თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ბიბლიოთეკა _ მარკოზის სახარების განმარტება (ქართულად)

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 25 2010, 06:35 PM

დიდი მადლობა ჩვენს ფორუმელს tamuna m-ს, რომელმაც არ დაიზარა და აკრიფა ეს წიგნი. მე შევასრულე უბრალოდ ტექნიკური სამუშაო, ძირითადი საქმე თამუნამ გააკეთა. მალე დაიდება ჩვენს ბიბლიოთეკაშიც. აქ კი დავწერ წიგნის წინასიტყვაობას.


წინასიტყვაობა

მარკოზის წმინდა სახარება დაიწერა რომში, ქრისტეს ამაღლებიდან ათი წლის შემდეგ. მარკოზი იყო მოწაფე და მიმდევარი პეტრესი, რომელსაც პეტრე თავის შვილსაც კი უწოდებს (ცხადია სულიერს). ასევე იწოდებოდა ის იოანე ღვთისმეტყველის მიერაც; იგი იყო ბარნაბა მოციქულის ძმისწული და პავლე მოციქულის თანამგზავრი. მარკოზი უმეტესად იმყოფებოდა პეტრესთან, რომელთან ერთადაც იყო რომში. ამიტომაც მორწმუნენი რომში სთხოვდნენ არა მხოლოდ ექადაგა მათთვის, არამედ გადმოეცა კიდეც მათთვის ქრისტეს საქმეები და ცხოვრება წმინდა წერილით: იგი როგორღაც მაინც დათანხმდა ამაზე და დაწერა კიდევაც. ამასობაში პეტრეს ღმერთმა გამოუცხადა, რომ მარკოზმა დაწერა სახარება. განიხილა რა მან ეს სახარება, პეტრემ დაამოწმა, რომ იგი ჭეშმარიტია. შემდეგ გააგზავნა მარკოზი ეპისკოპოსად ეგვიპტეში, სადაც მან თავისი ქადაგებით დააფუძნა ალექსანდრიის ეკლესია და განანათლა ყველა „შუადღის ქვეყნის“ მცხოვრებნი. ამ სახარების გამორჩეული თვისებებია არსებითი სიცხადე და არარსებობა რაიმე ძნელად გასაგებისა. ამასთან, მოცემული მახარებელი თითქმის ემთხვევა მათეს, გარდა იმისა, რომ მათეს მიერ დასაწყისში მოხსენიებულია ქრისტეს ხორციელი შობის შესახებ. მარკოზ მოციქულმა წინასწარმეტყველ იოანეთი დაიწყო. აქედან ზოგიერთნი, არც თუ უსაფუძვლოდ, ხედავენ შემდეგ მინიშნებას მახარებელში. უფალმა, მჯდომარემ ქერუბიმთა ზედა, რომელთაც წმინდა წერილი ოთხსახოვნად წარმოგვიდგინეს (ეზეკ. 1, 11), ოთხგვარი სახარება მოგვცეს, რომელიც ერთი სულითაა შთაბერილი. ამგვარად, თითოეული ქერუბიმის ერთი სახელწოდება ლომის მსგავსად, მეორე - ადამიანის მსგავსადაა, მესამე - არწივისა, ხოლო მეოთხე - ხბოსი; ასეა სახარების ქადაგების საქმეშიც. იოანეს სახარებას აქვს ლომის სახე, ვინაიდან ლომი არის სახე სამეფო ძალაუფლებისა. ასევე იოანემაც დაიწყო სამეფო და სამეუფეო ღირსებით, ღმერთის სიტყვით, თქვა: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“. მათეს სახარებას აქვს ადამიანის სახე, რადგან იგი იწყება სიტყვის (ანუ ქრისტეს - ტექსტის ამკრეფი) ხორციელი შობით და განკაცებით. მარკოზის სახარება შედარებულია არწივთან, რადგან იგი იწყება წინასწარმეტყველებით იოანეზე : ხოლო ნიჭი წინასწარმეტყველების მადლისა, ისევე როგორც მახვილი მზერისა და შორეული მომავლის ჭვრეტისა, შეიძლება არწივს შევადაროთ, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ იგი დაჯილდოვებულია ყველაზე მახვილი მზერით, ისე, როგორც ერთადერთი ყველა სულდგმულს შორის, თვალმოუჭუტავად უმზერს მზეს. ლუკას სახარება ხბოს მსგავსია, რადგან იწყება ზაქარიას ღმრთისმსახურებით, რომელიც ერის ცოდვების გამო გუნდრუკს აკმევდა: მაშინ მსხვერპლად ხბოსაც სწირავდნენ. ამგვარად მარკოზი იწყებს სახარებას წინასწარმეტყველებით და წინასწარმეტყველებს ცხოვრებით. მაშ, უსმინე რას ამბობს!

http://allshares.ge/download.php?id=16E12F0D45


პოსტის ავტორი: odishari თარიღი: May 29 2010, 09:59 AM

აბე

დიდი მადლობა. მჭირდებოდა და ვეძებდი.

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Oct 9 2010, 08:30 PM

იქნებ განაახლოთ ლინკი......

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 12 2010, 12:08 AM

http://www.orthodoxy.ge/tserili/teofilaqte/markozi/sarchevi.htm

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Oct 12 2010, 12:28 AM

tamuna m
დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: თამას თარიღი: Jul 27 2013, 02:12 PM

ზემოთ რაც გიწერიათ, ეგ ბმული აღარ მუშაობს, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამით - http://ganmarteba.blogspot.com/p/markozis-saxarebis.html

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)