IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე
ნიკოლოზ_V
პოსტი Feb 2 2007, 10:40 PM
პოსტი #21


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



პატივმოყვარეობა


როგორც ვაშლის ხეს არ შეუძლია აყვავებამდე ნაყოფის გამოღება, ასევე ადამიანს არ შეუძლია სულიერი ნაყოფის მოტანა, სანამ გარეგნულ მორთულობებს არ მოიშორებს.


პილატეს სიმართლე


რომელ სიმართლეზე ლაპარაკობ? განა ღმერთი ყოველდღე ასჯერ მეტს არ გვაძლევს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მას დავუბრუნოთ? მიუხედავად ამისა, იგი ჩვენს უმადურობაზე არ ჩივის.
რომელ სჯულზე ლაპარაკობ? შეგიძლია კი შეასრულო ის უმცირესი მოვალეობა, რომელსაც შენგან სჯული მოითხოვს? შეგიძლია, თავი მოქალაქედ ჩათვალო და არა გმირად ანდა წმიდანად?
ისინი, ვინც ქრისტეს მსჯავრს სდებდნენ, სამოქალაქო კანონის დარღვევაზე როდი აგებენ პასუხს; ისინი მაცხოვრის ჯვარცმისათვის განისჯებიან.
როღესაც ადამიანი ყველა კანონს აღასრულებს, მაშინ შეუძლია მას თქვას; აი, ცხოველის დონეს მივაღწიე, რამეთუ ცხოველი ცხოვრობს კანონთა ზედმიწევნით აღსრულებით. მას, ვინც ჯერ კიდევ არ გაზრდილა ცხოველამდე, შეუძლია მიაღწიოს ღმერთამდე?

ხუთი იმპულსი



არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი და საკუთარი სიამოვნება; ოჯახური და ნათესაური კავშირები; სინდისი და მაცხოვნებელი თანამყოფობა.

მეხუთე იმპულსი თავდაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას ვერ შეინარჩუნებს, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებს, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. და მაშინ უკვე მას აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.


განსხვავებული ადამიანები


ჰკითხე ხორციელ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუსებს; „მე მე ვარ,“ და მხედველობაში ექნება საკუთარი სხეული.
ჰკითხე სულიერ (მშვინვიერ) ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს; „ჩემში ორი ანტიპოდია, და მე ერთი მათგანიდან მეორესთან დავრბივარ,“ - ამბობს თავისი ინსტიქტური და შეგნებული ბუნების შესახებ.
ჰკითხე სულიერ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს სულში, მე ხელს ვიწვდი, რათა შევეხო მას, მაგრამ მესმის, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.“ ჰკითხე იმ ზეციერს, ვინ ვარ მე?



--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Feb 13 2007, 11:00 PM
პოსტი #22


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



წყევა და ქება



შეეცადე, გაუკეთ ო ადამიანებს ის, რისთვისაც ჯერ გაგლანძღავენ, შემდეგ კი შეგაქებენ; და ნურასოდეს გააკეთებ რაიმეს იმისათვის, რათა შეგაქონ, ბოლოს კი გაგლანძღონ.
ნერონი ჯერ აქებდა თავის დედას, რომელსაც იგი ბიწიერებისაკენ მიჰყავდა, მაგრამ როდესაც ამან უფსკრულში მიიყვანა, დასწყევლა იგი.
ბავშვი გაიხარებს და შეგაქებს, თუ ციგაზე მჯდომს მთაზე ხელს ჰკრავ, მაგრამ როდესაც დაიმტვრევა, შენი, როგორც თავისი უბედურების მიზეზის, წყევლას დაიწყებს.
ცოდვილნი ქებით აგავსებენ, როცა მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ, უმჯობესია, არ მიეკარო მათ სასიკვდილო სარეცელს...



ჯანსაღი აზრი




მცირედმორწმუნე ვერასოდეს გააღვიძებს რწმენას სხვაში; ქედმაღალი უვიცი ვერასოდეს დაიმსახურებს ნდობას. ადამიანებს სიმდიდრე აღიზიანებთ, როდესაც იგი ვაჭრის ხელშია; სძულთ ძალაუფლება, თუ იგი უპატიოსნო ადამიანებს ეკუთვნის; ავადმყოფი არ ენდობა ავადმყოფ ექიმს.
ადამიანებს ჯანსაღი გონება და სწორი მსჯელობა ახასიათებთ. დაღლილი მგზავრი ბრაზობს მედუქნეზე, რომელსაც არ შეუძლია, საუზმე და საწოლი შესთავაზოს და ეკითხება მას: მაშ, რატომ ხარ მედუქნე?

ცხოვრება და პოეზია



სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი - შემეცნების.
ყველამ ვიცით, ტყუილს ხანმოკლე დრო აქვს, სიმართლე კი მარადიულია. ამიტომაც პოეზია პროზაზე მეტხანს ცოცხლობს: იმიტომ ხომ არა, რომ იგი სიმართლესთან უფრო ახლოსაა? თუკი შენს სიცოცხლეს სიმღერად აქცევ, მაშინ შენც უფრო ახლოს იქნები სიმართლესთან, სიცოცხლესთან.


ღიმილი



ადამიანთა ბედნიერების სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ანდა წმიდანის ღიმილი, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ, ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.
სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერის სიხარულში და მწუხარის ტირილში თანამონაწილეობას? რაზე მიგვანიშნებს ეს ღიმილი, თუ არა იმაზე, რომ ეს მიწიერი სიხარული მალე მწუხარებით შეიცვლება, მწუხარებას კი სიხარული მოსდევს?
სამწუხაროა, რომ ყველა მიწიერ ცხოველთაგან ორი ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანთა დარდს - მაიმუნი და აფთარი. ეცადე, რომ შენი სიხარული მაიმუნის გრიმასებს არ ჰგავდეს, მწუხარება კი - აფთრის უაზრო იპოხონდრიას.
გაიხსენე დედის ალერსიანი ღიმილი და ღიმილი წმიდანისა, რომელიც თავის თავში მოიცავს სიბრძნეს, წყალობას, სიყვარულსა და მარადიულობას. დიახ, მარადიულობასაც, რამეთუ სიცილი და ტირილი წარმავალია, ასეთი ღიმილი კი მარადიულია.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 13 2007, 11:13 PM
პოსტი #23


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ქართული ვარიანტიც მაქვს და რუსულიც. smile.gif ვისაც გნებავთ, მომწერეთ პმ smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Feb 14 2007, 01:17 AM
პოსტი #24


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



გმირობა და ეგოიზმი



ნუ დაუჯერებ თეორიებსა და საუბრებს ეგოიზმის კანონების შესახებ. ის არ არსებობს. უფალი განაგებს სამყაროს, ადამიანები კი ღვთის შვილები არიან.
ადამიანი, რომელიც მორევში გადაეშვება დასახრჩობად განწირული ადამიანის გადასარჩენად, მეყსეულად სპობს მთელ ამ თეორიებსა და საუბრებს.


ბუნება ადამიანის ანარეკლია



საკუთარი თავის სიყვარულის თეორია არ შეიძლება იყოს გამართლებული ბუნების მიერ. ადამიანები ძალიან ადვილად აბრალებენ სხვებს საკუთარ ბოროტებას.
ბუნება ნეიტრალურია ადამიანების მიმართ. იგი თავის ხასიათს ადამიანთა ბუნებასთან შეთანხმებით განაწყობს. სანამ ადამი ღვთის მორჩილი იყო, ბუნებაც ემორჩილებოდა ადამს. როდესაც მან ღვთის მორჩილება შეწყვიტა, ბუნებაც აღდგა მის წინააღმდეგ.
როგორც რაიმე სურვილი, აზრი და ვნება მოქმედებს არა ადამიანის მთელ სხეულზე, არამედ მისი ხასიათი, განწყობა, რწმენა და ზნეობა მოქმედებს ბუნებაზე. ადამიანურ ბოროტებას შეუძლია, ბუნებაც ბოროტებით აღავსოს, ასევე გულმოწყალებაც ბადებს გულისხმიერებას.
ბალკანეთის ხალხმა დღემდე შემოინახა რწმენა იმისა, რომ წვიმა, გვალვა, სეტყვა, მოსავლიანი და შიმშილობის წლები, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა დამოკიდებულია ხალხის ზნეობრივ სიწმიდეზე.
წმიდა ადამიანების მიმართ ბუნება შემწყნარებელია, უწმიდურთა და ბოროტგანმზრახველთა მიმართ კი იგი დაუნდობელია.
ბუნება ადამიანის ანარეკლია. როგორიცაა ადამიანი, სწორედ ისეთად ასახავს იგი მას. ბუნებას ეგოიზმი არ ახასიათებს. მაგრამ ადამიანები ეგოისტები არიან, ამიტომ ისინი თავიანთ უსახურ გამოსახულებას ბუნების სარკეში ხედავენ და საკუთარ სიმახინჯეს ბუნებას მიაწერენ.
მაგრამ განა სარკე დამნაშავეა სახის უსახურებაში, რომელსაც იგი უბრალოდ, მართლად ასახავს?


წმიდანი და ბუნება



წმიდანისათვის ბუნება წარსულს ასახავს. მან შეისწავლა მისი ანბანი, წაიკითხა მისი სიტყვები, მოისმინა მისი ბგერები, შეიცნო ყოველივე, რაც მან მას მიანდო და წიგნი დახურა. მხოლოდ წმიდანში მიაღწია ბუნებამ თავის მიზანს: მან მასში ადამიანი გააღვიძა, ღვთისაკენ სავალი გზა ასწავლა და თვალს მიეფარა.
წმიდანი უსაზღვროდ მადლიერია ბუნებისა და განუზომლად გულმოწყალე მის მიმართ, ამიტომაც იგი მას დედამიწაზე თავის ერთადერთ მეგობრად მიიჩნევს.
ჭეშმარიტად, არ არსებობს უფრო ამაღელვებელი სურათი, ვიდრე წმიდანისა და გარეული მხეცების მეგობრობა. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ იგი მას ისე უყურებს, როგორც მოზრდილი ადამიანი ბავშვურ გასართობებს: აი, კიდევ ერთი მზერა, კიდევ ერთი თანაგრძნობის გამომხატველი ღიმილი, კიდევ ერთი ნაზი მოგონება, - და დროა, მგზავრი გზას გაუდგეს, წინ თუ ზემოთ, ყოველგვარი გაჭირვების მიუხედავად. მან ყველაფერი უნდა დაივიწყოს, დატოვოს ყველაფერი, რათა შეიცნოს და მოიპოვოს ყოველივე.
გურმანისათვის ბუნება მომავალია, მხატვრისათვის - აწმყო, წმიდანისათვის - წარსული.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 17 2007, 02:10 AM
პოსტი #25


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



სად მარხავ მოკლულს?



მნიშვნელობა არა აქვს, ავადმყოფობით მოკვდები თუ ადამიანის ხელით. მაგრამ, ადამიანისაგან განსხვავებით, ავადმყოფობა სიკვდილზე პასუხს არ აგებს. როგორი შესამეცნებელია ფუტკრის მაგალითი: კბენისათვის იგი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს.
ყველა შენს მიერ მოკლულს ორი განსასვენებელი აქვს; ერთი მეორე სამყაროა, მეორე კი - შენი სინდისი.
სადაც არ უნდა დამარხო მიცვალებული, შუაღამისას იგი შენს სინდისში გაიღვიძებს და ისეთ შეკითხვებს დაგისვამს, რომლებზეც შენს ოფლში გაღვრილ სინდისს გათენებამდე მოუწევს პასუხის გაცემა.


უღვთობა უჰაერობაა



როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უჰარო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც,
განეშორე უღმერთოთა შესაკრებელს, რამეთუ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები.
ღმერთი შენი სულის ჰაერია. ამ ჰაერის გარეშე შენი სული მიწაზე დაეცემა და მტვერში იხოხებს, როგორც გველი.


გული და ბიბლია


ფერფლისგანაა შენი გული, ფერფლისგანაა ის ქაღალდიც, რომელზეც ბიბლიაა დაწერილი. მაგრამ ცხოველმყოფელი სულიწმიდა წერდა ამ ფერფლზე. ამიტომაც ერთი ეპისტოლე მიემართება მეორეს, პირველი განმარტავს მეორეს, მეორე კი - პირველს. როდესაც სამყარო თავისი ვნებებით ერთს დაწვავს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება.


უბედურება


უბედურება, რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს, ბედნიერებაზე უკეთესია, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისათვის ვაშენებთ. თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს. ეს მეგობრის ხმაა, რომელიც შუაღამისას გვაღვიძებს მძინარს: ხანძარია!
გონიერი ტოვებს ცეცხლწაკიდებულ სახლს და გარბის, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნას. უგუნური კი ზის და კვნესის ცეცხლის კვამლში, სანამ აალებულ სახლთან ერთად არ დაიღუპება.


დღის სიახლები


დღის სიახლეებია:

ადამიანებმა რუსეთის მეფე მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ;

ადამიანებმა პოლონეთის პრეზიდენტი მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ;

ადამიანებმა საბერძნეთის მინისტრი მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ...

უკანასკნელ ასწლეულში მედიცინას ქირურგიაში დიდი მიღწევები არ ჰქონია. არც პოლიტიკურ ქირურგიას გაუსწრია დიდად პოლიტიკური თერაპიისათვის; უპირატესობა ამპუტაციის მეთოდს ენიჭება, რომელიც უყოყმანოდ აღესრულება, მაგრამ დამახინჯებულ სხეულს სისხლი განუწყვეტლივ სდის.
მაგრამ, როგორც წესი, მკვლელები წაგებულნი არიან: მოკლულები საზოგადობაში იმაზე ნაკლებ როლს როდი თამაშობენ, ვიდრე სიცოცხლეში. ეს ყველას ესმის, ამას ყველა ხედავს, საზოგადოებრივი ორგანიზმიდან მომდინარე სისხლის შეჩერებას ცდილობენ, მაგრამ ამავდროულად გეგმავენ და ამზადებენ მომდევნო ამპუტაციას, მომდევნო სისხლისღვრას.


ხორციელი ადამიანები


ხორციელი ადამიანები ადვილად ეგუებიან ამ წუთისოფელს. სულიერნი მასში თავს ყოველთვის უცხოდ და გადამთიელად გრძნობენ.
ხორციელნი ეძებენ და ამბობენ, რომ საკუთარი წარმოშობის წყაროს თავიანთსავე ეზოს ნაგვის გროვაში პოულობენ; ამიტომ საკუთარ თავს მას ადარებენ და საკუთარი ადამიანური გამომეტყველების გამო ამპარტავნებაში ვარდებიან.
სულიერნი საკუთარ პირველწყაროს უფრო მაღლა ეძებენ, ციურ მნათობთა ზემოთ, მიუწვდომელ გონებასა და სიწმიდესთან, ამიტომ თავმდაბლად არიან და გლოვობენ, რადგან ხედავენ, რა ძლიერ დაშორდნენ ღვთის ხატებას.
სულიერნი თავს არ იმტვრევენ კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? რამეთუ მათ ესმით, რომ მთელს სამყაროში ვერავის უწოდებ ყოველივეს შემოქმედს, ერთადერთი ღმერთის გარდა.
ხორციელი ადამიანები იტანჯებიან ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, პასუხს საკუთარი სახლის ეზოში ნაგვის გროვაში პოულობენ, ოღონდაც კი არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ.


სიცრუე უფალს განგვაშორებს


მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე განგვაშორებს უფალს; იმის თქმა, რომ ღმერთს ჭეშმარიტება გვაშორებს, იგივეა, თითქოს თვითონ ღმერთი განგვაშორებს საკუთარ თავს.
სიცრუის ფიქრები, ცრუ სიტყვები, ცრუ სურვილები - აი, სიცრუის ერთობლიობა, რომელსაც არარსებობის, ილუზიისა და ღვთისაგან განდგომისაკენ მივყავართ ამ გზიდან მძიმე ცხოვრებისეული შერყევის გარეშე უკანდასაბრუნებელი არ არსებობს, სანამ ადამიანი, სავლესავით დაბრმავებული, მიწზე არ დაეცემა და სანამ ღმერთი მას მტვრიდან და უმწეობიდან არ წამოაყენებს და მხედველობას არ დაუბრუნებს.


მეტი რწმენა


ზოგიერთ ავადმყოფს ექიმები მეტი დოზით უნიშნავენ წამალს, მაგალითად: დალიეთ, რაც შეიძლება, მეტი წყალი!
რწმენა ყველაზე სასარგებლო წამალია ჩვენი სულისათვის, თუკი მას, რაც შეიძლება, მეტი დოზით მივიღებთ. მეტი რწმენა გქონდეს!


ანალიზი


ანალიზი სიყვარულს კლავს, მეცნიერება აგრილებს. ამიტომ საუბრობენ არა ცოდნის სილამაზის, არამედ მისი სარგებლიანობის შესახებ.
მოსიყვარულე არასოდეს კითხულობს შეყვარებულის ასაკს, წარმომავლობასა და მატერიალურ კეთილდღეობას. ზეშთაგონებული სული, ანუ ღვთაებრივი სიყვარულით ანთებული არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმება ღვთის „ანალიზზე.“
სიყვარული განდევნის განსჯას, როგორც უსარგებლო მსტოვარს. სამაგიეროდ აერთიანებს სამ სხივს - გონებას, გულსა და სულს და მათ ერთ სანთლად აღანთებს.


განშორება


მტრების განშორება ორმხრივ სიძულვილს აძლიერებს.
მეგობრების განშორება ორმხრივ მიჯაჭვულობას განამტკიცებს.
დედაშვილის განშორება მათ სიყვარულს განაცხოველებს.
ჩვენი განშორება ღმერთთან აძლიერებს ღვთის სიყვარულს ჩვენდამი. როდესაც ჩვენ ამას ვგრძნობთ, გახურებულ რკინასვით გვწვავს სირცხვილი და მივისწრაფით, უფრო სწრაფად დავბრუნდეთ მასთან, ვიდრე განვეშორეთ; და უდიდესი სიყვარულით ვბრუნდებით.
ადამიანთა სულების უმრავლესობის ისტორია - ეს არის ღვთისაგან დროებითი გაქცევისა და მასთან სწრაფი დაბრუნების მონაცვლეობა.
ო, ოღონდაც ჩვენი მიწაზე ყოფნის ბოლო დღეებში ღმერთთან განშორებულნი არ აღმოვჩნდეთ, არამედ, რაც შეიძლება, მეტად ახლოს ვიყოთ მასთან!


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 20 2007, 10:33 PM
პოსტი #26


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



სახლის შემოსასვლელ კარებზე მიკიდია მიქაელ მთავარანგელოზის ხატი რომელსაც ხატის ქვემოდ აწერია წმიდა ნიკოლოზ სერბის სიტყვები:
,,ღმერთო დალოცე ამ სახში შემომსვლელი, დაიფარე და დაიცევ ამ სახლიდან გამსვლელი, და მიეც მშვიდობაი მასში მცხოვრებთ."


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natuli
პოსტი Mar 21 2007, 02:25 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 7-January 07
მდებარ.: Georgia,tbilisi
წევრი № 805



Zeskvi_ucha
სად შეიძინე ეს ხატი?


--------------------
"ქალი იმიტომ კი არ გიყვარს რომ ლამაზია, არამედ ის ლამაზია იმიტომ, რომ შენ გიყვარს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 23 2007, 01:48 AM
პოსტი #28


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



natuli
სად და სამებიდან რო ჩამოდიხარ დაღმართზე რა, ხელმარცხნივ პირველივე საეკლესიო მაღაზიაში იყიდება. მერე ლამინირება და ეგაა რა.smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 23 2007, 06:51 PM
პოსტი #29


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ჭეშმარიტი სიცოცხლე



რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმისათვის მოვდივართ, რათა მისგან თავი ვიხსნათ ისევე, როგორც აღამიანები ომში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ამით თავი შეიქციონ, არამედ თავი იხსნან მისგან!
დიდი სიკეთისათვის მიდიან ადამიანები საომრად; მიწიერ სიცოცხლეზე მეტი მადლისათვის, მარადიული და უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბადებით ამქვეყნად. ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ ცხოვრებას ყოველთვის სამხედრო სამსახურად თვლიდნენ. როგორც ჯარისკაცები ითვლიან თავიანთი სამსახურის თითოეულ დღეს და სიხარულით ფიქრობენ შინ დაბრუნებაზე, ასევე ქრისტიანებს გამუდმებით ახსოვთ თავიანთი სიცოცხლის დასასრული და ზეციურ სამშობლოში დაბრუნება.

თანასწორობა



ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ეს თანასწორობას როდი ნიშნავს; თანასწორობა განდევნიდა სამართლიანობასაც, სიყვარულსაც და ზნეობასაც.
არის თუ არა ცოლქმრული სიყვარული თანასწორი?
არის თუ არა დედაშვილური სიყვარული თანასწორი?
განა მეგობრების სიყვარული თანასწორია?
ღვთისა და ადამიანის სიყვარულის თანასწორობის არარსებობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის გამაღვივებელი.
სანამ სიყვარული არსებობს, თანასწორობაზე არავინ ფიქრობს.
სანამ სამართლიანობა მეფობს, თანასწორობა არავის ახსოვს.
როდესაც სიყვარული ქრება, ადამიანები საუბრობენ სამართლიანობაზე და თანასწორობას გულისხმობენ.
როდესაც სიყვარულთან ერთად თანასწორობაც ქრება, იწყებენ თანასწორობაზე საუბარს და უზნეობას გულისხმობენ, ანუ განდევნილ ზნეობას ბიწიერებას უნაცვლებენ.
სიყვარულის საფლავზე სამართლიანობა ამოიზრდება, სამართლიანობის საფლავზე კი - თანასწორობა.


სიცოცხლის არსი


თუკი ღმერთი გწამს და ფიქრობ, რომ გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი ერთადერთია, რომელიც ადამიანს ღვთისაგან ეძლევა, მაშინ იცოდე, რომ არასწორად ფიქრობ მასზე.
ნებისმიერი გრძნობიერი და ბუნებრივი სიამოვნებანი მწუხარებით მთავრდება. ღმერთი კი მონადირე როდია, რომელიც ტკბილი სატყუარით მიიზიდავს მხეცს ხაფანგში.
გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი ღვთის მეორე ხელიდან ბოძებული საჩუქარია. ღვთის საჩუქარი პირველი ხელიღან სულიერი ნიჭებია.
გრძნობიერ და ბუნებრღვ მადლს ღმერთი ადამიანებს აძლევს ერთადერთი მიზნით - ამით შეახსენოს მათ უმაღლესი, უტკბილესი და მარადიული მადლის შესახებ; ისინი მომავალი მადლის წინაწარმოსახვაა. უგუნურია ის, ვისაც ეს არ ესმის, და ისიც, ვინც ამას ვერ გაითავისებს.
გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი, ისევე, როგორც მთელი თვალუწვდენელი სამყარო, მხოლოდ მეფის მოწოდებაა ნადიმზე. დიდება მას, ვინც ამ მიწვევას ნადიმად არ მიიღებს.
ორმაგად უბედურია ის, ვინც დაკმაყოფილდება მიწვევით და ამაოებასა და პატივმოყვარე უგუნურებაში ზეციურ მეუფეს დაივიწყებს.


სხვადასხვაგვარი მადლი



როდესაც ადამიანის ყოფა ღვთით არაა აღვსებული, არც სიცოცხლითაა სავსე: იგი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს მსგავსია.
ყოველი არსება სიცარიელე და ვაკუუმია, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე.
ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებული. ადამიანები იმდენად არიან ცოცხალნი, რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს, რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე.
ამიტომ ილუზიაა ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად ჩათვალო. არიან ცოცხალნი და უსიცოცხლონი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მკვიდრობს მათში უფალი, სიცოცხლე, რომელსაც ისინი საკუთარ თავში ატარებენ.
შიშით გეუბნები: არსებობენ უსიცოცხლო ადამიანები, ისინი თითქოს არ არსებობენ. მაგრამ ისინი ცოცხალთაგან ისევე განსხვავდებიან, როგორც სიზმრისეული საგნები ცხადისაგან. თუმცა გამოუცდელთ ისინი ასეთივე ცოცხლები ჰგონიათ!
ისინი ხომ არსებობენ! განა არა? - იკითხავ შენ. დიახ, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კვამლი კიდევ დიდხანს ასდის ნაცარს.


ავსიტყვაობა


რომელ ბოროტებაზე საუბრობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? - სხვის ცოდვებსა და საკუთარ წარმატებებზე.


ბრძოლა არსებობისათვის


შეხედე, ნუ მიეცემი ილუზიებს, რომელსაც მიღებულია, ერქვას „ბრძოლა სიცოცხლისათვის“. ამ სიტყვებს აზრი აქვს, თუკი ისინი ნიშნავს - „ბრძოლას ღვთისათვის“, სხვაგვარად ისინი უაზროა. მათთვისაც, ვინც თავისი სიცოცხლე ღმერთში ჰპოვა, არ არსებობს არავითარი „ბრძოლა სიცოცხლისათვის“. ღმერთი არავისთან არანაირ ბრძოლას არ აწარმოებს. თვითონ ღმერთის თანამყოფობა გამარჯვებაა.
ბრძოლა არსებობისათვის, საზოგადოდ მიღებული გაგებით, ნიშნავს ბრძოლას მიწაზე სხეულის არსებობის გახანგრძლივებისათვის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ბრძოლა არსებობისათვის, ეს არის ბრძოლა სხეულისათვის.
ამ დევიზის ილუზიურობა იქიდან ჩანს, რომ ადამიანები, რომლებმაც მის შესახებ არ იციან, რომლებიც საკუთარი სხეულისაგან კულტს არ ქმნიან, ხშირად იმათზე უფრო ხანგრძლივად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ვინც ამას მისდევდა.

სიცოცხლე შემოქმედისაგან გვეძლევა


წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსე ქოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელი - დამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგი გადმოასხამს მათგან ზეთს, რომელიც ქოთნებზე უფრო ძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება ქოთნების თავშესაქცევ ბრძოლას, ბოლოს კი დაამტვრევს მათ და ახლებს გააკეთებს.
მათ, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე, უფალი ართმევს მის მიერვე ბოძებულ სიცოცხლესა და სულს და ცარიელ ქოთნებს ტოვებს.


ტანჯვის საზომი


მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება.
გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე.
მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სორელი; „თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?“ გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს.


საკუთარი თავის ფლობა


ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ თავიანთი ენის ფლობა.
ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულში მშვიდობას ვერ ინარჩუნებენ, ვერ შეინარჩუნებენ მას სახელმწიფოში.
ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ.
ადამიანებს, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ გაიზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძონ სხვისი ბედნიერების სიხარული.

მიღწევები


ყოველგვარი მიღწევა, სწავლასა თუ შრომაში, შრომითა და ძალისხმევით, მაგრამ ღვთის გარეშე მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს. შესაძლოა, შენს მიღწევაში ყველაზე გულმოდგინე შრომა გქონდეს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა. ყოველი ცოდვა კი აძლიერებს ახალი ცოდვის წყურვილს.
იგივე, მაგრამ უკვე ღვთის სახელით ქმნილი, ადამიანს ბედნიერს ხდის, რამეთუ წყურვილს აკმაყოფილებს.


ღვთის სახელით


ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის დაკარგავ, მოპოვებულია; ყოველივეს, რასაც საკუთარი თავისათვის შეინახავ, დაკარგულია.
ყველაფერი, რასაც ღვთის სახელით გასცემ, ასმაგად აგინაზღაურდება; ყოველივე, რასაც შენი სახელისა და პატივმოყვარეობისათვის გაიღებ, დაკარგულია.
ყოველივე, რასაც მიიღებ ადამიანთაგან უფლის სახელით, სიხარულს მოგანიჭებს; ყოველივე, რასაც ადამიანთაგან ჯილდოს სახით მიიღებ, მხოლოდ საზრუნავს გაგიმრავლებს.


ღვთისადმი დამოკიდებულება


ზოგჯერ ადამიანები ამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთთან, რადგან ვერ ხედავენ მასში ერთადერთ რეალობასა და ფასეულობას; ამის შედეგად ისინი ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობაში ცრუნი ხდებიან. მაშინ ფასეულობად ითვლება წარმოდგენა და გამონაგონი, ცხოვრება კი აჩრდილთა მოძრაობას ემსგავსება, როდესაც მზე ღრუბლებს მოეფარება.
ცრუ თეორიები ღმერთზე დაუყოვნებლივ გაიყოლიებენ თან ცრუ სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თეორიებს. ერთი სიცრუე მეორეს ბადებს, პირველი ერწყმის მეორეს, მეორე საშველად მესამეს უხმობს.
მაშინ მოხერხებულობა სათნოებაზე მეტად ფასდება, რაოდენობა ხარისხს აღემატება.
და მაშინ, ბოლოს, ადამიანები ხვდებიან, რომ ისინი იძირებიან სიცრუეში და ყვირიან: ყველგან სიცრუეა! მაგრამ ჭეშმარიტებას არავინ უბრუნდება. ისევე, როგორც ნაპირს დაშორებული მოცურავეები ძალას კარგავენ, ერთმანეთს ებღაუჭებიან და იძირებიან, რადგან დაბნეულობასა და შიშში ავიწყდებათ, საით დარჩა ნაპირი და ვისთან უნდა ეძიონ შველა.
ასეთ დროს სამყაროს დაღუპვისაგან იხსნის ათიოდე მართალი - ღვთის ადამიანები, რომელთა არყოფნამაც სოდომი და გომორი დაღუპა.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 23 2007, 08:43 PM
პოსტი #30


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ბუნება ჩვენი მეგობარია



ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.
ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: „შემინდე, ღმერთო!“
ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებენ, საკუთარ თავზე უამრავ უბედურებას მოიწევდნენ და მოიწევენ; რამეთუ ის, ვინც ბუნებასთან მშვიდობიან ურთიეროობას დაარღვევს, უცილობლად არღვევს აგრეთვე კეთილ დამოკიდებულებას ღმერთთან.


დისტანცია


ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე.
თუ ცეცხლში წყალს ჩაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი.
თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც.
თუ მიეახლები მოსამსახურეს, როგორც ცოლს, არც ცოლი გეყოლება და არც მოსამსახურე.
თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ.
თუ გამუდმებით ითვლი სხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი.
თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს განამრავლებ.
თუ მელიის მადევარი მას დაეწევი, მამალს დაიბრუნებ; თუ დათვის მადევარი მას დაეწევი, ვერც მამალს დაიბრუნებ და თავსაც დაიღუპავ.


სათნოების დამაბრკოლებელი



ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილას რომ იყვნენ, უკეთესები იქნებოდნენ.
მდიდრებს ეჩვენებათ, რომ სათნოებას ხელს უშლის სიმდიდრე, ღარიბს - სიღარიბე, მეცნიერს - სიბრძნე, უმეცარს - უცოდინრობა, ავადმყოფს - ავადმყოფობა, მოხუცს - მოხუცებულობა და ახალგაზრდას - ახალგაზრდობა.
ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. წარმოიდგინეთ, რომ ცუდი მეომარი თავს იმართლებდეს: ამ ადგილას მე დავმარცხდები, სხვაგან გამიშვით და მამაცი ვიქნები! ნამდვილი მეომარი ყოველთვის ვაჟკაცურია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ ომში დაეცემა.
წმიდა მეფე ლაზარეს ბრძოლის ველი რომ დაეტოვებინა, დამარცხებულად ჩაითვლებოდა; მაგრამ ცოცხლად დარჩენილი ბოლომდე მტკიცედ იდგა და გაიმარჯვა.
ადამმა სამოთხეში რწმენა დაკარგა, იობმა წყლულებაში განიმტკიცა რწმენა. ილია წინასწარმეტყველს არცერთხელ არ უთქვამს: შიმშილი ღვთის მორჩილებაში ხელს მიშლის! მეფე დავითი არ ამბობდა, სამეფო გვირგვინი ჩემს მორჩილებას ხელს უშლისო.

რწმენა სიყვარულის საფუძველია



რწმენა სიყვარულის საფუძველია. განუწყვყტლივ შეინარჩუნე იგი, შეინარჩუნე სიყვარულის თესლი, რომელიც თავის თავში რწმენას ატარებს, რათა იგი გაიზარდოს და სიხარულის მოტანა შეძლოს; რამეთუ რწმენა თავისთავად, სიყვარულის გარეშე გაყინულია და უსიხარულო.
მაგრამ თუ შენში სიყვარული გაცივდება, სიხარულის ნაყოფს ვერ მოიტანს, გადაარჩინე რწმენა და ელოდე.
ნებისმიერ ფასად გადაარჩინე რწმენა; და ელოდე, ელოდე, სანამ მისგან სიყვარული არ ამოიზრდება. სიყვარულის დაკარგვით ხის ნაყოფს დაკარგავ; რწმენის დაკარგვით კი თვითონ ხეს დაღუპავ.
თუ შიმშილობის წელი დადგება და ყანა მოსავალს არ მოიტანს, მოთმინების მქონე პატრონი მას ორმაგი გულმოდგინებით დაამუშავებს. მეზობლები ეუბნებიან, გაყიდეო იგი. ის კი დუმს და მუშაობს. თუ შემდეგ წელს ყანა მოსავალს კვლავ არ მოიტანს, იგი გულმოდგინებას ზრდის. მეზობლები კვლავ ურჩევენ მის გაყიდვას. ის დუმს და მუშაობს. და როდესაც მესამე წელს ყანას მოსავალი მოაქვს, ის სამმაგად ხარობს. მაშინ მეზობლები დუმილს ამჯობინებენ, ის კი ხარობს. ყანა რომ გაეყიდა, რა უნდა გახარებოდა?

სიყვარულის სიტყვა



ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები თავიანთ წმიდა და ღვთაებრივ ძალას კარგავენ და თითქოსდა კვდებიან; ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთული ხე ჭკნება და კვდება.


სიბრძნე


როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს.
როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს.
როდესაც ადამიანები მოკრძალებით, ღვთისა და შემოქმედის სახელით ითხოვენ მათთვის აუცილებელს, ბუნება აძლევს მათ ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ.
გონიერი დედა აძლევს ბავშვს ყველაფერს სასარგებლოს, რასაც იგი სთხოვს; თუ იგი მოითხოვს რაიმეს დაჟინებითა და ახირებით, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, დედა მას მოთხოვნის სანაცვლოდ უსარგებლო სამშვენისებს აძლევს.
ასევე იქცევა ღვთის სიბრძნეც ადამიანთა მიმართ.


ისტორიის არსი


ისტორიის მთავარი არსი ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრაა. ყველა დანარჩენი მხოლოდ მთავარის ეპიზოდი და ფრაგმენტია.
ისტორიული პერიოდები თითქოს ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. მოქცევის დროს დიდი მხატვრები ღვთაებრივ შთაგონებას ღმერთში პოულობდნენ, მიქცევის დროს კი - ბუნებაში. ამას შეიძლება ეწოდოს „ხელოვნება პირველი ხელიდან“ და „ხელოვნება მეორე ხელიდან“, შესაბამისი მითითებით პირველსა და მეორეზე. პირველი უფრო მამაცური და დრამატულია, მეორე კი - ქალური და ლირიული. ისევე, როგორც მამის არყოფნის დროს სტუმრებს დედა ღებულობს და ართობს მათ იმის მოთხრობით, რაც მამისაგან შეიტყო.
თითოეული მიქცევა, ანუ ღვთაებრივით აღფრთოეანების ბუნების აღფრთოვანებით შეცვლა, თან გაიყოლებს ბავშვობაში დაბრუნებასაც. მოქცევა სულიერი სიჯანსაღეა, მიქცევა კი - სულიერი სენი. ბუნებრივია, რომ ზრდასრული ადამიანი ბუნების მომხიბვლელობით აღვსილი, მიისწრაფვის ამაღლებულისაკენ, ბუნებაზე აღმატებულისაკენ, ზეციური სასუფევლისაკენ.
გავიხსენოთ 12 წლის იესოს შემთხვევა: როდესაც დედამ იგი ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვნა, მაცხოვარმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჰკითხა: „რატომ მეძებდით? განა არ იცით, რომ ჩემი მამის სახლში უნდა ვიყო?“


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 26 2007, 11:28 PM
პოსტი #31


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



მდუმარება


მდუმარებისაკენ მიისწრაფოდა ყველა დიდი სული, რამეთუ ღრმად შეიგრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას: „დუმილი ოქროა“. ყოველ დაფიქრებულ ადამიანს გამოუცდია და იცის, რომ ის არის არა ის, რასაც იგი საკუთარ თავზე ამბობს, არამედ ის, რაც უთქმელი რჩება. არა ის, რაზეც შეგნებულად დუმილს ამჯობინებენ, არამედ ის, რისი გამოთქმაც შეუძლებელია.
ჩვენი საუბარი ადამიანებთან წვრილი ფულია, რომლითაც თავს გამოვისყიდით, მაშინ, როდესაც მსხვილი ჩვენთან რჩება. ანდა ასე: ადამიანებს შორის ყოფნისას ჩვენ ნიღაბს ვიცვლით, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი სულიერი პორტრეტი დაფარული რჩება.
მდუმარეა ყველა დიდი სტიქია, ყველაზე მეტად მდუმარე კი ღმერთია, მხოლოდ პატარა ქმნილებები არიან მრავალმეტყველნი. და განა გასაკვირია, რომ დიადი სულები სდუმან?

ევა და მარიამი


ევა და მარიამი ჭეშმარიტად გამოხატავენ ჩვენს ხორციელსა და სულიერ სიბრძნეს.
ევამ იმაზე მეტი მოისურვა, ვიდრე ქმარსა და უფალს მისი ზიანის გარეშე შეეძლოთ მიეცათ. იგი უფსკრულში გადაეშვა ეშმაკთან ერთად და თან გაიყოლა მთელი სამოთხე. ეს უფსკრული ისტორიაა. ამ ვნებათა ბობოქარ
უფსკრულში როგორც სარეველა, აღმოიზარდა ხე კეთილისა და ბოროტის ცნობისა. მარიამმა თავისი სული ისტორიაზე აღამაღლა და სულიწმიდით შემოსა იგი.
ევას მიერ ეშმაკისათვის დაჯერებას მოჰყვა ის, რომ მისი სიყრმის შვილი მკვლელი გახდა. ქალწულ მარიამის სულიწმიდასთან წინდობის შემდგომ წმიდა გახდა მისი ძე - ღმერთკაცი.
ევამ ცხოვრების ბორბალი ქვემოთ დაატრიალა, მარიამმა კი ზემოთ მიმართა იგი.
ევასა და მარიამის დრამა ჩემთვის და შენთვის, ჩემო მეგობარო, არცთუ მნიშვნელოვანი იქნებოღა, ის რომ მთელი თავისი სიცხადით არ გვიჩვენებდეს ჩვენი საკუთრი სულის დრამას - სულისა და სხეულის ურთიერთდაპირისპირებას.


ჰქმენ და დავიწყე



ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება;
თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება;
ნუ ჩაიწერ მოყვასის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, მათგან ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცოდებებს.


აღსარება


აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახვოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.
არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთვლობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას.
არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმართლის სახიფათო ბზარი უჩვენოს.
ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს.


უფასური მონები



რაც შეიძლება, სწრაფად დაივიწყე საკუთარი დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ. გრცხვენოდეს, თუკი ფუტკარი და ჭიაჭველა გაჯობებენ ამაში. საკუთარი დამსახურებებისათვის სიამაყის შედეგი ბოროტება, ჩხუბი და ადამიანთა შორის მტრობაა, რასაც აუცილებლად მოსდევს გრძნობა იმისა, რომ საჭირო არ ხარ, და სასოწარკვეთილება. გინახავს ოდესმე ფუტკარი და ჭიანჭველა სასოწარკვეთილებაში? მართლაც, სამარცხვინოა, თუკი ისინი ადამიანებზე უკეთ აღასრულებენ ქრისტეს მცნებას: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქვენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკა 17,10).


მცირე და ბევრი


ვისთვისაც მცირე სიკეთე საკმარისი არაა, მას მეტი სიკეთის სწამს და ეძიებს კიდეც მას.
ვისთვისაც დიდი სიკეთე საკმარისი არაა, მას უდიდესი სიკეთის სწამს და ეძიებს კიდეც მას.
ვისთვისაც არც ესაა საკმარისი, მას სიკეთის არ სწამს და არც ეძიებს მას.
ვისთვისაც უმცირესი მორალი საკმარისი არაა, მას უმაღლესის სწამს და ეძიებს მას.
ვისთვისაც ესეც არაა საკმარისი, უფრო ამაღლებულ მორალს ეძიებს.
ვისთვისაც უმაღლესი მორალი საკმარისი არაა, იგი არანაირს არ ეძიებს.
ვისთვისაც ჭეშმარიტების ნათელი სახე საკმარისი არაა, იგი დიდი სინათლისაკენ მიისწრაფვის.
ვისთვისაც დიდი ნათელი საკმარისი არაა, კიდევ უფრო დიდს ეძიებს.
ვისაც ჭეშმარიტების უნათლესი სახე ეცოტავება, მას არ სწამს ჭეშმარიტების და არც ეძიებს მას.
ამით აიხსნება ის, რომ მათ შორის, ვინც ქრისტიანობა მიიღო, ზოგჯერ უზნეო და უღმერთო ადამიანი მეტია, ვიდრე არაქრისტიანთა შორის, რომლესაც არ დაუკარგავთ ყოველივე იმიტომ, რომ არ გააჩნდათ იგი.


ცოდვის შიში



რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა; ისევე, როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს.
მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან.
ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება, როდესაც ფეხები უკვე უსხლტება ღრმა უფსკრულის პირას; რამეთუ გამოფხიზლება მხოლოდ დაამოწმებს მის ვარდნას უფსკრულში.


ორი მორალი



მოვალეობის მორალი - მსახურისა და მონის მორალია. სიყვარულის მორალი ადამიანის მორალია. სიტყვა „მოვალეობა“ სიყვარულისთვის შეურაცხმყოფელია; სიყვარული არაფერში ვალდებული არ არის. სიყვარული ყველაფერს გაიღებს. მოვალეობის არცოდნა სიყვარულის ერთადერთი უცოდინრობაა. სიყვარული სჩუქნის, მოვალეობა კა ავალდებულებს. სიყვარული თავისი არსით მთელ სამყაროს სწვდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი უგუნური და განუსჯელია. მოვალეობა თავისი არსით მოვლენებითა და საგნებით შემოსაზღვრულია, ამიტომ გვეჩვენება, რომ რომ იგი გონივრულია.
სიყვარულის საქმეები დროის საზღვარს სცილდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი პასიურია. მოვალეობის საქმეები შემოსაზღვრულია მოვლენებითა და სიტუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი შემოქმედებითია.
სიყვარული კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე მაღლა დგას. მოვალეობა დაუცხრომელი გამორჩევაა სიკეთისა და ბოროტებისა.
ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარესა და ნაკადულებში ჩადენილი წვეთები გადაიქცევიან სუფთა და ჭუჭყიან წყლებად. ასევეა სიყვარულიც, დაცემის შემდეგ ყველაფერს სიკეთედ და ბოროტებად ყოფს და ყველაფერს მოვალეობის საზომით აფასებს.
ცოდვა სიყვარულს გამოდევნის მშობლიური სახლიდან და მოვალეობა უცხო სახლში მიაქვს.


ჟანგიანი რკინა


ნუ იდარდებ, რომ უფალმა შენზე აეადმყოფობა დაუშვა. გაიხსენე რომ მან უფრო მძიმე ავადმყოფობანი დაუშვა შენზე უკეთეს ადამიანებზე.
წარმოიდგინე მჭედლის მიერ მივიწყებული რკინის ნაჭერი. რომელიც წლების განმავლობაში სამჭედლოს კუთხეში დგას. ბოლოს და ბოლოს, რკინა მოსთხოვს მჭედელს, რომ იგი გამოიყენოს. მაშინ მჭედელი სწრაფად აიღებს და ცეცხლში ჩააგდებს მას; როდესაც იგი გალღვება, გრდემლზე დადებს. განა რკინა იდარდებს?
ასევე შენი ავადმყოფობაც სასიხარულოა და არა სამწუხარო. შენ ხომ ლოცულობდი, რომ ღმერთმა უკეთესი გაგხადოს? და აი, მან, როგორც მჭედელმა რკინას, ხელი მოგკიდა დასამუშავებლად და დაიწყო შენი გამოწრთობა და გამოჭედვა. უფალმა შენი დამუშავება დაიწყო! გიხაროდეს, მჭედლის მიერ დავიწყებულო დაჟანგებულო რკინავ!


ურჩობის ცოდვა



ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელსაც მეყსეულად მარადიული სიკვდილისაკენ მივყავართ, მაგრამ ბრძენმა შემოქმედმა ურჩობის სულზე მეტი იცოდა. მან გადაწყვიტა, ადამიანთა მოდგმა გაემრავლებინა, რათა მათ შესძლებოდათ, ერთმანეთში გაენაწილებინათ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე; მარადიული სიკვდილი მან დროებითით შეცვალა, - დამცირება კი - სამყაროში სიმართლისა და ბნელეთის არსებობით.
პირველი ადამიანი დიდ, სუფთა სარკეს ჰგავდა, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. ურჩობის დემონს კი სურდა, მასში თვითონ ასახულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მან გადაწყვიტა, ეს სარკე თავისი შავი, ხშირი ლაქებით დაესვარა, მაგრამ ამ დროს სარკე გატყდა და დემონს საქმე მოემატა, რადგან ადამიანთა მოდგმის გამრავლებით სარკე სულ უფრო და უფრო წვრილ ნაწილებად იმტვრეოდა; დემონი კი მათ შორის აქეთ-იქით აწყდებოდა და უფრო მეტად იღლებოდა. სარკე დღესაც განაგრძობს მსხვრეეას მილიარდობით ნაწილებად, დემონი კი თითოეულ ნაწილს თავისი ჯოჯოხეთური ლაქებით დასდევს. სარკე კი მსხვრევას განაგრძობს იქამდე, სანამ ამ სამყაროს ტრაგედია არ დასრულდება, მანამდე, სანამ ურჩობა საბოლოოდ არ დამარცხდება; მაშინ იგი თავისი პირვანდელი ბრწყინვალებით აღდგება.
ერთხელ, როდესაც დემონი გამარჯვებას ზეიმობდა და ფიქრობდა, რომ სარკე მტვრითაა დაფარული და მისი სამუშაო დამთავრდა, ღმერთმა კვლავ უბოძა სამყაროს სარკე თავისი სრულყოფილი სახით - თავისი ძის, იესო ქრისტეს სახით ამ მოულოდნელობამ დემონი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და უკანასკნელი ბოროტი თავდასხმისაკენ უბიძგა. მაგრამ მისი დღეები დათვლილია, დასასრული ახლოსაა. ეს უკვე ფილოსოფიას არ ჰგავს, ასე არაა? ეს თვითონ ცხოვრებაა, და ეს საკმარისია.


სარკეები



თითოეული ახალშობილი თავისთავად ღვთის ახალ სახებას წარმოადგენს, რომელიც სულ ოდნავაა დასვრილი ურჩობის ცოდვით. ეს პატარა ჩრდილი მის სულზე სხვადასხვა ცუდი მიდრეკილებებია; რამეთუ ღვთის ურჩობის ცოდვა სხვა ცოდვებით, ცუდი ჩვევებით, მანკიერებებითა და ვნებებით გამოიხატება. ეს მცირე ჩრდილი ახალშობილის სულზე გარკვეული მიდრეკილებაა ბოროტებისაკენ. რამდენადაც ამ მიდრეკილებათა რაოდენობა უამრავია, ამდენად მრავალრიცხოვანი და დრამატულია ადამიანის ცხოვრებისეული სიტუაციები.
მაგრამ ღმერთი მოწყალეა თითოეული ადამიანის მიმართ. იცის რა თითოეული სულის სენი, იგი მას ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომელშიც მალე განიკურნებოდა, ხოლო ჩრდილი, რომელიც მას ფარავს, ნათლით შეიცვლებოდა.
თუ ეს ამპარტავნების ცოდვაა, უფალი ახალშობილ სულს ისეთ მოკრძალებულ ცხოვრებისეულ მდგომარეობას მიუსადაგებს, რომელშიც იგი თავმდაბლობას ისწავლიდა და დამღუპველი სიამაყისაგან განიკურნებოდა.
თუ ეს ჩრდილი ვერცხლისმოყვარეობაა, მაშინ ღმერთი მას ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომ იგი ადვილად მიიტანს საკუთარ თავს მსხვერპლად სხვათა კეთილდღეობისათვის, იქნება ეს დიდი ოჯახი, საზოგადოება თუ
სამშობლო.
თუ სული სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი, მაშინ უფალი მას ყველაზე დაძაბული სამუშაოს ცენტრში აღმოაჩენს, სადაც მას არ ექნება იმის დრო, რომ თავის ვნებებს მიეცეს.
სული, რომელიც დაავადებულია ხორციელი ვნების ცოდვით, აღმოჩნდება იქ, სადაც მას არ ექნება შესაძლებლობა, განავითაროს თავისი ნაკლოვანება.
აი, რატომ გვეჩვენება ხშირად, რომ ყველა თითქოს თავის ადგილას არ იმყოფება, რომ ვაჭარი ხშირად პოლიციელს ჰგავს, პოლიციელი კი - ვაჭარს; ბერი წააგავს ოფიცერს, ოფიცერი კი - ბერს, მსახური - მეფეს და პირიქით.
მაგრამ იმ მდგომარეობის მიუხედავად, რომელშიც ღმერთი სულს აყენებს, იგი ფხიზლად, დაუღალავად ადევნებს თვალყურს თითოეულს, ვინც მზადაა წმიდა მადლმოსილ საიდუმლოებებთან დახმარებისათვის მისასვლელად. რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი, მით უფრო მეტის მომცველია ღვთის მადლმოსილი დახმარება.
როდესაც ადამიანები გამოხატავენ უკმაყოფილებას იმ მდგომარეობით, რომელშიც ისინი ღმერთმა ჩააყენა, ამით ადამის ცოდვას - ურჩობას იმეორებენ. მაშინ ვნება, რომლისაკენ მიდრეკილებითაც არიან ისინი შობილნი, ბობოქრად იზრდება და მოიცავს აღამიანს. იმ ზომით, რომლითაც იზრდება ადამიანური ვნება, იგი ზრდის ამავე ვნების განხორციელებას ბუნებაში - კატაში, ძაღლში, მგელში, მელიაში... თუ ვნება მთლიანად მოიცავს ადამიანს, მისი სახება ბუნებაში გადადის.
ამას იმიტომ როდი გეუბნები, რომ უბრალოდ, იცოდე, არამედ იმისათვის, რომ გამოსცადო საკუთარი თავი და აღმოაჩინო შენში ვნება, რომელშიც შობილი ხარ, იმისათვის, რომ შეიმეცნო, როგორ და რა ზომით მიეცი მას შენი დაუფლების საშუალება. რამეთუ, როდესაც უკანასკნელი ჟამი დაჰკრავს და სხეულის ნიღბით შეფარული სული გაშიშვლდება, მაშინ იგი წარმოჩინდება იმ მხეცის სახით, რომელიც საკუთარ თავში აღზარდე.


მართლის სიძულვილი


ადამიანს სძულს ის, ვის წინაშეც იგი შემცოდეა; თავიდან ეშინია, შემდეგ კი სძულს. როდესაც ადამიანი თავისი მეგობრის წინაშე შესცოდავს, მის წინაშე განიცდის შიშს, რომელიც შემდგომ სიძულვილში გადაიზრდება; სიძულვილი კი აბრმავებს.
ადამიანს ეშინია იმისი, ვინც მისი ცოდვები უწყის, შიშს კი სიძულვილი მოსდევს.
როდესაც ადამიანმა იცის, რომ მისი ცოდვა ვინმესთვის ცნობილია, მისი სული შიშით ევსება, რომელიც მალე სიძულვილში გადაიზრდება; სიძულვილი კი აბრმავებს.
იგივე ხდება იმ ადამიანის სულში, რომელმაც იცის თავისი ცოდვა ღვთის წინაშე, იცის ისიც, რომ ღვთისთვის ის ცნობილია. მაშინ ადამიანის სულს იპყრობს ღვთის შიში, რომელიც სიძულვილში გადაიზრდება; ამისგან კი ადამიანის სული ბრმავდება.
ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის მაგივრად იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად თვლის - უარყოფს ღმერთს, რაც ფაქტიურად, თვითმკვლელობის ტოლფასია.


დიდებისმოყვარეობა


კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ მაგრამ, ამასთან ერთად, თუ საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა დაუბერავს. ამიტომ თავდაპირველად ქარი უნდა შეაჩერო.
კალენდრის დასაწყისი
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.
უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.

ბოროტებისაგან განწმედა


ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ მხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.
მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნვს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ.
ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს, რამეთუ იგი ათბობს ბოროტთაც და კეთილთაც; რატომ შენ არ შეგიძლია სიკეთით გაათბო კეთილნიც და ბოროტნიც?
ნუ დაუშვებ, რომ წყალი შენზე სასარგებლო იყოს, თუკი იგი არწყულებს წმიდათაც და არაწმიდათაც, რატომ არ გიხარია, როდესაც დახმარებისათვის მოგმართავენ ასეთნიც და ისეთნიც? განა წყალი მხოლოდ ხარს მისცემს წყალს და სახედარს - არა?
ნუ დაუშვებ, რომ მიწა შენზე მომთმენი იყოს, როდესაც გლეხი მას ხნავს ანდა გზას ასწორებს. იყავი მასავით მომთმენი, რამეთუ შენთვის უდიდესი ჯილდოა გამზადებული.
ნუ დაუშვებ, რომ ცა შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს; რამეთუ შენში არის ის, ვინც ეს ცა შექმნა და ვისაც მისი მოსპობა ძალუძს. ასე რომ, ძმაო ჩემო, შენ ძე ხარ, ცა კი - ქმნილება!


ღვთის სიყვარული


ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლის მიმართ.
ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული თავის მიმართ?
ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვარული მანამდე, სანამ არ იგრძნობს ღვთის დაუსრულებელ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ.


სამი სარკმელი


სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი.
წმიდა ბარბარემ სამი სარკმელი ამოაჭრევინა კოშკში (რომელშიც იგი წარმართმა მამამ დაამწყვდია), რათა ამით გამოეხატა თავისი რწმენა ყოვლადწმიდა სამების მიმართ.
ყოვლადწმიდა სამების ერთ მთლიანობაში აღსაქმელად ჩვენ უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი, როგორც სამება ერთობაში, რამეთუ მხოლოდ სამებას შეუძლია სამების შეცნობა.


ლოცვა


ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა.
როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხდავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ იყო. და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შეამჩნევ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი იყო. როდესაც ლოცვის შემდგომ იგრძნობ სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე: შენი ლოცვა ძლევამოსილი იყო. მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა.
გეთსიმანიის ლოცვა სინამდვილეში ერთადერთი სახეა სრულყოფილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე აღსრულებულა ადამიანთა მოდგმაში.


მიწა და რუკა


როგორიცაა მიწა გეოგრაფიულ რუკასთან შედარებით, ისეთივეა სამყაროს ქრისტიანული გაგება კაბინეტურ ფილოსოფისთან შედარებით. ეს სიმართლეა: ზოგჯერ რუკა მიწაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რუკაზე ვერასოდეს ამოიზრდება თავთავი და ვერასოდეს ამოხეთქავს ანკარა ნაკადული.


საიდუმლოს გასაღები


ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღღგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია.
ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2007, 01:03 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,133
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს ჩემი ერთადერთი ჭეშმარიტი მონაპოვარია

რაში მარგებს ვრცელი სასახლეები მიწაზე, თუ ჩემი სხეული კუბოში მოთავსდება?

რად მინდა ამქვეყნიური სამყოფი, თუ ამით სული ვერ გაძღება, ვერ დაკმაყოფილდება?

ჩემს სხეულს სჭირდება სულ ცოტა იქიდან, რასაც სოფელი მთავაზობს. ჩემი სულის მოთხოვნილებები კი მსოფლიოს მთელ სიმდიდრეზე მეტია.

მიწაზე არსებული მთელი ოქრო-მარგალიტი გულზე რომ დავიკიდო, სასაცილო გავხდები, სიკვდილს კი თავიდან ვე ავიცილებ. მაშ, რაღასთვის ვიწვალებ სულს ფუჭი ამაოებით?!

წმ. ნიკოლოზ სერბი


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 16 2007, 09:37 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი,

თუ არ მიწყენ შევასწორებ: Свети Николаj српски.

მეუფე ნიკოლოზ ველიმიროვიჩს აქვს ძალიან საინტერესო ლექსების კრებული ПЕСМЕ МОЛИТВЕНЕ ანუ (სინქრ.) სალოცავი ლექსები (ქართულად იქნებ უკეთესად ჟღერდეს: ლოცვები ლექსად ). მე ძალიან მომწონს "ყველგან შენ გპოვებ" , ლამაზი ლექსია ძლიერ:

ВЛАДИКА НИКОЛАЈ

СВУДА ТЕБЕ НАХОДИМ

Куда год ходим, Тебе находим,
Куда год гледам, ја Тебе сретам.
Звезде су Твоје, ти их сотвори,
Свака о Теби тајно румори,
Руморе звезде сјајем у ноћи
О Твојој слави и Твојој моћи.
Исусе мој, све добро моје,
Небесне звезде песму Ти поје,
Нека Ти поје и срце моје.

Огњи и буре, ветри и кише,
Све на свој начин о Теби пише,
Ја њино писмо читам са страхом,
Читам са страхом и са уздахом.
На сваком писму Твоји су прсти,
Царски печати, злаћени крсти.
Исусе мој, све добро моје,
Свако створење песму Ти поје,
Нека Ти поје и срце моје.

Још читам судбу сваког човека
Све од почетка до краја века,
Судбе свих људи, судбе народа,
Што све отиче ка' бујна вода.
Нејасно читам, читам и сричем,
Ал' јасно срцем ка Теби кличем:
Исусе мој, све добро моје,
Народи Твоји песму Ти поје
Нека Ти поје и срце моје.

იქნებ არსებობს ქართული თარგმანი, თუ ვინმეს სურვილი ექნება "პროზად" გადავტარგმნი kitxva.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 16 2007, 09:49 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127




წმინდა ნიკოლოზ სერბი

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 16 2007, 07:18 AM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



რამდენიმე ამონარიდი წმინდა მამა ნიკოლოზ სერბის საუბრების წიგნიდან:

მგლები ცხვრებს დასაბამიდან ჭამენ და გლიჯავენ, ცხვარს კი არასოდეს შეუჭმია მგელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნად დღეს უფრო მეტი ცხვარია ვიდრე მგელი.


***

როგორც სანთელი სანთელს ანთებს, ისე ენთება კეთილი საქმე ისევ კეთილისაგან.


***

გააკეთე კეთილი საქმე და ქვის ქვეშ დაფალი, მაინც ამოიდგამს ის ქვა ენას და შენს სიკეთეს არ დამალავს.

***

ვინც ეშმაკთან ერთად დიდ გზას გაივლის, სწორ (მართალ) გზაზე დაბრუნება გაუძნელდება .

***

ჭეშმარიტება არ არის დროზე დამოკიდებული.

***

როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ წარმატებების მწვერვალს მიაღწია, სწორედ მაშინ დგას ის დაღუპვის პირას.

***

ადამიანები, რომლებიც საკუთარ შინაგან სამყაროს ვერ ხედავენ, ისინი უფრო ნაკლებად ხედავენ საკუთარ თავს ამ სამყაროში.

***

ადამიანები,რომლებიც სხვის ტკივილს ვერ იზიარებენ, ისინი უფრო ნაკლებად გაიზიარებენ სხვის სიხარულს.

***

ნუ იჩქარებ საუბრისას, როდესაც სამ რამეზე ლაპარაკობ:
1.ღმერთზე, სანამ არ განმტკიცდები რწმენაში,
2. სხვის ცოდვებზე, სანამ შენსას არ გაიხსენებ,
3. ხვალინდელ დღეზე, სანამ არ იცისკროვნებს.


***

ნუ დასვრი იმას, ვინც დაბანას იწყებს,არამედ მიეხმარე დასუფთავებაში.

***

ვისაც საკუთარ თავში ხანძარი არ გასჩენია, ის თითის დაწვისას მოსთქვამს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 25 2007, 09:20 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აქ შეგიძლიათ მოისმინოთ წმინდა ნიკოლოზ სერბის ქადაგება , ანუ მისივე ხმა. სერბულ ენაზეა, მაგრამ შეიძლება თვით ხმის მოსმენის სურვილი გქონდეთ და ნახეთ:

http://rapidshare.com/files/65002213/Vladi..._Aleksnadru.mp3

ეს მეორე ლინკი კი არის ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩის ქადაგება, თემას არ შეესატყვისება,მაგრამ ბარემ აქვე დავდებ ამ აუდიო ფაილსაც (მეტად ომახიანი ხმა აქვს):

http://rapidshare.com/files/65003482/Govor_Oca_Justina.mp3
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Oct 25 2007, 03:04 PM
პოსტი #37


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



საქართველოდან წამოვიღე ნიკოლოზ სერბის ''მისიონერული წერილები''.
ყველას გირჩევთ მის წაკითხვას.
ძალიან მარტივად აქვს პასუხები გაცემული მართლაც რომ ძალიან ბევრ საინტერესო კითხვაზე.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 28 2007, 12:30 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ჰიტლერმა პირადად უბრძანა ჩრდილოეთ ფრონტის სარდალს:"მოისპოს სერბეთის ინტელიგენცია, განადგურდეს სერბეთის ეკლესიის მეთაურნი. პირველ რიგში, განადგურდეს პატრიარქი გაბრიელი (დოჟიჩა), მიტროპოლიტი პეტრე (ზიმონიჩი) და ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)".


აქ ისტორიული და ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული, სინამდვილეში როგორც იყო იმას მერე დავუბრუნდები მოკლე ისტორიული განხილვით. ჰიტლერს არ უბრძანებია ამ მღვდელთმთავართა განადგურება (ასე რომ ყოფილიყო გაანადგურებდა კიდეც ), არამედ გენერალი ლერის დაჟინებული მოთხოვნა იყო იმდროინდელი იუგოსლავიის ცვეტკოვიჩ-მაჩეკის ანტიხალხური რეჟიმის მოწინააღმდეგე სასულიერო პირთა "გაუვნებლობა", ჰიტლერმა კი ამის საფუძველზე გარკვეული უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად გასცა მათი დაპატიმრების და არა განადგურების ბრძანება.

საინტერესოა რომელ ავტორს ეკუთვნის ზემოთ დადებული ბიოგრაფია. მე ვეცდები დროის ქონების შემთხვევაში ისევ წმინდა იუსტინე პოპოვიჩის სტატიებით ვიხემძღვანელო. უფრო სარწმუნოა.

დანარჩენს მერე დავუბრუნდეთ.

მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 29 2007, 02:58 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მივამატებ უფრო დეტალურად მამა ნიკოლოზის ტყვეობაში ყოფნის ამბავს:

1941 წელს მეუფე ნიკოლოზი გერმანელებმა ლუბოსტინის მონასტერში დააპატიმრეს, შემდეგში კი გადაიყვანეს პანჩევოს მახლობლად ვოილოვიცის მონასტერში, პატრიარქ გავრილო (გაბრიელ) დოჟიჩასთან ერთად . 1944 წლის 14 სექტემბერს კი გერმანელებმა მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი ვოილოვიციდან დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გადააგზავნეს. იქ ისინი სარგებლობდნენ სხვებთან შედარებით კარგი პირობებით და პატივისცემით (Ehrenhäftling). დახაუში მათ 3 თვე დაჰყვეს, 1944 წლის დეკემბერში კი გერმანელებმა ისინი გაათავისუფლეს (და არა მოკავშირეებმა!) ,გენერალ მილან ნედიჩისა და გერმანელი გენერლის ჰერმან ნოიბახერის ერთად მამა ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი სლოვენიაში გაემგზავრნენ. პატრიარქი სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა, მამა ნიკოლოზი კი ჯერ ავსტრიაში გაჩერდა, შემდეგ კი ამერიკაში გადასახლდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 30 2007, 07:57 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, 1945 წლის 11 თებერვალი, ვენა :

უფალო ღმერთო, შემოქმედო და ყოვლისმპყრობელო, რომელმაც სიყვარულისგან შექმენი ხილული თუ უხილავი სამყარო, რომელსაც შენი ძლიერი ხელით გიპყრია ყოველივე, შენ შეგთხოვთ დღეს : შეისმინე ჩვენი, შეგვიწყალე და გვიხსენი. ჩვენ ახლა არამხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის შეგთხოვთ უფალო, არამედ ყველა ხალხებისათვის, რომელსაც იტევს ეს შავი მიწა, განსაკუთრებით კი მონათლულთათვის, რომელთათვისაც
ბევრი უკანონობის გამო ჩამქრალა სიყვარულის ცეცხლი და გაღვივებულა სიძულვილის ალი. გევედრებით ყოვლისშემძლე შემოქმედო და მამავ ჩვენო: ჩაგვიქრე სიძულვილის ხანძარი და შენს სამწყოსს გულებში სიყვარულის ცეცხლი აგვინთე .

მუდმივი ჭეშმარიტების და მუდმივი სიყვარულის ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ჯვართცმული და აღმსდგარი ძის სახით გაგვიცხადე და მოწმე გაგვხადე შენი ჭეშმარიტების, სამართლიანად დაგვსაჯე დღეს ჩვენ ,ადამიანთა მოდგმა ,უფალო , რომლებთაგანაც ბევრმა პირი იბრუნა მატყუარა ღმერთებისაკენ, რომლებმაც შენი ხალხი სიცრუით სიცრუის, სიძულვილისა და ბოროტების უდაბნოში შეყარა. მხოლოდ შენ ერთს ძალგიძს ისევ შემოგვაბრუნო შენსკენ ღმერთო და სწორ გზაზე დაგვაყენო.

სინანულით შემოგტირებთ შენ : რაც შეიძლება მალე ჩააქრე სიძულვილის ხანძარი და შენი ხალხის გულებში სიყვარულის ალი აანთე. ქრისტე ძლიერო,
რომელმაც ჩაახშე ზღვის ბოროტი ღელვა, ასევე ჩაახშე ახლაც სიძულვილის
ქარიშხალი , რომელიც ყველას შენი და ჩვენი მთავარი მტრის გასახარად წალეკვით გვემუქრება. ისევე გაგვწმინდე ჩვენც ძალადობისა და გაუტანლობისაგან, როგორც კეთროვნები განწმინდე კეთრისაგან. ისევე როგორც შენ აუხილე თვალები ბრმათ, ასევე აგვიხილე ჩვენც ჩვენი სულიერი თვალები, რომ ადამიანმა ადამიანში ძმა დაინახოს და არა ბოროტმოქმედი.
შენ ხომ შენს მოციქულებს ანდერძად სიყვარული დაუტოვე, ასევე ჩვენც უფალო, სიყვარულის მეუფეო, შენი ხალხის გულებშიც გააჩაღე ღვთიური სიყვარული ერთმანეთის მიმართ!

გაამრავლე უფალო, სიყვარული მიწაზე. დაე სუფევდეს სიყვარული მიწაზეც ისევე, როგორც ცათა შინა. ჩვენ გავიყინეთ სიძულვილში - გაგვალხვე სიყვარულის მზით ღმერთო!

რამეთუ ვიცნოთ მიწაზე სიყვარული ამ ქვეყნად უდიდეს სინამდვილედ და ძალად, რამეთუ სიყვარული გვაძლევს ძალას, გვაწვდის ნუგეშს, მოაქვს გამარჯვება, სულებს და სხეულებს სისუსტეებისაგან გვინკურნავს და ამრავლევს ყოველ სიკეთეს, რასაც ადამიანი ისურვებს. სიყვარული ძლიერია სიკვდილზე და გადებული ხიდია ჯოჯოხეთზე გადასავლელი სამარადისო სიცოცხლისაკენ.

გევედრებით უფალო, შეისმინე ჩვენი ლოცვა, რომ არ ვიფიქროთ ბოროტებასა და შურისგებაზე.

მოგცევი უფალო მსგავსი სიყვარული , რომ შევძლოთ შენი დიდება. ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2018 - 05:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი