IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

142 გვერდი V « < 140 141 142  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 30 2020, 11:19 AM
პოსტი #2821


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,200
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ბასილის სკიტელი მეუდაბნოე მამა დამასკინოსი ჰყვებოდა უდარდელობაში ჩავარდნილ ერთ მორჩილზე, რომელიც მრავალი წლის წინ კავსოკალივაში ცხოვრობდა. მან დაუტევა თავისი მონაზვნური კანონი და უყურადღებოდ ეპყრობოდა თავის სულიერ მოვალეობას. ცხოვრებას სიზარმაცესა და არხეინობაში ატარებდა. ავად გახდა და დიდხანს სიკვდილისწინა ტანჯვას იყო მიცემული, მაგრამ სული სხეულიდან არა და არ გამოდიოდა. ეს მოხდა 1935 თუ 1936 წელს.

ექიმი მოღვაწე და განმსჯელი მონაზონი იყო და მიხვდა, რომ მას წინაღობად თავისი არხეინი ცხოვრება ექცა.

მაშინ მორჩილის მოძღვარი, გრიგოლი, რომელიც მისი სულიერი მოძღვარი იყო, გულშემუსვრილი მუხლებზე დადგა ყველა იქ მყოფის წინაშე და თავისი გატანჯული მორჩილის სიყვარულით აღძრულმა პირობა დადო ღვთისა და კაცთა წინაშე, რომ ის თვითონვე შეასრულებდა სულიერი შვილის მიერ გამოტოვებულ საბერო კანონს.

როგორც კი ეს თქვა, ავადმყოფმა სული უფალს ჩააბარა და განისვენა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2020, 11:38 AM
პოსტი #2822


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,200
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სოფელი მონაზვნისთვის იგივეა, რაც ნახშირის გამყიდველი (ანუ სოფელი შებილწავს მის სულს, დასვრის ისე, როგორც ნახშირის გამყიდველი).“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2020, 10:39 AM
პოსტი #2823


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,200
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვისას უყურე ხატებს ან იყურე ძირს, ნუ დაიწყებ მლოცველების თვალიერებას; ყურადღებით იყავი მხოლოდ იმის მიმართ, რაც ტაძარში ხდება. ზოგიერთი ღვთისმოსავი ბერი თვალდახუჭული ლოცულობდა; თვალს მხოლოდ მაშინ ახელდა, როდესაც ძილი მოერეოდა"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2020, 11:39 AM
პოსტი #2824


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,200
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედაჩემი მონაზონივით ცხოვრობდა, გულმოდგინედ მარხულობდა, ლოცულობდა, სათნო ადამიანი იყო და მონაზვნობა უყვარდა. ყოველთვის გვერდით ვყავდი, რადგან, როცა ჩვილი ვიყავი, მას ღვთისგან ეუწყა, რომ მონაზონი გავხდებოდი. მან ლოცვისას ვარსკვლავი დაინახა, რომელმაც ჩვენი სახლი დატოვა და მთაწმინდისკენ გაფრინდა. ამ დროს მას ხმა მოესმა, - შენი სამი შვილიდან ეს ერთი იცოცხლებსო. დედაჩემს შეეშინდა: - ვაიმე, ორი შვილი მომიკვდება და ეს ერთიღა დამრჩებაო.

მან არ იცოდა, რომ ეს წინასწარმეტყელება ასე უნდა განემარტა: ბავშვებიდან ერთი ღმერთთან ახლოს იცხოვრებდა. მოგვიანებით ის მიხვდა, რომ ეს ხილვა ჩემს მთაწმინდაზე წასვლას ეხებოდა. ამიტომაც მმეთვალყურეობდა ასე მკაცრად და განშორების ნებას არ მაძლევდა, რათა ღვთისთვის, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, წმინდა ძღვენი შეეწირა. თვითონ იგი იყო ჩემთვის სამაგალითო ადამიანი. ხშირად მინახავს, ჩაიკეტებოდა სამზარეულოში და მთელი საღამო მუხლმოდრეკილი აცრემლებული ლოცულობდა.“

/მამა ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2020, 01:09 PM
პოსტი #2825


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,200
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნუ მოვიტანთ მონასტერში სოფელს, თავისი ჩვეულებებით, კეთილმოწყობით.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2020, 11:30 AM
პოსტი #2826


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,200
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა მიქაელ ლავრელი, რომელსაც მორჩილება საავადმყოფოში მუშაობით ჰქონდა, შრომისმოყვარეობისა და დაუზარელობის მაგალითი გახლდათ. უხაროდა მოყვასის მომსახურება და მზად იყო, ნებისმიერ დროს ყველანაირი სამუშაო შეესრულებინა. მისი ცვილივით სახე ერთგვარ ასკეტურ ნათელს აფრქვევდა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 12:54 PM
პოსტი #2827


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 38,200
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა მეთევზემ წმინდა ანას სკიტელ ღვთისმოშიშ ბერს, მამა მინას სადღესასწაულო სუფრისთვის თევზი მიუტანა. კვირა დღე იდგა და ბერმა ჰკითხა, როდის დაიჭირეო. "დღეს დილით დავიჭირე, მამაო, ახალთახალია", - უპასუხა კაცმა. "შვილო ჩემო, - უთხრა ბერმა, - კვირა დღეს დაგიჭერია და ამიტომაც მისი ჭამა აკრძალულია, მისი ყიდვა არ შემიძლია". მეთევზე ვერ მიუხვდა ნათქვამს. მაშინ ბერმა უთხრა: "გინდა ამაში დარწმუნდე? მიუგდე კატას და ნახავ, ისიც არ შეჭამსო". მართლაც, კატამ პირი არ დააკარა თევზს. ამის შემდეგ მეთევზე უფრო მეტად აფასებდა უქმე დღეებს. მამა მინა ნამდვილი ბერი იყო, განსაკუთრებული ღვთისმოშიშებით მოღვაწე. დღეში ერთხელ ჭამდა უზეთო საჭმელს, ისიც საღამოს. ამასთანავე ძალზე თავმდაბალი იყო, რადგან მასზე საღმრთო მადლი განისვენებდა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

142 გვერდი V « < 140 141 142
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th August 2020 - 04:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი