IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მამა პაისი მთაწმინდელი
marine
პოსტი Oct 5 2016, 12:57 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის კეთილმოკრძალება ჩანდა ხატების მთხვევისას, როგორ იღებდა სეფისკვერს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2016, 10:16 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერის მოწიწება იწყებოდა მცირე და უმნიშვნელო საგნების მიმართ და მთავრდებოდა უფრო არსებითით და სულიერით. ამბობდა: "თუ ადამიანი უპატივცემულოდ ეპყრობა მცირეს, შესაძლოა ეს უპატივცემულობა უფრო მნიშვნელოვან და წმინდა საგნებზეც გადავიდეს. კაცი მერე მიხვდება თავის საქციელს, თავსაც იმართლებს, - ეს არ არის საშინელებაო და ამის მერე სრულიად უპატიოდ მოეპყრობა საღმრთო საგნებს, გახდება უკრძალველი, უსინდისო, უღმერთო".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2016, 09:47 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მშვიდობა მთელ მსოფლიოში მაშინ დადგება, როცა სიმშვიდე შიგნით გვექნება, მშვიდობისთვის მებრძოლი ორგანიზაციები ვერ დაგვეხმარებიან".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2016, 08:19 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისიც, "იყო რა აღუძვრელი გულით, მისი გარეგნული კაცი ესაუბრებოდა ადამიანებს, შინაგანი კი ღმერთს" (წმინდა ისააკ ასური)".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2016, 02:59 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავის კალივაში მამა პაისი ღრმა უდაბნოში ცხოვრობდა, ვინაიდან გული მისი ვნებებისგან დაიცალა და გონებით მყუდროება მოიპოვა. იმ მდგომარეობამდე მივიდა, ერთდროულად ადამიანებთანაც იყო და განმარტოებულიც გახლდათ. თავისი ცხოვრებით შეძლო აესრულებინა მცნება ისააკ ასურისა: "ყველა კაცის მეგობარი იყავი და ამავე დროს განმარტოვდი შენს გულისთქმებთან".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2017, 08:17 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საავადმყოფოში ბერმა გაიცნო და სულიერად დაუახლოვდა რამდენიმე ღვთისმოშიშ და მონაზონთა მოყვარე გოგონას, რომლებიც ნახულობდნენ მას და ოპერაციისას სისხლიც გადაუსხეს. მადლიერი მამა პაისი შემდგომში სულიერად შეეწეოდა მათ. ბერი დაეხმარა გოგონებს, სამონაზვნო ცხოვრებისთვის შესაფერისი ადგილი მოეძებნათ. ასე დაარსდა წმინდა ნათლისმცემლის სახელობის ცნობილი ისიქასტრიუმი სალონიკის ახლოს, სუროტაში. შემდგომში მამა პაისი სულიერად ხელმძღვანელობდა ისიქასტრიუმის დედებს, გარდაცვალების შემდეგ აქ დატოვა თავისი მრავალტანჯული სხეული. ხატოვნად რომ ვთქვათ, დებისგან მან სისხლი მიიღო და სანაცვლოდ სული მისცა, ანუ სულიერად შეეწია."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2017, 06:04 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის წინაპრები კეთლმოკრძალებულნი იყვნენ. ბებიამისს, ჰაჯი-ქრისტინეს ეკუთვნოდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მცირე ტაძარი, სადაც დროდადრო განმარტოვდებოდა და მარხვასა და ლოცვას იყო მიცემული. ერთ ზამთარს თოვლმა საყდარი დაფარა და ჰაჯი-ქრისტინეც შიგ მოიყოლა. სანამ გამოთხრიდნენ, ყოველ დილით ქალს ფანჯრის რაფაზე ცხელ-ცხელი პური ხვდებოდა. ისიც ლოცულობდა და კრძალვით მიირთმევდა ამ პურს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2017, 11:20 AM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მებრძოლებმა კანდელები და სასანთლეები იყიდეს მთებში ჩაკარგული იოანე ნათლისმცემლის ტაძრისთვის, რომლის გვერდითაც მათი ნახევარბატალიონი იყო დაბანაკებული. ზამთარი იყო, ამ დროს მათთან მეტრანსპორტეები მოვიდნენ - ასე ეძახდნენ ქალებსა და ბავშვებს, რომელთაც მათთვის ჯორებით საბრძოლო მასალები და სურსათი მოჰქონდათ. საცოდავებმა ნაძვის ტოტებით საფარი მოაწყვეს და ღამის გასათევად იქ დარჩნენ.

ნახევარბატალიონში ერთი უმცროსი ლეიტენანტი ჰყავდათ, რომელიც მხეცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. გადაეკიდა ერთ გოგონას - თანაცხოვრებას აიძულებდა. ქალიშვილს კი ცოდვის ქმნას სიკვდილი ერჩია და მთებში გაიქცა. მის კვალს ერთი დედაბერი გაჰყვა. ხეტიალისას სწორედ იმ ტაძარს მიადგნენ, კარი დაკეტილი დახვდათ. იმავე ღამეს არსენს [ღირსი პაისი ათონელი] ტაძარში წასვლისა და კანდელების ანთების სურვილი გაუჩნდა. მიუხედავად დიდი თოვლისა, გზას გაუდგა. ტაძრის წინ სიცივით გალურჯებული ქალები დახვდნენ. შიგნით შეიყვანა, გაათბო. გონს რომ მოვიდნენ, ქალიშვილმა ყველაფერი მოუყვა და ბოლოს თქვა: - მე რაც შემეძლო, გავაკეთე, დანარჩენი ისე იყოს, როგორც ღმერთს უნდაო. გული მოუკვდა არსენს და უთხრა, - დამთავრდა თქვენი ტანჯვა, ხვალ შინ იქნებითო. მართლაც, მეორე დღეს ისინი შინ გაუშვეს. ლეიტენანტმა კი, თავისი დანაშაული რომ დაემალა, აქეთ არსენს მოუგონა: ეკლესიაში ჯორები შეიყვანაო. "როგორ, ნუთუ ასეთი უსინდისო გგონივარ, ტაძარში პირუტყვი შევიყვანო?" - უთხრა გაოცებულმა ლეიტენანტს. სხვისი ცოდვა არ გამოამჟღავნა, მაგრამ თავი მაინც იმართლა, რადგან ღვთის სახლის წაბილწვას აბრალებდნენ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2017, 12:24 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ერთმა ჯგუფმა მოინახულა მამა პაისი, ყველანი ერთად დასხდნენ არქონდარიკში, ღია ცის ქვეშ. მამა პაისიმ სტუმრებს ცივი წყალი და კოლოფით ლუქუმი მიართვა. ერთ მათგანთან როცა მივიდა, ლუქუმი მიწაზე დააგდო, ფეხით გათელა, მიწას შეურია, მერე აიღო და სტუმარს მიაწოდა. ის დაიბნა და გაკვირვებულმა ჰკითხა: "მამაო, ასეთი ჭუჭყიანი როგორ შევჭამო?" მამა პაისიმ უპასუხა: მაშ, რატომ აძლევ ჩვენს ახალგაზრდებს შენს ბინძურ ნაწარმოებებს და განხრწნი?
ეს კაცი სცენარისტი გახლდათ და უწესო შინაარსის სცენარებს წერდა ფილმებისთვის."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 11:30 AM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსენს [ღირსი პაისი ათონელს] ძალიან უყვარდა ნათესავები. ეშმაკიც თავიდან მათზე მოგონებებით აწამებდა მორჩილს, ძილში ხან ავადმყოფებს აჩვენებდა, ხანაც გარდაცვლილებს, ამით ცდილობდა მის შეშინებას. მაგრამ არსენი მშვიდად ეუბნებოდა: "მოდი, როცა ღმერთი მავიწყდება, შენ მეხმარები, გავიხსენო და ვილოცოო".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2017, 04:44 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი პაისი ყოველთვის მოგვიწოდებდა კეთილსინდისიერად გვეშრომა, ღმერთი რომ არ გაგვენაწყენებინა; კერძოდ, ის ამბობდა: "ვიცი, რომ ჯოჯოხეთის ღირსი ვარ, მაგრამ არ მინდა ჯოჯოხეთში მოხვედრა, ქრისტეს რომ არ ვაწყენინო".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2017, 01:03 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ყველასთვის (ეშმაკისთვისაც კი) შემამსუბუქებელ გარემოებებს უნდა ეძებდეთ. საკუთარი თავი კი არასდროს გავამართლოთ. საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება არ შეიძლება".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2017, 10:26 AM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთისმშობელი კალივის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში გამოეცხადა მამა პაისის. უფლის დედა რომ დაინახა, ბერმა თავმდაბლად მიმართა: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ეს ადგილი ჭუჭყიანია და მე თვითონაც ბინძური ვარ". მამა პაისის გამოცხადების ადგილას ყვავილების დარგვა სურდა, ფეხი რომ არავის დაედგა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2017, 11:15 AM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ იუნგა არ ყოფილხარ და პირდაპირ კაპიტანი გახდი, რჩევა მაინც ჰკითხე ზღვაოსნობაში გამოცდილებს, რომ არ ჩაიძირო შენს მეზღვაურებთან ერთად."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2017, 09:45 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანს შეუძლია, ერთ წუთში ან ანგელოზად იქცეს ან ეშმაკად - სიმდაბლით ან ამპარტავნებით".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2017, 11:20 PM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნუ მისცემთ ძაღლებს სიწმინდეს

როცა ხალხი ავადმყოფების სამოსს გაძლევთ წმინდა ნაწილებზე საკურთხებლად დასადებლად, ყურადღებით დააკვირდით, რომ მხოლოდ მაისური იყოს და არა ქვედა საცვალი. სხვა რამე არ გამოდგება - ეს უკრძალველობაა. მზეს ვერ გააჭუჭყიანებ, ასევე ღმერთსაც ვერ გააშავებ. ამგვარი უკრძალველობით არაწმინდა სული გვეუფლება.

ადრე, როცა ვინმე ავად ხდებოდა, ხალხი თავისი სახატის კანდელიდან ზეთს იღებდა, იცხებდა და იკურნებოდა. ახლა კანდელი მხოლოდ ფორმალურად, გასანათებლად ანთია, კანდელის გარეცხვისას შიგ ჩასხმულ ზეთს ნიჟარაში ღვრიან. ერთ დიასახლისს ვკითხე, - წყალი სად მიდის-მეთქი და კანალიზაციაშიო. როცა შვილები ავად გყავს, კანდელის ზეთს ჯვრის სახით სცხებ, ხოლო როცა კარგად არიან, ზეთს კანალიზაციას ატან. ამის შემდეგ როგორ პოვებ განმართლებას და როგორ მოვა შენს სახლზე ღვთის კურთხევა?

დღევანდელ სახლებში არ არის ადგილი, სადაც ნაკურთხ ნივთს შეინახავენ, მაგალითად, ქაღალდი, რომელშიც სეფისკვერია გახვეული. მახსოვს, ჩვენ სახლში კანალიზაციაში ჭურჭლის ნარეცხ წყალსაც კი არ ვუშვებდით, სხვა ადგილას ვასხამდით, ვინაიდან, როცა ჭამის წინ და მერეც ვლოცულობთ, ნამცეცებიც იკურთხება. ყველაფერი ეს დაიკარგა, ამიტომაც მიდის საღვთო მადლი და ადამიანები ეშმაკეულდებიან.

ვეცადოთ, ყველაფერს ყურადღებით მოვეპყროთ. კარგი იქნება, თუ წმინდა ზიარების ან სეფისკვერის მიღების და ზეთისცხების შემდეგ ხელს სპირტიანი ბამბით გავიწმენდთ და მერე დავწვავთ. როცა საკურთხეველს ვასუფთავებთ, ყველაფერი, რაც დასუფთავების შემდეგ გროვდება, ზღვაში უნდა გადავყაროთ ან წმინდა ადგილას დავწვათ, ვინაიდან იატაკზე შეიძლება სეფისკვერის ნამცეცი ანუ უფლის სხეულის უმცირესი ნაწილი იყოს დავარდნილი. რა თქმა უნდა, თუ იატაკზე წმინდა სხეულის მცირე ნაწილი ეცემა, ამით ქრისტე არ ითრგუნება, მაშინ ჩვენგანვე გავა ღვთაებრივი მადლი.
- მამაო, ერთმა ქალბატონმა გვთხოვა, წმინდა არსენის ხატი დაგვეწერა მისი სასტუმრო ოთახისთვის.

- რაო, იქ მხოლოდ ხატები იქნება? ანდა ამ ოთახში სიგარეტს არავინ მოსწევს? დაე, ეს ხატი სხვა ოთახში, კიოტში სხვა ხატებთან ერთად დააბრძანოს და იქ ილოცოს. ერთ სახლში სახატე კიბის ქვეშ მოეწყოთ, სხვაგან კი სახლის პატრონს კანალიზაციის მილის წინ გაეკეთებინა სახატე. როგორ მოიფიქრე ასეთ ადგილას სახატის მოწყობა-მეთქი. ასე მომწონსო. თანაც სახლში ჩრდილოეთით იყო ეს კუთხე და არა აღმოსავლეთით! აბა, ამის შემდეგ მადლი როგორ მოვა! წმინდა წერილი ბრძანებს: "რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა იგი აქუს, მოვეეღოს მას" (მათე 13,12). ჩვენ ვფიქრობთ, გვაქვს რაიმე, მაგრამ ისიც კი, რაც გვაქვს, წაგვერთმევა.

კეთილმოკრძალება ნელ-ნელა იკარგება და ბოროტება, რომელსაც ვხედავთ, ამისგან ხდება. უყურადღებობისგან შეიძლება ეშმაკეულიც გახდე. ერთი ქალბატონი, - ღმერთმა შეუნდოს, უკვე გარდაიცვალა, - ეშმაკეული გახდა იმის გამო, რომ ნაკურთხი წყალი ხელსაბანში ჩაასხა. მას ბოთლში მცირეოდენი ნაკურთხი წყალი შერჩენოდა: "ეს წყალი უკვე დაძველდა და გადავღვრი, თანაც ბოთლიც მჭირდება". გადაღვარა, ბოთლიც გამორეცხა და ეშმაკეული გახდა. განვიდა მადლი, რადგან მადლი არ რჩება უკრძალველ კაცთან.

საღმრთო მადლი როგორ მიუახლოვდება მას, ვინც სიწმინდეებს კეთილმოკრძალებით არ ეპყრობა? საღმრთო მადლი წავა მასთან, ვინც მას პატივს მიაგებს. "ნუ დაუგებთ სიწმინდეს ძაღლებს", - ამბობს წმინდა წერილი. წარმატება შეუძლებელია იქ, სადაც სულიერი სიფაქიზე არ არის. ერთმა ათონელმა ბერმა რომელიღაც ტაძრიდან სტასიდია წაიღო და თავის ტაძარში დადგა. მეორემ კი საკურთხევლის ზემოთ ტაძრის ქვის ფილებს სახურავი ააძრო და თავისი კელიის აივანი გადახურა. გაწვიმდა. აწვიმს წმინდა ტრაპეზს! შევედი შიგნით და რას ვხედავ. ტაძარი დიდი წესით არის ნაკურთხი, ტრაპეზის ცენტრში წმინდა ნაწილია ჩატანებული. ავიღე ეს ნაწილი, განსაკუთრებულ ადგილას განვბანე. "ეს რა ჰქენით, - ვუთხარი ამის ჩამდენს, - სახურავი ააძრეთ და წყალი წმინდა ტრაპეზს ესხმება!" ამის მერე ხალხი გაგზავნეს და სახურავი ცოტათი მოაწესრიგეს. ვინც ამას აკეთებს, თვითონაც ვერ ხვდება, რამდენად უკრძალველად იქცევა...

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2017, 11:39 AM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისისთან ერთი ახალგაზრდა მივიდა, გრძელი თმა ცხენის კუდივით ჰქონდა შეკრული. ბერმა ჰკითხა, რას საქმიანობო. სტუდენტი ვარო. "რამდენი გამოცდა დაგრჩა?" - ჰკითხა კვლავ. რვა, - უპასუხა ყმაწვილმა. თუ გინდა, რომ ყველა ჩააბარო, თმა უნდა მოიკვეცოო, გაეხუმრა მამა პაისი. ახალგაზრდამ ეს კურთხევად მიიღო, მეგობრებს მოუყვა და ისინიც მოდიოდნენ ბერთან ამგვარი კურთხევის მისაღებად. "თმას ვაგროვებ, რომ მერე მელიებს გადავუნერგოო", - ამბობდა ღიმილით. ესეც უთქვამს, - თუ გადარჩენა მიწერია, ეს დედების ლოცვით მოხდება. იცი, რამდენია მადლიერი, რომ მათ შვილებს თმა შევჭერი და ყურები გამოვუჩინე?"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 28 2017, 01:16 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეტეორას წმინდა სამების მონასტრის ბერი იოანე მოწმობდა: "ამერიკაში საავადმყოფოში მოვხვდი. კვიპროსელმა ეკატერინემ მომინახულა და მთხოვა, საბერძნეთში როცა დაბრუნდები, მამა პაისის წერილი გადაეციო.
ათონზე მამა პაისის სანახავად მივედი. ბერმა კალივის ზღურბლზევე მკითხა: - ეკატერინეს რატომ გამოართვი ის წერილი, რომელშიც ასი დოლარი იდოო. გახსნა წერილი, იქიდან ასი დოლარი ამოიღო, მომაწოდა და მითხრა, - "ახლა გზაზე შეგხვდება მამა ზ-ე, მიეცი მას ეს ფული, რათა სქემა იყიდოს და დიდსქემოსანი გახდეს. თან უთხარი, რომ ნუ განმიკითხავს".
მართლაც ასე მოხდა. მამა ზ-ე გაოცებული დარჩა, ვინაიდან არავინ იცოდა, რომ დიდი სქემის მისაღებად ემზადებოდა. იგი მამა პაისისთან წავიდა და მრავალგზის განკითხვისთვის შენდობა სთხოვა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2017, 09:19 AM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხვა დროს მამა პაისიმ წინასწარ დაინახა, რომ მასთან ცნობისმოყვარეობის გამო მოდიოდნენ ყმაწვილები, რომელთაც სულიერი საკითხები არ აინტერესებდათ. დღე რომ ტყუილად არ დაეკარგა, ბერმა ჩანთაში ჩაიდო ფსალმუნი, დაკეტა კელია და ტყეში წავიდა. კარზე კი წარწერა გამოაკრა: "ზოოპარკი დაკეტილია, მაიმუნები შინ არ არიან". მაიმუნად ის თავის თავს თვლიდა, რადგან ცნობისმოყვარეობის საგანი გამხდარიყო ზოგიერთისთვის. ყმაწვილები ბერის წერილმა გონს მოიყვანა, მიახვედრა შეცდომას და ახლა უკვე მხოლოდ სულიერი სიკეთისათვის მოიხილავენ ხოლმე ათონს. "


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2017, 11:47 AM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, როცა ბერი [ღირის პაისი ათონელი] ჯვარიპატიოსნის კელიაში ცხოვრობდა, კარს ვიღაც მიადგა. ბერმა გაიხედა სარკმლიდან, შეათვალიერა მოსული და ჩაილაპარა: "ოლარი აცვია, მაგრამ მღვდელი არ არის". შემოუშვა. საუბარში სტუმარმა აღიარა, რომ ჯადოქარი იყო და პერანგის ქვეშ შიშველ ტანზე ოლარი ეცვა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2018 - 09:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი