IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

27 გვერდი V « < 25 26 27  
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Oct 30 2017, 12:23 PM
პოსტი #521


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,496
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტავ იმ დროს ვყოფილიყავი, როცა ამქვეყნად უფალი დადიოდა, ოღონდ ორმოცი მეტრის დაშორებიდან შემეხედა, ახლოს ყოფნა ჩემთვის როგორ იქნებოდა შესაძლებელი..."

/წმ. გაბრიელ სალოსი/


"გაბრიელ ბერი სულიერად მუდამ მლოცველთან იყო და წყალობას მასთან ერთად შესთხოვდა უფალს. როდესაც მის სენაკში ერთმა მონაზონმა გულში ღვთისმშობლის ტროპარი გაიმეორა, ჩამთავრებისთანავე ბერმა მიუგო: - ამინ! მაშინ მიხვდა ის მონაზონი, რომ გაბრიელ ბერი გულისა და გონების აზრებს კითხულობდა."

"ვერვინ გაიგებს, რა სულიერი ურვა ტანჯავდა, როდესაც ზოგჯერ წაიმღერებდა: "მებრალები, მეცოდები, ჩემო პაცანჯან!"
ამ სიმღერაში მთელი მისი ცხოვრება, დამცირება და შეურაცხყოფა ჩანდა, მაგრამ უცნაური ქმედებებით მუდამ ფარავდა და შეუჩნეველს ხდიდა. მერე დასძენდა: - მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ არის გაბრიელი, ასი წელიც რომ მიყუროთ, მაინც ვერ მიმიხვდებითო."




--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 2 2017, 03:00 PM
პოსტი #522


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,496
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დადიოდა თბილისის ქუჩებში ერთ დროს ფეხშიშველა, თავზე რვალის დიადემადადგმული სალოსი ბერი გაბრიელი (ურგებაძე) და განაღვიძებდა კომუნისტური ძილით მიძინებულ ქართველთა სულებს: გამოფხიზლდით, ხალხო, ჩვენდა სამარცხვინოდ მეტეხის ტაძარში, იქ, სადაც წმინდა შუშანიკის საფლავია, თეატრია მოწყობილიო. ის მოძღვარი გახლდათ და გრძნობდა პასუხისმგებლობას.
1972 წელს მთავრობის სახლის წინ ლენინის "პარტრეტი" დაწვა. როცა ჰკითხეს, რატომ მოიქეცი ასეო, თქვა: მე ვარ მწყემსი და ღმერთმა მომანდო მის სამწყსოზე ზრუნვა. მათ აღმართეს კერპი და სურდათ, ხალხს მოედრიკა თავი მის წინაშე... კომუნისტებს უნდოდათ, მისთვის მიეგოთ ის პატივი, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ეს ასე არ უნდა გაგრძელებულიყოო.
სულიერ მღვიძარებასთან ერთად არც ხორციელი მღვიძარება აკლდა მამა გაბრიელს, ღამეებს ლოცვაში ატარებდა, უამრავ სახელს იხსენებდა, ნაცნობს თუ უცნობს, სრულიად საქართველოს ღმერთს ავედრებდა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2017, 11:01 PM
პოსტი #523


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,496
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



---
"...მივადექით მამა გაბრიელის სახლს. პირველად ემა შემოგვეგება, - წმინდა გაბრიელ სალოსის და; მოხუცებული, მაგრამ მხნე და საყვარელი... თბილი და ტკბილი, კანკალა ხმით, ლამაზად მოსაუბრე. გულში ჩაგვიკრა და ყველა დარდი გააქრო. შემდეგ ეკლესიაში შეგვიძღვა და მამა გაბრიელის ოლარი და საცეცხლური მომაწოდა.

ღვთისმშობლის პარაკლისი აღვავლინეთ. აქ ყველაფერი ღმერთით და მასზე შეყვარებული გაბრიელით სუნთქავდა და ეს სუნთქვა ახლა ჩემი სუნთქვაც გამხდარიყო..."

/დეკ. სერაფიმე (დანელია)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2017, 01:58 PM
პოსტი #524


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,496
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე დიდი სასწაული ჩემთვის მაინც ის იყო, როცა 2007 წლის იანვარში შემემთხვა. რადგან მამა გაბრიელის წმინდანად აღიარება არ ხდებოდა, ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა თავის ეპარქიაში აკრძალა კიდეც მისი საფლავიდან აღებული ზეთის სამკურნალოდ გამოყენება და სამღვდელოებასაც აუკრძალა მისი სურათები ჰქონოდათ ეკლესიაში.

გულში მეც ეჭვი შემეპარა და ვფიქრობდი: მამა გაბრიელი ღვთის წინაშე დიდია, მაგრამ წმინდანი ალბათ არ არის-მეთქი. მალე ამ ფიქრის გამო დიდი სინანული დამეწყო და მამა გაბრიელს შენდობა ვთხოვე... თავს ვილანძღავდი უმადურობისთვის, იმისთვის, რომ დამავიწყდა მისი ზრუნვა, მისი საოცარი გულისხმისყოფა და შეგონებანი...

ძალიან მინდოდა მამა გაბრიელის ის სურათი შემეძინა, რომელიც მე მომწონდა. მეორე დღეს ქუჩაში ერთი ახალგაზრდა ბიჭი გამომედევნა, თან მეძახოდა: დედაო, დედაო. მან რაღაც სურათი მომაჩეჩა და მითხრა: ეს საჩუქრად მამა გაბრიელისგან... და ისევ გაიქცა. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე... დავხედე და რას ვხედავ: ის სურათია, რომელიც ასე გულით მინდოდა. მივხვდი, რომ მამა გაბრიელმა მაპატია, შეიწირა ჩემი სინანული და შემირიგდა".




„სხვა დროსაც მითხრა [წმ. გაბრიელ სალოსმა]: მარტყოფის მონასტერში მივდივარო... ნახევარი საათის შემდეგ ვკითხე: იყავით მარტყოფში? მიპასუხა: ვიყავი, ყველა მონასტრულია, ერთი ადამიანის გარდა. იმ ადამიანმა, გარკვეული დროის შემდეგ, მართლაც დატოვა მონასტერი".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2017, 08:12 PM
პოსტი #525


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,496
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველთვის ეცადე, რომ შენი სიტყვა კეთილი იყოს... სანამ ადამიანს შენს ტკივილს თუ განსაცდელს ეტყვი, ჯერ უთხარი - შენ ჯვარი გეწეროსო, და მერე მოუყევი შენი სატკივარი. გინდაც ადამიანს ჯანმრთელობას, სილამაზეს, კეთილად ცხოვრებას სიხარულით აღუნიშნავდე, მაინც საუბრის დასაწყისში, პირველ სიტყვად ჯვრის ძლიერება შეაწიე, იცოდე ეს შენს სიტყვას სრულს და კეთილს გახდის".

/წმ. გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი/

"სულ მინდოდა მამა გაბრიელი ცხოვრებაშივე აღიარებული ყოფილიყო, რადგან მრავალი უსამართლობა მესმოდა მასზე, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მოვხვდი, რომ თვარია ღმერთმა გაღიაროს და აღიარა კიდეც".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

27 გვერდი V « < 25 26 27
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st January 2018 - 08:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი