IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> გავიხსენოთ მამა შიო...
mariami-k
პოსტი Feb 1 2007, 11:29 AM
პოსტი #1


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო.
თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო.

IPB-ს სურათი


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 1 2007, 11:33 AM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გავიხსენოთ რას ნიშნავს?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Feb 1 2007, 11:38 AM
პოსტი #3


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



მხევალი ნინო
გადაიკითხე პოსტი სრულად და მიხვდები.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 1 2007, 11:41 AM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ღმერთმა მარადიულ ნათელში ამყოფოს ohmy.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 1 2007, 12:39 PM
პოსტი #5


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



მეც ვიცნობდი მამა შიოს, ბევრჯერ დავსწრებივარ მის მსახურებას და მართლაც საოცარი ადამიანი იყო, ყველა დამეანხმება ამაში ვისაც ერთხელ მაინც ყავდა ნანახი ან რაიმე შეხება ჰქონია მასთან.

მის სულიერ შვილებს ვესაუბრე, ვინც მის დაკრძალვას დაესწო და მითხრეს რომ ბოლო დღეს ყველამ ხელით შევეხეთ მის ცხედარს, გამოთხოვების ნიშნად და ისეთივე თბილი იყო მისი სხეული როგორც ცოცხალი ადამიანისო, ეს მართლაც სასწაულია.

ღმერთმა დაუმკვიდროს მამა შიოს ცათა სასუფეველი


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Feb 1 2007, 12:47 PM
პოსტი #6


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



Cotne
მეც იყავი მის დაკრძალვაზე და შემიძლია მეც იგივე ვთქვა. იგი ძალიან თბილი იყო. ვუყურებდი და ვერ აღვიქვავდი როგორც მიცვალებულს.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 1 2007, 03:16 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა
ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო

ქოზიფას მამათა მონასტერი მამა შიოს აშენებული იყო? ohmy.gif რუის-ურბნისის ეპარქიაში არ არის თუ არ ვცდები? ვაი რა მაგარია ეხლა მინდა მანდ წასვლა უფლის ნებით თუ გამომივიდა კარგია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 1 2007, 03:52 PM
პოსტი #8


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



ციტატა
ქოზიფას მამათა მონასტერი მამა შიოს აშენებული იყო? რუის-ურბნისის ეპარქიაში არ არის თუ არ ვცდები? ვაი რა მაგარია ეხლა მინდა მანდ წასვლა უფლის ნებით თუ გამომივიდა კარგია


ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: „მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს”.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე _ წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია _ თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე _ ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი _ დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, ხოლო დანარჩენი ორი _ წმ. გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ეკლესიები დღეს უკვე ნანგრევებადაა ქცეული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული.
დიმიტრი მეღვინეთხუცესის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIXს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად, სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით კარგად შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები, აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ბერები, საკვირველი მადლითა და ძალით აღჭურვილნი, განუწყვეტლივ იღვწოდნენ ლოცვით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით, ეკლესიათა შენებით, ყოველდღიური შრომით.
XVII საუკუნემდე უმოქმედია მონასტერს. ოთხი საუკუნის შემდეგ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მამათა მონასტერი 1997 წლის 17 ივნისს კვლავ აღდგა და გაცოცხლდა.
ამჟამად მონასტერში 1 მღვდელმონაზონი, 5 ბერი და რამდენიმე მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის ძმობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც იღუმენი ეფრემის (გამრეკელიძე) წინამძღვრობით ქოზიფაში მოღვაწე მამების გზას მოთმინებითა და შემართებით აგრძელებენ.
სავანეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება პირვანდელი სახე. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით მიმდინარეობს დანგრევის პირას მისული ტაძრების აღდგენა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის სახურავი მთლიანად გასუფთავდა და გადაიხურა. ასევე გაიწმინდა და სათანადო პატივი მიეგო საძვალეს.
1997 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სამონასტრო კომპლექსი და გაკვირვებულმა ღიმილით აღნიშნა: „მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს”. მოილოცა რა ახლად აღორძინებული მონასტერი, გამომშვიდობებისას ქართველი ერის მამათმთავარმა ასე გაუმხილა აქაურ ძმობას თავისი ნატვრა: „ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო”.


www.urbnis-ruisi.ge ამ საიტზეა ყველაფერი ამ ეპარქიის სესახებ, ყველამ ნახეთ


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 1 2007, 03:55 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



გაიხარე ძმაო მეუფე იობს ვიცნობ და ვსთხოვ რომ კურთხევა მომცეს მანდ წასვლის smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 1 2007, 04:00 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნოი განსუენებაი მიმადლოს უფალმან ღვთისმოყვარესა არქიმანდრიტსა შიოს და მისცეს მას საუკუნო ხსენება

საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
ხსენება და კურთხევაი მისი

სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა
სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო
გუნდნი და გუნდნი ანგელოსთანი შენ გაქებენ უფალო


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 1 2007, 04:02 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(კანონისტი @ Feb 1 2007, 04:00 PM) *

სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნოი განსუენებაი მიმადლოს უფალმან ღვთისმოყვარესა არქიმანდრიტსა შიოს და მისცეს მას საუკუნო ხსენება

საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
ხსენება და კურთხევაი მისი

სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა
სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო
გუნდნი და გუნდნი ანგელოსთანი შენ გაქებენ უფალო

დავით მაგარი ხარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2007, 06:38 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რუის-ურბნისის ეპერქიიდან ვარ, ამიტომ მამა შიოს მეც ვიცნობდი პირადად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედამიწაზე მოარული ანგელოზი იყო... ძალიან, ძალიან მიყვარდა... მის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვერ ვიჯერებ რომ აღარაა..

უთბილესი, უტკბილესი და უწმინდესი ადამიანი იყო.. როგორი ლამაზი სულიც ჰქონდა, ფიზიკურადაც ისეთივე ლამაზი იყო, ღვთიური სილამაზის.. საოცარი ქერა თმით და დიდი ცისფერი თვალებით...

ყურში ახლაც ჩამესმის, როგორ თბილად აბობდა ჩემს სახელს, როცა მესაუბრებოდა ხოლმე.. ხავერდოვანი ხმით..sad.gif

ძალიან, ძალიან დამაკლდა და მიჭირს მასზე საუბარი... sad.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 2 2007, 02:49 PM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



beqa.shuxoshvili
ციტატა
დავით მაგარი ხარ

შენ ჩემს შესაქებად თუ გინდა ცალკე თემები გახსენი ხოლმე mad.gif
აქ ამის ადგილია?? mad.gif mad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2007, 02:58 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,516
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა შიოს უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულით ჰქონდა გული ავსებული..

ერთმა პიროვნებამ მას ძალიან დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა.. ერთხელ, მე და ჩემი სულიერი და (იმ პიროვნებას იცნობდა) ქარელის რეზიდენციაში ვიყავით ჩასულები, მამა შიოც ჩამოსული იყო ქოზიფას მონასტრიდან. არ მავიწყდება როგორი სიყვარულითა და სითბოთი მოიკითხა მამა შიომ თავისი შეურაცხმყოფელი..

მას არანაირად არ შეეძლო არ ყვარებოდა განურჩევლად ყველა..

ღმერთმა აცხონოს მისი ულამაზესი და უსპეტაკესი სული!!!!!!


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი Feb 2 2007, 05:08 PM
პოსტი #15


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



მამა შიო ერთხელ მამა შიო ერთხელ მყავს ნანახი სამებაში.რუის ურბნისის ეპარქია იყო ჩამოსული.მეუფე იობიც იყო იყო.ჩემი მეგობარი იყო იქ თათია და უნდოდა რომ გამეცნო მამა შიო.წირვა რომ დამთავრდა გარეთ გავედი რომ მენახა თათიამ უთხრა ეს ლექსო არისო და არ ვიცოდი როგორ მივსალმებოდი მოვიდა ჩემთან და მხარზე ვაკოცეთ ერთმანეთს.ძალიან თბილი ადამიანი იყო. ეგ დღე არ დამავიწყდება.შემდეგ ხატიც გვაჩუქა ყველას smile.gif. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თათია კიდე წავიდა სანახავად მე ვერ მოვახერხე წასვლა.არა და ძალიან მინდოდა.და მგონი ერთი კვირაც არ იყო გასული რომ გავიგე გარდაიცვალა.აცხონოს მისი სული ღმერთმა

ეს კიდე ის დღეა როცა პირველად და უკანასკნელად ვნახე sad.gif
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 2 2007, 05:27 PM
პოსტი #16


დაურეგისტრირებელი









ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Feb 2 2007, 07:48 PM
პოსტი #17


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



IPB-ს სურათი


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 2 2007, 11:00 PM
პოსტი #18


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი sad.gif

წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Feb 3 2007, 11:25 AM
პოსტი #19


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ამ სურათში მამა შიო ნათლავს დედამისს. ნათლია კი ბოდბისა და შემდეგ ურბნისის მონასტრის ყოფილი წინამძღვარია - სქემ-მონაზონი ნინო.

IPB-ს სურათი


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 3 2007, 12:39 PM
პოსტი #20


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



QUOTE
20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი

დედაააააააააა გადავირიეეეეე......

წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა...... sad.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2018 - 10:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი