თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ აღსარების ცოდვები

პოსტის ავტორი: Mariam.Q თარიღი: Aug 19 2012, 08:42 PM

დამლოცეთ, მამაო.

როცა აღსარებას ვაბარებ, ლოცვანში ყოველთვის ვკითხულობ აღსარების ცოდვებს და იქიდან ვიწერ. ყოველ აღსარებაზე ასე ვაკეთებ. რამოდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ასე არ შეიძლება. აღსარების ცოდვები ასე ხშირად, ყოველ ჩაბარებაზე არ უნდა ვიკითხო და უნდა დავწერო ის, რაც მახსოვს.. მაინტერესებს, რამდენად მართალია ჩემი მეგობარი?

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Aug 19 2012, 09:24 PM

დაგლოცოთ ღმერთმა!
თქვენ უნდა დაწეროთ ის ცოდვები რომლებიც გახსოვთ, შემდეგ გადაშალოთ ლოცვანი, შეამოწმოთ თუკი გამოგრჩათ რამე.თუ გამოგრჩათ ის დაამატოთ და მონანული გულით მიხვიდეთ მოძღვართან.

პოსტის ავტორი: Mariam.Q თარიღი: Aug 19 2012, 09:25 PM

დიდად გმადლობთ, მამაო. ძალიან მეხმარებით..

პოსტის ავტორი: tamari88 თარიღი: Dec 24 2012, 08:59 PM

გამარჯობათ.მე აღსარება არასოდეს არ ჩამიბარებია და ეხლა ძალიან მინდა მაგრამ თან მაინც ვერ ვბედავ,მოძღვარიც არ მყავს.მაინტერესებს ვისაც აღსარებას ვეტყვი ის მამაო უნდა იყოს აუცილებლად ჩემი მოძღვარი?ან როგორ ბარდება პირველად აღსარება ვერ მეტყვით ვინმე?ქრისტიანული და ეკლესიური ცხოვრება ეხლა დავიწყე იქამდე ეკლესიასთან შეხება არ მქონია და ეხლა ჩემს ცხოვრებას რომ ვუფიქრდები ჩემი ცოდვები მაძრწუნებს,არვიცი მამაო რას იფიქრებს და რას მეტყვის აღსარების მერე. sad.gif თავს არ ვიმართლებ მაგრამ აქამდე ეკლესიასთან და მართლმადიდებლობასთან შეხება არ მქონია.არვიცოდი უფლის სიტყვა ცოდვა მხოლოდ ათი მცნების დარღვევა მეგონა.ეხლა რომ ვფიქრობ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე,არვიცი ან უფალი კი მაპატიებს ამ ცოდვებს? sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)