თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმინდა მამათა გამონათქვამები

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 17 2006, 04:44 PM

კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)

ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო"

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა)
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!
1937წელი


პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 17 2006, 04:53 PM

ეს გვერდზე თემაშიც დავდე მაგრამ მემგონი ამ განყოფილებას შეესაბამება.

წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონოჟელი

რად გამიუცხოვდი ადამიანო?


მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.




- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

- შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე;

- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

- იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.

- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა.

- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.




პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 18 2006, 12:31 AM

ციტატა
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.



ეს ძალიან მიყვარს...

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 18 2006, 02:26 PM

უფლის შეგონებებს ნუ უგულებელყოფ, შვილო და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ, რადგან ვინც უყვარს, იმას ამხელს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს

სოლომონ ბრძენი

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Aug 18 2006, 09:33 PM

"ჩვენ დროში როცა ცოდნა გამრავლდა, ლოგიკამ რწმენას საფუძველი შეურყია, სული ეჭვებით და შეკითხვებით აღივსო . შემდეგი ნაბიჯი ის იქნება , რომ მოგვაკლდება სასწაულები, რადგან სასწაული ლოგიკით კი არ უნდა ახსნა, არამედ განიცადო "
მამა პაისი ათონელი

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Aug 19 2006, 02:00 AM

სოლომონ ბრძენმა რომელმაც ყოველივე ამქვეყნიური მიიღო სიმდიდრე, ძალაუფლება, ქონება,პატივი,ქება დიდება და ა.შ რომელიც არც მანამდე და არც მის მერე არცერთ ადამიანს არ მიუღია თქვა:ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა.ჭეშმარიტად რამეთუ ყოველივე ამქვეყნიური ამაო და წარმავალია.მხოლოდ უფალია მარადის და ყოველივე მისით სულდგმულობს და მას ადიდებს.

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 20 2006, 05:16 PM

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.

წმინდა იოანე ოქროპირი


პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 20 2006, 11:21 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 21 2006, 01:14 PM

წმიდა ეფრემ ასური

სიყვარულისათვის

ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.

ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწვლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.

ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს“.

ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიახარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.

ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენდა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.


პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 21 2006, 05:06 PM

ერთი ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისთვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)




პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 22 2006, 09:34 PM

ერთხელ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ცნობილ ფიზიოლოგს, პავლოვს, რომელიც მღვდლის შვილი იყო, ჰკითხეს: ნუთუ თქვენ, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი მორწმუნე ბრძანდებით? მან უპასუხა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შიძლება წმინდანი გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობას და მის ძალას.


პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 23 2006, 04:13 PM

მართალია მამა სერაფიმე როუზი ჯერ არ არის წმინდანად შერაცხული, მაგრამ მის გამონათქვამს აქ მოვიყვან, რომელიც ძალიან მომწონს:


" უკვე იმაზე გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 23 2006, 05:09 PM

"მე მუდამ მაქვს ამისი განცდა, მუდამ ვაგვიანებ"

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 23 2006, 06:57 PM

"ის, ვინც მას შემდეგ , რაც ჭეშმარიტება უკვე ნაპოვნია, კვლავ განაგრძობს რაღაცის ძებნას, სიცრუეს დაეძებს"

"ვისაც არ სურს ჭეშმარიტების მოწაფე იყოს, ის შეცდომილების მასწავლებელი ხდება"


წმ.ლეონი დიდი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 23 2006, 06:58 PM

ციტატა
წმ.ლეონი დიდი


რაიმე გააქვს მისი დაწერილი? sad.gif მე არაფერი sad.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 23 2006, 07:16 PM

არა, უბრალოდ ციტატები მაქვს ამოწერილი ბლოკნოტებში(მაქვს 5 ბლოკნოტი),
რაც ეკლესიური გავხდი 5 წელია, და როდესაც ვკითხულობ საინტერესო მასალებს, ბლოკნოტში ამოვიწერ ხოლმე , საიდან მაქვს ამოწერილი არ მახსოვს, ხშირად წმიდა მამათა ნაწერებს ვკითხულობ, ღვთის წყალობით ბევრი ლიტერატურა შემოდის და რუსულადაც არ მიჭირს კითხვა. და მერე თან ვატარებ ხოლმე რომელიმეს .

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 24 2006, 11:29 AM

"ცხონება არ არის რთული, ცხონების მონდომებაა რთული"

პოსტის ავტორი: eka-ekaterine თარიღი: Aug 24 2006, 07:58 PM

"იყავით არა "უგუნურნი", არამედ ბრძენნი, გაუფრთხილდით დროს, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან"
(ეფ.5.15-16)

პოსტის ავტორი: leqso თარიღი: Aug 25 2006, 04:27 PM

„იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათა სასუფევლის კარია“.

წმიდა იოანე ოქროპირი



„ღვთის მყოფობის შეგრძნება ჩვენთვის კბილის ტკივილივით აშკარა უნდა იყოს“

წმიდა თეოფანე დაყუდებული




პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 25 2006, 10:25 PM

"ცოდვისაგან განწმენდილი გული საგანძურია, ვინაიდან მხოლოდ ასეთ გულს შეუძლია გახდეს ტახტი უფლისა'

წმ.ნექტარიოსი

პოსტის ავტორი: leqso თარიღი: Aug 26 2006, 10:06 AM

ასე შეიყვარე მოყვასი შენი: არ განრისხდე და ბოროტს ნუ ჩაიდებ გულში მის მიმართ; უფლებას ნუ მისცემ თავს, რომ უთხრა მას რაიმე დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და დამცინავი სიტყვა, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნე მასთან მშვიდობა; იყავი მორჩილი მის წინაშე; ნუ იძიებ შურს ნურც პირდაპირ, ნურც ირიბად; ყველაფერში, რაშიც შეიძლება დაუთმო, დაუთმე; გადაეჩვიე გაკიცხვასა და კამათს, უარყავი ისინი, როგორც ნიშანი სიამაყისა და ამპარტავნებისა. ილაპარაკე კარგი იმათზე, ვინც გკიცხავს. მიაგე კეთილი ბოროტის წილ. ილოცე იმათზე, ვინც გაყენებს სხვადასხვა დამცირებას, წყენას, დევნას (მათე 7. 1-12). არასდროს, არცერთი მიზეზით არ განიკითხო ვინმე, ისიც კი არ თქვა ვინმეზე, კარგია იგი თუ ცუდი, ყოველთვის თვალწინ გედგას ის ერთადერთი, ყველაზე უღირსი ადამიანი, რომლისთვისაც პასუხი უნდა აგო უფლის წინაშე - საკუთარი თავი. მოექეცი მოყვასს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ (მათე 7. 1-12). გულის სიღრმიდან ამოიღე და მიუტევე ადამიანებს შეცოდებანი შენს წინაშე, რათა მამაზეციერმა შენც შეგინდოს შენი უთვალავი შეცოდებანი... და ბოლოს, ნუ დააზიანებ ძმას შენსას მრავალსიტყვაობით, უქმადმეტყველებით, ახლო ნაცნობობით და მის მიმართ თავისუფალი დამოკიდებულებით. მოყვასთან ასეთი საქციელით მოიხვეჭ მის მიმართ უფლის მცნების შესაბამის და უფლის მოსაწონ სიყვარულს; ამ სიყვარულით გაიხსნი კარს უფლის სიყვარულისაკენ.

მამა ლაზარეს წიგნიდან

პოსტის ავტორი: leqso თარიღი: Aug 26 2006, 10:45 AM

„ადამიანების უმრავლესობა ხომ იმ ბურბუშელას ჰგავს, საკუთარი სიცარიელის ირგვლივ რომაა შემოხვეული“

წმ. მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 27 2006, 04:28 PM

უნდა იცხოვრო არა „იოალად“, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ“ თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.

მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)


პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Aug 29 2006, 06:30 PM

"სიმდაბლე არის ქმნილებათა უსათუო სათნოება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეჰფერის დიდებულება"

ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი


"ნუ განიკითხავ მოყვასს: მისი ცოდვა ცნობილია შენთვის, ხოლო სინანული არა."

ამბა დოროთე


პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 29 2006, 07:01 PM

''ნუ განიკითხავ მეცნიერებას,- ცოდნა თავისთავად სიკეთეა და ღვთის მიერაა განწესებული,- მაგრამ უპირატესობა ყოველთვის სუფთა სინდისს და მართალ ცხოვრებას მიანიჭე''.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 2 2006, 12:53 PM

''ტაძრებისა და მონასტრების შენებით ერი სულის წყურვილს იკლავს. ეს საპატიო წყურვილია, რადგან ის არის სათავე წარმატებისა''

წმინდა ილია მართალი.

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 5 2006, 01:24 PM

„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 5 2006, 02:00 PM

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 6 2006, 02:49 PM

ურწმუნოს ვერაფრით დაარწმუნებ. ეს თვითონ კაცის ბუნებაში დევს. იყიდე ფსალმუნი - იქ ყველაფერი წერია, სამი მანეთი ღირს.

ღირსი სერაფიმე საროველი

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Sep 7 2006, 02:23 PM

sofeli kacisaTvis erTgvari carieli wignia, romelsac igi Tvisi saqmeebiT iseve avsebs, rogorc xelnawers marcvlebi, romelTac aqvT dasawyisi, magrma dasaasruli ki ara; rasac dabadebidan sikvdilamde Caidens adamiani, ukuniTi-ukunisamde ar iqneba dakarguli da daviwyebuli, rameTu Sobidan mTEli misi arsebobis manZilze rasac Cawers kaci am wignSi, misi sikvdilis Semdgom yovelive dawvrilebiT, marcval-marcval iqneba garCeuli da yoveli sityva da winadadeba zustad ise wakiTxuli, rogorc adamianma Seadgina da Cawera da TiToeul Canawerze igi Tavis wil sazRaurs da misagebels miiRebs.

nilos mironmdinare aToneli

sofeli kacisaTvis erTgvari carieli wignia, romelsac igi Tvisi saqmeebiT iseve avsebs, rogorc xelnawers marcvlebi, romelTac aqvT dasawyisi, magrma dasaasruli ki ara; rasac dabadebidan sikvdilamde Caidens adamiani, ukuniTi-ukunisamde ar iqneba dakarguli da daviwyebuli, rameTu Sobidan mTEli misi arsebobis manZilze rasac Cawers kaci am wignSi, misi sikvdilis Semdgom yovelive dawvrilebiT, marcval-marcval iqneba garCeuli da yoveli sityva da winadadeba zustad ise wakiTxuli, rogorc adamianma Seadgina da Cawera da TiToeul Canawerze igi Tavis wil sazRaurs da misagebels miiRebs.

nilos mironmdinare aToneli

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 7 2006, 02:32 PM

QUOTE
სოფელი კაცისათვის ერთგვარი ცარიელი წიგნია, რომელსაც იგი თვისი საქმეებით ისევე ავსებს, როგორც ხელნაწერს მარცვლები, რომელთაც აქვთ დასაწყისი, მაგრმა დასაასრული კი არა; რასაც დაბადებიდან სიკვდილამდე ჩაიდენს ადამიანი, უკუნითი-უკუნისამდე არ იქნება დაკარგული და დავიწყებული, რამეთუ შობიდან მთEლი მისი არსებობის მანძილზე რასაც ჩაწერს კაცი ამ წიგნში, მისი სიკვდილის შემდგომ ყოველივე დაწვრილებით, მარცვალ-მარცვალ იქნება გარჩეული და ყოველი სიტყვა და წინადადება ზუსტად ისე წაკითხული, როგორც ადამიანმა შეადგინა და ჩაწერა და თითოეულ ჩანაწერზე იგი თავის წილ საზღაურს და მისაგებელს მიიღებს.

ნილოს მირონმდინარე ათონელი


გადავთარგმნე

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 11 2006, 07:09 PM

ღვთის საჩუქარია უშუალო ცოდნა ღვთისა, მისი მადლია სინდისი, მისწრაფება ზეციური სასუფევლისკენ. ეს სამი რამ ჩვენი ცხოვრების უმთავრეს არსს შეადგენს. შენ, გონებავ, ჩემი არა ხარ. ღმერთმა დამაჯილდოვა შენით. მე არ მეკუთვნის ჩემში არსებული შემოქმდებითი ძალები - ნება თავისი ენერგიით. ჩემი არაა გრძნობა, რომელსაც ძალუძს დატკბეს ცხოვრებით და ყოველივე არსებულით. ჩემი არაა სხეული თავისი მოთხოვნილებებით, რაც ჩვენს ხორციელ კეთილდღეობას განაპირობებს. ყოველივე ეს ღმერთმა მოგვანიჭა. მეც საკუთარ თავს კი არა, უფალს ვეკუთვნი.

წმ.ნიკოდიმოს მთაწმინდელი

მოსმენისა და საუბრის შუალედში შეეცადე, გონების თვალი ზეცისკენ აღაპყრო. იფიქრე ღვთის დიდებულებაზე, იმაზე, რომ ის თვალს არ გაცილებს და ხან კეთილისმყოფლურად გიმზერს, ხან არა, იმის შესაბამისად, თუ როგორია შენი გულისსიტყვები, საუბარი, მოძრაობები, საქმე.

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 11 2006, 07:35 PM

"სენაკიდან გამოსვლისას ძირს ვიყურები , ვიყურები სახურავზე, შევიყნოსავ ხო არ არის დამწვრის სუნი.სხვა საქმეა , თუ შენ ისეთი რწმენა გაქვს , რომ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ლოცვას დაიწყებ და ხანძარიც ქრება . თუ ასე არ ხდება , მაშინ უნდა იმოქმედო , და იმოქმედო ადამინურად "
მამა პაისი მთაწმინდელი

" მოდით ნუღარ დავიცდით , ვიდრე ვინმე სხვა ამოათრევს გველს ხვრელიდან , რათა ჩვენ სიმშვიდეში დავრჩეთ "
მამა პაისი მთაწმინდელი

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 12 2006, 10:54 AM

სინანულს ორი სახე აქვს-წარსულშიც იყურება და მომავალშიც.წარსულში,რათა ჩადენილი ცოდვების გამო იგლოვოს და მომავალსი რათა ჩადენილი ცოდვები არ გაიმეოროს (გრიგოლ ღვთისმეტყველი)

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 12 2006, 12:01 PM

თუკი სული სხეულზე უმჯობესია და სამყაროზე გაცილებით უკეთესი – მისი შემოქმედი ღმერთი, მაშინ ის, ვინც სულზე უმჯობესად სხეულს მიიჩნევს და ღმერთზე უმჯობესად მის მიერ შექმნილ სამყაროს, არაფრით განსხვავდება კერპთაყვანისმცემელთაგან.

წმ.მაქსიმე აღმსარებელი

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 12 2006, 11:26 PM

... მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ისაუბრე მომღიმარი სახით, რომ უხაროდეს შენთან მოსაუბრეს.

წმ. ბარსანოფი დიდი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 13 2006, 11:54 AM

ნებისმიერი სამწუხარო მოვლენისას, რაც კი შეგემთხვევა შენ თუ სხვას, გახსოვდეს, რომ ჩვენი ნაღველის, ვნებისა და წუხილის განცდა არაფერია უფლის სულისა და ხორცის იმ მტკივნეულ იარებთან შედარებით, რაც განიცადა მაშინ, როდესაც ჩვენი ცხონებისთვის ევნო.

თუნდაც განსაცდელის მიზეზი ბოროტის მანქანება, ადამიანები ანდა ცოდვა იყოს, მაინც ყოველივე უფალზეა დამოკიდებული, მის მიერ დაიშვება ჩვენს სასიკეთოდ და სხვა უფრო დიდი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად.

წმ.ნიკოდიმოს მთაწმინდელი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 15 2006, 08:41 PM

როდესაც ცას ღრუბელი გადაეყრება, მზე კარგად მაშინ გამოჩნდება, ხოლო სული მაშინ იხილავს საღმრთო ნათელს, როცა ძველი ცოდვებისაგან განიწმიდება.

წმ. იოანე სინელი, კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 20 2006, 01:18 PM

თუკი გამხიარულებს ხილვა მეგობრისა, მაშინ რაღას გვიქმს ხილვა ღვთის პირისა, რაჟამს მოვა წმინდა გულში უხილავად.
წმ.იოანე კლემაქსი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 25 2006, 08:55 PM

ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თვალით იხილოს ღმერთი, ვერსად იპოვის, რამეთუ ღმერთი უხილავია. ხოლო, ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს, იმისთვის ღმერთი ყოველგან არს, თანამყოფობს ყოველივეში და იმავდროულად ყველაფრის მიღმა. ღვთისმოსავ ადამიანებთან ახლოსაა უფალი (ფსალმ.84.10).ცოდვილთაგან კი შორს არის სულის ცხოვნება. (ფსალმ.118,155).
სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

პოსტის ავტორი: iraklirost თარიღი: Oct 2 2006, 09:08 AM

მტრებთან განშორება აძლიერებს ურთიერთ სიძულვილს, მეგობრებთან განშორება კი ურთიერთსიყვარულს განამტკიცებს, დედისა და შვილის განშორება მათ სიყვარულს ამძაფრებს.
ჩვენი ღვთისაგან დაშორება ჩვენდამი ღვთის სიყვარულს ამრავლებს. როცა მას შევიგრძნობთ, მაშინ გახურებული შანთივით გვწვავს სირცხვილი და ვცდილობთ, დავბრუნდეთ მასთან იმაზე სწრაფად, ვიდრე გავექეცით და მეტი სიყვარულით ვუბრუნდებით.
ადამიანთა სულების უმეტესი ნაწილის ისტორია - ეს არის მონაცვლეობა ღვთისაგან დაშორებითი გაქცევისა და მასთან მყისიერი დაბრუნებისა.
ნეტავ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ბოლო წლებში არ დავშორდეთ ღმერთს, არამედ ვიყოთ მასთან რაც შეიძლება ახლოს.
წმ. ნიკოლოზ სერბი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 2 2006, 12:28 PM

ჭეშმარიტად გონიერ ადამიანს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს, - მთელი თავისი არსებით დაემორჩილოს და სათნო-ეყოს ღმერთს. მას მხოლოს მიუძღვნის გონიერი კაცი თავის სულს, და მხოლოდ იმას შეაგონებს საკუთარ თავს, თუ როგორ მოაწონოს თავი შემოქმედს, რომელსაც მარად მადლს მიუძღვნის მისი კეთილი განგებულებისათვის ცხოვრების ნებისმიერ შემთხვევვაში. როგორადაც უჯეროა ჩვენს განმკურნველ დასტაქარს არ ვმადლობდეთ ჩვენი სხეულის განმრთელებისათვის მიუხედავად იმისა, რომ იგი მწარე, უსიამოვნო წამალს გვაძლევდა და ტკივილსაც გვაყენებდა, ამგვარადვე არ შეჰგავს უმადურნი ვიყოთ ღმერთისა ყოველივე იმისათვის, რაც უსიხარულო გვეჩვენება ჩვენთვის, რადგან გონიერად ვერ განვსჯით ხოლმე, რომ ყოველივე მისი განგებულებით აღესრულება ჩვენდავე სასარგებლოდ. აი, ამგვარ სჯაში და ამგვარ რწმენაში ღმერთის სამართლიანი განგებულებისა არის მხოლოდ ხსნა და სიმშვიდე ჩვენი სულებისათვის.

ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 9 2006, 04:29 PM

"ტაძარში მოლაპარაკე ადამიანი არათუ თავის თავს ავნებს არამედ სხვისთვისაც მოაქ ზიანი"(მამა პაისი მთაწმინდელი)ამიტომ ნუ ჭორაობთ ტაძარში!განსაკუთრებით ეს იმ ქალებს ეხებათ რომლებიც სუ შენიშვნებს იძლევიან და თავის ჭკუით ყველაფერი იციან მაგრამ ტაძარში ლაპარაკობენ!

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 9 2006, 04:57 PM

”სოფელი კაცისთვის ერთგვარი ცარიელი წიგნია, რომელსაც იგი თვისი საქმეებით ისევე ავსებს, როგორც ხელნაწერს მარცვლები, რომელთაც აქვთ დასაწყისი, მაგრამ დასასრული კი არა; რასაც დასაბამიდან სიკვდილამდე ჩაიდენს ადამიანი, უკუნითი-უკუნისამდე არ იქნება დაკარგული და დავიწყებული, რამეთუ შობიდან მთელი მისი არსებობის მანძილზე რასაც ჩაწერს კაცი ამ წიგნში, მისი სიკვდილის შემდგომ ყოველივე დაწვრილებით, მარცვალ-მარცვალ იქნება გარჩეული და ყოველი სიტყვა და წინადადება ზუსტად ისე წაკითხული, როგორც ადამიანმა შეადგინა და ჩაწერა და თითოეულ ჩანაწერზე იგი თავის წილ საზღაურს და მისაგებელს მიიღებს.
ღირსი მამა ნილოს მირონმდინარე ათონელი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 11 2006, 04:43 PM

თუკი ეს ქვეყანა და ამქვეყნიური ცხოვრებაც წარმავალია, ხოლო ღმერთი მარადიული და უკვდავი, ამიტომ უნდა გიხაროდეს ღმერთის გამო თუ დასთმე ყოველივე წარმავალი. წარმავალია არაა მარტო სიმდიდრე და ფული, არამედ სიამენი ამა სოფლისანი და ცთუნებანი განცხრომითნი. მხოლოდ ღმერთის მცნებებია ნათელი და ცხოვნება და ასეც არის სახელდებული ყოველი სულიერისაგან.

სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 22 2006, 11:15 PM

ჭეშმარიტად გონიერ ადამიანს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს, - მთელი თავისი არსებით დაემორჩილოს და სათნო-ეყოს ღმერთს. მას მხოლოს მიუძღვნის გონიერი კაცი თავის სულს, და მხოლოდ იმას შეაგონებს საკუთარ თავს, თუ როგორ მოაწონოს თავი შემოქმედს, რომელსაც მარად მადლს მიუძღვნის მისი კეთილი განგებულებისათვის ცხოვრების ნებისმიერ შემთხვევვაში. როგორადაც უჯეროა ჩვენს განმკურნველ დასტაქარს არ ვმადლობდეთ ჩვენი სხეულის განმრთელებისათვის მიუხედავად იმისა, რომ იგი მწარე, უსიამოვნო წამალს გვაძლევდა და ტკივილსაც გვაყენებდა, ამგვარადვე არ შეჰგავს უმადურნი ვიყოთ ღმერთისა ყოველივე იმისათვის, რაც უსიხარულო გვეჩვენება ჩვენთვის, რადგან გონიერად ვერ განვსჯით ხოლმე, რომ ყოველივე მისი განგებულებით აღესრულება ჩვენდავე სასარგებლოდ. აი, ამგვარ სჯაში და ამგვარ რწმენაში ღმერთის სამართლიანი განგებულებისა არის მხოლოდ ხსნა და სიმშვიდე ჩვენი სულებისათვის.

წმ. ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Nov 12 2006, 07:42 PM

ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტება და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 13 2006, 02:12 AM

ციტატა(Irine @ Nov 12 2006, 08:42 PM) *

ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტება და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)



გამონაკლისი არსებობს მანდაც-გალობის საკითხზე გაჩერება არის დანაშაული

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 13 2006, 11:24 AM

ჩვენ ( მოძღვრებს ) სინდისის ხმის მოთხოვნის თანახმად უნდა ვიღვწოდეთ , რაღა ჩვენს გამო ეკლესიისთვის არავინ დაიღუპოს
მღვდელმოწამე კიპრიანე კართაგენელი

ღირსი მაკარი ეგვიპტელი
ურჩობით დაძირულა სული დავიწყების ზღვაში , ცდომათა ფსკერზე მოქცეული კი ჯოჯოხეთის მკიდრი შეიქმნა
წინამძრვრებს მართრთებს ყველაზე მეტი შრომა გაწიონ , როცა მითითებებს იძლევიან , ხოლო საკუთარ თავზე ფიქრისას ხელქვეითზე მეტი თავდაბლობა მოეთხოვებათ

ღირსი პეტრე დამასკელი
უწინამძღვროდ ადამიანის გონებას არ ძაულუძს ზეცაში აღსვლა .
ყველა ხანში შესულს წინამძღვრობის უნარი არ გააჩნია , არამედ მხოლოდ მას , ვინც ვბებებისგან განთავისუფლდა და განსჯის ნიჭი მიეცა .
როგორ დავიცავთ ქრისტეს მცნებებს , თუ საკუთარ სურვილებს და დავდაჯერებულობას არ განვეშორებით ?

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 13 2006, 10:41 PM

მხოლოდ შენ აღძრავ, უფალო, ჩემში შიშს და ოდენ შენ წარმოადენ ჩემს თვალთაგან წრფელ ცრემლებს, მაცხოვარო! ქრისტე მეუფეო, შენა ხარ ჩემიერთადერთი და ნამდვილი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ნეტარება! შენ ყოველივე ხარ ჩემთვის!
და ნეტამც ღირსი შევიქმნა, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარებათა დათმენის სანაცვლოდ შენში ვპოვო ბოლოს სამუდამო და ნეტარი განსვენება!..
[size=2]

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 16 2006, 03:16 PM

გწამდეს, რომ უპატიობა და ყვედრება წამალია სულისათვის, რომელიც შენი სულის სიამაყეს კურნავს. ილოცე შენი მაყვედრებლებისათვის, როგორც ჭეშმარიტი ექიმებისათვის. ვინც მაგინებელს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს.

აბბა დოროთე

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 22 2006, 05:24 PM

ვისაც არ ძალუძს წმიდანთათვის დამახასიათებელი მკაცრი ცხოვრებისა და შრომის ტვირთვა, შეუძლია სხვაგვარად მიბაძოს მას: აღძრას და გულში დაამკვიდროს კეთილი განწყობილებები, შეეჩვიოს გულწრფელ ლოცვას, მუდმივად დაიცვას გულის სიწმინდე და ებრძოლოს ვნებიან გულისსიტყვებსა და სურვილებს, შეიყვაროს განმარტოება, მდუმარება, მორჩილება და თვინიერება; სიავის წილ სიკეთე მიაგოს, და ყოველივე ბოროტისგან დაიცვას თავი. გულიდან გამომავალი სიკეთენი უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე ხორცის მოკვდინების უზომო ღვაწლი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ზნეობრივი მდგომარეობა ამგვარ გმირობას არ ითხოვს.

წმ.ნიკოდიმოს მთაწმინდელი.

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Nov 24 2006, 02:52 AM

წმიდამღვდელმოწამე პატრიარქი კირიონ II ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძეზე: "მე დამსაჯეს საქართველოს გულისათვის, ხოლო ის(დიმიტრი აბაშიძე) დღეს განუდგა საქართველოს" (გაზეთი "Народная страница", 1914 წელი, № 20).

...когда Кирион находился под строжайшим надзором в Херсоне, руководителем епархии был назначен известный своей антигрузинской деятельностью грузинский епископ Дмитрий Абашидзе, о котором Кирион II писал: "Меня наказали за Грузию, а он сегодня отрекается от Грузии"(Газета "Народная страница", 1914 год). Творческая деятельность Кириона II , кроме чисто научной направленности, ставила перед собой целью пробуждение стёртого национального самосознания в выродившихся грузинах, подобно епископу Дмитрию Абашидзе...

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 25 2006, 12:19 AM

თუკი ადამიანს ნამდვილად გონიერი, სათნო და სიკეთის მოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება – გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა თუ სხვათადმი მიმართებაში. ამგვარ სულში ყოველივე კეთილად შეცვლილა და კეთილსახიერი შეხედულება მიუღია, და მისი ღვთივმოყვარე გონება, მსგავსად ფხიზელი მეკარისა, ჩაჰკეტავს ყველა შესასვლელს ბოროტ და სამარცხვინო ზრახვებისათვის.

წმიდა ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2006, 12:20 PM

"ნებისმიერი მოღვაწეობა უმნიშვნელო იქნება, თუ იგი სარგებლობას არ მოუტანს სხვას. ამას ცხადყოფს მაგალითი იმისა, ვინც ბოძებული ტალანტი უკან დააბრუნდა და დაისაჯა, რადგანაც არ განამრავლა იგი. ასევე შენც ძმაო, ღატაკიც რომ იყო, თუ გამუდმებით მწუხარე ვიდოდე, სხვას თუ არ ეხმარები, იცოდე ღირებულსაც არას აკეთებ."

წმ. იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 1 2006, 06:38 PM

ყოველივე იმას, რისი დანახვაც შეგიძლია, საკუთარი თვალებით უყურე, მაგრამ უხილავზე და მარადიულზე მსჯელობისას მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე.

ღმერთს ჩვენ ლოცვა-ვედრებაში ვესაუბრებით, ღმერთი კი თავისი წმიდა წერილით გვესაუბრება.

ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2006, 04:41 PM

"სუფთა გულში, რომელმაც სიწმინდისა და უბრალოების მწვერვალებს მიაღწია, როგორც სუფთა წიგნში, ღმერთი თავის კანონებს წერს."

ღირსი მაქსიმე

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 4 2006, 10:18 PM

ღმერთის წინამძღვრობით წარმართებული ადამიანი საკუთარი თავისუფალი ნებით იყენებს ამქვეყნიური ცხოვრების სიძნელეებს იმისთვის, რომ სულის სიმტკიცე შეიძინოს. სიამეთა სიუხვისა და წარმავალ სიკეთეთა საცთურის წინაშე გამოსცდის იგი თავშეკავების უნარს და კეთილკრძალული ხდება. ცთუნებათა და განსაცდელთა შორის სწავლობს კეთილმოშიშებას და, გონიერებით აღვსილი, ცდილობს არასდროს არაფერში დაუთმოს მათ და კიდევ უფრო გულმოდგინე იყოს ჭეშმარიტების სიყვარულში, რომელიც არასდროს გვატყუებს და არასდროს გვარცხვენს.

ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2006, 01:34 PM

"გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმასა და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი."

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 6 2006, 02:47 PM

უფალი ნეტარებად ხმობს არა რაიმეს ცოდნას ღმერთის შესახებ, არამედ თვით ღმერთის შეძენას ადამიანის მიერ საკუთარ არსებაში, ანუ ღმერთით აღვსებასა და შემოსვას, რასაც წმიდანნი აღწევენ.

წმიდა გრიგოლ ნოსელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2006, 02:50 PM

"ყველანაირად უნდა გეშინოდეს მოყვასის შეურაცხყოფისა, რამეთუ უფრო ადვილია ღმერთთან შერიგება, ვიდრე მოყვასთან."

წმ. ალექსანდრე გეთსიმანელი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 6 2006, 06:56 PM

როცა უფლის გულისათვის ჩვენს მდევნელზე რისხვა გაგვიჩნდება, მოგივონოთ სიტყვა სახარებიდან: `ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა~ (5,10).

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ვინც ძმაზე რისხვის გულის-წყრომას შეიწყნარებს და უფლის სიყვარულის მცნებას უარყოფს, მოიგონოს სიტყვა იოანეს სახარებიდან: `მცნებასა ახალსა მიგცემ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურითიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარე თქვენ, რათა თქვენცა იყვარებოდეთ ურთიერთარს~ (13,34).

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2006, 12:10 PM

"ის კი არ არის მდიდარი, ვისაც მეტი გააჩნია, არამედ ის, ვინც მცირედითაც რჩება კმაყოფილი."

წმ. ბასილი დიდი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 7 2006, 09:41 PM

ნეტარია იგი, ვინც ღვთისთვის ყოელდღიური საყვედურისა და დამცირების მიღებით საკუთარი თავი მოთმინებაში განსწავლა, ის მოწამეთა თანა იხარებს და ანგელოზებთან კადნირებით ისაუბრებს.

როდესაც გსაყვედურობენ და ბრალს გდებენ, მდუმარედ იყავი და სულიერი წამალი მიიღე - როგორც სიწმინდის მნათობები.

ვინც უვნებელობასა და ღმერთს ესწრაფის, მას დაკარგულად მიაჩნია ყოველი დღე, როდესაც არავისგან მიიღებს ყვედრებას.

როგორც ის ხეები, რომელთაც ქარი ებრძვის და მიწაში ღრმად იდგამენ ფესვებს, ასევე მორჩილებაში მყოფთ ძლიერი და შეურყეველი სული აქვთ.

წმიდა იოანე სინელი კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2006, 12:51 PM

"ურწმუნო რომ ქრისტიანზე მეტად ღარიბი იყოს, რამდენ ბოროტებას ჩაიდენდა ის უკმარისობის გამო? ალბათ ამიტომ არიან "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" მატერიალურად უზრუნველყოფილნი."

პოსტის ავტორი: kaxa-beri თარიღი: Dec 12 2006, 03:19 PM

კაი თემაა !!!!!!!!!!


გახსოვდეს რომ ცოდვილი ხარ !!!!!!!!!!!!

ჩემის აზრით ძალიან დიდი სიბრძნეა, და ამით ბევრი, ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი,
თქვენ რას იტყვით ??

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 12 2006, 03:19 PM

თუკი იხილავ, რომ კაცს ვისმე უდიდესი ღირსებისათვის მიუღწევია ამქვეყნად, ნუ გაგიკვირდება, რამეთუ გასაკვირი მხოლოდ ის არის, როცა ვინმე ქვეყნიურ დიდება-პატივს მოიძულებს.

წმიდა ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 01:02 PM

"ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა."

წმ. კვიპრიანე

პოსტის ავტორი: solomon თარიღი: Dec 17 2006, 08:00 PM

მრავალნი ამა ცხოვრებისა და ამა სოფლის სიამეთა უარმყოფელია, მცირედნი - პირადი ნება-სურვილისა. სწორედ, მათ მიესადაგებათ უხინჯოდ თქმული საღვთო სიტყვა:"მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ რჩეულნი"(მათ.22.14)

სვიმეონ ახალი ღვთისმეტყუელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2006, 12:34 PM

"შეიყვარე განსაცდელი, რათა შეიძინო ღმერთი."

ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: kaxa-beri თარიღი: Dec 19 2006, 05:56 PM

ციტატა(marine @ Dec 18 2006, 12:34 PM) *

"შეიყვარე განსაცდელი, რათა შეიძინო ღმერთი."

ანტონი დიდი


გამარჯობა მარინე
გილოცავ ნიკოლოზობას

ეს სიტყვები ძალიან მომეწონა და რომ არ მეთქვა მადლობა არ ვიქნებოდი შენთან მართალი smile.gif , რაცხა ისე მოხვდა ჯიგარს რომ არ მგონია ამოვარდეს....ეს სიტყვები იმ კატეგორიისაა, რომელიც ჭეშმარიტებასთან კი არ არის ახლო არამედ ჭეშმარიტებაა... დიდება უფალს, წმინდა ანტონ დიდს და მადლობა შენ smile.gif

wink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2006, 05:59 PM

kaxa-beri

გამარჯობა, კახა!! smile.gif მეც გილოცავ ნიკოლოზობას ყველაზე ლამაზი სურვილებით. smile.gif

მოხარული ვარ რომ ჩემი პოსტი მოგეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 21 2006, 02:26 PM

ნუ უგულებელსყოფ ღმერთის ნებას, რათა ადამიანთა ნება აღასრულო!

წმ.ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2006, 02:48 PM

"უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული."

ილია II

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 22 2006, 03:21 PM

ადამიანს თავისით არაფრით არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილი შეიქნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან არავინაა კეთილი და სახიერი თვინიერ ღმერთისა მსოლოისა.

წმ. ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 03:48 PM

"ჩვენ არ უნდა დავინანოთ მოყვასისათვის არც დრო, არც ფული, არც შრომა.
მოყვასისაგან არის დამოკიდებული სიცოცხლეცა და სიკვდილიც. რადგან თუ ჩვენ შევიძენთ ძმას, მაშინ შევიძენთ ღმერთს; ხოლო თუ ვაცდუნებთ ძმას, მაშინ ვცოდავთ ღმერთის წინაშე."

აბბა ანტონი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 22 2006, 03:54 PM

უეჭველია, რომ ღმერთი უმჯობესად განაგებს ჩვენს ცხოვრებას და საქმეებს, ისე, როგორადაც ჩვენ თვითონ ვერასოდეს ვერ განვაგებდით.

წმიდა ბასილი დიდი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 04:41 PM

"როს კეთილდღეობასა მიემთხვიო, შესწირე მადლი უფალსა და იქნება მტკიცე დღეკეთილობა შენი; ოდეს გესტუმროს უბედურება, ჰმადლობდე უფალსა და სიმწარე შენი მსწრაფლ განქარდება."

წმ. იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 22 2006, 05:00 PM

ღმერთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი. შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა.

წმიდა კირილე იერუსალიმელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2006, 05:41 PM

"ეცადე ისეთ სათნოებას მიაღწიო, რომ ყველა გლოცავდეს და გაკურთხებდეს."

წმ. ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 25 2006, 06:19 PM

marine ძალიან მიხარია, რომ შენი წყალობით, ეს თემა გამოცოცხლდა.
ეს განყოფილება ძალიან მიყვარს. აქ წაკითხული რაღაც სხვანაირად ხვდება გულს...
wub.gif wub.gif wub.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2006, 02:02 PM

.:თამარი:.

მე კი ვფიქრობ, რომ შენი წყალობით ცოცხლობს ეს თემა და მეც ძალიან მიყვარს აქ წაკითხული სიტყვები!! smile.gif smile.gif smile.gif

"საკუთარი თვალითაც რომ იხილო ადამიანი ცოდვაში, არ განიკითხო, ხშირად თვალიც ტყუის."

ღირსი იოანე კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 26 2006, 09:39 PM

marine
wub.gif

გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდ მას ცისა და ქვეყნის გამჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწრთვნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი, უმთავრესი ღირსება მისი!

ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე.


პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 26 2006, 09:58 PM

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე!

წმინდა იოანე ოქროპირი
smile.gif

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი



ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი



ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.

ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 26 2006, 11:06 PM

უფალი თავის თავს გიცხადებს არა - გონებამახვილობის, არამედ - გულის სიწმიდის მიხედვით; "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი ისილონ" (მთ. 5-8), - ბრძანა ღმერთკაცმა.

წმ. იოანე კიბისაღმწერელი


ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2006, 10:57 AM

"როცა განიკითხავ, მთელი შენი ნაშრომ-ნაღვაწი განქარდება."

ბერი იოსებ ოპტინელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 29 2006, 03:31 PM

ო, დრო, დრო! როგორი სწრაფი და ამასთან რა არასაიმედო ხარ! ზარის ყოველი ჩამოკვრა, რომელიც შენს მდინარებას აუწყებს, განა ჩვენთან მოახლოებული მარადისობის მაცნე არაა?! დროსა და წლების შემცველმა თავისი მარჯვენით ამაოდ კი არ გვიანდერძა, გაგეწმიდა ჩვენი საჭიროებანი და სურვილები არაუშორეს აწმყოს დღის საზღვრამდე და ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებლისგან ჩვენთვის მხოლოდ არსობის პური გვეთხოვა.

როგორი სწრაფია დრო. ამაოდ კი არ გამოხატავენ დროს ფრთებით, რადგან იგი მართლაც ისე მიედინება, თითქოს ფრთებით მიფრინავს.

როდესაც არ მეკითხებიან, რა არის დრო, მე ვიცი, რა არის იგი; ხოლო როდესაც მინდა მისი განმარტება, უკვე საერთოდ აღარ ვიცი.

ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2006, 03:42 PM

"ჩინელები გამოყოფენ ხუთ სიკეთეს, რაც აუცილებელია ადამიანისათვის. ესენია: მოკრძალება, ზრდილობა, სიმართლე, გამჭრიახობა, სიკეთე.
თუ ადამიანი მოკრძალებულია, მას არ შეიძულებენ, ზრდილობიანს მხარს უჭერენ, გონებამახვილი წარმატებას მიაღწევს, სიმართლისმოყვარეს დაუჯერებენ, ხოლო კეთილი გამოიყენებს სხვებს, გვასწავლის ეს სიბრძნე."

ილია II

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Dec 29 2006, 03:57 PM

ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ეს ერთი მუჭა ერი ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის.

წმ.ილია მართალი.

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Jan 4 2007, 03:33 PM

როდესაც ვინმე შენი თანდასწრებით მოყვასის განკითხვას დაიწყებს, თავი აარიდე მას. რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, ღვთის წინაშეც და ადამიანთანაც მართალი იქნები.

წმიდა ისააკ ასური


თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ.

ამბა ისაია

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 4 2007, 04:13 PM

ციტატა(marine @ Dec 29 2006, 03:42 PM) *

"ჩინელები გამოყოფენ ხუთ სიკეთეს, რაც აუცილებელია ადამიანისათვის. ესენია: მოკრძალება, ზრდილობა, სიმართლე, გამჭრიახობა, სიკეთე.
თუ ადამიანი მოკრძალებულია, მას არ შეიძულებენ, ზრდილობიანს მხარს უჭერენ, გონებამახვილი წარმატებას მიაღწევს, სიმართლისმოყვარეს დაუჯერებენ, ხოლო კეთილი გამოიყენებს სხვებს, გვასწავლის ეს სიბრძნე."

ილია II



ხოდა აყველა ამ ჩამოთვლილი სიკეთის მიხედვით თუ დაგვანებებენ ჩვენს საქართველოს და მიბრძანდებიან აქედან, დიდად მადლიერნი დავრჩებით
mad.gif
მაპატეთ ოფტოპი (ოპტიკა laugh.gif )

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Jan 4 2007, 04:37 PM

ეგნატე ბრიანჩანინოვი:
პატივმოყვარეობა,
სიამაყის გრძნობა,
რისგანაც წარმოიქმნება თვითდაჯერებულობა,
ადამიანში იმ სულიერ საყდარს ანგრევს, რომელზეც ჩვეულებრივ უნდა დაბრძანებულიყო სულიწმინდა.
შედეგად ნადგურდება ის ერთადერთი გარემოება ,რომელშიც ადამიანმა მადლი შეიძლება მიიღოს.

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Jan 6 2007, 04:40 PM

ციტატა(kato_Bato @ Jan 4 2007, 04:13 PM) *

ხოდა აყველა ამ ჩამოთვლილი სიკეთის მიხედვით თუ დაგვანებებენ ჩვენს საქართველოს და მიბრძანდებიან აქედან, დიდად მადლიერნი დავრჩებით
mad.gif
მაპატეთ ოფტოპი (ოპტიკა laugh.gif )


laugh.gif laugh.gif laugh.gif

მე პირადად ამას "ოპტიკად" არ მივიჩნევ. smile.gif არამედ ამ სიბრძნის ცხოვრებაში განხორციელების სურვილად... smile.gif



ძე ღვთისა ამქვეყანას მოევლინა სულით, სხეულით და ღვთაებრიობით, რათა როგორც უფალს, სული და სხეული ეხსნა სიკვდილისაგან.

ამბა ფალასი

უფალი იესო ქრისტე, თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო, იმისათვის, რომ ჩვენ ვექციეთ იმად, რაც თვითონ არის, იქცა იმად, რაც ჩვენ ვართ.

წმიდა ირინეოს ლიონელი



გსურს ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განხორციელებასა და ვნებებზე.

წმიდა ტიხონ ზადონელი


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 11 2007, 10:33 AM

ციტატა
ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტება და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)


ძალიან კარგი სიტყვებია, პირდაპირ ჭკუის სასწავლებელი.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 11 2007, 02:16 PM

"Отдай долг памяти святым и они тебя не оставят" Иоанн Кронштадский

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Jan 12 2007, 03:46 PM

რა სასარგებლოა მდიდრისათვის ყველა სიკეთის ფლობა, როდესაც იგი არ ფლობს უფალს - უმაღლეს სიკეთეს?

ნეტარი იერონიმე


ნეტარია მდიდარი, რომელიც არასოდეს კარგავს მხედველობის არიდან მადლის სიმდიდრეს.

უფალმა იმიტომ მოგცა სიმდიდრე, რომ მისით ზეცა იყიდო.

წმ. იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 12 2007, 08:17 PM

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.

წმინდა ეფრემ ასური



გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.

წმ. ისააკ ასური




პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2007, 08:21 PM

შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.

წმ. თეოფანე დაყუდებული


პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 12 2007, 08:27 PM

გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს რა გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.

ს.ა. ნილუსი




პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2007, 08:31 PM

ნუ განუდგები, საყვარელო, მარხვას, რამეთუ იგია დედა სათნოებათა, საფუძველი სიკეთისა, წყაროა უბიწოებისა და მცველია ღვთისმოსაობისა.

წმ.იოანე ოქროპირი-სიტყვა მარხვის შესახებ

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 14 2007, 12:22 AM

"ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კიშობს სიკვდილს !!!"

იაკობ მოციქული

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Jan 14 2007, 01:37 AM

ნუ ტირი,თუ მართლა გიყვარვარ_წმინდა ავგისტინეს მიხედვით

სიკვდილი არა არის რა

მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ,შენ ისევ სენა ხარ.

რაც ვიყავით ერთმანეთისათვის,ისევ ვართ საუკუნოდ.ისევ ისე მომმართე,როგორც ყოველთვის მოგიმართავს.ისევ ისე მესაუბრე,როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Jan 14 2007, 02:08 AM

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი
ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარეიერს.
გაიცინე,რაზეც გვეცინებოდა.
ილოცე,გაიღიმე,იფიქრე ჩემზე,ჩემთან ერთად ილოცე.ჩემი სახელი ისევ ისე წარმოიტქვას,როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა,
ყოველგვარი ზეაწეულობის,ყოველგვარი ნაღველის გარეშე.
სიცოცხლე იმასვე ნიშნავს,რასაც მუდამ ნიშნავდა.
იგი ისევ ის არის,რაც მუდამ იყო,ძაფი არ გამწყდარა.
რად გგონივარ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?
მე შორს არა ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ...
ხომ ხედავ,ყველაფერი კარგად არის...
ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ.
თუ მართლა იცი,რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი.თუ ძალგიძს,გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!..
თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი,
ახალი ბილიკი,რომელსაც ვადგავარ!..
თუ წამიტ ძალგიძს,ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინასე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..
როგორ!თუკი საწუთროში, აცრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი,
წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა,
როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ და ღვთისგან დადგენილ დღეს,
შენი სულიც სასუფეველში შევა,სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,
იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას,ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ,
კვლავ ჰპოვე მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ,
ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.

წმ.ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი.
მრევლი ნომერი 11 (23) 1999წელი.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 14 2007, 02:39 AM

Нужно за все "слава Богу!" говорить. Мы не достойны получать и то, что нам Господь посылает.
Старец иеросхимонах Аристоклий.
Гоподь дотоле хранит твою душу, доколе ты хранишь свой язык. Не умножай слов, многословие удалит от тебя Дух Божий.
Старец Андроник (Лукаш).


Смирение - это нечто великое и божественное, а путь к нему - считать себя ниже всех. Что это значит - считать себя ниже всех? Не замечать чужих грехов. Смотреть на свои грехи. Постоянно молиться.
Помни: все ангелы, а я - грешник.
Преподобный Никон.
უკაცრავად მაგრამ ქარტულად არ მაქვს... ტუ ვინმეს არ სურს რომ რუსულად ვწერო მიტხარიტ და არ დავწერ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2007, 05:19 PM

"ილოცეთ, რომ მოგცეთ უფალმა მადლი, ნათელი ხედვა და გონიერება, რათა სიკეთე და ბოროტება უცდომელად განასხვაოთ."

წმ. ანტონი დიდი

"When we have God always in mind, then God has us always in mind."


პოსტის ავტორი: judi თარიღი: Jan 24 2007, 04:20 PM

გული მაშინ გამოიცდება, როდესაც სხვანი შეუგრაცხყოფენ..

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Jan 25 2007, 01:16 AM

თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა.

ეძიე ყველგან ის, ვინც ყველგან სუფევს, დატოვე ყოველივე და ეძიე მხოლოდ ის ერთადერთი და უცილობლად ჰპოვებ მას.

ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღმერთისგან.

წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 25 2007, 11:21 AM

ციტატა(Маиа @ Jan 14 2007, 01:39 AM) *

Гоподь дотоле хранит твою душу, доколе ты хранишь свой язык. Не умножай слов, многословие удалит от тебя Дух Божий.
Старец Андроник (Лукаш).

თარგმანი:
უფალი მანამ იცავს შენს სულს, სანამ შენ იცავ შენს ენას.ნუ გაამრავლებ სიტყვებს, მრავალსიტყვაობა ღვთის სულს მიგიღებს (ჩამოგაშორებს).
ბერი ანდრონიკ ლუკაში.
(ეს მე და ფორუმის მრავალსიტყვიან წევრებს. )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2007, 11:38 AM

"რომელი ეძიებს მშივიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაი ჩუენი."

წმ. ბასილი დიდი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Jan 27 2007, 02:26 PM

თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერ ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა.

წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2007, 04:12 PM

"შეაქე სხვა, მაგრამ მაღალი წარმოდგენა ნუ გექნება საკუთარ თავზე როცა გაქებენ, რადგან საშიშია არ აღმოჩნდე ქებაზე დაბლა. სხვის შექებასაც ნუ იჩქარებ, სჯობია იგი ჯერ კარგად გამოსცადო, რათა არ შერცხვე, უკეთუ ცუდი აღმოჩნდება."

წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 8 2007, 12:34 AM

უფალი არ უშვებს ან მუდმივად უბედურებებს, რათა სასოწარკვეთილება არ დაგვეუფლოს, და არც - მუდმივ კეთილდღეობას, რათა არ დავეცეთ (ზნეობრივად)

მოვიდა კეთილდღეობა - მადლობდე უფალს და კეთილდღეობა მყარი იქნება.
მოვიდა უბედურება - მადლობდე უფალს და იგი დასრულდება.

როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაამაყდეს. ჯანსაღ ნაყოფს მიწაც კი ვერ გამოიღებს გულმოდგინე დამუშავების გარეშე.

რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა.

ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც - მადლიერება.

წმიდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2007, 12:29 PM

"ქალწულება ხომ უმაღლესი სათნოებაა, რამდენადაც იგი ადამიანს ანგელოზთან ათანასწორებს."

წმ. სერაფიმე საროველი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 9 2007, 01:14 AM

Надо всегда твердо помнить - это страшный закон жизни: если в чем кого осудишь или смутишься в чем-нибудь у другого человека, то тебя это же самое постигнет. Ты сделаешь сам то, в чем осудил другого, или будешь страдать этим самым недостатком.
Преподобный Никон (Беляев)

Когда враг досаждает, хочет мелочами, досадами раздражить, разгневать, похитить мир сердца, скажи только "Христос Воскресе.Христос Воскресе.Христос Воскресе." Этих слов он боится больше всего, они его жгут, как огонь, и он убежит от тебя"
Старец Михаил (Питкевич)

Терпи и терпи все - все злострадания, всю тяжесть труда, укорения, клевету, но больше всего бойся отчаяния - это самый тяжелый грех.
Старец Михаил (Питкевич)

Болеть нам необходимо, иначе не спасемся. Болезни - гостинцы с неба.
Преподобный старец Севастиан Карагандинский

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 11 2007, 04:10 PM

ახლა წავიკითხე მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბენიამინის გამონათქვამი "საპატრიარქოს უწყებანში":

„თავისუფალ დროს რაშიც ხარჯავ და საითაც გული მიგიწევს, კარგად წარმოაჩენს, რა უფრო მეტად გიყვარს - ღმერთი თუ ცოდვა“.

დამაფიქრებელია, არა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 12 2007, 10:36 PM

მარიამი
rolleyes.gif rolleyes.gif unsure.gif


რომელ ჩვენგანს არ შემთხვევია ენახა და მოესმინა, როგორ უსტვენს ხმატკბილი ტოროლა გაზაფხულზე მინდორში მოხნულ ყანებში და სასიამოვნო გალობით ატკბობს მიწათმოქმედის მძიმე შრომას? მაგრამ არც ამ პატარა ფრთოსანის სიცოცხლე გადის სიმღერაში, მას თავისი შრომა და საზრუნავი აქვს; ის მიწაზე დაფრინდება ხოლმე და აქ ან საკვებს მოიპოვებს, ან თბილ ბუდეს იწყობს, ან ზრუნავს თავის მეგობარზე, ან თავის ნორჩ ბარტყებზე. და კვლავ: სულ ასე ხომ არ გაქექავს მიწას, სულ ასე ხომ არ იფუსფუსებს და იშრომებს. ჩიტუნა კვლავ აფრინდება ზეცისკენ და მღერის, მღერის თავის დაუსრულებელ სიმღერას. აი, გაკვეთილი და მაგალითი შენთვის, ადამიანო! იშრომე, სადაც არ უნდა იყო: საზოგადოებაში, დაბლა თუ მაღლა, - იშრომე: ესაა შენი დანიშნულება და მოვალეობა დედამიწაზე. მაგრამ შენ მიწისთვის არ ხარ შექმნილი, არამედ - ზეცისთვის. შრომის და ცხოვრების საზრუნავის შემდეგ ამაღლდი გონებითა და გულით, გადმოღვარე უფლის წინაშე შენი სული დიდებისმეყტველებაში, მადლიერებასა და ლოცვაში. ილოცე: ეს შენი ვალია, შენი დიდება, შენი ნეტარება. შრომიდან გადადი ლოცვაზე, ლოცვიდან - შრომაზე; იშრომე და ილოცე!

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 13 2007, 03:17 PM

ეს შენი სიტყვებია თამარ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 03:41 PM

მარიამი
.:თამარი:.

გაგახაროთ უფალმა ლამაზი სიტყვებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 13 2007, 03:43 PM

"თავი დაანებეთ ადამიანებს , ისინი მხოლოდ განგების იარაღები არიან . თანაც ბრმა იარაღები , მათ თავისთავად არავითარი ძალა გააჩნიათ " ( წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩინინოვი )


" მიდრეკილნი ვართ კადნიერად გავიწვდინოთ ხელი კეთილისა და ბოროტის ცნობის ხის აკრძალული ნაყოფისკენ , მიდრეკილნი ვართ ნივთიერი ნუგეშისცემისკენ , ადვილად ვტყუვდებით სულიერი განსჯისა და სათნოების აჩრდილით "( წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩინინოვი )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 03:44 PM

"ყოველი მორწმუნე თუ არამორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა ღმერთთან."

ილია II

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 13 2007, 10:24 PM

ციტატა(ლეონტი @ Feb 13 2007, 03:17 PM) *

ეს შენი სიტყვებია თამარ?


ამბროსი მედიოლანელის.

smile.gif დამავიწყდა....

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 13 2007, 10:41 PM

რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ, მიწიერი ბედნიერებით მოცულნი, მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? - ეს გულის გამომჟღავნებული ძახილია, რომელიც გვეუბნება: ადამიანო, ნუ ეძებ კმაყოფილებას დედამიწაზე, - ამ ამაო და ხრწნად არსებობაში, შენი ნეტარება მხოლოდ ღმერთთანაა! მისკენ მიმართე ყველა შენი სურვილი. მასში ეძიე მუდმივი ნეტარება და სიმშვიდე.

ვისაც თავის თავში ღმერთი ჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს.

წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2007, 05:08 PM

"როცა კაცს ვისმე შევხვდები, ასე ვფიქრობ ხოლმე - "ეს ჩემი ბატონია და მე უნდა ვისმინო მისი, დავემორჩილო მას." როცა პატარა ბავშვს შევხვდები ხოლმე ასევე ვფიქრობ: "ეს ჩემი ბატონის ძეა და ამიტომაც მისიც უნდა ვისმინო და მასაც დავემორჩილო" და ამით გულის სიმშვიდე მაქვს მოპოვებული."

ღირსი მაკარი დიდი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 18 2007, 09:37 PM

მცნება მარხვის შესახებ ისეთივე ძველია, როგორც - თავად სამყარო.

ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში.

რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შემატებ სულს.

წმიდა ბასილი დიდი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 18 2007, 09:52 PM

.:თამარი:.
მაგრად მომეწონა, ძალან მაგარია, რაც მთავარია სრული ჭეშმარიტებაა, აბა წმინდა მამები ჭეშმარიტების მეტს რას დაგვიტოვებდნენ

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 18 2007, 10:29 PM


მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა ყოველივე იმას გააღვიძებს და გააცოცხლებს, რაც კაცის გულში და სულში კეთილი, წმიდა, პატიოსანი და ღვთაებრივია, ხოლო ყოველივე ბოროტ სურვილსა და მიდრეკილებას დათრგუნავს და მოსპობს.

ვისაც არ შეუძლია, თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისაგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას.

როცა მარხვისაგან ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავისი შემოქმედისაკენ მიილტვის.

ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეუძლია.

წმ. ბასილი დიდი გვასწავლის: კაცნი, რომელნიც მოიკლებენ საჭმელთა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს ჭამს, მაგრამ ღმრთის წინააღმდეგობას არ იშლის.

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 18 2007, 10:42 PM

.:თამარი:.
ეს მარხვის წინ გვამზადებ არა? biggrin.gif გაიხარე

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 19 2007, 09:17 PM

ლოთი შუაგულ სოდომში ყვაოდა სათნოებებით; სოდომს გარეთ კი შეწყვიტა მარხვა და შედეგად რა მოხდა?

მსხვილფეხა და მსუქან ცხოველებს არ შეუძლიათ ისე სწრაფად სირბილი, როგორც წვრილფეხა ირემს; ამის მსგავსად, გემოთმოყვარე არ შეიძლება იყოს ისეთი მოღვაწე და კეთილწარმატებული ღვაწლში, როგორც თავშეკავებული.

შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული მარხვის გარეშე.

წმიდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: jeni თარიღი: Feb 22 2007, 02:26 AM

ჩამჭიდე ხელი უფალო ჩემო და მატარე შენი გზით!

იოანა, წერილი ძალიან მომეწონა...

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Feb 23 2007, 03:01 PM

სქემ იღუმენი საბა

30 ქველის საქმე
1. სიმართლე იხსნის სიკვდილისაგან.

2. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია.

3. შრომა ხორცისათვის მაქებარია, სულისათვის ცხონებაა.

4. მორჩილება – უმოკლესი გზაა გადარჩენისათვის.

5. სიმდაბლე – ამისი სატანას ეშინია.

6. თავშეკავება – თვით აღასრულებს ყველა მცნებას.

7. არ განკითხვა – უშრომელად გადარჩენაა.

8. გამოძიება – ყველა სათნოებაზე მაღლა დგას.

9. მონანიება – სიხარულია ღვთისა და ანგელოზების.

10. მარხვა ლოცვასთან ერთად ღმერთთან აერთებს.

11. მოწყალება თვითონ ღმერთის საქმეა.

12. ვინც გაჭირვებულს ეხმარება, მასში თვით იესო ქრისტეა.

13. ვინც მოთმინებით ატარებს მძიმე ტვირთს, ასრულებს მკაცრ მორჩილებას, მას თვითონ იესო ქრისტე უტვირთავს.

14. ვინც დამწუხრებულ მოყვასს ნუგეშს სცემს, ის მორჩილებით ეამბორება იესო ქრისტეს.

15. ვინც მოყვასს თავისზე უკეთეს საჭმელს მიართმევს, ის კვებავს ქრისტეს კეთილი საკვებით.

16. ვინც მოყვასის ცოდვებზე ტირის და ითხოვს მათ პატიებას, ის ფეხებს ბანს იესო ქრისტეს.

17. ვინც წმინდა ნაწერებს კითხულობს, ის იღებს თავის სულიერ სახლში იესო ქრისტეს.

18. ვინც ათხოვებს ღვთივკურთხეულ წიგნებს მოყვასს წასაკითხად, იგი სასიამოვნო საკვებს მიართმევს იესო ქრისტეს.

19. ვინც განეშორება უქმ სიტყვებს, ის ეზიარება ქრისტეს ტრაპეზს.

20. ვისაც არ სურს მოისმინოს გმობა და განკითხვა თავის ძმაზე, იგი აძევებს ეშმაკს თავისი სულიერი სახლიდან.

21. ვინც მიბაძავს მოყვასის კეთილ სათნოებებს, ის ძვირფას ყვავილებს იძენს.

22. ვინც გაჭირვებულს დაინახავს და გული შესტკივა მასზე, იგი ქრისტეს ჭრილობებს უშუშებს.

23. ვინც კეთილმსახურებით ასწავლის ღვთის სიტყვას, ის ძმათა შორის უფლის ლოცვა-კურთხევას ასრულებს.

24. ვინც უძლურ ძმას კვებავს და ეხმარება, ის ანგელოზებთან ერთად გალობს იესო ქრისტეს აკვანთან.

25. ვინც სიმდაბლით და კეთილკრძალულებით თავს იკავებს ჭამა-სმისაგან, უარყოფს ამქვეყნიურობას, მას მიაქვს საჩუქრები სამ მეფესთან ერთად იესო ქრისტესთან.

26. ვინც თავს ბანს მოყვასს ან ურეცხავს ტანსაცმელს, ის იოანე ნათლიმცემელთან ერთად ნათლავს იესო ქრისტეს.

27. ვინც განმარტოებულია (დახშულია), ის იმყოფება უდაბნოში იესო ქრისტესთან ერთად.

28. ვინც არ ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველებს და აკვდინებს თავის ხორცს (სხეულს), ის მარხულობს იესო ქრისტესთან ერთად.

29. ვინც გარდაცვლილე ლოცულობს, ის ქრისტესთან ერთად მიდის ლაზარეს კუბოსთან და სთხოვს მამა-ზეციერს მის აღდგინებას მკვდრეთით.

30. ვინც სიმდაბლით მადლობს უფალს ყველაფრისათვის, ის ამზადებს ადგილს თავისთვის ღმერთის სასუფეველში.

ამინ!


პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Feb 23 2007, 06:20 PM

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.

ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)

უდიდესი ჭეშმარიტებაა და ძალიან მიყვარს ეს სიტყვები.

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Feb 23 2007, 06:35 PM

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.

წმინდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Feb 23 2007, 07:02 PM

ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა ასე დაერქმიათ უფალთან თავიანთი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და ასე მიწიერ ურთიერთობებს მოიხსენიებენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები კარგავენ წმიდა და ღვთაებრივ ძალას და თითქოსდა კვდებიან. ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთის ხე ჭკნება და კვდება.
წმიდა ნიკოლოზ სერბელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Mar 5 2007, 12:28 AM

თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და მხოლოდ საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს. მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში?

უტკბილეს იესოსთან ერთად შენთვის ყველაფერი ტკბილი იქნება. თვით მწუხარებაც კი ზეციურ ნექტრად მოგეჩვენება.

როგორც ბავშვს ან გაუნათლებელ ადამიანს არ ესმის ის სიამოვნება, რასაც განიცდის განათლებული კაცი ღრმა სიბრძნისეული თხზულების კითხვისას ან ურთულესი მაგალითის ამოხსნისას, ასევე ბრძენთაბრძენ ფილოსოფოსს ან გამჭრიახ გენიოსს, რომლისთვისაც უცხოა მაცხოვნებელი სარწმუნოება, არ შეუძლია, თუნდაც ოდნავ მაინც წარმოიდგინოს ის სიხარული, რასაც ქრისტიანი განიცდის ქრისტესადმი სიყვარულისგან!

წმიდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Mar 16 2007, 01:18 AM

თუ ძე ღვთსა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ (მთ.27, 40-2). სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა. მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება. მართლაც ადამიანისათვის რაღაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა - ჩამოსულიყო ჯვრიდან და თავი გადაერჩინა: მაგრამ მხოლოდ ღვთისათვის არის ღირსეული და მხოლოდ მისთვის არის შესაძლებელი იზეიმოს ჯვარზე, ჯვრიდან მოიზიდოს მთელი სამყარო, დარჩეს ცოცხალი სიკვდილის შემდეგაც და სწორედ სიკვდილის მეშვეობით აჩუქოს ქვეყანას სიცოცხლე.

გსურს ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განხორციელებასა და ვნებებზე.

წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: nino varadashvili თარიღი: Mar 16 2007, 01:52 AM

"ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია"



არქიმქნდრიტი გაბრიელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Mar 16 2007, 02:16 AM

" ო, ნეტავ დატკბნენ ჩემით ის ცხოველები, რომლებიც ჩემს დაგლეჯვას ლამობენ - მე ვთხოვ, დააჩქარონ ჩემი აღსასრული! და თუ ისინი არ მოისურვებენ დაჩქარებას, მე თვითონ ყოველ ძალისხმევას ვიხმარ, დავიჟინებ, რომ დამგლიჯონ! დაე ცეცხლი, ჯვარი გამზადდეს ჩემთვის, დაე, ცხოველები შემომესიონ საჭმელად, ძვლების დამტვრევა, სხეულის ნაწილთა დანაწევრება და ეშმაკის ყველა საშინელება ვიგემო, ოღონდ დავტკბე ქრისტეთი!" ამგვარი მოშურნეობით, ამგვარი მზადყოფნით ელის და გამოითხოვს თავისთვის ქრისტესთვის წამებას წმიდა ეგნატე ანტიოქიელი.

"ო, სახიერო ჯვარო, დიდხანს სანატრელო, მხურვალედ საყვარელო, თავდაუზოგავად ნაძებნო და მხოლოდ ახლაღა გამზადებულო სურვილით აღსავსე სულისთვის! - მე მოვდივარ შენთან მშვიდი და ბედნიერი; და შენ საზეიმოდ მიმიღე მე!" - ასე ხმობს წმიდა ანდრია პირველწოდებული და ჯვარზე სიკვდილის საშინელებაში თავის ნეტარებას ხედავს.

ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავისი მეფის - ჯვარცმულისათვის.

წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2007, 03:28 PM

"გაშმაგებასა და სიცოფეს უფრთხილდი: მრისხანებაში ზომიერება შეინარჩუნე."

წმ. თეოფანე დაყუდებული

პოსტის ავტორი: natali თარიღი: Mar 28 2007, 06:39 PM

წმინდა მამები გვასწავლიან: "შენ მხოლოდ იჯექი კელიაში მდუმარედ და ყველა საშუალებით მიუალოვდი ღმერთს და ნახავ, როგორ არის მზად ღმერთი ადამიანისგან შექმნას ანგელოზი.."

პოსტის ავტორი: avlabreli თარიღი: Mar 28 2007, 09:16 PM

"თავმდაბალი არასოდეს ეცემა. სადღა დაეცემა იგი, ვისაც საკუთარი თავი ყველაზე უმდაბლესად მიაჩნია?"
წმიდა მაკარი დიდი

"თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ."
ამბა ისაია

პოსტის ავტორი: avlabreli თარიღი: Mar 29 2007, 11:17 PM

"სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე"
წმიდა ისიდორე პელუზიელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2007, 12:31 PM

"სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობესია, მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ."

ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Apr 1 2007, 10:41 PM

დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2007, 02:04 PM

"სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ ღმერთ ვიქმნეთ."

წმ. ათანასე დიდი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Apr 3 2007, 08:34 PM

უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს.

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2007, 03:46 PM

"მარხვა - ეტლია ზეცაში აღმყვანი."

წმ. ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Apr 6 2007, 04:00 PM

სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაი


ერთმა სირიელმა მეუდაბნოემ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვა.მაკარი ქრისტიანული სიყვარულის სულით ცხოვრობდა და ყურძენი ავადმყოფ ძმას მიუტანა,რომელსაც ძალიან გაუხარდა წმიდა მამისაგან სიყვარულის ასეთი გამოხატვა და ღმერთს მადლობა შესწირა,მაგრამ იგი თვითონაც მოყვასის სიკეთეზე ზრუნავდა და ყურძენი სხვა ძმას მისცა,რომელიც იმასვე ფიქრობდა და,ამრიგად,ყურძენი მეოთხე ძმასთან აღმოჩნდა.ასეთი სახით ყურძნის მტევანმა მთელი მონასტერი მოიარა და ხელიდან ხელში გადასული კვლავ ღირს მაკართან მოხვდა.ღირს მამას სული სიხარულით აევსო ძმების მიერ ერთმანეთისადმი ასეთი სიყვარულის გამოვლინების გამო.

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Apr 6 2007, 07:34 PM

თუ ძე ღვთისა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ (მთ. 27, 40-42). სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა. მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება. მართლაც ადამიანისთვის რაღაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა - ჩამოსულიყო ჯვრიდან და თავი გადაერჩინა: მაგრამ მხოლოდ ღვთისთვის არის ღირსეული და მხოლოდ მისთვის არის შესაძლებელი იზეიმოს ჯვარზე, ჯვრიდან მოიზიდოს მთელი სამყარო, დარჩეს ცოცხალი სიკვდილის შემდეგაც და სწორედ სიკვდილის მეშვეობით აჩუქოს ქვეყანას სიცოცხლე.

გსურს, ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განხორციელებასა და ვნებებზე.

წმიდა ტიხონ ზადონელი

არა - პირველ დღეს, არა - სიკვდილისთანავე აღდგა უფალი, რათა ეკურთხებინა ჩვენი გზა საფლავისაკენ და იმედით გაენათლებინა ჩვენი საფლავები, - მეორე დღეს, შაბათსაც არ აღდგა იგი, რათა დაეცვა შაბათის უქმის სჯული და საფლავში ხანგრძლივი ყოფნით ყველა დაერწმუნებინა თავისი სიკვდილის ჭეშმარიტებაში და ამით აღდგომის დიდება განედიდებინა. და არც უფრო გვიან, ვიდრე მესამე დღეს, აღდგა უფალი, რათა თავისი მოწაფეები მეტად აღარ დაეტოვებინა მწუხარებასა და გაუგებრობაში, რათა მალე გაეხარებინა ისინი და დაემშვიდებინა. და თანაც, განა შეეძლო კი სიკვდილს დიდხანს ჰყოლოდა თავის ბორკილებში წყარო ცხოვრებისა?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 9 2007, 04:38 PM

ნელსაცხებელთა და კეთილსურნელებათა გამყიდველთან მისული ადამიანი თვითონაც კეთილსურნელებით აღივსება. ასევე, კეთილმსახური ადამიანების გვერდით მყოფი ზოგჯერ შეუმჩნევლადაც ეჩვევა მათი სათნოების მიბაძვას
/წმიდა ანტონი დიდი/


აბა, წარმოიდგინე, რა საქციელი იქნება, მავანი ხელმწიფეს რომ ესაუბრებოდეს, ამ დროს ვიღაც მონამ დაუძახოს, მან კი მეფეს ზურგი შეაქციოს და იმ მონასთან დაიწყოს ლაპარაკი! აი ზუსტად ამგვარად იქცევა ის ადამიანიც, ვინც ღვთისმსახურების აღსრულებისას მავანთან საუბრობს, სხვა რამეზე ფიქრობს და საერთოდ გონებაგაფანტულია.
/წმიდა ეფრემ ასური/


კეთილი იფიქრე ღვთის წინაშე და ყველა კაცისათვის კეთილი განიზრახე
/წმიდა აბბა თალასე/


ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი - ოქროი რჩეული
/გიორგი მერჩულე/


დედაკაცი ბურჯი იყო ჩვენი მამულისა და მამაკაცი ზღუდე-გალავანი.
/წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)/


როცა ადამიანი მტრობაშია, ღმერთი მის ლოცვას არ იღებს.
/ოპტინელ მამათა რჩევები/


გონება არის ძალზედ მშვენიერი რამ და მასში ჩვენი ის ძევს, რაც შემოქმედი ღმერთის ხატად და მსგავსად შეგვქმნის.
/წმიდა ბასილი დიდი/


ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
/წმიდა ეფრემ ასური/


ზღვაში ჩაგდებული ქვა უმალ გაუჩინარდება და ვერავინ დაინახავს მას. ასევე ჩვენი ცოდვებიც ჩაიძირება ღმერთის უსაზღვრო მოწყალების უფსკრულში და სრულიად განქარდება ზეციური მართლმსაჯულების თვალისათვის, ოღონდ კი გულწრფელად მოვინანიოთ ისინი.
/წმიდა ეფრემ ასური/


ამაო საუბრის აყოლა პირდაპირი გზაა უჯერო საქმეებისაკენ.
/წმიდა ანტონი დიდი/


თუ ადამიანი ჯიუტად დგას თავის შეხედულებაზე, თუნდაც მართალი იყოს, ბოროტისაგანაა შეპყრობილი; თუ ის ასე იქცევა ტოლებთან საუბარში, შეიძლება უხუცესთა მხილებამ განკურნოს; თუკი უფროსებთან და მასზე ჭკვიანებთანაც იმავეს იქმს, ეს ცოდვა კაცთაგან განუკურნებელია.
/წმიდა იოანე სინელი/


მპარავს სძულს მზე, ამპარტავანს - სიმშვიდე და სიმდაბლე
/წმიდა იოანე სინელი/


სიმდაბლეს აჩვენებს არა ის, ვინც დაითმენს, არამედ ის, ვინც დაითმენს და არც სიყვარული მოაკლდება მაჭირვებელთა მიმართ.
/წმიდა იოანე სინელი/


"როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე"
/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 10 2007, 03:00 AM

ამპარტავანი მონაზონი მრავლისმეტყველი და მოპაექრეა, ხოლო მდაბალი ყველანაირად მშვიდი და უტყვია
/წმიდა იოანე სინელი/

ამპარტავნება სულის სრული სიღატაკეა, რადგან სიზმარსა და წყვდიადში თავს მდიდრად წარმოიდგენს, მაგრამ როდესაც გაიღვიძებს და ნათელს იხილავს, მაშინ მიხვდება რომ პურიც კი არ ჰქონია.
/წმიდა იოანე სინელი/

ყველას ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატივმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოჰყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგამ ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღასრულებს
/წმიდა იოანე სინელი/

როდესაც გაიგებ რომ მეგობარი აუგად გახსენებს, მაშინ მის მიმართ სიყვარული გამომაჟღავნე
/წმიდა იოანე სინელი/

არსებობს ასეთი მატლი, რომელიც გაზრდის შემდეგ ფრთებს გამოისხამს და მაღლა აფრინდება; ხოლო როდესაც პატივმოყვარეობა უმაღლეს საძომს მიაღწევს, იგი ყოველგვარი ბოროტების საწყისი ხდება.
/წმიდა იოანე სინელი/

ვინც ამბობს, უფალი მიყვარსო, მოყვასი კი სძულს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც სიზმარში მირბის
/წმიდა იოანე სინელი/



პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Apr 10 2007, 05:21 PM

ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი მას, ვინც თავი მოიძულა ღმერთის სიყვარულისთვის.

ყურადღება და ლოცვა, მუდამ ერთმანეთთან შეერთებულნი, ელიას ცეცხლოვანი ეტლის მსგავსად ცად აღამაღლებენ მას, ვისაც ეს ორი სათნოება აქვს.


ზეცათა სასუფეველი არც საჭმელია და არც სასმელი, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმინდის მიერ.ოღონდ ამაო არაფერი ისურვო, ღმერთის ბოძებული კი ყველაფერი კარგია:ქალწულებაც დიდებულია და მარხვაც საჭიროა სულიერ და ხორციელ მტერთა საძლეველად; ასევე ქორწინებაც აკურთხა ღმერთმა, როდესაც თქვა:,,აღორძინდით და განმრავლდით,, (დაბ.1,28) ეგაა ეშმაკი ყველაფერს ურევს.

ღირსი სერაფიმე საროველი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2007, 04:10 PM

"როგორ უნდა სთხოვო უფალს ტაძარში სხვებთან ერთად: -"მომეცი, უფალო!", როდესაც თვითონ არ აძლევ ღატაკებს მაშინ, როცა ეს შეგიძლია?

როგორ იტყვის შენი ბაგეები - "შეისმინე ჩემი, უფალო!", როდესაც თვითონ არ გესმის ღატაკის ან, უფრო სწორად, იესო ქრისტესი - ამ ღატაკში, რომელიც შენ გიხმობს?"

წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Apr 16 2007, 01:06 AM

მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისთვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან მარადიულ საზღაურს იმზადებს; მტრები კი, შესაძლოა, საკუთარი მარადიული ცხოვრების დაკარგვით ჩვენი ცხონების საქმეს აღასრულებენ, რომ განწმენდენ ჩვენს ცოდვებს მათ მიერ მიყენებული მწუხარებებით და თავიანთი დევნით თითქოს ძალით გვიბიძგებენ ზეციური სასუფევლისკენ, საკუთარ თავს კი ჯოჯოხეთის საფრთხეს უქმნიან. როგორ არ ვიყოთ მათი მადლობელნი, როგორ არ ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა დაიფაროს და შეიწყალოს ისინი!

სქიმონაზონი ზოსიმე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2007, 04:56 PM

"როცა გაჭირვებულს რაიმეს აძლევ, შენი სახის მხიარული გამომეტყველება უნდა უსწერებდეს შენს მიერ მიცემულს, მისი მწუხარება კი კეთილი სიტყვებით ანუგეშო."

წმ. ისააკ ასური

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Apr 21 2007, 07:58 PM

არავინ გვაყენებს იმდენ ტკივილს, რამდენსაც სულში მყოფი ვნებები. ყველა სხვა უბედურება გარეგნულად მოქმედებს, ესენი კი შიგნით იბადებიან; სწორედ მისგან იშვება განსაკუთრებულად დიდი ტანჯვა. მთელმა სამყარომაც რომ გაგანაწყენოს, ჩვენ თუ არ გავანაწყენეთ საკუთარი თავი (რომელიმე ვნებისადმი მორჩილებით), ჩვენთვის სიმძიმე არ იარსებებს.

წმიდა იოანე ოქროპირი

ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისაგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისათვის სრულიად დაუცველი დატოვა.

ნეტარი ავტუსტინე


ვნებები ერთმანეთს ჯაჭვის რგოლებივით მოსდევენ.

ამბა ისაია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2007, 01:26 PM

"ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. იგი შეიძლება ზეცამდე ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის გარანტია კი ის არის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი."

ილია II

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: May 6 2007, 05:03 PM

დაე, ყველა მლანძღავდეს, ოღონდ სინდისი მაქებდეს.

სინდისის წინააღმდეგ შეცოდებას სიკვდილი გერჩიოს.

ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს.
წმ. ტიხონ ზადონელი

მხოლოდ მათ არ ასამართლებს სინდისი, ვინც მიაღწია სათნოებათა ან მანკიერებათა მწვერვალს.
ამბა თალასი

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: May 9 2007, 06:32 PM

ადამიანი რომელსაც სიზმრების ჯერავს გავს კაცს რომელიც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის დაჭერას ლამობს

წმ.იოანე სინელი

პოსტის ავტორი: ioane_tornike თარიღი: May 9 2007, 07:51 PM

mogesalmebit yvelas.mixaria aseti saintereso temebze saubrebi



surati rogor davayeno?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2007, 11:38 AM

ყველას ნუ გაუმხელ შენს გულისნადებს, მხოლოდ იმას მიენდე, ვისაც შენი სულის განკურნება შეუძლია.

წმ. ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: May 12 2007, 01:33 PM

თუ, შენი აზრით, მოყვასი ღირსი არ არის შენი სიყვარულისა, ღირსია ღმერთი, რომლის მონაცაა იგი და რომლის სახელსაც ატარებს; ღირსია ქრისტე, რომელმაც მისთვის სისხლი დათხია.
წმიდა ტიხონ ზადონელი


ნურცერთი ადამიანის მიმართ ნუ გექნება სიძულვილის გრძნობა და ღმერთი შეგიყვარებს.
წმიდა ეპიფანე კვიპრელი

ვინც ხელზე ზეთს ისხამს, რათა ავადმყოფს აცხოს იგი, თვითონ უწინარეს იღებს ზეთის ცხიმს; ასევეა ძმისთვის მლოცველი (და საერთოდ მოყვასის სარგებლისთვის მზრუნველი და მისთვის სიკეთის მკეთებელი), ვიდრე მას მოუტანს სარგებელს, თვითონ ღებულობს მას.
ძველი პატერიკიდან

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2007, 11:58 AM

"ვერაფრით ისე ვერ მიემგვანება ადამიანი ღმერთს, როგორც ქველმოქმედებით."

აბბა ევაგრი

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: May 14 2007, 10:58 PM

განა მოწყალების გაცემით შენი სიმდიდრე ამოიწურება? იგი არათუ არ ამოიწურება, არამედ - ზეციური მადლიც მიემატება.

წყალს აქვს თვისება, სხეულს ჭუჭყი ჩამორეცხოს; მოწყალებას კი ძალუძს, სულიერი უწმიდურება მოსპოს.

მოწყალებას გლახაკს აძლევ, ქრისტე კი ღებულობს მას
წმიდა იოანე ოქროპირი

მიდით და დაიმკვიდრეთ ცათა სასუფეველი, - ეუბნება უფალი მოწყალეთ, - არა იმიტომ, რომ თქვენ არ შესცოდეთ, არამედ იმისათვის, რომ მოწყალებით განიწმიდეთ ცოდვებისაგან.
ნეტარი ავგუსტინე

ვინც ღატაკს შეიწყალებს, მას მფარველად ღმერთი ჰყავს.
წმიდა ისააკ ასური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2007, 12:12 PM

"გიყვარდეს მორჩილება, იგი დაფარავს შენს ცოდვებს."

"შორს ტყუილი! იგი ანელებს შენში ღვთის შიშს."

"არც ერთი წუთი არ შეწირო მსხვერპლად სიზარმაცეს."

"განაგდე ამპარტავნება. ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად აღიარე."

"ფუჭ სიტყვებს ნუ წარმოთქვამ, ნურც სხვისგან მოისმენ მათ, რათა არ აღიბეჭდოს სულში."

წმ. ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: May 21 2007, 12:18 PM

ქრისტიანმა, შეძლებისდაგვარად, უნდა შეზღუდოს თავისი საჭიროებები; სიფხიზლე და ზომიერება - ყველაზე საუკეთესო მარაგია, რომელიც ზეცისაკენ სავალ გზაზე შეგიძლია თან გაიყოლო.
წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი

ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამასოფელში გამდიდრება სურს.
წმიდა ტიხონ ზადონელი

ქრისტიანი ისაა, ვინც ადამიანის შეძლებისდაგვარად ბაძავს ქრისტეს სიტყვით, საქმითა და გულისთქმით.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2007, 04:09 PM

"ფშვინვიერ ადამიანთან უნდა ისაუბრო კაცობრივ ამბებზე; სულიერი გონების მქონესთან კი - ზეციურზე. სულიერ საკითხებზე არ უნდა ილაპარაკო მათთან, რომლებსაც მოსმენის სურვილსაც კი ვერ შეატყობ."

წმ. სერაფიმე საროველი

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: May 30 2007, 11:55 AM

ციტატა(Solomonia @ Sep 15 2006, 07:41 PM) *

როდესაც ცას ღრუბელი გადაეყრება, მზე კარგად მაშინ გამოჩნდება, ხოლო სული მაშინ იხილავს საღმრთო ნათელს, როცა ძველი ცოდვებისაგან განიწმიდება.

წმ. იოანე სინელი, კიბისაღმწერელი

აი იოანე სინელის კიდევ 2 გამონათქვამი:

მონასტერი ცა არის დედამიწაზე, ამისთვის ასეთი ვყოთ გულნი ჩვენნი, ვითარცა ანგელოსნი, რომელნიც მსახურებენ უფალსა.

რაჟამს მოგიხდეს გულისსიტყვა განკითხვად მოძღვრისა, ვითარცა სიძვისაგან ივლტოდე მისგან, ნუ დაუჯერებ ამ გველს, არამედ უთხარ: ჰოი, მაცთურო, მე კი არ ვარ მისი მთავარი, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რამეთუ არა მე- მისი, არამედ მას ჩემი ტვირთი უტვირთავს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2007, 12:39 PM

"შეაჩვიე შენი თავი იმას, რომ ყველა შემთხვევისას, რაც კი შეგხვდება ცხოვრებაში, ყოველთვის, ყოველ ჟამს, ყველას და თვით უფალსაც ეუბნებოდე - "მაპატიე".

წმიდა ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jun 1 2007, 01:24 PM

თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაიღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.
ღირსი სერაფიმე საროველი

თუ ცხონება გსურს, გააკეთე ყველაფერი, რაც მასთან მიგიყვანს.
წმიდა ისიდორე პელუზიელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2007, 02:12 PM

"ნუ იტყვი უგულო სიტყვებს: "მე არაფერი მაქვს ამ კაცთან საერთო." ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ეშმაკთან, ყოველ ადამიანთან კი ბევრი რამ გვაქვს საზიარო".

წმიდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 1 2007, 07:56 PM


კითხვა: რატომ ამბობენ დასნეულებულ ადამიანზე, რომ მას ღმერთი ეწვია?

პასუხი : როდესაც ადამიანი ავადაა, მაშინ მისი სული ღვთის ძიებას იწყებს...

ღირსი ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 5 2007, 02:29 PM

უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის.
ნეტარი ავგუსტინე

გახსოვდეთ, რომ ის წუთი, რომელსაც სიზარმაცე გართმევთ, შესაძლოა უკანასკნელიც კი იყოს თქვენს ცხოვრებაში და მას სიკვდილი და სამსჯავრო მოყვეს.
ს.ა. ნილუსი

ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
ოპტელი ბერი ამბორსი

ჩვენ ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.
წმინდა გრიგოლ ივერიელი (ფერაძე)

სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

ღვინო საღმრთო საქმეა, სიმთვრალე - ეშმაკისა.
წმ. იოანე ოქროპირი

საღმრთო წერილი ზარმაცებს ჭიანჭველებთან აგზავნის შრომისმოყვარეობაში საწვრთნელად, ლოთები კი ცხოველებთან უნდა გააგზავნონ თავშეკავების სასწავლად.
მღვდელმონაზონი
ი. ტოლმარდოვი

პოსტის ავტორი: butiko თარიღი: Jun 5 2007, 03:05 PM


,, რა უგუნური ნათქვამია: ,,სადაც ყველა, მეც იქ!"
ნოე რომ ისეთი ყოფილიყო, როგორც ყველა, ისიც სხვებთან ერთად დაიღუპებოდა.


ყოველგვარი ცოდვის სათავე ამპარტავნებაა, ხოლო ყოველგვარი ბოროტების ძირი- ვერცხლისმოყვარეობა;
პირველი განგვაშორებს ღმერთს, ხოლო მეორე ამქვეყნიურობისაკენ მიგვდრეკს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2007, 04:46 PM

"სანამ რაიმეს მიუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დაფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა მას სულიერად ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა, იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო."

მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jun 6 2007, 04:16 PM

"როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა."

წმიდა იოანე დამასკელი

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jun 7 2007, 02:56 PM

სათნოებათა დასაწყისი მძიმეა, მაგრამ გაგრძელება სასიამოვნოა.

სათნოების გზაზე რაც მეტად წაიწევ წინ, მით უფრო მსუბუქი მოგეჩვენება შენი გზა.

უფალმა შეგვიმსუბუქა სათნოების ღვაწლი არა მხოლოდ მომავალი სიკეთის იმედით, არამედ - სხვა საშუალებითაც, ე.ი. თავისი მუდმივი შეწევნით.

ამბობენ, რომ ცხონება ძნელია, მაგრამ სამარცხვინოა და პატიებას არ იმსახურებს იგი, ვინც მიუხედავად ყველაფრისა ცხონებას ვერ მოიპოვებს.

წმიდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 10 2007, 12:59 AM

ერთხელ ღირსი არსენი დიდი მძიმედ ავად გახდა. ბერებმა იგი ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რბილ საწოლზე დააწვინეს.

სხვა მონასტრის ერთმა ხუცესმა მოინახულა იგი და როდესაც რბილ საწოლზე მწოლიარე იხილა, დაბრკოლდა და გაიფიქრა: „ეს არსენი დიდია? განა შეიძლება მისთვის ასეთი განსვენება?“

მაგრამ როგორც კი ასეთ რამ გაიფიქრა, იქ მყოფმა მღვდელმა ამოიცნო მისი ფიქრები, გვერდით გაიხმო იგი და ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა ერში.

- მწყემსი ვიყავი, უკიდურეს სიღატაკესა და მწუხარებაში ვცხოვრობდი, - უპასუხა ბერმა ყოველგვარი დაეჭვების გარეშე.

- ახლა კარგად ცხოვრობ? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.

- ძალიან მშვიდად, - უპასუხა მან, - ყველაფერი აუცილებელი მაქვს.

- იცოდე, - უთხრა მღვდელმა, - რომ ეს ბერი, რომელსაც ხედავ, თითქმის მეორე მამა იყო მეფის შვილებისათვის; მას ათასობით მონა ჰყავდა, რბილი და ძვირფასი საწოლი ჰქონდა; მისი სიმდიდრე დაუთვლელი იყო; ასე რომ, ერში ამდენი შრომის შემდეგ შენ აქ ისვენებ, მამა არსენი კი, ერში განსვენების შემდეგ აქ შრომობს.

ხუცესმა აღიარა თავისი შეცდომა, მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, რომ თავის გულში შეურაცხყოფა მიაყენა ღირს მამას.













ერთხელ მონაზონმა ჰკითხა წმიდა მაკარის, რა გზით უნდა გადავრჩეო. მაკარიმ უპასუხა:

- წადი სასაფლაოზე და ლანძღე მკვდრები.

მონაზონი უსიტყვოდ დაემორჩილა, წავიდა და საფლავებს ლანძღვა და ქვების სროლა არ დააკლო.

- მითხარი, არაფერი უთქვამთ შენთვის მკვდრებს? - შეეკითხა მონაზონს მაკარი.

- არა, მამაო - გაოცებით უპასუხა მონაზონმა.

- ახლა წადი და ადიდე ისინი.

მონაზონი წავიდა და მრავალი კეთილი სიტყვით შეამკო მკვდრები, ადიდა ისინი როგორც მართალნი და წმინდა ადამიანები, შემდეგომ კი კვლავ დაბრუნდა მაკართან.

- რა გითხრეს მკვდრებმა? - კვლავ ჰკითხა მაკრამა მონაზონს.

- კვლავ არაფერი უთქვამთ! - უპასუხა მონაზონმა.

- ხომ ხედავ, მათ არაფერი უთქვამთ შენთვის არც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფდი და არც მაშინ, როცა ქება-დიდებას შეასხამდი. გახსოვდეს, თუ გადარჩენა გინდა, მიემსგავსე მკვდარს: ნუ განრისხდები, როდესაც შეურაცხგყოფენ და ნურც ამაღლდები, თუ ვინმემ შეგაქო. იყავი როგორც მკვდარი და გადარჩები.


პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jun 18 2007, 12:50 PM

di_onise

წმიდა მაკარის სწავლების მსგავსი დღეს ხსენებულ ღირს ანუბი აღმსარებელთანაც გვხვდება.
მაგრამ სჯობს ეს აქ დავწერო. http://church.ge/index.php?showtopic=48&pid=99019&st=20&#entry99019

smile.gif

პოსტის ავტორი: geoatak თარიღი: Jun 18 2007, 07:08 PM

რა კარგი საიტებია ortodoxy.ge; children.wanex.net და othodox.ge. რამდენი საინტერესო ინფორმაციაა ამ სიატებზე, ვიწერთ და ვიწერთ ცალკეულ ვებ-გვერდებს... ახლა უკვე ამ სამივე საიტის (დიახ, მთელი საიტების) გადმოწერა შეგიძლიათ. ეს ფაქტიურად რელიგიური ენციკლოპედიაა. გადმოწერეთ და თუ მოგეწონებათ, გაავრცელეთ... ცოდნა ძალაა, ეს საიტები რელიგიურ ცოდნას ნამდვილად იძლევიან. აქ არა მარტო წმინდა მამათა გამონათქვამებს, არამედ ბერ სხვა საინტერესო მასალასაც გაეცნობით.

აი ეს ლინკიც:
http://www.fast.ge/?d=E6AA96BE1

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 19 2007, 12:36 PM

" მე ის არ მიკვირს რომ დაეცი, მე ის მაკვირვებს რომ არ გსურს ადგომა"_ იოანე ოქროპირი.

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jun 21 2007, 03:29 PM

ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ანდა - აწმყოზე.

წმიდა ბასილი დიდი


რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მიტ მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისა, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.

წმიდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 12:28 AM

მე ვისი გამონათქვამია არ მახსოვს მაგრამ აი ჯოჯოხეთის განმარტება მომწონს ძალიან smile.gif

ჯოჯოხეთი ეს არის უკანასკნელი უდიდესი მოწყალება ადამიანის მიმართ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jul 6 2007, 04:34 PM

ციტატა(stch @ Jul 4 2007, 01:28 AM) *

მე ვისი გამონათქვამია არ მახსოვს მაგრამ აი ჯოჯოხეთის განმარტება მომწონს ძალიან smile.gif

ჯოჯოხეთი ეს არის უკანასკნელი უდიდესი მოწყალება ადამიანის მიმართ smile.gif



იოანე ოქროპირის არის, როგორც მახსოვს. smile.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 6 2007, 05:54 PM

გთხოვთ ილოცოთ მხეცვალი ღვთისა მზიასათვის რათა სიკდვილის პირას არის მისული

აქებდით მას მზე და მთვარეო

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jul 10 2007, 11:20 PM

ციტატა
გთხოვთ ილოცოთ მხეცვალი ღვთისა მზიასათვის


ასეთი თხოვნა აქ უნდა დაწერო -
http://church.ge/index.php?showtopic=558&pid=129845&st=320&#entry129845

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jul 10 2007, 11:31 PM

საკუთარ თავს აიძულე, რომ ბევრი ილოცო, ლოცვა სინათლეა სულისა.
ამბა ისაია

როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი.

როდესაც ლოცვის შემდეგ დრო გავა და დაინახავ, რომ შენში ანთებული ცეცხლი ნელ-ნელა ქრობას იწყებს, მეყსეულად ისწრაფე ლოცვისაკენ და გაყინული გული გაითბე.
წმიდა იოანე ოქროპირი

ლოცვის დროს ცრემლები სულის საუკეთესო განსაწმენდელია; მაგრამ ლოცვის შემდგომ გახსოვდეს რაზე ტიროდი.
წმიდა ნილოს სინელი

მორჩილება მორჩილებას მოჰყვება. ვინც ღმერთს უსმენს, მას ღმერთიც მოუსმენს.
ამბა მოსე

უგულისყურო და ზარმაცი ლოცვა ამაოდმეტყველებაა.
წმიდა ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 11 2007, 12:12 AM

სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.
წმ. ამბროსი მედიოლანელი

ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.
წმ. ნილოს სინელი

რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
დედა სინკლიტიკია

ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი.
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი

ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს სამართლიანი შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. „ჩემი არს შურისმიგებაჲ და მე მივაგო - იტყვის უფალი“ (რომ. 12, 19).
პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი

მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
წმ. ეფრემ ასური

რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება.
წმ. იოანე ოქროპირი

მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი

შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერ ავნებ, როგორც საკუთარ თავს.
წმ. იოანე ოქროპირი

ნუ იტყვი: „მტერს სამაგიეროს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გყავს მართლმსაჯული.
წმ. ნილოს სინელი

ვინც საკუთარი თავის გამო შურს თვითონ იძიებს, იგი თითქოს ღმერთს განიკითხავს სამართლიანობის უქონლობის გამო.
წმ. მარკოზ მოსაგრე

მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების შენდობა მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი უფლის სახელით მიტევებაა.
ნეტარი ავგუსტინე

წყენა კი არ არის უბედურება, არამედ ის, რომ იგი სიძულვილს გვიჩენს მის მიმართ, ვინც გვაწყენინა და ჩვენი გულისთვის ნაცნობი ხდება სიძულვილის, ბოროტებისა და შურისძიების გრძნობა.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

მოყვასს წყენისათვის სანაცვლოს ნუ მიაგებ, არამედ მიუტევე, რამეთუ თვითონ საჭიროებ მიტევებას უფლისაგან.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

ვისაც სურს, მოვალეს მკაცრად მოჰკითხოს, ახსოვდეს, რომ თვითონაც ღმერთის მოვალეა.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

წყენის მიტევება უცილობელი პირობაა იმისა, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვებისთვის შენდობა მივიღოთ, შეუძლებელია მეორე პირველის გარეშე. „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“ (ლუკ. 6, 37) - ბრძანებს უფალი.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიეტვოს.
წმ. ტიხონ ზადონელი

თუ მოყვასმა ძალიან გაწყენინა, რაც მეტს შეუნდობ, მით მეტად შენდობილი იქნები ღმერთისგან.
წმ. იოანე ოქროპირი

დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ.
წმ. ანტონი დიდი

გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.
წმ. ისააკ ასური

ძლიერი ქარი ღრუბლებს გადაყრის, ბოროტების ხსომა კი კეთილ გრძნობებს განდევნის სულიდან.
აბბა ევაგრი

მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება.
აბბა ისაია

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
წმ. ეფრემ ასური

ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმ. სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად.
ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრამ ნეკრასოვი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
წმ. იოანე ოქროპირი

ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეცხლოვან გეენიაზე. მრავალი ადამიანისათვის უკვე დადგა ჯოჯოხეთი.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე, ქრისტე კი ვერ იქმს შენს გარეშე.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი

როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი


შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.
წმ. თეოფანე დაყუდებული

სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი.
ტროიცკე-სერგიევის ლავრის ბერი ზოსიმე

ნუ მისცემ შენს თავს უფლებას ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება.
ამბა აგაფონ ეგვიპტელი

მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ „ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით“.

გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს რა გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.
ს.ა. ნილუსი

ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტება და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)

მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის მონა დარჩები, პირველისგან გათავისუფლება უსარგებლო არ იყოს.
წმ. ნილოს სინელი

ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა განაშორებს შენგან ღმერთის სულს.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ძმათა კრებულში ყოფნისას შეინარჩუნე მშვიდი მდგომარეობა. თუ რაიმეს გამო საჭიროება შეგექმნება, მიმართო მათ, თქვი ამის შესახებ მოკლედ და თავმდაბლობით.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

უფალი მუდამ იცავს შენ სულს, მანამ შენ იცავ შენს ენას.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც უეჭველია.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც „არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს“ (მარკოზ. 15, 5)
დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი - კურო და ეკალია.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

მას, ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ნურასოდეს ნუ ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, - აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

მავნეა სიტყვა, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მსმენელთათვის.
წმინდა ბარსანუფი დიდი

სიტყვა აზრის გარეგნული არსია და როგორც ცუდი აზრისაგან ითესება ჩვენს სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვისაგან ითესება იმის სულში ცოდვა, ვინც ჩვენ გვისმენს.

მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს.
ღირსი ბარსანოფე

ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს.
ღირსი ანტონი დიდი

სულიერ ზრდასა და მრავლისმეტყევლებას შორის - უკუპროპორციულობაა.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი.

სული წმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით.
ღირსი ანტონი დიდი

მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს.
ბერი პართენი კიეველი

უნდა განიხილო თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ.
წმ. ბერები ბარსანოფი დიდი და იოანე

მრავალმეტყველება არის საჯდომელი, რომელზედაც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა ლოცვისა.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

მცირედთ თუ ძალუძთ შეაკავონ წყალი კაშხალის გარეშე; და უფრო მცირედნი არიან ისეთნი, რომელთაც ძალუძთ დაადუმონ თავაშეუკავებელი ბაგენი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ.
წმ. ანტონი დიდი

უფალი მანამდე უფრთხილდება შენს სულს, ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები.
წმ. ანტონი დიდი

როგორ დავიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს?
ღირსი სისოი დიდი

სულიერ ზრდასა და მრავალმეტყველებას შორის უკუპროპორციულობაა. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ეს არის საცდური ყოველი „მასწავლებლობისა“. ამიტომაც მანამდე, სანამ რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Aug 16 2007, 01:03 PM

ბერი ამპილოქე ამბობდა : " დაატკბე შენი გონება იმედისა და ნუგეშის სურვილებით. აღანთე შენი სიტყვები მეუფისადმი მხურვალე სიყვარულით, იწამე მისი ტანჯვა, რომელიც შენთვის გადაიტანა და შენ მოიპოვებ სიმტკიცეს, ერთგულებასა და მორჩილებას"

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Aug 16 2007, 02:04 PM

ბერი იოსები თავის სულიერ შვილს წერდა: " ისე ერიდე ცუდ აზრებს, როგორც ჭირს. წამითაც ნუ შეაჩერებ მათზე ყურადღებას, რომ ფეხი არ მოიკიდონ შენში. იმედს ნუ გადაიწყვეტ, უფალი დიდია და მოგიტევებს ცოდვებს. თუ ცოდვას ჩაიდენ მოინანიე და იმაზე იფიქრე, ხელმეორედ იგივე ცოდვა არ ჩაიდინო"

პოსტის ავტორი: geoatak თარიღი: Nov 10 2007, 12:58 AM

"ახლა უკვე ბევრად დაგვიანებულია ვიდრე თქვენ გგონიათ. აპოკალიფსი უკვე აღესრულება"
მღვდელმონაზონი სერაფიმე(როუზი) (1934-1982წწ)

მე დავწერე პატარა სტატია და ამასთან დაკავშირებით ამ ფორუმში გავხსენი ახალი თემა:
http://church.ge/index.php?showtopic=2363&st=425#
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 13 2007, 11:11 PM

ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 13 2007, 11:21 PM

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 14 2007, 02:59 AM

მარიამი

ციტატა
ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.coloro:#000099/coloroმღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

რა კარგი სიტყვებია smile.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Nov 15 2007, 03:22 PM

"Как не тяжел крест, который несет человек, но дерево, из которого он сделан, выросло на почве его сердца" Преп. Амвросий оптинский.

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Nov 20 2007, 03:25 PM

"ღმერთი ჩვენს გვერდითაა და ხედავს თავისი შვილების ტანჯვას.როგორ ფიქრობ,სახიერ მამას შვილის ტანჯვის ხილვა სურს?-ღმერთი იმახსოვრებს მის ტკივილს,გოდებას და შემდგომში საზღაურს მიაგებს.მხოლოდ უფალს ძალუძს მწუხარების ჟამს ჭეშმარიტი ნუგეშისცემა." "უბედურება,რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს,ბედნიერებაზე უკეთესია,საკუთარი თავისთვის რომ ვაშენებთ.თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს.ეს მეგობრის ხმაა,რომელიც შუაღამისას გაღვიძებს მძინარეს:ხანძარია!"

პოსტის ავტორი: shengela თარიღი: Dec 19 2007, 10:14 PM

გამარჯვება მოთმინებაა, გამარჯვება სიმდაბლეა, გამარჯვება მორჩილებაა!
ღირსი მამა იოსებ ათონელი,. რომლის სურათიც მაქლოგოდ

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Dec 20 2007, 04:38 AM

smile.gif კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი ,თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი.

წმ.იოანე ოქროპირი იროდს ამსგავსებს უღირსად მაზიარებელთ,რომელმაც გარეგანად გამოთქვა სურვილი ქრისტეს თაყვანისცემისა,გულში კი მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული.

ღვინო საღმრთო საქმეა,სიმთვრალე - ეშმაკისა.
წმ.იოანე ოქროპირი

სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია,რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ.
წმ.იოანე ოქროპირი.

სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით,იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმ.იოანე ოქროპირი.

გამდიდრება გსურს? ღმერთს დაუმეგობრდი და მდიდართა შორის უმდიდრესი იქნები.
წმ.იონე ოქროპირი

შეუძლებელია ვერცხლი და სული(ღვთისა) ერთდროულად გიყვარდეს.
წმ.იონე ოქროპირი

ვერცხლისმოყვარესათვის სიმდიდრე იგივეა,რაც შეშლილისთვის-მახვილი.
წმ.იოანე ოქროპირი

ავხორცობა გვაიძულებს,ის მოვიმოქმედოთ, რისი გაფიქრებაც კი გვზარავს.
წმ.იოანე ოქროპირი

ყველა ცოდვა ადამიანთან ერთად ბერდება,მხოლოდ მომხვეჭელობა დღითიდღე ახალგაზრდავდება.
წმ.ამბროსი მედიოლანელი

როგორც ბევრი შეშა ცეცხლს აღაგზნებს,ისე ბევრი ჭამა-სმა აღაგზნებს ბოროტ გულისთქმასა.
წმ.მაქსიმე აღმსარებელი[color=#000099]

როგორც ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს,ისე უკრძალავსა და უდებებით მიშვებულს გონებას იტაცებს გულის-თქმა სიძვისა.
წმ.მაქსიმე აღმსარებელი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2008, 12:26 PM

"ჩვენ ქრისტეს სხეულის ასონი ვართ, მას ვეკუთვნით, საუკუნოდ შევუნაწევრდით ქრისტეს და იგი ჩვენ ხელიდან არ გაგვიშვებს. როგორ შეიძლება მოვკვდეთ, თუკი სული ღვთისა ჰგიეს ჩვენ შორის? შეუძლებელია ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლე განშორდეს წყაროს სიცოცხლისას. თავად ქრისტეა სიცოცხლე ჩვენი და იგი ღვთის მიერ ჩვენთვის იქმნა არა მარტო "გამოხსნა, არამედ სიმართლე", რათა ცოდვისაგან განწმენდილნი გავმხდარიყავით იმ ზეციური სასუფევლის ღირსნი, სადაც ვერ შევალს ვერა არაწმინდა (I კორ. 1,30). ვუმზერთ რა მას, წინ მივემართებით იმ ურყევი რწმენით, რომ შეუძლებელია დაიღუპოს ჩვენი სულები, კვდებიან რა ცოდვისათვის ქრისტეს წმინდა სისხლით, მის მიერვე განცოცხლდებიან საუკუნო ცხოვრებისათვის, სამარადისო ნეტარებისთვის."

მართლმადიდებელი მოძღვრის დღიურებიდან

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Jan 21 2008, 01:16 PM

უთხრა ადამიანს: "მე შენ მიყვარხარ"
-იგივეა რაც უთხრა მას:
"შენ მარად იცოცხლებ , არასდროს მოკვდები"


ანტონ სუროჟელი

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 28 2008, 04:27 PM

"სიმდაბლე იმაში მდგომარეობს,რომ მიუტევო ძმას,რომელმაც შენს წინაშე შესცოდა,მანამდე ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს" - წმ. პიმენი დიდი

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jan 30 2008, 05:12 PM

-სხვათა შორის დღეს არის, წმ. ანტონი დიდის ხსენება,შეგვეწიოს მისი მეოხებაც ღვთის წინაშე და დაესწარით მრავალს.

წმინდა ანტონი დიდი:
თუ რამდენად უნდა გათანგოს სხეული სულის ხსნისათვის მოსაგრემ, ამაზე წმიდა ანტონი მიუთითებჰს თავის ზოგად სწავლებაში ღვაწლთათვის, აგრეთვე თავის „სწავლებაში ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის“ სადაც გულისთქმისა და ბოროტ ვნებათა აღვრის მიზეზებს ჩამოთვლის, რომელთა შორის ერთ-ერთია სხეულის ზედმეტი დანაყრებაც საზრდოთი. მამა ანტონი გვასწავლის, რომ გულისთქმათა და ბოროტ ვნებათა წინააღმდეგ ქმედითი საშუალებაა სხეულის გათანგვა და გამოფიტვა პირველ ყოვლისა მარხვის ღვაწლით. მამა ანტონიმ მცნებად დაგვიდო მეტად მკაცრად მოვეპყრათ ხოლმე საკუთარ სხეულს, და ჰგმობდა ყოველგვარ ხორციელ სიამეთ. ამიტომაც იყო, რომ იგი არ იწონებდა ყოველგვაარ ხორციელ სიამეთ. ამიტომაც იყო, რომ იგი არ იწონებდა იმ მონაზონთა საქციელს, რომლებიც აბანოში დაიარებიან. ჩვენი წმიდა მამებიო, - უთხრა მათ, - პირსაც კი იშვიათად იბანდნენ, ჩვენ კი საერთო აბანოებში დავიარებით და ამით სხეულს ვაამებთო.

სხეულის დაურვების შემდგომ წმიდა ანტონი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ენის აღვირახსმას. ამ ღვაწლს, ბაგეთა დაბეჭდვას, იგი ერთ რიგში აყენებდა მწირობასთან, რადგან ასე ამბობდა: ჩვენი მწირობა იმაში მდგომარეობს, რომ დახშული გვეპყრას ჩვენი ბაგენიო.

ის ადამიანები კი, რომელნიც ყველაფერს ამბობენ, რაც კი აზრად მოუვათ, უჭიშკრო ეზოს ჰგვანან, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს, ბაგასთან თუ საქონლის სადგომთან მივიდეს, იქ დაბმული სახედარი ახსნას და წაიყვანოს. ეს გამონათქვამი თუმცა კი წმიდა ანტონის არ ეკუთვნის, მაგრამ მისი თანდასწრებით ითქვა, და, რა თქმა უნდა, მოწონებულ იქნა მის მიერ.

არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისთვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.
წმ. ანტონი დიდი


არ არსებობს არანაირი ბოროტება, არავითარი უბედურება ან გასაჭირი, რომელიც ცოდვაზე უფრო დამღუპველია.
ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი

მკვლელი სულს და სხეულს აშორებს ერთმანეთს, ცოდვა კი სხეულსაც ღუპავს და სულსაც.
ცოდვა სულს მშვიდობას უკარგავს, გონებას - ნათელს, სხეულს - უხრწნელებას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - სიკეთეს. ის იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს ასახლებს, ხოლო ამთავრებს იმით, რომ ადამიანს ასახლებს ჯოჯოხეთში.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვებს ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი „მუდამ თვალწინაა“ (ფს. 50)
ათონელი ბერი იოილი

ტკბილია ადამიანისთვის ცოდვა, მაგრამ მწარეა მისი ნაყოფი.
ცოდვა ცოტა ხანსაა ტკბილი, ხოლო მწარეა დიდხანს.
წმ. დიმიტრი როსტოველი

მომავალ ცხოვრებაში ყველა გავიგებთ ერთმანეთის შესახებ: ვინ დაისჯება და ვინ დაჯილდოვდება. გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი ცოდვა გაცხადდება. თუ ჩვენ ამაზე ხშირად ვიფიქრებთ, ნაკლებად შევცოდავთ.
წმ. იოანე სინელი

ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რაგდან, როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც ისე ძალიან გინდება იგი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

იოლად დაცემას არ მიეჩვიო. რადგან ყოველი დაცემისას ხულის ზღუდე ირღვევა და მტრისათვის შესვლა იოლდება მანამ, სანამ დამარცხებული მთლიანად ტყვეობაში არ აღმოჩნდება.
ბერი იოსებ ათონელი

არ არის ამ ქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.
წმ. ტიხონ ზადონელი


ბევრად უფრო ადვილია გარეშე მტრის დამარცხება, ვიდრე საკუთარი თავისა. ადამიანს არ ჰყავს საკუთარ თავზე უფრო დიდი მტერი.
წმ. მარკოზ მოღვაწე


ვინც თავის გრძნობებზე მბრძანებლობს, სიმშვიდეში ატარებს ცხოვრებას.
აბბა ისაია

არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძებო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში.
წმ. ნილოს სინელი


თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებდით.
სათნოების ღვაწლი დიდია, ჯილდო კი უფრო დიდი და უფრო მაღალი, ვიდრე ეს ღვაწლი.
გინდა უშრომელად აკეთო სიკეთე? თქვი, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო - მარადიული.
წმ. ნილოს სინელი

ადამიანის სული ამქვეყნად დინების საწინააღმდეგოდ მიმავალ გემს ჰგავს: ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და თუ ძალას არ იხმარს გზის გასაგრძელებლად, ისევ უკან წაიღებს დინება.
თუკი ჩვენს ძალებს კეთილი საქმეების გასაკეთებლად არ მოვიხმართ, აუცლებლად რაიმე ცუდისკენ მივიდრიკებით: მსგავსად იმისა, თუ მდინარეში ვცურავთ, ან დინების საწინააღმდეგოდ მივიწევთ წინ, ან დინებას უკან მივყავართ.

მტკიცედ მოზღუდე გრძნობათა ორგანოები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება და ქრისტეს მადლს მოიხვეჭ.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი


ცრემლი ყველას განწმენდს ცოდვათაგან, მაგრამ ცრემლი ღვაწლით მიიღწევა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ბოროტებით მოპოვებული ბოროტებაში იხარჯება.
თუ ცუდი საქმით მოგებას იღებ, ეს უბედურების საწინდრად ჩათვალე.
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი


ვინც რითი სცოდავს, უმეტესწილად იმითი ისჯება. შეცოდა ზაქარიამ ბაგით, ბაგითვე დაისაჯა (ლუკა 1, 20). ასეთია ღვთის სამართალი!
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

ცოდვის მონა ადამიანს ჰგავს, რომელიც მაღალი მთიდან ჩამოდის: თავიდან ჰორიზონტი ფართოა, ბევრი სანახაობაა თვალწინ, ბევრი ბილიკია ფეხქვეშ, მაგრამ რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის, მით უფრო ვიწროვდება ჰორიზონტი, ნაკლებია სანახაობა. ბოლოს კი ერთი ბილიკი რჩება, რომელსაც უფსკრულისკენ მიყავს იგი.
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი


დამნაშავემ, ერთი შეხედვით, რა კარგადაც არ უნდა აიცილოს სასჯელი ჩადინილი დანაშაულისათვის, მუდამ თან ატარებს მას.
მელიტოპოლის ეპისკოპოსი კირილე

გინდა, რომ უფალმა დაფაროს შენი ცოდვები? – ნუ გამოუცხადებ ადამიანებს შენს კეთილ საქმეებს.
წმინდა ბარსანუფი დიდი


რაც ნაკლებად თვლიან თავს ცოდვილად, მით მეტად ცოდვილნი არიან.
წმინდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 11 2008, 12:00 PM

ღირსი მამა ეფრემ სირიელი (PREPODOBNI JEFREM SIRIN)

-ნუ მოუსმენ იმათ რჩევებს, ვისაც საკუთარი თავი კუჭისა და სხეულის მონა გაუხდია.

-ვინც სხვას განიკითხავს, საკუთარ თავს ვნებს, მასში იმკვიდრებს სიძულვილი და რისხვა, ასეთი კი სამართლიანად მიიჩნევა ძმისმკვლელად.

-ნუ მისცემ შენს გულს ჭმუნვის უფლებას, არამედ უფალში ეძიე ნუგეში.

-პატივმოყვარეობა სულის დაავადება და ვერაგი ვნებაა.



ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერი

-სანამ ცოდვით დავეცემით, მანამდე დემონები შეგვაგონებენ, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა.

-როგორც წყალს შეუძლია წაშალოს ნაწერი, ასევე ცრემლსაც შეუძლია წაშალოს ჩვენი ცოდვები.

-ამპარტავნება სულის უკიდურესი სიდუხჭირეა, რომელიც თავის უკუნეთში სიმდიდრედ გვაჩვენებს თავს.

-ბევრი ჩვენგანი თავს ცოდვილს უწოდებს, იქნებ მართლაც ასე მიაჩნიათ თავი,მაგრამ მხოლოდ დამცირების დათმენა ზომავს გულის მდგომარეობას.

- სულიერ დანაშაულთა შორის ამპარტავნებაზე საშიში არაფერია.

წმინდა ანტონი დიდი

-ნურასოდეს ნუ იქნები დარწმუნებილი საკუთარ სამართლიანობაში, გულწრფელად ნანობდე წარსულ ცოდვებსაც კი, მოთოკე ენა, გულისთქმა და კუჭი.

- სიამაყემ და ქედმაღლობამ ეშმაკი ციური სიმაღლიდან უფსკრულში ჩამოაგდო, სიმშვიდე და მორჩილება კი ადამიანს მიწიდან ციურ სიმაღლეზე აიყვანს.

-თუ ვინმე მდუმარების ღვაწლით ცხოვრებას გადაწყვეტს, დაე, ნუ იფიქრებს რომ მადლიანია,სანამ გულითაც მდუმარე არ იქნება.


ღირსი ბერი აბა ისაია (PREPODOBNI STARAC AVA ISAIJA)

-კაცთა დიდების სიყვარული სიცრუეს ბადებს, ხოლო მორჩილებით საკუთარი თავის დამცირება კი გულში ბადებს უფლის შიშს და სიყვარულს.


აბა ევაგრია (AVA EVAGRIJE)

-ფრთხილად იყავი, განრისხებულმა უცებ რომელიმე ძმა არ განდევნო, ამის გამო მთელი სიცოცხლე ვერ გაექცევი დარდის დემონს, რომელიც ლოცვის დროს მუდამ გაფანტავს შენს ყურადღებას შენი ამ საქციელის წარმოჩინებით.

-ვნებათაგან მოცილების უმთავრესი ნიშანია საკუთარი გონების სინათლის დანახვა, როცა ოცნებებთან მიმართებაში ძილშიც კი სიმშვიდე იმკვიდრებს , როცა ადვილად და სამართლიანად აღიქვამ გარემოს.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Feb 18 2008, 10:51 PM

გიორგი მთაწმინდელი საკუთარ თავზე.
რამეთუ ესოდენ შორს ვარ სიწმიდისა მისისაგან, ვითარცა ცაჲ ქუეყანისაგან და ვითარცა აჩრდილი მსგავსებისაგან კაცისა.
როგორი თავმდაბლობაა.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 19 2008, 05:22 PM

"თავს ვჭვრეტ ადამიანად , რომელიც ყელამდე მწვირეშია ჩაფლული , და ბაგეებიღა მოუჩანს , რათა ხმობდნენ "უფალო , შემიწყალე მე ! "
წმ. პიმენ დიდი

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Mar 21 2008, 03:49 PM

"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა."



იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება."

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 26 2008, 06:20 PM


ეს ცხოვრება დროის მარადისობაში ერთი წარმავალი წუთია და მხოლოდ მზადება იმ დიდი ცხოვრებისათვის,რომელიც თითოეული ჩვენგანს ელოდება.

სახარებაში ვკითხულობთ,რომ სასაუფეველი ღვთისა იძულებით მოიპოვება,რაც ამას ნიშნავს,რომ თავისით არ მოდის. ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აიძულოს,ბოროტების ნაცვლად სიკეთე აკეთოს,ილოცოს,იმარხულოს,შეიყ
აროს,ვინც სძულს.

პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Mar 28 2008, 04:26 PM

,,ცხონების მთელი საიდუმლო,სიმდაბლეშია".

"ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი,საძაგელი ხარ უფლის წინაშე."
არქიმანდრიტი გაბრიელი

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Apr 2 2008, 12:40 PM

ღმერთზე


მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) ეკლესიასა და ცხონებაზე ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმ. სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად.
ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრამ ნეკრასოვი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
წმ. იოანე ოქროპირი

ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეცხლოვან გეენიაზე. მრავალი ადამიანისათვის უკვე დადგა ჯოჯოხეთი.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე, ქრისტე კი ვერ იქმს შენს გარეშე.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი

როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე უნდა იცხოვრო არა „იოალად“, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ“ თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით, თითქოს სწორედ მაშინ უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება. აწმყო კი, ანუ ის, რაცაა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება, სწორედ ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმასზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
წმ. ნიკოლოზ სერბი

გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტრპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.
მიტრპოლიტი ფილარეტი

იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი

როცა დასაძინებლად მოემზადები, გაიხსენე სიკვდილი, რომლის სახე და წინკარია ძილი.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი საშინელებაა ადამიანისათვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც მფრინავ არსებებს არ ეშინიათ უფსკრულებისა და დაცემის.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

თუ შესაძლებელია, განუწყვეტლივ ვიგონებდეთ სიკვდილს, რამეთუ ამ ხსენებისაგან იბადება განშორება ამქვეყნიური ამაო საზრუნავისაგან და განუწყვეტელი ლოცვა, მიუკერძოებლობა სხეულისადმი და სიძულვილი ცოდვისადმი და სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის, ყველა ცოცხალი და ქმედითი სათნოება მისგან იღებს სათავეს. ამიტომაც, თუკი შესაძლებელია, ამას ვიქმოდეთ ისევე განუწყვეტლივ, როგორი განუწყვეტელიცაა სუნთქვა.
ღირსი ისიხი ქორიბიტი

ამ ცხოვრების დასასრულს, ვფიქრობ, უსამართლოდ უწოდებენ სიკვდილს, არამედ უფრო სწორი იქნება სიკვდილისაგან თავდახსნა ვუწოდოთ, ხრწნილებისაგან განთავისუფლება, მონობის დასასრული, მღელვარებათა შეწყვეტა, ბრძოლათა აღკვეცა, წყვდიადიდან გამოსვლა, მოსვენება შრომათაგან, თავშეფარება სირცხვილისაგან, გაქცევა ვნებათაგან და საზოგადოდ რომ ვთქვათ – იგია სამანი ყოველთა ბოროტებათა... შეუპოვრად იბრძოდნენ რა წმინდანები ამა სოფელთან და ხორცთან და აქედან მომდინარე ყველა ბოროტებასთან... დაუზიანებლად შეინარჩუნეს ღირსება საკუთარი სულისა.
მაქსიმე აღმსარებელი

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან.
ეფრემ ასური

ამაოდ ევედრება დავით მეფე უფალს, აუწყოს დღენი ცხოვრებისა მისისანი. ყოვლადსახიერი და ყოვლადბრძენი განგება არ გვაძლევს ამ საშიშ ცოდნას, რათა უკანასკნელი დღის არცოდნით სასოწარკვეთილებისაგან იხსნას ისინი, ვინც მასში აღმოჩნდებოდნენ თუ რომ სცოდნოდათ თავისი აღსასრული და, მეორეს მხრივ, ზედმეტი თვითდაჯერებულობისაგან ათავისუფლებს იმათ, ვინც შორეულად მიიჩნევდნენ თავისი სიკვდილის დღეს – თითოეულ მათგან კი აიძულებს იფხიზლოს და დაუზარელად აღასრულოს თავისი მოვალეობა.
ნეტარი ავგუსტინე სულიერ მოძღვარზე სულიერი მამობა ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს და იმას არა იქმს, რასაც ასწავლის, შენ არ მისცემ უფალს პასუხს ამისთვის. შენ რაჲ, თუ ის ცუდად ცხოვრობს? იგი თვით მისცემს პასუხს და დაისჯება. მოძღვარი ისეთივე სუსტია, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი და ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სცოდავს, როგორც ადამიანი. ამისთვის გმართებს მისთვის ლოცვა, რათა გამოსწორდეს; ეს ყველას სარგებლობას მოუტანს. თუ სწორად ასწავლის და შეუფერებლად ცხოვრობს, შეხედე – უსმინე მოძრვრებს და ნუ მიბაძავ მათ, თუ ცუდად ცხოვრობენ. ასე ურჩია ქრისტემ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე: ყოველსა უკვე რაოდენსა გვეტყოდიას თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23, 2-3)
ტიხონ ზადონელი

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული.
ტიხონ ზადონელი

ნუთუ შენ უარყოფ და უპატიოდ გაისტუმრებ მეფის მიერ მოგზავნილ მსახურს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ძველი, ჭუჭყიანი შესამოსელი აცვია და დიდებული ეტლით არ მოსულა შენთან, არამედ ფეხშიშველი გამოგცხადებია და ასე მოურთმევია შენთვის ხელმწიფის წერილი, მისი ანდერძი, რომლითაც მეფე მთელს თავის სამეფოსა და სამკვიდრებელს სწორედ შენ გიანდერძებს?! ნუთუ ყოველივე ამაზე უარს იტყვი მხოლოდ იმის გამო, რომ მეფის მსახური არ მოგეწონება და უღირსად მიიჩნევ მას?! რა თქმა უნდა, ასე არ იქმ, მეტიც, დიდის პატივითაც მიიღებ უაღრესი სიხარულის მომტან მსახურს, და სწორიც იქნები. ხოლო თუ ასე არ მოიქცევი, იცოდე, რომ მეფის უდიდესი რისხვა დაგატყდება თავს და სასტიკად დაგსჯის! თუ ასეა ქვეყნიური მეფის გამო, რატომ უგულებელსყოფ ზეციური მეუფის ანდერძს, მომადლებულს შენთვის, რომელშიც იგი თავის ძედ, მემკვიდრედ გაცხადებს და ზეციურ სამარადისო სამეფოს გაძლევს სამემკვიდროდ დაუსრულებელი საუკუნეებისათვის, და უგულებელსჰყოფ იმის გამო, რომ მისი მსახური უღირსად ჩაცმული და უდიერი გეჩვენება! განა იქნება ამაზე მეტი უგუნურება?!...
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ჩვენ მოძღვრებისაგან გაცილებით მეტად ვართ დავალებულები, ვიდრე ჩვენი ხორციელი მამებისაგან, რომლებიც ჩვენ ამ ქვეყნისა და ამ ქვეყანასთან ერთად საცხოვრებელად გვაჩენენ, ხოლო ისინი კი - ზეცისა და ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

მღვდელბს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი.
წმ. ნილოს სინელი

თუკი არ იცი მღვდელი ღირსია თუ არა მღვდლობის ხარისხის, ნუ მოიძულებ მას. ქრისტეს მცნების გამო როგორც ოქროს ვერ მოაკლებს ბრწყინვალებას ჭუჭყი, კიდევაც რომ დაფაროს იგი, როგორც სუფთა მარგალიტს ვერაფერს ავნებს უსუფთაო და უკეთური საგნების შეხება, ამის მსგავსად მღვდლობა არ იბილწება ადამიანისაგან, კიდეც რომ არ ყოფილიყო ის მღვდლობის ღირსი ხარისხის მიღების დროს.
წმ. ეფრემ ასური

ღმრთის წყალობა ისეთი არაა, რომ მღვდლის სათნოებებზე იყოს დამოკიდებული.
წმ. იოანე ოქროპირი

როდესაც მრევლი ზოგიერთ მოძღვარს ხედავს, რომელიც თავისი საქციელით არ შეესაბამება თავის ხარისხის ღირსებას, შფოთდება და ორჭოფობს, არის კი ნამდვილად ღმრთისმსახურება ის, რასაც ეს მოძღვრები ასრულებენ? ასეთი ერისკაცების დასამშვიდებლად და სანუგეშოდ წმიდა იოანე ოქროპირის ნათქვამს მოვიტანთ: „მღვდელი მხოლოდ პირს აღებს, დანარჩენს კი ღმერთი აღასრულებს“ - ჭეშმარიტია წმიდა ოქროპირის შენიშვნა! მთესველი ხანდახან ჭუჭყიანი ხელით თესავს მარცვალს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის კურთხევით მინდვრები მდიდარ მოსავალს იძლევა.
ნოვგოროდის ეპისკოპოსი იაკობი

წმიდა მოძღვრება არ კარგავს თავის სიწმიდეს იმით, რომ ცოდვილი ბაგეებით იქადაგება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

როდესაც სასარგებლო სიტყვა გესმის, ნუ განსჯი მას, ვისგანაც გესმის, რომ არ მოიკლო სასარგებლო სწავლება.
აბბა თალასე ბერ-მონაზვნობაზე მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი

ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში.
ბერი პაისი ათონელი

როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაბრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში, რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს.
ბერი პაისი ათონელი

ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ, თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება, ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ.
ბერი პაისი ათონელი

მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ.
უგუნურ მოთხოვნას, რომელსაც ზოგიერთი ეკლესიის მსახური აყენებს, ანუ მონოზონის საწუთროში დაბრუნებას, ზოგიერთი უგუნური ჯარისკაციც გამოთქვამს, როცა საბრძოლო რაზმს საფრთხე ემუქრება. ეს ჯარისკაცები მოითხოვენ, რომ რადისტმა რაცია დატოვოს და სროლებში მიიღოს მონაწილეობა. თითქოს მდგომარეობის ხსნა შეიძლებოდეს, თუ ორ შაშხანას კიდევ ერთი მიემატება. როცა რადისტი მთელი ხმით გაჰყვირის კავშირზე გასასვლელად: „იხსენით ჩვენი სული!“ და ასე შემდეგ, სხვებს ჰგონიათ, რომ იგი ამაოდ ყვირის, თუმცაღა გონიერი რადისტები არ უსმენენ მათ ლანძღვას და მთელი ძალისხმევით ცდილობენ კავშირზე გასვლას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დახმარებას სთხოვენ გენერალურ შტაბს („მხსნელს“), და მაშინ მოდიან ავიაციის დიდი ძალები, ბრონირებული სატანკო დივიზია, ფლოტი და ამგვარად ხდება მდგომარეობის გამოსწორება, და არა ამ ერთეული ჯარისკაცის ბრძოლით. ზუსტად ასევე - მონაზვნების ლოცვების მეშვეობით მოქმედებენ საღმრთო ძალები, ჩვენ კი, ჩვენს დროში, როცა ბოროტებამ უაღრესად იმატა, დიდად ვსაჭიროებთ საღმრთო შეწევნას.
ბერი პაისი ათონელი

მონოზვნები, რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი, უფრო სიყვარულუხვი მამები არიან, ვიდრე ხორციელი მშობლები და უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ყველაზე მრავალშვილიან მამას, რამეთუ ყველა საღმრთო ქმნილებას ისინი თავიანთ შვილებად და ძმებად მიიჩნევენ და თანაგრძნობით ლოცულობენ, რომ თითოეულმა მათგანმა თავის დანიშნულებას მიაღწიოს - ღმერთთან მიახლოებას.
ბერი პაისი ათონელი

მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავიანთ შვილებს, როცა მათ ღმერთი მონოზვნობისაკენ უხმობს, რამეთუ ეს მისია უაღრესად დიდია და იმაზე მეტია, რასაც თვითონ სწირავენ ღმერთს საკუთარი მისიით. ერისკაცები გარკვეულ დროს დადიან ეკლესიაში და ღმერთს დიდი ან პატარა სანთლის დანთებას აღუთქვამენ. მონოზონი კი ყოველღამ ფხიზლობს ეკლესიაში და მთლიანად საკუთარი თავი აღუთქვა ღმერთს; მისი სიყვარულით არის ანთებული, მას ადიდებს და მადლობას სწირავს როგორც თავისთვის, ასევე მთელი ერისთვისაც.
ბერი პაისი ათონელი

სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
ბერი ამფილოქე

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი აღსარებაზე მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა ჩენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.წმ.ეფრემ ასური

სინანულზე „სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო.
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური

ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური

ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.
წმ. ეფრემ ასური

ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.

როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?

საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
სქემიღუმენი საბა

რამდენს ვიტირებთ და ვინანებთ იმის გამო, რომ ამქვეყნად არ ვტიროდით და არ ვინანიებდით.
აბბა სტრატილატე

ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე დასასრული არა აქვს. ცოდვის ხედვით იბადება განმწმედი სინანული; თანდათანობით განწმედილი გონების თვალი იწყებს ადამიანის არსების ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანების ხედვას, რომელსაც ადრე თავისი დაბინდული გონებით სრულებით ვერ ამჩნევდა.
ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ...
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა.
აბბა ისაია

ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მიტევების იმედი ჰქონდეს.
ნეტარი ავგუსტინე

ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ აღვესრულოთ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა.
წმიდა ისააკ ასური

ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმიდა ტიხონ ზადონელი

უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი

ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
წმიდა ეფრემ ასური

გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც!
წმიდა ისიდორე პელუსიელი


პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: May 12 2008, 12:44 AM

ამქვეყნიური ცხოვრების მიმტოვებელი კაცი სრულიად ახალ ცხოვრებაში დგამს ფეხს, რომელიც თუმცა კი არც თუ უცნობია მისთვის, მაგრამ მაინც მრავალ ისეთს რასმე შეამთხვევს რომ მას უნებლიედ ებადება კითხვა - რა მმართებს? რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ჯეროვნად ვიცხოვრო სულის ხსნისათვის?-ო. წმიდა ანტონისათვის არაერთგზის მიუმართავთ ასეთი შეკითხვით. ამგვარი შეკითხვით მიმართა მას ერთხელ აბბა პამვამ და მამა ანტონიმ მიუგო: გულწრფელად მოინანიე შენი ცოდვები! აღვირი აასხი შენს ენას, გულსა და მუცელს!

იმავე კითხვაზე მამა ანტონიმ შემდეგი მიუგო აბბა პიმენს; უდიდებულესი საქმე ყველა იმ საქმეთაგან, რომლის აღსრულაბაც კი ძალუძს ადამიანს, არის აღიარება საკუთარი ცოდვებისა ღმრთისა და სულიერ მოძღვართა წინაშე, გაკიცხვა საკუთარი თავისა მათს გამო. ყოველივე ამის მომქმედი ადამიანი ყოველთვის, სიცოცხლოს უკანასკნელ წუთამდე მზად იქნება შეეწინააღმდეგოს ნებისმიერ საცთურს.



ერთმა ძმამ ჰკითხა წმიდა ანტონის: რა უნდა მოვიმოქმედო, რომ სათნო-ვეყოო ღმერთს? პასუხი ასეთი იყო: სადაც არ უნდა იყო წასული, ყოველთვის თვალთა წინ გყავდეს ღმერთი; რასაც არ უნდა იქმოდე, საღმრთო წერილში უნდა გქონდეს მოძიებული ამ საქმის მოწმობა-დადასტურება; რა ადგილასაც არ უნდა იყოს შენი ადგილსამყოფელი, იოლად ნუ გადახვალ საცხოვრებლად სადმე სხვაგან. დაიმარხე ეს სამი აღთქმა და სულის ხსნა მოგემადლება.

კიდევ ერთ მოწაფეს ასე შეაგონებდა დიდი მოძღვარი: სიძულვილითა და ზიზღით აღივსე საკუთარი მუცლისადმი, მიწიერი მოთხოვნილებებისადმი, ბოროტი ვნებებისა და გულისთქმისადმი, კაცთაგან განდიდებისა და პატივისადმი, ანუ იმგვარად იცხოვრე ამქვეყნად, თითქოს არც არსებობდე მასში, და თუ ამას შეიძლებ, ნამდვილ სიმშვიდეს სულისას შეიძენ.



შენი გონება განუწყვეტლივ იმით უნდა იყოს დაკავებული, თუ როგორ აღასრულოს უფლის მცნებები; მთელი ძალისხმევა იმას მოახმარე, რომ უფლის მცნებები დაიმარხო, ამასთან ისე, რომ ერთიც კი არ გამოტოვო მათგან, რადგან, თუკი სხვაგვარად მოიქცევი, შენი სული სამყოფლად შეიქნება ყოველგვარი არაწმიდებისა.



ნურასოდეს ნუ იყვირებ, ნუ ილაპარაკებ ძალზე ხმამაღლად და აჩქარებით, რადგან ვინც სიტყვებს განამრავლებს, იგი დაზღვეული ვერ იქნება ცოდვისაგან. სიტყვამრავალი კაცი - ბრიყვი და უგუნურია

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.



ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.



როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.



ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ
(წმინდა ავგუსტინეს მიხედვით)
სიკვდილი არა არის რა.

მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.

რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.

ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.

ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.

ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს.

გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.

ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე.

ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა,

ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.

სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.

იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა.

რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ?

იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?

მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ...

ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის...

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.

თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი.

თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!..

თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი,

ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!..

თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,

რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..

როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი,

წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?

გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა,

როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს,

შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,

იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ,

კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ,

ოღონდ უფრო განწმენდილს.

შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.



პოსტის ავტორი: joriko86 თარიღი: May 22 2008, 11:12 PM

"კაცი, პატივსა შინა იყო... და არაგულისხმაყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა, და მიემსგავსა მათ"

პოსტის ავტორი: joriko86 თარიღი: May 22 2008, 11:34 PM

"ვინც თავის ხილვებზე, დამშვიდებულათ ლაპარაკობს, და ასკვნის, რომ ის ღვთისგანაა.... უეჭველათ სცდება" (ღირსი ათანასე) "ყოველივე ღვთისგან მონიჭებული, ბოროტებათ გვექცება, თუ მისგან, არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ" (მამა ანდრონიკე)

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 22 2008, 11:48 PM

ციტატა
"ყოველივე ღვთისგან მონიჭებული, ბოროტებათ გვექცება, თუ მისგან, არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ" (მამა ანდრონიკე)

დამაფიქრებელი სიტყვებია

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 22 2008, 11:55 PM

ციტატა
"ყოველივე ღვთისგან მონიჭებული, ბოროტებათ გვექცება, თუ მისგან, არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ" (მამა ანდრონიკე)


ეჰ მართლა დამაფიქრებელი სიტყვებია.

ჩემი თავი დავნახე რაღაც ამ სიტყვების უკან და მაგრად მომხვდა გულზე. sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2008, 01:27 PM

"უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა... ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც."

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

"ღმერთი შეგონებებით მოქმედებს და არა იძულებით; იგი გვარწმუნებს, გვირჩევს, გვაფრთხილებს ჩვენი ყოველი ბოროტი წამოწყების ჟამს, მაგრამ არასდროს მოქმედებს იძულებით, რამეთუ ჩვენ, მის გონიერ ქმნილებათ, თავისუფალი ნება გვაქვს მონიჭებული."

/ წმ. იოანე ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2008, 02:41 PM

"უნდა ვიცოდეთ, რომ საქმეთა არჩევანი ჩვენს ხელთაა - ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მათი ბოლო კი მხოლოდ ღვთის ნებაზე. ამასთან, კეთილ საქმეთა ბოლო ღმერთის შეწევნითაა განპირობებული, რამეთუ ყოვლადძლიერი ღმერთი, თავისი წინასწარმცნობელობით სამართლიანად შეეწევა იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი მართალი სინდისით კეთილი ხვედრი აურჩევიათ.

ბოროტ საქმეთა ბოლო კი ღმერთის მხრივ შეუწევნელობაზეა დამოკიდებული, რადგან ყოვლადძლიერი ღმერთი, ასევე თავისი წინასწარ მცნობელობით, სამართლიანადვე მიატოვებს ხოლმე ბოროტის ჩამდენ ადამიანს და ეს უკანასკნელიც თავის ძალათა ანაბარა რჩება
."

/წმ. იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: xatia19 თარიღი: May 30 2008, 07:16 PM

მცირედისადმი უყურადღებობისგან ადვილად გადავდივართ ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანის და ბოლოს, ყველაფრის არად ჩაგდებაზე. {ეპისკოპოსი ეგნატე}


ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რადგან როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც ისე ძალიან გინდება იგი.[წმ.იოანე კიბისაღმწერელი]


ნუ გაგიკვირდება თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებას მიაღწია, გიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა.(წმ. იოანე ოქროპირი)

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Jun 3 2008, 05:03 PM

ყველაზე მეტად დამრჩა გონეებაში ერთი წმ. მამის სიტყვები:"ადამიანმში ცოდვა გძულდეს და არა პიროვნება."
ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი და ვცდილობ ცხოვრებაში განვახორციელო.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jun 3 2008, 07:44 PM

ბავშვებო თუ ვინმეს გაქვთ მაქსიმე აღმსარებელზე რამე ან სადმე თუ არის რამე,ლინკი დამიდეთ რა
პ.ს. თუ უადგილოდ დავწერე მომიტევეთ smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 4 2008, 11:24 AM

ციტატა
ჯერ ერთხელ სამებაში რომ მინდოდა მოსვლა შეკრებაზე, მაშინ რასაც ქვია დრო და საათი არავინ მითხრა წესიერად

დრო და საათი კი არა, სპეციალურად თემა იყო გახსნილი ამისთვის და ყველაფერი იქ ეწერა. რატომღაც ყველამ გაიგო ეს დრო და საათი ამ თემიდან ისე, რომ სხვისთვის არ უკითხავს და რაღა შენ შეგექმნა ეგ პრობლება, თუ შარზე არ ხარ?
ციტატა
თურმე ცენტრი სად იყო, ისიც ძალიან ძნელი ასახსნელი ყოფილა

სამების ტაძარი იცი სად არის? იქ არის ცენტრიც და ეგ გითხარი მე პირადად ორჯერ. დიდი ტაძარი კია, მაგრამ არა მგონია იქ მოსულმა ცენტრს ვერ მოაგნოს, თუ იკითხავს. არ გინდოდა მოსვლა და ჩვენ დაგვაბრალე ახლა. სხვებმა როგორ მოაგნეს ნეტა?

მაპატიეთ ოფი, ეს პოსტები მერე წაშალეთ.

ციტატა(nino_ni @ Jun 3 2008, 07:44 PM) *

ბავშვებო თუ ვინმეს გაქვთ მაქსიმე აღმსარებელზე რამე ან სადმე თუ არის რამე,ლინკი დამიდეთ რა
პ.ს. თუ უადგილოდ დავწერე მომიტევეთ smile.gif

მისი თხზულებებია აქ:
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/mamis%20maqsime/0.htm

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jun 4 2008, 01:01 PM

ციტატა
მაპატიეთ ოფი, ეს პოსტები მერე წაშალეთ

ამ ფოსტს ადრესატი წაიკითხავს და წავშლი .
თემისთან კავშირში არ მყოფი ყველა ფოსტი იშლება !

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 22 2008, 12:16 PM

როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას,ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა.როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა და დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა სხვადასხვა განსაცდელნი,საცთურნი და მწუხარებანი,რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს,არ გაამპარტავნდეს და სასტიკი არ შეიქმნას.საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!
(წმინდა იოანე ოქროპირი)

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 23 2008, 04:43 AM

ჩვენ ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.
წმინდა გრიგოლ ივერიელი (ფერაძე)

smile.gif ვკითხულობ აქ, წმ.მამათა გამონათქვამებს, და ვხვდები, რა შორს ვარ ჭეშმარიტი ქრისტიანისაგან,ღმერთმა შემაძლებინოს იმ მინიმუმის მაინც აღსრულება,რაც აცხოვნებს კაცს.ამ მარხვაში, ერთი ნაბიჯით მაინც წაგვეწიოს წინ სულიერებაში.მოკლედ, ჩემს თავსაც და თქვენც ცხოვნებას გისურვებთ.
ღმერთს ებარებოდეთ!


პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 23 2008, 11:04 AM

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია./იოანე წინასწარმეტყველი/

xornabujeli
+1 smile.gif

გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი./მიტროპოლიტი ფილარეტი/

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 24 2008, 04:00 PM

უბედურია ყოველი სული, რომელიც სიყვარულით ემსჭვალვის იმას, რაც მოკვდავია. რადგან ამ უკანაკნელის დამკარგავს სიცოცხლე აუტანელ ტანჯვად ექცევა. სწორედ მაშინ გრძნობს მთელი სიმძაფრით თავზარდამცემ უბედურებას, თუმცა უბედური იყო მანამდეც, ვიდრე თავისი სიყვარულის საგანს დაკარგავდა.

ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 25 2008, 10:27 AM

თუკი ხედავ,რომ მართალს ბოროტი აღსასრული მოევლინა,ნუ დაეცემი სულიერად,რადგან უბედურება ბრწყინვალე გვირგვინს უმზადებს.ღმერთი ზოგიერთებს მიწაზევე სჯის,რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბუქოს ან სრულიად გაათავისუფლოს მისგან.როდესაც ხედავ,რომ ვიღაც ხომალდთან ერთად დაინთქა ზღვაში,სახლის ნანგრევებში მოყვა,მდინარეში დაიხრჩო ან სხვაგვარი მძლავრებით აღესრულა,სხვები კი მასავით ან მასზე მეტად სცოდავენ და ცოცხლები და უვნებელნი არიან,ნუ შეშფოთდები და ნუ იტყვი- ერთნაირად შემცოდენი რატომ ერთნაირადვე არ დაიხოცნენ? ღმერთი ზოგიერთს სხვისი ხელით სიკვდილს მოუვლენს,რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბუქოს,ან მის ცოდვილ ცხოვრებას წყვეტს,რათა უსჯულოების გამრავლებით უფრო დიდი სასჯელი არ დაიმსახუროს.სხვას კი ამგვარ სიკვდილს არ უგზავნის,რათა პირველის მაგალითით განსწავლული,გამოსწორდეს.თუკი ისინი არ სწორდებიან,დამნაშავეა არა ღმერთი,არამედ მათი უზრუნველობა.
(წმინდა იოანე ოქროპირი)

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 26 2008, 04:42 AM

smile.gif ვინაიდან,ახლა პეტრე-პავლობის მარხვის ჟამი გვიდგას ძვირფასო თანა-ფორუმელებო,უმეტესწილად დავწეროთ მარხვასა და თავშეკავებაზე წმ. მამა გამონათქვამები.

მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან.
წმ. ნილოს სინელი


მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა.
წმ. იოანე ოქროპირი


რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ.
წმ. ბასილი დიდი



როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი


რომელიც სძლევს მუცელს, იგი მოაუძლურებს ვნებას, და რომელიც ჭამისაგან იძლევა, იგი აღაღორძინებს ბოროტ გულისთქმას.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი



გადამეტებული საკვები სხეულს მეტისმეტად გადატვირთულ ხომალდს ამსგავსებს, რომელიც ტალღების მცირეოდენ მოძრაობაზეც კი ფსკერზე ეშვება.
აბბა ლეონტი


დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jul 12 2008, 11:50 AM

ვინც მწირის მსგავსად არ მწუხარებს და იურვებს ამქვეყნად,ის ვერ გახდება ცათა სასუფევლის მოქალაქე.


ღმერთი არ დაუშვებს,რომ ჩვენ განუწყვეტლივ შეჭირვებაში ვიყოთ ამქვეყნად, რათა სასო არ წარგვეკვეთოს.ამასთან,არც იმას დაუშვებს,რომ გამუდმებით კეთილდღეობითა და სიხარულით ვგიებდეთ,რათა არ დავეცეთ.(ნეტარი ავგუსტინე)
როგორი საწყლები ვართ ჩვენ,როდესაც თავს ვიტვირთავთ ცხოვრებისეული საზრუნავებით!

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jul 13 2008, 09:54 PM

წმინდა იოანე კრონშტადტელი
დარიგებები სამღვდელო პირებს:


"როცა ლოცვისას ან ლოცვის გარეშეც გული ურწმუნოებით ან ეჭვებით გეტანჯება, იცოდე, რომ ძველისძველი კაცისმკვლელი (ეშმაკი) გწვევია, თვითონ გულის ტაჯვაც იყოს შენთვისმტკიცებულება იმისა, რომ რაც გეეჭვება-ჭეშმარიტებაა."


"ყოველთვის გახსოვდეს, რომ ლოცვისას გხედავს და გისმენს ღმერთი და მისი ყოვლადწმინდა დედა; შემდეგ წარმოიდგინე რომ გისმენენ ისეთი ყოვლადსახიერი არსებები, რომლებიც შენთვის წყალობას აუცილებლად გაიღებენ, თუ მათ გულით ევედრები".

"როცა რაიმეს სთხოვთ კეთილ და მოწყალე ადამიანს, თხოვნის წარმოთქმისაც კი ფიქრობთ, რადგან ის ასეთი კეთილი და მოწყალეა, აუცილებლად შეგისრულებთ სათხოვარს. აუცილებლად ასე უნდა მოიქცეთ, როცა ლოცვით ევედერბით უფალ ღმერთს და როცა თქვენი სათხოვარი ღირსეულია. ღმერთი განა არ აღასრულებს თქვენ სსამართლიან სათხოვარს? ითხოვდეთ, -ამბობს მაცხოვარი, - და მოგეცეს თქვენ (მათე 7,7; ლუკა 11,9) ადამინური მოწყალება მხოლოდ სუსტი აჩრდილია ღვთის მოწყალებისა: უკუეთუ თქვენ უკეთურთა ... (მათე 7, 11)

(წყარო ჟურნალი კარიბჭე)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2008, 01:36 PM

"წმინდანთა დასი გაიყოფა ორ ნაწილად - შეწყალებულებად და განწმენდილებად.

ისინი სხვადასხვა გზით მივიდნენ ცათა სასუფეველში.

შეწყალებულები სინანულის გზით მივიდნენ, განწმენდილებს კი განუწყვეტელი ლოცვით ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან და უკვე მაშინ, მიწიერ ცხოვრებაში სულიწმინდის მადლით იყვნენ განწმენდილნი. ისინი ხორცშესხმული ანგელოზებივით ცხოვრობდნენ!"

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: GODZILLA თარიღი: Aug 10 2008, 02:54 AM

ეს თემა ყველაზე ძალიან მომწონს.... ყოველდღე წავიკითხავ ამ სიტყვებს ...................

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Oct 24 2008, 01:08 PM

რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ თავმდაბლობითა და მოწყალებით იცხოვრო./წმ. პიმენი დიდი/

პოსტის ავტორი: N10a_16 თარიღი: Oct 30 2008, 09:20 PM

თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ!
წმ. იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Nov 13 2008, 11:49 AM

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან./წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Nov 13 2008, 12:27 PM

ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.”

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 14 2008, 09:57 PM

მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: qalbatonimrcheveli თარიღი: Nov 16 2008, 08:55 PM

''დედა ბავშვის გაჩენით პირველ რიგში სამყაროს ადამიანს მატებს.ამის შემდეგ იგი მოვალეა,მისი სახით ზეცას ანგელოზი აჩუქოს.''-წმ.იოანე ოქროპირი.

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 16 2008, 09:21 PM

კაცი, რომელიც იქადის თავის სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისი უგუნურებისა.
წმინდა გაბრიელ ქიქოძე

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Nov 18 2008, 10:59 PM

Авва Агафон, когда у него возникал помысел осуждения говорил: " Агафон, не делай этого"........... smile.gif
Больше думайте не о том, как говорить, а о том, что говорить. Чтобы ваши уста всегда прославляли Бога, чтобы Ваши слова несли мир и утешение близким и окружающим Вас людям.
Старайтесь, насколько это возможно, быть незаметными для других.
Старец Паисий Святогорец

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 19 2008, 12:57 PM

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიმოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.

ღირსი ანტონ ოპტინელი

პოსტის ავტორი: anamaisi თარიღი: Nov 21 2008, 11:17 AM

"Lord Jesus, please, be my heavenly bridegroom."
ძალიან მაინტერესებს ვინმემ, უფრო ჩახედულმა მართლმადიდებლურ საკითხებში განმიმარტოს ამ სიტყვების არსი და მნიშვნელობა, რომელი წიგნიდანაა, ვისი ნააზრევია და ასე შემდეგ. მე მითხრეს , რომ ეს მკრეხელობაა და ცოდვილი მოკვდავი ამას არ უნდა შესთხოვდეს უფალს.

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Nov 21 2008, 11:17 PM

უბედურება,რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს,ბედნიერებაზე უკეთესია,რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისთვის ვაშენებთ.თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელებს.ეს მეგობრის ხმაა,რომელიც შუაღამისას გაღვიძებს მძინარს:ხანძარია!


ადამიანები იმდნად არიან ცოცხალნი,რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს,რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე.

თუ ხშირად სვამ სხვისი ჯამრთელობის სადღეგრძელოს,საკუთარს დაკარგავ.

თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს გაამრავლებ.

ქრისტე აღდგა,მაშასადამე ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

ქრისტე აღდგა,მაშასადამე სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.

ქრისტე აღდგა მაშასადამე ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.

ყველა სიძნელე დაძლეულია,მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ ქრისტე აღდგა.

წმ.ნიკოლოზ სერბი.

პოსტის ავტორი: bartyi თარიღი: Dec 23 2008, 09:55 PM

"შენ შექმნილი ხარ იმისათვის,რომ ღვთის ტაძარი იყო.გზისპირა დუქნად კი გადაიქეცი,სადაც ავაზაკები გასართობად შედიან.შეხედე,როგორ ნაყოფსაც შობ ისეთივე ნაყოფით იკვებები.ყველაფერი რაც შენგან გამოდის,შენთანვე ბრუნდება გამრავლებული.მრისხანების ნაცვლად ცრემლებს ვხედავ შენს თვალებში და ვხარობ მონანულო სულო,განახლდი სულო ჩემო,სანამ ჯერ კიდევ დროა,სანამ შენი ბინძური დროებითობა,ბინძურ მარადიულობად არ ქცეულა. "
/წმ.ნიკოლოზ სერბი(ველისმიროვიჩი)/

პოსტის ავტორი: bartyi თარიღი: Dec 24 2008, 09:37 PM

ვინც შეიცნო თუ რა არის ღმრთის ნიჭი,რომ იგი (ნიჭი)ტანჯვაა და საერთოდაც ყოველივე ის,რაც ჩვენ განგვცდის,მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა და ელოდება განსაცდელებს ,როდის მოვლენ
,რადგან მათი მეშვეობით ნათლდება ჭვრეტს ღმერთს.ღმერთის ხილვა შეუძლებელია,თუ არა მეცნიერებით.ეს მეცნიერება ჭვრეტაა,ანუ როცა იცი რომ ღმერთი შენს გვერდითაა და შენ ღმრთის შიგნით იქცევი და რასაც აკეთებ ის ხედავს და ცდილობ, რაიმეთი არ დაამწუხრო, რადგან შიგნით და გარეთ ყველეფერს ხედავს, მაშინ არ სცოდავ. რადგან მას ხედავ, იგი გიყვარს და ცდილობ არ დაანაღვლიანო "რამეთუ მარჯულ შენსა არს" ვინც სცოდავს ვერ ხედავს ღმერთს, ბრმაა.
/იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jan 24 2009, 08:33 PM

ამას წინათ შემხვდა და ძაან მომეწონა ეს ფრაზა

Хотя бы ты был в бане, молись; где бы ты ни был, молись. Ты - храм Божий; не ищи же места.

თუნდაც რომ იყო აბანოში, ილოცე, სადაც არ უნდა იყო ილოცე. შენ ღვთის ტაძარი ხარ; ნუ ეძებ ადგილს.

წმ. იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 25 2009, 07:00 PM

Iona

ციტატა
თუნდაც რომ იყო აბანოში, ილოცე, სადაც არ უნდა იყო ილოცე. შენ ღვთის ტაძარი ხარ; ნუ ეძებ ადგილს.

წმ. იოანე ოქროპირი

ძალიან მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: samepo mixaki თარიღი: Jan 25 2009, 09:59 PM

წმ. ეფრემ ასური

აღსარება

ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.
ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.
ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.
სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ბორკილებიდან, ყოველდღიურად სულთქმითა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ კვლავაც იმავე ბადეში ვიხლართები.
საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გააჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას.
ჯერ ვერ დაუდვია კეთილი საწყისი ჩემს სინანულს, ხოლო ბოლო არ უჩანს ბოროტ დაუდევრობას. დავმონებულვარ ჩემს დამღუპველ ვნებებს, მტრის ბოროტ ნებას – მომაკვდინებელს ჩემსას... ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე თავს ვიტყუებ ამაო დაპირებებით. ყოველთვის ვამბობს, რომ მოვინანიებ (შევინანებ) და არასდროს ვნანობ, სიტყვით თითქოსდა მხურვალედ მონანული ვარ, ხოლო საქმით შორს ვარ სინანულისაგან.
რა მომელის განკითხვის დღეს, როდესაც ღმერთი თავის სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს! რა თქმა უნდა, განვისჯები სამუდამო ტანჯვისათვის. უკეთუ აქვე ცრემლებით არ შევაწყალებ თავს მსაჯულსა ჩემსა.
მას შემდეგ რაც შევიცანი ჭეშამრიტება, მე გავხდი მკვლელი და შეურაცხმყოფელი. ვკამათობ უნიშვნელოზე. შურიანი და სასტიკი თანამცხოვრებთა მიმართ, უწყალო ღატაკთა მიმართ, მრისხანე, მოკამათე, ჯიუტი, ზარმაცი, გამაღიზიანებელი, ბოროტად მოაზროვნე, მიყვარს მორთული სამოსელი და აქამომდე ჯერ კიდევ ჩემშია უამრავი ბილწი აზრები: თავმოყვარეობა, განფიცხება, ნაყროვანება, გემოთმოყვარება, მზვაობორბა, ამპარტავნება, ბოროტის მოსურნეობა, განკითხველობა, ფარული ჭამა, მოწყინება, გულძვირობა, შურისგება.
არაფერი ვიცი და თავზე დიდად ვფიქრობ, დაუსრულებლად ვცრუობ და მატყუარებზე კი ვმრისხანებ, წამიბილწავს ტაძარი ჩემი არაწმინდა გულისთქმათაგან, მემრუშეთ კი მკაცრად განვიკითხავ, განვიკითხავ დაცემულებს, თვითონ კი განუწყვეტლივ ვეცემი, განვიკითხავ ბოროტ მეტყველებს, თვითონ კი ქურდი და ავად მტყველი ვარ; დავდივარ ნათელი მზერით, თუმცა მთლიანად შებილწული ვარ.
ეკლესიაში და ტრაპეზზე მსურს პირველობა, ვხედავ ახალდამწყებს და ვმედიდურობ, მონაზვნებთან ვმზვაობრობ, ცდას არ ვაკლებ, რათა სასიამვნოდ ვეჩევნო ქალებს, დიდებულად – უცხოებს, თავისიანებს კი – ბრძნად და აზრიანად, გონიერებს – სრულყოფილად, კეთილმსახურებისათვის – განსწავლული ვარ, უგუნურები ვითარცა პირუტყვნი მეზარებიან.
შეურაცხყოფისათვის შურს ვიძიებ, თუ პატივში ვარ, პატვისმცემელთ ვიზიზღებ, თუ რაიმეს მთხოვენ, სამართლიანად ვედავები. სიმართლის მთქმელს მკაცრად ვრაცხ; მხილებული – ვმრისხანებ, ხოლო უკეთუ მეპირფერებიან, არცთუ უკმაოფილო ვარ.
არ მსურს ღირსეულის პატივისცემა, ხოლო თავად უღირსი პატივს ვითხოვ. არ მსურს თავი შევიწუხო და თუ სხვა არ მომემსახურება, მასზე ვმრისხანებ; სხვებთან ერთად არ მსურს მუშაობა, ხოლო თუ მე არ დამეხმარებიან, ვბოროტმეტყველებ მათზე.
გასაჭირში მყოფ ძმას ამაყად უარს ვეუბნები, ხოლო როდესაც თვითონ ვსაჭიროებ დახმარებას, მას მივმართავ. ვერ ვიტან ავადმყოფს, თვითონ კი როცა ავად ვარ, მსურს ყველად ვუყვარდე. მაღალთ არ ვიცნობ, დაბალნი მეზიზღებიან.
თუ თავი შევიკავე უგუნური სურვილისაგან, ვმზვაობრობ, თუ წარმატებული ვარ მღვიძარებაში, ურჩებისა და შეპასუხების ქსელში ვეხვევი, თუ თავი შევიკავე უსაქმურობისაგან, ვიძირები თავმომწონეობასა და ქედმაღლობაში, თუ დაუცალებლად ვლოცულობ, მამარცხებენ გაღიზიანება და მრისხანება, თუ ვხედავ ვინმეში სათნოებას, ყურადღებას არ ვაქცევ.
მოვიძულე ამა სოფლის სიამენი, მაგრამ ვერ დავეხსენი მათზე ამაო სურვილს. თუ ვხედავ ქალებს, ვმხიარულდები, გარეგნულად მდაბალი ვარ, სულში კი გონებამაღალი, ერთI შეხედვით არ ვარ მომხვეჭელი, სინამდვილეში კი ქონების მოყვარულობით განიცდები. დასანახად მოვწყდი ამა სოფელს, თუმცა კვლავ მასზე ვფიქრობ.
მსახურების დროს ვსაუბრობ, გონება მეფანტება, ამაოებაზე ვფიქრობ; ტრაპეზის დროს უქმად ვმეტყველებ, ვეშურები საჩუქრებს, თანამონაწილე ვარ სხვათა დაცემისა, ჩართული ვარ დამღუპველ ქიშპში.
ასეთია ჩემი ცხოვრება, რამდენ ცუდს წინააღვუდგენ ჩემს ხსნას. ამპარტავნება, ქედმაღლობა, მზვაობრობა არ მაძლევენ საშუალებას მოვიხილო საკუთარი წყლულები და ვუმკურნალო მათ. აი, ჩემი ქველი საქმეები! ესოდენ მრავალი ცოდვით მიტევს მტერი. ყველაფერი ამის შემდეგ მე წყეული ვეძიებ განდიდებას სიწმინდით, ცოდვებში მცხოვრებს მსურს, რომ მრაცხდენ მართალთა თანა.
მხოლოდ ერთით ვიმართლებ თავს, ეშმაკმა მაცდუნა, მაგრამ განა ამან გაამართლა ადამი? რა თქმა უნდა კაენსაც ეშმაკმა ასწავლა, მაგრამ ისიც ვერ გადაურჩა განკითხვას. რა უნდა ვქნა, როდესაც ღმერთი მომკითხავს! არავითარი გამართლება არა აქვს ჩემს დაუდევრობას.
ვაი, რომ მეუფლა ცოდვა და მომნახა სადგომი თვისი, დღითი-დღე უფრო დამცემს და მითრევს თავის უფსკრულში. მეც, წყლული არ დავცხრები უფლის განრისხებისაგან. არ მეშინია ჯოჯოხეთის ჩაუქრობელი ცეცხლის და არ მაძრწუნებს დაუსრულებელი ტანჯვა.
ო, ვითარ მეუფლებიან ცოდვიანი ვნებები! ო, როგორი ბატონობა აქვს ბოროტსა და გაიძვერა გველს მოქმედებს რა ბუნებაზე, მებაჭრება და მაძლებს ბეს, რომ გონება ცოდვას მივყიდო. მარწმუნებს, რომ ხორცს ვაამო მისი სულის სამსახურში ჩაყენების მიზეზით. გემოთმოყვარებით ძლეული ვეძლევი თავშეუკავებელ ძილს და სრულიად ვაკლდები სულის მსახურებას, როდესაც ვლოცულობ, შთამაგონებს ფიქრს ამაო სიამოვნებაზე და ამით, როგორც რკინის ჯაჭვით იპყრობს ჩემს სუსტ გონებას და როდი მოუფონებს საკვრელებს, თუმცა კი გონება ცდილობს გაქცევას.
ამგვარად დარაჯობს ცოდვა გონებას და მიხშობს ხედვის კარს. მტერი გამუდმებულად მეთვალყურეობს ჩემს გონებას, რომ იგი არ მივიდეს ღმერთთან თანხმობაში და არ შეეწინააღმდეგოს ხორცის გაყიდვას, რისთვისაც მომივლენს არეულ ფიქრებს, რათა დამარწმუნოს, რომ განსჯისას, არც კი მოიკითხავენ ასეთ წვრილმანებს, თითქოსდა შეუძლებელიც კი არის ცოდნა მსგავს გულისთქმათა და რომ ყოველივე მსგავსად ამისა, მიეცემა დავიწყებას.
მაგრამ თვალწინ წარმომიდგენია მხილებული ჩემი თავი. და ვიცი, რომ მომევლის სასჯელი. მოვიხილავ ჩემს ცოდვებს, ღმერთო და ვხედავ რა მათ სიმრავლეს, ვამბობ: ჰოი, ვითარ მოიწია ჩემ ზედა ეგზომი უბედურება; ენა ჩემი ლამაზად საუბრობს, საქციელი კი სასირცხვილო და საძულველია. ვაი, მე უბედურს იმ დღეს, როდესაც განცხადდება ყველა საიდუმლო.
ფრიად მშვენიერია ჩემი სიტყვები სხვებისათვის, საქმეები კი საზიზღარია, სხვებს კი ვასწავლი წესიერებას ამა სოფელში, თვითონ კი საცოდავი ვეძლევი ვნებებს.
დღენი ჩემნი წარივლტნენ და განილივნენ ცოდვათა ქმნაში, არც ერთი დღე სიმართლიათვის არ მიმსახურია. როგორც კი მონანული გადავწყვეტდი აღარ მეცოდა, ცბიერი ეშმაკი მაშითვე მიპყრობდა თავისი სიძულვილით.
სეირნობისას თავს ვაჩვენებ როგორც ბრძენი და მართალი. ოდეს სხვა სცოდავს, დავცინი და აბუჩად ვიგდებ. ვაი, რომ განცხადდებიან ჩემი უშჯულოებანიც და შევრცხვები!
ნეტაც არ დავბადებულიყავი! ხომ არ გამრყვნიდა ეს წარმავალი წუთისოფელი, მისი არ მხილველი არ ვიქნებოდი დამნაშავე, არ შევიბილწებოდი ცოდვებით და არ შემეშინდებოდა სასამართლოსი და წამების.
როგორც კი აღვთქვამ მონანიებას, მაშინვე ვუბრუნდები და ვვარდები იმავე ცოდვებში. მახარებს ცოდვებში გატარებული დრო და ვფიქრობ, რომ ვაკეთებ სანაქებო საქმეს.
ვაი, ჩემს თავს! აქამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ მელოდება გეენა.
მაცდურ ნებას შევყავარ ცოდვაში; ხოლო როცა ვცოდავ, ვაბრალებ სატანას, მაგრამ ვაი, რომ იგი არ მაიძულებს, მე თვითონ ვარ მიზეზი ჩემი ცოდვებისა, ვცოდავ ჩემივე ნებით.
მადლი შენი მოსული ჩემს გულთან, იხილავს რა მასში ბილწ გულისთქმათა სიმყრალეს უმალვე განეშორება, რადგან ვერ ჰპოვებს თავის შესასვლელს და შესაძლებლობას დასახლდეს ჩემში თავისი ნებისაებრ.
გლახაკი ვარ, გველისაგან განძარცული; უძლური გახრწნილებით შეკრული; არ გამაჩნია ძალა ცოდვით დათრგუნულს, დავკარგე შენგან მომადლებული ნიჭი და ამიტომ არ გამაჩნია სრულყოფილი კეთილგონიერება. დავკარგე შენთან ურთიერთობა, ამიტომ არ ვიცი, საით მივდივარ. არაფერი მაქვს, თუ რამე გამაჩნია, ისიც მხოლოდ შენის დიდი მოწყალებით მოცემული, უკიდურესად გლახაკი ვარ, თუ კი გავმდიდრდები, ეს იქნება მხოლოდ შენგან ბოძებული და ახლაც შენია ის და ადრეც შენი იყო.
ვითხოვ მხოლოდ მადლს – ვაღიარებ, რომ მხოლოდ შენს მიერ გადავრჩები! – თუ გადავრჩი!

პოსტის ავტორი: mRvdeli giorgi sxilaZe თარიღი: Jan 31 2009, 05:18 PM

წმინდა მამების გაფრთხილებანი სულიერი სიფხიზლის შესახებ

,,თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რამეს ქადაგებს, რაც სცილდება კანონების ზღვარს, უბიწოების დამცველიც რომ იყოს, კიდეც რომ წინასწარმეტყველებდეს და სასწაულებს აღასრულებდეს, _ ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს;
[ბოლო ჟამის ქრისტიანები] კეთილგონიერებით მიეფარებიან ადამიანთა თვალს და არ აღასრულებენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც ეს ხდება (ამჟამად). ისინი სიმდაბლით განზავებული მოღვაწეობის გზით ივლიან და ცათა სასუფეველში უფრო დიდნი იქნებიან, ვიდრე სასწაულებით სახელგანთქმული მამები“ (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, მღვდელმოწამე, წმ. პავლე მოციქულის მოწაფე, წმ. პეტრე მოციქულის შემდეგ ასურეთის ანტიოქიის ეპისკოპოსი, IIს.).

«უმჯობესია, ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმ. ეკლესია ღვთის სიტყვითაა დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, როგორც თავად ქრისტე ბრძანებს: ,,ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარხდენ“ (მარკ. 13,31)» _ წმ. კირილე, იერუსალიმელი, პატრიარქი, IVს.

,,საეკლესიო მმართველობის გადასვლა მღვდელმთავართა ხელიდან საერო მთავართა ხელში, ანტიქრისტეს უსათუო მოსვლის უტყუარ მაჩვენებლად იქცევა“ (წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, +373წ.).

,,მამა ღმერთი ვერ ითმენს მისი ძისადმი უპატივცემულობას, ზურგს აქცევს მათ, არ უყვარს მისი მგმობელნი და განურისხდება მათ, ვინც ამ მგმობელებთან ამყარებს კავშირს“ (წმ. ამფილოქე იკონიელი, ეპისკოპოსი, IVს.).

,,კათოლიკე (საყოველთაო, მსოფლიო) ეკლესია დიდი სამოთხეა და როდესაც ეკლესიაში იმყოფება გველის მწვალებლური ცდომილებებით დასნეულებული ვინმე, იგი უნდა განგდებულ-იქნეს ამ სამოთხიდან“ (წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, IVს.).

,,ეკლესიის დიდი ნაწილი აღარ იქნება ეკლესია, იგი ,,ცრუ ეკლესია“ გახდება, მიიღებს ანტიქრისტეს, ვითარცა თავის ,,მესიას“, გარდა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ,,მცირე რჩეულთა“ _ ამ ,,მცირე რჩეულთ“ წუთისოფელი გიჟად შერაცხავს, რადგან არ ჰგვანან მას“ (წმ. ნიფონტი).

,,არცა ვის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთ-მოძღვარსა ახლისა რაისამე სჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ბეწვი არა შეიცვალების; ხიოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესე ვითარსა მას კათოლიკე ეკლესიაი შეაჩუენებს“ (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ბერი, VIIს.).

,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე, მათი ხვედრის ღირსი იყოს!“ (წმ. თეოდორე სტოდიელი, იღუმენი, IXს.).

,,ისინი, ვინც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტებასთან არიან. ხოლო ისინი, ვინც ჭეშმარიტებიდან არ არიან, არც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, რამეთუ ქრისტეანობა საეკლესიო ხარისხის მქონე პირთა სახეების მიხედვით კი არ უნდა გავარჩიოთ, არამედ ჭეშმარიტებისა და სარწმუნოების სიწმინდისა და სიზუსტის მიხედვით“ (წმ. გრიგორი პალამა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი, XIVს.).

,,[ბოლოჟამ,] თუმცა, ქრისტეანობის სახელი ყველგან მოისმინება და ყველგან მოიხილვება ტაძრები და საეკლესიო წესნი, მაგრამ ეს _ მხოლოდ გარეგნულად; შინაგანად კი იქნება განდგომილება ჭეშმარიტი. მოდის დრო, როცა უმოქმედო ტაძრებსაც განაახლებენ და აღადგენენ,…ოქროთი მოაპირკეთებენ გუმბათებსა და სამრეკლოებს; ხოლო როდესაც ყოველივეს დაამთავრებენ, ანტიქრისტეს გამეფების ჟამიც დადგება და ხედავთ, რა მზაკვრულად მზადდება ეს ყველაფერი?! _ ყველა ეკლესია ისეთი დიდებული და კეთილსახიერი იქნება, როგორც არასდროს. მაგრამ მართმადიდებელი ქრისტეანისთვის შეუძლებელი გახდება შიგ შესვლა, რადგან იქ არ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი იესუ ქრისტესი, _ არამედ ის იქნება ადგილი სატანური საკრებულოსი. ანტიქრისტე გამეფდება იერუსალიმის დიდებულ ტაძარში, სამღვდელოთა და პატრიარქთა თანდასწრებითა და მონაწილეობით“ (წმ. თეოფანე დაყუდებული, ეპისკოპოსი, XIXს.).

,,ეკლესიის წინამძღვართა გულგრილობა... მწყემსთა გულგრილობა, მათი ნივთიერი (მატერიალური) უზრუნველყოფის არაჩვეულებრივ განვითარებასთან ერთად, _ ეს იქნება საეკლესიო ცხოვრების უკანასკნელი მოვლენა. დადგება ასეთი ჟამიც: ეკლესია _ სულიწმინდის მადლის გარეშე, მწყემსნი _ საკთარი თავის მწყემსავნი, ქადაგება _ ოდენ ხმის ბგერები“ (წმ. იოანე კრონშტადტელი, პროტოპრესვიტერი, სასწაულთმოქმედი, XXს.).

,,შვილნო ჩემნო, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დროში, როგორც ამას ამბობს მოციქული, დადგება მძიმე დღეები (II ტიმოთ. 3,1-6). კეთილმსახურების დაკნინების შედეგად, ეკლესიაში დაიწყება წვალებები (ერესები) და განხეთქილებები და აღარ იქნებიან _ როგორც ამას წმ. მამები წინასწარმეტყველებენ _ საეპისკოპოსო კათედრებზე და მონასტრებში სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული ადამიანები. ამის გამო, წვალებანი (ცრუსწავლებანი) დაიწყებენ გავრცელებას ყველგან და მოხიბლავენ უამრავ ხალხს. ადამიანთა მოდგმის მტერი იმოქმედებს დიდი ცბიერებით, რათა, თუკი იქნება შესაძლებელი, თვით რჩეულებიც კი გადაიბიროს წვალებისკენ. ის არ დაიწყებს ყოვლადწმიდა სამების, ქრისტეს ღვთაებრობის, ღვთისმშობლის შესახებ დოგმატების უხეშ უარყოფას, არამედ შეუმჩნევლად დაიწყებს წმ. მამებისა და სულიწმიდის მიერ გადმოცემული ეკლესიის სწავლების დამახინჯებას, მისი სულისა და განწესებების შერყვნას და მტრის ამ მცდელობებს შეამჩნევენ მხოლოდ ცოტანი... მწვალებლები დაიპყრობენ ეკლესიაში ძალაუფლებას, ყველგან თავიანთ მსახურებს დააყენებენ, ხოლო კეთილმსახურება კი იქნება უგულვებელყოფილი. მაგრამ ღმერთი არ დასტოვებს თავის მონებს მფარველობისა და გარკვეულობის გარეშე. მან თქვა: ,,ნაყოფით შეიცანით ისინი“! ჰოდა, შენც ამ ნაყოფთა მიხედვით, _ რაც იგივეა _ მწვალებელთა მოქმედებების მიხედვით, შეეცადე, განასხვავო ისინი ჭეშმარიტი მოძღვრებისაგან. ისინი არიან სულიერი ქურდები, რომლებიც მიიტაცებენ სულიერ სამწყსოს და შევლენ ცხოვართა ეზოში _ ეკლესიაში, გადაძვრებიან რა იქ არა კარიდან, ანუ შევლენ არაკანონიერი გზით, გამოიყენებენ რა ძალადობას და დასთრგუნავენ საღმრთო განწესებებს. უფალი უწოდებს მათ ავაზაკებს (იოანე: 10,1). მართლაც, მათი პირველი საქმე იქნება ჭეშმარიტი მოძღვრების დევნა, მათი დაჭერა, გადასახლება, რამეთუ ამის გარეშე შეუძლებელია ცხვრების დატაცება. ამიტომაც, შვილო ჩემო, როდესაც დაინახავ ეკლესიაში საღმრთო განწესების, მამათა გადმოცემისა და ღმერთის მიერ დაწესებული წესრიგის დარღვევას, _ იცოდე, რომ მწვალებლები უკვე გამოჩნდნენ; თუმცაღა, შეიძლება, მათ ხანდახან შესძლონ თავიანთი ბიწიერების დამალვა, ან კი დაიწყონ სარწმუნოების შერყვნა შეუმჩნევლად, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ გამოუცდელების ცთუნებასა და მათი ბადით გახლართვაში. დევნა იქნება არა მარტო მოძღვრებზე, არამედ უფლის ყველა მონაზე, რამეთუ ეშმაკი, რომელიც ხელმძღვანელობს წვალებას (ერესს), ვერ იტანს კეთილმსახურებას. ამ, ცხვრის ქურქში გადაცმულ, მგლებს იცნობ მათი ამპარტავნული ნირით, გემოთმოყვარეობითა და მთავრობისმოყვარეობით: ესენი იქნებიან ცილისმწამებელი მოღალატეები, რომლებიც თესავენ მტრობასა და ბოროტებას. ამიტომაც, თქვა უფალმა, ,,ნაყოფით შეიცანით ისინი“! ღვთის ჭეშმარიტი მონები მდაბლები, ძმათმოყვარეები და ეკლესიის მორჩილები არიან. მწვალებლებისაგან დიდი შევიწროვება შეხვდებათ ბერებს და მაშინ, ბერული ცხოვრება იქნება დამცირებაში: დაიცლებიან სავანეები, შემცირდებიან ბერები; ხოლო ვინც დარჩებიან, განიცდიან ძალადობას. მაგრამ ისინი (მწვალებლები) ბერული ცხოვრების მომძულებელნი, რომელთაც ექნებათ მხოლოდ გარეგნული იერსახე კეთილმსახურებისა, _ შეეცდებიან ბერების თავის მხარეზე გადაბირებას, დაპირდებიან რა მათ მფარველობასა და ცხოვრებისეულ სიკეთეებს; ხოლო დაუმორჩილებლებს დაემუქრებიან განგდებით. ასეთი მუქარებისაგან სულმოკლეებს ექნებათ დიდი მოწყინება, მაგრამ შენ, შვილო ჩემო, გიხაროდეს, თუკი მიაღწევ ასეთ დრომდე, რამეთუ მაშინ მორწმუნეები, რომლებმაც ვერ გამოაჩინეს სხვა სათნოებები, მიიღებენ გვირგვინს მხოლოდ ერთი, _ სარწმუნოებაში დგომის გამო, უფლის სიტყვებისდა მიხედვით: ,,ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მათე: 10,32). შვილო ჩემო, გეშინოდეს უფალი ღმერთის, გეშინოდეს განმზადებული გვირგვინის დაკარგვისა: გეშინოდეს, არ იქნე ქრისტესაგან განგდებული ბნელ გარესკნელსა და სამუდამო ტანჯვაში. ვაჟკაცურად იდექი რწმენაში და თუკი საჭირო იქნება, სიხარულით აიტანე განდევნილობა და სხვა მწუხარებები, რამეთუ შენთან იქნებიან უფალი, წმიდა მოწამენი და აღმსარებლები: ისინი სიხარულით შეხედავენ შენს ღვაწლს. მაგრამ ვაი იმ დღეებში ისეთ ბერებს, რომლებმაც შეიძინეს ქონება და სიმდიდრე, და სიმშვიდის სიყვარულის გამო, იქნებიან მზად, დაემორჩილონ მწვალებლებს. ისინი დაიწყებენ თავაინთი სინდისის მიძინებას და იტყვიან: ,,ჩვენ დავიცავთ და გადავარჩენთ სავანეს (მონასტერს) და ღმერთიც შეგვინდობს“. ეს უბედურები და დაბრმავებულები ვერ გულისხმაყოფენ, რომ წვალებასთან ერთად სავანეში შემოვა ეშმაკი და იქნება ეს არა წმიდა სავანე, არამედ დარჩება უბრალო კედლები, რომლისგანაც განვიდა მადლი. ხოლო ღმერთი კი ძლიერია მტერზე და ის არასდროს არ მიატოვებს თავის მონებს და ჭეშმარიტი მონასტრები იქნებიან სოფლის დასასრულამდე; ოღონდ, ეს ხალხი საცხოვრებლად გამოირჩევს მარტომყოფლურ და უდაბურ ადგილებს. ნუ გეშინია მწუხარებების, არამედ გეშინოდეს დამღუპველი წვალების, რამეთუ ის განაშიშვლებს ადამიანს მადლისაგან და განაშორებს ქრისტესგან. ამიტომაც, ბრძანა უფალმა, ჩაითვალოს მწვალებელი წარმართად და მეზვერედ (მათე: 16,17). ასე, რომ განმტკიცდი, შვილო ჩემო, იესუ ქრისტეს მადლში; სიხარულით ისწრაფე აღმსარებლობითი ღვაწლისაკენ და გადაიტანე ტანჯვები, როგორც კეთილმა მეომარმა იესუ ქრისტესი (II ტიმოთე: 2,2), რომელიც ბრძანებს: ,,იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკუდილამდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი“ (გამოცხ. 2, 10) და რომლისა არს ძალი და დიდება, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ (ანატოლი ოპტინელ- მეუდაბნოე, მღვდელ-მონაზონი, XXს.).

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2009, 07:47 PM

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
წმ. ანტონი დიდი

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიმოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
ღირსი ანტონ ოპტინელი

ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია...
დედა თამარი (მარჯანიშვილი)

სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი

გიყვარდეს თავმდაბლობა - იგი ცოდვისაგან დაგიცავს.
წმ. ანტონი დიდი

უნდა შეგეძლოს, ყოველ სიტყვას, რასაც გაიგონებ, ასე უპასუხო - შემინდე, რადგან თავმდაბლობა ბოროტის ყოველგვარ მახეს ანადგურებს.
წმ. ანტონი დიდი

ყოველ შენს საქმეში თავმდაბლობა შეინარჩუნე.
წმ. ანტონი დიდი

თუ ყველაზე უფრო სრულყოფილ თემში – ქრისტეს მოწაფეთა შორის იყო იუდა, მაშინ ჩვენ რაღაზედ ვძრწუნდებით, რომ რუსულ ეკლესიაში არის ვვედენსკი, ხოლო ყოველ სამწყსოში – საკუთარი პატარა იუდა ისევე, როგორც მშვიდი, მადლმოსილი იოანე და ერთგული, ენერგიული პეტრე.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი

ნუ შეიყვარებ სხვისი ძვირის ხსენების სმენას, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე და საკუთარი თავი დაადანაშაულე და არა ადამიანები.
ოპტელი ბერი ამბორსი

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი



პოსტის ავტორი: mRvdeli giorgi sxilaZe თარიღი: Feb 8 2009, 06:06 PM

მორჩილებისა და სიმდაბლის მამათამიერი განმარტება

ღვთის მორჩილება არის ის მთავარი სათნოება, რომელიც კაცობრიობის პირველმამამ _ ადამმა დაარღვია, რისთვისაც მან უფალთან სიახლოვე დაჰკარგა. ამის დასაბრუნებლად ადამიანს მართებს ღვთის მორჩილებაში დაბრუნება, მაგრამ არ უნდა აგვერიოს ღვთისმორჩილება კაცთმორჩილებაში. უღვთო საბჭოთა სახელმწიფომ მშვენივრად გამოიყენა ,,მორჩილების“ ცნება თავისთვის, როცა ჯერ თვითონ მღვდელმსახურნი დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, მათი პირით სრულ ,,მორჩილებას“ ქადაგებდა, რითაც მორწმუნე მრევლიც მონურად დაიმორჩილა და მორჩილად დაიმონა. მათ მცნება ,,არა განიკითხო!“ ცალმხრივად, სათავისოდ განმარტეს და ამით მთლიანად ჩაჰკლეს მორწმუნეში ბოროტების მხილების სურვილი, ძალა და უნარი. რა თქმა უნდა, განკითხვა და მხილება იგივე არაა, მათაც ,,შუა უზის დიდი ზღვარი“: პირველი _ ცოდვაა, ხოლო მეორე _ სათნოება. ,,ბნელის უნაყოფო საქმეებს ნუ თანაეზიარებით, არამედ უმეტესად ამხილეთ“ _ მოგვიწოდებს სულიწმიდა პავლე მოციქულის პირით. თუ როგორ უნდა ვამხილოთ, ამას საღვთო სჯული განგვიმარტავს, რის მაგალითებსაც უამრავჯერ ვხვდებით ,,საღვთო წერილსა“ თუ წმიდანთა ცხოვრებაში. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მაცხოვარი ურწმუნო მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს? _ მხილება. ,,ცხრა ნეტარებიდან“ ორი სწორედ მხილებით სიმართლეს შეეხება (მ.: 5,10-12): ,,ნეტარ არიან სიმართლისათვის (იგულისხმება: სიმართლის თქმისთვის _ +გ.ს.) დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“; ,,ნეტარ ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც“ (თითქმის ყველანი ამიტომ არ ,,დაისაჯნენ“ და წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემელსაც თავი, განა, სიძვის მხილებისთვის არ მოჰკვეთეს?!). რისთვის დევნიდნენ მათაც, მოციქულთაც, მოწამეებსაც და წმიდანებსაც მაცხოვარივით? _ შეძენილი ნაკლის: სიცრუისა და საერთოდ, ცოდვა-ბოროტების მხილებისათვის. ეს რომ მხოლოდ საღვთო საკითხებს არ შეეხება და ადამიანურ ცოდვათა მხილებასაც მოიცავს, ამისი მაგალითები წწ. იოანე ოქროპირისა (IVს.) და თეოდორე სტოდიელის (VIII-IXსს..) დევნილი ცხოვრება და აღსასრულიცაა, როგორც სიმართლის მათსავით სხვა მრავალ მსახურთა. წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მართლმკვეთელობას მისი თანამედროვე ასე აღწერს: ,,მისი ქადაგება სარწმუნოებაზე, ზნეობაზე, ბატონ-ყმობის გაუქმებასთან მისი ბრძოლა გასაოცარი ენერგიით იყო წარმოებული; ხშირად, მის წინააღმდეგ ხმლით მიიწევდნენ, მაგრამ ის სიმართლის კვერთხით და ჯვრით ხელში უშიშრად ებრძოდა ადამიანის დამონების მომხრეებს, არცხვენდა, გაბედულად კიცხავდა“. ,,ნუ იქნებით ადამიანთა მონა; ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი“, ამბობდა წმ. პავლე მოციქული, რომელსაც ამისათვის მრავალი დევნა აწიეს და ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წმ. ეპისკ. ეგნატე განმანათლებელი (XIXს.) კი ასე განმარტავს თავმდაბლობას: ,,ჭეშმარიტი მორჩილება ჭეშმარიტ სიმდაბლეს ჰბადებს. ჭეშმარიტი სიმდაბლე კი ღვთის წყალობაა. არასწორი და კაცთმაამებლური მორჩილება ცრუსიმდაბლეს შობს, რომელიც ადამიანს ღმრთის წყალობათაგან განაგდებს და სატანის ჭურჭლად აქცევს; ჭეშმარიტი მორჩილება არის მორჩილება ღვთისა“. დღეს ,,მორჩილებას“ ,,მონობაში“ ვურევთ და არ გვახსოვს წმ. მოციქულ პავლეს მოწოდება: ,,იყავით ვაჟკაცურნი!“. ქრისტეანმა მორჩილებაც ვაჟკაცურად უნდა აღასრულოს და ვაჟკაცურადვე უნდა ამხილოს ბოროტება. მარცხენა უკიდურესობაა თვითმორჩილება, რაზეც წმ. დოროთე ამბობს: ,,მე არ ვიცი სხვა რაიმე დაცემა, გარდა ერთისა _ ოდეს ადამიანი თავის თავს ემორჩილება“; ხოლო მარჯვენა უკიდურესობაა ყოვლადმორჩილება, რაზეც წმ. ისააკ ასური (VIს.) ამბობს: ,,ყველას მორჩილი იყავი კეთილ საქმეში. მხოლოდ სიამისმოყვარეთ, ფულისმოყვარეთ და ცრუმშვიდობისმოყვარეთ ნუ გაჰყვები, რამეთუ ეშმაკისაა ასეთი მორჩილება“. ჩვენ კი არც ერთი უკიდურესობისკენ არ უნდა გადავუხვიოთ, არამედ უნდა ვიაზროვნოთ და ვიაროთ მთავარი, სწორი მიმართულებით, რასაც ეკლესია ,,ოქროს შუალედს“ და ,,სამეუფო გზას“ უწოდებს (რაც არ უნდა აგვერიოს ნელ-თბილობასა და ტყუილ-მართლის ნარევში). თუ როგორ უნდა ემორჩილებოდეს მორწმუნე საკუთარ სულიერ მოძღვარს, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (X-XIსს..) გვაფრთხილებს: ,,შეისწავლე საღმრთო წერილი და წმ. მამათა სწავლანი, რათა შეუდარო იგი შენი მოძღვრის სწავლებასა და მოქმედებას. მაშინ, ვითარცა სარკეში, დაინახავ ყოველივეს და რაც ეთანხმება ,,საღმრთო წერილს“, შეითვისებ, ხოლო ყოველივე ცრუსა და უვარგისს _ განაგდებ, რათა არ იქნე მოტყუებული. გახსოვდეს, დღეს ბევრი გამოჩნდა ცრუმოძღვარი და მატყუარა“ (რაღა ითქმის დღევანდელ, ღვთისგან საყოველთაო განდგომილების _ ,,აპოსტასიის“ _ ჟამს?!). ჩვენი მხრივ, იგივე ,,საღმრთო წერილის“ სიტყვებითვე დავასკვნიდით: ,,მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქმე: 5,29). რაც შეეხება ,,მხილების“ ცნებას, უფალი გვასწავლის: თუ შენი ძმა სცოდავს, მიდი, ამხილე პირისპირ, ცალკე; თუ გამოსწორდა, შეგიძენია ძმა შენი; თუ არ მიიღო, ამხილე ორი-სამი კაცის თანდასწრებით და თუ კიდევ არა _ საჯაროდ ამხილე და თუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ, განეშორე მას, როგორც ურჯულოს. ხოლო ვის შეუძლია სხვისი მხილება, ამაზე ქრისტე შეგვაგონებს: ჯერ შენს თვალში ამოიღე დირე, რომ მერე უფრო ადვილად შეძლო სხვისი თვალიდან ბეწვის ამოღება; ანუ: მკურნალო, განიკურნე თავი შენი!.. საეკლესიო სამართლის კრებული _ ,,დიდი სჯულისკანონი“ _ არათუ უფლებას აძლევს ვინმეს სხვისი მხილებისა, არამედ გვავალდებულებს, კიდეც, ამას: თუ ერთმა იცის მეორეს ცოდ-ვის შესახებ და არ ამხელს მას, ხოლო სხვამ, მესამემ, ამხილა მეორე და ასევე, გამომჟღავნდა ისიც, რომ პირველმა იცოდა და არ ამხილა მეორე, _ რა სასჯელიც კანონით ეკუთვნის მეორეს, იგივე სასჯელი ედება პირველს იმისათვის, რომ იცოდა და არ ამხილა მცოდველი (ნაწილი IX: თავი 33-ე: წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი). ნათქვამი რომ შევაჯამოთ, ვინმეს ცოდვა თუ კერძო ხასიათისაა, მაშინ, მხელა ხდება ჯერ პირადად და ა. შ., ხოლო ცოდვა თუ საჯარო, საზოგადებრივი ხასიათისაა, შესაძლებელია მისი საჯაროდვე მხილება.

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი

პოსტის ავტორი: mRvdeli giorgi sxilaZe თარიღი: Feb 9 2009, 12:55 AM

ჯვრის გამოსახვის მამათამიერი განმარტება

სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (ჯორდანვილი, ა.შ.შ., 1967წ.) მართლმადიდებელი მოძღვარი შენიშნავს: ვინც პირჯვარს შემდეგნაირად იწერს _ ჯერ შუბლზე, შემდეგ მკერდზე, მარჯვენა და მარცხენა მხარზე _ ჯვრის ქვედა ნაწილი მოკლე გამოდის, ვიდრე ზედა (იხ. ნახ. I), ე. ი. ამობრუნებული ჯვარი გამოისახება და ასე, ქრისტეს ჯვარს, ქრისტეს ეშმაკზე ძლევის ამ ნიშანს, პირქვე ისახავს* და ამით მხოლოდ ეშმაკები ხარობენ. «,,ფსალმუნნის“ წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული“ _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა“: პირველად შუბლზე, მასვე ეხება ჯვრის ზედა რქა; მეორედ მუცელზე, მასვე სწვდება ქვედა რქა ჯვრისა; მესამედ მარჯვენა მხარზე; მეოთხედ კი _ მარცხენაზე, მითვე გამოისახვის ჯვრის განივგაწვდილი ბოლოები (იხ. ნახ. II) და მასზედა ეცვა ჩვენთვის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე».

მიმაგრებული სურათი
_________________________
*ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (+გ.ს.)?!


უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 9 2009, 02:43 AM

"ის ვინც სავსეა სიყვარულით, სავსეა ღმერთით"- ნეტარი ავგუსტინე smile.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 9 2009, 04:54 AM

ციტატა
*ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (+გ.ს.)?!

ეს მიმალული ცილისწამებაა ჩვენი პატრიარქისა (ბევრჯერ მიგინიშნებიათ "არასწორად" იწერს ჯვარსო), არ გრცხვენიათ სნეულებაში მყოფი კაცი მაინც მოასვენეთ sad.gif
ან როდის მერე გახდა საერთო დოგმატური აზრი ჯორდანვილში 1964 წელს სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში გამოთქმული ვარაუდი? შეეშვით აქ განხეთქილების და დაუმორჩილებლობის თესვას, ეკლესია ამხილებს კრებებით და მოქმედებს კრებებით!
ზედმეტია უკვე... ამაზე კამათს თუ დააპირებთ, მაშინ აქ არაა შესაბამისი ადგილი და გახსენით ცალკე თემა, და სჯობს ახალი აბსურდების წერას, დასმულ კითხვებს უპასუხოთ!

ციტატა
"ის ვინც სავსეა სიყვარულით, სავსეა ღმერთით"- ნეტარი ავგუსტინე


შესანიშნავია, ზუსტად დაწერ, ზუსტ ადგილას და ზუსტ დროს!

იხარე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 9 2009, 11:22 AM

KAIROS
ჩემის აზრით ეს მეტისმეტად იუმორით შესახედავი ამბავია, იმდენად რამდენადაც ეს მსჯელობა:

ციტატა
სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (ჯორდანვილი, ა.შ.შ., 1967წ.) მართლმადიდებელი მოძღვარი შენიშნავს: ვინც პირჯვარს შემდეგნაირად იწერს _ ჯერ შუბლზე, შემდეგ მკერდზე, მარჯვენა და მარცხენა მხარზე _ ჯვრის ქვედა ნაწილი მოკლე გამოდის, ვიდრე ზედა (იხ. ნახ. I), ე. ი. ამობრუნებული ჯვარი გამოისახება და ასე, ქრისტეს ჯვარს, ქრისტეს ეშმაკზე ძლევის ამ ნიშანს, პირქვე ისახავს* და ამით მხოლოდ ეშმაკები ხარობენ. «,,ფსალმუნნის“ წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული“ _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა“: პირველად შუბლზე, მასვე ეხება ჯვრის ზედა რქა; მეორედ მუცელზე, მასვე სწვდება ქვედა რქა ჯვრისა; მესამედ მარჯვენა მხარზე; მეოთხედ კი _ მარცხენაზე, მითვე გამოისახვის ჯვრის განივგაწვდილი ბოლოები (იხ. ნახ. II) და მასზედა ეცვა ჩვენთვის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე».


მომიტევეთ მაგრამ სერიოზულად განსასჯელი ნამდვილად არაა და მას იუმორით უნდა შეხვდე ადამიანი.

mRvdeli giorgi sxilaZe


ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, არ მინდა უხეშობაში ჩამითვალოთ, მაგრამ მართლა არ მჯერა რომ ამ ყველაფერს სერიოზულად წერთ. თუ სერიოზულოად წერთ და მართლა გჯერათ ამის, დამერწმუნეთ ვერ ყოფილა კარგად საქმე. ეს მკრეხელობა რომ არსად არ წერია და საფუძველი არ აქვს მას ქრისტიანობასთან ეს პირველმა კლასელმა კარგად იცის. საერთოდ პირჯვარს ადრეულ საუკუნეებში მხოლოდ შუბლზე გამოისახავდნენ ცერა თითით. შუბლზე ვინ აკონტროლებდა ერთი საინტერესოა ქვედა ბოლო დიდი იყო თუ ზედა.

ამას უკვე მე სერიოზულად მართლა არარ აღვიქვამ და უბრალოდ მეღიმება, ამის დამწერს ან არაფერი უნდა ქონდეს წაკითხული ქრისტიანობის შესახებ, ან შეგნებულად უნდა წერდეს რომ ამით საქართველოს ეკლესიის პირველ იერარქს "გადაწვდეს". აი ეს გადაწვდომა კი მართლა მისახედია და ამდენი ხანი რომ კიდევ საშუალება ეძლევა ამ ადმაიანს ფორუმზე შემოსვლისა მადლობა უნდა მოგვახსენოს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 9 2009, 02:23 PM

mRvdeli giorgi sxilaZe


თქვენ, მართლა ფიქრობთ, რომ ადამიანი ჯვარს როცა იწერს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭიპამდე ხელით ვერ ცამოაღწია, ამით ბოროტი გაახარა? ტქვენ, გჯერათ რომ ჯვრის გარდასახვა უხარია ბოროტს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანტიმეტრებშია სხვაობა? და რა იცით რომ როცა მღვდელი ჯვარს სახავს მრევლს, ორივე მხარე, მარჯვენა და მარცხენა სიმეტრულად გამოდის?


თუ არ გამოდის, ანუ სატანისტურად გადასახა ჯვარი??? გჯერათ ტქვენ ამის? ანუ, ხანდახან ტქვენ სატანისტურად სახავთ ჯვარს თქვენს მრევსლ და ბოროტს უხარია არა? თუ იმდენად გაქვთ ნავარჯიშევი, რომ მილიმეტრებში ჯდებით?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 9 2009, 02:29 PM

ე.წ. პეტრეს ჯვარი, ერთ-ერთი ქრისტიანული სიმბოლო:
http://en.wikipedia.org/wiki/Cross_of_St._Peter

პოსტის ავტორი: mRvdeli giorgi sxilaZe თარიღი: Feb 9 2009, 04:21 PM

,,კაიროსი": ავტორს მოჰყავს პირჯვრის არასწორად გამოწერის განმარტებიდან ჩვენი ,,შენიშვნა“: ,,*ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (+გ.ს.)?!“ და ასკვნის: ,,ეს მიმალული ცილისწამებაა ჩვენი პატრიარქისა (ბევრჯერ მიგინიშნებიათ "არასწორად" იწერს ჯვარსო), არ გრცხვენიათ სნეულებაში მყოფი კაცი მაინც მოასვენეთ“.

პასუხი: ეკლესიის ,,პირველ პირებში“ მაშინაც, როცა ეს სიტყვები დავწერეთ (2004წ.) და ახლაც, ვიგულისხმეთ, ზოგადად, სხვადასხვა ოფიც. მართლმ. ეკლესიის ზოგი მღვდელმთავარი და თუ ვინმე, ჩვენგან, ასეთთა რიცხვს განეკუთვნება, უბჯობესია, თვითონ ფაქტმა დაგაფიქროთ და ძალ-ღონე ამის გამოსწორებისკენ მიმართოთ, ვიდრე ამის მსურველს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენოთ (ღმერთმა გაპატიოთ!). თანაც, ეს ,,შენიშვნაც“, რომელიც თქვენ მოიტანეთ, მიბმულია იმავე სიტყვებს ანუ ისიც გამოქვეყნებულია 5 წლის წინათ (ამიტომ, უბრალოდ, ტექსტიდან აღარ ამოვიღეთ) და აქ პატრიარქის ახლანდელი სნეულება (ღმერთმა კარგად ამყოფოს!) არაფერ შუაშია. რახან სიტყვამ მოიტანა, იმასაც გეტყვით, რომ გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა ვრცელი და მნიშვნელოვანი მასალა, როცა მისი ავადმყოფობა შევიტყვეთ და ამის გამო, სწორედ იმ მიზეზით, რომლითაც თქვენ აქ მორალს გვიკითხავთ, ამისგან თავი შევიკავეთ; უკვე, 10 დღეა, თავს ვიკავებთ და ველოდებით საავადმყოფოდან მის გამობრძანებას (უფალმა მალე განკურნოს!). ასე, რომ აქ სრულიად ზედმეტია ჩვენი მორწმუნე ადამიანების ,,გულის აჩუყებისა“ და მათი ჩვენს წინააღმდეგ მომართვის მცდელობა. ამაში, ისინი თვითონვე დარწმუნდებიან, როცა ჩვენი ზემოხსენებული წერილი გამოქვეყნდება. მანამდე რომც ვერ მივაღწიო, ჩვენი სულიერი შვილები მაინც გამოაქვეყნებენ, რადგან ჩვენი ყველა მასალა და ყველანაირი საიდუმლო, დიდი ხანია, გადაბარებული გვაქვს მათთვის, რომლებიც, ღვთის მადლით, საკმაოდ არიან და ყველას ვერ მოკლავენ... ხოლო თუ რატომ ვსაუბრობთ სიკვდილზე, ამას ჩვენი შემოდგომი პუბლიკაციებიდან შეიტყობთ... მანამდე კი გეტყვით, რომ თქვენს მფარველებს შეუძლიათ, სიმართლის საპასუხოდ მხოლოდ ,,არქიფოს ბრბო“ მოგვისიონ ან ,,ქილერი“ მოგვიჩინონ და დიდი-დიდი, მოგვკლან, რისთვისაც წინასწარ ვუძღვნით მათ შენდობასა და მადლობას, რადგან, იქნებ, ასე მაინც მწიონ ღმერთისგან ცოდვათა შენდობასა და მის ზეციურ მღვდლად ,,შვებასა სამოთხისასა“ (,,გალობა უფლისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტესა; დასდებელნი სინანულისანი“)...
შინიშვნა (იმედია, არ მიწყენთ): აქ ნაცვლად ფრაზისა ,,ცილისწამებაა ჩვენი პატრიარქისა“ უნდა გქონდეთ ,,ცილისწამება ჩვენი პატრიარქისადმი“, თორემ, ასე, როგორც თქვენ გიწერიათ, გამოდის, რომ ცილი მას კი არ დასწამეს (ღმერთმა დაგვიფაროს!), არამედ მან დასწამა ვინმეს...


(იგივე): ,,ან როდის მერე გახდა საერთო დოგმატური აზრი ჯორდანვილში 1964 წელს სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში გამოთქმული ვარაუდი? შეეშვით აქ განხეთქილების და დაუმორჩილებლობის თესვას, ეკლესია ამხილებს კრებებით და მოქმედებს კრებებით!“.

პასუხი: ისევ კონტექსტს ამახინჯებთ და ისე გამოგყავთ, თითქოს პირჯვრის წერა ჯორდანვილის მონასტრის ანუ ემიგრაციული ეკლესიის მამათაგან ყოფილიყოს დაკანონებული. სინამდვილეში, თუ მათ მიერ მოხმობილ განმარტებას ყურადღებით წაიკითხავთ, იქ უწერიათ: «,,ფსალმუნნის“ წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული“ _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა...“». ესაა არა მათი ვარაუდი, როგორც ამბობთ, არამედ უბრალო შეხსენება სწორედაც ,,სკოლის მოსწავლეთათვის“...
იქნებ, გვითხრათ, რომელმა კრებამ დაადგინა ჯვრის თავდაყირა გადასახვა როგორც საკუთარ თავზე, ასევე, სხვებზე?


,,აბხაზი“: ,,საერთოდ პირჯვარს ადრეულ საუკუნეებში მხოლოდ შუბლზე გამოისახავდნენ ცერა თითით. შუბლზე ვინ აკონტროლებდა ერთი საინტერესოა ქვედა ბოლო დიდი იყო თუ ზედა“.

დიახ, მართალს ამბობთ, რომ ჯვარს შუბლზეც იწერდნენ და სხეულის სხვა ნაწილებზეც (მორწმუნეები დღესაც ვაკეთებთ ამას), როგორც ეს ცნობილია, მაგ., წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრებიდანაც. მაგრამ ყველგან, სადაც ჯვარს ისახავდნენ, შუბლი იქნებოდა, სახე თუ გულ-მკერდი, ჯვრის კვეთა იყო მაცხოვრის ისტორიული ჯვრის ფორმისა და არა ამობრუნებულისა (როგორზეც გააკრეს წმ. პეტრე*), რადგან გამოხსნა მოიტანა არა მოციქულის, არამედ ქრისტეს ჯვარმა.
________________________
*მან ეს თვითონვე სთხოვა ჯალათებს სწორედ ამ აზრით: ღირსი არა ვარ, უფლის ჯვრის მსგავსზე მიმალურსმნოთ...


უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 9 2009, 04:25 PM

mRvdeli giorgi sxilaZe

ციტატა
,,კანონისტი" _ ,,ზილოტებს":
,,მსოფლიო კრების შესაქმეები იქნებ განმარტოთ (პირველად მესმის )" _ (,,სმაილი" ციტატის ავტორის ანუ დ. ჩიკვაიძისაა და არა ჩვენი _ +გ.ს.).

პასუხი: შვილო დავით, თუ გსურთ, საჩუქრად გამოგიგზავნით მსოფლიო წმ. კრებათა ,,საქმეებს“, რათა ჯერ ისინი კარგად შეისწავლოთ და კანონიკურ საკითხებზე თვალსაწიერი გაიფართოვოთ (იხ. მაგ., ,,მსოფლიო კრებათა საქმენი“, ყაზანის სასულიერო აკადემიისა (1908წ.) და სანკტ-პეტერბურგის (1996წ.) გამოცემები, ოთხ ტომად, სულ 2088 გვ.). ისე, ის, რომ თქვენ, წიგნიერებას დაწაფებულმა ახალგაზრდამ, დღემდე ამ წიგნების შესახებ არაფერი იცით, თქვენი ბრალი ნამდვილად არაა _ კანონმოყვარული და კანონმორჩილი იერარქია რომ გვყავდეს, ეს კორპუსი, აქამდე, ქართულად ნათარგმნ-გამოცემულიც იქნებოდა და თქვენც, დარწმუნებული ვართ, მას ღრმად შეისწავლიდით.
ღმერთმა დაგლოცოთ!


მსოფლიო კრებების საქმეები ძალიან კარგად გამიგია, სახლშიც მაქვს და თუ უფალმა ინება, თარგმნასაც დავიწყებ წელს, მაგრამ აი "შესაქმეები" ვერ გავიგე laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

ისე, არა 4 ტომად, არამედ შვიდ ტომად არის ყაზანის სასულიერო აკადემიის გამოცემა. yes.gif

თქვენ ცხადია საკითხში გარკვევას არ ეცადეთ და ეგრევე გადმოხვედით ჭკუა-დარიგებაზე, რაც ჩემთვის, რუსთაველის უკვდავი სიტყვების არ იყოს ("გონიერსა მწვრთნელი უყვარსო...") ერთობ სასიამოვნოა, მაგრამ გააჩნია ვისგან....

პოსტის ავტორი: mariami seminaria თარიღი: Mar 1 2009, 02:19 PM

მართლმადიდიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მოცურავე ხომალდია, რომელშიც ჩვენ მარტლმადიდებლები ვზივართ ხოლო დანარჩენი სარწმუნოების ხალხი მხარულით მოცურავს. ე. ი.მხოლოდ პირადი გმირობითთუ ცხონდება.

არც ვილოცე, არც ვიმარხულე, თავი დავიმდაბლე და ვცხონდი . ბერი გაბრიელი

პოსტის ავტორი: namdvili cimamace siftxilea თარიღი: Mar 4 2009, 07:34 PM

წმინდა ისაკ ასური ამბობდა:თუ სასწორის ერთ პინაზე დავდებთ მრავალ კეთილ საქმეს და მეორეზე ,დუმარებას,მდუმარება გადასწონისო.

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 22 2009, 11:42 AM

''ცოტა ვისაუბროთ და მეტი ვაკეთოთ უკეთესი იქნება ნამდვილად''-წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.

''არა განიკითხავდეთ და ღმერთი ყოველთვის თქვენ დაგიცავთ.''-წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.

''ხელ-ფეხი საქმეში,ხოლო აზრი კი ღმერთთან-აი ნამდვილი ადამიანი.''-წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2009, 04:56 PM

„როდესაც მოვა კეთილდღეობა, ვმადლობდეთ უფალს და იგი ხანგრძლივი იქნება. მოვიდა უბედურება, ვმადლობდეთ უფალს და იგი დასრულდება.“

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 10 2009, 10:35 AM

არცერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორც მცირედმჭამელ ირემს: ამის მსგავსად გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორც მმარხველი.
რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება.
აბბა ლეონტი
გაიხსენე, რომ სამოთხეში ადამი შენზე ნაკლები სრულყოფილი არ ყოფილა. წარმოიდგინა, რომ მარხვის გარეშეც შეიძლებოდა ცხოვრება და რა გამოვიდა? ლოთი შუა სოდომში ცხოვრობდა და სათნოებებით იყო განთქმული. სოდომსგარეთ კი მარხვა შეწყვიტა და რა მოხდა.
ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი
მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან.
წმ. ნილოს სინელი
დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

პოსტის ავტორი: იმედა თარიღი: Jun 24 2009, 09:31 PM

კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)

ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო"

ძალიან მომეწონა წმინდა იოსებ ვირიცკელის სიტყვები. მეხსიერება რომ მქონდეს დავიზეპირებდი.

ხო, მიშიკომ შეგვახსენა რომ ფხიზლად ვიყოთ. დიდი მადლობა ამ შეხსენებისათვის. დიდი მადლობა წმ. ილია მართალს ამ გაფრთხილებისთვის.

-

დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Jun 25 2009, 12:56 AM

ღმერთი - აი, ჩვენი სულის პირველი და უკანასკნელი სიკეთე!

ამპარტავნება მანკიერებათა დედაა, რომლისგანაც ეშმაკიც კი დაეცა, რომელიც ადრე ასეთი არ იყო (წმიდა იოანე ოქროპირი).

ამპარტავნება ჰგავს მაღალ, მოხრილ ხეს, რომელსაც ტოტები მომტვრეული აქვს; თუ ვინმე მასზე ავა, მეყვსეულად ჩამოვარდება სიმაღლიდან (წმიდა ეფრემ ასური).


თავს ძალიან ნუ აღიმაღლებ, რათა ძლიერად არ დაეცე (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).

ამაღლებისაკენ მისწრაფება ამავე დროს დამდაბლებისაკენ მისწრაფებაცაა.

ვინც საკუთარ თავს თვითონვე აღიმაღლებს, იგი თვითონვე იმზადებს დაცემას.

უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე - აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).

ამპარტავანი პატივისცემას ეძიებს იმათგან, ვისაც იგი არაფრად მიაჩნიათ.

თავმდაბალი ბევრს უყვარს, ამაყი და ქედმაღალი კი სძულთ მათაც კი, ვინც თვითონაც მათნაირნი არიან.

ცოდვა უნდა გძულდეს, ცოდვილი კი უნდა გიყვარდეს.

გეშინოდეთ ვინმეს განკითხვისა გულშიც კი და - არა მხოლოდ აშკარად.

ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის.

ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის ვნებებს, თავად კი ერთი წყენაც ვერ აგვიტანია (ძველი პატერიკი).

ღმერთს ჩვენი ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.

ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).

როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე (ნეტარი ავგუსტინე).

ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან.



პოსტის ავტორი: lela.. თარიღი: Jul 8 2009, 02:24 PM

თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა! აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“
წმ.იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Sep 28 2009, 01:51 AM

БОГОСОЗЕРЦАНИЕ

...Созерцание Бога бывает различным. Бог познается не только в блаженном и непостижимом Существе Своем, что предоставлено святым Его в будущем веке, но познается также из величия и красоты Его творений, из ежедневного Его Промысла и провидения, из правосудия Его, из чудес, которые Он являет в каждом роде над святыми Своими. Ибо когда мы помыслим о беспредельном Его могуществе, о неусыпном Его оке которое видит тайны сердечные и от которого ничто не может скрыться, то, объятые сердечным трепетом, удивляемся и поклоняемся Ему. Когда помыслим, что Он знает число дождевых капель, песка морского и звезд небесных, то поражаемся величию Естества и премудрости Его. Когда помыслим о неизреченной и неизъяснимой Его премудрости и человеколюбии о непостижимом долготерпении, переносящем бесчисленные падения грешников, то прославляем Его. Когда помыслим о великой любви Его к нам, по которой Он, будучи Богом, не погнушался для нас, ничего доброго не сделавших, стать человеком, чтобы избавить нас от обольщения,- в нас пробуждается любовь к Нему. Когда помыслим, что Он Сам, побеждая в нас врага нашего диавола, дарует нам Жизнь Вечную за одно произволение и расположение к добру, то поклоняемся Ему. Есть и другие бесчисленные, подобные этим созерцания, через которые Бог становится видимым и постижимым, и которые раскрываются в нас в зависимости от достоинства жизни и по чистоте сердца. Но никто из тех, в ком еще живут плотские страсти, не будет иметь таких созерцаний. Преподобный Иоанн Кассиан Римлянин (Авва Моисей 53,180).

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Sep 30 2009, 08:46 PM

ვინც ბოროტებისგან შორსაა, ის ყველაზე ნაკლებად ეჭვობს ბოროტებას.
წმ გრიგოლ ღვთისმეტყველი

უკეთესია არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით იქებდე თავს.
წმ დიმიტრი როსტოველი

თუ გსურს, რომ უფალმა შენი ცოდვები დაფაროს, ნუ გამოფენ ადამიანთა წინაშე სათნოებებს, თუ რაიმე გაგაჩნია; რამეთუ როგორც ვექცევით ჩვენს სათნოებებს, ასევე ექცევა უფალი ჩვენს ცოდვებს.
წმ მარკოზ მოსაგრე

ამპარტავნება პატარა და მდაბიო სულის უდიდესი გამოვლინებაა.

არაფერი ისე არ ააშკარევებს ჩვენს სულიერ უწმინდურობას და, ამასთან ერთად ისე არაფერი მოწმობს ჩვენს უცოდინრობას საკუთარი სულიერი მდგომარეობისას, როგორც მოყვასის განკითხვა.
სხვისი განმკითხველი ბეჭედს ასვამს საკუთარ ბოროტ საქმეებს. წმ მარკოზ

არ არსებობს ადამიანის მიერ აღსრულებული ცოდვა რომლის ჩადენაც ყველა სხვას არ შეეძლოს.

სიკვდილი-ეს უსასრულო მარადიულობის კარია.

ისე იცხოვრე რომ სიკვდილს შეხედო, როგორც საღმრთო სიყვარულის ძახილს ბედნიერი ცხოვრებისთვის.
და მაშინ ჩვენ დანამდვილებით შევიცნობთ, თუ რა ჩალის ფასად ვყიდით მიწაზე ჩვენს უფლებას ცათა სასუფევლის მკვიდრობაზე და რა ძვირად ვყიდულობთ ჯოჯოხეთს.
შარში ვარ მგონია user.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Oct 7 2009, 10:45 PM

არცერთ მიწიერ წყაროს არ ძალუძს წყურვილი მოუკლას ჩვენს გულს. შეკრიბეთ ყველა მიწიერი ბედნიერება და სიხარული და მიეცით იგი ერთ ადამიანს. ის მაშინაც იტყვის : ეს ყოველივე ჩემთვის არაფერია, ვიდრე გულის სიღრმეში განვიცდი სურვილს, რომელიც ჯერ არ ამსრულებია, სიცარიელეს რომელიც ჯერ არ ამოვსებულა.

ყოველდღიურად საკუთარ თავს ჩავაბაროთ ის ანგარიშები, რომელთა ჩაბრებაც ყველას წინაშე მოგვიწევს ჩვენი მსაჯულის წინაშე, ამას აკეთებდნენ თვით საუკეთესონი ბერძენ ბრძენთაგან.

წარმომიდგენია რა იქნება სამსჯავროზე.. კიარადა ვერ წარმომიდგენია mellow.gif


პ.ს ეს მესამე წინადადება და სმილიკი ჩემი იყო,.... რავიცი წმ მამის არ გეგონოთ user.gif


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 9 2009, 04:40 PM


არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილო ასეთი ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაფერ ძვირფასის განადგურებისა? უბედურ ქორწინებათა უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე თვლის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სირთულე ქორწინებისა აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა, მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია, იქ კი სრული თავისუფლებაა.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Oct 14 2009, 12:19 AM

-მრისხანე ხარ? იყავ მრისხანე შენი ცოდვების მიმართ, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა- აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში / წმ. იოანე ოქროპირი /




როდესაც რაიმე საშინელისა და აუტანელის დათმენისას, მრისხანება და მძვინვარება შემოგიტევს, ქრისტეს სიმშვიდე გაიხსენე.... მალე დამშვიდდები და დამდაბლდები.... /წმ. იოანე ოქროპირი /



- საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გამაჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას. / ეფრემ ასური/




შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღსარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი, თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ(საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა?სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ / ეფრემ ასური/




ვერ მოვასწარი კეთილმსახური ღვაწლის დაწყება და უკვე მზვაობრობით დავსნეულდი. ვერ მოვასწარი კარიბჭეში შესვლა და უკვე შინაგან საკურთხეველზე ვოცნებობ. ჯერ ღმრთის სათნო ცხოვრება არ დამიწყია და უკვე ჩემს ახლობლებს ვამხილებ. ჯერ ვერ გავიგე, რა არის ჭეშმარიტება და სხვების დამოძღვრა მწადია. სულო ჩემო! ღმერთმა ჭეშმარიტება მოგანიჭა, აზრი, გონება, ცნობა, განსჯა; შეიცანი რა არის შენთვის სასარგებლო. როგორ ოცნებობ სხვებისთვის ნათლის გადაცემაზე, როცა თვითონ წყვდიადში ხარ ჩაძირული? ჯერ საკუთარი თავი განკურნე, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, დაიტირე შენი სიბრმავე /ეფრემ ასური/



პ.ს. ხვალ გავაგრძელებ smile.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Oct 14 2009, 12:58 AM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Oct 14 2009, 12:19 AM) *

-მრისხანე ხარ? იყავ მრისხანე შენი ცოდვების მიმართ, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა- აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში / წმ. იოანე ოქროპირი /
როდესაც რაიმე საშინელისა და აუტანელის დათმენისას, მრისხანება და მძვინვარება შემოგიტევს, ქრისტეს სიმშვიდე გაიხსენე.... მალე დამშვიდდები და დამდაბლდები.... /წმ. იოანე ოქროპირი /


აი ჩემი ცოდვა sad.gif
ვერაფრით ვერ ვაღწევ თავს ამ ცოდვას
ბობოქარი ქარიშხალი,თუ ამოვარდა
ირგვლივ ყველაფერს აცამტვერებს sad.gif
ეს მე ვარ მე!მრისხანებით დაცემული
არადა დავიღალე
ძალიან დავიღალე,ძალიან... sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Oct 14 2009, 05:32 PM

b-a-r-b-a-r-e

ციტატა
აი ჩემი ცოდვა

არა მარტო შენ ინა, ყველას გვეხება ეს სიტყვები... მეც საშინელი ფიცხი ვარ sad.gif


თან საქმე smile.gif ვაგრძელებ smile.gif




ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფვოდეთ მისკენ, სულის განკურნებისა და განწმენდისთვის.... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასდროს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმინდა საიდუმლოებებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი გავხდით... / წმ. კასიანე რომაელი/

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Oct 28 2009, 06:22 PM

ციტატა
აი ჩემი ცოდვა

უი შენია? მე ჩემი მეგონა რა კაია ჩემი რო არაა laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Oct 29 2009, 12:19 AM

ციტატა(llaasshhaa @ Oct 28 2009, 06:22 PM) *

უი შენია? მე ჩემი მეგონა რა კაია ჩემი რო არაა laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

biggrin.gif რა კარგად გამაცინე შენ რა გითხარი laugh.gif



ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს. / წმ.ისააკ ასური/



სათნოებათა ყველა კიბეც რომ აგევლოს, მაინც ცოდვილთა შენდობისთვის ილოცე, რამეთუ გსმენია დიდი პავლე მოციქულის ნათქვამი ცოდვილებზე- "რომელთაი პირველი მე ვარ" / წმ. იოანე სინელი/


როდესაც ვინმე გვეტყვის-ილოცე ჩემთვისო, თქვი გულში: ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენ; და ეს საკმარისია. ხოლო მისი მუდმივი მოხსენიება არ არის ჩვენი საქმე, არამედ (სულიერ) სრულყოფილებას მიღწეულთა, რომელთან ძალუძთ ერთმანეთისთვის ლოცვა. / წმ. ბარნასუფე დიდი/

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Oct 29 2009, 05:06 PM

QUOTE(ა ნ უ კ ა @ Oct 29 2009, 12:19 AM) *

biggrin.gif რა კარგად გამაცინე შენ რა გითხარი laugh.gif
ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს. / წმ.ისააკ ასური/

sad.gif

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Oct 31 2009, 12:04 AM

ღირსი უნდა იყო იმისა, ვინც თავისი ძე გიწოდა და ისე უნდა იქცეოდე, როგორც ღვთის ძეს შეჰფერის, როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ.

მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ რატომ გავურბივრთ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით?
წმ ნილოს სინელი

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Oct 31 2009, 12:28 AM

ეს მომწონს



ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა რაოდენობაში. რაოდენობა მაშინ არის საქებარი, როდესაც ხარისხისკენ მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მივყავართ რაოდენობამდე. რაოდენობას მივყავართ ხარისხამდე, როცა მლოცველი გულმოდგინედ ლოცულობს. / წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


ესეც

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა; მას მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს. / წმ. ეფრემ ასური/


პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Oct 31 2009, 12:31 AM

QUOTE(ა ნ უ კ ა @ Oct 31 2009, 01:28 AM) *

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა; მას მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს. / წმ. ეფრემ ასური/

cray.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 3 2009, 05:03 PM

რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.


/დედა სინკლიტიკია/

პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Nov 9 2009, 12:21 PM

ილაპარაკე,თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს,მაგრამ გიყვარდეს დუმილი,როცა ის თქმას ჯობს (წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი)

შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი არასოდეს მოკვდება,არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე.იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენკენ ან შენ საწინაარმდეგოდ. (წმ.თეოფანე დაყუდებული)

იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ.უფალი მანამდე უფრთხილდება შენ სულს,ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები.
(წმ.ანტონი დიდი)

განუსაზღვრე საზომი საკუთარ თავს. (წმ.ნილოს მმარხველი)

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 24 2009, 10:21 AM

წმ. ისიდორე პელუზიელი

(ეპ. 1282)

ისევე როგორც ფილოსოფოსს ავლენს არა მანტია და ჯოხი, არამედ - სიტყვახსნილობა და მოღვაწეობა, ასევე ავლენს ქრისტიანსაც არა გარეგნობა და საუბარი, არამედ - წესი და ცხოვრება, მართლმოძღვრებასთან შეთანასწორებული (298).

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 4 2010, 07:02 PM

rolleyes.gif

ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.

წმ. ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2010, 02:38 PM

"უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თვისი მოყვასის ცოდვებს."

/ღირსი მოსე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2010, 04:33 PM

"თუ ჩვენს თავს დანაშაულის ადგილას არ ვაკავებთ, მაშინ ვერასოდეს გამოვსწორდებით, თუნდაც ათასი წელი ვიცხოვროთ."

/ბერი პაისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2010, 12:03 PM

"თუ გსურთ ვინმე დაარწმუნოთ, რომ ცუდად ცხოვრობს, იცხოვრეთ კარგად. ადამიანს სჯერა ის, რასაც ხედავს."

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 20 2010, 10:33 AM

ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება. შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას.

წმიდა ილია მართალი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2010, 02:27 PM

"არგანკითხვა ნახევარი ცხონებაა".

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Oct 21 2010, 11:36 PM

გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!




პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 22 2010, 12:18 AM

გუდაგუდა

ციტატა
გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!


ეს ვისი სიტყვებია? smile.gif

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Oct 23 2010, 01:46 PM

ციტატა(afxazi @ Oct 22 2010, 01:18 AM) *

გუდაგუდა
ეს ვისი სიტყვებია? smile.gif

სამწუხაროდ არ ვიცი sad.gif მაგრამ ძალიან მომწონს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 13 2010, 10:45 PM

„აი, ცხონების ყველაზე მოკლე და ადვილი გზა: იყავი მორჩილი, თავშეკავებული, ნუ განიკითხავ და გონება და გული ბოროტი გულისთქმებისაგან დაიცავი; ნუ განიშორებ ფიქრს, რომ ყოველი ადამიანი კეთილია და უფალს ყველა მათგანი უყვარს. მაშინ სულიწმიდის მადლი დაივანებს შენში და იტყვი: „მოწყალეა უფალი, მაგრამ თუ შენ განიკითხავ, დრტვინავ და თავნება ხარ, ბევრიც რომ ილოცო, სული დაგიცარიელდება და იტყვი: „დამივიწყა უფალმა“. მაშინ, როცა შენ კი არ დავიწყნიხარ უფალს, თავად დაგავიწყდა, რომ მორჩილი უნდა იყო. ამიტომაც დაგტოვა ღვთის მადლმა და არ მკვდირობს შენში. მორჩილ სულში ის ადვილად ისადგურებს და სიმშვიდე და უფალში განსვენება მოაქვს თან“

წმ. სილუანე ათონელი

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 13 2010, 10:49 PM

ციტატა(გუდაგუდა @ Oct 21 2010, 11:36 PM) *


და სულელს ნუღარ ეკამათები!


რადგან იგი გამოცდილია კამათში და აუცილებლად დაგამარცხებს smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 6 2010, 12:41 PM

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

„ჭეშმარიტად, უფალი არ დაეძებს ქალწულებს თუ გათხოვილ ქალს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნებელ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს “.

„ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს“.

„თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ. თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს“.

„ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!“

ღირს მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 6 2010, 12:43 PM


კაია smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 21 2011, 03:38 PM

როგორც ღორები იქექებიან მიწაში, ასევე დემონები ადამიანში, სანამ არ მიაგნებენ რომელიღაც სულიერ არაწმიდებას მათთვის საკვებად.
(წმ. ნიკოლოზ სერბი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2011, 02:03 PM

"ცოდვა, ხატოვნად რომ ვთქვათ, საშიში რადიაქტიური გამოსხივებაა, რითაც ვიწამლავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ვწამლავთ ირგვლივ მყოფთ და, შესაბამისად, მთელ კოსმოსს. ჩვენ ყოველთვის ვცოდავთ, ამიტომ სინანულიც გამუდმებით უნდა გვახლდეს თან."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Mar 17 2011, 04:19 PM

ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი


ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის.
ბერი იოსენ ოპტელი

სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმ. იოანე ოქროპირი

არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი, საკუთარი სიამოვნება, ოჯახური და ნათესავური კავშირები, სინდისი, მაცხოვნებელი თანამყოფობა.
მეხუთე იმპულსი დაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას არ დააკავებს თავისთან, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებ, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია, დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. მაშინ მას უკვე აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.
წმინდა ნიკოლოზ სერბელი

სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ.
წმინდა იოანე ოქროპირი


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2011, 04:23 PM

"როცა ძმა გვაწუხებს, იმას გავს, უძლურმა ხელმა ან თვალმა რომ შეგვაწუხოს, ამისთვის ჩვენ ხომ არ ვიკვეთავთ ხელებს, არც თვალებს ვითხრით, როცა ისინი ტკივილებს გვგვრიან, არამედ გამოვისახავთ პატიოსან ჯვარს მასზე და ვევედრებით ღმერთს, რათა განგვკურნოს და თან წამალსაც ვხმარობთ, რათა მკტკივანი ასო განვიკურნოთ.

ამრიგად, როგორც ვლოცულობთ თვალისა და ხელისათვის, რათა განიკურნოს, ასევე უნდა ვილოცოთ ძმისათვისაც. ჩვენ კი ასე როდი ვიქცევით, არამედ ვეშურებით, ჩვენთვის ახლობელს ბოროტებით გადავუხადოთ."

/ღირსი ზოსიმე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 11 2011, 11:56 AM

იმ ყველაფრისგან, რაც ადამიანმა შეიძლება აღასრულოს და შეისწავლოს, ყველაზე რთული სიმდაბლეა.
წმ. ნიკოლოზ სერბი

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 11 2011, 01:15 PM

ეცადეთ, ძმანო, ისე იცხოვროთ, რომ ხელმწიფებდეთ თქვენს ენაზე და არ განამრავლოთ სიტყვა, რათა ცოდვებიც არ განგიმრავლდეთ.
წმ. ანტონი დიდი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)