IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Jul 6 2010, 02:39 PM
პოსტი #541


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ზურაბ, თუ გინდა ჩემს საიტში გადახედე 51-ე ქვეთავს "ზურაბ თორია – გზა დიდ გურჯისტანამდე" ორივე ძმას იქ ნახავ smile.gif


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 7 2010, 08:14 AM
პოსტი #542


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



ვნახე! და კიდევ ერთხელ მეც "ნახირივით გადამრეკა" წაკითხულმა ირანს... და კიდევ ერთხელ ფეხით დავბრუნდი სამშობლოში ცისარტყელას ქვეშ გამძვრალი, წინაპრის აქედან წაღებულ და ძმების მიერ საქართველოში დაბრუნებულ ლახვარითურთ... მახლას!
Pს. ბარაქალა საიტისთვის!!!


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 7 2010, 02:09 PM
პოსტი #543


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ზურაა, ერთი თხოვნა მააქვს შენთან და არ გამიჯავრდე რაა smile.gif ფოსტაზე შენი სახელი და გვარი მომწერე (თუ გინდა აქვე მიპასუხე) ისე მომეწონა რომ "შთაბეჭდილებებში" უნდა გადავიტანო! ხომ თბილისში ცხოვრობ? smile.gif


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 7 2010, 08:01 PM
პოსტი #544


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



კი, თბილისში.
http://church.ge/index.php?s=&showtopic=27...ndpost&p=624791
და რაზე უნდა გაგჯავრებოდი!?


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 8 2010, 12:22 PM
პოსტი #545


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



რა ვიცი აბა? ზოგს არ უნდა ხოლმე რომ მისმა ნამდვილმა სახელმა და გვარმა სადმე გაიელვოს smile.gif კარგი - დიდი მადლობა და მერე შეგეხმიანები კიდევ smile.gif

უკვე დავამატე, ასე რომ შეგიძლია ნახო "შთაბეჭდილებებში" განყოფილება "საქართველო" - ჩანაწერი 62.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 8 2010, 04:53 PM
პოსტი #546


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



მე ვფიქრობ ხევსურული ჯვრის ფოტოები და შესაბამისი ტექსტი თემატურად არ არის კავშირში ფერეიდანთან, ამიტომ ამოსაღებია.
ჩემი გვარში არასწორად წერია ჭ, მის მაგივრად უნდა ეწეროს - ჩ, სწორია ბიინაგური! გაასწორე გეთაყვა

Pს. ტაქსტში სიტყვების გამოტოვების და უზუსტობის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა ჩემი აქაური პოსტის უბრალოდ კოპირება, გამოტოვებისა და დამატების გარეშე


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 8 2010, 05:44 PM
პოსტი #547


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გვარს გავასწორებ, მაგრამ ეს ვერ მივხდი, იქნებ სწორად არ იხსნება?
მე ასე მიწერია ტექსტი:

ბარაქალა საიტისთვის!!! ვნახე და კიდევ ერთხელ მეც "ნახირივით გადამრეკა" წაკითხულმა ირანს... და კიდევ ერთხელ ფეხით დავბრუნდი სამშობლოში ცისარტყელას ქვეშ გამძვრალი, წინაპრის აქედან წაღებულ და ძმების მიერ საქართველოში დაბრუნებულ ლახვარითურთ... მახლას! პატივისცემის ნიშნად გიგზავნით ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული არია ხოსროშვილის ფოტოებს. ვიცი, გაგიხარდებათ! ეს კი ჩემს მიერ მეფის რუსეთის ვერცხლის მანეთიანისგან გაკეთებული "ხევსურული ჯვარია". ზურაბ ბიჩინაგური.

Pს. ტაქსტში სიტყვების გამოტოვების და უზუსტობის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა ჩემი აქაური პოსტის უბრალოდ კოპირება, გამოტოვებისა და დამატების გარეშე

რომელი პოსტი? smile.gif


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 8 2010, 07:28 PM
პოსტი #548


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



ახლა გასწორდა, შენიშვნები აღარ მაქვს. გულითადად გისურვებ წარმატებებს!


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 9 2010, 09:49 AM
პოსტი #549


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



კეთილი და პატიოსანი! კიდევ ერთხელ მადლობააა smile.gif


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.bi
პოსტი Jul 10 2010, 09:15 AM
პოსტი #550


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 30-June 10
წევრი № 9,090



რა პატარაა სამშობლო http://despani.com/component/jmrphpbb/9/247.html?start=450 biggrin.gif


--------------------
შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა,
პირზე მომდგარსა სიტყვასა,
განა სუყველას თქმა უნდა?

ცოდვილი მოყმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 12 2010, 10:30 AM
პოსტი #551


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ვააახ, სრული ჭეშმარიტებაა smile.gif


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 29 2010, 03:52 PM
პოსტი #552


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 168 – გამოფენა «შორის».



რამდენიმე ხნის წინ ერთ უცნაურ გამოფენაზე მოვხვდი. დავათვალიერე გამოფენილი ნამუშევრები და გამოსვლისას დაბალ მაგიდაზე დაწყობილი ერთ-ერთი პროსპექტი ავიღე. მასში წაკითხულმა ინფორმაციებმა ისევ დარბაზში შემაბრუნა და სანამ გამოფენა არ დაიკეტა, აღარ გამოვსულვარ!

თეკლა ასლანიშვილი
თეკლა
42 ცალი პოსტერი, სხვადასხვა მასალა. თითოეული 42/29 სმ.

2009 წელს სამხატვრო აკადემიამ თეკლა ასლანიშვილს დიპლომის მიცემაზე უარი უთხრა. სადიპლომო გამოფენაზე მხატვარმა წარმოადგინა „შეცვალე“ – მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და სოლიდარობის გრძნობით განმსჭვალული ნამუშევარი, გალერეის მთელ კედელზე გაკრული, ირანში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობისას მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნედას რამდენიმე ასეული პორტრეტი, წარწერით „შეცვალე“. სტენსილის გამოყენებით, ხელით შესრულებული პოსტერები იმ ძალისხმევისა და დაჟინების აუცილებლობას უსვამდა ხაზს, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ანტიადამიანური ძალადობის პირისპირ.
პორტრეტული პოსტერის ფორმას იყენებს მხატვარი გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევარშიც.
თეკლა. თუმცა ამჯერად კრიტიკის ვექტორი ერთის მხრივ მხატვრის, როგორც ავტორის მითის, და მეორეს მხრივ – ხელოვნებაში ბრენდინგის მეთოდოლოგიის გამოყენებისადმია მიმართული. მხატვარმა საკუთარი პორტრეტის მიხედვით შექმნილი სტენსილი დაურიგა სხვადასხვა თაობის მხატვრებს, და სთხოვა მისი პორტრეტი შეექმნათ. ამდენად, ნამუშევარი, რომელიც განსხვავებული ხელწერით და მასალით შექმნილ თეკლას რამდენიმე ათეულ პორტრეტს წარმოადგენს, ხმამაღლა სვამს კითხვებს: ვინ არის ავტორი? რა დგას მხატვრის სახელის, როგორც იმ ბრენდის უკან, რომელმაც მაღალ ფასებად უნდა გაყიდოს ნამუშევარი – რეალური სათქმელი, ჭეშმარიტების ძიების სურვილი, თუ კარგად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგია?
თეკლა ასლანიშვილი დაიბადა თბილისში 1988 წ. თსსა 2005-2009 წ. მონაწილეობდა მოსკოვის ბიენალის ფარგლებში გამართულ ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენაზე. ცხოვრობს თბილისში.
P.S. თეკლა ასლანიშვილი გახლავთ ფერეიდნელი ქართველი მხატვრის ალი ასლანიშვილის ქალიშვილი (www.fereidani.ge – ქვეთავი 13 – „ფერეიდნელი მხატვარი – ალი ასლანიშვილი“, ქვეთავი 92 – „გიორგობა საგარეჯოში“ და ქვეთავი 111 – «დასავლეთი და აღმოსავლეთი» – «THE WEST and THE EAST» ).

გიორგი (გაგო) გაგოშიძე
სიამის ტყუპები
თაბაშირ-მუყაოს ფილა, ოფლი. 80/60 სმ.

გიორგი გაგოშიძემ მასალაში ექსპერიმენტების შედეგად რამდენიმე წლის წინ ფერწერულ მედიუმად საკუთარი ოფლი აირჩია. ამ მეთოდით შესრულებული პირველი ნამუშევარი „მძინარე“ დანიელ ბაუმანის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი თბილისში, 2007 წელს. მხატვარი უარყოფს ყოველგვარ „შუამავალს“, ინსტრუმენტს მის სხეულსა და სასურათე ზედაპირს შორის, და მანამდე ახდენს სიბრტყის დამუშავებას ხელისგულით, სანამ ოფლი წინასწარ მომზადებული სტენსილის მეშვეობით ფერის ლაქას არ წარმოქმნის. ამდენად, უშუალოდ შემოქმედებითი პროცესი მთლიანად უკონტროლო სხეულებრივი ძალისხმევაა (კონტროლის აუცილებლობას პროცესში სტენსილი გამორიცხავს), რომლის შედეგადაც მხატვრისთვის ყველაზე „საკუთარი“, ორგანული მასალა – იმიჯად ფორმირდება.
სიამის ტყუპები ერთგვარ პოლემიკაში შედის გამოფენის კონცეფციასთან, როგორც ისეთი ვითარების დემონსტრირება, სადაც სინგულარობათა, საგანთა შორის დისტანცია, პაუზა, ინტერვალი პრინციპულად შეუძლებელია.
გიორგი (გაგო) გაგოშიძე დაიბადა ქუთაისში 1983 წ. თსსა 2001/2007 წწ. ჰააგის სამეფო აკადემია – 2008 წლიდან დღემდე. მხატვართა ჯგუფ Lott-ისა და კრეატორეის ერთ-ერთი დამაარსებელი. სველი წრის – ბოლო წლების საქართველოს ყველაზე სკანდალური პერფონმანსის ერთ-ერთი ავტორი და მონაწილე. პერფორმანსი წარმოდგენილი იყო 2009 წელს კობრას მუზეუმში. ამსტელველი, თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენაზე. ცხოვრობს ჰააგაში.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 4 2010, 02:03 PM
პოსტი #553


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 169 – „ფერეიდნელი ქართველები ქართველ ფერეიდნელებთან“


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 30 2010, 12:47 PM
პოსტი #554


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ქვეთავი 171 – კულტურათა დიალოგი და დიასპორა. CULTURAL DIALOGUE AND DIASPORA.
1. ბეჟან ჯავახია – "ქართული დასახლებები გვიანშუასაუკუნეების ირანში",
2. გიული ალასანია – "ქართველები უცხოეთში".


საბანკო რეკვიზიტები საიტისთვის - „კეთილი გულით მოძღვნილი“
გამარჯობათ ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? ძალიან ბევრი მასალა დაგიმატებიათ საიტისთვის, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. მე ვახდენ თქვენი საიტის რეკლამირებას ამერიკის ქართველობაში და მაქვს ასეთი თხოვნა – იყოს ინგლისურენოვანი მასალა. მესმის, რომ ამას თანხები სჭირდება. შემოვდივარ წინადადებით შექმნათ სპეციალური ფონდი და ანგარიში საიტის დასახმარებლად, რამეთუ მჯერა მოიძებნება ბევრი თქვენნაირი მამულიშვილი, რომელსაც სურვილი ექნება შეიტანოს თავისი მცირე წვლილი ამ ქართულ საქმეში. წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით, ამერიკაში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველი – ალიკო აბრამიშვილი.

სს „საქართველოს ბანკში“ კლიენტის ანგარიშზე თანხების ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ჩარიცხვისათვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“, ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502
მიმღების დასახელება: გიორგი ალავერდაშვილი
მიმღების ანგარიშის ნომერი: 943484000.

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR IN FAVOUR OF CUSTOMERS OF JSC BANK OF GEORGIA
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA
SWIFT: CITIUS33
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Beneficiary: GIORGI ALAVERDASHVILI
Account: 943484000

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO IN FAVOUR OF CUSTOMERS OF JSC BANK OF GEORGIA
Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany
SWIFT: COBADEFF
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Beneficiary: GIORGI ALAVERDASHVILI
Account: 943484000

E-mail: Gugua56@gmail.com


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 1 2010, 10:17 AM
პოსტი #555


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



18 სექტემბერს გეპატიჟებით ყველას ლევილის შატოში:
• ტრადიციულად, 1924 წლის აჯანყების აღსანიშნავად, რომლის დროსაც მრავალი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და რომელსაც სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა.
• ამავე დღეს გვსურს, პატივი მივაგოთ იმ ქართველების ხსოვნას, რომელთაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.
წელს პატივს დაგვდებენ და ტრადიციულ ქართულ სუფრას დაამშვენებენ ქართველ მომღერალთა გუნდები. ამდენად მოგვეცემა მათი ტალანტის შეფასების შესაძლებლობაც.
ჩვენთან იქნებიან :
მარანი, მამაკაცთა გუნდი
მადრიქალი, ქალთა გუნდი
ქართული ჰარმონია
ლაზი
წმ. ნინოს ეკლესიის გუნდი
და სხვა ნიჭიერი მომღერლები

12 საათზე ლევილის სასაფლაოს ქართულ მონაკვეთში შედგება პანაშვიდი.
13 ს. 30 წ. ლევილის შატოში : ქართული სუფრა, სიმღერები, სიტყვები.

ASSOCIATION GEORGIENNE
EN FRANCE


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 1 2010, 05:39 PM
პოსტი #556


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ქვეთავი 172 – „ მარიამობა სიღნაღში“

2010 წლის 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს მე და ჩემი სტუმრები: რობერტ მესხი და მისი მეუღლე ქალბატონი ფიქრია ჩხარტიშვილი კახეთს გავემგზავრეთ. 2-3 კვირის წინ კი მათ რესპუბლიკის მოედანზე შევხვდი, სადაც ფერეიდნელ სტუმრებთან ერთად სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად გამართულ აქციას ვესწრებოდით. საუბარში აქბარ მოყადასმა კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა კახეთში საინტერესო ექსკურსიის მოწყობისათვის. აღმოჩნდა რომ ქალბატონი ფიქრიას დიდი ხნის ოცნება ყოფილა სიღნაღის და წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის ნახვა. სწორედ მაშინ დავპირდი მათ, რომ უახლოეს მომავალში ამ თხოვნას გავითვალისწინებდი. და აი, ჩვენ უკვე სიღნაღისკენ მივემგზავრებოდით.
სიღნაღში ჩასვლისას პირველ რიგში ადმინისტრაციული შენობა და ცენტრალური მოედანი მოვინახულეთ. სამწუხაროდ „წვიმის ფესტივალი“ აღარ ტარდებოდა და კახური სიცხისაგან გასამკლავებლად რობერტი ხშირ-ხშირად ნაყინით გვიმასპინძლდებოდა.
ცენტრალურ მოედანზე ქალბატონმა ფიქრიამ ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული სიღნაღის რუკა „აღმოაჩინა“, სადაც თვალშისაცემი წითელი ასოებით იყო აღნიშნული წარწერა: „შენ დგახარ აქ!“
შემდეგ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ვესტუმრეთ, სადაც 4400 წლის „ოქროს ლომის“ მინიატურული ქანდაკების ორიგინალი ინახება, მაგრამ სამწუხაროდ მუზეუმი დაკეტილი დაგვხვდა. მუზეუმს გარს შემოვუარეთ და სამახსოვრო სურათები გადავიღეთ.
პარკში გასეირნებისას დავათვალიერეთ დიდ სამამულო ომში სიღნაღის რაიონის სოფლებიდან დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი. შემდეგ კი გალავანს გავუყევით. გადასახედიდან ალაზნის ველის ხედები დავათვალიერეთ. ისევ შევხვდით ნუკრიაანელ ზაურ ნადირაშვილს, რომელმაც წინა შეხვედრაზე ჩემს ფერეიდნელ სტუმრებს თავისი საკუთარი ლექსები წაუკითხათ.
სიღნაღიდან წმინდა ნინოს მონასტრისაკენ გზა ფეხით გავაგრძელეთ. რობერტი აფიქსირებდა ყველა კოლორიტულ შენობას, მცენარეს, ძაღლებსაც კი...
წმინდა ნინოს მონასტრის ეზოში ჯერ წყალთან მივედით. სწორედ ამ დროს დამირეკა ჩემმა ირაკლიმ და მარიამობა მოგვილოცა. ძალიან გაუხარდა რომ მეგობრებთან ერთად იმ დროს ასეთ წმინდა ადგილზე ვიმყოფებოდი.
ტაძარში შესვლისას მარიამ ღვთისმშობლის, წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის ხატების წინ სანთლები ავანთეთ, შემდეგ კი წმინდა ნინოს საფლავიც მოვინახულეთ. საქორწინო ბეჭდები დავაწყეთ საფლავზე, სადაც სხვა სამკაულებიც ბლომად ეწყო.
ტაძრიდან დაბლა, წმინდა წყაროზე ტყე-ტყე ჩასვლა გადავწყვიტეთ, რამეთუ ქალბატონ ფიქრიას მრავალი წლის ნატვრასთან უკვე ახლოს ვიყავით. გზად წმინდა ნინოს მონასტერში სხვადასხვა დროს მოღვაწე დედათა განსასვენებელიც მოვინახულეთ.
ზუსტად 17.00 საათზე უკვე წყაროსთან ვიყავით, მაგრამ ერთი არასასიამოვნო განცხადება დაგვხვდა კარებთან – წმინდა წყალში ერისკაცებისთვის შესვლა უკვე დამთავრებულიყო, დედები კი მწუხრის ლოცვისთვის ემზადებოდნენ... ქალბატონი ფიქრია დამწუხრებული ჩამოჯდა შესასვლელთან...
– დედაო, აქ ერთი ქალბატონია ძალიან შორიდან მოსული, წლების განმავლობაში ოცნებობდა წმინდა წყაროს ნახვას, ახლა კი შესასვლელთან ზის და ცხარე ცრემლით ტირის-თქო – ასე მივმართე კართან მდგარ დედაოს... თან დავამატე, დღესვე აპირებენ თბილისში დაბრუნებას და მეეჭვება ხვალ კი არა, საერთოდ კიდევ თუ მოახერხებს აქ მოსვლას-თქო...
საბედნიეროდ დედაო დიდსულოვნად დაგვთანხმდა!
წყაროდან გამოსულ ქალბატონ ფიქრიას ვეღარც კი იცნობდით – შინაგანად გაცისკროვნებულს და გახარებულს!
ის იყო, უნდა დავცილებოდით ერთმანეთს, რომ მობილურ ტელეფონზე მირეკავს კახა ფერეიდნელი და მეუბნება, ფერეიდანიდან ერთი ქართული ოჯახია ჩამოსული, ახლა სიღნაღში ვართ, ძალიან აინტერესებთ კახური სოფლების და რომელიმე ტიპიური ოჯახის ნახვა და თუ შეიძლება წნორში, დედაშენს ვესტუმროთო? ვუპასუხე, რომ მეც იქვე ახლოს ვიყავი და მალე სახლში ვიქნებოდი. ამაზე კახას გაეცინა და – ეტყობა გულმა მიგრძნოო!
ვთხოვე რობერტს და უკვე ფიქრიას (და არა ქალბატონ ფიქრიას), რომ ისინიც ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ და გამასპინძლებაში დამხმარებოდნენ. რობერტმა ჯერ კი იუარასავით, მაგრამ გავახსენე, რომ კახა ფერეიდნელს უკვე იცნობდა „ურაკპარაკელთა“ პირველი შეხვედრიდან. ამის შემდეგ ორივე დამთანხმდა და ტაქსით წნორისკენ გავეშურეთ პროდუქტების შესაძენად.
ტაქსის მძღოლს წინა საქარე მინასთან დასტამბო ედო. მაშინვე ხელი წავატანე და რობერტის და ფიქრიას გადავაწოდე, აბა თუ იცით, ეს რა არის-თქო? ორივემ მხრები აიჩეჩა – დასტამბო ხომ მხოლოდ კახელებმა ვიცით?
რამდენიმე ხნის წინ ნავთლუხის ბაზარზე საზამთროს და ნესვს ვყიდულობდი. ხურდის დასაბრუნებლად გამყიდველმა ქალმა ხელჩანთა რომ გახსნა, შემთხვევით დასტამბოებს ვკიდე თვალი და ვკითხე, ჩანთაში რატომ მალავთ-თქო?
– ამ ქალაქელებმა ხო არაფერი არ იციან, გული შამიჭამეს რა არი და რა არიო, მეც ავდექი და ისევ სუმკაში ჩავდე, ისევ ჩემ გოგო-ბიჭებ წავუღებო... მიპასუხა გამყიდველმა.
– მე ვიცი დასტამბო რაც არის და თუ ოთხი ცალი გაქვთ, ოთხივეს ვიყიდი, ოჯახში ჩვენც ოთხნი ვართ და საძინებელში ბალიშებთან დავიწყობთ, ამის სუნს რა სჯობია-თქო?
ზუსტად ოთხი ცალი ჰქონდა! რაც მე იმ ქალმა მლოცა!
ტაქსის მძღოლმა დასტამბო ფიქრიას აჩუქა!
წნორში მისვლისთანავე საჭირო პროდუქტები შევიძინეთ და ცენტრალურ გზაჯვარედინთან გავჩერდით, თან ირანულ ნომრიან მანქანას ველოდებოდით. ირანელების სტუმრობა წნორში პირველი არ იყო, მაგრამ ცოტას მაინც ვღელავდი. გავიხსენე ჩემი პირველი შეხვედრა უცხოელებთან, რომელიც ზუსტად 1979 წლის 30 ივნისს მოხდა.
მე, ჩემი და – ნაირა და მისი მეგობარი გოგონა რუსთაველის პროსპექტზე ვსეირნობდით. უკვე საღამოვდებოდა, როცა ერთი ქერათმიანი და შარვლიანი ქალბატონი (მაშინ შარვალში გამოწყობილი ქალი დიდი იშვიათობა იყო) მოგვიახლოვდა და ინგლისურად გვკითხა, თუ სად იყო ხელოვნების მუზეუმი. ჩვენც დიდი სიამოვნებით ავუხსენით, მაგრამ მაინც ვარჩიეთ პირადად მიგვეცილებინა უცხოელი ცოლ-ქმარი მუზეუმამდე. გზად ნაირამ სუვენირების მაღაზიაში შეირბინა და მათთვის საჩუქრად ქართველი ქალის გამოსახულებიანი ჭედური ნაკეთობა იყიდა. ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა იმ ქალბატონისთვის, რომ თვითონაც დაიბნა და უცებ უცერემონიოდ თავისი ხელჩანთა პირდაპირ ტროტუარზე გადმოფერთხა – სამწუხაროდ მე არაფერი მაქვს რომ გაჩუქოთო... მაშინვე მოცვივდნენ მილიციონერები, ალბათ იფიქრეს რომ რაიმეს მოპარვას ან წართმევას ვაპირებდი... რომ გაიგეს რაში იყო საქმე, თავი გაგვანებეს, მაგრამ შორიახლოს მაინც მოგვყვებოდნენ.
მუზეუმის შენობას რომ მივუახლოვდით, ამ ქალბატონის მეუღლემ სამახსოვრო ფოტო გადაგვიღო. მეორე ფოტო კი ყველამ ერთად გადავიღეთ. სხვათაშორის ამ ფოტოს გადაღება ქალბატონმა სწორედ ერთ-ერთ ადევნებულ მილიციონერს სთხოვა იმის დასტურად, რომ ჩვენს შორის არავითარ გაუგებრობას არ ჰქონია ადგილი. გამომშვიდობებისას ქალბატონმა ერთ-ერთ ფოტოზე ასეთი წარწერა გაუკეთა: JENNIE WEBSTER, AuenTown, PA, USA.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ: ამ ამბებიდან რამდენიმე თვის წინ მოსკოვში მომიხდა ყოფნა გამოფენაზე, სადაც ჩემი ყურადღება იაპონელების პავილიონმა მიიქცია, სადაც მინი-ინკუბატორები იყო წარმოდგენილი. ჩემი ინტერესი არ დამიმალნია და ამხსნელსაც კი დაველაპარაკე. კაცი სიხარულისგან აღარ იყო, ამ ხნის განმავლობაში არავინ არ დამლაპარაკებია, მადლობის ნიშნად მისამართი დამიწერე და როგორც კი დავბრუნდები იაპონიაში, აუცილებლად ფირმა ოფიციალურად გამოგიგზავნითო. რა თქმა უნდა გამიხარდა და დავიწყე მისამართის წერა... ამ დროს ერთი პიროვნება ამომიდგა გვერდით და გაღიმებული მეუბნება – როგორ ბედავ საკუთარი მისამართის მიცემასო? რადგან დაიწყე, დაამთავრე, მაგრამ სწორი მისამართი არ დაწეროო... მეც მეტი რა გზა მქონდა, აღარც კი მახსოვს, რა ჩავწერე... ეჭვი არ მეპარება რომ ის დათარსული მინი–ინკუბატორი რამდენიმე რეისს გააკეთებდა საქართველოს და იაპონიას შორის... სწორედ ეს ფაქტი გამახსენდა და ფოტოების გადაღების დროს მაგიტომაც მაქვს თავი დახრილი...
ცოტა მოგვიანებით, როცა ფიქრიამ ეს ფოტოები ნახა, მითხრა რომ მაგ დროს ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალი ჯენი ვებსტერი საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა და არ არის გამორიცხული საქართველოშიც ჩამოსულიყოო...
ამ საუბრის დროს ჩვენი სტუმრების მანქანაც გამოჩნდა და ერთად გავემართეთ ჩემი სახლისაკენ, სადაც დედა მოუთმენლად გველოდა.
ფიქრიას მოუხდა დიასახლისობის გაწევა. მე და რობერტმა კი ყურძენი, ლეღვი და მსხალი მოვკრიფეთ. სახელდახელო სუფრაც გავაწყეთ.
კახამ ახლოდან გაგვაცნო თავისი სტუმრები, რომლებიც ფერეიდანიდან ისტორიული სამშობლოს სანახავად ახალი ჩამოსულები იყვნენ. ოჯახი ქართული წარმოშობისა იყო, ძველი, თავანკარა ქართულით მშვენივრადაც საუბრობდნენ, მაგრამ ისეთი ძნელი წარმოსათქმელი სახელები ერქვათ, რომ ოჯახის უფროსს მაშინვე სახელი შევუცვალე და „შოთა“ დავარქვი.
სტუმრებმა კარგად რომ დაისვენეს და ქართული საუბრით გული იჯერეს, წასვლა გადაწყვიტეს. დედამ შესთავაზათ, არ მოგერიდოთ, ლოგინები ბევრი მაქვს, აივანზე ყველას მაყრულად გაგიშლით საწოლს და აქ მოისვენეთო, მაგრამ მაინც წასვლა ამჯობინეს, წასვლის წინ კი მთხოვეს სიტყვა „მაყრულად“ კარგად გამეშიფრა.
სტუმრების წასვლის შემდეგ სუფრას მხოლოდ ღვინო შემოვამატეთ. შემდეგ კი ეზოში გავედით. რობერტს კარგად რომ ეგრძნო კახური მიწის სიძლიერე, ვურჩიე ფეხსაცმელები გაეხადა და ისე ევლო მიწაზე. ამ დროს ვეებერთელა მთვარეც ამოგორდა:
ამ სურათს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ავტოპორტრეტი. ყველამ კარგად ვიცით, რომ რობერტ მესხი „სავსე მთვარის პოეტია“. თუმცა „საკუთარ თავს „მთვარის ქურუმს“ უწოდებს (ამონარიდი მარიამ წიკლაურის შესავალი ნაწილიდან პოეტური კრებულისათვის „მთვარე და ქუჩა“).
სახლში შესვლისას ფიქრია დაინტერესდა კახური მარნით, ქვევრებით, ჭაჭის დასარევი ჯოხით და თაროზე შემოდგმული ძველის-ძველი საჩეჩელითაც კი.
მეორე დილით კი რობერტმა და ფიქრიამ საგულდაგულოდ დაათვალიერეს ეზო. დედა ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩვენი სტუმრებით, ნეტავ რამდენიმე დღეს კიდევ დარჩენილიყვნენო, განსაკუთრებით ფიქრიას დარჩენა უნდოდა – რა მოხდება ერთი კვირით მაინც აქ რომ იყოსო?
ერთი პატარა უხერხულობა: ცოდვა გამხელილი ჯობია და დედამ ახლაც არ იცის, სიგარეტს რომ ვეწევი!!! სტუმრების ყოფნის დროსაც და მეორე დღესაც ცოტას მაინც ვნერვეულობდი და შიგადაშიგ მეორე სართულზე ავრბოდი სიგარეტის მოსაწევად სამგზავრო საფერფლით ხელში... სწორედ მაშინ მიწოდა ფიქრიამ „დიდი ბავშვი“... რაც მერე რობერტის საოცრად ფაქიზ ლექსშიც აისახა.

კახეთი. დედა
(გუგუას)
დგახარ.
ეწევი...
ოდა სახლის მეორე სართულიდან გაჰყურებ ალაზნის ხეობას და
ოჩანი ღრუბლებით შემორაგვულ კავკასიონს.

დედა ვერ ადის კიბეებზე, –
გალაქულივით უპრიალებს კაკლის ხელჯოხი.

დგახარ.
ეწევი.
თითო „ბიჩოკი“ – თითო დარდი, მუჭში ჩამწვარი...

არ ნახოს დედამ
„დიდი ბავშვი“ თუთუნით ხელში,
რომელმაც უკვე ორმოცდაათს გადააბიჯა...

დგახარ
ეწევი...

წამოსვლისას –
ჩვენ „ღვინა“ ლეღვით,
„ბურთა“ ლეღვით და „თითა“ ყურძნით,
დედა – ხელჯოხით ალაყაფთან,
თვალს გვატანს, გვატანს,
ვიდრე შუკა შემოუხვევდეს...

მომნატრებია......

(სხვა სიტყვაა, – არ ვეძებ სიტყვებს!..)

ვდგავარ.
ვეწევი...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 2 2010, 05:54 PM
პოსტი #557


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



რადიომარათონი
გადაარჩინე ოქროსფურცლოვანი მოქვის სახარება.
დარეკე "პიკის საათის" პირდაპირ ეთერში
ერთი ზარი ოქროს ფასია!
პარასკევს, 3 სექტემბერს, დილის 9–დან დარეკე პირდაპირ ეთერში და გადაარჩინე მოქვის სახარება
40 91 92, ან 40 92 92

პატარა შესწორება: ახლა დავრეკე მითითებულ ნომერზე და მოვხვდი "პიკის საათის" პირდაპირ ეთერში, სადაც რადიომარათონის წამყვანმა ამიხსნა რომ თანხის – 1 ლარის გადასარიცხად უნდა დარეკოთ 877-700-685. დარეკვის შემდეგ დაელოდეთ ოპერატორის დადასტურებას. გისურვებთ წარმატებებს!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 3 2010, 05:38 PM
პოსტი #558


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დამატება ქვეთავისთვის - 172 – „მარიამობა სიღნაღს“ – ნაწილი 10.

1. გიორგი, ისე გიშველის ღმერთი შენ, როგორც ამ ჩანაწერებმა და ფოტოებმა არაჩვეულებრივი განწყობა მომიტანა. ხომ ხედავ, უცბად "შენობაზე" გადავედი. სიმართლე გითხრა, აღარ მეგონა, კიდევ თუ გვქონდა შერჩენილი ქართველებს ადამიანური ურთიერთობები და მიწის სიყვარული. რამდენი ხანია ვნატრობ სიღნაღის ნახვას და ჯერ ვერ მოვახერხე. დედისგან თქვენმა დამალულმა სიგარეტმა ხომ საერთოდ გამალღვო… ჩემი დიდი პატივისცემა! მეც წარმოშობით კახელი ვარ და ჭკუა მეკეტება კახელებზე. ციცინო გრატიაშვილი.

2. მადლობელი ვარ, გუგუავ, მართლაც მშვენიერია და მეტად უფრო მშვენიერი ის დიდებული დღესასწაული (წლევანდელი მარიამობა), რომელიც არასოდეს დამავიწყდება შენი და ქალბატონი მერის გამოისობით... მე ახლაც ვდუმვარ - ხელზე ჩამოვითვლი ასეთ დღეებს - ლამაზს და მშვიდს და ისეთს - შენი სახლის ფანჯრებიდან რომ ჩანდა თვალუწვდენელი ალაზნის ველი და თვალშეუდგამი კავკასიონი... რობერტ მესხი.

3. მადლობა გუგუა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის და მშვენიერი ფოტოებისთვის. თითქოს მეც თქვენთან ერთად გავისეირნე სიღნაღში და წნორში! მაგრამ რაღაც შეკითხვები დამებადა და იქნებ მიპასუხო? რომ წერ: „ტაძარში შესვლისას მარიამ ღვთისმშობლის, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის და სხვა წმინდანთა ხატების წინ სანთლები ავანთეთ, ვილოცეთ, შემდეგ კი წმინდა ნინოს საფლავიც მოვინახულეთ, მუხლი მოვიყარეთ, საქორწინო ბეჭდები დავაწყეთ საფლავზე, სადაც სხვა სამკაულებიც ბლომად ეწყო“-ო, ამიხსენი რატომ დააწყვეთ ბეჭდები და თანაც საქორწინო, მერე დატოვეთ თუ წამოიღეთ? ეტყობა მე არ მესმის კარგად, რა უფლებით ტოვებთ საქორწინო ბეჭდებს (თუ ასეა)? და ისიც ამიხსენი, თუ ღმერთი გწამს "დასტამბო" რას ნიშნავს? იმდენჯერ ახსენე და ერთხელაც არ აგიხსნია არა კახელებისთვის, აკი შენ თვითონა სთქვი, მხოლოდ კახელებმა ვიცითო? მედეა სიხარულიძე. აშშ.

4. ქალბატონო მედეა, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის! შევეცდები დაწვრილებით გიპასუხოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე:
ალბათ მოგეხსენებათ, რომ უკვე თექვსმეტი საუკუნეა, რაც წმინდა ნინო მაგ ადგილზე განისვენებს. მისი საფლავიდან ღვთიური მადლი გადმოდის, ამიტომაცაა რომ ყოველი მიმსვლელი სამკაულს იხსნის და დროებით ტოვებს საფლავზე, საიდანაც მადლი სამკაულზე გადადის, სამკაულიდან კი – მის მფლობელზე. სასწაულმოქმედად და სამკურნალოდაა მიჩნეული წმინდა ნინოს წყალიც. უმრავლესობა მიირთმევს ცივ და გემრიელ წყალს, სურვილისამებრ შეიძლება წყალში გავლაც. სპეციალურად ამისთვის იყიდება მონასტერში შეკერილი კვართები. დედაომ ფიქრიას აუხსნა, რომ კვართი აუცილებლად უნდა შეინახოს და თუ ვინიცობაა ავად გახდება ან რამე შეაწუხებს, მაშინ უნდა ჩაიცვას. აღსანიშნავია, რომ შუა ზამთარში, ყინვაშიც რომ გაიარო ამ წყალში – არც გაცივდები და არც სურდო შეგხვდება. სხვათაშორის, მეორე დილით რომ ვნახეთ, ფიქრიას კვართი თითქოს კრახმალშია გავლებულიო, ისეთი იყო... ეტყობა წყალში მართლაც არის რაღაც მინერალები...
რაც შეეხება დასტამბოს – ეს იგივე პატარა დეკორატიული ნესვია. მოცულობით საშუალო ზომის ვაშლის სიდიდისაა, მაგრამ ოვალური, ნესვისმაგვარი. შეფერილობით საზამთროს წააგავს, მაგრამ მწვანე კი არა, ყვითელ და მუქ ყავისფერებშია გადაწყვეტილი. აქვს მეტად სასიამოვნო, მიბნედილი სუნი. თუმცა მისი ჭამაც შეიძლება. ბავშვობაში მე პირადად ხშირად მიჭამია სურნელოვანი დასტამბო.
დამატებითი ინფორმაცია: სიღნაღიდან წმინდა ნინოს მონასტრისკენ რომ მივდიოდით, გზაზე რამდენიმე ძირი „თუთუბოც“ შეგვხვდა. ჩემი აზრით, „თუთუბოც“ მხოლოდ კახეთში ხარობს. აქვს მტევნისმაგვარი ნაყოფი, უფრო სწორად, წააგავს იასამანს, ოღონდ ყვავილების ნაცვლად აქვს პატარა ღვინისფერი მარცვლები. აქვს მომჟავო გემო. მისი ჭამა არ შეიძლება. ხორციანი წვნიანის დროს უნდა ჩაიხარშოს წვენში.
კიდევ ერთი კოლორიტული კახური მცენარე – „კიტრანა“, იგივე „კიტრიწუწა“. გარეგნობით წააგავს მინიატურულ კიტრს, მაგრამ მისი ჭამა არ შეიძლება – საკმაოდ მწარეა (სახელწოდებაც ამაზე მიუთითებს)! ვრცელდება მეტად ორიგინალური გზით: ნაყოფი იმყოფება ვერტიკალურ მდგომარეობაში, მომწიფებისას იღებს მოყვითალო ფერს. თუ ამ დროს ვინმე ფიზიკურად შეეხო (ზოგჯერ მსუბუქი ნიავიც კი საკმარისია), ნაყოფი სკდება და მასში არსებული თესლი 1 – 1,5 მეტრის რადიუსით გაიფანტება. წვენის თვალში მოხვედრა იწვევს თვალის გართულებებს. გიორგი ალავერდაშვილი.

P.S. ქვეთავში გამოყენებული ფოტოები გადაღებულია რობერტ მესხის და ფიქრია ჩხარტიშვილის მიერ, რაზედაც დიდ მადლობას მოვახსენებ მათ. ეს ფოტოები დასამუშავებლად მეორე დღესვე მომიტანეს ოფისში, სადაც სტუმრად იმყოფებოდა ქალბატონი თამარ ბუკია. რა თქმა უნდა, სამახსოვრო სურათები კიდევ გადავიღეთ, რომლებსაც აქვე გთავაზობთ:


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 9 2010, 10:43 AM
პოსტი #559


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გამარჯობათ!

მეგობრებო, „ნასა“-ს ვებ-გვერდს ვათვალიერებდი და მეტად საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, კერძოდ – „ნასა“-მ ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთ ვარსკვლავთან (HD 10180) აღმოაჩინა 7 პლანეტა, მათ შორის ერთ-ერთი დედამიწის მსგავსია (ვებ-გვერდი: http://planetquest.jpl.nasa.gov).
ვულოცავ ნასას, მაგრამ ის რომ კოსმოსში დედამიწის მსგავსი პლანეტა არსებობს, თბილისში გაცილებით ადრე იცოდნენ, წაიკითხეთ გიზო ვაშაკიძის წიგნი "ციური ექსპრესი". იქ აღწერილია დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც ბატონმა გიზომ თუშეთ-ხევსურეთში არსებულ პიქტოგრამაში გაშიფრა. ანუ ბატონმა გიზომ შარშანწინ გააკეთა ის, რასაც „ნასა“ აკეთებს ახლა. განსაჯეთ!

P.S. ბატონ გიზო ვაშაკიძის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.fereidani.ge ქვეთავი 138 – გიზო ვაშაკიძე − «პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის». GIZO VASHAKIDZE − «PERSONAL TORNADO FOR PHARAO'S SOUL»


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 20 2010, 04:29 PM
პოსტი #560


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მარი სადღობელაშვილი
ფერეიდნელ ქართველს
(აჰმად მულიანს)

თანაფესვო და ხორცის ნაწილო,
შენი დაკარგვა ვერ ავიტანე.
ნეტავ რა ძალამ გამოგაცილა
ჩემამდე, შორო ფერეიდანო?
გამოგყოლია სპარსული სიტკბო,
ქართული ცრემლით გადანამული.
გულისგულეთში ღიმილით მიხმობ:
რა სათუთია, იცი, მამული?
შენ ქეთევანი გიყუჩებს ტკივილს,
მე შენგნით ვეტრფი დოქტორ შარიათს.
და რომ უწოდებ შენ "სისხლის კივილს",
იავნანური ბაიათია...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 09:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი