თუ ხდები სტუდენტი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თუ ხდები სტუდენტი... |
marine |
Jul 6 2022, 10:34 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბავშვობის შემდეგ ყველაზე ტკბილი სტუდენტობაა
"თუ ხდები სტუდენტი, შენი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, საჭიროებები იზრდება, მაგრამ თუ ამ ყოველივეს უნივერსიტეტი სხვა თვალით დაგანახვებს, გაგიადვილდება როგორც ადგილის დამკვიდრება, ისე შენი პროფესიის კარგად შესწავლაც. კარგი იქნებოდა, რომ სტუდენტობის წლები დიდხანს გრძელდებოდეს, რადგან ცოდნასთან ერთად, მეტ მოგონებებს დავაგროვებდით, მეტ ადამიანს გავიცნობდით, სწავლით მეტ სიამოვნებას მივიღებდით და უკეთ შევიცნობდით საკუთარ თავს. ეს უკანასკნელი კი ცხოვრების მთავარი მიზანია. მთავარია ადამიანს უყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. ეს კი სრულიად საკმარისია მისი, და არა მხოლოდ, წარმატების, ბედნიერებისა და უკეთესი მომავლისათვის! ასე რომ, გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, სადაც აკეთებთ და ეცადეთ, თითოეული დღე გამოიყენოთ იმისათვის, რომ გახდეთ უკეთესი, ვიდრე იქამდე იყავით" /ეკა შამხალაშვილი, SANGU-ს სტუდენტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 28 2022, 05:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სტუდენტობა ცხოვრების საუკეთესო წლებია"
"სტუდენტობის წლები თავისთავად უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ყალიბდება მისი მსოფლმხედველობა. პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში დიდი როლი ენიჭება გარემოს, რამდენად ჯანსაღია იგი, ფასეულობათა და ღირებულებათა რა სისტემა აქვს, რამდენად მზრუნველი და თბილია" /ნინო აბრამიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sabaaaa12 |
Feb 24 2023, 05:03 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 24-February 23 წევრი № 15,346 |
კი ნამდვილად, თუმცა პროფესიის სწორად შერჩევაც მნიშვნელოვანია, სოციალური მედია მარკეტინგი ნამდვილად კარგი სფეროა.
|
marine |
Feb 24 2023, 08:30 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კი ნამდვილად, თუმცა პროფესიის სწორად შერჩევაც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, საბა, გეთანხმებით, უმნიშვნელოვანესია!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 1 2023, 07:38 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აი, რჩევა [მამა სერაფიმე როუზის] რასაკვირველია, სტუდენტური ცხოვრება ცდუნებებით არის სავსე, მაგრამ გახსოვდეთ: სწავლა თავისთავად სასარგებლოა და შეიძლება გამოგადგეს ქრისტიანულ ცხოვრებაში. გაექეცით დროის ფუჭ კარგვას და ცდუნებებს... უღმერთო გარემოშიც კი შეიძლება "გამოისყიდო დრო", ამბობდა წმინდა პავლე მოქიცული და ისარგებლო რაიმეს სწავლის შესაძლებლობით".
მამა სერაფიმემ გაუმეორა ქრისტეს რჩევა, "არ ეზრუნა ხვალინდელ დღეზე" კოლეჯის შემდეგ მომავალზე ფიქრით შეწუხებულ სტუდენტს: "არ იცით, რა გააკეთოთ მომავალში?.. დაამთავრეთ სწავლა და მიენდეთ ღმერთს, იგი გამოაჩენს გზას... ჩვენ არ მოგვეცა მომავლის ცოდნა, მაგრამ იცოდეთ, თუ გიყვართ ღმერთი, მისი მართლმადიდებელი ეკლესია და მოყვასი, იგი მოგიძებნით გამოყენებას" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 21 2024, 04:52 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იცით, რამდენი სტუდენტია, გამოცდისათვის კარგად რომ მოემზადა, ყველაფერი ზეპირად ისწავლა და მაინც ჩაჭრისა ეშინია?! მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად სწავლა შეუძლიათ, ასეთ სტუდენტებს შიში პანიკაში აგდებთ. თუმცა, მათ რომ სიმდაბლით ითხოვონ: "ილოცეთ, იმიტომ, რომ ჩემით კარგად სწავლა არ შემიძლია, თქვენი ლოცვა კი გამოცდებს ჩამაბარებინებს!" სიმდაბლის გამოიოსობით ისინი ღვთის მადლსა და საღმრთ განათლებას მიიღებენ. გარდა ამისა, მანამდე, ვიდრე გამოცდაზე გავიდოდნენ, სტუდენტებმა თავიანთი მფარველი წმინდანის მიმართ უნდა ილოცონ და ისიც მათი რწმენისა და ღვთისმოსაობის მიხედვით შეეწევა"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 15 2024, 04:59 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეოთხე კურსზე გახდი სტიპენდიანტი, რა შეცვალა შენს სტუდენტურ ცხოვრებაში სტიპენდიანტობამ?
- წლევანდელი წელი, სწორედ ამიტომ, ჩემთვის ემოციურად ყველაზე დატვირთული იყო, ვფიარობ, სტიპენდიანტობა ძალიან დიდი მოტივაციაა სტუდენტისთვის. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ სტიპენდიანტი გავხდი, პასუხისმგებლობაც უფრო გაიზარდა, რადგან მიყვარს, როდესაც ვამართლებ ოჯახის წევრების, მეგობრების, ლექტორების იმედებს. მართლაც, წვრილმანებშია ბედნიერება. - გარდა შრომისმოყვარეობისა, რომელიც თავისი მნიშვნელობით შეუცვლელია არა მხოლოდ სტუდენტის, არამედ ყველა მიზანდასახული ადამიანისთვის, შენი აზრით, კიდევ რა თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად? - მიზანდასახულობა, საკუთარი თავის რწმენა და პასუხისმგებლობის გრძნობა, ვფიქრობ, თუ ეს სამი თვისება გაქვს, აუცილებლად იქნები წარმატებული. - რა შეგიძლია ურჩიო მომავალ სტუდენტებს? - ყველა მომავალ სტუდენტს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ ორი მნიშვნელოავნი გადაწყვეტილების მიღებისას. ესენია: პირველი, პროფესიის არჩევა შინაგანი ხმის კარნახით, სურვილის შესაბამისად და მეორე, უნივერსიტეტის სწორად შერჩევა, რათა შემდეგ შეძლონ თავიანთი მიზნების განხორციელება და მომავლის სწორად დაგეგმვა. თითოეული სტუდენტის წარმატებას ვუსურვებ, დიდ სიყვარულს ვუცხადებ აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა მეგობრული დამოკიდებულებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ ასე ძალიან მიყვარს SANGU." /სტუდეტნტი თათია ჯანხოთელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი