკათოლიკე მორწმუნეებს” უწოდებს.

სამაგიეროდ, თავისი კანონიკური სამართლის დღევანდელი ნორმებით, მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლის მიერ აღსრულებულ შერეულ ქორწინებას. ჩვენ ვალდებული ვართ პატივ ვცეთ ამ პოზიციას და პროგრესი გავითვალისწინოთ მართლმადიდებელი ეკლესიაში აღსრულებული შერეული ქორწინების პერსპექტივაში.

$ 9 – მიუხედავად ამისა, არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ მომავალი მეუღლეები კათოლიკური რიტუალის მიხედვით დაქორწინდნენ. ეს საჭირო იქნება მაშინ, როდესაც კათოლიკურ მხარეს არ შეუძლია განაცხადოს თავისი თანხმობის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში. აგრეთვე სასურველად მიგვაჩნია შერეული ქორწინების საიდუმლოს აღსრულება კათოლიკურ ეკლესიაში მაშინ, როდესაც წყვილში მხოლოდ კათოლიკე არის ეკლესიური.

$ 10 – როდესაც ქორწინება აღსრულებული იქნება მართლმადიდებლური რიტუალის მიხედვით და კათოლიკე მღვდლის აქტიური თანდასწრებით, შემდეგი პირობები უნდა იქნეს დაცული:

ა) კათოლიკე მხარეს წინასწარ უნდა ჰქონდეს მიღებული მართლმადიდებლურ რიტუალში მონაწილეობის კანონიკური ნებართვა: კათოლიკე სასულიერო პირმა უნდა განუცხადოს დამსწრე მორწმუნეებს, რომ მისი ეპისკოპოსის მიერ გაცემული ნებართვის თანახმად ეს ქორწინება აღსრულებულია მართლმადიდებლური რიტუალის მიხედვით, განხორციელებულია კათოლიკურ ეკლესიასთან თანაზიარებაში და სრულად გააჩნია მისი შედეგები.

ბ) ღვთისმსახურება შეიძლება აღსრულდეს კათოლიკურ ან მართლმადიდებლურ ტაძარში.

გ) ორი ეკლესიის სასულიერო პირები თავისი დასწრებით და მონაწილეობით ერთიდაიგივე ღვთისმსახურებაში წარმოაჩენენ თავიანთ სასოებას იმ ცოცხალი ერთობისადმი, რომელიც გააჩნია ორივე ეკლესიას და აგრეთვე საიდუმლოებრივ მადლს, რომელიც აკურთხებს მომავალ მეუღლეებს და რომლის მსახურებიც არიან ეს სასულიერო პირები. ის ფაქტი, რომ ისინი არ “თანამსახურებენ”, წარმოაჩენს იმ სამწუხარო გარემოებას, რომელიც არსებობს მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის ურთიერთობაში თანამედროვე ეტაპზე და გამორიცხავს ყოველნაირ “ევქარისტიულ თანაზიარებას”.

$ 11 – პირველი წინადადება.

სრულიად მიღებულია ქორწინების ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ტიბიკონის მიხედვით, როგორც მისი სტრუქტურა, ისევე მისი ტექსტები. ცხადი უნდა იყოს, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირი არის საეკლესიო საიდუმლოს ერთადერთი აღმსრულებელი. კათოლიკე სასულიერო პირის მონაწილეობა (სახარების და ეპისტოლეების კითხვა, ქადაგება და ა.შ. . . .) ინტეგრირებული უნდა იქნას ღვთისმსახურების ტიბიკონში. Eეს ყველაფერი ცერემონიის დაწყების წინ კათოლიკე სასულიერო პირმა უნდა განუმარტოს დამსწრე მორწმუნეებს.
აღნიშნული წინადადება ნათლად ადასტურებს, რომ კათოლიკური ეკლესია აღიარებს მართლმადიდებლური ტიბიკონით აღსრულებულ ჯვრისწერას: ამიტომაც აღარ არის საჭირო შერეული ქორწინების დროს ორი საიდუმლოს აღსრულება. Aამ წინადადების მიმართ არ არსებობს არც საღვთისმეტყველო, არც სამოძღვრო და არც კანონიკური შენიშვნა.
პირველი წინადადება სრულად სცემს პატივს მართლმადიდებლური ტიბიკონისათვის დამახასიათებელ დინამიზმს; ტიბიკონის ერთიანობა წარმოაჩენს საეკლესიო საიდუმლოს ერთობას. Gგარდა ამისა, იგი ნერგავს ეკუმენურ სულიერ და ჰუმანურ კულტურას ორი ეკლესიის სასულიერო პირებსა და მორწმუნეებში. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქრისტიანების წინასწარი მომზადება ამგვარ მსახურებებზე დასწრებისათვის.

$ 12 – მეორე წინადადება.

კათოლიკე სასულიერო პირი აღასრულებს ქორწინების ღვთისმსახურების პირველ ნაწილს (არაბონი ანუ წინდობა) და მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღასრულებს ღვთისმსახურების მეორე ნაწილს (გვირგვინის კურთხევა).
ქორწინების ღვთისმსახურების პირველ ნაწილში, როგორც უკვე ვნახეთ, მომავალი მეუღლეები აცხადებენ თავიანთ თანხმობას. Mმისი მნიშვნელობის წარმოსაჩენად ჩვენი წინადადებაა, რომ კათოლიკე მღვდელი აღასრულებდეს წინდობას: კათოლიკე მორწმუნეებისათვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათი მღვდელი აღასრულებს მთავარ როლს ღვთისმსახურების იმ ნაწილში, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათთვის, ამასთან კათოლიკე სასულიერო პირიც ახორციელებს იმ ფუნქციას, რომელიც შეესაბამება მისთვის ჩვეულ პრაქტიკას. რაც შეეხება მართლმადიდებლებს, მათ არ დააბრკოლეს ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირი არ აღასრულებს ღვთისმსახურების პირველ ნაწილს. Uუფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ღვთისმსახურების ენის პრობლემა, იგი მოგვარებული იქნება პირველი ნაწილის განმავლობაში.
ღვთისმსახურების მეორე ნაწილის (გვირგვინის კურთხევა) აღსრულებისას მართლმადიდებელი სასულიერო პირი შეძლებს სრულად განახორციელოს მღვდლობის საიდულმლოს არსობრივად “ეპიკლეტიკური” ფუნქცია მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით. Gგვირგვინის კურთხევა უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს უფლის მიერ იმ წმინდა მეუღლეების (აბრაამი და სარა, იოაკიმი და ანა) კურთხევის ანამნეზას, რომელთაც შვეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ამით შესაძლებელი გახადეს ღვთის სიტყვის განხორციელება. შემდეგ იგი წარმოადგენს ეპიკლეზას (ანუ მოწოდებას), რათა უფალმა განწმინდოს და განანათლოს მის მიერ შეერთებული მეუღლეები.
წინდობა და გვირგვინის კურთხევა წარმოაჩენს ქორწინების საიდუმლოს ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენდნენ ავთენტური ქრისტიანული ტრადიციის განუყოფელ ნაწილს. აღმასრულებელთა ცვლილებით ხდება ამ ორი ასპექტის გამოკვეთა რომელიმესათვის რაიმე პრივილეგიის მინიჭების გარეშე. თავიდან არის აცილებული თანამსახურების ყოველგვარი ელემენტი.
Mმიუხედავად ამისა, ღვთისმსახურების აღნიშნულმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის მიყოლებით ორი სასულიერო პირი ორ საეკლესიო საიდულმლოებას აღასრულებს. აღნიშნული სიძნელის გადასალახავად საუკეთესო საშუალებაა, რომ თვითოეულმა სასულიერო პირმა აგრეთვე მიიღოს მონაწილეობა (სახარების კითხვა, კვერექსის თქმა) ღვთისმსახურების იმ ნაწილში, რომელსაც იგი არ აღასრულებს.

$ 13 – მესამე წინადადება (მეორე წინადადების გამარტივებული ვარიანტი)

მეორე წინადადების მიხედვით კათოლიკე სასულიერო პირი აღასრულებს ღვთისმსახურების პირველ ნაწილს, ხოლო მართლმადიდებელი კი მეორეს, მაგრამ შესაძლებელია საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის კურთხევანის გამოყენება. კათოლიკე მღვდლის მიერ აღსრულებული პირველი ნაწილის განმავლობაში მართლმადიდებლურ ტიბიკონში წინდობის ორ ლოცვას შორის და ზუსტად ბეჭდების გაცვლის წინ (რაც თანხმობების გაცვლის სიმბოლოა) შეტანილი იქნება მღვდელსა და სიძე-პატარძალს შორის წინასწარი დიალოგი და აგრეთვე თანხმობების განცხადება საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის კურთხევანიდან (რატიფიკაციის ფორმულის გარეშე).
ჩვენ არ ვთავაზობთ აღნიშნულ წინადადებას რათა მართლმადიდებლურ ტიბიკონს მივუმატოთ ერთი ელემენტი, რომელიც თითქოს კათოლიკური ღვთისმეტყველების მიხედვით მას აკლია, არამედ იმიტომ, რომ ღვთისმსახურების მიმდინარეობაში არსებობდეს კათოლიკე მორწმუნეებისათვის ჩვეული რიტუალი. Uუფრო მეტიც, ორ მონათლულს შორის ქორწინების მახასიათებლების – თავისუფალი თანხმობა, ერთობა, ქორწინების დაურღვევლობა, ურთიერთდახმარება, პროკრეაცია – განცხადება ძალზე პოზიტიურ მნიშვნელობას იძენს როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკე ქტისტიანებისათვის.
A
ამგვარად შესაძლებელია ერთიანი ტიბიკონის ჩამოყალიბება:
P
პირველი ნაწილი: არაბონი – წინდობა – თანხმობების გაცვლა.
Aამ ნაწილს აღასრულებს კათოლიკე მღვდელი.
M
მისალმება ტაძარში მოსულთადმი (სიტყვას წარმოთქვამს კათოლიკე ან მართლმადიდებელი მღვდელი), გალობა.
1) სიძე-პატარძლის დალოცვა
2) კვერექსი
წმინდა წერილის კითხვა (მაგ. Dდაბ. 24: ისააკი და რებეკა).
3) პირველი ლოცვა (წარმოთქვამს კათოლიკე მღვდელი: “ღმერთო მარადიულო. . .”).
4) თანხმობების გაცვლა. Mმაგალითად:
“N და N თქვენ პირობას დებთ ერთმანეთის მიმართ. თქვენი თანხმობა თავისუფალია ყოველგვარი ძალადობისაგან?. . . დიახ.
თქვენ ერთმანეთს მისცემთ ერთგულების პირობას. მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიცავთ ამას? . . . დიახ.
თქვენ დააარსებთ ოჯახს. Mმზად ხართ რომ იტვირთოთ მეუღლეებისა და მშობლების პასუხისმგებლობა? . . . დიახ.
ღვთისა და აქ დამსწრე ადამიანების წინაშე გაუცვალეთ ერთმანეთს თქვენი თანხმობა.
სიძე : N, გსურს იყო ჩემი ცოლი?
პატარძალი : დიახ, მე მსურს, რომ ვიყო შენი ცოლი; და შენ N, გხურს, რომ იყო ჩემი ქმარი?
სიძე : დიახ, მე მსურს, რომ ვიყო შენი ქმარი.
ერთად : რათა ერთგულად გვიყვარდეს ერთმანეთი ბედნიერებასა და გასაჭირში მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში”.
5) ბეჭდების კურთხევა (მაგ. მართლმადიდებლური ტიბიკონის მეორე ლოცვა: უფალო ღმერთო ჩვენო ერთა შორის).
6) ბეჭდების გაცვლა მეჯვარეთა მონაწილეობით.
7) Lლოცვა მეუღლეთა ერთობისათვის.
L ლოცვებს წარმოთქვამს კათოლიკე მღვდელი, მაგრამ წმინდა წერილის წაკითხვა შეუძლია მართლმადიდებელ მღვდელს ან ერისკაცს.
M
მეორე ნაწილი: გვირგვინის კურთხევა.
ამ ნაწილს აღასრულებს მართლმადიდებელი მღვდელი.
1) კურთხევა.
2) კვერექსი.
3) ანამნეზის ლოცვა (ღმერთო ყოვლად წმინდაო. . . შემდეგ: კურთხეულ ხარ შენ უფალო. . .).
4) ეპიკლეზა: მღვდლის ლოცვა: “ღმერთო წმინდაო. . .”.
გვირგვინთა დადგმა.
5) ზიარება, რომელიც წარმოადგენს ქორწინების საიდუმლოს უმაღლეს მწრვერვალს, მაგრამ ჯერ ვერ განხორციელდება შერეული წყვილის შემთხვევაში.
ა) ეპისტოლეები (ეფეს. 5: 20-33).
ბ) სახარება (იოანე 2: 1-11).
გ) ქადაგება.
დ) მამაო ჩვენო. . .
ე) ბარძიმის ლოცვა: ღმერთო ყოვლისა შემოქმედო. . .
წმინდა წერილის კითხვა და ქადაგების წარმოთქმა შეუძლია კათოლიკე მღვდელს.
6) ახლადშექმნილი ოჯახის კურთხევა.
ა) პროცესია (ისაია მხიარული).
ბ) გვირგვინების მოხსნა.
გ) საბოლოო კურთხევა.
ყველა ლოცვას წარმოთქვამს მართლმადიდებელი მღვდელი.

$ 14 – ამ წინადადებებს შორის არჩევანისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადგილობრივი სიტუაცია, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის არსებული რეალური ურთიერთობები, დამოკიდებულება ორი ეკლესიის სასულიერო პირებს შორის და აგრეთვე სიძე-პატარძლის ოჯახების პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. შერეული ქორწინების ღვთისმსახურების სხვადასხვა ტიბიკონთა შორის არჩევანის შესაძლებლობა ეხმაურება სიძე-პატარძლისა და მათი ოჯახების სხვადასხვა საჭიროებას ორი ეკლესიის კანონიკური ნორმების სრული დაცვით.

$ 15 – მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინების ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების სამწლიანი კვლევის შემდეგ ჩვენს მოვალეობად ვთვლით ერთობლივად სიხარულით განვაცხადოთ, რომ ნათლად დავინახეთ ქორწინების საეკლესიო საიდუმლოების არსობრივი ერთიანობა ჩვენს ეკლესიებში. ჩვენი განყოფის მიუხედავად, რაც რთული ისტორიისა და ჩვენი ცოდვების შედეგს წარმოადგენს, ქორწინების, ისევე, როგორც ნათლობის საიდუმლო, რჩება ჩვენი ერთობის ნიშნად : ქრისტიანი მეუღლეების სიყვარული ქრისტეს მიერ ეკლესიისადმი სიყვარულის ნიშანია. იმ ეკლესიისა, რომელსაც ბიწი და ცოდვა არ ეხება, არამედ წმინდა და უბიწოა.
ჩვენი ეკლესიების შერეული ოჯახები ჩვენი სამოძღვრო ზრუნვის განსაკუთრებული ობიექტები უნდა იყვნენ, რადგან ღვთის მიერ კურთხეული მათი სიყვარული იესო ქრისტეს ეკლესიის მომავალი ერთიანობის წინახატს წარმოადგენს.


სამუშაო ჯგუფი:

მართლმადიდებელი ეკლესია
- არქიმანდრიტი სტეფანე ხარლამბიდისი, საფრანგეთის მიტროპოლიტის მთავარხუცესი – კონსტანტინოპოლის საპატრიარქო (ამჟამად ესტონეთის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის საჭეთმპყრობელი – მთარგმ.).
- არქიმანდრიტი კირილე არგენტი, მარსელის მართლმადიდებლური სამრევლოს წინამძღვარი.
კათოლიკური ეკლესია:
- მღვდელი პოლ ბლანი, მარსელის ეპარქიის გენერალური ვიკარიუსი, ნოტრ-დამ დე ლა გარდის ტაძრის წინამძღვარი.
- მღვდელი ანრი ბუისონი (იესოს საზოგადოება) – ოჯახებზე სამოძღვრო ზრუნვის რეგიონალური მდივანი.
- მღვდელი ფილიპ გერენი – წმინდა ფრანსუა-ქსავიერის წინამძღვარი – ლიტურგიკასა და საეკლესიო საიდუმლოებებზე რეგიონალური პასუხისმგებელი.
- მღვდელი შარლ სანტურიე, წმინდა ვიქტორის ტაძრის წინამძღვარი, ეკუმენიზმზე ეპარქიალური პასუხისმგებელი
- მღვდელი ანდრე ეკენროტი, ეკუმენიზმზე რეგიონალური პასუხისმგებელი, სამუშაო ჯგუფიდ მდივანი.

ფრანგული მართლმადიდებლური ჟურნალი “Contacts”, 1980, T. XXXII

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 24 2007, 12:50 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



RKO


ურა ლიბერალიზმის დონეზე კარგია, მარა ღვთისმეტყველების დონეზე - სისულელე და აბსურდი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 24 2007, 12:58 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



RKO რას ნიშნავს? რკოს თუ რაიმეს წინა ასობგერებია? (შემოკლება, რაფერც გაერო და ამფერები)

პ.ს. ბოდიშით, მხოლოდ დამაინტერესა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
RKO
პოსტი Dec 24 2007, 01:58 PM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 22-December 07
წევრი № 3,452



კანუდოსელი.

ჯვრისწერა ღვთისმეტყველება არ არის. ჯვრისწერა საეკლესიო კანონიკურ საკითხშია და არა ღვთისმეტყველება.

staywhite

რკო არის ხის ნაყოფი. ალბათ ეს იცით. მე რკო არ ვარ ცხადია, მაგრამ უბრალოდ დავირქვი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 24 2007, 02:06 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(RKO @ Dec 24 2007, 02:58 PM) *

ჯვრისწერა ღვთისმეტყველება არ არის. ჯვრისწერა საეკლესიო კანონიკურ საკითხშია და არა ღვთისმეტყველება.


არ ვიცოდი, ახლა გავიგე biggrin.gif



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 24 2007, 02:10 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მეც ახლა გავიგე რკო რა ყოფილა gio.gif

მადლობა RKO პასუხისათვის ( არადა მართლა მაინტერესებდა...).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 24 2007, 08:45 PM
პოსტი #48


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



RKO
ციტატა
რკო არის ხის ნაყოფი. ალბათ ეს იცით. მე რკო არ ვარ ცხადია, მაგრამ უბრალოდ დავირქვი.


staywhite
ციტატა
მეც ახლა გავიგე რკო რა ყოფილა




ხედავ რამხელა განათლებას გაძლევს ფორუმი? laugh.gif მაგარი ხარ!



RKO
ციტატა
მე რკო არ ვარ ცხადია,



წარმოგიდგენია? დაჟე გული დამწყდა. მე რკო მეგონე ქუდით.biggrin.gif

ბოდიშო ოფისთვის, ბოლოა


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 24 2007, 11:06 PM
პოსტი #49


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



RKO
ციტატა
ჯვრისწერა საეკლესიო კანონიკურ საკითხშია და არა ღვთისმეტყველება

კანონიკა არსებობს ღვთისმეტყველებისათვის და არა პირიქით

ასე რომ, აბსურდია ყველაფერი ეს

ისე, რაც დაწერე, ეგ ლიტურგიკაა wink.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 26 2007, 05:53 AM
პოსტი #50


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



რამდენი ხალხი დატოვე უპასუხოდ რკოკაცო biggrin.gif

ციტატა
ციტატა(RKO @ Dec 24 2007, 02:58 PM)

ჯვრისწერა ღვთისმეტყველება არ არის. ჯვრისწერა საეკლესიო კანონიკურ საკითხშია და არა ღვთისმეტყველება.

კანუდოსელი:

არ ვიცოდი, ახლა გავიგე


ციტატა
მეც ახლა გავიგე რკო რა ყოფილა


ციტატა
მე რკო არ ვარ ცხადია,

წარმოგიდგენია? დაჟე გული დამწყდა. მე რკო მეგონე ქუდით.


ამდენ წვალებას აგეხსნა რას ნიშნავს ეს რკო არ სჯობდა? მე ბევჯერ მომიწია ახსნა მერე არის სადღაც "ჩვენი ნიკები" და იქ დავწერე smile.gif

რაც შეეხება შენს პოსტს, საინტერესოა, მაგრამ ღვთისმეტყველურად სუსტია და არაფრის მთმქმელი, არ გეგონოს ზედმეტ კონსერვატიზმს ვქადაგებდეთ, საკმარისია გადაავლო ჩვენს თემებს და პოსტებს თვალი, მაგრამ ის რაც შენ დაწერე ჩვენი პოზიციიდანაც ძალიან შორსაა... უფრო, მართლა "ურა ლიბერაზმია" ვიდრე კანონიკა და მით უმეტეს ღვთისმეტყველება, გულს დაგწყვიტავ და გეტყვი არც ლიტურგიკაა მაინცდამაინც...

ციტატა
მეორე წინადადების მიხედვით კათოლიკე სასულიერო პირი აღასრულებს ღვთისმსახურების პირველ ნაწილს, ხოლო მართლმადიდებელი კი მეორეს



სრულიად მიუღებელია ეგ, საიდუმლოთა თანააღსრულება არ მოხდება მანამ სანამ კათოლიკენი არ დატოვებენ თავიანთ ცრუსწავლებებს ( არც კი მჯერა მე რომ მიწევს ამის დაწერა biggrin.gif ), უბრალოდ იმდენად ულტრაეკუმენისტურია, რომ ულტრაკონსერვატორების არ იყოს, სრულიად მიუღებელია ეს დამოკიდებულება...

მოკლედ, როდესაც დიალოგს წინ ნაჩქარევი თანალოცვები და თანამსახურებები უსწრებს, ყველაფერი უშედეგოა... მე ასე ვთვლი smile.gif

იხარე,

კაიროსი!

პ.ს.

ისე კი ვატყობ შენ სხვა საინტერესო მასალებიც გექნება, ნუ დაინანებ გვაჩვენე, მართალია კრიტიკას არ მოგაკლებთ, თუკი საკრიტიკო იქნება, მაგრამ ინფორმაცია ყოველთვის ძვირფასია, ასე რომ მადლობა ზემო დოკუმენტის დადებისათვისაც! smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 1 2008, 03:27 PM
პოსტი #51


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
როდესაც დიალოგს წინ ნაჩქარევი თანალოცვები და თანამსახურებები უსწრებს, ყველაფერი უშედეგოა... მე ასე ვთვლი

მეც მასე მიმაჩნია

P.S.
შეცდომაა - ვთვლი (რაღაც მოვლენას, აზრს, შეხედულებას)
სწორია - მიმაჩნია იგი

---> ვთვლი, მაგალითად, იხვის ჭუკებს biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 02:58 AM
პოსტი #52


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვთვლი, მაგალითად, იხვის ჭუკებს
( ალბათ კანცელიარიაში biggrin.gif )
კანონისტ, მაგ დიდ ( და მოსალოდნელი მრავალრიცხოვნების გათვალისწინებით რთულ ) საქმეს როგორც კი მორჩები, აქეთ შემოიხედე ერთი wink.gif

ძალიან გავრცელებული ფორმაა ამერიკაში, გერმანიაში და სხვა ზოგიერთ ქვეყანაში ე.წ. ფორმალური ხელმოწერა სხვადასხვა მიზნებისათვის, ქვეყანაში დარჩენა, მოქალაქეობის მიღება და ა.შ.
ახლა კითხვა, გოგონა ( ან ბიჭუნა smile.gif ) რომელმაც ხელი მოაწერა უცხოელთან ( იდეაში ფორმალურად, მაგრამ ფაქტი ხელმოწერაა), როდესაც დაქორწინდება, როგორი ჯვრისწერა უნდა აღესრლოს მასზე? ის ( საუკეთესო შემთხვევაში ) ქალწულია, იმ კაცთან არც ყოფილა, მაგრამ ამავე დროს მისი ცოლიცაა ( ფორმალურად, მაგრამ დე-იურე), დაედგმის თუ არა გვირგვინი? მე მაქვს ჩემი ვარაუდები, მაგრამ ჯერ კანონისტურები მაინტერესებს...

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 10 2008, 11:50 AM
პოსტი #53


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ახლა კითხვა, გოგონა ( ან ბიჭუნა ) რომელმაც ხელი მოაწერა უცხოელთან ( იდეაში ფორმალურად, მაგრამ ფაქტი ხელმოწერაა), როდესაც დაქორწინდება, როგორი ჯვრისწერა უნდა აღესრლოს მასზე? ის ( საუკეთესო შემთხვევაში ) ქალწულია, იმ კაცთან არც ყოფილა, მაგრამ ამავე დროს მისი ცოლიცაა ( ფორმალურად, მაგრამ დე-იურე), დაედგმის თუ არა გვირგვინი?


აქ, ჩემი აზრით, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ქორწინების ფორმა, რომლითაც ეს ფორმალური "მეუღლეები" იმყოფებიან კავშირში ერთმანეთთან. საქმე ისაა, რომ სამოქალაქო ქორწინება არ არის საღვთო საიდუმლო. ამიტომ ამ მიზნისთვის შეუძლებელია ეკლესიამ იგი დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნიოს პირდაპირი კანონიკური წესით. თუმცა, გამომდინარე ზნეობრიობიდან ეკლესიას შეუძლია (და მოვალეცაა!) მოთხოვოს ასეთ პირს სამოქალაქო ქორწინების გაუქმება (ამავე მოსაზრებაზეა პროფ. პ. ბუმისი).

რაც შეეხება გვირგვინოსნებას, რამდენადაც პირველი ქორწინება ფორმალური იყო და თან, ამასთან, არ მომხდარა საღვთო საიდუმლოს აღსრულება, სამოქალაქო ქორწინების გაუქმების შემდეგ, ასეთ პირზე უნდა აღესრულოს პირველი ქორწინების წესი, ანუ გვირგვინის დადგმა

ეს ჩემი აზრით.......


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 12:10 PM
პოსტი #54


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დავითი

მარხვაში უჩინარი გახდი? biggrin.gif
ციტატა
არ მომხდარა საღვთო საიდუმლოს აღსრულება,

კონტშეკითხვა, კი მაგრამ ეკლესია ხომ ცნობს სამოქალაქო ქორწინებას, მაგალითად, იმის საწინააღმდეგოდ რასაც ფსევდომართლმადიდებლები ავრცელებენ, თითქოსდა ჯვარდაუწერელი ქორწინება მრუშობაა, ჩვენთვის ცნობილია და აქაც ბევრჯერ დაიწერა, რომ ჩვენი მშობლები სრულუფლებიან მეუღლეებად ითვლებიან, მაშინ რაზე დაყრდნობით, არ უნდა ცნოს ის ქორწინებაა როგორც მომხდარი ეკლესიამ? ჩვენთვის ხომ ის არაა მთავარი საწოლი გაიყვეს თუ არა, არამედ ის რომ შეკრეს თუ არა კავშირი და რატომ შეკრეს ეს მეორადია და ქორწინების ცნობას არ აბრკოლებს ... თუკი ეკლესია გვირგვინს დაადგამს ( ანუ პირველი ჯვრისწერის მსახურებას ჩაატარებს), მაშინ მოტივი თუ ისაა, რომ მას ჯვარი არ დაუწერია, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ გათხოვილ ქალს, ვისაც ჯვარი არ დაუწერია, შეუძლია მეორედ გათხოვებისას პირველი ქორწინების ჯვრისწერა ჩაიტაროს, რაც აბსურდია!
,,,
აბა რას გვეტყვი smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 10 2008, 12:38 PM
პოსტი #55


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
ეკლესია ხომ ცნობს სამოქალაქო ქორწინებას, მაგალითად, იმის საწინააღმდეგოდ რასაც ფსევდომართლმადიდებლები ავრცელებენ, თითქოსდა ჯვარდაუწერელი ქორწინება მრუშობაა

ეკლესია ცნობს, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია. უფრო ზუსტი იქნებოდა: "ეკლესია უშვებს" და უშვებს იკონომიის წესით მხოლოდ.

ციტატა
ჩვენი მშობლები სრულუფლებიან მეუღლეებად ითვლებიან, მაშინ რაზე დაყრდნობით, არ უნდა ცნოს ის ქორწინებაა როგორც მომხდარი ეკლესიამ?

ესეც გადაჭარბებული ნათქვამი მგონია. თუ სრულუფლებიანი მეუღლეები არიან კანონიკური გაგებით, მაშ რაღა აზრი აქვს ჯვრისწერის საიდუმლოს, თუკი რიგით სარო-ს (ყოფ. მმაჩ-ი) შეუძლია შეცვალოს ჯვრისწერა. აქაც იკონომიაზე უნდა ვისაუბროთ მხოლოდ

ციტატა
ჩვენთვის ხომ ის არაა მთავარი საწოლი გაიყვეს თუ არა, არამედ ის რომ შეკრეს თუ არა კავშირი და რატომ შეკრეს ეს მეორადია და ქორწინების ცნობას არ აბრკოლებს ...

სწორედაც რომ აბრკოლებს! მაგალითად, ქართული სამოქალაქო კანონმდებლობით ქორწინება არის "ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით". თუკი ოჯახის შექმნა არ უდევს სამოქალაქო ქორწინებას მიზნად, ეს არის ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება კანონიკურ სამართალს, ზოგადად, 7-ვე საიდუმლოში მონაწილეობას წინ უნდა ედოს 2 საფუძველი:
ა) სრული შეგნებითი ნებელობა საიდუმლოში მონაწილეობისა
ბ) მიზანი ამ საიდუმლოთი მისაღები იურიდიული შედეგების დადგომისა

თუკი ადამიანს რომელიმე ამ საფუძველთაგანი არ უდევს საიდუმლოში მონაწილეობის დროს, პირველი რომ მას შეეფარდება მკაცრი სასჯელი, ხოლო ამავე დროს, მმართველი მღვდელმთავრის წინაშე შეიძლება დადგეს საკითხი იმის თაობაზე, შესრულდა თუ არა საერთოდ საიდუმლო.

ძირითად კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ოჯახის შექმნის მიზნის გარეშე შესრულებულ ქორწინებას და ისიც სამოქალაქოს, ეკლესია ვერ მიიჩნევს ქორწინებად. ამასთან, კანონიკური ნორმა მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს სინანული შემცველი ლოცვებით აღსრულებულ ჯვრისწერას, თუკი მექორწილე შეკრული იყო სხვა მეუღლესთან კანონიკური წესით და მოხდა ამ გვირგვინის ახდა.

შენს მიერ მოტანილ მაგალითში ჯვრისწერა შესრულდება პირველი წესით და მოხდება გვირგვინის დადგმა smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 12:47 PM
პოსტი #56


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეკლესია ცნობს, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია. უფრო ზუსტი იქნებოდა: "ეკლესია უშვებს" და უშვებს იკონომიის წესით მხოლოდ.

ცნობაა ეგ მაინც, გინდ იკონომიით იყოს და გინდ არა...
ციტატა
ესეც გადაჭარბებული ნათქვამი მგონია. თუ სრულუფლებიანი მეუღლეები არიან კანონიკური გაგებით, მაშ რაღა აზრი აქვს ჯვრისწერის საიდუმლოს,

აპაპა, ეს შეცდომაა კანონისტ! მაგაზე ადრე კანუდასამაც მიგანიშნა, ჩვენ ვცნობთ,როგორც სრულუფლებიან მეუღლეებს, რას ქვია მაშინ არასრულუფლებიანი biggrin.gif ? როგორც ეს მამა გიორგი გამრეკლემაც აღნიშნა ( ვიპოვი და დაგიწერ წყაროს), უბრალო არ მოხდა კავშირის კურთხევა, საერთოდ საკითხი ასეა როცა კაცი და ქალი ერთადაა ან მრუშობენ ან ცოლქმარია, რაღაცა შუაში არ არსებობს!

ციტატა
ოჯახის შექმნის მიზნის გარეშე შესრულებულ ქორწინებას და ისიც სამოქალაქოს, ეკლესია ვერ მიიჩნევს ქორწინებად


ე.ი. რა გამოდის, ვაწეროთ და გავაწეროთ ხელი რამდენჯერაც მოგვინდა ეკლესიისათვის მაინც სულერთია? ძალიან ხომ არ აუბრალოებ სამოქალაქო ქორწინებას კანონისტ? არ გეკამათები, უბრალოდ ჯერ კითხვებს ვსვამ...
როდესაც ეკლესია ცნობს სამოქალაქო ქორწინებას ჯვრისწერის გარეშე, როგორც ასეთს, მაშინ რატომ არ უნდა ცნოს ჩემს მაგალითში მოყვანილი ქორწინება? ანუ გეუბნები, უნდა აუკრძალოს ეკლესიამ თავის მრევლს ეს საქციელი, თუ უბრალოდ მორცხვად უნდა უთხრას, რომ მორალურად მიუღებელი საქციელია? ანუ უფრო ღრმად გეკითხები smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 10 2008, 01:06 PM
პოსტი #57


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
აპაპა, ეს შეცდომაა კანონისტ!

არ არის შეცდომა. ზუსტად რომ ეგრეა. გინახავს ბუმისის მიერ გაკეთებული ცხრილი?

ზეპირად რაც მახსოვს, დაგიწერ (კანონიერიდან უკანონსკენ):
1. პირველი წესით ჯვრისწერა
2. მეორე და მესამე წესით ჯვრისწერა
3. სამოქალაქო ქორწინება
4. მუდმივი ურეგისტრაციო თანაცხოვრება
5. ხანგრძლივი პარტნიორი (ე.წ. ბოიფრენდ-გერლფრენდი)
6. შემთხვევითი პარტნიორი (სიძვა)

ციტატა
რა გამოდის, ვაწეროთ და გავაწეროთ ხელი რამდენჯერაც მოგვინდა ეკლესიისათვის მაინც სულერთია? ძალიან ხომ არ აუბრალოებ სამოქალაქო ქორწინებას კანონისტ?

სამოქალაქო ქორწინებამ მაშინ გაიუბრალოა თავი, როდესაც N-რაოდენობით ქორწინება დაუშვა

რამდენჯერაც მოგვინდებაო, რომ ამბობ, მასე კაიროს, ჩვენი ბიჭების (სამწუხაროდ! sad.gif ) ძირითად ნაწილს I წესით ჯვრისწერის უფლება არც აქვთ, უამრავჯერ სიძვით დაცემულობის გამო, მაგრამ ეკლესია ამ შემთხვევაშიც იწყნარებს

საუბარი არაა, ისევ გიმეორებ, შენს მაგალითზე, როდესაც საერო და საეკლესიო - ორივე სამართლით ქორწინება საერთოდაც ბათილია. ანუ, ქორწინება საერთოდ არ შემდგარა.

ციტატა
უნდა აუკრძალოს ეკლესიამ თავის მრევლს ეს საქციელი, თუ უბრალოდ მორცხვად უნდა უთხრას, რომ მორალურად მიუღებელი საქციელია?

მოდი ვთქვათ ასე. სამოქალაქო ქორწინება არ არის საეკლესიო საიდუმლო. ის ეკლესიისთვის არანაირ შედეგებს არ იწვევს. ეკლესიამ მხოლოდ იკონომიის წესით შეიძლება არ ჩაუთვალოს ეს კავშირი ცოლ-ქმარს მრუშებად, თუკი მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჯვრის დაწერისა, ამავე დროს, პატიოსნად და უმწიკვლოდ შეინახეს ერთმანეთის ერთგულება და შექმნეს მყარი ოჯახი. ეს იკონომიის წესი იმოქმედებს მანამ, სანამ მათ არ გაუჩნდებათ შესაძლებლობა ჯვრისწერისა. ასეთ შემთხვევაში თუკი არ მოხდა მათზე საეკლესიო საიდუმლოს შესრულება, უკვე მათი ქმედების შეფასებათა ვექტორი ნელ-ნელა დაიწყებს წანაცვლებას ცოდვისკენ.

ამიტომ, მოყვანილ კითხვაზე ჩემი პასუხის კონტრარგუმენტად იმის მოხმობა, რომ სამოქალაქო ქორწინებას ეკლესია ცნობს, არ მიმაჩნია მართებულად. ეკლესია არ ცნობს სამოქალაქო ქორწინებას, ეკლესიას აქვს თავისი უფლის მიერ კურთხეული საიდუმლო და მხოლოდ მას ცნობს. ამიტომ, ისევ ვიმეორებ, ფორმალური ქორწინება და ისიც სამოქალაქო წესით, ვერ გახდება ეკლესიისთვის პირველი წესის ჯვრისწერაზე უარის თქმის საფუძველი.

სხვა საკითხია და უფრო მძიმე, როდესაც ჯვრისწერა ხდება ფორმალურად.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Mar 10 2008, 01:08 PM
პოსტი #58


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



KAIROS
კანონისტი
ციტატა
საერთოდ საკითხი ასეა როცა კაცი და ქალი ერთადაა ან მრუშობენ ან ცოლქმარია, რაღაცა შუაში არ არსებობს!

მე მგონი, რომ არსებობს... კანონიკურ ნორმატიული ან თეოლოგიური ფორმულირება არ შემიძლია, მაგრამ თუ:
ციტატა
უბრალოდ არ მოხდა კავშირის კურთხევა

და ეს დიდი არაფერია მაშინ რას კარგავს წყვილი იმით თუ საერთოდ არ დაიწერს ჯვარს? თუ ლაპარაკია დონეზე "უბრალოდ", მაშინ ჯვრისწერის საიდუმლოზე უარის თქმაც რაიმე პრობლემა არ უნდა იყოს ანუ შეგვიძლია ის უგულებელვყოთ, რადგანაც იურიდიული ქორწინებაც სრულფასოვანი ყოფილა.

თუმცა აქვე ვიტყოდი, რომ სრულიად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, რომ:
ციტატა
ვაწეროთ და გავაწეროთ ხელი რამდენჯერაც მოგვინდა ეკლესიისათვის მაინც სულერთია


ახლა რა გამოდის? თუ ეკლესია უარყოფითად აფასებს არაერთგზის იურიდიულ ქორწინებას/განქორწინებას (ხელის მოწერა და ხელის გაწერა) მაშინ გამოდის, რომ ნაწილობრვ აღიარებს კიდეც მას, მაგრამ არა სრულფასოვნად. არასრულფასოვნად იმიტომ, რომ იურიდიული ქორწინება ჯვრისწერის საიდუმლოსგან არ გვათავისუფლებს, მეტადრე დღევანდელ დღეს, როდესაც კომუნისტური დიქტატი აღარ არსებობს და საიდუმლოს აღსრულება უპრობლემოდ შეიძლება.

მე ვერ დავეთანხმები პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელს, რაღაც შუალედური უნდა ვეძიოთ. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 01:31 PM
პოსტი #59


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ე ვერ დავეთანხმები პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელს, რაღაც შუალედური უნდა ვეძიოთ. yes.gif

აბა რას ამბობ?
ის გამრეკელის კი არა საპატრიარქოს აზრი იყო, ნუ წერთ საოცრებებს ხალხო, კავშირისას ან ხდება მრუშობა ან არა, იქ იყო საუბარი, როდესაც არ იყო შესაძლებელი ჯვრისწერა, "უბრალოზე" კი არ უნდა გაამახვილო ყურადღება არამედ აზრზე, ანუ ჯვრისწერის საიდუმლოს თავისარიდება სხვაა და ვერ დაწერა სხვა, კავშირი კი მაინც კანონიერია!
არ არსებობს კანონიერი მრუშობა, ან იკონომიით შეწყნარებული მრუშობა, არამედ დაულოცველი კავშირი...

ციტატა
. ეკლესია არ ცნობს სამოქალაქო ქორწინებას,

კანონისტ, მთელი შენი პოსტიდან ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო...
მოდი მოგვიანებით დაგიწერ ამის შესახებ, ახლა არ მცალია, თუმცა შეგახსენებ, რომ ეგ აზრი ეწინააღმდეგება საპატრიარქოს აზრს... რომელიც ცნობს სამოქალაქო ქორწინებას---


ამაზე რას იტყვი?
ციტატა
მოტივი თუ ისაა, რომ მას ჯვარი არ დაუწერია, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ გათხოვილ ქალს, ვისაც ჯვარი არ დაუწერია, შეუძლია მეორედ გათხოვებისას პირველი ქორწინების ჯვრისწერა ჩაიტაროს, რაც აბსურდია!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Mar 10 2008, 01:33 PM
პოსტი #60


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



KAIROS
ციტატა
უნდა აუკრძალოს ეკლესიამ თავის მრევლს ეს საქციელი, თუ უბრალოდ მორცხვად უნდა უთხრას, რომ მორალურად მიუღებელი საქციელია?


OK. მოდი ასე ვთქვათ ცოლ-ქმრობა ისეთი მოვლენაა, რომ ამ კავშირს აკონტროლებს ეკლესიაც (ჯვრისწერის საიდუმლო) და სახელმწიფოც (იურიდიული ქორწინება), მაგრამ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომელიც პირდაპირ და ცალსახად კანონიკური სამართლით არ რეგულირდება, მაგრამ სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს. (მაგ. ფინანსური მაქინაცია, როდესაც საბანკო გადარიცხვებისას თანხას, რომელიც მაინც არ იანგარიშება და "გაამქრალად" ცხადდება, მძიმის იქით მე-7 თანრიგი, საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა. ძალიან ძნელია მისი კვალიფიკაცია. ეს ქურდობა არ არის, რადგან ამ თანხას არავის ვაკლებთ, ის მაინც გამქრალია. არც სხვისი ქონების მითვისებაა, რადგან ის არავის ქონება არ არის, არც იმის მითვისებაა, არც რაიმეს ხელში ჩაგდებაა, რადგან იღებ ისეთ რაიმეს, რაც უნდა გაქრეს ანუ, რაც გადაყარეს, მაგრამ ასეთი ფინ. მაქინაცია კანონით ისჯება და რა ქნას ეკლესიამ ასეთ დროს, უბრალოდ მორცხვად თქვას რომ ამორალური საქციელიაო?! მე მგონი რომ "უბრალოდ" და "მორცხვად" - არა, მკაცრად უნდა აკრძალოს, ჰოდა ასეა იურიდიული ქორწინების გაუბრალოებაც, მართალია ის კანონიკურ ნორმად ვერ ჩაითვლება, არც ჯვრისწერის საიდუმლოსგან ათავისუფლებს ვინმეს, მაგრამ როგორც სახელმწიფო ქორწინების და მორალის აბსოლუტურად უგულებელყოფა საკმაო დოზით უნდა უარყოფილ იქნეს ეკლესიის მიერაც.

ციტატა
კავშირისას ან ხდება მრუშობა ან არა

მოდი, მაშინ კონკრეტული კითხვა:

ჯვრისწერის საიდუმლო და იურიდიული ქორწინება აბსოლუტურად ექვივალენტურია?

და ქვეკითხვები:

ა) თუ აბსოლუტურად ექვივალენტურია მაშინ საკმარისია თუ არა იურიდიული ქორწინება იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ ჯვრისწერის საიდუმლოსგან?

ბ) თუ აბსოლუტურად ექვივალენტური არ არის მაშინ რა უპირატესობა აქვს ჯვრისწერის საიდუმლოს და რა დავარქვათ იმ მდგომარეობას, რომელშიც არის წყვილი, რომელმაც მხოლოდ იურიდიულად გააფორმა თავისი ქორწინება?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი