თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მომლოცველობა _ მღვიმევი-კაცხის სვეტი...

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Jan 30 2012, 06:58 PM

მოკლედ რაჭის შემდეგ, ისევ მიიძინა ფორუმმა

გთავაზობთ გასვლას ჭიათურაში
ვგონებ, ბევრის სურვილი იყო პირად საუბრებში smile.gif
პ.ს. შოთა არის ჩამოსული ისრაელიდან და მასაც ვინახულებთ ამ გასვლაში

მოკლედ გასვლა იქნება კვირას, ზუსტ დროს დავწერ ამ დღეებში
რაც შეეხება რაოდენობას:მხოლოდ ერთი სამარშუტო
მგზავრობა ჯდება: 280 ლარი


სია:

1.ანანო
2.ნეო
3.გურულო
4.მოგზაურა
5.შოთა
6.????

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 30 2012, 07:02 PM

ციტატა(ანანო @ Jan 30 2012, 07:58 PM) *

მოკლედ რაჭის შემდეგ, ისევ მიიძინა ფორუმმა

გთავაზობთ გასვლას ჭიათურაში
ვგონებ, ბევრის სურვილი იყო პირად საუბრებში smile.gif
პ.ს. შოთა არის ჩამოსული ისრაელიდან და მასაც ვინახულებთ ამ გასვლაში

მოკლედ გასვლა იქნება კვირას, ზუსტ დროს დავწერ ამ დღეებში
რაც შეეხება რაოდენობას:მხოლოდ ერთი სამარშუტო
სია:

1.ანანო
2.ნეო
3.გურულო
4.მოგზაურა
5.შოთა
6.????

ვა თქვენ რა მაგრები ხართ? biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Jan 30 2012, 07:05 PM

ციტატა(toka@ @ Jan 30 2012, 08:02 PM) *

ვა თქვენ რა მაგრები ხართ? biggrin.gif tongue.gif

cool.gif

biggrin.gif

არ წამოხვალ/

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 30 2012, 07:20 PM

ანანო
ვერ თორე სიამოვნებით sad.gif

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Jan 30 2012, 07:26 PM

ალბათ ლოგიკურია მარშუტში ჩასვათ საჩხერეც, სავანეში არის მე-11 საუკუნის უძველესი და ულამაზესი ბაზილიკა, ზედ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის (ძიძისეულის) თავზე.

სხვა რომ არაფერი თქვა, ისეთი ჩუქურთმებია - გული წაგივა კაცსsmile.gif

თანაც ტაძარი მოქმედია, წინამძღვარია არქიმანდრიტი ზოსიმე

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Jan 30 2012, 08:07 PM

ციტატა(damiane80 @ Jan 30 2012, 08:26 PM) *

ალბათ ლოგიკურია მარშუტში ჩასვათ საჩხერეც, სავანეში არის მე-11 საუკუნის უძველესი და ულამაზესი ბაზილიკა, ზედ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის (ძიძისეულის) თავზე.

სხვა რომ არაფერი თქვა, ისეთი ჩუქურთმებია - გული წაგივა კაცსsmile.gif

თანაც ტაძარი მოქმედია, წინამძღვარია არქიმანდრიტი ზოსიმე


კარგი აზრია, მადლობა rolleyes.gif
უბრალოდ ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ადრე ღამდება ზამთარში
იმედია მოვასწრებთ smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 30 2012, 08:54 PM

ანანო

ციტატა
გთავაზობთ გასვლას ჭიათურაში

ჯერ ძალიან ადრეა ჭიათურა-საჩხერის მონახულება, თოვლია იქეთ, გზები რამდენადაც ვიცი გაწმენდილია, მაგრამ რამის სანახავად რომ გადმოხვალთ ტრანსპორტიდან ცოტა ხანს მაინც ხომ უნდა შეძლოთ დათვალიერება, თოვლისა და სიცივის გამო გაგიჭირდებათ ძალიან.
ისე კი ულამაზესი და ძალიან საინტერესოა.
წასვლა ღირს აუცილებლად, ოღონდ ცოტა რომ ჩამოთბება მაშინ.

ეს ჩემი აზრია, მაინც და მაინც მე დამიჯერეთ თქო არ ვამბობ, მაგრამ ვიცი იმერეთის ზამთარი რაცაა და გაფრთხილებთ smile.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Jan 30 2012, 08:57 PM

ციტატა(ნაინა @ Jan 30 2012, 09:54 PM) *

ანანო

ჯერ ძალიან ადრეა ჭიათურა-საჩხერის მონახულება, თოვლია იქეთ, გზები რამდენადაც ვიცი გაწმენდილია, მაგრამ რამის სანახავად რომ გადმოხვალთ ტრანსპორტიდან ცოტა ხანს მაინც ხომ უნდა შეძლოთ დათვალიერება, თოვლისა და სიცივის გამო გაგიჭირდებათ ძალიან.
ისე კი ულამაზესი და ძალიან საინტერესოა.
წასვლა ღირს აუცილებლად, ოღონდ ცოტა რომ ჩამოთბება მაშინ.

ეს ჩემი აზრია, მაინც და მაინც მე დამიჯერეთ თქო არ ვამბობ, მაგრამ ვიცი იმერეთის ზამთარი რაცაა და გაფრთხილებთ smile.gif

რაღა დაგიმალო და ამ გასვლას გაზაფხულზე ვგეგმავდი,ახლად გამწვანებულზე
შოთამ მთხოვა, სადმე წავიდეთო
ისედაც 1 კვირით არის ჩამოსული
ამიტომაც დავგეგმე smile.gif


თუ არადა მაქვს სანაცვლო გეგმა: ბოდბე-სიღნაღი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 30 2012, 10:02 PM

ანანო

ციტატა
რაღა დაგიმალო და ამ გასვლას გაზაფხულზე ვგეგმავდი,ახლად გამწვანებულზე
შოთამ მთხოვა, სადმე წავიდეთო
ისედაც 1 კვირით არის ჩამოსული
ამიტომაც დავგეგმე


თუ არადა მაქვს სანაცვლო გეგმა: ბოდბე-სიღნაღი

ხო, გასაგებია, კი მესმის, მაგრამ იმერეთისკენ გაგიჭირდებათ ეხლა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია.
ჩემი შვილი იყო 2 დღის წინ მარტვილში წასული მანქანით, ჯგუფელს ბაბუა გარდაეცვალაო და წავიდნენ ბიჭები, იქედან კი ჩამოიარეს ჭიათურაში, მამაჩემი იყო იქ და მის სანახავად.
ცენტრალურ გზებს კი წმინდავენო, მაგრამ მაგარი ყინვა და სიცივეაო.
თან ადრე ღამდებაო ეგეც სწორად დაწერე.

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jan 30 2012, 10:57 PM

პლიუსები მოსულა?

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Jan 30 2012, 11:28 PM

ციტატა(Ismail @ Jan 30 2012, 11:57 PM) *

პლიუსები მოსულა?

არ ვიცი ჯერ

2 დღეში მეტყვიან ბავშვები პასუხს
თუ არ დაემატებიან, ჯიპებით წავალთ smile.gif



ნაინა
წესით გავუძლებთ, ძალიან დიდი ხნით არ მოგვიწევს ჰაერზე ყოფნა
ყველა გამოქცევაზე იქნება, ამათი ამბავი რომ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jan 30 2012, 11:59 PM

ციტატა(ანანო @ Jan 30 2012, 11:28 PM) *

არ ვიცი ჯერ

2 დღეში მეტყვიან ბავშვები პასუხს
თუ არ დაემატებიან, ჯიპებით წავალთ smile.gif
ნაინა
წესით გავუძლებთ, ძალიან დიდი ხნით არ მოგვიწევს ჰაერზე ყოფნა
ყველა გამოქცევაზე იქნება, ამათი ამბავი რომ ვიცი biggrin.gif

აჰა, კარგი.

მეც მალე გეტყვით. ზუსტად არ ვიცი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 31 2012, 01:32 PM

ზუსტი პასუხი არ ვიცი

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Feb 1 2012, 02:26 PM

გადაიდო

დახურეთ თემა

აზრი არ აქვს ამ ამინდში, იქაურმა მეგობრებმა მირჩიეს
თან არც ისეთი თავზეხელაღებული ვარ, ამხელა პასუხისმგებლობა ავიღო

ამ გასვლას გაზაფხულზე შემოგთავაზებთ, როგორც ვგეგმავდი[თუ მოვიცალე]

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 1 2012, 07:07 PM

ანანო

ციტატა
გადაიდო

დახურეთ თემა

აზრი არ აქვს ამ ამინდში, იქაურმა მეგობრებმა მირჩიეს
თან არც ისეთი თავზეხელაღებული ვარ, ამხელა პასუხისმგებლობა ავიღო

ამ გასვლას გაზაფხულზე შემოგთავაზებთ, როგორც ვგეგმავდი[თუ მოვიცალე]


სხვას კი არაფერს ვამბობდი მე, მარტო სიცივის გაძლებაზე არ იყო საქმე.
იმერეთს და საერთოდ ჭიათურას ვიცნობ ძალიან კარგად. smile.gif

ესე იგი ვხურავ თემას. smile.gif)

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 6 2012, 05:25 PM

თემა გახსნილია, შეგიძლიათ განაგრძოთ საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2012, 05:38 PM

ფორუმს მანქანასავით ,,მიწოლა'' უნდა, ერთი უნდა ავამუშაოთ და მერე ნელ-ნელა თავისით დაიქოქება...

ეგრევე კაცხში რომ მივდივართ არ ჯობს ჯერ უფრო ახლოს წავიდეთ, ჯერ ,,ამოვქოქოთ''' აქაურობა და შემდეგ კაცხში?

(თორე ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს,ყველგან წამოვალ სადაც წავალთ...)

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 6 2012, 05:58 PM

A.V.M

ციტატა
ეგრევე კაცხში რომ მივდივართ არ ჯობს ჯერ უფრო ახლოს წავიდეთ, ჯერ ,,ამოვქოქოთ''' აქაურობა და შემდეგ კაცხში?

კაცხი კაი ხნის ამოქოქილია და ეხლა ჩუ.
ქალმა მთელი გრაფიკი შევადგინე სად რა უნდა მოინახულოთ biggrin.gif

ანანო, ,,იქ'' გამომრჩა როგორც სჩანს და საჩხერისკენ სობოროს მონახულება არ დაგავიწყდეთ, უმაგრესია.

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 6 2012, 06:00 PM

მადლობა ნაინ
დაიგეგმა უკვე ყველაფერი დეტალებში ფბ-ზე

გასვლა იქნება 12 აგვისტო,დილით,1 დღიანი

გეგმა; კაცხი,კაცხის სვეტი[სადაც მხოლოდ მამაკაცები ავლენ],მღვიმევის დედათა მონასტერი, ჭიათურის საბაგიროებით გასეირნება

სია
1. ანანო
2. იოანა
3. Mashiko
4. gog1cha
5. kevana
6. Zedela
7. Temo Saginashvili
8. სოფო აფხაძე (90%)
9-10. levan qoridze da +
11.ნათია
12-13.და-ძმა ბუაჩიძეები


თუ კიდევ ბევრი დაემატება,მეგობრებსაც წავიყვანთ
ანუ 2 სამარშუტო წავალთ,ასე რომ თუ მსურველები ხართ არ მოგერიდოთ


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 6 2012, 06:01 PM

ისე, კიდევ ჩამოგიწერდით უკან დაბრუნებისას გზა და გზა რისი მონახულება
შეგიძლიათ, მაგრამ დრო რამდენად გეყოფათ ეგ არ ვიცი.
2 დღიანი მაგარი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 6 2012, 06:04 PM

ნაინა

ციტატა
საჩხერისკენ სობოროს მონახულება არ დაგავიწყდეთ, უმაგრესია.

ტაძარია თუ/
მანდ პირველად მივდივარ და ''ჩაინიკი'' ვარ biggrin.gif

ციტატა
2 დღიანი მაგარი იქნებოდა.

ამ ერთდღიანს რომ მოება თავი,მიკვირს რაღა დაგიმალო : )))

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2012, 06:14 PM

მე ჩამწერეთ სადაც მიდიხართ რა მნიშვნელობა აქვს...

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 6 2012, 06:17 PM

სია
1. ანანო
2. იოანა
3. Mashiko
4. gog1cha
5. kevana
6. Zedela
7. Temo Saginashvili
8. სოფო აფხაძე (90%)
9-10. levan qoridze da +
11.ნათია
12-13.და-ძმა ბუაჩიძეები
14. A.V.M

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2012, 06:28 PM

სიიდან მხოლოდ ანანო ვიცი ვინცაა...
(ფორუმს ვგულისხმობ)
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 6 2012, 06:33 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 6 2012, 06:28 PM) *

სიიდან მხოლოდ ანანო ვიცი ვინცაა...
(ფორუმს ვგულისხმობ)
biggrin.gif

ეგ არაფერი,თავიდან მე საერთოდ არავის ვიცნობდი
biggrin.gif
ეხლა კიდევ რა დღეში ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 6 2012, 06:34 PM

ანანო

ციტატა
ტაძარია თუ/
მანდ პირველად მივდივარ და ''ჩაინიკი'' ვარ

ძაან მაგარი ეკლესიაა. უკან დაბრუნებისას, საჩხერეს რომ გასცდებით, ჭერა თხევზე ვაკეზე რომ გახვალთ, ხაშურამდე მარჯვენა მხარეს არის მთაზე ასასვლელი, იქ არის ულუმბოს მამათა მონასტერი, თუ შეძლებთ მონახულებას არ ინანებთ ნამდვილად. ოღონდ ეგ ხაშურს ეკუთვნის უკვე და არა საჩხერეს.
რაც შეეხება კაცხს, იქვეა სოფელი თირი, სადაც ძალიან კარგი სანახავი გამოქვაბული და ეკლესიაა, ასევე სვერში და ითხვისშიც. მაგრამ სვერს და ითხვისს ვერ მოასწრებთ.
ჭიათურაში მღვიმევის მონასტერის შემდეგ ფბ-ზე კი დაგიწერე გამოქვაბულში გახსნილი ეკლესია რომ უნდა ნახოთ აუცილებლად. ისე იქედან წამოსვლა არ ღირს, მით უმეტეს იქვეა, ორ ნაბიჯში, მღვიმევის მონასტერშივე გეტყვიან სად უნდა ჩახვიდეთ. იკითხეთ ოღონდ.
საჩხერისკენ სობორო და მოდინახე უნდა ნახოთ, ისე არ წამოხვიდეთ იქედან, მოასწრებთ, ეგ უკვე უკან წამოსასვლელ გზაზეა თითქმის. ცოტა გადახვევა დაგჭირდებათ ოღონდ. ჯრუჭის მონასტერს და გორიჯვარს თუ მოასწრებთ უკვე აღარ ვიცი. ისე კი მართლა სასურველია მონახულება.
მე თითქმის ყველაფერი ჩამოგიწერეთ ფბ-ზე და აქ დავამატე კიდევ რაც იქ გამომრჩა.
გადახედეთ და რასაც მოასწრებთ ერთ დღეში, გათვალეთ თქვენ.
ისე კი, სანახავი ბევრად მეტია, მაგრამ ღრმა სოფლებისკენ მოგიწევთ გადასვლა და მერე 2 დღიანიც კი არ გეყოფათ.

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 6 2012, 06:40 PM

ნაინა
რა არის იცი,სანახავი უამრავია და რომელი ერთი ამოვარჩიო, არ ვიცი
მითუმეტეს, რომ ერთმანეთზე საინტერესოა ყველა
თან მე სოფლების მიმდევრობა არ ვიცი,როგორც სიტყვაზე რაჭაში ვიცოდი-5 თითივით
და მინდა რამე ოპტიმალური შევარჩიო.სულ სამარშუტოში. რომ არ მოგვიწიოს ყოფნა
თან ''დასტუკება'',2 ფოტოს გადაღება, ისიც გარედან ან სამარშუტოს ფანჯრიდან,ესეც არ მინდა
სასიამოვნო დრო მინდა გაატარონ,თან საინტერესო ადგილებიც მოინახულონ
მითუმეტეს, რომ კარგი ბავშვები მოგროვდნენ წამოსმვლელთა სიაში
მონატრებულები არიან უკვე ერთმანეთს და მოკლედ მგონი კარგი გამომივა : ))))

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 6 2012, 06:46 PM

ანანო
მე თანმიმდევრობით ჩამოგიწერე რისი ნახვა შეგიძლიათ, ისე რომ ტრანსპორტში დიდი ხნით ჯდომა და მგზავრობა არ იყოს საჭირო.
ჭიათურაში მისასვლელი ორი გზაა ერთი ჭერა-თხევიდან და მეორე ზესტაფონის მხრიდან. თუ ჭერა-თხევიდან წახვალთ, მაშინ საჩხერეს
გაივლით ჯერ და ისე ჩახვალთ ჭიათურაში, თუ მეორე გზიდან, მაშინ ჯერ კაცხს მიადგებით. ასე რომ დანარჩენი უკვე თქვენი გადასაწყვეტია
რომელი მხრიდან დაიწყებთ.

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 6 2012, 06:53 PM

ნაინა

მძღოლმა- გომიდან ავდივართო,ხაშურიდან

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 6 2012, 06:55 PM

ანანო
აჰა, ესე იგი ჭერა-თხევით, ანუ ჯერ საჩხერე და მერე ჭიათურა. მაშინ
შეაბრუნე ჩემი ჩამოწერილი და მიიღებ იგივეს, ოღონდ ქვემოდან ზემოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 6 2012, 07:03 PM

A.V.M

ციტატა
ულუმბოს მონასტრის ნახვა ძალიან კარგი იქნება

ki.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 6 2012, 07:21 PM

უკან გზაზე წამოსვლისას რამის ნახვის იდეა არ მხიბლავს,
რადგან მალევე მოუნდებათ სადმე დასხდომა და ტრაპეზი
ცოტას დალევენ,მიედ-მოედებიან და დაეზარებათ
ანუ max მალე უნდა დავათვალიერებინო ყველაფერი biggrin.gif

8ზე რომ შევიკრიბოთ სამთო ქიმიასთან,მგონი ოპტიმალური დროა



ციტატა
ულუმბო

მეც მაინტერესებს rolleyes.gif

დამაბნიეთ ეხლა
რის მერე რა ვნახოთ biggrin.gif
დაღლილი ვარ და ავირიე

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Aug 7 2012, 08:35 AM

ციტატა(A.V.M @ Aug 6 2012, 07:00 PM) *

ულუმბოს მონასტრის ნახვა ძალიან კარგი იქნება.სადამდეც ავა ტრანსპორტი ავა,დანარჩენი ფეხით განვაგრძოთ.
მანდ ორი კომპლექსია. ერთი დაბლაა და მეორე 5 წუთის სავალზე მაღლა.
იქ თუ ვიტრაპეზებთ არ იქნება ცუდი.

აგრეთვე შეგვიძლია ვნახოთ ვაყის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი.
(ულუმბოსა და გომსს შორისაა) ზედ ტრასის პირზე.
ორი ეკლესია პირველ სართულზეა, ერთი ტაზარი და რამდენიმე კელია მეორე სართულზე.


ულუმბოს სჭირდება საკმაო დრო - ეს გაითვალისწინეთ: 5 კმ-ია სამანქანე გზა - შეიძლება გაიაროს სამარშრუტომ, შეიძლება ვერა - რამდენიმე წლის წინ შუაში გაგვეჩხირა ჩვენი მარშრუტკა... კინაღამ ჩარჩა იქ. თუმცა შეიძლება წელს უკეთესი გზაა გაყვანილი....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 7 2012, 02:35 PM

tamara
გზას დიდი ვერაფერი ნაშველი აქვს მაგრამ 3 კილომეტრის სიარულიც რომ მოოგვიწიოს რა პრობლემაა?
(არ მიტხრათ ახლა დავიღლებითო)

გასარკვევია ისაა ერთდღიანზე მივდივართ თუ ორდღიანზე.
აი ეს რომ დაზუსტდება შემდეგ ყველაფერს მიეხედება.

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 7 2012, 05:38 PM

A.V.M
1 დღე

პოსტის ავტორი: სიდონია თარიღი: Aug 8 2012, 07:15 PM

1- დღე გეყოფათ.
ძალიან ლამაზია და იდუმალი მღვიმევი და კაცხის სვეტი.
კარგ მოგზაურობას გისურვებთsmile.gif

პ.ს. თუ ხვამლის მთისკენ აიღებთ გეზს, არ გამომტოვოთ, ჩემი ოცნებაა იქ ასვლა
smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 9 2012, 03:36 PM

ღმერთმა მშვიდობით მოგალოცინოთ... მეც დიდი სამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ მოლოცვევი შაბათ-კვირას ემთხვევა ხოლმე, მე კი მაგ დღეებში მსახურებას ვერ ვაცდენ.

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 10 2012, 08:55 PM

A.V.M
შენი ნომერი მომწერე პმ-ში

10 საათისთვის იყავი გომში,ჭიათურის გადასახვევთან

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 10:23 PM

ციტატა
10 საათისთვის იყავი გომში,ჭიათურის გადასახვევთან

როდის კაცო?
(პმ.მოგწერე)

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 10 2012, 11:15 PM

ანანო

ციტატა
10 საათისთვის იყავი გომში,ჭიათურის გადასახვევთან


10 საათი გვიანია, 8 საათზე თუ გახვალთ, გომში, გადასახვევთან უფრო ადრე იქნებით
და მერე კაი ხანი ლოდინი მოგიწევთ. ასე რომ დაგვიანება გარანტირებული გაქვთ.

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 10 2012, 11:34 PM

ნაინა
9ის ნახევარზე გავდივარ,ვინც არ იქნება დავტოვებ
1 საათსა და 15 წუთში ვიქნები გადასახვევთანო,ზვიადიმ მითხრა

სამწვადე უნდა ვიყიდოთ,მოკლედ ვიბოდიალებთ დილით

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 10 2012, 11:36 PM

ანანო

ციტატა
1 საათსა და 15 წუთში ვიქნები გადასახვევთანო,ზვიადიმ მითხრა

ხოდა მაგას ვამბობდი, რომ გადასახვევთან მალე იქნებით.
თან ფბ-ზე გეწერა 8 საათზე გავდივართო, ხოდა ნახევარ საათზე
მეტი ლოგინი მოგიწევდათ.

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 11 2012, 12:37 AM

sia:
1. ანანო ენდელაძე
2. ekaტო
3. Mashiko
4. Gogich
5. ქევანა
6. tamo broladze
7. Temo Saginashvili
8. სოფო აფხაძე (90%)
9-10. და-ძმა ბუაჩიძეები
11.ნათია
12. A.V.M.
13-14.სიუპრიზი და მისი+
15-16-17. nini buachidzis +++
18. ჰარირა
19. სენსაცია,თვით კაიროსი : ))

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 11 2012, 12:58 AM

ალექსა, თამუნა...
ეგენი რატო არ მოდიან?

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 11 2012, 01:07 AM

A.V.M
არ ვიცი
გავუგზავნე ფბზე ევენთი და ხმა არ ამოუღიათ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 11 2012, 03:13 AM

A.V.M

ციტატა
ალექსა, თამუნა...ეგენი რატო არ მოდიან?

12 ში ხობში ვიქნები, სამწუხაროდ ვერ მოვდივარ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 11 2012, 10:10 AM

ციტატა
13-14.სიუპრიზი და მისი+

ამას ახლა დავაკვირდი :დდ
იქაც სიურპრიზი გიწერია, დავინტრიგდი :დდდ

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 11 2012, 11:53 AM

A.V.M
მე ალექსას გარეშე ვერ წამოვალ cool.gif
კაიროსი სიის თავში უნდა ჩაწერილიყო და მოლოცვის ინტერესი გამზაფრდებოდა laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 11 2012, 12:53 PM

tamuna m
კაიროსზე უფრო დიდი სიურპრიზი მოდის biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 11 2012, 01:33 PM

ქევანა
არა კაიროსზე დიდი არაა,მაგრამ კაი ვინმეა
: )))))


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 11 2012, 02:11 PM

ანანო მაშიკოს შევეხმიანე უკვე.
8 საათზე გამოვალთ ქუთაისიდანო.

მღვიმეთის მონასტერს მოვილოცავთ?

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 11 2012, 03:10 PM

A.V.M
დედათა მონასტერზე ამბობ ალბათ არა/
მოვილოცავთ აუცილებლად

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 11 2012, 08:34 PM

რა ხალხიიიი sad.gif მეც მინდააააააააა. კეთილი მგზავრობა kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 11 2012, 09:12 PM

ხვალ რომელზე დაგხვდეთ გადასახვევთან?

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 11 2012, 10:34 PM

A.V.M
10ისთვის,მაშიკოს შეეხმიანე და ერთად შეიკრიბეთ

.ნინო
გული მწყდება,რომ არ მოდიხარ user.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 11 2012, 11:15 PM

წავიდე დავეგდო დავიძინო? :უსერ:

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 12 2012, 12:28 AM

აფხაზი კარგი იქნებოდა...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 12 2012, 08:04 AM

მშვიდობით გევლოთ... შეგეწიოთ უფალი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 12 2012, 09:36 AM

სადღაც ნახევარ საათში მეც შევუერთდები ჯგუფს...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 12 2012, 10:50 PM

ჰა, რა ქენით ჯიგრებო? user.gif user.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 12 2012, 11:29 PM

tamuna m
ახლა მოვედი სახლში...

სადღაც ერთ საათში ეგენიც მოვლენ...

დზ.მაგარი იყო...ჯერ მარტო მაგ ხალხის გაცნობა ღირდა ერთ რამედ...

(არადა 20 დან არათუ რეალურად,ფორუმიდანაც 4 კაცი ვიცოდი სულ)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 12 2012, 11:31 PM

A.V.M
ფორუმზე თუ მოიპატიჟე biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 12 2012, 11:32 PM

A.V.M
ეჰ, რამდენს დაწყდება ახლა გულიsmile.gif))

ციტატა(ikanosi @ Aug 12 2012, 10:31 PM) *

A.V.M
ფორუმზე თუ მოიპატიჟე biggrin.gif

laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 12 2012, 11:42 PM

ციტატა
ფორუმზე თუ მოიპატიჟე

ყველაზე მაგარი რა იყო იცი?

ვინც ექსკურსიაზე იყო დღეს არავინ პოსტავს და ვინც პოსტავს ექსკურსიაზე არავინ იყო ჩემსა და ანანოს გარდა...

ციტატა
ეჰ, რამდენს დაწყდება ახლა გული

პირადად მე შენი და ალექსას ყოფნა მინდოდა...
კიდევ ჩვენი ,,კვარტეტის'' მარა დაიხოცენ ეს ახალგაზრდები...(ტრიფონა,გიორგა,იკა)

ამათზეა ნათქვამი რა:
,ათას ცოცხალსა ხშირადა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია'

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 12 2012, 11:45 PM

ციტატა
კიდევ ჩვენი ,,კვარტეტის'' მარა დაიხოცენ ეს ახალგაზრდები...(ტრიფონა,გიორგა,იკა)

ამათზეა ნათქვამი რა:
,ათას ცოცხალსა ხშირადა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია'

მე მქონდა მიზეზი biggrin.gif

ციტატა
ვინც ექსკურსიაზე იყო დღეს არავინ პოსტავს და ვინც პოსტავს ექსკურსიაზე არავინ იყო ჩემსა და ანანოს გარდა...

არ მოიპატიჟე მერე?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 12 2012, 11:45 PM

A.V.M

ციტატა
პირადად მე შენი და ალექსას ყოფნა მინდოდა...

kiss1.gif
ალექსასი არ ვიცი და მეც გამიხარდებოდა თქვენთან ყოფნა!
ისე, ის სიურპირიზი ვინ იყო?
დიდი ადმინი ხო არა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 12 2012, 11:48 PM

ციტატა
ისე, ის სიურპირიზი ვინ იყო?

ანანომ დაწეროს მე უფლება არ მაქვს...biggrin.gif
ციტატა
დიდი ადმინი ხო არა?

ადმინი ქარელში უნდა დაგვხვედროდა მარა ვერ მოხერხდა მაგის შემომატება.
ციტატა
არ მოიპატიჟე მერე?

ისეთი კაცი მოვიპატიჟე და ისეთმა კაცმა თქვა რომ შემოვალ ხოლმეო და მოგეხმარებითო რომ.... wub.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 12 2012, 11:52 PM

ციტატა
ისეთი კაცი მოვიპატიჟე და ისეთმა კაცმა თქვა რომ შემოვალ ხოლმეო და მოგეხმარებითო რომ....

კაიროსს შეუჩნდებოდი უეჭველი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 12 2012, 11:54 PM

A.V.M

ციტატა
ისეთი კაცი მოვიპატიჟე და ისეთმა კაცმა თქვა რომ შემოვალ ხოლმეო და მოგეხმარებითო რომ....

მასე ამბობ ხოლმე და...
user.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 13 2012, 01:46 AM

ამ წამს მოვედი სახლში
უფ ძალიან კარგი იყო,ერთ რამედ ღირდა ამ ხალხთან ერთად სადმე წასვლა
გურულომ ჩამოგვაკითხა რაჭიდან
სიურპრიზი ბევრისთვის უცნობი ადამიანი იყო, სანდრო საბაშვილი
რაჭის გასვლიდან აიცნეს ფორუმელებმა


A.V.M
მიხარია,რომ ესე ისიამოვნე
smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2012, 08:46 AM

ikanosi
tamuna m
biggrin.gif:d

ციტატა
სიურპრიზი ბევრისთვის უცნობი ადამიანი იყო, სანდრო საბაშვილი

სანდრო კი არა სანდრა...biggrin.gif
ციტატა
მიხარია,რომ ესე ისიამოვნე

რას ქვია ვისიამოვნე...
ახლაც ემოციებში ვარ...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 13 2012, 10:58 AM

ანანო

ციტატა
სიურპრიზი ბევრისთვის უცნობი ადამიანი იყო, სანდრო საბაშვილი

ეგ კაცი ფორუმელების ამ წლის საახალწლო შეხვედრაზე გავიცანი პირველად, ჯერ კიდევ მაშინ დამამახსოვრდა, ნატო (აიგოგო) და შენ რომ იცინოდით მის ერთ ახირებაზე :DDDD

A.V.M
შენს სურათს საღამოს დავდებ აქ happy.gif აბა ფბ არ გაქვს და .. biggrin.gif

A.V.M
ციტატა
ინც პოსტავს ექსკურსიაზე არავინ იყო ჩემსა და ანანოს გარდა...

ხო არა? biggrin.gif მე არ ვპოსტავ ხო აქ? biggrin.gif
არა რა, ჩემი ბრალია.. ახია ჩემზე biggrin.gif წავედი გადავედი მართლა თვლემარე დრაკონის პოზიციაზე. აწი ორსამდღეში ერთხელ შემოვალ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 13 2012, 12:07 PM

ჰე, დადეთ ახლა სურათები gio.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 13 2012, 02:19 PM

მარიამი
ნათიას,ეკატოს და კაიროსს აქვთ
მეც ველოდები მოუთმენლად biggrin.gif


A.V.M

ციტატა
სანდრა...

biggrin.gif გადარეული ეგააა biggrin.gif


ციტატა
რას ქვია ვისიამოვნე...

rolleyes.gif შევიფერე სმაილი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2012, 02:33 PM

ციტატა
შენს სურათს საღამოს დავდებ აქ აბა ფბ არ გაქვს და ..

სკაიპი დავტვირთოთ მერე რა პრობლემაა...
ციტატა
მე არ ვპოსტავ ხო აქ?

პარდონ...
ციტატა

გადარეული ეგაა

ნეტა მიშიკო სადაა?biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 13 2012, 03:02 PM

A.V.M

ციტატა
ნეტა მიშიკო სადაა?

ეტყობა ჯერ ემოციებიდან არ გამოსულა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 13 2012, 04:20 PM

A.V.M
biggrin.gif kiss1.gif

მარიამი
საღამოსკენ, მარიამ, გპირდებით biggrin.gif kiss1.gif
ეკატოს, ნათიას და კაიროსს რომ აქვთ, ისინი მეც მაინტერესებს
და მართლა, კაიროსი ისევ ინკოგნიტოა ამ ფორუმზე? smile.gif დავბლურო მისი სახე და ისე დავდო ფოტო? კი არ მიკითხავს, ვაი ჩემი ბრალი sad.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 13 2012, 04:23 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 13 2012, 02:33 AM) *


ნეტა მიშიკო სადაა?biggrin.gif

აქ ვარ. ჩემს სანდრინიოს უბატონოთ ხმა არავინ გასცესsmile.gif

ძალიან კარგი გასვლა იყო. ეგ იყო რომ სახლში 1 საათზე მივედით და დღეს სამსახურში მეძინება მთელი დღეა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2012, 05:16 PM

ციტატა
ძალიან კარგი გასვლა იყო. ეგ იყო რომ სახლში 1 საათზე მივედით და დღეს სამსახურში მეძინება მთელი დღეა.

ბუაჩასი არ იყოს რაღაცა ხო უნდა დაგვრჩენოდა...biggrin.gif

(რა მაგარი კაცი ყოფილა ბუაჩა. ცოტა ლაპარაკი და ბევრი საქმე)

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 13 2012, 06:29 PM

ციტატა
ცოტა ლაპარაკი

სამაგიეროდ ერთს იტყვის და სასწაულს
ვაიმე რაღაც თქვა და აღარ მახსოვს biggrin.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2012, 06:32 PM

ციტატა

სამაგიეროდ ერთს იტყვის და სასწაულს
ვაიმე რაღაც თქვა და აღარ მახსოვს

ახლა არც მე მახსოვს,მარა მაშინ გულიანად ვიცინე...

(თან ყველას ეგონა რო ეძინა)biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 13 2012, 07:00 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 13 2012, 06:32 PM) *

ახლა არც მე მახსოვს,მარა მაშინ გულიანად ვიცინე...

(თან ყველას ეგონა რო ეძინა)biggrin.gif

ხო ხო ზუსტად მაგ დროს ვამბობ მეც biggrin.gif

არა სანდრინიოს ცეკვამ ''დახურა'' რა laugh.gif laugh.gif



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2012, 07:19 PM

ციტატა
არა სანდრინიოს ცეკვამ ''დახურა'' რა

მე მაგის ,,ცეკვის მასწავებლის'' ადგილზე ,,გამზრდელს'' არ წავიკითხავდი...biggrin.gif

(რაღაცა მაკვირვებს რა...თან მაგრად. ხალხს ასე მაგრად უყვარს ფორუმი და აქ არ შემოდიან...)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 13 2012, 07:28 PM

რაღაც ფოტოები დავდევიიი ^^ ფორუმელთა ფოტოების თემაში smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 13 2012, 09:31 PM

ჩემი სანდრინო ისწავლის ცეკვასsmile.gif არ იჯავროთ თქვენ ეგ. უბრალოდ გიგა მასწავლებელმა ვერ ასწავლა კარგადsmile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 14 2012, 08:09 PM

A.V.M
შენ კაიროსის, ნათიას და ეკატოს ფოტოები გაქვს? happy.gif

ლინკებს დაგიდებ პმ-ში თუ არ გაქვს kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 14 2012, 08:43 PM

ქევანა
არა მაქვს...
დამი პიემე რა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2012, 09:10 PM

A.V.M
და ამოხსენი ის იდუმალება? : ))

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 14 2012, 09:15 PM

ციტატა
და ამოხსენი ის იდუმალება? : ))

კი...

ჯემალას ყვარებია მზია. და ეს ყველაფერი ნათლად გამოუხატავს ამ ისტორიულ ძეგლზე შემდეგი წარწერით:

ჯემალა+მზია = შეყვარებულებს.
(იატაკიდან დაახლოებით 3 მეტრზე ეწერა)

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 14 2012, 09:17 PM

A.V.M

ციტატა
ჯემალას ყვარებია მზია. და ეს ყველაფერი ნათლად გამოუხატავს ამ ისტორიულ ძეგლზე შემდეგი წარწერით:ჯემალა+მზია = შეყვარებულებს.(იატაკიდან დაახლოებით 3 მეტრზე ეწერა)

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2012, 09:18 PM

A.V.M
და ვითომ გულწრფელი იყო ჯემალას გრძნობა?
შენ როგო ფიქრობ? laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 14 2012, 09:20 PM

ციტატა
და ვითომ გულწრფელი იყო ჯემალას გრძნობა?
შენ როგო ფიქრობ?

კაცი რომ 6-ე საუკუნის ისტორიულ ძეგლზე. მიწიდან 3-4 მეტრზე ამგვარ რამეს დაააწერ ე.ი. მართლა გიყვარს ის ქალი ან სახელმწიფოებრივი აზროვნება გაქვს 0.

(მარა მზიას უთქვამს-სანამ სვეტიცხოველზე არ დაააწერ 30 მეტრზე მაგ წარწერას იქამდე ჩემი ფეხი არ იქნება შენ ოჯახშიო)
biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 14 2012, 09:23 PM

A.V.M

ციტატა
(მარა მზიას უთქვამს-სანამ სვეტიცხოველზე არ დაააწერ 30 მეტრზე მაგ წარწერას იქამდე ჩემი ფეხი არ იქნება შენ ოჯახშიო)

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ანუ სვეტიცხოველზეც უნდა ვეძიოთ წარწერა "ჯემალა+მზია = შეყვარებულებს"? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2012, 09:25 PM

mariami-k
და "ასრულდას" სად წავიკითხავთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 14 2012, 09:26 PM

tamuna m

ციტატა
და "ასრულდას" სად წავიკითხავთ?

სამების ტაძარში ალბათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2012, 09:33 PM

mariami-k
გუმბათში biggrin.gif
თემას არ ვაოფებთ?
მსმენია, უმოწყალო მოდერები ყავს ჩარჩსო

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 14 2012, 09:41 PM

tamuna m

ციტატა
მსმენია, უმოწყალო მოდერები ყავს ჩარჩსო

დიდი ხანია ამ განყოფილების მოდერები აღარ მინახია biggrin.gif იქნებ ასე მაინც შემოვიტყუოთ kiss1.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 14 2012, 10:00 PM

მოლოცვის შესახებ ვსაუბრობდით,სხვა ხომ არაფრის?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 15 2012, 04:12 PM

A.V.M

ციტატა
(იატაკიდან დაახლოებით 3 მეტრზე ეწერა)

ციდან სამ მეტრზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif :ლოოოლ:

ციტატა
ე.ი. მართლა გიყვარს ის ქალი ან სახელმწიფოებრივი აზროვნება გაქვს 0.

უფრო ბოლოა სწორი, უყვარს არა კვახი :/ ეგ რანაირი სიყვარულია, სიყვარული წმინდაა და არ ბილწავს smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 16 2012, 03:43 PM

სულ ეს იყო სურათები?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 16 2012, 04:24 PM

ციტატა
სულ ეს იყო სურათები?

მარტო ნათიას სურათებია 3 გეგაბაიტამდე...
უბრალოდ ძნელად ვტვირთავთ....

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 16 2012, 06:27 PM

იცით რა არ მომწონს? ვერ გამიგია ეს ფორუმილი მოლოცვა იყო, თუ ფბ-ური?
აქ თითო-ორ სურათს დებთ, ფბ კი გადაჭედილია ამ გასვლის დროს გადაღებული სურათებით.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 16 2012, 06:41 PM

ციტატა
იცით რა არ მომწონს? ვერ გამიგია ეს ფორუმილი მოლოცვა იყო, თუ ფბ-ური?
აქ თითო-ორ სურათს დებთ, ფბ კი გადაჭედილია ამ გასვლის დროს გადაღებული სურათებით.

3 აპარატი იყო მოლოცვაზე.
ეკატოს,ნათიას და კაიროსის.

ეს ხალხი კი ფორუმზე მეტ დროს ფბ-ზე ატარებს და ამიტომ.
ჩვენ რაც გვაქვს სურათები მათგან მოწოდებული ქე ვტვირთავთ ნელ-ნელა...

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 16 2012, 06:46 PM

თემის გახსნა მინდოდა და მეზარება ყველა ფოტოს ატვირთვა sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 16 2012, 07:10 PM

მარტო ფოტოებზეც არაა საქმე, რისი ნახვა მოასწარით ამ ერთ დღეში, რა
მოგეწონათ, რა არა და ასე შემდეგ, რამე მაინც ხომ უნდა დაწეროთ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 16 2012, 10:00 PM

ციტატა
რისი ნახვა მოასწარით ამ ერთ დღეში, რა
მოგეწონათ, რა არა და ასე შემდეგ, რამე მაინც ხომ უნდა დაწეროთ.

მაგის დაწერას ხვალ ვაპირებდი.
უფრო სწორად დღეს დავწერ და ხვალ დავდებ...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 16 2012, 11:51 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 16 2012, 06:13 PM) *

http://www.radikal.ru

სანდრინიო მისი განუყრელი კდემამოსილებით...

კდემამოსილი კიარა, მაყვალებს ურიგებდა გოგოებს laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 01:27 AM

საჩხერე-ჭიათურის მოლოცვა 12.08.2012




იშვიათად რომ დღევანდელ ფორუმზე ქველმოქმედებისა და მომლოცველობის განყოფილება აქტიურობდეს . ამ ფონზე ორმაგად სასიამოვნო იყო ის ფაქტი , რომ ერთ მშვენიერ დღეს ,,ახალ პოსტებში’’ ვნახე თემა სათაურით-,,მღვიმევი-კაცხის სვეტი ‘’. პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე ჩავეწერე სიაში . ხელმძღვანელი გალერეის მოდერი ანანო გახლდათ , ხოლო ექსკურსიის მარშრუტს კი ნაინა ადგენდა მიჩიგანიდან . აღმოჩნდა რომ რამდენიმე ფორუმელმა არ იცოდა ზუსტი მდებარეობა სოფელ გომისა და ნაინას უხდებოდა ოკეანისგაღმიდან მათთვის ამის სწავლა. საიტზე დავწერე რომ ამ სოფლიდან ვიყავი და შევეშველებოდი კოორდინაციაში .გაირკვა ,რომ აღნიშნულ სოფელში უნდა შევერთებოდით თბილისიდან წამოსულ ჯგუფს მე და მაშიკო თავის დაქალითურთ(რომლებიც ქუთეისიდან მოდიოდნენ) მათ დეტალურად აღვუწერე ჩემი გარეგნობა-ჩაცმლობა რომ ადვილად ვეცნე, რა თქმა უნდა მეც დავინტერესდი თუ როგორ უნდა მეცნო ისინი, ამაზე გენიალური პასუხი მივიღე-,, ჩვენ საყვარელი გოგოები ვართ. და ხელში გაზეთი გვეჭირება.’’ მეც დავუწყე ცქერა საყვარელ და გაზეთიან გოგოებს , საბოლოოდ მივაგენი . უფრო სწორად, მივაგენი-,,უგაზეთო საყვარლებს.'' ჩვენც ჩრდილში გადავინაცვლეთ და დაველოდეთ ჯგუფს. უეცრად ჩაგვიქროლა სპრინტერმა, შიგ მჯდომთა ტანჯულ-ბედნიერ სახეების დანახვაზე დავრწმუნდი რომ ისინი ,,ჩარჩელები’’ იყვნენ. ჩემი ვარაუდი გამართლდა და ისინი მართლა ,,ჩვენიანები’’ აღმოჩნდნენ. დავიწყე ფორუმელების გაცნობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ უმეტესობა არათუ რეალობაში არამედ ფორუმიდანაც არ ვიცოდი მაგალითად ჰარირა. რომლის გაცნობის რიგი რომ მოვიდა ცოტა არ იყოს რაღაც-რაღაცებზე დავეჭვდი, თუმცა გავიგე რომ მას გზაში შარვალზე ლუდი გადასხმია და კითხვებიც უმალ გაქრა გონებიდან . ამის შემდეგ გემრიელად დავლიე( სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ნაყინი და უეცრად სპრინტერიც გააჩერა ზვიადამ(მძღოლმა). აღმოჩნდა რომ კაიროსს რაღაც ისტორიული ძეგლი დაუნახავს ტრანსპორტიდან და იმის მოსანახულებლად წავედით. იქამდე მისასვლელად მცირე დაბრკოლების გადალახვა იყო საჭირო და ამ დაბრკოლებას პატარა მდინარე წარმოადგენდა , მართალია ზოგი ფორუმელი მდინარის გადალახვისას- ,,ვარდენასავით’’ მოიქცა, თუმცა საბოლოოდ მშვიდად მივედით ძეგლთან , რომელიც სოფელ ალის ძველი, სამონასტრო კომპლექსი გახლდათ . ჯერ კიდევ კომპლექსის ეზოში მიიქცია ყურადღება ხეზე ჩამოკიდებულმა ცხვრის ფეხმა და ზემო შემოდებულმა მარილმა.(თუ მიცვალებულის ცხონება გინდა ცხვრის ფეხი სასაფლაოდან არ უნდა წამოიღო). ამ ადგილზე ყველა პირველად ვიყავით, თუმცა კაიროსმა ერთი შეხედვით იმდენი რამ გახადა ნათელი რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის უგზოუკვლო განათლებაში , აგრეთვე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა იმაშიც , რომ ქართველებს ისტორიული ძეგლის უკვდავყოფაზე მეტად საკუთარი სახელების ,,უკვდავყოფა’’ გვიზიდავს ჰერმოსტრატესავით. თუკი ტაძარში კაიროსი ქვების განლაგებას, არქეოლოგიურ მასალას და ძეგლის არქიტექტონიკას სწავლობდა მე ამ სოფლის ,,love storey-ებს’’ ვარკვევდი. აღმოჩნდა რომ ჯემალას ყვარებია მზია , მაყვალას კი როინა. ხოლო ეს უკანასკნელი სატრფოს ღალატით გულდათუთქული-..ჯდა მტირალი წყლისა პირსა.’’ იატაკიდან 4-5 მეტრზე გაკეთებულ ამგვარ წარწერების მხილველს შეუძლებელია არ აღმოგხდომოდა ,,ჯარისკაცის მამის’’ ცნობილი სიტყვები-,, შენ აქ საიდან გაჩნდი ? რა მარჯვენამ მოგიყვანა შე ბარაქიანო შენა.’’ და ამის შემდეგ ბარაქიანად არ გადაგეკურთხებინა მისი ,,ხელმარჯვე ავტორისთვის.’’ მისი ავტორისთვის,რომელიც მთავრობასა და საპატრიარქოს აკრიტიკებს რადგან ვერ ,,უზრუნველყოფს’’ დავით გარეჯისა და ტაო-კლარჯეთის შთამომავლობისთვის შენახვას. ჩავჯექით სპრინტერში და გავაგრძელეთ გზა.მივუახლოვდით საჩხერეს. აქ კი ყველამ ვიცოდით რომ არ უნდა გვეხსენებინა სიტყვა რომელიც ,,ბ’’-ზე იწყება და ,,ძ’’ ურევია. აქაოდა საჩხერეში ყველაფერი მუქთაააო არ დავიზარეთ ყანიდან ჭყინტი სიმინდების მოპარვა , თან შენდობას ვთხოვდით მის პატრონს, რომელიც დამტვრეული ჩალისა და გამქრალი ტაროების დანახვაზე აუცილებლად არცთუ სასიამოვნოდ მოიკითხავდა ამის გამკეთებელს. შემდეგ გეზი ავიღეთ მღვიმევის მონასტრისაკენ. აქ მისულ კაიროსს კი ავუხდინე სურვილი და დავითვალე მონასტრამდე მიმყვანი საფეხურების რაოდენოდა . აღმოჩნდა რომ იგი 200 ბეტონის და 40 რკინის საფეხურისგან შედგებოდა . ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მღვიმეში გამოკვეთილმა მონასტერმა. კაიროსმა აგვიხსნა თუ რომელ ქვეყანაში იყო ამგვარი კომპლექსი , საიდან იღებდა ტრადიციებს და როგორ განვითარდა შემდგომში. შეთანხმებისამებრ აქ უნდა გამეცნო ჩვენი ფორუმელი-გვანცა, მართალია იგი და მისი ნათესავი-თათია გავიცანით თუმცა ვერაფრით დავიყოლიეთ ჩვენთან ერთად გზის გაგრძელებაზე,ლამის საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავრთეთ საქმეში-მაგრამ შენც არ მომიკვდე. მათ შემხედვარე კაცი იფდიქრებდა,რომ ესენი მოსალოცად კი არა გილიოტინა-ეშაფოტზე მიდიანო. შემდეგ მოვინახულეთ კაცხის რვაკუთხა ტაძარი , რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალურია საქართველოში . აქ ეკატომ და რა თქმა უნდა კაიროსმა გამოიყენეს მათი პროფესიული ცოდნა და გვითხრეს თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტაძრის პირვანდელი სახე , რა სამუშაოები იყო ჩატარებული ამის შემდეგ და ვენამდე 70 წლიანმა უღმერთობის ხანამ . აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ მხოლოდ ამ დროს გაგვახსენდა ფოტოაპარატების არსებობა და გადავიღეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი სურათი და გავეშურეთ კაცხის სვეტის მოსანახულებლად . გზაში კი მხოლოდ ერთი სიტყვა სწვდებოდა ჩვენს სმენას-,,გვშია!’’ მივედით სვეტამდე , მართალია იმედი გაგვიცრუვდა და სვეტის წვერზე ასვლა ვერ შევძელით , მაგრამ მაინც ძალიან კარგათ განვითარდა მოვლენები . სვეტის ძირში ნათლად შეიმჩნევა მასზე დანთებულ სანთელთა წვის კვალი. ჩვენ რა თქმა გავიხსენეთ რომ ასეთ წმინდა ადგილზე თუ გსურს მადლი მოიპოვო სანთელი შანდალზე კი არა, არამედ უშუალოდ ისტორიულ ძეგლზე უნდა დაანთო . შევთანხმდით იმ აზრზზე , რომ ერთობლივი სურათი გადაგვეღო, თან ისე , რომ სვეტი ბოლომდე გამოჩენილიყო. ფოტოს გადაღება ბუაჩამ ითავა .სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა თუ როგორი წვალება დაითმინა,რომ სვეტი გამოჩენილიყო. აპარატი მიწაზე დადო , ცალ მხარზე დაწვა, მარცხენა ხელი ჰაერში აწია და -ჰოპ. გადაღებულია. ამ დროს ზუსტად იმავე ადგილზე დადგა კაიროსი, გაიმართა წელში და გადაგვიღო სურათი, თან ისე,რომ სვეტი ბოლომდე გამოჩნდა. ეჭვი არ იყო , რომ ბუაჩა- ,,ამაოდ დაშვრა.’’ ამასობაში საჭმლის ჯერიც დადგა , გავაჩაღეთ ცეცხლი და ბუაჩამ დაიწყო თავისი კულინარიული ნიჭის გამოვლენა დაიწყო , მართალია გაბრაზდა როცა უმოქმედოდ დამინახა მაშნ, როდესაც მწვადს ცეცხლი ეკიდა თუმცა საბოლოოდ კმაყოფილი იყო , რადგან-,,არც მწვადი დაიწვა და არც შამფური.’’ დაიწყო ,,პურისჭამა’’ მე კი უმოწყალოდ ვხოცდი ბზიკებს. ამაზეა ნათქვამი:
,,შიგან ასრე გავერიე, გნოლის ჯოგსა ვითა ჯორი,
ბზიკი ჩემგან განატყორცნი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი.’’
ამასობაში გაჩერდა ტაქსი , საიდანაც გურულო გადმოვიდა , ამან ყველას გამხიარულება გამოიწვია. განსაკუთრებით ჰარირასი,რომელმაც თქვა-,,აი! მეორე ხმაც მოვიდა.’’ გურულოს მალე მოყვნენ სამედიცინოს სტუდენტები და მალე მცირე პოლემიკაც გაიმართა ვეტერინარებსა და ადამიანთა ექიმებს შორის, თუ რატომ იყო ამ სასწავლებლის რამდენიმე ლექტორი-,,უზრდელი , უხეში და თანამდებობისთვის შეუფერებელი.’’ სულ მალე ალკოჰოლმაც გაჭრა. ჩვენ კი დავტკბით ჰარირასა და გურულოს სიმღერით , სიმღერას ცეკვა მოჰყვა და სანდრინიოს შემხედვარე პუბლიკა შეუძლებელია არ აღფრთოვანდეს მისი დახვეწილი პლასტიკით , მომხიბლავი ელასტიურობით , ელეგანტური მიხვრა-მოხვრით და.ა.შ. დავრწმუნდით რომ ქართულმა ქორეოგრაფიამ ნამდვილი ტალანტი დაკარგა . მის ცეკვიდან გამოსჭვიოდა ელეგანტურობა , მიმზიდველობა , ესთეტიურობა და ყველაფერი რაც საჭიროა ამ სფეროში მოღვაწე პიროვნებისთვის. ცეკვის შემდეგ ქართული ისეთ მტკივნეულ თემას შევეხეთ , როგორც ქართული ენის რეფორმაა და ერთხმად შევთანხმდით რომ ამიერიდან მძღოლს აღარ უნდა ეთქვა სიტყვა-,,გავახალასტოე,’’ არამედ -,,გავამარტოსულე’’. ამაზე ზვიადა დაგვთანხმდა და უკვე ანეკდოტებზე მიდგა ჯერი. სანდრინიოს (იგივე სანდრას) მონაყოლის შემდეგ იქ მყოფმა მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ აღარ ვიყიდდით პალტოს და თუ მაინცდამაინც მას ღილები არ უნდა ჰქონოდა. ამასობაში მოსაღამოვდა და გვარიანად შეზარხოშებულები გამოვემართეთ შინისკენ . გზაში შექმნილი დაბრკოლებით კი როგორც იტყვიან-,,შარი ხეირად მექცა.’’ რადგან მომეცა საშუალება ჯერ დავმტკბარიყავი ფორუმელთა ინტელექტით და მეცქირა მათი ,,ნამიოკობანასთვის’’ შემდეგ ეკატოს , გურულოს და ანანოსთან ერთად განმეხილა ფორუმის-,,წარსული , აწმყო დამომავალი.’’ ამასობაში გომშიც ამოვედით. მაშიკო თავიდან კი ცდილობდა რომ საღამოს 9 საათამდე ჩაეღწია საქართველოს მამაქალაქში (ანუ მეორე დედაქალაქში ) , მაგრამ საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო’’ და დაახლოებით 10 საათზე ავიდა ,,ქუთეისისკენ’’ მიმავალ ,,მარშუტში.’’ აქ ჯენტლმენობა ისევ ბუაჩამ გამოიჩინა და გოგოებიც გავაცილეთ მშვიდობიანად ამის შემდეგ მე ჩემი სახლისკენ წავედი ფორუმელები კი ავტობანისკენ.


P.S. დღეს ფორუმზე ნაინამ მოითხოვა რომ ჩვენი ექსკურსია აღმეწერა. მეც შევეცადე ამის გაკეთებას. რამდენად ნათლად წარმოვაჩინე ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ.

უკეთესი ექსკურსიების მოლოდინით!
A.V.M !

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Aug 17 2012, 05:00 AM

A.V.M

ციტატა
P.S. დღეს ფორუმზე ნაინამ მოითხოვა რომ ჩვენი ექსკურსია აღმეწერა. მეც შევეცადე ამის გაკეთებას. რამდენად ნათლად წარმოვაჩინე ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ.


კარგი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 17 2012, 07:45 AM

A.V.M
ამდენი დიდი ხანია არ მიცინია... გაიხარე გურამ biggrin.gif

კიდევ უფრო მეტად დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 17 2012, 09:24 AM

A.V.M
რამხელა ღვაწლი ჩამიდია თქვენს ექსკურსიაში, შენ კი მოყოლა გეზარებოდა biggrin.gif biggrin.gif
კარგი იყო, მომეწონა. აი ყოჩაღ, ხომ შეგძლებია, თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ. ( მასწავლებლების საყვარელი სიტყვები tongue.gif )

ხო კიდევ რა მინდოდა მეთქვა, თუ გაიგოთ როგორ დაგვირგვინდა ჯემალას და მზიას ლავ-სთორი მეც მომახსენეთ, ნამეტანი დავინტერესედი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Aug 17 2012, 11:03 AM

A.V.M

შენ გაიხარე,რა კარგად გავხალისდი biggrin.gif
თემას გავხსნი დღეს და იქ გადააკოპირე ეს პოსტი,თუ არ დამზარდები

ეხლა საქმე თავზე მაყრია და შუადღისთვის მოვიცლი : )))

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 02:49 PM

მადლობა ყველას...

ციტატა
თემას გავხსნი დღეს და იქ გადააკოპირე ეს პოსტი,თუ არ დამზარდები

ძირს სიზამრმაცე!
biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 17 2012, 03:06 PM

A.V.M
მეტს ვერაფერს გეტყვი kiss1.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 17 2012, 05:01 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 15 2012, 02:52 AM) *

კიდევ ერთი სურათი-http://www.radikal.ru

გურამა რა კაცია biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 17 2012, 05:07 PM

ყოჩაღ გურამ, მაგარი იყო ძალიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 17 2012, 05:46 PM

A.V.M
ჩემდა გასაოცრად, თავიდან ბოლომდე წავიკითხე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად აღწერე ყველაფერი smile.gif

ერთი ნაკლი ჰქონდა ამ აღწერას. შუალედებში შესაბამისი ფოტო-მასალა აკლდა. შემდეგში არ დაგინახოთ ფოტოების გარეშე ექსკურსიიდან ჩამოსულები gio.gif a075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 06:30 PM

მარიამი
მადლობა...

ციტატა
ერთი ნაკლი ჰქონდა ამ აღწერას. შუალედებში შესაბამისი ფოტო-მასალა აკლდა.

ვიღებ შენიშვნას...
ციტატა
შემდეგში არ დაგინახოთ ფოტოების გარეშე ექსკურსიიდან ჩამოსულები

პიონერულ სიტყვას ვიძლევი,ეგრე მოვიქცევი...
biggrin.gif

http://www.radikal.ru

ჩაფიქრებული ,,ექსკურსია მძღოლი'' წინ მოუძღვის მომლოცველებს...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 08:15 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 17 2012, 06:30 PM) *

http://www.radikal.ru

ჩაფიქრებული ,,ექსკურსია მძღოლი'' წინ მოუძღვის მომლოცველებს...

laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 17 2012, 09:08 PM

არა რა, ჩემგან ამის გამაზვა არ იქნება შემდეგში biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 17 2012, 09:10 PM

ikanosi

ციტატა
არა რა, ჩემგან ამის გამაზვა არ იქნება შემდეგში

კარგია რომ გრძნობ რამხელა დანაკარგია შენთვის წაუსვლელობა biggrin.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Aug 17 2012, 10:31 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 14 2012, 10:20 PM) *

კაცი რომ 6-ე საუკუნის ისტორიულ ძეგლზე. მიწიდან 3-4 მეტრზე ამგვარ რამეს დაააწერ ე.ი. მართლა გიყვარს ის ქალი ან სახელმწიფოებრივი აზროვნება გაქვს 0.

(მარა მზიას უთქვამს-სანამ სვეტიცხოველზე არ დაააწერ 30 მეტრზე მაგ წარწერას იქამდე ჩემი ფეხი არ იქნება შენ ოჯახშიო)
biggrin.gif

)))
ციტატა(A.V.M @ Aug 17 2012, 02:27 AM) *

საჩხერე-ჭიათურის მოლოცვა 12.08.2012
მართალია იმედი გაგვიცრუვდა და სვეტის წვერზე ასვლა ვერ შევძელით , მაგრამ მაინც ძალიან კარგათ განვითარდა მოვლენები . სვეტის ძირში ნათლად შეიმჩნევა მასზე დანთებულ სანთელთა წვის კვალი. ჩვენ რა თქმა გავიხსენეთ რომ ასეთ წმინდა ადგილზე თუ გსურს მადლი მოიპოვო სანთელი შანდალზე კი არა, არამედ უშუალოდ ისტორიულ ძეგლზე უნდა დაანთო . შევთანხმდით იმ აზრზზე , რომ ერთობლივი სურათი გადაგვეღო, თან ისე , რომ სვეტი ბოლომდე გამოჩენილიყო. ფოტოს გადაღება ბუაჩამ ითავა .სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა თუ როგორი წვალება დაითმინა,რომ სვეტი გამოჩენილიყო. აპარატი მიწაზე დადო , ცალ მხარზე დაწვა, მარცხენა ხელი ჰაერში აწია და -ჰოპ. გადაღებულია. ამ დროს ზუსტად იმავე ადგილზე დადგა კაიროსი, გაიმართა წელში და გადაგვიღო სურათი, თან ისე,რომ სვეტი ბოლომდე გამოჩნდა. ეჭვი არ იყო , რომ ბუაჩა- ,,ამაოდ დაშვრა.’’
უკეთესი ექსკურსიების მოლოდინით!
A.V.M !

)))
და მთლიანობაშიც ექსკურსიის გადმოცემის ფორმა :thumb:

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 18 2012, 04:54 PM

ციტატა
thumb:

:thumb: - S

biggrin.gif

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Aug 24 2012, 12:18 AM

A.V.M
კაცხის ეკლესიაშიც იყავით?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 24 2012, 02:02 AM

ციტატა
კაცხის ეკლესიაშიც იყავით?

კი...

(ნახე ჩემი პოსტი ჭიათურის მოლოცვაზე...
114-ეა ამ თემაში)

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 24 2012, 05:07 PM

A.V.M
ხალხი არა ხართ? მიაწერეთ სურათზე ვინ ვინ არის, ან საერთოდ, ვინები იყავით წასული...
ბევრს ვერ ვცნობ და იმიტომ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 24 2012, 05:31 PM

ციტატა
ხალხი არა ხართ? მიაწერეთ სურათზე ვინ ვინ არის, ან საერთოდ, ვინები იყავით წასული...
ბევრს ვერ ვცნობ და იმიტომ..

მე ვერავის ვცნობდი მერე...
ფორუმშიც არ მყავდა ანანოსა და ქევანას გარდა ვინმე დანახული მგონი...biggrin.gif

ქვაზე რომ ვზივართ მაგ სურათზე დავწერ მეტ-ნაკლებად ცნობად სახეებს.

ფეხზე რომ დგას ეგაა ჩვენი ,,შოფერი'' ზვიადა.
წიტელი ,,მაიკა'' შვეიცარიის მე მაცვია. ჩემს უკან ჰარირაა.(შენი ძმაკაცი გიო)
ჰარირას მარჯვნივ აკაიკია,მარცხნივ კი ნათია და მაშიკო.
ხოდა ბოლოში რომ 3 გოგო ზის შუაში ვინცაა ეგაა ეკატო...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 24 2012, 06:52 PM

A.V.M

ციტატა
ჩემს უკან ჰარირაა.(შენი ძმაკაცი გიო)

ვინააა??? blink.gif


და გვერდზე ვინ გიზის?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 24 2012, 07:13 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 23 2012, 06:21 PM) *

რა მაგრად აღწერს ეს სურათი თუ როგორ დაიტანჯა ბუაჩა არაფრის გამო...biggrin.gif
http://www.radikal.ru

(მარტო მე რომ ვუყუებ ბუაჩას...biggrin.gif)

საწყალა, დატანჯეთ კაცი ხომ? biggrin.gif

George Leluashvili
ციტატა
ვინააა???

ვინაა და გიო მენაფირე, ჩვენი უჩიტოს ძმა. smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 24 2012, 07:26 PM

ნაინა

ციტატა
ვინაა და გიო მენაფირე, ჩვენი უჩიტოს ძმა.

აა გასაგებია smile.gif
უჩას ვიცნობ, მაგას - არა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 24 2012, 09:38 PM

ციტატა
უჩას ვიცნობ, მაგას - არა...

ვიცნობო შენზე მითხრა კაცო...

(ისადა აბა ვინაა ის რუსთაველი თოკასჯგუფშ რომაა?
ვითომ რო აშანტაჟებდი თოკას მისისთ და ბოლოს თვითონ რომ ,,მოგიხაზა?'')
biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)