IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ მოხდა ასე?
აკაკი
პოსტი Jan 12 2010, 11:49 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



IPB-ს სურათი

2002 წელს ულან უდეში (რუსეთის ფედერაცია) აღმოაჩინეს ხის დიდი ყუთი, რომელშიც ლოტოსის პოზაში მჯდომი ბუდისტი ბერის სხეული იყო. კუნთები, კანი, კიდურები რბილი და მოქნილი იყო, სახსრები მოძრავი, ისე როგორც ახალ გარდაცვლილებს აქვთ ხოლმე. ანალიზმა დაადგინა, რომ სხეული ეკუთვნოდა ითიგელოვს – ბუდისტ ბერს, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა.

ამ ამბავმა რუსეთის მთელი პრესა ააჭრელა. წესით სხეულის ასე შენახვა მარტო მუმიფიცირებისას არის შესაძლებელი, მაგრამ გვამს მუმიფიცირების არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. სხეული აბრეშუმის ტანსაცმლით იყო შემოსილი.

ითიგელოვი რუსეთში ისტორიულად ცნობილი პიროვნება იყო. ის ბურიატის(რუსეთის ფედერაცია) ბუდისტურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აიღო. 1911 წელს ის ჰამბო ლამა გახდა (რუსული ბუდისტური ეკლესიის ხელმძღვანელი). 1913-1917 წლებში აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. დაპატიჟებული იყო რომანოვების სახლში 300 წლისთავთან დაკავშირებით. მალე მან გახსნა პირველი ბუდისტური ტაძარი პეტერბურგში და 1917 წლის 19 მარტს ის ნიკოლოზ II-მ დააჯილდოვა წმ.სტანისლავის ორდენით.
IPB-ს სურათი

პირველი მსოფლიო ომის დროს ითიგელოვმა შექმნა ორგანიზაცია “ბურიატის ძმები”. ჯარისკაცებს ეხმარებოდა ფულით, საკვებით, ტანსაცმლით, წამლებით, ასევე დაჭრილებისთვის სპეციალური საავადმყოფო ააშენა, რისთვისაც წმინდა ანას და სხვა მრავალი ჯილდო მიიღო.

1926 წელს ითიგელოვმა ბერებს ურჩია, რუსეთი დაეტოვებინათ, რადგან “წითელი ხელისუფლება” მოდიოდა (თვითონ რუსეთში დარჩა). 1927 წელს, როცა 75 წლის იყო, თავის სულიერ ძმებს უთხრა, რომ სიკვდილისთვის ემზადებოდა და თხოვა, მედიტაციისთვის მომზადებულიყვნენ. ბერებმა უარი განაცხადეს, რადგან ითიგელოვი ჯერ ცოცხალი იყო. მაშინ მან მარტომ დაიწყო მედიტაცია, რამდენიმე ბერი შეუერთდა მას და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ითიგელოვმა დატოვა ანდერძი, სადაც ითხოვდა, რომ კედარის ყუთში ჩაესვენებინათ მისი სხეული იმავე პოზაში, რა პოზაშიც გარდაიცვლებოდა. ასევე მან სიტყვიერად თხოვა ბერებს, რომ მისი სხეული რამდენიმე წლის შემდეგ ენახათ. ბერები ასეც მოიქცნენ 1955 და 1973 წლებში, მაგრამ კომუნისტების შიშით მისი უხრწნელობის შესახებ ცნობა ვერ გაავრცელეს. 2002 წელს მოხდა მისი ექსჰუმაცია და სხეული გადაასვენეს მის ამჟამინდელ რეზიდენციაში, ივოლგინსკი დაცანში. სხეული შეამოწმეს ბუდისტმა ბერებმა და, რაც მთავარია, მეცნიერებმა და პათოლოგ-ანატომებმა. ოფიციალური დასკვნა ასეთი იყო: გვამი კარგადაა შემონახული, გახრწნისა და ლპობის არანაირი კვალი, მოქნილი კუნთები, სახსრები, ძვლები და შინაგანი ორგანოები. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სხეული ბალზამირებელი ან მუმიფიცირებული არ ყოფილა.

რამდენიმე თვის შემდეგ ითიგელოვის სხეული მინის კონტეინერში ჩასვეს და მისი ნახვა ნებისმიერს შეეძლო. კონტეინერში არანაირი სპეციალური გარემო არ შეუქმნიათ (გათბობა, ნესტის მარეგულირებელი ან რამე მსგავსი), მაგრამ მისი სხეული ისევ ისეა. როგორ – არავინ იცის.

IPB-ს სურათი

ითიგელოვის ამბავი ერთადერთი დადასტურებული და ცნობილი შემთხვევაა, როცა ბუდისტის სხეული უხრწნელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აბე
პოსტი Jan 13 2010, 01:42 PM
პოსტი #22


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



როგორც გამიგია და ვიცი ბუდისტის თვითმიზანია გაქრობა. ვიცით, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უკვდავი სული და მის უკვდავებას უფალი არასოდეს შეეხება და ვერავინ, ვერც ბუდისტი და ვერც სხვა რელიგიის მიმდევარი ვერ გაქრება, იგი მარადის იარსებებს. ვფიქრობ ითიგელოვის ეს შემთხვევა ჩვენ კი არა ბუდისტებს უნდა აბრკოლებდეს, რადგანაც ბუდისტი ბერის უხრწნელობა ადასტურებს სწორედ იმას, რომ ბუდიზმი მცდარი რელიგიაა, რომ ვერავინ ვერ გაქრება. არ ვიცი ეს ბუდისტი ბერი სამოთხეშია თუ ჯოჯოხეთში, მაგრამ ერთი კი ვიცი, მისი უხრწნელობა შესაძლოა ღვთისაგან იყოს დაშვებული ადამიანებისათვის იმის დასანახებლად, რომ ბუდიზმი არის მცდარი, რომ ადამიანი უკვდავია. ანუ ეს ბერი რო იღწვოდა მთელი ცხოვრება იმისთვის, რომ გამქრალიყო სულითაც და ხორცითაც, მოხდა სრულიად საპირისპირო. სული კი არა დაჟე ხორციც არ გაქრა და აგერ უხრწნელია biggrin.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 18 2010, 11:25 AM
პოსტი #23


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(აბე @ Jan 13 2010, 01:42 PM) *

როგორც გამიგია და ვიცი ბუდისტის თვითმიზანია გაქრობა. ვიცით, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უკვდავი სული და მის უკვდავებას უფალი არასოდეს შეეხება და ვერავინ, ვერც ბუდისტი და ვერც სხვა რელიგიის მიმდევარი ვერ გაქრება, იგი მარადის იარსებებს. ვფიქრობ ითიგელოვის ეს შემთხვევა ჩვენ კი არა ბუდისტებს უნდა აბრკოლებდეს, რადგანაც ბუდისტი ბერის უხრწნელობა ადასტურებს სწორედ იმას, რომ ბუდიზმი მცდარი რელიგიაა, რომ ვერავინ ვერ გაქრება. არ ვიცი ეს ბუდისტი ბერი სამოთხეშია თუ ჯოჯოხეთში, მაგრამ ერთი კი ვიცი, მისი უხრწნელობა შესაძლოა ღვთისაგან იყოს დაშვებული ადამიანებისათვის იმის დასანახებლად, რომ ბუდიზმი არის მცდარი, რომ ადამიანი უკვდავია. ანუ ეს ბერი რო იღწვოდა მთელი ცხოვრება იმისთვის, რომ გამქრალიყო სულითაც და ხორცითაც, მოხდა სრულიად საპირისპირო. სული კი არა დაჟე ხორციც არ გაქრა და აგერ უხრწნელია biggrin.gif

+ საინტერესო აზრია და მეც ვეთანხმები.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   რატომ მოხდა ასე?   Jan 12 2010, 11:49 PM
ikanosi   რა არი მერე? განა მო...   Jan 13 2010, 12:04 AM
აკაკი   ikanosi აბა იმგენმა ფოკ...   Jan 13 2010, 12:55 AM
ალექსანდრე   მაგარი ტიპი ყოფილა...   Jan 13 2010, 01:01 AM
G_I_O_R_G_I_   ამ საკითხზე იყო კა...   Jan 13 2010, 02:07 AM
ალექსანდრე   კარგად კი შენახულა...   Jan 13 2010, 03:28 AM
მაშიკო   Shemeshinda:( kidev kargi dilaaa torem ra damadzin...   Jan 13 2010, 09:17 AM
მხევალი ნინო   აკაკი მერე რა? საკუ...   Jan 13 2010, 11:13 AM
აბე   როგორც გამიგია და ...   Jan 13 2010, 01:42 PM
protestanti   არ ვიცი ეს ბუდისტი...   Jan 13 2010, 02:01 PM
აბე   ვა რა ვიცით ჩვენ რ...   Jan 13 2010, 02:14 PM
lingvo   როგორც გამიგია და ...   Jan 18 2010, 11:25 AM
ლურჯი ბუ   იქნებ უფალმა შეიწ...   Jan 13 2010, 08:37 PM
protestanti   აბე +1 ძალიან კარა...   Jan 14 2010, 05:45 PM
აბე   აბეს და შენს ენთუზ...   Jan 14 2010, 08:10 PM
Misha Songulashvili   ჰაჰ, მე რომ გარდავი...   Jan 13 2010, 08:58 PM
ბადრი   Misha Songulashvili ეკუმენისტ...   Jan 13 2010, 10:08 PM
აკაკი   მხევალი ნინო არა რ...   Jan 14 2010, 12:01 AM
მხევალი ნინო   ბადრი :lol: :lol: http://s003.radik...   Jan 14 2010, 11:12 AM
აკაკი   მხევალი ნინო მემგო...   Jan 14 2010, 12:18 PM
ლურჯი ბუ   აბეს და შენს ენთუზ...   Jan 18 2010, 11:19 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 07:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი