IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ადამის ცოდვა ისევ მოეკითხებათ ჩვილებს?, არიან თუ არა ჩვილები ცოდვილები
ზებედე
პოსტი Feb 23 2007, 07:33 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ეს საკითხიც საკამათო არის დღესდღეობით...

საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებიდან ვკითხულობთ:

-კართაგენის კრების 110-ე კანონის თანახმად ჩვილებიც ცოდვათა მისატევებლად იღებენ ნათელს.
-იგივე კანონი გვეუბნება, რომ ადამიანი გარდა პირადი ცოდვებისა მატარებელია აგრეთვე ადამის ცოდვისა და ასეა ეს ჩვილების შემთხვევაშიც (მათ პირადი ცოდვები არა აქვთ).
-ადამის ცოდვისგან განსაწმედად ჩვილები საჭიროებენ ნათლისღებას.

- საინტერესოა, "ცოდვათა მისატევებლად" და "ადამის ცოდვაში"-ში რა იგულისხმება, ადამის ცოდვა თუ ცოდვილი, ანუ ცოდვებისკენ მიდრეკილი ბუნება?
-რატომ სჭირდება ჩვილებს ცოდვების მიტევება, მაგ: 2 თვის ბავშვს რა ცოდვა უნდა ჰქონდეს?
-როგორი იბადება ადამიანი, ცოდვილი (ანუ აქვს თუ არა პიროვნული ან შტამომავლობითი ცოდვა) თუ ცოდვებისკენ მიდრეკილი?


წმ. ანასტასი სინელი, თავის ”კითხვა-მიგებაში” გვაწვდის პასუხს, ”რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რაც ამბობდა, რომ მამათა შეცოდებანი გადადის შვილებზე და რადგან თქვა მან წინასწარმეტყველთა მიერ, რომ არ წარწყმდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო, მე მიმაჩნია რომ არ შევლენ ისინი გეჰენაში, თუმცა არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა” . ჩემის აზრით წმინდანი "მათი მამებში" ადამსაც გულისხმობს, ანუ მემკვირდეობით ცოდვებს გამორიცხავს, თუ ვცდები შემისწორეთ smile.gif

ამ საკითხზე ვისაც გაქვთ მამების სწავლებები დადეთ, უმჯობესია ქართული ტექსტი იყოს, რადგან რუსული ცუდათ ვიცი biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 23 2007, 10:04 AM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გუჯა
ციტატა
- საინტერესოა, "ცოდვათა მისატევებლად" და "ადამის ცოდვაში"-ში რა იგულისხმება, ადამის ცოდვა თუ ცოდვილი, ანუ ცოდვებისკენ მიდრეკილი ბუნება?

დამასკელის გადმოცემაში ოთხმოცდამეორე თავში ძალიან ბევრი წერია მაგის შესახებ.
აი ერთი ადგილი მანდედან:
მეხუთეა უფლისმიერი ნათლისღება, რითაც მან ნათელიღო, მაგრამ ნათელიღო არა იმიტომ, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ ჩემეული განწმენდა იკუთვნა მან, რომ შეემუსრა წყალზე ვეშაპთა თავები (ფს. 73,13), გადაერეცხა ცოდვა და მთლიანად წყალში შთაეფლა ძველი ადამი, რომ წმინდაეყო ნათლისმცემელი, აღესრულებინა რჯული, გამოეცხადებინა სამების საიდუმლო და გამხდარიყო ჩვენთვის სახე და ნიმუში ნათლისღებისა, ხოლო ჩვენ ნათელვიღებთ უფლის სრული ნათლისღებით, რაც არის წყლისა და სულის მიერ.
პომაზანსკის კი დეტალურად აქვს ყველაფერი განხილული:

პირველქმნილი ცოდვა

პირველქმნილ ცოდვაში იგულისხმება ადამის ცოდვა, რომელიც თაობებს გადაეცემა და ტვირთად აწევს. ქრისტიანული მსოფლმხედველობის სისტემაში პირველქმნილ ცოდვაზე სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მასზე რიგი სხვა დოგმატებია დაფუძნებული.

საღვთო წერილი გვასწავლის, რომ ადამის სახით „ყველამ ვცოდეთ“. „ვითარცა იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“ (რომ. 5,12). „ვინმე უკუე წმიდა იყოს მწიკვლევანებისაგან? არამედ არავინ... და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ“ (იობ. 14,4-5). „რამეთუ უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა დედამან ჩემმან“ (ფს. 50,7); „თესლ ხრწნილებისა ჩემში არს“ (მე-2 ლოცვა ძილად მისვლის ლოცვებიდან).

ძველი ქრისტიანული ეკლესიის საერთო რწმენა პირველქმნილი ცოდვის არსებობის შესახებ ასახულია ყრმათა მონათვლის ძველ ტრადიციაში. 252 წელს კართაგენის ადგილობრივმა კრებამ 66 ეპისკოპოსის შემადგენლობით და წმ. კვიპრიანეს თავმჯდომარეობით დაადგინა ერეტიკოსთა წინააღმდეგ, რომ: „არ უნდა დაუშალონ ყრმას (ნათლისღება). ის ახლად დაიბადა და როგორც ადამის ხორციდან წარმოქმნილს სხვა ცოდვა არ გააჩნია, გარდა იმ ძველთაგანვე სასიკვდილო, გადამდები სენისა, რომელიც დაბადებით მიიღო. ეს მით უფრო ჯეროვანია, რადგან მას მიეტევება არა საკუთარი, არამედ სხვათა ცოდვები“.

„აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე“ ცოდვით დაცემის შედეგს ასე განსაზღვრავს: „დანაშაულის შედეგად დაცემული ადამიანი დაემსგავსა უტყვ ქმნილებებს. დაებინდა გონება, დაკარგა სრულყოფილება და უვნებობა, მაგრამ არ დაუკარგავს ყოვლადსახიერი ღმერთისგან ბოძებული ბუნება და ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ადამიანი კი არა, უგუნური (არსება) იქნებოდა. მან შეინარჩუნა ის ბუნება, როგორითაც შეიქმნა და თავისუფალი, ცოცხალი, ქმედითი ძალა. ასე რომ, შეეძლო სიკეთის არჩევა და ქმნა, აგრეთვე ბოროტისაგან განდგომა და მისთვის ზურგის შექცევა“.

ძველი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ცოდვის მემკვიდრეობითობას უარყოფდნენ პელაგიუსი და მისი მიმდევრები (პელაგიანელთა ერესი). პელაგიუსი ამტკიცებდა, რომ თითოეული ადამიანი უბრალოდ იმეორებს ადამის ცოდვას - ის ნების სისუსტის გამო ბაძავს ადამის მაგალითს და პიროვნულად ხელახლა ეცემა ცოდვით. რაც შეეხება მის ბუნებას, იგი პირველქმნილი ადამის მსგავსი უბიწო და სუფთა დარჩა ანუ ისეთი, როგორიც შეიქმნა. თანაც ამ ბუნებას სნეულებანი და სიკვდილი პირველქმნილი ცოდვის შედეგად არ მიუღია - ისინი შესაქმისთანავე მის დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენდნენ.

დიდი ძალითა და დამაჯერებლობით შეეწინააღმდეგა პელაგიუსს ნეტარი ავგუსტინე. მან დამადასტურებელ მაგალითებად მოიყვანა:

ა. საღვთო გამოცხადების მტკიცებანი პირველქმნილი ცოდვის შესახებ:

ბ. ეკლესიის ძველ მწყემსთა სწავლებანი:

გ. ყრმათა ნათლობის ძველი ტრადიცია;

დ. ადამიანების, მათ შორის ყრმათა, ტანჯვა და უბედურებანი, როგორც მათში საყოველთაო, მემკვიდრული ცოდვის არსებობის შედეგი.

მაგრამ ნეტარი ავგუსტინე ვერ ასცდა საპირისპირო უკიდურესობას, როცა გამოთქვა აზრი, რომ დაცემულ ადამიანში სრულებით განადგურდა სიკეთის დამოუკიდებლად ქმნის თავისუფლება, თუ ამაში მას საღვთო მადლი არ დაეხმარა.

შემდგომ, ამ პაექრობის საფუძველზე, დასავლეთში ორი მიმართულება წარმოიშვა: ერთს გაჰყვა რომაული კათოლიციზმი, მეორეს კი პროტესტანტიზმი. რომაული კათოლიციზმის ღვთისმეტყველნი თვლიან, რომ ადამიანს საღვთო მადლმოსილების ზებუნებრივი ნიჭი ცოდვით დაცემის შედეგად წაერთვა, რის შემდეგაც იგი თავის „ჩვეულებრივ“ მდგომარეობაში დარჩა, მაგრამ მისი ბუნება არ დაზიანებულა, მხოლოდ მოხდა აღრევა: ხორცმა ანუ სხეულებრივმა მხარემ გაიმარჯვა სულიერზე; პირველქმნილ ცოდვას კი ყველა ადამიანზე გადააქვს ადამისა და ევას „დანაშაული“ ღვთის წინაშე. სხვა დასავლური მიმართულება პირველქმნილ ცოდვაში ადამიანური ბუნების სრულ გამრუდებასა და თავად მისი საწყისების უკიდურესად სიღრმისეულ ხრწნას ხედავს (ლუთერისა და კალვინის თვალსაზრისი). რაც შეეხება უახლეს პროტესტანულ სექტებს, მათ თავიანთ მხრივ ხელი ჰკრეს ლუთერისეულ უკიდურესობას და პირველქმნილი მემკვიდრული ცოდვის სრულ უარყოფამდე მივიდნენ.

პირველი ადამიანების ცოდვის მემკვიდრეობითობაზე სწავლებისა და, კერძოდ, ადამიანის დაცემულ ბუნებაში ამ ცოდვით გამოწვეული შედეგების შესახებ აღმოსავლეთის ეკლესიის მწყემსთა შორის წინააღმდეგობანი არ ყოფილა.

მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება არ იზიარებს ნეტარი ავგუსტინეს სწავლების უკიდურესობებს. მაგრამ მისთვის ასევე უცხოა რომაულ-კათოლიკური საღვთისმეტყველო თვალსაზრისი, რომელიც აშკარად ფორმალური ხასიათით გამოირჩევა. რომაულ-კათოლიკური სწავლება შემდეგი ძირითადი დებულებებისაგან შედგება:

ა. ადამის ცოდვა ღვთის უსაზღვროდ დიდ შეურაცხყოფად იქნა აღქმული;

ბ. შეურაცხყოფას ღვთის რისხვა მოჰყვა;

გ. საღვთო რისხვა გამოიხატა საღვთო მადლმოსილების ზებუნებრივი ნიჭების წართმევით;

დ. მადლის დაკარგვამ გამოიწვია სულიერი საწყისის დამორჩილება ხორციელისადმი და მისი ცოდვაში დანთქმა. აქედან მოდის ძე ღვთისას მიერ აღსრულებული გამოსყიდვის თავისებური გააზრება, რომლის თანახმად დარღვეული წესრიგის აღსადგენად, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ღმერთის დაკმაყოფილება მიყენებული შეურაცხყოფისათვის. ამ სახით კაცობრიობას მოეხსნებოდა დანაშაული და აღარ აღსრულდებოდა მისი თანამდევი სასჯელი.

მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში პირველ ადამიანთა ცოდვა სხვაგვარად არის გააზრებული.

პირველი დაცემის შემდეგ თავად ადამიანის სული განეშორა ღმერთს, ვეღარ აღიქვა მისთვის განკუთვნილი საღვთო მადლი, აღარ ესმოდა, თუ როგორ მოუხმობდა ღვთაებრივი ხმა. ამ მიზეზით მოხდა მასში ცოდვის შემდგომი დამკვიდრება.

მაგრამ ღმერთს არასოდეს წაურთმევია კაცობრიობისათვის თავისი წყალობა, შემწეობა და მადლი. ეს განსაკუთრებით რჩეულ ერს ეხება - მისგან გამოვიდნენ ისეთი დიადი მართალნი, როგორებიც იყვნენ მოსე, ელია, ელისე და გვიანდელი წინასწარმეტყველნი. პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-11 თავში ჩამოთვლის ძველი აღთქმის მართალთა მთელს კრებულს და ამბობს: „რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე“ (ებრ. 11,38). ისინი სრული ვერ შეიქნებოდნენ საღვთო მადლისა და ზეგარდმო ნიჭის მიუღებლად. წიგნში „საქმენი მოციქულთა“ მოყვანილია პირველმოწამე სტეფანეს სიტყვა, სადაც ის დავითზე ლაპარაკობს: „რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და თხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი“ (საქმ. 7,46) - ანუ ღმერთისთვის ტაძრის აგება ითხოვა. წინასწარმეტყველთა შორის უდიდესი, წმ. იოანე ნათლისმცემელი ჯერ კიდევ დედის მუცელში აღივსო სულიწმიდით (ლუკა 1,15). ოღონდ არც ძველი აღთქმის მართალთ ასცდათ დაცემული ადამიანის სიკვდილისშემდგომი ხვედრი - ისინი ზეციური ეკლესიის შექმნამდე, ანუ ქრისტეს აღდგომასა და ამაღლებამდე ჯოჯოხეთში უნდა ყოფილიყვნენ. უფალმა იესო ქრისტემ დახსნა ჯოჯოხეთის კლიტენი და ზეციური სასუფევლის გზა გვიჩვენა.

არ შეიძლება ცოდვათა, მათ შორის პირველქმნილის, არსი მხოლოდ სულიერზე ხორციელი საწყისის ბატონობაში დავინახოთ, როგორც ამას რომაელი ღვთისმეტყველები წარმოგვიდგენენ. ცოდვისადმი მრავალი მიდრეკილება, თვით უმძიმესიც კი, სულის თვისებებს შეადგენს. მაგალითად, სიამაყე რომელიც, მოციქულის სიტყვებით, გულისთქმასთან ერთად მთელი სამყაროს ცოდვათა წყაროა (I ინ. 2,15-16). ცოდვას ბოროტი სულებიც ჩადიან, ისინი კი სრულიად უხორცონი არიან. წმიდა წერილში სიტყვით „ხორცი“ აღინიშნება ქრისტეში აღორძინებული ცხოვრების საპირისპირო არსებობა. „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3,6). რასაკვირველია, ამით არ შეიძლება იმ ფაქტის უგულვებელყოფა, რომ სხვადასხვა ვნებანი და ცოდვითი მიდრეკილებანი თავიანთ დასაბამს ხორციელი საწყისიდან იღებენ, რასაც ასევე წმიდა წერილი მიუთითებს (რომ. 7).

ამრიგად, პირველქმნილი ცოდვა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, მოიაზრება როგორც თავად მიდრეკილება ცოდვისკენ, რომელიც კაცთა მოდგმაში შემოვიდა და მის სულიერ სნეულებად იქცა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 23 2007, 03:33 PM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(დათიკო @ Feb 23 2007, 06:04 AM) *

გუჯა

ამრიგად, პირველქმნილი ცოდვა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, მოიაზრება როგორც თავად მიდრეკილება ცოდვისკენ, რომელიც კაცთა მოდგმაში შემოვიდა და მის სულიერ სნეულებად იქცა. [/color]


მეც მიკვირდა, გამოსყიდული თუა ადამის ცოდვა რატომ არის მრწამშიც, და პირველქმნილ ცოდვაზე საუბარითქო, მე მეგონა ადამის ცოდვა ისევ მოეკითხებოდა შთამომავლობას, მაგრამ რაღაცეები მაბნევდა, ყველაზე მეტად ის რომ ადამს მოეტევა და მისი შთამომავლობა კიდევ რატომ უნდა დაისაჯოსთქო...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Feb 23 2007, 05:52 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



პირველქმნილი ცოდვა

პირველქმნილ ცოდვაში იგულისხმება ადამის ცოდვა, რომელიც თაობებს გადაეცემა და ტვირთად აწევს. ქრისტიანული მსოფლმხედველობის სისტემაში პირველქმნილ ცოდვაზე სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მასზე რიგი სხვა დოგმატებია დაფუძნებული.

საღვთო წერილი გვასწავლის, რომ ადამის სახით „ყველამ ვცოდეთ“. „ვითარცა იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“ (რომ. 5,12). „ვინმე უკუე წმიდა იყოს მწიკვლევანებისაგან? არამედ არავინ... და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ“ (იობ. 14,4-5). „რამეთუ უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა დედამან ჩემმან“ (ფს. 50,7); „თესლ ხრწნილებისა ჩემში არს“ (მე-2 ლოცვა ძილად მისვლის ლოცვებიდან).

ძველი ქრისტიანული ეკლესიის საერთო რწმენა პირველქმნილი ცოდვის არსებობის შესახებ ასახულია ყრმათა მონათვლის ძველ ტრადიციაში. 252 წელს კართაგენის ადგილობრივმა კრებამ 66 ეპისკოპოსის შემადგენლობით და წმ. კვიპრიანეს თავმჯდომარეობით დაადგინა ერეტიკოსთა წინააღმდეგ, რომ: „არ უნდა დაუშალონ ყრმას (ნათლისღება). ის ახლად დაიბადა და როგორც ადამის ხორციდან წარმოქმნილს სხვა ცოდვა არ გააჩნია, გარდა იმ ძველთაგანვე სასიკვდილო, გადამდები სენისა, რომელიც დაბადებით მიიღო. ეს მით უფრო ჯეროვანია, რადგან მას მიეტევება არა საკუთარი, არამედ სხვათა ცოდვები“.

„აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე“ ცოდვით დაცემის შედეგს ასე განსაზღვრავს: „დანაშაულის შედეგად დაცემული ადამიანი დაემსგავსა უტყვ ქმნილებებს. დაებინდა გონება, დაკარგა სრულყოფილება და უვნებობა, მაგრამ არ დაუკარგავს ყოვლადსახიერი ღმერთისგან ბოძებული ბუნება და ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ადამიანი კი არა, უგუნური (არსება) იქნებოდა. მან შეინარჩუნა ის ბუნება, როგორითაც შეიქმნა და თავისუფალი, ცოცხალი, ქმედითი ძალა. ასე რომ, შეეძლო სიკეთის არჩევა და ქმნა, აგრეთვე ბოროტისაგან განდგომა და მისთვის ზურგის შექცევა“5.

ძველი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ცოდვის მემკვიდრეობითობას უარყოფდნენ პელაგიუსი და მისი მიმდევრები (პელაგიანელთა ერესი). პელაგიუსი ამტკიცებდა, რომ თითოეული ადამიანი უბრალოდ იმეორებს ადამის ცოდვას - ის ნების სისუსტის გამო ბაძავს ადამის მაგალითს და პიროვნულად ხელახლა ეცემა ცოდვით. რაც შეეხება მის ბუნებას, იგი პირველქმნილი ადამის მსგავსი უბიწო და სუფთა დარჩა ანუ ისეთი, როგორიც შეიქმნა. თანაც ამ ბუნებას სნეულებანი და სიკვდილი პირველქმნილი ცოდვის შედეგად არ მიუღია - ისინი შესაქმისთანავე მის დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენდნენ.

დიდი ძალითა და დამაჯერებლობით შეეწინააღმდეგა პელაგიუსს ნეტარი ავგუსტინე. მან დამადასტურებელ მაგალითებად მოიყვანა:

ა. საღვთო გამოცხადების მტკიცებანი პირველქმნილი ცოდვის შესახებ:

ბ. ეკლესიის ძველ მწყემსთა სწავლებანი:

გ. ყრმათა ნათლობის ძველი ტრადიცია;

დ. ადამიანების, მათ შორის ყრმათა, ტანჯვა და უბედურებანი, როგორც მათში საყოველთაო, მემკვიდრული ცოდვის არსებობის შედეგი.

მაგრამ ნეტარი ავგუსტინე ვერ ასცდა საპირისპირო უკიდურესობას, როცა გამოთქვა აზრი, რომ დაცემულ ადამიანში სრულებით განადგურდა სიკეთის დამოუკიდებლად ქმნის თავისუფლება, თუ ამაში მას საღვთო მადლი არ დაეხმარა.

შემდგომ, ამ პაექრობის საფუძველზე, დასავლეთში ორი მიმართულება წარმოიშვა: ერთს გაჰყვა რომაული კათოლიციზმი, მეორეს კი პროტესტანტიზმი. რომაული კათოლიციზმის ღვთისმეტყველნი თვლიან, რომ ადამიანს საღვთო მადლმოსილების ზებუნებრივი ნიჭი ცოდვით დაცემის შედეგად წაერთვა, რის შემდეგაც იგი თავის „ჩვეულებრივ“ მდგომარეობაში დარჩა, მაგრამ მისი ბუნება არ დაზიანებულა, მხოლოდ მოხდა აღრევა: ხორცმა ანუ სხეულებრივმა მხარემ გაიმარჯვა სულიერზე; პირველქმნილ ცოდვას კი ყველა ადამიანზე გადააქვს ადამისა და ევას „დანაშაული“ ღვთის წინაშე. სხვა დასავლური მიმართულება პირველქმნილ ცოდვაში ადამიანური ბუნების სრულ გამრუდებასა და თავად მისი საწყისების უკიდურესად სიღრმისეულ ხრწნას ხედავს (ლუთერისა და კალვინის თვალსაზრისი). რაც შეეხება უახლეს პროტესტანულ სექტებს, მათ თავიანთ მხრივ ხელი ჰკრეს ლუთერისეულ უკიდურესობას და პირველქმნილი მემკვიდრული ცოდვის სრულ უარყოფამდე მივიდნენ.

პირველი ადამიანების ცოდვის მემკვიდრეობითობაზე სწავლებისა და, კერძოდ, ადამიანის დაცემულ ბუნებაში ამ ცოდვით გამოწვეული შედეგების შესახებ აღმოსავლეთის ეკლესიის მწყემსთა შორის წინააღმდეგობანი არ ყოფილა.

მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება არ იზიარებს ნეტარი ავგუსტინეს სწავლების უკიდურესობებს. მაგრამ მისთვის ასევე უცხოა რომაულ-კათოლიკური საღვთისმეტყველო თვალსაზრისი, რომელიც აშკარად ფორმალური ხასიათით გამოირჩევა. რომაულ-კათოლიკური სწავლება შემდეგი ძირითადი დებულებებისაგან შედგება:

ა. ადამის ცოდვა ღვთის უსაზღვროდ დიდ შეურაცხყოფად იქნა აღქმული;

ბ. შეურაცხყოფას ღვთის რისხვა მოჰყვა;

გ. საღვთო რისხვა გამოიხატა საღვთო მადლმოსილების ზებუნებრივი ნიჭების წართმევით;

დ. მადლის დაკარგვამ გამოიწვია სულიერი საწყისის დამორჩილება ხორციელისადმი და მისი ცოდვაში დანთქმა. აქედან მოდის ძე ღვთისას მიერ აღსრულებული გამოსყიდვის თავისებური გააზრება, რომლის თანახმად დარღვეული წესრიგის აღსადგენად, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ღმერთის დაკმაყოფილება მიყენებული შეურაცხყოფისათვის. ამ სახით კაცობრიობას მოეხსნებოდა დანაშაული და აღარ აღსრულდებოდა მისი თანამდევი სასჯელი.

მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში პირველ ადამიანთა ცოდვა სხვაგვარად არის გააზრებული.

პირველი დაცემის შემდეგ თავად ადამიანის სული განეშორა ღმერთს, ვეღარ აღიქვა მისთვის განკუთვნილი საღვთო მადლი, აღარ ესმოდა, თუ როგორ მოუხმობდა ღვთაებრივი ხმა. ამ მიზეზით მოხდა მასში ცოდვის შემდგომი დამკვიდრება.

მაგრამ ღმერთს არასოდეს წაურთმევია კაცობრიობისათვის თავისი წყალობა, შემწეობა და მადლი. ეს განსაკუთრებით რჩეულ ერს ეხება - მისგან გამოვიდნენ ისეთი დიადი მართალნი, როგორებიც იყვნენ მოსე, ელია, ელისე და გვიანდელი წინასწარმეტყველნი. პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-11 თავში ჩამოთვლის ძველი აღთქმის მართალთა მთელს კრებულს და ამბობს: „რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე“ (ებრ. 11,38). ისინი სრული ვერ შეიქნებოდნენ საღვთო მადლისა და ზეგარდმო ნიჭის მიუღებლად. წიგნში „საქმენი მოციქულთა“ მოყვანილია პირველმოწამე სტეფანეს სიტყვა, სადაც ის დავითზე ლაპარაკობს: „რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და თხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი“ (საქმ. 7,46) - ანუ ღმერთისთვის ტაძრის აგება ითხოვა. წინასწარმეტყველთა შორის უდიდესი, წმ. იოანე ნათლისმცემელი ჯერ კიდევ დედის მუცელში აღივსო სულიწმიდით (ლუკა 1,15). ოღონდ არც ძველი აღთქმის მართალთ ასცდათ დაცემული ადამიანის სიკვდილისშემდგომი ხვედრი - ისინი ზეციური ეკლესიის შექმნამდე, ანუ ქრისტეს აღდგომასა და ამაღლებამდე ჯოჯოხეთში უნდა ყოფილიყვნენ. უფალმა იესო ქრისტემ დახსნა ჯოჯოხეთის კლიტენი და ზეციური სასუფევლის გზა გვიჩვენა.

არ შეიძლება ცოდვათა, მათ შორის პირველქმნილის, არსი მხოლოდ სულიერზე ხორციელი საწყისის ბატონობაში დავინახოთ, როგორც ამას რომაელი ღვთისმეტყველები წარმოგვიდგენენ. ცოდვისადმი მრავალი მიდრეკილება, თვით უმძიმესიც კი, სულის თვისებებს შეადგენს. მაგალითად, სიამაყე რომელიც, მოციქულის სიტყვებით, გულისთქმასთან ერთად მთელი სამყაროს ცოდვათა წყაროა (I ინ. 2,15-16). ცოდვას ბოროტი სულებიც ჩადიან, ისინი კი სრულიად უხორცონი არიან. წმიდა წერილში სიტყვით „ხორცი“ აღინიშნება ქრისტეში აღორძინებული ცხოვრების საპირისპირო არსებობა. „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3,6). რასაკვირველია, ამით არ შეიძლება იმ ფაქტის უგულვებელყოფა, რომ სხვადასხვა ვნებანი და ცოდვითი მიდრეკილებანი თავიანთ დასაბამს ხორციელი საწყისიდან იღებენ, რასაც ასევე წმიდა წერილი მიუთითებს (რომ. 7).

ამრიგად, პირველქმნილი ცოდვა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, მოიაზრება როგორც თავად მიდრეკილება ცოდვისკენ, რომელიც კაცთა მოდგმაში შემოვიდა და მის სულიერ სნეულებად იქცა.

მე მგონი იგივე დავპოსტე , რაც დათიკომ biggrin.gif


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 23 2007, 07:03 PM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამრიგად, პირველქმნილი ცოდვა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, მოიაზრება როგორც თავად მიდრეკილება ცოდვისკენ, რომელიც კაცთა მოდგმაში შემოვიდა და მის სულიერ სნეულებად იქცა.



ნამდვილად სწორია და ამაზე ხომ ვიკამათეთ?smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
givilo
პოსტი Feb 28 2007, 03:22 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,220



კარგით მოდი ასე ვთქვათ თუ ჩვილი გარდაიცვალა მოუნათლავი მაშინ სად ხვდება თქვენი აზრით? ისე თუ ცოდვააქვს ადამიანს და ისიც მოუნანიებელი მშვენივრად ვიცით რომ მოეკითხება, ხომ ასეა? მაგრამ ჩვილები უნდა დაისაჯონ ამ ცოდვისთვის თუ რა არის მაინც ვერაფერი გამიგია sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 28 2007, 04:01 PM
პოსტი #7


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(givilo @ Feb 28 2007, 11:22 AM) *

კარგით მოდი ასე ვთქვათ თუ ჩვილი გარდაიცვალა მოუნათლავი მაშინ სად ხვდება თქვენი აზრით? ისე თუ ცოდვააქვს ადამიანს და ისიც მოუნანიებელი მშვენივრად ვიცით რომ მოეკითხება, ხომ ასეა? მაგრამ ჩვილები უნდა დაისაჯონ ამ ცოდვისთვის თუ რა არის მაინც ვერაფერი გამიგია sad.gif


http://church.ge/index.php?showtopic=590&st=100 აქ ნახე ქვემოთ პოსტებიდან!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 10:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი