IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან
თამარი
პოსტი Nov 25 2006, 12:06 AM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ერთხელ წმიდა ანტონისთან ერთი კაცი მოსულა, რომელიც ჰგონებდა, რომ სამონაზვნო ღვაწლისათვის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ამა ქვეყნისაგან განდგომისა, და ასე უთქვამს წმიდა მამისათვის: უფრო მეტი ფასი იმ მოსაგრესა აქვს, ვინც ქალაქად მოსაგრეობს, ანდა სოფლად, ადამიანების გვერდით, თუკი იქაც ჯეროვნად აღასრულებს ყოველივე იმას, რაც აუცილებელია სულიერი სრულყოფილების მისაღწევადო. მამა ანტონიმ ჰკითხა: შენ კი სად ცხოვრობ, და ვით მოღვაწეობო? მანაც მიუგო: მშობელთა სახლში ვცხოვრობ, რომელნიც ყოველივე აუცილებელს მაწვდიან და მეც, გათავისუფლებული ყოველგვარი საზრუნავისაგან, განუწყვეტლივ საღმრთო წერილს ვკითხულობ და ვლოცულობო, ისე, რომ სული ჩემი სხვა არაფერზე არ მოცდებაო. მამა ანტონიმ კვალად ჰკითხა: მითხარი, შვილო, მწუხარებ, თუ არა შენ შენს მშობლებთან ერთად ჭირში და სიხარულსაც იზიარებ თუ არა მათსასო? და როცა დასტური მიიღო, უთხრა: მაშ, უწყოდე, რომ მომავალ საუკუნო ცხოვრებაშიც გაიზიარებ მათს მწუხარებას თუ სიხარულს. შენს მიერ არჩეული წესი ცხოვრებისა მხოლოდ იმიტომ კი არ არის შენთვის საზიანო, რომ იგი აღსავსეა ყოველდღიური ცვალებადობით, დაუდგრომლობით და შემთხვევითობით, რაც შენს გონებას ამაო ზრახვებით აღავსებს ყოველივე ამქვეყნიურის გამო, არამედ იმიტომაც, რომ შენ მოკლებული ხარ უნარს ნაყოფის გამოღებისა, რადგან თვით, შენი შრომით არ მოიპოვებ საზრდოს, მსგავსად პავლე მოციქულისა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ღმრთის სიტყვას ახარებდა ხალხებს, საკუთარი შრომითვე მოიპოვებდა არსობის პურს თავისთვისაც და გვერდით მყოფ ადამიანებისთვისაც. ამის გამო ეუბნება იგი ეფესელთ: “თქვენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს” (საქმე მოციქულთა 20, 34). ამას წმიდა მოციქული ჩვენი დამოძღვრისათვის აკეთებდა. რათა მაგალითი მოეცა მომავალი თაობებისათვის, როგორც თვით ეუბნება თესალონიკელთ: “…თქვენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩვენდა, რამეთუ არარაი უჯეროი ვყავთ თქვენ შორის, და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის თქვენგანსა დაუმძიმოთ, არათუ არა გვაქვს ხელმწიფებაი, არამედ რაითა თავნი თვისნი სახედ მიგცნეთ თქვენ, რაითა მბაძევდით ჩვენ” (მეორე თესალონიკელთა.3, 7 –9). ამიტომაც, ჩვენ, რომც გვქონდეს შესაძლებლობა მშობლებისა და ახლობლების შეწევნით ვისარგებლოთ, მაინც ვამჯობინებთ საკუთარი შრომით მოვიპოვოთ პური ჩვენი, და არამც და არამც – სხვათა შრომით. ჩვენ ხალისით ავირჩევდით ამ უკანასკნელს, თუკი უფრო სასარგებლოდ მივიჩნევდით ჩვენი სულებისათვის, მაგრამ ეს ასე არ არის. ჰოდა, უწყოდე, შვილო, რომ თუკი შენ, სრულიად ჯანსაღი და შრომის შემძლე სხვისი ლუკმა-პურით ცხოვრობ, ამით ღარიბ-ღატაკთა და უძლურთა პურს ჭამ!”


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 1 2007, 12:14 AM
პოსტი #22


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,614
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ებრაულ ფოლკლორში არსებობს თქმულება მოსეს ცხოვრების შესახებ და იქ შესანიშნავი ეპიზოდია. მოსე უდაბნოში მწყემსს ხვდება. იგი მასთან მთელ დღეს ატარებს, ეხმარება ცხვრის წველაში, საღამოს კი ხედავს, როგორ აგროვებს მწყემსი საეკეთესო ჯიშის რძეს ხის ჯამში და ბრტყელ ქვაზე, განცალკევებით დგამს. მოსე ეკითხება მას, თუ რატომ აკეთებს ამას. მწყემსი კი პასუხობს: - „ეს ღმერთის რძეა“. მოსე დაინტერესდება და კვლავ ჰკითხავს, თუ რა აქვს მხედველობაში. მწყემსი კი მიუგებს: - „მე ყოველთვის ვაგროვებ საუკეთესო რძეს და საჩუქრად ვწირავ ღმერთს“. მოსე, რომელიც მეტადაა გაწაფული და დახვეწილი გონებრივად, ვიდრე მწყემსი - თავისი გულუბრყვილო რწმენით - ეკითხება: - „მერე სვამს ღმერთი შენს რძეს?“ - „კი, სვამს“. - პასუხობს მწყემსი. მოსე გრძნობს, რომ საბრალო მწყემსს დახმარება სჭირდება და უხსნის მას, რომ ღმერთი სულია და რძეს არ სვამს; მაგრამ მწყემსი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. ისინი კამათობენ, ბოლოს კი მოსე ეუბნება მწყემსს, დაიმალოს ბუჩქებში და ნახოს, ნამდვილად თუ მოდის ღმერთი რძის დასალევად. ამის შემდეგ იგი უდაბნოში გადის სალოცავად. მწყემსი ბუჩქებში დაიმალა. დაღამდა. მთვარის შუქზე მწყემსი ხედავს მელას, რომელიც მორბის უდაბნოდან, მარჯვნივ და მარცხნივ იხედება, ჯამთან მიირბენს და სწრაფად ხვრეპს რძეს, შემდეგ კი კვლავ უდაბნოში მირბის. მეორე დღეს მოსემ მწუხარე და დათრგუნული მწყემსი ნახა. „რაშია საქმე?“ - ეკითხება მოსე. „შენ მართალი იყავი, ღმერთი სულია და მას ჩემი რძე არ სჭირდება“. მოსე გაკვირვებულია მისი წუხილით - „უნდა გიხაროდეს, რომ ახლა მეტი იცი ღმერთზე, ვიდრე ადრე იცოდი“... „ - ხო, მაგრამ ერთადერთი რამ, რითაც შემეძლო მისდამი სიყვარული გამომეხატა, აღარ მაქვს“. მაშინ მოსეს რაღაც აეჭვებს. ის გადის უდაბნოში და გულმოდგინე ლოცვას იწყებს. ღამით, ხილვაში, ღმერთი გამოეცხადება მას და მიმართავს: - „მოსე, შენ შეცდი! ჭეშმარიტად მე ვარ სული, მაგრამ ყოველთვის მადლობით ვიღებდი რძეს, რომელიც მწყემსს ჩემთვის მოჰქონდა - სიყვარულის ნიშნად. მაგრამ, როგორც წმიდა სულს, მე რძე არ მჭირდება, ამიტომ მას მელაკუდას ვუნაწილებდი, რომელსაც ის ძალიან უყვარს“.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Feb 2 2007, 05:27 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მარიამი
wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
grdzelo
პოსტი Feb 3 2007, 09:15 PM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 3-February 07
წევრი № 998



gmerti iyos sruliad saqartvelos mparveli
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Feb 4 2007, 12:35 AM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა, რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.
მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტეანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, “რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი” იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.
ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი – გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე.



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2007, 04:35 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,496
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთხელ ამბა ანტონი მოწაფეებთან ერთად მიდიოდა. ერთმა მათგანმა გზაზე პატარა მწვანე ოსპის მარცვალი დაინახა და მოძღვარს ჰკითხა: მამაო, ნებას დამრთავ, თან წამოვიღო? გაოცებულმა ბერმა ჰკითხა: განა შენ დადე აქ? არა, - უპასუხა მოწაფემ. მაშ, შენ თუ არ დაგიდია, როგორ უნდა აიღო? - უპასუხა ბერმა.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Feb 7 2007, 11:55 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166




მარტვირი ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, ასაკით ჭაბუკი, გონებით კი დაბრძენებული, წმინდად და უმანკოდ მცხოვრები ბერი იყო. ის სანატრელი ხშირად მიდიოდა ხოლმე სხვა მონასტერში თავის სულიერ მამასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად, რადგან მისდამი დიდი სიყვარული და სასოება ჰქონდა. ერთხელაც, იქ მიმავალმა გზაზე დაწყლულებული და დაბრმავებული გლახაკი ნახა მწოლარე. მასაც იმავე მონასტერში უნდოდა წასვლა, მაგრამ არ შეეძლო. შეცოდა იგი ნეტარ მარტვირის, შემოახვია თავისი ანაფორა, ბეჭებზე წამოიკიდა და წაიყვანა მონასტერში.
მისმა ღმრთივსულიერმა მამამ სულიერი თვალით წინასწარვე იხილა ეს და ბერებს დაუძახა, წადით, სასწრაფოდ გაუღეთ მონასტრის კარიო. საყვარელ ძმას მარტვირის ღმერთი უტვირთავს და ჩვეთან მოდისო. მონასტრის კარიბჭესთან გლახაკის მტვირთველმა ბეჭებიდან რომ ჩამოიხსნა იგი, მხოლოდ მაშინღა ეჩვენა ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სახით, რომელმაც ამაღლება იწყო ზეცად. მარტვირი გაკვირვებით უყურებდა და თვალს არ აცილებდა. ცად აღმავალმა კი უთხრა, ჰოი, მარტვირი, შენ მე არ უგულვებელმყავი ქვეყანზე და არც მე უგულვებელგყოფ ზეცაში. შენ წყალობა მიყავი და მეც შეგიწალებ შენ.
მონასტერში შესულ მარტვირის სულიერმა მამამ ჰკითხა, შვილო, მარტვირი, ვინ იყო ის, შენ რომ იტვირთეო? მან უპასუხა, რომ მცოდნოდა, პატიოსანო მამაო, ვინც იყო, უფრო მტკიცედ ჩავეჭიდებოდი მის ფეხებს და ცრემლით დავულტობდიო და მოუთხრო ყველას მომხდარი სასწაულის შესახებ. სულიერმა მამამ ჰკითხა, საყვარელი შვილო, მძიმე იყოო? მან კი უპასუხა, არა, პატიოსანო მამაო, როცა მოვიკიდე, ვერ ვიგრძენი მისი სიმძიმე, ცისა და ქვეყნის მპყრობელი უფლისა, რომელსაც შვენის დიდბა უკუნითი უკუნისამდე.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2007, 03:32 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,496
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთხელ პახუმი დიდს თავისმა მოწაფემ სთხოვა, ეუწყა მისთვის რომელიმე ხილვის შესახებ. ღირსმა მამამ უთხრა: "თუ გსურს, საოცარი ხილვა გქონდეს, მიგითითებ ერთ მათგანზე: როცა ხედავ წმიდა და მდაბალი გულის ღვთისმოსავ ადამიანს, ეს უმშვენიერესი ხილვაა - შენ ხედავ უხილავ ღმერთს - შენ ხედავ უხილავ ღმერთს ამ ხილულ ადამიანში."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Feb 18 2007, 10:10 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მშვიდობისმყოფელი მოწაფის შესახებ


დიდი სათნოების მქონე, ღმრთის შთაგონებით მოღვაწე ერთი ასკეტი მამა მონასტერში მივიდა, მაგრამ ცარიელი სენაკი ვერ იპოვა. მაშინ სხვა მონაზონმა, რომელსაც ზედმეტი სანაკი ჰქონდა, შესთავაზა, რომ უკეთესის პოვნამდე იქ გაჩერებულიყო. წმინდა ბერი დაემორჩილა და იქ დაბინავდა. ამ ბერს მადლიანი სიტყვა ჰქონდა და დაუზარელი იყო. ამიტომ ხშირად აკითხავდნენ ხოლმე სულიერად სასარგებლო სწავლების მისაღებად და მოსაკითხსაც ხშირად მიართმევდნენ ხოლმე.
ამის შემყურე სანაკის პატრონმა დრტვინვა და საყვედურები დაიწყო, ამდენი ხანია აქ ვარ, ვმარხულობ და ვიღწვი, და არავინ მოდის ჩემთან, ამ ახალ მოსულს კი მეტ პატივს სცემენო. იგი ეშმაკეული შურით აღივსო და თავის მოწაფეს დაავალა, წადი და იმ ბერს უთხარი, დატოვოს ჩემი სენაკი, რადგან თავადაც მჭირდებაო. მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან, თაყვანი სცა და უთხრა, პატიოსანო მამაო, ჩემი მოძღვარი თქვენს ამბავს კითხულობს, ხომ კარგად ბრძანდებითო. ბერმა მიუგო, ღმერთმა ადიდოს შენი მოძღვარი, გადაეცი, რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და სთხოვე, ჩემთვის ილოცოსო. წავიდა მოწაფე და თავის მოძღვარს უთხრა, ბერს შენი დანაბერები გადავეცი და მიპასუხა, სხვა სენაკს მოვძებნი და გადავალო.
ორი დღის შემდეგ კვლავ დაავალა მონაზონმა მოწაფეს, წადი და უთხარი, თუ საჩქაროდ არ გადავა, მივალ და ჩემი კერთხით ძალით გამოვაგდებო. წავიდა ისევ ის გონიერი ძმა და უთხრა, ჩემმა მოძღვარმა შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და გამომგზავნა შენს სანახავად, ღმრთივ სულიერო მამაო, ხომ უკეთ ბრძანდებითო. მან უპასუხა, გადაეცი შენს მოძღვარს, რომ კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი ყოვლად პატიოსანი მოძღვრისა. მისი წმინდა ლოცვით მე უკე უკეთესად ვარო. წავიდა ძმა და მოძღვარს უთხრა, ბერმა შემოგითვალა კვირამდე მაცალოს, და შემდეგ ღმრთის ნებით გადავალო. კვირაც რომ დადგა და არ წავიდა, სენაკის პატრონმა აიღო კვერთხი და წავიდა, რომ ცემით გამოეგდო იქედან. მოწაფემ უთხრა, მამაო, ცოტა შეიცადე, ჯერ მე მივალ, ვაითუ ვინმე იყოს მასთან სენაკში და დაბრკოლდესო. სწრაფად მივიდა მოწაფე ბერთან და უთხრა, ჩემი მოძღვარი მოდის შენთან, ღმერთშემოსილო მამაო, რომ თავის სენაკში გიწვიოს და პატივი გცესო. ეს რომ ბერმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა მის მისაგებებლად, შორიდანვე თაყვანი სცა და უთხრა, ყოვლად სანატრელო მამაო, შენ ნუ შეწუხდები ჩემნაირ უღირსთან მოსვლით, მე თითონ მოგეახლებიო.
ღმერთმა მოწაფის ასეთი მშვიდობისმყოფელობა და ბერის სიმდაბლე რომ იხილა, შეიწირა. შურის ეშმაკი განაშორა სენაკის პატრონ მონაზონს. ისიც სინანულში მოვიდა, კვერთხი გადააგდო, თაყვანი სცა და ეამბორა წმინდა ბერს. ამბორების და მოკითხვის შემდეგ კი წაიყვანია თავის სენაკში. ბერი სულიერად და წრფელი გულით ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი შეეთვალა მისთვის. მონაზონმა მოწაფეს ჰკითხა, შვილო, ნუთუ შენ მას ჩემს დანაბარებს არაფერს ეუბნებოდიო. არაფერსო, - უპასუხა მოწაფემ. გაიხარა ბერმა და მიხვდა, რომ ყოველივეს ეშმაკისეული შურით აკეთებდა, დაემხო თავისი მოწაფის წინაშე და უთხრა, ამიერიდან შენ ხარ ჩემი მოძღვარი და მე კი – მოწაფე. შენ ისეთი საოცარი სიბრძნე გამოიჩინე, რომ შენი ძალისხმევით ორივე ჩვენთაგანის სული იხსენი. ამით აღასრულე უფლის მცნება, “ნეტარ იყუნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღუთისად იწოდნენ” (მათ.5.9). ამ მოწაფის სიბრძნის ხელოვნება ვინც მოისმინა, განცვიფრებული დარჩა. მისი საქციელი მკვდრების გაცოცხლების სასწაულზე უფრო დიდად ჩათვალეს, რადგან ხორციელად აღმდგარი მკვდარი შემდეგ ისევ კვდება, ამგვარად, სულიერად აღმდგარი კი აღარ დაეცემა. დაეცემა მხოლოდ შურის ეშმაკი ქრისტეს ძალით, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.




--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
SainT_Sinner
პოსტი Apr 17 2007, 12:13 AM
პოსტი #30


Monk
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 16-April 07
წევრი № 1,667



საწოლზე მიჯაჭვული ჯანმრთელი ავადმყოფი
(ათეისტის მოქცევა წმიდა სერგი რადონეჟელის მიერ)
... რამდენი, სრულიად სხვადასხვა ადამიანი მოდის ყოველდღე ღირს მამასთან სერგი რადონეჟელთან წმიდა სამების ტაძარში! ვინ თავისი მწუხარებით, ვინ სნეულებით, ვინ სიხარულით თუ მადლიერებით - ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოდიან აქ ადამიანები.

ერთხელაც მრავალრიცხოვან მომლოცველებთან ერთად მაღალი, წარმოსადეგი კაცი მოვიდა, შუა ხნისა... იგი ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან - ლუსკუმასთან იდგა და არ იძვროდა, თავი ჩაეღუნა და უჩუმრად ტიროდა, არავის აქცევდა ყურადღებას.

ტაძრის დაკეტვამდე მცირე ხნით ადრე იგი მორიგე ბერთან მივიდა და სთხოვა, ტაძრის წინამძღვარ ნიკოლოზთან მსურს შეხვედრაო.

და აი, რა მოუთხრო ამ კაცმა წინამძღვარს;

ევგენი, - ასე ერქვა მას - პირველად ორ წელზე ცოტა ხნის წინ მოხვდა ლავრაში. იგი კადრის ოფიცერი იყო, პოდპოლკოვნიკი, და რამდენიმე თანამოსამსახურესთან ერთად ჩამოსულიყო ამ ქალაქში სამსახურებრივ საქმეებზე. საღამოთი ლავრაში გასეირნება და აქაურ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება გადაწყვიტეს...

ტაძარში წინამძღვარმა წმიდა სერგი რადონეჟელზე მოუთხრო მათ, განსაკუთრებით კი იმ მრავალრიცხოვან სასწაულებრივ კურნებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან აღესრულებოდა. ევგენი და მისი თანამოსამსახურენი ათესიტები იყვნენ და მათ, რა თქმა უნდა, არ სჯეროდათ წინამძღვრის მონათხრობისა. „დიახ, ეს ყოველივე ძალზე ლამაზია, მაგრამ ამას ხომ არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასთან! როგორ შეიძლება მხოლდ ამით ცხოვრობდეს ადამიანი?!“ - დაახლოებით ასე ფიქრობდნენ ისინი...

როცა ტაძრიდან გამოდიოდნენ, ევგენი ანაზდად უკან გაბრუნდა, ლუსკუმას მიუახლოვდა, სადაც ღირსი მამის სერგი რადონეჟელის წმიდა ნაწილები ესვენა, და თავისთვის მოულოდნელად, გონებით ასე მიმართა წმიდანს: „წმიდაო სერგი, თუკი შენ მართლაც არსებობ, თუკი შენ გესმის ახლა ჩემი, ისე მოაწყვე, რომ მე ორიოდ წელი დავსნეულდე! აი, ამბობენ, რომ აქ ძალზე ბევრნი სასწაულებრივად განიკურნებიან, მე კი მინდა ავად გავხდე, ლოგინად ჩავვარდე!“

ათეისტი ევგენი ძალზე ჯანმრთელი და ძლიერი სხეულის პატრონი იყო.

სამსახურის ადგილას დაბრუნებულ ევგენის მალე სულ მიავიწყდა ეს ამბავი. ან კი რა უნდა გაგეხსენებინა? განა ცოტა უნახავს მუზეუმები თუ ღირსშესანიშნაობანი!

რამდენიმე დღის შემდეგ იგი გაცივდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ფეხზე იტანდა ავადმყოფობას - სურდოს გარდა არანაირი სნეულება არასდროს არ მიჰკარებია მის სხეულს. ახლა კი დღითი დღე სულ უფრო ცუდად ხდებოდა... ერთი კვირის შემდეგ კაბინეტში იატაკზე დაგდებული ნახეს, გონწასული.

გონს რომ მოვიდა, თეთრი ჭერი დაინახა, შემდეგ მეუღლის შეშინებული თვალები. „რა ხდება?“ - მხოლოდ ეს გაიფიქრა.

რამდენი დღე იყო ასე, - არ ახსოვს... ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ევგენი არ გრძნობდა ისეთ სასოწარკვეთას, როგორითაც მისი ცოლი იყო შეპყრობილი... როგორც შეეძლო ანუგეშებდა მეუღლეს, თან კი ფიქრობდა: „უნდა ვიბრძოლო... შეუძლებელია ეს დასასრული იყოს... რა უაზრობაა... მაგრად უნდა დავდგე!“ და, რა თქმა უნდა, სულ არ გახსენებია ის თხოვნა, რომლითაც ასე ქედმაღლურად მიმართა წმიდა სერგის.

ავადმყოფობის გამო იგი თადარიგში დაითხოვეს. წელიწადნახევარი იმკურნალა სხვადასხვა ჰოსპიტალებში, რაღა არ სცადა, მაგრამ მისი მდგომარეობა არ იცვლებოდა. იგი ლოგინად იყო ჩავარდნილი, მხოლოდ წიგნის კითხვა შეეძლო საწოლში ნახევრად წამომჯდარს და ხელების მოძრაობა. ზოგჯერ ამ ხელებს თავის სხეულს ჩააყოლებდა, უძრავად და უმწეოდ მდებარეს, და გაოცებული ფიქრობდა: „რა არის ეს?!“

ერთხელაც გაზაფხულის ადრეულ კვირა დილით ეგვენის რატომღაც კარგ ხასიათზე გაეღვიძა. თვითონაც ვერ აეხსნა, რატომ იყო ასე გახარებული, ბედნიერი. „ჭკუაზე ხომ რა გადავედიო?!“ - გაიფიქრა. გარშემო სიჩუმე სუფევდა, ფარდის ღრიჭოში მზის სხივი ჭიატობდა.

შემოვიდა მისი ცოლი. „იცი, - უჩურჩულა მან - მოდი ეკლესიაში წავალ. მეზობლის ქალმა მითხრა - დღეს აღდგომაა. ამდენი ხანია ავად ხარ, მე კი ერთხელაც არ ვყოფილვარ ეკლესიაში!“

ეგვენიმ გულგრილად უთხრა: წადი, თუკი გსურსო. წეღანდელი სიხარულის გრძნობა ახლა ამოუხსნელ სევდას შეეცვალა. მან უკვე სრულიად ცხადად შეიგრძნო, რომ აღარაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ ვეღარსდროს ვერ ადგებოდა, ვერასდროს! და ევგენის სიკვდილი მოუნდა.

მეუღლე ახალი, უჩვეულო შთაბეჭდილებით დაბრუნდა ეკლესიიდან. თუკი ადრე ევგენი ამშვიდებდა მას, ახლა თვითონ იყო სანუგეშო, სასოწარკვეთილი. ცოლი სულ ლაპარაკობდა - ერთიანად გაცისკროვნებული და ფრთებშესხმული რაღაც ახალი იმედებით. ევგენის მისი ხელი ეკავა და ფიქრობდა: „აჰა, დამთავრდა ყველაფერი!“

წიგნების კითხვასაც გაანება თავი. რაც ევგენის ცოლმა ეკლესიაში დაიწყო სიარული, წიგნებიც შეიცვალა საწოლის გვერდით მდგარ მაგიდაზე. უწინდელი სამკურნალო, აღმოსავლური ვარჯიშების ამსახველი წიგნების ნაცვლად ახლა გაჩნდა სახარება, საეკლესიო კალენდრები, წმინდანთა ცხოვრებანი. მაგრამ ევგენის ხელშიც არ აუღია ეს წიგნები, რომელთა გარეკანზეც ჯვრები იყო გამოსახული. ჯვარი ხომ სიკვდილს, სასაფლაოს აგონებდა. სიკვდილის მერე რა იქნება? არც არაფერი! ცოლი სულ რაღაც ახალს უყვებოდა, სულ აღტაცებული იყო, მის საუბარში, აქამდე უჩვეულო სიტყვები გაჩნდა: „მამაო“, „პარაკლისი“, „ღამისთევის ლოცვა“... ევგენი კი უყურადღებოდ უსმენდა, შეჰყურებდა ამ საყვარელ, გატანჯულ სახეს და ფიქრობდა: „აჰა, ყველაფერი დამთავრდა!“

შაბათს საღამოთი ცოლი ეკლესიაში წავიდა. ევგენი მარტო დარჩა. იგი მაინც ძალზე მხნე, ვაჟკაცი ადამიანი იყო - არ გაბოროტებულა, არ გაღიზიანებულა ცოლის სიხარულის მიზეზით, არ ეჭვიანობდა მისი ახალი, მოულოდნელი გატაცებით - ეკლესიის გამო. ძალზე უყვარდა მეუღლე. იწვა ცარიელ ბინაში, დათრგუნული იყო თავისი მძიმე სასწარკვეთით და ატირდა. ახლა ის ხშირად ტიროდა ხოლმე, მარტოდ დაჩენის ჟამს... როცა ცოტაოდენად დამშვიდდა, მაგიდიდან წიგნი აიღო და გადაშალა. ეს იყო „ცხოვრება ღირსი მამის სერგი რადონეჟელისა, საკვირველმოქმედისა“. აი, სურათებიც: ძველი კედლები, გუმბათები, ლუსკუმა წმიდა ნაწილებით. სერგი, სერგი... „ჰო, მე ხომ ვყოფილვარ იქ!“ - გაიფიქრა ევგენიმ.

ანაზდად ხმა შემოესმა:

- ეგვენი!

ეს ალბათ ცოლს დარჩა კარი ღია და ვიღაც შემოვიდაო, - გაიფიქრა ევგენიმ.

- ევგენი, წამოდექი - შენ ჯანმრთელი ხარ!

საწოლის გვერდით უცნობი მამაკაცი იდგა, ხნიერი, თეთრწვერა, გრძელ, შავ შესამოსელში.

- წამოდექი, ევგენი!

იგი პირდაპირ თვალებში უყურებდა ევგენის და მანაც იგრძნო, თუ როგორ აღივსო მთელი მისი არსება ახალი ძალით. წამოდგა.

- ევგენი! - კვლავაც მიმართა მას ალერსიანმა ხმამ, - დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა! გახსოვს?

მოხუცი უხმაუროდ მოძრაობდა. ახლა ის უკვე ოთახის ბოლოში იყო.

- ახლა შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ, ღმერთს ჰმადლობდე! - ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც ევგენიმ გაიგონა. იგი შემოსასვლელისკენ გაქანდა. კარები გარედან ჩაეკეტა მეუღლეს...

როცა ცოლი დაბრუნდა, ევგენი მუხლებზე დამხობილი დაინახა, მის წინ კი გადაშლილი წიგნი იდო. იფიქრა, საწოლიდან გადმოვარდაო, მივარდა, თვალებში ჩახედა და ძლივსღა იცნო - ევგენი ნათელი, არაამქვეყნიური თვალებით შემოსცქეროდა. მერე წამოდგა, გაიმართა, მოეხვია ცოლს და კვლავ მუხლებზე დაემხო მასთან ერთად გადაშლილი წიგნის წინაშე, საიდანაც მათ ღირსი მამა სერგი რადონეჟელი შემოსცქეროდა, საკვირველმოქმედი, დიდი კანდელი რუსეთის მიწა-წყლისა.

„ღირსო მამაო ჩვენო სერგი, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!“ - სიხარულით და თრთოლვით ჩურჩულებდნენ ისინი.

აი, ასე სასწაულებრივად მოაქცია უფალმა ჭეშმარიტ სარწმუნოებად ათეისტი ევგენი და მისი მეუღლე...

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.



--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 17 2007, 03:37 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ძალიან მიყვარს წმიდა სერგი რადონეჟელი smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nina_777
პოსტი Apr 21 2007, 09:46 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 21-April 07
წევრი № 1,706



ციტატა(IOANA @ Aug 18 2006, 02:55 PM) *

ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან

წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს.

ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
SainT_Sinner
პოსტი Apr 22 2007, 02:25 AM
პოსტი #33


Monk
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 16-April 07
წევრი № 1,667



ალექსანდრე

გაიხარე.... ვგიჯდები ისე ძაან მიყვარს ეს წმინდანი და წარმოიდგინე სულ რამოდენიმე ფურცელი მაქვს წაკითხული მასზე ..... (ქართულად)

ერთხელ ერთმა ქალბატონმა "მარიამმა" კი მომაწოდა მისი ცხოვრების აღწერილი ნაწილი ერთერთი წიგნიდან მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ რუსულად .... მთელი 4 დღე ენა ვიმტვრიე და მიანც ბოლომდე წავიკითხე (ნახევარი გავიგესავით) ხოდა ასე ვწვალობ.....

ალექსანდრე ჯიგარო თუ რამე იცი ან გაქვს სერგი რადონეჟელის შესახებ იქნებ როგორმე მოგექოდებინა ან აქ დაგეწერა გემუდარები .... sad.gif


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2007, 01:26 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,496
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცევი) ამბობს: პირჯვრის გამოსახვა არა მარტო სულიერ, ხორციელ სნეულებასაც სპობს. ომის დროს გადამდები სნეულებით დაავადებულთა გვერდით ვიყავი. მათ სახეზე ჩირქოვანი წყლულები ჰქონდათ. ერთი ქვაბიდან გვიხდებოდა ჭამა. მე სამჯერ ჯვარს გადავსახავდი საკვებს და არაფერი შეგვყრია.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი May 21 2007, 12:38 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



დღეს არის ღირსი არსენ დიდის ხსენება, რომელიც მეოთხე საუკუნეში იმპერატორ თეოდოსის დროს მოღვაწეობდა.
იმპერატორმა მისი განათლების და ღვთისმოსაობის ამბავი რომ შეიტყო, 29 წლის წმიდა მამას თავისი ვაჟების აღზრდა დაავალა. თეოდოსიმ არსენი დიდი პატივით მიიღო და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: "თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს".
ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისაკენ მიდრეკილ სულს. ერთხელ წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: "არსენ, განუდეგ კაცთა და ცხონდები". წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ალექსანდრიაში ჩავიდა და უდაბნოს მიაშურა. წმიდანი მიიყვანეს ღირს იოანე კოლოვთან, რომელმაც მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: "ჭამე, თუ გინდა". ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: "ის უდიდესი მოღვაწე იქნება", და მალე ბერად აღკვეცა.
ღირსი არსენი გულმოდგინე ღვაწლით მალე აღემატა უდაბნოს ბევრ მამას. მალე ის განმარტოებულ სენაკში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა იგი ხალხს, მამამ უპასუხა: "ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც".
ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენს, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა მამამ უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას.
წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: "ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი - არასოდეს!"
წმიდა მამამ ბერულ მოღვაწეობაში ორმოცდათხუთმეტი წელი გაატარა და ოთხმოცდათხუთმეტი წლის აღესრულა.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 30 2007, 11:33 PM
პოსტი #36


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,614
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ერთ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, რომელსაც ცილი დასწამეს მეფის წინაშე და ამიტომაც მძიმე ხვედრი ელოდა. ამ კაცის მეუღლემ სთხოვა ერთ ბერს, ელოცა მისი ოჯახის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მოძღვარმა უპასუხა, რომ მართალია, ის ილოცებს, მაგრამ აუცილებელია მეფესთან დაახლოებული პირების შუამდგომლობაც და ამ მიზნით მოითხოვა გარკვეული თანხა მათთვის დასარიგებლად. ბერს საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქროს თუმნიანები შესთავაზეს, მან ამაზე უარი თქვა, აიღო მხოლოდ ვერცხლის ფული და წავიდა.
საღამოს კი დიდებულის სახლში დაბრუნებულმა განაცხადა: მეფესთან დაახლოებულმა პირებმა დახმარება აღგვითქვეს, დამშვიდდით და ელოდეთ სასიხარულო ამბებსო. იმ დღესვე სამეფო კანცელარიიდან მოვიდა შეტყობინება, რომ საქმე გაიხსნა და ცილისწამება არ დადასტურდა, ოჯახმა გაიხარა და მადლობდა ბერს. მან კი უთხრა, რომ იგი მთელი დღე დადიოდა ქალაქში და წაღებულ ფულს ღარიბ-ღატაკთ ურიგებდა და თან სთხოვდა, ელოცათ ცილისწამებისაგან დიდებულის გასათავისუფლებლად, ასე რომ სამადლობელი მათაც ეკუთვნით, ისინი არიან ღმერთთან და მეფესთან ახლო მდგომნი, რომლებზეც გელაპარაკებოდითო.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jun 18 2007, 12:55 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ღირსი ანუბი აღმსარებელი მეოთხე საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის, მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა. აქ ის ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მისი ღვიძლი ძმაც - პიმენი დიდი.
ერთხელ ავაზაკებმა სავანე დაარბიეს და ბერებმა მიტოვებულ საკერპოს შეაფარეს თავი, თან ერთკვირიანი მდუმარების აღთქმა დადეს. მთელი კვირის განმავლობაში ღირსი ანუბი ყოველ დილით წარმართულ ქანდაკებას სახეში ესროდა ქვას, საღამოობით კი ეუბნებოდა:"ვცოდე, შემინდე!"
კვირის თავზე ძმებმა აბბა ანუბის ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი მოქმედება. მოძღვარმა უპასუხა, "ქანდაკება არც ბრაზდებოდა, როცა ქვას ვესროდი, და არც ამაყდებოდა, როცა პატიებას ვთხოვდი. ასე უნდა იცხოვროთ თქვენც".


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevani22
პოსტი Mar 19 2008, 11:58 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 12-March 08
წევრი № 4,158



ციტატა(IOANA @ Aug 18 2006, 01:55 PM) *

ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან

წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს.

ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ smile.gif

იოანა,უღრმესი მადლობა ესეთი საინტერესო თემისთვის და ისტორიებისთვის.მამა გერასიმეს ცხედარი მე რამდენადაც ვიცი დაკარგულია,ადგილზე,სადაც იგი მოგვაწეობდა (იერუსალიმის მახლობლად)დგას რუსული მამათა მონასტერი. ძალიან ბევრი საერთოა მამა გერასიმესა და მამა სერაფიმეს შორის,ამ მონასტერში არის თავის ქალა,რომელზეც ამბობენ რომ მამა სერაფიმესია.რუსებმა გამოუგზავნეს საროვიდან ამ მონასტერსო.იქნებ ვინმემ იცით ზუსტად და გვითხრათ,სად არის წმ.სერაფიმეს წმინდა ნაწილები?თანაც მამა სერაფიმეს ხომ დათვი ყავდა მოშინაურებული,როგორც მამა გერასიმეს ლომი(ეს ლომი მერე მის ცხვრებს მწყევსავდა მე რამდენადაც ვიცი).
დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მამა გერასიმემ და სარაფიმემsmile.gif!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 7 2008, 01:11 AM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



http://www.youtube.com/watch?v=VBio-3uwacE


წმ. მეფე ნიკოლოზ II -ზეა ეს სიმღერა ფოტოგალერეის თანხლებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 8 2008, 11:34 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ღირსი მამა იუსტინე ჩელიელი (პოპოვიჩი): wub.gif

IPB-ს სურათი

ერთ საინტერესო წერილს წავაწყდი, სერბეთის საპატრიარქოზე მიწერილს 1970 წელს ანონიმის მიერ, ეხება არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩს, ძალიან საინტერესო დოკუმენტებია , ღირსი მამის პასუხიც ამ ფაქტთან ძალიან ლამაზად შედგენილი. თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია ვთარგმნო და განვათავსო.

p.s. ღირსი მამა იუსტინე (ერობაში მისი სახელი იყო ბლაგოე) პოპოვიჩის ნათესავია Soldier, სოლჯერის ბებია მამის მხრიდან იუსტინე პოპოვიჩის ოჯახიდანაა wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st January 2018 - 08:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი